შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 10)


21-03-2018, 18:27
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 363

გამოფხიზლებისთანავე მივხვდი, რომ ჩემს ოთახში არ ვიყავი. წამოვდექი, თავბრუს ხვევა ვიგრძენი , მაგრამ არ შევჩერებულვარ. ქვევით ჩასასვლელ კიბეებს დავუყევი, მისაღებ ოთახში ლუკა და მამამისი იყვნენ.
- ეს როგორ გააკეთე მამა?
- რა მექნა ლუკა მითხარი, დამემუქრნენ რომ სწავლის ფულს აღარ გადამიხდიდნენ. სამსახურს არ დამაწყებინებდნენ, რომ ოჯახს ვერ ვარჩენდი მათ გარეშე და ისედაც დამენგრეოდა.
- მესმის მამა, მესმის, მაგრამ ლიზამ რა დააშავა. ისიც ისე უნდა გიყვარდეს როგორც მე.
- შენ რა,გგონია არ მიყვარს? ლიზა ჩემი შვილია.ყოველთვის ვაკვირდებოდი, როგორ დადიოდა ბაღში, შემდეგ კი გაქრნენ, ისიც და დედამისიც. დიდხანს ვეძებდი მის ადგილსამყოფელს, თუმცა უშედეგოდ. მხოლოდ ბოლოს მივაგენი, ისიც შენს სკოლაში.იცი რა გრძნობა დამეუფლა? ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე შვილი.13 წელი.13 წელი ვეძებდი, 13წელი ლიზა იქ იყო და არც ერთხელ არ მინახავს.
- არ ვიცი რა გითხრა, ფაქტი ერთია. ლიზამ ათასი დამცირება და ტკივილი გადაიტანა, ამას კი თქვენ, შენ და დედამის გაბრალებდათ ახლა, კი მხოლოდ და მხოლოდ შენ გაბრალებს.
- როგორ მიჭირს შენ ვერც კი წარმოიდგენ.
- უნდა დაანახო შენი სიყვარული, უნდა აგრძნობინო, რომ მამამისი ხარ და არა უბრალოდ მოვალეობის მიზნით აკეთებ ყველაფერს.
- დაველაპარაკო?
- სკოლაში ერთად წავალთ და გავიგებ რა გეგმები აქვს.
- არ მაპატიებს, არაკაცი ვარ.
ჩავახველე და კიბეებზე ვიწყებ სვლა.
- ლიზა როგორ ხარ?
ლუკამ გამიღიმა.
- კარგად. გმადლობთ, რომ ერთი ღამით შემიფარეთ, ახლა კი დაგტოვებთ.
- ერთად წავიდეთ სკოლაში.
- ჯერ ისაუზმეთ.
- ნუ შეწუხდებით.
- ლიზა გთხოვ...
მუდარით შემომხედა ლუკამ და მეც აღარ შევწინააღმდეგებივარ. სუფრა მე და ლუკამ ერთად გავშალეთ, ალექსანდრე მაგიდასთან იჯდა და სევდიანად გვიღიმოდა.
- მე წაგიყვანთ სკოლაში.
- მადლობა, მაგრამ მე ავტობუსით დავდივარ და ნუ შეწუხდებით ჩემს გამო.
- ლიზა გთხოვ მომეცი საშუალება, რომ ჩემი დანაშაული გამოვისყიდო.
- დანაშაულის გამოსყიდვა
ირონიულად წარმოვთქვი და თვალებში შევხედე. თვითონ სხვაგან გაიხედა. საშინლად მინდოდა მივსულიყავი და ჩავხუტებოდი ისე, როგორც შვილი ეხუტება ხოლმე მამას. სამწუხაროდ ხშირად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. საუზმეს, რომ მოვრჩით სუფრა ავალაგე და ჭურჭლის რეცხვა დავიწყე.
- შეეშვი მე თვითონ მივხედავ.
ჩემსკენ წამოვიდა ალექსანდრე. ლუკამაც დრო იხელთა და მარტო დაგვტოვა.
- არა თითქმის მოვრჩი.
- რაღაც მინდა გითხრა.
- გისმენთ
- პირველ რიგში, შეეშვი თქვენობით ლაპარაკს.
- კარგით, კარგი.
უცებვე შევასწორე და ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამღიმებოდა.
- მინდა, რომ აქ გადმოხვიდე საცხოვრებლად.
- რა? აქ არ არის ჩემი ადგილი.
- მომეცი შანსი გთხოვ, ცოტახანს იყავი ჩემთან და თუ სურვილი ისევ არ გექნება აქ ცხოვრების ჩემივე ხელით წაგიყვან უკან, შენს სახლში.
- საღამომდე მოვიფიქრებ.
- კარგი შვილო.
მისი ნათქვამი "შვილო" სულ სხვა იყო. სხვანაირი გულით იყო ნათქვამი . ბევრი ვიფიქრე იმის თაობაზე რა მეთქვა ალექსანდრესთვის. მაქსიმეს დავურეკე, სკოლის შემდეგ.
- ბოდიში სიხარულო, დილას ვაპირებდი შენს სამსახურში წაყვანას, მაგრამ ვეღარ მოვახერხე.
- სკოლაში მამაჩემმა წამიყვანა.
- მე მართლა გეუბნები ლიზა.
- მეც მაქსიმე.
- კარგი, მივხვდი რაღაც რიგზე ვერ არის. სახლში დამელოდე მოგაკითხავ.
გავუთიშე და სახლისკენ წავედი. გზაში ლუკა წამომეწია.
- მამა მოგვაკითხავს და სახლში წაგვიყვანს, ხომ წამოხვალ?
- ლუკა, არ ღირს დამიჯერე. საერთოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია ჩემი მაგ სახლში ცხოვრება. ან საერთოდ დედაშენი რას იტყვის საერთოდ.
- ეს მამაჩემის სახლია და როგორც მე, ისევე შენც გეკუთვნის.
- არ არის ასე.
- ლიზა სცადე იყო ლმობიერი. ნუ იტანჯავ თავს.
- მოვალ.
- რა თქვი?
- ჰო ახლა მაქსიმეს ვნახავ და შემდეგ სახლში მოვალ.
- ჩემი პატარა დაიკო.
ჩამეხუტა ლუკა.
- პატარა? არ დაგავიწყდეს, რომ შენზე დიდი ვარ.
- მაინც ჩემი პატარა დაიკო ხარ
გამეცინა და მეც მოვხვიე ხელები, ასე იქამდე ვიდექით სანამ ალექსანდრე არ გამოჩნდა.
- ლიზა წამოხვალ?
შეპარვით მკითხა.
- საღამოს მოვალ.
ვეცადე გამეღიმა და გავიღიმე კიდეც მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა, რომ ამ ღიმილში ყველაფერი იყო ღიმილის გარდა.
სახლში საოცრად ცარიელი დავბრუნდი. აღარც მტკიოდა და აღარც განვიცდიდი რამეს. ცოტახანში მაქსიმე მოვიდა, არსად გასვლის სურვილი არ მქონდა, ვორჭოფობდი მათეს შემდეგ ყველას შემოსვლის მეშინოდა, მაგრამ შემდეგ მეთვითონ გავბრაზდი საკუთარ თავზე და მაქსიმე შემოვიპატიჟე. საერთოდ ყველაფერი მოვუყევი რაც გადამხდა თავს ამ ერთი დღის განმავლობაში, ის კი ჩუმად მისმენდა და თან ყავას სვავდა.
- რას ფიქრობ წავიდე?
დავსვი ბოლო კითხვა და ამოვისუნთქე.
- აუცილებლად ლიზა, ამას კითხვაც არ უნდა. უკვე გაირკვა, რომ დედაშენი არ არის ცოცხალი.
ამ სიტყვების თქმისას ცოტა შეყოვნდა, თუმცა შემდეგ თამამად განაგრძო
- სამაგიეროდ მამა გყავს, შეეცადე მიიღო გულით და აპატიო, დარწმუნებული ვარ ძალიან ნანობს.
- წარმოვიდგენ ხოლმე, რომ შეიძლება ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. და მგონია, რომ ვგიჟდები.
- დამშვიდდი ჩემო პატარა, მე შენს გვერდით ვარ
- მიყვარხარ მაქსიმე
- მეც ანგელოზო.
თქვა და ტუჩებზე კოცნა დამიტოვა, შემდეგ კი ისევ მიმიხუტა. მეც ხარბად შევისუნთქე საყვარელი სურნელი. მიკვირდა როგორ შეეძლო ამ ადამიანს ჩემი გაღიმება ყველაზე რთულ მომენტშიც კი. მალე ჩემი ცხოვრება კიდევ უფრო შეიცვლებოდა.
ჩემოდანში ჩავალაგე ჩემი ნივთები და სახლი დავტოვე. მაქსიმემ მიმიყვანა ალექსანდრეს სახლამდე.
- არ შემარცხვინო ლიზ.
გამიცინა და უცბად მაკოცა. ნერვიულობის მიუხედავად მეც გამეცინა.
- ვნერვიულობ მაქსიმე.
- თუ რამეა დამირეკე.
ჩემოდანი კარებამდე მიმატანინა მაქსიმემ და წავიდა.. ღრმად ჩავისუნთქე და ბევრჯერ წავიღე ხელი კარისკენ, მაგრამ უკანვე დავაბრუნე. ბოლოს გამოვტრიალდი. ტელეფონი აწკრიალდა.
- მაქსიმე?
- გიყურებ და გელოდები.
- არ შემიძლია.
- მოდი, ნუ ვიჩხუბეთ.
- კარგი
გავუთიშე ტელეფონი და კარებზე დავაკაკუნე.
- გამარჯობა ლიზა.
კარები ღიმილით გამიღო უცხო ქალმა.
- გამარჯობა. თქვენ ნინო ხართ?
- არა ლიზა, მე სახლის მომვლელი ვარ. შემოდი კარში ნუ დგახარ.
სახლში შევაბიჯე.
- ლუკა მოდი შვილო დაეხმარე ლიზას.
გახარებული ლუკა გამოვიდა და გადამეხვია.
- როგორ გამახარე შენ ხომ არ იცი. წამოდი მამა გველოდება ერთად ვისადილოთ
სამზარეულოში შევედით. ალექსანდრემ გამიღიმა. მაკა დეიდა სუფრას შლიდა.
- მამა ლიზას ანახე თავისი ოთახი, მოემზადება, სანამ სუფრას გავშალით.
ალექსანდრე წამოდგა და წინ გამიძღვა. მეორე სართულზე ავედით
- აი ეს არის შენი ოთახი. კარადაში ყველაფერია. დედაშენს მოსწონდა ჩემი გემოვნება იმედია შენც მოგეწონება. დაისვენე და ჩამოდი.
- მადლობა, ეს არ იყო საჭირო.
იმდენად გაოცებული ვიყავი ამ სანახაობით სიტყვებს ვერ ვუყრიდიი თავს.
- იმედი მაქვს მოგწონს
- ძალიან.
გავუღიმე ალექსანდრეს. ისიც გავიდა.
ოთახი უზარმაზარი იყო, ღია იისფერი კედლებით, რასაც ფუმფულა საწოლი და კუთხეში მდგარი დიდი სარკე ამშვენებდა. იქვე იდგა ტანსაცმლის კარადაც. და მაგიდაც, რომელზეც შავი apples ნოუთბუქი იდო. ამდენი ავეჯის მიუხედავად, მაინც დიდი სივრცე იყო. ოთახში იყო სააბაზანოც, და აივანი, რომლიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა.
საწოლზე ჩამოვჯექი და სარკეში ჩავიხედე. ჩემი თავი ვერ ვიცანი. მე აღარ ვიყავი ისეთი სასოწარკვეთილი, როგორიც ადრე. ეს კი რა თქმა უნდა კარგს ნიშნავდა. სპორტულები ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
- მართლა ძალიან მომეწონა ოთახი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა.
ყველას გავუღიმე და სუფრას მოვუჯექი.
- მთავარია, რომ მოგეწონა.
- არ მინდა, რომ შეგაწუხოთ.
- ლიზა ეს სახლი შენიცაა, ასე რომ... მიირთვი ახლა.
მეც ხმა აღარ ამომიღია ისე განვაგრძე ჭამა. ცოტახანში ტელეფონმა დამირეკა. წამოდგომა დავაპირე.
- უპასუხე, ნუ ადგები.
- გისმენ ლიკა
- რესტორანში მივდივართ ლიზ, ხომ წამოხვალ?
- არამგონია ლიკუნა.
- წამოდი, რა
- ცოტახანში დაგირეკავ.
- სადმე მიდიხარ ლიზა?
გაკვირვებულმა გამომხედა ლუკამ
- არა, ბავშვები რესტორანში მიდიან, მაგრამ მე არ მინდა წასვლა.
- როგორ არ გინდა? წადი ლიზა.
ალექსანდრე ხვდებოდა ნამდვილ მიზეზს. მალე ადგა, სამზარეულო დატოვა და რაღაც კარტით დაბრუნდა ოთახში.
- ეს გამომართვი და სადაც მოგინდება იქ წადი.
- არ მინდა, მართლა სამეცადინო მაქვს.
- ხვალ შაბათი-კვირაა.
გაეცინა ზუსტად ზუსტად ისე, მე რომ ვიცინი ხოლმე.
- ლიზა გამოართვი მამას კარტა და კარგად გაერთე, მე წაგიყვან.
- ლუკა მართალია, მიდი გამოიცვალე შვილო.
- მადლობა დიდი.
მისკენ წავედი, მაგრამ ვერ გავბედე ჩახუტება, ისიც მიხვდა, რასაც ვაპირებდი და უხერხული სიტუაციის განსამუხტად გამეცალა. ოთახში ავედი, კარადა გამოვაღე და დავიწყე ფიქრი იმის შესახებ, თუ რა ჩამეცვა. ბოლოს არჩევანი მოკლე, მუხლს აცდენილ ნაცრისფერ კაბაზე შევარჩიე. შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შევუხამე და მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე. მართალი აღმოჩნდა დედა მართლაც კარგი გემოვნება ჰქონია მამაჩემს. ეს ყველაფერი, ხომ მისი ნაყიდია. თმა გაშლილი დავიტოვე და ქვევით ჩავედი.
- ვაუ არ მჯერა, ეს ჩემი დაა? აბა დატრიალდი
ერთად ვიცინოდით მე და ლუკა და თან ვტრიალებდით.
- კარგი, ბიჭო ნუ ხარ მაიმუნი, არ ატკინო რამე გოგოს.
ალექსანდრეც სიცილით ცდილობდა ჩვენს შეჩერებას. ბოლოს გავჩერდით. ერთმანეთს ვიჭერდით, რომ არ წავქცეულიყავით.
- ლიზა მძღოლი წაგიყვანს.
- მადლობა
- რამდენიმე სიტყვა უნდა დაივიწყო.
- ბატონო?
გამიკვირდა მისი ნათქვამი.
- მოდი ვითამაშოთ ვინც მადლობას იტყვის, დაისჯება.
ამაზე კიდევ უფრო მეტს ვიცინით, რომ დავმშვიდდი გარეთ გავედი.
- წარმატებები ლიზუ.
ეშმაკურად გამიცინა ლუკამ და კარები დაკეტა. დაგვიანებით შევედი რესტორანში, ყველა იქ დამხვდა, მათ შორის მაქსიმეც, რომელიც ჩემს დანახვაზე წამოდგა და ჩემსკენ გამოემართა.
- რა ლამაზი ხარ ლიზა.
- მეგონა მომაკითხავდი, ან დამირეკავდი მაინც.
- მაპატიე, თავიდან ამომივარდა უცებ.
- თავიდან ამოგივარდა? მით უკეთესი
გავეცალე და ბავშვებისკენ წავედი. ტასოს მივუჯექი გვერდით და ყველას მივესალმე, ბევრს ვიცინოდით ყველა, გარდა ტასოსი, რომელსაც რატომღაც ამ ხნის მანძილზე არც კი გაუღიმია. მარტო, რომ დავრჩით მხოლოდ მაშინ ვკითხე მიზეზი.
- ტასიკ რა გჭირს?
- არაფერი ლიზა, უბრალოდ არ მეძინა კარგად და მხოლოდ ეს არის.
მხოლოდ ახლა შევამჩნიე ბიჭი, რომელიც თვალს არ აშორებდა ტასოს.
- მგონი შენ გიყურებს.
იქით გავახედე ანასტასია.
- ახლა ეგ მადარდე რა.
გაეცინა და ისევ ფიქრებს მიეცა, ჩემთან კი მაქსიმე მოვიდა.
- წამოდი მეცეკვე.
- სხვას ეცეკვე
- ხო ხარ ღირსი მართლა სხვას რომ ვეცეკვო?
- ვინმემ დაგიშალა?
- ნუ მიშლი ნერვებს. ადექი.
ძალით წამომაყენა და საცეკვაო მოედნისკენ წამიყვანა. მეც მას მივყევი და მელოდიას ტანი ავაყოლე. მაგიდასთან მარტო დარჩენილ ანასტასიას კი, ზუსტად ის ბიჭი მიუახლოვდა მე, რომ ცოტახნისწინ შევამჩნიე.
- ხომ არ გვეცეკვა?
მომხიბვლელად გაუღიმა უცნობმა ტასოს.
- არა, მადლობა.
არც შეუხედავს, ისე გასცა პასუხი, სხვა რა გზა ჰქონდა უცნობს ისიც გაეცალა ტასოს და თავის მაგიდას დაუბრუნდა. სიმღერა მორჩა, და ჩვენც ტასოს შევუერთდით. მხიარულება გრძელდებოდა, მანამ სანამ რესტორანში კატო შემოაბიჯებდა, მისი შემოსვლის შემდეგ კი ჩვენი, ყველას გულებში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.
- ამას აქ რაუნდა?
გაღიზიანებულმა გახედა ნინიმ კატოს.
- თუ მოვკიდე ხელი ვერავინ გამომგლეჯს
მას აჰყვა სოფიც. კატო კი ნელ-ნელა ჩემსკენ მოიწევდა.
- შენთან საქმე მაქვს.
- მე არანაირი საქმე არ მაქვს შენთან.
- გინდა, რომ ყველას წინ შეგარცხვინო?
- კატო წამოდი.
მაქსიმე ეცადა კატოს გაყვანას.
- რა დაგიშავა ამ გოგომ? რატომ იყენებ? არ გეცოდება მაინც? ის ხომ..
- რას ამბობს?
ფეხზე წამომდგარმა დემემ შეაჩერა კატო.
- მაქსიმე მიხვდა, რომ ლიზას გამოყენება ადვილია, ჰოდა შანსი ხელიდან არ გაუშვა.
- სისულელეა. არ მჯერა. შენი უაზრო გამოხტომებით ჩვენს სიყვარულს ვერ დაანრევ კატო.
ეს ვთქვი თუ არა, მაქსიმემ ამოისუნთქა, კატო კი ჩემსკენ გამოიწია. საბედნიეროდ მაქსიმემ დაიჭირა და გარეთ გაიყვანა. მეც მათ უნდა გავყოლოდი, მაგრამ ნიკამ შემაჩერა.
- არ ღირს უყურო, როგორ გაიყვანს.
- კარგი.
მეც ჩემს ადგილს დავუბრუნდი. დრო გავიდა, მაქსიმე არ გამოჩნდა, ამიტომ შეუმჩნევლად მეც წამოვდექი და გასასვლელისკენ დავიძარი. რესტორნის შესასვლელთან იდგნენ მაქსიმე და კატო, კამათობდნენ, წამით ჩემსკენ გამოიხედა კატომ და მაშინვე ეცა მაქსიმეს ტუჩებზე, მაქსიმემ თავიდან შეაჩერა მაგრამ მეორე ცდაზე ისიც აყვა კატოს კოცნაში.
მეგონა თავში, რაღაც მძიმე ჩამარტყეს. ყელში ბურთი გამეჩხირა. სუნთქვა გამიჭირდა. გულზე ხელი მივიდე და ვეცადე ღრმად ჩამესუნთქა. რესტორანი უკანა გასასვლელიდან დავტოვე და სახლში წამოვედი. კარი ლუკამ გამიღო.
- რა გჭირს ლიზა? მე ასეთი არ გამიშვიხარ.
- ლიზა, მამა რა მოგივიდა?
უცებ მოვიდა ალექსანდრე და ხელი მომხვია, რომ დივანზე ჩამოვესვი. ყველაფერი მოვუყევი მათ, მომხდარის შესახებ.
- დამშვიდდი შვილო, დაისვენე, დაიძინე და მერე გადაწყვიტე რას იზავ.
- მამა მართალია, ადი დაიძინე.
წამოვდექი და ჩემი ოთახისკენ გავემართე. საწოლზე პირქვე დავემხე და ტირილი დავიწყე. ვტიროდი, რადგან სიტყვებს არ შეეძლოთ იმის ახსნა, თუ რას განვიცდიდი. ჩემი ტელეფონი გაუჩერებლივ რეკავდა, თუმცა არავისთან ლაპარაკის თავი არ მქონდა. ბოლოს დემეტრეს ზარს ვუპასუხე.
- კარგად ვარ.
ვუთხარი და ტელეფონი საერთოდ გავთიშე. სააბაზანოში შევედი, რომ ცოტა მაინც დავცლილიყავი ემოციებისგან და დამესვენა. მხოლოდ იქიდან გამოსვლის შემდეგ ჩავრთე ტელეფონი. ჩავრთე თუ არა მაქსიმეს ზარი შემოვიდა. ისევ არ ვუპასუხე. 10 წუთში კარებზე მომიკაკუნეს.
- ლიზა შეიძლება?
- მოდი.
- იცი მა, მაქსიმეა მოსული და.
- მაქსიმე?
- იქნებ დაელაპარაკო.
ქვევით ჩავედი, მისაღებში მიცდიდა.
- რატომ არ მპასუხობდი. იცი რამდენი ვინერვიულე.
- და რა განერვიულებდა?
- როგორ, თუ რა?
- წადი მაქსიმე, ასე სჯობს.
ვთქვი და შემოვტრიალდი, ისევ უკანვე დავბრუნდი ოთახში. აივნიდან დავინახე, როგორ გავიდა მაქსიმე ერთი ამომხედა და მერე გაუჩინარდა. რა აზრი ჰქონდა მოსმენას, რა მნიშვნელობა ჰქონდა რას იტყოდა. თავს იმართლებდა, თუ ბოდიშს მოიხდიდა. მისი ჩადენილი ქმედებები, მაინც არ შეიცველობდა. მეტი აღარ მიფიქრია დავწექი და დავიძინე, რადგან უაზრო ფიქრები თავიდან ამომეგდო და მეტი აღარ მეფიქრა მაქსიმეზე, თორემ ნამდვილად შევიშლებოდი ჭკუიდან.



№1  offline წევრი naniko mindia

❤️❤️❤️❤️❤️dzalian magaria veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ამ ისტორიის 14 თავი მაქ წაკითხული , ხომ არს დაწერილი და შემდეგი თავები ერთად დადე

 


№3  offline წევრი მართაა

11 თავის მოლოდინში :*

 


№4  offline წევრი aanastasiaaa

lalita
ამ ისტორიის 14 თავი მაქ წაკითხული , ხომ არს დაწერილი და შემდეგი თავები ერთად დადე



მეც ზუსტად ასე ვაპირებ, მადლობა რჩევისთვის <3

მართაა
11 თავის მოლოდინში :*



აღარ დავაგვიანებ ხოლმე <3

naniko mindia
❤️❤️❤️❤️❤️dzalian magaria veli shemdegs




მადლობაა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent