არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (19 თავი)
-...-ხმას არ იღებდა,ამაზე უფრო გავბრაზდი და გვერდით გავიწიე -მერი,დაქორწინებული ხარ?-გავუმეორე კითხვა. -ვიყავი.-მის ბაგეებს მხოლოდ ეს სიტყვა მოსწყდა და ისიც ძლივს გასაგონად,უეცრად მისი თვალებიდან ცრემლები წამოვიდა. -მომიყვები?-ვთხოვე წყნარად და ისევ ჩავეხუტე, ქალი, რომელსაც ასეთი ჩალურჯებების შემდეგ ხმაც კი არ ამოუღია ორ სიტყვიანი კითხვის გამო ტიროდა. -არ მინდა... -გთხოვ...მინდა ვიცოდე. -არ შემიძლია... -რატომ?- -გაიქცევი... -არ გავიქცევი,უბრალოდ მომიყევი. -არა. -ნაწილი მაინც.რამდენიც გინდა იმდენი მომიყევი. -ა რ ა. -კარგი,მაშინ მე გეტყვი რაც ვიცი და შენ უბრალოდ დამეთანხმე ან უარყავი,კარგი? -კარგი.-თქვა დიდ ხნიანი დუმილის შემდეგ. -შენ ელენეს ძმის ცოლი ხარ. -ვიყავი.-გამისწორა ჩუმად. -კარგი,მის ძმას არ ვიცნობ,მაგრამ როგორც მახსოვს ანდრე ჰქვია. -ანდრე...-ამოიოხრა ჩუმად,ეს სახელი ისე თქვა,თითქოს განძია და უფრთხილდებაო. -გიყვარდა? -სიგიჟემდე...სიკვდილამდე...დაუსრულებლად...ყოველგვარი მიზეზის გარეშე...სულით. -გიყვარს?-მის პასუხს გულაჩქარებული ველოდი. -სიგიჟემდე...სიკვდილამდე...დაუსრულებლად...ყოველგვარი მიზეზის გარეშე...სულით.-დაიჩურჩულა იმავე სიტყვები. -თქვენი დაშორება ვისი ბრალი იყო? -ჩემი.-ჩაიბუტბუტა და ცრემლები გადმოსცვივდა. -მის გამო იტანჯები ასე?-თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. -ხედავ?!მაინც მალაპარაკებ!-წამოიძახა სიცილით. -მერი? -გისმენ. -მას უყვარდი? -კი. -რატომ გამოგიშვა? -სხვა გზა არ ჰქონდა. -გთხოვ...ცოტა მომიყევი.-ვთხოვე ჩურჩულით,მან ამოიოხრა და დაიწო. -19 წლის ვიყავი, როდესაც გავიცანი.ჩემმა დაქალებმა ნინიმ და ლიზამ აიტეხეს, ძალიან გავსუქდით და ვარჯიში გვინდაო.მე როგორც ყველაზე მოუხერხებელი მსოფლიოში,მხოლოდ საყურებლად წავყევი. -შენ და მოუხერხებელი?-გავაწყვეტინე. -ჰო ალექს,სწორ ხაზზე ვერ დავდიდი გამართულად....ნუ მაწყვეტინებ...ისედაც მიჭირს. -კარგი,მაპატიე გააგრძელებ? -მოკლედ...სპორტულ დარბაზში მივედით და ნინიმ თავი გამოიდო, რამე საბრძოლო ხელოვნება უნდა ვისწავლოო.-გაეცინა-მე და ლიზამ დავცინეთ,მაგრამ,როდესაც მწვრთნელი დავინახეთ,მაშინვე მიუხვდით ნინას ეშმაკობას. საბრძოლო ხელოვნებაში კი არა „როგორ დავკეროთ მწვრთნელში" გაიწაფა. ერთხელ ის მწვრთნელი ავად გახდა და გვითხრეს სხვა შეცვლისო. ნინიმ „ჩემი ბიჭი" არაა და ისე არ მინდაო,ლიზამ კუნთები მტკივა და ვერ ვივარჯიშებო.ამ დროს ანდრეა შემოვიდა თქვენი მწვრთნელი დღეს მე ვიქნებიო და უნდა გენახა, როგორ წამოფრინდა ორივე. როდესაც გამოსაცვლელად გავიდნენ,მხოლოდ მე და ის დავრჩით,კომონიკაბელური არ იყო, მეც ძალიან მორცხვი ვიავი,მაგრამ მითხრა შენც გამოიცვალეო, მე გავჯიუტდი,არაფერი ვიცი-თქო,მან კი უბრალოდ ჩაიღიმა და კიდევ ერთხელ მითხრა,რომ გამომეცვალა.მეც ბუზღუნ-ბუზღუნით წავედი და უკან სპორტული ფორმით დავბრუნდი,შემდეგ ნელ-ნელა დავახლოვდით,თავიდან თითქოს კარგი ნაცნობები ვიყავით,შემდეგ მეგობრები....ბოლოს კი მითხრა,რომ ვუყვარდი და რამდენიმე თვეში ხელი მთხოვა.სიგიჟემდე ვიყავი შეყვარებული და წამითაც არ დავფიქრებულვარ...დავქორწინდით.-ამ დროს ხმაში სევდა შეეპარა და ისევ წამოუვიდა ცრემლები.-ბოლოს...-სახე შეეცვალა.-ბოლოს კი...ისე არაფერი გამოვიდა,როგორც გვინდოდა და მე ლონდონში წამოვედი.-ახლა უკვე ტიროდა. ფეხზე წამოდგა და აივანზე გაიქცა.მეც უკან გავყევი,ის მოაჯირზე იდგი...არ იჯდა,იდგა და ხედს გაჰყურებდა. -მერი...ჩამოდი გთხოვ.-ვუთხარი,მაგრამ არ შევხებივარ,შემეშინდა,რომ გადავარდებოდა. -ნუ გეშინია... -მერი...გთხოვ...ის ამის ღირსი არ არის.-წამში შემოტრიალდა,თვალებში ცეცხლი აუბრიალდა და უცნაური სახით შემომხედა. -ეგ აღარ გაიმეორო.-გამოსცრა კბილებში. -მაპატიე...-მივხვიდი,რომ ეს არ უნდა მეთქვა. -ის ყველაფერს იმსახურებს.-მითხრა და თავი გულზე მომადო.- ცოტა ხანი ასე ვიყოთ რაა... დიდ ხანს ვიდექით ასე,გაუნძრევლად. -შენ ყველაზე არანორმალური,საყვარელი,სევდიანი და ლამაზი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს.-ვუთხარი და მოვეფერე.- სინამდვილეში ვინ ხარ მარამ მარშალ? -გინდა ნახო?-ამომხედა და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. -მინდა...—მის შემოთავაზებაზე გამეღიმა. -კარგი...ბარემ ბოლომდე გავგიჟდები.-თქვა და კედელზე ხელები მიაყრდნო.-ჯერ,გამოჩნდი და ნერვები მიშალე, შემდეგ თავი მომანატრე,გამაგიჟე და ჭკუიდან გადამიყვანე,ჩემი ისტორია მომაყოლინე და ახლა ვაპირებ ის მერი გაჩვენო,რომელსაც ამდენი ხანია ყველას ვუმალავ.რას მიკეთებ?-გამიღიმა და თავი უფრო ახლოს მოიტანა. უეცრად დენდარტყმულივით გადახტა უკან, აივანს გადაევლო და ისევ მოაჯირზე დაჯდა.ტელეფონი ამოიღო და ვიღაცას დაურეკა. -გამარჯობა ენი...მე ვარ...კი...კარგი...უბრალოდ მინდოდა მეთხოვა,რომ ხვალ ჩემი და ალექსის შეხვედრები გადადო...კარგი,მადლობა...შეხვედრამდე.-ტელეფონი გათიშა და მე შემომხედა. -ეს რა იყო?-ვკითხე და იქვე მოაჯირს მივეყუდე. -ხვალ ჩემი ხარ...-დაიჩურჩულა და მხარზე დამადო თავი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.