შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ფეთქვის მიზეზი (დასასრული)


22-03-2018, 17:06
ავტორი ნასტია
ნანახია 2 492

* * *
სროლა მანქანის მიმართულებით დიდხანს არ გაგრძელებულა, თუმცა ეს რამდენიმე წუთი ოლიკოსთვის საუკუნედ გაიწელა. მისი დაუცველი სხეული სულ მთლად სისხლით იყო დასვრილი. სროლის შეწყვეტიდან ცოტახნის შემდეგ გონზე მოვიდა, თავი წამოყო და ირგვლივ გარემოს შიშით მოავლო თვალი. მათი მანქანა ხეს შეჯახებოდა, მანქანის მძღოლი იგორის მსგავსად უამრავ ადგილში იყო დაჭრილი. მანქანის აბსოლიტურად ყველა მინა ტყვიებისგან იყო ჩამსხვრეული, რამდენიმე ნატეხი ოლიკოსაც მოხვდა, რის გამოც გოგონას შიშველი სხეული შემაწუხებლად ეწვოდა.
გზატკეცილზე მხოლოდ ერთი მანქანა შეჩერებულიყო. მანქანიდან გადმოსული პიროვნება აშკარად ადგილზე ახალგამოჩენილი იყო. მისი დანახვით დაიმედებულმა ოლიკომ კაბის ნაგლეჯი წელსა და თეძოებზე შეძლებისდაგვარად შემოიხვია და ფეხსაცმელებისგან გათავისუფლებულმა რამდენიმე წამში გაირბინა მანძილი გზატკეცილამდე. გზისპირას საქარე მინის ნამსხვრევები ეყარა, ასფალტს კი სავარაუდოდ დაცვის წევრების სისხლის კვალი აჩნდა. იქვე გაჩერებული მანქანის მძღოლი მისი დანახვისთანავე შეკრთა და ტელეფონი მოიმარჯვა. მასზე რამდენიმე წლით უმცროსი გოგონა უკანსვლით მანქანისკენ მიდიოდა, როდესაც ოლიკომ მძღოლისგან აღებული იარაღი მოიმარჯვა და მას დაუმიზნა.
- არაფერს გავნებ, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება, - უთხრა კივილისაგან დაკარგული, თუმცა მაინც გასაგონი ხმით.
- გთხოვთ, არ მესროლოთ, - ატირდა წითური, ჭორფლიანი და, ამავდროულად, დაბალი გოგონა.
- არ გესვრი, უბრალოდ შენი დახმარება მჭირდება-მეთქი - გაუმეორა ოლიკომ და მისი მანქანისკენ წავიდა.
ატირებულმა გოგონამ ადგილი საჭესთან დაიკავა და დავალების მისაღებად ოლიკოს გადახედა.
- პოლიციაში დარეკე? - ჰკითხა მხოლოდ ადგილიდან დაძვრის შემდეგ.
- ჰო, - უპასუხა კვლავ სლუკუნით გოგონამ.
- ერთი ხელი ტანსაცმელი მჭირდება, გაქვს? - გადმოხედა ოხვრით.
გოგონამ თავი დაუქნია და უკან სკამზე მიგდებულ ჩანთაზე ანიშნა. ოლიკო საკმაოდ მარტივად გადავიდა უკან და ჩაცმამდე სხეულის სისხლისგან გასუფთავება დაიწყო. ისევ შეშინებული გოგონა მალულად აპარებდა მისკენ თვალებს.
- მკვლელი არ ვარ, - უთხრა ყოველი შემთხვევისთვის და დაძაბულობის მოსაშორებლად სანდომიანად გაუღიმა.
გოგონა კვლავ წინანდებულად კანკალებდა. მის ქმედებაზე ოლიკომ ამოიოხრა და უკვე საკმაოდ პატარა ტანსაცმელში გამოწყობილი წინ გადაჯდა.
- ნუ კანკალებ! იარაღი ცხოვრებაში მეორედ მეჭირა, სროლით არასდროს მისვრია და რომც ვისროლო ჩემი სამიზნე შენ არ იქნები! - უთხრა უკვე მოღუშულმა.
- იქ რა მოხდა? - ჰკითხა უცხოობით შებოჭილმა გოგონამ.
- კარგი არაფერი, - სახე დაემანჭა ოლიკოს.
- ვინ ხარ? - ცოტა ხნის შემდეგ ისევ გადახედა ცნობისმოყვარე სახით გოგონამ.
- შეგიძლია იულია დამიძახო, - ნაკლები საშიშროების მიუხედავად, ნამდვილი სახელი არ გაუმხელია ოლიკოს.
- იულია, შუბლი კიდევ სისხლიანი გაქვს, - უთხრა აშკარად ბუნებით ლაპარაკის მოყვარულმა გოგონამ, რომელიც ნელ-ნელა ახერხებდა დამშვიდებასა და თანამგზავრთან საერთო ენის გამონახვას, - შეიძლება გზაში გაგვაჩერონ, ამიტომ აჯობებს მოიწმინდო...
ოლიკომ უმალვე გაითვალისწინა მისი რჩევა და სარკისა და ჩანთაში აღმოჩენილი სველი ხელსახოცების საშუალებით სახე სისხლისგან გაისუფთავა. სახის გაწმენდის შემდეგ გაჭირვებით მოიძრო პარიკი, რომლის საშუალებითაც ცოტა ხნის წინ მომხიბვლელი ქერათმიანი ლამაზმანი გახლდათ. გოგონამ კიდევ გაფართოებული თვალებით გადმოხედა ოლიკოს, ამ უკანასკნელს კი მის რეაქციაზე სუსტად ჩაეღიმა.
- წინ იყურე, მეორე ავარიას ვეღარ გავუძლებ, - უთხრა და მხოლოდ მაშინღა მიესვენა სკამზე, - სახელს გამიმხელ?
- თამარი, - უპასუხა უყოყმანოდ გოგონამ.
- სადაური ხარ? - შეძლებისდაგვარად შეიკავა გაკვირვება ოლიკომ.
- მოსკოვში ვცხოვრობ, - უპასუხა გოგონამ, რომელსაც ოლიკოს რუსობაში ეჭვი არ ეპარებოდა.
- ეროვნებას გეკითხები, - იგი მოუთმენლად ელოდა საჭირო პასუხს.
- ეროვნებით ქართველი ვარ, ოღონდ დიდი ხანია საქართველოში არ ვყოფილვარ, - უთხრა და მზერა კვლავ გზაზე გადაიტანა.
- გასაგებია, - მიუგო პასუხით კმაყოფილმა და ცოტა ხნის წინ წელში გამართული კვლავ უსულო სხეულივით მიესვენა სკამს.
დანიშნულების ადგილს მალევე მიუახლოვდნენ. ოლიკო მანქანიდან გადავიდა და მისი თხოვნით უკანვე გადმოჰყვა თამარიც.
- სად მივდივართ? - თავისებური შიშები დაეწყო გოგონას.
- ნუ გეშინია! - უპასუხა ოლიკომ და შეშინებულ თამარს ხელი ჩაავლო.
ტყის პირას ფეხით ათიოდე წუთი იარეს, გზატკეცილიდან ოდნავ მოშორებით. ტყიდან მდიდრული აგარაკები მოჩანდა, რომელთაგან პირველი აწ უკვე გარდაცვლილი იგორის მფლობელობაში შედიოდა. შეთანხმების თანახმად ყვითელი ფურგონი თავის ადგილას არ იდგა, ამიტომ ოლიკო პირდაპირ საკმაოდ მოზრდილი, გადაქცეული ხისკენ წავიდა, რომელთან ახლოსაც პატარა ნაკადული მიედინებოდა. ფოთლებში ჩამალული ზურგჩანთა, ფურგონისაგან განსხვავებით, თავის ადგილას დაუხვდა. მისი ქმედებით გაკვირვებული თამარი უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ საქმე გამოცდილ კრიმინალთან ჰქონდა, რომელმაც მგზავრობის დასაწყისში მწარედ მოატყუა. მისი სახის გამომეტყველების ცვლილებას ოლიკოც ამჩნევდა, თუმცა თავის მართლება და მისი დამშვიდება აღარ დაუწყია.
მანქანასთან დაბრუნებას დიდი დრო არ დასჭირვებია. ოლიკომ უკვე მეორედ გამოიცვალა ტანსაცმელი, რომელიც ზურგჩანთაში წინასწარ გაემზადებინა. მეორე გამოცვლის შემდეგ ის უკვე ჩამოყალიბებულ მანდილოსანს ჰგავდა და არა თინეიჯერს, რომელსაც ვარდისფერი ტანისამოსი ხიბლავს.
- ახლა სად უნდა წავიდეთ? - გადმოხედა გოგონამ.
- ახლა აეროპორტში, - უთხრა და ჩანთიდან ამოღებული ფულის შეკვრა გაუწოდა, - ეს მიყენებული ზიანის საფასურია, დიდი იმედი მაქვს ჩემზე ცუდ წარმოდგენას სულ ცოტათი მაინც შეგიცვლის.
- არ არის საჭირო, - უხერხულობისგან ლოყები აუხურდა.
- საჭიროა! ჩათვალე, რომ მგზავრობის საფასურს გიხდი, - სანდომიანად გაუღიმა ოლიკომ და შეკვრა იქვე დადო.
- ვინ ხარ? - ჰკითხა ცრემლისაგან აბრჭყვიალებული თვალებით.
მის კითხვაზე ოლიკოს ოხვრა ამოხდა.
- მგონი უკვე გითხარი, რომ მკვლელი არ ვარ, - მიუგო მობეზრებით.
- მითხარი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტყუილს არ მეტყოდი...
- მკვლელს ვგავარ? - დაჟინებით ჩააცქერდა თვალებში.
გოგონამ ჯერ გზაზე გადაიტანა მზერა, მერე კი ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა.
- შენი მანქანა ჩაცხრილეს, იქიდან მხოლოდ სასწაულის შედეგად გადარჩენილი გადმოხვედი და იარაღით დამემუქრე, - აგრძელებდა თამარი, - ახლა სადღაც ტყეში მიმიყვანე, სადაც ფული გქონდა გადამალული, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?
- მესმის შენი, უბრალოდ სიტყვაზე მენდე, - მხარზე ხელი დაადო და გაუღიმა.
- რთულია, - ამოიოხრა გოგონამ.
- როგორც ქართველი ქართველს, - საკმაოდ დიდ ხანს ფიქრობდა ნამდვილი ვინაობის გამხელაზე, თუმცა რატომღაც თამარი სანდო პიროვნებად მიაჩნდა და ამიტომ გადაწყვიტა მასთან გულახდილი ყოფილიყო.
- ქართველი ხარ? - მანქანაში პირველად გაისმა ქართული სიტყვები.
- შენ როგორ ფიქრობ? - ქართულადვე უპასუხა ოლიკომ.
- იულია გქვია? - გოგონას პიროვნებაში კვლავ ცნობისმოყვარეობამ იჩინა თავი.
- არა, - მიუგო ოლიკომ.
- სახელს არ მეტყვი? - ჰკითხა თამარმა.
- აუცილებელი არ არის, ჩემი სახელი იცოდე, - ცნობისთვის უთხრა და მომხდარის შედეგად ტირილით ჩასიებული თვალები, რომლებიც წარმოუდგენლად ეწვოდა, დახუჭა.
ოლიკოს პასუხზე თამარი მოიღუშა, თუმცა აეროპორტში მისვლამდე ხმა აღარ ამოუღია. ოლიკოს მიმართ წყენის მიუხედავად, მანქანიდან მაინც გადავიდა და დამშვიდობების ნიშნად წინ ჩამოუდგა.
- თამარ, კარგი გოგო ხარ, - კვლავ გულწრფელად გაუღიმა ოლიკომ, - მადლობელი ვარ შენი დახმარების გამო...
- ჩემს ადგილას ყველა ამას გააკეთებდა, იარაღის ყველას ეშინია, - საზოგადოებაში გაგულისებულს ირონიულად ჩაეღიმა.
- ნუ მიწყენ, სხვა გზა არ მქონდა, - მოიღუშა ოლიკო.
- მესმის, - დასერიოზულდა თამარიც და წელში გაიმართა.
- გთხოვ, ჩემთან შეხვედრის შესახებ ნურავის მოუყვები, ჩათვალე, რომ მეც იმ მანქანაში ჩამცხრილეს, - ხელი მხარზე დაადო და თვალებში ჩახედა.
- დუმილის საფასური გადახდილი გაქვს, - შეძლებისდაგვარად გაუღიმა გოგონამ, რომელიც უფრო დაჭყანვას გავდა, ვიდრე გულწრფელ ღიმილს.
- მინდა იცოდე, რომ მკვლელი არ ვარ, - თავისი გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ დაიწო საუბარი მან, - თუმცა ვაღიარებ, მსგავსი ადამიანების გარემოცვაში ვტრიალებდი...
- მესმის, - კვლავ თავი დაუქნია თამარმა.
- მოკლედ, თამარ, კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას, - გაუღიმა და ზურგჩანთა ცალ მხარზე აიკიდა.
- არაფრის, - მის სახეს აშკარად ეტყობოდა დამშვიდება.
ოლიკო შეტრიალდა და მხოლოდ შესასვლელთან მისულმა გამოხედა თამარს, რომელიც ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და აეროპორტის შენობისკენ მიმავალს უყურებდა.
- ოლიკო, - გასძახა შორიდან.
- რა თქვი? - მისი ხმის გასაგონად შენობას სირბილით მიუახლოვდა თამარი.
- ოლიკო, - გაიმეორა მან.
გაკვირვებული გოგონა მოთმინებით ელოდა მისი სიტყვების გაგრძელებას.
- ოლიკო მქვია, - ტუჩების მოძრაობით ანიშნა და გაღიმებული შეტრიალდა კარებისკენ.
მისი ქმედებით გაოგნებული თამარი კიდევ კარგახანს იდგა აეროპორტთან. ოლიკოს სახელის გამხელის წყალობით სახეზე მიყინულ ღიმილი წარმოუდგენლად ამშვენებდა მის ბავშვურ სახეს. თითქოს სწორედ ამ ქმედებით მოახერხა ოლიკომ მისი ნდობისა და მეგობრული განწყობის მოპოვება, თითქოს სწორედ ამ ქმედებით დაამტკიცა თავისი უდანაშაულობა. ყოველ შემთხვევაში, სწორედ თამარის აზრით, ის მკვლელი ნამდვილად არ იყო.

* * *
რატიმ, ვატომა და დათუნამ იმავე საღამოს შეიტყვეს მომხდარის შესახებ და დაღამებისთანავე პირადად მოინახულეს თავდასხმის ადგილი. გზისპირას ჯერ ისევ ეყარა საქარე მინის ნამსხვრევები, ასფალტს კი კვლავ დიდი რაოდენობით სისხლის კვალი აჩნდა. რატიმ მძიმე ნაბიჯით ჩაუარა საბურავების მიერ დატოვებულ შავ ზოლებს, იქვე მოზრდილ ქვაზე ჩამოჯდა და სახე ხელებში ჩარგო. აქამდე ყველაზე მხიარული ვატო დაუფარავად ტიროდა. მისი სლუკუნის სმენისას დათუნასაც მოადგა თვალზე ცრემლი. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები პატარა ბავშვებივით ტიროდნენ.
იმ ღამით რატიმ ვერაფრით შეძლო დაძინება. დიდხანს წრიალებდა საწოლში, ბალიშს ჭმუჭნიდა და ძილს უფრთხობდა ვატოს, რომელიც ოთახში მდგარ დივანზე იწვა. საბოლოოდ, უძილობით შეწუხებული ადგა, პლედი მოიხვია და აივანზე გავიდა. ფიჭვის სურნელით გაჟღენთილმა ცივმა ნიავმა საწოლში მოძრაობისგან გაოფლიანებულს შვება მოჰგვარა. მერე დგომისგანაც დაღლილი აივანზე მდგარ დივანზე ჩამოჯდა, სახე ნიავს მიუშვირა და ფიქრებს მიეცა.
ათიოდე წუთში გვერდით მიუჯდა სახლიდან შეუმჩნევლად გამოსული ვატო, რომელსაც მის მსგავსად პლედი მოეხვია მხრებზე.
- ვერ დაიძინე? - ჰკითხა ფიქრებისგან გამოფხიზლებულმა, - ჩემი წრიალი შეგაწუხებდა...
- არც მე მეძინებოდა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე, იქნებ ჩაეძინოს-მეთქი, - მიუგო ვატომ და სიგარეტს გაუკიდა.
ცოტახანს უხმოდ ისხდნენ და საკმაოდ ცივი ნიავით იგრილებდნენ გახურებულ სახეებს. მერე ვატომ დაიწყო წრიალი, ხმის ამოღება უნდოდა, მაგრამ სავარაუდოდ ვერ ბედავდა.
- რა მოხდა? - საუბარი რატიმ წამოიწყო.
ვატომ ამოიხვნეშა და უკვე გაყინული ფეხები დივანზე აიკეცა.
- მაინტერესებს, ჩემზე რას ფიქრობ, - ძლივს გაბედა თავისი ფიქრების სიტყვებით გადმოცემა.
- რას უნდა ვფიქრობდე? - მისკენ მიტრიალდა რატი და პლედი უფრო მჭიდროდ მოიხვია.
- ყველაფერი ჩემი ახირებული გეგმის ბრალია, - კვლავ გაუჭირდა სათქმელის ჩამოყალიბება, - რომ არა ჩემი ახირება, დღეს ოლიკო ცოცხალი იქნებოდა...
- თავს ნუ იდანაშაულებ! - მიმართა რატიმ და თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი ჩამოადო, - დამიჯერე, არ ჭრის...
- სხვა გზა მაქვს? - იწყინა ვატომ.
- ყოველ შემთხვევაში, ეგ ვერ გიშველის, - მიუგო რატიმ და თავადაც აიკეცა ფეხები.
ცოტახანს კვლავ ხმის ამოუღებლად ისხდნენ. თითქოს ვერცერთი ბედავდა დამამშვიდებელი მდუმარების დარღვევას.
- შენ რას გრძნობ? - ძლივს გაისმა ვატოს ჩახლეჩილი და წინანდელზე მეტად დაბოხებული ხმა.
- რას უნდა ვგრძნობდე? - თითქოს მსგავს კითხვას ელოდაო, მაშინვე კითხვა შეუბრუნა რატიმ.
ვატოს სიმწრით ჩაეცინა, თუმცა ხმა აღარ ამოუღია. რატის უკვე მოეხერხებინა კითხვის გააზრება და პასუხზე ფიქრი.
- გრძნობები აღარ შემომრჩა, ასე რომ ვერაფერს ვგრძნობ, - სიმწრითვე გაეღიმა რატის, - გარდა იმისა, რომ ჩემს სიცოცხლეს აზრი დაეკარგა.
- მაპატიე რა, - თვალები აუცრემლიანდა ზედმეტად მგრძნობიარე ვატოს.
- ნუ სულელობ! მგონი უკვე გითხარი, რომ ტყუილუბრალოდ თავის დადანაშაულება არაფერს გარგებს, - უთხრა რატიმ და მხოლოდ მაშინღა გაუკიდა შემოთავაზებულ სიგარეტის ღერს.
- როგორც არ უნდა მამშვიდოთ, მე მაინც ვიცი, რომ ყველაფერი ჩემ გამო მოხდა, - ამოიოხრა ვატომ და ფეხზე წამოდგა.
- ოლიკოს სიცოცხლე ჩვენმა ცხოვრების წესმა შეიწირა, - მისთვის გასაგებად მიაძახა კარებისკენ წასულს რატიმ.
- მერე რატომ არ ვცვლით? - კარების გაღებამდე კვლავ მამაკაცისკენ შემოტრიალდა ვატო.
- გვიანია, - ოხვრით წარმოთქვა რატიმ, - ჩვენ უკვე მკვლელები ვართ და, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ამ იარლიყს ცხოვრების ბოლომდე ვერ მოვიშორებთ. შეიძლება ხალხი დააჯერო, რომ კარგი ადამიანი ხარ მასეთივე წარსულით, მაგრამ შინაგანად ვერასდროს გაითავისებ, რომ კრიმინალის ნაცვლად ჩვეულებრივი ადამიანი ხარ...
- რა გაეწყობა, - თქვა და კვლავ კარებისკენ შეტრიალდა.
- მტკივა, - მიაძახა უკნიდან რატიმ.
გაკვირვებული ვატო შემოტრიალდა და კითხვით სავსე მზერით დააკვირდა.
- უმისოდ ძალიან მტკივა, სადღაც შიგნიდან ყველაფერი მეწვის, - უთხრა და უკვე ჩამწვარი სიგარეტი იქვე მოისროლა.
- მერე მანამდე რატომ არ აღიარე, რომ ძალიან გიყვარდა? - დაუფიქრებლად და სხვა წინადადებებისგან განსხვავებით მოურიდებლად ჰკითხა ვატომ.
- ჩემს ცხოვრებაში მისი ადგილი არ იყო, ვერ გავიმეტე ამხელა ტვირთის საზიდად, - სადღაც შორს იყურებოდა საუბრის პარალელურად.
- მის გარეშე გაგიჭირდება, - რამდენიმე სიტყვის წარმოთქმისას მარტივი შესაჩნევი იყო, რომ ვატოს გოგონაზე საუბარი ძალიან უჭირდა.
- მის გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელი რამაა, - დაიწყო რატიმ, - რა აზრი აქვს ჩემს სიცოცხლეს, როდესაც ჩემი გულის უდიდესი ნაწილი აღარ არსებობს? რა აზრი აქვს ცხოვრების გაგრძელებას, როდესაც ჩემს გულს ფეთქვის მიზეზი აღარ გააჩნია? საერთოდაც, რა აზრი აქვს ამ თემაზე საუბარს, როდესაც ეს უკვე ვეღარაფერს უშველის?
მთელი ამ დროის განმავლობაში, პირველად ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი. მიუხედავად იმისა რომ მლაშე და საკმაოდ ცხელი სითხე ისედაც თბილ ლოყას ეხებოდა, უმალვე დასველებულ ადგილზე ნიავით გამოწვეული სიცივე იგრძო. თითქოს ცრემლით დასველებული ლოყა გადახსნილი სხეულის ნაწილი იყო, რომელსაც ნებისმიერი რამ დიდ ზიანს მიაყენებდა.
- არავის ვადანაშაულებ მის სიკვდილში, გარდა ჩემი ცხოვრების წესისა, - აგრძელებდა მამაკაცი, - ჩემს სიახლოვეს მას კარგი არაფერი ელოდა და არ აქვს მნიშვნელობა, ეს შენი გეგმის წყალობით მოხდა, თუ არა...
- ფაქტი ერთია, - უკვე კარების სახელურს ჩამოეკიდა ვატო, - ჩემ გამო სიყვარულის აღიარებაც ვერ მოახერხე, რომელ ერთად ცხოვრებაზეა საუბარი...
- ნერვებს ნუ მიშლი! რამდენჯერ უნდა გაგიმეორო, რომ არ გადანაშაულებ? - მხოლოდ მაშინ გამოხედა კარებზე მიყურებულ ვატოს.
- მნიშვნელობა არ აქვს, - სიმწრით ჩაეღიმა მამაკაცს, - ამ ცოდვისგან ვეღარასდროს გავთავისუფლდები...
- მე კი მაინც მგონია, რომ ტყუილუბრალოდ იტანჯავ თავს... - ისევ მიაძახა უკვე სახლში შესულს.
თვითონ მთელი ღამე აივანზე გაატარა. ვატოს სახლში შესვლიდან ნახევარ საათში ემოციურად გადაღლილს ჩაეძინა კიდეც, თუმცა რომ არა გონივრულად თან გაყოლებული პლედი, ალბათ, გაიყინებოდა კიდეც.

* * *
სამსახურიდან სახლში დაბრუნებამდე მაღაზიაში შეიარა და საჭმლის მოსამზადებლად საჭირო პროდუქტები შეიძინა. კარგად ნაცნობი მაღაზია სახლთან არც თუ ისე შორს მდებარეობდა, ამიტომ გზას შინისაკენ ფეხით გაუდგა. გაურკვეველი მიზეზით ახურებულ ლოყებზე სასიამოვნოდ ეხებოდა გაზაფხულისებური გრილი ჰაერი, რომლის ჩასუნთქვასაც სუსხიანი ზამთრის შემდეგ არაფერი ერჩივნა.
ყოველი შემთხვევისთვის მხოლოდ ცალი ყურსასმენით უსმენდა გაზაფხულის ამინდების შესაბამისი ხასიათისთვის შერჩეულ მუსიკას და ნაბიჯების ტემპს შეძლებისდაგვარად მელოდიას აყოლებდა. სწორედ მუსიკის სმენის გამო გამხიარულებული კინაღამ რამდენიმე სწრაფად მომავალ მანქანას შეუვარდა ბორბლებში, თუმცა ეს მის განწყობაზე საერთოდაც არ მოქმედებდა.
სახლის ეზოში კვლავ აქტიურად "მოღვაწეობდნენ" მთელი უბნის სასახელო მამაკაცები და ბირჟაზე დგომით ტრადიციებს მივიწყების საშუალებას არ აძლევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი დანახვა ოლიკოზე მუდამ გამაღიზიანებლად მოქმედებდა, ახლა ირონიულად ჩაეღიმა და რამდენიმე ნაცნობ მამაკაცს თავის დაქნევითაც მიესალმა. თავის მხრივ მამაკაცებმაც გაამახვილეს ყურადღება საზაფხულო სარაფანასა და სხეულზე მომდგარ ტყავის ქურთუკში გამოწყობილ გოგონაზე, რომელსაც სულაც არ აწუხებდა მათი დაჟინებული მზერა. მშვენიერ ხასიათზე მყოფს საყვარელი კაბა და სასიარულოდ მოსახერხებელი ფეხსაცმელები ეცვა, თუმცა ამის მიუხედავად, გაზაფხულის გრილი საღამო მაინც არ მოქმედებდა მის საკმაოდ წვრილ და მოშიშვლებულ ფეხებზე.
სახლში მისულმა ღიღინით გამოაღო მაცივრის კარები და პროდუქტების დახარისხება დაიწყო. საჭმლის კეთების ხასიათზე სულაც არ გახლდათ, ამიტომ მაგიდაზე მდგარი ვაზიდან წითლად მოღაჟღაჟე ვაშლს დაავლო ხელი და მისი ჭამით გაუდგა გზას საძინებლისაკენ. ცოტა ხნის წინ ქალურად გამოწყობილმა საძინებელი სპორტულებით დატოვა. ფართხუნა შარვალსა და რამდენიმე ზომით დიდ მაისურში ოლიკო თავს ყველაზე კარგად გრძნობდა. მისაღებში გასულმა ტელევიზორი თავისთვის უინტერესო არხზე ჩართო და აივანზე გავიდა.
სწორედ აივანზე გასვლის მომენტში კარებზე კაკუნი გაისმა. სამჯერ მელოდიური კაკუნი ხატიას სტუმრობას მოასწავლებდა, ამიტომ მისი გამოჩენით უფრო მეტად გამხიარულებულმა ოლიკომ სირბილით დაფარა მანძილი აივნიდან შემოსასვლელ კარებამდე და სახლში შემოსულ ხატიას გადაეხვია. გაკვირვებულმა გოგონამ ხელების შემოხვევის ნაცვლად, ოლიკოს ხელები მკლავებში ჩაავლო და ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია.
- რა გჭირს? - ჰკითხა მთელი სერიოზულობით.
- რა უნდა მჭირდეს, ძალიან კარგ ხასიათზე ვარ, - ყურებამდე გაუღიმა გოგონამ, მისი ხელებისგან გათავისუფლდა და კიდევ ერთხელ გადაეხვია.
- ცოტა წარმოუდგენელი რამაა, არ მეთანხმები? - გაეცინა ხატიასაც და მხოლოდ მაშინღა შემოხვია საპასუხოდ ხელები.
- ძალიან, - ხატიას რეაქციაზე კისკისებდა ოლიკო.
- არ ამიხსნი შენი გამხიარულების მიზეზს? - დივანზე ჩამოსვა და თავადაც წინ დაიკავა ადგილი.
- ხელფასი ავიღე, დღეს მშვენიერი ამინდი იყო და თან კარგი კლიენტები გვყავდა... - განვლილი დღის გახსენებაზე კვლავ ჩაეღიმა ოლიკოს.
- და ამის გამო დადიხარ ასე გახარებული? - კვლავ წარბის აწევით გამოხატა თავისი გაკვირვება ხატიამ.
- არ არის საკმარისი? - გაუკვირდა ოლიკოსაც.
- შენი აზრით?
- ბედნიერებისათვის სულ უბრალო მიზეზებიც კი საკმარისია, - ყურებამდე გაეღიმა მას.
გოგონას სიტყვებსა და ქმედებაზე ხატიას თავშეუკავებლად გაეცინა. მისი ჭიხვინი, როგორც ოლიკო იტყოდა, მთელს უბანს ესმოდა, რადგან აივნის კარები კვლავ ღია იყო. გოგონებმა ნამცხვარი გამოაცხეს და ტელევიზორში ნაკლებად ცნობილ და, ამავდორულად, საკმაოდ უინტერესო ფილმს უყურეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ჟანრით დრამა და მძაფრ სიუჟეტიანი იყო, მეგობრები სიცილისგან ძლივს იკავებდნენ ცრემლებს. ეს მომენტი, ალბათ, ყველა ადამიანისთვის ნაცნობია, როდესაც მეგობართან ერთად ნებისმიერ დრამატულ, ან დაძაბულ მომენტში უაზროდ გეცინება და ამ ქმედებით ყველას ყურადღებას იქცევ.
- დავიძინოთ? - ჰკითხა უკვე ღამის ორ საათზე ოლიკომ ხატიას.
- აქ დავრჩე? - პასუხის გაცემის ნაცვლად ახალი კითხვით მიმართა ხატიამ.
- შენ რა, სახლში აპირებდი წასვლას? - სიცილით გადახედა ოლიკომ.
- რამდენი ხანია მშობლებთან ერთად ღამე არ გამიტარებია, - სიცილითვე ამოიოხრა ხატიამ.
- ჩემს ჩამოსვლამდე ხომ მთელ დროს მშობლებთან ატარებდი... - ამჟამად ოლიკო ახარხარდა თავშეუკავებლად.
- ნუ სისინებ! - თავში მსუბუქად წამოარტყა ხატიამ და ძლივს დავარცხნილი თმები სასაცილოდ აუჩეჩა.
სანაცვლოდ ოლიკომ იქვე მიგდებული ბალიში თავში უთავაზა და დანარჩენს ალბათ თქვენც მიხვდებით, თუ როგორ გაგრძელდებოდა მეგობრების "საღამო"...

* * *
რატი აუჩქარებლად მიუყვებოდა ოდესღაც ნაცნობ ქუჩებს. რამდენიმე გზაჯვარედინი მოიტოვა უკან და მხოლოდ მაშინ შენიშნა, რომ თავისი სახლისკენ არ მიდიოდა. ფიქრებში ჩაძირული ინსტინქტურად მიუახლოვდა ოლიკოს კორპუსს, სადაც ნამყოფი მანამდეც იყო. დაკავებამდე რამდენჯერმე მოაკითხა ოლიკოს, მხოლოდ ფანჯრიდან გამოსული სინათლის შესამოწმებლად, რაც მის მშვიდობიან მდგომარეობას მოწმობდა. გოგონას გახსენებისთანავე თავისებური სევდა შემოაწვა, ამიტომ მის სახლთან მისვლა და ძველებურად უბრალოდ ფანჯრის მიმართულებით ცქერა გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ სახლში შესვლაც თავისუფლად შეეძლო.
მისთვის მოულოდნელად ფანჯრიდან მკრთალი სინათლე მოჩანდა, მოძრავი ჩრდილი კი იმას მიუთითებდა, რომ მისი ცნობით კარგა ხნის მიტოვებულ სახლში ვიღაც იყო. რატი რამდენიმე წამით კვლავ ჩაფიქრდა, შემდეგ კი სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება და სადარბაზოში შევიდა. ნაცნობ სართულზე ნაცნობი ბინის კარზე ზარი დარეკა. რამდენიმე წამის შემდეგ დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა, საკეტმა გაიჩხაკუნა და კარიც გაიღო.
მთელი ამ დროის განმავლობაში, რატი ელოდა, რომ სახლში ვინმე უცხო პიროვნება დახვდებოდა და ეტყოდა, სახლი სულ ცოტა ხნის წინ ვიყიდეო, თუმცა მისთვის გასაკვირად კარებთან სპორტულებში გამოწყობილი და ნახევრად მძინარე ოლიკო იდგა. სადარბაზოში სუსტი სინათლის მიუხედავად, ოლიკომ მშვენივრად იცნო მის წინ მდგარი პიროვნება და მოულოდნელი შეხვედრისგან თვალები გაუფართოვდა. ხმის ამოღება მათგან ვერცერთმა შეძლო. ოლიკო წონასწორობის შესანარჩუნებლად კარს ეყრდნობოდა, რატი კი კვლავ ვერ იაზრებდა მომხდარს.
გოგონას დაგვიანებით გაკვირვებული ხატია ჩაბნელებული მისაღები ოთახიდან დერეფანში გამოვიდა.
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა ერთ ადგილზე მიყინულ ოლიკოს.
- ხატია, შეგიძლია მარტო დაგვტოვო? - რატისთვის მზერა არ მოუშორებია, ისე მიმართა მეგობარს და კარი უფრო ფართოდ გამოაღო.
ოლიკოს საქციელით უფრო მეტად გაკვირვებულმა ხატიამ ქურთუკი შემოიცვა და სახლი უხმოდ დატოვა. მისი გასვლისთანავე რატი შიგნით შემოვიდა და კარები მიხურა. როცა ოლიკოს ეგონა, რომ რატი ხმის ამოღებასა და მის გამტყუნებას აპირებდა, მაშინ მამაკაცი კარებს მიეყრდნო, სახეზე ხელები აიფარა და მოულოდნელად ჩაიკეცა. შეშინებულ ოლიკო კივილი აღმოხდა და მაშინვე ხელი შეაშველა საკმაოდ დასუსტებულ მამაკაცს.
ფეხზე წამოდგომის ნაცვლად რატი იატაკზე დაჯდა, სახეზე კვლავ ხელები ჰქონდა აფარებული. იატაკზე მუხლებით მდგარი ოლიკო რატის ხელებით მუხლებზევე ეყრდნობოდა.
- სიზმარში ვარ, არა? - ძლივს გაისმა ოთახში მამაკაცის გალეული ხმა.
ოლიკომ ერთი ამოიოხრა და რატისთვის მოულოდნელად ტირილი დაიწყო. გაკვირვებულმა მამაკაცმა სახიდან ხელები მოიშორა და გვერდით ატირებულ გოგონას შეხედა, რომელსაც თავი მის მუხლებზე ედო.
- შენი ტირილის საყურებლად არ მოვსულვარ აქ, - ამოიოხრა მამაკაცმა და ტირილისგან სულ მთლად აწითლებული სახე ააწევინა.
- აბა რისთვის მოხვედი? - აკანკალებულ ხმას ვერ იმორჩილებდა ოლიკო.
- რატომ არ გვითხარი, რომ ცოცხალი იყავი? - პასუხის გაცემის ნაცვლად შეკრული წარბებით ჰკითხა გოგონას და მასთან ერთად ფეხზე წამოდგა.
- ვალდებული ვიყავი? - მისი ხმის ტონზე ნერვები მოეშალა ოლიკოს.
პასუხით გაოცებულს პირი ღია დარჩა, წინ მიმავალ გოგონას უკან მიჰყვა და სამზარეულოში მაგიდაზე მდგარი ჭიქა კედელს შეამსხვრია. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო მამაკაცისგან სწორედ მსგავს რეაქციას ელოდა, ხმაზე მაინც შეშინებულივით შეხტა.
- ანუ არ დავიმსახურეთ შენგან სულ ერთი სიტყვა? - დაჭრილი დათვივით ღრიალებდა მამაკაცი.
- ამაზე მაშინ რატომ არ ფიქრობდით, როცა მანქანები ჩაცხრილეთ? - არანაკლები ხმით კიოდა ოლიკო.
- ჩვენ არაფერი ჩაგვიცხრილავს, იგორს სხვა მტრებიც ჰყავდა, - მიუგო შედარებით უფრო წყნარად მამაკაცმა.
- თქვენი წყალობით სიკვდილს ძლივს გადავურჩი, ამიტომ აღარ მინდოდა თქვენთან გამოჩენა და სახლში დავბრუნდი, - ამოიოხრა ოლიკომ და სკამზე ჩამოჯდა.
- შეგეძლო უბრალოდ მოსულიყავი ჩვენთან, - წინ ჩამოუჯდა რატი, - მგონი ისედაც იცი, რომ შენი იმ საქმეში ჩართვა არ გვინდოდა, შენ თავად მოისურვე ასე...
- ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, აქ რატომ მოხვედი? - სკამზე ფეხები აიკეცა და შეკრული წარბებით გადახედა წინ მჯდარ მამაკაცს, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში ორი ქუდი ეფარა.
- შენი აზრით? - გოგონას კითხვაზე მოიღუშა რატი.
- პირველად მე დავინტერესდი შენი პასუხით, - გოგონას სახეზე ნაკვთი არ შეტოკებია.
- ფანჯარაში სინათლე შევნიშნე, - რამდენიმე წუთის შემდეგ უპასუხა რატიმ.
გოგონას სუსტად გაეღიმა.
- აქედან შორს ცხოვრობ, ამ კორპუსთან რატომ მოხვედი?
მის მსგავსად მამაკაცის სახეზეც გამოკრთა სუსტი ღიმილი. პასუხის მოლოდინში ფეხზე წამოდგა და გადარჩენილ ჭიქაში წყალი ჩამოისხა.
- ძვირფასი ადამიანის დაკარგვის თემაა, - მის სახეზე სუსტ ღიმილს ეშმაკური მზერა შეენაცვლა.
- რა გაცინებს? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია ოლიკომ.
- არ ვიცინი, - მიუგო რატიმ და ფეხზე წამოდგა.
მისი მიახლოვებით შეწუხებული მისაღებ ოთახში გავიდა ისე, თითქოს მის უკან მიმავალ მამაკაცს არ გაურბოდა. გოგონას ქმედებაზე რატის კიდევ ერთხელ ჩაეღიმა, თქმით კი არაფერი უთქვამს. ფანჯარასთან მისული ოლიკო ნაცნობი სუნამოს სურნელით გრძნობდა, რომ რატი უკვე მის უკან იდგა, ამიტომ მისკენ უხერხულად მიტრიალდა. მამაკაცი თვალებში უყურებდა გოგონას, თუმცა მისი სიახლოვით დარცხვენილი და მთელს სხეულზე ახურებული გოგონა მაქსიმალურად ცდილობდა თვალები მისთვის არ გაესწორებინა.
- არ მოგენატრე? - ჰკითხა დაბოხებული ხმით.
- რატომ უნდა მომნატრებოდი? ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა გვაქვს? - მდგომარეობის მიუხედავად ირონიულად ჩაეღიმა გოგონას.
მამაკაცმა არაფრისმომცემი საუბრის გაგრძელების ნაცვლად ოლიკოს ცალი ხელი წელზე შემოჰხვია, მეორეთი კი ლოყაზე მოეფერა.
- რას აკეთებ? - მიუგო ისე, თითქოს თავის თავს ეჩურჩულებოდა.
- შენი აზრით? - გოგონასკენ უფრო მეტად დაიხარა და სახე ახლოს მიუტანა.
- კარგს არაფერს, - ამოიოხრა ოლიკომ და შესაჩერებლად ხელები მუცელზე მიადო.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა მამაკაცის შეჩერებას ცდილობდა, თანდათანობით მაინც აეკრო მისი ათრთოლებული სხეული რატის სხეულს. მისი ქმედება რატისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ამიტომ კვლავ კმაყოფილებისგან ჩაეღიმა. მამაკაცის სახის გამომეტყველების შემჩნევის გამო ნერვებმოშლილი ოლიკო სწრაფად გაეცალა და ოთახის მეორე მხარეში გადაინაცვლა.
- რატომ ცდილობ ჩემზე გავლენის მოხდენას? - ხელების ქნებით გამოხატავდა თავის გაბრაზებას.
- ეს უკვე აღარ მჭირდება, - ოლიკოს გასაღიზიანებლად ყურებამდე იღიმოდა რატი.
- ჰო, არა? - გოგონას ნერვებმა უმტყუნა, მამაკაცზე გაბრაზებული თაროზე მდგარ ძვირფას ვაზას დასწვდა და ყოველგვარი შეჩერების გარეშე ისროლა მისკენ.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ყველაფრის გაკეთებას მთელი სისწრაფით ცდილობდა, რატიმ მაინც სწრაფად გაიაზრა მომხდარი და წელში მოხრილი ოთახის ცენტრში მდგარ მაგიდას მოეფარა. გამწარებული გოგონა ამით არ შეჩერებულა, უკვე ატირებული სხვა ნივთებსაც მისწვდა და თითქმის ყველა ფასეული ნივთი კედელს შეანარცხა. მერე შეუმჩნევლად ატირებული რატის მიუახლოვდა და სილა მთელი ძალით გააწნა სახეში. საპასუხოდ მამაკაცს არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ხელი მიიდო ნატკენ ადგილზე და გაუაზრებელი ქმედების შემდეგ გაწითლებულ გოგონას თვალებში ჩახედა.
გონებადაბინდულმა გოგონამ გაუაზრებლად ჩადენილი დანაშაულის გამოსასწორებდლად მამაკაცისკენ ერთი ნაბიჯი გადადგა, კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებზე მხეცივით ეცა. ყველაფრის გააზრებისთვის რატის დიდი დრო არ დასჭირვებია, კოცნა თავისი ნებით შეწყვიტა და გოგონას ტირილისგან ჩასიებულ თვალებში ჩახედა.
- დარწმუნებული ხარ? - მიუხედავად იმისა, რომ გოგონას ალერსზე მეტად არაფერი უნდოდა, მაინც შეაჩერა ის.
- მოკეტე! - სუსტად ჩაეღიმა გოგონას და კოცნა კვლავ მან განაგრძო.
მის პასუხზე რატისაც ჩაეღიმა და კისერზე ჩამოკიდებულ გოგონას წელზე მოჰხვია ხელები. როგორც ვახსენე, გონებადაბინდულმა და ამის წყალობით უფრო მეტად გათამამებულმა ოლიკომ თავი უკან გადასწია და მამაკაცს ყელზე ალერსის საშუალება მისცა.
ვნებისაგან აგიზგიზებული თვალები უფრო მეტს ითხოვდნენ, ამიტომ რატიმ გოგონა მაღლა ასწია, ოლიკომ კი სანაცვლოდ ფეხები წელზე შემოჰხვია. მისაღებ ოთახში წამოწყებული "საქმიანობა" საძინებელში განაგრძეს. ხელში ატაცებული ოლიკო რატიმ საწოლზე გადააწვინა და კვლავ კითხვით სავსე მზერით მიაჩერდა.
- ნუ სულელობ, რატი! - გაეცინა გოგონას და მამაკაცი თავისკენ მიიზიდა.
იმ ღამით გარეთ გაზაფხულისთვის შეუფერებლად ციოდა, თუმცა ერთმანეთის ალერსისაგან გახურებული სხეულების გასაგრილებლად მაინც ფანჯარა გამოაღეს. მხოლოდ გვიან ღამით გაეყინა მოშიშვლებული სხეული რატის და ფანჯარა თავადვე დახურა. მისი საწოლიდან წამოდგომა ოლიკოს არ გაუგია, ამიტომ მამაკაცმა შემთხვევიტ ისარგებლა, უხმაუროდ ჩაიცვა და სახლი დატოვა.

* * *
გარეთ შესამჩნევად თბილოდა. სითბოზე ხალხიც გამოშლილიყო ქუჩაში, თითქოს სითბოს მოყვარული მწერები ყოფილიყვნენ. სამსახურიდან გამოსული ოლიკო ფეხით ნელა მიდიოდა სახლისკენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, სამსახურიდან სახლამდე არც თუ ისე დიდი მანძილი ჰქონდა გასავლელი. კვლავ საზაფხულო სარაფანაში გამოწყობილს საკმაოდ თხელი მოსაცმელი მოეხვია მხრებზე. პატარა, საჭირო ნივთებით გავსებული ჩანთაც მოსაცმელის მსგავსად მხრებზე ჰქონდა აკიდებული. შორიდან სკოლის მოსწავლეს ჰგავდა, სუსტი აღნაგობითა და ზედმეტად გადაღლილი სახით.
კიბეებზე ასვლისას რამდენჯერმე შეჩერდა, ხან ფიქრებში გართული და ხან ზედმეტად გადაღლილი. სადარბაზოში საშინელი სუნი იდგა, ამიტომ სუნთქვაშეკრული მთელი მონდომებით ცდილობდა, კარები მალე გაეღო. სახლში შესულმა ჩანთა და ქურთუკი შესასვლელში დატოვა. ფეხსაცმელები უკვე მისაღებში გაახსენდა, ამიტომ მათი გახდა იქვე მოუწია. ოთახში ანთებული სინათლის წყალობით კარგად მოჩანდა სამზარეულოს კარებიდან ფანჯარასთან მდგარი მამაკაცი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
ოლიკოს მისი დანახვა სულაც არ გაკვირვებია. მთელი ამ დროის განმავლობაში ელოდა კიდეც. მამაკაცმა სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და მისაღებ ოთახში გამოვიდა. გადაღლილ ოლიკოს ფეხები პატარა მაგიდაზე შემოეწყო.
- დაიღალე? - საუბრის წამოსაწყებად იკითხა რატიმ.
პასუხის გაცემის ნაცვლად ოლიკომ ხმამაღლა ამოიოხრა და ჭაღის საყურებლად თავი უკან გადასწია. მამაკაცი დივანზე წამოწვა და თავი გოგონას კალთაზე მოათავსა.
- შენ არ დაიღალე? - მორიგი საუბრის წამოწყების მცდელობა ოლიკოსგან მოდიოდა.
- დავიღალე, - პასუხად მამაკაცმაც ამოიოხრა.
- აბა რატომ არ ჩერდები? - ზემოდან დახედა ოლიკომ.
- რას გულისხმობ? - გაკვირვებულმა თავადაც გაუსწორა მზერა.
- დარწმუნებული ვარ, აქ ჩემი სახლის სანახავად არ ჩამოსულხარ, - ირონიულად ჩაეღიმა ოლიკოს.
რატიმ თავი წამოყო და დივანზე ჩვეულებრივად დაჯდა. ცოტახანს ოთახში ბევრ საუბარზე უფრო ღირებული სიჩუმე ჩამოწვა. ოლიკო რატის შესცქეროდა, რატი - ფანჯრიდან ჰორიზონტს. რამდენიმე წუთში მდუმარება ოლიკომ დაარღვია, მამაკაცის ცქერით აღელვებულმა პატარა ბავშვივით დაიწყო სლუკუნი. ჩაფიქრებულ მამაკაცს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ამიტომ თავად ოლიკო მიჩოჩდა მისკენ და ხელები შემოჰხვია. რატი კვლავ გაუნძრევლად იჯდა, ოლიკოს კი უფრო და უფრო მეტად უსველდებოდა შეუჩერებლად მომავალი ცრემლებით ღაწვები. მერე მისი შეწუხება შეწყვიტა და სახე ხელებში ჩარგო.
- გთხოვ, ნუ ტირი, - ძლივს წარმოთქვა რატიმ რამდენიმე სიტყვა.
ოლიკოს მის ხმაზე უფრო მეტად აუჩუყდა გული, ამიტომ მისი დამშვიდება აღარავის შეეძლო.
- რას ითხოვ ჩემგან? - ისევ გაისმა მამაკაცის ჩახლეჩილი ხმა.
ოლიკომ წყალი დალია, სული მოითქვა და რატის მიუტრიალდა.
- ხომ შეიძლება ჩვეულებრივი ცხოვრებით იცხოვრო? - კითხვის დასმის შემდეგ ტირილის შესაკავებლად დასიებულ ტუჩზე მთელი ძალით იკბინა.
რატის სუსტად გაეღიმა, გოგონას კითხვა სულაც არ გაჰკვირვებია, ამიტომ პასუხიც მზად ჰქონდა.
- წარმოუდგენელ რამეს ითხოვ, - მიუგო და კვლავ ფანჯარაზე შეაჩერა მზერა.
- ვითომ რატომ? რატომაა შენთვის წარმოუდგენელი ჩვეულებრივ ადამიანად ცხოვრება? - ხმას აუწია ოლიკომ.
- მე უკვე ავირჩიე ჩემი ცხოვრების გზა, შეცვლა კი უკვე აღარ შემიძლია, - გოგონასგან განსხვავებით მშვიდად ლაპარაკობდა რატი.
- ამიხსენი, რას ნიშნავს შეცვლა აღარ შეგიძლია? - ვერ მშვიდდებოდა გაღიზიანებული ოლიკო, - ნუთუ შენთვის არაფერს ნიშნავს ადამიანების სიცოცხლე? ნუთუ სიამოვნებას განიჭებს სხვის ხარჯზე ცხოვრება? ნუთუ შენ ირგვლივ არავინაა ისეთი, ვის გამოც ცხოვრების შეცვლა შეგეძლება?
მამაკაცმა ხმამაღლა ამოიოხრა და ახლა მან ჩარგო სახე ხელებში. მიუხედავად ამ ქმედებისა, მას მაინც არ ეტყობოდა, რომ ოლიკოს საუბარი გავლენის მოახდენდა გადაწყვეტილებაზე, რომლის შეცვლაც აღარ შეეძლო.
- გულწრფელად მაინტერესებს, - ხმის გაკონტროლება შეძლო ოლიკომ, ცრემლებით დასველებული ლოყები ხელით შეიმშრალა და ფეხზე მდგარი მამაკაცს მიუახლოვდა, - ნუთუ შენთვის არაფერს ვნიშნავ?
- გაჩუმდი! გთხოვ, - ხმა ჩაუვარდა მამაკაცს.
- მიპასუხე! - კვლავ დაიკივლა ოლიკომ, - შენთვის არაფერს ვნიშნავ?
- ხომ იცი, რომ ეს ასე არაა... - მიუგო რატიმ.
- არ ვიცი, - დაიკნავლა გოგონამ, - საქმეც მაგაშია, რომ არ ვიცი...
რატის ხმა აღარ ამოუღია, მისი მდუმარების გამო კი ოლიკო კიდევ ერთხელ ატირდა. აღარ შეეძლო მის წინ მდგარი მამაკაცის ატანა, ამიტომ სამზარეულოში გავარდა და ფანჯარა გამოაღო.
მხოლოდ გვიან ღამით გამოვიდა სამზარეულოდან, რატი ისევ თავის ადგილზე იჯდა და ფანჯარას გაჰყურებდა. ფიქრებში ჩაძირულმა მამაკაცმა მაინც შეძლო ოთახში ჩუმად შემოსული გოგონას დანახვა. ოლიკო საძინებელში აპირებდა გასვლას, ამიტომ რატიც უკან მიჰყვა. ოთახში შესული პირდაპირ საწოლისაკენ წავიდა და მთელი ძალით დაეცა მასზე. იცოდა, რომ რატი უკან მისდევდა, თუმცა მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, საბანი გადაიფარა და კომფორტულად მოეწყო.
რატი ცოტახანს კარებთან გაუნძრევლად იდგა. მერე კი ნახევრად მძინარე გოგონას მიუახლოვდა და მის თავთან დაიხარა. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკო ყველაფერს მიხვდა, თვალები მაინც არ გაუხელია. თავის მხრივ, რატიც მიხვდა, რომ ოლიკოს ჯერ ისევ ეღვიძა, ამიტომ ცალი ხელით ლოყაზე მოეფერა. ცივი ხელების შეხება გოგონას არ ესიამოვდა და სახე დამანჭა.
- ძილინებისა, ქალბატონო, - ღიმილით დაიჩურჩულა მან.
ოლიკო კვლავ ხმას არ იღებდა.
ოთახიდან გასვლის წინ რატი მაინც შემოტრიალდა გოგონასკენ და ყურებამდე გაეღიმა.
- რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემს ერთი შეხედვით უაზრო ცხოვრებას აზრი გააჩნია და ეს აზრი სწორედ შენ ხარ, - უთხრა მისთვის გასაგებად და წასასვლელად შეტრიალდა.
ოლიკოს მამაკაცზე გული მოუბრუნდა, რამდენიმე წამი გადაწყვეტილების მიღებას მოანდომა, მერე კი ღიმილით წამოხტა ფეხზე და უკვე გასასვლელთან მისულ მამაკაცს გაეკიდა. მამაკაცმა გაიგო მისკენ მორბენალი გოგონას შიშველი ფეხების ხმა და შეჩერდა. მისგან განსხვავებით ოლიკო არ შეჩერებულა და პირდაპირ კისერზე ჩამოეკიდა საყვარელ მამაკაცს.
- სად მიიპარები? - ჰკითხა კისკისით.
- ჩემს ქალბატონს ძილი სურდა და ამიტომ გაცლა გადავწყვიტე, - სიცილითვე მიუგო რატიმ და წელზე ხელები შემოჰხვია.
- ქალბატონი ხშირად იცვლის გადაწყვეტილებებს...
- დარწმუნებული ვარ.

* * *
აეროპორტში დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მომავალი ვატო მალევე მიუახლოვდა ძმაკაცს და მანქანაში ჩაჯდა. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ რამდენიმე წუთი საერთო საქმეზე გაცხარებით საუბრობდნენ, მერე კი მგზავრობით დაღლილმა ვატომ თავი უკან გადასწია და თვალები დახუჭა. რა თქმა უნდა, რატის ხმა აღარ ამოუღია, ამიტომ მამაკაცს მალევე ჩაეძინა.
- ვირო, აეგდე, - მეგობრული მოფერებით თავზე ხელი წამოარტყა და მის მაგივრად აიკიდა ზურგზე ჩანთა.
ძლივს გამოფხიზლებული ვატო ახალდაბადებული ხბოსავით მიიკვლევდა გზას სახლისკენ, სადაც ცოტა ხნის წინ რატი გაუჩინარდა. შიგნით შესული დივანზე მოკალათდა და თავი კვლავ უკან გადასწია, აშკარად ძილის შებრუნებას აპირებდა, მაგრამ მარტო ყოფნით მოწყენილმა რატიმ ახლა აღარ აცადა ძილი.
- ყველაფერი მოაგვარე? - ჰკითხა და მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
მამაკაცმა პასუხად თავი დაუქნია.
- ზუსტად იცი, რომ ხვალ საღამოს ჩამოვა? - გაჩუმებას არ აპირებდა რატი.
ვატომ ისევ თავი დაუქნია.
- თან რამდენი მანქანა დაჰყვება? - სპეციალურად შეცვალა კითხვის ფორმა მამაკაცმა.
- სამი, - ამოიოხრა ვატომ და შეძლებისდაგვარად წელში გაიმართა.
- ძალიან კარგი, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა რატიმ, ფეხზე წამოდგა და ფანჯარას მიუახლოვდა.
ვატო საბოლოოდ გამოფხიზლდა და ახლა ის მოვიდა ლაპარაკის ხასიათზე.
- შენ იყავი იურკასთან? - ჰკითხა მისგან ზურგით შეტრიალებულს.
- ჰო, - შემოტრიალების გარეშე უპასუხა რატიმ.
- რა გითხრა, მზადაა? - ფეხი ფეხზე გადაიდო მან.
- ჰო, - უთხრა და მხოლოდ მაშინღა წამოვიდა მისკენ.
- დათუნა მასზე ამყარებს იმედებს, მარტო ჩვენ ვერაფერს გავხდებით, - მიუგო ვატომ.
- ვიცი... - ამოიოხრა რატიმ და თავადაც დივანზე მოთავსდა.
- მშია, - დაიწუწუნა ვატომ და ძმაკაცს გადახედა.
- აჯობებს გარეთ გახვიდე და რამე იყიდო, დღეს პირველად მოვედი ამ სახლში, - უთხრა რატიმ და ახლა თავად გადასწია თავი ძილისთვის გასამზადებლად.
ვატო უსიტყვოდ წამოდგა ფეხზე, საფულეში ფულის არსებობა გადაამოწმა და სახლიდან გავიდა. გარეთ სულაც არ ციოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ქუდი მაინც წამოიფარა თავზე. სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში საკმაოდ ბევრი ადამიანი ტრიალებდა.
შიგნით შესულს შიმშილმა გადაუარა, მაგრამ მაინც დაიწყო საყვარელი საკვების არჩევა. საჭმელთან ერთად საკმაოდ დიდი რაოდენობით ტკბილეულიც შეიძინა, თუმცა ამ ეპიზოდში რაც ყველაზე მთავარია, სადღაც სუპერმარკეტის ბოლოს ნაცნობი "მწვანე თავი" შენიშნა. ახალგაზრდა გოგონა ტკბილეულის განყოფილებაში დიდი მონდომებით არჩევდა მათგად საუკეთესოს. მისმა დანახვამ ღიმილი მოჰგვარა, თუმცა ამავდროულად გონებაში ის დიდი ტკივილი ამოუტივტივდა, რაც ამ გოგოსა და საერთოდ საქართველოსაც უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, თავის საქმიანობას შეეშვა და მალულად მისკენ წავიდა. გოგონა იმდენა გატაცებული იყო ტკბილეულის არჩევით, რომ მასთან ახლოს მდგარი, საკამოდ მაღალი და უცნაური გარეგნობის მამაკაცი არც კი შეუნიშნავს.
- ეგ ყველას ჯობია, - მოულოდნელად მოესმა მამაკაცის ბოხი და, ამასთანავე, მხიარული ხმა.
სანამ ხმით ნაცნობ მამაკაცს გახედავდა შოკოლადების შეკვრა ძირს ჩაუვარდა. შეშინებულთან ერთად გაბრაზებულმა სწრაფად დაავლო შეკვრას ხელი და მამაკაცისკენ შეტრიალდა. გოგონას რეაქციით გამხიარულებული ვატო ყურებამდე იღიმოდა.
- რჩევისთვის მადლობა, - ირონიულად დაუკრა თავი და გაცლა დააპირა.
- რატომ გაბრაზდი? - ცალი ხელი მკლავში ჩაავლო შესაჩერებლად.
- საიდან მოიტანე, რომ გავბრაზდი? - მოჩვენებით გაუკვირდა ხატიას, - მე უბრალოდ მადლობა გადაგიხადე რჩევისთვის და თუ ხედავ ვითვალისწინებ კიდეც...
რჩეული შოკოლადების შეკვრა სახეზე ააფარა და მკლავი მისი ტორებისგან გაითავისუფლა.
- ძალიან სასაცილო ხარ, - კვლავ ხატიას ნერვებზე მოქმედებდა გაკრეჭილი სახით.
შეშფოთებულმა გოგონამ მარჯვენა ხელი გაითავისუფლა და წინ მდგომ მამაკაცს სილა გაუქნია სახეში. ვატო ნამდვილად არ ელოდა მის ასეთ გაბრაზებას, ამიტომ თავის დაცვის საშუალება არ მისცემია, გოგონას სილამ მთელი სახე აუწითლა.
- ახლა ვინ არის სასაცილო, შენ თუ მე? - ირონიული ღიმილით დაასაჩუქრა ხატიამ და კვლავ გაცლა დააპირა.
ვატომ ხელი ჩაავლო და მაღაზიის ყველაზე მიყრუებულ ნაწილში წაიყვანა.
- უცხოპლანეტელო, თუ გგონია, რომ შენი სითავხედე ჩემზე იმოქმედებს, ძალიან ცდები, - მოიღრუბლა აქამდე მხიარული ვატო, - ერთს კი გეტყვი, შენნაირ ალქაჯს ზედაც არავინ შეხედავს...
- ახლა ეგ მადარდე, - ისევ ირონიულად ჩაეღიმა ხატიას.
- შენ თუ ფეხებზე გ*იდია შენი მომავალი, მე საერთოდ არ მაინტერესებს, - იმავე ტონით უპასუხა ვატომ, ზრდილობიანად გაუღიმა და ხელი შეუშვა.
ხატიამ დანაშაულის გრძნობა მხოლოდ მამაკაცის სალაროსთან მისვლის დროს იგრძნო, ამიტომ საქმიანობას თავი ანება და ფეხის თრევით მიუახლოვდა. ვატომ მაშინვე იგრძნო მისკენ მომავალი გოგონას დაჟინებული მზერა, მაგრამ არ შეუმჩნევია.
- უცხოპლანეტელს ვგავარ? - მამაკაცთან ურთიერთობაში დაძაბულობის მოსახსნელად იკითხა ხატიამ.
მის კითხვაზე მოლარეს, რომელიც ერთი შეხედვით თავისი საქმით იყო გატაცებული, გულიანად გაეცინა. ვატოს ნაკვთი არ შეტოკებია სახეზე, გოგონასკენ არც კი იყურებოდა.
- ალქაჯსაც? - ღიმილის ნოტები შეეპარა ხმაში.
მომდევნო კითხვაზე მოლარესთან ერთად ვატოსაც ოდნავ ჩაეღიმა.
- მაგას კითხვა რათ უნდა? - გადმოხედა და ირონიული ღიმილით დაასაჩუქრა.
- თავხედობისთვის ბოდიში, საუკეთესო სიტყვებით შემკობისთვის მადლობა, - გაუღიმა ხატიამაც და უკან ამოუდგა.
ვატოს ხმა აღარ ამოუღია, ცელოფნებით დატვირთული გაუდგა სახლისკენ გზას. ხატიაზე კი რატომღაც ძალიან იმოქმედა მისმა სიტყვებმა, ამიტომ არავისთვის არაფერი უთქვამს. მხოლოდ თავის თავთან მსჯელობდა ალქაჯობის თემაზე.

* * *
ზუსტად ღამის ორ საათზე აფეთქდა ცნობილი ბიზნესმენის, კონსტანტინე დარჩიაშვილის მთელი საწარმო, რის საშუალებითაც მამაკაცმა სულ რამდენიმე წლის წინათ ცხოვრება აიწყო. საქართველოში ყველაზე გავლენიანი პიროვნება გულის შეტევას ძლივს გადაურჩა, როდესაც აფეთქების შესახებ მოახსენეს. შუაღამით საწოლიდან წამომხტარი წესივრად ვერც კი იაზრებდა მომხდარ ამბავს.
მის ტელეფონზე მოსულმა შეტყობინებამ ყველაფერს ფარდა ახადა, თუმცა ეს სამადსამი სიტყვა ვერაფერს გახდებოდა კონსტანტინეს გადასარჩენად.
- "ანგარიშს კიდევ ითვლი?"
ძილისგან დაბინდული თვალები უკიდურეს ზომამდე გაუფართოვდა, გულზე ხელი მიიდო და საწოლთან მდგარ სავარძელში უსულო სხეულივით ჩაესვენა. წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოახერხა რატი გურგენიძემ ყველაზე მომგებიანი და ყველაზე მეტად დაცული საწარმოს აფეთქება. თუმცა იმას კი ხვდებოდა, რომ მამაკაცი შეჩერებას ნამდვილად არ აპირებდა.
კონსტანტინე დარჩიაშვილი თქვენთვის კარგადაა ნაცნობი, თუმცა თუ საჭიროა შეგახსენებთ კიდეც. სწორედ ამ მამაკაცის ჩვენება გახდა რატის 7 წლით თავისუფლების აღკვეთის საფუძველი, ამის გარდა თითქმის ყველა შეტევა რატის სამეგობროს წინააღმდეგ სწორედ მისი ბრძანებით დაიგეგმა.
ამასობაში კონსტანტინე საქართველოდან გასაქცევად მოამზადეს, რათა საწარმოსგან განსხვავებით თავად არ გამხდარიყო რატის ტყვიის მსხვერპლი. სულ მთლად ოფლით გალუმპული ყოველ წუთში მოთმინებით იწმენდდა შუბლზე მომდგარ წვეთებს. ოდესღაც საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი საშინლად გამოიყურებოდა. აღნაგობით მაღალს ფეხმძიმე ქალივით წამოზრდილი მუცელი, შიშისაგან დამანჭული სახე, სანახევროდ გამელოტებული თავი და შერჩენილ თმებზე შესამჩნევი ჭაღარა გულისამრევ შესახედაობას აძლევდა. თუმცა სიცოცხლისთვის ბრძოლის გზაზე გარეგნობით სულაც არ დაინტერესებულა.
უკვე ფერფლად ქცეულ საწარმოში მისვლა არც კი გაუფიქრია. ბოლო რამდენიმე საათში უფრო მეტად დაბერებული ვეღარც იაზრებდა მომხდარს, ამიტომ იმ მომენტისთვის საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნების გარდა გონებაში არაფერი მოსდიოდა.
მოულოდნელად წინ მიმავალი დაცვის მანქანა მოსახვევიდან გამოვარდნილ სატვირთო მანქანას მთელი სიჩქარით შეასკდა. კონსტანტინეს მძღოლმა საჭის დამორჩილება ვერ შეძლო, ამიტომ სატვირთოს არა, მაგრამ გზატკეცილიდან ოდნავ მოშორებით მდგარ ხეს შეასკდა. სხვა მანქანებიდან დაცვის წევრები გადმოცვივდნენ და კონსტანტინეს მდგომარეობის შემოწმება დაიწყეს. ფიზიკურად უვნებელი მამაკაცი გონზე ვერ მოდიოდა, ამიტომ ხელით გადაიყვანეს დაუზიანებელ მანქანაში და უკან გაუდგნენ გზას.
კონსტანტინეს ტელეფონზე მოსული მორიგი შეტყობინება მის ნაცვლად მძღოლის გვერდით მჯდარმა მამაკაცმა გონებაში წაიკითხა.
- "ეს ვიკას და ეკატერინეს სიკვდილისთვის"
მასზე ხმა არ ამოუღია, რადგან გონწასული მამაკაცი ძლივს მოასულიერეს.
მოგვიანებით კვლავ გაისმა ტელეფონზე შეტყობინების მოსვლის ხმა.
- "ეს დავითის გამო"
შეტყობინების მოსვლა და მოსახვევიდან მორიგი სატვირთო მანქანის გამოვარდნა ერთი იყო. ამჯერად წინ მიმავალი კონსტანტინეს მანქანა მთელი სისწრაფით შეასკდა სატვირთოს, რომლის მძღოლსაც უკვე თავისი თავისთვის ეშველა. ავარიიდან რამდენიმე წუთში მანქანები ყოველი შემთხვევისთვის ჩაცხრილეს, თუმცა სულ ტყუილად. მგზავრებს უკვე კარგა ხნის წინ გაეთავებინათ სიცოცხლე.
პოლიციის გამოჩენამდე კონსტანტინეს სისხლით მოთხვრილი სხეული რატის ბრძანებით მანქანიდან გზაზე გადმოათრიეს. მის წინ შიშისგან მოკუნჭული ცხედარის მიმართ სულ ცოტაოდენი სიბრალურიც არ უგრძვნია. ეს მამაკაცი პატარაობიდანვე გულს ურევდა, ამიტომ ყოველგვარი დროის ფლანგვის გარეშე გულზე დაადო პატარა ეკატერინეს დაგლეჯილი სათამაშო ბაჭია და მხოლოდ გოგონას გახსენებისას აუცრემლიანდა თვალები.
- რატომ ცოცხალს არ ჩაგხედე მაგ ბინძურ თვალებში? - თავისთვის დაიჩურჩულა მან.
- რატი, დრო აღარ გვაქვს, - გადმოსძახა მანქანიდან ვატომ.
მის ხმაზე მამაკაცი უმალვე გამოფხიზლდა და მანქანაში მოთავსდა.
რამდენიმე კვირის განმავლობაში საინფორმაციო გადაცემების მთავარ თემას ცნობილი ბიზნესმენის, კონსტანტინე დარჩიაშვილის, საწარმოს განადგურება და მალევე მისი სიკვდილი წარმოადგენდა. გამოძიება დაიწყო, თუმცა საქმის გახსნა ვერავინ შეძლო.
ყველა გამოცდილი გამომძიებელი საქმეს რატი გურგენიძეს უკავშირებდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ციხიდან გამოქცეული იძებნებოდა კიდეც, თუმცა მალევე მისი სიკვდილის შესახებაც გავრცელდა ხმები. მსგავსი ეჭვების მიუხედავად, ინფორმაცია ტელევიზიაში არ გაუშუქებიათ. ეს თეა მაჩაბელის საჭირო კავშირების წყალობით მოხდა.
- რას აპირებ? - ჰკითხა გაკვირვებულმა ბოლო შეხვედრისას შვილს.
- ვიღაც ნაბი*ვარს ჭკუა უნდა ვასწავლო, მნიშვნელოვანი არაფერი, - ღიმილით უპასუხა რატიმ.
- ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეზე მე არ მომაკითხავდი, - თვალები დაუწვრილდა ქალს.
დედის სახის გამომეტყველებაზე გულიანად გაეცინა, მიუხედავად იმისა, რომ გასამხიარულებლად არც დრო ჰქონდა და არც სურვილი.
რატის ციხიდან გამოქცევიდან მოყოლებული კონსტანტინე დარჩიაშვილი ყოველდღიურად ელოდა შეტევას და სწორედ ამ ყოველდღიური შიშის გამო თავადვე შეუტია სხვისი სახელით უცხოეთში გადასახლებულს. იგორთან დაპირისპირებისას რატიმ არ იცოდა მისი კავშირი დარჩიაშვილთან, ამიტომ დაუშვა უამრავი შეცდომა და სწორედ მისმა შეცდომებმა შეიწირა მისი საუკეთესო მეგობრების სიცოცხლე. მამაკაცისთვის უკანასკნელი წვეთი დათუნას სიკვდილი იყო. საქართველოში ჩამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე დათუნა საკუთარ სააბაზანოში ყელგამოჭრილი იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ერთი შეხედვით ძალიან ჰგავდა თვითმკვლელობას, რატი მაინც მიხვდა, რომ მისი მეგობრის სიკვდილი მორიგი შეტევა იყო მუდმივი მტრისგან.

* * *
მანქანა ძლივს მიუყვებოდა საკმაოდ ძველ და გაფუჭებულ გზას, ამიტომ ქალაქიდან დანიშნულების ადგილამდე მისვლას მთელი დღე დასჭირდა. მგზავრობისგან გადაღლილ ხატიას მანქანის უკანა სკამებზე მოკუნტულს ეძინა. საჭესთან გოგონებზე უფრო მეტად გადაღლილი ვატო იჯდა, თუმცა მამაკაცს დაღლილობაზე ერთი სიტყვაც არ დასცდენია. მის გვერდით მჯდარ ოლიკოს რამდენჯერმე ჩაეძინა, თუმცა გაფუჭებულ გზაზე მგზავრობისას სრულფასოვანი ძილი შეუძლებელი იყო.
სახლი, სადაც მთელი ამ დროის განმავლობაში რატი ცხოვრობდა, მეტად მოკრძალებულად გამოიყურებოდა. ორსართულიანი შენობა სოფლიდან საკმაოდ მოშორებით იდგა, ჰქონდა საკმაოდ დიდი ეზო და ოლიკოსთვის საყვარელი აივანი.
მანქანის დანახვისთანავე აივანზე მდგარმა რატიმ სიგარეტი საფერფლეში ჩაწვა და შიგნით შევიდა. უკვე ეზოსთან მისულებს ჭიშკარი სწორედ მან გაუღო. მისი დანახვით გაბრწყინებული თვალები ოლიკოს მალევე აევსო ცრემლებით. მონატრებული მამაკაცის სანახავად მანქანას გაჩერება არ აცადა, ისე გადმოხტა და რატის ჩამოეკიდა კისერზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩახუტებით მამაკაცის სითბო და საყვარელი სურნელი იგრძნო, მაინც ასლუკუნდა ბავშვივით.
- სულ როგორ უნდა ტიროდე? - მოფერებით გაეცინა რატის და ჩახუტებული გოგონა სახლში შეიყვანა.
- სხვა სათქმელი არაფერი გაქვს? - ცრემლიანი თვალები დაუწვრილდა მას.
- მაინც რას ელი? - ლოყაზე მოეფერა მამაკაცი.
- მაინტერესებს, არაფერს მეტყვი? - ცნობისმოყვარე ბავშვივით გაებუშტა წითლად შეღებილი ტუჩები.
- სიცოცხლეს მირჩევნიხარ! - მიუხედავად იმისა, რომ სახლში მათ გარდა არავინ იყო, მაინც გოგონას ყურთან დაიჩურჩულა რატიმ.
- კიდევ? - სუსტი ღიმილი შეეპარა ოლიკოს.
- ვგიჟდები შენს ღიმილზე, - ყურიდან ლოყასთან გადმოინაცვლა მამაკაცმა და პარალელურად ხელები წელზე შემოჰხვია.
- სულ ამის თქმა შეგიძლია? - უფრო და უფრო უწვრილდებოდა თვალები ოლიკოს.
- ჩემი გულის ფეთქვის მიზეზი ხარ! - გადაჭრით განაცხადა რატიმ და გოგონა თავისკენ მიიზიდა, - თუ გინდა სიყვარულს ქმედებითაც დაგიმტკიცებ...
მამაკაცის ეშმაკურად ათამაშებულ წარბებზე ოლიკოს უკვე გულიანად გაეცინა.
- ყველაფერი დამთავრდა, უკვე შემიძლია მთელი სიცოცხლე შენ და ჩვენს პატარას მივუძღვნა, - ყურებამდე გაღიმებულმა რატიმ ყურადღება გოგონას სულ ოდნავ გამობურცულ მუცელზე გადაიტანა.
აქამდე მიყრუებულ სახლში მოსაწყენი სიჩუმის ნაცვლად, გოგონას კისკისი გამეფებულიყო. ცხოვრებაში პირველად, რატიმაც იგრძნო ბედნიერების გემო, თავისი საყვარელი ქალბატონი ხელში ატაცებული მიჰყავდა საძინებლისკენ, სავარაუდოდ მოსასვენებლად...
ჯერ ისევ მანქანაში მჯდარი ვატო ღიმილით დაჰყურებდა ისევ მძინარე ხატიას, რომლის დამახასიათებელ თმაშიც მწვანე ფერს ბუნებრივი წაბლისფერიც გამორეოდა. მისი გამოფხიზლების მიზეზი ხმაურის შემდეგ შეუჩვეველი სიწყნარე გახდა. გაკვირვებულმა წამოყო თავი და გარემოს მოავლო მზერა.
- სად ვართ? - იკითხა ძილისგან დაბოხებული ხმით.
- მოვედით უკვე, - უპასუხა ყურებამდე გაღიმებულმა რატიმ.
- რატომ არ გამაღვიძე, - ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა ხატია და ზედ გადაფარებული ქურთუკის ჩაცმა დაიწყო.
- საყვარლად გეძინა, - სარკიდან უყურებდა მამაკაცი გოგონას.
- ახლა საყვარლად მშია, კარგი იქნება თუ გადავალთ, - გაეცინა ხატიასაც.
მანქანიდან გადასულები, შიმშილის მიუხედავად, ნელა მიუყვებოდნენ ბილიკს სახლისაკენ. სიცივეში ჩიტივით მობუზულმა ხატიამ ხელკავი გამოსდო წელში გამართულ მამაკაცს, რომელმაც არსებული მომენტის გასაწელად ნაბიჯი უფრო მეტად შეანელა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი

ჩემო ძვირფასებო, ნაწარმოები დასრულდა, ამიტომ ველოდები თქვენს შეფასებებს, რა მოგეწონათ, რას დაიწუნებდით, რას ფიქრობთ პერსონაჟებზე?
აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან ყოველ სიახლეზე თქვენი კომენტარებით ძალიან მაბედნიერებდით heart_eyes დამერწმუნეთ, ჩემთვის ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს...



№1  offline წევრი Blue tears

მიყვარს ასეთი დასასრულები... თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ვისიამოვნე ამ ისტორიით.(☆^ー^☆)

 


№2  offline წევრი ნასტია

lorellai
მიყვარს ასეთი დასასრულები... თავისუფლად შემიძლია ვთქვა რომ ვისიამოვნე ამ ისტორიით.(☆^ー^☆)

მადლობა ტკბილო heart_eyes

 


№3  offline წევრი უფერული

ჩემოო საყვარელო
ძალიან ძალიან ძალიაან მომეწონა heart_eyes
მომწონს წერის სტილი შენი ფანტაზია და სიახლეების ზომა.
მიხარია რომ ასე განვითარდი, ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე და დასასრულიც ძალიან მომეწონა.
რატი შემიყვარდა მაგრამ ვატო მაინც ჩემთვის ნომერ პირველია, ძალიან საყვარელია და მაგისი და ხატიას წყვილი ძალიან მომწონს heart_eyes
კარგია რომ ასე სასიამოვნოდ დაამთავრე
გაწელვას მართლაც არრ ჰქონდა აზრი.
მადლობა ყველაფრისთვის და ველოდები შენს შემდეგ ისტორიას!

 


№4  offline წევრი ნასტია

უფერული
ჩემოო საყვარელო
ძალიან ძალიან ძალიაან მომეწონა heart_eyes
მომწონს წერის სტილი შენი ფანტაზია და სიახლეების ზომა.
მიხარია რომ ასე განვითარდი, ვგიჟდები ამ ნაწარმოებზე და დასასრულიც ძალიან მომეწონა.
რატი შემიყვარდა მაგრამ ვატო მაინც ჩემთვის ნომერ პირველია, ძალიან საყვარელია და მაგისი და ხატიას წყვილი ძალიან მომწონს heart_eyes
კარგია რომ ასე სასიამოვნოდ დაამთავრე
გაწელვას მართლაც არრ ჰქონდა აზრი.
მადლობა ყველაფრისთვის და ველოდები შენს შემდეგ ისტორიას!

მიხარია, რომ იმედები არ გამიცრუებია შენთვის, მიყვარხარ! heart_eyes

 


№5  offline წევრი Kalina

მომწონს შენი დიალოგები.
მომწონს შენი ემოციები.
მომწონს შენი პერსონაჟები.
მომწონს შენი სიუჟეტი.

მომწონხარ. იმიტომ კი არა, რომ ისტორიაა მაგარი.
შენ ხარ კარგი და მაგარი.

წარმატებები :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№6  offline წევრი ნასტია

მარიკუნაა♥️
მომწონს შენი დიალოგები.
მომწონს შენი ემოციები.
მომწონს შენი პერსონაჟები.
მომწონს შენი სიუჟეტი.

მომწონხარ. იმიტომ კი არა, რომ ისტორიაა მაგარი.
შენ ხარ კარგი და მაგარი.

წარმატებები :)

მადლობა ჩემო კარგო, ძალიან მესიამოვნა... kissing_heart

 


№7 სტუმარი kati

yvela tavi ertad wavilitxe.zalian kargi iyo da siamovnebit wavikitxavdi axalsac an gagrzelebas.

 


№8  offline წევრი ნასტია

kati
yvela tavi ertad wavilitxe.zalian kargi iyo da siamovnebit wavikitxavdi axalsac an gagrzelebas.

დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent