შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აკრძალული სიყვარული ( თავი 8 )


22-03-2018, 19:34
ავტორი Elena)
ნანახია 1 893

სახლში შესვლისთანავე ბებია და ბაბუა გადამეხვივნენ, ბევრი რამ გამომკითხეს, ბევრი ვისაუბრეთ. ჩემს ოთახში ავედი და ყველაფერი ჩემებურად მოვაწყვე, საწოლი რათქმაუნდა ფანჯრისკენ მივწიე. ტანსაცმელი კარადაში დავალაგე, ჩემი ნოუთბუქიც ამოვიღე და მაგიდაზე დავდე. წიგნები კი უჯრებში ჩავაწყვე. სახლი ორ სართულიანი იყო, რამდენიმე ოთახს მოიცავდა, თუმცა მე სულ ერთ ოთახში ვრჩებოდი ხოლმე,რომელიც პატარა იყო, თუმცა ძალიან მომწონდა და თანაც იქიდან ყველაზე ლამაზი ხედი იშლებოდ,.ის მეორე სართულზე იყო. ოთახის დალაგების შემდეგ, ქვემოთ ჩავედი და ჩემებს შევუერთდი. ბებომ ძალიან გემრიელი საჭმელები მოამზადა, მეც ვეხმარებოდი, სუფრა გავშალეთ. ჭამა რომ დავასრულეთ, მამა მალე მოემზადა წასასვლელად, არ ვიცოდი, მის გარეშე რას გავაკეთებდი, მაგრად ჩავეხუტე, ხელის გაშვება აღარ მინდოდა. სახლი როგორც დატოვა, მაშინვე ვიგრძენი მონატრება.
საღამოს წყალი გადავივლე და ჩემს ოთახში მალე ავედი, ბებომ დაიჟინა დაღლილი ხარო, თუმცა, რა დამაძინებდა. მე ხომ თბილისიდან დასაძინებლად არ გამოვქცეულვარ. ლიზიმ დამირეკა,წამოვჯექი და ცოტა ფიქრის შემდეგ ვუპასუხე:
- ხო ლიზი.
- რას შვები აბა?
- რავი ეხლა დავწექი, შენ?
- რავი გარეთ ვარ.
- ვისთან ერთად?
- გიოსთან და კიდევ რამდენიმე ამის მეგობარია. ლუკაც აქ არის.
- ხო,კარგია.
- მიდი, არ მკითხავ?
- რა უნდა გკითხო?
- რაც ძალიან გაინტერესებს.
- რაც მაინტერესებდა, უკვე გკითხე.
- ესეიგი ლუკაზე არაფერი გაინტერესებს?
- ეგ უკვე მე აღარ მეხება,ლიზი.
- კარგი, როგორც გინდა.
- უნდა წავიდე ახლა, დაღლილი ვარ და მეძინება ძალიან.
- კაი მაშინ, დროებით გიჟო.
ტელეფონი გავთიშე.საწოლზე დავემხე და ჭერს მივაშტერდი, ამაზე ფიქრი ყველაზე ნაკლებად მინდოდა, მაგრამ თავიდან ვერაფრით ვიგდებდი. მთელი ჩემი ფიქრები კვლავ ონიანის გარშემო იყო, მივხვდი, რომ არც მასთან დაშორება, არც მისგან წასვლა, თუნდაც სამუდამოდ, არ შეცვლიდა ჩემს გრძნობებს მისდამი, ჰო, ამას ვერაფერს ვუხერხებდი. ჩვენი გაცნობის დღიდან, ყველა შეხვედრა გავიხსენე, ის დღე, როდესაც ჩემს სახლში მოვიდა, მე ის მიყვარდა, ეს მე არ მინდოდა, ეს გრძნობა მაშინებდა ,მაწუხებდა, თუმცა იმ მომენტში, მე ის მიყვარდა. ალბათ სიმართლეს ამბობენ, პირველ სიყვარულს ვერ დაივიწყებო, თუმცა შეიძლება საკმარისად არც ვცდილობ, მაგრამ, მეტი რა შემიძლია?
ფიქრებს თავს ვაღწევ.
- მორჩა, საკმარისია.
ვეუბნები ჩემს თავს. საწოლიდან თავს ვწევ, ნოუთბუქს ვრთავ, საიტზე შევდივარ და ფილმის არჩევას ვცდილობ, ახალი საშინელებათა ფილმი
არ დევს, მხოლოდ რამდენიმე დრამა მხვდება, თუმცა ამას თავს ვარიდებ, მთელი ჩემი ცხოვრება ხომ ისედაც დრამაა. საბოლოოდ სერიალზე ვაჩერებ არჩევანს, რივერდეილის პირველ სერიას ვრთავ, რომლის ყურებაც ორი წლის წინ დავამთავრე, მაგრამ შემიძლია კიდევ მრავალჯერ ვუყურო. საწოლში კომფორტულად ვთავსდები და ყურებას ვიწყებ, რამდენიმე სერიას ვუყურებ, ზუსტად არ ვიცი, რამდენს. ტელეფონს ვიღებ, რომ საათს დავხედო, 4 საათი ხდება, თითქმის მთელი სეზონი დავამთავრე, ვიცი, რომ ხვალ ადრე მომიწევს ადგომა, ამიტომ კომპიუტერს ვთიშავ, ბალიშს ვისწორებ და თვალებს ვხუჭავ. ჩემდა გასაოცრად, ცოტა ხანში ძილი მერევა.
11 საათისთვის მეღვიძება, ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის.
- ჯანდაბა, როგორ ჩამეძინა.
მაშინვე ფეხზე ვდგები, გაშლილ თმას ვივარცხნი და ზემოთ ვიწევ. კარადასთან მივდივარ და იქიდან თბილ,ფართო ნაცრისფერ ზედას და შავ შარვალს ვიღებ,ფეხზე ჩუსტებს ვიტოვებ, სწრაფად ვიცვამ და ქვემოთ ჩავდივარ. არ შევცმდარვარ, ბებოს უკვე ეღვიძა და სამზარეულოში ტრიალებდა.
- მმმ, როგორ მომენატრა ეს სუნი.
- მოდი,ბებიკო, მალე იქნება მზად.
- კაი ბებო, ბოდიში დამეძინა რა, ვერ მოგეხმარე ვერაფერში.
- გაჩერდი ახლა, მოსახმარებლად ჩამოხვედი?
- ხოო კარგი. ბაბუა სად არის?
- სამსახურში წავიდა უკვე.
- ასე მალე?. კაი სააბაზანოში შევალ და მოვალ ეხლავე ხო.
- მიდი,მიდი.
ხელ-პირს ვიბან, კბილებს ვიხეხავ. სარკეში ჩემს თავს ვუყურებ და ვაკვირდები, ამჯერად უკვე ჩემს თავზე ვფიქრობ, ვფიქრობ, როგორ შევიცვალე.
გამოვდივარ და სამზარეულოში შევდივარ, ბებოს მართლაც ყველაფერი მზად აქვს, მაგიდაზე ხაჭაპური, სალათი, პური, ყველი, ლობიანი, შემწვარი ქათმის ხორცი , ატმის კომპოტი და ბულიონი დევს. სამზარეულოში არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებს, რაზეც ძალიან მშივდება და ჩემი კუჭიც ხმას გამოსცემს.
ვსხდებით, ერთ ნაჭერ ხაჭაპურს ვიღებ და ჭამას ვიწყებ.
- ნუ იკიკნები, ჭამე ნორმალურად, ჯერ წვნიანი გეჭამა ბებო, სანამ გაცივდება.
ამავსო საყვედურებით, ძალიან საყვარელი იყო, როცა ჩემზე ზრუნავდა. დედა მახსენდებოდა ხოლმე...
- ვჭამ ბებო, ვჭამ.
მართლაც კარგად ვჭამე, ალბათ ჰაერმა იმოქმედა ჩემზე. ჭამას რომ მოვრჩით, ბებოს ალაგებაში მივეხმარე და დიდი წინააღმდეგობის მერე მაინც გავრეცხე ჭურჭელი. ცოტა სახლიც მივალაგე, მერე ოთახში ავედი და უჯრიდან ჩემი საყვარელი წიგნი ,,ალასკას ძიება'' ამოვიღე. ამ წიგნის კითხვა არასდროს მბეზრდებოდა, წაკითხვისას,ყოველ ჯერზე უფრო მეტ ემოციას იწვევდა ჩემში. წიგნთან ერთად, ტელეფონი და ნაუშნიკებიც ავიღე და ბებოს გაფრთხილების შემდეგ, სახლიდან გავედი. ჩემს საყვარელ ადგილას ავედი, ჩვენი სახლის გვერდით, უზარმაზარი კიბე ადიოდა, რომელსაც ზემოთ ავყავდით, იქ, ცალკე, პატარა სახლივით იყო , სახლის გარეთ კი სავარძელი იდგა. სადაც ყველაზე მეტად მიყვარდა ყოფნა, ბავშვობაშიც და ახლაც, იმდენად ზემოთ ვიყავი, მეგონა ცას ვწვდებოდი ხოლმე. იქ, სულ განსხვავებული ჰაერი იყო, უფრო სუფთა და თითქოს, სრულიად სიმშვიდე იგრძნობოდა. სავარძელზე მოვკალათდი, ფეხებიც დავაწყვე, მოკლედ, კომფორტულად მოვთავსდი და წიგნი გადავშალე. კითხვას შევუდექი - :
ადრე-ას ოცდათექვსმეტი დღით ადრე:
ალაბამის პანსიონში გამგზავრებამდე და მთელი ბავშვური ცხოვრების ფლორიდაში დატოვებამდე, ერთი კვირით ადრე, დედაჩემმა გამოსამშვიდებებელი საღამოს მოწყობა აიჩემა....
ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი და გავიღიმე.
"""
ცოტა ხანში კითხვას ვწყვეტ, ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია ,ჰმ. ქვემოთ ჩავდივარ, წიგნს და ნაუშნიკებს ადგილზე ვტოვებ, ყავას ვიმზადებ, ბებოს ვეკითხები, რამე ხომ არ სჭირდება, და მისი უარის მოსმენის შემდეგ, თბილი პლედით და ყავით ხელში, კვლავ ზემოთ ავდივარ.ამჯერად უფრო კარგად ვთავსდები, პლედს ვიფარებ, წიგნს მუხლებზე ვიდებ, ყავას კი ორივე ხელში ვიქცევ და კითხვას ვაგრძელებ:
"ვხვდებით, რომ მშობლებს არ შეუძლიათ თავად უშველონ თავს, ან ჩვენ გვიშველონ; რომ,ყველას, ვინც დროთა მდინარეში მოხვდა, ადრე თუ გვიან დინება ზღვაში გაიტანს, ანუ, სხვა სიტყვებით - ყველანი წავალთ. "
ამ მონაკვეთს ვკითხულობ და უცნაური შეგრძნება მეუფლება.
მირეკავენ, ყავას გვერდით ვდებ და ტელეფონს დავყურებ, რომ ვნახო ვინ არის, მამაა.
- ხო მამიკო.
- სად ხარ რო გირეკავ? სად გქონდა ტელეფონი, გამისკდა გული, ბებიაშენთან დარეკვას ვაპირებდი უკვე.
- ვაიმე, დაწყნარდი მამა, ზემოთ ვარ და არ იჭერს ალბათ კარგად, ნუ ნერვიულობ, რა უნდა მომსვლოდა აქ.
- კარგი ხო, ამის მერე ყურადღებით იყავი ხოლმე, რატომ არ დამირეკე?
- რავი მამა, სამსახურში მეგონა იყავი და აღარ დაგირეკე.
- კი, ვარ კიდეც. მერე სამსახური რა შუაშია? ამის მერე ეგეთი რაღაც აღარ გავიგო, როცა რამე დაგჭირდება, დამირეკე, რა დროც არ უნდა იყოს.
- კაი მამა.
- რას შვები აბა ? კარგ დროს ატარებ?
- რავიცი, ახლა წიგნს ვკითხულობ, ძალიან კარგია აქ.
- ესეიგი მე დამივიწყე უკვე, ხო?
- არა, ჩემო ცხოვრება, შენ როგორ დაგივიწყებდი?
- აფერისტი ხარ რაა.
- კაი მამა, მიდი ეხლა, ნუღა ცდები ტყუილად, სამსახურიდან რომ გამოხვალ, დამირეკე, მღვიძავს მე გვიანობამდე.
- კაი, ჭკვიანად.
თითქოს ყველაფერი ლაგდება, თითქოს ბედნიერი ვარ, მჯერა, რომ ყველაფერს დავივიწყებ და თავიდან დავიწყებ. ვთიშავ და კვლავ კითხვას ვუბრუნდები, თუმცა 5 წუთიც არ არის გასული, კვლავ ტელეფონი რეკავს.ვპასუხობ, ამჯერად ისე,რომ არ ვნახულობ, ვინ არის.
- გისმენთ.
- რატომ არ მითხარი.
ნაცნობი ხმის გაგონენაზე ვკრთები და თვალები მიფართოვდება, ჩემი გულისცემა არანორმალურად ჩქარდება. ჰო, ნამდვილად ის არის, ონიანია.
- მიპასუხე.
ხმას ვკარგავ, საუბრის უნარს ვკარგავ, ვერაფერს ვპასუხობ.
- მოგწონს? მითხარი, ეს გსიამოვნებს?
- ....
- მიპასუხე, სიამოვნებას განიჭებს ჩემთვის ტკივილის მოყენება ?
- ლუკა...
ხმის ამოღებას ვახერხებ, თუმცა მაწყვეტინებს.
- ჯანდაბა, ამის დედაც. მითხარი ბოლოს და ბოლოს.
უკვე ყვირილზე გადადის.
- ნუ ყვირი.
- მიპასუხე გოგო, ნუ შემშალე საერთოდ,რას ითხოვ ჩემგან, მითხარი, რატომ იქცევი ასე.
- არაფერი მაქვს სათქმელი, არც ასახსნელი, განსაკუთრებით შენთვის.
- რატომ ამბობ ეგრე, რა გემართება, ვერ ვხვდები.
- უბრალოდ ასე სჯობს, ორივესთვის, ვერ ხვდები? ჩვენი ურთიერთობა დაწყევლილია. მოკლედ, აღარ მინდა ამის გაგრძელება, მე აქ ვაპირებ დარჩენას და გთხოვ, შეწყვიტე ჩემთან დაკავშირება.
ტელეფონს სწრაფად ვუთიშავ.სიმწრისგან, კბილებს ერთმანეთს ვაჭერ, თვალები ცრემლებით მევსება და მას დიდი დრო არ სჭირდება, მთელი სახის დასასველებლად. სავარძლიდან გადმოვდივარ და ძირს ვიკეცები, ეს ხმა ... მაინც შეძლო, ჩემი ატირება. ყოველ ჯერზე, როცა ვფიქრობ რომ ყველაფერი დამთავრდა, როცა ვფიქრობ, რომ ვივიწყებ, ზუსტად მაშინ მახსენებს თავს, ზუსტად მაშინ იჭრება ჩემს ისედაც არეულ ცხოვრებაში.
სასაცილოა, მაგრამ შედეგებზე არც მიფიქრია, მხოლოდ ახლაღა დავფიქრდი, როდესაც ტელეფონი საათზე მეტხანს დუმდა, ის აღარ რეკავდა და აღარც დამირეკავდა, ეს ვიცოდი. მაგრამ, ჩემი მიზანიც ხომ ზუსტად ეს იყო?
თავის შეკავებას ვეღარ ვახერხებ და ახლა უკვე ხმით ვიწყებ ტირილს, პირზე ხელს ვიფარებ, რომ არავინ გაიგოს.
- ელენე, მანდ ხარ ბებო?
მაშინვე ვჩერდები და ბებოს ვპასუხობ.
- კი ბებო, აქ ვარ , ჩამოვალ ახლავე.
სახეს ცრემლებისგან ვიწმენდ და ქვემოთ ჩავდივარ, ვცდილობ მაქსიმალურად ბედნიერი ღიმილით შევეგებო ბებიაჩემს, არ მინდა მიხვდეს, რომ ვიტირე.
- ხო, ბებო.
- ჩამოდი ბებო, არ მოგშივდა? ბაბუაშენიც მოვიდა.
- კაი ბებო, მოვდივარ.
საათს რომ დავხედე უკვე 7 იყო,
საჭმელები შევათბეთ და ჭამას შევუდექით, უფრო სწორად, მე ლუკმა არ გადამივიდა, ვერაფერი შევჭამე, რაზეც ბებომ მისაყვედურა.
დღეები ასე გადიოდა, ერთ-ერთ სკოლაში შევიტანე საბუთები, სწავლა დავიწყე, ბებომ კარგი მასწავლებლებიც მიშოვა, კლასელებმა ნორმალურად მიმიღეს, ყოველ შემთხვევაში ისე არავინ მექცეოდა, როგორც ძველ სკოლაში. თუმცა, მეგობრებზე რა გითხრათ, მაინც ვერავის დავუმეგობრდი.
ქიმიაში და ფიზიკაში ვემზადებოდი, ორივე მასწავლებელი ჩემს სახლთან ახლოს იყო, ისევე, როგორც სკოლა.
ამიტომ რვა საათზე გაღვიძება აღარ მჭირდებოდა, 9ის ნახევარზე თავისუფლად ვდგებოდი და 25 წუთში ვასწრებდი ყველაფერს, ისე რომ არ ვაგვიანებდი. მერე ბაბუამ პატარა ლეკვი მომიყვანა, და მისი მოვლით ვიკლავდი დროს, მიმი დავარქვი, სულ ჩემს გვერდით იყო ხოლმე, ჩემთან ეძინა. ასე არ ვგრძნობდი მეგობრობის დანაკლისს. მოკლედ, ასე იყო, დილით სკოლაში ვიყავი, შუა დღეს ბებოს ვეხმარებოდი სახლის საქმეებში, საღამოს მასწავლებლებთან დავდიოდი, ღამით კი ისევ მარტო ვრჩებოდი, ჩემს თავთან, მიმისთან და სერიალებთან ერთად. ლიზი და მამა ყოველდღე მირეკავდნენ, ხანდახან გიოსაც ველაპარაკებოდი ხოლმე,ონიანისგან არაფერი ისმოდა, ვცდილობდი, არ გამეხსენებინა ხოლმე, თუმცა მაინც მუდამ მახსოვდა და მნიშვნელობა არ ჰქონდა, მის გახსენებას ჩემთვის ბედნიერება მოჰქონდა, თუ დიდი ტკივილი, თავს მაინც ვერაფერს ვუხერხებდი. რამდენჯერმე მამა იყო ჩამოსული, ერთხელ ლიზიც ჩამომიყვანა, ორივე ისე მენატრებოდა, აღარ მინდოდა მათი გაშვება. ლიზის მთელი სვანეთი დავათვალიერებინე, ჩემი სკოლაც ვაჩვენე, მართალია ყოველდღე ვესაუბრებოდი, მაინც ბევრი სალაპარაკო გვქონდა დაგროვილი, რამდენჯერმე ონიანზეც სცადა თემის დაწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე გავაწყვეტინე, იმის მიუხედავად, რომ საშინლად მაინტერესებდა მასზე ყველაფერი, ის , თუ რას აკეთებდა, როგორ იყო, რამე ხომ არ უჭირდა, ყველაზე მთავარი კითხვა კი ერთი იყო... თუ შეძლო ჩემი დავიწყება?
ორ თვეზე მეტია აქ ვარ, უკვე იანვრის შუა რიცხვებია, აქ ზამთარი საშინლად ცივია, არდადეგებზე ერთი კვირით მასწავლებლებთან სიარული გავწყვიტე და თითქმის მთელ დროს ზემოთ ვატარებდი, ჩემს სავარძელზე, წიგნით და ყავით ხელში, ბევრი წიგნი მქონდა წამოღებული, თუმცა ამაზე ბევრად მეტი მჭირდებოდა, ამიტომ ყოველდღე ბიბლიოთეკიდან გამომქონდა ხოლმე სხვადასხვა წიგნი.ჩემი კლასელები ახლომახლოს ცხოვრობდნენ, ხანდახან მათთან ერთად გარეთ გავდიოდი ხოლმე, ტყისკენ ვჯდებოდით, ცეცხლის გარშემო და სხვადასხვა ისტორიის მოყოლას ვიწყებდით, ნუუ... იწყებდნენ, მე თავიდან ჩუმად ვიყავი და უბრალოდ მათ ვუსმენდი, რადგან მიჭირდა ამასთან შეგუება, მე ხომ აქამდე მხოლოდ ერთადერთი მეგობარი მყავდა. თუმცა, მალე მათ შევეჩვიე და ბედნიერიც ვიყავი.განსაკუთრებით, ერთ ბიჭს დავუმეგობრდი, გიგა ქავთარაძეს, რომელიც არდადეგებზე იყო ჩამოსული, დროს ხშირად ვატარებდით ხოლმე ერთად, მართლაც ძალიან თბილი ადამიანი იყო,სამწუხაროდ,მალე მოუწია წასვლა.ჰო, ასე იყო, მთელ დღეს ხალისიანად ვატარებდი, მაგრამ, ღამით? ღამით ისევ მარტო ვრჩებოდი, ჩემს ტკივილებთან, ჩემს ფიქრებთან, რომელიც მხოლოდ ონიანის გარშემო იყო. ვერც კი აღვწერ, როგორ მენატრებოდა.
მოკლედ, ყველაფერი ასე მიდიოდა, სანამ ერთ დღეს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი,ერთ ღამეს, ლიზის ზარს ვუპასუხებდი.საბედნიეროდ, მეღვიძა.
- ხო,ლიზუ, რა იყო მერამდენედ მირეკავ დღეს, ასე მოგენატრე?
- შეგიძლია ჩამოხვიდე?
- მეღადავები?
- არა ელენე, ჩამოდი რა.
- სად ჩამოვიდე გოგო,არ ხარ შენ ნორმალური.
- საავადმყოფოშია ლუკა.
- ხუმრობ, ხო?
- მეტყობა რამე ხუმრობის? ეხლა გადაიყვანეს, შენ გკითხულობდა, ჩამოდი რა, გეხვეწები.
- ვ...ვ..
ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე.
- ვერაფერი გავიგე. რა სჭირს?
- მაგას მერე გეტყვი, რო ჩამოხვალ.
- რამე სერიოზულია?
- არ ინერვიულო ეხლა მაგაზე. უბრალოდ გამაგებინე შენ, ჩამოხვალ?
- იცი, დაზუსტებით არ ვიცი...
- ელენე, კარგად დაფიქრდი.
- ჰო, კარგი, მე... ჩამოვალ ხვალ.
- კაი, დამირეკე რო გამოხვალ, დაგხვდები სადმე. მარშუტკით წამოხვალ, ხო?
- ჰო.
- კაი მაშინ, დროებით, არ ინერვიულო.
ტელეფონს ვთიშავ და ნოუთბუქს ვაშტერდები, რომელშიც არაფერია ჩართული. საშინელი შეგრძნება მეუფლება, ვერც ტირილს ვახერხებ, უბრალოდ ვზივარ, გაშეშებული, ერთ ადგილას.ნოუთბუქს ვხურავ და გვერდით ვტრიალდები, ამჯერად ცას და ქათქათა თოვლს ვაშტერდები, ვუყურებ როგორ ათოვს სვანეთს, მთელი გამეტებით, მაგრამ, ამჯერად იმის გამო არა, რომ ამის ყურება მიყვარს, ამჯერად უბრალოდ ერთ უსასრულო სივრცეს გავყურებ, და ვერაფერს ვხედავ, ვერც ვერაფერს ვფიქრობ, ვერ ვვაზროვნებ, თითქოს ემოციებიხ აღარ გამაჩნია. ასე მათენდება, როგორც კი მზის ამოსვლას ვხედავ, საბანს ვიხდი,ფეხზე ვდგები, ჩუსტებს ვიცვამ და პიჟამოებში გამოწყობილი ქვემოთ ჩავდივარ, იმის მიუხედავად, რომ ახლა -10 გრადუსამდე იქნება, სიცივეს ვერ ვგრძნობ. 7 საათი ხდება, ჩემებს ჯერ კიდევ სძინავთ, გარეთ გავდივარ და სახლის კიბეებზე ვჯდები, ჯერ კიდევ თოვს.
შიგნით მალევე შევდივარ, არ მინდა ბებომ ინერვიულოს, როდესაც ასე დამინახავს.კვლავ ოთახში ვბრუნდები და ტანსაცმელს ვიღებ, რომ ჩავიცვა, შავი, კაპიუშონიანი, თბილი ზედა, ჯინსი და შავი ბათინკები.ჩემი ნივთები არ მიმაქვს, რადგან,ვიცი დავბრუნდები. მხოლოდ ჩანთას ვიკიდებ, რაშიც საჭირო ნივთები დევს. ქვემოდან,რაღაც ხმა ისმისხ რაც ნიშნავს, რომ ბებომ გაიღვიძა და მეც დაუყოვნებლივ ქვემოთ ჩავდივარ.
არ შევმცდარვარ, ბებოს ღვიძავს.
- დილამშვიდობის.
ვამბობ და ვუღიმი.
- დილამშვიდობის, რატო გაიღვიძე ასე ადრე?
- რავი ბებო, წასასვლელი ვარ და.
- არ გამაგიჟო ეხლა, სად მიდიხარ?
- თბილისში უნდა ჩავიდე, აუცილებლად, დღესვე. მაგრამ მალე ჩამოვალ, არ ინერვიულო.
- რატომ ჩადიხარ ასე ადრე, რამე მოხდა?
- მეგობარი მოხვდა საავადმყოფოში, მოკლედ, რომ ჩამოვალ აგიხსნი ყველაფერს.
- მამაშენი მოდის?
- არა ბებო, მარშუტკით წავალ.
- აბა, რას ამბობ ახლა.
- მამამ იცის, უბრალოდ ვერ ახერხებს, მართლა უნდა წავიდე უკვე, არ ინერვიულო, კაი?
- კარგი, ბაბუაშენს ვეტყვი მაშინ და გაგიყვანს გაჩერებასთან, რომ ჩახვალ დამირეკე, ხო?
- კარგი ბებო, მადლობა.
ბებოს ვეხვევი და ოთახში ადივარ , როგორც ჩანს, წინ გრძელი გზა მელის, ამიტომ, უჯრიდან კეთი მაკფეილის წიგნს - ორეულს ვიღებ და ჩანთაში ვდებ, მერე კი ისევ ქვემოთ ვბრუნდები.
ბებო ისე არ მიშვებს, მაიძულებს საჭმელი ვჭამო, მეც, სხვა გზა არ მაქვს და ერთ ნაჭერ ლობიანს ვიღებ, თუმცა, ამით არ კმაყოფილდება და წასაღებადაც მიმზადებს საჭმელს, ბოლოს, საბოლოოდ თავს ვაღწევ სახლს და გამოვდივარ, ბებოს ვეხვევი, მე და ბაბუა მის მანქანაში ვჯდებით და გაჩერებამდე მივყავარ, უამრავ ბოდიშს მიხდის, რომ ჩემს თბილისამდე ჩაყვანას ვერ ახერხებს, საბოლოოდ, ტაქსში მსვავს, მძღოლს ფულს უხდის, თხოვს, ნელა იაროს და ხელის დაქნევით მემშვიდობება.
უკანა სავარძელზე ვზივარ, ჩანთიდან ნაუშნიკებს და წიგნს ვიღებ, ფლეილისტში შევდივარ და სიმღერას ვირჩევ: Nightcore-believer.
ბოლო ხმაზე ვუწევ, წიგნს ვშლი და კითხვას ვიწყებ.
რამდენიმე საათში კითხვას ვამთავრებ, და ფანჯრიდან ვიხედები. თითქმის თბილისში ვართ, ამიტომ ლიზის ვწერ, რომ მისამართი მომწეროს, ისიც არ აყოვნებს. ადგილსამყოფელს მძღოლს ვეუბნები, ის კი თავის დაქნევით მპასუხობს. პირველად ცხოვრებაში, მეჩვენება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის. მალე, მანქანა დანიშნულ ადგილზე ჩერდება და მეც გადმოსვლა მიწევს, თითქოს ჩემი სხეული მეწინააღმდეგება, წინ დიდი პაუზით მივიწევ, საავადმყოფოს შესასვლელ კართან ვდგები და ვცდილობ დავლანდო, შიგნით რა ხდება. შესვლას ვერ ვახერხებ, ლიზი რეკავს, ცოტა ხნის შემდეგ, ვპასუხობ.
- ხო.
- რას შვები, სად ხარ?
არაფერს ვამბობ.
- გოგო.
- ჰო, მოვედი, კართან ვარ.
- კაი.
კარი იღება ,იქიდან ლიზი და გიო გამოდიან, ორივე მეხვევა.
- როგორ ხარ?
მეკითხება გიო.
- სად არის?
მე მხოლოდ ამის გაგება მინდა.
- პალატაშია, ჯერ არ არის ნახვის საათები, ცოტა ხნით დაცდა მოგიწევს.
- ჰო.
- ლიზი, კარგად ხარ?
ლიზი მხარზე ხელს მადებს.
- კი, კარგად ვარ. რა სჭირს?
- ავარიაში მოყვა წუხელ.
- ღმერთო ჩემო, როგორ არის? კარგად არის?
- დამშვიდდი, კარგად არის,ჰო.
ჰაერს მძიმედ ვისუნთქავ.
ტელეფონი რეკავს, ჯიბიდან ვიღებ და ვპასუხომ, თან გარეთ გავდივარ.
- სად ხარ.
მამაჩემის ხმა.
- მამა...
- სად ხარ.
- ბებომ დაგირეკა?
- არ გესმის რას გეკითხები?
- საავადმყოფოში ვარ, აგიხსნი ყველაფერს.
- მანდ რა გინდა?
- მამა, ძალიან გთხოვ, უნდა წავიდე, რაღაც მოხდა და რომ მოვალ ყველაფერს აგიხსნი, არ ინერვიულო, გთხოვ რა, კაი? მე კარგად ვარ.
- კარგი, მითხარი სად ხარ და გამოგივლი.
- საჭირო არ არის, ლიზიც აქ არის, ერთად წამოვალთ.
- კარგი, დაგირეკავ.
- მადლობა.
ვთიშავ, შიგნით შევდივარ, ლიზის და გიოს ვუერთდები და მოსაცდელში ვსხდებით, ვცდილობ მათთან საუბარს თავი ავარიდო, ამიტომ, როგორც საუბრის დაწყებას ცდილობენ, მაშინვე ფეხზე ვდგები და აქეთ-იქით სიარულს ვიწყებ. მალე ნახვის საათებიც იწყება, ჩემი გული კი, რამისაა საგულედან ამოვარდეს. ბავშვები ფეხზე დგებიან და პალატისკენ მიდიან, თუმცა, როცა ლიზი გრძნობს, რომ არ მივყვები, ულან ტრიალდენა და გაფართოებული თვალებით პასუხს მთხოვს. მეც სხვა გზა არ მაქვს, ვდგები და უკან მივყვები, თითქოს ძალიან მცხელა, თუმცა გაყინული ვარ, მძიმედ ვსუნთქავ, ძალიან უცნაური შეგრძნება მაქვს, თითქოს... არ ვიცი.თითქმის სამი თვე, არცერთი ზარი, არცერთი ესემესი,არცერთი მოკითხვა, საერთოდ არაფერი. ვფიქრობ, რა მოხდება, როდესაც კიდევ ვნახავ, ამდენი ხნის შემდეგ.რას იტყვის? რას ვიგრძნობთ როდესაც ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ? საერთოდ, თუ შევძლებთ ამას ? მაინც, რა შეიძლება მოხდეს?

""""
დაგვიანებისთვის ბოდიშით, ვერ მოვახერხე დადება.იმედია მოგეწონებათ <3



№1  offline წევრი naniko mindia

Zalian kargia tavebsac dids deb kargi istoria warmatebebi, veli shemdegs❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მშრალად წერ , მეტი ემოცია გადმოეცი და უფრო დიდი თავები დადე .იმედია არ მიწყენ წარმატებას გისურვებ.

 


№3  offline წევრი Elena)

naniko mindia
Zalian kargia tavebsac dids deb kargi istoria warmatebebi, veli shemdegs❤️❤️❤️❤️

დიდი მადლობა <3 <3 როგორც მოვახერხებ,დავდებ.

lalita
ძალიან მშრალად წერ , მეტი ემოცია გადმოეცი და უფრო დიდი თავები დადე .იმედია არ მიწყენ წარმატებას გისურვებ.

პირიქით, მადლობა რჩევისთვის. <3 <3

 


№4 სტუმარი gggg

ძალიან კარგად წერ აი ძალიან ერთ სულის ამოსუნთქვაში წავიკითხე მონწონს ძალიან მომწონს მალე დადე რაა♥♥♥

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

დღეს წავიკითხე ყველს და სუტყვები არ მყოფნის.მართლა კარგად წერ.მალე დადე გთხოვვ.

 


№6  offline წევრი Elena)

gggg
ძალიან კარგად წერ აი ძალიან ერთ სულის ამოსუნთქვაში წავიკითხე მონწონს ძალიან მომწონს მალე დადე რაა♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები, მალე დავდო.

სტუმარი მარიამი
დღეს წავიკითხე ყველს და სუტყვები არ მყოფნის.მართლა კარგად წერ.მალე დადე გთხოვვ.

დიდი მადლობა <3 მიხარია, თუ მოგწონს. როგორც მოვახერხებ,დავდებ.

 


№7 სტუმარი სტუმარი

Elena)
gggg
ძალიან კარგად წერ აი ძალიან ერთ სულის ამოსუნთქვაში წავიკითხე მონწონს ძალიან მომწონს მალე დადე რაა♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები, მალე დავდო.

სტუმარი მარიამი
დღეს წავიკითხე ყველს და სუტყვები არ მყოფნის.მართლა კარგად წერ.მალე დადე გთხოვვ.

დიდი მადლობა <3 მიხარია, თუ მოგწონს. როგორც მოვახერხებ,დავდებ.




როდის დადებ?

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე რა

 


№9  offline წევრი Elena)

სტუმარი
Elena)
gggg
ძალიან კარგად წერ აი ძალიან ერთ სულის ამოსუნთქვაში წავიკითხე მონწონს ძალიან მომწონს მალე დადე რაა♥♥♥

ძალიან დიდი მადლობა <3 ვეცდები, მალე დავდო.

სტუმარი მარიამი
დღეს წავიკითხე ყველს და სუტყვები არ მყოფნის.მართლა კარგად წერ.მალე დადე გთხოვვ.

დიდი მადლობა <3 მიხარია, თუ მოგწონს. როგორც მოვახერხებ,დავდებ.




როდის დადებ?

ხვალ,საღამოს დავდებ <3

სტუმარი მარიამი
მალე დადე რა

ხვალ დავდებ აუცილებლად <3

 


№10 სტუმარი ნიი

ჰეი აღარ დებ??????

 


№11  offline წევრი teengirllove

au gtxov ra male dade,amdeni xania velodebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent