შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი3)


23-03-2018, 00:53
ავტორი ენჯი
ნანახია 1 820

დილით ადრე მიწევს ადგომა,სანდროსაც ვაღვიძებ უშედეგოდ და სწრაფად ვემზადები ლექციაზე წასასვლელად.თბილ ტანსაცმელში ვეხვევი,ჩანთაში კონსფექტებს ვალაგებ საფულეს და გასაღებს მაგიდიდან ვიღებ და სახლში მძინარე ბიძაშვილს ვკეტავ.
უნივერსიტეტში ტაქსით გავდივარ,მძღოლი დილიდანვე მხვევს სიგარეტის ალში და დილით მოსმენილ ამბებს ჩემთან განიხილავს,უხეშობას ვივიწყებ,ვლბები და საუბარს ვუბავ.მალევე ტელეეფონში დედაჩემის ზარიც შემოდის და პასუხსაც არ ვაყოვნებ
-ნინაჩკა როგორ ხარ?
-კესო,ნინაჩკას ნუ მეძახი რა, დედა მაინც დამიძახე თუ ნინა არ გინდა.
მეცინება მის ბავშურობაზე და არც ვმალავ .
-კარგი დეე.აბა რას შვები?როდის ბრუნდებით?
-კიდევ გვიწევს დარჩენა,ზურას რაღაც საქმე გამოუჩნდა და კიდევ ვიქნებით.ხო მართლა გკოცნის,მომენატრეო.
-მეც მომენატრეთ ორივე და ჩამოდით მალე.
საუბარს მალევე ვასრულებ,ბავშურ დედაჩემთან რომელიც ისეთი ეჭვიანია რომ ქმარს მივლინებაშიც არ უშვებს მარტო,დაყვება ყველგან და თან სულ შოპინგობს,ფლანგავს მამაჩემის ფულს და ეს ყველაფერი მთელი გულუბრყვილობით მოსდის.უკვე ერთი თვეა ბელგიაში არიან უჩემოდ.
ლექციებზე დრო სწრაფად გადის,ბავშვებთან ერთად ვტოვებ უნივერსიტეტს და საკაცობრიო თემების განხილვით, დაღლილი სწრაფად ვემშვიდობები ყველა მათგანს,მაღაზიაში ტკბილეულს ვყიდულობ და მარიშკასთან მივდივარ.
სახლის კარებს რატი მიღებს,ზედ ვაფრინდები ვკოცნი და შემოსასვლელიდან სამზარეულოში გავდივარ,თან რატის კომენტარებს ვიგერიებ და მეც ვეღადავები,მოსაცმელს ვიხდი და ის იშვიათი ხმა მესმის
-აუ მარიშკა,არ უნდა ლაპარაკი,მისი უფლებაა, ვერც შენ დააძალებ და ვერც მე.
მარიშკა ლეპტოპით ზის და აშკარად სკაიპით გიგის ესაუბრება. თავი კარებიდან შევყავი და ვცადე აუღელვებელი ვყოფილიყავი, ვითომ არ ვიცოდი ვის ელაპარაკებოდა გვერდით მივუსკუპდი.
-ეე ეს ვინ გვყოლია აქ. ვირღიჭები ძალით,მისი ეკრანზე დანახვისას, სახეზე ზუსტად ვიცი როგორ ვწითლდები,ელეთ მელეთი მომდის და ენა კბილებში მებმევა.ხუთი თვის მანძილზე ინტერნეტითაც კი პირველად ვესაუბრები.
-გამარჯობა კესო. მიღიმის,ისე როგორც ადრე იცოდა,უბრალოდ ახლა იმ განსხვავებით რომ სკაიპით მელაპარაკება და უფრო სიმპათიურია.არვიცი რამდენი ხანი ვიჯექი ჩუმად,დაბნეული და გაშტერებული მაგრამ ბოლოს ხელის სწრაფი მოქმედებით გავუთიშე ბიძაშვილებს დამაკავშირებელი ერთადერთი წყარო და ლეპტოპი გამწარებულმა ჩავხურე.
-გაგიჟდი? კესო რა ქენი? და ძმამ ერთ დროულად წამოიყვირეს
-რა ვქენი,ლეპტოპი დავხურე, მაინც არაფერს ამბობდით ,იჯექით უაზროდ და უყურებდით, გავღიზიანდი რა უბრალოდ.
-ჯერ ერთიც, ეგ შენ აქ და ის იქ იჯექით უაზროდ,გაშტერებულები, ერთმანეთის ყურებით.
უკვე დამშვიდებულმა ჩემი ჭკუით კარგად გავდე გვერდი მარიშკას რომ აღარ გაეგრძელებინა ლაპარაკი.ზარი ისევ შემოვიდა ისევ სკაიპში და ისევ გიგის, ვეღარ გავუძლებდი და ოთახიდან გამოვედი,რამოდენიმე წუთი მესმოდა მისი ხმა, მიკითხა და მერე მალევე თვითონ გათიშა.მალე ჩამოვა ბიჭი...
ბლინების მერე*
მანქანში ჩამსვა ღიღინით მოუარა თვითონაც ჩაჯდა და ჯიბიდან ამოღებული პატარა ყუთი გამომიწოდა და მომლოდინე თვალებით მომაშტერდა
-გახსენი რა.
გამოვართვი,არ მქონდა გახსნილი მადლობა ისე გადავუხადე, გაგიჟდა
-იქნებ რა არის?სწრაფად გამომართვა თვითონ გახსნა, სამაჯური ამოიღო,ვერცხლის ყვავილებით,სადა, უბრალო და იშვიათი,ისეთი როგორიც თვითონ იყო.
-ძალიან ლამაზია. სწრაფად გამოვართვი და ხელზე გავიკეთე,ბავშვივით გაუხარდა რომ მომეწონა და ამაყად დაქოქა მანქანა.რა ვქნა ვერ მოვითმინე და გახურებული ტუჩები ყელზე მივაწებე.შუბლზე მაკოცა უხმოდ და თმაზე დამიწყო მოფერება,ბედნიერი მე შიგადაშიგ თითებზე ვეფერებოდი და ისედაც დაბნეულს უფრო ვაბნევდი, ის ისევ ღიღინებდა, რაღაც ქართულ სიმღერას.მგონი თავისი მოგონილი იყო და არც არსებობდა.
უცნაური იყო გიგი,ჩემი გაღვიძება შუა ღამითაც არ ერიდებოდა,სასაცილო იყო ჩემი მშობლებისაც რომ არ ერიდებოდა, გიჟი იყო.გამთენიისას დამირეკვდა მეტყოდა მოვალ გეხვეწები გნახავ და უკან წამოვალო,უარს ვერ ვეუბნებოდი,ხალათით გავრბოდი გარეთ. ჩამიკრავდა გულში და ხმას არ იღებდა,მერე უცბად მაკოცებდა თავზე, სახლში შემიშვებდა და თვითონაც მიდიოდა.
ფეხით აღარ მატარებდა,ყველა მასწავლებელთან გიგის დავყავდი,მახსოვს როგორ სწყინდა და არ იმჩნევდა,ბევრ დროს რომ ვერ ვუთმობდი.ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი,ჩემზე მეტად ის ნერვიულობდა,იმიტომ რომ იცოდა მე მოვკვდებოდი ნერვიულობით. ქართულის გამოცდიდან გამოსულს მახსოვს დამწვარი დამხვდა,მზეზე იდგა და არ განძრეულა,კანი სძვრებოდა და ცუდად იყო, რომ ვკითხე იქ რატომ მიცდიდი სხვაგან ვერ წახვედი თქო, მიპასუხა რომ გამოსულიყავი სხვაგან ვერ დამინახავდიო.
ჩემზე მეტად,გიგის გაუხარდა ჩემი საგრანტო ქულები და ჩემზე მეტად გიგი ღელავდა ჩარიცხვების დღეს,ყველაზე ამაყი ადამიანი იყო, რომ გაიგო იურიდიულზე ,სრული დაფინანსებით მოვხვდი.
ალბათ ქვეყანას გადადგამდა რომ დასჭირვებოდა ჩემს გამო,ამაში იმდენად დარწმუნებული ვარ როგორც საკუთარ თავში.გიგის ყველაზე მეტად ვენდობოდი და მის სიყვარულში ეჭვი არასდროს შემიტანია. ვერც ახლა შევიტან,უბრალოდ შეუძლებელია იცნობდეთ მას და ფიქრობდეთ რომ ითვალთმაქცობს ან ჩემთან ან ნებისმიერთან ოდესმე.
არ ჭირდებოდა დაბადებისდღე,დღესასწაული.
არ ვიცი რატომ მიწყობდა ისე უუბრალოდ, რომ მოუნდებოდა ხოლმე სიურპრიზებს.არ ვიცი ყველაფერს, მხოლოდ მე,რატომ მიკავშირებდა და არ ვიცი ასეთი სიყვარული მაშინ რითი დავიმსახურე,მაგრამ მე ისიც არ ვიცი ხუთი თვის წინ ასე რატომ მოიქცა.საერთოდ არაფერი არ ვიცი.



№1  offline მოდერი Mathew

ისევ ინტრიგა და დაბნეულობა.კარგია,მართლა უბრალოდ ცოტა თავები გაზარდე რა თორემ არ მყოფნის)) წარმატებები ))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent