შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერები მოლოდინში ( თავი 2-14 )


23-03-2018, 22:15
ავტორი ნინი ნინა
ნანახია 1 671

-ექიმო პაციენტს ვკარგავთ რამე იღონეთ
ამ მომენტში მხოლოდ აპარატის გამაყრუებელი ხმა და დემეს ჩურჩული ისმის:
-ვერ დამტოვებ არ გაქვს ამის უფლება ლილე... ვერ წახვალ ლილე უნდა დაბრუნდე..დაბრუნდი.. დაბრუნდი ლილე
ლილე უკვე თეთრი ნათებისკენ მიიწევდა სადაც სიმშვიდე ეგულებოდა. თითქოს ვიღაც იჭერდა, მაგრამ რის ლილეა ის მაინც ჯიუტად მიიწევდა ნათებისკენ. გაჩერდა ეგონა მოეჩვენა, მაგრამ არა, დემეს ხმა იყო, რომელიც დაბრუნებას სთხოვდა. არ შეეძლო მას ვერ დატოვებდა. ვერ შეძლებდა მასზე უარი ეთქვა.
-ექიმო გულის ცემა აღდგა, ეს სასწაულია, მან გაუძლო.
საოპერაციოდან გამოვიდა ექიმი და დემესკენ წავიდა
-მან გაუძლო, მაგრამ მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია.
დემე ჯერ კიდეც იაზრებდა რა უთხრა ექიმმა მან გაუძლო. ის კიდევ შეძლებდა მის ჩახუტებას, მისი სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალების დანახვას, მისი კისკისის მოსმენას. ცოტა აზრზე მოსვლის შემდეგ ექიმის კაბინეტში შევიდა
-მობრძანდით(ექიმი)
-ლილეს გადაყვანა მინდა საზღვარ გარეთ(დემე)
-თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ მომდევნო 24 საათის განმავლობაში არა ეს ძალიან საშიშია პაციენტისთვის.(ექიმი)
-კარგით, მანამდე ყველაფერს მოვაგვარებ(დემე)
კაბინეტიდან გამოვიდა და მაშინვე ყველაფრის მოგვარებას შეუდგა. ყველაფერი მზად იყო გადასაყვანად ექიმის გამოსვლასღა ელოდა, მაგრამ ექიმის დამწუხრებულ სახეს რომ შეხედა გულის ცემა შეუწყდა თითქოს
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ის კომაშია. ვერანაირს იმედს ვერ მოგცემთ.
სასწრაფოდ საფრანგეთში გადააფრინა. აეროპორტში ჩასულს ნინი და ბიჭები დახვდნენ. სიტყვის უთქმელად ნინი ჩაეხუტა იცოდა რომ ახლა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. იქიდან პირდაპირ სავადმყოფოში წავიდნენ. ექიმები იმედს ვერ აძლევნდნენ. რამდენიმე საათი გაშეშებული იჯდა დემე ერთ ადგილას. ძლივს დაიყოლიეს სახლში წასვლაზე.
ასე გადიოდა დღეები, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. დემე ყოველ დღე დადიოდა ლილეს სანახავად საათობით რჩებოდა და უბრალოდ ესაუბრებოდა, ახსენებდა ბავშვობას.
ერთი თვე ისე გავიდა რომ არაფერი შეცვლილა, დღეს ლილეს დაბადების დღეა სამ დღეში კი დემესი, მაგრამ ამის განწყობა არავის არ აქვს საერთოდ, როგორც ყოველთვის დღესაც მივიდა ლილესთან, სავარძელში ჩაჯდა და სევდიანად გაუღიმა
-ლილე ჩემო პატარა პრინცესა, რამდენი განსაცდელისა და ტკივილის გადატანა მოგიწია მათ გამო ვისაც მე დედას და მამას ვეძახდი. ჩემ თავს ვერ ვპატიობ რომ მათთან დაგტოვე. ჩვიდმეტის გახდი უკვე დღეს, ეხლა სულ სხვანაირად უნდა ავღნიშნავდეთ ჩვენ რომ ვიცით ისე, მაგრამ ამ დღეს ვეღარ ჩაგამწარებდა ვერავინ. ლილე გთხოვ თვალები გაახილე, ისე მომენატრა შენი უძირო ლურჯი თვალები, შენი კისკისი, შენი გამოხედვა. შენი გაბრაზებაც კი მომენატრა. ეხლაც მახსოვს გაბრაზებულს რა სასაცილოდ შემომირიგებდი ხოლმე. ლილე გთხოვ.
დემემ თავი დახარა და ცრემლებს გასაქანი მისცა.
ესმოდა ლილეს ყველაფერი, მაგრამ თავის თავს ვერ ჯობნიდა, არ შეეძლო თვალების გახელა. თავის თავთან ბრძოლაში იყო როცა ხელზე რაღაც სველი იგრძნო, ამან თითქოს სიცოცხლე დაუბრუნა, იმის ძალა მისცა რომ თვალები გაეხილა. ნელა გაახილა თვალები და დემე დაინახა. რაღაცის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ შეძლო და ხელი მოუჭირა. დემემ თავი ასწია ეგონა მომეჩვენაო, მაგრამ ლილეს თვალების დანახვისთანავე სკამიდან წამოხტა და ექიმს დაუძახა. ექიმმა ყველაფერი შეამოწმა და ღიმილიანი სახით უთხრა:
-კეთილი იყოს შენი დაბრუნება.
დემე უბრალოდ აღფეთოვანებას ვერ მალავდა ისე იკრავდა გულში სუნთქვა ეკვროდა ორივეს.
ამ ამბის გაგების შემდეგ საბა, დიტო და ანდრეა(დემეს ძმაკაცები და ბიზნეს პარტნიორები) ნინისთან ერთად პალატაში გაჩნდნენ. ლილე გაკვირვებული უყურებდა მისთვის უცნობ ადამიანებს. დემემ ყველა გააცნო.
-დაბრუნებას გილოცავ(საბა)
-მადლობა(ლილე)
-რა რიცხვია?(ლილე)
-23 მარტი, გილოცავ ჩემო ფერია(დემე)
-შენი დაბადების დღეც სამ დღეშია, აღფრთოვანებულმა წამოიძახა ლილემ.
ამ გადარეულმა გოგომ უკვე დააწყო სურპრიზის გეგმები. დემეს ექიმთან გასვლის შემდგე ეს დანარჩენებსაც გაუმხილა. სამი დღეც ძალიან მალე გავიდა. დემემ ძალიან ბევრი ეხვეწა ექიმსს რომ ლილე გაეწერა მაგრამ ვერ დაიყოლია.
-მაპატიე პრინცესა, მაგრამ აქ მოგიწევს დარჩენა.
-არაუშავს წადი გაერთე, ყველაფერი კარგად არის.
ბევრი კამათის მერე დემე მაინც გააგდო სავადმყოფოდან.
ცოტახანში კარში თავი საბამ შემოყო
-წავიდეთ?(საბა)
- ათი წუთი მინდა გავემზადები და წავიდეთ(ლილე)
-გარეთ დაგელოდები(საბა)
-კარგი(ლილე)
მართლაც ათ წუთში მოემზადა, სურპრიზის მოლოდინში გული გამალებით უცემდა. მგონი მას უფრო უხაროდა დემეს დაბადების დღე ვიდრე თვითონ.
პალატიდან გავიდა
-წავედით(ლილე)
-წამო(საბა)
-აუ საბა საჭესთან მე დავჯდები(ლილე)
-გაგიჟდი? არავითარ შემთხვევაში(საბა)
ლილე გაიბუტა იმდენად გაბრაზდა რომ ზედაც აღარ შეხედა და ტაქსი გააჩერა, გაკვირვებული უყურებდა საბა. მას კი საბას სახეზე ეცინებოდა უკვე ტაქსში მჯდომს. ლილე რის ლილეა თუ ცოტა არ აწვალა საბა.
-ღმერთო შენ გამაძლებინე(საბა)
ესღა თქვა და მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს და ტაქსს უკან გაყვა.
სახლში მისულებს გაკვირვებული უყურებდა ყველა დემეს გარდა ის სახლში არ იყო.
-ბიჭო რა მოხდა?(დიტო)
-აუ რავი ტო საჭესთან დამსვიო არამეთქი და გამებუტა(საბა)
-ეეე აჭარბებ, რა აწყენინე?(ანდრეა)
-მართლა ეგ იყო. აუ ამას რა შემოირიგებს არადა დემე მომკლავს(საბა) სიცინარევი ხმით თქვა
ყველა სახლში შევიდა, შუქი ჩააქრეს დემეს მანქანაც გამოჩნდა ეზოში, გადმოვიდა, უკვე წამებს ითვლიდნენ სამი, ორი, ერთი.....
დემემ შუქი აანთო და ყველამ ერთად იყვირა გაკვირვებული იყურებოდა ჯერ კიდევ აზრზე მოსვლას ცდილობდა, როდესაც ნინის ხელების შეხება იგრძნო და ისეთი სითბოთი ჩაეხუტა ყველა და ყველაფერი დაავიწყდა.
საკმაოდ კარგად ერთობოდნენ ლილე არავის გახსენებია, საბა ეძებდა თვალებით, მაგრამ იფიქრა ალბათ სხვა ოთახში გავიდაო.
-არა მაინც როგორ გააკეთეთ ესე ჩუმად ყველაფერი(დემე)
-მოხერხებული ხალხი ვართ სიცილით უთხრა ანდრეამ
-ძალიან გამახარეთ, მაგრამ ერთი ადამიანი მაკლია სრული ბედნიერებისთვის(დემე)
-შემთხვევით მე ხომ არა?(ლილე)
დემე გაკვირვებული მიბრუნდა უკან, რამდენჯერმე დახუჭა და გაახილა თვალები ალბათ მეჩვენებაო
-რანაირად მიყურებ ბიჭო მოჩვენება კი არ ვარ(ლილე)
-ჩემი პრინცესა
დემე მისკენ გაიქცა და ხელში აიტაცა ისე ეხუტებოდა ლილეს სუნთქვა ეკვროდა
-კარგი ნუ გამგუდე, ამომასუნთქე სიცილით უთხრა
დემე იმდენად გახარებული იყო ერთ ადგილას ვეღარ ისვენებდა.
საბამ ანდრიას გადაუჩურჩულა ეხლა ნახე გოგოს შერიგება როგორ უნდა. წამოდგა, სიმღერა ჩართო და ლილესთან მივიდა.
-აბა ლილეკო ვიცეკვოთ?(საბა)
-ლილეკო არა ლილე და არა არ მინდა ცეკვა უხეშად უპასუხა და ირონიულად გაუღიმა.
ანდრია და დიტო სიცილით დაბლა იწვნენ უკვე გიორგის სახის დანახვისას, დემე კიდე გაოცებული უყურებდა ლილეს და საბას.
-რა ხდება?(დემე)
-არაფერი, გამებუტა ქალბატონი(საბა)
-ლილე რატომ?(დემე)
-საჭესთან არ დამსვა(ლილე)
-აუ ძმაო შარში ხარ სიცილით უთხრა დემემ საბას
ეხლა იფიქრებთ რა სისულელეა მაგის გამო გაბუტვაო, მაგარამ ლილეს მანქანები მამამ შეაყვარა ჯერ კიდევ ხუთი წლის იყო მამა რომ ასწავლიდა რა როგორ უნდა გაეკეთებინა. მამისგან დაჰყვა ეს სიყვარული და თუ მანქანაზე დაჯდომის შანსი მიეცემა ყოველთვის ჯდება და იმ ადამიანს არ ელის კარგი დღე რომელიც მას ამაში ხელს შეუშლის.
საბა გაკვირვებული უყურებდა ჯერ დემეს შემდეგ ლილეს.
-აქ რბოლები იმართება?(ლილე) ყველამ გაკვირვებულმა შეხედა. ლილე ყველაზე გადარეულია ვისაც კი იცნობთ. ზედმეტად უყვარს მანქანები და ადრენალინი.
-რა თქვი? საბამ გაკვირვებული სახით ჰკითხა
-რბოლები თუ იმართებამეთქი(ლილე)
-ლილე მაგაზე არც იფიქრო, ეხლა გამოგწერეს ჯერ სავადმყოფოდან(დემე) გაბრაზებული სახით უყურებდა
-ერთ კვირაში გავალ ნუ ღელავ მანამდე კარგად ვიქნები უკვე(ლილე)
-ლილე არა მეთქი საკითხი დახურულია(დემე)
-ვერსადაც ვერ გახვალ(საბა)
-შენ ვინმემ რამე გკითხა?(ლილე)
-არ გახვალმეთქი და დაიხურა საკითხი(საბა)
-ლილე მერე ვილაპარაკოთ მაგაზე(დემე)
-კარგი ცრემლიანი თვალებით უთხრა და აივანზე გავიდა
დემე აპირებდა გაყოლას მაგრამ საბამ გააჩერა მე გავალო
-კარგად ხარ?(საბა)
-კი(ლილე)
-გეტყობა თვალებზე(საბა)
-მარტო დამტოვე(ლილე)
-გპირდები როცა გამოკეთდები მე წაგიყვან რბოლაზე(საბა)
-მართლა? ლილეს თვალები გაუწბრწყინდა და საბას გაუაზრებლად ჩაეხუტა, უხერხულობა იგრხნო და ხელები გაუშვა. ამ დროს საბას სხეულში რა ხდებოდა ამის აღწერა შეიძლებელი იყო მთელი ზოოპარკი დარბოდა მის სხეულში.
-წამო შევიდეთ შეგცივდება(საბა)
-კარგი(ლილე)
როგორცვე შევიდნენ ლილე მივიდა და გახარებული დემეს მოეხვია
-აუ ძმობას გაფიცებ მითხარი ესე სწრაფად როგორ შემოირიგე(დემე)
-ჩემი მომხიბვლელობის წყალობით სიცილით ითხრა საბამ.
ისევ წყნარი და რომანტიული მუსიკა ჩართეს
-ქალბატონო ლილე ეხლა მაინც მეცეკვე(საბა)
ლილემ გაუღიმა და გაჰყვა. მთელი ცეკვის განმავლობაში ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და ერთმანეთის ამოცნობას ცდილობდნენ. ვერ აგიღწერთ ეს რა შეგრძნება იყო, თითქოს სამყაროს გამოეთიშნენ და მათთვის მხოლოდ ერთმანეთი არსებობდა სხვა არავინ. ყველა და ყველაფერი მეორე ხარისხოვანი იყო. ლილეს არასოდეს სჯეროდა სიყვარულის, მაგრამ პირველად მის ცხოვრებაში რაღაც ნაპერწკალი გაჩნდა მის გულში და არა მარტო ლილეს გულში. საბა თვალებში უყურებდა და იძირებოდა მის უძირო ლურჯ თვალებში. სიმღერა დამთავრდა, მაგრამ ისინი ისე იყვნენ ერთმანეთის თვალების შესწავლით გართულები რომ არ შეუმჩნევიათ, სანამ დანარჩენებმა არ იფეთქეს და სიცილისგან ძირს არ იწვნენ. მაშინღა მიხვდნენ რომ სიმღერა დამთავრდა და ჩუმად დაუბრუნდნენ თავიანთ ადგილებს. დანარჩენები ლაპარაკობდნენ, ერთობოდნენ, მაგრამ ლილე ჩაფიქრებული იჯდა. ჯერ კიდევ გიორგის თვალებს იხსენებდა და ეღიმებოდა. დემეს არ გამოპარვია
-ლილე რა ხდება? მაგრამ ლილემ ვერ გაიგო მანამ სანამ ხელი არ დაადო მხარზე
-რა? სად? როდის? კითხვები მიაყარა დამარჩენები ჩაბჟირებულები უყვნენ უკვე.
-რაო ლილე რა ხდებაო?(დემე)
-არაფერი უბრალოდ ჩავფიქრდი(ლილე)
-რაზე?(ანდრია)
-ცხოვრებაზე და მის გამოწვევბსა და სურპრიზებზე(ლილე)
-ოჰო ლილე შენ და ესეთი სერიოზული?(დემე)
-მოდი გავერთოთ(ლილე)
დროს მშვევივრად ატარებდნენ. ბოლოს დაიღალნენ ცეკვითაც და გადაწყვიტეს ეთამაშათ.
-რა ვითამაშოთ?(ნინი)
-სიმართლე და მოქმედება(ლილე) საბას გარდა ყველა დაეთანხმა
-კარგი რა ბავშვური თამაშია(საბა)
-თუ უბრალოდ გეშინია?(ლილე)
-მე? მე მეშინია? მოდი ვითამაშოთ(საბა)
დაიწყეს თამაში საინტერესო არაფერი ხდებოდა მანამ სანამ საბა და ლილე არ მოხვდნენ ერთდა
-აბა საბა სიმართლე თუ მოქმედება(ლილე)
-მოქმედება(საბა)
-დემეს მოსამსახურე გოგოს სიყვარული აუხსენი(ლილე)
-რა? აუ გოგო რა სიყვარული ავუხსნა ვერ ხარ შენ?(საბა)
-გადი გაცუნცულდი მიდი ეხლა(ლილე)
-ღმერთო მომეცი მოთმინება, რომ ეს ტილივით არ მივაკლა კედელზე(საბა)
გავიდა საბა ისე სასაცილოდ უხსნიდა იმ გოგოს სიყვარულს თან ფრანგულ ენაზე და თან კინაღამ ენა მოიტეხა. ეს გოგო გაკვირვებული უყურებდა ალბათ ფიქრობდა სიცხე ხომ აე აქვს ამასო. საბა ისე გაერთო არადა არ ჩერდებოდა და საპასუხოდ გემრიელი სილაც დაიმსახურა სახეში.
ისეთი სახით გამოვიდა, თან ლოყა აწითლებული სიცილისგან ყველა დაბლა იწვა. მთელი საღამო მაგაზე ეღადავებოდნენ ბიჭები, თან აჯავრენდნენ.ერთი სიტყვით ძალან მაგარი საღამო გაატარეს.
დღეები ძალიან სწრაფად გადიოდა და დადგა რბოლის დღეც. ყველას ძალიან ეშინოდა ლილეს ამ რბოლაზე გაშვების, რადგან ყველაზე დაუნდობელი რბოლა იყო მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ ლილემ არავის მოუსმინა და მაინც თავისი გაიტანა. ახლა ლილე მანქანაში ზის და ყველა სუნთქვაშეკრული ელოდება რბოლის დაწყებას და მის შედეგებს.
როგორც ავღნიშნეთ ეს ყველაზე სასტიკი რბოლაა მთელი წლის განმავლობაში. ყველა სუნთქვა შეკრული ელოდება მის დაწყებას, მაგრამ საბა და დემე რაღაც არა ამქვეყნიურად ნერვიულობენ. თვითონაც ვერ ხვდება საბა რას უშვრება ეს პატარა გოგონა.
-ვერ დავკარგავ მას(საბა) ხმამაღლა იძახის და მანქანისკენ მიემართება და შიგნით ჯდება.
ლილე თვალებგაფართოებული უყურებს.
-აქ რას აკეთებ?(ლილე)
-მეც მინდოდა რბოლაში მონაწილეობა(საბა) ოსტატურად იტყუება და ღვედს იჭერს. ორი წუთი რჩება რბოლის დაწყებამდე.
ტელეფონზე ზარის ხმა ისმის დიტოა. ოხმამაღალ რეჟიმზე რთავს ისე რომ ყველამ გაიგოს.
-ბიჭო თემოც აქაა. ფრთხილად იყავით.(დიტო) საბამ მუშტები შეკრა, იმის გააზრებისას რომ მის გამო კიდევ შეიძლება საყვარრლი ადამიანი დაკარგოს.
-ვინ არის თემო(ლილე) გაკვირვებული უყურებს საბას.
დამუშტულებ ხელებზე ხელს ადებს და წამსვე დუნდება ვაჟბატონი. ისევ უმეორებს კითხვას ლილე.
-ჩვენი უდიდესი მტერი, რომელმაც წამართვა ყველაფერი(საბა) ძლივს გასაგონად ამოიჩურჩულა ბოლო რამდენიმე სიტყვა. ლილე გაჩუმდა. იცოდა როგორ უჭირდა ახლა საბას და უბრალოდ ხელს კიდებდა.
-მას დავამარცხებ(ლილე) თავის თავში დარწმუნებულმა უთხრა ლილემ.
რბოლა იწყება სამი , ორი, ერთი რამდენიმე მანქანა ადგილს მოწყდა. ლილე წინ გაიჭრა, თუმცა პირველობას არ უთმობენ. ეს ხომ რბოლაა წესების გარეშე. გვერდიდან მანქანა ეჯახება და ზუსტად ორი წამით კარგავს კონტროლს.
-ფუ შენი თემოა. მარცხნიდამ მოაურე(საბა) ისეთი გამწარებული იჯდა. შანსი რომ ჰქონოდა იქვე მოკლავდა.
რბოლა გრელდება ლილე ისე თემოს გვერდით დგას და ახლა ის აკეთებს მანერვს. ვერაფერზე ვერ ფიქრობს გარდა გამარჯვებისა.
-ლილე ფრთხილად მთელ ხმაზე ღრიალებს საბა
ახლაღა შეამჩნია ლილემ რომ ეჯახებოდა, სულ ცოტას გადარჩა სულ ცოტას.
-ყველაფერი რიგზეა, ჩვენ მას მოვუგებთ(ლილე) საბას გაუღიმა.
თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ საბას გულში რა ხდება. მთლიან სხეულში ლავა აქვს რომელიც არავინ იცის როდის იფეთქებს.
მსაჯის ხმა ისმის.
-ბრძოლა გრძელდება ორ მონაწილეს შორის. სამწუხაროდ დანარჩენები რბოლას გამოეთიშნენ.(მსაჯი)
ლილე შეუპოვრად ცდილობს წინ გასვლას, მაგრამ თემოს გვერდით აღმოჩენისას ის მის გზიდან გადაგდებას ცდილობს. სულ ცოტაც და გამოჩნდა ხიდი, რომელიც იმაზე მაღლა არის აწეული ვიდრე რომელიმეს წარმოედგინა.
-ლილე არ გინდა, დავიმტვრევით(საბა) მას თავისი თავი არ ადარდებდა, უბრალოდ ლილეს დაკარვას ვერ შეეგუებოდა.
-ჩვენ გავიმარჯვებთ(ლილე) ღიმილიანი სახით შეხედა საბას.
ის თავის თავში თავდაჯერებულია რასავ ვერ ვიტყვით საბასა და დემეზე. სუნთქვაშეკრულები ელოდებიან ლილეს შედეგს.
და აი ხიდს მიუახლოვდა. შესანიშნავი მანევრით შეძლო ხიდზე წინ გაჭრა და უკვე ჰაერშია. ადრენალინი უფრო იმატებს მის სხეულში და აი პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი. ხალხის გამაყრუებელი შეძახილები ისმის.
საბა ერთადერთს ფიქრობს რომ ის გადარჩა ის კარგადაა. ალბათ გაგიკვირდებათ მისი ეს რეაქცია, მაგრამ ცოტა ხანში გაიგებთ მიზეზს.
ყველა ერთადარი შეკრებილი. საბა ისე იკრავს გულში ლილეს რომ შეიძლება ძვლების ხმაც გაოგოთ.
ირონიული ღიმილით უახლოვდებათ თემო
-რაო, ახალი გასართობი იპოვე?(საბა)
საბა უკვე ზედ ეჯდა და გამეტებით ურტყამდა. ძლივს ააყენეს ბიჭებმა.
-წადი აქედან სანამ ცოცხალი ხარ(საბა) თვალებ ანთებული ეუბნება.
თემოს მაინც ის ირონიული ღიმილი დასთამაშებს სახეზე.
მანქანაში ჩაჯდა, საბას და ლილეს ფეხებთან გაუჩერა და ირონიული ხმით უთხრა:
-ეხლა წავალ, მაგრამ აუცილებლად დავაგემოვნებ, როგორც ეს წინა შემთხვევაში მოხდა.(თემო) მანქანა სწრაფად მოწყვიტა ადგილს.
აი საბა უბრალოდ ცეცხლს აფრქვევდა. ლილე მივიდა და უბრალოდ მოეხვია. ლილეს ხელებმა თითქოს ის სიბრაზე გაანეიტრალეს რასაც განიცდიდა.
-წამოდი ავღნიშნოთ(დიტო)
ყველაფერი სახლში აიტანეს და დაიწყო გართობა. ჩვენი გიჟი გოგო არავის არ ასვენებდა იმდენად ბედნიერი იყო.
-საბა ვიცეკვოთ(ლილე)
ცეკვა დაიწყეს დიტოს ჩაეღიმა და ისევ ის წყნარი მუსიკა ჩართო. ისევ გადაეშვნენ ერთმანეთის შინაგან სამყაროშუ, ისევ ჩაიძინრნენ ერთმანეთის თვალებში, ისევ განახლდა მათ გულში რაღაც პატარა ნაპერწკალი, ისევ დარბოდნენ მათ სხეულში მთელი ზოოპარკი, ისევ ვერ ამჩნევდნენ ვერავის და ვერაფერს გარშემო. ამ წამს ლილესთვის ყველაზე საყვარელი საბას სურნელი გახდა და პირიქით. გოგონა, რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა, ნელ-ნელა იწყებს დაჯერებას რომ რაღაც არსებობს სამყაროში, ღაღაც რაც მარადიულია.
მუსიკა ისევ დამთავრდა, მაგრამ ისევ იმდენად არიან ერთმანეთის თვალების შესწავლით დაკავებულები, რომ ვერ შეამჩნიეს. კიდევ დიდი ხანი იქნებოდნენ ასე დემეს სიცილნარევი ხმა რომ არ გაეგოთ:
-რა ხდება?(დემე) მოჩვენებითი სიბრაზით თქვა, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდა.
-ვცეკვავთ(საბა) იმდენად დაბნეულმა უთხრა და თან ისეთი სახე ჰქონდა ყველა დაბლა იწვა სიცილით.
გართობა გაგრძელდა, მაგრამ საბა მხოლოდ ლილეზე ფიქრობდა ადგა და აივამზე გავიდა, დემეს არ გამორჩენია და ისიც უკან გაყვა
-რა ხდება?(დემე)
-რაზე ამბობ(საბა)
-ლილეზე და შენზე(დემე) ვითომ მკაცრად წარმოსთქვა
-აუ ოღონდ ეხლა არ დაიწყო რა(საბა)
-კარგი კარგი, მოყევი რა ხდება(დემე) სიცილით უთხრა და თან მოცეკვავე ლილეს გახედა ფანჯრიდან.
-მე თვითონაც არ ვიცი, სალომეს მერე არავისთვის არ შემიხედავს ისე როგორც ლილესთვის(საბა)
-სალომე ისევ გიყვარს?(დემე)
-სალომე არის... და ამ დროს აივნის კარებთან მდგომი ლილე დაინახა.
-ვინ არის სალომე საბა?(ლილე)
-ჩემი შეყვარებული(საბა) თავდახრილმა უთხრა.
-კარგია, იმედია მალე გავიცნობ(ლილე) მოჩვენებითი ღიმილით წარმოსთქვა და ოთახში შევიდა.
არავინ იცის ახლა ლილეს სულში რა ხდებოდა. თითქოს სული ეწვოდა, თითქოს თითოეულ სხეულის ნაწილს დანით უსერავდნენ. მთელი ცხოვრება ბედნიერების მოლოდინშია და ახლა ეგონა რომ იპოვა. ასეც იყო იპოვა სულ ცოტა ხნით, მაგრამ ისევ გაქრა.
-ლილე სად არის
ოთახში შემოსულმა დემემ იკითხა
-არ ვიცი, მგონი გარეთ გავიდა(ნინი)
საბა და დემე ეზოში გავიდნენ, მაგრამ არ დახვდათ ლილე. არც სახლში იყო. ტელეფონზეც ურეკავდნენ, მაგრამ არ იღებდა. საბა გიჟს გავდა ეგონა ისევ კარგავდა, ისევ თემოს გამო კარგავდა საყვარელ გოგოს.
-გარეთ მოვძებნოთ(დიტო)
ამ დროს ზარი ხმა ისმის მობილურზე, დაფარული ნომერია. საბა პასუხობს და ხმამაღალ რეჟიმზე რთავს
-გისმენთ(საბა)
-არ გეშინია შენი პატარა ღამე მარტო რომ სეირნობს?... თემოს ირონიული ხმის გაგონებისას ეგონა მოკვდა, ეგონა გული გაუჩერდა.
-მას რომ შეეხო არ გაცოცხლებ, გესმის არ გაცოცხლებ, მე შენი დედა ****.... საბა ჯერ ესეთი გაცოფებული არავის უნახავს.
ტელეფონი ითიშება, არავინ იცის ლილე სად არის, დემე თითქოს კიდევ ერთხელ მოკლეს.
საბა ვერ ჩერდება ერთ ადგილას. ყველა ელოდება რა განაჩენს გამოუტანს მათ ცხოვრება.
ყველა იმდენად ღელავს რომ ადგილს ვერავონ პოულობს და სად არის ამ დროს ჩვენი გადარეული გოგო. წყნარად სეირნობს ქუჩებში და არაფერი არ აინტერესებს. ტელეფონზე ზარის ხმა ისმის და ახლაღა ვამოერკვა
-გისმენ დემე(ლილე)
-სად ხარ?(დემე) წყნარად ეუბნება, ძლივს იმორჩილებს თავს რომ ბოლო ხმაზე არ იღრიალოს.
-რა ხდება? ვსეირნობ(ლილე)
-სად ხარ მეთქი(დემე) უკვე ხმას აუწია
-****** აქ ვარ(ლილე)
-დამელოდე ფეხი არ მოიცვალო მაქედან(დემე)
დემე ისეთი სისწაფით გავარდა ოთახიდან ვერავინ ვერ მოასწრო რამის თქმა.
გიჟივით მართავდა მანქანას.
ლილე დაინახა და გადახტა მანქანიდან. გულში ჩაიკრა თავისი პატარა ანგელოზი. სიბრაზემ გადაუარა და ხმის ამოუღებლად მივიდნენ სახლში.
დემე კი დაწყნარდა მაგრამ ამას საბაზე ვერ ვიტყვით. ლილემ და დემემ სახლის კარები როგორცვე შეაღეს იმხელა ხმზე უღრიალა საბამ ყველა შეხტა
-სად იყავი(საბა)
-რა შენი საქმეა(ლილე)
-სწორედაც რომ ჩემი საქმეა, სად იყავი(საბა)
-არ არი შენი საქმე, არავის საქმე არ არის, არავინ ხარ შენ ჩემთვის, შენს შეყვარებულს მიხედე ჯობია. (ლილე) ბოლო ხმაზე ღრიალებდა და თავისი ოთახისკენ წავიდა, კარები რამის ჩამოაგდო ისე მიაჯახუნა.
საბა უბრალოდ გაჩუმდა ხმას ვეღარ იღებდა.

მოდი ცოტახნით საქართველოში გადავინაცვლოთ. ილია ეგრედ წოდებული ლილეს საქმრო გაცოფებულია. სახლში მიადგა ლიას და გუგას.
-მოდი შვილო(ლია)
-როდის ჩამოვა ლილე(ილია) პირდაპირ საქმეზე გადავიდა
ვერცერთი ხმას ვერ იღებდა.
-მაშინ მე ჩავაკითხავ, ყველაფერი მითხარი მათ შესახებქ(ილია) მკაცრად წარმოსთქვა.
ამათაც ყველაფერი უთხრეს. ილია გაბრაზებული გავარდა სახლში. ემზადებოდა საფრანგეთში წასასვლელად. თქვენ გგონია ლილე უყვარდა? რა თქმა უნდა არა, უბრალოდ ჟინი ჰქონდა რომ ის მისი უნდა ყოფილიყო. უკვე აეროპორტში და თვითმფრინავში ასასვლელად ემზადება და თავში საზარელ გეგმებს აწყობს.
მას მოგვიანებით მივუბრუნდებით ახლა კი ისევ დემესთან გადავინაცვლოთ.

ყველა გაკვირვებული დარჩა ლილეს საქციელით. დემე აპირებდა გაყოლას მაგრამ ნინიმ შეაჩერა მე გავყვებიო.
კარზე დააკაკუნა და შევიდა.
-მოდი(ლილე) ცრემლები შეიმშრალა და ისე უთხრა.
ნინი სიტყვის უთქმელად მივიდა და ჩაეხუტა.
-დავიღალე უკვე ძალიან დავიღალე(ლილე) ტირილით ამბობდა და თან მთელი ძალით ეხუტებოდა ნინის.
-ყველაფერი მოგვარდება მათ უბრალოდ ძალიან ინერვიულეს(ნინი)
მან ყველაფერი მოუყვა ლილეს. ლილემ თავი დამნაშავედ იგრძნო.
-კარგი, კარგი წამოდი ეხლა დაბლა ჩავიდეთ. დიტოს და ანდრეას შეყვარებულებიც მოვიდოდნენ.(ნინი)
-კარგი(ლილე)
დაბლა ჩავიდნე
-ჩვენც მოვედით(ნინი)
-ეს ანაა ანდრეას შეყვარებული ეს კიდე ლიკა დიტოს საცოლე ეს კიდევ დემეს და არის ლილე( ნინი)
-დემე რატომ არ ვიცოდით და თუ გყავდა.(ლიკა)
-არ მყავს(დემე) იმ მომენტში ვერ გაიაზრა რა თქვა , მაგრამ ლილეს ტკივილით სავსე თვალებს რომ შეხედა მაშინღა მიხვდა რაც თქვა.
-ლილე ამის თქმა არ მინდოდა(დემე) უთხრა და მისკენ წავიდა ჩასახუტებლად, მაგრამ ლილემ დაიწყო
-არ ვარ მე მისი და მისმა მშობლებმა მიშვილეს. ჩვენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის(ლილე)
ეს თქვა და სახლიდან გავარდა. ყველა უკან გაყვა. ლილემ ისე სწრაფად მოწყვიტა მანქანა ადგილს ვერც კი გაიაზრეს დანარჩენებმა.
-გაიგეთ რბოლა სად იმართება(დემე)
-რა?(ნინი)
-ის რბოლაზე წავა, ნაწყენი ყოველთვის ასე იქცევა(დემე) თავის თავს ვერ პატიობდა იმას რაც გააკეთა, როგორც მოიქვა.
ბიჭებმა გაიგეს რბოლა სად ტარდებოდა. იქ მისულებს რბოლა უკვე დაწყებული დახვდათ. ყველაფერს ის უფრო ამწვავებდა რომ თემო მონაწილეობდა რბოლაში. ლილემ პირველმა გადაკვეთა ფინიშის ხაზი მაგრამ არ გაჩერებულა. თვითონაც არ იცოდა სად მიდიოდა, უბრალოდ შორს ყოფნა უნდოდა ყველასგან. ტელეფონი არა და არ ჩერდებოდა ბოლოს ნერვებ მოშლილმა გამორთა.
დემე კი უკვე გიჟს გავდა.
-დემე დაწყნარდი ვიპოვით(საბა)
-მას რომ რამე დაემართოს ჩემს გამო, რამე რომ დაემართოს(დემე)
- არაფერი მოუვა ვიპოვით, აუცილებლად ვიპოვი(საბა) საბა თავის თავს უფრო აჯერებდა ვიდრე სხვას.
ლილე კი ამ დროს მანქანით სეირნობდა ქუჩაში, როდესაც ხეს შეჯახებული მანქანა დაინახა, სწრაფად გააჩერა და გადმოხტა მანქანიდან, საჭესთან 15-16 წლის გოგონა იჯდა და უგონოდ იყო. მანქანიდან გადმოიყვანა და ძლივს ჩასვა თავის მანქანაში, სავადმყოფოსკენ აიღო გეზი. ამ დროს ვერ მიხვდა ისე ჩავარდა მისი ტელეფონი გოგონას კაპიუშონში. სავდმყოფოში მიყვანილი სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს.
ლილე წამოსვლას აპირებდა მაგრამ რაღაც არ უშვებდა, ამიტომ დარჩენა გადაწყვიტა.
ამ დროს დემე გიჟს გავს. საბა უშედოგედოდ ცდილობს დაუშაკვშირდეს და აი ტელეფონში ისმის ხმა
-გისმენთ
-ლილე, ლილე სად ხარ?(საბა)
-ამ ტელეფონის პატრონი ახლახანს შეიყვანეს საოპერაციოში.
საბას თითქოს გული გაუჩერდა, თითქოს გულმა ფეთქვა შეწყვიტა.
-რა? რომელ სავადმყოფოშია?(საბა) ამ დროს დემე უბრალოდ გაშეშდა ხმა ვეღარ ამოიღო.
-წავედით სწრაფად(დიტო) ძლივს დაუბრუნა რეალობას დიტო და საბა.
დავადმყოფოში მისულებს ლილე რო საღ სალამათი დახვდათ ამოისუნთქეს.
მან ყველაფერი უამბო.
ამ დროს ექიმი გამოდის
-სისხლი გვჭირდება მეოთხე დადებითი.
-მე მაქვს, ჩემგან გადაუსხით(ლილე)
ლილემ სისხლი გადაუსხა გოგონას. ოპერაცია რამდენიმე საათი გრძელდებოდა. აქედან გაღწევა უნდოდა, მაგრამ რაღაც არ აძლევდა ამის უფლებას, რაღაც თუ ვიღაც იჭერდა.
-ლილე წავიდეთ, მისი მშობლები მოვიდნენ.(ნინი)
-არ შემიძლია ნინი, არ შემიძლია
-ძალიან დიდი მადლობა შვილო.. გოგონას დედა მივიდა და ჩაეხუტა
ექიმი გამოდის ამ დროს საოპერაციოდან და ლილეს მიმართავს:
-გილოცავთ თქვენი და გადარჩა
-ის ჩემი და არ არის ექიმო(ლილე)
-როგორ თუ არ არის თქვენი სისხლი იდენტურია(ექიმი) ლილე გაოგნებული უყურებდა გოგონას მშობლებს.
გაკვირვებული უყურებდა ლილე გოგონას მშობლებს
-ეს შეუძლებელია ჩემი და დიდი ხნის წინ დაიღუპა(ლილე) თან ცრემლებს ვერ იკავებდა
-ქალბატონო თითქმის ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული რო ის თქვენი დაა(ექიმი)
-არა ის ჩვენი შვილია(გოგონას დედა) ჯერ კიდევ გაფითრებულმა ამოიკნავლა საცოდავად
-მე გირჩევთ ტესტის გაკეთებას იმის დასადგენად ვცდები თუ არა(ექიმი)
-არავითარ შემთხვევაში(გოგონას მამა)
-თუ მართლა მათი მშობლები ხართ რატომ ხართ წინააღმდეგები?(დემე) გაბრაზებულმა ამოილაპარაკა
-ის ჩვენი შვილია, ჩვენ არ ვართ ვალდებულები თქვენ რამე დაგიმტკიცოთ(გოგონას დედა)
-თუ გოგონა თანახმა იქნება ჩვენ შეგვიძლია დეენემის ტესტის გაკეთება(ექიმი)
-თქვენ მას არც კი იცნობთ(გოგონას დედა)
-ჩემს დას ზღვასავით ლურჯი თვალები აქვს და კოჭთან პატარა გულის ფორმის ნიშანი(ლილე)
გოგონას ეგრედ წოდებული მშობლები გაოცდნენ, ფერი დაეკარგათ.
-გოგონას გამოღვიძებას დაველოდოთ(ექიმი)
-თქვენ არ გაქვთ ამის უფლება, პოლიციას მივმართავ იცოდეთ(გოგონას მამა)
-არ შეწუხდეთ ბატონო ეს მე უკვე გავაკეთე(საბა)
ხმას ვერცერთი ვეღარ იღებდნენ. საბოლოოდ სხვა გზა აღარ ჰქონდათ უნდა დანებებულიყვნენ.
ყველა გოგომას გამოღვიძებას ელოდა.
ექიმმა დაუძახა ყველას მისი გაღვიძების შემდეგ. ლილე გაკვირვებული უყურებდა მის ზღვასავით ლურჯ თვალებს, მაგრამ ფეხის მოტეხილობის გამო ვერ ნახავდნენ მის ნიშანს. მას იგივე სახელი ერქვა რაც მის დას ნატალია. ლილეს ეს უფრო არწმუნებდა თავის სიმართლეში.
მშობლების უარის მიუხედავად გოგონა დათანხმდა დეენემის ტესტის გაკეთებას.
ექიმის თქმით პასუხებს დააჩქარებდა და ერთ კვირაში იქნებოდა.
დიდი ხვეწნის შემდეგ ლილე დაიყოლიეს სახლში წასვლაზე. ემოციებს ვერ მალავდა.
-მისი თვალები ისეთი ნაცნობია ჩემთვის, მაგრამ ნატალია დიდი ხნის წინ გარდაიცვალა. დიტო არ შეიძლება არა ეს სიმართლე იყოს?(ლილე)
-მე მჯერა რომ ეს სიმართლეა ჩემო პატარა(დიტო) გულზე მიიხუტა და თავზე აკოცა
ლილე კი მაიმც ვერ წყნარდენოდა. თავის ოთახში იჯდა მარტო და ფიქრობდა რა მოხდებოდა ის რომ მისი და აღმოჩენილიყო.
-ბიჭო მართლა გგონია რომ მისი დაა?(დიტო)
-მასაც ლილესავით ზღვისფერი თვალები და მისნაირი გამოხედვა აქვს. არ ვიცი მეც ძალიან დაბნეული ვარ.(დემე)
-წავალ ლილწს ვნახავ(საბა)
საბა წამოდგა და ლილეს ოთახისკენ წავიდა. მისი ჩუმი ტირილის გაგონებისას თითქოს ნაწილებად დაიშალა. კარები შეაღო და საწოლზე მოკუნტული ლილე რომ დაინახა ვერაფერზე ფიქრობდა უბრალოდ გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. ლილეც არ შეწინააღმდეგებია, ახლა სწორედ ეს სჭირდებოდა.
იმდენად იყო ტირილით დაღლილი რომ საბას მკლავებში ჩაეძინა. საბაც ჩუმად ადგა და დაბლა ჩავიდა. დემე ჯერ კიდეც აქეთ-იქით დადიოდა ვერ ჩერდებოდა.
-დამშვიდდი ჩაეძინა (საბა) დემეს მიმართა მანაც თითქოს ამოისუნთქა რამდენიმე ხნის შეკავებული სუნთქვა.
გადიოდა დღეები ლილე ყოველ დღე დადიოდა ნატალიას სანახავად. ისინი იმაზე მეტად დაახლოვდნენ ვიდრე ეს შესაძლებელია და თან სამ დღეში. მათთვის პასუხებს დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს, მაგრამ გულის სიღრმეში ლილეს უნდა რომ მისი და იყოს. აღარ უნდა დანაშაულის შეგრძნება აწუხებდეს რომ მხოლოდ ის გადარჩა მანქანაში მსხდომებიდან. ფიქრებიდან ნატალიას ხმამ გამოაფხიზლა:
- მე თუ შენი და არ აღმოვჩნდები, გთხოვ ამ ხალხთან არ დამტოვო(ნატალია) უთხრა და ცრემლიანი თვალებით ახედა.
-კი, მაგრამ მათ ხომ უყვარხარ(ლილე) გაკვირვებული სახით შეხედა.
-შენ არ იცი ისინი რა ტირანები არიან თორემ ასე არ იტყოდი(ნატალია) წარსულის გახსენებაზე მისი მთლიანი სხეული შიშმა მოიცვა. მათ გამო იმდენი ტრამვა მიიღო ვერ კი წარმოიდგენთ და ახლაც აქ მათ გამოა.
-მათ რა ჩაიდინეს?(ლილე) იმდენად გაბრაზებული იყო შეეძლო ორივე იქვე მიეხრჩო.
-ერთს გეტყვი მარტო, აქ მათ გამო ვარ. მათ გამოვექეცი და ხეს დავეჯახე.... აღარ მინდოდა იმ სახლში დაბრუნება(ნატალია) სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს ტირილისგან. ლილეც მასთან ახლოს მივიდა და უბრალოდ მოეხვია. ორივემ იგრძნო რაღაც, რაღაც არა ამქვეყნიური სითბო.
ასე გადიოდა დღეები. ერთი კვირა გავიდა დღეს დეენემის პასუხები უნდა იყოს. ლილე ვეღარ ითმენს. ყველა პალატაშია ნატალიას ეგრედ წოდებული მშობლების გარდა და ექიმის მოსვლას ელოდებიან. კარი იღება და ყველა ექიმს უყურებს პასუხის მოლოდინში.
-გამარჯობა(ექიმი)
-პასუხები არის უკვე(ლილე)
-დიახ, ქალბატონო ლილე, მაგრამ ... ექიმი გაჩუმდა და თავი დახარა. ლილე უკვე წყობილებიდან გამოდიოდა.
-რა მაგრამ ექიმო(ლილე) თითქიმოს ყვიროდა
-პასუხები დაიკარგა
-რას ნიშნავს დაიკარგა, თქვენ რას აკეთებდით ამ დროს(დემე) დემე გაცეცხლებული ეუბნებოდა ექიმს, ძლივს იკავებდა თავს რომ იქვე არ მოეკლა.
როგორ უტანჯავდნენ თავის პატარა ფერიას.
-სულ რამდენიმე საათია საჭირო და ახალ პასუხებს მოვიტან, გპირდებით პირადად გავაკონტროლებ.(ექიმი) აღარ დაელოდა იმას თუ რას ეტყოდნენ და სიტყვის უთქმელად გავიდა პალატიდან.
-არ ინერვიულო ლილე, სულ რამდენიმე საათიც(ნინი) ამხნევებდა ლილეს და ნატალიას.
გავიდა რამდენიმე საათი, მაგრამ ექიმი არსად ჩანს. ლილე და დემე იმდენად გაცოფებულები არიან ხმას ვერავინ ვეღარ სცემს. ნატალია უარეს დღეშია კიდე.
-წავალ ექიმს ვნახავ და მოვიყვან ოღონდ დამშვიდდით თქვენ(ანდრია) ადგა და გავიდა პალატიდან.
ათ წუთში ექიმი შემოიყვანა, მაგრამ მან განაცხადა რომ ჯერ ნატალია უნდა გაესინჯათ და ყველა პალატიდან გაუშვა.
ლილე უკვე თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა.
გავიდა ნახევარი საათი და ექიმმა დაუძახა ლილეს.
ლილე შეშინებული სახით შევიდა პასუხის მოლოდინით.
ექიმმა კონვერტი გახსნა და რაღაცას აკვირდებოდა. დანარჩენებს კი უკვე ნერვები ცუდ მდგომარეობაში ჰქონდათ
-მზად ხართ პასუხები გაიგოთ? იკითხა ექიმმა
ყველა მოუთმენლად დაეთანხმა.
-მაშ ასე, პასუხები შემდეგ ნაირია......
-მაშ ასე პასუხები, შემდეგ ნაირია. თქვენი დეენემი 100% ემთხვევა ერთმანეთისას. გილოცავთ(ექიმი)
ვერც ერთი ხმას ვეღარ იღებდა უბრალოდ ხმა ამოუღებლად იდგნენ. ვერავინ ვერაფერს ვეღარ იძახდა. ლილე და ნატალია ერთმანეთს უყურებდნენ და ვერ იძვროდნენ ადგილიდან. ახლაღა ამოუტივტივდა თავში ნატალიას ბავშვობის მოგონებები. გაახსენდა ლილესთან გატარებული დღეები და უბრალოდ გაეღიმა.
წამებში მასთან გაჩნდა ლილე და იმდენად ძლიერად ეხუტებოდნენ რომ სუნთქვა ეკვროდათ. დემე ცრემლიანი თვალებით მივიდა და ორივეს მოხვია ხელები
-ორი დაიკო მყავს უკვე(დემე)
ამ დროს ოთახში ნატალიას ეგრედ წოდებული მშობლები შემოვიდნენ. მათ ემირი და ხათუნა ერქვათ.
-ნატალია სახლში წასვლის დროა(ხათუნა)
-ის არსად არ წამოვა(ლილე)
-შენ არავინ არ გეკითხება და ენა ჩაიგდე(ემირი)
-წესიერად ილაპარაკე, მას ვერსად ვერ წაიყვანთ(დემე)
-თუ არ გინდათ შარში გაეხვიოთ ჩვენგან თავი შორს დაუჭირეთ და ნატალიას არ მიუახლოვდეთ არც ერთი(ხათუნა)
დემე უკვე დასაბმელს გავდა, თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა.
-საბა პოლიციაში წადი და მოითხოვე დაცვა გამოუყონ ნატალიას(დემე) ისე უთხრა ხათუნას და ემირს თვალს არ აშორებდა.
-უკვე აქ არიან ამათ საკადრისად მოუვლიან(საბა)
ოთახში შემოდის რამდენიმე პოლიციელი ემირის და ხათუნას ხელბორკილებს ადებენ და გაყავთ. მაგრამ, ვიღაც აკვირდება თითოეული მათგანს. რა თქმა უნდა ილია. აქამდე ჩამოყვა ლილეს და ალბათ ამის მერე დაიწყება მისი გეგმია გამხორციელება.
-სახლში წავიდეთ, მე დაგეხმარები მომზადებაში(ლილე) ნატალიამ უხმოდ დაუქნია თავი. ნატალია მოემზადა და გარეთ გავიდნენ რომ ნატალიას მობილრი დარჩა პალატაში.
-წადით თქვენ მოვიტან და მოვალ(ლილე)
-კარგი მანქანაში დაგელოდებით(საბა)
პალატაში შევიდა, მობილური იპოვა და გასვლას აპირებდა ილია რომ დაინხა.
-ასე ასე, აბა თოჯინა როგორ ხარ?(ილია) ლილე შეხტა მის უეცარ დანახვაზე
-აქ რას აკეთებ?(ლილე)
-შენს სანახავად ჩამოვედი და შენს წასაყვანად(ილია)
-ღმერთო მოთმინება მომეცი, რომ ეს აქვე არ მოვკლა(ლილე)
-დაწყნარდი საყვარელო, არ გიხდება ესეთი გაბრაზება(ილია) ირონიული ხმით წარმოთქვა.
ლილემ გვერდი აურა, პალატიდან უნდა გასულიყო, მაგრამ მისი სიტყვები დაეწია
-შენი საყვარელი ადამიანები აგებენ პასუხს(ილია)
იმდენად გაბრაზებული იყო ყველამ შეამჩნია. ყველამ სათითაოდ კითხა მიზეზი, მაგრამ ყველას ეუბნებოდა რომ არაფერი არ სჭირდა.
გასეირნება მინდოდა ამიტომ ვთხოვე რომ ისინი წასულიყვნენ და მეც მივიდოდი მალე.
მიდიოდა გზაზე, მიჩანჩალებდა, გვერდით ამდენი ადამიანი ყავდა, მაგრამ თავს მაინც მარტოდ გრძნობდა. რამდენჯერ გაუელვა თავში ილიას სიტყვებმა, რამდენჯერმე გადახარშა. ვერ აპატიებდა თავს მის გამო რომ ვინმეს რამე მოსვლოდა. წასვლა უნდოდა სადმე შორს, იქ სადაც ვერავინ იპოვიდა და არც მის საყვარელ ადამიანებს დაემუქრებოდა საფრთხე.
გამოსავალი ყოველთვის არსებობს, ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. მაგრამ ლილესთვის ეს ამოუხსნელ ამოცანად რჩებოდა. ვერ ხედავდა ილიასგან თავის დაღწევის გზას. ტვინს უღრღნიდა თვითმკვლელობაზე ფიქრი. ამდენი სიარულისგან ჩამოაღამდა კიდეც. ემოციებს არ აძლევდა გარეთ გამოღწევის საშუალებას, ყველანაირად ცდილობდა მათ დამალვას, თუმცა არც ისე კარგად გამოდიოდა.
უკვე შუაღამეა. ვერც მიხვდა დრო როგორ გავიდა. ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა დემე ურეკავდა. ახლა არ უნდოდა არავისთან ლაპარაკი, უბრალოდ მიწერა რომ აღარ დაბრუნდებოდა და სადღაც მოისროლა ტელეფონი. ყველაფერი სულ ერთი იყო გამხდარი მისთვის. ხიდის დანახვამ თითქოს შვება მისცა. გარშემო არავინ იყო. ისეთ სიმშვიდეს ჰგვრიდა ეს გარემო როგორც პირველად ის თეთრი სინათლე. ხიდზე დაჯდა, აუღელვებლად უყურებდა მის ქვევით არსებულ სივრცეს და თითქოს თავისკენ ეძახდა. რას იზამს გაუძელებს თუ აყვება წამიერ სისუსტეს.
ლილე რას გადაწყვერს არავინ იცის გარდა მისი და ღმერთისა.
აი საბა და დემე კი უკვე გიჟებს ჰგავდნენ. დემეს ტელეფონის ხმა იყო და სულმოუთქმელად გახსნა ესემესი. მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. საბა ეძახდა, მაგრამ აღარ ესმოდა არაფერი. უბრალოდ ერთ წერტილს აშტერდებოდა და ხმას ვეღარ იღებდა. კარგავდა ისევ კარგავდა მას.
აი საბა კი ვერ იაზრებდა. ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებდა მობილურის ეკრანს და აზრზე ვერ მოდიოდა. ბოლო ხმაზე დაიწყო ყვირილი
-წავედით მოვძებნოთ დროზე(საბა)
ელვის უსწრაფესად გავარდნენ გარეთ.
სად აღარ ეძებს თითქმის მთელი ქალაქი შემოიარეს მანქანით მაგრამ ლილე არსად არ ჩანდა. ორივე გიჟს გავდა.
საბა მეორედ კარგავდა საყვარელ ქალს, რომელიც მთელ მსოფლიოს ერჩივნა. თითქოს ნაწილებად ჭრიდნენ. თითქოს ვიღაც გულს ებღაუჭება და მისი ამოგლეჯვა უნდა. ისევ უნდა განიცადოს საყვარელი ადამიანის დაკარვის ტკივილი, მაგრამ ამ ჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. აგიჟებს ის ფაქტი, რომ მისი გადარჩენა შეუძლია, მაგრამ ძალა არ შესწევს რომ იპოვოს და გადაარჩინოს. მანქანას სწრაფად ატარებს, მაგრამ ვერც გრძნობს. თავისთვის იმეორებს
-მე მას გადავარჩენ, ის ჩემი ანგელოზია, ჩემი პატარა ანგელოზი, მას ვერ წამართვემს ღმერთი, არა ამას არ დაუშვებს, კიდევ ერთხელ ვერ წამართმევს, კიდევ ერთხელ ვერ გამიმეტებს ამ ტკივილისთვი, მე მას გადავარჩენ..გადავარჩენ.. ის არ მოკვდება... ის ჩემი საოცრებაა... ღმერთისგან გამოგზავნილი სასწაულია
ნელ-ნელა ყვირილზე გადადიოდა. ისე უჭერდა საჭეს ხელებს, რომ მთლიანად გალურჯებული ჰქონდა უკვე.
უცებ თვალი მოკრა სილუეტს, რომელიც ხიდზე იჯდა და უსასრულობას გაჰყურებდა. იგრძნო რომ ლილე იყო, გულმა უგრძნო და თითქოს სული აუფორიაქდა. მანქანიდან გადავიდა. არავინ იცის მიუსწრებს თუ არა.
ლილე კი ზის და გაჰყურებს უსასრულობას. მის ქვემოთ არსებულ სივრცეს და რაღაცნაირი სიმშვიდე ეუფლება. რაღაცნაირად დაცულობის შეგრძნება ეუფლება. თითქოს თავისკენ იხმობს ის სივრცე. ხელებს აშორებს ხიდს და თითქოს თავისუფლებას გრძნობს, რაღაც არა ამქვეყნიური სიმშვიდის შეგრძნება ეუფლება. ერთი ფეხიც შორდება ხიდს და არავინ იცის ამის შემდეგ რა იქნება. მიუსწრებს თუ არა საბა მას...
ნელ-ნელა შორდება მეორე ფეხიც ხიდს. თითქოს თავისუფლებისკენ მიიწევს. საბა მთელი სისწრაფით მიიწევს ლილესკენ. მიუსწრებს კი. გოგონამ კიდევ ერთხელ ჩახედა მის ქვევით არსებულ სივრცეს და ნელ-ნელა გადაეშვა მასში, მაგრამ რაღაც ძლიერმა დაიჭირა, მრაღაცამ არა ვიღაცამ გადაარჩინა, მაგრამ თავი დაარტყა ხიდს. მას არაფერი აღარ ესმოდა, გონებას კარგავდა, მაგრამ საბას ხმა ჩაესმა
-არ გაქვს ჩემი მიტოვების უფლება ლილე, არ გაქ უფლება
საბამ სწრაფად გადმოიყვანა ხიდიდან მანქანაში ჩასვა და უახლოესი საავადმყოფოსკენ წავიდა თან ლილეს ეჩურჩულებოდა
-არ გაქვს უფლება მიმატოვო, არ გაქვს უფლება შენც დამტოვო. შენ ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი ხარ, მე არ გაგიშვებ, არსად არ გაგიშვენ ლილე.
ცრემლიანი თვალებით გახედა და ხელი ძლიერად მოუჭირა. ძალიან სწრაფად მართავდა, რამდენჯერმე გადაურჩა ავარიას კიდეც.
როგორცვე მანქანა გააჩერა, ლილე ხელში აიყვანა და სავადმყოფოში ყვირილით შევარდა. შველას ითხოვდა. ექთანმა საკაცე მოიტანა და ლილე ზედ დააწვინეს. პალატაში შეიყვანეს, თუმცა საბა არ შეუშვეს. ეხლაღა გაახსენდა დემე და სასწრაფოდ დაურეკა. კედელათან ჩაიკეცა და თავის თავში ეძებდა პასუხს რისთვის დაიმსახურა ამდენი ტანჯვა.
ნახევარი საათი გავიდა დემე და ბიჭები შემოცვივდნენ საავადმყოფოში
-რა სჭირს? სად არის? როგორ არის?(დემე) კითხვები მიაყარა საბას
-არ ვიცი, ნახევარი საათია შიგნით ჰყავთ. არაფერი ვიცი(საბა)
ყველა გაჩუმებული ელოდა ექიმის გამოსვლას. არც ერთი არ იღებდა ხმას. საბა კედელთან იყო ჩაკეცილი და ღმერთს ევედრებოდა არ წაერთვა.
აი ლილეს კი გამოფხიზლება არ უნდოდა. არ იბრძოდა იმისთვის რომ ისევ გაეხილა თვალები. არ უნდოდა ისევ ამ უსამართლო სამყაროში დაბრუნებულიყო, სადაც წლებია ბედნიერი არ ყოფილა, სადაც ყველა და ყველაფერი უსამართლოდ ექცევა, სამყაროში სადაც მისთვის ბედნირება არავინ გამოიმეტა.
ლილე ნებდება, მისი ტვინი უარს ამბობს გამოღვიძებაზე, მან ზუსტად იცის რომ არ იქ აღარ დაბრუნდება. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.
ორი საათი გავიდა და ექიმები ისევ უშედეგოდ ცდილობენ მის გამოფხიზლებას. ყველანაირი იმედი ეწურებათ, მაგრამ არ ნებდებიან ლილესგან განსხვავებით.
სამი საათი გავიდა ვერ ახერხებენ მის გამოფხიზლებას ექიმი საბოლოოდ დანებდა. დამწუხრებული სახით გავიდა გარეთ, სადაც 5 წყვილი თვალი ინტერესით უმზერს.
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ მეტი არაფერი აღარ შეგვიძლია. პაციენტი არ იბრძვის იმისთვის რომ ისევ დაუბრუნდეს ამ სამყაროს. ძალიან ვწუხვარ. თუ ასე გაგრძელდება მისი აპარატიდან გამორთვა მოგვიწევს.
საბა თავჩაღუნული იჯდა, ხმას ვერ იღებდა, ნატალია უარეს მდგომარეობაში იყო. ჯერ კიდევ დღეს ნაპოვნ დას ისევ კარგავს. დემე? დემე საერთოდ ვეღარფერს გრძნობს მერამდენედ განიცდის მისი დაკარგვის შიშს.
აი ილია კი შორიდან აკვირდება ამ ყველაფერს. ისიც განიცდის, ეგონა არ უყვარდა, მაგრამ ეხლა მიხვდა როგორ უცებ შეაყვარა თავი ამ პატარა გოგონამ. ერთი დღე საკმარისი აღმოჩნდა ამისთვის. თავის თავს ვერ პატიობს, იცის რომ მისი ბრალია, იცის რომ მის გამო ტოვებს ამ სამყაროს ეს ანგელოზი. მისთვის ლილეზე სუფთა არავინ ყოფილა და ეჭვი მაქვს არ იქნება.
ყველაფერი უარესობისკენ იცვლება. ლილეს გამოფხიზლებას უშედეგოდ ცდილობენ. ეს ჩვენი ჯიუტი გოგო კი ჯიუტად ამბობს უარს აქ დაბრუნებაზე.
გარეთ საშინელება ხდება, უბრალოდ შორიდან რომ შეხედო დემეზე, ნატალიასა და საბაზე იფიქრებ რომ უსიცოცხლო სხეულები არიან.
ბევრი ხვეწნის შემდეგ, საბა შეუშვეს მასთან. მისი გაფითრებული სახის დანახვისას გაშეშდა, იმდენად უსიცოცხლო იყო თავი ვეღარ შეიმაგრა და კედელს დაეყრდნო. ნელი ნაბიჯით მივიდა და სკამზე დაჯდა. მისი ხელი ხელებში მოიქცია და გულზე დაიდო.
-ლილე გესმის? გესმის? შენ გარეშე ეს გული ვეღარ ცემს, ვერ დაგკარგავ გესმის? შენც ვერ მიმატოვებ, ვერ დამტოვებ ისე როგორც სალომემ დამტოვა, ვერ წახვალ გესმის? არ გაქვს ამის უფლება. იცი მიყვარხარ. ხო ხო მიყვარხარ. მე თვითომაც ვერ მივხვდი ისე გადამრიე ამხელა კაცი ამ პატარა გოგომ. ისევ იგრძნო გულმა ფეთქვა შენი დანახვისას, ისევ ისე აძგერდა, მაგრამ რას აკეთებ? შენ ისევ აჩერებ ამ გულს, როგორც ადრე ეს სალომემ გააკეთა, როგოეც ეს ჩემმა პატარა დაიკომ გააკეთა. არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია ვერ დაგკარგავ გთხოვ ლილე, გთხოვ დამიბრუნდი, გთხოვ.
სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს ტირილისგან. თავ დახრილი იჯდა და კიდევ ერთხელ გაიაზრა რომ შეიძლება დაეკარგა, რომ შეიძლება აღარ ყოლოდა ის ნათელი წერტილი, რომელიც სიცოცხლნის გაგრძელების ხალისს აძლევდა. ვეღარ გაუძლო ასეთი ლილეს ყურებას და გარეთ გავარდა. სტკიოდა, სული სტკიოდა.
ნატალია აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოდიოდა. ერთ წერტილს მიშტერებოდა და არ სჯეროდა ეს ყველაფერი რომ მის თავს ხდებოდა. ნელ-ნელა გაიაზრა ყველაფერი, გაიაზრა რომ ისევ კარგავდა ლილეს, რომ ისევ ვერ შეძლებდა მასთან ყოფნას, მაგრამ სჯეროდა რომ ის არ მიატოვებდა, სჯეროდა რომ ის მასთან დარჩებოდა.
აი დემე კი საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაზე. მთელი თავისი არსებით ლილესთან იყო. იმდენად ენატრებოდა მისი სითბო, ეჩვენებოდა რომ გვერდით ეჯდა და ეხვეოდა. თავს დამნაშავედ გრძნობდა, რომ ვერაფრით ვერ ეხმარებოდა თავის საყვარელ გოგონას. ადამიანს, რომელმაც ბავშვობა შეუმსუბუქა. ადამიანს, რომელიც ყოველთვის გვერდით ედგა და ერთი წამითაც არ ტოვებდა. ახლა არაფერი აღარ შეუძლია უბრალოდ ზის და ვერაფერს ვერ აკეთებს, არ შეუძლია მისი გადარჩენა.
ლილეს პალატიდან გამორბის ექთანი და ექიმს განწირული ხმით ეძახის
-ექიმო გული გაუჩერდა სასწრაფოდ შემოდით
ნატალია განწირული ხმით კიოდა ლილეს სახელს. დემე და საბა ხმას ვერ იღებდნენ. სამივე კარგავდა თავიანთი სულის ნაწილს.
ლილე ისევ ჯიუტად მიიწევდა იმ თეთრი სინათლისკენ, რომელიც მას სიმშვიდეს ჰგვრიდა. ვიღაც იჭერდა არ უშვებდა, მაგრამ ის დანებებას არ აპირებდა.
საბას ყვირილმა შეძრა მთელი საავადმყოფო
-ლილე არ წახვიდე, ლილე ვერ დამტოვებ
ნატალიაც და დემეც იმავეს ყვიროდნენ ბოლო ხმაზე
შეძლებდა კი მათ მიტოვებას ლილე. ის მაინც ჯიუტად მიიწევდა წინ თეთრი სინათლისკენ
-200-ზე დამუხტეთ... განმუხტვა რეაქცია არ აქვს კიდევ ერთხელ... განმუხტვა
-ექიმო ვკარგავთ
-ჩვენ არაფერი აღარ შეგვიძლია, გარდაცვალების დრო....
ლილე თანდათან მიიწევს სინათლისკენ. ვიღაც იჭერს არ უშვებს, დემეს ხმა ესმის, მაგრამ არ ჩერდება, არც ნატალიას ხმაზე, საბას ხმაზე თითქოს იყინება და უკან ბრუნდება, თუმცა ისევ აგრძელებს სიარულს
-ექიმო იქნებ კიდევ გვეცადა
-კარგით, ორასზე დამუხტეთ... განმუხტვა... შედეგი არ არის კიდევ ერთხელ დამუხტეთ... განმუხტვა... ჩვენ არაფერი აღარ შეგვიძლია ის არ იბრძვის... გარდაცვალების დრო
ამ სიტყვების გაგებისას ვერავინ ვეღარ ინძრეოდა. დემე და ნატალიამ და დაკარგეს. აი საბამ კი ადამიანი, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად უყვარდა.
საბა უცებ ფეხზე წამოხტა და პალატაში შევარდა.
ლილეს უსიცოცხლო სხეული გულში ჩაიკრა.. ეჩურჩულებოდა:8
-შენც დამტოვე, შენც მიმატოვე, ლილე გთხოვ ჩემო ანგელოზო გთხოვ დამიბრუნდი.
ლილეს ესმის ეს სიტყვები, მაგრამ უღირს კი მის გამო იქ დაბრუნება? დაბრუნდეს? თავის თავს ეკითხება. მას გულს ვეღარ ატკენს. ისედაც ბევრი გადაიტანა.
უკან ბრუნდება, მაგრამ თითქოს ის სინათლე აღარ უშვებს უკვე, ზედმეტად ახლოსაა იმისთვი რომ უკან დაბრუნდეს.
საბა უბრალოდ ჩურჩულებს ერთი და იმავე სიტყვას
-დამიბრუნდი...დამიბრუნდი ....
დამიბრუნდი
-ექიმო პულსი არის, თუმცა სუსტი.
ლილე სასწრაფოდ გამოგლიჯეს ხელიდან და საბა პალატიდან გაიყვანეს.
გაუძლებს კი ლილე? ისევ დაუბრუნდება ამ სამყაროს? ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.
ერთი საათი გავიდა ექიმი არ ჩანს. ყველა გიჟს გავს. საბა? საბა გრძნობს რომ გადარჩება, გრძნობს რომ მისთვის იბრძოლებს.
ექიმი ისე მიუახლოვდა ვერავინ შენიშნა
-გილოცავთ, მან გაუძლო, მაგრამ მის სიცოცხლეს ისევ ემუქრება საფრთხე. მე ვერანაირ იმედს ვერ მოგცემთ.
ამ სიტყვების გაგონებისას, იქ მყოფებზე ბედბიერი არავინ იყო. მან გაუძლო.. ამასაც გადაიტანს.
საბამ რაღაც არა ამქვეყნიური იგრძნო. უბრალოდ იქ ვეღარ გაჩერდა გარეთ გამოვარდა და სეირნობა დაიწყო.
სად მიდიოდა? თვითონაც არ იცოდა. უბრალოდ ესე მარტო სული მიჩანჩალებდა და ფიქრობდა, ფიქრობდა იმაზე თუ რა მოხდებოდა ლილე რომ დაეკარგა. ფიქრობს ყველასა და ყველაფერზე. დაზე, რომელიც დაკარგა და ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო. ახლაც ვერ პატიობს თავს.
დედამიწაზე, სადაც მილიონობით ადამიანია ის თავს მაინც მარტო გრძნობს. ყავს მეგობრები, საყვარელი გოგონაც, მაგრამ აკლია რაღაც ან ვიღაც.
დემე ლილეს გვერდით ზის და ეშინია. ეშინია ისევ მისი მარტო დატოვების. ეშინია ისევ მისი დაკარგვის. ეშინია, რომ ისევ ვერ დაიცავს. არადა ახლა მისი ჯერია. იმის მიუხედავად რომ ლილე მასზე პატარაა ყოველთვის ის იცავდა თავისი მშობლებისაგან და ახლა როცა მას სჭირდება დაცვა, ისევ ზის და ვერაფერს აკეთებს.
ხომ იცით პრობლემები ერთმანეთს მოსდევს. დემე გარეთ გავიდა და ჯერ კიდევ აფორიაქებული ნატალიას დამშვიდებას ცდილობს.
სავადმყოფოში ორი პოლიეციელი შემოდის და ნატალიას წაყვანას ითხოვენ.
-თქვენ მას ვერ წაიყვანთ, არ გაქვთ ამის უფლება(დემე)
-ბატონო, გოგონა არასრულწლოვანი, მისი მეურვეები ციხეში არიან, ამიტომ ის ბავშვთა სახლში გადაგვყავს(პოლიციელი)
ნატალიას სუნთქვა შეეკრა, მთლიანად კანკალებდა. დემე მის დაწყნარებას ცდილობდა
-ნატალია, ნატალია შემომხედე. ყველაფერს მოვაგვარებ გესმის? გპირდები იქიდან წამოგიყვან გპირდები.
ნატალია წაიყვანეს, დემე კოდევ უარეს მდგომარეობაში იყო.
აი საბა კი ისევ ისე მარტო დადის. თითქოს რაღაც გრძნობს. ლილეს გადარჩენის ყოველგვარი იმედი ეწურება. ფიქრებში გართული ვერც მიხვდა ისე გადავიდა შუა ტრასაზე. ისევ ისე ნელი ნაბიჯით მიდის. არც ერთი მანქანა არ ჩანს. ვერ ხვდება რას აკეთებს. თვალწინ სამი გოგონას სახე უდგას და თითქოს მათკენ მიიწევს. მკითხველო არ გეგონოს რომ უნდა. არა, იმდენად გაერთო თავის სამ საყვარელ ადამიანზე ფიქრში ვერ კი ხვდება სად დადის.
რამდენიმე მანქანამ შეძლო და გვერდი აუარა. მოსახვევიდან სწრფად გამოვარდა შავი ფერის BMW. სიგნალის გამაყრუებელი ხმა ისმის და რა მოხდა?
დემე ცდილობს საბასთან დაკავშირებას, მაგრამ უშედეგოდ. ნატალიას საქმეს ანდრეა და დიტო აგვარებენ.
ერთი საათი გავიდა და საბა ისევ არ ჩანს. დემემ იცის მისთვის რა რთულია აქ ყოფნა, მაგრამ ისიც იცის რომ ლილეს არ მიატოვებდა და სავადმყოფოდან არ წავიდოდა. მაშინ რა ხდება? სად არის ახლა საბა? რატომ არ იღებს მობილურს, როცა დემემ უკვე მილიონჯერ დაურეკა? არის კი ისევ ცოცხალი? ისევ ფეთქავს მისი გული? კითხვები რომლებზეც პასუხი არ ვიცით.
ქუჩაში საერთოდ არ არის ხალხი. არადა ამ ქალაქისთვის ეს საერთოდაც არ არის დამახასიათებელი. ქუჩაში ბიჭის უსიცოცხლო სხეული გდია. უსიცოცხლო? ეს ჯერ კიდევ საკითხავია. არავინ არ არის რომ მას დაეხმაროს. გზაზე სასწრაფო გამოჩნდა. ბიჭის დანახვისას აჩერებენ და ყველანაირად ცდილობენ მის დახმარებას. უკვე საკაცეზე დაწვენილს მანქანაში ათავსებენ და მძღოლიც მთელი სისწრაფით მიიწევს წინ. გადარჩება? არავინ იცის.
-პულსი ძალიან სუსტია, დარეკე სავაადმყოფოში საოპერაციო მოამზადონ.
ლილე და საბა, საბა და ლილე ეს ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთს ვერ გამოუტყდა რონ უყვარს, რომ ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ არსებობა.
დემე დერეფანში ზის და ელოდება რაიმე სიახლეს. მის წინ ახალგაზრდა ბიჭი მიყავთ საოპერაციოსკენ. საბა ეს საბააა ნუთუ მასაც კარგავს? ნუთუ ისიც მიატოვებს?
საკაცით კიდევ ერთი გოგონა შემოჰყავთ, ნატალია ის ნატალიააა. დღეს ყველას კარგავს. არა არა მათ არაფერი მოუვათ. შეგვიძლია კი ზუსტად ვთქვათ?
-ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა, მდგომარეობაა კრიტიკულია, პულსი თითქმის არ ესინჯება.
ჩაესმის ექიმის ხმა და იქვე შეშდება. არ იცის რა მოხდება. არ შეუძლია ვერ დაკარგავს ვერც ერთს ვერ დაკარგავს.
ანდრია და დიტო? ისინიც განიცდიან. განიცდიან ძმის და ორი დის დაკარგვას. დიახ ლილე და ნატალია დებივით შეუყვარდათ. მათ ყველას ცხოვრებაში სინათლე შემოიტანეს, მხიარულება. ნინიც არ შორდება დემეს, მის დაწყნარებას ცდილობს, მაგრამ თვითონაც საშინელ დღეშია.
ორივე საოპერაციოში მხოლოდ აპარატის ხმა ისმის, რომელიც ძალიან შესუსტებულ გულის ცემას აჩვენებს. გამოძვრება კი ორივე ან ერთ-ერთი მაინც.
ლილეც თითქოს გრძნობს რაღაცას, თითქოს გრძნობს რომ კარგავს ორ საყვარელ ადამიანს.
ისინი იქ არიან. სამივენი თეთრი სინათლისკენ ერთად მიიწევენ. ერთმანეთს ვერ ხედავენ უბრალოდ მიდიან წინ და თითქმის უკვე გადაეშვნენ უსასრულობაში
სამივეს ერთნაირად უჩერდება გული. სამივეგან ისმის ექიმის ხმა:
-100-ზე დამუხტეთ... განმუხტვა.. თავიდან... განმუხტვა.. 200-ზე დამუხტეთ.. განმუხტვა... შედეგი არ არის კიდევ თავიდან... განმუხტვა... ხელის მასაჟზე გადადით... ადრენალინი შეუყვანეთ... დამუხტეთ... განმუხტვა... კიდევ ერთხელ... განმუხტვა
ისინი ისევ ისე მიიწევენ წინ და არავინ და არაფერი აღარ აინტერესებთ? გაუძლებენ კი? თუ სამივე ერთ დროულად დატოვებს ამ ქვეყანას და გადაინაცვლებს მარადიულობაში.
სამი ადამიანი, რომელიც აღარ იბრძვის სიცოცხლისთვის და ოთხი ადამიანი, რომელიც გულის ფანცქალით ელოდება ექიმის პასუხს.
ნუთუ ასე უბრალოდ დანებდება სამივე, ნუთუ ასე უბრალოდ იტყვიან უარს სიცოცხლეზე.
ისევ და ისევ ეს თეთრი სინათლე.
ისევ და ისევ მოსაცდელში მყოფი ოთხი ადამიანის შიში. საყვარელი ადამიანის დაკარვით გამოწვეული სულის ტკივილი, რომელსაც ვერცერთი მათგანი ვერ ერევა.
ილია? ილია კი უკან დაბრუნდა. აღარ აპირებს ლილეს ცხოვრებაში ჩარევას. მან იმაზე დიდი ტკივილი მიაყენა, ვიდრე ის იმსახურებდა. უკან კი დაბრუნდა, მაგრამ ყოველ საათში რეკავს საავადმყოფოში და ლილეს ამბავს კითხულობს.
თითქმის ხუთი წუთი გავიდა, მაგრამ ვერ ახერხებენ ვერც ერთის გულის ამუშავებას. სამივე ოთახში აპარატის გამაყრუებელი ხმა ისმის, სამივე ოთახში უშედეგოდ ცდილობენ მათ სიცოცხლე დააბრუნონ. ისევ ექიმს ხმა და უშედეგო მცდელობები.
-კიდევ ერთხელ 200-ზე დამუხტეთ... განმუხტვა... შედეგი არ არის გულის მასაჟი დაიწყეთ
შედეგი ისევ და ისევ არ არის შედეგი. ექიმები არ ნებდებიან. ისევ და ისევ უშედეგო მცდელობები.
-ადრენალინი შეუყვანეთ და 200-ზე დამუხტეთ... განმუხტვა.. გულის მასაჟი გააგრძელეთ და ადრენალინი დაუმატეთ.
სამივენი ისევ და ისევ თეთრი სინათლისკენ მიიწევენ, მაგრამ თითქოს რაღაც ხდება, თითქოს მთელ სხეულში სითბო ისადგურებს. სამივე ვიღაცის შეხებას გრძნობს. უფრო სწორად ერთმანეთის შეხებას, თუმცა ვერ ხედავენ. ადგილზე იყინებიან. ზუსტად შუაში თეთრ სინათლესა და უკან დასაბრუნებელ გზას შორის. არჩევანის გაკეთება სამივესთვის რთულია. ვერ იაზრებენ რა ხდება მათ თავს ჯერ კიდევ.
გარეთ მსხდომნი კი უკვე რამდენიმე საათია პასუხს ელოდებიან. არ გეგონოთ რომ რამდენიმე საათია გული რაც გაჩერებული აქვთ. არა უბრალოდ ოპერაცია დიდი ხანი მიმდინარეობდა. დემეს უკვე სუნთქვა ეკვრის. კედელს არის ზურგით მიყრდნობილი და ფეხს სინქრონულად ურტყამს ოდნავ კედელს. თითქოს სიმშვიდის მოპოვებაში ეხმარება ეს ყოველივე. თითქოს ამით მათი გულის რიტმის ჩანაცვლებას ცდილობს.
ექიმები ისევ უშედეგოდ ცდილობენ სამივე მათგანის გადარჩენას.
-კიდევ ერთხელ ვცადოთ, თუ არ იბრძოლებენ ჩვენ ვერაფერს ვეღარ შევძლებთ.. 200-ზე დამუხტეთ.. განმუხტვა კიდევ ერთი ადრენალინი შეუყვანეთ და გულის მასაჟი გააგრძელეთ... კიდევ ერთხელ დამუხტეთ.. განმუხტვა.... შედეგი არ არის... გარდაცვალების დრო...
ექიმმა საათს შეხედა, თუმცა აპარატზე რიტმული ხმა გაისმა. სამივე აპარატზე ერთი და იმავე დროს. ეს რაღაც სასწაული იყო. მათ ერთმანეთის გამო გაუძლეს იბრძოლეს.
ექიმები უახლოვდებიან მათ ახლობლებს
-ოპერაციამ დასრულდა, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე ისევ ემუქრება, ამჟამად აპარატზეა სამივე შეერთებული.... მიჭირს ამის თქმა, მაგრამ თუ 72 საათში გონზე არ მოვლენ აპარატის გამორთვა მოგვიწევს, ძალიან ვწუხვარ.
რა დაემართა მათ? თითქოს სუნთქვა შეწყვიტეს, შორიდან რომ შეგეხედათ იფიქრებდით უსულო სხეულები არიანო. მეც ვერ ავღწერ ამ გრნობას სიტყვებით. არამგონია ადამიანს ძალა შესწევდეს ამის აღსაწერად.
საათები გადიოდა, მაგრამ არც ერთი მათგანი უკეთ არ ხდებოდა. არც ერთი მათგანი არ იბრძოდა იმისთვის რომ თვალები გაეხილა. არც ერთ მათგანს არ უნდოდა ამ სამყაროში დაბრუნება.
გადიოდა საათები ძალიან ოდნავ შეიმჩნეოდა სამივე მათგანში უკეთესობა, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. სამივე დემეს გამო ცდილობდა უკან დაბრუნებულიყო, ვერ დაუშვებდნენ რომ ერთნაირად სამი ადამიანი დაეკარგა. თუმცა არც ასეთი მარტივი იყო ეს ყველაფერი.
დემე ძლივს მოვიდა გონს და ექიმის კაბინეტს მიაშურა დააკაკუნა და შევიდა.
-გამარჯობა(დემე)
-დაბრძანდით(ექიმი)
-მათი მდგომარეობის შესახებ რამე ახალი თუ არის?
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ იმედს ვერ მოგცემთ. რაც შეგვიძლია ყველაფერს ვაკეთებთ, დანარჩენი მათზეა დამოკიდებული.
-იქნებ სადმე სხვაგან გადავიყვანო, უბრალოდ მითხარით.
-თქვენი ნებაა, მაგრამ ამაზე მეტს ვერავინ ვერ გააკეთებს, ჯობს დაველოდოთ. თან ქალბატონი ლილესთვის გადაადგილება სასურველი არაა თავის ტრავმის გამო. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია.
დემემ მადლობაო ჩაიჩურჩულა და ჩუმად გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან.
24 საათი გავიდა უკვე, მაგრამ არანაირი უკეთესობა.
სამივე ისევ იმ შუა ადგილშია გაყინული და არ იცის საით წავიდეს. სამივე გრძნობს რაღაც ენით აღუწერელ სითბოს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
69 საათი გავიდა, მაგრამ არანაირი უკეთესებო არ არის.
ჯერ კიდევ ორ სამყაროს შორის დგა სამივე. პირველი ნატალია წამოვიდა უკან დასაბრუნებელი გზისკენ. ნელ-ნელა უახლოვდება და თავის თავს ებრძვის რომ თვალები გაახილოს. ნელ-ნელა ახელს თვალებს.
ექიმებს უკვე ყველანაირი იმედი გადაწურული აქვთ. დრო გადის, ერთი საათიც ისე გავიდა უკეთესობისკენ არადა არ იცვლება არაფერი.
ექიმი ნატალიას შესამოწმებლად შევიდა. ყველაფერი კარგად იყო.
დემე ერთი წუთითაც კი არ შორდებოდა.
-ლილე სად არის?(ნატალია)
-პალატაშია ნუ ღელავ(დემე)
-მისი ნახვა მინდა(ნატალია)
-არ შეიძლება სუსტად ხარ, ცოტა მოითმინე(დემე) ვერც წარმოიდგენთ რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა მის მოსატყუებლად.
71 საათი გავიდა. საბას და ლილეს უკეთესობის არაფერი ეტყობათ. ექიმი დემესთან მივიდა:
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თუ ერთ საათში გონზე არ მოვლენ აპარატის გათიშვა მოგვიწევს.
-იქნებ კიდევ მოვიცადოთ
-ვწუხვარ, მაგრამ აზრი აღარ ექნება არაფერს.
ყველას წუთები საათებად ეჩვენებოდა. ყველა ღელავდა. წუთები საუკუნეებად ეჩვენებოდათ.
ათი წუთიღა რჩება დრო. ეს დროც ნელ-ნელა იწურებოდა. ყველანაირი იმედი გადაწურული იყო. ყველა ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ დამეთანხმებით ადვილი არ არის.
დრო ამოიწურა, ექიმები აპარატების გამოსართველად ემზადებიან.
ლილე და საბა ისევ ისე იდგნენ, ორივე გრძნობდა ერთმანეთის სითბოს. ერთმანეთის გამო ცდილობდნენ უკან დაბრუნებას. ერთმანეთის გულის ცემაც კი ესმოდათ.
ექიმები უკვე პალატაში აპირებენ შესვლას, როდესაც დემემ გააჩერა ცრემლიანი თვალებით.
-რამდენიმე საათიც მოვიცადოთ
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ აზრი აღარ აქვს. ვიზიარებ
ექიმი შედის პალატაში და მითითებას გასცემს:
-აპარატი გამორთეთ
საბაც და ლილეც ორივე ერთ პალატაში არიან. ამ სიტყვებზე ყველა გაიყინა.
ოთახში ორი აპარატის გამაყრუებელი ხმა გაისმა.
ისინი ისევ შუაში დგანან და გადაწყვერილება მათზეა, სულ რამდენიმე წუთი აქვთ ამ ყველაფრისთვის. აქ სამყაროში გაგრძელდება მათი სიყვარული თუ მარადიულობაში გადაინაცლებენ.....
ჯერ კიდევ შუაში დგანან. ლილემ ნელ-ნელა მოიწევს ამ სამყაროსთან საბა ისევ გაყინულივით დგას.
ლილემ თვალები გაახილა, მან მოიგო საკუთარ თავთან ომი.
მის გვერდით მწოლიარე უსიცოცხლო სხეულის დანახვისას, თითქოს თვითონაც მოკვდა. ხელი გადაწია და ძლიერად ჩაკიდე. იმდენად ძლიერად ებღაუჭებოდა მის ხელს თითქოს მისი დახსნა უნდოდა სიკვდილის კლანჭებისგან.
საბას თითქოს რაღაც თბილი ჩაეღვარა სხეულში, თითქოს ხელ მეორედ დაიბადა ისეთი შეგრძნება გაუჩნდა. იმდენად სწრაფად დაიწყო მისმა გულმა ეცემა, რომ ეგონა გაარღვევდა მის ასე ვთქვათ ციხეს და თავისუფლებას მოიპოვებდა.
ყველა გაკვირვებული უყურებდა ამ წყვილს და შეუძლებელი იყო ღიმილი შეგეკავებინათ.
დემე? უბრალოდ მოსაცდელის იატაკზე ზის და ისეთი შეგრძნება აქვს თითქოს ვიღაცას მისი გულის ამოგლეჯვა უნდა და კლანჭებით ეკაუჭება.
ექიმი გაღიმებული სახით მიუახლოვდა, დემე არც კი გატოკებულა, ვერც კი შეამჩნია. ჩემს ძალებს აღემატება მის სხეულში არსებული ტკივილის აღწერა. თითქოს ცხელი შანთით აყენებდნენ ჭრილობებს პირდაპირ გულში, თითქოს სულის ამოცლას ცდილობდნენ. ანდრეა და დიტოც არ იყვნენ კარგ დღეში. უბრალოდ ისხდნენ და ცრემლიანი თვალებით მიშტერებოდნენ ერთ წერტილს.
ექიმს ხმამ რეალობაში დააბრუნა ყველა.
-გილოცავთ, ყველაფერი კარგადაა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დემემ თითქოს ამოისუნთქვა, თითქოს მისმა სულმა ცეკვა დაიწყო, თითქოს ისევ იგრძნო გულმა სითბო. თითქოს გაყინულ სხეულში ისევ აუმოძრავდა სისხლი.
შეეძლო ისევ დაენახა მისი ღიმილი, მისი ზღვასფერი უძირო თვალები, ისევ მოისმენდა მის ბავშვურ კისკისს, ისევ დაინახავდა მის სიხარულისგან გაბრწყინებულ თვალებს.
ყველაფერი ჩვეულ რიტმში დგება. მას შემდეგ ერთი კვირა გავიდა. სამივეს დღეს გამოწერენ საავადმყოფოდან.
ლილემ და ნატალიამ უკეთ გაიცნეს ერთმანეთი.
საბა და ლილე ისევ ვერ უმხელენ ერთმანეთს რომ უყვართ, მაგრამ საბას გეგმები აქვს. რა თქმა უნდა ამაში ბიჭებიც დაეხმარებიან. ვნახოთ რა გამოუვა.
ეს პატარა გოგონა საბას ცხოვრებაში ქარბორბალასავით შემოიჭრა და მისი გულის იმ ნაწილში შეიტანა სინათლე, რომელიც აქამდე უმწეო და ბნელი იყო. მისმა გამოჩენამ ისევ აიძულა სიცოცხლე გაეგრძელებინა, ისევ გაეღიმა, ისევ აფართხალებოდა გული ჯერ კიდევ სიყვარულში გამოუცდელი ბიჭივით.
და აი დადგა სურპრიზის დღეც.
ლილეს ეგონა უბრალო ვახშამზე მიდიოდნენ ყველა ერთად. არ დაეჭვებულა იმაზე, თუ რატომ გამოაწყვეს ასე საგულდაგულოდ გოგონებმა. რაღაც არა ამქვეყნიურად ლამაზი იყო. თითქოს გრძნობდა, რომ დღეს მისი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა, თითქოს ამდენი მერე მისთვის გამოიმეტეს ბედნიერება.
ლილე რესტორანს ელოდა, მაგრამ პატარა ხის სახლთან გაჩერდა.
-გადადი ლილე და ჩვენც მოვალთ(დემე)
-კარგი(ლილე)
მანქანიდან გადავიდა და ნელი ნაბიჯით წავიდა წინ. მანქანის დაქოქვის ხმა ისმის და მემე წამებში წყდება ადგილს. შიშის შეგრძნებამ იჩინა თავი, მაგრამ რაღაც იგრძნო. უკნიდან თბილი ჩახუტება იგრძნო და ეს სურნელი, რომელიც მას ასე ძალიან უყვარს. ყელზე იგრძნო, რომ რაღაც გაუკეთა, მაგრამ ქალისთვის ყველაზე კარგი სამკაული მის ყელზე მოხვეული საყვარელი ადამიანის ხელებია.
პატარა ხის სახლში შეუძღვა, რომელიც ტყის პირას იდგა. რაღაც, სასწაული სიწყნარე იყო. ენით აღუწერელი სიმშვიდე, რომელიც ორივეს თითქოს სულს უთბობს.
სახლში შესულს კიდევ უფრო დიდი სიმშვიდის გრძნობა დაეუფლა. იმდენად ლამაზი იყო შიგნით არსებული გარემო, რომ არ შეიძლება ემოციების გარეშე შეგეხედა. მთელი ოთახი სანთლებით იყო განათებული, ისევ იმ წყნარი მუსიკის ხმა ისმოდა, როგორც პირველად. ისევ და ისევ მათი ცეკვა. ისევ ისე ჩაიკარგნენ ერთმანეთის თვალებში. ერთი განსხვავებით თან საბა ეჩურჩულებოდა.
-მე შენ მიყვარხარ
ამ სამ სიტყვაში ჩავტიე მთელი სამყარო. ამ სამ სიტყვაში ჩემი ცხოვრებაა ამ წუთამდე და ამ წუთის შემდეგ, უსასრულოდ, უკიდეგანოდ. შენგან ნათქვამი ყოველი სიტყვა ჩემს გულში ღრმად ინახება, გულში, რომლის გავლით შენი სიყვარული გაშმაგებულად მოძრაობს და თითქოს ძარღვებს ხეთქავს. შენზე ფიქრები ჩემი მეგობრები გახდნენ, შენი ღიმილი ჩემი სულის ნაწილი და შენი უძირო ზღვისფერი თვალები ჩემი სულის მონაპოვარი. მიყვარხარ ლილე, მიყვარხარ მთელი ჩემი სიგიჟით.
ამ დროს ლილე უბრალოდ თვალებში უყურებდა, ხმას ვერ იღებდა. ჯერ კიდევ იმ სიტყვებს იაზრებდა. უყვარდა, მასაც უყვარდა, მაგრამ არ იცოდა რა ეთქვა. უბრალოდ ძლიერად მოხვია ხელები და მისი სურნელი ღრმად შეისუნთქა.
ეს საბასთვის სრულიად საკმარისი იყო. სიჩუმე ყველაზე კარგი საუბარია შეყვარებულ წყვილს შორის. ისინი ისევ ისე ცეკვავდნენ, ისევ ისე შეისწავლიდნენ ერთმანეთის თვალებს. ხომ გაგიგიათ თვალები სულის სარკეა. ერთმანეთის თვალებში კითხულობდნენ იმ უზარმაზარ სიყვარულს, რომელიც თითქოს სხეულში აღარ ეტეოდათ და ახლა აულსაც მოსდებია.
მათ შეძლეს და გაუძლეს ამდენ განსაცდელს. ქარიშხლის შემდეგ ყოველთვის მზე გამოდის. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. ამდენი უბედურების შემდეგ ისინი მართლა ბედნიერები არიან. აქამდე? ისინი ბედნიერები არ ყოფილან, არც ერთი. ტკივილის დასაფარად ღიმილი საუკეთესო საშუალებაა. მათ იპოვეს ერთმანეთი, იპოვეს ცხოვრების გაგრძელების აზრი, მაგრამ რამდენ ხანს გასტანს ეს ყველაფერი. საკმარისი იყო ის რაც გამოარეს? საკმარისი იყო ცხოვრების ის გამოცდები რაც წარმატებით გადალახეს? ცხოვრებას თამაში უყვარს. არავინ იცის რა მოხდება ამის შემდეგ.
უკვე ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ლილე და საბა ერთად არიან. ერთმანეთის გარეშე ერთი წამითაც ვერ ძლებენ. მთელ დღეებს ერთად ატარებენ. როგორც იქნა ორივე ბედნიერია, ყველაფერი ისევ თავის კალაპოტს უბრუნდება. ყველა ერთმანეთის სიყვარულით ტკბება ერთი ადამიანის გარდა.
ილია ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. უბრალოდ შორიდან აკვირდება და ესეც საკმარისია მისთვის. ვერ გაძლო ლილეს გარეშე. თვითონაც ვერ ხვდება, რა გაუკეთა ამ პატარა გოგონამ ასე რომ გადარია ამხელა კაცი.
დემეც და ნინიც ძალიან მაგარი წყვილია. რაღაც სურპრიზი უნდა ნინისთვის მაგრამ რა. ვინ დაეხმარება ამაში თუ არა ჩვენი გადარეული გოგო. რა თქმა უნდა საბას თუ მოწყდება ცოტა ხნით.
დემე მას შემდეგ ძალიან შეიცვალა რაც კინაღამ დაკარგა სამი საყვარელი ადამიანი. მათი ბედნიერი თვალების ყურებაც საკმარისია იმისთვის რომ მასაც გაუბრწყინდეს თვალები, ლილეს კისკისის მოსმენა კი ალბათ საუკეთესო მელოდია მთელს სამყაროში. ლილეს ღიმილი? მისთვის სიცოცხლისა და ენერგიის წყარო გახდა.
დიტო და ანდრეა? თითქმის ყოველთვის დემესთან არიან, მას შემდეგ რაც შეყვარებულებს დაშორდნენ. მიზეზი? თვითონაც არ იციან. აი ასე უბრალოდ ორივემ გამოაცხადეს რომ ისინი კარიერაში ხელს უშლიდნენ. სიმართლე რომ გითხრა ალბათ არც ყვარებიათ. დემე და ანდრია? არც ადარდებდათ, მთელს დროს გართობას უთმობდნენ.
უკვე სამი თვე გავიდა, თუმცა ჯერ კიდე ვერ გადაწყვიტა დემე როგორ სთხოვოს ხელი. ფიქრებიდან ლილეს ხმამ გამლიყვანა.
-რაზე ფიქრობ(ლილე)
-ნინის ხელი როგორ ვთხოვო(დემე) გაუღიმა და გულში ჩაიკრა გოგონა, რომლის უბრალო შეხებაც კი მასში არა ამქვეყნიური სითბოს და სიმშვიდის განცდას იწვევდა.
-მე დაგავიწყდით ხო(ნატალია) სიცილით მივიდა და მანაც იგივე გაიმეორა.
ბედნიერი იყო დემე. რა არის ბედნიერება? ყველა ადამიანს სხვადასხვა განმარტება გააჩნია, მაგრამ დემესთვის? საყვარელი ადამიანების თვალებში დანახული სითბო და სიყვარული. იტყვით რა სისულელეაო, ვერ იქნება ეს ბედნიერებისთვის საკმარისიო, მაგრამ დემესთვის ეს სრულიად საკმარისია. მან იმდენჯერ განიცადა მათი დაკარგვის შიში, რომ მისთვის წარმოუდგენელია ბედნიერი იყოს მათ გარეშე.
საღამო დაგეგმეს, უფრო სწორად ლილემ დაგეგმა. მეორე დილით საბა, ლილე, დემე და ნატალია მაღაზიებში წავიდნენ. ყველაფერი უნდა ეყიდათ რაც სჭირდებოდა.
-ესეც გვინდა(ნატალია)
-კარგი რა ნატალია, ფეხსაცმელი რაში გჭირდება(დემე)
-მინდა(ნატალია) გაბრაზებულმა შეხედა, დემემ დანებების ნიშნად ხელები ასწია.
ნატალიამ ხელი დაავლო და კაბების მაღაზიაში შეიყვანა.
-კარგი რა ნატალია რა კაბა(დემე)
-აბა მარტო ნინი უნდა იყოს ლამაზი?(ნატალია) ნაწყენი ხმით ამოილაპარაკა დემეს გაეცინა და ჩაეხუტა.
-შენ ისედაც ყველაზე ლამაზი ხარ(დემე)
-მომესმა? ლილემ ვითომ გაბრაზებული სახით გახედა.
-შენც ყველაზე ლამაზი ხარ ჩემო ფერია(დემე) ნატალიამ ლილეს თვალი ჩაუკრა და დემეს უთხრა:
-ის თუა ყველაზე ლამაზი აბა მე რატო მითხარი მასე(ნატალია)
საბა იდგა და ღიმილით ადევნებდა თვალს ამ ყველაფერს
-შარში ხარ მეგობარო(საბა)
-რამდენი კაბაც გინდა იყიდეთ(დემე) ბოლოს დანებდა.
ყველაფერი იყიდეს, ნატალიამ იმდენი აწვალა, რომ ბოლოს გაექცა.
დადგა სურპრიზიც დღეს. ნინი იმდენად ლამაზი იყო, რომ დემე პირდაღებული უყურებდა. ლილე უკვე ხელებს უქნევდა სახის წინ.
დანიშნულების ადგილს ნელ-ნელა უახლოვდებოდნენ. ოთხი ადამიანი, ორი წყვილი.
ტყის პირას გაჩერდა მანქანა. ნინიმ გაკვირვებულმა შეხედა დემეს.
მანქანიდან გადავიდნენ და პატარა სანთლებით განათებულ ბილიკს გაუყვნენ. ძალიან ლამაზია იყო. სიტყვებით ვერ გადმოვცენ ნინის ემოციებს.
ცოტახანი სიარულის შემდეგ მივიდნენ პატარა ტბასთან, მთელი ის სივრცე სანთლებით იყო განათებული. პატარა მაგიდა ოთხი სკამით და ორი გულის ფორმის სანთლით, შამპანური.
ნინი ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა ხდებოდა მის თავს. წყნარი მუსიკა უფრო მყუდროს ხდიდა გარემოს.
ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო. ორი შეყვარებული წყვილი, რომელებიც ისევ და ისევ ერთმანეთის თვალებში ჩაიძინრნენ.
-სასწაულად მაგარი ხარ(საბა) ყურში ჩასჩურჩულა
-როგორც იქნა აღიარე(ლილე)
-მოგეწონა?(დემე) ყურში ჩასჩურჩულა.
-ძალიან(ნინი) სიტყვებით ვერ გადმოსცემდა ემოციებს.
რას ფიქრობთ სურპრიზი მარტო ნინის თვის არის? არამც და არამც. ლილეს წინ ელოდა ყველაზე დიდი სურპრიზი. ვნახოთ რა იქნება.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ვერც ერთი წყვილი ვერ ამჩნევდა ერთმანეთს. უეცრად დემეც და საბაც შორდება საცეკვაო ადგილს. ლილე და ნინი ვერ მიხვდნენ. რამდენიმე ადამიანი გამოდის ხეების უკნიდან და რაღაც ცეკვას იწყებს. დემეს და საბას იმდენად სასაცილოდ გამოსდით ეს ყველაფერი შეუძლებელია არ გაგეცინოს. უეცრად დემეც და საბას ჩაიმუხლნენ, პატარა ყუთები, რომლებშიც ძალიან ლამაზი ბეჭდებია. და ორივეს ხმა ერთ დროულად ისმის.
-გამომყვები ცოლად?
ნინი უბრალოდ მოეხვია, ყოველგვარი სიტყვების გარეშე, პასუხი ისედაც ცხადი იყო, მაგრამ ლილე? ჯერ კიდევ გაკვირვებული უყურებს მის წინ დაჩოქილ საბას. პასუხი იცის, ზუსტად იცის რასაც უპასუხებს, მაგრამ ჯერ კიდევ თავში ხარშავს მოვლენებს. თვალები გაუბრწყინდა და ცრემლები ვერ შეიკავა. ცრემლები? ისინი ხო ყველაზე კარგად გამოხატავენ ჩვენს ემოციას. თვალები? მასში ნებისმიერი რამის ამოკითხვა შეგიძლიათ. სწორედ ამიტომ საბასთვის სიტყვები აღარ იყო საჭირო. პასუხი მისი საყვარელი ქალის თვალებშიც ძალიან ნათლად ჩანდა. ორი წყვილი და მომავლის იმედი. რწმენა იმისა, რომ ახლა დროა ისინიც იყვნენ ბედნიერი.
წასვლის დროა უკვე, მაგრამ უეცრად გასროლის ხმამ შეძრა გარემო. რა მოხდა? ვინმე დაშავდა? ისევ თავიდან იწყება ცხოვრების გამოცდა? ისევ ერთმევათ ხელიდან ბედნიერება? კითხვები და პასუხები ჯერ არავის აქვს....
ყველა გაშეშებული იდგა. ვერავინ იაზრებდა მომხდარს. თითქოს დრო გაიყინა. ერთმანეთის დანახვისას ყველამ ამოისუნთქა. ყველა კარგადაა. ალბათ ეს უბრალოდ მონადირე იყო. ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგა, მაგრამ ჯერ კიდევ შესამჩნევი იყო მათ თვალებში ჩამდგარი შიში. ჯერ კიდევ იმის გააზრება, რომ შეიძლება რომელიმე მათგანი დაეკარგათ.
სახლში დაბრუნებულები ჯერ კიდევ ვერ გამოდიოდნენ შოკიდან.
მეორე დღეს მომხდარი თითქმის არავის აღარ ახსოვდა. მათი ცხოვრება ისევ ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.
ქორწინების თარიღი ჯერ კიდე არ აქვთ გადაწყვეტილი.
ყველა ერთად არის შეკრებილი და ცდილობენ ამ საკითხის გადაწყვეტას.
-როდის იქნება ქორწილი? ნინიმ მოუთმენლად იკითხა
-არ ვიცი, გადავწყვიტოთ.(საბა)
-იქნებ ერთ დღეს იყოს ოთხივესი.(დემე)
-ძალიან მაგარი აზრია, ნინი შენ რას ფიქრობ?(ლილე)
-რა პრობლემაა, შესანიშნავი იდეაა(ნინი)
-და თარიღი? (საბა)
-ჯერ ლილე არ არის სრულწლოვანი, ამიტომ ჯობს მის დაბადებიდღისთვის დავგეგმოთ.(დემე)
-კარგი იყოს 23 მარტს(ნინი)
-დროც საკმაოდ არის და შევძლებთ ყველაფრის კარგად მომზადებას(ლილე)
ქორწილამდე ხუთი თვე იყო დარჩენილი. გოგონები უკვე განიხილავდნენ ქორწილს საკითხებს. რა როგორ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი.
ერთი კვირა გავიდა უკვე. გოგონები მთლიანად ქორწილზე არიან გადართულები. თითქმის ყველაფერი იყიდეს რაც ქორწილისთვის სჭირდებოდათ. მეჯვარის კაბებიც აირჩიეს, მაგრამ ღმერთმა იცის კიდე რამდენჯერ შეცვლიან გადაწყვეტილებას.
ბიჭებმა ძლივს მოწყვიტეს სამზადისს და ყველანი სავახშმოდ წავიდნენ რესტორანში. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა აღენიშნათ ყველაფერი ერთად.
რესტორანში ისხდნენ. ძალიან მყუდრო გარემო იყო. მშვიდი მუსიკის ჰანგები ისმოდა ირგვლივ. ყველა წყვილი ცეკვავდა, ნატალიას გარდა. ილიაც ამ რესტორანში იყო, სწორედ ამ სართულზე, ზუსტად ნატალიას პირისპირ დაჯდა.
ნატალიასკენ გაემართა და ცეკვა შესთავაზა. რა ჩანაფიქრი აქვს? მართლა გამოსწორდა თუ ისევ თავის გეგმის განხორციელება უნდა? ისევ და ისევ პასუხ გაუცემელი კითხვები.
ცეკვა დაიწყეს. ილიას რაღაც სასწაულმა სითბომ დაუარა მთელს სხეულში. ლილეს შეხებაზე თითქოს ჭიანჭველებმა დაიწყეს მთლიან ტანზე მოძრაობა. თითქოს გონებამ სხვა ყველა ფიქრი დაბლოკა ლილეს გარდა. თითქოს თვალებმა პირველად დაინახეს ასეთი არა ამქვეყნიური სილამაზე.
ლილე? თითქოს მისმა თვალებმა დაატყვევა. თითქოს არაფრით არ იყო გამორჩეული ეს თაფლისფერი თვალები, მაგრამ თითქოს მთელი სული მათში ირეკლებოდა, თითქოს შეგეძლო ამოგეკითხა მისი ყოველი ემოცია, თითქოს თავისუფლად შეგეძლო მისი ყველა ფიქრი ამოგეკითხა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარა. თითქოს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. აი არ ვიცი ამ გრძნობაა რა დავარქვა. სიყვარული? არ ვიცი, შეიძლება უფრო მეტიც. ნატალიასთვის რომ გეკითხათ სიყვარული სისულელე იყო და არ არსებობდა, მაგრამ რა ხდება ეხლა დგას ცეკვავს ადამიანთან, რომელმაც ამ გრძნობაში დააჯერა.
ალბათ გიჩნდებათ კითხვა: ნუთუ მართლა შეიძლება ადამიანმა დაიჯერო სულ რამდენიმე წამში რომ სიყვარული არსებობს? ალბათ კი, არ ვიცი, მაგრამ ნატალიას შემთხვევაში ასე მოხდა. არც ერთი სიტყვა, უბრალოდ ცეკვა, რომელიც გარშემო მყოფებისათვის დამარწმუნებელი იყო, რომ ეს ასე უბრალო არ იყო... რომ მასში იყო რაღაც გრძნობა, რომელსაც ჩვენ ადამიანები სიყვარულს ვუწოდებთ.
უკვე მეოთხე სიმღერა დამთავრდა. მხოლოდ ახლაღა გამოერკვნენ, მხოლოდ ახლაღა შეამჩნიეს მათზე მიშტერებული ოთხი წყვილი. ახლაღა გაიაზრეს, რომ თურმე დიდხანს ცეკვავდნენ, მაგრამ მათთვის თითქოს ერთი წამი ყოფილიყო.
ორივე მაგიდასთან დასხდნენ. დემეს სიბრაზისგან ყელზე ვენები ჰქონდა დაბერილი და მკვლელი მზერით უყურებდა ილიას, მაგრამ ლილეს ხელის ჩაკიდებამ აიძულა მისთვის შეახედა. უბრალოდ პირის მოძრაობით ანიშნა ყველაფერი რიგზეაო. დემეც მოეშვა, მიხვდა რომ რაღაც ისეთი შეამჩნია რაც მან ვერ დაინახა, რაც მისთვის ჯერ კიდევ დაფარულია.
ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ილიასაც დაუახლოვდნენ ბიჭები და თქვენ წარმოიდგინეთ ლილისაც აღარ უჩნდებოდა უხერხულობის შეგრძნება. იმდენად გაიხსნა მასთან საუბრისას, რომ თვითონვე უკვირდა. საღამომ შესანიშნავად ჩაიარა.
მეორე დილით კი ლილემ გამოაცხადა:
-დღეს რბოლა იმართება და საღამოს იქ მივდივართ(ლილე) საბას წყალი გადასცდა, ძლივს ამოისუნთქა. თქვენ გგონიათ დაუშვებდა, რომ ლილე რბოლაზე გასულიყო.
-რა თქვი?(საბა)
-რატო მიყურებ მასეთი გაკვირვებული სახით, საღამოს რბოლაზე მივდივართმეთქი(ლილე) ლილე ხვდებოდა საბას გაკვირვების მიზეზს, მაგრამ არ იმჩნევს.
-დღეს რბოლაზე არ წავალთ, დღეს კი არა საერთოდ არ წავალთ არასდროს(საბა) ისევ და ისევ ლილეს დაცვას ცდილობდა. არ უნდოდა ისევ თემოს შეხვედროდა და რაიმე მოსვლოდა.
-მე ვთქვი, რომ მივდივართ და ანუ მივდივართ(ლილე) იმდენად გაბრაზებული იყო, რომ ვერ გადმოცემთ. ყოველთვის დამოუკიდებელი იყო. არ დაუშვებს რომ ვინმემ თავისუფლება შეუზღუდოს თუნდაც ეს საბა იყოს. საბა არ გაყვება? მაშინ მარტო წავა. ოთახში გაბრაზუბული შევარდა და კარები გადაკეტა. საბა უშედეგოდ ცდილობდა შიგნით შესვლას. ხან ხვეწნით, ხან ჩხუბის და ხან მუქარით. ბოლოს გაბრაზებული დაბლა ჩავიდა და მაცივრიდან ლუდის ბოთლი გადმოიღო.
ოთხი საათი გავიდა და ლილე ჯერაც არ ჩამოსულა დაბლა. ისევ ააკითხეს საბამ და დემემ.
-ლილე გააღე კარი(საბა)
-ლილეეე გააღე კარი(დემე)
-გაიწიე(საბა)
-რას აპირებ(დემე)
-გაიწიემეთქი(საბა)
საბამ კარი შეამტვრია, მაგრამ ლილე ოთახში არ არის აივნის კარები კი ღიაა.
ელვის სისწრაფით ჩაირბინა კიბეები.
-რბოლაზე მივდივართ სწრაფად
არავის არაფრის თქმა არ დააცდა და გიჟივით გავარდა სახლიდან.
ლილე? ლილე უკვე რბოლაზეა და მის დაწყებას ელოდება. ზუსტად ორი წუთი რჩება. სტარტის ხაზთან დგას. მის გვერდით თემოს მანქანა გაჩერდა, ისევ ის გამაღიზიანებელი ღიმილი და ირონიული გამოხედვა. ლილეში მხოლოდ ზიზღის შეგრძნებას იწვევს.
-რაო პატარავ, შენი პრინცი არ გახლავს თან? ისევ და ისევ მისი ირონიული ტონი. უბრალოდ თვალი აარიდა და გზას გახედა. რბოლა იწყება სამი, ორი, ერთი... ხუთი მანქანა ერთნაირად მოწყდა ადგილს, ლილე ჯერჯერობით მეორე ადგილზე იყო, მის წინ თემო მიდიოდა. ყველანაირ წინ გასასვლელ გზას უჭრიდა.
საბას მანქანა გაჩერდა, მანქანიდან გადმოვიდა და ხალხს შეერია. ლილეს მანქანა დაინახა და მის წინ მიმავალი თემოც. სუნთქვა შეკრული უყურებდა მათ ორთაბრძოლას.
ისევ წარსულმა შეახსენა თავი. ისევ წინ დაუდგა ის უბედური შემთვევა რამაც სალომე შეიწირა. ისევ წინ დაუდგა ის სცენა და თემოს ირონიული ღიმილი. ისევ იგივე ტრასა და ისევ თითქმის თემოს ერთნაირი მანერვები.
ლილე, როგორც იქნა ოდნავ წინ გავიდა. ზუსტად თემოს გვერდით დგას. თემოც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ როგორმე გზიდან გადააგდოს. კიდევ ერთხელ ეჯახება გვერდიდან და ლილე კონტროლს კარგავს, გზიდან გადადის.
საბა ვეღარ სუნთქავდა უკვე. ლილეს მანქანის გარდა ვერაფერს ვეღარ ამჩნევს. ნუთუ ისევ იგივე უნდა განმეორდეს, ნუთუ ისევ უნდა დაკარგოს საყვარელი ადამიანი.
საშინელი შეჯახების ხმა ისმის და ცოტა ხანში სირენების ხმა ისმის....
რა მოხდა? ლილე კარგადაა? ნუთუ ისევ უწევს ცხოვრების გამოცდების გადალახვა? ნუთუ ისევ ეცლება ხელიან საბას საყვარელი ადამიანი? ნუთუ ისევ თემოს გამო უნდა დაკარგოს? როგორ განვითარდება მოვლენები? ისევ და ისევ პასუხ გაუცემელი კითხვები.
საბა ხალხიდან გასვლას ცდილობდა, რომ როგორმე ლილეს მანქანასთან მიეღწია. ისევ და ისევ იგივე მეორდებოდა. ოდესმე იქნებიან კი ბედნიერები?
ხალხი ირეოდა. სასწრაფოს ექიმები უშედეგოდ ცდილობდნენ ვიღაცის გულის ამუშავებას. ნუთუ ეს ლილეა? საბა ჯერ კიდევ ხალხის რბოში გამოღწევას ცდილობდა.
-100-ზე დამუხტე... განმუხტვა... ადრენალინი შეუყვანე და ისევ თავიდან დამუხტე.... განმუხტვა... გულის მასაჟი გააგრძელე... 200-ზე დამუხტეთ... განმუხტვა.. კიდევ ერთი ადრენალინი... მასაჟი გააგრძელე... კიდევ ერთხელ დამუხტე... განმუხტვა... შედეგი არ არის.. გარდაცვალების დრო 16:53.
ამ სიტყვებზე თითქოს საბა გაიყინა, გონება დაებინდა ლილეს სახის გარდა ვერავის ვეღარ ხედავდა, ყველა ორგანო თითქოს ერთიანდა გაუჩერდა, თითქოს ფილტვები უარს ამბობდნენ ჰაერის მიღებაზე, თითქოს გული უარს ამბობდა მის გარეშე სიცოცხლეზე, თითქოს ტვინი უარს ამბობდა მის გარეშე ცხოვრებაზე. ერთ ადგილას იდგა და ვერ ტოკდებოდა, ისევ და ისევ ის ტკივილი, ისევ თემოს გულისთვის დაკარგა საყვარელი ადამიანი, ისევ ამ არაკაცმა წაართვა ბედნიერება, ისევ ამ ამაზრზენმა ადამიანმა გაიმეტა იმავე ტკივილისთვის, თითქოს ისევ ცხოველივით ამოგლიჯა გული, როგორც ეს ადრე გააკეთა.
ხუთი წუთი გავიდა და ჯერ კიდევ ვერ იაზრებს რა მოხდა. ეჩვენება მისკენ მიმავალი ლილე. ეჩვენება როგორ ხვევს ხელებს და ეხუტება. მართლა ეჩვენება?
-ლილე?... შენ შენ...(საბა)
-კარგად ვარ დამშვიდდი(ლილე) ჯერ კიდევ შეშინებული ხმით ეუბნება.
-ღმერთო შენ ცოცხალი ხარ... შენ ისევ ჩემთან ხარ (საბა) სიტყვებს ძლივს აბამდა ერთმანეთს, ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ მის წინ იდგა. ცოტა რომ გამოერკვა კითხა:
-აბა ის ვინ იყო?(საბა)
-თემო(ლილე) სევდიანად გაუღიმა.
თემო? თემო კი ახლა იქ არის, სადაც მისი ადგილია. ყოველთვის იმას ვიღებთ რასაც ვიმსახურებთ.
მკითხველო თქვენ არ იცით, მაგრამ საბა და თემო ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ, მანამდე სანამ თემომ არ უღალატა ხუთი წლის წინ. მართალია საბა ვერ იტანდა თემოს, მაგრამ თითქოს მის გულში ისევ ჰქონდა პატარა ადგილი, რომელიც ახლა ბნელმა მოიცვა. თვალწინ დაუდგა პატარა თემო, გონებაში გაუელვა ყველა იმ მოგონებამ რაც თემოსთან აკავშირებდა. ის მაინც განიცდიდა იმ ძველი თემოს დაკარგვას, რომელიც ცხოვრებამ ასე ძალიან შეცვალა.
მეორე დღეს დიდი ხვეწნის შემდეგ, ლილე დაპირდა საბამ, რომ რბოლაზე აღარ გავიდოდა. გუშინ მის თვალებში იმხელა ტკივილი დაინახა, რომ ამას მეტჯერ ვეღარ დაუშვებდა.
დრო გადიოდა. ყველაფერი ისევ ჩვეულ კალაპოტში დგებოდა.
ერთი კვირის შემდეგ ყველა ერთად იყვნენ შეკრებილები. ანდრეამ და დიტომ თავიანთი შეყვარებულები გააცნეს დანარჩენებს. ელენე(ანდრეასი) და მარი(დიტოსი). ოთხივე გოგო ერთად შეუდგა ქორწილისთვის მზადებას. თითქმის ყველაფერზე კამათობდნენ. რთულია როცა ორი პატარძალი გყავს ზუსტად ერთი და იმავე რამეზე შეთანხმდე. რა თქმა უნდა გოგონებსაც საკუთარი აზრი გააჩნდათ.
სულ რაღაც სამი თვე რჩებოდათ ქორწილამდე. უკვე მილიონჯერ შეცვალეს მეჯვარის კაბის ფერი, ქსოვილი. ამდენჯერვე შეცვალეს რესტორნის დიზაინი და კიდე ვინ იცის რამდენჯერ მოასწრებენ.
ილია და ნატალია? ჩვენი ახალი წყვილი. არც ერთი არ არის დიდად რომანტიული, ამიტომ ყოველგვარი რომანტიული საღამოსა და სცენების გარეშე გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში. ლილესაც აღარ ქონდა უხერხულობის შეგრძნება. ნატალიასთან ურთიერთობის მერე უფრო შეიცვალა. თითქოს მასში ახალი ადამიანი დაიბადა, ის ამაზრზენი ადამიანი კი სადღაც გაქრა. ბიჭებიც ძალიან დაუახლოვდნენ. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ არც ერთი აღარ ამბობდა რომ ბედნიერი იყო. როდესაც იძახი რომ ბედნიერი ხარ, მაშინვე იჩენს პრობლემები თავს.
ორი თვე რჩება ქორწილამდე და ისევ ეს გაუთავებელი დავა იმაზე თუ რა ფერში იქნება დეკორაცია, რა ყვავილი იქნება და ასე შემდეგ. ვნახოთ თუ შეთანხმდებიან.
ქორწილის დღეც დადგა, ბევრი კამათის შემდეგ ძლივს შეთანხმდნენ ყველაფერზე. ქორწილმაც და ჯვრისწერამაც შესანიშნავად ჩაიარა. ემოციების გადმოცემას ტყუილად ვეცდები. ეს ადამიანური სიტყვებით შეუძლებელია. ახლა გადავინაცვლოთ რესტორანში, სადაც ხუთი მოცეკვავე წყვილი გველოდება.
საბა და ლილე წყვილი, რომელმაც უამრავ რამეს გაუძლო, უამრავი განსაცდელი გადაიტანეს და ერთმანეთის დამსახურებაა დღეს რომ სუნთქავენ, ერთმანეთით ტკბებიან და ამდენი დაბრკოლების მიუხედავად მაინც ერთად არიან.
დემე და ნინი წყვილი, რომელიც ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ედგნენ. წვილი, რომელსაც უთქმელად ესმოდათ ერთმანეთის გრძნობები. უზომოდ შეყვარებული ორი ადამიანი, რომელთათვისაც იმ მომენტში მხოლოდ ერთმანეთი არსებობდა.
ილია და ნატალია წყვილი, რომელმაც მცირე დროში მოახერხა ჩვენთვის რაიმე ესწავლებინათ. წყვილი, რომელთა თვალებში სიყვარულის გარდა არაფერი ჩანს და წყვილი, რომელიც სიყვარულმა შეცვალა.
ანდრეა და ელენე წყვილი, რომელიც ერთმანეთის სიყვარულით საზრდოობს. წყვილი, რომელთა სხეულებსა და გულებში სიყვარული ბობოქრობს.
დიტო და მარი წყვილი, რომელთაც ერთამანეთის სული უყვართ. წყვილი, რომელთა გულებში მხოლოდ სიყვარულია და რაღაც არა ამქვეყნიური სიმშვიდე.
საბოლოოდ ყველა ბედნიერია, მაგრამ არ დაგვაბიწყდეს, რომ ცხოვრებას ხშირად უყვარს უდროო დროს გამოცდების მოწყობა.

დასასრული

იმედია მოგეწონებათ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი დაველი შეფასებებს



№1 სტუმარი ეკა

ნინი ეკა ვარ მოძმანაშვილი გთხოვ ისევ გააგრძელე აქტიურობა ფბზე... თუ გინდა სხვა ფბ გააკეთე გთხოვ ასე ნუ მიგვატოვებ იმ ხალხს ვინც შენ ნაწერებს ვკითხულობთ მზია დეიდა და მე ხშირად ვსაუბრობთ შენ მოთხრობებზე გთხოვ დაგვიბრუნდი... თუნდაც ახალი ფბ გააკეთე და ყველაფერი თავიდან დაიწყე ოღონდ დაბრუნდი გთხოოვ pensive ძალიან გვიჭირს შენ გარეშე და ახალ ფბს თუ გააკეთებ გპირდები აქტიურობაში ჩვენ დაგეხმარებით ძალიან გთხოვ გვენატრება ძალიან შენი მოთხრობები და ჩანაწერები cry

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent