გეი ბიჭის დღიურები თავი (13)
სიღრმისეულად გავნადგურდი, ჩემი ერთი მხარე მეუბნებოდა, გააკეთე ის რაც გინდა ხოლო მეორე ხმარე მეუბნებოდა რამდენად არასწორად მოვექცეოდი და გულს ვატკენდი ამით საბას. გულიც ორად გამეყო, ერთი ნაწილი ფეთქავდა, ხოლო მარჯვენა გულის პარკუჭი და ასევე მარჯვენა წინაგული იმ მომენტამდე დადუმდნენ სანამ საბას თვალებშ არ ჩავხედავდი და მაშინ საბოლოოდ არ მომიღებდნენ ბოლოს, იმისთვის რაც მე გავაკეთე. საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტე ალექსმა გამოყოლა შემომთავაზა მაგრამ უარი ვუთხარი, არ მინდოდა რომ მასთან ერთად საბასთან ვყოფილიყავი, რადგან უკვე ვიაზრებდი ჩემს დანაშაულს ან უბრალოდ იმიტომ აღვიქვამდი ამას დანაშაულად, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო და არ იყო. ტაქსიში ჩავჯექი და მთელი გზა მხოლოდ ფიქრში გავატარე, იმის ფიქრში თუ რა იყო საერთოდ წინა ღამე. -გამარჯობათ ექიმო რამე სიახლე ხომ არ არის? -კი დღეს პაციენტი გონზე მოვიდა, დაახლოებით 6 საათის წინ მაგრამ ისევ ჩაეძინა. ანალიზებიც ავუღეთ ყველაფერი დარეგულირდა უბრალოდ ახლა საჭიროა დასვენება და ჭამა მისმა სხეულმა,რომ ძალა აღიდგინოს-ექიმმა ბედნიერად მითხრა ეს ყველაფერი. -დიახ ექიმო რა შეიძლება რომ ჭამოს ახლავე მოვიტან. -იოგურტები, მაწონი და ასეთი მსუბუქი საჭმელები ჯერ მაინც სუსტად იქნება. -მადლობა ექიმო ახლავე მოვიტან ყველაფერს. გავრბოდი მაღაზიაში მინდოდა სწრაფად მეყიდა ყველაფერი, რომ მისი ხმა ისევ გამეგო ის ხმა ასე ძალიან, რომ მენატრებოდა. ყველაფერი დამავიწყდა ის წამიერი სისუსტეც, რომელიც ალექსისთან გამოვიჩინე და საერთოდ ყველაფერი, ახლა თავში მხოლოდ მისი ნახვა და მისი ხმის გაგონების მეტი არაფერი მიტრიალებდა. ყველაფერი ვიყიდე და პალატაში, რომ ავედი საბა უკვე გონზე იყო მოსული. ჩავარდნილი და ჩაშავებული თვალები, გამხდარი სახე და თეთრი ფერი, მისი ასე დანახვა მანადგურებდა მაგრამ მისთვის თვალებში ჩახედვის დრომაც სწრაფად მოაღწია ჩემამდე. ჩემი ვარაუდი მართალი აღმოჩნდა, თვალებში ჩახედვის თანავე ავტირდი, ცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა,ვაკნკალებდი მასთან ახლოს მისვლა და ჩახუტება არ შემეძო არმესმოდა რა მჭირდა უბრალოდ ახლოს ვერ მივდიოდი, ასე ჩუმად ქანდაკების მსგავსად ვიიდექი და ცრემლებს ცრემლებზე ვყრიდი. -კოსტა აქ ვარ რა გატირებს?-ისევ ვდუმდი მე უბრალოდ არ შემეძლო.-კოსტა ჩემთან მოდი. არ მინდოდა ყველაფერი მეთქვა არა იმის გამო, რომ მე მას რაიმეს დავუმალავდი არამედ იმიტომ, რომ მე უბრალოდ არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში გაეგო ყველაფერი. ის მეხუტებოდა, მკოცნიდა, მეფერებოდა. -საბა ძალიან მენატრებოდი, ასე აღარ მოიქცე. -ჩემგან დასვენებას იმსახურებდი.და ნუ ტირი -ასეთ დასვენებას კიდევ ერთხელ თუ მომიწყობ ჩემი ხელით მოგკლავ? კარგი აღარ ვტირი. -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ. გვერდით დავუჯექი და ხელზე ვკოცნიდი, შეუმჩნევლად მაგრამ საშინლად ვნერვიულობდი, ცრემლები ისევ მომდიოდა. მტკიოდა ყველაფერი, ასეთი გრძნობა საშინელებაა, არ იცი რა ქნა, როგორ მოიქცე,რა გააკეთო. არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი, რადგან მე მის ადგილას ვერ გავუგებდი ალბათ და ამით ყველაფერს დავამთავრებდი. მაგრამ მიყვარდა მართლა მიყვარდა, უშეცდომო არავინაა, ვიმედოვნებდი რომ ყველაფერს გამიგებდა და მაპატიებდა. საავადმყოფოში ახლობლების მუშაობის გამო პაკატაში ერთ კაცზე მეტს უშვებდნენ ამიტომაც მე და საბას დიალოგის დარღვევაც მარტივად მოხერხდა. -საბა როგორ ხარ?-ალექსიმ დამშვიდებული სახით იკითხა. -კარგად მადლობა შენ როგორ ხარ? -კარგად, ახლა დამირეკეს და მაშინვე წამოვედი. -მადლობა რომ მოხვედი. -კარგი დაგტოვებთ ილაპარაკეთ. კოსტა რომ მოიცლი დაბლა კაფეში ვიქნები. -კარგი ჩამოვალ. არვიცი რას ნიშნავდა მისი ასეთი საქციელი თითქოს ყველაფრის განხილვას აპირებდა, არც სინანული ეტყობდა სახეზე , ისეთი სახე ქონდა გასვლისას თითქოს კიდევ და კიდევ იგივეს გააკეთებდა ამის საშუალება რომ ქონოდა. საბასკენ რომ შევტრიალდი მისმა ცივმა გამოხედვამ ჩემი თვალები ჰაერში გააჩერა, გავგიჟდი ახლა კი არ ვიცი რამდენად შევიკავებდი თავს ყველაფრისგან, უნდა მეთქვა ასე ვერ ვიქნებოდი.მაგრამ სანამ ლაპარაკს დავიწყებდი საბასთან ახლოს ძალიან ახლოს მივიწიე. -მიყვარხარ. -და ვაკოცე, რადგან არ ვიცოდი კიდევ ვაკოცებდი ან ვეტყოდი თუ არა იგივეს.-საბა რაღაცის თქმა მინდა. -რა ხდება ხომ მშვიდობაა? -არვიცი ალბათ არარის. არ მინდოდა მეთქვა რადგან ჯერ კიდევ სუსტად ხარ უბრალოდ არ შემიძლია, რომ არ გითხრა და გიყურო და ის ყველაფერი დაგიმალო რაც საჭიროა რომ იცოდე. -კოსტა მაშინებ. -იცი ავარიის შემდეგ ყოველდღე აქ ვიყავი საათობით ღამეებს ვათენებდი და გელოდებოდი როდის შემომხედავდი მაკოცებდი და საერთოდ როდის დამელაპარაკებოდი. ალექსიმ მთხოვა წავსულიყავით მასთან წყალი გადამევლო, ცოტა დამესვენა და უკან დავბრუნებულიყავი. ვისხედით ლუდს ვსვამდით და ვლაპარაკობდით რომ დავწექი ვერ ვიძინებდი და ალექს მივწერე თუ არ ეძინა ოთახში გამოსულიყო ვიფიქრე ვილაპარაკებთთქო და დროც გავიდოდა . -საბა რა მოხდა. -გთხოვ უბრალოდ მაცადე ყველაფერს აგიხსნი. ის ჩემს გვერდით იწვა და მე მას ვაკოცე, არვიცი როგორ მოხდა ეს ყველაფერი უბრალოდ არ ვიცი გესმის არ მინდოდა, ასე მომხდარიყო. - რა გააკეთე? -მას ვაკოცე. -კოსტა მარტო დამტოვე. -საბა მაპატიე. -გაპატიო? რა გაპატიო ის რომ ცუდად ვიყავი რამოდენიმე დღე შენს გვერდით არ ვიყავი და შენ ეგრევე ხალხს დაუწყე კოცნა ეგ გაპატიო თუ ის გაპატიო რომ მის გვერდით გეძინა. -გთხოვ. -გულს მირევ. მარტო დამტოვე დაბლა გელოდებიან არ ალოდინო. -არმინდა მე შენთან მინდა. -კარგად. სხვა გზა არ მქონდა უნდა წამოვსულიყავი. დაბლა გავლაც არ მინდოდა ეხლა ალექსის ლაპარაკის თავი არ მქონდა ნამდვილად, მაგრამ ის რა შუაში იყო ეს მეც მინდოდა თორე მე რომ არ მდომოდა არაფერი მოხდებოდა. საბას სიტყვები ყურებიდან არ გამომდიოდა არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა. ამიტომაც მის პალატასთან ახლოს კედელს მივეყუდე და ნელ-ნელა დაბლა დავეშვი თავი მუხლებზე დავიდე და ბავშვივიტ ვქვითინებდი. უბრალოდ იმის წარმოდგენაც არ მინდოდა საბა როგორ იქნებოდა და როგორ ეტკინებოდა გული. საკუტარ თავზე გული მეც მერეოდა და არა მხოლოდ საბას. -შვილო ხომ კარგად ხარ? -მადლობა ექიმო ყველაფერი კარგად არის. -დარწმუნებული ხარ რაღაც არ გეტყობა? -ხო ყველაფერი რიგზეა. -კარგი თუ რამე დაგჭირდეს აქვე ვიქნები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.