შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

განგსტერების სამოთხე 27


24-03-2018, 23:39
ავტორი truelove
ნანახია 2 156

საკეტს ხელს ვუსმევდი..
-დეტექტივო გაიხსენე რამე?
თავი გავაქნიე.
-არა..ჯერ ვერაფერი. ვცდილობ მივხდე სად იქნება გასაღები..თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ძველ სახლში არარის....ყელსაბამს ვეთამაშებოდი და ვფიქრობდი..-მაგრამ რაიქნება თუ იმ დღეს,როდესაც მამაჩემი მოკვდა გასაღები თან ქონდა?
-თუ ასე მაშინ ყვეკაფერი უარესდება!! მაგიდას ხელი დაარტყა გასვიანმა..
ყელსაბამი ამოვიღე..მამიკო დამეხმარე გთხოვ..გასვიანმა ჩემი ყელსაბამი დაინახა.
-მანდ რა გაქვს?
-ეს? ეს ჩემი ყელსაბამია,რომელიც მამაჩემმა ჩემს ბოლო დაბადებისდღეზე მაჩუქა..ამოვიხვნეშე და ყელსაბამი სიგრძეზე დავკიდე.
-მან მითხრა,რომ ეს მნიშვნელოვანი იყო,ეს მემკვიდრეობით გადაეხემოდა ჩემი ოჯახის წევრებს..ასევე მითხრა,რომ ეს შემახსენებდა ვინ ვიყავი სინამდვილეში.
-დემეტრე! ფორმას შეხედა დაიყვირა გიორგიმ.
დემეტრე ყელსაბამს დააკვირდა.
-ორი წამოთ მანახე..მითხრა და მეც მივეცი..ხელის გულზე დაიდო და დააკვირდა.
-ეს არის! თქვა და ჩემოდნის კლიტეს დაადო...ჩემოდანი გაიხსნა..
-ვერ ვიჯერებ..არდა ამდენი ხანი ყელზე მეკიდა..მაგრამ მამამ გასაღები რატო მომცა?
-ალბათ იმიტომ,რომ შენსგარდა ასეთი რაღაც არავის ქონოდა..და იცოდა,რომ შენს ხელში უსაფრთხოდ იქნებოდა.
-შეიძლება უსაფრთხოდ იყო,მაგრამ ამისგამო ისეთ საფრთხეში გავუავი თავი,რომელზეც წარმოდგენა არმქონდა..დემეტრეს სახელ შეეცვალა,მაგრამ ურეაქციოდ განაგრძო.
-ახლა ჩემოდანზე უნდა ვფოკუზირდეთ..
-მართალიხარ..გვეყოფა სენტიმენტები ვთქვი და დემეტრემ ერთი ხელის მოსმით ჩემოდანი ჩემსკენ გამოაცურა.
-გინდა,რომ შენ გახსნა?
თავი დავუქნიე და გავხსენი..უამრავი საბუთი ელაგა..დემეტრემ რამდენიმე აიღო.
-აქ ლევანიზე ფაქტებია როგორ გადაყავდა ხალხი უკანონოდ საზღვარზე..ნარკოტიკები,იარაღები..საბუთები ააფრიალა...ვიცი,რომ მამაშენი მასზე ინფორმაციას მოიძიებდა,ვინ ეხმარება და ა.შ,მაგრამ აქ საკმარისი არაა.
-დემეტრე შეხედე..აქ მისი სხვადასხვა თავშესაფრის ადგილსამყოფელებია. გიორგი საბუთები მიაწოდა.
-ჰმმ..ეს ძველია..ისინი წლების წინ გადავბუგე..
მე კონვერტი ავიღე და გახსნას ვერ ვბედავდი..
-მას სურათებიც
აქვს და ინფორმაციაც საიდუმლო მაფიის წევრებზე თქვა
გაოცებულმა გიორგიმ..-ჰმმ..სხვათაშორის ამ ფოტოში კარგად არ გამოიყურები..გიორგიმ გაიცინა და დემეტრეს თავისი ფოტო აჩვენა..დემეტრემ სურათები გამოართვა და დახედა..მამამისის სურათიც ნახა...და იმ მაფიის წევრების რომლებიც ანონიმურები იყვნენ საზოგადოებაში..მისი ოჯახის ფოტოებიც..ბაბუამისის და ლევანისიც..მის დანახვაზე ნერვებისგან ხელი მომუშტა.
-აიღე. სხვებიც არის...შეხედე ეს ჯერ კიდევ სკოლის პერიოდია..გიორგიმ ფოტოები მიაწოდა..მეც მის სანახავად წავედი..ეს ის არის!..
-სინამდვილეში..ეს მნიშვნელოვანი არარის..გიორგის სურათები უნდა გამოერთმია..მაგრამ დემეტრემ გააჩერა..და სასტიმი თვალებით დააშტერდა ფოტოს რომელზეც ძმასთან ერთად იდგა..თეთრ პერანგში და ჩანთით ხოლო მისი ძმა სპორტული ფორმით...ფოტოს ხელი ისე მოუჭორა,რომ მისგან გუნდა გააკეთა.
-ბოდიში დემეტრე არვიცოდი ეს სურათი თუ იქნებოდა. თქვა გიორგიმ.
-არაფერია...ახლა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებიც გვაქვს. ცივად თქვა.
-მაგრამ ეს?
-ეს არავინ არის! აღარაფერი მითქვამს გავჩუმდი.
-ჩვენ ყველაფერი ვიპოვეთ ლევანიზე გარდა იმ ფაქტისა,რომ ლევანის მამაშენის მოკვლა უნდოდა..თქვა გიორგიმ.
გასვიანი წამოხტა და მაგიდაზე ხელი დააბრახუნა..-თუ მხოლოდ ეს გვაქვს,მაშინ წყალში ჩავყარე ის დრო რაც ამ ჩემოდნის პოვნოსთვის დავხარჯე!
გიორგიმ ნაღვლიამად გაიხედა.
-ჩვენ კიდევ გვაქვს რაღაც..გასვიანმა შემომხედა.
-რა?
-ეს მამაჩემის დღიურია..
-რაღას ელოდები გახსენი! მითხრა დემეტრემ და მეც გადავშალე..და კითხვა დავიწყე.
-რა წერია?
-მის მისიებზე წერს.
-ჩანაწერების თარიღებს დახედე და იმ დღესთან მიახლოვებული იპოვე..
-ვცდილობ..ვიპოვე!

“2010 წლის 12 იანვარი”
მისიაზე გამაგზავნეს,რომელიც მაფიის სამყაროსთან არის დაკავშირებული..თან კმაყოფილი და თან შეშინებული ვარ..ჩემს ოჯახზე ვფიქრობ,იმედიმაქვს,რომ მათ არმოუწევთ ჩემსგამო ტანჯვა”

დემეტრეს გავხედე..გვიანია მამიკო..მე უკვე ამ სამყაროში ვარ და არც კივიცი შევძლებ თუ არა,რომ წავიდე.

“2010 წლის 2 მარტი”
ეს ყველაზე რთული დავალებაა რაც ოდესმე მქონია..მგონია,რომ მითვალთვალებენ,მხოლოდ ორ ადამიანზე მაქვს ინფორმაცია მაფიადან. პოლიციის დეპარტამენტი ყველანაირად ხელს მიწყობს..

“2011 წლის 15 აპრილი”
მე ვიპოვე ანონიმური მაფიის ლიდერო,მისი სახელია. ირაკლი გასვიანი..რაღაც ისე ვერ არის რადგან ის ყველაზე უმცროსია დედმამიშვილებიდან და მაფია მას არუნდა ემართა..

“2011 წლის 30 მაისი”
პოლიციაში დოკუმენტები შევამოწმე და ვმახე,რომ ნარკოტიკებით ვაჭრობა და ხალხის უკანონოდ წაყვანა შეწყდა რაც ძალიან იშვიათია.

ბიჭებს შევხედე და მზერა გასვიანზე გადავიტანე.
-რა? მამაშენმა ეს რატომ გააკეთა? ეს ხომ მაფიის ბიზნესია.
-მგონი ადრეც გითხარი,რომ მამაჩემი ბაბუაჩემის და ბიძაჩემის მართვის სტილს არ ემხრობოდა.
-შენ ემხრობი.
-მე ეს არასდროს მითქვამს.
-შეიძლება არა,მაგრამ შენც იგივეს აკეთებ ახლა. თუ ვცდები? ნარკოტიკებით არვაჭრობ? და ტრეფიკინგით არ სარგებლობ? და იარაღები?
-ხანდახან საჭიროა.
-ხო დაიმშვიდე თავი მაგით.
-ელენე,კიდე რა წერია..მითხრა გიორგიმ.

“2011 წლის 24 აგვისტო

ჩემი შინაგანი მე მეუბნება,რომ კონფლიქტი ბანდებს შორის,ირაკლი გასვიანის და მის ძმას შორის ჯერ არ დასრულებულა.. და ლევანი თავისით იკრებს ძალებს.

ფურცლები უფრო გადავშალე და თარიღიც ვიპოვე.

“2013 წლის 5 იანვარი”
რამდენიმე წელი გავიდა რაც ირაკლისთან შეხვედრას ვცდილობ.

“2013 წლის 20 იანვარი.
ირაკლი გასვიანს შევხვდი,ის მართლაც ისეთი აღმოჩნდა,როგორიც ჩემს ინფორმაციაში ავღწერე..ვერ წარმოვიდგენდი,რომ მაფიის ლიდერო ასეთი იქნებოდა..ჩვენ ვისაუბრეთ მის ძმაზე..მან ამიხსნა სიტუაცია..ლევან გასვიანს მაფიის მართვა უნდოდა,მაგრამ მამამისმა ამის უფლება არმიაცა რადგან მას სხვანაირი იდეები აწუხებდა მართვის წესებზე...ირაკლისმ მითხრა,რომ მას ლიდერობა არასდროს არ ნდომებია..მან იციდა,რომ ლევანის მაფიის მართვა უნდოდა და ის ამის წინააღმდეგი არ იყო..ირაკლიმ ასევე თქვა,რომ მის ძმას ის ყოველთვის ეზიზღებოდა..მაშინ,როდესაც ბავშვები იყვნენ ლევანის ის ოჯახის შემარცხვენლად მიაჩნდა,რადგან სუსტი იყო...რაც ვისწავლე იყოს ის,რკმ მათი სამყარო სიბინძურით და სიმხეცობითაა სავსე..მათ აქვთ მათი წესი..”მოკალი ან მოგკლავენ” ირაკლიმ მითხრა,რომ ეს არასდროს მოწონდა,ის ნატრობდა,რომ მაფია სისხლში არ ქონოდა,მაგრამ რადგან აქვს ახლა ამას უნდა გაუმკლავდეს. მან მითხრა,რომ ერთადერთი რაც სურდა იყო,რომ ეცხოვრა მშვიდად მის ოჯახთან ერთად...ვიცოდი,რომ მას სამი შვილი ყავს,ირაკლიც მიყვებოდა მათზე და ამაყობდა თავისი შვილევით..და ეს მომენტი მარწმუნებდა,რომ ჩემს წინ ცივსისხლიანი კრიმინალი არ იდგა..ის იყო მამა,რომელსაც უნდოდა,რომ მათ შვილებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდათ,როგორიც მე მქონდა ისეთი..მაგრამ ის ცუდ ოჯახში დაიბადა და ეს ბოჭავდა..ჩვენს შორის განსხვავება მხოლოდ ეს იყო..მან მითხრა,რომ მისი შვილებით ამაყი იყო,რადგან ისინი განსხვავდებოდნენ,ისინი მაფიის ნაწილები არ იყვნენ,თუმცა სხვა გზა არ ქონდათ..მათი სამყარო ყოველთვის იქნებოდა მაფიასთან დაკავშირებული...მისი ურფოსი ვაჟი ლუკა,ახლა 22 წლისაა..ირაკლი ყოველთვის ამბობდა,რომ ის მასზე უკეთესი ლიდერი იქნებოდა..ის ამბობდა..რომ ლუკა იყო კეთილი და მზრუნველი..ის იბრძოდა სამართლიანად და ცუდ მხარეს არასდროს გადაუხვევდა..მას ყოველთვის უნდოდა დაესაჯა ის ვინც წესებს არღვევდა...ის ასევე მელაპარაკა მის მეორე ვაჟზე დემეტრეზე ის ახლა 19 წლისაა ღიმილით ამბობდა ირაკლი..დემეტრე? თან იღიმოდა..მას და ლუკას,ერთმანეთს ძალიან ამსგავსებდნენ..


გასვიანმა სიგარეტს მოუკიდა და ნერვიულად ეწეოდა...

დემეტრეს ყოველთვის ცივ და მკაცრ ადამიანად ჩანს,თუმცა ეს მხოლოდ მისი ნიღაბია..დარწმუნებულივარ,რომ მისნაირი სიყვარული არავის შეუძლია..და როდესაც მას ვინმე შეუყვარდება..ეს სიყვარული იქნება უძლიერესი.

მოიცადეთ..ნუთუ ჩვენ ერთი და იგივე რეპტილიაზე ვლაპარაკობთ? ჰმმ..ვფიქრობ,რომ ის თავის შვილს კარგად არ იცნობდა.
-უბრალოდ მნიშვნელოვანი რაღაცეები წაიკითხე..თქვა გაღიზიანებულმა..დავაიგნორე და კითხვა გავნაგრძე.

ირაკლიმ მითხრა:მე ვფიქრობ,რომ დემეტრეს ეშინია..ეშინია,რომ თუ ვინმე შეუყვარდა..ვიღაც ატკენს მის სიყვარულს..ამიტომაცაა ის ასეთი უკარება..რომ შეეძლოს ყველას ბოთლში გამოგვკეტავდა და ჯიბით გვატარებდა,რომ არავის არაფერი დაგვშავებოდა..ვცდილობ გავაგებინო,რომ არშეუძლია ვიღაც ჩაკეტოს იმისგამო,რომ დაცულად ყავდეს..თუმცა არვარ დარწმუნებული,რომ ეს გაიგო..მითხრა ირაკლიმ და გაიცინა.

ეს მართალია ნეტა? ვფიქრობდი..

მართალიხარ ირაკლი ბიძია..შენ ყოველთვის იცოდუ მისი ხასიათი..ფიქრობდა გიორგი.

ხოლო დემეტრე არაფერს ამბობდა..თვალები ჩასწითლებოდა და ქვემოთ ქონდა დახრილი

კითხვა განვაგრძე.

ის განსაკუთრებული ბავშვია,19 წლის ასაკის ბიჭი სრულიად სერიოზულია და იცის რა სურს ცხოვრებისგან..ჯერ კიდევ მაშინ როდესაც პატარა ბიჭი იყო ამბობდა,რომ პოლიციელობა სურდა მომავალში..მაგრამ არამგონია ეს მისი ოჯახის გამო გამოსვლოდა...ირაკლი დანაღვლიანდა.

-ეს სიმართლეა? პოლიციელობა გინდოდა? ვკითხე დემეტრეს.
-არამგონია,ეს საინტერესო იყოს ჩვენთვის..გამოსადეგი წაიკითხე რამე.
-ჰმმ..ირონიულად ვუთხარი-ადამიანისთვის ვისაც პოლიციელობა უნდოდა,უდიდესი მაფიის ბანდის წევრობის ლიდერობა მისივე ქვეყანაში..არცისე სახარბიელო ინფორმაციაა CV-ში ჩასაწერად.
-შეგიძლია უბრალოდ ეს დღიური წაიკითხო?!
კითხვა განვაგრძე.

შემდეგ მან მის პატარა გოგონაზე მიამბო..მას ანანო ქვია და ახლა 16 წლისაა..მან მითხრა:მე ყველაშვილი მიყვარს მთელი გულით..მაგრამ ჩემი პატარა გოგონა..ვიცი ეს მე არმგავს,მაგრამ თუ ვინმე გაბედავს,რომ ზედმეტად თითი დაადოს..ყველას მოვკლავ..ხომ იცი არა,როგორია გოგონას მამობა დეტექტივო ლაშხო?
<მან ჩემს ელენეზე იცოდა> ეს ადამიანი ნამდვილად არიყო კრიმინალი.

რამდენიმე ფურცელი გადავშალე..ლევანიზე ვიპოვე ნაწყვეტი და კითხვა დავიწყე.

ირაკლიმ მითხრა,რომ მათ მამას არუნდოდა..ლევანის ლიდერად დანიშვნა მისი ხასიათის გამო,რადგან იცოდა,რომ ის ომს წამოიწყებდა ინტელიგენციასა და თუ მოუნდებოდა მაფიის ბანდებთანაც..თან მამაჩემმა იცოდა,რომ თუ ლიდერად ლევანის დანიშნავდა მას აღარანაირი ავტორიტეტი აღარ ექნებოდა,რადგან ლევანი მის ბრძანებებს არ დაემორჩილებოდა...მამაჩემმა მე იმიტომ დამნიშნა,რომ ეგონა მაფიასა ჩემი ჩრდილიდან გააკონტროლებდა თუმცა ის გაოცდა როდესაც ამის უფლება არ მივეცი..მას ეს არმოწონდა,მაგრამ აღარაფრის გაკეთება შეეძლო..მაგრამ ყველაზე ცუდად ეს ლევანიმ გადაიტანა..ვგრძნობდი,რომ ჩემს ძმას ვეზიზღებოდი..მაგრამ არაფრის გაკეთება შემეძლო ახლოსაც არ მიკარებდა..მინდოდა ფრაზა “მოკალი ან მოგკლავენ” ოჯახიდან გამექრო

-ის ამიტომაც იყო სუსტი..გასვიანმა უეცრად ხელი ამგიდას დაარტყა და შიშისგან შევხტი-ზუსტად ამ სისუსტის გამო მოკვდა ისიც და დედაც!!!
-ამის თქმა როგორ შეგიძლია? რაც წავიკითხე იქიდან გამომდინარე მამაშენი კარგი ადამიანი იყო,მისი რომელიმე უნარი,რომ გქონოდა უკეთესი იქნებოდი!!! ვუყვირე და მანაც დამიყვირა.
-თუ ის ასეთი კარგი იყო მაშინ ლევანი უნდა მოეკლა როცა შანსი ქონდა..და ახლა ის და დედა კუბოში ორი ფუტის ქვეშ არ იქნებოდნენ...ჩემთან ანანოსთა და ლუკასთან იქნებოდნენ ცოცხლები.
-დემეტრე დამშვიდდი უთხრა გიორგიმ..დემეტრემ ამოიხვნეშა..მეც ფურცლები გადავშალე და კვლავ გავაგრძელე.

ირაკლიმ მითხრა,რომ ლევანი არ დანებდებოდა..მან იცოდა,რომ მასთან ფრთხილად უნდა ყოფილიყო..მაგრამ მას არ შეეძლო მისი ძმის მოკვლა.
მან შეამჩნია,რომ ლევანი რაღაცეებს ხლართავდა..ამიტომაც გადაწყვიტა ჩემთან თანამშრომლობა,რომ ის გაგვეჩერებინა..მე მას დავპირდი,რომ მის ძმას ციხეში ჩავსვავდი და იქიდან ვერავის ავნებდა..მაგრამ ირაკლი დაეჭვებული იყო..არუნდოდა მის ძმას მთელი მისი ცხოვრება ციხეში გაეტარებინა. ამაზე დღესაც ვცდილობ მის დაყოლიებას..

“25 მარტი 2013 წელი”
ლევანის კაცი დავიჭირე და გავარკვიე,რომ მას ირაკლის მოკვლა და მისი ძალაუფლების ხელში ჩაგდება უნდოდა..ვცდილობდი დავკავშირებოდი..მაგრამ გეგმები აირია..მას ველაპარაკე და შეხვედრა რამდენიმე დღეში დავთქვით..მისთვის ხმის ჩანაწერი უნდა გადამეცა,რომელიც დამამტკიცებელი საბუთი იყო...

-ეს არის! ხმის ჩამწერი ისარის რაც ჩვენ გვჭირდება.
-გასაოცარია!მაგრამ სად არის?
დემეტრემ ყუთი გაჩხრიკა.
-აქ არარის...წაიკითხე კიდე.

“26 მარტი 2013 წელი”
ირაკლი დაკავებული იყო და კვლავ ვერ მოვახერხეთ შეხვედრა..პოლიციის უფროსმა მითხრა,რომ სწრაფად გადამეცა მისთვის ეს ჩანაწერი,რადგან შეიძლებოდა ეს სხვა ბანდებსაც გაეგოთ და საფრთხე დიდი იქნებოდა.
პარანოიკი გავხდი..ჩანაწერი ყველგან თან მქონდა..დეპარტამენტში ვერ ვტკვებდი,რადგან შეიძლებოდა იქ ლევანის კაცი ყოფილიყო.

-ჯანდაბა! ის მოხდა რისიც გვეშინოდა მაგიდაზე ხელი დაარტყა გასვიანმა..ჩანაწერი მას ქონდა..ანუ ჩანაწერი ახლა განადგურებულია! რა ახლოს ვიყავით!
-მოიცადე კიდებ რამდენიმე ფურცელი დარჩა..ვუთხარი და კითხა გავაგრძელე.


“27 მარტი 2013 წელი”
ხვალ ჩემი გოგოს დაბადების დღეა..ის 18 წლის ხდება...როგორ მიქრის დრო..ჩემი პატარა გოგონა ახლა ზრდასრული ქალი ხდება..ამ საქმეს გადავდებ..მინდა,რომ მისი დაბადებისდღე შესანიშნავი იყოს..ისეთი,რომ არასდროს დაავიწყდეს..

ცრემლები წამომივიდა..გილოცავ მამიკო..ეს დაბადებისდღე ის დღეა,რომელსაც არასდროს დავივიწყებ..
-ელენე კარგად ხარ? თუ გინდა რამდენიმე წუთით შეწყვიტე კითხვა. მითხრა გიორგიმ.
ცრემლები მოვიწმინდე..
-არა,კარგად ვარ. მინდა,რომ დავასრულო ერთხელ და სამუდამოდ.

ვცდილობ ეს საქმე დავივიწყო,მაგრამ გონებაში მაინც მიტივტივდება.
ვფიქრობდი მისთვის რა მეჩუქებინა..ვიფიქრე გულსაკიდი ყვავილის ფორმით..მე და დედამისს ესეთივე გვაქვს..ეს ჩემი მშობლებისგან მივიღეთ ქორწილის დღეს მათ გვითხრეს,რომ ეს ოჯახის მემკვიდრეობაა,როდესაც ელენე დაიბადა ასეთივე იდენტური დავამზადებინეთ და გადავწყვიტეთ,რომ როდესაც ის 18 წლის გახდებოდა მაშინ გადაგვეცა მისთვის...აღელვებული ვარ..იმედი მაქვს მოეწონება..

ყელსაბამს ხელი მოვკიდე..ნუ ნერვიულობ მამიკო..ის ეგრევე შემიყვარდა,როდესაც მაჩუქე.

ყველა ინფორმაცია აქ შევინახე და საკეტად ყელსაბამის ფორმა დავაყენე..ელენეს შეეძლება გააღოს და პოლიციას მიუტანოს..იმშემთხვევაში თუ რამე დამემართება ხმის ჩამწერს დავმალავ...

-სად? კითხვა რატომ შეწყვიტე? მითხრა დემეტრემ.
-იმიტომ,რომ ეს გვერდი ამოხეულია..დღიური მათკენ შევატრიალე..
დემეტრემ დაიღრიალა და სკამი ესროლა კედელს მაგიდიდან ნივთები ერთი ხელის მოსმით გადაყარა..მე ის გაბრაზებული მინხავს,მაგრამ ეს..ახლა ის მონსტრივით იყო..
-დემეტრე...დაიწყო გიორგიმ.
-არგაბედო და არ მითხრა,რომ დავმშვიდდე. დაუღრიალა დემეტრემ..შიშისგან თვალები გამდიდებოდა და მაცახცახებდა..გულსმტკენდა მისი დანახვა ასეთ მდგომარეობაში..ახლა მე შემომიტრიალდა და ადგილზე გავიყინე.
-როგორ ფიქრობ ეს დღიური ჩვენამდე ვინმემ ნახა? მაღალ ტონზე მითხრა.
თავი გავაქნიე.
-არა,ვერ გახსნიდნენ..მე ვფიქრობ..
-რა? დამიყვირა.
-მან ის თვითონ ამოხია,იმ შემთხვევაში თუ დღიური ხელში სხვას ჩაუვარდებოდა..და ფურცელი უბრალოდ დაიკარგა.
დემეტრე ოდნავ დამშვიდდა და თავი ხელზე ჩამოდო.
-ძალიან ახლოს ვიყავით..ამის დედაც!
ფურცლებს ვაკვირდებოდი და ხელს ვუსმევდი..
-ეს რა არის?
-რა?
-ნუთუ ეს? დემეტრეს მაგიდიდან ფანქარი ავიღე და მთელი გვერდი გავაფერადე..
-რას აკეთებ? მკითხა დემეტრემ.
-შეხედე..დღიური ვაჩვენე..როდესაც ფურცლებს შევეხე ვიგრძენი..მამაჩემი კალამს ხელს ძლიერად აწერდა ამიტომ კალმის მოხაზულები სხვა გვერდზეც გადავიდა..ამიტომ გავაფერადე..უყურე!
-ეს გამოცანას გავს.
-გამოცანას? ვკითხე დემეტრეს.
-ხო.
-რათქმაუნდა ჩვენ ხშირად ვეუბნებოდით ერთმანეთს გამოცანებს ესეც ერთერთი მათგანი იქნება.

ჩემი დანახვა არ შეგიძლია,მაგრამ ნამდვილი ვარ/ვერ მგრძნობ,მაგრამ აქ ვარ/მწვერვალის წვეროზე თუ მიხვალ შეგეძლება დამინახო სად ვარ. ნახევრად აქ ვარ/ნახევრად არა/და დაიმახსოვრე რასაც გეტყვი/არაფერია ნამდვილი,რასაც ფიქრობ/მხოლოდ მაშინ იპოვი თუ ხარ კეთილი. ეს ნაგლეჯი ცხვირწინ დაიდე და მეც შენს წინ გავჩნდები.

-როგორ ფიქრობთ რაარის?
-მინიშნება ჩანაწერის საპოვნელად..კვლავ გადავიკითხე.

ჩემი დანახვა არ შეგიძლია,მაგრამ ნამდვილი ვარ/ვერ მგრძნობ მაგრამ აქ ვარ...

-გგონია ჩემოდანზე ამბობს? ვგულისხმობ,რომ გამოცანა ამბობს “აქ ვარო” თქვა დემეტრემ.
-შეიძლება! მივედი და ჩემოდანში კარგად მოვძებნე
-ვცადე მაგრამა რ იყო.. მითხრა დემეტრემ.
-იქნებ კიდევ გადავიკითხოთ და მივყვეთ.
1 საათი ვმსჯობდით..ბოლოს აღმოვაჩინეთ,რომ პატარა ღილაკი ქონდა ჩემოდან დავაჭირეთ და იქიდან დისკი განოცურდა.
-ჩვენ ეს შევძელით! დავიყვირე...გიორგი მხიარულად ჩამეხუტა.
-ამას უფრო ადრეც შევძლებდით უფრო ხშირად რო გემუშავათ შენ და დემეტრეს..გასვიანის მზერა დავიჭირე კმაყოფილს და ამავდროულად გაღიზიანებულს ვხედავდი.
-აბა ვნახოთ აქ რა გვაქვს! დისკი ლეპტოპში შეაცურა.
ეს ის მომენტია რასაც ამდენი ხანი ველოდით..აი ახლა..
კომპიუტერზე error ამოაგდო სახეები წაგვეშალა..

პ.ს ბოდიშით ბავშვებო 10 დღეა არ დამიდია ისტორია..მინდა გითხრათ,რომ დასასრულს ვუახლოვდებით და ბოლო თავები გადამწყვეტი და მტკივნეული იქნება პირადად ჩემთვის და ალბათ თქვენთვისაც ველოდები შეფასებებს



№1 სტუმარი სტუმარი სალო

ვაიმე ელენე ორსულად იყოს რა ::დდდ ❤️

 


იმედია შემდეგ ისტორიაში გავიგებთ რომ ელენე ორსულადაა თორემ ბუმი მინდა,ბუუუმიი!აღარ დააგვიანო და იმედია ხვალ დადებ❤❤❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

აუ კაი რაა ცუდათ არ დამთავრო არ გამაგიჟოო რააა

 


№4  offline მოდერი ენემი

მალე მალეეეე heart_eyes

 


№5  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო მალე დადე heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი tikoliko

ვაიმე რამე არ მოუვიდეს რომელიმესს :((((( ძალიან მაგარი გოგო ხარ <3

 


№7 სტუმარი ))))

ოღონ ეს წყვილ რ დააშლრლ და რასაც ნთხოვ შეგისრულებ :(

მალე დადებ შემდეგს?

 


№8 სტუმარი სტუმარი თაკო

აუ როდის დადეებ??? ძაან საინტერესოაა და ვგიჟდები ამათ წყვილზეე♥♥♥♥

 


№9 სტუმარი ))))

დადე რა მალლლლე :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent