შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი ნაწილი მეორე, 7თავი


25-03-2018, 21:44
ავტორი katiusha
ნანახია 2 861

გელოვანმა ნომრის კარი გაბრაზებულმა შეგლიჯა და მაშინვე იყვირა
-რატომ არ მითხარი ელენეს რომ ვიღაც ჰყავდა?წინ აესვეტა ირაკლის და თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა
-შენ ხომ არ გაგიჯდი?რა ხდება იქნებ მშვიდად ამიხსნა
-ელენეს ვიღაც ჰყავს,გაიმეორა ბექამ ამჯერად მშვიდად და გვერდით მიუჯდა ძმაკაცს.
ირაკლიმ სიცილი ატეხა ისე რომ სულს ვეღარ ითქვამდა.
-რა გაცინებს შეჩ..ა?ვერ გაიგე რა გითხარი?
-გავიგე თან ძალიან კარგად მაგრამ შენ რატომ გადარდებს ეგ?ახალგაზრდა გოგოა და რა გასაკვირია რომ ვიღაც მოსწონდეს?
-არააა.ვგიჟდები ამის გაფიქრებაზე.ამის წარმოდგენაზეც კი ჭკუიდან გადავდივარ.ხელები მომუშტა ბექამ და მუხლებზე დაირტყა
-დამშვიდდი.ეგ რომ ასე იყოს რუსა მეტყოდა
-რატომ მოგიყვებოდა რუსა თავისი მეგობრის პირადი ცხოვრების შესახებ?ის ვერ გაარკვიე მისი ქმარი სადაა და ამას გაიგებდი შენ?
-არა ეგ ნამდვილად არ ვიცი.იქნებ მის ქმარს გულისხმობდა ჰაა?
-გაარკვიე მერე რას მიყურებ დაურეკე და ჰკითხე
-თვითონ ჰკითხე.ამაღამ ისედაც ვახშამზე ვართ დაპატიჟებულები.საღამო უკვე დაგეგმა რუსამ.
-რა ვახშამი?
-დღეს შობის ღამეა და ერთად შევხვდეთო..არა მართლა ვერ გამიგია რა გაგიჟებს შენ.
-მომწონს ბიჭო მომწონს.სერიოზულად მომწონს. იყვირა გაცოფებულმა ბექამ წამოხტა. კედელს მოუქნია მუშტი და გამეტებით დასცხო,ტკივილმა სახე დაუმანჭა
-რას აკეთებ?შენ მგონი მართლა გაგიჟდი.წინ გადაუდგა ირაკლი და მეორედ მოქნეული მუშტი ჰაერში გაუშეშა.
-გავგიჟდი,ხოო გავგიჟდი.
-დაჯექი დამშვიდდი.და ახლავე გავარკვევ ყველაფერს.ირაკლიმ ჯერ ყინული მოუტანა და ხელზე დაადო,მერე კი რუსასთან დარეკა
არ პასუხობს.უთხა მაგრამ ბექამ ისეთი თვალებით შეხედა მიხვდა რომ მას უნდა ეკითხა ყველაფერი და კვლავ დაერეკა.მეგობარს რომ უყურებდა, თან ეცინებოდა და თან ცდილობდა სერიოზულობა შეენარჩუნებინა.
რამდენიმე წუთში ტელეფონი გათიშა და გვერდით მიუჯდა კმაყოფილი.
-იტყვი თუუ...
-არავინ არ ყავს ხო გითხარი,ასე თავის მანქანას ეძახის.გაეცინა და მეგობარს მხარზე დასცხო ხელი გასამხნევებლად.მერე კი ისევ იტერიკული სიცილი აუტყდა და გელოვანიც აიყოლია
-ასე მეც კი არ ვყოფილვარ მგონი შენ ჩემზე მეტად გაუბერე...
-არც მე არ მეგონა აქამდე რომ ის ჩემთვის ამდენს ნიშნავდა და იმის წარმოდგენამ რომ ეიძლკება მასში ვინმე შემეცილოს მაგიჟებს
-ვნახე უკვე შენი გაგიჟება მეტი აღარაა საჭირო თუ ძმა ხარ. წამოდგა და სასმელი ჩამოასხა ჭიქებში,.ერთი მას მიაწოდა მეორე თვითონ დაიტოვა.
-ეს ნამდვილად მჭირდებოდა ახლა,ერთი მოყუდებით გამოცალა ჭიქა და მეორე მოითხოვა მაგრამ ირაკლიმ უარი უთხრა
-ნუ გამოთვრები ამაღამ ეკლესიაში მივდივართ,ერთი იკმარე და მითხარი საქმესთან დაკავშირებით რას ვაპირებთ?
-თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაფერი იმ თურქი მრბოლელის მოწყობილია სერგი რომ ახსენებდა და მოტივი შურისძიებაა, მაგრამ ვისზე ეს არ ვიცი
-როგორ თუ ვისზე?სერგიზეც და ელენეზეც,პირველზე იმიტომ რომ ელენესთან მიახლოების უფლება არ მისცა და მეორე იიმიტომ რომ მას შეჯიბრში აჯობა და ხელში ვერ ჩაიგდო.
-ეგრეა ვიცი და ამის შემდეგ კიდევ უფრო ვაფასებ სერგის.
-იმიტომ რომ ელენე შენთან მოყავდA?გაეცინა ირაკლის
-იმიტომ რომ ქალის პატივისცემა ყველაფრის მიუხედავად არასოდეს შეშლია და ყოველთვის აფასებდა ღირსეულ ქალს
-ჩვენებისგან რა ისმის?
-ამოღებული ჩანაწერები შეისწავლეს და მათი ვინაობის დადგენას ცდილობენ,მათ თუ ვიპოვით შემკვეთზეც გავალთ.სანამ მათ არ დავიჭერთ მანამდე არაფერი არ შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ ელენეს აუცილებლად მიაკითხავს,ის ხომ მისი სუსტი წერტილია.
-იქნებ ჯობია ელენეს სიმართლე ვუთხრათ?
-არა ხომ იცი რა ფიჩხი და გადარეულია? არ მინდა რამე სისულელე ჩაიდინოს
-აბა ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს?როდემდე უნდა სდიო უკან ძიძასავით?
-იქამდე სადამდეც საჭირო იქნება
-რა თქმა უნდა შენ ხომ ეს სიამოვნებას განიჭებს.ჩაეღიმა ირაკლის.-აქედან როდის მივდივართ?
-რა იყო უკვე მოგბეზრდა საყვარელ ქალთან დასვენება?
-არა პირიქით,მინდა რომ რაც შეიძლება მეტი დასამახსოვრებელი და სასიამოვნო წუთი გავატარო მასთან ერთად
-ხოდა წამოდი მაშინ დრო არ დავკარგოთ და რამე სასიამოვნო დავგეგმოთ მათთან ერთად,მაგალითად ყინულის მოედანზე წავიდეთ სასრიალოდ
-რომელი მოციგურავე მე მნახე შეჩ..ა,თან ამხელა ღიპით... გაეცინა ირაკლის.-ისე ამ ბოლო დროს მართლა მოვიმატე ხო წონაში?
-ეგ არაფერი,რუსა უცებ დაგაკლებინებს გაეხუმრა ბექა
-ოღონდ მაგის ყბაში არ ჩამაგდო თუ კაცი ხარ იცინოდა ისიც,თან იცმევდნენ და თან გოგოების ნომრისკენ მიდიოდნენ.
კარზე მოურიდებლად დააკაკუნეს და თანხმობის შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით შელაგდნენ შიგნით. გოგოები საწოლზე მოკუნტულიყვნენ და ტელევიზორში რაღაც კომედიას უყურებდნენ.სპორტულებში გამოწყობილები და სახლის ფორმაში მაინც საოცრად გამოიყურებოდნენ.ბექამ უცებ წარმოიდგინა როომ სახლში როგორ დაელოდებოდა სამსახურიდან დაბრუნებულს და მისი ერთი ჩახუტება დაღლილობას მაშინვე მოუხსნიდა და მაინვე ჩაეღიმა
-ჩემნი ბიჭი მოსულა,წამოხტა რუსა დ ირაკლის კისერზე ჩამოეკიდა.
-როგორ ხართ გოგოებო?
-კარგად ირაკლი თქვენ როგორ ხართ?სულ გაგიჟდა მგონი ეს ამ სიყვარულისგან.- წამოდგა ელეც და მათ მიუახლოვდა
-ჩვენც,მის მაგივრად უპასუხა ბექამ
-რა ვქნა ჩემო ეელენე,მარტო ეს არაა გაგიჟებული სიყვარულისგან.- თქვა ირაკლიმ და ბექას გახედა რომელიც უცებ მიხვდა ნათქვამის აზრს და თვალები დაუბრიალა
-აბა რას გეგმავდით დღეს? ჩაერთო უცებ რომ მის ნათქვამისთვის ყურადღება არ მიექციათ
--ისეთს არაფერს,ამაღამ ხომ შობაა და ეკლესიაში წავსულიყავით.
-მშვენიერი იდეაა რუსა,თქვენ მოემზადეთ და ჩვენ ქვემოთ დაგელოდებით. დიდხანს არ გვალოდინოთ ისედაც საღამოა უკვედროებით ძვირფასო,ლოყაზე აკოცა ირაკლიიმ და ბექაც გაიყოლა ოთახიდან...გოგოები სადად გამოეწყვნენ.თბილი,ნაქსოვი ზამთრის კაბები შეარჩიეს.ელენემ შავი როგორც ყოველთვის,რუსამ უფრო ნათელი და მხიარული თან ებუზღუნებოდა მეგობარს დღეს მაინც თქვი უარი მაგ უჟმურ ფერზეო მაგრამ ვერ დაითანხმა. ფეხზე ზამთრის თბილი ჩექმები ამოიცვეს,შესაფერისი ქურთუკები აარჩიეს და მზად იყვნენ. მაკიაჟზე და ყველანაირ გადაპრანჭვაზე უარი თქვეს. ეკლესიაში მიდიოდნენ და უნდოდათ სადად და მოკრძალებულად ყოფილიყვნენ, თუმცა ამ ტანსაცმელსიც ბრწყინავდნენ.
დედოფლები არიანო.შეაფასა ორივემ ერთად გულში როცა კიბეზე ჩამომავალი დაინახეს ბიჭებმა ისინი, მაშინვე წამოდგნენ ფოიეში არსებული სკამებიდან და მათკენ დაიძრნენ.კომპლიმენტები არ დაიშურეს მათ მიმართ და გასასვლელისკენ დაიძრნენ,როგორც ყოველთვის რუსა ირაკლიზე აკრული წინ მიდიოდა.
ავტოსადგომზე იმაზე მოუვიდათ კამათი ვისი მანქანით წავიდოდნენ. საბოლოოდ ირაკლის ჯიპით წასვლა გადაწყვიტეს და შეყვარებული წყვილი წინ მოთავსდა,ელენეს ამჯერად უკმაყოფილება არ გამოუთქვამს ამაზე.მეტიც გულის სიღრმესი კმაყოფილიც კი იყო ბექას სიახლოვით.ნელ-ნელა იმ შიშის გადალახვას ახერხებდა რაც წარსულში გაუჩნდა მამაკაცების მიმართ და ნდობაც თითქოს უბრუნდებოდა....
გზაში მხიარულობდნენ და ერთობოდნენ,რუსამ მუსიკა ჩართო და აჰყვა,ელენესაც გადმოსძახა ამყევიო მაგრამ მან თავი შეიკავა. პირი დაღო როცა მას ბექა აჰყვა და და კარგი დუეტი გამოუვიდათ.
-რააა?ჰკითხა ელენეს როცა დაასრულეს
-არაფერი სასიამოვნოდ გაოცებული ვარ შენით.,გაუღიმა გოგომ
-შენ არ იცი ეს როგორ ნიჭიერი გვყავს.
-ნუ მაქებ ირაკლი
-ბავშობაში სკოლაში უნდა გენახათ როგორ მღეროდა, აქტიური ბავშვი იყო რომ იტყვიან შკოლნიკი და წიგნების ჭია აი ეგეთი...
-ირაკლიიიი შეუღრინა ბექამ
-ნუ ეჩხუბები მოიცააა, მაინტერესებს როგორი ბავშვი იყავი
-ძალიან კარგი და საყვარელი..როგორც ახლა,-განაგრძო ირაკლიმ
-როგორ გაიცანით ერთმანეთი
-ჩვენ ერთმანეთი ჩემო რუსა იქ გავიცანით სოფელში.მე თავიდანვე ხულიგანი და ყალთაბანდი ბავშვი ვიყავი,სკოლაში ბევრ რამეს ვაშავებდი,გაწამებული მყავდა მასწავლებლებიც,მოსწავლეებიც და მშობლებიც,ბოლოს სამჯერ რომ გამრიცხეს სხვადახვა სკოლიდან და აღარსად მიღებდნენ მამაჩემს ამოუვიდა ყელსი,ვერ გამომასწორა და მამიდასთან გამისვა სვანეთში.იქ კი ამის კლასში მოვხვდი,მის გვერდით დამსვეsკი გადავხედე ალმაცერად და მოვინდომე ყოყლოჩინომა მაგრამ მერე რო ვიგემე მისი მარჟვენა მივხვდი რომ მთლად ასეც არ უნდა ვყოფილიყავი და ისევ დაზავება ვარჩიემას მერე ერთად მოვდივართ,ჯერ იყო სკოლა,მერე საერთო ინტერესები აღმოვაჩნდა და ერთნაირი გატაცება გვქონდა.ასე მოვხვით ჯარში,ერთად წავედით და მოვიარეთ ავღანეთი,მერე ამან არ დაგვაკმაყოფილა და პოლიციის აკადემიაში ჩავაბარეთ.და ასე მოვედით დღემდე.
-ისე ეს იქაც ისეთივე მასხარა იყო როგორც ახლაა.
-სამაგიეროდ სენ იყავი ჭკვიანი და ისეთივე უჟმური როგორც ახლა ხარ.გაუცინარი ხელმწიფე.ბეჯითი მოსწავლე. ჩვენ რას არ ვაკეთებდით,ათAს რამეს ვიგონებდით რომ გოგოების ყურადღება მიგვექცია და მათი გულები დაგვეპყრო,ეს კი ერთს გაიღიმებდა და მორჩA იქ მთავრდებოდა ყველაფერი.
-რა ჩემი ბრალია მათ თუ თქვენნაირი ცანვარები არ მოსწონდათ,მხრები აიჩეჩა ბექამ
-მერე ვერავინ შეძლო თქვენი გულის დაპყრობა ბატონო ბექა?
-აქამდე ვერა.ახლა კი არის ერთი ვისაც ჩემი ღიმილი ეკუთვნის და ჭკვიანად თუ მოიქცევა გულსაც მიიღებს საჩუქრად.თქვა და ელენეს გადახედა გვერდულად
-შენ სულ ასეთი სერიოზული ხარ?
-კი,იქ მასწავლეს რომ ზედმეტი არაფერი არ ვარგა და თავის კონტროლი არ უნდა დაკარგო. პრაქტიკები გვქონდა მანქანის პროფესიონალურად მართვას გვასწავლიდა. იმ დროისთვის ერთ-ერთი წარმატებული და პროფესიონა;ლი ავტომრბოლელი გამოგვიგზვნეს.საუკეთესო შედეგები მქონდა და თავიდანვე ვიცოდი რომ ვერავინ მაჯობებდა გამოცდაზე.-საუბარი აქეთ სპეციალურად წაიყვანა ბექამ ელენეს რეაქცია აინტერესებდა.
-მერე?
-ერთ ჩვენ კურრსელს თვალშI არ მოვდიოდი და ათAს რამეს იგონებდა რომ ჩავჭრილიყავი.ვითმინე.ვითმინე და ბოლოს ყელში რომ ამომივიდა გამოცდაზე ისეთი ჩავუტარე რომ კინაღამ ადგილზე დაიღუპა.მაშინ ამიხსნა და მითხრა ჩვენმა მასწავლებელმა რომ მოთმინება არასოდეს დამეკარგა და ჩემს შანსს დავლოდებოდი,დღემდე ვითვალისწინებ მის რჩევას და ბევრჯერ გამომადგა ცხოვრებაში. რა თქმა უნდა შეფასება მაიიც უმაღლესი მივიღე და ცოტა ხნით სასჯელიც მივიღე მაგრამ ეს საქციელი არასოდეს მინანია.
-გაუცინარის რა გითხრა მაგრამ როცა საჭესთან ზის ისეთი გადარეულია ერთადერთი ვინც მეგულება რომ მას გაასწროს და მოუგოს ეს ჩვენი მასწავლებელია,არ დაიარება ამ ქვეყნად
მეორე ადამიანი ვინც ამას შეძლებს
ელენეს ჩაეცინა და ბექას შეხედადა თვალი თვალში გაუყარა,დარწმუნებული იყო რომ ეს ისტორია სპეციალურად მოყვა მისი რეაქცია აინტერესებდა
-მთლად ასეც ნუ იქნებით დარწმუნებული ირაკლი.
-მართალია,ელენეც არანაკლებად ატარებს ავტომობილს.
-შევეჯიბროთ?
-აკრძალულ რბოლაში მონაწილეობას არ ვაპირებ
-რატომ ფიქრობ რომ აკრძალულია?
-იმიტომ რომ ამხელა გამომძიებელი კაცი და თანაც განყოფილების უფროსი ქუჩის როლაში მონაწილეობას მიიღებს დავიჯერო?და წესებს დაარღვევს?
-ხანდახან გვიწევს ჩვენც წესების დარღვევა,თუმცა ვცდილობ ეს იშვიათად გავაკეთო,სხვაგვარად არ გამოდის ჩვენს პროფესიაში. თუმცა მამამ ისე გამზარდა რომ ბავშვობიდან მინერგავდნენ ერთგულებას,პატიოსნებას და წესიერებას და კაცობას.კაცს რომ ნამუსის ძარღვი გაუწყდება მერე მისგან ერთგულებას და გატანას ნუღარ ელიო და მეც სულ ვცდილობ გვერდით ისეთი ადამიანები არ მყავდეს ვისშიც ეჭვი მეპარება და დარწმუნებული არ ვარ..
-კაცი ყველაფერს დაიბრუნებს სინდის-ნამუსის გარდა,.ასე მასწავლა მეც ზურა ბიძიამ.ბექას მამამ.დაამატა ირაკლიმ
-ასეთ ოქროს ბიჭს თავისუფალს ვინ გტივებს ბიჭო, გაეცინა რუსას,-დაქალი მყავს გასათხოვარი და უნდა გიმაჭანკლო,ელენე ქვია..იხუმრა და მაშინე მიიღო ელენესგან მკვლელი მზერა
-ვხუმრობ კარგით.უკან მიმაქვს ჩემი სიტყვები..
-თქვენზეც მოგვიყევით რამე?-სთხოვა ირაკლიმ
-ჩვენზე მერე მოგიყვებით ეკლესიიდან რომ გამოვალთ,უკვე მოვედით....

პირველად გოგოები გადავიდნენ და იქაურობას თვალი მოავლეს,უკვე ბინდი იყო ჩამოწოლილი მაგრამ თოვლის ფონზე სხვანაირი ნათელი იდგა,ეკლესიის ეზოში ბევრი ხალხი არ იყო,მხოლოდ ორი თუ სამი მანქანა იყო გაჩერებულ.პატარა ეკლესია იყო.საოცარი სიმშვიდე სუფევდა და ელენესაც შინაგანი სიმშვიდე დაეუფლა..
ბექამ ჩუმად მიაწოდა ირაკლის იარაღი და შეინახეო უთხრა.
-იმედია ამაღამ არ დაგვჭირდება,გული ცუდს მიგრძნობს
-არაფერი არ მოხდება შობის ღამეა მშვიდად წავიდეთ,ნახე როგორი საყვარლები არიან და როგორი ბავშვურები,გაახედა გოგოებისკენ რომლებიც ეზოში იდგნენ და ფოტოებს იღებდნენ,თან მხიარულად იცინოდნენ და ერთმანეთს თოვლს ესროდნენ..მერე რუსამ დაუძახა მათ თქვენც მოდით ერთად გადავიღოთ ფოტოებიო და ისინიც ერთმანეთის მიყოლებით გადავიდნენ მანქანიდან,გვერდით ამოუდგნენ და პირველი ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
-აუ ბექა გაიღიმე რაა ნუ ხარ ასეთი სერიზული,დატუქსა რუსამ -აბა მოვემზადოთ...
ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და გაეცინა.რუსა კმაყოფილი დარჩა
გოგოებმა თავსაბურავი მოიხვიეს და ეკლესიისკენ დაიძრნენ,მობილურებს ხმა გაუთიშეს და შიგნით შევიდნენ.სანთლები იყიდეს და საკურთხეველთან ახლოს დადგნენ,ხალხი ბევრი არ იყო და თავისუფკლად იდგნენ,მამაომ წირვა დაიწყო,ყურდაღებით უსმენდნენ მას და გულშიც ლოცულობდნენ,ყველას თავის გულისტკივილი,სათხოვარი და საფიქრალი ჰქონდათ.იმდენად იყვნენ ლოცვაში გართულები გელოვანმა ამიტოვ ვერ შენიშნა მისი ტელეფონი რომ გაუჩერებლად რეკავდა...
-ჯანდაბა ამის დედაც... შეიგინა სერგიმ დ სკამს ამოჰკრა ფეხი
-ისევ არ პასუხობს?
-არა მიშო.ნეტავ რა ეტაკათ და სად არიან.ხო მშვიდობა აქვთ.
-იმედია რომ ელენეს არაფერი უჭირს
-არა უნდა წავიდე,ვეღარ მოვიცდი,დროა რომ ვიმოქმედო ჩემებურად
-სულ არ გააფუწო ყველაფერი სერგი
-ჩემთან ხარ თუ რჩები?მკაცრად ჰკითხა სერგიმ
-სადაც შენ იქაც მე.მაგას რათ უნდა კითხვა.
-მასინ მივდივართ,თქვა სერგი,სეიფიდან იარაღი აიღო და კაბინეტიდან გავიდა.
-ის მაინც იცი სად არიან?
-ბოლოს რომ ველაპარაკე მითხრა სადაც მიდიოდნენ და ჩვენც იქ წავიდეთ,იმედია არ დავაგვიანებთ.სერგიმ მანქანა დაქოქა და უცებ მოსწყვიტა ადგილს....
წირვა გვიან დასრულდა,თითქმის შუაღამე იყო.გოგოებმა საბოლოოდ ილოცეს.პირჯვარი გადაისახეს და ბიჭებს შეხედეს
-წავიდეთ?ჰკითა ბექამ
-წავიდეთ.თავი დაუქნია ელენემ და წინ წავიდა.
-ხომ არ დაიღალეტ გოგოებო?
-არა ირაა,თავს საოცრად ვგრძნობ,მიეხუტა რუსა-სულიერად დავმშვიდდი.
-ესეგი ცოტა ხანს მეშველება.გეცინა ირაკლის
-ირაკლიიი დღეს ნუ მაჩხუბებ ძალიან გთხოვ,- გაებუტა რუსა,ელენეს ხელი ჩაჰკიდა და გვერდით გაიყვანა.-მოდი გოგო აქ ფოტოები გადავიღოთ.
ბექა მანქანისკენ წავიდა და ჯიბიდან მობილური ამოიღო,სერგისგან ამდენი გამოტოვებული ზარი რომ ნახა მიხვდა რაღაც ვერ იყო რიგზე და მაშინვე ირაკლის დაუძახა,თან რეკავდა ბიჭთან.
-რა ხდება?
-არ ვიცი,რაღაც ცუდი მოხდა ალბათ სერგის იმდენჯერ აქვს დარეკილი,მე კი ვერ გავიგე ხმა მქონდა გათიშული.
მერე ყველაფერი წამებში მოხდა..საიდანღაც შავი დაბურულმინებიანი ჯიპი გაჩნდა.ეზოში შემოვარდა და გოგოების პირდაპირ გაჩერდა.ბექას სახეზე შიში გამოესახა და სერგის სიტყვები ფრთხილად იყავითო და იარაღის გასროლის ხმა ერთდროულად გაისმა..ტელეფონი ძირს დაუვარდა და იყვირააა
-დაწექით გოგოებოოოოო.
-რა ხდებაა.?მათკენ მიბრუნდა რუსა და უნებურად ელენეს წინ აღმოჩნდა.ტყვიამ ჰაერი
გაკვეთა და რუსას სხეულში გაჩერდა,ინერციის ძალით უკან გადავარდა და ელენეს ჩაუბარდა ხელებში.მან თავი ვერ შეიმაგრა და ორივე ძირს დაეცნენ,თუმცა დაცემამდე მასაც მოხვდა ერთი ტყვია მხარში..
-არაა რუსააა,-იღრიალა ირაკლიმ და მისკენ გაიქცა.ბექა მანქანაში შეხტა და იარაღი ამოიღო თავდამსხელების მისამართით ცეცხლი გახსნა.მეორე იარაღი კი ირაკლის გადაუგდო.ორივემ გახსნა ცეცხლი.გელოვანის ნასროლმა მიზანს უწია,ერთ-ერთი ნიღბიანი დაიჭრა.,ამან შეაჩერა ისინი,მანქანში ჩასხდნენ და გაიქცნენ ისე როგორც გამოჩნდნენ...მათი წასვლა და მეორე მანქანიშ შემოვარდნა ერთი იყო.
-რუსა საყვარელო,არ გაინძრე,არ ადგე.ღრიალებდა ირაკლი.ელეს მისი თავი კალთაში ედო და ცრემლები ღაპა-ღუპით სცვიოდა.
-გთხოვ თვალები გაახილე რუუუს,გთხოოვ.გონზე მოდი
ბიჭი გულში იკრავდა შეყვარებულს და საყვარელი ქალის დაკარგვით გამოწვეულ შიშს შეეპყრო.
ხალხი წიოკით თუ დარბოდა მანამდე და სად გაქცეულიყო არ იცოდა.ახლა გარს შემოეხვივნენ დაჭრილებს.ირაკლი მუხლებზე დამხობილიყო და გულში იხუტებდა რუსას.რომელიც სულ უფრო და უფრო ფითრდებოდა და მის სისხლში ისვრებოდა ორივე.ბექამ სასწრაფო გამოიძახა.ეკიპაჟები გააფრთხილა და მათთან გაჩნდა ისიც.
-ხმა გამეცი საყვარელო.გთხოოვ,ხმა გამეცი,.არ გამწირო,არ მიმატოვო. ღრიალებდა ბიჭი
-რუსაა არ დამტოვო,მეგობარო,მარტო არ დამტოვო,გთხოვ მითხარი რამე.უშენოდ რა მეშველება.ტიროდა ელეც.სულ ვერ გრძნობდა ტკივილს/ეს უფრო მეტად მტკივნეული იყო რუსას რაც ჭირდაგაჩერებული მანქანიდან სერგი და მიშო გადმოხტნენ და ისინიც მათთან მიიჭრენ.-ელეე როგორ ხარ?დაჭრილი ხარ.დახმარება გჭირდება
-ახლა არა სერგი,ეს სულ არ მადარდებს,მთავარია ის გადარჩეს
-სასწრაფო გამოიძახეთ.ღრიალბდა ირაკლი სასოწარკვეთილი
-მოდის ძმაო მოდის,ნუ გეშინია კარგად იქნება. დააწვინე და იქნებ ცოტა სისხლი შევუჩეროთ,
-არ გავუშვებ არ გავუშვებ ბექა არ მივცემ წასვლის უფლებას.თავს ვეღარ აკონტროლებდა ბიჭი.
-ირაკლი მანქანში გადავიყვანოთ და ვცადოთ სისხლის შეჩერება.-ახლა სერგიმ სთხოვა
-თქვენ რა ერთმანეთს იცნობთ?თვალები დაჭყიტა გაოგნებულმა ელენემ
-ისინი იყვნენ.-დააიგნორა მისი კითხვა სერგიმ.გირეკავდით და ვერ მოვასწარი გაფრთხილება
-ახლა ამის დროაა?იყვირა წყობიდან გამოსულმა ირაკლიმ
-მართალი ხარ იკა. სერგი მომეცი გასაღები
-მმარტო არ წახვალ მეც მოვდივარ
-სერგიიი შენი მოსწავლე ვარ ხომ არ გავიწყდება,უყვირა ბექამ-ეწვი გეპარება?
მანქანის გასაღები ჩუდო ხელში და მიშოს ანიშნა გაყევიო.
-მარტო მაინც არ წახვალ. ბექა წამოხტა სერგის მანქანის საჭეს მიუჯდა და თვდამსხმელებს დაედევნა. სერგი ელენეს მიუბრუნდა და ჩაეხუტა. მისი ჭრილობის შეხვევა სცადა. ამასობაში სასწრაფოს გამაყრუებელი ხმა გაისმა და უგონო მდგომარეონაში მყოფი რუსა საავადმყოფოსკენ გააქანეs.

საჭეს რომ მიუჯდა ჯერ კიდევ არ იცოდა საით უნდა წასულიყო ან რა უნდა მოემოქმედებინა.ერთადერთი ის მოახერხა რომ გარემოს თვალი მოავლოდა საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით მთავარ გზას დაადგა.წარმოდგენა არ ჰქონდა სწორად მიყვებოდა თუ არა თავდამსხმელების კვალს.მაგრამ ერთი რამ ზუსტად იცოდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა ისინი უნდა ეპოვა,ხელიდან არ უნდა გაეშვა.მათი კვალი არ უნდა დაეკარგა.
ყურსასმენი მოირგო ყურზე და განყოფილებაში დარეკა.
-აფციკ სასწრაფოდ სპეცრაზმი მოამზადე გზა გადაკეტეთ მცხეთასთან დასავლეთისკენ მიმავალიც და თბილისისკენ მიმავალიც.შავი პრადო,მუქი შუშებით, უნომრო, ეკიპაჟები გააფრთხილეთ,მცხეთა-მთიანეთის განყოფილებას დაუკავშირდით გზებზე ყურადღებით იყვნენ,განგაშია.ყვიროდა ტელეფონში.,ხმას ვეღარ აკონტროლებდა და თან გზას არ აშორებდა თვალს.-საავადმყოფოები შეამოწმეთ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია..
მაშინვე შეუდგნენ მისი ბრძანების შესრულებას და მეტიც რამდენიმე წუთი დასჭირდათ იმისთვის რომ გუდაური-ანანური -თბილისის გებზე მოძრავ პოლიციის ეკიპაჟებს დამნაშავეების ძებნა დაეწყოთ..
დაძაბული ჩაფრენოდა საჭეს და და უფრო უმატებდა სიჩქარეს,გზაზე არც ერთი მანქანა რჩანდა.მხოლოდ ერთი ორი მაქანა შეხვდათ გზაზე..ბოლოს უკვე იმედი რომ გადაეწურა და იფიქრა შეცდომით წამოვედიო მაშინ მოჰკრა თვალი ანანურთან დამნაშავეების მანქანას. მიშო კიდევ უფრო მეტად მოეკიდა სახელურს რადგან ბექამ სიჩქარეს კიდევ მოუმატა და თვალის დახამხამებაში ამოუდგა უკან ჯიპს სიგნალებით და გაჩერებას ანიშნებდა. ისინი დანებებას არ აპირებდნენ და ორივემ კარგად დაინახა მათკენ მომართული იარაღის ლულა. რასაც ცეცხლის გახსნა მოჰყვა
-დაიხარეე,უყვირა მიშოს და მუხრუჭს დააჭირა ფეხი. ტყვიებმა მიზანს ვერ მიაღწია.უმისამართოდ ჩაუქროლეს,სამაგიეროდ რომ აიხედა მის მხარეს მომავალი ტრაილერი დაინახა,მათ შორის მანძილი სულ უფრო მცირდებოდა.შეჯახება გარდაუვალი იყო.მიშომ თვალებიც კი დახუჭა და ფიქრებში სიცოცხლეს უკვე გამოემშვიდობა..
-ამის დედაც.--- შეიგინა ბექამ
-ფრთხილად გელოვანო აქ ნუ მომკლავ.იყვირა მიშომაც
-მოითმინე, ნერვის აუტოკებლად უთხრა ბექამ და მოხერხებულად აუარა გვერდი.ცოტა გაუჭირდა საჭის დამორჩილება მაგრამ დროულად დაუბრუნდა ტრასას.
უკვე მცხეთას უახლოვდებოდნენ.ისევ გადარეკა განყოფილებაში,მიღებული ინფორმაციით კმაყოფილი დარჩა და ჯიპს ძალიან აღარ მიახლოებია.კვალში ედგა უბრალოდ.,უკვე იცოდა რომ მცხეთასთან მის ნაქებ სპეცრაზმს და პოლიციას გზა გადაკეტილი ჰქონდა და ვერსად წაუვიდოდა მათ...
საბოლოოდ დევნა მართლაც აღნიშნულ ადგილზე დასრულდა.დამნაშავეებმა რომ შეამჩნიეს გადაკეტილი გზა მათგან დაახლოებით ერთ კილომეტრში გაჩერდნენ თუმცა ძრავი არ გამოურთავთ,ალბათ ფიქრობდნენ რა ექნათ,იქვე გაჩერდა ბექაც.მოულოდნელად მანქანა მოაბრუნეს და უკან დაიხიეს..
-არ არსებობს ჩვენსკენ მოდიან თან ისვრიან
-ღვედი კარგად შეიკარი და თავი დახარე,ახლა გაჩვენებ როგორი გადარეულები ვართ პოლიციაში.ჩაეღიმა გელოვანს და მათკენ დაიძრა.არც კი უფიქრია თავის არიდება.პირდაპირ მათკენ მიდიოდა.ალბათ არც ისინი ელოდნენ მის ამ მოქმედებას და დაბნეულებმა სროლა შეწყვიტეს,რითაც ბექამ ისარგებლა და ორი მანქანა ერთმანეთს შეასკდა. იარაღი მოიმარჯვა და მანქანიდან გადავიდა.პირდაპირ მათკენ მიდიოდა,წარმოდგენა არ ჰქონდათ რა მდგომარეობაში იყვნენ თავდამსხმელები.უშიშრად მიიწევდა წინ
-არ გაბედო გესმის გელოვანო,უკან დაბრუნდი.გაისმა რაციაში უფროსის ხმა.თუმცა ამან ვერ შეაჩერა.რამდენიმე ნაბიჟიც და მანქანასთან იყო, კარი გამოხსნა და უგონო მდგომარეობაში მყოფი თავდამსხმელები დაინახა.სპეცრაზმა ალყა შემოარტყ და მანქანას და იქაურობას გაარიდეს.სასწრაფოც ადგილზე იყო ამიტომ,დაკავებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს და დაცვა მიუჩინეს სანამ მათ დაკითხვას შეძლებდნენ.
-გონს რომ მოვლენ ყურებით მომითრიეთ განყოფილებში,პირდდ დავკითხავ.-გამოსცრა კბილებში
-დამშვიდდი გელოვანო,თავი აკონტროლე.რას აპირებდი რომ გადმოხტი და მათკენ გაიქეცი?შენ მართლა სუპერმენი ხომ არ გგონია შენი თAვი?რომ ესროლათ?მართლა გგონია რომ ტყვია არ მოგეკარება?უსაყვედურა უფროსმა.-საკუთარი თავი საფრთხეში როგორ ჩააგდე?
არაფერი მიჭირს კარგად ვარ.
-განყოფილებში წამოდი პატაკია დასაწერი მომხდარზე.ყველაფერი დაწვრილებით უნდა მომიყვე.
ბექას რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ უკან ის საწრაფო მოადგა გამაყრუებელი წივილით რომელსაც რუსა გადაჰყავდა საავადმყოფოში და ვეღარაფერი თქვა..
-ახლა არა გთხოვთ,ირაკლის საცაოლეა დაჭილი,მის გვერდით უნდა ვიყო.მობრუნდა და მანქანში ჩAჯდომა დააპირა როცა უფროსის ბრძანება მოესმა
-შესდექ გელოვანო.შენ ვერაფერს უშველი, საქმეს კი შუა გზაზე ვერ მიატოოვებ
-მართალი ხარ.მაგრამ ის ხომ...
-მისთვის ასე ჯობია დამიჯერე.
-კარგით.მოკლედ კრიმინალისტები გაგზავნეთ თავდასხმის ადგილზე.სამხილებს შეაგროვებენ,მასალებს შეისწავლიან.დანარჩენები ჯგუფებად დაიყოფით და დამნაშავეებს უყარაულეთ.გონს რომ მოვლენ სასწრაფოდ განყოფილებში გადმოიყვანეთ.აფციკ მომდეს შენი იმედი?
-რა თქმა უნდა როდის დამიღალატებიხართ?-გაიჯგიმა ბიჭი
-არასოდეს.....



№1 სტუმარი სტუმარი დარინა

იმდენად მიყვარს ეს ისტორია ყურადღებას აღარც ვაქცევ როდის დაიდება მთავარია წერა არ შეწყვიტო და დაგვიანებებს არაუშავს, ვგიჟდები მე ბექაზე ძალიან მაგარი პერსონაჟია, იმედია ელენე დროზე მოუყვება სიმარლეს. ველოდები ახალ თავს უკვე ალბათ დასასრულისკენ წავედით, მაგრამ არ მინდა რომ დასრულდეს, ცოტა მოსიყვარულე ბექა და ელენე მინდაააა.

 


№2 სტუმარი ))))

რათქმსუნდა ეს ისსსსა რაც მე მომწონსსს შეუდარებელიაა სასწსულია

 


№3  offline წევრი katiusha

სტუმარი დარინა
იმდენად მიყვარს ეს ისტორია ყურადღებას აღარც ვაქცევ როდის დაიდება მთავარია წერა არ შეწყვიტო და დაგვიანებებს არაუშავს, ვგიჟდები მე ბექაზე ძალიან მაგარი პერსონაჟია, იმედია ელენე დროზე მოუყვება სიმარლეს. ველოდები ახალ თავს უკვე ალბათ დასასრულისკენ წავედით, მაგრამ არ მინდა რომ დასრულდეს, ცოტა მოსიყვარულე ბექა და ელენე მინდაააა.

Gagaxareb da getyvi rom jer dasasrulamde shoria :-D

 


№4 სტუმარი მარი. ელ❤

ვგიჟდები მე ჩემს მწვანეთვალება დემონზე და რა გავაკეთოოო?! თითოეული ჩემთვის განსაკუთრებულია ყოველ ჯერზე რაღაც ახალს ვპოულობ მათში მთლიანად ისტორია ხო ისეთი ჩამთრევი და საინტერესოა მაგაზე ლაპარაკიც არ მააქვს:) ერთადერთი რაც არ მასვენებს ამ ისტორიის გამოჩენის დღიდან ეს ელენეს წარსულიააა:დდდ ძაან მაინტერესებს იმედია მალე გავიგეებთ:) რუსა ვიცი რო კარგად იქნებაა და არ ვნერვიულოობ ველი შემდეგს გამახარე მალეეე❤❤❤

 


№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მაგარი თავი იყო.იმედია რუსას არაფერი მოუვა.აი სერგი თუ გელოვანის მასწავლებელი იქნებოდა რას წარმოვიდგენდი blush სასიაამოვნოდ გაოცებული დავრჩი.მალე დადე რა გთხოვ.ძალიან კარგი ისტორიაა და არ მინდა დიდხანს ლოდინი,ისე მომწონს heart_eyes
--------------------
ლანა

 


№6  offline წევრი katiusha

Shemdeg tavshii saidumlos namdvilad gaigebt :-D

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent