ძველი "მე" წინა წელს რაჭაში დავტოვე (თავი მეორე)
მეორე დილით როგორც ყოველთვის სავარჯიშოდ ავდექი. მართალია რვა საათზე მთელ რაჭას ღვიძავს მაგრამ ქალაქში მუდამ ამ დროს ვდგები. შავი სპორტულები ჩავიცვი, თმა კოსად შევიკარი და ყურსასმენები მოვიმარჯვე თან ბოლი ხმაზე ავუწიე charlote cardin-dirty dirty და გზას გავუყევი სირბილით. დავინახე რამდენიმე მეტრში მჯდარი სამეგობრო იქედან მხოლოდ გეგე, ეველინი, მათე და ლიკა ვიცანი. გვერდის ჩავლას ვაპირებდი როდესაც იქვე მომღიმარი დემნა შევნიშნე, ყურსასმენები მოვიძვრე და მასთან მივედი -გამარჯობა-მითხრა მომღიმარი სახით -გამარჯობა-ვუთხარი მეც იგივენაირი გამომეტყველებით -აბაა შემომხედე ხომ არ ტირი შენი პირობა არ დაგავიწყდეს -არ მავიწყდება სერ-ვთქვი და ყურსასმენები შევიერთე. დემნას და გაკვირვებულ სამეგობროს დავემშვიდობე, დიდი გზის გავლის შემდეგ დაღლილ დაქანცული სახლში ვბრუნდებოდი როდესაც წინ ეველინი გადამეღობა -მატასი მდინარეზე წამოხვალ? ზუსტად ამ დროს დარეკა ჩემმა ტელეფონმა -ეეე გუგააა როგორ მომენატრე-დავიწყე ყვირილი და გეგას გვერდი ავუარე -მეც მომენატრე ცუნცულ -ცუნცულს მოგცემ ეხა შენ-ვუთხარი გაბრაზებულმა -აბა გამოიცანი სად ვარ? -სად ხარ? -რაჭაში -არ არსებობს შენ ჩემთვის აქ რაჭაში ჩამოხვედი??-ვკითხე კივილით-მიყვარხარ მიყვარხარ საუკეთესო ხარ მარტო შენ შეგიძლია ჩემი გამხიარულება -ხო შემხვდები? -აბა რას ვიზამ-დავიკივლე და ტელეფონი გავუთიშე. ბავშვებს მივუბრუნდი -ეველინ სორი მარა ვერ წამოვალ მნიშვნელოვანი ადამიანი უნდა ვნახო-ვთქვი და ძარღვებ დაჭიმულ გეგას გავხედე. არ გამომპარვია დემნას მზერაც "ესეც ეჭვიანობს?, არა შეუძლებელია ამოიგდე თავიდან" შემოვუძახე შინაგან მეს და სახლში შევედი. გრძელი კოჭამდე გაშლილი თეთრი სარაფანი მოვირგე, ფეხზე თეთრი ბოტასები, ოდნავ მაკიაჟი გავიკეთე და თმა ჩამოვიშალე. -დუუ მე გავდივარ -სად მიდიხარ მატუ? -გუგა ჩამოვიდა -მართლა? კარგი წადი ჭკვიანად იყავი-მომაძახა უკნიდან გარეთ რომ გავედი ყველანი იქვე იყვნენ დამჯდარი მდინარეზე კი არცეთი მიდიოდნენ. ირონიულად ჩავუარე მათ გვერდი და გეგას მწველ მზერას ყურადღება არ მივაქციე.. დანიშნულ დროს და ადგილას შევხვდი გუგას, იქვე ჩამოვჯექით და ბევრი ვისაუბრეთ ბოლოს კი ჩემთან წამოსვლა შევთავაზე.. გუგა ჩემი საუკეთესო მეგობარია ბავშვობიდან მოყოლებული, დაძმური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან და ძალიან ახლოს ვართ.. სახლმადე მისვლმადე დავიღალე ამიტომ ჩემმა კეთილმა გუგსიტომ ხელში ამიყვანა და ისე წამიყვანა.. სახლთან რომ მივედით, მეფე პატარძალს ვგავდით. უკვე შებინდებული იყო და ბავშვებს ცეცხლი უკვე დაენთოთ -ეე მატასი მოსულა, გოგო რაიყო ხოარ გათხოვდი?-შეიცხადა მათემ -დამსვი გუგუნა, მადლობა რომ აქამდე მომათრიე ხო რჩები დღეს-არ მივაქციე ყურადღება მათეს მსახიობურ შესრულებას -ვრჩები აბა რას ვშვები ისე მომანტრე-მითხრა და გეგას წინაშე მომეხვია, გუგამ ყველაფერი იცოდა წინა წელს მომხდარის შესახებ და უკვე დიდი ხანია სურვილი აქვს თავყბა გაუერთიანოს გეგას -უი ხო მართლა ერთმანეთი უნდა გაგაცნოთ-ყველა ჩამოვუყევი და ყველას წარვუდგინე გუგა. უეცრად გუგას ტელეფონი აწკრიალდა, ხუთ წუთიანი ლაპარაკის შემდეგ წასვლა მოუწია და მეც აღარ შევაჩერე... რაღა უნდა მექნა კოცონთან ერთი ვუთხარი ბავშვებს -ნახვამდისთქო და სახლში შემოვედი, ჩემი ფუმფულა საღამური ჩავიცვი და დავწექი. უკვე დაძინებას ვაპირებდი როდესაც ტელეფონზე ესემესი მომივიდა "ჩამოდი უნდა დაგელაპარაკო" ნომერზე ვიცანი რომ დემნა იყო. თავიდან შევყოყმანდი თუმცა შემდეგ მაინც გადავწყვიტე ქვემოთ ჩავსულიყავი, ფუმფულა ქურთუკი მოვიცვი და ქვემოთ დედასგან ჩუმად ჩავედი, ჩემი სახლის ქვემოთ იდგა ბატონი დემნა -რა მოხდა?-ვკითხე როდესაც ახლოს მივედი -ის ბიჭი ვინ იყო დღეს შენთან ერთად რომ ვნახე? -ბოდიში და ანგარიში შენ უნდა ჩაგაბარო? -კარგი მაშინ ხვალ დალურჯებული შეხვდი შენს ნაცნობს -იცოდე გუგას ხელი არ ახლო, გაფრთხილებ ის იმაზე მეტს ნიშნავს ჩემთვის ვიდრე ფიქრობ -ხოდა ზუსტად ეგ მაინტერესებს რას ნიშნავს შენთვის ეგ ბიჭი-მითხრა და სახლის კედელთან მიმიტყუა -დემნა გეყოს-ვუთხარი როდესაც სუნთქვა შემეკრა -რაიყო ვეღარ ითმენ და ჩემი კოცნა გინდა?-იკითხა და თავი უფრო ახლოს მომიტანა. სადაც იყო ჩვენი ტუჩები შეეხებოდა ერთმანეთს მაგრამ მე ვერ გავბედე, ვერ შევძელი ამიტომაც ხელი ვკარი და სახლის კიბეები ავირბინე. გულ აჩქარებული შევვარდი ოთახში და ლოგინში ჩავწექი. იმ ღამეს ნახევრად მეძინა რადგან ფიქრებითაც და სიზმრებითაც დემნასთან და მის სურნელთან ვიყავი... მეორე დილით დედაჩემმა სავარჯიშოდ არ გამიშვა, ცოტახანი დაისვენეო ამიტომ მეც ავუსრულე მოთხოვნა. გარეთ ვიყავი გასული და სამეგობროსთან გავლას ვაპირებდი როდესაც წინ ეველინი გადამიდგა -რაგინდა?(მატასი) -რა მინდა? ჩემი ძველი მეგობარი მატასი მინდა ჩემი პოზიტიური გოგო რომელიც ჩემთან ერთად უამრავ სიგიჟეს აკეთებდა -ხოდა სხვაგან ეძებე რადგან აქ აღარ არის-ვთქვი და გვერდის ავლა დავაპირე თუმცა ისევ წინ დამიდგა -მატასი რა დაგემართა?, სრულიად სხვა ადამიანი გახდი სად დამეკარგა ჩემი მხიარული გოგო, მეგობარი რომელიც ასე არ მექცეოდა და მეგობარი რომელიც ვიღაც ბიჭს რომელიც გუშინ იყო შენთან ერთად ჩემზე წინ არ აყენებდა -ეველინ მე გუგას მუდამ შენზე წინ ვაყენებდი რადგან ის ჩემთვის ბევრს ნიშნავს. მითხარი რა გინდა რომ გავაკეთო და გავაკეთებ -დღეს ეკლესიაში მივდივართ,ნუ მონასტერში აი ეხლა და წამოდი შენც -კარგი წამოვალ მაგრამ მომზადება მაცადე-ვთქვი და სახლში შევედი გაკვირვებულ ბავშვებს კი ყურადღება არ მივაქციე. წელში გამოყვანილი შავი კაბა ჩავიცვი, შავი სანდლები და შავი შარფი მოვიხურე.. გამზადებული გავედი გარეთ და ბავშვებს შევუერთდი.. შუა გზაში ვიყავი როდესაც გვერძე გეგა დამიდგა -მატასი -რა გინდა -უნდა ვილაპარაკოთ -შენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს -ძალიან გალამაზებულხარ, ალბათ ეს ჩემთვის გააკეთე -მისმინე თავდაჯერებულო იდიოტო, შენთვის არაფერი გამიკეთებია ყველაფერი ჩემი თავისთვის გავაკეთე და თუ შეიძლება გამიშვი-ვუთხარი და გვერდი ავუარე.. ბავშვევის ლაყბობას ყურადღება არ მივაქციე მონასტერში შევედი და ხატის წინ დავიჩოქე -ღმერთო შენთვის არასდროს არაფერი მითხოვია, არასდროს არაფერი მსურვებია და ეხლა პირველად გთხოვ, გევედრები გამძლეობა მომეცი რომ გავუძლო მის დანახვას რომ გავუძლო საერთოდ აქაურობას,გავუძლო მის ლაპარაკს მის გამომეტყველებას დამხატე იმდენად ძლიერი რომ ძველი მიამიტი მატასი აღარ გამოჩნდეს, დამხატე სხვა ადამიანად გევედრები, რომ გავუძლო მათ გავუძლო ამ ადამიანებს-ვთქვი და ცრემლები გადმოვუშვი -რატომ გინდა რომ სხვა ადამიანი გახდე-გავიგონე დემნას ხმა და ფეხზე წამოვდექი-რატომ ხარ მატასი ასეთი, რამოხდა შენს ცხოვრებაში წინა ზაფხუხლს, რატომ ხარ ასეთი მიუკარებელი და ცივი, რატომ არ გინდა რომ ოდნავი მანძილით მომიახლოვდე,რატომ არ გინდა რომ ძველი მატასი დარჩეს, რატომ შეიცვალე რამ შეგცვალა ასე ამიხსენი-მითხრა გამწარებულმა. ვერაფერი ვუპასუხე, ვერაფერი ვუთხარი, მეშინოდა, ვერ ვეუბნებოდი, უბრალოდ ასე მოხდა და ვერ ვუთხარი -კარგი არ გამცე ხმა შეგიძლია იყო ისევ ჩუმად-მითხრა და ეკლესიიდან გავიდა. მთელი გზა ხმა არ ამომიღია არც მე და არც დემნას, საღამოს სახლში ვიყავი გარეთაც არ გავსულვარ... მეორე დღეს დემნა არ გამოჩენილა, საერთოდ არსად არ იყო, არც ბავშვებთან არც დაურეკავს არც მოუწერია, უბრალოდ გაქრა. რაღაც დამაკლდა რაღაც გამიქრა რაღაც წავიდა, გულიდან ამომეგლიჯა.. მესამე დღესაც რომ არ გამოჩნდა ვეღარ მოვითმინე და საღამოს დავურეკე -გისმენ..-მითხრა ცოტახნიანი დუმილის შემდეგ -დემნა უნდა ვილაპარაკოთ პს. წავიკითხე წინა თავზე კომენტარები დიდი მადლიბა მათ ვისაც მოგეწონათ???? ერთი თხოვნა მაქვს ასეთი შინაარსის კომენტარებისგან თავი შეიკავეთ "მატასი რა სახელია მატასი არა მატრასი" და ა.შ. ამგვარ კომენტარებზე პასუხს არ გავცემ და ტყუილად ნუ გაისარჯებით... იმედია ახალი თავი მოგეწონებათ ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.