ლურჯი ნისლი (სრულად)
ლურჯი ნისლით იყო ამოვსებული იმ ღამით თბილისი... ლაპმპიონებსაც დაეწყოთ უკვე ჩაქრობა. კაცი-შვილი არ დადიოდა ქუჩებში. თითქოს, დილისა და სიახლის შიშით შეყუჟულიყო შინ ყველა. რამდენიმე ღამენათევი, თვალებჩაშუპებული, კულულების ნელი რხევით მოდიოდა მარტოდმარტო. დაძაბული აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს და ცდილობდა თავისთვის მანამ ეიძულებინა ნაბიჯების ერთმანეთისთვის შეწყობა, სანამ სახლამდე არ მიაღწევდა. გრძნობდა, თუ თავს ოდნავი მოდუნების საშუალებას მისცემდა, სხეული მთლიანად აუთრთოლდებოდა. მიღებული ადრენალინი და შოკი ერთბაშად გამოექცეოდა სხეულიდან და გონებასაც დაკარგავდა სადმე. თავს არც დაღლილობის ცნობის უფლებას აძლევდა. რობოტად ქცეული იტოვებდა უკან ქუჩებს და მხოლოდ თვალებსღა ახამხამებდა დროგამოშვებით. -არავის ეცოდები? -მოპირდაპირე მხრიდან ვიღაცის ხმა რომ გაიგო, ადგილზე გაშეშდა. კუნთები აუკანკალდა, სასწრაფოდ უნდა წასულიყო. -ამ დროს ქუჩაში? - გაიკვირვა ხმამ. გაცრეცილი ცის ფონზე ძლივს მოჩანდა მისი გაჩერებასთან მდგარი სილუეტი. გვერდი აუქცია გოგომ, თავის საშინელი ტკივილი შეეჭრა სხეულში და იმაზე უარესად გახდა, ვიდრე ცოტა ხნის წინ იყო. -სად გარბიხარ, გეშინია? - ისევ გაიგო ხმა და შებრუნდა. რაღაცის სათქმელად დააშორა ტუჩები ერთმანეთს, თუმცა პირიდან ხრიალის მსგავსი ხმის გარდა, არაფერი ამოსვლია. ახალგაჩენილ თავის ტკივილს თავბრუსხვევაც დაერთო და ისე მოულოდნელად იგრძნო მისი სხეულის გარდამოსვლა და შემდეგ წამიერი წვა, ვერც გაიაზრა სიბნელე როგორ ეწვია... ხანგრძლივად ცურავდა უწონო მასაში. იქ მაინც არ გრძნობდა დაღლილობას და ქუთუთოების ერთმანეთისთვის დაშორების ოდნავი სურვილიც არ ჰქონდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა. მის გონებაში რამდენიმე წამს გასტანა გაბმული ზარის რეკამ და რომ დასრულდა, დაპროგრამებულმა, ნელა გაახილა თვალები. ეუცხოვა გარემო. თვალში მოხვდა მუქი ლურჯი კედლები და ოთახს თვალი რომ მოავლო, კედლებთან მთელს სიგრძეზე ჩაყოლებული მოჩუქურთმებული წიგნის თაროებიც გაარჩია. თავი ოდნავ წამოწია რომ გაეგო სად იყო. რბილ საწოლზე იწვა, საბანი ეფარა. დიდ ძალისხმევად დაუჯდა წამოჯდომა და ფეხების თბილი სივრციდან გადმოწევა. საშინლად იყო გაკვირვებული. გაახსენდა გაჩერებაზე მდგარი ბიჭის სილუეტი და ისიც, რომ გონება მის ცხვირწინ დაკარგა. მისმა აყვირებულმა გონებამ იფიქრა რომ ზუსტად იმ უკანასკნელის სახლში იმყოფებოდა და უცებ ამოიცვა საწოლთან, კოხტად დაწყობილი კედები. კარიდან ფართო დერეფანში გავიდა, რომელიც ფრძელ კიბეებს მიუყვებოდა. საოცარი სახლი იყო. საკმაოდ ძველი, მაგრამ გემოვნებით, ლამაზად მოწყობილი. შენობაში გამეფებული სიჩუმე, სიცარიელე აოცებდა. საკუთარი ჩანთის და ქურთუკის პოვნა, შემდეგ კი იქიდან თავქუდმოგლეჯით წასვლა უნდოდა. -არის აქ ვინმე? - დაიძახა კიბეებზე მიმავალმა. - ვინმე...? - ამოილუღლუღა კიდევ ერთხელ და აკანკალებული ხელები თმაზე გადაისვა. მის სიტყვებს პასუხი არ მოჰყოლია... მისაღებში ნანახი სიცარიელის შემდეგ, ჯერი სამზარეულოზე მიდგა. შესასვლთან, საკიდზე იყო მისი შავი ქურთუკი და უბრალო ჩანთა. ორივეს დაფეთებულმა სტაცა ხელი და ის ის იყო ქურთუკი უნდა მოეცვა, ჯიბეში ფურცელი რომ ნახა. წარბშეკრულმა გაშალა და სიტყვები ამოიკითხა: "მეტი უნდა დაიძინო და ჭამო. სულ კი ვერ გიპოვი?" წერილმა ისე გააკვირვა, თალებგაფართოებულმა, წარბაზიდულმა, ოდნავ დაღებული პირით სამჯერ გადაიკითხა და შემდეგ ძლივს მოიფიქრა სახლის დატოვება. უზარმაზარ, ძალიან მწვანე ეზოში გავიდა და ნანახით გაოცებული გაშტერდა. ეგონა ეზოში კი არა, ტყის შუაგულში იდგა. ფოთლებს შემოდგომის მიწურულის სახასიათო ფერები ჰქონდათ. ბრდღვილებდნენ ყვითლად, წითლად და გახუნებულ მწვანედ. ბაღში საქანელა და ჰამაკიც დალანდა, თუმცა თავს შემოუძახა რომ უნდა წასულიყო იქიდან და ამოძრავდა. სახლი მთაწმინდაზე იდგა, შემაღლებულ ადგილზე. მალევე მიხვდა სად იყო და საით უნდა წასულიყო, სახლამდე რომ მიეღწია. არეული ნაბიჯებით შევიდა სახლში. დაიძახა, მოვედიო და არც დალოდებია პასუხს, ისე შეფრატუნდა საძინებელში. ვერ გადაწყვიტა დაეძინა თუ შხაპი მიეღო, სანამ საავადმყოფოში წავიდოდა, მაგრამ პარალელურად შიოდა. იფიქრა მეყოფა ძილიო და სწრაფად შევარდა საძინებელში. გრძნობდა რომ ინგრეოდა. არ ეძინა, ძალიან ცოტას ჭამდა, თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდებოდა ათასში ერთხელ, მაშინაც მეცადინეობდა. უნივეტსიტეტიდან მირბოდა საავადმყოფოში და იქ ქანცის გაწყვეტამდე ცდილობდა საკუთარი თავის მაქსიმუმი წარმოეჩინა, რაც საკმარისი არ იყო. მისი მაქსიმუმი საკმარისი არასდროს იყო... სამედიცინოზე ჩაბარებამ სოციალიზმი მთლიანად ჩაკლა მის არსებაში, დაავიწყა გართობის, ოჯახთან ურთიერთობის განმარტება და სხვების მკურნალი, რამის თავად გახადა სამკურნალო. -დედი, დღეს სახლში ხარ? - სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო, დედამისმა რომ გასძახა, სამზარეულოდან. -არა ერთ საათში საავადმყოფოში უნდა ვიყო. არ დამელოდო, უნივერისტეტში იქიდან წავალ პირდაპირ. - უთხრა და სამზარეულოდან გამომავალ სუნებს განაბული მიჰყვა. -დღეს უფრო ადრე არ უნდა დაბრუნებულიყავი? ექვსზე დილით. - ჰკითხა გაზქურასთან მოფუსფუსე შუა ხნის ქალმა. არ უნდოდა დედისთვის გადამხდარი ეამბო. ისედაც ვერ იტანდა ქალი მის სახლში არ ყოფნას, რეჟიმს და მომავალ პროფესიას, არ სურდა დაემატებინა. -ბოლო წამს შემოიყვანეს პაციენტი და დარჩენა მომიხდა.. - უცებ მოიტყუა და მაცივრისკენ გაიწია. დედამისმა თავი დანანებით გააქნია, კიდევ ერთხელ გაუკვირდა რატომ აირჩია თავისმა ქალიშვილმა სამედიცინო და გოგონას თეფშზე საუზმე გადაუღო. მალე გადმოხედა დედა-შვილს თავისი ოთახიდან მისმა ძმამ და ახალგაღვიძებული სალამი და გაფართოებული თვალები უბოძა გოგოს. -სახლშია! სახლშია! მიჩქმიტეთ, ანა საუზმობს! ჩვენთან ერთად! - დაიწყო ყვირილი და მაგიდის კიდესთან მჯდომს ჩაეხუტა. - მომენატრე! -მეც მომენატრე. - უთხრა და გაირინდა. ასეთ სიტუაციებში ძალიან ენატრებოდა სახლში ყოფნა. მამა მცირეწლოვანმა დაკარგა და მას შემდეგ მისი პატარა ოჯახი უფრო შეიკრა. დედამისი წელზე იდგამდა ფეხებს რომ მას და მის ძმას არაფერი მოკლებოდათ. თავის მხრივ, ძმაც არაფრით აგრძნობინებდა რომ მამა არ ჰყავდათ. ძალიან უყვარდა და ეამაყებოდა ისინი, თუმცა მაინც გრძნობდა დანაკლისს. არ იმჩნევდა, არაფრით იკარებდა უმშობლობის სევდას, მაგრამ ის თითქოს თან სდევდა. მოუშორებელი ჭირივით დაყვებოდა ყოველ ნაბიჯზე და გამოძრავების ძალასაც უკარგავდა ხანდახან... ავტობუსიდან ჩამოხტა და უზარმაზარი, ცისფერი, შუშებიანი შენობის წინ გაჩერდა. უკვე გრძნობდა აჩქარებულ გულისცემას, სისხლმა ვენებში უფრო სწრაფად დაიწყო მოძრაობა. გრძნობდა, რომ ეს მისი ადგილი იყო. მისი არენა. იქ შეეძლო საუკეთესოს მიღწევა ეცედა. იქ, შეეძლო ვინც უნდოდა, ის გამხდარიყო. საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიობაზე შეეძლო ემუშავა. იქ კლავდა ყველანაირ ფიქრს გარესამყაროზე, არ აინტერესებდა არც დაღლილობა, არც სისუსტე და არც შიმშილი. იქ სულ სხვა ადამიანი იყო. -პირველო, როგორც იქნა! - საავადმყოფოში შესვლისთანავე ეცა რეზიდენტი. - სასწრაფოდ გამოიცვალე და მიმღებში ჩამოდი, გავგიჟდი იმდენი ხალხია! დროით, დროით! - ხელის აქნევით ააჩქარა ოცნებებში აჭრილი გოგონა და მწარედ დასცა დედამიწაზე. "მიმღები? იყოს მიმღები." - გაიფიქრა მწარედ. ხუთ წუთში უკვე იქ იდგა. გადაჭედილ სივრცეს უყურებდა, ყვირილისა და შეძახილების ხმა, აპარატების წრიპინი ესმოდა. -მეოთხე საწოლთან ექვსი წლის გოგონა ხიდან ჩამოვარდა, ფეხზე აქვს ჭრილობა, გაკერე და გაწერე. შემდეგ მერვე საწოლთან, ქალია 30 წლის, ანალიზების პასუხები მომიტანე. გასინჯე მეორე საწოლზე პაციენტი რამე სერიოზული თუ იქნება ჯავახიშვილს დაუძახე. ოპერაციაზე შევდივარ მე. მიდი, პირველო, სწრაფად! - დააჩქარა ქალმა და ისიც უცებ ეცა მეექვსე საწოლს. ძალიან უნდოდა ოპერაციაზე დასწრება, მაგრამ ისიც კი უკვირდა, ქალი გაკერვის საშუალებას რომ აძლევდა. მართალი იყო ის, რომ ცუდად არ გამოსდიოდა თავის საქმე და ქალის დავალებებსაც თითქმის უშეცდომოდ ასრულებდა, თუმცა მესამე კურსის სტუდენტს რომ სერიოზულს, არავინ არაფერს დაავალებდა, ესეც ესმოდა. ხალხის ყვირილის ხმები ერთმანეთში აირია. მექანიკურად აწყნარდებდა გოგონას, რომელიც ტირილს არ წყვეტდა. თითქმის დაიჯერა აზრები იმაზე, რომ ქირურგები რობოტები არიან, რომ ისინი არ გრძნობენ, არ სტკივათ და არ ადარდებთ. იცოდა, მშვენივრად იცოდა, რომ საკუთარ თავს იმ ბავშვის ტკივილის წარმოდგენის უფლებას თუ მისცემდა, ცუდად წავიდოდა საქმე. თუ ეტკინებოდა იმ მშობლის ტკივილი, რომელსაც შვილი ახლახანს გარდაეცვალა, ვერ შეძლებდა გამოძრავებას. თუ ხალხის ყვირილს, ტირილს, გოდებას მისი გულისკენ მიმავალ გზას მიასწავლიდა, თავად იქნებოდა საოპერაციოში გადასაყვანი. ვერ გაძლებდა ასე. თუ იგრძნობდა, განადგურდებოდა. -შესვენება დაიწყო, პირველო! - შეუძახა კურსელმა ბიჭმა. - საჭმელი ავიღოთ და გალერეაში შევიპაროთ, აპენდიქტომია აქვს მიხალკოვას! - ბიჭის აღტაცებულ სახეს, გოგონამ ღიმილითა და თავის დაქნევით უპასუხა. ოთხ საათიანი მუშაობის შემდეგ, 10 წუთიან დასვენებაზე ნამდვილად ვერ იტყოდა უარს. და შემდეგ ყველაფერი ისეთ მწყობრში ჩადგა, ანა პირველს სულ მიავიწყდა მისი ქურთუკის ჯიბეში ჩაჩუთული ბეჭედი, რამდენიმე კარგი რჩევითა და მთაწმინდაზე, მოშენებული ტყის შუაგულში გაჩენილი ძველი სახლი... * - * - * -ანა, მეცხრეზე, ბიჭის აქვს კრუნჩხვები! - შეუძახა რეზიდენტმა. საღამო იყო, არ იყო მიმღები გადაჭედილი. სასწრაფოდ დასერიოზულდა, ყველა აზრი გაფანტა გონებასთან, პირად საქმეს დაავლო ხელი და ოთახის ბოლოსკენ გასწია. ფურცელი გაშალა და პაციენტის სახელი და გვარი ამოიკითხა. ანდრეა ვიბლიანი ჩაიბეჭდა გონებაში და მიუახლოვდა. საწოლზე წამოჯენილ პიროვნებას, სულაც არ ეტყობოდა რომ 5 წუთის წინ კრუნჩხვები ჰქონდა. გაფითრებული, მუქ ლურჯ თვალებს ატრიალებდა აქეთ იქით და გოგონას სახეს რომ შეეფეთა, გაკვირვების ელდამ და წამიერმა სიამოვნებამ სახეზე ერთდროულად გადაურბინა. -გამარჯობა, მე ანა პირველი ვარ, უნდა... - გოგონას წინადადების დასრულება არ დააცადა, ისე უთხრა: -შენ აქ როგორ გამუშავებენ? - ხმა ძალიან ეცნო და ადგილზე გაშეშდა. ბიჭის გაღიმებულ სახეს რომ დააკვირდა, მიხვდა ვინც იყო და ძალიან ისურვა იქიდან გამქრალიყო. -უნდა გაგსინჯოთ, თუ შეიძლება! - ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ხალათის ჯიბეში ფანარს დაწვდა. -ისევ ისეთი ფერმკრთალი ხარ. არ იჯერებ არა ჩემს რჩევას? - ბიჭს თითქოს არ ესმოდა მისი სიტყვები, დაჟინებით მიშტერებოდა გოგონას თვალებს და სულაც არ აპირებდა მზერის მოწყვეტას. -ანდრეა, უნდა გაგსინჯოთ! - დაიჟინა გოგომ. -სულ ტყუილად მომათრიეს აქ, ამის დედაც! - შეიკურთხა ბიჭმა. - სერიოზული არაფერი მჭირს, პრინცესა, შეგიძლია გამწერო. - უთხრა გოგონას და მანამ წამოფრინდა საწოლიდან, სანამ გააზრებას მოასწრებდა. - კიდევ გნახავ! - შეუძახა და ღია კარს მიღმა გაუჩინარდა. ხმაგაკმენდილი დატოვა გოგონა ცარიელ საწოლთან. რამდენიმე წუთით გამოჩნდა, დაატრიალა ქარიშხალი და შემდეგ უცებ ჩადგა. ისეთი შეგრძენება ჰქონდა, რომ მოეჩვენა. მოეჩვენა გონების დაკარგვაც, ის საოცარი სახლიც და ეს ბიჭიც. რეალურობის დასტურად მხოლოდ პირადი საქმე ჰქონდა, რომელზეც მტკიცედ, მიხალკოვას გაკრული ხელით მიეჯღაბნათ ანდრეა ვიბლიანი. * ბიჭის გაუჩინარებამ მას დიდი პრობლემები გაუჩინა. ვერ იგებდა ვერავინ, როგორ გაქრა პაციენტი, რომელიც კრუნჩხვების შეტევით შემოიყვანეს. ანას მიხალკოვამ უსაყვედურა და უთხრა, საოპერაციოს წინ ორი კვირა გავლილიც არ დაგინახოო. გონამ გაიფიქრა, ისე ხომ რას ამბობთ, სულ იქ ვიყავიო, თუმცა ხმა არ ამოუღა. დასჯერდა ბედს და უფროსების დავალებებსაც შეძლებისდაგვარად, სანიმუშოდ ასრულებდა. რამდენიმე დღის უძინარმა, სახლის კარი რომ შეაღო უნივერსიტეტის შემდეგ, გაუკვირდა მარტო რომ არ იყო. მისაღებიდან სიცილის ხმები ისმოდა, რომელთაც მიჰყვა და სასიამოვნო სიურპრიზი ნახა. დივანზე წამომსხდარიყვნენ ლუკა და მისი საზღვარგარეთ წასული ბიძაშვილი, ნინე. გოგონა რომ დაინახეს, ორივე სიხარულით წამოდგა ადგილიდან. -დედა, ეს ვის ვხედავ! - შესძახა გოგონამ და მონატრებულს გადაეხვია. -როდის ჩამოხვედი? რატომ არ გამაგებინე? - შეუტია ანამ და ღიმილით მოშორდა. -დამხვდებოდი არა, აეროპორტში? - წარბების თამაშით უთხრა და ისევ ადგილს დაუბრუნდა. - ფერი არ გადევს გოგო, საერთოდ. გაუბერე შენ? -საერთოდ არ გძინავს, არა? ხომ არ მოგაკითხოთ, შენ და მიხალკოვას საავადმყოფში? - "უფროსი ძმის" სიმკაცრე გამოავლინა ლუკამ. -რას ეტყვი, ჩემს დას ნუ ამუშავებო? - გაეცინა გოგოს. - როდის ჩამოხვედი, ნინე? -ნახევარი საათის წინ. ისიც ვიფიქრე, დავდგებით მე და ლუკა ანაჩკას-მეთქი და აი, გამოჩნდი შენც! - ტაში შემოკრა. -როდის უბრუნდები მშობლიურ სახლს? - ჰკითხა ლუკამ. მარტივად მიხვდა გოგო, მშობლიურ სახლში რაც იგულისხმებოდა. -ხვალ, ლექციების შემდეგ. - გაეღიმა ანას. -ღმერთო, მთელი 24 საათი გვქონია! -ნუ გიხარია, ნინე. ეს დაწვება ახლა და დაიძინებს, მერე ადგება და იმეცადინებს. მერე შეჭამს და ისევ დაიძინებს. - ჩამოურაკრაკა განრიგი ლუკამ წარბშეკრულ გოგონას. -საღამოს გამაღვიძე და გავიდეთ სადმე, ნებას გრთავთ. - ამოთქვა გოგონამ, მოუხედავად იმისა რომ დასახული გეგმის "მეცადინეობა-ძილის" დაღვევა ძალიან არ უნდოდა. ბედნიერების ყიჟინა ატეხეს ლუკამ და ნინემ. რომ მიწყნარდნენ, თავად მიაცილეს გოგონა საძინებლამდე და შემდეგ უჩუმრად გამოიხურეს კარი. ანას ძალიან რომ არ სდომოდა ძილი, მათი ჩხუბისა და ნივთების მსხვრევის ფონზე, ნამდვილად ვერ მოხუჭავდა თვალს. თუმცა გადაქანცულ ტვინს დასვენების საშულება რომ მიეცა, მაშინვე უკუაგდო ყველა ხმა და ილუზიურ სიმშვიდეში, უცებ შთაინთქა... * სიზმრების სამყარო ისეთი მონატრებული ჰქონდა, ისეთი სასურველი... კარგა ხნის წინ აუკრძალა საკუთარ თავს ოცნება. ზედმეტად რეალისტი იყო იმისთვის, რომ ოპერაციებს ან ლექციებს შორის, შესვენებაზე მჯდარიყო და თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცზე, პარალელურ სამყაროებზე ან ჯადოქრობაზე ეფიქრა. დაძინებისას კი, თითქოს მისი გონება ინაზღაურებდა ოცნებების არქონას და ათასფერ, საოცარ სიზმარს უგზავნიდა. ზოგში გადამწვანებულ მდელოებზე სეირნობდა, ზოგში დამოუკიდებელ ოპერაციას ატარებდა, ზოგშიც მოშენებული ტყის შუაგულში, სახლის უკან, საქანელაზე იჯდა და ვიღაცას უცინოდა. დაფეთებულმა გაახილა თვალები და ნანახი სიზმარი რომ გაახსენდა, ისევ მოწყვეტით დაეცა საწოლზე. "რატომ მესიზმრება ის წყეული სახლი?" - ჰკითხა საკუთარ თავს და პასუხიც მარტივად გასცა, მიუხედავად იმისა რომ სრულიად სწორი არ იყო: "იმიტომ, რომ ამაზე უცნაური არაფერი გამხდარა შენს თავს, უნებურად ფიქრობ იმაზე რაც საინტერესო, უცნაური და მისტიკურია. ტვინი მუშაობს ასე, სხვა არაფერი." მის ოთახში ნელი ნაბიჯით შემოიპარა ნინე და როცა ნახა რომ ეღვიძა, სახე გაებადრა. -შემთხვევით ვნახე შენი ქურთუკი. ეს ვინ მოგწერა? - უთხრა და ცხვირწინ ანდრეა ვიბლიანის წერილი აუფრიალა. მაშინვე წამოვარდა და ფურცელი ხელიდან აართვა. სულ მიავიწყდა მისი არსებობა, ამიტომაც ედო ჯერ კიდევ ჯიბეში. -კურსელია, დაღლილი რომ ვიყავი გონება დავკარგე და... - თავადაც ვერ გაიგო რატომ ატყუებდა, თუმცა ისიც იცოდა, სიმართლის მოყოლის და მერე ნინეს შეცხადებების თავი არ ჰქონდა. - რომელი საათია? სახლშია ლუკა? - უცებ გადაიტანა თემა და ტელეფონს დახედა. მესიჯს სწერდა მიხალკოვას "მსხვერპლი" როგორ მიმატოვე ალქაჯის კლანჭებში, მარტო მე დავრჩი, გამწყვიტა ქანციო. -სახლშია, კი, გავისეირნოთ? - თვალები აენთო გოგოს. არც შეუხედავს, ისე დაუქნია ანამ თავი. -მოვწესრიგდები და... - ნინე ღიმილით გავიდა გარეთ. საკუთარ თავს შემოუძახა, რომ ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა გართობას მოახერხებდა და აუცილებელი იყო ეს საღამო ყველანაირი "საქმე მაქვს" შემოტევების გარეშე გაეტარებინა. ცოტა ხომ მასაც სჭირდებოდა? რატომ არ შეეძლო რეალობა მიეღო და ერთი ღამით დაევიწყებინა მომავალი პროფესია... გაუჭირდა, თუმცა გამოუვიდა. შეუძლებელიც იყო, ორი არანორმალურის ხელში მოწყენა შესძლებოდა. ლუკამ იმდენჯერ უთხრა, მიბწკინე, არ მჯერა აქ რომ ხარო, რომ მთლიანად დალურჯდა და რამის საავადმყოფოში დაბრუნება მოუხდათ. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. რესტორანში ივახშმეს და შემდეგ თბილისის ქუჩებში დიდხანს ისეირნეს. -ხედავ რა კარგია გარეთ? - უთხრა ნინემ. - მე არ შემიძლია სახლში ყოფნა. სულ გარეთ ვარ იქაც, დედაჩემი სერიოზულად პანიკდება უკვე, თოკით უნდა დაგაბა სახლშიო. -შენ ისეთი ხარ, დაბმაც არ გიშველის! - სიცილით გადახვია ლუკამ ერთი ხელი დას, მეორე კი-ბიძაშვილს და ორივე მიიხუტა. - ჩემი დაიკო ძალიან მაგარი ნეიროქურურგი დადგება და ჩვენს ტვინებს რა ზიანსაც აყენებს ახლა, სულ თავის ხელით გვიმკურნალებს. -ისე, სხვა პროფესიას ვერც წარმოვიდგენდი ანასთვის. სულ ძალიან მიზანდასახული იყავი, ყოველთვის ცივი გონებით აზროვნებდი, გადაწყვეტილებებს იღებდი. არ მიკვირს რომ ყველაზე რთულ სამუშაოს ასე უმკლავდები. -კარგით, ავწითლდი, არ გინდათ! - სიცილი დაიწყო გოგონამ, როცა მიხვდა რომ ლოყები უღაჟღაჟდებოდა. ძალიან ბედნიერი იყო. უხაროდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ამაყობდნენ მისი ოჯახის წევრები მისით. მას ყოველთვის ეს უნდოდა. უნდოდა საამაყო ყოფილიყო. უნდოდა ყველაზე მაღალი მწვერვალი მარტოს დაელაშქარა, ყველაზე რთული პროფესია აერჩია და საუკეთესო ყოფილიყო. მთელი გააზრებული ცხოვრება იყო ამაზე ფიქრობდა და იცოდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოხდებოდა. ბედნიერი იყო, როცა მიხვდა, რომ სულაც არ ცდებოდა. მის გათეულ ღამეებს, დაღვრილ ოფლსა და სახლისგან შორს ყოფნას დააფასებდა მიხალკოვაც, ლექტორებიც, მისი დედა და ძმაც და ყველა, ყველა დანარჩენიც... გვიანი იყო სახლში რომ მივიდნენ. დაღლილი ნინეს დანახვაზე გაეცინა. იმას უკვირდა, შენ როგორ არ დაიღალეო. -ეს ორდღიანი გადაბმული მუშაობის შემდეგ თუ შეიძლება დაიღალოს, ნინე, ნუ გიკვირს. - ლუკამ გასცა პასუხი მის ნაცვლად. საძინებელში შეიკეტა გოგონა, ზღაპარი დასრულდა და რეალობას დაუბრუნდა. იმ რეალობას, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი ჰქონდა სამეცადინო. *-*-*-* მეორე დილას ძლივს დაეხსნა ნინეს მკლავებს. არ უშვებდა, მომენატრე, რა უნამუსობააო. იმასაც დაპირდა, მოვალ მე მაგ ჯოჯოხეთის სავანეში, მეტი არ მინდა ვნახო რომ ზიხარ და ბუზებს ითვლიო. ბუზებს რომ ვითვლიდე, სახლში უფრო კომფორტული არ იქნებოდაო? სიცილით ჰკითხა და მანამ გავარდა ეზოდან, სანამ გოგონა წამოეწევოდა. უკვე საავადმყოფოსთან იყო, შენობის წინ მყოფი სკვერიდან რომ დაუძახეს. -პირველო! - რადგან გვარით მიმართეს, იფიქრა რომ იქიდან იქნებოდა ვინმე, მაგრამ რომ მიიხედა, სკამზე წამოჭიმული სულ სხვა ადამიანი დახვდა. ხელი მაგრამ მოუჭია ჩანთას და ადგილზე გაშეშდა. -ახლოს მოდი, მეზარება ყვირილი! - უთხრა ბიჭმა და წელში მოიხარა, წვივები მუხლებს დააყრდნო და საოცრად ლურჯი თვალებით გამოხედა. -მეჩქარება... - დაიწყო გოგონამ, თუმცა თავისდაუნებურად წაიწია წინ. ბიჭს გაეღიმა და ხელით ანიშნა, გვერდით დამიჯექიო. მისთვის უამრავი კითხვის დასმა უნდოდა, თუმცა ხმას ვერ იღებდა. თითქოს მისი თვალები ჰიპნოზს უკეთებდნენ. გამოძრავების ძალაც დაკარგა... -ვიღაცას შეეცოდე, აშკარად. გამოძინებული ხარ და ფერიც გაქვს. - უთხრა ღიმილით. გოგოს გაკვირვებისგან ყბა მოექცა. -იმისთვის დამიძახე რომ ეგ გეთქვა? - ჰკითხა. ბიჭს თვალები გაუფართოვდა. -აბა, სხვა რა? აა.. რომ გავქრი, ის გაინტერესებს? - მიუხვდა მაშინვე და ჩაეცინა. - პირველად არ ხდება, არ მინდოდა პრობლემები შეგქმნოდა. არ უნდა ვყოფილიყავი იქ... -აბა სად უნდა ყოფილიყავი, ეპილეფსიის შეტევის დროს? - თვალები დაუწვრილდა გოგონას. ყურებს არ უჯერებდა. -ეპილეფქსიის შეტევა არ არის... - უცებ დასერიოზულდა ბიჭი. - არ მინდა მაგაზე საუბარი. კარგად ხომ ხარ? -რაში გაინტერესებს? - თავი ვერ მოთოკა გოგონამ და უხეშად ჰკითხა. -მაინტერესებს! - გაბადრა სახე ბიჭმა. -კარგად ვარ, კი. - რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ უთხრა. - და ჩემი ცვლა დაიწყო, მადლობა რომ შემაყოვნე. - უთხრა და ისე უცებ წამოდგა, არც ბიჭის სახე დაუნახავს და აღარც მისი სიტყვები მოუსმენია. დისორიენტირებული შევიდა შენობაში და ასე გააგრძელა ყოფნა მთელი დღე. საქმემაც ვერ გაუქრო ის უცნაური შეგრძნება, ბიჭის ნახვის გამო რომ დაეუფლა. ძალიან მოუნდა გაეგო რა სჭირდა, თუმცა საკუთარ თავს ძიება აუკრძალა. ისეთი ფერის თვალები ჰქონდა ანდრეას, როგორიც იმ ნისლს, მათი პირველი შეხვედრის დროს რომ იყო თიბილისში. უცნაური ტონის ლურჯი იყო, არც ცისფერი ერია შიგ, არც-ნაცრისფერი. ერთი, უმოძრაო, გაბნეული და გაშეშებული ლურჯი იყო დაუფლებული ბიჭის ირისებს. მთვარიან ღამეზე ოდნავ ღია, საღამოს ცაზე-ოდნავ მუქი ფერის. ბიჭზე ფიქრები საბოლოოდ მაშინ განდევნა, როცა მიხალკოვამ უთხრა, შენი სასჯელი დასრულებულია, ხვალ დილით მაქვს ოპერაცია და თუ შენი ცვლა არ მორჩება, დაესწარიო. მისი ცვლა დილის 6-ზე მთავრდებოდა, თუმცა რა თქმა უნდა არც კი გაუვლია აზრად სახლში წასვლა. კურსელს შეუცვალა და იქ კიდევ ერთი დღით დარჩა. მერე კიდევ უკვირდა ლუკა რომ ემუქრებოდა რეზიდენტს. მისი რა ბრალი იყო, ყველაფერი საინტერესო მაშინ რომ ჩნდებოდა, როცა მისი ცვლა იწურებოდა?!.. * -ერთ დღეს ყელში ამომივა! - გასასვლელთან, საკაცეზე ერთმანეთის გვერდით მიყრილი სტუდენტებიდან ერთ-ერთმა ამოთქვა და სხვებს გადახედა. -ქალი კი არა ეშმაკია! - დაიწუწუნა მის გვერდით მჯდომმა, მოკლეთმიანმა გოგონამ და მესამეც აჰყვა. -და ჰგონია გვასწავლის ასე? ამ სულელური სასჯელით ვსწავლობთ? - ამოიფრუტუნა. -პირველი,ხმა არ გაიღო, იცოდე! - ხელი ასწია ბიჭმა, როცა მიხვდა რომ გოგონა რაღაცის თქმას აპირებდა. - ერთ ოპერაციაზე რადგან შეგიშვა, ანგელოზი გახდა? -ანგელოზი და მიხალკოვა? - შეიცხადა გოგომ. - მკაცრია, მაგრამ იცის რასაც აკეთებს. ამას ვამბობ მხოლოდ. -მაშინაც იცოდა, რასაც აკეთებდა ვიღაც იდიოტის გაქრობის გამო რომ მიგაკერა მიმღებს? - ზუსტად იმის გახსენება მაკლდაო, გაიფიქრა გოგომ, თუმცა არაფერი უთქვამს. ნამდვილად ფიქრობდა, რომ რეზიდენტს ამ შემთხვევაში არაფერში მიუძღოდა ბრალი. მორიგე სტუდენდებმა მაშინ არ დაუძახეს ქალს, როცა პაციენტის ანალიზებში დარღვევა შენიშნეს, რამაც მისი მდგომარეობის გაუარესება და განრისხებული მიხალკოვა გამოიწვია. ქალმაც ყველა მათგანს აუკრძალა მთელი კვირის მანძილზე ხელის განძრევა. საბუთებს მოაწესრიგებთ და პაციენტებს მიიღებთ, სხვა დროს კი სხვებს უყურებთო-განაცხადა. -წავედი მე. - თქვა ანამ ცოტა ხნის შემდეგ და წამოდგა. - არ მოდიხართ? - ჰკითხა სხვებს. -ბოდიში რომ მოვუხადოთ? რომ ვუთხრა ყოველ დილით ცხელ ყავას დაგახვედრებ-მეთქი? ჩემი მანქანით გატარებ-თქო, რომ ვუთხრა არ მიმაკარებს პატიცენტებს მაინც? - ლუღლუღებდა ბიჭი. ანას სახეზე დაღლილმა ღიმილმა გადაურბინა, არა, არ მიგაკარებსო მიაძახა და გასახდელისკენ წავიდა. საავადმყოფოდან გამსვლისას უკვე იწყებდა ცა შემუქებას. ბოლო დროს ნორმალური რეჟიმი აღიდგინა და გულიც აღარ მისდიოდა ყოველ ნაბიჯზე. უცნაური ენერგიით იყო აღვსილი, სიმშვიდეს დაბრუნებოდა. გზაზე უნდა გადასულიყო, ლუკას წერდა სად ხართ შენ და ნინე, მოვდივარო, როცა ფეხებთაბ გაუჩერა ვიღაცამ მანქანა. გული შეუფრთხიალდა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. მძღოლის გალანძვას აპირებდა, შუშა რომ ჩამოწიეს და ლურჯ თვალებს წააწყდა. -ჩაჯექი. - მშვიდად უთხრა ბიჭმა და გზას გახედა. მისი სიმშვიდეს გოგონა ნამდვილად არ იზიარებდა. მხრებგადაჯვარედინებული, აწითლებული სახით იდგა და არაფრის დიდებით არ აპირებდა ხმის ამოღებას. -პირველო, ჩაჯექი-მეთქი. - გაუმერა. გოგოს ძალიან არ მოსწონდა გვარით რომ მიმართავდა. ასე მხოლოდ საავადმყოფოში ეძახდნენ. -ანა... გთხოვ, ჩაჯექი რა. - ამჯერად მთელი გულწრფელობა ჩააქსოვა სიტყვებში და მის თვალებში ისეთი სხივი გაკრთა, გოგონას გული ამოუბრუნდა. საკუთარ თავს ყველაფერზე ფიქრი აუკრძალა, გარდა ბიჭის საოცრად ლურჯი თვალებისა და მანქანაში ჩაჯდა. სალონში ძალიან სასიამნო სითბო და კარგი სუნამოს სურნელი იდგა. დაძაბული ერთიანად მოეშვა, მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანის გვერდით იჯდა, რომელზეც მხოლოდ სახელი იცოდა და ისიც-პირად საქმეში ამოკითხული. -ვერ გავიგე... - უნებურად გააჟღერა თავის ფიქრები და ბიჭმაც უცებ ესროლა მზერა. მის პასუხს არ დალოდებია, თავად დააყოლა: - რატომ ამომიჩემე, ვერ გავიგე. -ბევრი რამ მეც არ მესმის. - ღიმილით უთხრა ბიჭმა. - იმდენი რამე არ მესმის... შენ რომ დაგინახე, გაგიგე. გოგონამ პასუხის ბევრი ვერაფერი გაიგო. მანქანა მალევე შეჩერდა მთაწმინდაზე, ძველისძველ სახლთან. ანამ სახლი იცნო და უფრო დაემატა უცნაურობის შეგრძნება. რას აკეთებდა იქ? რა უნდოდა, საერთოდ რა უნდოდა...?! ბიჭი რომ გადავიდა მანქანიდან, მექანიკურად მიყვა თვითონაც. ასეთი მანქანის პატრონს, ასეთ ძველ სახლში რა უნდაო, ფიქრობდა. ბიჭმა ჭიშკარი შეაღო და გოგონა უკანა ეზოში, ხეების რიგთან გაიყვანა. საოცრად ჩანდა ჩამავალი მზის გამჭოლი სხივები ხეებს შორის. იმდენად ლამაზი იყო, სუნთქვა შეეკვრა. ეგონა სხვა სამყაროში გადავიდა, წამიერად. ანა თავის ნებით წაიწია საქანელისკენ და ზედ ჩამოჯდა. მალე ზუსტად ისე, როგორც მის სიზმრებში, უკან ბიჭი ამოუდგა და ჯაჭვებს მოუჭირა ხელი. -საოცარი ადგილია. - ამოთქვა სიჩუმით დაღლილმა გოგომ. უცნაურად გაიჭღერა მისმა ხმამ, ოდნავ გამოძრავდა ბიჭი და საქანელა შეარხია. -სიმშვიდის მჯერა, აქ რომ ვარ. -არადა, ძალიან ძველი ჩანს სახლი. -არის კიდეც. ჩემი ოჯახი... - მწარედ ჩაეცინა. - ჩემი ოჯახი დაძველებულ სახლს არ კადრულობს, სასახლეში ცხოვრობენ. მე ვერ ვგრძნობ იქ თავს კარგად. -მესმის, რატომაც. - გაეღიმა გოგოს და მისკენ შებრუნდა. -ვიცი რომ გაინტერესებს ასეთ მცირე დროს რატომ გართმევ. - უნდოდა ეთქვა, რომ დროს არ ართმევდა, რომ ამ ადგილას ყოფნა, მისთვის ყველა დასვენებაზე უკეთესი იყო, მაგრამ ხმა არ ამოიღო. - არც მე არ ვიცი... ბევრი რამ არ ვიცი ამ ბოლო დროს. უბრალოდ როცა ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან მინდა, ვიღებ და მერე ვხვდები, რომ შეიძლება ვიღაცას ეწყინოს ამით... ჩემთვის, ნახევრად დეგრადირებული ადამიანისთვის, შენი გათენებისას, სიცივეში მომავალი ფიგურა, გამოსავალს გავდა. იმდენად გავდა, რამის შევიშალე, ისედაც შეშლილი... - ბოლო სიტყვები განსაკუთრებული ტკივილით ამოთქვა და სულ დაუკრგა ანას გამოძრავების საშუალება. ბიჭის სიტყვებმა ზუსტად მიაღწიეს მის გულამდე, ზუსტად მოხვდნენ მიზანში და იმდენად არიეს, გონებისა და გრძნობების დახშობა უნდოდა, რადგან ორივე კიოდა. -მე არ ვარ გამოსავალი. - ამოილუღლუღა. - შენთვის... შენთვის მითუმეტეს. - რასაც ფიქრობდა, იმის საპირისპირო თქვა და საქანელიდან წამოვარდა. რომ გაიაზრა რა გააკეთა, უკვე სახლის კარზე აკაკუნებდა და ნინეს მომღიმარ სახეს უცქერდა. უნებურად მოწყენილს, არც ოჯახის თავი ჰქონდა და პირველად ცხოვრებაში-არც სწავლის. დაძინების უშედეგო მცდელობით გაგორდა საწოლზე, თუმცა ბიჭის სიტყვები მისი გონებიდან ძილმაც ვერ გაფანტა. "არა რა... ნუ მერევა წესრიგი რა... არ მინდა..." ფიქრობდა და თითქოს რაღაც ჩასწყვიტესო, გაშეშებული იწვა. არც დაძინების სურვილი ჰქონდა, არც სიფხიზლის, არც სწავლის და არც - პაციენტებზე ფიქრის. მის დაქანცულ, გამოფიტულ გონებაში მხოლოდ ანდრეას სიტყვები დაცურავდნენ და ყოველ შეხებაზე მის გულთან, უცნაურ შეგრძნებას სხეულში, უორმაგებდნენ... * მისი სიტყვები ყველგან იყვნენ. პაციენტს ჭრილობას უხვევდა და ანდრეა ეუბნებოდა: "შენ რომ დაგინახე გაგიგე." ლექციაზე ეჯდა და ანდრეა ამბობდა: "როცა ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან მინდა, ვიღებ და მერე ვხვდები, რომ შეიძლება ვიღაცას ეწყინოს ამით... " კაფეტერიაში იყო შესვენებაზე და არც იქ ჩუმდებოდა ბიჭი: "... ჩემთვის, ნახევრად დეგრადირებული ადამიანისთვის, შენი გათენებისას, სიცივეში მომავალი ფიგურა, გამოსავალს გავდა." ის არასდროს ჩუმდებოდა. თითქოს დიქტოფონზე ჩაეწერა ანას გონებას მისი სიტყვები და სამუდამო გამეორების რეჟიმზე დაეყენებინა. ბიჭის ხმა არასდროს წყდებოდა, არ კრთებოდა. არც სიტყვები ირეოდა, არც ფრაზები. და ყოველი გახსენებისას, სიტყვები ანას მშვიდ, დალაგებულ და დაგეგმილ ცხოვრებას თავდაყირა აყენებდნენ. "გადამრია, იმ უაზრო ბიჭის რამდენიმე სიტყვამ გადამრია!" - საკუთარ თავს დასკვნა დაუდო და მიმღებში ჩაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, ის ბიჭი უაზრო ნამდვილად არ იყო. ** -პირველო, წარადგინე! - უთხრა მიხალკოვამ როცა ერთ-ერთ პალატაში შეიყვანა. საწოლზე ახალგაზრდა, ძალიან სიმპატიური ბიჭი იწვა. შუშასავით მწვანე თვალები და სინათლით სავსე მზერა ჰქონდა. დანახვისთანავე მოეწონა გოგონას. -ირაკლი კობახიძე, 25 წლის. ორი წლის წინ ამავე კლინიკაში დაუსვეს კუჭის კიბოს დიაგნოზი. მას შემდეგ მკურნალობს. დღეს ბოლო ოპერაციას გაუკეთებთ, რის შემდეგაც მეტასტაზებს სამუდამოდ ამოკვეთთ ორგანოდან და ირაკლიც კარგად იქნება! - ზოგადად ამხელა სითბოს არ იჩენდა არავის მიმართ, თუმცა ბიჭმა მასზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება დატოვა და სიტყვებიც დაუკითხავად მორბოდნენ მისი პირიდან. -ოღონდ შენ იყავი ჩემი მკურნალი და თუ გინდა კიდევ ორი წელი ვიქნები აქ. - თვალები ლამაზად დაუხამხამა გოგოს და შემდეგ ჩაუკრა. ანა აკისკისდებოდა, მიხალკოვას რომ არ ამოეღო ხმა: -არანაირი ორი წელი, შენს დანახვასაც არ ვაპირებ 1 კვირის შემდეგ! - მშვიდად უთხრა და გაუღიმა. - პირველი ჩაგიტარებს ყველა გამოკვლევას, თავი დავიზღვიოთ მაინც და თუ ყველაფერი რიგზე იქნება, საღამოს ეს გოგონა ოპერაციაზეც დაგესწრება! - ანას სახე გაებადრა, თითქოს მის გონებაში ოპერაციის ხსენებამ ანდრეას ხმა დაადაბლა. -მაშ ასე, წავედით რენტგენი გადავიღოთ. - უთხრა და ბიჭის საკაცე ოთახიდან გაათრია. დიდი დრო გაატარა ბიჭის გვერდით, სულელურად ხუმრობდა, საკუთარ დაავადებას დასცინოდა და გოგოსაც ახალისებდა. უკან, პალატაში ახალი დაბრუნებული იყო, ჩაფიქრებულ გოგონას რომ ჰკითხა: -ვინ არის? - ანამ ვერ გაიგო, წარბები შეკრა და თმა ყურს უკან გადაიწია. -ვისზე ამბობ? - პაციენტს ჩაეცინა, თვალებში ჭინკები აუთამაშდნენ. -ვინც ფიქრები მოგტაცა! კარგი ბიჭია? - ანამ სახეზე დამაჯერებელი ღიმილი აიკრა. -ჩემი ფიქრები ქირურგიას ჰყავს მიტაცებული, სხვა მათ ვერავინ დაეპატრონება! -რაღაც არამგონია ქირურგია ასე გასევდიანებდეს. - სერიოზულად უთხრა. - ცუდი ვინმეა? გაწყენინა? -მაწყენინა? - წარბი აწია გოგონამ. - რომ გეწყინოს... რომ გეწყინოს უნდა გადარდებდეს. - ამოილუღლუღა და თითებს დახედა. -კარგი რა, ნუ მატყუებ! ერთი ფეხი მიდგას სამარეში, როგორ შეიძლება ჩემნაირის მოტყუება? რომ არ გადარდებდეს, არ იფიქრებდი ამდენს! -შენ რა იცი, რაზე ვფიქრობ? - გულრწფელობა ვერ დამალა გოგონამ. -კარგად გამომდის ადამიანების კითხვა, ვიცი როდის დაფრინავენ გონებით, როცა ძალიან ცდილობენ, გონებაც ფიზიკურ ადგილმდებარეობას დაუკავშირონ. -რა მნიშვნელობა აქვს? - ბიჭის მოტყუება აღარ უნდოდა. - რას შეცვლის ჩემი სიტყვები? ჰო, წამით არ შემიწყვიტავს მის ნათქვამზე ფიქრი. არადა წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, რა უნდა ჩემგან და ზოგადად, ამ სამყაროსგან. მინიმალური ინფორმაცია მაქვს მასზე. გადარეულია ვიღაც, რომელიც მე შემეფეთა! ყველა ასეთი მე მხვდება. - ბოლო სიტყვები ხმადაბლა დაამატა. ბიჭი რამდენიმე წამს უყურებდა, შემდეგ კი უთხრა: -რა მნიშვნელობა აქვს რა ინფორმაციას ფლობ მასზე? სულ პირველად, რომ დაინახე, რა იგრძენი? რა ემოცია დაგეუფლა მისი დანახვისას? გულწრფელად მითხარი, ანა! დარწმუნებული ვარ, შენს სიტყვებს ვერავის ვეტყვი. -არ ვიცი... - წარბები შეკრა გოგომ. - ვიღაც გადარეულია, ძალიან მაგარი ფერის თვალებით-მეთქი. - მხრები აიჩეჩა. - სასწაული თვალები აქვს... -უფრო ზუსტად? -უცნაური გრძნობა დამეუფლა. რა ვიცი, რომ არ შემყვარებია ერთი ნახვით, დარწმუნებით გეუბნები. უცნაურად საუბრობს... ლურჯი ნისლი იყო მაშინ, რომ ვნახე. გაგიგია სადმე, ლურჯი ნისლი? არადა გეფიცები, ლურჯი იყო! სულ ავირიე... ყველაფერი თავდაყირა დამიდგა... ოპერაციაზე შევდივარ და მისი ხმა მესმის. ძალიან ზედმეტი რომ მომდის, ვხვდები. გასაგიჟებელი არაფერი უთქვამს, მე არ დავეთანხმე... მე რომ არ დავეთანხმე... რომ მინდოდა და... რომ ვერ... - ხმა გაუწყდა გოგონას და უცებ წამოვარდა ფეხზე. - უნდა გავიდე, ირაკლი... ოპერაციის შემდეგ გნახავ. - დაუბარა და კარისკენ გადიოდა, მისმა ხმამ რომ შეაჩერა. -მძაფრ შეგრძნებებს, მხოლოდ ის ადამიანები გვიტოვებენ, რომლებიც მძაფრად არიან ჩვენში შემოჭრილნი. ვერ გაექცევი ბედისწერას და ვერ გაექცევი ლურჯი ნისლს... შორს წახვალ და მთებს გადადგავ, მასთან მაკავშირებელი ძაფი კი მაინც არ მოგცემს მისი წაშლის საშუალებას. შენს გონებას უსმინე, ანა, კარგი გოგო ხარ, გიჩვენებს სწორ გზას, გულის გზას გიჩვენებს და გაგიყვანს ფინიშამდეც. გამოსავალი ხარ, ანა, გამოსავალი ხარ... - არც შებრუნებულა. არ სურდა მისი სიტყვების ზეგავლენა ენახა. პალატა დატოვა და ცარიელ ოთახში შეიყუჟა. ოპერაციამდე ერთი საათი ჰქონდა. ის საათი, რომელიც ძალიან არ უნდოდა მომაკვდავი პაციენტის სიტყვებზე ფიქრში გაელია... ანდრეას ხმა კი ისევ გუგუნებდა მასში... არ აძლევდა მოსვენებას. ვერ დაესწრო ირაკლის ოპერაციას. მიმღები გადაჭედილი იყო და მიხალკოვამ უთხრა, იქ უფრო საჭირო ხარო. მართლაც, დიდად არ უნდოდა იმ ადამიანის ორგანოებში ეფუთფუთა თითები, რომელმაც ასე უცებ შეძლო მისი შეცნობა. იმედოვნებდა რომ გადარჩებოდა და თან დამწვრობებსა და ჭრილობებს ერთმანეთის მიყოლებით მკურნალობდა... -როგორ არის? ექიმო... - როგორც კი ქალი საოპერაციოდან გამოვიდა, მაშინვე ეცა. მისი ცვლა დამთავრებული იყო, თუმცა სანამ ბიჭის ამბავს გაიგებდა, არ სურდა წასვლა. ქალმა დანანებით გააქნია თავი და სისხლიანი ხელთათმანები ურნაში ჩაყარა. -არ გამოჩნდა... იმ დაწყევლილ სურათებზე არაფერი გამოჩნდა... მეტასტაზები იყო გულზე, ისეთი პატარა ფესვები ჰქონდათ გადგმული მასში... ისეთი პატარა და შეუჩნეველი... - ლუღლუღებდა. ანამ იგრძნო როგორ დატრიალდა ოთახი მის გარშემო. კანკალი აუტყდა და ხელები გაეყინა. -ჩვენ ღმერთები არ ვართ, ანა. ყოვლისშემძლე უნარები არ გაგვაჩნია. ადამიანები ვართ და ჩვენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მხოლოდ ეს შეგვიძლია... მხოლოდ ეს... - მიუხედავად იმისა რომ ქალისგან ამაზე თბილი და დალაგებული არაფერი მოუსმენია, ამაზე არ დაფიქრებულა. მისი გონება მხოლოდ იმას იაზრებდა, რომ ირაკლი კობახიძე მასზე და ანდრეაზე ფიქრით შევიდა საოპერაციოში და არც გამოსულა იქიდან... ვეღარ გამოვიდა... რადგან მიხალკოვას ძალის სრულყოფა არ შეეძლო. უცებ ისე გაბრაზდა მედიცინაზე, სულელურ კანონებზე და ზოგადად, ცხოვრებაზე, რომ იგრძნო, სასწრაფოდ თუ არ გავარდებოდა საავადმყოფოდან, იქ მეორედ დაბრუნების სურვილი აღარ ექნებოდა. გაუაზრებლად გამოგლიჯა კარი, ფეხით გამოუყვა ქუჩას. კანკალებდა. მთელი სხეული უცახცახებდა ბრაზისგან, უსამართლობისგან... მიღებული ემოციები ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, ანდრეას ხმა თითქოს სულ გადაეფარათ... ცივი ლითონის შეხება რომ იგრძნო თითებქვეშ და დაჟანგული კარის ჭრიალიც გაიგონა, შემდეგღა მიხვდა რას აკეთებდა. ქურდივით შეიპარა ეზოში, ბაღში გავიდა და საქანელაზე მჯდომი, მობუზული გამოსახულება რომ დაინახა, ძლივს მოახერხა ხმის ამოღება. ბაგეები დააშორა ერთმანეთს, რამდენჯერმე ჩაისუნთქა და ამოისუნთქა, რომ აჩქარებული გულისცემა ჩაეცხრო და ხმის ნაცვლად, ხავილით უთხრა: -ანდრეა... 5 თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც მან გამოიხედა. მას შემდეგ, რაც წამოდგა და მის პირდაპირ, გაგიჟების პირას მდგომ ანას გაუღიმა. საუკუნე გავიდა, მას შემდეგ, რაც ხელი გაუწოდა და კიდევ ერთი, სანამ მან მისკენ მიირბინა და ჩასჭიდა. უნებურად გამოსახული ღიმილით უყურებდა ბიჭის განათებულ სახეს, ლურჯად მოელვარე თვალებს და ნელ-ნელა იძირებოდა მათში. მის არსებაში, ბიჭის ხმა საბოლოოდ დადუმდა, ოღონდ კმაყოფილებით. ცოტა ხნის შემდეგ ანდრეა დაიხარა და ორივენი ერთად ჩამოსხდნენ საქანელაზე. ხელს არ უშვებდა. არაფრის დიდებით უნდოდა მის მიერ წამომავალ სიმშვიდისა და სითბოს შადრევანს მოშორებოდა. ძალიან დიდხანს იჯდა ასე... მასზე მიკრული, ხმის ამოღების გარეშე... არაფერზე ფიქრობდა. აზროვნება ჩაეხშო თითქოს. მისმა შეხებამ ყველაფერი უარყოფითი გამოსწოვა გონებიდან და მხოლოდ სიმშვიდე დაუტოვა. -გცივა? წამოდი, შევიდეთ. - უთხრა ბიჭმა, როცა გააჟრიალა. თავი ნელა დაუქნია და მასთან ერთად წამოდგა. სახლისკენ მიმავალ გზაზეც არ გაუშვია მისი ხელი. მჭიდროდ უჭერდა, თითქოს ეშინოდა მის შადრევანთან დაშორება. იცოდა, რომ სახლში ელოდებოდნენ. რომ უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა ძალა არ ჰქონდა. აღარ სურდა ცუდად გადაედგა ნაბიჯი და შემდეგ ამ ნაბიჯს მისი მთელი ბუნება შეერყია. აღარ სურდა გაქცევა... ბიჭმა იმ ოთახში აიყვანა, რომელშიც პირველად გაეღვიძა. კედლები წიგნებით იყო დაფარული. უზარმაზარ აივანთან სავარძელი იდგა. ანა ყოყმანით ჩამოჯდა, ანდრეამ კი სავარძელზე დააწყო ხელები. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი. - სიჩუმე მან დაარღვია. ანამ თმა ყურს უკან გადაიწია და ნახევარი სხეულით მობრუნდა, რომ ბიჭისთვის შეეხედა. -მე არა... - ამოთქვა. - არ ვიცოდი... არ ვიცი... რას ვაკეთებ. - იმაზე დაბალი და სუსტი ხმა ჰქონდა, ვიდრე მოელოდა. - შენ... -რა? - ჰკითხა ბიჭმა და გაეღიმა. -ჩემთვის, ნახევრად დეგრადირებული ადამიანისთვის, ეს სახლი... შენი არსება... გამოსავალს გავდა. - მისი წინა შეხვედრისას ნათქვამი სიტყვები ზუსტად გაიმეორა. ბიჭს სახე უფრო გაებადრა. -არადა... - რაღაცის თქმა აპირებდა, თუმცა გადაიფიქრა და სიტყვა გაწყვიტა. - მიხარია რომ ის გრძნობა ორმხრივია. - დაამატა და გაიღიმა. ანამაც გაუღიმა საპასუხოდ და ისევ აივნისკენ შებრუნდა. ულამაზესი ხედი იშლებოდა დარაბებს მიღმა. შეღამებულ ცაზე გაბნეული ვარსკვლავები მშვიდად დაჰყურებდნენ განათებულ თბილისს... -საავადმყოფოში მოხდა რამე? - ჰკითხა ბიჭმა შეპარვით. -შეიძლებოდა ერთით მეტი სიცოცხლე გადარჩენილიყო, სუპერძალები რომ ჰქონოდათ ქირურგებს. - მწარე ღიმილით უთხრა. -ღმერთები არ ხართ, ხომ იცი? -ვიცი, უბრალოდ... ძალიან რომ მინდა? წარმოდგენა არ მაქვს, რა მომივა როცა მე დამეღუპება პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე... - თავი ჩახარა ანამ. - მეგონა... მეგონა მზად ვიყავი. მეგონა ჩემში რობოტი უფრო დიდი დოზით იყო, ვიდრე ადამიანი. მეგონა არ მტკიოდა იმ ადამიანების ტკივილი, მუდმივად რომ კარგავდნენ ოჯახის წევრს... მეგონა გადავიტანდი ყველაფერს. - თვითონაც არ იცოდა, ამდენს რა ალაპარაკებდა. თუმცა სიტყვები მიყოლებით მორბოდნენ მისი გონებიდან და პირიც მექანიკურად ასრულებდა საკუთარ სამუშაოდ. -ძალიან ხარ დაღლილი, ანა. - გაუღიმა ბიჭმა. - მეტი უნდა ჭამო და გეძინოს, ხომ გახსოვს? -იმაზე კარგად მახსოვს ეგ, ვიდრე საჭიროა! -ძალიან კარგი. - გაიბადრა ანდრეა. - წამოდი, წაგიყვან სახლში, თორემ მე კი მინდა რომ სულ აქ დარჩე, მაგრამ ჯერ ადრეა. - წარბების თამაშით დაამატა. ანა წამოდგა და დოინჯი შემოიტყა. -ჯერ? - ჰკითხა ხმამაღლა. -დიახ, ექიმო პირველო, ჯერ! - გაჯგიმა ბიჭი და შემდეგ გოგონას აწითლებული ლოყების დანახვისას გაეცინა. - ამხელა ქირურგი როგორ აგაწითლე, ხედავ? -მგონი მივდიოდით. - მოუჭრა გოგონამ და წინ გაიჭრა. ანდრეას მანქანაში ზუსტად ისეთივე სითბო და სასიამოვნო სურნელი იყო, როგორიც გოგოს წინა ყოფნისას. ისედაც დამშვიდებული მთლიანად მოეშვა და თავი სავარძელს მიაყრდნო. სიჩუმეში გალიეს გზა გოგონას სახლამდე. მანქანა მწვანე ეზოში ჩაფლული ყავისფერი სახლის წინ რომ გაჩერდა, გოგონა მაშინვე დაწვდა კარს, თუმცა თითქოს რაღაც გაახსენდაო, გაშეშდა და შემობრუნდა. მისი შავი თვალები მის ლურჯებს გაუყარა, ქუჩის განათებით რომ კაშკაშებდნენ და ოდნავ გაპერა ტუჩის კუთხეში ღიმილი. -მადლობა... ყველაფრისთვის. - ამოთქვა, როცა ბიჭის თვალებს მზერა მოაშორა. -მომავალ შეხვედრამდე, პირველო! -ნუ მომმართავ გვარით! - წამოსცდა და შემდეგ გაეცინა. - საავადმყოფოში მეძახიან ასე. -რა იცი, რომ გვარით მოგმართავ და არა რიცხვით სახელით? -რა ვი, აბა? - მხრები აიჩეჩა. - ჩემი გვარია ალბათ და იმიტომ? -კარგი, ასე ვქნათ. - გაეღიმა ბიჭს. უსწრაფესად წამოიწია და გოგოს ლოყაზე აკოცა. - მომავალ შეხვედრამდე, ანა! გოგოს აღარაფერი უპასუხია. მანქანის კარი გამოაღო და შავი კულულების ქნევით შევიდა სახლში. ანდრეა მანამ არ დაძრულა სახლიდან, სანამ სახლის კარი არ დაიხურა... *** -რატომ დაიგვიანე, ანა? - დის ოთახში, კარის ჩარჩოს მიეყრდნო ლუკა და უფროსი ძმის მზერით გადახედა, ოთახში მოსუფსუსეს. -არ იცნობ მიხალკოვას? - ისე უთხრა, არც შეუხედავს. -კარგი... და სახლში ვინ მოგიყვანა? - ანა თითქოს წამით შეცბა, თუმცა არ შეიმჩნია და მტკიცედ უპასუხა: -მეგობარმა. -ახლო მეგობარია? - წარბი აწია ბიჭმა. -საავადმყოფოში გავიცანი. - მხრებები აჩეჩა. - არ იცნობ. -ანა... -გადი რა ლუკა. - სიცილით უთხრა. - არ დაიწყო ახლა, სისულეები თორემ გავგიჟდები! რთული დღე მქონდა ისედაც. -არის, ექიმო, გავდივართ! - გაეცინა ბიჭსაც და უცებ გაეცალა ოთახს. კარი რომ დაიხურა, თითქოს დაძაბული მოეშვა და საწოლზე გადაგორდა. ჭაღს ააშტერდა, ლურჯ სინათლეს რომ აფრქვევდა ოთახში და სახე გაებადრა. მის თვალებს იგონებდა მთელი არსებით... * საშინლად დაძაბული კვირა ჰქონდა. რამდენიმე ოპერაციას დაესწრო, რამდნეჯერმე უყვირა მიხალკოვამ, რამდენიმე შეცდომაც დაუშვა. წიგნებიდან თავს ვერ სწევდა, ოპერაციებს შორის შესვენებაზეც კი მეცადინეობდა. მალე გამოცდები დაეწყებოდა და მაქსიმალური ქულები რომ არ მიეღო, საკუთარ თავს ვერ აპატიებდა. ხშირად ხვდებოდა ანდრეას. ის ხან საავადმყოფოს წინ, სკვერში ელოდა და უღიმოდა, ხან კი-უნივერსიტეთთან. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ მასზე ყველაფერი იცოდა. რომ მისთვის დაფარული არაფერი იყო... უკვირდა, მაგრამ ეს გრძნობა დისკომფორტს სულაც არ უქმნიდა. ბოლოს წინა გამოჩდა რომ ჩააბარა და ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანიღა რომ ჰქონდა დარჩენილი, ისე ნერვიულობდა, თვით მიხალკოვამ უთხრა, წადი და იმეცადინეო. ახლა ვისღა აწვალებთ მე თუ წავალო, რამის უთხრა თუმცა ბედნიერი გამოეშურა საავადმყოფოდან და ავტობუსის გაჩერებას დაადგა. მანქანა ისევ ცხვირწინ გაუჩერა ანდრეამ, შუშა ჩამოსწია და გაუღიმა. შეფრთხიალებული გულისცემა მწყობრში მოიყვანა და თავადაც სცადა ღიმილის იმიტაცია გაეკეთებინა. ადგილიდან არ შერხეულა. -არ ჩაჯდები? - ჰკითხა ბიჭმა. -დღეს ვერა... გამოცდა მაქვს, უნდა ვიმეცადინო. -ჩემთან ვერ იმეცადინებ? - სიცილით ჰკითხა. ანას თვალები გაუფართოვდა თავი ოდნავ უკან გადახარა. მასთან მეცადინეობა? -შენთან?.. - ჩამწყდარი ხმით ჰკითხა. -მიდი, მიდი, პირველო! ვნახოთ რა იცი. - გაიღრიჭა და სავარძელზე ანიშნა. - ანა, ჩაჯექი რა! - სერიოზულად უთხრა შემდეგ. -გავგიჟდი მგონი... - თავისთვის ჩაილაპარაკა და მანქანის კარი გამოაღო. -გაგიჟება ძალიან მრავალმნიშვნელოვანი სიტყვაა. - გაეღიმა ბიჭს და გზას გაუსწორა მზერა. - ბევრია ეგეთი, მაგრამ შენ არა... შენ არ ხარ გიჟი. - ანას გაუკვირდა, მაგრამ ბიჭის ხმაში სიმშვიდეს შერეული სევდაც კი იგრძნო. წარბები შეკრა და მისი პროფილის ხაზსს მიაჩერდა. მიაფრენდა ანდრეა მანქანას... *** ნახევარი საათის შემდეგ სახლის კაბინეტში იჯდა, უზარმაზარ სავარძელზე, კედლებზე უსასრულოდ ჩალაგებულ წიგნებს გაჰყურებდა და ცდილობდა კონტენტრაცია ბიჭის თვალების მიღმა, კიდევ მოეხდინა რამეზე. ეს კი ყველაზე ძნელი რამ იყო, რისი გაკეთებაც ცხოვრებაში ნდომებია. კითხულობდა კონსპექტებს და სამედიცინო ტერმნილოგიის ნაცვლად ანდრეას თვალების შეფერილობას ხედავდა, ცოტაც და გაგიჟდებოდა. ამას მისი მზერა ემატებოდა... ის შეგრძნება, რომელსაც ისედაც სულ გრძნობდა და არ აწუხებდა, თუმცა უხერხულად გრძნობდა თავს მის სახლში, მის მაგიდასთან მომეცადინე, მისი მეთვალყურეობის ქვეშ... -ამდენი წიგნი რატომ გაქვს მედიცინაზე? - ჰკითხა გოგონამ, როცა თაროზე გაწყობილ წიგნებს შორის ნაცნობები დაინახა. ანდრეა ოდნავ შეირხა, სახე გაებადრა და წარბები აათამაშა. -ვგრძნობდი რომ ექიმი მიიტაცებდა ჩემს გულს და წინასწარ დავგეგმე ყველაფერი! - ანამ თავი გააქნია მის სისულელეზე, ოდნავ ჩაეცინა და ისევ კონსპექტებს მიუბრუნდა. -ხმას არ იღებ შენზე, მოკლედ. - დასძინა შემდეგ. -ანდრეა ავალიანი, 23 წლის, თბილისიდან. - გაიბადრა ბიჭი და ხელი გამოუწოდა. -ხო, ეგ წავიკითხე შენს პირად საქმეში. - უთხრა და ხელს ალმაცერად დახედა. -ჩემს ბიოგრაფიაში საინტერესო არაფერია. რატომ უნდა მოგიყვე სისულელეები ჩემს წარსულზე, როცა შემიძლია ვიჯდე და ვუყურო როგორ მეცადინეობ? - ისევ იღიმოდა ანდრეა. -წარსული... წარსული არ არის მნიშვნელოვანი ურთიერთობებში? - იკითხა ჩაფიქრებულმა ანამ. -ურთიერთობებს გააჩნია. ჩვენსაში? წარსული მოსასროლია სადღაც, კუთხეში, რომ ვერ დაინახო. -ასეთი საშინელია? - გაეღიმა გოგონას. -შენთვის... შენთვის... - ამოილუღლუღა ბიჭმა. - ჩემთვის ის წამი, რომელსაც შენზე ფიქრში ვატარებ, ჯაბნის მთელს ჩემს საშინელ წარსულს, ექიმო პირველო. და იქ რა მოხდა, რა იყო ცუდი და რა-კარგი, მნიშვნელობას კარგავს, იმიტომ რომ შენ არ ხარ ჩემი წარსული. - ანამ იგრძნო როგორ დაუარა უცნაურმა შეგრძნებამ მთელს სხეულში და თვალებთან მისულს, ლამის გადმოიღვარა. -აბა რა ვარ? - ჰკითხა ისე ჩუმად, რომ თითქმის დარწმუნებული იყო, ვერ გაიგებდა. -თუ ჩამაბარებ მაგ თემას, გეტყვი! - სევდა გაქრა ბიჭის ხმიდან და დაუბრუნდა მხიარული ზედამხედველი. *** -...და მოცემული წერტილის შეხების შემთხვევაში, პაციენტი კვდება. - ექვსგვერდიანი თემის მოყოლას მორჩა გოგონა და ამოისუნთქა. -რა მაგარია, 1 წერტილი და აღარ ხარ. - თქვა მის წინ მჯდომმა. - სიკვდილი... ამდენი სიკვდილის შემსწრეს, არ გეშინია? - ჰკითხა და რვეულზე რაღაც მიუწერა, შემდეგ კი დახურა და გვერდით გადადო. -რისი? საკაცეზე მოხვდომის? - ოდნავ ჩაეღიმა ანას. - თუ ზოგადად, სიკვდილის ცნების? -არ ვიცი, - მსუბუქად გაეცინა ბიჭს. - ამდენი სიკვდილის შემყურეს, არ უნდა სევდიანდებოდე? არ უნდა გეშინოდეს? -არა... არ ვიცი, სიმართლე გითხრა. ალბათ იმდენ ემოციას არ ვდებ ამ ყველაფერში, რამდენიც გამანადგურებს. - მზერა მის სახეს მოარიდა ანამ და ისევ წიგნებს გაუშტერა. - ბევრი ყოფილა, ზედმეტად რომ ადარდებდა და განადგურებია მთლიანი კარიერა... სიკვდილი გარდაუვალია უბრალოდ, რატომ უნდა მეშინოდეს მისი მოსვლის? - მხრები აიჩეჩა. -ყველას ეშინია... იმიტომ რომ არ იციან, რა არის იქ. შენ არ ფიქრობ, ანა, ასე? - ჰკითხა ოდნავი ღიმილით. -რა მნიშვნელობა აქვს, რა არის? მთავარია მანამ არ მოვკვდე, სანამ ყველაზე ძალიან რაც მინდა, იმას ავისრულებ. უბრალოდ წარმოიდგინე, - თქვა და თავი წამოწია, მისკენ გადაიხარა, რვეულს დაწვდა და უკანა ფურცელზე კალმით ხაზვა დაიწყო. -ეს, არის ადამიანი. - მიუთითა ხაზზე. - ეს კი, - დატალღული ხაზების ხატვა დაიწყო ადამიანის წინ. - ის, რისი გაკეთებაც უნდა... ან უბრალოდ მისი გასავალი გზა. მოვლენები, რომლებიც მოხდება. აი ეს, - ამ მოვლენების გარშემო პატარა, შავი სფეროები დახატა. - სიკვდილის მესენჯერებია. ისინი ყოველთვის დაფრინავენ ჩვენ გარშემო და როცა მოეპრიანებათ, შეგვეხებიან კიდეც. დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად. სიკვდილის პროცესი გადაწევადი კია, მაგრამ გარდაუვალიც არის. - უთხრა და მისკენ გაიხედა. ბიჭი გაკვირვებული, ოდნავ ნასიამოვნები ღიმილით დაჰყურებდა ზემოდან. -და როდემდე გადაწევ? - ჰკითხა. -მე? მე მანამ, სანამ შემეძლება. მარტო ჩემსას? ყველას სიკვდილს გადავწევ, ვისიც შემეძლება. მანამ, სანამ შავი ბურთი გასკდება ჩემზე და მომაშორებს აქაობას. ისეთი რამეები უნდა ქნა აქ, რომ იქ წასვლის არ შეგეშინდეს. ეგრე მგონია მე. - უთხრა. - არ მეთანხმები, არა? - დაამატა ბიჭის სახის დანახვისას. -მიკვირს, ასეთი აზრები რომ გაქვს. - გაეღიმა. - ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ, ექიმო პირველო! - კვერი დაუკრა. -შენ როგორ ფიქრობ? - მისგან სიტყვების ამოქაჩვას ლამობდა ანა. -მე... - თავი ჩახარა. - ვფიქრობ რომ სიკვდილი ჩემს გარშემო იმაზე დიდი სიხშირით ტრიალებს, ვიდრე სხვების შემთხვევაში და მგონია, რომ ისეთი ადამიანებივით იღბლიანი არ ვიქნები, შენ რომ გადაუწევ სიკვდილის ვადას. - გაუღიმა. -სისულელეა! ჩემში ეჭვის შეტანის საბაბი მოგეცი? - წარბი აწია. -არსებობენ ადამიანები, რომელთაც ვერ გადაარჩენ, ანა. -ყველას შეუძლია გადარჩეს, ვისაც უნდა გადარჩენა! შენ კი გატყობ, არ გინდა. - უთხრა და გაუკვირდა სიტყვების წარმოთქმის დროს ტკივილი რომ იგრძნო. ანდრეამ თავი გადააქნია, სკამიდან ნელა წამოდგა და ფანჯარას მუახლოვდა. მალევე გაჩნდა ანა მის უკან. მიგორავდნენ წვეთები ფანჯარაზე და იმ ხალხის ნაცვლად ტიროდნენ, ცრმლების ბურთები ყელს რომ უსერავდათ... -წამიყვან სახლში? - ჰკითხა ცოტა ხნის შემდეგ. ხმა არ ამოუღია, თავი დაუქნია, მანქანის გასაღებს დაწვდა და მანქანა 15 წუთში გააჩერა. უცნაური, მძიმე სიჩუმე იწვა მათ შორის. ძრავისა და წვიმის ხმა არღვევდა მხოლოდ... -ანდრეა... - რაღაცის თქმა დაიწყო, თუმცა გაჩერდა. ბიჭმა გაუღიმა, გადმოიხარა მისკენ და ჩაეხუტა. მთელი სხეული გაუშეშდა გაკვირვებულს. ისე იკრავდა გულში, თითქოს ყველაზე საშინელი ტკივილი აწუხებდა, ანა კი განკურნების საშუალება იყო. ფრთხილად დააწყო თავისი გაყინული ხელები მხრებზე და თავი მკერდზე მიაყრდნო. ესმოდა მისი გაბმული პულსის ფეთქვა, ძალიან ნელი, თითქმის შეუმჩნეველი. ათასი გულისცემა ჰქონდა მოსმენილი ანას, ასიათასი და უამრავჯერ უნატრია ვინმეს სასიცოცხლო ორგანოს ეფეთქა, მაგრამ ასე ძალიან... ასე საშინლად, ასე მთელი არსებით-არასდროს. უნებურად სურდა დაემტკიცებინა ანდრეასთვის რომ იმ გაუკრვევლი და მისთვის უცნობი პრობლმების გადაჭრა შეიძლებოდა. რომ თვითონ თუ არა, სხვა ადამიანი მაინც იქნებოდა, მისი სიკვდილის ვადას მაქსიმალურად რომ გადაწევდა და მასაც დაუბრუნებდა სიცოცხლის სურვილს. -უმაღლეს ქულას აიღებ, - მის ხმაში ღიმილი იგრძნო გოგომ. - დარწმუნებული ვარ. - ლოყაზე უცებ აკოცა და მოშორდა. ანას მისთვის აღარ შეუხედავს, მაშინვე მოაღო მანქანის კარი, კაპიუშონი მოიხურა და სირბილით შევარდა სახლში... * ანდრეას უცნაური დასევდიანება მის ხასიათსაც მიეკრო და კარგა ხანს არ მოშორებია. წიგნებიდან თავს არ წევდა, საავადმყოფოში ნაკლებ დროს ატარებდა და იმ გამოცდისთვის ემზადებოდა, მან რომ უთხრა, აუცილებლად ჩააბარებო. დრო და დრო იმ ნახატს უყურებდა, რომლითაც სიკვდილი აღწერა და სევდა უორმაგდებოდა. ანდრეას გაურკვევლი ტკივილი საკუთარივით სტკიოდა და გრძნობდა, რომ ეს ძალიან ალოგიკური რამ იყო, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა. ფიქრს ვერ წყვეტდა... -მაგ გამოცდას რომ ჩააბარებ, იცოდე ჯერ გამოიძინებ და მერე მე, ნინეს და ჩემებს წამოყვები კლუბში, გესმის, ექიმო პირველო? - სამზარეულოდან ლუკას ყვირილი ესმოდა და წარბებს ჭმუხნიდა. -ვერ მოგართვით, კურსელებმა დაგასწრეს! - შეუძახა, კარისკენ ოდნავ გადახრილმა. კლუბში წამოსვლაღა მაკლდაო, ფიქრობდა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგებოდა ვერც ოჯახს და ვერც-მეგობრებს. უმაღლესი ქულა რომ აიღო და ბედნიერი გამოვიდა უნივერსიტეტიდან, გარეთ ნაცნობ სილუეტს შეეჩეხა და სახე გაებადრა. ანთებული თვალებით უყურებდა ანდრეა. -უნდა აღვნიშნოთ! - შეუძახა. -რა უნდა აღვნიშნოთ? -შენი უმაღლესი ქულა! -რა იცი რომ უმაღლესი ქულა ავიღე? - წარბები აწია ანამ. -აიღე უმაღლესი ქულა? - ერთი თვალი მოჭუტა ბიჭმა. -ავიღე! - დაუდასტურა. -მაშინ სწორი ვყოფილვარ, რაღა გინდა? - მსუბუქად გაეცინა ანდრეას. - აღვნიშნოთ? - ანამ თავი დანანებით გააქნია. -კურსელებს დავპირდი... ვერ ვიტან იმ სისულელეებს, მაგრამ ისედაც ისე საშინლად ცოტა დროს ვატარებ მათთან ერთად... - დაიწყო თავის მართლება. არ გამორჩენია ბიჭის თვალებში გამკრთალი ოდნავი სევდა, თუმცა მის გასაქარწ....ბლად გაჩენილი ღიმილიც დაინახა. -უცნაური გოგო ხარ, შენ! - უთხრა და ფეხი აუწყო. -რატომ? - ოდნავ გეღიმა ანას. -საკუთარ სიამოვნებაზე უარს ამბობ, იმისთვის რომ სხვები იყვნენ კარგად. -ეგ თუ უცნაურობაა, მაშინ ქირურგობა რაღაა? - გულწფელად ჰკითხრა. ანდრეამ თავი ოდნავ უკან გადახარა და გაიცინა. თითებს შორის გაჩრილი, ჩამწვარი სიგარეტი უკან მოისროლა და ისევ ანთებული თვალებით შეხედა. -საკუთარი ნებით გაწეული მსხვერპლი... არადა ისეთი პატარა ხარ... - ჩაილაპარაკა თავისთვის. -სულაც არ ვარ პატარა! ¬- გააპროტესტა. - ვიცი, რაც მინდა და მზად ვარ ამისთვის მსხვერპლი გავიღო. -ჰო და ამიტომაც გახდები ძალიან მაგარი ნეიროქირურგი! - ანამ თვალები ჭყიტა, გაჩერდა და გზა გადაუღობა. -საიდან იცი რომ ნეიროქირურგობა მინდა? - ჰკითხა გამომცდელად. -გულმა მიგრძნო. - თქვა ირონიულად და თვალები გადაატრილა. -გულმა გიგრძნო... - ჩაილაპარაკა გოგომ და იგივე გაიმეორა. მალევე ჩამოშორდნენ ერთმანეთს. ანა ერთ გზას აუყვა, ის კი-მეორეს... * საზიზღარი მუსიკის ხმა ყურებს უგუბებდა, მოცეკვავე წყვილების ხორხოცი ისე ჰქონდა გონებაში გამჯდარი, რომ თავის ტკივილს ვეღარც გრძნობდა, კუთხეში შეჭუჭუყნული იჯდა და უალკოჰოლო სასმელს ყლუპ-ყლუპ წრუპავდა. ვერ იტანდა იმ საზოგადოებას. სურდა გამოცდებზე ნერვიულობაში გადატანილი სტრესი გართობით გაექარწ....ბინა. სურდა ცხოვრებაში პირველად მოქცეულიყო თავის ასაკის გოგონებივით, რომლებიც ბევრად ნაკლებს ფიქრობდნენ და მეტს ცეკვავდნენ. "აი, შენი შანსი." - შემოუძახა თავის თავს, კურსელი ბიჭი რომ დაადგა თავზე და საცეკვაოდ ხელი გამოუწოდა. რამდენიმე წუთს ეცეკვა, თუმცა ვერ გაძლო. ცუდად ვარო, მოიმიზეზა და ისე გამოვიდა შენობიდან, კურსელების წუწუნისთვის არ მოუსმენია. სიჩუმესა და სიცივეში გამოსული ერთიანად მოეშვა. ნაბიჯს შეუნალა... შუა ღამეს კაგ ხნის გადაცენილი იყო, თითქმის სულ დაცარიელებულიყო ქუჩები... სახლში არ უნდოდა, გაუკვირდა ეს რომ გაიაზრა, თუმცა არ უნდოდა. მშვენივრად იცოდა, მთაწმინდაზე რომ ასულიყო, იქ მყოფი სიხარულით მიიღებდა, თუმცა რაღაც აკავებდა ქვეცნობიერად. თითქოს ქუჩაში ხეტიალი იზიდავდა მაგნიტივით, თითქოს იქ ყოფნას უნდა მიენიჭებინა მისი არსებისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა. მუქ ლურჯ ცაზე გაბნეულ ვარსკვლავებს ავლებდა თვალს და უნებურად ახსენდებოდა ლურჯთვალება. ქარიშხალივით დატრიალებული, მისგან გამომავალი ლურჯი ნისლი, რომელმაც რამის წალეკა... არასდროს სჯეროდა ასეთი ამბების. არ სჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის, არ სჯეროდა ადამიანის ამოჩემების. ყველაფერი იმდენად ადამიანური, ხორციელი და უბადრუკი ეგონა, რაც ყველაზე "დიად", ყველაზე "ცნობილ" გრძნობასთან იყო დაკავშირებული, რომ საკუთარი არსების რობოტობაში ეჭვსაც აღარ იტანდა. ვიღაც აპროგრამებდა თითქოს, საწვავს უსხამდა იმდენს, რომ გაეძლო საავადმყოფოში, უნივერსიტეტში და მეცადინეობისას, შემდეგ კი უსულოდ დასცემოდა საწოლს და მანამ არ ამდგარიყო, სანამ ვინმე კიდევ გაიმეტებდა მისი მეტალის ორგანოებისთვის ენერგიას... ლურჯმა ნისლმა კი მის დეგრადირებულ სამყაროს ხორცი შეასხა. სილურჯის ქარიშხალში მოყოლილი, ადამიანობის ცნებას თავიდან ეზიარა... სახე გაებადრა, წინ ჩამოყრილი გრძელი შავი თმა თავის გაქნევით გადაიყარა უკან და ნაბიჯს აუჩქარა. ძალიან სურდა ოდნავ მამაცი ყოფილიყო და ანდრეასთან მისულიყო, მაგრამ ვერ გაბედა. სახლისკენ დაადგა გზას და მალევე ეხუტებოდა მის ოთახში, ვარსკვლავივით გაწოლილ ლუკას. *-*-*-*-*-* -ანდრეა? - საავადმყოფოს წინ, სკვერში, თავის ადგილად მდგომი ბიჭი რომ დაინახა, მაშინვე შეუძახა. ის მას სულაც არ უყურებდა, თავი ჰქონდა ჩახრილი და ჩაფიქრებულიყო რაღაცაზე. ანას ხმა რომ გაიგო, თავი წამოსწია და ფიქრები უცებ გაურდინენ თავიდან. გაუნათდა სახე და თბილად გაუღიმა. -გეჩქარება? -15 წუთი მაქვს. - გაეღიმა გოგოს და გვერდით დაუჯდა. -კარგი დრო გაატარე გუშინ? -არც კი მკითხო! - სახეზე ხელები აიფარა ანამ. - ამის მერე გამაფრთხილე რომ არასდროს არ წავიდე იმ ადგილას მეორედ. საზიზღრობა იყო! - ანდრეას მსუბუქად გაეცინა, შემდეგ კი ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. -მოწევა კლავს. - წარბაწევით უთხრა გოგონამ და ხელები გადაიჯვარედინა. -ბევრი რამ სიგარეტზე მეტად ანადგურებს ადამიანს, მაგრამ მათ არ აწერიათ ზედ კლავსო. - მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა. ანა მიხვდა, ისევ ისეთ ხასიათზე იყო, როგორც იმ დღეს, მასთან რომ მეცადინეობდა და თავადაც მოიღუშა. -რატომ ხარ ეგრე? - ჰკითხა უნებურად. -ხანდახან თვალს უსწორებ ადამიანი რეალობას და... რთულია ასე არ იყო! - გაუღიმა და სახიდან თმა გადაუწია. - წადი, თორემ დააგვიანებ. -ვერ წავალ ასე. - თავი გააქნია ანამ. -როგორ? -რომ ვიცი რომ ცუდად ხარ, ვერ წავალ ასე. - აუხსნა და ანდრეას სიცილზე ისევ მოეშალა ნერვები. -რა უცაური ვინმე ხართ, ექიმო პირველო... შედი, დაიწყო შენი ცვლა. - ანამ თავი დანანებით გააქნია, ნელა წამოდგა და არაფერი უთქვამს, ისე შევიდა შიგნით. გასახდელიდან გამოსული არ იყო, მიხალკოვას ხმა უკვე რომ ესმოდა. ჯერ ერთი სტუდენტი გალანძღა, მერე მეორე, შემდეგ იკითხა, პირველი სად არისო. -აქ ვარ. ბოდიშით, დავიგვიანე! - უთხრა და ხალათის შესწორებით გამოვიდა ოთახიდან. -განათდა სამყარო, გამოჩდა ამდენ ჩერჩეტში ნორმალური! - ხელები ცისკენ აღაპღრო ქალმა. - ექვსი ოპერაცია მაქვს დღეს, რადგან გამოცდაზე ყველაზე მაღალი ქულა აიღე, ექვსივეზე გამიწევ ასისტენტობას. -მე? - თავი ვერ შეიკავა და წამოიყვირა. -კიდევ ერთხელ შეიცხადე და იქნებ გადავიფიქრო! ეს აიღე და წამომყევი. - უთხრა და პირადი საქმეები გადაულოცა ხელში, შემდეგ კი ცხენის კუდად შეკრული თმის ქიცინით გავიდა გარეთ. -მე? - ჩუმად გაიმეორა თვალებგაფართოვებულმა. -გილოცავ, ანა! - მაინც უთხრეს დარცხვენილმა კურსელებმა და ძლივს აიძულეს, მიხალკოვას გაყოლოდა. ექვს ოპერაციას კიდევ ბევრი მოჰყვა. მთელი კვირა ისეთ ეიფორიაში, ისეთმა ბედნიერმა გაატარა, წამით არ უფიქრია ლურჯ ნისლზე და მის მიერ მოყვანილ ადამიანზე. საშინლად დატვირთული სახლში რომ მიდიოდა, არაფრის თავი ჰქონდა, მაშინვე იძინებდა, მაღვიძარის ხმაზე დაფეთებული გამრბოდა საავადმყოფოსკენ. მიხალკოვას სახის სრული გარდატეხა მოხდა მის არსებაში. ქალი თბილად, პატივისცემითაც კი ექცეოდა. ბედნიერების ღრუბლებში დაფრინავდა ანა და მიწაზე დაბრუნება არანაირად არ უნდოდა... -წარადგინე, ცაავა! - უთხრა ქალმა, ხელში მოხრილ სტუდენტს, რომელიც თითქოს გამოფხიზლდაო, გასწორდა და უცებ ჩამოარაკრაკა: -რამდენიმე საათის წინ შემოიყვანეს ეპილეფსიის განმეორებადი შეტევებით. რამდენჯერმე გაქცევა დააპირა, თუმცა იმდენად სუსტადაა, ფეხზეც ძლივს დგება. -წარდგენას პაციენტის სახელითა და გვარით იწყებენ, ცაავა, ესეც მე გასწავლო? - ცივად უთხრა ქალმა, უკვე პალატასთან იყვნენ. ის-ის იყო, ანამ კარი შეაღო, რომ ზურგსუკან კურსელის ხმით ნათქვამი სახელი, მკაფიოდ გაარჩია: -ანდრეა ვიბლიანი, 23 წლის. - ხმა და ნანახი ერთმანეთში აერია გოგონას. ექოდ გაისმა ცაავას სიტყვები და თითქოს საწოლზე მჯდომი, მილებით გარშემორტმული ბიჭის გამოსახულება ნაწილებად დაიშალა მის თვალწინ. 1 კვირა იყო, არ ენახა. 1 კვირა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ საავადმყოფოში მოხვედრილიყო. 1 კვირა, რომელიც მასზე ფიქრის გარეშე გაატარა, თითოეულ წამად ჩაესო ანას გულში და ადგილზე მიყინა. პაციენტმა თავი ნელა შემოაბრუნა, აცრემლებული ლურჯი თვალებით, ცივი მზერა ესროლა კარში გაჭედილს და იქნებ რამე ეთქვა კიდეც, მიხალკოვას რომ არ ამოეღო ხმა. * -გაინძერი, პირველო! - ანა თითქოს გამოფხილდაო, რამდენიმე მძიმე ნაბიჯი გადადგა და კედელს აკრო. -მაშ ასე, ანდრეა, არა? - მიუახლოვდა მიხალკოვა ბიჭს და გაუღიმა. - შენს მშობლებს დავუკავშირდით, მალე იქნებიან აქ. – „მშობლებს?“ - ექოდ გაისმა სიტყვა მის გონებაში. თითქოს შეუძლებელი იყო მას მშობლები ყოლოდა... -როდის შემეძლება წასვლა? - ძლივს ამოიხავლა ბიჭმა. მისი მისუსტებული ხმის გაგონებისას რამის ფეხები მოეკეცა ანას, ხელში გაჩრილი ფურცლები მაგრად მიიკრა მკერდზე და მათ ხელი მოუჭირა. -ძალიან სუსტად ხარ, იმისთვის რომ წასვლაზე იფიქრო. - დაშაქრული ხმით უთხრა ქალმა. - ტომოგრაფია უნდა გადაგიღოთ, გავიგოთ რა იწვევს შენს შეტევებს. -ეპილეფსია. - ისევ ამოიხავლა ბიჭმა. -ვნახავთ მაგას, - თქვა ქალმა და ანასკენ მობრუნდა. - ექიმი პირველი ანალიზებს ჩაგიტარებს და ტომოგრაფიაზე შეგიყვანს. - თქვა მტკიცედ. - თუ მოახერხებს... - დაამატა შემდეგ. - რა დაგემართა, ანა? -არაფერი. - უცებ თქვა, თითქოს გამოცოცხლდაო. აკანკალებული ხელებით სწრაფად დაწვდა ანდრეას პირად საქმეს და შემდეგ მის საწოლს მიუახლოვდა. -მე... - მისი დაღლილი სახის ახლოდან ნახვამ ისევ ცუდად გახადა. - მე ექიმი პირველი ვარ, ანდრეა, უნდა წაგიყვანოთ... - დაბნეული ალაპარაკდა, სასწრაფოდ დაავლო ხელი მისი საწოლის კიდეს და დერეფანში გააგორა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა... თითქოს გონებიდან ამოუფრინდა ის, თუ სად ნახა ანდრეა მეორედ. თითქოს სულ დაავიწყდა, რომ ცუდად იყო. ახლა კი საკაცეზე იწვა და მას უნდა გაეგო რა სჭირდა. საკუთარ თავს შეუძახა, უბრალო პაციენტია, რომელსაც რაღაც პატარა უნდა გაუკეთო და უკან დააბრუნოო, თუმცა საკუთარი სიტყვების თავადაც არ სჯეროდა. ანდრეა მისთვის არც უბრალო პაციენტი იყო და არც უბრალო ადამიანი. მას შემდეგ იყო ეგ-ეგრე, რაც პირველად მოკრა თვალი ქუჩაში, ლურჯ ნისლში გახვეულს... -გამაპარებ? - ჰკითხა ბიჭმა, უკვე რადიოლოგიაში რომ იყვნენ და ფეხზე წამოდგომაში ეხმარებოდა. -რა? - ვერ გაიგონა გოგონამ და უცნაურად ააშტერდა. -გამაპარე რა, ანა, აქედან. - შეევედრა. -თქვენი მკურნალი ექიმი წყვეტს თქვენი აქედან გაწერის დროს, მე უბრალო სტუდენტი ვარ, რომელმაც ტომოგრაფია უნდა გადაგიღოთ. - საკუთარ თავს ფორმალურობა აიძულა და ანდრეას ხელით უჩვენა სადაც უნდა წასულიყო. -ანუ ისევ ჩემით მომიწევს გაპარვა? - დანანებით გააქნია თავი ბიჭმა. -გამოსახულება გარჩევადი არ იქნება თუ საუბარს და მოძრაობას არ შეწყვეტთ. - ცივად უთხრა ანამ და გზა ექიმს დაუთმო. * ფოტოები მიხალკოვას მიუტანა, ანდრეა კი სხვა ანალიზების გასაკეთებლად ისევ პალატაში აიყვანა. -რას აკეთებ? - ჰკითხა, ნემსმომარჯვებული რომ დაინახა ანა. -სისხლი უნდა აგიღოთ, ანალიზებისთვის. - უთხრა და ხალათი მკლავზე ზემოთ აუწია, შემდეგ კი ადგილი ვენასთან სპირტით გაუწმინდა. -ანა... - დაიწყო ბიჭმა. -შენ ახლა ჩემი პაციენტი ხარ, ანდრეა. გახსოვს რა გითხარი, თუ იგრძნობ მათ ტკივილს, დაინგრევი-მეთქი? მაცადე ჩემი საქმის გაკეთება. - უთხრა მოგუდული ხმით და ნემსი ვენაში შეუყვანა. ის-ის იყო, უნდა გასულიყო ანა პალატიდან, კარი რომ გაიღო და საშუალო ასაკის, მაღალი ქალბატონი რომ შემოვარდა, მხარბეჭიან, ლურჯთვალება კაცთან ერთად. დიდი დაკვირვება არ დასჭირვებია, მაშინვე მიხვდა, ვინც იყვნენ. -ესღა მაკლდა. - გაიგონა ბიჭის ჩუმი სიტყვები. -ანდრეა, ანდრეა. - ქოთქოთი დაიწყო ქალმა. - თქვენ ვინ ბრძანდებით? - მასთან მისულმა შეამჩნია თითქოს თეთრხალათიანი და ამღვრეული თვალებით შეხედა გოგონას. -ექიმი პირველი ვარ, თქვენს შვილს... - დამთავრება არ დააცადა, რომ ჩაერთო ქალი. -როდის შევძლებთ ანდრეას წაყვანას? -დამაცადეთ, თუ შეიძლება! - მაშინვე მიხვდა რომ გარეგნობის მიუხედავად, ანდრეა დედას არაფრით არ ჰგავდა. - პაციენტს აღენიშნებს კრუნჩხვების ხშირი შეტევები, ანალიზების პასუხებს უნდა დაველოდოთ რის შედეგადაც შევძლებთ კითხვებზე გიპასუხოთ, მანამდე კი შეგიძლიათ გარეთ დაიცადოთ. - იმაზე მკაცრად მოუვიდა, ვიდრე აპირებდა, თუმცა სინანულს არ აპირებდა. -ჩვენთვის ისედაც ცნობილია რა სჭირს, ჩვენს შვილს. შეგიძლიათ მოაგვაროთ ყველაფერი და გაწეროთ? - ამჯერად მამამისმა ამოიღო ხმა. ის უფრო თავაზიანი ჩანდა. -მე... - ანდრეას ფერწასულ სახეს გადახედა გოგონამ. - მთავარ ექიმს უნდა დავუძახო, უკაცრავად. - თქვა და სასწრაფოდ გავიდა პალატიდან. მას შემდეგ, რაც ქალი იპოვა და მომხდარის შესახებ უამბო, მან კი გაყოლება დაავალა, შეყოყმანდა. მიხალკოვამ მაშინვე შენიშნა მისი სახის ცვლილებს და სათვალეებს ქვემოდან გამოხედა: -რამის თქმა გინდა ჩემთვის, ანა? -დიახ. - შეპარვით დაიწყო. - ჩემი ცვლა დამთავრდა და.. მაინც უნდა გაწეროთ ის ბიჭი, შეიძლება წავიდე? -რა თქმა უნდა, შეიძლება. - უთხრა ქალმა და ზემოდან დახედა. - იცი შენში რა მომწონს? ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს, რა არის, იცი? - ანას გაუკვირდა ქალის სიტყვები და მხრები აიჩეჩა. -არ გავხარ სხვებს და სახლში რამდენიმე საათით მეტად ჯდომას, აქ ყოფნა და სწავლა გირჩევნია. ფიქრობ რომ არ შეიცვლება ეგ რამე? -დიახ, უბრალოდ... სამეცადინო მაქვს. -იყოს, როგორც გნებავს. - გაუღიმა მიხალკოვამ. - მაინც უნდა გავწერო ვიბლიანი, მისი მდგომარეობის შესახებ ახალი არაფერი შემიტყვია... - თავისთვის ჩაილაპარაკა და სწრაფად მოშორდა კუთხეში აწურულ, გაფითრებულ სტუდენტს. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მიხალოვა მიუხვდა. არაფერი უთქვამს, ზედმეტად არაფერი გამოუხატავს, თუმცა ყველაფერს მიხვდა... ძალაგამოცლილმა მიაკითხა გასახდელს და ირონიულად, სწორედ მაშინ გამოვიდა შენობიდან, როცა ანდრეა მშობლებთან ერთად მანქანაში ჯდებოდა. თავი ისე დაიჭირა, თითქოს ვერ დიანახა, ქურთუკი მაგრად მოიხვია ტანზე და ავტობუსის გაჩერებაზე გავიდა. საშინლად ყინავდა. აპირებდა ლუკასთვის მიეწერა გამომიარეო, ისე კანკალებდა. -გაიყინებით, ექიმო. დაბრძანდით, მიგიყვანთ სახლში. - მასთან ახლოს მანქანა რომ გაჩერდა და ჩაწეული მინიდან შვილის იდენტური თვალებით გადმოხედა უფროსმა ვიბლიანმა, მთელს სხეულში გააცია ანას. უკანა სავარძელს მიყუდებული ანდრეა უცნაურად უყურებდა. იცოდა, არ ჰქონდა სხვა გზა. მამამისი თუ არა, თვითონ ჩასვამდა მანქანაში, თავის ხელით. -არ არის საჭირო შეწუხება, დიდი მადლობა... - მაინც უთხრა, მორიდებით. -რა შეხუწება შვილო, გაიყინები მანდ დგომით, ჩაჯექი. - თავი დაუქნია, მანქანას მოუარა და უკანა სავარძელზე ანდრეას გვერდით დაჯდა. უხაროდა რომ არსებულ სიტუაციას ბოლომდე ვერ იაზრებდა, თორემ აუცილებლად ატეხდა ამდენი ხალხის წინ სიცილს. მისამართი უკარნახა კაცს და თავი მინას მიაყრდნო. დაჟინებით გრძნობდა მის მზერას... -ასეთი პატარა ექიმი როგორ ხართ? საინტერესოა უბრალოდ. - იკითხა ქალმა, ისეთივე მკაცრი ხმით, როგორითაც პალატაში. ანამ თავი წამოწია. -სამედიცინო უნივერსიტეტში ვსწავლობ, საავადმყოფოში პრაქტიკებს გავდივარ. -და პრაქტიკანტს პაციენტებთან უშვებენ? - ამრეზით იკითხა ქალმა. -დედა, შენი აზრით ექიმი პორველის კონპეტენციაში ეჭვი რომ არსებობდეს, ვინმე მიაკარებდა პაციენტს? მთელი დღეა მის გვერდით ვარ და გარწმუნებ, სწორედ იქაა, სადაც უნდა იყოს. - ხმა ამოიღო ანდრეამ და ისე წარმოთქვა სიტყვები, დედისთვის თვალი არ მოუშორებია. -ცუდად არ გამიგო, რა გქვია? - ისევ გოგონად მიუბრუნდა. -ანა, ანა პირველი. -ანა, დედაჩემიც ყოფილი ქირურგია, ვაფასებ თქვენს პროფესიას. უბრალოდ უცნაურია, პატარა და სუსტი ჩანხარ. - ოდნავ გაეღიმა ქალს. -არც ერთია და არც მეორე! - ჩაილაპარაკა ანდრეამ თავისთვის. ყურადღება აღარავის მიუქცევია... სიჩუმეში გალიეს გზა, ანას სახლის ჭიშკარს სანამ არ მიაღწიეს. -დიდი მადლობა, ბოდიში შეწუხებისთვის. - უხერხულად გაიღიმა, შემდეგ კი ანდრეას მიუბრუნდა. -გამოჯანმრთელებას გისურვებ! -ანა... - ამოილუღლუღა და ამღვრეული თვალებით შეხედა. გაუღიმა და თავი შეუჩნევლად გააქნია გოგონამ. კიდევ ერთხელ მოიხადა მადლობა და სწრაფად გადავიდა მანქანიდან. მხოლოდ სახლში შესვლისას დაიწყო მომხდარის გაანალიზება, შესასვლელ კართან ჩასრიალდა და თავი ხელებში ჩაირგო. "რა მოხდა? დღეს რა მოხდა?" ერთსა და იმავე კითხვას მემილიარდედ უმეორებდა საკუთარ თავს და შემდეგ მეამდენედვე პასუხობდა. "ანდრეა... ის ანდრეა, ქუჩაში რომ გიპოვა გულწასული... ის ანდრეა... გამოსავალს რომ ჰგავს... ცუდადაა. ანდრეაა ცუდად და... საშინლად გამაღიზიანებელი დედა ჰყავს." საკუთარ თავს წამოდგომა დააძალა, სანამ ვინმე მოვიდოდა და ასეთ მდგომარეობაში ნახავდა. ანდრეას ნათქვამი ყოველი სიტყვა ზედმიწევნით ახსოვდა და ახლა ყოველ მათგანს ახალი მნიშვნელობა მიეღო. თითქოს ნათელი გახდა მისი მწუხარების მიზეზი... ლურჯი ნისლი განათდა და მტანჯველი რეალობა ზედმიწევნით კარგად დაინახა ოთახში, მაგიდასთან მჯდომმა გოგონამ, არეული თვალებითა და გააზრებულით მიღებული ყრუ ტკივილით სხეულში... "აუტანელი მშობლები მყავს, ბოდიში." - რამდენიმე საათში უცხო ნომრისგან მოუვიდა შეტყობინება და მაშინვე იგრძნო როგორ აკანკალდა. "არაფერია საბოდიშო. კარგი მშობლები გყავს." - მიწერა უცებ. "ჩემი მდგომარეობა იმაზე ბევრად მძიმეა, ვიდრე მე და შენ წარმოვიდგენთ. არ მინდა რომ ისედაც ცოტა თავისუფალი დრო ამაზე ნერვიულობაში გაატარო." "შენ არ წყვეტ რაღაცებს, ანდრეა." - ტექსტი აკრიფა, თუმცა შემდეგ წაშალა, ტელეფონი საწოლზე ისროლა, თავად კი სააბაზანაშო შევიდა. * დისორიენრიტირებული მოძრაობდა ოთახებს შორის. რამდენიმე დღეს სრულიად ისვენებდა და დასვენებას ყველაფრით ატარებდა თავად - დასვენების გარდა. ტვინს იჭ....ტდა ფიქრით, დაღლილიც იყო. ისე შეცვალა იმ ერთმა პაციენტმა, თითქოს სული ამოაცალა, თავისას შეახო და შემდეგ დაუბრუნა. ვეღარ ცნობდა საკუთარ სულს, მასზე ანდრეას თითის ანაბეჭდებს გრძნობდა და მთელი სხეული ექავებოდა უცნაური შეგრძნებისგან. ნინეს გვერდით იწვა საწოლში, გოგონა მშვიდად ფშვინავდა, თავად კი ხელში უზარმაზარი წიგნი მოექცია და ეპილეფსიის გამომწვევ მიზეზებზე კითხულობდა. თითქოს ეს არ ვიცოდიო, ყოველი აბზაცის შემდეგ ამბობდა ნერებმოშლილი თუმცა უმოძრაოდ ყოფნაც არ შეეძლო. იცოდა, ასე უარესი იყო... ბევრად უარესი. -ანა, ან დაიძინე, ან კიდევ მომიყევი ვიზე ნერვიულობ ასე საშინლად! - ისე გაჟღერა გოგონას მკაცრმა ხმამ, თვალებიც არ გაუხელია. ხელის ნელი მოძრაობით დახურა ანამ წიგნი, ბალიშზე ჩასრიალდა და ზედ თავი დადო. -მაინტერესებს... - დაიწყო ნინემ, თვალები გაახილა და ბრაც აანთო. ოთახის ხისფერ კედლებს მბჟუტავი ლურჯი სინათლე მოეფინათ. თითქოს ლურჯი ნისლით დაიფარნენ... -არაფერია მოსაყოლი. - თქვა ანამ მტკიცედ, თუმცა ხმაში დაღლილობა შეეპარა. - უბრალოდ... -უბრალოდ მომიყევი, ხომ იცი, გავიგებ? - გაუღიმა ცხვირზე ხელი დაკრა. ოდნავ გაეღიმა ანას, წამოიწია და ზემოდან დახედა გოგონას. -პაციენტია უბრალოდ, არაფერი საინტერესო შენთვის. -"უბრალოდ პაციენტი" შუაღამისას, მაშინ, როცა ისვენებ წიგნებში არ ჩაგაკირკიტებდა, პირველო. - ნიშნისმოგებით უთხრა ნინემ. - მგონი შენამდეც მოაღწია სიყვარულის სენმა. -კი, როგორ არა. - ემოციის გარეშე გაეცინა ანას. - დავპირდი რომ გადარჩებოდა. - თქვა შემდეგ. გოგომ უცებ მოიშორა ირონიული გამომეტყველება, წამოიწია და ანას ხელი გადახვია. -მას დაპირდი? - ჰკითხა შეპარვით. -არა, საკუთარ თავს დავპირდი, რომ გადავარჩენდი. -არ გამოდის ეგ საქმე? - გაეღიმა გოგონას. -თვითონ მითხრა, ვერ გადაარჩენ იმას, ვისაც გადარჩენა არ უნდაო. მას კი არ უნდა. - ამოსუნთქვას ერთიანად ამოაყოლა და თავი გოგონას მხარს მიაყრდნო. კარგა ხანს ჩუმად იყო ნინე, წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ეთქვა. შემდეგ კი ძლივს ამოიღო ხმა და ოთახში ფენებად დალაგებული სიჩუმე გაარღვია. -შენ მოანდომებ, ანა. მე მჯერა რომ შეგიძლია. -და თუ მოუნდა და უბრალოდ არ იქნება... - თავი წამოსწია და გოგოს შეხედა. - უბრალოდ ვერ ვიპოვი გზას? -რომც ვერ იპოვო, შენი ახლოს ყოფნა გადაარჩენს. - გაუღიმა და ქვემოთ უბიძგა. - მანამდე კი, დავიძინოთ. -დავიძინოთ, კარგი. - ოდნავ გაეცინა ანასაც, ბალიშზე თავი დადო, შემობრუნდა და ძალიან სცადა გონებიდან აზრები გაექრო. იქნებ ასე მაინხ შესძლებოდა დაძინება... * დიდი სისწრაფით ენაცვლებოდა მოვლენები ერთმანეთს. თვალის დახამხამებას ვერ ასწრებდა ანა, ისე ხდებოდა ერთი რამ, გადადიოდა მეორეში, მას ცვლიდა და მესამეს უკაკუნებდა კარზე. დეკემბერი ახალი დამდგარი იყო, დედასთან და ლუკასთან ერთად იდგა აეროპორტში და საყვარელ ბიძაშვილს აცილებდა. იმორებდა ნინე, ახალ წელს ჩამოვალ, გეფიცებითო, თუმცა მისი ფიცი ისეთივე იყო, როგორიც ანასი, რომ ამბობდა, პირველში სახლში ვიქნებიო. -კარგად, ექიმო პირველო! - ღიმილით უთხრა გოგონამ და ატირებამდე მყოფს გადაეხვია. - რომ ჩამოვალ, გადარჩენილი უნდა დამახვედრო ის ბიჭი. - წარბები აათამაშა და თვალი ჩაუკრა. სახე ეცვალა გოგონას. იმდენი ხანი იყო ანდრეა არ ენახა და არც გაეგო მასზე რაიმე, ძალიან ეუცხოვებოდა მისი ხსენება. -მაშინ, ნინე, არ უნდა ჩამოხვიდე შენ თბილისში, მეორედ. - ნაღვლიანი ღიმილით უთხრა ბოლოს. -ჩამოვალ-მეთქი, ახალ წელს! - კიდევ ერთხელ გაუმეორა ბიძაშვილმა და ახლა ბიცოლას გადაეხვია. მალევე დატოვეს აეროპორტი. რუსეთისკენ მიმავალმა თვითმიფრნავმა თვითმფრინავმა თბილისი უკან მოიტოვა და გაყინული მოსკოვის მიმართულებით გაშალა ფრთები. * -სახლში იქნები დღეს? - ჰკითხა ლუკამ და თავის დაქნევას აპირებდა, შეტყობინება რომ მიუვიდა ტელეფონზე. "მოხვალ?" ორკვირიანი პაუზის შემდეგ, მისკან რაიმეს გაგებისას, გული უცნაურად შეუფრთხიალდა. ძმას ახედა და თავი გააქნია, სისულელე მოიფიქრა გასამართლებელ მიზეზად და სანამ მთაწმინდაზე ავიდოდა, თხუთმეტი წუთი გაატარა საძინებელში, სარკის წინ მდგარმა, გამოსავლის ძიებაში. * -ცაზე ფერები მუქდება, უყურე! - თითი აწია ბიჭმა ცისკენ და გვერდით მჯდომსაც მოუწია ზემოთ აეხედა. -შენი თვალების ფერია ახლა... - ამოილუღლუღა თავისთვის გოგომ. -ასეთი ფერი აღარასდროს იქნება. იცი, ყველა მზის ჩასვლას თავის ფერი რომ აქვს? არასდროს, არასდროს განმეორდება ის, რაც ახლაა. - ბიჭის სინანულით სავსე, მაღალი ხმა ესმოდა გოგონას და ტანზე ჟრუანტელი აყრიდა. -დეჟა-ვუ რაღაა მაშინ? - დაინტერესება სცადა და აკანკალებული ყბები ერთმანეთს მაგრად დააჭირა. -დეჟა-ვუ? ადამიანის გამოგონილი სისულელე. სრულიად, დეტალურად ერთნაირი არც-ერთი მოვლენა არ არის ამ ქვეყნად! -საიდან იცი? - ოდნავ გაეღიმა გოგონას. -უბრალოდ ვიცი! ხომ არის რაღაცები, რაც იცი და არავის უსწავლებია შენთვის? აი შენ, ხომ იცი, რომ ვკვდები მე? მაგრამ არავის უთქვამს ასეაო. - თითქოს სუნთქვა შეეკვრა, მკერდი ამოუჯდა გოგონას და შემდეგ ერთიანად მოეშვა. ხელები მაგრად მოუჭირა საქანელის ჯაჭვებს და ბიჭის გამოსახულებას მზერა მოაცილა. -ნუ ამბობ სისულელეებს, ანდრეა! რატომ მომიყვანე? -გგონია ვიცი? - ოდნავ გაეცინა. -ანდრეა... - თავი გადააქნია ანამ. -წასვლა თუ გინდა, წადი. - მტკიცედ თქვა და გოგონა ადგილიდან რომ არ შეირხა, გაიბადრა. - აი, ხომ ხედავ, შენც? -რას ვხედავ? - ჰკითხა და თავის შავი თვალები მის ლურჯებს გაუსწორა. -მე და შენ, დაკავშირებულები ვართ ერთმანეთთან იმაზე ძლიერი ძაფით, ვიდრე ორბიტები, რომლებზეც პლანეტები ბრუნავენ. -საიდან იცი? - ისევ იკითხა და რომ მიხვდა, რასაც უპასუხებდა, მსუბუქად გაეცინა. -სად იყავი, ანდრეა? - ისევ ანამ დაარღვია სიჩუმე. -გჭირდებოდი ის რამდენიმე კვირა, როცა მე არ ვიყავი? - წარბაწევით გადახედა და გოგოს თვალებში წაკითხული პასუხის შემდეგ, ხელის აუწია. - აი, პასუხიც. -რა შუაშია ეგ? - ნერვები მოეშალა გოგოს და წამოდგა. -თავშია, ანა. - მის გამხმარ ფოთლებში მოძრავ გამოსახულებას გახედა და გაუღიმა. შემდეგ კი ტელეფონი ამოასრალა ჯიბიდან და ისე უცებ გადაუღო სურათი, რეაგირებაც ვერ მოასწრო ანამ. -რად გინდა ეგ სურათი? - მობეზრებულმა ჰკითხა. -მინდა! - უთხრა და გაუღიმა. - შევიდეთ სახლში თუ ხმას არ ამოიღებ, სანამ ლოდად არ იქცევი, ყინულის? -როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა გოგომ და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო. -როგორც გინდა, როგორც უნდა, როგორც უნდათ. - თვალების ბრიალით წამოდგა საქანელიდან ანდრეა. - როდემდე აპირებ სხვების სურვილების შესრულებას და საკუთარი თავის მსვერპლად გაწირვას? - ძალიან ახლოს დაუდგა და თვალებში ჩააშტერდა. -რა გჭირს, ანდრეა? - კიდევ ერთხელ ჰკითხა და ამჯერად ყბის კანკალი ვეღარ შეაკავა. თავი უკან გადახარა ბიჭმა, კარგად დააკვირდა მის სახეს. მუქ შავ თვალებს, გრძელ წამწამებს, ვარდისფერ ტუჩებსა და პატარა ცხვირს. მხრებზე დაყრილ, ტალღოვან თმას. ცოტაც და იტირებდა. -არ-ა-ფე-რი! - უთხრა და თმა ნაზად გადაუწია ყურს უკან. - არაფერი. შენთან რომ ვარ... არაფერი არ მჭირს. -სხვებთან ხომ გჭირს? - ამოილუღლუღა. -წამოდი, ცხელი შოკოლადი დავლიოთ. - ხელი გადახვია და სახლისკენ უბიძგა გოგონას. სახლში რომ დააბრუნა, შეღამებული იყო უკვე. მანქანაში ისხდნენ რამდენიმე წუთს და გზას უყურბედნენ. კარის გაღება და გადასვლა უნდოდა ანას, მაგრამ ისეთი სითბო და სასიამოვნო სურნელი იყო სალონში, ვერ აიძულებდა საკუთარ თავს გამოძრაოვებას. არც სიჩუმის დარღვევა სურდა. ფიქრიც კი აღარ სურდა, უკვე... -ანდრეა... - მაინც ამოიღო ხმა. ბიჭმა უმალ გამოხედა ლურჯი მზერით. -ერთ დღეს ხომ მეტყვი, რატომ მიდიან ღრულები ციდან? - იმაზე მეტად გამოაჩინა საკუთარი იმჟამინდელი მდგომარეობა ხმაში, ვიდრე უნდოდა, თუმცა სინანულს აღარ აპირებდა. ბიჭს სახე ეცვალა. თავი ოდნავ გადახარა უკან, ხელის ზურგი გადაუსვა ლოყაზე ნაზად და თმა ყურს უკან გადაუწია. -უნდათ, იტირონ. - უთხრა ღიმილით. -მაინც გავიგებ, რა გჭირს და გადაგარჩენ. - თითქმის ჩურჩულით უთხრა, უკვე კარისკენ შებრუნებულმა. საკუთარ თავს უფრო, ვიდრე მას. -ზოგი ადამიანის... - დაიწყო ისევ ბიჭმა. -ჰო, მაგრამ შენი შეიძლება. - მტკიცედ თქვა და კარი გააღო, სიცივე უცებ ეცა და გააკანკალა, სირბილით წავიდა სახლისკენ... *** „ -ექიმო პირველო! -ანდრეა!“ ახალ წლამდე, მისი დღეები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ყველაფერი ჩვეულებვრივ იწყებოდა, ძალიან ეზარებოდა უნივერსტეტში ან პრაქტიებზე წასვლა, თუმცა ტანს ითრევდა საწოლიდან და საავადმყოფოს ან-სამედიცინოს წინ, ნაცნობი ფიგურის მხიარული შეძახილი ესმოდა და იცოდა, ძალიან კარგი დღე ელოდა. ყოველთვის იქ იყო, ანდრეა. ლურჯ ნისლს დაატარებდა თვალებით და თბილად უღიმოდა ხოლმე. ტელეფონზე ლაპარაკობდა ხანდახან, დედამისს ელაპარაკებოდა, ან უცხო ხალხს. მათთან საუბრის დროს ისე ჩაუქრებოდა ხოლმე თვალები, სრულიად სხვა ადამიანი ეგონა. შემდეგ, ბიჭი ისევ მას შეხედავდა და გაუღიმებდა, გოგოც გულში ამბობდა, დაბრუნდაო და საპასუხოდ ებადრებოდა ბაგეები. ხვდებოდა, რომ რაღაც ძალიან ცუდი ხდებოდა. რაღაც ძალიან ცუდი აუცილებლად მოხდებოდა. ერთი დღით ცხოვრება ყველაზე უცნაური რამ იყო მისთვის. ყოველთვის დაგეგმილი და გაწერილი ჰქონდა ყველა მოქმედება. წამებამდე ჰქონდა გათვლილი დღის გეგმა, სანამ ყველაფერი ლურჯმა ნისლმა არ დაბურა და ვერაფერი დაინახა. აღარაფერს მოელოდა, უბრალოდ ცხოვრობდა, უხაროდა მისი ნახვა. უხაროდა აჩქარებული გულისცემა „ექიმო პირველოს” გაგონებისას. უხაროდა მის თვალებში გადაკარგვა და მისი უცნაური საუბარი. უხაროდა, დეპრესიული თინეიჯერივით რომ საუბრუბდა ერთ წამს და მეორე წამს-ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო დედამიწაზე. ანდრეა ვიბლიანის მთელი არსი უხაროდა პირველს და ყველა წინათგრძნობას თიშავდა მასთან ყოფნისას. თითქოს გონების მიუღწეველ კუნჭულში მოაქცია ბიჭის დაავადება. თითქოს დაივიწყა, რომ ხელიდან ეცლებოდა... ალბათ მალე ბედნიერებასაც დაიბრალებდა, ერთ დღეს, შუაღამისას რომ არ გაეგონა ტელეფონის ხმა, დაფეთებულს რომ არ წამოეწია თავი და განათებულ აკრანზე ანადრეას ნომერი არ დაენახა. -რა მოხდა? - ჰკითხა ანერვიულებულმა. გაუკვირდა ზარი მისგან, არასდროს დაურეკავს. ყოველთვის სწერდა მესიჯებს, მაგრამ არაფრისდიდებით ურეკავდა. ბანალურია, ტელეფონზე ჩამოკიდვებიო, ამბობდა. -ანა... - ბიჭის არეული, ანერვიულებული ხმა სრულიად ეუცხოვა. რაღაც ხმა ესმოდა, მანქანას მიაქროლებდა. - ბოდიში, რა... - რომ გაიაზრა, რომ ანდრეა ტიროდა, მუხლები მოეკვეთა თითქოს. ხელი მაგრად მოუჭირა საწოლის კიდეს და ძლივს ჰკითხა: -სად ხარ? კარგად ხარ, ანდრეა? - საკუთარ ხმა შორიდან ესმოდა. გამოსული იყო საკუთარი სხეულიდან, ხედავდა ლოგინზე მოკუნტულ, არეულ სახიან გამოსახულებას და ვერაფრით ავლებდა პარალელებს საკუთარ თავსა და მას შორის. -არ მინდოდა... არ მინდოდა, გეფიცები. - ბღაოდა ბიჭი. - ძალით არ მინდოდა... მაინც ჩაგითრიე! -გეხვეწები, მითხარი, სად ხარ! - საკუთარ ხმას ვეღარ აკონტროლებდა, თითქმის ყვიროდა. -თუ შეძლებ ოდესმე, მაპატიე. - ამოთქვა ბიჭმა და ტელეფონი გათიშა. ანა მაშინვე წამოვარდა საწოლიდან და ოთახში ბოლთის ცემა დაიწყო. თავზე მაგრად იჭერდა ხელებს. საშინელ წინათგრძნობას ვერ იშორებდა, დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. დარწმუნებული იყო, რომ რაღაც დაემართა. ტანსაცმელს უსწრაფესად ეცა, თან მის ნომერზე დარეკვა დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. ჩაცმულს, წარმოდგენა არ ჰქონდა, სად უნდა წასულიყო. საავადმყოფოში მისულიყო პირდაპირ? თუ მთაწმინდაზე? რა აზრი ჰქონდა? ხომ იცოდა, რომ სადღაც გადაიჩეხა? უმოქმედობისგან გაგიჟებულს, გულის ცემებიც უჩერდებოდა და სუნთქვაც. მთელი სხეულით აცახცახებული დაპროგრამებულივით რეკავდა მის ტელეფონზე, სანამ რამდენიმე საათის შემდეგ, ვიღაცამ არ უპასუხა: -ანდრეა? - წამოიყვირა შვებით. -ანდრეა ვიბლიანი წყნეთისკენ მიმავალ გზაზე იპოვეს, მანქანა ხეს შეეჯახა. თქვენ გელაპარაკებოდათ ბოლოს, ის უსწრაფესად იქნა გადაყვანილი საავადმყოფოში. - სიტყვები აღარ გაუგონია, ვერაფერი გაიაზრა. სწრაფად დაწვდა სახლის კარს და სირბილით წავიდა საავადმყოფოსკენ... * კითხვა: სად ხარ, სად ხარ, ანა? პასუხი: საავადმყოფოში, შენს მეორე სახლში ხარ. დერეფანში სცემ ბოლთას. კითხვა: რა გინდა, აქ? პასუხი: ანდრეას უტარებენ ოპერაციას. კითხვა: ანდრეა? ვინ არის ანდრეა? პასუხი: ანდრეა... შენი ანდრეა, ანა. კითხვა: რა უნდა აქ ჩემს ანდრეას? პასუხი: ავარიაში მოყვა. ორი საათია საოპერაციოშია. კითხვა: რატომ? რატომ? რატომ მოყვა ავარიაში? პასუხი: არ იცი, ანა. არავინ არ ვიცით. საკუთარ თავთან საუბრით ცდილობდა შვება ეპოვა. აკანკალებულ ხელებს მაგრად უჭერდა ტელეფონს. იმ ერთადერთ წყაროს, რომელმაც ბოლოს ანდრეასთან დააკავშირა. ეგონა, თუ ხელს გაუშვებდა, მასაც გაუშვებდა ხელს. მასაც მისცემდა დანებების უფლებას. ვერაფერს იაზრებდა ბოლომდე. გაფითრებული, ამოღამებული, ცრემლების უწყვეტი დენისგან ჩაწითლებული თვალებით უმზერდა მოსაცდელის თეთრ, აუტანლად თეთრ კედლებს და საკუთარი თავის უკვირდა. ვერ გაეგო, როდის მოახერხა ამ დერეფნის ასე შეძულება... ათასი აზრი დაფრინავდა მის გარშემო, მის სივრცეში თითქოს, თუმცა მას ვერ ეხებოდა. დაღლილობა და უკლებლივ ყველა ემოცია ერთიანად დაეჯახა და საბოლოოდ გადატეხა წელში. აღარ შეეძლო, აღარ შეეძლო მეტი... „ჯავახიშვილი გამოვა ახლა და მეტყვის კარგადაა ყველაფერიო. მეტყვის, აუცილებლად მეტყვის.“ - იიმედებდა თავს და მისი ერთ-ერთი მასწავლებლის დანახვას ნატრობდა. დერეფანში მალე გამოჩნდნენ ანდრეას მშობლები და რამდენიმე უცხო ბიჭიც. ვერ მოახერხა მათი სახეების აღქმა გოგონამ, შოკირებულმა მხოლოდ საშუალო სიმაღლის, აშლილსახიანი ქალისა და გაყინული ლურჯი თვალებით მომზირალი კაცის დანახვა შეძლო. -ანდრეა ვიბლიანი ოპერაციაზეა? - მაშინვე ექთანს მივარდა ქალი და აკანკალებული ხმით ჰკითხა. კედელს მიეყრდნო ანა და თავი მიაბჯინა. -რამდენი ხანია? ორი საათი? როგორ მოხდა ყველაფერი? - უამრავ კითხვას აყრიდა ქალი ექთანს. შემდეგ მზერა მოავლო დერეფანს და რომ დაინახა კედელს მიყუდებული, სასწრაფოდ წამოვიდა მისგან, ოდნავ დაიმედებული. -ანა პირველი არ ხარ, შენ? - ანამ თვალები დაახამხამა, წამწამებს შორის გაჩხერილი ცრემლები უცებ ჩამოუგორდნენ ლოყებზე და ხელის სწრაფი მოძრაობით მოიშორა ისინი. - ანდრეას ელოდები, არა? - ისე ჰკითხა, თითქოს ყველაფერი იცოდა მათ შესახებ. თავი მძიმედ დაუქნია გოგონამ, საერთოდ არ ჰქონდა კითხვების დასმის ან სხვა რამეზე ფიქრის თავი. ქალის მოქმედებებს შენელებულ კადრებად ხედავდა, ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. -როგორ გაიგე? - ჰკითხა ქალმა და მასაც ჩამოუგორდა ლოყებზე ცრემლები. -დამირეკა... - ამოიხავლა, ეგონა ვერც გაიგებდა მის სიტყვებს წინ მდგომი. - ტიროდა და... ბოდიშს მიხდიდა რაღაცაზე. - ხმა გაუტყდა გოგოს, თუმცა წარბი არ შეიდრიკა. - პოლიციამ დამირეკა ერთი საათის მერე. -ტიროდა? - ხმა ამოიღო ანდრეას მამამ. თავი დაუქნია ანამ და სახეზე აიფარა ხელები. -საუკეთესო ქირურგები უტარებენ ოპერაციას. - დამაიმედებლად თქვა შემდეგ. - არაა სანერვიულო, არაფერი. -დაჯექი, ანა. - უთხრა კაცმა, ოდნავ გაუღიმა და ხელით სკამზე ანიშნა. უცებ იუარა გოგონამ, იცოდა, საკუთარ თავს გამოძრავების, მოსვენების ოდნავ საშუალებასაც თუ მისცემდა, ვეღარ ადგებოდა. -ეს ის გოგოა, რომ გადარია ვიბლიანი? - ჩურჩულით ეკითხებოდნენ კედელთან აწურული ბიჭები ერთმანეთს. მხრებს იჩეჩდნენ, ვერაფერს ადგენდნენ. უყურებდნენ განადგურებულს და თავიანთ ტკივილზე მისიც ემატებოდათ უნებურად. -ვერ გაიგებ რა სიტუაციაა ახლა? - ისევ ამოხედა ქალმა. პასუხის გაცემას აპირებდა, დერეფანში მიხალკოვა რომ გამოჩნდა. -დიახ, დიახ. - უთხრა ისე, რომ არც შეუხედავს და მისკენ წავიდა. დოინჯშემორტყმული, აშკარად ახალგაღვიძებული იყო მისი უფროსი და ოდნავ სევდიანი, თუმცა მაინც მკაცრი მზერით უყურებდა. მისკენ მიახლოვებული რომ დაინახა, ხელი სტაცა მხარში და გასახდელისკენ წაიყვანა. -ვერ მეტყვი რა გინდა აქ? - ჰკითხა მკაცრად. -აუ, ელენა, ხომ იცით რაც მინდა? - სახელით მიმართა და მავედრებელი თვალებით შეხედა. - მეტყვით იმას, რაც მაინტერესებს? -აი, თურმე, რატომ გქონდა მიცვალებულის ფერი მაშინ, პალატაში რომ დაინახე. - თავისთვის უფრო ჩაილაპარაკა ქალმა და შემდეგ დაამატა: - მთავრდება ოპერაცია, სტაბილურადაა. -ანუ გამოძვრება? - თითქოს ქალა მოემატა გოგონას და სახე გაუნათდა. -შენ იცი, როგორც ხდება ჩვენთან, ანა. - სევდიანად გაუღიმა ქალმა და მხარზე დაადო ხელი. - არასდროს არის კარგი პაციენტის შეყვარება. -რომ გავიცანი ჩემი პაციენტი არ იყო. - სიტყვები ისე სწრაფად გამოცვივდნენ პირიდან, დაფიქრებაც ვერ მოახერხა. -დაწექი და დაიძინე ცოტა, როგორც კი რამე იქნება მე გაგაღვიძებ. - მზრუველის ხმით უთხრა და დივნისკენ უბიძგა. -6-ზე ისედაც იწყება ჩემი ცვლა. - ამოილუღლუღა გოგომ და თან კედები გაიძრო. -დღეს არ მუშაობ. - უთხრა და მის მოპირდაპირედ, სავარძელში ჩაესვენა. მანამ იჯდა იქ, სანამ პირველს სუნთქვა არ დაურეგულირდა და არ მიხვდა, უკვე ღრმად ეძინა... *** საშინლად ცივ ოთახში, საკაცეზე მწოლი, გადაღლილი, ჩაწითლებულთვალებიანი ფიგურა, თბილი მზერით რომ უყურებს მის საწოლთან ჩაკეცილ ქალიშვილს, რომელიც საშინელი სიტუაციის მიუხედავად, ცრემლებს არ ღვრის. კაცის ბოლო წამს გაბადრული სახე, გოგონას წამოწევა და მისი ჩაფრენილი ხელი - მამისაზე. კაცის ბოლო სიტყვები, რომლებიც წლების შემდეგაც, ზარის რეკასავით ჩაესმის საკაცესთან ჩაკეცილს... „თუ შეძლებ ოდესმე, მაპატიე.“ თვალები საფეთებულმა გაახილა, სიზმრის მხოლოდ ნაწილი ახსოვდა, თუმცა ესეც საკმარისი იყო. სიზმრის სრულყოფა საჭირო არ იყო, ყველაფრის მისახევედრად. მამასთან ბოლო შეხვედრა, მისი ბოლო სიტყვები ისედაც მშვენივრად ახსოვდა ანას. „თუ შეძლებ ოდესმე, მაპატიე.“ - თითქოს წამის წინ მოესმინა, ისე მკაფიოდ გაიჟღერა გონებაში კაცის ხმამ. შემდეგ კი ასევე სწრაფად, იგივე სიტყვებმა, სხვისი ხმით აუყვირეს გონება. „თუ შეძლებ ოდესმე, მაპატიე.“ - ნათქვამის ავტორი ამჯერად ანდრეა იყო... უცებ წამოწია, ტელეფონს დაავლო ხელი და არც დაუხედავს, ისე გავარდა ოთახიდან. პირველივე შემხვედრ ექთანს მიუახლოვდა და ის ჰკითხა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდა: -ნინა, წუხელ რომ ჩაუტარეს ოპერაცია, ვიბლიანს, როგორ არის? - მასზე ერთი თავით დაბალი, ლურჯთვალება გოგონა ოდნავ შეირხა, ხელში მოქცეულ ანკეტას ჩახედა და უცებ უპასუხა ექიმს: -ვიბლიანი, ვიბლიანი... - ფურცლებში იქექებოდა გოგო. - ვიბლიანი! აგერ არის, - უთხრა და ანკეტა გაუწოდა. - რეანიმაციაში ჰყავთ, ექიმო პირველო. ჯავახიშვილმა ჩაატარა ოპერაცია, გართულებები არ მოჰყოლია, თუმცა მაინც 24 საათიან კონტროლზეა. ნერვიულობენ ძალიან. მალე გაიღვიძებს, ორი საათის წინ დასრულდა ოპერაცია. თქვენი ცვლა არ დაწყებულა? - ჰკითხა პაციენტის ამბის ჩამორაკრაკების შემდეგ. -მადლობა, ნინა. - უხეშად მოუჭრა, ანკეტა ისევ ხელში მიაჩეჩა და ისევ გასახდელში შებრუნდა. ხალათი მოიცვა და მიმღებში ჩავიდა, სადაც მიხალკოვა ეგულებოდა. -გაგიღვიძია! - უთხრა ქალმა. -დიახ და მზად ვარ ვიმუშავო! - საკუთარ თავს გაღიმება დააძალა გოგონამ. – პოსტ-ოპერაციულებისთვის მე არ უნდა მიმეხედა? წავალ რეანიმაციაში! – -პირველი: არ მუშაობ. მეორე: შენ, მესამე კურსელი ცინგლიანი სტუდენტი, გამაცურებ-მე, ელენა მიხალკოვას? - ჰკითხა წარბაწევით. -რატომ არ ვმუშაობ? - მობეზრებული ხმით ჰკითხა. -თუ იმაზე ღელავ რომ სამუშაო საათები მოგაკლდება, ისედაც სულ აქ ხარ და ერთი დღე რომ არ იმუშავო, არაფერი დაშავდება და კიდევ, პაციენტებს ვერ მიხედავს ის ადამიანი, რომელიც კვდება ნერვიულობით და სულ სხვაგან უქრის გონება. შეგიძლია აბრძანდე ზემოთ და მოსაცდელში დაელოდო ვიბლიანის გაღვიძებას. ახლა მოშორდი, ოპერაცია მაქვს. - ისე უცებ მოუჭრა და გაეცალა, ხმის ამოღება არ დასცალდა ანას. წამიერად გაუელვა თვალწინ წინა ღამემ და ჟრუანტელმა დაუარა. ვერაფერს გააკეთებდა, მოსაცდელში დაბრუნება და მისი კურსელებისთვის ამბის გამოკითხვა მოუხდა. * რამდენიმე საათი სრულ იზოლაციაში გაატარა. გასახდელში იჯდა, ფანჯრის რაფაზე და ისევ არ უშვებდა ხელს ტელეფონს. ოთახის კარი რომ გაიღო და შიგნით ანდრეას დედა შემოვიდა, გაკვირვებულს შესამჩნევად გაუფართოვდა თვალები. ღამენათევი, გადაღლილი ქალი ნელი ნაბიჯით წამოვიდა მისკენ და წინ დაუდგა. -გაიღვიძა? - ჰკითხა ანამ. -მალე გაიღვიძებსო, ამბობენ. - ხმაც ჩახლეჩოდა ქალს. - არ მუშაობ? - ჰკითხა შემდეგ. -რეანიმაციას თუ გაეკარები, დაკარგავ სამსახურსო. - უემოციოდ ჩაეცინა გოგონას და თავი დახარა. -იცი, რაც შენ შეგხვდა, სულ შეიცვალა. - მცირეხნიანი დუმილი დაარღვია და სავარძლის კიდეზე ჩამოჯდა. ანა ოდნავ წამოიწია, ინტერესით სავსე მზერა მიაბყრო ქალს. - ის სახლი, მთაწმინდაზე... დედაჩემის იყო. - ანას გაახსენდა კაბინეტში, თაროებზე გაწყობილი სამედიცინოს წიგნები და შემდეგ ის, ქალმა პირველი შეხვედრისას რომ უთხრა, დედაჩემი ქირურგიაო. - მას შემდეგ რაც გარდაიცვალა, დაუმძიმდა ანდრეას მდგომარეობა. იქამდეც ვერ იტანდა ჩვენს დიდ და ლამაზ სახლს, ამბობდა, მანდ რომ ვარ თავი სასახლეში მგონია, რომელი პრინცი მე ვარო. - მწარედ ჩაეცინა ქალს. - ჰო და სულ მარტო დაიწყო იქ ცხოვრება, თვეები გადიოდა ისე, არცერთს არ გვეხმიანებოდა, არც მე და არც-მამამისს. მის ამბავს მეგობრებისგან ვიგებდით. გვესმოდა მისი მდგომარეობა. ანდრეა რომ ჩვეულებვრივი ბავშვი არ იყო, მისი დაბადებიდან ვიცოდი. ანდრეას რომ სხვებივით ვერ მოვექცეოდი და ანდრეა რომ სხვებივით ვერ გაიგებდა რაღაცეებს, ეგეც. თავისუფლებას ვაძლევდით, არ გვინდოდა შეგვეზღუდა და მერე უფრო ცუდი შედეგი მიგვეღო. დაძაბული ურთიერთობა გვქონდა სულ. ეგონა, მისი არ გვესმოდა. ეგონა, რადგან მისი დაავადების შესახებ ვიცოდით, ვრიყავდით. არადა წამით, წამით არ ყოფილა ისე, მე რომ ჩემი შვილი არ მყვარებოდა. არც მაშინ, საშინელ სიტყვებს რომ მეუბნებოდა. არც მაშინ, თვითმკვლელობას რომ ცდილობდა. - ქალს ცრემლები მიყოლებით ეღვენთებოდა სახეზე. - მე ჩემი შვილი მაშინაც მიყვარდა, დარწმუნებული რომ ვიყავი, ვეზიზღებოდი და მაშინაც, არანორმალურად რომ იქცეოდა. მაშინაც მიყვარდა მე ანდრეა, როცა გავიგე რაც სჭირდა და იმის მერეც. მისი ყველა შეტევა მტკიოდა და თითოეულის შემდეგ მიყვარდებოდა უფრო! - მტკიცედ საუბრობდა ქალი. - შენ რომ შეგხვდა ბედნიერიც იყო ერთდროულად და უბედურიც. უფრო ხშირად მოდიოდა ჩვენთან. უფრო ხშირად ხვდებოდა მეგობრებს... სურვილი დაუბრუნე შენ, ცხოვრების თითქოს. შემდეგ, რომ დაფიქრდა, მიხვდა არ გიმსახურებდა და ვერ გაგიმეტა. ვერ შეიცვლება ანდრეა, ვერ განიკურნება... არ უნდოდა, შეგცოდებოდა. - გაურკვევლობით დაღლილმა ანამ, უნებურად წამოიყვირა და ფეხზე წამოხტა: -რა სჭირს, გამაგებინეთ, რომელ დაავადებაზე ლაპარაკობთ! - გრძნობდა, მთელს ცხოვრებას შეცვლიდა ქალის პასუხი, მაგრამ აღარ შეეძლო. ისედაც დაქცეული ჰქონდა თავზე ყველაფერი, ერთით მეტი ან ერთით ნაკლები პრობლემა, დიდს ვეღარაფერს უზამდა. -ანა... - ყოყმანი დაიწყო ქალმა. -მითხარით! - დაიყვირა გოგონამ. -ფსიქიკურადაა დაავადებული, ანა. ანდრეა ბიპოლარია. ქალის სიტყვებმა და ტელეფონზე, მესიჯმა ერთდროულად გაიჟღერეს. იგრძნო, როგორ ამოუჯდა გულმკერდი და როგორ ჩაეხშო სასუნთქი სისტემა. ნეირონებმა მიღებული ინფორმაციის გადამუშევება დაიწყეს მის ტვინში, იმდენად, იმდენად სწრაფად, რომ უცებ განათდა მის თვალწინ ყველაფერი. ყველაფერს ნათელი მოეფინა და რეალობამ კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი საზარელი, ირონიული ღიმილი აჩუქა. საშინელმა ტკივილმა მოიცვა მისი მთელი სხეული, თუმცა გარეგნულად არ შემკარა. სწრაფად წაიკითხა მესიჯი და ქალს მიმართა: -გაიღვიძა. - შემდეგ კი წინ გაიჭრა და რეანიმაციისკენ აიღო გეზი. * კიბეებზე არბოდა და თან ანდრეას დედის ხმა ფრაგმენტებად უმეორდებოდა ყურებში. საკუთარი სხეული დატოვა თითქოს და ახლა სხვისი თვალით უყურებდა მის ქმედებებს. უყურებდა თავის თავს, რამდენჯერმე რამის რომ დაუცდა ფეხი საფეხურზე და ზღართანი მოადინა. თავის თავს, რეანიმაციამდე მიღწეული, ჯავახიშვილმა რომ დაინახა. თავის თავს, რომელსაც უკნიდან ანდრეას დედა მოჰყვებოდა სირბილით. თავის თავს, რომელიც ერთდროულად ათიათას რამეზე ფიქრობდა და ყველანაირად ცდილობდა საკუთარი გულის ხმა ჩაეხშო, ასე ხმამაღლა რომ გაჰკიოდა. -ანდრეა ვიბლიანის მშობლები ხართ, არა? - იკითხა კუშტად მომზირალმა კაცმა. თავზე წამოფარებული ბორნებიანი ქუდი ახლა ხელში რომ მოექცია და მუქი წაბლისფერი თმა შუბლზე ჩამოშლოდა. სულ მოსწონდა ანას ეს კაცი, მხოლოდ იმიტომ არა, რომ ნეიროქირურგი და მისი მომავალი კოლეგა იყო. იმიტომაც, რომ განსაკუთრებულად აკეთებდა ყველაფერს, ყველა ოპერაციას, ყველა ნაკერს. განაბული იყო ანა მის ოპერაციებზე დასწრებისას და მთელი ყურადღებით აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას. ახლა კი, სულ სხვა მიზეზი მიეცა მისი მოწონების. მან ანდრეა გადაარჩინა... -დიახ, როგორ არის? - იკითხა ანას გვერდით მდგარმა ქალმა. -გაიღვიძა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დღესაც უნდა დავტოვოთ რეანიმაციაში. -შეგვიძლია ვნახოთ? - იკითხა გოგოსთვის უცხო, შავგრემანმა ბიჭმა. -დიახ, თუმცა მხოლოდ ერთი თქვენგანის შეშვება შემიძლია, ძალიან ცოტა ხანს. ჯერ-ჯერობით. - თქვა კაცმა, ანას მრავალმეტყველი მზერა დაასო და შემდეგ ისევ რეანიმაციაში შებრუნდა. - ანა, იცი სადაც შეძლებ ჩემს პოვნას. - თქვა ისე, რომ არც შემობრუნებულა. დარწმუნებული იყო, თვითონ არ შევიდოდა, ამიტომ რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია, წასვლაც უნდოდა, თუმცა იცოდა, დახმარებას შეძლებდა. ცივ კედელთან შეხებამ რეალობას დააბრუნა თითქოს, წინ ჩამოყრილი თმები უკან ხელის მარტივი მოძრაობით გადაიწია და მაშინგა გაიაზრა რომ ცახცახებდა. -შედი, ელიზა. - უთხრა ქმარმა ცოლს და მხარზე დაადო ხელი. -მე ვერ შევალ. - ჩუმად თქვა ქალმა. -მე შევიდე? - წარბი აწია მამაკაცმა. უცებ გააქნია გვერდით მდგომმა თავი. -ანა, შენ შედი! - უთხრა და კედელთან აყუდებულს მიმართა. გოგონა თითქოს ფიქრებიდან გამოერკვაო, დაფეთებულმა წამოწი თავი და არეული თვალებით მიაშტერდა ქალს. -მე? - გაიკვირვა და საჩვენებელი თითი მკერდთან მიიტანა. -შენ გელაპარაკა ბოლოს, შენ ხარ აქ ყველაზე დიდი ხანია. შენ უნდა შეხვიდე. - ხმა ამოიღო კაცმაც. -მაინც შენ გიკითხავს, რა მნიშვნელობა აქვს რომელი შევალთ? - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ქალს. - მიდი, შედი. ანას სახე გაუქვავდა, ამას ნამდვილად არ მოელოდა. ჯერ კიდევ ზარის რეკასავით ისმოდა მასში ქალის რამდენიმე წუთის წინ ნათქვამი, ჯერ ვერ შეძლებდა მის ნახვას, წარმოდგენა არ ჰქონდა რას იზამდა... ამავდროულად, არსებობდა მისი ნაწილი, საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელიც ბედნიერებისგან ცეკვავდა, რომ ანდრეას თვითონ ნახავდა. თავი უსიტყვოდ დააქნია და ჯავახიშვილთან წავიდა. რამდენიმე წუთში რეანიმაციაში იდგა, ლურჯი სამოსით შემოსილი. ამჯერად, ექიმის როლში აღარ იყო. ეუცნაურა სხვა მხრიდან დანახული ცივი ოთახი, უამრავი, მოწიკწიკე დანადგარით. ყველა მათგანის დანიშნულება მშვენივრად იცოდა, მაგრამ ახლა მათი ხმა ისე აღიზიანებდა, რამის ყურებზე აიფარა ხელები. ვრცელ რიგად იყო საკაცეები ჩალაგებული. თითოეულ მათგანზე სიკვდილთან მებრძოლი იწვა... შორიდანვე დაინახა ანდრეას საწოლი. კარის მხრიდან - მეშვიდე იყო. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა... თავის ერთი ნაწილი-შუბლთან გადახვეული ჰქონდა. ოდნავ ჰქონდა ჩალურჯებული სახე, წარბთან და ყბის გასწვრივ-ლოყაზე. დასიებული და ფერდაკარგული ჰქონდა ტუჩები, თუმცა თვალები, თვალები ზუსტად ძველებურად უციმციმებდა. თითქოს ჰიპნოზს უკეთებდა, ლურჯ ნისლში აფრქვევდა და ავიწყებდა ყველაფერს. თუმცა არა, ვერ ივიწყებდა ანა. ვერ ივიწყებდა და მის საწოლთან მდგარი, გრძნობდა როგორ ეჩხირებოდა ბურთი ყელში, გრძნობდა, როგორ უნდოდა ყვირილი. როგორ უნდოდა გაქცევა. გრძნობდა სხეულის ნაწილების დაშლას და გაფანტვას... ყველაფერს, ყველაფერს გრძნობდა. -ბოდიში... - სიჩუმე ხავილმა დაარღვია. - მე... -ჩშშ.. - დაიჩურჩულა ანამ. - არ შეიძლება შენთვის ლაპარაკი. - თქვა და თავს გაღიმების ძალა დაატანა. -უნდა... გძულდე... - ამოიხავლა ისევ. ცრემლმა გაიბრწყინა მის თვალში. -არა, არანაირად! - აღმოხდა გოგოს და ხელი ხელზე დაადო. მუხტმა დაუარა სხეულში და ოდნავ გათბა. -იცი, არა? - ღიმილის იმიტაცია გააკეთა ანდრეამ და გოგოს ხელი მოაშორა. ოდნავ ეტკინა გული ანას, თუმცა არ შეიმჩნია, თავი წამოწია და თვალი თვალში გაუყარა. -ვიცი... - საკუთარი ხმის სიმტკიცემ თავადაც გააოცა. -ვინ გითხრა? - დაიჩურჩულა. -შენ არა. - ტუჩებზე სიმწარის ღიმილი გამოესახა ანას. -თუ იცი... აქ რა გინდა? - ბიჭის თვალები საშინელმა ტკივილმა მოიცვა. უფრო გაებადრა ანას ტუჩები, მშვენივრად კითხულობდა მის სახეზე შიშს, რაღაც საშინელის შიშს და ტკივილს ერთდროულად. -ამაზე მერე ვილაპარაკოთ, კარგი? - უთხრა ისე, თითქოს პატარას უხსნიდა და ლოყაზე ნაზად ჩამოუსვა ხელი. -ანა... - ისევ დაიწყო ბიჭმა. - მაპატიებ... ოდესმე? -გეყოფა. - გააჩერა. - გეგონა გადამარჩენდი შენი ქცევით. გეგონა, თუ შენ აღარ იქნებოდი ჩემს ცხოვრებაში, სრულფასოვანი გავხდებოდი. გეგონა... გეგონა... რა ბევრი რამ გეგონა, ანდრეა. რა უაზროდ ბევრი რამ გეგონა! - ლუღლუღებდა. -სიცხე არ გაქვს. - უთხრა და შუბლზე გადაუსვა ხელი. - წნევაც ნორმალურია, - აპარატებს გახედა. - პულსიც. – ხელი გადაუსვა მფეთქავ არტერიაზე და რამდენიმე წამს გააჩერა. - კარგად იქნები... - თითქოს საკუთარი თავის დასაიმედებლად თქვა. - გავალ მე... - დაამატა შემდეგ და უკან დაიხია. არაფერი უთქვამს ანდრეას, შეიძლება ეთქვა კიდეც, მაგრამ ანას აღარ უნდოდა მოსმენა. ერთი სული ჰქონდა იქაურობას გაცლოდა, თუმცა არ დასცალდა. აპარატების წრიპინის ხმა ამაღლდა, გულისცემის რითმი ბიჭის გვერდითა საწოლზე მწოლს - საშინლად შეუნელდა, შემდეგ კი გაუქრა. ანამ სხეულში მაშინვე გაცოცხლდა ექიმი, უცებ მივარდა პაციენტს და გულის მასაჟი დაიწყო, შემდეგ კი ხმამაღლა, საიდანღაც მოკრეფილი ძალით დაიღრიალა, ქირურგს დაუძახეთო. გრძნობდა, რომ ბიჭი უყურებდა. გატაცებით, ოდნავი ღიმილით უყურებდა წამში შეცვლილს. უყურებდა და არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა ასეთი გარდასახვა შესძლებოდა ადამიანს. მზერა მანამ არ მოუშორებია, სანამ ოთახში სირბილით შემოსული ექიმი არ დაინახა. რაღაცას გაცხარებით უხსნიდა ანა, ის კი თავს უქნევდა. ექიმმა გოგოს დაუბარა, გამოიცვალე და პირველ საოპერაციოში გელოდებიო, ისიც ისეთი აღტაცებული და ბედნიერი გავარდა ოთახიდან, ანდრეასკენ ერთხელაც არ გაუხედავს... * ღამეს წუთები ზოზინით მიუყვებოდნენ. სავსე მთვარე ბრღვიალებდა თბილისის თავზე და გარშემოცულ სილურჯეს ოდნავად ცრეცდა. აივანზე იჯდა შავთმიანი გოგონა, თეთრ ბურთს შესქეროდა და ათასი საფიქრალიდან ერთი, ყველაზე აღმატებული, განსაკუთრებული ამოერჩია. მთელი არსებით იყო მასში გადაშვებული და იმასაც გრძნობდა, ფიქრში დაკარგული, რეალურ სამყაროს ყოველ წამს, ყოველი უჯრედით შორდებოდა. ეშინოდა, რომ მალე აღარ დარჩებოდა იქაობაში, თუმცა აღარც ჰქონდა მნიშვნელობა. საფიქრალი ბევრი იყო, ძალიან ბევრი და ძალიან, ძალიან მძიმე. ტელეფონის ტიკ-ტიკმა გამოაფხიზლა. უმალ დახედა ხელში მოქცეულს და ბოლოს ნანახი გვერდიც მოხვდა თვალში. „ბიპოლარული აშლილობა“ - დიდი ასოებით ეწერა ეკრანზე. გოგონამ, თითქოს პირველად ხედავდა, შეიცხადა. სტატიის კითხვა რომ დაიწყო, მეხსიერება აღუდგა და სხეულში საშინელი შეგრძნებით გათიშა მობილური. საკუთარ თავს ფიქრს უკრძალავდა ბოლო დროს. ლექციებიდან ოპერაციებზე სირბილს და შუალედში ანდრეაზე სიახლეების გაგებას ისე უთავსებდა ერთმანეთს, რომ საბოლოოდ სახლში დაბრუნებულს, მხოლოდ ლოგინზე უსულოდ დაცემის თავი ჰქონდა. ახლა უცნაურად გაუფრინდა ყველა საქმე ხელიდან. თითქოს სამყარომ უთხრა, გეყოფა გაქცევა, ფიქრის დროაო. ზედმეტად კარგად შეისწავლა ანდრეას დაავადება, იმისთვის რომ თავი კარგად ეგრძნო. იმხელა, ამოუხსნელ ტკივილს გრძნობდა, გეგონება მთელი ძალით მოუქნიეს ფოლადის ნივთი და პირდაპირ გულში ჩაარჭესო. ხელები აივნის კიდეზე დააწყო და მათ თავი დააყრდნო. მლაშე ბურთებს დაელოდა, მისი თვალებიდან მომავალს, თუმცა ტირილის თავიც არ ჰქონდა. პირველი კითხვა, რომელიც გონებაში გაუჩნდა იყო: „რატომ მე?“ ყველა დაინტერესდებოდაო, საკუთარი თავი გაკიცხა ამ კითხვის დასმისთვის და გაიმეორა: „რატომ შემხვდა ასეთი მე?“ საკუთარი ინტერესი თავად დაიკმაყოფილა: „იღბლიანი ხარ, ანდრეა რომ შეგხვდა და იმიტომ-შენ.“ შემდეგ კითხვა სხვა ფორმით დასვა: „რატომ ის?“ „რატომ გაიმეტა სამყარომ ის, კარგი და კეთილი ამ საშინელი საჩუქრისთვის და არა ვინმე მკვლელი, ბოროტი და საზიზღარი?“ „რატომ ანდრეა?“ ამ კითხვებსაც თავად უპასუხა, რომ დაავადებამ არ იცის კარგი და ცუდი და არც კეთილსა და ბოროტს არჩევს ერთმანეთისგან. შემდეგ ისევ თავდაპირველ კითხვას დაუბრუნდა და გაიმეორა მომავალნიც... მრავალფეროვანი პასუხები ჰქონდა. დიდ შიშს გრძნობდა, ძალიან დიდ შიშს. მომავლის ეშინოდა. იმის, რასაც ხვალინდელი დღე მოუტანდა. ეშინოდა ანდრეასთვის, უფრო კი საკუთარ თავთან დადებული პირობის, რომ მას გადაარჩენდა. ახლა მისი გადარჩენის გზა იმდენად იყო დაბურული, ვეღარაფერს არჩევდა გოგონა მასში. მისი ტკივილი, მისი გადატანილი თავად სტკიოდა. თავად განიცდიდა ყველაფერს და თავს ინადგურებდა შიგნიდან... საკუთარ თავს სუსტად არასდროს თვლიდა, თუმცა იმ წამს, აივანზე გათოშილი, ცრემლების მოლოდინში, დაიფიცებდა, ყველაზე უმწეო არსება იყო სამყაროში, გზააბნეული და გადაკარგული... „ანდრეა არ შეცვლილა. იგივეა. გამოწერენ საავადმყოფოდან და მეორე დღეს, ისევ დამხვდება სკვერში, წინა სკამზე მჯდომი. ცისკენ ექნება მზერა აპყრობილი და ვერც გაიგებს, რომ მივუახლოვდი. რამეს რომ ვეტყვი, გამომხედავს უმეტყველო თვალებით და წამში გაუთბება მზერა, გამიღიმებს, ხელს გადამხვევს და მკითხავს, როდის იწყება შენი ცვლაო, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე კარგად იცოდინება ეს. ანდრეა არ შეცვლილა. ისევ გამიჩერებს მანქანას ფეხებთან, ისე, რომ ლამის გამიტანს. ისევ იძალადებს ჩემზე მისი თვალების მომხიბვლელობით და ყველაზე მოუცლელსაც, მასთან ასვლაზე დამითანხმებს. ანდრეა არ შეცვლილა. საქანელაზე დამსვამს ისევ, ხელში ძალიან ტკბილ ცხელ შოკოლადს მომაჩეჩებს, უშველებელი ჭიქით და ნაზად დაიწყებს ჩემს ქანაობას. ანდრეა არ შეცვლილა. ისევ იტყვის, რომ ვერ გადავარჩენ და მე ისევ ვეჩხუბები, რომ ყველას გადარჩენა შემიძლია. ანდრეა არ შეცვლილა. ისევ დამაჰიპნოზებს მისი თვალები და საუბრები. ანდრეა არ შეცვლილა. ანდრეა არ შეცვლილა. ანდრეა არ შეცვლილა. გავიმეორებ მანამ, სანამ არ დავიჯერებ. მანამ, სანამ რეალური არ გახდება. მანამ, სანამ არ დავრწმუნდები, რომ ანდრეა არ შეცვლილა.“ შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე, თვალები ჯერ გაუფართოვდა და შემდეგ დაებურა. როგორც იქნა, რამდენიმე ძველი მეგობარი ესტუმრა და მლაშე ბურთად დაუგორდა ლოყაზე. „შევიცვალე, არა?“ - კითხულობდა ანდრეა. * „ანდრეა არ შეცვლილა.“ - ჩაგონებული სიზმრებშიც ესმოდა და ლექციებზეც, რომლებზეც ყურადღებას ძლივსღა იკრეფდა. იცოდა, ასეთი მუშაობით ვერ მიიღებდა სასურველ ქულებს და ძალიან ეშლებოდა ნერვები, რომ ემოციების გამორთვა არ შეეძლო. იმ დღეს საავადმყოფოში მშვიდად მივიდა. თითქმის დარწმუნებული იყო, ანდრეა უკვე გაწერილი იყო და ახლა ნორმალურად შეეძლებოდა მუშაობა, ყველანაირი ნერვიულობის გარეშე. მიხალკოვამ პაციენტების შემოწმება დაავალა და პალატებში დადიოდა შემოვლაზე, როცა ანდრეასას მიუახლოვდა და ოდნავ შეცბა, შემდეგ კი - პირველ აზრში დარწმუნებულმა, შვიდად შეაღო კარი. -ფრთხილად, ანდრეა, ფრთხილად! - უცებ გაიგონა ლიზა ვიბლიანის ხმა და შემდეგ პასუხიც მოჰყვა: -რა იყო, დედა, კი არ დავიშლები! - ამბობდა ხმა. წამის მეასედში გაიაზრა სიტყვები და სუნთქვააჩქარებული შედგა კართან. ოთახში მყოფთა რამდენიმე წყვილმა თვალმა ერთდროულად გამოხედა. -ანა? - ხმა ანდრეას დედას ეკუთვნოდა. უცებ მოავლო თვალი ოთახს, კართან აწურულმა და მზერა ანდრეას გამოსახულებაზე რამდენიმე წამით გაუშეშდა. -უკაცრავად, - მოიფიქრა ხმის ამოღება. - უკვე გაწერილები არ უნდა იყოთ? აქ პაციენტი უნდა შემოეყვანათ... -ჰო, ჰო, მაგრამ ჩვენი პრინცი ზარმაცობს! - სიცილით თქვა სავარძელში მსხდომი ორი ბიჭიდან ერთ-ერთმა. ანამ წარბები შეკრა და ოდნავი ღიმილით გადახედა დარცხვენილ ანდრეას, რომელმაც მზერა მოარიდა და თითებს დააშტერდა. -უნდა მოეშვათ ზარმაცობას! - ისევ ფორმალურად მიუდგა. - ნახვამდის, - ამჯერად ქალს მიუბრუნდა. - გამოჯანმრთელებას გისურვებთ. - თქვა და კარისკენ შებრუნდა. -ანა, ექიმო პირველო! - დაეწია ქალის ხმა. -გისმენთ! - გაკვირვება არ შეიმჩნია და მტიცედ უთხრა. -ორი წუთი გაქვს? - ჰკითხა. ანამ თვი დაუქნია, დერეფანში გამოვიდნენ. -რა გინდოდათ? - ქალმა ჩაისუნთქა და მუქი მწვანე თვალები მიანათა. -მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ხშირად ამბობს ამ სიტყვას, თუმცა შენ დაიმსახურე. - დაიწყო. - მადლობა მინდა გითხრა ყველაფრისთვის, რაც ანდრეას გამო გააკეთე. - ანამ თავი ყველაზე უხერხულად იგრძნო სამყაროში. თავი ჩახარა და თავისდაუნებურად გააპროტესტა: -არ არის საჭირო! -არის, როგორ არ არის?! - შეიცხადა ქალმა. -რომ არ მდომოდა არ გავაკეთებდი. - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ანას. - იმედი მაქვს, კარგად იქნება... -ანდრეას კარგად ყოფნა ისეთი რთული რამა... - ჩაილუღლუღა ქალმა. - ისეთი მიუწვდომელი, ისეთი სასურველი... -კარგად იქნება! - თქვა ანამ. -იცი, შენზე რომ ლაპარაკობდა, მიკვირდა: იმ პატარა, მოცუცქნულმა გოგონამ, ქირურგობა რომ დაუჟუნებია, როგორ შეძლო ჩემი შვილის გადარევა-მეთქი. ახლა ვხვდები, როგორც! - ფართოდ გაეღიმა ქალს და მხარზე ხელი დაადო გოგონას. - მადლობა კიდევ ერთხელ. -ნახვამდის! - ნაღვლიანად გაეღიმა ანასაც. -შეხვედრამდე! - ჩაილაპარაკა ქალმა და პალატაში შებრუნდა. არეული დაუბრუნდა ანა სამუშაოს... * -დე, სად ხვდები ახალ წელს? - ოთახში თავი შემოუყო ქალმა. ლოგინზე იყო ვარსკვლავივით გაწოლილი და ფიქრობდა, მიუხედავად იმისა რომ სამეცადინო ჰქონდა. თავი ოდნავ წამოწია და დედა გაუღიმა, მხრები აიჩეჩა შემდეგ. -ანუ არ იცი საავადმყოფოში ხარ თუ არა? - გაუკვირდა დედამისს. -ჩემზეა დამოკიდებული როგორ ავირჩევ, დე. - აღიარა. -არ გინდა სახლში ყოფნა, არა? - გაუღიმა ქალმა და საწოლის კიდესთან ჩამოჯდა. -ბოლო დროს აღარაფერი აღარ ვიცი. დამიჯერებ? - ამოილაპარაკა გულწრფელად. - ჭრილობების გაკერვის მეტი აღარაფერი ვიცი. - გაეცინა შემდეგ. -რატომ, დე? რამ დაგავიწყა ყველაფერი? - ფართოდ გაეღიმა ქალს. ანა ოდნავ წამოიწია, ჯერ კიდევ სველი თმა უსიამოვნოდ მოედო კანზე და გააჟრიალა. დედას ხელით ანიშნა, გვერდით მომიწექიო და ქალიც უმალ დაჰყვა. თმა ორივე ხელით აუწია და მხრებიდან ღიმილით მოაშორა. -რამ და... იმდენი რაღაც ხდება... იმდენი... თვალის დახამხამებაში იცვლება ყველაფერი და... გააზრებას ვერ ვახერხებ. - უთხრა და დედას მხრიდან მიეხუტა. ქალს გაეღიმა, კარგად მოისმინა შვილის ვერ ნათქვამი აღიარება. -ერთი კითხვა არ მასვენებს მხოლოდ. რატომ ემართებათ კარგ ადამიანებს ცუდი რაღაცეები? მომავალი ქირურგი ვარ, თითქოს უნდა მესმოდეს, არა? არა და არაფერიც არ მესმის! -როგორ ნაადრევად გაიზარდე, იცი? - ღიმილით დახედა ზემოდან დედამ. - ის, რაც შენს ასაკში უნდა გამოსცადოს ადამიანმა, შენ არ განგიცდია. სწავლობდი მაგ დროს. ახლა, გგონია ვალდებული ხარ ყველაფერი იცოდე, არადა არ არის ეგრე! შენც უნდა იყო გაურკვევლობაში, შენც უნდა გამოსცადო ცხოვრების საუკეთესო შეგრძნებები, შენც უნდა შეგიყვარდეს, ანა... ერთი რაღაც ვისწავლე ამ ცხოვრებისგან, ხანდახან დიდ დროს უაზროდ კარგავენ, ხანდახან კი სულსწრაფობით ენგრევათ სამოთხე. უნდა იპოვო შუალედი მოვლენებს შორის. უნდა ისწავლო მოთმენა და მოგვარდება ეგეც... გაივლის ყველაფერი... შენ ხომ სულ ამბობ, რომ ყველას გადარჩენა შეგიძლია?! იქნებ დროა მოიცადო, დაელოდო შენ როდის გადაგარჩენენ. - ანას თვალებზე ცრემლის თხელი ფენა გადაეკრა, დედას მზერა მოაშორა. -განა შეუძლია გადამარჩინოს ადამიანს, რომელიც ვერ იჯერებს, რომ მისი გადარჩენა შემიძლია? - იკითხა ისე, თითქოს მთელი მისი ცხოვრება პასუხზე იყო დამოკიდებული. -შენ იცი, რომ შეუძლია. - გაეღიმა ქალს. -სახლში ვიქნები ახალ წელს. - ამოსუნთქვას ამოაყოლა ანამ სიტყვები და დედის მხარზე თავი უკეთ მოათავსა. ქალს მსუბუქად გაეცინა, შუბლზე აკოცა და მანამ არ ამდგარა, სანამ არ იგრძნო, რომ მის ქალიშვილს უკვე ეძინა... * „როგორ ხარ?“ „ანდრეა!“ „დაიგნორება ისწავლე, არა?“ საოპერაციოსთან იდგა, ბოლო შეტყობინებაც რომ გაგზავნა. დიდად არ გაჰკვირვებია, რომ საპასუხოდ არაფერი მოსვლია, თუმცა გულში, ღრმად მაინც გრძნობდა ყრუ ტკივილს. თავი ირონიული ღიმილით გააქნია, საკუთარ თავს უთხრა, სხვა მაინც არაფერი იქნებოდაო. ხელის ერთი მოსმით აიწია კუპრივით შავი თმა კოსად, შემდეგ თავსაბურავი მოირგო და ხელების დასაბანად შევიდა შიგნით. -აბა, მზად ხარ, პირველო? - მაშინვე შეუძახა მიხალკოვამ. -დიახ! - უთხრა და ტელეფონი იქვე, ონკანთან დატოვა. ბოლო წამს მაინც შეამოწმა, თუმცა ეკრანზე საათისა და თარიღის მეტი არაფერი დაუნახავს. -კარგადაა ყველაფერი? - ეჭვნარევი ხმით იკითხა ქალმა. -დიახ, დიახ. - უთხრა და წყალი მოუშვა, შემდეგ კი გონებაში ოპერაციის გამეორება დაიწყო... კარგად კი არაფერი იყო... * „ორი კვირაა ხმა არ გაგიცია.“ „თავის დაფასებებს არ ვართო, შენ არ მაფრთხილებდი?“ „არ „მიცავ“ სულელური დაიგნორებით. შენი დაავადება მესიჯებით არ გადადის.“ „ბავშვობ, ანდრეა.“ საავადმყოფოდან გამოსულმა უკვე შეჩვეულ, თუმცა გულსატკენ გამოსახულებას გაუსწორა თვალი და ავტობუსის გაჩერებაზე გავიდა. ცარიელი იყო ყველაზე წინ მდგომი სკამი სკვერში... * დღის რიტუალი ჩაატარა, გაღვიძებისთანავე გაუგზავნა შეტყობინება ანდრეას და ტელეფონის ეკრანზე 31 დეკემბერი რომ დაინახა, გულზე მძიმედ დააწვა რაღაც. შეჩვეული იყო მისგან დაიგნორებას, შეჩვეული იყო იმ აზრს, რომ მათ ბედნიერი დასასრული არ ეღირსებოდათ. შეჩვეული იყო ყველაფერს, გულისტკივილსაც და მონატრების აუტანელ შეგრძნებასაც, თუმცა საბოლოო ძაფის გაწყვეტას ვერ ახერხებდა მასთან. მოკლე დროში საკმარისად გაიცნო, რომ მიმხვდარიყო რატომაც არ პასუხობდა. საკმარისად გაიცნო იმისთვის, რომ სცოდნოდა, როგორ უჭირდა, როგორ არ შეეძლო, როგორ ვერ პატიობდა საკუთარ თავს სისულელეებს... სისულელეებს, რომელთაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის... -დღეს ახალი წელია, დღეს ახალი წელია, დღეს ახალი წელია, ექიმო პირველო, აეთრიე! - ნაცნობი ხმა გაიგო დერეფნიდან და თვალები შუბლზე აუვიდა, მისი ლოგინიდან წამოვარდნა და ოთახის კარის შემოღება ერთი იყო. კარის ზღურბლზე ნინე რომ დაინახა, თოვლის ბაბუის ქუდით შემოსილი ერთი დაიკივლა სიხარულისგან და შემდეგ სიცილით ჩაეხუტა ბიძაშვილს. -სახლში ხარ გოგო, შენ?! მეთქი ეს საოცარი სცენა ტყუილად ჩავატარე! - უთხრა ოდნავ დამშვიდებულმა. -და შენ ჩამოხვედი? მართლა ჩამოხვედი! არ მჯერა. - სახეზე ხელები აიფარა ანამ და თავი გააქნია. -როდის იყო, პირველები პირობას არ ვესრულებდით? - წარბები აათამაშა ნინემ. - გახსოვს, შენც დამპირდი რაღაცას. ანას სახე ეცვალა. -არა, მე არ დაგპირებივარ შენ წამოროშე რაღაც. და ახლა ჩამოხვედი იქნებ დაწყნარდე! -არა ბატონო, დაწყნარება არ მჭირდება, ნამდვილად. რას შვება, გადარჩა? - იკითხა თვალების ჟუჟუნით. -ვერ გადაარჩენ იმას, ვისაც გადარჩენა არ უნდა. - საკუთარი თავის გაუკვირდა, ამ სიტყვებს რომ ამბობდა, თუმცა რა ექნა, მართალი იყო. თვალები დაუწვრილდა ნინეს, წარბი აწია შემდეგ. ვერც ის იჯერებდა გოგოს სიტყვებს, თუმცა ახალი წლის დამდეგს, მოწყენას არც-ერთი არ აპირებდა. -მოკლედ, ნაძვისხე ჯერ კიდევ არ დაგიდგამთ! მარტო არ ჩამოვსულვარ, მთელი ამალა ჩამოვიყვანე და დღეს უნდა მოვასწროთ ყველაფერი! -რა ყველაფერი? -ნაძვისხე უნდა დავდგათ, საჩუქრებზე გავიდეთ მაღაზიებში, ის ბიჭი გადავარჩინოთ და ასე, დაკავებულები ვართ მე და შენ დღეს! -მე და შენ? ლუკა გაგექცა და მე დამიჭირე? - საწყლად იკითხა გოგონამ. ნინეს ბოროტულად გაეცინა. იცოდა ანამ, ქანცს გასწყვეტდა ახლადჩამოსული ბიძაშვილი... * „დიდი და ბედნიერი ოჯახი ერთად შეიკრიბა.“ ოთახიდან გასულს, მისაღებში რომ დახვდა ერთდროულად ბიძა, ბიცოლა და ორი ბიძაშვილი, ძალიან გაუხარდა. იფიქრა, ალბათ ეს იქნება ის ახალი წელი, როცა თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ, საავადმყოფოში რომ არ ვარო. მხიარულად ატარებდა დღეს. ნინეს, გიორგის და ნიკას დაჰყვებოდა აქეთ-იქით, თავად თითქმის არაფერს ამბობდა თუმცა მათ ქცევებზე სიცილით კვდებოდა. ძირითადად ნინე და ლუკა მოქმედებდნენ, მათ აარჩიეს საჩუქრები, მათ აიძულეს ოდნავ სერიოზულებს ნაძვისხის მორთვა და მათვე ითავეს პირველების „ჩაჩუმებული“ სახლის „გამოსაფხიზებლად“ სერიოზული ზომების მიღება. -ანა, ნუ ზიხარ ჩუმად, თორემ მგონია რომ... - ნინემ გადაულაპარაკა, სავარძელში მჯდომს და მანაც უცებ წამოწია თავი. წინანადების დასრულების მოსმენა ძალიან, ძალიან არ უნდოდა. გაუღიმა და უთხრა, ჩავფიქრდი უბრალოდო. -ანა, პროფესია უკვე აირჩიე? - ჰკითხა ბიძამისმა. -დიახ, ნეიროქურურგი ვიქნები! - ჩვეული სიამაყით წარმოთქვა საყვარელი სიტყვები და სახე გაებადრა. -ასე მარტო მაშინ იღიმი, როცა მაგაზე ლაპარაკობ. დიდხანს იქნები და გაგიშვებ იქ! - დაუყვავა ნინემ. -ნინე, იქ ვარ, სადაც მინდა რომ ვიყო! სტენდზე დავწერო? - თვალები გადაატრიალა ოდნავ გაღიზიანებულმა. ხმა აღარ ამოუღია გოგონას... თავის ოთახში შეიკეტა მალე, სავარძელი ვიტრაჟის წინ დადგა და შიგნით ჩაესვენა. თითქოს მხიარული ადამიანის ნიღაბი მოიშორა და რეალური სახე მიიღო. ამოისუნთქა... ამინდიც იზიარებდა მის ხასიათს. სულ აკავშირებდა ერთმანეთთან ახალ წელსა და თოვლს, იმასაც ამბობდა, ყველაზე ბედნიერი ის წელი იქნება, თოვლით რომ დაიწყებაო, მაშინ კი წვიმდა... დიდი ბურთები მთელი სიძლიერით ენარცხებოდნენ ფანჯრებს და შემდეგ, მისუსტებულები ნელ-ნელა მიიზლაზნებოდნენ ქვემოთ... ყოველთვის უყვარდა ახალ წელს ასე დაჯდომა მამასთან ერთად და გასული წლის შეჯამება. ლუკა და დედამისი დასცინოდნენ, რად გინდათ ყველაფრის გახსენება, რა საჭიროაო, თუმცა ისინი მაინც ყოველ წელს სხდებოდნენ ფანჯრის ან ბუხრის წინ, ჭიქა შამპანიურთან ერთად, რომელსაც მამა ანას დედასგან ჩუმად დაალევინებდა. ისხდნენ და ლაპარაკობდნენ... ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ... თვალწინ უცოცხლდებოდათ გასული წლის კარგი და ცუდი მოვლენები... თითქოს ისე ვერ მისცემდნენ ახალ წელს ფეხის შემოდგმის უფლებას, რომ არ აღედგინათ ყველა მოგონება, რომ არ დაეხარისხებინათ და ქარივით გაეყოლებინათ ძველი წლისთვის... მარტო იჯდა მაშინ ანა, მეცხრე ახალი წელი იყო მამას გარეშე და მაინც სევდიანდებოდა ტრადიციის მარტო აღსრულებისას. არ ჰქონდა ცუდი წელი. ბევრი ახალი რამ ისწავლა, უამრავ ოპერაციას დაესწრო, შეუფასებელი ცოდნა მიიღო. მთელი თავის თავი მიუძღვნა საავადმყოფოს ცისფერ კედლებს... და სექტემბრის ერთ დღეს, გათენებისას, ჩუქაში ცხოვრების უდიდეს საჩუქარს გადაეყარა... „რა მომცა ამ წელმა? ვინ მომცა ამ წელმა? ვინ წამართვა ამ წელმა?“ სამივე კითხვაზე ერთი და იგივე პასუხით გაეღიმა, სიმწრით გაეღიმა. მალევე წამოდგა, დაეხსნა სევდიან აზრებს და მისაღებში გავიდა... * თერთმეტი საათი ახლოვდებოდა, ტელეფონი რომ ამღერდა. გაუკვირდა, როცა მიხვდა, რომ თავისი იყო. უცებვე სტაცა ხელი და უცხო ნომერს უპასუხა: -გისმენთ! - თან ლუკას ანიშნა, ჩაუწიე მუსიკასო. -პირველო, მიხალკოვა ვარ! - გაიგონა ქალის ხმა ტელეფონში. წარბები შეეკრა გაკვირვებულს. -დიახ, ელენა. - სახელით მიმართვა გადაწყვიტა. - რამე მოხდა მანდ? -კი, პირველო! თხუთმეტ წუთში შევდივარ ოპერაციაზე, ალბათ მთელი ღამე აქ ვიქნები. მოხვალ? - ბედნიერებისგან თვალები გაუფართოვდა, წამითაც არ დაფიქრებულა, ისე უპასუხა: -რა თქმა უნდა, მოვალ! გამოვდივარ! - მის სიტყვებს უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა სახლში, თუმცა მათთვის არ მოუსმენია, მაშინვე წამოდგა და საკიდიდან ქურთუკი ჩამოიღო. -კი, გამოსვლა მოგიწევს, ოღონდ ოპერაცია არ მაქვს. ¬- სიცილით თქვა ქალმა. -ეგ რას ნიშნავს? -იმას, რომ შენში მე შესანიშნავ ქირურს ვხედავ! ამ წამს ამით დავრწმუნდი. - ამაყად ჟღერდა მიხალკოვას ხმა. -და მანდ რატომ უნდა მოვიდე? - დაიბნა ანა. -ცოდოა ამ წვიმაში ჯდომისთვის, რამდენიმე კვირის წინ გავუკეთეთ ოპერაცია. - რეაგირება არ დააცადა, ისე გაუთიშა ტელეფონი. რამდენიმე წამს იდგა გაშეშებული, შემდეგ ხელში გაჩრილი ქურთუკი უცებ მოიხურა მხრებზე და მისაღებში შევარდა. სახლიდან გამოსვლის დროს, არც კი ახსოვდა რით დაიძვრინა თავი, მხოლოდ იმას იაზრებდა, რომ ლუკას მანქანის გასაღები ეჭირა ხელში და საავადმყოფოში, ანდრეასთან მიდიოდა... * მანქანა სკვერის წინ გააჩერა, დაფეთებული გადმოვიდა, თუმცა საჭირო სკამზე ვერავინ დაინახა. იხტიბარი არ გაიტეხა, მთელი სკვერი მოიარა ლურჯი ნისლის ძიებაში, თუმცა არაფერი... აღტაცება, გულში გაჩენილი უდიდესი იმედი და ადრენალინი ერთიანად გამოეცალა სხეულიდან. წვიმის ცივი წვეთების სახეზე შეგრძნებაც იგრძნო და ისიც, გალუმპული რომ იყო. ვერ მოსწრო... კვირები გაატარა იმ დღეზე ოცნებაში, როცა საბოლოოდ ისევ ნახავდა და პირველივე შანსი გაუსხლტა ხელიდან. მანქანაში ჩაჯდა და გამწარებულმა რამდენიმე მუშტი უთავაზა საჭეს. მთელი სხეულით ცახცახებდა, სიცივე და სითბო შეენაცვლა მის ორგანიზმში ერთმანეთს და უფრო მეტად - ემოცია, რომელიც შიგნიდან ჭამდა. „იქ იჯდა... იქ იჯდა და მელოდებოდა... დარწმუნებული იყო, ახალ წელს ვიმუშავებდი. იჯდა და მელოდებოდა... მელოდებოდა... მელოდებოდა...“ - გონებაში მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდა და ისიც, ამ შანსს ხელიდან რომ ვერ გაუშვებდა. პირველივე გააკეთა, რაც აზრად მოუვიდა. მანქანა დაქოქა და გზაზე გავიდა... * დრო ყოველი წამის გასვლით იყინებოდა... წვიმის წვეთებმა სიძლიერეს უმატეს ახალი წლის მოახლოებასთან ერთად და საჭესთან მჯდომმაც მოუმატა სიჩქარეს. მაჯისცემა ყურებში ესმოდა, ცალი თვალით უყურებდა სარკეში საკუთარ თავს და არ სჯეროდა. ცხოვრებაში პირველად, გამორთული ჰქონდა ის ორგანო, რომელსაც ასეთი დიდი ინტერესით შეისწავლიდა, გულისცემას უგდებდა ყურს. მონოტნურ, აჩქარებულ „დუგ-დუგს“ სასურველ სიტყვებად თარგმნიდა... მანქანა რომ გააჩერა, მაშინღა მიხვდა რას აკეთებდა. აკანკალებული ხელები საჭეს მოაშორა და სახეზე ჩამოისვა. აღარ ჰქონდა მნიშვნელობა მისთვის, რა მოხდებოდა... მთავარი იყო ჭიშკარი შეეღო, სახლის კარზე დაეკაკუნებინა და თვალები დაენახა. კარი გამოაღო და სითბოდან სიცივეში გადავიდა. ჭრიალით გააღო ჭიშკარი... ისე უცებ დაფარა მანძილი კარამდე, თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო. არ დაუკაკუნებია, იცოდა კარს არ ჩაკეტავდა. ნელა შეაღო... ბუხრიდან მომავალი სინათლე ცრეცდა მხოლოდ, უზარმაზარ, ძველებურ მისაღებს. სავარძელში, რომელშიც ერთად ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ამჯერად აღარავინ იჯდა. ცარიელი იყო მისაღები... გული ისევ საშინლად დასწყდა. ვერ დაუშვებდა, რომ იქ არ ყოფილიყო. შეუძლებელი იყო, რომ მას იქ მისვლა გაებედა და არ დახვედროდა! მოგიზგიზე ბუხარს გახედა და თითქოს დარწმუნდა, რომ სახლში იყო და თვალები ნელა დახუჭა... იგრძნო, დასველებული თმა როგორ იწყებდა გაშრობას. -ათი... - უკნიდან გაიგონა ხმა და სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა. სიტყვას ნაბიჯების ხმა და მთელი ზურგის გათბობა მოჰყვა. წამებს ითვლიდა ბიჭის ხმა, ლუღლუღით... -ორი და... - წინ გადმოიხარა, ლოყაზე საკოცნელად. -გილოცავ. - დაიჩურჩულა ანამ და მის ხელებს, თავისები მოხვია. რამდენიმე წუთი მიეწყო ერთმანეთს სიჩუმეში. შემდეგ ანას ზურგს სითბოს წყარო მოშორდა და წინ დაუდგა, ხელებგადაჯვარებინებული, არეული სახით. -არ უნდა მოსულიყავი... - ამოილუღლულუღა. -ჯერ შენ მოხვედი. - ნიშნისმოგებით უპასუხა და არ მიაქცია ყურადღება უსიამოვნო შეგრძნებას, რომელიც მისმა სიტყვებმა გამოიწვია. -მერე გგონია, სწორი ვარ? - სასტიკად ჟღერდა მისი სიტყვები. - ამხელა ქირურგი ხარ, საოცრად განათლებული და ისეთ მარტივ რამეს ვერ ხვდები გაგიჟება შეიძლება! - ანას სხეულში სითბო მისი სიტყვებიდან წამომავალმა სიცივემ ჩაანაცვლა. რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიხია. -რა არის მისახვედი, ანდრეა? - წამოიყვირა. -ის რომ შენ არ იმსახურებ ვიღაც დაავადებულთან ერთად დარჩენილი ცხოვრების გაწამებას! - იგივე ტონით უპასუხა ანდრეამ. -„ვიღაც დაავადებული?“ სერიოზულად თვლი, რომ ჩემთვის „ვიღაც დაავადებული“ ხარ?! - ნერვები მოეშალა ანას. -უნდა ვიყო, ანა, უნდა ვიყო! - ვედრებას უფრო ჰგავდა მისი სიტყვები. - მე ვერ შევიცვლები, მე ვერ განვიკურნები, მე ვერ... ჩემთვის ბედნიერი დასასრული არ არსებობს! ჩემს გადარჩენას ვერ შეძლებ! -მირჩევნია შენთან ერთად ვიყო ავად... - საბოლოოდ გაიბრძოლა. -არ გირჩევნია. ვერ გერჩივნება... - ამოილუღლუღა ბიჭმა. - წადი, ანა. იცხოვრე. მოშორდი აქაურობას. -არ... - სცადა, მაგრამ სიტყვა გაუწყდა. -არ მინდა, რომ აქ იყო! - მტკიცედ ჟღერდა ანდრეას სიტყვები. - წადი ჯანმრთელ ადამიანებთან, რომლებიც არასდროს დაგირეკავენ შუაღამით, რადგან პანიკური შეტევა აქვთ... სხეული გაუქვავდა. რამდენიმე ნაბიჯით დაიხია უკან, შემდეგ კი უკანმოუხედავად შემობრუნდა და მანქანისკენ გაიქცა... საჭესთან დამჯდარმა, უკვე კარგად იცოდა, როგორი ბედნიერი ახალი წელიც ელოდა. -გილოცავთ ახალ წელს, ექიმო პირველო! - გატეხილი ხმით უთხრა თავის თავს და მანქანა დაქოქა. * საოცარი ფერი აქვს ახალი წლის ცას. ბედნიერი ხალხის კისკისის ფერი აქვს, შუშხუნებისა და ათასფრად მოელვარე ასაფეთქებლების. პატარა ბავშვების სინათლით სავსე თვალების და ერთად მყოფი წყვილების ჩახუტების ფერი. ჭიქა შამპანიურისა და გულში ჩათქმული, საკნუვარი სურვილის... მრავალფერია ახალი წლის ცა, მრავალფერი და განსაკუთრებული. ის ხომ წლის პირველი ცაა! პირველი ფერი, პირველი მომენტი... რომ გეკითხათ, როგორი ფერია შენი ცა ახლაო, ანა პირველისთვის, ალბათ აუცილებლად იტყოდა ფერი არ აქვსო. მართლაც, ვერც ერთ ფერს აღიქვამდა მისი გონება იმ წამს. ყველა ემოციისგან გამოწურული იჯდა გაჩერებული მანქანის საჭესთან, მთელი სხეულით დაჭიმული და ნატრობდა, სხვა გოგონებივით, გულგატეხილს ტირილი შესძლებოდა. არ შეეძლო. ახალი წელი მისთვის უფერული ცით დადგა. იმ ცით, რომელიც კრიალა ლურჯი უნდა ყოფილიყო... ქვეყნიერებას მოწყეტილი იჯდა მანამდე, სანამ უფერული ცა მკრთალად გაცისფრდა, შემდეგ კი გათეთრდა. საკუთარ თავს ამოძრავება და ძრავის ჩართვა, შემდეგ კი სახლში მისვლა აიძულა... * -დარწმუნებული ხარ, რომ აუცილებელია ასე უცებ დაბრუნება? - ეკითხებოდა მოღუშული გოგონა. -ნინე, სამი დღე გავძელი... - ამოიხვნეშა ანამ და ჩანთა მხარზე გადაიგდო. -ჩვენი ხათრი არ გაქვს? - ტირილის პირას იყო გოგო. -შეეშვი ნინე, ეს ხდის მას ბედნიერს! - გააჩერა და ნიკამ. - კარგად ანა! - შემდეგ გოგონა გადაკოცნა. -ხომ ხედავ, ნინე, გაგებაც შეიძლება! - მაინც სიცილით უთხრა ბიძაშვილს და სახლი დატოვა. ღიმილი საიდან ქარის გამოქროლებამ ჩამოაშორა. იანვრის 3 იყო, მას კიდევ ერთი კვირა ჰქონდა უნივერსიტეტის დაწყებამდე, მაგრამ საავადმყოფოში ბრუნდებოდა. სახლში ჯდომისგან დაღლილი იყო. სიცილისგან და ბედნიერი ხალხის გვერდით ყოფნისგან იყო დაღლილი. თითქოს ცდილობდა მათ საუბარში აყოლოდა, თითქოს გამოსდიოდა კიდეც, თუმცა ფიქრებით სულ ძალიან შორს იყო, იმდენად შორს, რომ ვერავინ ახერხებდა მასთან დაწევას. ფიქრითაც იყო დაღლილი. სახლში ყოფნა, ანდრეას ნათქვამის ძალიან ბევრჯერ გახსენებას და მის გაანაზილებას ნიშნავდა, ასე ვეღარ გაძლებდა. აღარ უნდოდა, ასე ყოფილიყო. ჰო და, ისევ იმას მიმართა, რაც საუკეთესოდ ეხმარებოდა უაზრო ფიქრებისგან განთავისუფლებაში, შუშებიან, ცისფერ შენობაში ფეხი შედგა და იგრძნო, როგორ დაემუხტა მთელი სხეული... -მომწყდით თავიდან, მერამდენე შეცდომას უშვებთ! - დერეფანში ისმოდა მიხალკოვას ხმა. - პირველი მინდა! ანა პირველი მჭირდება! სად არის ანა ? - იკითხა დაფეთებულმა. -პირველი ისვენებს ექიმო... - მოწიწებით მიმართა ქალს სტუდენტმა. -აღარ ისვენებს! - ღიმილით თქვა ანამ და ოთახის კარს მხრით მიეყრდნო. -ისე მიხარია ახლა შენი დანახვა, შეიძლება ჩაგეხუტო! - შეიცხადა ქალმა და მისკენ წამოვიდა. ანას ეგონა მართლაც ჩამეხუტებაო, როცა მიხალკოვამ ხელში გაჩრილი ანკეტები მას გადაულოცა და ღიმილით უთხრა: - იმდენად მიხარია, რომ არც შეგეკითხები აქ რა ჯანდაბას აკეთებ და სწრაფად გადახედე მაგათ, ოპერაცია გვაქვს. მორჩილად დაუქნია ანამ თავი, სასწრაფოდ გადაიცვა ხალათი და ლურჯი ფორმა და მიხალკოვას მიჰყვა... * ზამთრის სიცივემ გაყინა დღეები... გაყინა და ისეთი ძალით მიაჯახა ერთმანეთს, რომ ზოგიერთი სულ გააქრო. თვალის დახამხამებაში გავიდა დრო... დრო, რომელსაც არ სტკიოდა ის, თუ რამდენი ანდრეას დატევა შეეძლო ერთ ანას. დრო, რომელიც არ იმჩნევდა იმას, თუ რამდენად საშინელნი იყვნენ მოგონებები და ის დრო, რომელიც არ იყურებოდა გარშემო, მიქროდა წინ... მიქროდა წინ და იტოვებდა ყველაფერს... * -რას სწავლობ ანა? - დიდი ყურადღებით იკითხა ქალმა. -ფსიქიკურ დაავადებებს, დედა. - წიგნებიდან თავის აუღებლად თქვა გოგონამ. -მართლა? რომელს? - ჩაეკითხა. -ბიპოლარიას. - თითქოს დააძალეს სიტყვის თქმაო. - ბიპოლარიას ვსწავლობ... - დაიჩურჩულა თავისთვის. * უზარმაზარი პარაგრაფის სწავლას რომ მორჩა, სავარძელს გადააყრდნო თავი და ამოიხვნეშა. ყველაფერი ისწავლა მისი დაავადების შესახებ. გამომწვევი მიზეზები, ამოსაცნობი ნიშნები, მკურნალობის ასე მწირი და უშედეგო ხერხები... რამდენიმე კვირა ისე გავიდა, საკუთარ თავს ანდრეას ხსენებაც კი აუკრძალა, თუმცა ამჯერად ყველა აკრძალვა მოხსნა. თითქოს მას შემდეგ, რაც ბიპოლიარია შეისწავლა, უფრო გაიგო მისი ქცევა. გაიგო და ისიც გაითავისა, თუ რატომ მიატოვა ანდრეამ. თუ რატომ დატოვა მარტო, საზიზღარ სამყაროსთან. ის ეუბნებოდა, შენი გამოსახულება ჩემთვის გამოსავალს გავდაო და ალბათ ვერასდროს გაიაზრა ბოლომდე, რომ ანასთვისაც ასე იყო. გამოსავალი, გამონათება... სიბნელეში გამკრთალი იმედის სხივი იყო, რომელიც თავის ხელით ჩაახშო. იმასაც ამბობდა, მე და შენ იმაზე ძლიერი ძაფით ვართ დაკავშირებული ერთმანეთთან, ვიდრე ორბიტები, რომლებზეც პლანეტები ბრუნავენო. ამბობდა და თვითონ გადაჭრა ის ძაფი... და ანას ესმოდა რატომ. ესმოდა, რატომ ჩაუკლეს, გაუუქმეს სულის ნაწილი და საკუთარი თავი სძულდა ამის გამო. საშინელი იყო ანდრეას ცხოვრება... უდიდესი ტკივილითა და სიბნელით მოცული. არ სურდა, რომ იმ ცხოვრების ნაწილი გაეხადა უდანაშაულო გოგონა და მაინც... „მისი გადასაწყვეტი არ იყო.“ - გაიფიქრა დანანებით. უთვალავჯერ თქვა, რამდენიმე დღეს მეტკინება გული და მერე გადამივლის, გადამავიწყდება უბრალოდო. ნორმალური ადამიანის ტვინი ასე მუშაობსო, იჟინებდა. საკუთარ თავს ჩუმად გაუმხილა, ნორმალური არ ხარო. ნორმალური რომ იყო, გადაგავიწყდებოდა შენცო. ბევრჯერ იფიქრა, დაჯერებინა ანდრეასთვის. იფიქრა ეცხოვრა სამყაროში, ნორმალური ადამიანებით, სადაც არავინ დაურეკავდა შუაღამით იმიტომ, რომ მანიკური შეტევა აწუხებდა. ერთხელ გაივლებდა ამას აზრად და მისი გონება ათას საწინააღმდეგო ვერსიას იფიქრებდა, თავდაპირველი აზრის გასაქარწ....ბელს. „ქირურგობას ვაპირებ და ბიპოლარი მიყვარს?“ მაშინ, საბოლოო წამს, როცა ფანჯრიდან იყურებოდა მის წვიმისგან დასველებულ ეზოში და ფიქრობდა ერთადერთ რამეზე, საბოლოოდ ისურვა რეალურად მიდგომოდა ყველაფერს, ყველა გრძნობის გარეშე და საკუთარი თავისთვის ეკითხა, რას იზამდა, ერთ დღესაც, ანდრეა რომ დაენახა საავადმყოფოს წინ, სკამზე. რეალურად სურდა ამ ადამიანთან ყოფნა?! და თუ სურდა, შეეძლო?! * -გამორიცხულია რომ არ წამოხვიდე! - ეჩიჩინებოდა კურსელი სავარძელზე მიწოლილს. -არაფერიც არ არის გამორიცხული. - მობეზრებული ხმით უთხრა და ხელი თავქვეშ ამოიდო. -მთელი კურსი იქ იქნება, ანა! - გოგოს ხმაში ვედრება ისმოდა. -დამაძინე. კარგი, წამოვალ. - ამოილუღლუღა უკვე თვალებმინაბულმა და ისე წაართვა თვლემამ თავი, კურსელის ყიჟინის ხმა არც გაუგონია. * კურსელის დაბადების დღეზე იყო, ერთ-ერთ რესტორანში. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რამდენიმე საათი და რამეს მოიმიზეზებ წასასვლელადო, თუმცა თავისდაუნებურად მოეწონა სიტუაცია და მაგიდასთან მსხდომთა მოსმენაც კი დაიწყო. -მიხალკოვა მონსტრია! - ამოიხვნეშა ერთ-ერთმა ბიჭმა და ანას ჩაეღიმა. -არა და ძალიან მაგარი ქალია, უბრალოდ არ „ვევასებით.“ - გაეცინა ანას გვერდით მჯდომ გოგონას. -მაგარი ქალი? უაზროდ გვსჯის ძალიან! - დაიწუწუნეს მაგიდის ბოლოდან. -პირველო, ნუ იღიმი ეგრე, თორემ აკგუწავენ მიხალკოვას მოძულეები. - სიცილით უთხრეს. -მიხალკოვასთან ერთად იმდენ ოპერაციას დაესწრო, ანესთეზიის გარეშე მიიკერავს აკუწულ ნაწილებს. - თქვა ერთ-ერთმა. მრავალი მსგავსი შეძახილი მოითმინა ანამ, შემდეგ კი წარბაწეულმა ამოიღო ხმა: -ის თუ რამდენ ოპერაციას დავესწარი, მეტყველებს არა მიხალოვას სიმპათიებზე ჩემს მიმართ, არამედ ჩემს გაწეულ შრომაზე. მეც ძალიან მიშლიდა ნერვებს, მაგრამ „მისი წესებით თამაში“ რომ დავიწყე, ხომ ხედავთ, მოძულეთა ჯუფში ნამდვილად ვერ მიპოვით. - თქვა და წამოდგა. უკაცრავადო, დაიძახა და კარისკენ წავიდა. ჩახუთული, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნით სავსე შენობიდან გაღწევა მთელი არსებით სურდა. გაოფლილ ხელებს ერთმანეთს უხახუნებდა და ისეთი სისწრაფით უწყობდა ნაბიჯებს ერთმანეთს, ძლივს გაიაზრა როგორ გადაეღობა წინ ვიღაც და შემდეგ, როგორ იგრძნო ცივი სითხის დასხმა მის კაბაზე. -წინ არ იყურები? - შეუძახა ბიჭს, მიუხედავად იმისა რომ დამნაშავე თავად იყო. ბიჭმა დიდი თაფლისფერი თვალებით ამოხედა, რომლებიც არანაირად არ აპირებდნენ ბოდიშის მოხდას. გაუკვირდა, მაგრამ ეცნო. -მე მეუბნები? - ჩაეცინა ბიჭს და ხელსახოცი მიაწოდა. ანამ ლურჯ კაბაზე გადღაბნილ წითელ სითხეს დანანებით დახედა. -რა მოხდა, ნიკუშ, იმსხვერპლე ვინმე? - სიცილით გადაუძახეს გვერდითა მაგიდიდან. ბიჭის თავის მიბრუნებას, ანამ თავისი მიაყოლა და მაგიდასთან, რამდენიმე ბიჭთან ერთად, ძალიან ნაცნობი რომ დაინახა, იგრძნო როგორ შეეპარა სიცივე სხეულში. ლურჯი ნისლის მოწოლა იგრძნო გარშემო, ნაცნობი თუმცა მივიწყებული ლურჯი ნისლის. პირდაპირ თვალებში უყურებდა ანდრეა. თავის ლურჯებს, ერთი ტონის, მდორე ლურჯებს, შიგნით ძლივს გამომკრთალი ემოციებით, ანას შავებს, არეულ, დაბნეულ და ასე საყვარელ შავებს ანათებდა და გრძნობდა, როგორ იბურებოდა თავისივე ნისლში. ზუსტად ოთხი წამი იდგა გაშეშებული. ოთხი წამი, როცა წელში მოხრილი, ქვეყნიერებას მოწყვეტილი, ლურჯი ნისლით მოცული იდგა და თვალებში უყურებდა ოთხი წამი, რომელმაც დაიტია ხანგრძლივი ისტორია. ოთხი წამი, რომლის მანძილზეც თვალწინ, ფრაგმენტებად გაუცოცხლდა გავლილი და მთელი შიგნეულობა აეწვა, მოწოლილი მონატრებისგან. ოთხი წამის შემდეგ, თვალები დაახამხამა. საკუთარ სხეულს დაუბრუნდა თითქოს, ზურგი აქცია ანდრეას და კურსელებისკენ წავიდა. ჩანთას და ქურთუკს დაავლო ხელი, ბოდიში მოიხადა და ელვის სისწრაფით გავარდა რესტორნიდან. მთელი სხეული ევედრებოდა შებრუნებას და მისთვის კიდევ ერთხელ შეხედვას, მაგრამ ტვინის საღად დარჩენილი ნაწილი განუწყვეტლივ იმეორებდა, არ გაბედოო. გარეთ გამოსულს, ზამთრის სუსხი სახეში ეცა და გააკანკალა. ყბები მაგრად დააჭირა ერთმანეთს ცახცახის შესაკავებლად და ისღა მოახერხა, ლუკასთვის მიეწერა, გამომიარეო. მობრდღვიალე შენობის გადაღმა იდგა, გაჩერებაზე, პალტოში ხელებჩაწყობილს და მობუზულს, მხრებზე თმა ისე აბურდვოდა, გამოსახულებას უბინდავდა, თუმცა მშვენივრად დაინახა როგორ შეიღო რესტორნის კარი და როგორ გამოვიდა სილუეტი გარეთ. ოდნავ აწია თავი, დაბურული თვალებით გახედა ზუსტად მის გასწვრივ, კედელთან აწურულს და გული ამოუჯდა. მათ შორის არსებული გზატკეცილი ყველაზე დიდი პრობლემა იყო... ერთ მხარეს ის იდგა, ანა პირველი, სამედიცინო უნივერსიტეტის სანიმუშო სტუდენტი, მეორე მხარეს კი ანდრეა, ფსიქიკურად დაავადებული და მაინც ასეთი ძვირფასი ანდრეა... მათ შორის გზატკეცილი უსასრულო ზოლად იყო გადაჭიმული და მთელს სიგრძეზე მიჰყვებოდა დაავადება... მთელი სიცოცხლეც შეეძლოთ მდგარიყვნენ, ერთმანეთისთვის საკუთარი ადგილებიდან ეცქირათ და ვერასდროს მოეფიქრებინათ, შუაში გაწოლილ დაავადებას შებრძოლებოდნენ. რაღაცის ჩაწყვეტა იგრძნო ანამ. აკანკალებულმა თავი დაბლა დახარა და მხოლოდ მაშინღა ასწია, მასთან ახლოს ლუკას მანქანა რომ გაჩერდა. იმის გახსენებაზე, როგორ ახლოს უჩერებდა ანდრეა მანქანას, თავი უარესად იგრძნო. კარი გამოხსნა და ძმის გვერდით დაიკავა ადგილი. მინას მიაყრდნო თავი და ძალიან სცადა გზის გადაღმა არ გაეხედა... მანქანა დაქოქეს. ფანჯრიდან გამოსახულებმა მიყოლებით რომ დაიწყეს ცვლილება, მაშინღა შემოაბრუნა ანამ თავი, უკვე უკან ჩამოტოვებული რესტორნის წინ, მაინც თავისუფლად არჩევდა ლურჯი ნისლის ნაწილებს... სახლში მისულმა, საწოლის წინ, საკუთარ თავს, კარგა ხნით ადრე დასმულ კითხვაზე უპასუხა. უნდოდა, მთელი არსებით უნდოდა ანდრეასთან ყოფნა. პირველივე შანსს დათანხმდებოდა, ამის შემოქმედს, მაგრამ მეორე კითხვაზე პასუხიც კარგად ჰქონდა გააზრებული. არ შეეძლო. სჯეროდა ანდრეას ნათქვამის, რომ ისინი დაკავშირებულები იყვნენ ძალიან ძლიერი ძაფით... სჯეროდა და სწამდა მისი, მაგრამ რეალობასაც ხედავდა. რეალურად კი, არ შეეძლო. სურდა, მაგრამ არ შეეძლო... საკუთარი თავის გულწრფელობამ თვალები აუწვა, სანამ მლაშე ბურთებს იგრძნობდა, მისი თვალებიდან მომავალს, თავი ბალიშში ჩარგო, საბანი მაგრად შემოიხვია და დაიძინა. * ლამპიონებს ჩაქრობა დაეწყოთ, შუშებიანი შენობა რომ დატოვა და ქუჩაში გამოვიდა. სიცარიელე არ ეუცხოვა, პირიქით, ძველი მეგობარივით შეეგება მას და შეიძლებოდა გაეღიმა კიდეც, ზედმეტად ძალაგამოცლილი რომ არ ყოფილიყო. გაორებულად ხედავდა მის გარშემო შენობებსა და ლამპიონებს... თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და სრულიად დაჭიმული, ცდილობდა თავისთვის ნაბიჯების გადადგმა მანამ ეიძულებინა, სანამ სახლამდე არ მივიდოდა. სხეულში კარგად გამჯდარი ადრენალინის შეცოტავებას, მიტოვებას გრძნობდა იმასაც, ძალა უფრო და უფრო რომ ეცლებოდა. გაჩერებასთან, შუქნიშნის გვერდით ადამიანის სილუეტი დალანდა და დაღლილი მზერა მას მიაბყრო. თვალები ითრევდნენ თითქოს, რომელთაც ვერც კი ხედავდა ნორმალურად. ლურჯი ნისლი ვრცელდებოდა მისგან, ჰაერს ერეოდა და გოგონას ფილტვებში ილექებოდა სამუდამოდ... რაღაცის თქმა დააპირა, აცახცახებული ტუჩები ერთმანეთს დააშორა და ხრიალისმაგვარი ხმაც აღმოხდა, თუმცა არ დასცალდა. თვალთ დაუბნელდა, ფეხქვეშ მიწის რყევა და სრული გაქრობა იგრძნო, ვიღაცამ დაიჭირა... სანამ უწონო მასაში საბოლოოდ გადაეშვებოდა, ბოლო გაბრწყინებასავით, მკაფიოდ გაარჩია თვალები. ლურჯი, საშინლად ლურჯი, მოელვარე თვალები და მათში ათამაშებული ლამპიონების შუქი... * მინის მიღმა გამოსახულებები უსწრაფესად ცვლიდნენ ერთმანეთს. მწვანის მრავალი ტონი, რიგ-რიგობით, ყველაზე მუქიდან-ღიისკენ და შემდეგ პირიქით ირეოდა ერთმანეთში და უცნაურად სასიამოვნო შეგრძნებას ანიჭებდა მანქანაში მჯდომს. მინას მოაშორა მზერა, თვალი მძღოლისკენ გააპარა და საჭესთან ანდრეა რომ დაინახა, იმის ნაცვლად, შემცბარიყო, გაეღიმა. -ანდრეა, ანდრეა, სად მივდივართ? - ჰკითხა მხიარულად. -სადღაც! - სიცილით უთხრა და თავი მისკენ შემოაბრუნა. -არ მეტყვი, სად? - წარბები შეკრა გოგონამ. შავი თვალები აუბრიალდა. -მალე მივალთ. - ღიმილით მიაბრუნა ანდრეამ მზერა გზისკენ. -მითხარი, გთხოვ! - უკვე ეცინებოდა ანას. -დასასრულისკენ მივდივართ, ექიმო პირველო, - უცნაურად გაეღიმა ანდრეას. - ცოტაღა დარჩა... სიზმარი მისი გონებიდან ისევე უცებ გაიძურწა, როგორც გამოჩნდა. აზროვნება დაეწმინდა, თუმცა თვალების გახელის თავი ჯერ კიდევ არ ჰქონდა. სახეზე მზის თბილ სხივებს გრძნობდა. თითქოს სხივებს ადამიანის ფორმა მიეღოთ და სახის ყოველ ნაკვთზე ნაზად ეხებოდნენ გულით გრძნობდა სადაც იყო, თუმცა ზედმეტად გადაღლილს, არც გაპროტესტების თავი ჰქონდა და არც არსებულით სიამოვნების მიღების. მზის სხივები კი მის სახესთან თამაშს აგრძელებდნენ... ნაზად ჩამოუყვნენ გზას შუბლიდან, გაიშალნენ თვალთან, წამწამზე და ღაწვსაც ჩამოყვნენ. იგივე რამდენჯერმე გაიმეორეს და შემდეგ მთლიანად, გაიშალნენ მის სახეზე. თითქოს სხივები ნისლად გარდაიქმნა. ძილბურანში მყოფი იმასაც არჩევდა, რომ სხივები და ნისლი კი არა, თითები მოძრაობდნენ ასე ნაზად მის სახეზე. მზე კი არა, მათი შეხება ათბობდა, უკვე რომ იყო სახეს გამცდარი და ახლა დატალღულ, თეთრ ბალიშზე უცნაურად დაშლილ შავ თმაში ხლართავდა თითებს. საშინლად თბილად, სასიამოვნოდ მყოფმა ნელა დააშორა ქუთუთოები ერთმანეთს. დაბურული თვალებით თავდაპირველად მხოლოდ ცისფერი კედლები და ღია ფანჯარა დააფიქსირა, რომლიდანაც გაზაფხულისთვის უცნაური სითბო იღვრებოდა. გამოსახულება რომ დაეწმინდა, მის გვერდით, მხარზე გადაწოლილი, გაღიმებული ანდრეა დაინახა და კარგად იგრძნო, როგორ გამოტოვა მისმა გულმა რამდენიმე დარტყმა... ასეთი ანდრეა არასდროს ენახა. მთლიანად განათებოდა სახე, გაბადვროდა ტუჩები. სითბოჩამდგარი თვალებით უყურებდა, შესციცინებდა და ხელს რითმულად უსვამდა თმაზე. იმდენად კარგად გრძნობდა თავს, უხილავი ხელები აიფარა ყურებზე რათა შინაგანი ეგოს უთვალავი კითხვა არ გაეგონა. უბრალოდ იწვა მის გვერდით, მის საწოლში, მის სახლში და აკვირდებოდა მისი სახის ყველა მოძრაობას. თითქოს იმასაც ხედავდა უკვე, სისხლის უჯრედები როგორ გადაადგილდებოდნენ კაპილარებში. ხმის ამოღებას კარგა ხანს ვერ ბედავდა... შემდეგ თავისდაუნებურად აამოძრავა ტუჩები და ხმაც ეუცხოვა, მისი პირიდან მომავალი: -აბა არ მინდა რომ აქ იყოო? - საკუთარი თავის კიცხვა კითვის დასმისთანავე დაიწყო. ანდრეას რეაქციამაც არ დააყოვნა, რამდენიმე წამს გააჩერა მის თმაში თითები, თუმცა თითქოს ამოისუნთქა და ისევ აამოძრავა ისინი. - ისევ აქ მომიყვანე. - თავად დაამატა, როცა მიხვდა რომ ბიჭი პასუხის გაცემას არ აპირებდა. -არასდროს დამიჯერებ, არა? - ისე თქვა, სახიდან ღიმილი არ მოშორებია. -გააჩნია, რის დაჯერებას მთხოვ! - უპასუხა უცებვე. -იმის... - რაღაცის თქმა დაიწყო ანდრეამ, თუმცა მან არ დააცადა: -რასაც არ ფიქრობ და რასაც მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ ჩემი „დაცვა“ გინდა. - თქვა მობეზრებულის ხმით და ხელი თავქვეშ ამოიდო. - არასდროს დავიჯერებ მსგავს რამეს! - თქვა ჯიუტად. ანდრეას მსუბუქად გაეცინა, გოგოს მსგავსად ამოიდო ხელი თავქვეშ და სახე ოდნავ ახლოს მიუტანა. -ხომ იცი, არაფერი არ იქნება მარტივი. - სახიდან ღიმილი დღის მანძილზე პირველად წაეშალა და თვალებშიც ჩაუდგა უდიდესი ტკივილი. -მართლა ფიქრობ, რომ ჩემს ცხოვრებაში რამე მარტივადაა? - გაეცინა ანას. - ნეიროქირურგობას ვაპირებ, კვირაში 40 საათიც არ მძინავს, ჩემს სახლში მისვლას სულ თან სდევს ფრაზები: „ვაიმე არ მჯერა.“ და „ღმერთო, როგორც იქნა.“ გრძელი სიაა, გავაგრძელებ თუ გინდა. - ჩამოარაკრაკა. ანდრეას ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა, შემდეგ წამოწია და წამოჯდა. ქვემოდან ააშტერდა გოგონა. -ნეტავ რომელ ადგილასაა მაგ სიაში ანდრეა ვიბლიანი. - ჩაილაპარაკა თავისთვის. ანას ნერვები მოეშალა და ისევ თავდაპირველ კითხვას დაუბრუნდა: -რატომ მოგიყვანეო, რა თქვი? -გულწასული სად უნდა წამეყვანე? - წარბები შეეკვრა ბიჭს. -სახლში. - თვალები დააკვესა ანამ. ანდრეა მიხვდა რომ გამოიჭირეს და ჩაფიქრდა. - ისევ შენს აზრზე ხარ, არა? - სიმწრით ამოთქვა და საბანი მოიშორა, ლოგინიდან ადგომა უნდოდა. -ანა... - დაიწყო ანდრეამ და თავადაც წამოდგა. -ანა, ანა, ანა! - დაიყვირა გოგონამ, ერთ ფეხზე ჩაცმული კედით გასწორდა წელში. - რა, ანა, რა?! მე რატომ არ მკითხე, ანდრეა? ისე გამოჩნდი, ერთხელ არ დამეკითხე. ხომ შეიძლებოდა მანამ მაინც მოგესმინა ჩემი აზრი, სანამ სამუდამოდ მომაშორებდი შენს ცხოვრებას? - მის სხეულში ვულკანივით მიძინებულმა ბრაზმა ერთიანად ამოხეთქა. -არა, არ შეიძლებოდა! - ბიჭის მშვიდმა ტონმა ანა უფრო განარისხა. -შენ გგონია რამე მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, რა ჯანდაბა გაქვს ტვინში? - თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა გოგონა. - წამით არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩემგან რაიმეთი განსხვავდებოდი, რადგან რაღაც გჭირს! წამით არ მიფიქრია, რომ ჩემს ცხოვრებას შენი დაავადება რამეს დააკლებდა. წამით, წამით! - და მე, - ისევ მშვიდი ტონით გააგრძელა ანდრეამ საუბარი და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გოგოსკენ. - წამით არ გამივლია აზრად, რომ შენ მაგას იფიქრებდი. უბრალოდ... - თვალები აემღვრა და თავი ჩახარა. -უბრალოდ...? - ხმა ჩაუჩუმდა ანას. -ყველაზე უარესი ის აზრი კი არ იყო, რომ შენ არ მოგინდებოდა ჩემთან ერთად ყოფნა, რადგან ბიპოლარი ვარ. ეგ რომ მეფიქრა, უფრო მარტივიც იქნებოდა ჩემთვის ყველაფერი. ყველასთვის უკეთესი იქნებოდა, მასე რომ გეფიქრა. ყველაზე საშინელი ჩემთვის იმის წარმოდგენა იყო, - მიუახლოვდა და სახეზე ისევ ფრთხილად ჩამოუსვა ხელი, თვალებთან გაჩერდა. - რომ გვერდით მეყოლებოდი და ერთ დღესაც, შენს თვალებში ჩემდამი სიბრალული გაიბწყინებდა. უარესი გრძნობაც მქონდა, ერთ-ერთი შეტევის შემდეგ, შენ უბრალოდ, ძალიან უბრალოდ და გასაგებად, შეგზიზღდებოდი. არ შემეძლო... - ანდრეას თვალებში ცრემლი ჩაუდგა და სწრაფად მოშორდა გოგოს. -მესამეჯერ გკითხო? - შეწუხებული სახით ჰკითხა ანამ. არც მისი თვალები იყვნენ უკეთეს მდგომარეობაში. -იმიტომ მოგიყვანე, რომ მივხვდი, შენს თვალებში მსგავს რამეს ვერასდროს დავინახავ. - ლუღლუღით, თითქმის გაურკვევლად დაიჩურჩულა ბიჭმა. ანა ნელა შებრუნდა და ისევ საწოლზე წამოწვა, გაკვირვებული ანდრეა მორჩილად დაჰყვა უკან. -იცი... - დაიწყო ჩუმად, თითქოს არ სურდა ვინმეს გაეგო. - მიმღებში რომ დაგინახე პირველად, იქიდან ვიყავი დარწმუნებული რომ რაღაც ძალიან სერიოზული ხდებოდა შენს თავს. როცა შენთან ვიყავი, ეგ აზრები მიფრინავდნენ ჩემი გონებიდან, მაგრამ როგორც კი მოგშორდებოდი, მომიკაკუნებდნენ თავზე და დაიძახებდნენ, მოვედითო. არ გამკვირვებია, დედაშენმა რომ მითხრა რაც გჭირდა. ის უფრო გამიკვირდებოდა, უბრალო სიმსინვე ან რამე რომ გქონოდა. - საკუთარ სიტყვებზე თავად გაეცინა ანას. - საკუთარ თავთან ლაპარაკი ვისწავლე, ბოლო დროს. ხშირად ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვებს: „რატომ ის?“ „რატომ მე?“ ვსვამდი კითხვებს, რატომ არ შეიძლებოდა სხვანაირად... ბოლო დროს სხვა კითხვაც დავსვი: მინდოდა შენთან ერთად ყოფნა? და თუ მინდოდა, შემეძლო? თავი გამისკდა ფიქრით. - ამოიხვნეშა. - რესტორანში რომ გნახე, დავრწმუნდი რომ მთელი არსებით მინდოდა, მაგრამ ზუსტად ასევე არ შემეძლო. ახლაღა ვიაზრებ, რომ შევცდი. - წამოიწია და ანდრეას თმაში აბლანდა თითები. - მამა პატარამ დავკარგე, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს... - მამის ხსენებაზე სახე მოექუფრა, თუმცა მომავალმა აზრმა გაღიმება აიძულა: - ერთხელ ხელი გაიჭრა, სახლში მხოლოდ მე ვიყავი. გავუწმინდე ჭრილობა და შევუხვიე. მაგრად ჩამიკრა გულში და მითხრა, შენ ყველას გადარჩენას შეძლებო. - თვალიდან ობოლი ცრემლი გადმოუვარდა და უცებ მოიწმინდა. -შენ რომ ამბობდი, მე ვერ გადამარჩენო, საკუთარ თავს უნებურად მივეცი პირობა, რომ გადაგარჩენდი. მთელი არსებით ვცდილობდი მაგ პირობის ასრულებას, მთელი არსებით! სანამ შენი გადარჩენის გზებზე ვფიქრობდი, ვერც კი გავიაზრე, შენ როგორ გადამარჩინე. - ანას სახე ღიმილმა გაუპო. ანდრეას თვალები კი, ისევ აღივსნენ სითბოთი. -ბევრი საშინელი რამ მაქვს გაკეთებული... - ამოთქვა მაინც. -ვიცი, შენს დაავადებაზე შესრულებულ თემაში უმაღლესი შეფასება მივიღე! ვერაფერს გააკეთებ ისეთს, რომ გამაკვირვო. - გაეცინა. -დარწმუნებული ხარ? - დაძაბულმა ჰკითხა. თითქოს გათავისუფლების ბოლო შანსს აძლევდა. -სრულიად. - მტკიცედ თქვა ანამ. -გიჟი ხართ, ექიმო პირველო! - სიცილი აუტყდა ანდრეას, წელზე ხელი მოხვია და წამოჯენილი ბალიშებზე დააბრუნა, შემდეგ კი მთელი არსებით ჩაეხუტა. დარწმუნებული იყო, მარტივად არაფერი იქნებოდა. მისი ცხოვრება რუტინას არ დაარღვევდა, რამეს არ გაუადვილებდა. ეგონა არ შეეძლო, ეგონა არაფერი გამოუვიდოდა. ეგონა სუსტი იყო, იმისთვის რომ ანდრეას ცხოვრება მის მხრებზე გადასულიყო და საზრუნავი დამატებოდა, თუმცა დარწმუნდა, რომ იმ საზრუნავის ტარება თავად ანიჭებდა უდიდეს სიამოვნებას. მათი ერთად გადადგმული ყოველი ნაბიჯი უდიდეს ძალისხმევას, გამბედაობას მოითხოვდა. ისიც, პირველად რომ შეახვედრა ერთმანეთს ლუკა, დედამისი და ანდრეა და ისიც, მასთან საცხოვრებლად გადასვლაზე რომ უთხრა. მისი ყოველი შეტევა თავად სტკიოდა, მის ყოველ გასაჭირს საკუთარივით განიცდიდა, თუმცა წამით არ უნანია მიღებული გადაწყვეტილება. დარწმუნებული იყო რომ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო და იმას აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. ანდრეას ლურჯი თვალები და მათგან წარმოქმნილი უნებური ნისლი ყველაფერს ავიწყებდა გოგონას. წლები იყო, მათი ერთად ყოფნიდან გასული და მაინც, ზუსტად ისე იკარგებოდა მის თვალებში, როგორც პირველი ჩახედვისას. ყველაფერი არასდროს არის კარგად და ცხოვრებაც კარგი და ცუდი მოვლენების ერთმანეთზე აწყობითაა აშენებული.ზოგჯერ ცუდი მოვლენები, კარგებს სჭარბობენ და ჩრდილავენ კიდეც ბედნიერების მწირ შეგრძნებას, თუმცა მთავარი აზრი უბედურების სიდიდეს კი არა, ბედნიერების არსებობას აქვს, ცოტა, ხელის გულზე დასატევი, თუმცა მაინც, ბედნიერების. დარწმუნებული იყო, ერთ დღესაც, ანდრეას ლურჯ, კრიალა ლურჯ თვალებში ჩახედვისას, იმ სიმშვიდეს დაინახავდა, რომელიც მას უკვე ჰქონდა სხეულში ფესვებგამჯდარი. ერთხელ, აუცილებლად მოუბრუნდებოდა და ეტყოდა, როგორც იქნა, გადამარჩინეო... დასასრული ფსიქიკურ დაავადებებზე ძალიან იშვიათად წერენ და მიუხედავად იმისა, რომ მგონია ჩემი ნაწერილი სრულფასოვნად არ წარმოაჩენს ბიპოლარიას, მაინც ძალიან მინდოდა რომ თქვენთვის გამეზიარებინა. მადლობა რომ წაიკითხეთ. *-* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.