შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? (თავი 6)


27-03-2018, 00:20
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 481

მიშოს ოთახის აივანზე ისხდნენ,ისევ 23 დეკემბრის მთვარე ანათებდა არე-მარეს,ავის მომასწაებელი სიჩუმე დაჰპატრონებოდა რიწის ქუჩას,ვერც ერთი ბედავდა ხმის ამოღებას,გოგონას თავში ფიქრის კორიანტელი დატრიალებულიყო,ვაჟი მომლოდინე თვალებით ათვალიერებდა გარემოს..შიგადაშიგ მასაც გახედავდა ხოლმე...მომლოდინე თვალები კი ქეთათოს სიტყვას ელოდნენ..მერე ღრმად ამოისუნთქა.
სუნთქვა შეწყვიტა.
ჟანგბადი მკაფიოდ შეიგრძნო.
და....დაიწყო.
- შენი აზრით...მიშო,დიდხანს ვფიქრობდი,ნუთუ ვარ იმდენად სულელი ამ ყველაფერს ვერ ვაანალიზებდე?....იმიტომ რომ.....მართლა ვერ ვაანალიზებ - ვერ უყურებდა,იცოდა შავი სფეროები ისევ თავ გზას აურევდნენ.
- უფრო მარტივი იქნებოდა,რომ ხვდებოდე.
- სიმარტივე ურთიერთობებს უკარგავს ხარისხს.
- ეგ ზედმეტად პირდაპირი ნათქვამია.
- რა,შენ სხვანაირად ფიქრობ?
- არ მინდა თემის გადახვევა გამომივიდეს ქეთათო.
- ჰო,კარგი,მაშინ იქნებ ცოტა გავართულოთ....უნდა ამიხსნა მიშო.
- ვერც ერთ ვარიანტში ვერ ვუშვებ,რომ შესაძლოა ამგვარ ურთიერთობაში რაიმე ასახსნელი იყოს....უბრალოდ შენ გძულს გაუგებრობები.
- თუნდაც არ მძულდეს....ასეთი გაუგებრობა მხოლოდ ხელოვანს შეიძლება სიამოვნებდეს მიშო,ადამიანს რომელსაც უყვარს მუდმივი სიძნელეები,მე კი,არ ვთვლი საჭიროდ მხოლოდ იმის გამო რომ ურთიერთობა საინტერესო გახდეს,მუდმივი არეულობა იყოს ჩვენ გარშემო,თანაც....ეს გაუგებრობები საერთოდ არ ხდის საინტერესოს,უბრალოდ გახუნებულ ფერს აძლევს და შემდეგ ისე აქრობს როგორც მტვერს ჩვარი.
- არ შემიძლია ჯერ ახსნა...ჯერ ვერა ქეთო.
- მაშინ იქნებ, არც იყო საჭირო, შენებს გაეგოთ.
- ცოტახანში მაინც გაიგებდნენ და ვერ ვხვდები მაშინ ჩემი შენდამი ჩახუტების სურვილი რატომ უნდა უკუმეგდო - ვერ გაუძლო,გახედა და მკრთალად გაუღიმა.
- შენ არასდროს ფიქრობ მომავალზე,სულ ის გადარდებს რა იქნება დღეს და არა შემდეგში...ჯობდა დაფიქრებულიყავი მიშო,მე არსად გავრბოდი..მართალი ხარ! მე მძულს გაუგებრობები,უარესი! ვერ ვიტან როცა ბორბალი უკუღმა ტრიალებს...შენ კი სწორედ ეს ქენი.
- მე რაც მინდოდა ის გავაკეთე ქეთათო...რაც მინდოდა!იაზრებ მაინც რამდენი ხნის უნახავი მყავდი?
- ჯანდაბა მიშო! ჯერ კიდევ ივლისში ყველაზე უბედური,ცალ მხრივი სიყვარულის მსხვერპლი მეგონა ჩემი თავი და შენ რა გააკეთე? გეკითხები მიშო შენ რა გააკეთე?! ველურივით მეცი და ისე გაქრი არც ამიხსენი არაფერი! - საყელოში წვდა,ამდენ ხანს შენახულმა ვულკანმა იფეთქა და ვშიშობ მთელ მთაწმინდას ექოდ მოედო ამაღლობლის სიტყვები
- მივდიოდი ქეთათო,მივდიოდი და მაშინ ისე მჭირდებოდი როგორც არასდროს! გესმის? უნდა მეგრძნო,რომ ისევ ისე,სიგიჟემდე გიყვარდი!
- ეგოსიტი ხარ! ახლა მივხვდი,ახლა გავაანალიზე ყველაფერი,ისევ შენ თავზე იფიქრე და არა იმაზე მე აქ,უშენოდ რა დამემართებოდა....მაგრამ არაუშავს ორივემ კარგად ვიცით,შენ ისე ვერასდრის შეძლებ ჩემ შეყვარებას როგორც მე! ყველაფრის მიუხედავად კი ამით მაინც ვამაყობ!.....მშობლებს კი იქნებ აუხსნა რომ მხოლოდ მეგობრები ვართ! რასაც ვშიშობ მარტივად ვერ დაიჯერებენ. - წავიდა,დატოვა გახევებული და ისე მიიხურა კარი უკან მზერაც კი არ გამოჰპარვია,იცოდა მიშომ, ქეთათოს სიტყვებში ერთადერთი სიცრუე იყო....არ არსებობდა ადამიანი რომელსაც შეეძლებოდა ქეთათო ისე უღმერთოდ შეეყვარებინა როგორც მას!
დილის სხივებმა აიძულეს თვალების გახელა,ზანტად წამოჯდა და თვალები მოიფშვნიტა - ესეც პირვლი დღე ჯორდიანებთან ქეთო! - ნახევრად ღია კარში თებეს სილუეტი გამოჩნდა და დაუკითხავად შეალაჯა ქეთათოს ცოტახნით, ანექსირებულ ოთახში.
- შემეშინდა გოგო!
- ოოო მიშო შემოსულიყო ხომ გაგიხარდებოდა და სასიამოვნოდ შეხტებოდი - სიცილით მიუახლოვდა სახე აჭარხლებულს.
- თებე...არ..
- ნუ გრცხვენია,კაი რა
- არა თებე,ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ!
- ოხ კაი ერთი - სიცილით გააქნია თავი და ოთახიდანაც გავიდა - უი,ჰო მართლა დღეს მაღაზიებში გავლაზე რას იტყოდა მისის აღმატებულება? - ისევ წამებში შემოაღო კარი და უკვე მეორედ შეაშინა ქეთო.
- ვაიმეეე..თებეე შემომაკვდები იცოდე! რას მიხეთქავ გოგო გულს! - საწოლიდან წამოდგა და კარადას მიუახლოვდა,ჩვევა ჰქონდა ასეთი,შეიძლება ორი დღით წასულიყო ვინმესთან მაგრამ ბარგი აუცილებლად უნდა ამოელაგებინა.სწრაფად ჩაიცვა,ხელ-პირი დაიბანა და ოთახიდან ახლად გასულ თებეს გაჰყვა.
- დილამშვიდობიის - მისაღებში მყოფ ლევანს(მიშოს მამა),ვაჩეს,მიშოს და სამზარეულოს ბარიდან მომზირალ მია ბიცოს მიესალმა და იქვე ჩამოჯდა.
- დილამშვიდობის ჩემო გოგო,აბა როგორ გეძინა? - ყველა ზედმეტად კარგ ხასიათზე ჩანდა.
- კარგად,აბა გუშინ ვერ გამოგიცხე ვერაფერი და შემოვცუნცულდე ახლა?
- დაწამვლა არ გვინდა - ჩუმად ჩაიბურდღუნა მიშომ.
- რომელი საუკუნის "შუტკაა"?
- შუტკა რა შუაშია,რაც არის ის ვთქვი.
- როდის მერე იწამლები ერთი ქეთათოს ნამცხვრებით? სახლში რომ გადმომქონდა გემრიელად კი ილუკმებოდი და...-ვითომც არაფერი სახით თქვა მიამ და მთლიანად ახურებულ, დაცინვის ობიექტს გადმოხედა.
- არ არსებობს! ჩემი ნამცხვრები აქვს გასინჯული? - ისეთი სიხარულით თქვა ყველას ღიმილი გამოიწვია,მიშოს გადახედა და ბიჭის სევდიანი მზერა,რომ იგრძნო თვითონაც მოიღუშა..არ იცოდა რას,მაგრამ ამ მზერით მაინც ყველაფერს ეუბნებოდა ვაჟი,თავი ჩაექინდრა და დრო და დრო გახედავდა სამზარეულოში მოფუსფუსე ქეთათოს.ცოტახანში ჯორდანიების კარზე მუდმივი ბრახუნი და ზარის რეკვა რომ ატყდა მხიარულად გაემართა თებე კარის გასაღებად.
- ვინ მოსულანოოო - რიგ-რიგობით ჩაკოცნა ყველა და მისაღებში შეგზავნა,სამზარეულოს ბართან მდგარ ქეთათოს ხელის აწევით მიესალმნენ და მიშოსკენ გაემართნენ.
- ე ბიჯო ისე არ მოგენატრეთ სანამ არ მოგაკითხეთ ვერ აწიე ხო უკა*ალი.
- რეზი! - შეუღრინა ტყუპს მიამ.
- რა გინდა მიაკო? ზრდილობიანი ფორმით ვთქვიიიი - თან ელაპარაკებოდა თან მონატრებულ ძმაკაცს ეხვეოდა.
- ამ სახლში უზრდელობების ზრდილობიანი ფორმებიც არ მინდა მე!
- კარქი ხომ,ბოდიში - ზურგიდან მიეპარა და ყურის ძირში აკოცა. - როგორ ხარ ქეთუსი? - ახლა ნიჟარასთან მდგარ ქეთათოს გადასწვდა.
- ეს დღეს ზედმეტად კარგ ხასიათზეა ხომ? - სიცილით იკითხა მიშომ.
- ოხ,დიდმა მიშო ჯორდიანმა გვიკარდა და რა მოგვაწყენს?
- აუ ლევა ნუ წაიღეთ ერთი ტვინი რა,გეცადათ და თვითონ გნახავადით
- ბატონი მიშო იტყუება,აქ სატრფოს არ დატოვებდა და თქვენთან არ გამოქანდებოდა რაა,არა დედი? - ზედმეტად ჰყვარებია მია ნინაშვილს "ვითომც არაფერი" სახით საუბარი.
- სატრფოოს? - გაკვირვება ვერ დამალა ნატალიმ და ზუსტად ერთ ხმაში დაიძახეს მან და ქეთათომ,გოგომ მიას ნათქვამზე საცხობიდან გამოდგმულ,გავარვარებულ ჭურჭელს მოკიდა ხელი და ტკივილნარევი ამოძახილები აღმოხდა.
- ვაიმე ქეთო,რა მოგივიდა დედიკო - ყველანი უცბად მიესივნენ,მიშომ "აფთიაჩკიდან" ყველა საჭირო ნივთი მიიტანა და უკვე დამჯდარ ქეთოსთან ჩაიმუხლა,ვერ აღვწერ როგორი შიშნარევი მზერა ჰქონდა ჯორდიანს,იმ წამს ქეთათოს ბინდგადაკრული თვალები,რომ არა ალბათ ისიც შეამჩნევდა და იქნებ თვალებს მაინც გაეცა მიშო, მაგრამ ასე მარტივად არ მოხდებოდა,ბედნიერებასთან ერთად მრავალი ტანჯვა უნდა ეწამა ამაღლობელს....ნუ შეიმჩნევ მკითხველო,მრავალწერტილი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია,თვითონ ვარ ასეთი,დაუსრულებლად მიყვარს წერა..
- როდემდე უნდა იყო ჩუმად? - ისევ აივანზე ისხდნენ,ისევ მხოლოდ ორნი,თავიანთ ფიქრებთან ერთად.... და ისევ ქეთათოს მოუწია ამ გამაყრუელებელი სიჩუმის დარღვევა,გასხვავება მხოლოს ის იყო ,რომ ახლა უკვე მტკიცედ ჩასჩერებოდა თვალებში ჯორდიანს.
- გუშინ სულ სხვანაირად მქონდა დაგეგმილი ყველაფერი...ან უფრო წარმოდგენილი...ქეთო - ჩაახველა,ცოტახანს ისევ მისცა სიჩუმეს გამეფების უფლება,მერე ამოიოხრა და ნაზად შეეხო გოგონას გათოშილ ხელებს - უნდა გესმოდეს,უნდა მენდობოდე,ვიცი რთულია ასე ნაჩქარევად,მაგრამ.... ახლა რაღაცას გეტყვი და მინდა სულ გახსოვდეს კარგი? რაც არ უნდა მოხდეს! - ამღვრეული თვალები მიანათა და სევდიან ღიმილს თავის დაკვრაც რომ მოჰყვა განაგრძო - შენი პირველი ასო "ჯ" იყო,მახსოვს ლილე ბებო როგორი გახარებული შემოვარდა ჩვენთან,ქეთათო რაღაცას ამბობსო,ჩვენც მთელი შემადგენლობით შემოვბარგდით შენთან,ვადისფერი,გაშლილი კაბა გეცვა და ფეხშიშველი დაბაჯბაჯებდი მეტლახზე...ბურდღუნებდი რაღაცას,მერე გამოგვხედე...უფროსწორად შემომხედე,კოპები შეკარი, "ჯ" - ო გაჭირვებით თქვი და ბებოს გადახედე,ლილემ ჯერ მე შემათვალიერა,მერე დაბარებულივით სახე გაუნათდა და ჯმუხიო წამოიყვირა,ვერავინ ვერ ხვდებოდა ვერაფერს,დედაშენი ტიროდა,ბებო მიხვდა რის თქმას ცდილობდა და მე ვერაო,ყველა ლილეს მივჩერებოდით..უცბად სიცილი დაიწყო,ხელში აგიყვანა და ჩაგკოცნა,ჩემი მასხარაო გაიძახოდა.გადიოდა წლები და ნელ-ნელა ყველაფერი მავიწყდებოდა,თბილისში ვიყავი რაღაც ფირი რომ ვიპოვნე,შენ იყავი და ის დღე,18 აგვისტო! ჩუმად ჩავრთავდი და გიჟივით ერთი და იგივე მომენტს ვახვევდი ხოლმე - გაეცინა და ქეთოსთან უფრო ახლოს მიჩოჩდა - არ ვიცი როდის ან რანაირად,მაგრამ ფაქტია, ურცხვად დაიწყო შენზე ფიქრებმა ჩემ ტვინში თარეში!



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Dzalian kargia momwoms es istoriaa dzalian magrad sul minda vkitxulobde tan dzalia saintereso adgilze rchebi xolme.... gazarde cota tavebi da mal male dade ra

 


№2  offline წევრი kethrine

და შენ ამბობ რომ მე, შენს ნაწერზე რამით მეტს ვწერ??? სასწაული! სხვანაირი ხედვა გაქვს, მომწონს ძალიან. სიმართლე რომ გითხრა, ეს ისტორია მხვდებოდა სიახლეებში მაგრამ... არ ვიცი... სათაური რომ წავიკითხე, აღარ გავხსენი თავი. ისტორია ბევრად კარგი, სასიამოვნო და საინტერესოა. სხვანაირი, ცოტა უჩვეულო წერის სტილი გაქვს და მომწონს... მომწონს ის რომ მისი ამნეზია კითხვის ნიშნით დატოვე აწმყოში და წარსულს ისე გვაცნობ რომ ინტრიგას და ინტერესს არ კარგავ. მართლა კარგი ხარ. ველოდები აბა ახალ თავს ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი Waka
Dzalian kargia momwoms es istoriaa dzalian magrad sul minda vkitxulobde tan dzalia saintereso adgilze rchebi xolme.... gazarde cota tavebi da mal male dade ra

ვაიმე საყვარელო❤️როგორ მახარებს ასეთი დადებითი კომენტარები ❤️ სტიმულს მმატებს და მიჩნდება სულ,მუდმუვად ვწერო❤️ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

წარსული კვდება...
სტუმარი Waka
Dzalian kargia momwoms es istoriaa dzalian magrad sul minda vkitxulobde tan dzalia saintereso adgilze rchebi xolme.... gazarde cota tavebi da mal male dade ra

ვაიმე საყვარელო❤️როგორ მახარებს ასეთი დადებითი კომენტარები ❤️ სტიმულს მმატებს და მიჩნდება სულ,მუდმუვად ვწერო❤️ძალიან ძალიან დიდი მადლობა❤️❤️

მიჩნდება სურვილი* :დდდდ

kethrine
და შენ ამბობ რომ მე, შენს ნაწერზე რამით მეტს ვწერ??? სასწაული! სხვანაირი ხედვა გაქვს, მომწონს ძალიან. სიმართლე რომ გითხრა, ეს ისტორია მხვდებოდა სიახლეებში მაგრამ... არ ვიცი... სათაური რომ წავიკითხე, აღარ გავხსენი თავი. ისტორია ბევრად კარგი, სასიამოვნო და საინტერესოა. სხვანაირი, ცოტა უჩვეულო წერის სტილი გაქვს და მომწონს... მომწონს ის რომ მისი ამნეზია კითხვის ნიშნით დატოვე აწმყოში და წარსულს ისე გვაცნობ რომ ინტრიგას და ინტერესს არ კარგავ. მართლა კარგი ხარ. ველოდები აბა ახალ თავს ❤❤❤❤❤

ჩემნაირი ბევრია საიტზე :დდდ აი შენი ნაწერი რაღაც განსხვავებული მოვლენააა,რეალობასთან იმდენად ახლოს,რომ არ ვიცი რა :დდ არ შემედავო ახლა! და მადლობ რომ კითხულობ,თან კომენტარითაც მიზიარებ შეხედულებებს❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი აბიგაილი

ვუაიმე ,სიყვარულები ესენი.ხომ იცი, გბალეშიკობ #ჟიზელი

 


№5  offline წევრი TrustYourSoul

აბიგაილი
ვუაიმე ,სიყვარულები ესენი.ხომ იცი, გბალეშიკობ #ჟიზელი

აპა არ ვიცი?❤️ მიყვარხარ მე შენ!❤️და მადლობა დიდიდიდიდი❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent