შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუძლებელი არაფერია ( თავი პირველი )


27-03-2018, 20:00
ავტორი ლულუ^^
ნანახია 1 454

,,სიყვარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილებასთან ერთად იმ სხვის დუმილს ვერ ისმენ, ვერ კითხულობ იმ სიტყვებს, გულზე რომ აწერია, მაგრამ თქმა რომ არ ძალუძს და მხოლოდ მისი თვალები რომ გამცნობენ, ის ტვირთია,რომელიც მხრებს აგატკიებს თავისი სიმძიმით. ეს შენი სიყვარული იმ სხვისთვისაც ტვირთი იქნება თუ შენი დუმილი და ცრემლები არ ესმის. ცალმხრივი მიძღვნითა და ცალმხრივი გრძნობით ურთიერთობა არ შეიქმნება. სიყვარული ურთიერთობაში ორი გულის ერთ ნოტზე, ერთ რითმზე სვლას მოითხოვს. განა ცალ ფეხზე ადამიანს დიდხანს დგომა ძალუძს? არა! სიყვარულიც ასევეა,მხოლოდ შენ ვერაფერს შეინარჩუნებ და მხოლოდ შენ არც კი უნდა შეეწირო მსხვერპლად. ურთიერთობა - ეს ორი ადამიანის შრომასა და მიძღვნას მოითხოვს. თუ არადა, ტვირთია და ტკივილი.’’
********
საღამოს ცხრა საათია, წვიმა თხეშით მოედინება. ნისლივით გადაჰკვროდა ღამისფერ ცას შავი ღრუბელი. ელვა დაიკლაკნებოდა ცაზე, გამაყრუებელი, საშიში ხმით. ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდა გოგონა, ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი გაჰყურებს ლამპიონებით განათებულ ქუჩებს. თვალებზე მოწოლილ ცხელ ცრემლებს არ აძლევს უფლებას ლოყების დანამვის. ყელში გაჩხერილ დიდ მტკივნეულ გორგალს ძლივს აგორებს.
საკეტის ჩხაკუნის ხმამ გაილევა.
დაბლა ჩამოინაცვლა და შემოსული მამაკაცისკენ წავიდა, სევდა შეპარული ღიმილით.
- მოხვედი ? - მივიდა და ხელები შემოხვია განიერ წელზე.
- მოვედი ! - ოდნავ ხმამაღლა თქვა, ჩაახველა და უხეშად მოიშორა ქალის თხელი ხელები.
- კარგია.. - არ შეუმჩნევია მამაკაცის მისდამი საქციელი.
- ჰო.. - ყრუდ ჩაილაპარაკა, მოსაცმელი მიაგდო დივანზე და მაგიდას მიუჯდა.
- როგორ ჩაიარა დღევანდელმა დღემ ? - ჩუმად ამოილაპარაკა, თუმცა პასუხი ისედაც გაზეპირებული ჰქონდა.
- ჩვეულაბრივად.. შენმა ? - ეტყობოდა პასუხი არც აინტერესებდა.
- ძალიან კარგად, ბევრი ოპერაციები მქონდა, ცოტა კი დავიღალე მაგრამ ყველაფერმა მაინც კარგად ჩაიარა. - ისე ჩამოარაკრაკა ქალმა, თითქოს ამ კითხვის დასმას ელოდაო. დიდი ხანია არ დაინტერესებულა მისი ქმარი მისით. ზერელად დასმულმა კითხვამავ გაახარა. - ის კერძი მოგიმზადე რომელიც გიყვარს.. - თბილად ამოილაპარაკა.
- ნეტავ რატომ იღლი თავს ?! - თვალები გადაატრიალა მამაკაცმა და სახე დამანჭა. ამზერით უყურებდა მაგიდაზე მდგარ კერძს. - შენს მამიკოს იმდენი ფული აქვს თუ სთხოვ საკუთარ კლინიკას გაგიხსნის, სადაც უფროსი იქნები. - ზიზღით წარმოსთქვა თითოეული სიტყვა.
- ხომ იცი არ მიყვარს მასეთი რაღაცეები, მირჩემნია ჩემით შევქმნა ჩემი მომავალი. - ნაწყემა ამოიალაპარა.
- ხო.. ხო.. აბა რა.. - ირონიულად ამოილაპარაკა, თეფში უხეშად მიაცურა წინ და ფეხზე წამოდგა.
გული შეეკუმშა, უჰაერობის შეგრძნება დაეუფლა, თითქოს ხელებს ძლიერ უჭერდნენ. სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე, მძიმედ გაიარა სამზარეულოდან აივნამდე გასასვლელი. ცივი ჰაერის შეგრძნება სახეზე ესიამოვნა, ღრმად სუნთქავდა, ნერვიულობისგან გულმკერდი აუდ-ჩაუდიოდა.
ვერასდროს იფიქრებდა მისი ცხოვრება ასე თუ შეიცვლებოდა, ჯერ კიდევ წლების წინ ბედნიერებისგან თავბრუ ეხვოდა კიდეც. თავი მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი ქალი ეგონა. ეგონა მუდამ ასე გაგრძელდებოდა, მისი სიყვარული უცვლელი დარჩებოდა და მუდამ ასე შეასხამდა ფრთებს. არასდროს უფიქრია საწინააღმდეგო, აზრადაც არ გაუვლია.
მაგრამ მწარედ შეცდა, ისე ნელა და მომწამლელად იწრიტებოდა სიყვარული, როგორც მზის ჩასვლისას, სინათლეს სიბნელე ცვლის.
სიბრაზემ გადაურბინა სახეზე, ზიზღით მომუჭა თხელი თითები, ერთიანად აუბუყბუყდა მუცელში შერჩენილი გრძნობები, საშინელმა გულის რევის შეგრძნებამ გონება დაუბინდა.
ისე უნდოდა მასთან მისულიყო და მთელი ბოღმა ამოენთხია. ამდენი წლის დაგროვილი სათქმელი შეურბილებლად პირში მიეხალა. ეთქვა როგორ სუსტ კაცად გადაიქცა, როგორ გაუცრუა იმედები.
ძლივს შეიკავა თავი, ან იქნებ საკუთარ თავს არ უტყდებოდა და გულის სიღრმეში კიდევ ჰქონდა იმედის ნაპერწკალი.
იმედი იმის რომ საკუთარ სიყვარულს შეინარჩუნებდა და პირვანდელ სახეს დაუბრუნებდა.
მძიმე ნაბიჯებით მიემართება საძინებლისკენ, სადაც ქმარი ელოდება, ან იქნებ არც ელოდება და მისთვის სულ ერთი იყო მიუწვება თუ არა ცოლი გვერდით.
ოთახის კარებთან ჩერდება, მამაკაცის თბილი საუბარი ესმის. ხვდება რომ ქალს ელაპარაკება, შეხვედრაზეც თანხმდება.
,, მღალატობს..’’ გონებაში ერთი აზრი ებადება და განუწყვლეტივ უტრიალებს. ორიენტაცია ერღვევა, თვალებზე ბინდი ეკვრება, წონასწორობის შესანარჩუნებლად კედელს ეკვრება.
ცრემლების ნაკადი ჯებირებს ხეთქავს და ლოყები ენამება. ზოგი ნიკაპთან ერთდება, ზოგიც ღაწვებს მიუყვება და შველივით გრძელ კისერში ობლად იკარგება.
პირზე იფარებს სასწრაფოდ თითებს ძლიერ და სასოწარკვეთილების ხმებს უშვებს. სირბილით სააბაზანოში შედის არ უნდა მამაკაცმა ასეთ მდგომარეობაში იხილოს.
კარებს ზურგს უკან ხურავს, სხეული ეშვება და პოლზე ჯდება. სახეს ხელის გულებში რგავს, უნებლიედ ხმამაღალ ქვითინს იწყებს.
იმედგაცრუება ..
გაუსაძლისი ტკივილი..
შეგრძნება თითქოს უმოწყალოდ გაცლიან გულს, ყველა ორგანოს უმოწყალოთ გისერავენ, სისხლისგან იცლები, გონება გებინდება, არ გავიწყდება რომ გიღალატეს.
ცდილობ დაივიწყო, წამით მაინც გააქრო ეს აზრი გონებიდან, მაგრამ არ გამოდის, ეს გრძნობა უფრო და უფრო ძლიერდება.
შერჩენილი იმედები, ცეცხლში ჩაგდებული თეთრი ფურცელივით იფერფლება.
შელახული თავმოყვარეობა გახრჩობს, გათელილი გრძნობები ეკლებად გესობა, სინანული გიპყრობს.
წელში სწორდება, ცრემლებს იშორებს თვალებიდან, ფეხზე დგება და სარკესთან მიდის.
არ მოსწონს, საკუთარი ანარეკლი საშინლად არ მოსწონს.
სასოწარკვეთილი ქალის დანახვა გულს ურევს..
ძალას პოულობს საკუთარ თავში, ყოველთვის რჩება იმედის პატარა ნაპერწკალი, რომლის გაღვივებაც გადარჩენის ტოლფასია.
,, იქნებ.. იქნებ მომეჩვენა, ისე არ არის ყველაფერი როგორც მგონია.’’
ხვდება საკუთარ თავს იმშვიდებს, მაგრამ გულის სიღრმეში იცის რომ თავს იტყუებს.
საძინებელში შევიდა ჩუმი ნაბიჯებით, არ უნდოდა მეუღლის გაღვიძება.
ზურგით დაწვა, რაც შეეძლო კიდისკენ მიიწია.
დილა ტრადიციულად დაიწყო..
არა - კოცნით.
არა - ჩახუტებით
არა - დილამშიდობის სურვებით და კოცნით.
არამედ სიცარიელით, არაფრის მთქმელი, ყინულივით ცივი გამომეტყველებით.
არაფერი იყო ძველებურად, არც სიყვარულით გაჟღენთილი ემოცია, არც ერთი გრძნობა რაც ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ადამიანს აერთიანებს.
სააბაზანოში შევიდა, ცივმა წყალმა გონს მოიყვანა. მოწესრიგდა, მართალია მაკიაჟს იშვიათად იკეთებდა მაგრამ ახლა ნამდვილად ესაჭიროებოდა, სავადმყოფოში დასიებული თვალებით ვერ გამოცხადდებოდა.
საამზარეულოში გადაინაცვლა და ორი ადამიანისთვის საუზმე მოამზადა. სცადა ცოტა შეეჭამა, ოპერაციები ჰქონდა დაგეგმილი და ენერგია სჭირდებოდა.
- წავედი მე.. - უემოციოდ უთხრა და ოთახი დატოვა.
- ჰოო.. - მისკენ არც გაუხედია ისე უთხრა.

**********
მაღვიძარას გამაყრუებელი წრიპინი სწვდება მის ყურთასმენას. სახეს მანჭავს და ბალიშს იფარებს სახეზე. სურვილი აქვს ბეისბოლის ჯოხით ნაწილებად დაამსხვრიოს, მაგრამ ახსენდება რომ გასაუბრებაზე უნდა წავიდეს სამსახურის თაობაზე.
ბალიშს გაბრაზებული ისვრის იატაკზე და ლოგინზე ჯდება, თვალებს ისრეს და ამთქნარებს, ბავშობიდან ერთდართი სისუტე ძილისდამი სიყვარულია. მასზე დაქორწინდა და მცდელობის მიუხედავად ვერ ეყრება.
სააბაზანოში გადის და წყალს ისხამს სახეზე გამოსაფხიზლებად, რომელსაც გონს მოჰყავს. შემდეგ კი უკვე გამოფხიზლებული დილის პროცედურებს რაც შეიძლება სწრაფად იტარებს, მართალია ჯერ საკმაოდ ადრეა მაგრამ აკვიატების გამო საუზმის გარეშე სახლიდან ვერ გავა. სპორტულ შარვალს ირგებს და ქვემოთ ჩადის.
სახლში სიმშვიდეა გამეფებული როგორც ყოველთვის. თვრამეტი წელი რომ შეუსრულდა გამოაცხადა მარტო უნდა ვიცხოვრო, ჩემი ცხოვრება თავად უნდა მოვიწყოვო. მშობლებმაც იცოდნენ ვაჟის ხასიათის ამბავი და არც შეწინააღმდეგებოდნენ. უბრალოდ დიდი თხოვნის შემდეგ დასთანხმდა სახლი მათ ეყიდათ.
მაცივრიდან რამოდენიმე კვერცხს და ლორის ნაჭერს იღებს, ტაფას გაზქურაზე დებს გასაცხელებლად. სანამ მომზადებას დაიწყებს ჩაიდანსაც უნთებს ცეცხლს.
გამზადებულ პროდუქტს ტაფაში ათავსებს.
კარებზე ბრახუნის ხმის გაგონებისას, ხვდება რომ მისი შეფრეკილი მეგობრები მოვიდნენ და გასაღებად მიდის.
- როგორ ხართ, ბატონო ნიკოლოზ?
- თუ მიგვიღებს მისტერ უდიდებულოსება?
- ნეტავ შიგ არ გქონდეთ რა.. - სახეს მანჭავს და სამზარეულოსკენ იღებს გეზზს.
- ჰმ, სულ წახვედი ხელიდან პატარა ბავშვო.. - თავს იქნევს და ხარხარს ტეხს.
- საბას ვეთანხმები, მამაშენს ტყუილად აქვს შენი იმედი. - ხვნეშის.
- წადით თქვენი.. - მათ სახეზე სიცილს ვერ იკავებს და ხარხარებს.
- დღეს მიდიხარ გასაუბრებაზე ? - ინტერესით კითხულობს ლუკა.
- კი და მაგარი მეზარება, ხომ იცი რაც დავამთავრე არსად მიმუშავია. - პატარა ბავშვივით ჯუჯღუნებს.
- უსაქმურივით ნუ საუბრობ ტო, რაც თავი მახსოვს მუშაობ.
- საბუკა, რა სექსულურად ამბობ ტოს ბიჭო, იმენა აღმაგზნებ. - სიცილით ეუბნება ძმაკაცს.
- მომეკვლევინები ნიკა..- უღრენს, კუპრივით შავი თვალები უფრო უმუქდება.
- მართალია ნიკა, შენს ძმობას ვფიცავარ, ტვინი არის მოტ..ნული, ყოველ სიტყვაზე ტოს ძახილით.
- აუ, ერთხელ მაგრად გაგბერტყავ ტომარასავით.
- გამტყიპე გიჟოო.. მიაუუ.. - თითებით პრჭყალების იმიტაციას აკეთებს და გასაქცევად ემზადება.
- ტვინი ნუ მოტ..ნით, თქვენს ლაქლაქში დამაგვიანდება. ამას მიხედეთ, წავალ ჩავიცვამ. მართლა ყავა დამახვედრეთ. - მკაცრად ეუბნება და ოთახში ადის.
ცისფერ პერანგს არჩევს, მის ზღვისფერ თვალებს კარგად გამოკვეთავს. ჯინსის შარვალს უხამებს, ფეხზე კი კლასიკურ ტუფლს იცვამს.
თმებს ისწორებს, საკუთარ ანარეკლს თვალს უკრავს, ქურთუკს იღებს და სამზარეულოში ბრუნდება.
გაკვირვებისგან პირი ღია რჩება. საყვარელი ტოსტისგან არაფერი აღარ არის დარჩენილი. გაბრაზებისგან ყურებიდან ბოლს უშვებს. აპირებს ანბანის მიხედვით დაიწყოს გინება, მაგრამ ბიჭები ისეთი საყვარელი კნუტის თვალებით შესცქერიან სიცილს ვერ იკავებს.
ყავას თერმოსში ისხამს და წასვლისკენ ანიშნებს. ლიფტიკსკენ ერთად მიდიან.
- ამ საღამოს სასმელი, მუსიკაზე სექსუალური ს ქნევა და ქალები მოსულა ?!
- ხან როგორ მიყვარხარ . - მუჯლუგუნს კრავს ძმაკაცს. - რას იტყვი ნიკოლოზ? ავღნიშნოთ შენი სამსახურის დაწყება?
- არაა პრობლემა, თუ უარით არ გამომიპინტრიშეს. - სიცილით ეუბნება.
- არა, ტო, ეგ შეუძლებელია, შენ ისეთი დოსიე გაქვს. ბოლოს და ბოლოს საზღვარგარეთ დაამთავრე კოლეჯი და რეზიდენტურა.
- ოხ, შენი ტო და ტო. - სახეს მანჭავს საბა.
- კარგით ორივემ მოკეტეთ, თავი ამატკიეთ. - მკაცრად ეუბნება და ლიფტში შედის.
მანქანა სადგომთან გააჩერა და ჩქარი ნაბიჯებით გაემართა სავადმყოფოსკენ. დაგვიანება არ სჩვევია და არც ახლა უნდოდა დაეგვიანა.
ლიფტი დაკავებული იყო, ამიტომ სულ სირბილით აირბინა კიბეები.
დერეფანში შეყოვნდა, სუნთქვა დაირეგულირა და მდივანთან მივიდა.
- გამარჯობა.. გასაუბრებაზე ვარ მოსული.
- თქვენის სახელი.. - ახალგაზრდა გოგონა ღიმილით ეკითხება, თან ლოყები ვარდისფრად აუღაჟღაჟდა.
- ნიკოლოზ ვიბლიანი. - სახელს და გვარს ეუბნება და ელოდება მშვიდად როდის შეატყობინებს განყოფილების უფროს მის შესახებ.
- ბატონო მიხეილ, ბატონი ნიკოლოზი მოვიდა გასაუბრებაზე. დიახ.. კარგით ახლავე. - ამბობს და მორიდებულად უღიმის. ფეხზე დგება და კაბინეტის კარებს უღებს. თვითონ კი უკან მიჰყვება.
კაბინეტში შესულს სამოც წლამდე, ახალგაზრდა შეხედულების მამაკაცი ხვდება. რომელიც ფეხზე დგება მის დანახვაზე და ხელს აგებებს ჩამოსართმევას, შემდეგ კი სკამზე მიუთითებს.
- ყავა შემოგვიტანე ლიზი თუ შეიძლება. - თბილად ეუბნება გოგონას.
- ახლავე ბატონო მიხეილ. - ეუბნება და კაბინეტიდან უჩინარდება.
- გელოდებოდით.. გაკვირვებულიც კი ვარ, თქვენი გადაწყვეტილებით.
- რას გულისხმობთ ? - გაკვირვებული მიმართავს.
- რაღა დაგიმალოთ და სანამ დაგირეკავდა ჩემი მდივანი თქვენს შესახებ ინფორმაცია გადავამოწმე. როგორც ჩემთვისაა ცნობილი საქართველოში სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყეთ სწავლა, შემდეგ კი კემბრიჯის კოლეჯში განაგრძეთ და ერთ-ერთ წამყვან სავადმყოფოში განაგრძეთ. წარმატებული სტუდენტი იყავით, ჯგუფში საუკეთესო. გამიკვირდა საქართველოში რომ დაბრუნდით და აქ გადაწყვიტეთ სამუშაოს დაწყება. - გაკვირვება და პატივისცემა იგრძნობოდა მისი ხმის ჟღერადობაში.
- საქართველო ძალიან მიყვარს, ჩემთვის პატივია აქ მუშაობა, მირჩევნია ჩემს ხალხს ვემსახურო. - მშვიდად ეუბნება და სავარძელში კომფორტულად თავსდება. დაძაბულობა რომელიც აქ მოსვლამდე ჰქონდა, მთალად მოეხსნა.
- მოხარული ვარ, ჩემთვის და ჩემი კლინიკისთვის თქვენნაირი პერსონალი დიდი წარმატება.
- მადლობა.. როდიდან შემიძლია სამუშაოს დაწყება ?
- დღეიდან თუ ინებებთ..
- ძალიან კარგი.
- მაშ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს ოჯახში.
- მადლობა. დაგტოვებთ მაშ, იმედია დამეხმარება ვინმე აქაურობის გაცნობაში. - ღიმილით ეუბნება.
- რათქმაუნდა.. - ფეხზე დგება და ხელს ართმევს. ტელეფონზე იღებს და რეკავს.
- გამარჯობა ბატონი მიხეილ, რითი შემიძლია დაგეხმაროთ? - კაბინეტში ახალგაზრდა ყმაწვილი შედის.
- თორნიკე, ნიკოლოზი ჩვენი ახალი ნეირო ქირურგია და მინდა აქაურობა დაათვალიერებინოთ და ყველაფერი გააცნოთ.
- კარგით, როგორც მეტყვით..
- დროებით.. - ემშვიდობება აწ უკვე უფროს და კაბინეტს ტოვებს.
*********
საავადმყოფოში შესულმა თავის კაბინეტისკენ აიღო გეზი. დერეფნის ბოლოს უცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი, საოპერაციოდან გამოდიოდა ექიმის ლურჯი სამოსით დაფარული, სახეს ნიღაბი უფარავდა. მხოლოდ ზღვისფერი თვალები მოჩანდა რომელიც მისკენ იყო მიპყრობილი.
- დილამშვიდობისა, ქალბატონო ტასო.
- დილამშვიდობისა ელენე, დღეს ბევრი პაციენტი მყავს ?
- ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ დღის მეორე ნახევარში საკმაოდ, თან ოპერაციებიც გაქვთ დანიშნული საღამოს.
- კარგი, მაშ კაბინეტში ვიქნები.
- პირველ პაციენტს შემოვუშვებ ცოტახანში, ყავას ხომ არ დალევთ?
- დიდი სიამოვნებით თუ არ შეწუხდები. - ღიმილით უთხრა.
- ახლავე შემოგიტანთ.
კაბინეტში შევიდა და თეთრი ხალათი მოირგო ტანზე. სავარძელში მოთავსდა და დაელოდა პაციენტის შესვლას.

გამარჯობათ, მე თაკო ვარ,პირველად ვდებ აქ ისტორიას. ჩემი მეგობრისგან გავიგე ამ საიტის შესახებ და ძალიან მომეწონა. რამოდენიმე მწერლის ისტორია წავიკითხე და ძალიან მომეწონა.
იმედია მოგეწონებათ, ნებისმიერ რჩევას მივიღებ.



ძალიან კარგია????ველი შემდეგ თავს მოუთმენლად❤️????

 


№2  offline წევრი ლულუ^^

თამო ლელუაშვილი
ძალიან კარგია????ველი შემდეგ თავს მოუთმენლად❤️????

მიხარია kissing_heart

 


№3 სტუმარი სტუმარი Nako

Momew0na meecsainteresoa male dadeeet

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent