მომეცი ხელი ...4...
ვერაფრით ვეღარ დავიძინე, ან კი რა დამაძინებდა, 8საათამდე ფიქრით "გავერთე". ნერვების მოშლაც მოვასწარი, დამშვიდებაც და თვალების ჩაწითლებაც. მიუხედავად გონების სიფხიზლის, მაინც ძლივს ავითრიე ტანი, ნელ-ნელა მოვემზადე და მისაღებში გავედი. -არ გეძინა კარგად ცის? -მომაგება კითხვა ახლად გაღვიძებულმა მერიმ -არა... ვერ მიძინა... შენ? -აუ გვერდები მტკივა ცოტა და... წავალ ჩემს საწოლში გადავინაცვლებ-პლედს დაავლო ხელი და იატაკზე ხოხვით წაათრია. მისი შემყურე ღიმილი ვერ შევიკავე -მერიემ, დღეს მაღაზიებში უნდა გავიაროთ ხომ იცი?ბოდიში რომ წუხელ აღარ გაგაღვიძე-სამზარეულოდან გავძახე, პასუხად კი მოგუდული "არაუშავს, მახსოვს" გავიგე და მეც ჩანთის ძებნა დავიწყე. -ჯანდაბა ეს ტელეფონი სადღა დავდე...-ხმამაღლა გავთათხე ჩემი თავი და საძინებელში დავბრუნდი. ტუმბოდან მოცეკვავე ტელეფონი ავიღე და უცნობ ნომერს ვუპასუხე. -გისმენთ -.... -გისმეეეეენთ!-სულ გამიფუჭდა ეს ნერვები -......-ისევ ჩემს ნერვებზე მოცეკვავე სიჩუმე მომეგება და მეც სენსორზე განათებული წითელი "ღილაკის" ჩემი ანაბეჭდით დაფარვით ვუპასუხე. ამდენ ცხელკართოფილიანს რა დალევს. ყველას დუმილს თუ ვუპასუხე, ფსიქიატრის ვიზიტს ვერ გადავურჩები! კიბეებზე დავეშვი და სადარბაზოს წინ აყუდებულ ნიკას მანქანას ლამის შევასკდი. თვალები ჯერ შიშისგან გამიფართოვდა, შემდეგ ჩემში აქამდე ჩუმად მფეთქავი გულის ხმაურით გამიკვირდა და ბოლოს ნიკას ღიმილით დაჯილდოებულმა მეც ძლივს მოვახერხე გაღიმება. რა უნდა მექნა, ისევ დამეიგნორებინა და გზა გამეგრძელებინა?! უტეხად შევხედე "გახუნებულ" თვალებში და უხერხული ღიმილი, ირონიულით შევცვალე. -ნიკუუშ... ისე გეცადა, იქნებ სადარბაზოშიც ეტეოდა შენი მანქანა ჰა? არ გიცდია? -კარგად ვარ ცისა, შენ როგორ ხარ? თუ ასე ვიდგებით, დაგვიანება არ აგვცდება.-არც მან დამაკლო ირონია. -მერე ძმაკაცი არ გპატიობს?! თუმცა კარგ ძმაკაცსაც დამსახურება უნდა!-თან ვჯდებოდი და თან ვითომ ჩემთვის ვბურდრუნებდი -არ გეძინა ღამით?-თვალი ჩამიკრა -მშვენივრად მეძინა... მაგრამ რად გინდა, ბოლოს შენ რომ დაგინახავ... -ხო რთულია გულს ყურადღება არ მიაქციო...-გაიღიმა -რომელ გულს?! -სერიოზულად ვიკითხე -მარცხნივ რომ გიფეთქავს ცისა, მაგას გული ქვია და ხანდახან უყვარს ხმამაღლა ყვირილი -მოიცა, შენც გაქვს გული?!- ვითომ გამიკვირდა -ხო მე მაქვს ცისა... მაგრამ შენი რა მოგახსენო... შენ უფრო ჩემი სისხლით იკვებები.-ამოოხვრა ამოაყოლა სიტყვებს და თითები საჭეზე აათამაშა -მერე შენი გული ორივეს ვერ გაუძლებს?!- ეს მართლა მე ვთქვი? არ მინდოდა! ვითომ გაიგონა? -გული გაგიძლებს, ნერვებს შეიწირავ... -რა დამთხვევაა... ნერვები მეც არ მაქვს კარგად შენი გადამკიდე. საერთოდ რას გამოჩნდი?! ვინმე გაძალებს დილა-საღამოს უკან მსდიეო? თუ უფრთხილდები ამ შენს ნერვებს, დამანებე თავი და გექნება იდეალურ მდგომარეობაში-ერთი ამოსუნთქვით მივაყარე და მანქანის კარები როგორც ყოველთვის, ახლაც მივაჯახუნე. გინდათ სიმართლე გითხრათ?! ჩემს თავს უფრო გავუბრაზდი, რა გულობანა მომინდა, რეებს ვროშავდი ვეღარ ვხვდებოდი. ამიტომ ვიფეთქე... ახლა რას ვფიქრობ?! საჭეზე ათამაშებულ მის თითებზე, და ამ ყველაფრის შემდეგ ნორმალურ ადამიანობაზე მექნება პრეტენზია. გეგას სიყვარულით მივესალმე და გოგოებისკენ დავიძარი. ორივე გადავკოცნე და შემდეგ ჩემი ადგილი დავიკავე. "ნერვებსაც შეიწირავ, გულსაც ამომგლეჯ, ჩემს ნებისყოფასაც თან გაიყოლებ და მანქანის კარი გექნება გასაკეთებელი კიდევ :) " ისეთი საყვარელი სმს მომწერა უნებურად გამეღიმა. კარისკენ გავიხედე, მაცდურად მიყურებდა და ისიც იღიმოდა. ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და საქმეს შევუდექი. რას აკეთებდა რუსა? არაფერს... საერთოდ არ მიმჩნევდა და ეს ოდნავადაც არ მიქმნიდა დისკომფორტს. პირიქით, მოხარული ვიყავი მისი ასეთი ქცევით. ნაშუადღევს ლევანთან სათქმელი ტექსტი, გონებაში დავალაგე და სანამ კიბეებს ავუყვებოდი, მის უდიდებულესობას მოვკარი თვალი, რომელიც იმის მაგივრად რომ რუსასკენ წასულიყო, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა. -ჰეი არანორმალურო, როგორ ხარ? -შორიდანვე დამიძახა, თუმცა დაყვირებას უფრო გავდა. ამას მგონი სმენის პრობლემა აქვს. გავჩერდი თუმცა არაფერი მიპასუხია, ხალხის მზერას ვაკვირდებოდი. როდესაც ჩემს წინ მდგარი დავინახე, ოდნავ მისკენ გადავიხარე და მთელი ენერგიით დავიყვირე -კარგაად ვარ, გოგიტა ბიძიააა. შენ როგორ ხააარ?!-მაშინვე ყურზე აიფარა ხელი. მეც დრო ვიხელთე და ზევით გავიქეცი სიცილით. მერე რა მოხდა?! რამე დავაშავე? ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყველა უნდა ვიყოთ არანორმალურები. კარზე რამოდენიმეჯერ დავაკაკუნე და ნებართვის შემდეგ უკვე ლევანის პირისპირ მოვთავსდი. -ბატონო ლევან, შეგიძლიათ რამოდენიმე საათით სამსახურიდან გამიშვათ?! -რა მოხდა ჩემო გოგო, რაიმე პრობლემაა? -შეიცხადა კაცმა -არა, არა. სანერვიულო არაფერი. უბრალოდ ძალიან მჭირდება-ოდნავ გავუღიმე. -კარგი. გოგოებს უთხარი შენს მხარეს ყურადღება მიაქციონ და მალე დავრუნდი. -კარგით ბატონო ლევან. მადლობა უღრმესი-კიდევ ერთხელ გავუღიმე და კარისკენ წავედი. -ცისა შენ ნორმალური მართლა არ ხარ!- უკონტროლო ხმით შემოვარდა ლექსო -რა მოხდა ლექსო!-მკაცრი ხმით ჰკითხა ლევანმა -მამა მე მეუბნევი შეშლილი ხარო და შენ თავად ნორმალურები გყავს სამსახურში? ჩემი დაჭკვიანება გინდა სამსახურში "დაბმით" და ამის ხელში ნორმალური როგორ გავხდე?-საჩვენებელი თითით ჩემკენ ანიშნა. მე კი ვითომ გაურკვეველი მზერით ხან ერთს შევხედავდი, ხან მეორეს. -ლექსო წესიერად ილაპარაკე! როდის გაიცანი ცისა? -მამა...-მობეზრებულად აატრიალა თვალები ბიჭმა -უკაცრავად მე დაგტოვებთ ბატონო ლევან-ჩუმად ჩავილაპარაკე და კარისკენ წავედი. "არ დაგვიმთავრებია, "გოგიტა" "ირონიულად ჩაილაპარაკა ჩემს გასაგონად. ოდნავ გავუღიმე და ჩემს საქმეს მივხედე. -გოგონებო...-სიცილით გავემართე მეგობრებისკენ-მე წავალ ცოტა ხნით და ყურადღება მიაქციეთ ჩემს მხარეს. ლევანთან მოგვარებულია-თვალი ჩავუკარი ორივეს -მერე ის თუ უთხარი ბატონ ლევანს საკუთარი შვილი "გოგიტათი" რომ მოუნათლე? -სიცილით მკითხა თეომ -ყველას შესაფერისად ვექცევი მე ტკბილო- თვალი ჩავუკარი და გამოსაცვლელისკენ გადავინაცვლე. ფორმა გავიხადე, ტანსაცმელი შევისწორე, მერის მივწერე რომ მზად ვიყავი და კარისკენ გადავინაცვლე. ბიჭების იქ ყოფნა არც შევიმჩნიე ისე გავემართე გაჩერებისკენ. "საით?" ზუსტად წამებში შეძლო სმსის მოწერა. არც ეს შევიმჩნიე ისე გავაგრძელე გზა. "ეჭვი მაქვს, გინდა გამოგყვე :) " "რა? " "როცა ცდილობ დამაიგნორო, მაშინ უფრო ვმოქმედებ ჩემი წესებით :) " "აბა განმანათლე..." "სად მიდიხარ?" "ტატაში :) " "ცისაა! " "ნიკაა! " "ჯიუტო! " ოჰ მითხრა ბიჭმა ახალი ამბავი. გავიღიმე და ტაქსს ხელი დავუქნიე, მისამართი ვუკარნახე და მაღაზიებისკენ გავემართე. რომ გითხრათ 30 წუთში გამოვეწყეთ-თქო, დაიჯერებთ?! მართალი ხართ, გატყუებთ! მოკლედ რაც კი კაბები მოეწონა ყველა დიდი ქონდა, გაგიგიათ ასეთი რამ? მანეკენზე სუსტი! არადა რომ უყურებ არ ჩანს მაინც და მაინც ასეთი კაფანდარა. -მერი, მე ვიცი შენი სარგო ტანსაცმელი სად იქნება!-მხიარულად გავხედე და დაღლილი ფეხები ერთმანეთს "მივუწყე" -სად? - ენერგიულად შემომცინა -ბავშვთა სამყაროში! -აუ ცის კარგი რააა-მობეზრებულად აატრიალა თვალები და ჩემს გვერდით ჩამოჯდა, მაღაზიის მოსაცდელში. -აი, იქნებ ეს მოგეწონოთ?-ლამაზი, მოკლე მწვანე კაბა შემოგვთავაზა, ახალგაზრდა გოგონამ -ვაიმე, აღარ გვაქვს მოსაწონად საქმე, "ლიჟბი" ზომა წავიდეს- ჩაცუცქვაღა მაკლდა -ცისა! ეს მართლა მომწონს და თუ არ მომერგო, ჩავაკერინებ!-განაცხადა და გამოსაცვლელისკენ გაექანა. აი იღბალი... მოერგო! თან ისე ზუსტად რომ თვალები ლამის ზედ მივახატე. ფაქტით გახარებულმა ხმამაღლა ვიკივლე -ვსო, ვყიდულობთ, მიგვაქვს და მივდივართ! -სად მივდივართ გოგო! შენი არ შეგვირჩევია! -გამახსენა - ესე იგი-მივუბრუნდი კონსულტანტს- გოგონი, საყვარელო მინდა ლურჯი ფერის, სადა, მხრებზე ოდნავ გადაწეული და მოკლე. ასეთი რაიმე მოგეძებნებათ?-თვალი ჩავუკარი გოგონას და მერის მივუბრუნდი. ზუსტად 5 წუთში, არჩეული ვარიანტებით შემოგვიერთდა, მეც საუკეთესო ამოვირჩიე, რომელიც ჩემს გემოვნებას ემთხვეოდა და ტანზეც მომერგო. -ზუსტად 2საათი მოვუნდით შენი კაბის არჩევას და 15 წუთი ჩემსას-გავუღიმე და საათი დავანახე- ახლა კი წავედი თორემ ლევანი გამბდღვნის! -ფეხსაცმელები? -აუ მერიემ, მართლა ვეღარ დავრჩები... საღამოს ვიყიდოთ-შევთავაზე ვითომ -საღამოს კიი, რომ დაკეტავენ მაღაზიებს, დასამშვიდობებლად მოვიდეთ, რა თქმა უნდა! წადი მე ვიყიდი ორივესთვის. -აუ შენ ხარ ჩემი ოქრო. მადლობა რა მერიემ და მაპატიე რა-გადავეხვიე და დავემშვიდობე! მარკეტის წინ სიცარიელეს მოვკარი თვალი და ცოტა გამიკვირდა. მიმდებარე ტერიტორია თვალებით დავზვერე და შენობაში შევედი. სწრაფად მოვწესრიგდი და ჩემი ადგილიც დავიკავე. საღამომდე ფეხების ტკივილმაც შემახსენა თავი, ნეტა რამდენი კილომეტრი გავიარე, კიდევ კარგი ბოტასები მეცვა. საღამომდე ჩემი მოვალეობა შევასრულე, შემდეგ კი ნაძალადევი ღიმილით გავემართე სახლისკენ. გოგოებს და გეგას დავემშვიდობე და ნიკას მრავალმნიშვნელოვნად გავხედე. თვალი ჩავუკარი და გზა ისე გავაგრძელე თითქოს პატარა ბავშვს კამფეტი მივეცი. ტელეფონის ხმა გავიგე მაგრამ ისე ვიყავი დაღლილი, ჩანთიდან ამოღება დამეზარა. როცა მეორედაც დაიწრიპინა კეთილი ვინებე და ხელები გავანძრიე. "არ მითხრა რომ კიდევ თქმა მჭირდება!" "ცისა, მანქანა შენგან მარჯვნივაა!" გამეღიმა, თავი ავწიე, მანქანა მოვძებნე და იქეთ გავემართე.ცოტა უკან მომყვებოდა ნიკა, მანქანას მივეყუდე და დაველოდე, როგორც კი კარები პულტით გახსნა, მაშინვე გამოვაღე და ჩავჯექი. -სად იყავი დღეს გასული? ცოტა ხშირად წადი ხოლმე...-გვერდულად გავხედე და როცა პასუხის გაცემა დავაპირე, ნერვები შევიცოდე და გავჩუმდი. გაეცინა... მიხვდა რაც ვიფიქრე და გაეცინა. -რა იყო ძალით გაყიდინეს რამე? რა იყიდე ესეთი?- წინ იყურებოდა და ვითომ არ მიმჩნევდა. თვალები გამიფართოვდა მოსმენილით. -ვინ გითხრა? -არ ვიცი-მხრები აიჩეჩა -მე კიდევ იმედი მქონდა გამომყვებოდი-ვითომ დანანებით აღვნიშნე -ისე მართლა მასე დაიღალე? შეწინააღმდეგების სურვილიც კი არ გაქვს-ინება შემოხედვა -ნწ... პირადი მძღოლის მომსახურებით ვსარგებლობ და ვირგებ! ყველას ხომ არ აქვს მსგავსი ბედნიერება. -დაჭკვიანებულხარ -ახლახანს სულელი მიწოდე?!-ცოტა მეწყინა -არა! მაგას შენ ამბობ... აბა დაფიქრდი, ნორმალური მე მომწონებია ვინმე? -მოიცადე, გინდა თქვა რომ მე სულელი ვარ და მოგწონვარ და რუსა ჭკვიანია და არ მოგწონს? -რუსა რა შუაშია?! კი, მომწონხარ! -აი ახლა ვამართლებ ფრაზას "სულელს ყველა თავისნაირი გონია" -ბანალურია... -კაი?! ნიკა! მისმინე, მოდი რაღაცეები გავარკვიოთ ხუმრობის გარეშე კარგი? - კომფორტულად მოვკალათდი -კარგი... მაწყობს! -სერიოზულად დამეთანხმა,სადღაც ჩიხში შეუხვია და გააჩერა -სად ვართ? - გამიკვირდა -ტატაში! -წარბები აწია და გამიღიმა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მეც გამეცინა, გულით. -გიხდება სიცილი- უცბად ნათქვამ კომპლიმენტზე გავჩერდი და თვალებში შევხედე. -ნიკა... მოკლედ ვატყობ ერთმანეთს ვეჩვევით. ამის წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ... სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არ ვარ ჯერ.- ვეცადე ნერვიულობა დამეფარა -ვეჩვევით? მერე? გააგრძელე -მერე არ ვიცი... არ ვიცი თუ რაიმე გამოგვივა მომავალში. გულწრფელად გეტყვი, მიხარია, მსიამოვნებს რომ მოგწონვარ. ვხვდები რომ მეტს ითხოვ, მეტს ცდილობ, მე კი ვფიქრობ არ ვარ ამისთვის მზად-ხელების მტვრევას მოვრჩი და აკანკალებული ხმით ძლივს დავასრულე სათქმელი. -ცისა, ოდესმე შენი გულისთვის მოგისმენია?... მომეცი ხელი -მარჯვენა ხელი გამიშალა და მანიშნა იგივე გამეკეთებია. ჯერ მის ხელს შევხედე, გრძელი ლამაზი თითები ქონდა... მინდოდა შევხებოდი, ვიცოდი რომ თბილი ექნებოდა,მაგრამ შემეშინდა ჩემი ნერვიულობა არ შეემჩნია. თავიდან არ მინდოდა მაგრამ რატომღაც ხელი მოვკიდე და გავიტრუნე. ხო, არ შევმცდარვარ, თბილი ხელი ქონდა... აქამდე არ დავკვირვებულვარ დეტალებს, არადა დეტალების გარეშე ხომ არაფერი იქმნება... ახლა მის მანქანაში, მასზე ხელჩაკიდებულს, მეტი იმედი მქონდა, მეტი რწმენა, მეტი თავდაჯერებულობა. მე გავხდი იმაზე მეტი ვიდრე ვიყავი. ჩემში არსებული ყველა გრძნობა ორმაგად გაძლიერდა. თვალებში ვუყურებდი და მისი ხელით მის გულს ვგრძნობდი... რამდენ ადამიანს შევხებივარ ხელზე? ბევრს... თუმცა ასე არასდროს არავინ შემხებია, ცოტაც და ტირილს დავიწყებდი... - მე გითხარი მომწონხარ-თქო ცისა, ამ მოწონებით სხვისთვის არ მიმიმართავს. ვერ გეტყვი მომავალში რა იქნება, წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ უნდა იცოდე რომ მარტო ვერაფერს შევძლებ! ცოტა დაფიქრდი... ვიცი რომ არ გეზიზღები, მთავარი ესაა -თვალი ოდნავი ღიმილით ჩამიკრა და გააგრძელა- თუმცა, სიძულვილითაც დაბადებულა სიყვარული. მთავრი სურვილია... -ნიკა... მე... -არ მინდოდა გავეშვი, მაგრამ ხომ ვერ ვეტყოდი. მარცხენა ხელის მტევანით სახეზე მომეფერა და ნელ-ნელა სახე მომიახლოვა... თაბრუ დამეხვა, ღრმად სუნთქვა დავიწყე და თვალები ძლიერად დავხუჭე -ცისა... მინდა რომ გაკოცო -ჩუმად, ჩურჩულით მითხრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა-გაკოცო? არ ვიცოდი რა მინდოდა და რა აღარ, უარის ნიშნად თავი ოდნავ გავუქნიე, მაგრამ რატომ არ ვშორდებოდი? ვერ გავერკვიე, პასუხი ვერ ვიპოვე. მინდოდა, მინდოდა რომ ეკოცნა მაგრამ თან არ მინდოდა. მეშინოდა, მაგრამ რისი? არც ეს ვიცოდი. შუბლზე დამიტოვა ძლიერი კოცნის კვალი და თვალები დახუჭა. მანქანა უთქმელად დაძრა სახლისკენ. რა მჭირდა ვერ გავიაზრე, ვერ გავიგე... კოცნაზე ამდენს ვინ ფიქრობს? თანაც არ შემდგარზე. მე ვფიქრობდი. მინდოდა მაგრამ თან არ მინდოდა. ნებისმიერ ჩემ ტოლს რომ კითხოთ, ყველა თამამად და ამაყად გეტყვით, კოცნა არაფერია, თანაც ასეთი..."უბრალო"... მაგრამ მე არ არსებულ, არ შემდგარ კოცნაზე ვფიქრობდი და გავიაზრე რომ მეც მომწონდა. მიხაროდა მისი მანქანით დილა-საღამოს მიცილება, ხასიათს მიკეთებდა მისი ერთი sms-იც. ჩემი სიჯიუტით მისი გაბრაზებაც მომწონდა,მისი სიჯიუტეც მახალისებდა... -როგორც შენ გინდა, გჭირდება და გჯერა ისე მოვიქცეთ-მისმა ხმამ გამომაფხიზლა, უკვე მოვსულვართ მე კი მხოლოდ ახლა გავიაზრე. -მეგობრები ხომ მაინც ვიქნებით?-უაზრო კითხვა დავსვი და პასუხის მოლოდინში გავიტრუნე -კაი, ოღონდ ეგ არ მთხოვო. მაგნაირი მეგობრობის არ მჯერა ცისა.-უიმედო თვალებით შევხედე, სევდიანი მზერა ქონდა... ჩემკენ შემოტრიალდა, ისევ გამომიწოდა ხელი უთქმელად, მეც უთქმელად წავიღე ჩემი ხელი და მოუთმენლად მოვუჭირე. მჭირდებოდა მისი სითბო... -წარმოიდგინე, მითხარი მსიამოვნებს რომ მოგწონვარო, მეც მიხარია თუ მასეა და ის უფრო მიხარია რომ არ დამიმალე. ახლა უბრალოდ დაფიქრდი, სადღაც, ვიღაცასთან ერთად რომ დამინახო, ჩახუტებული, ან უჩვეულოდ... მოკლედ სხვა სიტუაციაში. რას იგრძნობ? გაგეხარდება?ესეც მასე გესიამოვნება როგორც ჩემი შენდამი მოწონება?!-ძლიერი მზერით შემომხედა, თითქოს ჩემში შემოჭრას და უთქმელად ქცეულ პასუხს ეძებსო. ვერაფერი ვერ ვუთხარი, ან რა მეთქვა? როგორ მეთქვა გამეხარდება-თქო, როცა წარმოდგენითაც ვიგრძენი ტკივილი. თვალები რამდენჯერმე დავახამხამე რომ მომდგარი ცრემლი უკუმეგდო, თუმცა მაინც გამომექცა და შეამჩნია. ოდნავ გამიღიმა და ერთი ცალი, ობოლი ცრემლი თავის ხელით მომაშორა. -ოხ ცისა, ცისა -თავისთვის ჩაიჩურჩულა და მანქანიდან გადავიდა. სახეზე ხელები მოვისვი და თმები უკან გადავიყარე, სანამ ცოტა "მოვწესრიგდი" კარი გამიღო და გადასვლაში მომეხმარა. მანქანის კარი ცალი ხელით,ზურგს უკან ნელა დავხურე და ნიკას მივუბრუნდი -მაპატიე - მითხრა და ლოყაზე მაკოცა შემდეგ კი უკან გადადგა რამოდენიმე ნაბიჯი. წასვლა მინოდა და ვერ ვბრუნდებოდი. მისი მარჯვენა ისევ ხელში მეკავა, მიღიმოდა და მზერით მეფერებოდა. ვეღარ მოვითმინე, ნაბიჯი სწრაფად გადავადგი და ძლიერად ჩავეხუტე. მანაც მაშინვე მომხვია ხელები და ისევ გაიღიმა. -ეს ნიშანია?! -ისევ იღიმოდა და ხელებს სახიდან არ მაშორებდა. მხრები ავიჩეჩე,მეც გავუღიმე და ნელ-ნელა სადარბაზოსკენ წავედი. -ცისა! მანქანის კარი მაინც გასაკეთებელი გექნება, ამ ერთხელ კარგი მოქცევით არ ითაფლება იცოდე -თვალი ჩამიკრა და ჩემი კისკისის ფონზე დამემშვიდობა. _______ არ ვიცი რა დავწერე. იმედი კი მაქვს რომ მოგეწონებათ თუმცა არ ვიცი... მალობა ვინც კითხულობს და სტიმულს მაძლებს. მიყვარხართ და მიხარიხართ მე თქვენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.