სულიერი გამოცდა (თავი 15)
მაქსიმე რამდენიმე დღეში დაბრუნდა ბათუმში. მისი სიცივე, რომელიც შინაგანად მოდიოდა სულს მიყინავდა. არ მიმჩნევდა, ისე მექცეოდა თითქოს არასდროს არ ვყოფილვართ ერთმანეთისთვის რაღაც მაინც. ბავშვებთან ვცდილობდი დამემალა ჩემი ტკივილი, თუმცა ღამით ხშირად ვსეირნობდი მარტო ზღვის პირას. შორს მაქსიმესგან.კიდევ ერთი უაზრო ღამე იყო. არაფერის მთქმელი ღამე, რომელიც მარტოობის საშინელ განცდას კიდევ უფრო მიმძაფრებდა. ზღვაზე გასვლა დამეზარა, ამიტომ სამზარეულოში შევედი და ყავის კეთება დავიწყე. - ნინ მეც გამიკეთე რა ყავა. მომესმა მაქსიმეს ხმა, პასუხი არ გამიცია. ყავა მასაც გავუკეთე და წინ დავუდგი. - არ ვიცოდი ლიზა, შენ თუ იყავი. - არაუშავს. პრობლემა არ არის. საიდან უნდა გცოდნოდა. საუკუნესავით გაიწელა, რამდენიმე წამი, რომელიც სიჩუმეში გავატარეთ. - შეიძლება ვისაუბროთ? - რაზე ლიზა? ამოიხვნეშა და მივხვდი, რომ მას ჩემთან ლაპარაკის სურვილიც კი დაკარგული ჰქონდა. - ასე, რატომ იქცევი? - როგორ ლიზა? როგორ ვიქცევი. მე კი არა შენ იქცევი ცუდად. ეგოისტივით. ადამიანი მოკვდა და შენ.. - და მე ცოცხალი ვარ? ვცდილობ ტონი ვაკონტროლო, მაგრამ ეს შეუძლებელია. - ის რაც მოხდა ჩემი ბრალი არ არის. რაც კატოს მოუვიდა ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია. - როგორ ბედავ მასზე ასეთ ლაპარაკს. ფეხზე დგება და მიყვირის. პასუხს აღარ ვცემ. თვალებზე მომდგარ ცრემლს ვაკავებ და გარეთ გავდივარ. ჰამაკში ვჯდები და ცრემლებს გასაქანს ვაძლევ. ეს ჩემი მაქსიმე არ არის, მე ეს ადამიანი არ შემყვარებია. მე ეს არ დამიმსახურებია მისგან. ჩუმად ვტირი. ვიცი, რომ მაქსიმე არ გამოვა. ვერ გაიგებს ჩემს ტკივილს. ვერ მიხვდება რას ვგრძნობ. ტელეფონი მირეკავს. ვერც კი ვხვდები ამ შუა ღამეს ვინ უნდა იყოს. ცრემლებს ვიწმენდ და მამას ვპასუხობ. მისი ხმა საშინლად აფორიაქებული მეჩვენება. - ლიზა, უნდა ჩამოხვიდე. ბოლოს მოთმინება დაკარგულმა ამოილაპარაკა. - რა ხდება მა? მშვიდობაა? - უბრალოდ აუცილებელი ხარ აქ. - ლუკა, მამა ლუკას რამე მოუვიდა? - არა შვილო, ლუკა კარგადაა. მეტს ნუღარ მკითხავ. უბრალოდ ეცადე მალე წამოხვიდე. მითხრა და გამითიშა. სასწრაფოდ ჩემს ოთახში ავედი და ჩემი ნივთები ჩავალაგე. შემდეგ კი სამზარეულოში შევედი, რათა მანქანის გასაღები ამეღო. მაქსიმე ისევ იქ იყო. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. მანქანის გასაღები ავიღე და კარისკენ დავიძარი, როდესაც მისმა ხმამ შემაჩერა. - სისულელედ მიმაჩნია, ჩვენი ჩხუბის გამო თბილისში წასვლა. სისხლი მაწვება. კარებს ვხურავ, მისკენ მივიწევ. წინ ვუდგები და თვალებში ვაშტერდები. - შენ არასდროს იქნები იმდენად მნიშვნელოვანი ჩემთვის, რომ შენს გამო რაიმე გავაკეთო. მეზიზღები მაქსიმე. ზიზღით ვპასუხობ და იქიდან მოვდივარ. გამთენიისას უკვე თბილისში ვიყავი. კარები მძინარე ლუკამ გამიღო. - რა გეჩქარებოდა. - სად არის მამა? სძინავს? - არა კაბინეტშია და გელოდება. სახეს ასერიოზულებს და კაბინეტისკენ მიბიძგებს. - მამიკო, რა ხდება? მისკენ წავედი და მოვეხვიე. - არაფერი ლიზა, უბრალოდ... - უბრალოდ? - ბებიაშენია ცუდად... - ბებია? - ვიცი, შეიძლება გამიბრაზდე, ეს მე არ მეხებაო. მართალიც იქნები, მაგრამ მომაკვდავი ქალის ერთადერთი სურვილი შენი ნახვაა. უშეცდომო არავინ ვართ. ასე ნუ გაიმეტებ. ხმის ამოუღებლად ვუსმენდი მამას. - რა სჭირს? ბოლოს ხმა წართმეულმა ამოვილაპარაკე. - გული აწუხებს, საავადმყოფოში წასვლა არ ისურვა, ასე ამბობს მირჩევნია ჩემს სახლში მოვკვდეო. ამჯერად პასუხი ლუკამ გამცა. - ლუკა დადიოდა მასთან, სხვა მომვლელი არავინ ჩანს. ისიც მხოლოდ ლიზას გაიძახის. - ახლავე წავალ. - ეს მისამართია, მარტო წადი. ჩვენ სახლში დაგელოდებით. ლუკას გავხედე, მანაც თავი დამიქნია. ბებიას სახლისკენ მარტო გავემართე. შორს არ იყო თხუთმეტ წუთში უკვე იქ ვიყავი, მაგრამ დიდხანს ვფიქრობდი გადავსულიყავი, თუ არა მანქანიდან. ბოლოს მივხვდი, რომ თითოეული წამი მნიშვნელოვანი იყო და მანქანა დავტოვე. კარები ღია დამხვდა. - არის აქ ვინმე? შესვლისთანავე ხმამაღლა დავიძახე, პასუხი არავინ გამცა. კარი მივხურე და ოთახები დავიარე. საძინებელში იწვა ბებია და ჩასძინებოდა. გაღვიძება არ მიცდია. მშვიდად ვიჯექი საწოლთან ახლოს და ველოდი, როდის გამოიღვიძებდა. დიდხანს არ მომიწია ლოდინი, მალევე გამოფხიზლდა. ჩემი დანახვისას შეცბა, თუმცა შემდეგ წამოიწია. - მაინც მიხვედი ლიზა... - რა თქმა უნდა. ვეცადე გამეღიმა. - მადლობა, რომ უკანასკნელი სურვილი შემისრულე. - გავიგე, რომ ჩემთან ლაპარაკი გსურთ, გისმენთ. - არც კი ვიცი საიდან დავიწყო. - დრო ბევრი გვაქვს. - მე არ მაქვს ბევრი დრო. მიღიმის და აგრძელებს. - დღეს მე ყველაფერი მაქვს, რაც კი ოდესმე მინატრია. სწორედ ეს მეგონა ცხოვრება, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ხვალ, როდესაც მე აღარ ვიქნები ვერანაირ სახელს ვერ დავტოვებ, რომ მე არასდროს არავინ გამიხსენებს სიყვარულით. არავინ იტყვის, რომ მოვენატრები. ვერც კი წარმოიდგენ როგორ ვნანობ განვლილ წლებს. - "სიკვდილის წინ ყველა, ყველაფერს ნანობს" გავიფიქრე ჩემთვის. - მე საოცრად დამნაშავე ვარ თქვენთან. შენთან და დედაშენთან. დროის უკან დაბრუნება, რომ შემეძლოს, მაგრამ არა ეს შეუძლებელია. აზრები არ მაქვს დალაგებული, შეიძლება მომაბეზრებლადაც ვსაუბრობ, მაგრამ იცოდე, რომ რასაც ვამბობ ყველაფერი გულიდანაა წამოსული ლიზა. დედას ძალიან უყვარდი. ის ჩემზე ბევრად ძლიერი და კარგი დედა აღმოჩნდა. ხალხის აზრმა შემაშინა, ბრბომ ჩამითრია და საკუთარი შვილი გავწირე. ვიცი, რომ არ ვარ არაფრის ღირსი. არც პატიების, არც სიყვარულის, არც შებრალების. მშვიდად ვერ წავალ ამ ქვეყნიდან ლიზა, თუ არ მაპატიებ. ვიცი, რომ ყველაფრის ღირსი ვარ შვილო. ერთი გახსოვდეს, შეიძლება ძალიან გავხარ მამას, მაგრამ თვალები დედასი გაქვს. მრავლის მთქმელი თვალები. მასავით მებრძოლი ხარ. შენ იბრძოლე და აქამდე მოაღწიე. ბევრი ამას ვერ შეძლებდა. ბევრი ამას ვერ გაუძლებდა, ვერ აიტანდა ამდენ იმედგაცრუებას და ტკივილს. მე შენში ვხედავ ჩემს შვილს. მამაშენზე რაც ვთქვი მაპატიე, მინდოდა ისიც ისე გამემწარებინა, როგორც მან გაამწარა ქეთი. მინდოდა შენი წართმევა, მაგრამ შენ სწორ გზას დაადექი. მე ყველა. უარმყო ქეთის სიკვდილის შემდეგ. მიმატოვა მეუღლემ, შვილმა, დამ, საერთოდ ყველამ. არც ვადანაშაულებ მათ. ისინი მე ვერ მენდობოდნენ, რადგან როდესაც ადამიანი გაწირავს საკუთარ შვილს, ის სხვასაც არასდროს დაინდობს. ცრემლები მდიოდა სახეზე. ის კვდებოდა, კიდევ ერთ მონათესავე სულს ვკარგავდი. კიდევ ერთხელ ვკარგავდი ადამიანს, რომელიც გვერდით უნდა მდგომოდა. ხელი მის ხელს დავადე. - არაფერზე ინერვიულოთ. - არ ვნერვიულობ ლიზა. ძლივს გამიღიმა. - მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, შენთან. - მითხარით, რაც გნებავთ. - ამ დოკუმენტებს ხელი მოაწერე. დღეიდან ყველაფერი, რაც მე მეკუთვნოდა შენია. - არა, ეს მე არ მაწყობს. - ლიზა, ბებიას ბოლო სურვილს არ შეუსრულებ? მე მეტი არაფერი შემიძლია. მხოლოდ ის მინდა, რომ ისე იცხოვრო, როგორც შენ იმსახურებ. საბუთებს გადავხედე და ხელის კანკალით მოვაწერე ხელი. - ჰო მართლა, მინდა, რომ დედაშენის საფლავი ნახო. - ეს მეც მინდა. - ეს მისამართია. ქეთი ბერიძე. ცოტახანს სამარისებურმა სიჩუმემ დაისადგურა. - ცოტა დამრჩა... - ნუ ამბობთ ასე, ყველაფერი კარგად იქნება. - აღარაფერი, ლიზა შვილო. ჩემთვის აღარაფერი იქნება. ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოსთქვა, შემდეგ კი თვალები დახუჭა. - ბებია, არა. ფეხზე წამოვხტი ყვირილით. მის თავთან ჩავიმუხლე და ისე მივეფერე სახეზე. - არა, რა დაბრუნდი. მე უკვე ყველაფერი გაპატიე. გთხოვ ბებია. ტირილით გული, რომ ვიჯერე მამას დავურეკე. - გთხოვ მოდი მამა. მანაც მაშინვე გამითიშა, მიხვდა რაშიც იყო საქმე. მალე შემოვარდნენ სახლში მამა და ლუკა. ლუკა მაშინვე ჩემთან გაჩნდა. ხელები შემომხვია და მაგრად ჩამიხუტა. მამა, კი ბებიას მივარდა, შემდეგ სადღაც დარეკა. მისი ხმა აღარ მესმოდა. ლუკას ვებღაუჭებოდი და ხმამაღლა ვტიროდი. ხელი მომკიდა ლუკა. და გარეთ გამიყვანა. - ცოტახანი დასვენება გჭირდება. მალე მოვალთ. - არა მე მას ვჭირდები - მიხედავენ ნუ ღელავ. ჩვენც მალე დავბრუნდებით. სახლში მიმიყვანა ლუკამ და ოთახში შემიყვანა. - მთელი ღამე არ გეძინა. დაიძინე და ყველაფერს მოვაგვარებთ. - მარტო არ დამტოვო გთხოვ. - აზრადაც არ მომსვლია, შენს გვერდით ვარ. ნუ ღელავ. ლუკა გვერდით მომიწვა და დამამშვიდა.მეც მალე ჩამეძინა არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა, თუმცა ლუკა ისევ ჩემს გვერდით იყო. - ახლა ამის დროს არ არის, მაგრამ მაქსიმე რატომ არ გამოგყვა? - გრძელი ისტორიაა. დავშორდით. კატო გარდაიცვალა და მას შემდეგ ყველაფერი დასრულდა. - კარგი, კარგი. ამაზე ნუ იფიქრებ. მზად ხარ? მოემზადე გარეთ გელოდები. გარეთ გავიდა ლუკა. მისი ოთახიდან გასვლის შემდეგ სწრაფად ჩავიცვი შავი ფერის ტანისამოსი, სახეზე წყალი შევისხი, ამდენი ტირილისგან თვალები დასიებული მქონდა. თმა ჩამოვივარცხნე და გარეთ გავედი. საჭესთან ლუკა იჯდა. გზას უემოციოდ გავყურებდი. არაფერს ვგრძნობდი არც ტკივილს და არც ბედნიერებას. არც შვებას ვგრძნობდი და საერთოდ არაფერს. როდის გავხდი ასეთი უარაფრო არც კი ვიცი. ლუკას გავხედე. "ხანდახან კითხვები ჯობია პასუხებს"... სახლში შესვლისთანავე მეცა უსიამოვნო სუნი. ნაცნობი სახეები მალევე დავლანდე, თუმცა არავისთვის მიმიქცევია ყურადღება, ისე წავედი და ჭირისუფლების ადგილას დავიკავე სკამი. ყველა რიტულს დავესწარი. მყარად ვიდექი, მაგრამ შინაგანად ვკვდებოდი. მართალია ბებიასთან ერთად დრო საერთოდ არ გამიტარებია, თუმცა მისმა ამ ქვეყნიდან წასვლამ ჩემში დიდი კვალი დატოვა. ჩემები ბათუმიდან დაბრუნდნენ და გვერდით მედგნენ. მათ შორის მაქსიმეც იყო, თუმცა მას ახლოს არ ვიკარებდი, დიდად არც ის ცდილობდა ჩემთან ყოფნას. დაკრძალვაზე ბევრი ხალხი მოვიდა. ყველას დანახვა მაღიზიანებდა. სწორედ აქ გავიცანი საკუთარი დეიდაც, ზუსტად ის ქალი, რომელმაც დედას წერილი გადმომცა. შორიდან მაკვირდებოდა და მოახლოებას არ ცდილობდა. მამას დანახვამ ყველა გააკვირვა. ისიც უხერხულად გრძნობდა თავს, მაგრამ არ იმჩნევდა და ჩემს გამო აქ ყოფნას განაგრძობდა. ყველაფერი მალევე დასრულდა და ჩვენც ჩვენი ცხოვრების რუტინას დავუბრუნდი. ცოტახნით მამას აგარაკზე ავედი. ყველაფერზე ფიქრი და დამშვიდება მჭირდებოდა. იქ დიდხანს არ გავჩერებულვარ. მხოლოდ ორი დღე ვიყავი მარტო ჩემს პრობლემებთან და ტკივილებთან. მას შემდეგ მაქსიმე თვალით არ მინახავს წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ის, რომ ასე ადვილად დამივიწყა, თუმცა ფაქტი სახეზე იყო. მაქსიმესგან განსხვავებით ბავშვებს ხშირად ვნახულობდი და მათთან ერთად ვივიწყებდი ყოველდღიურობას. ბავშვებმა აიჩემეს, რომ სწავლის დაწყებამდე აუცილებლად ბარში უნდა წავსულიყავით. ეს იდეა არ მომწონდა, თუმცა მათი ხათრით ყველგან წავიდოდი. შავი მოკლე კაბა ჩავიცვი, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ლიკასთამ ერთად ბარში წავედი.შესვლისთანავე ჩვენების შემჩნევამდე მაქსიმე შევამჩნიე, თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა, მის ყოფნას არ ვიმჩნევდი და ვმხიარულობდი, თუმცა მისმა საქციელმა თავისი ქნა. არცერთ ლამაზ გოგოს არ ტოვებდა. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გავეღიზიანებინე. ბარბაცით დადიოდა და ყველას თვალს აყოლებდა. მოსალოდნელი სიტუაციის ასარიდებლად ფეხზე წამოვდექი. - მე უნდა წავიდე, მამა არ იყო კარგად. ყველა ხვდებოდა იმას, რომ ვტყუოდი, თუმცა არავინ შემწინააღმდეგებია. - მხოლოდ დამირეკე, კარგი? გამიღიმა სოფიმ. - რა თქმა უნდა. გარეთ გამოსვლისას ტაქსი გავაჩერე და სახლში წამოვედი. ახლა, ჩემს აივანზე ვზივარ, ვინ იცის მერამდენედ ვტირი გულის ამოვარდნამდე და არავინ მეგულება მთელს დედამიწაზე ვისაც დავურეკავ, ტირილს უფრო ვუმატებ და ისიც უბრალოდ მომისმენს. ადამიანთა მოდგმა ურნას აცდენილი ნაგვის ერთი დიდი პარკია. მთელ ღამეს აივანზე ვათენებ და მხოლოდ გამთენიისას ვიძინებ. დაახლოებით შუადღეს ტელეფონის ხმა მაღვიძებს. შეტყობინება უცნობისგან არის, რომელიც კატოს და მაქსიმეს სურათებს მიგზავნის. მგონია, რომ ვგიჟდები, გარდაცვლილ ქალზე ვეჭვიანობ. ტელეფონი კედელს მივანარცხე, თავი ბალიშში ჩავრგე და ავღრიალდი, ვინაიდან სახლში არავინ მეგულებოდა, რადგან ლუკა დედასთან იყო, მამა კი კომპანიაში. თავიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ყოველთვის ძლიერად ვეყვარებოდი, არც მიღალატებდა და არც არასდროს მომატყუებდა, მერე კი თითქოს ყველაფერი პირიქით ხდება, ჯერ ტყუილებს იწყებს, ბოლოს კი გღალატობს და როგორც იქნა ვხვდები, რომ ჩვენი "სამუდამო" სიყვარული მირაჟივით იყო. ლამაზი, მაგრამ წუთიერი. მოვემზადე და სანამ მამა მოვიდოდა იქამდე გავედი სახლიდან. გზად ყვავილები ვიყიდე. რთული მისახვედრი არ იყო სად უნდა წავსულიყავი. მალევე ვიპოვე დედას სურათი, მის წინ ჩავიმუხდე და ცრემლებმაც არ დააყოვნეს. - სწორედ ახლა მჭირდები ყველაზე მეტად დე, სად ხარ? გთხოვ დამეხმარე. ძალიან მიჭირს შენს გარეშე. ვიცი, რომ ახლა ჩემს გევრდით ხარ. ისიც ვიცი, რომ არ მოგწონს ჩემი ცრემლები, თუმცა მე მეტად მჭირდება შენი სიახლოვე და ვერც ამ ცრემლებს ვუხერხებ ვერაფერს. არაფერი არ არის კარგად, საერთოდ არაფერი. მჭირდები, ტკივილამდე მჭირდები. ტირილით გული, რომ ვიჯერე იქიდან უკანმოუხედავად წამოვედი. კაფეში შევედი და ფანჯარასთან ჩამოვჯექი. ყავას ვსვავდი და თან ჰორიზონტს გავყურებდი. " როცა გიყვარს ცას წვდები, საკუთარ კანში ვეღარ ეტევი და იცი რატომ? გგონია გაუცხოებას, მარტოობას ბოლო მოეღო, გეშველა. რა გულუბყვილო თავის მოტყუებაა" სახლში არ წავსულვარ, იმ ღამეს ლიკასთან დავრჩი. ის და ტასო მამშვიდებდნენ. არ მინდოდა მამას ამ მდგომარეობაში ვენახე. მხოლოდ დილას დავბრუნდი სახლში. მეგონა არაფერი შეიცვლებოდა და ესეც სწორედ იმიტომ, რომ მან მითხრა არის რაღაცეები რაც არასდროს მთავრდებაო, დავუჯერე. ახლა ვზივარ ჩემს ოთახში, ამოღამებული თვალებით და ვიცი, რომ უჩემოდ უკეთესადაც არ ხარ. ეს ყველაზე მტკივნეული ფიქრია, ფიქრთა შორის. ვერ გიყვები გული, როგორ მტკივა, როგორ დამჩემდა უხასიათობა და როგორ ვიღიმი ნაძალადევად. ჰო, აი ასე, ყველაფერი იცვლება მათ შორის ჩვენი ურთიერთობაც, რომელიც მუდამ მემახსოვრება... დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, რაღაც პრობლემები მქონდა. იმედია მოგეწონებათ და აზრს დააფიქსირებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.