შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ჩვენს ქუჩაზეც მოდის (თავი პირველი)


29-03-2018, 21:30
ავტორი aleqsandra martishvili
ნანახია 1 581

მე ერთი ჩვეულებრივი გოგონა ვარ, სტუდენტი მშობლებთან და ძმასთან ერთად გლდანში ვცხოვრობ მოკლედ მე ბეტონის ჯუნგლებიდან ვარ , ჩემი კორპუსი არაფრით გამოირჩევა სხვა თბილისური კორპუსებისაგან. აქაც გვყავს ერთიორი ჭორიკანა, რამდენიმე ძველი ბიჭი და ნარდის მოთამაშე ბაბუები.
აქ კარგებსაც შეხვდებით და ისეთებსაც სინდისით დიდად რომ ვერ უნდა იკვეხნიდნენ წესით, მაგრამ მაინც ისე მოყვებიან აქაურ-იქაურის გაქილიკებას თითქოს მამა აბრაამის ბატკნები მყავან. თავისი ავითა თუ კარგით ამ ქალაქს ისეთი რაღაც აქვს რაც მისიანად გაგრძნობინებს თავს ათასი ეროვნების ათიათასი ჯურის ხალხითაა სავსე აბანოთუბნებისა და კინტოების ქალაქი , ეს მრავალფეროვნება მიზიდავს სწორედ , სიჭრელეში რომ არ გადადის. ზოგი ჩემს ქალაქს შავს უწოდებს აქაოდა შავი ფერი მოსავს მთელ თბილისსო ეს ქალაქი ჩემთვის მაინც სინათლისფერია რადგან ბავშვობამ აქ გაიარა მართლაც გალაკტიონი როგორც იტყოდა "ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა არ გაიარე, რაა მამული" ეჰ გალ სად მივაგნო ცვარს ამდენ ასფალტში. მშობლიური მიწის სიტკბოებაზე კი გეთანხმები.
აქაურობა წარმოუდგენელია ჩემი ოჯახის გარეშე. ბედნიერი ხარ ადამიანი, როცა გყავს ასეთი ლამაზი და კეთილშობილი დედა, ეს შვილის სუბიექტური აზრი როდია მშობელზე ის ობიექტურად საოცარი ადამიანია, მეორეს ისეთს არც ვიცნობ ვისაც ასე ებრალება ყველა სუსტი ჩაგრული და უქონელი . მამას ძალიან გაუმართლა მას რომ შეხვდა , ისინი განგებამ შეახვედრა ერთმანეთს , მამას რაც შეეხება იგი განათლებული და წარმატებული კაცია მენეჯერობით დაიწყო და დაგროვილი თანხით წარმატებული ბიზნესი წამოიწყო ტურიზმის საქმეს მაშინ მიჰყო ხელი, როდესაც ეს სფერო საქართველოში ახლად იდგამდა ფეხს. მამა თუ წარმატებული ბიზნესმენია დედა ცნობილი მხატვარია , ვინც ამ სფეროში ერკვევა ყველა იცნობს ლილიანა კალანდარიშვილს.
როგორც დასაწყისში აღვნიშნე ძმაც მყავს, საბა კალანდარიშვილი რომელ სტუდენტსაც არ უნდა კითხოთ თსუ-ში ყველა გეტყვით ვინც არის. გოგონების გულის თრთოლვის მიზეზი, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია, რაც მე თუ მკითხავ იმის შედეგია რომ რასაც უნდა იმას აღწევს კიდევაც. საბა კალანდარიშვილი აბა რის საბა კალანდარიშვილი იქნებოდა ყოველდღე სასწავლებელში ფერარით რომ არ დადიოდეს, არ ყავდეს მასავით დაკუნთული , მდიდარი ძმაბიჭები და მისი შეყვარებული სოფიასავით ნამდვილი პლასტმასის გოგონა შეყვარებული.
ერთი გვარი რომ არ გვქონდეს და იშვიათად, მაგრამ მაინც მასთან ერთად, რომ არ მიწევდეს უნივერსიტეტში სიარული ვერც ვერავინ იფიქრებდა რომ და -ძმა ვართ. თქვენ წარმოიდგინეთ თვით ვაკელი გოგოებიც კი რომელთათვის გლდანი შავი კოშმარი იყო ახლა იქაურობა ოაზისია, რადგან საბა იქ ცხოვრობს. უცნაური მარტო ეს როდია მკითხველს გაუკვირდებოდა რატომ ვცხოვრობთ გლდანში და არა სადმე ქალაქგარეთ რომელიმე კერძო სახლში , ისევე როგორც "ფულიანი ელიტის" დიდი ნაწილი , ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს მამაჩემის სიყვარული უბრალოებისადმი.
რაშიც მამას ნამდვილად დავემსგავსე, თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ მეტროთიც დავდივარ და ვაგონის ჯაყჯაყსაც ვითმენ. მეტროს სუნი სხვა ჩემი წრის გოგონებისათვის უცხოა, მათთვის წარმოუდგენელია ამდენ უცხო ხალხთან ერთად მგზავრობა, მეტიც უბრალო ადამიანებისაგანაც მსმენია რომ აღიზიანებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ეს მარშუტი თუ მეტრო. იქნებ ყველას სხვადასხვა მიზეზი აქვს ამისა და ვინ იცის შესაძლოა ზოგიერთს ჭეშმარიტად ობიექტური მიზეზიც მოეპოვება, მაგრამ სამწუხაროდ მათ დიდ ნაწილს ისეთივე რამ აწუხებთ როგორიც იმ ორ "წარმოსადეგ" ქალბატონს რომლებმაც გიჟად გამომაცხადეს.
ერთი სრულიად უბრალო დღე გათენდა როცა როგორი სისულელეც არ უნდა იყოს ზოგისთვის ფერარის მარშუტი ვამჯობინე. რომელში ასვლისთანავე ცარიელ ადგილას დავჯექი , ამ დროისთვის ქალაქის უკვე გადატვირთულ ქუჩებში მოძრავ, ამ ავტობუსში რამოდენიმე ადამიანი იჯდა. ნელნელა მარშუტმა შევსება დაიწყო ,შევამჩნიე, რომ ერთი მოხუცი კაცი მარტო იჯდა მის გვერდით კი სკამი თავისუფალი იყო იმ დროს როცა ტრანსპორტში ხალხის ნაწილი ფეხზე იდგა იმ კაცს შევხედე თავი ჩაექინდრა თვალები ჩაწითლებოდა და იატაკზე ერთ წერტილს ჩასცქეროდა. მისი თვალები გამოხატავდნენ წუხილს. ის კაცი მზერით ბოდიშს უხდიდა იმათ ვისაც ეს მამაკაცი თავიანთ თანასწორად არც მიაჩნდათ , და ცხვირზე ხელს იფარებდნენ, აქაო და ხახვის სუნი აწუხებდათ რომელიც უცნობ ბაბუას წითელ დაკლეტკილ ტომარაში ეყარა. როგორც ჩანს ამ კაცს თავისი ნაშრომი ქალაქში გასაყიდად ჩამოეტანა, რათა ლუკმა-პურის ფული ეშოვნა. მე წამოვდექი ჩემი ადგილიდან და ბაბუას გვერდით დავჯექი, ხალხი რომელიც ცხვირს იბზუებდა ახლა მე შემომცქეროდა გაფართოებული თვალებით და ამ ბრბოში იყო ყველა ასაკის ხალხი, უფროსებით დაწყებული ჩემი თანატოლებით გაგრძელებული და სამწუხაროდ ყველაზე პატარებით დამთავრებული, რომლებიც წესით უფრო პროგრესულები უნდა იყვნენ მაგრამ ისინი დამნაშავეები არ არიან, მთავარი დამნაშავე ისაა ვინც მათ არ ასწავლა თანადგომა. რასაც მშობლები, ბებიები, ბაბუები თუ მასწავლებლები უნდა ასწავლიდნენ ან თუნდაც თანატოლისაგან სწავლობდნენ . მე რომ რამდენიმე ქალბატონმა გიჟად მომნათლა არაფერია, გადავიტან როგორმე, მაგრამ მოხუცის მიმართ ნათქვამი სუნიანი რომელიც ერთ ჩემს თანატოლ ბიჭს აღმოხდა ენიდან კრიალოსანს რომ ხელიდან არ აგდებდა ჩემთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა, წამოვხტი და ბიჭს მივმართე სიტყვებით რომლის ადრესატიც მთელი იქ მყოფი ბრბო იყო.
-შენ ბიჭო თავი ვინ გგონია, ამ კაცს რას ამცირებ, გიჯობს სარკეში ჩაიხედო... თუმცა მარტო სარკეში ჩახედვა რომ შველოდეს, გარედან ადამიანი ხარ, მაგრამ მე თუ მკითხავ ის ვინც მშრომელ, უდანაშაულო კაცს ასე დაუწყებს ლაპარაკს , მთლად ადამიანი არ უნდა იყოს. ადამიანები ადაიანობით ფასობენ...
ჩემმა სიტყვებმა დუმილი გამოიწვია იმ ბიჭს ხმა არ ამოუღია, არც დანარჩენებს დაუძრავთ სიტყვა. მე ისევ დავჯექი, მოხუცის შემოხედვა არასდროს დამავიწყდება, მის გამოხედვაში იყო რაღაც ისეთი, რაც ვიცი, რომ მთელი ცხოვრება მეხსიერებაში ჩამრჩება. მე მას გავუღიმე და ღიმილივე მივიღე საჩუქრად, რაც ყველა მატერიალურზე ძვირფასი იყო ჩემთვის.
ბაბუა ბაზრობასთან ჩამოვიდა, მეც ასე მოვიქეცი, რადგან იქ ყოფნა აღარ მსურდა. ასფალტზე ფეხადგმულმა ბაბუას შევხედე, რომელიც მალე ხალხის გროვაში გაუჩინარდა. შემდეგ მოვბრუნდი, ყურსასმენები გავიკეთე და ჯიბეში ხელჩარგული გავუყევი გზას.
დაღლილი ვიყავი, დაღლილი ბრაზითა და არასრულფასოვნების შეგრძნებით, რომ მეტით ვერ დავეხმარე მოხუცს ავტობუსიდან. იმაზე ფიქრი რომ იმ კაცივით და ბევრად უარესადაც ბევრი ადამიანია, ჩემს გულსა და ფიქერებს გულწრფელად აფორიაქებდა. ისინი შრომობენ, რომ იარსებონ. ხალხი კი ხელის მიშველების ნაცვლად ხელს კრავს მათ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ საკუთარი წარუმატებლობით დაბოღმილები დაბალ ღობეს ეძებენ, რათა დაგროვილი ღვარძლი და ბოღმა მათზე ამოანთხიონ.
აი უნივერსიტეტთანაც მივედი, სადაც ამდენი ბავშვი ირევა, როგორც ყოველთვის .კიბეებს ავუყევი და ჰოი საოცრება ვიღაც დამეტაკა პირდაპირი მნიშვნელობით.
-ოჰ , ღმერთო ჩემო , ეგღა მაკლდა.
-კი ნამდვილად , მხოლოდ მე გაკლდი, სანდრო ვარ ცნობისთვის ღიმილიანი სახით მომმართა უცნობმა ბიჭმა და ხელი გამომიწოდა
-რა თავდაჯერებული ხარ სანდრო, ისე აქ პირველად გხედავ..
-ჰო აქამდე ოსლოში ვცხოვრობდი და იქვე ვსწავლობდი, მაგრამ თბილისში მომიწია ოჯახთან ერთად დაბრუნება.
-კარგი აბა კარგად, სანდრო. ვუთხარი მე და სწრაფი ნაბიჯით გავემართე აუდიტორიისკენ, სანდროც გამომედევნა.
-მოიცა მეც მანდ მოვდივარ
-თუმე კურსელიც ყოფილხარ
-უნდა მოგილოცო.
- კარგი ერთი, მადლობა რით გადაგიხადოთ თქვენო ბრწყინვალებავ ირონიულად მივუგე.
-ოჰჰ, შენ მგონი რარაცაზე ბრაზობ და ჯავრი გინდა ჩემზე იყარო.
-ჰოდა შეგიძლია წახვიდე.
-მე , რომ წასვლას არ ვაპირებ?!
-მაინც რატო, თქვენო ბრწყინვალებავ?
-მოიცა დავფიქრდე, უმმმმ, შენს სასჯელად ხომ არ ვიქცე.
-სასჯელად? და რა დავაშავე თქვენო ბრწყინვალებავ?
-სანდრო მქვია, ს ა ნ დ რ ო ხო მართლა მე ჯერ შენი სახელიც არ ვიცი.
-რაში გჭირდება ?
- ნუ ისე არც არაფერში ბრაზიანს დაგიძახებ ან სკვიდვორდს, მაგრამ ფიფქიას რომ გევხარ რა ვქნა?
-ჯობია სანდრა დამიძახო!
ვერც კი მივხვდით ისე აღმოვჩნდით აუდიტორიაში, სანდრო გვერდით დამიჯდა. ლექციის მოსმენა ვერ შევძელი. ეს პირველად მოხდა, რაც სტუდენტი ვარ და ეს ახლახან გამოჩენილი, ჩემს გვერდით მჯდომი სანდროს დამსახურება იყო, მაინც რა თავდაჯერებული ვინმეა რა უცებ შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და უკვე ფიქრებშიც. ოჰ სანდრო, სანდრო...



№1 სტუმარი Ani gafrindashvili

Momewonaa shens nashroms pirvelad vkitxulob magram getyvi rom ragac gamorcheuli dasawyisia es is sandroa xom marshutkashi rom dascxo
Warmatebebii veli axal tavs

 


№2 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

გამორჩეული სისულელე...

 


№3  offline წევრი aleqsandra martishvili

Ani gafrindashvili
Momewonaa shens nashroms pirvelad vkitxulob magram getyvi rom ragac gamorcheuli dasawyisia es is sandroa xom marshutkashi rom dascxo
Warmatebebii veli axal tavs

ძალიან დიდი მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა ვეცდები ახალი თავი მალე გამოვაქვეყნო.

მინიატურული პროზაიკოსი
გამორჩეული სისულელე...

კრიტიკა კარგია, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი, რომელიც არგუმენტირებას მოითხოვს.კარგი იქნება თუ იმასაც გაგვაგებინებ თუ რატომ მიგაჩნია ეს მოთხრობა სისულელედ.

 


№4 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

კიდევ ერთხელ წაიკითხე ისტორია და შენითაც მიხვდები მაგდენს.

 


№5  offline წევრი aleqsandra martishvili

მინიატურული პროზაიკოსი
კიდევ ერთხელ წაიკითხე ისტორია და შენითაც მიხვდები მაგდენს.

უკაცრავად, მაგრამ თქვენ რატომ არ ამბობთ,რა არ მოგწონთ ასე ძალიან.

 


№6 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

სიუჟეტიდან დაწყებული, დიალოგებითა და პუნქტუაციით დამთავრებული. შუა ნაწილსაც გეტყვი, თუ გინდა:)

 


№7  offline წევრი aleqsandra martishvili

ეგ შენი სუბიექტური აზრია :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent