რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება..(დასასრული)
მოვიკრიბე ყველანაირი ძალა, რომელიც ჩემში სისხლთან ერთად მიდი-მოდიოდა და ვენებს მიხეთქავდა ისე უნდოდა ჩემი გამაგრება..ხარბად ჩავისუნთქე ჰაერი და ფილტვებში მოვიმარაგე.. პირი მოვაღე და თავისით ამოფრინდნენ სიტყვები : - ნინი ორსულად არის. კომფორტულად მოკალათდა რამდენიმე წამით სიჩუმე ჩემს გარშემო.. ნელ-ნელა გაკვირვება შემოეპარა.. მერე გააზრების უნარმა შემოაღო კარი და ლუკა წამოხტა - იტყუება ნინის უჯერებ? ! ვუთხარი, რომ შენ მიყვარხარ და ერთად ვართ, ამიტომც ცდილობს ობობასავით ქსელები აბას ჩვენს გარშემო და ამ ქსელებში ჩვენ ორნი მოგვიმწყვდიოს... ნინიმ კმაყოფილი, თავხედური გამომეტყველებით გადმოგვხედა - მალაქიამ უკვე ნახა ტესტის პასუხი, ამიტომ აქ ერთადერთი ტყუილი თქვენი ერთად ყოფნა და სიყვარულია. - ვერაფერი გავიიგე! მოიცათ შენ და ლუკა ერთად ხართ მალაქია? და ნინი ლუკასგანაა ორსულად? საერთოდ რახდება?! - ყველაფერი გაგიგია ელე.. უპასუხა ყველას მაგივრად ბექამ.. - ყველა „ფერი“ რომ დაინახო ცოტა უფრო დახვეწილი ხედვა და ბუნება უნდა გქონდეს.. ზოგჯერ ცხვირწინ დიდი არეულობა გაქვს, თუმცა სადღაც ამ ალიაქოთში მიმალული სიმართლე თავისკენ გიწვევს.. შიშით , მაგრამ მაინც ცდილობს .. სამწუხაროდ ჩვენში უამრავი თვალხილული ბრმა დაბორიალობს და ამ ყველაფერს ვერ ან არ ხედავს.. ან უბრალოდ მისთვის სიმართლის ცნება ზედმეტად უცხოა. პუაროსეული დასკვნა დავდე უცებ და თავი აგათას გმირად წარმოვიდგინე , რაღაც მომენტში ეს მესიამოვნა და სიამაყით აღვივსე.. ჩემი კეხიანი ცხვირი ცისკენ ავაბზუე და თავზე მოკაშკაშე , ჩემად ქცეული ვარსკვლავი დავინახე. სისხლთან ერთად მოარული ძალა დამშვიდდა და ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა. - ნინიმ დილით დამირეკა და მასთან შეხვედრა მთხოვა..ვინაიდან დიდი ჭკუით არ გამოირჩევა , თავისთან დამიბარა.. ვერ გაითვალისწინა, რომ თუ კარი ღიაა მე იქ აღარ ვაკაკუნებ.. ცხოვრებაშიც ასეა, თუ რამეს უფრო მარტივად მთავაზობენ რარ ვეძებ რთულ, ახლართულ გზებს და ვიღებ ცხვირწინ მოარულ თავისუფლებასა და შესაძლებობას.. ის -ის იყო ფეხი შევადგი, რომ ნინის ლაპარაკი გავიგე.. - ორსულად ვარ და ჯეკპოტიც მოგებულია.. ზაფხულის დრამები ხომ იცი ჩემი სტილია.. ლუკა აკვიატებაა ჩემი და არ ვაპირებ მალაქიას დავუთმო მხოლოდ იმიტომ, რომ თურმე მათ ერთმანეთი უყვართ.. - საწოლშიც და ინტრიგებშიც ერთნაირად სახიფათო და კარგი ხარ.. ბიჭის ხმა შემოცურდა ჩემს ყურებში.. - როგორც ჩანს შენც ყოველთვის მიზანში არტყამ საყვარელო. ბავშვი საუკეთესო საჩუქარია შენგან.. - თუ ეს მალაქიას გულის მიზანში მოსარტყმელად გზას მიხსნის, მაშინ ხომ გაგიგია სიყვარულში ყველა გზა გამართლებულია.. - მერე უკვე ქმედების გამომხატავი ხმები მესმოდა.. ერთმანეთის ტუჩებს ისე შეექცეოდნენ თითქოს ეშმაკთან დადეს გარიგება და აღნიშნავდნენ.. ამ დროს კარზე გამიზნულად დავაკაკუნე და შემდეგ შევედი და გაგიკვირდებათ იქ მხოლოდ ნინი დამხვდა.. თეატრი ერთი მსახიობით დარჩა, მეორე კი ფარდას ამოეფარა, თუმცა მესამის გამოჩენის დრო იყო და ჩემი წილი როლის თამაშის.. მერე ყველაფერი მომიყვა ნინიმ, დიდი გულისწყვეტითა და სინანულით მითხრა, რომ ლუკასგან ბავშვს ელოდებოდა.. თავს მსხვერპლად შემოგვწირავდა, მაგრამ ბავშვისთვის არ იცოდა რა ექნა.. ნინის აფორიაქება შეეტყო.. ხელებს ისრესდა და ცდილობდა სიტყვები მოეძებნა ჩემს გასაჩუმებლად.. მე კი იმდენად შევედი როლში, რომ გამოსვლას აღარ ვაპირებდი.. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოდა .. ალბათ ვერც ჩემს სიტყვებს იაზრებდნენ ბოლომდე.. დაბნეულობა მოჰხვეოდა ყველას ნაბდად და ერთ დიდ გაურკვევლობის ორმოში ჩავცვენილიყავით .... - ახლა ფინალური ტანგოს დროა.. ოღონდ ეს ცეკვა ჩემსა და სიმართლეს შორის შედგება. თუმცა ეს ყველაფერი პასადობლეს უფრო ჰგავს. დაძაბულობა პიკს აღწევდა .. გრადუსები იმატებდა. მე კი სიმშვიდე უფრო და უფრო ახლოს მეკვროდა... ლუკას გავხედე, მერე ისევ ზევით ავხედე და მისი წილი მოკაშკაშე ვარსკვლავიც ვიპოვე, მაგრამ ეს სულაც არ იყო საჭირო, რადგან მის თვალებში ჩანდა ჩვენი, ორივეს წილი მოკაშკაშე ვარსკვლავები, რომლებსაც სიყვარული, იმედი, ბედნიერება და სიმართლე ერქვათ.. - გაინტერესებთ ვინ არის ნინის ბავშვის მამა? ! გაინტერესებთ ვინ არის თეატრის მეორე, ფარდას მიღმა დამალული მსახიობი? ! ყველას აინტერესებდა, მაგრამ პასუხს ვერავინ მცემდა.. დათის ელესთვის მაგრად ჩაეკიდა ხელი ჩემს შემხედვარეს და თითქოს ამით ეუბნებოდა არასდროს ასე ჩვენ არ დავიხლართებითო.. მხოლოდ დათი ფორიაქობდა და თითქოს ლაფის დასხმას ელოდა, რცხვენოდა მაშინ როცა მისი ბრალეურობა მინუსებში გადადიოდა.. - ბექა, იქნებ შენ იცოდე ვინ არის ეს ადამიანი? - მე? მალაქია მე ჯერ კიდევ შოკირებული ვარ. - შენ შოკი მაშინ ნახე, როცა ამდენი ადამიანი გაიგებს, რომ ნინის ბავშვის მამა შენ ხარ.. ტაში მეგობრებო ვერ შემდგარ თეატრს.. ტაში ჩაშლილ სცენარს და მე, დებიუტანტ არტისტს, რომელმაც დავინახე ამ ორ ადამიანს შორის გახლართულ ტყუილებში მომწყვდეული სიმართლე.. ბექაც და ნინიც ფარდის მიღმა ცდიილობდდნენ მიმალვას , თუმცა ფარდა ჩამოწყდა და ორივე მასში მოიმწყვდია.. - ასე რომ მეგობრებო, რაც ზაფხულში ხდება , ზაფხულშივე რჩება. მე კი ამ ორ მატყუარა, უნამმუსო და ცუდ მსახიობს ჩავტოვებ ზაფხულში, ხოლო ლუკას ჩემს ზაფხულს დავარქმევ, რომელიც ყველა სეზონს მოჰყვება და თავის მზით მათბობს შემოდგომის სუსხიან , წვიმიან ამინდში, ზამთრის ქარიშხლიან, თოვლიან დღეს და გაზაფხულის ახლად აყვავებულ, თუმცა სუსხ შემოპარულს ამინდებში... ლუკა წამოდგა , ჩემსკენ წამოვიდა.. წამით ჩამხედა თვალებში, რომელშიც მისი სახე ირეკლებოდა.. ჩამეხუტა, მისკენ მიმიზიდა და უსიტყოდ შეახვედრა მისი და ჩემი ტუჩები ერთმანეთს..იმ დროს ვიგრძენი , რომ შევძელი მომწყვდეული სიმართლის გათავისუფლება.. შევძელით ჩვენი სიყვარულისთვის შანსის მიცემა და იქიდან გაგრძელება სადაც შევჩერდით.. - და ახლა ჩემო მეგობრებო.. მე და ლუკას გვინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს. ერთად ვართ, მაშინაც კი , როცა ერთმანეთს ვერ ვხედავთ, გულით ერთმანეთის აჩრდილებს დავატარებთ, წარმოვიდგენთ და არარეალურ სამყაროს ვუშვებთ , ცხოვრების რეალიზმში. იყო ტაში, ოღონდ სიყვარულის. იყო თეატრი და სცენარი, ოღონდ ცხოვრების, რომელსაც ჰქონდა მისი წილი კარგი დასასრული. ------------------------------------- ცოტა დამაგვიანდა ჩემო სიყვარულიკებო.. ესეც დასასრული .. გამიზიარეთ თქვენი აზრები, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია <3 სიყვარულით თქვენი ჯუდი ნ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.