შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (4)

30-03-2018, 22:10
ავტორი მორი-ელი
ნანახია 4 158

-საქმეები მაქვს,დაბრუნდი აუდიტორიაში,-ხმა გაიმკაცრა რექტორმა,-ვინ ყოფილან კაცო ესენი,-დააყოლა გაბრაზებულმა და მაგიდაზე დადგმულ წყლით სავსე ჭიქას დაწვდა.
თებე აღარ შეყოვნებულმა ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.
-კარგად ბრძანდებოდეთ,ბატონო რექტორო,-მიუგო და გავიდა.
დერეფანში,კედელთან მდგარ სკამზე ჩამოჯდა და ფიქრებს მიეცა.

სწავლა,ეს უკანასკენლი,ყველაზე მნიშვნელოვანი რამ იყო თებესთვის და არასოდეს დაუშვებდა,რომ ვინმეს ხელი შეეშალა მისთვის.
თებესთვის არ არსებობენ , არც მშობლები და არც სხვა ოჯახის წევრები,იგი მარტოა ამ სამყაროში და აქვს იმ ადამიანის იმედი,ვინც მის სხეულშია შემძვრალი და მან იცის რომ საკუთარი თავი არასოდეს გაუცრუებს იმედს.სჯერა მხოლოდ მისი და იმ ერთადერთი მეგობრის,რომელსაც ნენეს სახელით ვიცნობთ.ნენეა მეორე არსება,რომელიც თებეს სამყაროში არსებობს სწავლის დაწყების დღიდან.

ალექსანდრე აუდიტორიიდან გამოდიოდა,როდესაც სკამზე ჩამომჯდარი თებე შენიშნა და გულმა ვერ მოუთმნია რომ არ მისულიყო და ერთი-ორი მწარედ არ ეთქვა.
-აქ რატომ ხარ? - როგორც კი მიუახლოვდა ჰკითხა და გვერდითა სკამზე ჩამოჯდა.
-ვფიქრობ,-თავი არ აუწევია თებეს ისე უპასუხა ,-მარტო ყოფნა მინდა,თუ შეიძლება წადით ,-ალექსანდრეს ეუცხოა თებეს ასეთი დამოკიდებულება.
-სადაა ის ხმამაღლა მოლაპარაკე სტუდენტი? - ჰკითხა და ინტერესით მიაცქერდა.რატომღაც თვალები თებეს გულსაკიდისკენ გაექცა ,- რექტორმა შენთან შერიგება მთხოვა,ამიტომ თუ რამით შემიძლია დაგეხმარო მითხარი ,- მიუგო ისე რომ თვალი არ მოუცილებია გულსაკიდისთვის.
-თქვენ ჩემი დახმარება არ გინდათ,უბრალოდ გსიამოვნებთ ასეთ მდგომარეობაში რომ მხედავთ ,- სახე გაუსწორა ლექტორს თებემ.ალექსანდრე დაიბნა,გაოცებისგან ვერ ფიქრობდა რა ეთქვა ,-რას გაშტერდით,ადექით და წადით,არ მჭირდება თქვენი დახმარება.
- ვისი სურათებია?
-ბატონო? - გაკვირვებულმა ჰკითხა
-გულსაკიდში ვისი სურათები გაქვს ჩამაგრებული ? - ჰკითხა უფრო გასაგებად და საჩვენებელი თითი თებეს გულსაკიდისკენ წაიღო.თებე შემკრთალი სკამიდან წამოვარდა.
-ხელი არ მოკიდო,-ხმამაღლა მიუგო და გულსაკიდს ჩაებღაუჭა მარჯვენა ხელით ,- ჩემი მშობლები არიან ,-ამღვრეული ხმით თქვა და ცრემლები წამოსცვივდა.ალექსანდრე გაშრა,თითქოს ენა გადაეყლაპა-ო,წამოდგა და თებეს მიუახლოვდა.
- მაპატიე ,- ძლივს გასაგონად თქვა და ხელი მისი სახისკენ წაიღო ,-არ მიყვარს,როცა გოგოები ტირიან ,-მიუგო და ცერა თითით ცრემლი მოწმინდა ,- წამოდი,ცხელ ყავაზე დაგპატიჟებ,იქნებ ამით მაინც გამოვისყიდო დანაშაული.
- თავი დამანებე,ძალიან გთხოვ,სახლშიც მშვენივრად დავწყნარდები ,-ცივად მიუგო თებემ და მისი ხელი სახიდან მოიცილა.
- ჩემ თვალწინ ცრემლებს აფრქვევ და მაინც დიდ გულზე ხარ,ვინ ხარ ამისთანა? - გაბრაზდა ალექანდრე ,- არ მაინტერესებს,თუ გინდა დასჯად ჩათვალე,ჩემთან ერთად მოდიხარ.
- შენს გვერდით სიარული სასჯელია,აბა რა არის,-მიუგო თებემ და ცრემლები მოიწმინდა.
- მე ჩემით ვისჯი თავს,შენ კი იძულებით ,-თვალი ჩაუკრა ალექსანდრემ
-ვინ გაძალებს მერე,შენ საქმეს მიხედე.
-ლექციებს მოვრჩი და სახლში მივდივარ,სემინარის დროს შევნიშნე რომ წვიმდა და თუ ფეხით ხარ მიგიყვან სახლამდე.
-ჩემ გაოცებას ცდილობ თუ რაშია საქმე? - გაკვირვებით შეხედა თებემ ,-რა ცხელი ყავა,რა მიცილება? სიცხე ხომ არ გაქვს?
-ორპირში ვიჯექი და ალბათ,მაქვს,-ღიმილით უპასუხა ალექსანდრემ ,- წამოდი,ბევრს ნუ ლაპარაკობ,სანამ გადავიფიქრე შენი ჩემ საგანზე დატოვება.
- ოჰ,შემეშინდა,ქვეყანაში უამრავი უნივერსიტეტია,გარე მობილობას გავაკეთებ და თვალები დაისვენებენ შენ რომ ვეღარ დაგინახავენ.
-არა,მერე უფრო დაგეღლება,უნებურად ძებნას რომ დაიწყებენ და ვერ დამინახავენ.
-სიცხე გაქვს-თქო გეუბნები,სრული სერიოზულობით,მართლა ავად ხარ.
-გეტყობა ძალიან დარდობ ჩემზე და მიმკურნალე...
-ვდარდობ? - ცინიკურად გაეცინა ,- რა სისულელეა ,შენზე არასოდეს ვიდარდებ.
-ცხელი ყავა თუ სახლი?
-მეტროთი წავალ,იქ არ წვიმს...
-მეტრომდე როგორ უნდა მიხვიდე?
-როგორც ადრე ისე,შენ დამშვიდდი,არ მინდა მიცილება და ჯელტმენობის წარმოჩენა,ჩემ თვალში უკვე გაუფასურებული ხარ.
-ყავა რომ შემეკვეთა და ჩეკი მომეტანა,ალბათ არ გავუფასურდებოდი. . .
-ბრავო,დაუნახავს ბიჭს,როდემდე უნდა მდიო კუდში?
-მე შენ? - არასოდეს ! - . . .

პ.ს პატარა თავების დადება გადავწყვიტე,თუ დრო მექნება მერე ვიფიქრებ გაზრდაზეც,იმედია მოგეწონებათ.

№1 სტუმარი Shorena kiladze

Kargi ra es ra iyo mocucknuli tavi ...moemzade da sadaa papu iseti pacua iyo.kargi iko zalian vgijdebi ise momcons .shemecoda tebea marto romaa marto erti megobris Amara.gelodebi male male

№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Shorena kiladze
Kargi ra es ra iyo mocucknuli tavi ...moemzade da sadaa papu iseti pacua iyo.kargi iko zalian vgijdebi ise momcons .shemecoda tebea marto romaa marto erti megobris Amara.gelodebi male male

xo vici magram dro ar myofnia jer.. ((
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№3 სტუმარი Eelene shubiiiitidzee

Mu ravart es shubitidzrebi ra

№4  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Eelene shubiiiitidzee
Mu ravart es shubitidzrebi ra

???????????????????????????? mash
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№5 ახალბედა მწერალი tasusuna

ბოდიში,მაგრამ,აფსოლუტურად მიქრება ინტერესი,რომ შემდეგ თავს დაველოდო..
როცა ადმინისა და ახალბედა მწერლის სახელს ატარებ,შესაბამისი მოვალეობებიც უნდა გაითავისო და,მოვლენებიც დინამიურად უნდა მიმდინარეობდეს და,თავებიც შესაბამისად დიდი და ჩამთრევი იყოს და არა,ერთი დღის ერთი საათის აღწერა..
ძალიან ბევრი შენიშვნები არის ხოლმე ადმინებიდან,რომ ისტორიები დიდი იყყოს და მიკვირს,თავად თქვენ რატომ არ ითვალისწინებთ..
შინააარსი საინტერესოა,ოთხივე თავიც წავიკითხე,მაგრამ,ძალიან უკმაყოფილო ვრჩები,იმიტომ,რომ არარის ისეთი ადმინსა და ,მითუმეტეს,თქვენ რომ შეგეფერებოდეთ..
თუ ჩვენგან,ჩვეულებრივი მწერლებისგან ითხოვთ მაქსიმუმს,ჩვენც იგივეს ვითხოვთ თქვენგან..
არცერთ ადმინ არ უდევს ასეთი მოკლე,და,მშრალი თავები.
თუ ვცდები,მე მაპატიეთ,შეიძლება არ ვარ საკმარისად კომპეტენტური.
თან,წინა თავის აღწეერრაში გეწერათ,რომ ინსპირაცია არ გყოფნით და,მუზა გაგირბით..
ჩემი რჩევა იქნება,თქვენი ნებაა მიიღებთ თუ არა,რომ მუზას დაელოდოთ და ,დიდი და საინტერესო თავები მოგვაწოდოთ.
ისტორია ნამდვილად კარგია და მაინტერესებს,მაგრამ,იმდენად არაშესაფერის ადგილას წყვეტთ,რომ მათი ხასიათი ჯერ ვერ გავიგე...
კიდევ ერტხელ მაპატიეთ,თუ მე მესმის სხვანაირად,მაგრამ,მგონი არ ვცდები.

№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

tasusuna

გასაგებია,ჩემო კარგო,მადლობ რომ კითხულობ და აზრიც დააფიქსირე,მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვი,მე პირადად მსგავსი პრეტენზიები არ გამომითქვამს მწერლებთან,არავის ისტორიაში არ ჩავრეულვარ.კი ბატონო,პატარა თავია და მესმის,რომ არ გყოფნით,თუმცა ადმინობა ამასთან არაფერ შუაში არაა.ახალბედა მწერლობა კი,რა , თქმა , უნდა არის.
ვერ ვწერ და არც მქონია პრეტენზია ვწერ - მეთქი.სულ იმას ვამბობ ვჯღაბნი უაზროდ- თქო.სპონტანურად გადავწყვიტე ამ ისტორიის აქ დადება,ყველაფერს ახლა ვწერ და გადაუხედავად ვდებ,ვეცდები შენიშვნები გავითვალისწინო და თავები გავზარდო,თუმცა ერთი თხოვნა მექნება სტატუსით ნუ მაფასებ.ისტორია შეაფასე და ჩემი ნაჯღაბნი და არა ის რომ მე ადმინი ვარ და უკეთ უნდა ვწერდე,აქ ადმინები არიან,ვინც არ წერს,ასე რომ ამით არ განისაზღვრება.
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

№7 სტუმარი სტუმარი tina

დღეს დადებ ახალს

№8  offline წევრი მარი,,

Auuuu ratoa ese patara?Momwons magram patarraaaaa

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent