ისევ გავიღვიძე
ნეტავ სიკვდილისთვის კარგი დღეა? ყოველდღე ვეკითხები ამას საკუთარ თავს. ნეტავ დღეს არის ის დღე? ხვალ? თუ როდის? ამას ყოველდღე ვეკითხები საკუთარ თავს. იმავე კითხვას ვუსვამ ჩემს თავს ახლაც, მეათე სართულის სიმაღლეზე, ვიწრო შვერილზე მდგარი. იმდენად მაღლა ვარ, თითქმის ცის ნაწილად ვიქეცი. ტროტუარს ჩავხედე და უცებ მთელი სამყარო შექანდა. თვალებს ვხუჭავ, ყველაფერი ტრიალებს და ეს შეგრძნება მსიამოვნებს. შეიძლება, აი ახლა მივცე ნიავს საშუალება, თან წამიღოს. არ მახსოვვს, აქ როგორ აღმოვჩნდი. ალბათ გეგონათ, და მეგონა ამდენი ხნის მერე შევეჩვეოდი, მაგრამ სულ ტყუილად. ბოლო დღეები ყველაზე საშინელი იყო. თითქმის ორი კვირაა არ მძინებია. 14 დეკემბრის შემდეგ ყველა დღე ასეთი იყო. მკლავები ისე მაქვს გაშლილი, თითქოს ვქადაგებ და ეს არც ისე დიდი, მოსაწყენი, ბოღმას, იმედგაცრუებას, ტყუილს, ცრემლს და ტალახს იტევს. უცებ რაღაცას ვეჭიდები და მიხარია, რომ ვერავინ დამინახა, რადგან, მოდი, ვაღიაროთ, ძალიან ძნელია უშიშრად გამოიყურებოდე, როდესაც მოაჯირს ქათამივით ებღაუჭები. მე ლილე დადეშყენიელი სულით ავადმყოფი ადამიანი ვარ. ქუჩაში როგორც ყოველთვის დაეხეტებიან უთავბოლო ადამიანები რომლებსაც ათასი საფიქრალი აქვთ და ზევით ცას არც კი უყურებენ. ერთ-ერთი მათგანი ზემოთ, ჩემკენ იყურება, თითქოს ჩემი ხმა გაიგონა, დანარჩენები კი ყუტადღებას მაქცევენ, ან არ შევუმჩნევივარ, ან იციან, რომ აქ ვარ და- ოჰ, ეს ხომ ლილე დადეშყენიელია! უცებ ის თავს ატრიალებს და ცისკენ თითქოს ცდილობს ამოფრინდეს, უცბად თავს მიქნევს და ქრება თვალის ზონიდად
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.