შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ის ვინც ჩემში ალაპარაკდა (სრულად)


31-03-2018, 22:40
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 2 996

მიყურებენ. ყველა ერთად მიყურებს და თავიანთ გამყინავ მზერას არ მაცილებენ. მიყურებენ ყველგან; სახეზე, ტანზე. აკვირდებიან ჩემს ნერვიულ მოძრაობას, თითების გრეხვას და ისმენენ მათ ტკაცუნს. მეც ვაშტერდები. ვხედავ როგორ მანჭავენ სახეს. ვგრძნობ, როგორ ეზიზღებათ აქ დგომა და ჩემთვის ცქერა, მაგრამ თვალს არ ახამხამებენ. მათ მაგივრად მე მტკივა დაჭიმული, ერთ მხარეს მიმართული მზერა. ირგვლივ მოძრაობენ შეთანხმებულად. შუაში მაყენებენ და ჩემს გარშემო ქმნიან წრეს, რომელიც თავბრუს მახვევს. სახეზე ხელებს ვიფარებ. თხელი თითები ბოლომდე ვერ მიჩრდილავს ხედვას. ჩრდილებად წარმოქმნილი ადამიანები დადიან. ჩერდებიან. ხელებს ჩემკენ იწვდიან და თითის ბალიშებით მეხებიან შიშველ სხეულზე. ჟრუანტელი მივლის. ვერაფერს ვაკეთებ. ოთახის შუაგულში შევყინვივარ ძველისძველ იატაკს, რომელსაც ადგილ-ადგილ ამოყრილი აქვს ფილები. მერე კი…

მერე კი ვტირი. ტირილს ვიწყებ და დაბლა დაგუბებულ წვიმის წვეთებს უერთდება ჩემი ცრემლები. ჯერ ჩუმად, უხმოდ ვტირი, შემდეგ ვსლუკუნებ და ბოლოს ღრიალზე გადავდივარ. მუხლებით ვეხლები იატაკს და ღრმად ვოხრავ, რადგან გაფუჭებული იატაკი მუხლებს მტკენს. ხელებს ფეხებზე ვიჭდობ იმის იმედით, რომ ტკივილი მალე შემიწყდება. მოძრავი ფიგურები ჩემს ქცევაზე არ რეაგირებენ. მონოტონურად განაგრძობენ იგივეს კეთებას. თმები სახეში მეყრება. საიდანღაც ვგრძნობ, რომ ქარი უბერავს და ტანში მცრის. სველ სახეზე ყინულივით მედება ქარის ტალღები. გრუხუნი თოფის გავარდნასავით ისმის. ცაზე მეხი იკლაკნება და სადღაც შორს ვარდება. ცხენის ფლოქვების ხმა ისმის. წარმოსახვას ვაძლევ უფლებას წარმოიდგინონ, როგორ იგანგლება იგი მთლიანად წყალს შერეულ მიწაში და როგორ უსველდება ფეხსაცმლის წვერები მხედარს რომელიც დიდი მონდომებით იქნევს შოლტს, რომ სანამ წვიმა დაალპობდეს, სახლამდე მისვლა მიასწროს. თავზე მრგვალი ქუდი ახურავს და სახეს წვიმა არ უსველებს, მაგრამ დასველებული ტანსაცმლისა და მხრების გამო, ერთიანად იწყებს ცახცახს.

ოთახის კუთხეში ჩემი თეთრი სარაფანა გდია, რომელიც მტვერში ამოგანგვლის გამო ნაცრისფერი გამხდარა და ჩვარს გავს, რითაც ოთახებს წმენდენ.

ყველა ერთად, ჩემკენ მოდის. ადგილს მიზღუდავენ. მგონია, სადაცაა სუნთქვა უნდა შევწყვიტო, იმიტომ, რომ გამგუდავს მათი ახლო ყოფნა. თავს მაღლა ვწევ. ისინი ჩემზე მაღლები არიან და მაინც მეფარებიან. იატაკზე ვიჩოქებ. საჯდომით ცივ მიწას ვეხები, შემდეგ, ხელებსა და ფეხებს ერთიანად ვშლი. სწრაფად ვაქნევ. ყურადღება უდუნდებათ. გავრბივარ. ფეხები მტკივა როდესაც ქვებს ვაბიჯებ. ბნელა, მათ მხოლოდ გაელვებისას ვხედავ და ვცდილობ გადავახტე დიდ ქვებს, მაგრამ ამისთვისაც მიჭირს დროის დათმობა.

უნდა გავიქცე. გავრბივარ, რომ არ დამეწიონ, მაგრამ როდესაც უკან ვიხედები, ვამჩნევ, არავინ მომდევს. სირბილს როდესაც ვანახლებ, რაღაცას ვეჯახები. ისევ აქ არიან. მათ ვერაფრით მოვიშორებ. ისინი ყველგან თან გამომეკიდებიან სადაც წავალ. თავს არ დამანებებენ.

„გამიშვით, გამატარეთ. მე არ ვარ ის, ვინც გჭირდებათ. გამიშვით!“ ვჩურჩულებ გულამოსკვნილი და თვალებს შეშლილივით ვაცეცებ. თვალებში წვიმის წვეთები ჩამდის და მხედველობას მიბინდავს. სადაც ვტრიალდები იქით მეღობებიან. მგონია, გავგიჟდები. სადაცაა გული უნდა წამივიდეს, რომ მეხის ძლიერი გავარდნის ხმა ისმის. ჩვენს შორის ვარდება და მიწას ორ ნაწილად ჰყოფს. იქიდან ცეცხლის ენები მიწაზე კლაკვნით გადმოდიან და ტალახში იფერფლებიან. ორი ადამიანი მასში ხტება და უჩინარდება. ერთი მე მკიდებს ხელს, მაგრამ ვუძალიანდები. გამხმარ ბალახებს მაგრად ვეჭიდები და ფეხს არ ვიცვლი, თუმცა ერთი უკნიდან მკრავს ხელს და ცეცხლში მაგდებს.

ცეცხლი მთელს სხეულზე უცბად მეკიდება. საკუთარი თმების დაწვის სუნს უცებვე ვგრძნობ და ვხვდები, რომ ლავაში ჩავარდნილს აღარ შემიძლია სუნთქვა. ვიწვები. წვას განვაგრძობ და ამ ფაქტს მოაქვს ძალიან ბევრი ტკივილი. ვერ ვსუნთქავ. ვერ ვტოკდები და შოკირებულს კვლავ ტირილით მეღვიძება. წარსული თავს ყოველთვის მახსენებს.
ყველაფერი კი ასე იყო:

10.13.2016 - მე
გაცრეცილ კედელზე, რომელზეც ვერც შეატყობ ადრე რა ფერის იყო იმდენ ფერად გახუნებულა, კალენდარი კიდია. რომელიც ჩემი ხელით ავკინძე. მაშინ როდესაც არ ვიცი რა ვაკეთო, მიყვარს ყველაფრის კეთება რაშიც საკუთარი თავი კომფორტს მაპოვნინებს. დღეს შავი დღეა. შავი ფლომასტრით აღნიშნული დღე. რომელიც მამცნობს, რომ ერთი წელი გავიდა. არ ვიცი ასე რატომ განვიცდი. არა, ბუნებრივია ეს მარტივი არაა, მაგრამ სხვები როგორ ივიწყებენ? ან იქნებ არ ივიწყებენ და უბრალოდ გარედან ასე ჩანს? მეც ხომ ვცდილობ სხვებისთვის ეს გაუგებარი და გაურკვეველი დარჩეს. ვერავინ შეძლოს ჩემს გულში გაკვალული იარების კვალზე გავლა.

გიფიქრით იმაზე, რომ სამუდამო არაფერია? ალბათ დაფიქრდებოდით ერთხელ მაინც. მაგრამ მე დაზუსტებით ვიცი ამ სიტყვების სიმართლე. ადრე ყველას ვახსოვდი. გარს მევლებოდნენ ოჯახშიც და გარეთაც. ამ ნაბიჯის შემდეგ კი ჩემს მიმართ ყველას გაუცხოება დაეტყო. ვერაფერს დავაბრალებ. დასკვნების გამოტანა ბუნებრივია რთულია. ვფიქრობ ან ჩემი ეშინიათ, ან ჩემი რეაქციის როცა მათ სიახლოვეს ვიგრძნობ. არ ვიცი ეს რამდენად უნდა მახარებდეს, მაგრამ თუ ასეა, ძალიან მიხარია. ეს იმას ნიშნავს რომ ისინი ჯერ კიდევ ფიქრობენ ჩემზე და რომ კვლავ ვახსოვარ მათ. მაგრამ მაინც. წარსულის გახსენება ბოლოს მიღებს. ტყუილია რომ ამბობენ დრო ყველაფერს კურნავსო. ის არაფერს არ კურნავს საერთოდ. უბრალოდ გვაჩვევს და გვაგუებს. ალბათ ასე დამემართება. ბოლომდე ამას ვერ შევეგუე ჯერ, მაგრამ ალბათ განელდება საბოლოოდ ჩემში ის ნაპერწკალი, რომელიც ამ წამსაც გაღვივებას ცდილობს. გარეთ ჩემზე ზურგს უკან ჭორაობას განაგრძობენ. კვლავ განიხილავენ ჩემს ამბავს. ზოგი სიბრალულით მიყურებს ვისაც ჩემი ნამდვილად ესმის. ზოგი ხან ისეთი ღვარძლიანი თვალებით შემომხედავს, ჩავფიქრდები ხოლმე რამე ხომ არ დავუშავე. ეს ახლახანს თორემ ადრე გარეთაც არ გავდიოდი. არც ღამე ვიცოდი, არც დილა. ფანჯრებს მუქ ფარდებს გავაფარებდი და საწოლში ვწვებოდი. დედა დროდადრო შემოდიოდა, დამხედავდა. მაშინ როდესაც ეგონა მეძინა, ფანარს ახლოს მომიტანდა, დამანათებდა, და თვალს მომიგდებდა რომ გაეგო ისევ თუ ვსუნთქავდი. ჩემი სიჩუმე მასაც აწუხებდა და ღრღნიდა. ალბათ უნდოდა მასთან ერთად ვყოფილიყავი ოთახში და ერთად გვეყურა რამეს. ძველ ხის ნაჭრეებისგან შეკრულ დივანზე ერთად დავმჯდარიყავით და ძველებურად გვებაასა. ეს მეც მინდოდა და მეც მაკლდა, მაგრამ საამისოდ არ შემწევდა ძალა რომ ჩვეულ ცხოვრებას დავბრუნებოდი. საწოლზე წამოვჯდებოდი. ცივ კედელს მივეყრდნობოდი და ვფიქრობდი. შემდეგ გამოვერკვეოდი და კარებთან დადგმულ ტუმბას ვუწყებდი ყურებას. დიდი მონდომებით ვათვალიერებდი მასზე დადებულ ფოტოებს ჩარჩოებში. თვალს რომ დავხუჭავ, შემიძლია ისინი ასეც წარმოვიდგინო, მაგრამ მიხაროდა როდესაც მათ ვხედავდი. ჩემს ბედნიერ წუთებს, რომლებიც მხოლოდ ორგან დარჩა.
ფოტოებზე და ჩემში.
ჩემს ქვეცნობიერში.

10.13.2015 - ის ვინც ჩემში ალაპარაკდა.
თებერვლის მეცამეტე დღე იდგა. ზამთრის გარდამავალი თვის ცივი სუსხით გაჟღენთილი, რომელიც ძვალ-რბილში ატანდა. შენობის გადაღმა ადამიანები მიიჩქაროდნენ. ისინი მხრებში მობუზულიყვნენ და თავი ყელზე მჭიდროდ შემოხვეულ კაშნეებში ჩაერგოთ. სახე ასწითლებოდათ. წყვილები ისე აცემინებდნენ კბილს-კბილზე, არცერთს გამოუთქვამს ხმის ამოღების სურვილი. ჩუმად და მდუმარედ მიყვებოდნენ ქუჩას. ხელები ჯიბეებში ჩაეწყოთ. შორიდან, ისე როგორც შენობიდან ჩანს რომ შეგეხედათ, იფიქრებდით რომ არანაირი კავშირი არ ყოფილა მათ შორის. იფიქრებდით რომ ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ერთსადაიმავე დროს, ერთსადაიმავე ადგილას შემთხვევით აღმოჩნდნენ. მანქანები, რომლებსაც ერთიანად გაყინული ფანჯრები ჰქონდათ, და ისეთ ხმას გამოსცემდნენ, თითქოს უკმაყოფილებას გამოთქვამენ ამინდის გამოო, მოყინულ გზაზე ბორბლების კვალს ტოვებდნენ. თითქოს ცხოვრება თავის დინებას მიჰყვებოდა. დროც მხოლოდ ოთახში კედელზე დაკიდულ დიდ მრგვალ საათზე გაჩერებულიყო. თენდებოდა, ღამდებოდა, მაგრამ ყველასთვის ამ დღესა და ღამის მონაცვლეობას არ ჰქონია მნიშვნელობა. მათთვის ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენა იყო რადგან ირგვლივ არაფერი აინტერესებდათ.
ამ ოთახში ერთი გოგონა წევს, რომელმაც ბუნებრივია არ იცის რომ მე ვუთვალთვალებ მას. თვალები ისე აქვს ჩაშავებული, როგორც უიღბლო გოგონას, რომელმაც არ იცის როგორ უნდა ჩაიხატოს. თვალებს იშვიათად ახელს. მთელი დღის მანძილზე რაც მოიყვანეს, ძირითადად სულ სძინავს. მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, იცით როგორი ლამაზია. თეთრი პერანგით მოსილი. კუპრივით მუქთმაგაშლილი, რომელიც ბოლოში ღიავდება და კულულავდება. მხრებამდე სწვდება. ყოველი მოძრაობისას თმის ღერები აქეთ-იქით უხტის. ძილში ხშირად კრთება და მის ნაზ, ლამაზ და უშფოთველ სახეზე ისეთი უბედურება იხატება, რომელსაც თითქოს უნდა გაურბოდეს. შემდეგ ღრმად და ხარბად ისუნთქავს ჰაერს, იშმუშნება და თვალებს ახელს. აქეთ-იქით აწყდება. გაფაციცებით ატრიალებს თავს და თვალებს. თითქოს ეშინია. ალბათ ფიქრობს სად ვარო, მაგრამ შემდეგ ხვდება. შესაძლოა მძაფრ სურნელსაც ისუნთქავს, რომელიც ასე ხშირია საავადმყოფოებში და მშვიდდება. გაბზარული ჭერის ნაპრალებს მისჩერებია და მძიმედ სუნთქავს. თვალები უწყლიანდება. უწითლდება და ეძარღვება. თითქოს ვინმე ხელს ყელში უჭერდეს და ახრჩობდეს. ლურჯდება. ყელი ებერება, ეძარღვება და გულისმომკვლელ ტირილს იწყებს რომელიც ისტერიულში იზრდება და ხმაურის გაგონებაზე ექიმების აურაცხელი რაოდენობაც მოდის. ხანდახან ძალიან მწყდება გული ვერავინ რომ ვერ მამჩნევს. ახლაც ისე დამაბიჯეს ფეხზე, წარბი არ შეუხრიათ მაშინაც კი, როცა სიმწრისგან ამოვიკვნესე.
გოგონას შემოერტყნენ გარს. ხელებს უკავებდნენ. აწყნარებდნენ, ამშვიდებდნენ. ისეთ თბილ სიტყვებს ეუბნებოდნენ ისე გულცივად…
დროაო ამბობს ერთი ექიმი. გოგონას თვალებში უყურებს და ხელს ჭიდებს რომ წამოაყენოს. ფეხზე გაჭირვებით დგება. წელში სწორდება და ხელს მუცელზე იდებს. ექიმებს უცოდველი სახით უწყებს ყურებას და შემდეგ დამცავი ფარივით აკრავს საკუთარ ხელის მტევნებს მუცელს. წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. აქაც ხომ თავისი ფეხით მოვიდა. არავინ არ გამოჰყოლია საერთოდ. ნახვის საათებშიც არავინ მოსულა. ნეტავ სად გაქრნენ მისიანები? საერთოდ თუ არიან ცოცხლები? მაგრამ არა. ცოცხლები რომ არ იყვნენ, მე რას გამომრჩებოდა.
გოგონა ისე მიყავთ, თითქოს პატიმარი იყოს და აქ თავისი ნებით არ მოსულიყოს ამ დილას. რაღაც ოთახში შეჰყავთ, მე შესვლას ვერ ვასწრებ რომ გავიგო რა ხდება შიგნით. გარეთ ვილოდები. ტანჯვით სავსე ღრიალის ხმა ხლეჩს კედლებს და ყურებს შუაზე მიპობს. ტირილის, ქვითინის და გოდების. შემდეგ გოგონა პალატისკენ უკვე საკაცეთი გამოჰყავთ. რაღაც არ მეჩვენება რიგზე. რაღაც მოსვენებას მიკარგავს. მას აღარ აქვს ისევ დიდი მუცელი. ნუთუ მან ბავშვი ჩანასახშივე მოსპო?

ავტორი: ვახო სალთხუციშვილი



№1 სტუმარი მყ

სასწაულაად საინტერესოაა???? განაგრძე...

 


№2  offline წევრი Vakhelsmn

მყ
სასწაულაად საინტერესოაა???? განაგრძე...

დიდი მადლობა <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent