შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 8


1-04-2018, 13:37
ავტორი mimimimo
ნანახია 1 759

თორნიკეს ჩამოსვლიდან 4 დღე იყო გასული, თუმცა იმის მერე არ მინახავს. ვხვდებოდი, რომ მის თავს რაღაც ცუდი ხდებოდა. მინდოდა მისი დახმარება, მაგრამ არ შემეძლო, რადგან არ მაძლევდა გაგების საშუალებას.
კარზე ზარია.
-ამ დილა ადრიან ვის მოუნდა სიკვ...? - ვიღრინები და თან კარს ვაღებ. კარში გაღიმებული თორნიკე მხვდება, პიცით ხელში.
-გამარჯობა, პიცა თქვენ შეუკვეთეთ? - ღიმილით მიუთითებს პიცაზე. ღმერთო, რა გიჟია! მეცინება.სახლში ვუშვებ. მაგიდაზე დებს და ჩემკენ ბრუნდება. ღიმილით მივჩერებივარ. მიახლოვდება და წელზე ხელს მხვევს.
-როგორ ხარ?
-კარგად. შენ? - ჩემკენ იხრება და ყელში მკოცნის.
-უკვე უკეთესად. - დივანზე ვისხედით. ტკბილეული გამოვიტანე. პიცა და ბატიბუტს ვაკეთებდით.
-თორნიკე, ნუ ხსნი თავსაფარს. ისვრის ახლა. - სიცილით ვეუბნები. რამდენიმე ცალი ბატიბუტიც გადმოხტა ტაფიდან. ბოლოს გავაკეთეთ და დიდ ჯამში ჩავყარეთ.
-ეს ჩემია! - ხელი მოკიდა და გაიქცა მისაღებისკენ. - შენთვის გაიკეთე.
-რა წესია? მე გავაკეთე ეს. - დავიწყე ბუზღუნი და მივსდევდი. დივანზე გაწვა. - მე სად წავიდე? -წარბებშეკრულმა გავხედე.
-შენ ჯერ კინო ჩართე. - კინო ჩავრთეთ, დივანი გავშალეთ. ბატიბუტის ჯამს მკლავები შემოჰხვია.
-მომეციი. - ავწუწუნდი.
-ააა, გააღე პირი. - ერთ ცალი ბატიბუტი აიღო და ჩემკენ გამოიშვირა.
-რა გეშველება. - სიცილით ვეუბნები და ჯამს ვართმევ. კინოს ყურებისას მივყუჩდით. თორნიკეს ხელი ჰქონდა გადახვეული და მე მის მხარზე მედო თავი.
-ალექსანდრა. - გაკვირვებულმა დამხედა თორნიკემ. - ტირი? - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა.
-ნუ დამცინი. - სლუკუნით ვუპასუხე და მის ყელში ჩავმალე სახე.
საღამომდე კინოების ყურებაში გავატარეთ. ბოლოს ყველაფერი დაგვიმთავრდა: პიცა, ტკბილეული, ბატიბუტი.
ფანჯარაში რომ გავიხედე, ეტყობოდა, რომ ნაწვიმარი იყო. ფანჯარა გამოვაღე და ეს სასიამოვნო სურნელი შევისუნთქე.
-თორნიკე.
-გისმენ.
-გარეთ გავიდეთ. - მუდარანარევი ხმით ვუთხარი.
-ჩაიცვი. - თავი დამიქნია და თვითნაც წამოდგა. ჩემს ოთახში გავედი და ტანსაცმელი გადმოვიღე.
-თორნიკე, გადი! - დავიყვირე და მაისური, რომელიც უნდა ჩამეცვა მივიფარე.
-კაი, ახლა, თითქოს ზღვაზე შენ არ დატანტალებდი შიშველი. - თვალი ჩამიკრა და ლოგინზე გაწვა.
-ჯანდაბა შენ! - ხელი დავავლე ტანსაცმელს და სააბაზანოში შევიკეტე. - წავედით? - გამოწკეპილი მივედი.
-იმდენი ხანი ემზადებოდი, ერთი წაძინება მოვასწარი. - ვითომ დაამთქნარა და ხელი მიიფარა.
-როგორ მიყვარს ეს სუნი! - ვთქვი ჩუმად და თორნიკეს ავხედე. მხოლოდ გამიღიმა და მოხვეული ხელი ოდნავ მომიჭირა, ჩემკენ დაიხარა და შუბლზე მაკოცე. თვალებშ რომ ჩავხედე, დასევდიანებული ჩანდა. - რა მოხდა?
-რა კარგი ხარ, ნეტავ, იცოდე. - ვსეირნობდით, ზოგჯერ გავხედავდით და გავუღიმებდით ერთმანეთს. სახლში ცოტა დაღლილები მივედით. ერეკლე ბიჭებთან რჩებოდა, ამიტომ მარტოები ვიყავით. - უნდა ვილაპარაკოთ. - დაიწყო თორნიკემ. - ვიცი, არ მეუბნები, მაგრამ გაინტერესებს, რაც მოხდა.
-ვალდებული არ ხარ, რომ მითხრა.
-უკვე, ზეგ დილით - 12 საათზე, უნდა წავიდე. არ მინდა, რომ გაურკვევლობაში იყო. მინდა იცოდე სიმართლე.
-კარგი. - თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. - შემდეგ პირველ წინადადებაზე გავამახვილე ყურადღება. - მოიცა, ორ დღეში? - ავბლუყუნდი პატარა ბავშვივი.
-ჰო, მაგრამ გპირდები, მალე ჩამოვალ. ოღონდ ჯერ მომისმინე. მამა არ მყავს, მხოლოდ დედა, ისიც... - არ დაასრულა. - მამის გარდაცვალების შემდეგ, მის საქმეს მე ვაგრძელებ. დედას კიბო აქვს. - თავი ჩახარა და ხელები სახეზე აიფარა. - მაშინ რომ დამირეკე, უკვე რეგისტრაციას გავდიოდი. დამირეკეს, რომ ცუდად იყო. მხოლოდ ის დამრჩა დამასაც მიკლავენ... - სასოწარკვეთლი ვუყურებდი და არ ვიცოდი რა მეთქვა. თითქოს ენა ჩამივარდა და ხმა არ ამომდიოდა. - მაგრამ, კიდევ არის ერთი რაღაც... - კითხვით სავსე მზერა მივაპყრე. - მინდა, რომ წამომყვე, თუ თანახმა ხარ და იქ განახებ. - საოცრად დაძაბული საუბრობდა. ხელებს მუშტავდა და თვალებს ვერ მისწორებდა. - მე წავალ, ახლა. - წამოდგა და კარისკენ გაემართა, ისე, რომ ჩემს პასუხს არ დალოდებია.
თითქოს წერტილს დავემსგავსე, დივანზე მივწექი და ფიქრი დავიწყე.მრცხვენოდა ჩემი თავის, რა არ ვიფიქრე მასზე და სიმართლე რაში ყოფილა, თურმე.
მეორე დღეს თორნიკე არ მინახავს. მთელი დღე სახლში ვიყავი. ხვალ თორნიკე წავიდოდა.
ასე მარტივად როგორ ვუშვებდი?
ასე მარტივად როგორ ვთმობდი?
ასე მარტივად როგორ ვიმეტებდი საკუთარ თავსაც და მასაც?
კითხვები არ ჩერდებოდა, მე კი - არაფერს ვაკეთებდი. ჩაის ჭიქით ხელში ვიჯექი და გათიშულ ტელევიზორს მივჩერებოდი. ბოლოს ჩამეძინა. მეორე დღეს დილით რომ გამეღვიძა, საათს დავხედე და 11 იწყებოდა. 2 საათში თორნიკეც წავა. რა საცოდავი ხარ, სანდრა! ჩემი თავი მეცოდებოდა.

***

ელოდა, ბოლომდე ელოდა. ეგონა მივიდოდა და ერთად წავიდოდნენ. მეორე ბილეთიც კი ხელში ჰქონდა მოქცეული და აეროპორტის შესასვლელს აკვირდებოდა, სანამ რეგისტრაცია არ დაიწყო. შემდეგ ისევ ელოდა, მაგრამ არ ჩანდა.
რა საშინელი გრძნობა ყოფილა იმედგაცრუება?
როდესაც ელოდები და არ მოვა...

***

-ერეკლე, მიყვარხარ! - ერეკლეს ვურეკავ.
-რა დაგემართა? - სიცილით მეუბნება.
-გაგიფრინდი, როგორც თოლია... ნანანა... - წავიმღერე სიცილით.
-კაი, სერიოზულად?
-ჰო. - ვუთიშავ და კარისკენ მივდივარ.

11:53
მალე, მალე!
სირბილით მივდივარ, საითაც გული მიგრძნობს და სუნთქვა მეყინება.
ვერ ვხედავ.
ჯანდაბა, დავიგვიანე?
სად ხარ? სად ხარ?
ამოვისუნთქე!
ნელი ნაბიჯით წავედი მისკენ. ცალი ყურსასმენი მის ყურთად მივიტანე და გავუკეთე. თავიდან გაკვირვებულმა დამხედა, სიხარულისგან თვალები აენთო და გაეღიმა.
მეგი გოგიტიძეს - "ერთად ვიაროთ" იყო ჩართული.
თვითმფრინავში ავედით.
-აუ, ფანჯრისკენ მე დამსვი, რა. - გაცინა და შემატარა. ჩემი ხელი თავის ხელში მოიქცია, ტუჩებთან მიიტანა და მაკოცა.
-მიყვარხარ! - ჩუმად თქვა, თუმცა იმდენად კარგად გავიგე... გავშეშდი...
ძალიან მშვიდად ვიმგზავრეთ, თუ არ ჩავთვლით შინაგან აფორიაქებას. სანამ სახლში მივიდოდით, მანქანაში ვსაუბრობდით.
-ცოტა მოულოდნელი შეიძლება იყოს, უბრალოდ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ ეს უნდა იცოდე, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ, გადაწყვეტილება მთლიადან შენზეა! - მოკლედ მითხრა გადმოსვლის წინ. სახლში შესულებმა ერთ-ერთი ოთახისკენ გავემართეთ,
-ეს ჩემი შვილია. - ოთახში შევედით.
-მამა. - ბავშვი თვალების ციმციმით წამოხტა და ჩაეხუტა თორნიკეს. - როგორ ხარ? ეს ვინ არის? - მზერა თორნიკედან ჩემზე გადმოიტანა. - ის არის? - გაღიმებულმა ჰკითხა თორნიკეს. მანაც თავი დაუქნია.
-გამარჯობა, მე ლუი ვარ. - ჩემკენ წამოვიდა და ხელი გამომიწოდა. როგორი საყვარელი!
-გამარჯობა, მე ალექსანდრა ვარ. - მისი პატარა ხელი ჩემს ხელში მოვიქციე და მასთან ჩავიმუხლე.
-მე გიცნობ, თორნიკე მიყვებოდა შენზე. - საყვარლად მესაუბრებოდა.
-იმედია, მეც გაგიცნობ. - გავუღიმე და ლოყაზე მოვეფერე. - რა საყვარელი ხარ!
-მადლობა, შენც. მა, ბებოსთან წავალთ?
-წავალთ. ცოტა დავისვენოთ ოღონდ.
-კარგი. მანამდე ვიმეცადინებ.

საღამოს დედამისთან წავედით. მაგდა ძალიან თბილი ქალი აღმოჩნდა.
-დე, ეს ალექსანდრაა.
-გამარჯობა. - მივესალმე.
-გამარჯობა, შვილო. მოდი, დასხედით.
-ბებო, როგორ ხარ?
-კარგად, ბე. შენ როგორ ხარ?
-მეც. - ბევრი ვისაუბრეთ, ვიმხიარულეთ, მაგდა ძალიან თბილი ქალი აღმოჩნდა. წასვლის წინ კი მარტო დავრჩით.
-ალექსანდრა, ძალიან კარგი გოგო ხარ! თორნიკეს ძალიან უყვარხარ. მე მხოლოდ ბედნიერება შემიძლია გისურვოთ.
-დიდი მადლობა. - მორცხვად ვუთხარი.
-ვიცი, ცოტა რთული ხასიათა აქვს, მაგრამ შენ რომ გიყურებს, ვხვდები, როგორ ივიწყებს ყველა ტკივილს და პრობლემას.

***

თორნიკესთან ერთად 1 თვე გავჩერდი, რომელიც სრულ ბედნიერებაში გავატარე.
ლუი იმდენად საყვარელია, როგორ შეიძლება რომ ის მიატოვო? როგორი უგულო ქალი უნდა იყო, რომ შვილი დატოვო და წახვიდე. თავიდან ცოტა შემაშინა ამ ფაქტმა, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი იყო.
-თორნიკე, შენი ცოლი? - ჩაფიქრებულმა ვკითხე, თან ძალიან ჩუმად.
-არ მყავს, არც მყოლია. - გაეცინა ჩემს კითხვაზე, რაზეც გაკვირვებულმა გავხედე. - მამაჩემი აფინანსებდა ერთ-ერთ ბავშვთა სახლს და იქ იყო ეს საყვარელი არსებაც. იმდენად შემაყვარა თავი, იქ როგორ უნდა დამეტოვა? - აციმციმებული თვალებით საუბრობდა.
-იდეალური ხარ! - მივედი და ჩავეხუტე.
-1 კვირაში მივდივართ? - მკითხა თორნიკემ.
-მერე ლუი?
-ლუიც წამოვა.
-რა მაგარია!

***

დარჩენილი დღეები მხიარულად გავატარეთ. მაგდასაც ხშირად ვსტუმრობდით. მისი მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა უკეთესობისკენ მიდიოდა. ექიმის თქმით, თუ ისევ ასეთი მონდომებით გააგრძელებდა, გადარჩენის შანსი ბევრად დიდი იქნებოდა.
წამოსვლისას ძალიან არ მინდოდა მისი დატოვება, თუმცა თორნიკე შეგვპირდა რომ კიდევ შევხვდებოდით ერთმანეთს და აუცილებლად ჩამომიყვანდა.



ესეც მერვე თავი.
იმედია მოგეწონებათ.
ნელ-ნელა დასასრულსაც ვუახლოვდებით.
ველოდები თქვენს შეფასებას.



№1 სტუმარი ))))

რატო აღარ დადე რამდენი ხანია ველოდები :(

 


№2  offline წევრი mimimimo

))))
რატო აღარ დადე რამდენი ხანია ველოდები :(

ბოდიში დაგვიანებისთვის.
შემდეგი თავი უკვე დაიდო.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent