შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

1999 #სიბრალული


1-04-2018, 19:45
ავტორი Kalina
ნანახია 985

ჩუმად გადაულაპარაკა ალექსანდრეს:
-გთხოვ, აქედან წაიყვანე. მე დავრჩები ანასტასიასთან. სასწრაფოში დარეკეთ, თქვენ -ჩოლოყაშვილებისკენ გაიშვირა ხელი - შენ, -ახლა ბუბას მიმართა, ზურგით დააწვინე და გულის მასაჟები გაუკეთე. ჯერ არაფერია გვიანი.
ანამარია ბარბაცით წამოდგა ფეხზე და გარეთ მოკანკალე ხალხს ცარიელი მზერა სტყორცნა:
-წადით აქედან.
გოგოს ცივი ტონით დაფეთებულებმა, საჩქაროდ ჩაალაგეს ნივთები და ოფისიდან აორთქლდნენ.
ანამარია კაბინეტში შებრუნდა.
აკანკალებული ანასტასია შეშფოთებული დაჰყურებდა გეგეს უსიცოცხლო სხეულს.
შორიახლოს მიხოხდა მისკენ და დაბალ ხმაზე იკითხა:
-გეგე... წა...წახვედი? სულ წახვედი?
ბუბა ამაოდ ცდილობდა გეგეს გონზე მოყვანას. თან პულსს უსინჯავდა.
-მიდი, გეგე! სუსტი ხომ არ ხარ! გეგე!
ანამარიამ ანასტასიასთან მიირბინა. მასთან ჩაჯდა და მისი სახე ხელებში მოიქცია:
-თავბრუ ხომ არ გეხვევა, თავი ხომ არ გტკივა? გული? გული ხომ არ გერევა?
ანასტასიამ თავი უღონოდ გააქნია.
თვალებში ცრემლები ისე ჰქონდა ჩაგუბებული, რომ ხედვა უჭირდა.
-სულ წავიდა?
წამდაუწუმ იმეორებდა.

ჩოლოყაშვილები თვალებგაფართოებულები შეჰყურებდნენ ერთმანეთს.
გაგი გიგას მზერით ეკითხებოდა, რა ვქნათო.
გიგამ მხრები აწურა და გეგეს სხეულს დახედა.
ბუბა მეგობარს არ ეშვებოდა.
გაგი ნელა მივიდა ბუბასთან და დაბალ ხმაზე უთხრა:
-ნუ აწვალებ. ამდენ ხანს ვერ გაძლებდა. შეეშვი.
ბუბამ დაიღრინა და კიდევ ერთხელ დააწვა გულზე.

სასწრაფოს სირენამ გააყრუა არეალი.
კაბინეტიდან გეგეს ჯერ კიდევ უგონო სხეული გაიტანეს.

ვინ წარმოიდგენდა?

საავადმყოფოს მოსაცდელში ერთად იცდიდნენ ჩოლოყაშვილები, ფალავანდიშვილი, ჯაფარიძე, ჩაკვეტაძე და ამირეჯიბი.

ბუბა აქეთ-იქით დარბოდა. ბოლოს ალექსანდრემ ხელი დაავლო და საპირფარეშოში გაიყვანა.

შოკირებულ მდგომარეობაში მყოფ ანასტასიასა და ანამარიას ჩოლოყაშვილებმა წყალი მოუტანეს.
ნიკო უღონოდ იჯდა მოსაცდელის სკამზე და ალექსანდრეს ებუტბუტებოდა ხელებში თავჩარგული:
-არ უნდა წამოვსულიყავი... ანასტასიასთან უნდა დავრჩენილიყავი... არ უნდა შემყვარებოდა... იმას უფრო უყვარდა...
ალექსანდრე ამაოდ ცდილობდა მის დაწყნარებას.
-ნიკო, დაწყნარდი... ნახე, ტასო როგორ გიყურებს. ეშინია, ისედაც იმდენი ინერვიულა, შენ ცალკე ნუ ანერვიულებ.
მისი სახელის ხსენებაზე თავი ამოწია და ანასტასიას შეშფოთებულ მზერას წააწყდა.

ვერა. ვერ მოითმინა და მასთან მიირბინა.
სკამიდან წამოაყენა.
მისი სახე ხელებში მოიქცია და ყველა ნაკვთი დაუკოცნა.
-შეგეშინდა?
ჩუმად ჰკითხა და მთელი ძალით მიიხუტა გულზე.
ანასტასიამ პირველად ჩაისუნთქა თავისუფლად.
-სულ წავიდა... გეგე სულ წავიდა...
-ნუ ტირი. არ წავა. ძლიერია. ასე უბრალოდ არ წავა.
-გეგეს ხომ არ მოუკლავს ჩემი მშობლები?
ნიკომ თავი ჩახარა.
ანასტასიამ ნიკუშას სახე აკანკალებულ, შიშისგან გაყინულ ხელებში მოიქცია.
-ნუ მოიწყინე, ნიკუშ...
ნიკომ მის სახეზე მოალერსე ათრთოლებულ თითებს თავისები მოხვია და სათითაოდ დაუკოცნა.
-არ იტირო, რა.
და თვითონ ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები თვალებიდან.

ოფლში გაწურული ექიმი რეანიმაციიდან რომ გამოვიდა, თავი გააქნია და უხმოდ გაეცალა გარეთ მყოფთ.

სამი დღე.
სამი დღე გავიდა გეგეს გარდაცვალებიდან.
ანასტასია ისევ უხმოდ, აცრემლებული იწვა საძინებელში და ოხრავდა.
ანამარია გვერდიდან არ შორდებოდა.
ვერ აჭმევდა. წყალს ძალით ასმევდა.
არ უნდოდა. სურვილს არ განიცდიდა.
ნიკუშა ერთხელაც არ მისულა მასთან.
ჩემი ნახვა არ უნდა ალბათო, იმეორებდა.
ალექსანდრე ამ ფრაზის გაგონებაზე საცოდავად ამოიოხრებდა.
-ნიკო, შენს გარდა არავინ ჰყავს, რატომ არ გესმის? ანამარია მისთვის უცხოა! არ იცნობს და ვერ დაამშვიდებს ისე, როგორც ეს შენ შეგიძლია! რა გჭირს, გსიამოვნებს ყოველ საღამოს ანამარიასგან რასაც ისმენ?
ვერ გაუძლო გულმა ერთ ღამესაც და მივიდა ანასტასიასთან.
აცრემლებული იწვა საწოლზე და ხმას არ იღებდა. არ ეძინა. მთვარეს უყურებდა. ვარსკვლავებსაც.
ფრთხილად მიუწვა გვერდით ნიკუშა.
მკლავზე ხელი სულ ოდნავ დაადო და მისი გაყინული კანი იგრძნო:
-ტასი... გცივა? რამე ხომ არ გტკივა? რამე ხომ არ გინდა? ყველაფერს გაგიჩენ.
ანასტასია დუმდა.
ხმამაღლა ამოიოხრა.
გული მოუკვდა მის ღრმა სუნთქვაზე ნიკუშას.
-პატარავ... როგორ იქნება ახლა რამე... როგორ დავიწყებთ ყველაფერს თავიდან, ანასტასია...
ანასტასია დუმდა. არაფერს/ვერაფერს ამბობდა. ნიკო ხელის ზურგზე დროგამოშვებით ახებდა ტუჩებს, თითქოს ახსენებდა, რომ იქ იყო.
ანასტასია იწვა ჩუმად, სულგანაბული და უმზერდა მანათობელ ვარსკვლავთა თამაშს ცაზე. ვერცხლისფრად აკიაფებული მთვარეც იქ იყო, მათთან. ანასტასიას უღიმოდა. მერე ვარსკვლავებს გახედა სევდიანი ღიმილით.
გოგონამ თვალები დახუჭა, რომ წამწამებზე წვეთებად დაკიდებულ ცრემლებს თავისავე ღაწვებზე ეპოვათ ბინა. მოუსვენარმა სითხემ თმაში გაიკვალა გზა და საფეთქლებს მიღმა გაუჩინარდა.

ანამარიას გამოუძინებელი სახე არ გამორჩენია ალექსანდრეს.
-არ გეძინა?
თავი გააქნია.
თვალები დახუჭა და ცივ, მარმარილოს მაგიდაზე დადო თავი.
ალექსანდრე სასწრაფოდ მისკენ გადაჯდა და მისი თავი კალთაში გადაიდო.
დაქანცულ გოგონას უკვე ჩასძინებოდა.

მორჩილად უსმევდა თმაზე ხელს.
-შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ, ტასო. ყველაზე ძლიერი, გესმის?
ანასტასიამ ამოიოხრა.
ნიკოს გული მოეწურა.
ოდნავ გადაუწია სახიდან თმები და ლოყა ლოყაზე დაადო.
-რას უყურებ ტასი...
ანასტასიამ ჩახლეჩილი ხმით ამოისლუკუნა:
-მთვარეს.
-გელაპარაკება, პატარავ?
გოგონამ ოდნავ დაუქნია თავი.
-რაო, მერე. რას ამბობს.
ტუჩები ოდნავ შეახო ტასოს ცრემლებით დანამულ ლოყას.
-არ ვიცი. არ მე...მესმის.
ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ლაპარაკობდა.
ისევ ღრმად სუნთქვდა.
ოხრავდა.
ნიკუშას თითქოს გული ნაწილებად ეშლებოდა ტასოს თითოეულ ღრმა ამოსუნთქვაზე.
თუმცა, რაღა თითქოს...
ანასტასიამ უყურა მთვარეს, უყურა...
მისი ენა ვერ გაიგო და ბოლოს მნათობის ტიტინიდან ვერაფერი რომ ვერ გაარჩია, ზურგი აქცია.
ნიკუშასკენ გადმოტრიალდა.
გაუკვირდა ბიჭს. მაგრამ არაფერი შეიმჩნია.
ტასოს მხრებზე ხელი მოხვია და თავი გულზე მიადებინა. მთელი სხეულით მიიკრა. სურდა, მთელი ცხოვრება ტასოსთან ჩახუტებულს გაეტარებინა.
მთელი სიცოცხლე.
ნიკო ვერ ხვდებოდა, ახლა რამე როგორ იქნებოდა.
მხოლოდ ერთ დასკვნამდე მიდიოდა, აღარაფერი იქნებოდა ძველებურად. ვეღარ ხვდებოდა, ისევ ამერიკაში უნდა წასულიყვნენ, თუ დარჩენილიყვნენ.
მაგრამ ანასტასია...
არა, არაფერს დააძალებდა. თუ დარჩენა ენდომებოდა, დატოვებდა.
თუ მარტო წასვლა ენდომებოდა, გაუშვებდა (უცხო ქვეყანაში თვალს მაინც არ მოაშორებდა).
ანასტასია ტიროდა.
-არა, ტასო... არა, რა. გთხოვ, არ იტირო. როგორ დამეტანჯე, როგორ დამეღალე... ჩშ... დაიძინე ტასი. არ გინდა? სამი ღამეა არ გძინებია, პატარავ. თვალები ნახე რას გიგავს.
ანასტასია შიშით ვერ იძინებდა.
ეშინოდა, რომ გეგეს სიკვდილს ხელმეორედ ნახავდა.
ეშინოდა, რომ გეგე სიკვდილში მას დაადანაშაულებდა.
ეშინოდა, რომ ხელახლა მოუწევდა იმ ტკივილის გავლა, რომელიც ჯერაც ვერ გაევლო.
დაძინების ეშინოდა.
ნიკუშა თავთან ეჯდა და ჩუმად ეჩურჩულებოდა:
-ნახე, მე აქ ვარ. ვერავინ ვერ შეგაშინებს. ჩამეხუტე ტასო და დავიძინოთ, ჰო?
ანასტასიას ბიჭის ხელი ჩაებღუჯა თავისი ხელებით და მთელი ძალით იხუტებდა გულში:
-ნიკუშ, რომ გავიღვიძებ... ხომ აქ იქნები?
ნიკოს მისი ხმის გაგონება გაუკვირდა და თან უსიცოცხლო ბგერების გაგონებისას თითქოს მეხი დაეცა.
-კი...ი. კი, კი, კი. ჩემო სიყვარულო, აქ ვიქნები, აბა სად წავალ. შენგან როგორ უნდა წავიდე. ტასო, დაიძინე. არაფრის არ შეგეშინდეს. მე აქ ვარ. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით.

ფალავანდიშვილის სიტყვებიდან ისეთი უიმედობა გამოსჭვიოდა, უსულო არსება არ დაიჯერებდა...
ანასტასია ხომ მითუმეტეს.

თუმცა ხანდახან ხდება ისეც, რომ უიმედობის და დანებების გარდა სხვა გზა არ არის დარჩენილი. და მაინც უიმედობა უნდა აირჩიო.


ანამარიას ალექსანდრეს კალთაში გაეღვიძა. თავი ოდნავ გაამოძრავა და მაშინვე იგრძნო ამირეჯიბის ტკბილი სურნელი.
მოსწონდა ალექსანდრე.
რატომ არ უნდა მოწონებოდა, ვითომ.
იმდენი იწრიალა ადგილზე, რომ ბიჭსაც გაეღვიძა და უკმაყოფილოდ შეიშმუშნა.
-მოისვენე, რა.
ხელები წელზე მჭიდროდ მოხვია და განძრევის საშუალება არ მისცა.
აკრუსუნდა ანამარია.
-გამიშვი, შე პირუტყვო! stupide, idiot garçon! (სულელო, იდიოტო ბიჭი!)
ალექსანდრეს გაეცინა.
-როგორ მიყვარს ფრანგულად რომ იწყევლები.
ანამარიამ გესლიანად ჩაისისინა:
-ნეტავ ქართულადაც ვიცოდე, ყურს გაუხარდებოდა.
-რამე მითხარი აბა.
-va te faire foutre! (შენი დედაც!)
ალექსანდრეს გაეცინა.
-რა საყვარელი ხარ, ანამარია... და ისეთი ლამაზი...
ანამარია კომპლიმენტებით კმაყოფილი გაიყურსა.
-ანა...
-ჰმ...
ამოიზმუვლა ჩუმად.
-მე შენ მიყვარხარ ფრანგულად როგორაა?
იგრძნო გოგონას გულისცემის აჩქარება.
-რაში გაინტერესებს?
-ერთი გოგო მომწონს და ფრანგულად ვეტყვი. უფრო ორიგინალური იქნება. რომ ვერ მიხვდება. ხომ ხვდები...
ვერ მიხვდა, რატომ ეწყინა.
რატომ მოუნდა ტირილი.
-ჰმ? არ მეტყვი?
ანამარიამ მისი მკერდიდან თავი ამოყო და ოდნავ აწყლიანებული თვალები მიანათა ალექსანდრეს:
-je t'aime. Je t'aime beaucoup. (მე შენ მიყვარხარ. მე შენ ძალიან მიყვარხარ.)
ალექსანდრეს გაეღიმა. გულმა თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. ანამარიას მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები იმდენად მიმზიდველად ჟღერდა...
ანამარია უფრო მეტად დაღონდა.
ნელა წამოდგა და ჩუმად ჩაილაპარაკა:
-ავალ, იმათ დავხედავ.

არაფერი პირადული.
ანამარიას უჭირდა იმ ფაქტთან შეგუება, რომ ალექსანდრეს, მისი გაცნობის მიუხედავად, სხვა შეიძლებოდა მოსწონებოდა.

თუმცა, ბოლომდე ხომ არაფერი იცოდა.

ანასტასიას რომ გაეღვიძა, ნიკუშას ისევ ეძინა.
ოდნავ შეიშმუშნა და ბიჭის მკლავებში უფრო მოხერხებულად მოთავსდა. ამდენი ტირილისგან დასიებული თვალები შეშუპებოდა და ძლივს ახამხამებდა.
ნიკუშას მალევე გაეღვიძა და მის მკლავებში მოკალათებული ანასტასიას დანახვაზე გაეღიმა.
ოდნავ დაიხარა და თმა სახიდან ნაზად გადაუწია.
ლოყაზე ეფერებოდა და კოცნიდა.
-ჩემი პატარა. სულ მენატრები, სულ მიყვარხარ.
ანასტასიამ თვალები დახუჭა და ოდნავ გაეღიმა.
-მეც მიყვარხარ... და როგორ გაწვალებ სულ...
ნიკუშას გაეცინა.
-სულ მინდა, რომ მაწვალებდე. როგორ ამბობენ? მაზოხისტი. ჰო, მაზოხისტი ვარ. რაც უფრო მეტ რამეს ვიტანთ, მით უფრო მიყვარხარ.
ანასტასიამ ლავიწის ძვლებს შორის ჩაღრმავებაზე მიაკრო ტუჩები.
ნიკუშამ ღრმად ამოისუნთქა:
-შენ რომ მეხები, ასე მგონია გული ზედმეტი დარტყმებისგან გასკდება.
ანასტასიას სევდიანად გაეღიმა.
ნიკუშას გული უკვდებოდა დასევდიანებული ანასტასიას დანახვაზე.
-ნუ ფიქრობ, რა. ჩემთან იყავი. ნუ ხარ სხვაგან.

ანამარიამ ჩუმად შეაღო კარი და ჩახუტებული წყვილის დანახვაზე ჩაეცინა.
ნებართვის გარეშე შეაჭრა ოთახში და თავზე დაადგა ერთმანეთზე მოხვეულებს.
-ტასო... ხომ არ გშია?
ანასტასია თავის გაქნევას აპირებდა, როცა მის ნაცვლად ნიკუშა ალაპარაკდა:
-კი, ყველაფერს შეჭამს.
-არ მშია, ნიკუშ...
-როგორ არა. შეჭამს, შეჭამს.
ანასტასია ხმამაღლა ატირდა:
-არ მშია, არა, ნუ მაძალებთ, გეხვეწებით... ნიკო, არაფერი არ მინდაა...
სახეზე ხელები აიფარა და მეორე მხარეს გადაბრუნდა.
ხმამაღლა ქვითინებდა.
ნიკუშა დამბლადაცემულივით იჯდა.
გახევებული.
ანამარიამ მზერით დაამშვიდა.
-ზედმეტი ემოციების ბრალია. არ ინერვიულო, შენ არაფერ შუაში ხარ.
მაგრამ, ფალავანდიშვილმა ვერ აიტანა ის ფაქტი, რომ ანასტასიამ ნიკო დაუძახა.
ეს... რაღაც ცუდს ნიშნავდა.
ერთადერთხელ დაუძახა ასე... მაშინ, როცა კინაღამ სამუდამოდ დაკარგა.
ახლა... ჩუმად იჯდა, კალთაში ხელები ჩაელაგებინა და მათ დაჰყურებდა.
ანამარია ანასტასიასთან მივიდა და შეანჯღრია.
მკაცრი ხმით გააფრთხილა:
-ამ ბიჭს უყურებ?! 3 ღამე გაათენა შენზე შიშში! კეთილი ინებე და დააფასე. ახლა შენთანაა და ისწავლე იმ დროის ფასი, რომელიც საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლია რომ გაატარო. თორემ ერთ წუთში შეიძლება გვიანი იყოს.
ანასტასიამ სლუკუნი შეწყვიტა.
ანამარიამ ნიკუშას თვალი ჩაუკრა. ნიკუშა საწოლიდან წამოდგა და ქვემოთ ჩამოვიდა.
ალექსანდრე იქ იყო.
-ნიკო, რას შვება. ცუდად არის?
-ჰო... ემოციურია.
-აბა, რა იქნება, იმდენი რაღაც გადაიტანა.
-შენ რა ქენი?
ალექსანდრეს გაეცინა.
-რა დროს ეგაა.
ნიკუშას გაეღიმა.
-იქნებ, სწორედ ახლაა დრო. -მეგობარს თვალი ჩაუკრა - იქნებ მერე ამის დრო აღარ იყოს.
ალექსანდრეს სევდიანად გაეღიმა.
-სულელი ვარ. კარგად ვიყავით და ვუთხარი ვიღაც გოგო მომწონსთქო.
ნიკუშა სკამზე ჩამოჯდა:
-მისმინე, მეგობარო. შეიძლება მე ის არ ვარ, ვისაც სიყვარულზე და ეგეთ რაღაცებზე ლაპარაკი შეუძლია, მაგრამ... რა აზრი აქვს მის მოტყუებას? მის თვალებში ვერაფერი დაინახე?
ალექსანდრემ მწარედ ამოიოხრა.
-აუცრემლიანდა თვალები.
-და ზუსტად... მაშინ უნდა მოგეზიდა შენკენ და მთელი გრძნობით უნდა ჩაგეკრა გულში. ზუსტად მაშინ, როცა შენ გამო ერთი ცრემლის დახარჯვას აპირებდა, როცა თავისი გონების რომელიღაც გულუბრყვილო ნაწილმა შთააგონა, რომ ის გოგო ვიღაც სხვა იყო. გესმის? აღარ მოატყუო. მისი გრძნობებით ნუ ითამაშებ. არ ატკინო. არ იმსახურებს.
ალექსანდრემ დანანებით გააქნია თავი.
-სულელი ვარ.
-არაუშავს, ალექს. უნდა შეგეშალოს, რომ მიხვდე, რაც დააშავე და იმ შედეგის შიშით აღარ გაიმეორო. აღარასდროს.
ალექსანდრე ამაყი იყო. საშინლად ამაყი საიმისოდ, რომ თავისი შეცდომა უფრო ხმამაღლა ეღიარებინა.

***
-მამა, რა საშინელებები მოხდა, რომ იცოდე.
-ვიცი, ჰო. გავიგე. ჩვენთან მოიტანეს ბიჭებმა ამბავი.
-ხომ იცი... ჩვენ ხელი არ...
-ვიცი, ვიცი. ნუ ღელავთ. ყველაფერს მოვაგვარებთ. ფალავანდიშვილს და ამირეჯიბს ციხე არ ასცდებათ.
-არა! უაზროდ წამოიყვირა ორივემ ერთად.

***
კიბეზე დაქანცული ანამარია ჩამოვიდა. ორ ნაბიჯში ჩამოყვა ანასტასიაც.
ნიკუშამ ყურადღება არ მიაქცია. აინტერესებდა, რას იზამდა.
ანასტასია მორჩილად დაჯდა მაგიდასთან. ანამარიამ მთელი მაცივარი გადმოუღო თეფშზე. ასევე მორჩილად შეუდგა საჭმლის ჭამას, თან ნიკუშასკენ აპარებდა მზერას, ხომ მხედავს რომ ვჭამო, თხოვნას რომ ვუსრულებო.
ნიკუშამ წამით ამოსწია თავი და ანასტასიას თვალეებს შეეჩეხა. პირველად დააკვირდა წესიერად სახეზე.

ადამიანს აღარ ჰგავდა.
ეს ყველაზე უხეშად.
არ მაქვს სამაგისო სიტყვის მარაგი, რომ აღვწერო რა ქაოსი გამეფებულიყო მის თვალებსა და მზერაში.

ალექსანდრე სიბრალულით სავსე თვალებით მისჩერებოდა ანასტასიას, მის უსიცოცხლო ხელებსა და თითებს, რომელიც ჩანგლისთვის გაჭირვებით ჩაეჭიდებინა.
ალექსანდრემ ნიკუშას გახედა და ანასტასიასკენ თავით ანიშნა.
ნიკუშა ნელა წამოდგა და ანასტასიას გვერდით ფრთხილად დაჯდა, თითქოს მისი რეაქციის ეშინოდა.
ანასტასიამ ჩანგალი უხმოდ დადო და თავი ჩახარა.
ხელები კალთაში ჩაიწყო.
სირცხვილისგან არ იცოდა სად წასულიყო.
სრცხვენოდა თავისი საქციელის.
თავჩახრილს თმა სახეზე ჩამოეფხატა.
ნიკუშამ ნელა გადაუწია აბეზარი თმის ღერები თვალებიდან და ოდნავ დაიხარა მის ლოყაზე საკოცნელად.
მერე კალთაში ჩალაგებულ მის ხელებს შეხედა და დარცხვენილ ანასტასიაზე გაეღიმა. მისი ორივე ხელი თავისაში მოიქცია და ნელა აკოცა.
ჩანგალს ხელი ნელა მოკიდა და დაბალ ხმაზე ჩაილაპარაკა:
-მე... ხო?
ანასტასიამ ნელა დაუქნია თავი.
როგორც კი ჩანგალი ახლოს მიუტანა, მაშინვე გააღო პირი.
ლამის ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას კოცნიდა და ეფერებოდა.
ბოლომდე რომ აჭამა, ნელა წამოაყენა ფეხზე და ნაზად მიიკრა გულზე.
-გინდა, გარეთ გავიდეთ?
ნელა დაუქნია თავი.

ალექსანდრეს თვალები დაეხუჭა და სავარძელზე მისვენებულიყო.
აქამდე სამზარეულოში შეყუჟულმა ანამარიამ კარი ნელა გამოაღო და მოპირდაპირე მხარეს მდგარ პლედს დასწვდა.
ალექსანდრეს ნელა გადააფარა.
ის იყო უნდა გამოცლოდა, წელზე ხელების მოხვევა რომ იგრძნო. ეს და მისი კივილი ერთი იყო. ალექსანდრემ ნელა მიიწვინა გვერდზე.
-რას აკეთებ...
-გახსოვს, რომ გითხარი, გოგო მომწონსთქო?
-მერე მე რა შუაში ვარ?! -გააფრებულმა ანამარიამ გაიბრძოლა მისი მკლავებიდან თავის დასაღწევად.
ალექსანდრე წამოიწია.
-მართლა ვერაფერს ხვდები?
ანამარიამ მხრები აიჩეჩა.
ალექსანდრე ოდნავ მიეალერსა ლოყაზე.
-სულ ვერაფერს ვერ გაგრძნობინებ?
ანამარიას სუნთქვა ოდნავ გახშირებოდა.
ალექსს გაეღიმა.
-რა იგრძენი, სხვა გოგოზე რომ გითხარი?
გოგონას თვალები დაეხუჭა. ალექსანდრეს სახე მის სურნელოვან კანთან საოცრად ახლოს მიეტანა.
ბიჭის ცხელი სუნთქვა ნაზად ელამუნებოდა კანზე და ღრმად სუნთქავდა.
-ვერაფერი იგრძენი? სულ ვერაფერი?
ანამარიას თვალები ისევ აწყლიანებოდა.
-ვიგრძენი... ვიგრძენი. საშინელი იმედგაცრუება, terrible, je jure devant dieu! (საშინელი, ღმერთს გეფიცები!) იცი რატომ? იმიტომ, რომ ცხოვრებაში მეორედ ვიყავი ვიღაცისთვის არასაკმარისი. დამცინე, რამდენიც გინდა... მაგრამ თეზის შემდეგ არავის უგრძნობინებია ჩემთვის თავი არასაკმარისად შენამდე. გავშიშვლდი შენს წინაშე, ახლა რამდენიც გინდა დამცინე. მე არ მეუხერხულება ჩემს გრძნობებზე ლაპარაკი.
დამუნჯებულ ალექსანდრეს მხოლოდ ერთი ფიქრი უტრიალებდა თავში: ,,რა ლამაზია!"
მთელი ძალით მოხვია ხელები და გულში ჩაიკრა.
-je... je... აუ, როგორ იყო?
ანამარიამ გაკვირვებულმა წამოყო თავი.
-რა?
-აი, რაც მასწავლე... როგორ იყო?
-რა გასწავლე?
-აი... ,,ჟე" რაღაც რომ... მოიცა, რა დროს ფრანგულია, როცა აქ ხარ, ჩემთან. თბილისში. და ვერ მივხვდი, როგორ შემიყვარდი.
ანამარიას თვალები საოცრად უკაშკაშებდა.
-რას ამბობ...
-ხო... შემიყვარდი, ანამარია. შენს გარდა ვეღარაფერზე ვეღარ ვფიქრობ. დედას ვფიცავარ, ასე არავისთან არ ვყოფილვარ. რა დამმართე?
ანამარიას გაეცინა.
დაიხარა და ოდნავ აკოცა ლოყაზე.
-Je t'aime aussi (მეც მიყვარხარ).
ალექსანდრეს გაეცინა.
-შენც, ხო?
ანამარიამ მხრები აიჩეჩა.

***
-რას ქვია, არა!
-ფალავანდიშვილის და ამირეჯიბის ბრალი არ არის არაფერი! იქ ვიყავით, არაფერი დაუშავებიათ. არც შეხებიან.
-აბა, რა დაემართა?
-გულმა უმტყუნა. მგონი რაღაც სჭირდა კიდეც გულზე. ერთი ვიცი, ანასტასიას წინ ფალავანდიშვილი არავის მოკლავდა. არც ამირეჯიბი. იმ ჩაკვეტაძის შვილობილს რაღაცნაირად უყურებდა. მაგარი მწარე ხელი ქონია, ხომ იცი!
გაგის გაეცინა.
დემნამ შვილს დასცინა:
-გოგომ დაგარტყა, ბიჭო?!
გაგიმ მხრები სიცილით აიჩეჩა:
-გოგო იყო. ხელს ხომ არ შევუბრუნებდი!
დემნა დასერიოზულდა.
-ბიჭებო, რაზე ლაპარაკობდნენ?
-ანასტასიამ გაიგო, როგორც მოკლეს მისი მშობლები. ის ჩაკვეტაძის გოგო იარაღით ემუქრებოდა მარგიანს. აშკარაა, თვითონ ყველაფერი კარგად იცოდა. თვითონ გეგემ აღიარა ყველაფერი. ანასტასიას გული წაუვიდა და იმას გულმა ვერ გაუძლო... ჩაკვეტაძის გოგომ ფალავანდიშვილი ახლოს არ მიაკარა. გეგეს გულის მასაჟებს ის ბიჭი, ბუბა უკეთებდა.
გიგა მოულოდნელად ჩაერთო საუბარში:
-ბუბა კარგი ბიჭია.
გაგიმ თავი დაუქნია.
-რაღაცნაირად შემეცოდა ფალავანდიშვილი.
დემნამ ლამის თვალები გადმოკარკლა:
-რას ამბობ, ხვდები?!
-რა გინდა, რომ ვთქვა! მამამისმა რაღაც საზიზღრობა გააკეთა. ის ბიჭი მაგასთან რა შუაშია! მაგას მარტო ჯაფარიძესთან ყოფნა უნდოდა. ზაალმა დაუშვა შეცდომა, იმან კი არა!
-გაგი, მომისმინე. კარგად მომისმინე. ამას მეორედ აღარ გაგიმეორებ. მე დავბეჭდე იმ წყეულ გაზეთში, რომ ზაალმა ეს ჩაიდინა! ვერ დავუშვებ, რომ წინ და უკან ირბინოთ და ფალავანდიშვილის უდანაშაულობაზე ყვიროდეთ!
გიგა სკამიდან წამოფრინდა:
-მაგას არ ვამბობთ, მამა! მე მაგისი შვილი მეცოდება! მართალია, კინაღამ ხეიბრად დამტოვა, მაგრამ როგორც გაირკვა, სამაგისო მიზეზი ჰქონია! არავის დაცვას არ ვაპირებთ. მაგრამ არ მოგცემთ იმის უფლებას, რომ უდანაშაულო ადამიანს რამე დანაშაული მიაკრათ.
დემნამ სახე ხელებში მოიქცია და თავი ჩახარა:
-ღმერთო მაღალო, გადმოიხედე...
ტყუპებმა თვალები ერთად გადაატრიალეს.


***
ბუბა უაზროდ დაბოდიალობდა ოთახიდან ოთახში.
კაბინეტის მაგიდაზე გეგეს დღიური იდო.
ხელი უკანკალებდა, ისე უნდოდა მისი მეგობრისა და ძმადნაფიცის აზრებისა და ფიქრების წაკითხვა, მაგრამ წიგნაკის გასახსნელი რაღაც გადაულახავ ბარიერად ეჩვენებოდა.
ღრმად ჩაისუნთქა, სკამზე ჩამოჯდა და დღიური სწრაფი მოძრაობით გადაშალა.




რაღაცის თქმა მინდოდა.
გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს, როგორი იქნებოდა ანასტასიას(ან ნებისმიერი სხვის) მდგომარეობა იმ მომენტში,
ამიტომ, რასაც ვგრძნობ იმას ვწერ.
დიდი იმედები მაქვს, რომ გამომდის.
არ ვარ ამბიციური,
უბრალოდ მწამს.
დიდი მადლობა შენ, რომ ამას კითხულობ :)



№1  offline წევრი TrustYourSoul

მთლიანად დავიცალე.
წაგიკითხე და ერთად,ავივსე კიდეც და დავიცალე.
მე ხომ დაგიწერე მაშინ,მამების უაზრო ჩახლართვები რომ არა შესაძლოა კარგი მეგობრებიც ყოფილიყვენ-მეთქი,მაშინ უბრალოდ მეგონა..ახლა კი დავრწმუნდი! თითოეულს ჰქონდა საიმისო გული,ერთმანეისთვის რომ გაეძლოთ!
წინასწარ დასკვნად შეიძლება ჩამითვალო მაგრამ თუ დასასრულისკენ მიგყავს,მალევე უნდა დაგვიბრუნდე ახალი ისტორიით! ვერ გავძლებ მე შენი უნიკალური ნაწერის დამსახურებით შექმნილი ისტორიების გარეშე❤️❤️
ძალიან მიყვარხარ მარიამო!❤️❤️
და შენ იმსახურებ ერთხელ,ოდესმე მწერლის სახელი დატოვო!❤️❤️

 


№2  offline წევრი Kalina

წარსული კვდება...
მთლიანად დავიცალე.
წაგიკითხე და ერთად,ავივსე კიდეც და დავიცალე.
მე ხომ დაგიწერე მაშინ,მამების უაზრო ჩახლართვები რომ არა შესაძლოა კარგი მეგობრებიც ყოფილიყვენ-მეთქი,მაშინ უბრალოდ მეგონა..ახლა კი დავრწმუნდი! თითოეულს ჰქონდა საიმისო გული,ერთმანეისთვის რომ გაეძლოთ!
წინასწარ დასკვნად შეიძლება ჩამითვალო მაგრამ თუ დასასრულისკენ მიგყავს,მალევე უნდა დაგვიბრუნდე ახალი ისტორიით! ვერ გავძლებ მე შენი უნიკალური ნაწერის დამსახურებით შექმნილი ისტორიების გარეშე❤️❤️
ძალიან მიყვარხარ მარიამო!❤️❤️
და შენ იმსახურებ ერთხელ,ოდესმე მწერლის სახელი დატოვო!❤️❤️


ჩემო საყვარელო!!
ხომ მიხვდი, მეც დაგეთანხმე ლამის იქვე:))
კი,კი, კულმინაციისკენ მიმყავს ნელ-ნელა და რაღაც იდეები უკვე მაქვს შემდეგ ისტორიასთან დაკავშირებით.
ოღონდ მანამდე ამათ მივხედო, ამათი ცოდვით ვიწვი უკვე!

მწერლობაზე...
ჰუუუჰ, რა ხმამაღალი იყავიი:))
სურვილი მაქვს,
პოტენციალი... I don't know.
ვნახოთ, რა ვიცი.
მიყვარხარ ძალიან!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent