შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მატყუარა IV


2-04-2018, 11:58
ავტორი The Dreamer
ნანახია 1 812

-საყვარელო ეგ არის საწყისი.. ბეჭედით ხელზე რომ გიღალატებენ მხოლოდ ის ითვლება ღალატად?-ხმა ვეღარ ამოვიღე.. აზრიც არ ჰქონდა.ლაზარე წამოდგა ფეხზე და დანანებით შემომხედა.. მე თავად ყველას გულს ვტკენ და თავად ვწუწუნებ შედეგებზე..
დილით რომ გავიღვიძე უცნაური ხმები მესმოდა მისაღებიდან..
ავდექი და ხმის მიმართულებით წავედი..
-ის გოგო შენს საწოლში წევს და მეუბნები რომ უბარლოდ მეგობარია?
-ბებო დამშვიდდი და ისე ვისაუბროთ..
-რა დამამშვიდებს შვილო?როგორც იქნა იმ მაიმუნი გოგოს შემდეგ ვიღაც ისევ გამოჩნდა შენს ცხოვრებაში.
-ბებო ჩემსა და კაწიას შორის არაფერი ხდება,ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვართ.
-საყვარელო..-შევედი ამ სიტყვით მისაღებში,ლაზარემ სახეზე ხელი აირტყა ბებო კი ბედნიერი ჩანდა.. ისე მათვალიერებდა ვიტრინაში გამოდებული არტეფაქტი მეგონა ჩემი თავი.. მხოლოდ ამის შემდეგ შევნიშნე რომ ისევ ლაზარეს პერანგი მეცვა.
-ბებო .. გაუგებარია რატომ უნდა იყო უბედური იმ ერთის გამო, როცა ირგვლივ უამრავი მიზეზია ბედნიერებისათვის.-ქალი ბედნიერი ჩანდა,აი ლაზარე კი რა მოგახსენოთ.მიდი შენს საქმროს გვერდით დაუჯექი,მე კი ძალიან გემრიელ საუზმეს გაგიმზადებთ.-ქალი პასუხს არც კი დალოდებია ისე გაიქცა სამზარეულოსაკენ..
ლაზარე იჯდა და თითებს შორიდან იხედებოდა..
-ეს რა გამიკეთე კაწ?
-რა გაგიკეთე? ბებო ბედნიერი ჩანს.. აუცილებელი არ არის ყველაფერი ისე იყოს როგორც ვთქვი,უბრალოდ მინდოდა მოხუცისთვის გუნება გამომეკეთებინა.
-დარწმუნებული იყავი სანამ სამზარეულოდან გამოვა უკვე ჩემს მშობლებს და სანათესაოს ახლო წრეს ეცოდინება რომ ბებომ ჩემს საწოლში ჟღალთმიანი ლამაზმანი აღმოაჩინა და ის ჩემი საცოლე რომ არის.-ორივეს გაგვეცინა..-წადი ჩაიცვი მალე ჩემი მშობლებიც მოვლენ.
-რატომ მოვლენ?
-კვირაობით ჩემთან მოდიან.
-რაიმე სექტა გაქვთ?-ვიხუმრე მე
-ჩაიცვი წადი.-ლამის ძალით გამაგდო ლაზარემ
ჩემი ჯინსზე ლაზარეს პერანგი მეცვა,მკლავები ავიკეცე,თმა კი სახელდახელოდ ავიკეცე.. რა თქმა უნდა მე არ ვაპირებდი მისი მშობლებისთვის თავის მოწონებას,ისიც მყოფნიდა ბებო რომ მაგარი ქალი აღმოჩნდა.. აი თურმე ვის გავს ლაზარე ასეთი საყვარელი..
კიბეებზე ჩავდიოდი როცა სამზარეულოდან ისევ მათი დიალოგი მომესმა.
-როგორი გოგოა? წყნარი და მიმყოლია?
-არა.. კაწია კატასტროფაა..
-უკეთესია ბობოქარ ქალთან ცხოვრება ვიდრე მოსაწყენთან. მართალია პირველის დახრჩობის სურვილი ხშირად უჩნდებათ, სამაგიეროდ არ ეყრებიან და მათი გრძნობები არ ნელდება.
-ბებო მგონი საკმარისია..
-ძალიან გიყვარს?
-ხომ შეხედე.. ის ძალიან უცნაური გოგოა,არ აღელვებს სხვა რას ფიქრობს მასზე,ან უყვართ თუ არა.. ის ყოველთვის თავისას გაიტანს.. ბევრჯერ გულნატკენი იქნება,მაგრამ ერთი რამის თქმა შემძლია მე მას არასოდეს ვატკენ.. განა შეიძლება ეს წითური ალქაჯი არ გიყვარდეს?
სამზარეულოში შევედი თუ არა გაჩუმდნენ.. ლაზარეს გვერდით ამოვუდექი და კენკრა ავიღე.. ჯერ ლაზარეს ვაჭამე,შემდეგ კი მე.. არ ვიცი ამ უმოკლეს დროში მას მივეჯაჭვე,ეს გასაკვირი არც არის.. ის ხომ მაშინ დამიდგა გვერდით როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.. შესაძლოა სუიციდამდეც კი მივსულიყავი იმ დილით,სასტუმროდან რომ გამოვედი.. ვინ იცის მარტო დარჩენილს რა აზრი ამეკვიატებოდა?
ლაზარეს მშობლებიც მოვიდნენ და სუფრას მივუსხედით.. აშკარა იყო დედას არ მოვეწონე,ან რა მოსაწონი ვყავი თმააბურდული რიჟა ქალი,რომელსაც მისი ერთადერთი შვილის პერანგი ეცვა სუფრასთან?.. არავის უხეშად არაფერი უთქვამს.. აშკარა იყო ლაზარეს „პალაჟენია“ მოყვანილი ჰყავდა თავის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით..
კარებზე ზარის ხმა გაისმა და ლაზარემ წავიდა გასაღებად,ცოტახანში კი სანისთან ერთად დაბრუნდა სასადილო ოთახში..
-ეს სანდროა კაწინკას ძმა..
-სასიამოვნოა.. დაბრძანდი თუ შეიძლება.-თავაზიანად უთხრა ლაზარეს დედამ..
-სწორედ ახლა უნდა განგვეხილა ბავშვების ქორწინების საქმე.-წყალს ვსვამდი,როცა ბებომ სანდროს ეს ამბაი ახარა,კინაღამ დავიხრჩვი,ლაზარეს კი გაეღიმა..
-ქორწილის?-გაიკვირვა სანიმ.
-ჰო.. აბა როდემდე უნდა გაიწელოს მათი ურთიერთობა?-ლაზარეს თვალები დავუბრიალე,მან კი გადმომიჩურჩულა..
-ენა გაქვს მოსაჭრელი.
-ერთი წუთი შეიძლება კაწ?-მკითხა სანიმ და მაგიდიდან წამოგდა.სამზარეულოში გავიდა და მეც უკან გავყევი.-გოგო ნორმალური რომ არ იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი გაგიჟებული არ მეგონე.
-რა გინდა სანი?
-რა ქორწილი,რის ქორწილი ორი დღის გაცნობილი გყავს ლაზარე.იმაზე თვალს ვხუჭავ რომ კახპასავეთ მოიქეცი და ეგრევე საწოლში ჩაუხტი,მაგრამ ახლა ცხოვრება საბოლოოდ უნდა დაინგრიო? რა გგონია გაყვები ცოლად და ამით მაქსს აეჭვიანებ?
-მაქსი არაფერ შუაშია.. თან უბრალოდ ბებოს ვუთხარით,მან კი გააზვიადა.. მე და ლაზარემ ურთიერთობა ახლახანს დავიწყეთ და თუ მომინდება ცოლადაც გავყვები,ეს ჩემი ცხოვრებაა.
-მაგ შენი ცხოვრებიდან ისე იშორებ ხალხს რომ ვატყობ მარტო დარჩები.. ამ ბიჭსაც ვერ შეინარჩუნებ შენი უაზრო ხასიათის გამო.-ზურგი მაქცია და გასვლისას ისე რომ არც შემოუხედავს მითხრა.-იმედია სახლის გზა გახსოვს.-სანი მისაღებში გავიდა და ბოდიში მოიხადა,შემდეგ კი საერთოდ წავიდა.
ბევრჯერ.. ძალიან ბევრჯერ უთქვამს ბავშვობაში სანის ჩემთვის : „რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გამოაღებს მხოლოდ შენთვის!“
ჩავთლე რომ ზუსტად ეს იყო ჩემი მეორე შანსი გამეგრძელებინა ცხოვრება..
როცა გასვლა შემაგვანდა ლაზარემ შემომაკითხა..
-კარგად ხარ?
-კი..
-რა გითხრა?
-ის რომ მეძავივით ვიქცევი.. ის მართალია.. მაპატიე,მაგრამ უნდა წავიდე..-გვერდი ავუარე მაგრამ მან შემაჩერა..
-ნუ სულელობ კაწ.. დამშვიდდი და სუფრასთან დავსხდეთ..
-მაგრამ თავს ცუდად ვგრძნობ.
-იმის გამო რომ სანდრომ სიტუაცია არ იცის? სამაგიეროდ მე ვიცი.. შენი ნდობის მოპოვებას არ ვცდიობ და ყოველ სიტყვაში ამის დამტკიცებას თუ არ მომთხოვ მეც კარგად ვიქნები.
მან მაიძულა სუფრასთან დავმჯდარიყავი და კვლავინდებურად გამეღიმა..
-კატო.. შენი სრული სახელი რა არის,კატერინა?-მკითხა „სადედამთილომ“
-არა.. ეკატერინა ორლოვი..
-რუსი ხარ?
-არა მამა მყავდა რუსი..
-ანუ შენც.. მაგრამ ასე კარგად იცი რუსული?
-დიახ,იმიტომ რომ საქართველოში გავიზარდე.
-დედა სად არის?
-გარდაიცვალა..
-დიდიხანია?
-ათი წელი გავიდა.
-შენ ვინ გზრდიდა?
-სანდრო.. ჩემი ძმა..
-რაა?
-დედა.. საკმარირია კატოს დაკითხვა.. ის ჩემი საცოლეა და მგონი ეს ყველაფერზე უნდა მიგანიშნებდეს.-დამიცვა ლაზარემ და ხელზე ხელი დამადო..
რომ არ ვიცოდე ეს თამაშია მე თვითონ დავიჯერებდი ამ ყველაფერს..
ლაზარე უზადო გარეგნობის ადამიანი იყო,ყველანაირად დახვეწილი,ჯენლტემნი,ის ჩემს დასაცავად ყველაფერზე იყო წამსვლელი.. ნუთუ ასე იოლად შეუყვარდა ქალი,რომელსაც არც კი იცნობს.. ან რა მოსწონდა კი ჩემში? მე ხომ ერთი გჩვეულებრივი,არაფრით გამორჩეული გოგო ვიყავი,რომელსაც უამრავი ნაკლი ჰქონდა,უამრავ შეცდომას უშვებდა და შემდეგ ამ შეცდომებისთვის გაუთავებლად ტიროდა..
ლაზარემ სახლში არ გამიშვა,რადგან გაბრაზდა სანის სიტყვებზე.მითრა რომ დილით თავად წამიყვანდა სამსახურში და თუ საჭირო გახდებოდა ამ ბიზნესის წილსაც წაართმევდა მაქსიმეს,რათა ჩემი სიმშვიდე დაეცვა..
დილით რომ გავიღვიძე,საწოლზე პატარა მუყაოს შეკვრა დავინახე,თვალები მოვიფშვნიტე და შეკვრა გავხსენი..
იქ ულამაზესი კაბა იყო,გაზაფხულის ფერებში.. მეორე შეკვრაში კი მისი შესაფერისი ფეხსაცმელი.
მოვემზადე და ქვემოთ ჩავედი,სადაც ლაზარე დამხვდა.. ჩემს დანახვაზე გაეღიმა და ლოყაზე პატარა ორმო გაუცნდა..
-ულამაზესი ხარ.-წელზე შემომხვია ხელები,დაიხარა და კისერში მაკოცა.. სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა.-იცი?.. ყოველ დილით თუ ასეთი ბედნიერი ჩამოირვენ კიბეზე,მე თანახმა ვარ გავხდე შენი ქმარი..
-ნუ სულელობ.. ყავა დავლიოთ და გავიდეთ..
-ანუ შენ არ გინდა?
-ხანდახან მგონია, მომაბეზრებელი ვარ.უფრო სწორად, ვართ. მე და ჩემი ხასიათი. მე და ჩემი ცვლილებები, რომლებიც რეალურად არც იცვლებიან.მე და ჩემი მიმიკები და მე და ჩემი მიზეზები.იცი, მე გადავიღალე... იცი, მე ახლა რთული პერიოდი მაქვს.
იცი, მე ძალიან რთული პიროვნება ვარ და ჩემთან დიდხანს ვერ გაძლებ.დავიღალე საკუთარი თავის იმაში დარწმუნებით, რომ ბოლოს, მაინც მარტო დავრჩები.არავინ შემრჩება.. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ყველაფერი რაც ხდება, ჩემი ბრალია. იმაზე ფიქრით, მე რომ იქ ვყოფილიყავი, რაღაცას შევცვლიდი. თითქოს სამყაროს წინაშე ვალდებული ვარ და თითოეული ნაბიჯი ან უფსკრულში მითრევს, ან კიდევ, ზოგჯერ სინათლეზე გამოვყავარ.
არ ვარ ვალდებული, საკუთარი თავი დავაჯერო-შენ არასწორი ხარ, შენ დააშავე, შენ მას ატკინე, შენ ვალდებული იყავი ეს გაგეკეთებინა,შენ ვალდებული ხარ ყველა და ყველაფერი გადაარჩინო. ადამიანო, შენ ვალდებული ხარ გიყვარდეს ისინი, ვინც სწორედ ამაში გავალდებულებენ!და ზოგჯერ, სამყარო ჩემს ირგვლივაც ბრუნავს.ბედნიერი ვარ, ოღონდ,ამაშიც ეჭვი მეპარება. იქნებ, ამაშიც ვალდებული ვარ.ვალდებული ვარ ბედნიერი ვიყო. ვიღიმოდე და თავს მორცხვად ვხრიდე. ან უბრალოდ, ვეწინააღმდეგებოდე და ფინიშამდე გამარჯვებული გავდიოდე.არ მინდა...არ მინდა ვალდებული ვიყო.
მინდა ვიყო ვალდებულების გარეშე და ვგრძნობდე რომ რაღაც ისეთს ვაკეთებ, რაც თავს სრულყოფილად მაგრძნობინებს.სრულყოფილებაც არ მინდა.ვორჭოფობ... თავად არ ვიცი რა მინდა.. იმასაც ვფიქრობ რომ არ ვყოფილიყავი სამყარო უფრო მშვიდი იქნებოდათქო..
-შენ ისეთი საყვარელი,ლამაზი გარეგნობის და სულის პიროვნება ხარ,რომ შენ რომ არ არსებობდე.-ცრემლები მომწმინდა და განაგრძო.-ნუ ტირი, ესეც გაივლის. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც მოდიან და სამუდამო ჩვენი ხდებიან.-მაგრად ჩამეხუტა ბოლოს.
სამსახურში მივედი თუ არა ჩემი კუთვნილი ადგილი ისე დავიკავე თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.
პაციენტების გასინჯვა დავიწყე.. ერთ -ერთ პალატაში კი მაქსიმე დამხვდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა,მაგრამ არაფერი უთქვამს,რადგან ჩვენს გარდა იქ კიდევ ბევრი აადამანი იმყოფებოდა.
კაბინეტში საბუთები შევუტანე და მაგიდაზე დავაწყვე,სწორედ იმ დროს შემოვიდა მაქსიმეც,რომელმაც კარები სასწრაფოდ მიხურა.
-მაპატიე.. არ ვიცი იმ ღამით რა დამემართა.
-მაქს არ მაინტერესებს რა დაგემართა.. ეს თემა საერთოდ დახურე,მე ლაზარესთან ვარ და არ მინდა ისეთი მომენტების გახსენება სადაც შენ ხარ..
-ღადაობ..
-მეტყობა რამე რომ ვღადაობ?-ვკითხე სრულიად გაწონასწორებულმა და ისე რომ პასუხს არც კი დაველოდე კაბინეტიდან გავედი.სახეზე დაეტყო რომ უკაყოფილო ჩანდა,ის ასე იოლად არ შეურიგდებოდა ამ ფაქტს,მიუხედავად იმისა რომ ცოლიანი იყო..

პ.ს მე ისევ მაინტერესებს თქვენი აზრი ისტორიასთან დაკავშირებით.. :)))



№1 სტუმარი დგჰჯ

ასეთი ტიპის ქალებს ვერ ვიტან ჯერ სხვასთან კოტრიალობენ და მერე სხვასთან რომ აბამენ ურთიერთობას ვითომც არაფერიიი, ამ გოგოს რა უნდა თავადაც არ იცის ახლა ვითომ ლაზარეს ჩახუტებაზე ემართება ჟრუანტელი წინა ღამით კი მაქსთან იყოოო მე მაინც მაქსისხარეს ვარ მაგრამ ყავდეს ეგ მისი ლაზარე რატომღაც მგონია რომ ატყუებს, ზოგადად მე შენი ისტორიები მომწონს უბრალოდ ზოგჯერ ქალ პერსონაჟებს ვერ ვუგებ.

 


№2 სტუმარი Ani gafrindashvili

AU dzalian momwons magram ver vxvdebi sabolood vistan sheidzleba darches
ai es gaurkvevloba miyvars rom chaxlartav da mere uecrad da datvlilad asworeb situaciias warmatebebii

 


№3  offline წევრი Firefly

საინტერესოა და კარგი წასაკითხი უბრალოდ კატო ძაან არაადეკვატურად იქცევა მაქსიმე უყვარდა გუშინ დღეს ლაზარეს აძლევს კოცნის უფლებას. ძალიან უაზროდ იქცევა .მე მაქსიმემ დამაინტერესეა და კარგი იქნება თუ უფრო ახლოდან გაგვაცნობ. ლაზარე მომწონს თუმცა მაქსიმესთან რომ დარჩეს ის მინდა
--------------------
M.T

 


№4 სტუმარი თამრო

წიგნებიდან ფრაზების აღებისას რამენაირად ჩააკვეხე რო შენიარაა თორე ცუდად ჩანს.
ისე ძაან ჩამთრევი და კარგი ისტორიაა, უბრალოდ ცოტა გაზარდე თავები .
არ მყოფნი ????

 


№5 სტუმარი სტუმარი eka

ამ ისტორიას აღარ გააგრძელებთ??:(:(:(

 


№6 სტუმარი ნატააა

გაგრძელება სადაა??

 


№7 სტუმარი სტუმარი lia

ratom sbewkvite wera,daamtavre .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent