თამაში ბედთან (სრულად)
ოთახში შემოჭრილმა მზის სხივებმა,მორფეოსის სამყაროდან გამომაგდო.ბუზღუნით,ვიცვალე გვერდი და ისევ ძილის შებრუნება ვცადე,თუმცა ეხლა ტუმბოზე დადებული ტელეფონი ამღერდა,"რა გეცათ,ყველას ერთად?"ჩავიბურტყუნე და სენსორზე ხელი გავასრიალე,ვინ იქნებოდა,თუ არა ჩემი, გადარეული მეგობარი. -მოგკლავ,ამოვიბუზღუნე მთქნარებით. -ნიაკო გძინავს? -უკვე აღარ ქალბატონო,რა გნებავს? -აბრძანდი ეხლა და გამოდი ჩვენთან,ხმა გაიმკაცრა ნატამ. -არ გამოვა,ეგ ამბავი. -ხმა არ გავიგო, მიდი და ტაქსის ფულს აქ დაგახვედრებ. -არა ,ვმუშაობ დღეს ხომ იცი? -კარგი,სამსახურის შემდეგ,მაინც გამოდი,თორემ მეც და ტატოსაც ძალიან გვეწყინება,სერიოზული საქმე გვაქვს შენთან. -ხო,კარგი კარგი,დროებით. მობეზრებულმა გადავაგდე ტელეფონი და სამზარეულოსკენ გავბოდიალდი,სევდიანად მოვავლე თვალი ცარიელ ოთახებს,სულ რაღაც,სამი წლის წინ ბედნიერი ოჯახი მყავდა,ქორწილისთვის ვემზადებოდი და თავი უბედნიერესი ქალი მეგონა,"კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო",ზუსტად ეგრე დამემართა,ჩემი აწყობილი ოცნებები თავზე ჩამომენგრა,ეგრეთ წოდებულმა,ჩემმა საქმრომ ქორწილის დღეს მიმატოვა,უბრალოდ ადგა და წავიდა,მამამ ვერ გადაიტანა,ჯერ სირცხვილი და მერე ჩემი გაუბედურება,ინსულტი დაემართა,ყველაფერი გავყიდეთ,რაც გაგვაჩნდა,მაგრამ მაინც ვერ ვუშველეთ,დედამ ნერვიულობის გამო,დიდი სტრესი მიიღო და ლოგინად ჩავარდა,გასაყიდი აღარაფერი დაგვრჩა,ვერც სამსახური ვნახე ნორმალური და ამიტომ სიხარულით დავთანხმდი დეიდაჩემის შემოთავაზებას,დედა თურქეთში გავაცილე,სამკურნალოდ და დავრჩი სრულიად მარტო,უკიდურეს გაჭირვებაში. რთული პერიოდის გადატანაში ნატა და მისი ქმარი,ტატო დამეხმარნენ,ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე,მათი მადლობელი ვიქნები,"ესეც გაივლის",შემოვუძახე თავს და წასასვლელად გავემზადე. * * * ნატამ ყავით სავსე ფინჯანი,დაუდგა ტატოს წინ და მის გვერდით მოკალათდა. -რაო ნიამ? -მოვა ალბათ,სამსახურის შემდეგ. -რატო მოიწყინე?ლოყაზე მიეფერა, კაცი ცოლს. -ტატო,ნიას ძალიან უჭირს,ამოიოხრა ქალმა. -რას გულისხმობ?ტელევიზორი გამორთო ბიჭმა და ნატას მიუტრიალდა. -მატერიალურად,ხომ იცი ყველაფერი გაყიდა,ეს ბინაც ბანკში აქვს ჩადებული,დედამისის მკურნალობის თანხაც უნდა იხადოს. -მერე ეხლა მეუბნები მაგას? -რას შეცვლი? არ სურს დახმარება,ხომ იცი რანაირია,ვერ იტანს,როცა ეცოდებათ. -ხოდა მეგობრებიც მაგიტომ ვართ,რომ არ შეგვეცოდის,უნდა დავეხმაროთ ისე,რომ ხაზი არ გავუსვათ,მის მდგომარეობას. -ოქროს ბიჭი ხარ,ხელი მოხვია ქმარს და კალთაში ჩაუხტა. -ხო მართლა,გიგი ჩამოვიდა და ამ დღეებში,რამეს მოვიფიქრებთ. -რა კარგი ამბავია,ძლივს ეღირსა,ამ ქვეყნისკენ მობრუნება. -იმედია მობრუნდა,გაეღიმა ბიჭს და სიგარეტის კოლოფს დაწვდა. * * * როგორც იქნა,დასრულდა მტანჯველი სამუშაო დღე.იქვე მდგომ ტაქსის მძღოლს ხელი დავუქნიე და კომფორტულად მოვთავსდი სალონში,ნახევარი გზა გვექნებოდა გავლილი,საკმაოდ დაბინდდა,რატომღაც მძღოლის დაჟინებული მზერა არ მომეწონა. -რატომ მომჩერებიხართ?მივახალე გაბრაზებულმა. -ლამაზი ხარ,არც ის ჩამომრჩა,პირდაპირობაში. -ზედმეტები ხომ არ მოგდით?სიბრაზის ნოტები,გაკრთა ჩემს ხმაში. -რატომ? -გააჩერე,ვუყვირე გაბრაზებულმა. -ჯერ არ მივსულვართ,აშკარად დამცინოდა. -გააჩერე,თორემ გადავხტები. მძღოლმა მანქანა გზიდან გადაიყვანა და შეანელა. -მიბრძანდი,გამიღიმა ამაზრზენად. ფული სავარძელზე დავუგდე და უკანმოუხედავად გადმოვხტი მანქანიდან. -"ჯანდაბა,დაწყევლილი თუ არ ხარ,დარჩი ეხლა უფულოდ,შუაღამისას უცხო უბანში,ვიცოდე მაინც სად ვარ"ირგვლივ მიმოვიხედე,ადგილი არ მეცნო.ასი მეტრიც,არ მექნებოდა გავლილი,რომ ნაბიჯების ხმა მომესმა და შიშისგან ,ხელები ამიკანკალდა.სვლა შევანელე,იმ იმედით,რომ გამცდებოდა,თუმცა ჩემს უკან მდგომიც შეჩერდა,ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო და რაც,ძალა მქონდა გავიქეცი.კორპუსებისკენ შევუხვიე და საწყლად მიმოვიხედე,ერთ-ერთ სადარბაზოსთან მანქანაზე ბიჭი იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა.ბევრი არ მიფიქრია,მისკენ გავიქეცი და საკმაოდ ხმამაღლა დავუძახე. -საყვარელო,დიდიხანი გალოდინე? სწრაფად მივირბინე უცნობთან და მეტი დამაჯერებლობისთვის,ტუჩებში დავეტაკე.ბიჭმაც მჭიდროდ მომხვია ხელი და უფრო მაგრად მიმიხუტა,მთელი სხეული მიკანკალებდა. -გაახილე თვალები,იქ არავინააა. საკმაოდ მკაცრი ბარიტონი ჩამესმა და სწრაფად მოვცილდი დარცხვენილი. -მაპატიეთ. -მიპატიებია,სრულიად უემოციოდ მომიგო და ზურგი შემაქცია. -უკაცრავად,მივუბრუნდი უცნობს,ვერ მეტყვით , ეს რა უბანია? ბიჭს თვალები გაუფართოვდა. -ეს ბიჭის გაცნობის ახალი ხერხია?სიბრაზისგან,ერთიანად წამომახურა. -მართლა გეკითხებით,მაქსიმალურად ვცდილობთი თავის გაკონტროლებას. -პლეხანოვი,ჩაილაპარაკა მკაცრად და ისევ მიტრიალდა. -უჟმური,ჩავილაპარაკე და მობილური ამოვაძვრინე ჯიბიდან. * * * -წამოხვალ მაგ სამსახურიდან,ნერვიულად დადიოდა ტატო ოთახში. -სამსახურის რა ბრალია, ტაქსის მძღოლი შემხვდა დეგენერატი. -გოგო,ვერ ხვდები? განათლება იმიტომ მიიღე,რომ მიმტანად იმუშავო?. -სხვა არაფერია, ხომ იცი? უამრავი ადამიანია,ჩემნაირი განათლებით. -მოვკლავ ეხლა ამას,რამდენჯერ გთხოვე,ჩემთან იმუშავე თქო? -მეც რამდენჯერ უნდა გითხრა, არ მიყვარს შენით სარგებლობა. -არ მესმის შენი ლოგიკა,იცოდე მაგ სამსახურიდან წამოხვალ,თორემ ნატას გეფიცები,ხმას არ გაგცემ. -მჭირდება ადამიანო ,ვერ ხვდები? -რომ ჩამოვალთ მერე მივხედოთ,მაგ საქმეს. -სად მიდიხართ გვრიტებო?მხიარულად გადავხედე,ცოლ-ქმარს. -შენც მოდიხარ ბაჭია,გამიცინა ნატამ. -რა ბაჭია ნატა?ან იქნებ მკითხოთ რამე. ჩემი აზრი,არც უკითხავს ვაჟბატონს,სულ ასე იყო,ყოველთვის უფროსი ძმასავით ზრუნავდა ჩემზე. -ნაი თხუთმეტ წუთში,შენთან ვართ და ჩამოდი,ჩამყვირა ტელეფონში ტატომ. -კი მაგრამ,ცოტა ხნის წინაც ეგრე მითხარით და ტივით მოდიხართ? -ჩემი მეგობარიც მოდის და ჯერ იმას გავუარეთ,სულ ნუ წუწუნებ. -კარგი ხო,ჩამოვალ მაშინ. სულ ბუზღუნით ჩავირბინე საფეხურები და იქვე სკამზე ჩამოვჯექი, მართლაც დათქმულ დროს მოვიდა,სიძე ბატონი და გაღიმებული,გადმოხტა მანქანიდან. -ცოლის და,გაგაბრაზე? -მოსაკლავები ხართ,თვალები დავუბრიალე. -მიდი,მიდი შეხტი მანქანაში და წავედით,ხელით მიბიძგა ტატომ. -არ მეტყვით,სად მივდ.... სიტყვა შუაზე გამიწყდა,როდესაც მანქანაში,მშვიდი სახით მჯდომი წინა ღამის ბიჭი ამოვიცანი,სირცხვილისგან ლოყები ამიხურდა,"ღმერთო,რისთვის მსჯი",თვითონაც არანაკლებ გაოცებულმა გამომხედა,თუმცა ისევ ცივად გაატრიალა თავი,შვებით ამოვისუნთქე"ალბათ ვერ მიცნო" გავიფიქრე და დავმშვიდდი. -გოგონა პლეხანოვიდან,ჩამჩურჩულა ყურში და მაგრძნობინა,რომ შევცდი და მეხსიერება არ ღალატობდა.ერთი შევუბღვირე და ფანჯრისკენ მივატრიალე თავი,რასაც ჩუმი ჩაცინება მოჰყვა და მთელი სხეულით ვიგრძენი,როგორი დასვენება მელოდა წინ. მე და ნატამ,სწრაფად მივალაგეთ სახლი და დაღლილები სავარძელზე მივესვენეთ. -ნატ,ვინაა ის უჟმური? -ვინ?გაკვირვებულმა გამომხედა. -თავს ნუ ისულელებ ქალბატონო,აი ის შენი ქმრის ძმაკაცი. -ააა,გიგი გავაშელი,გაგონილი გეყოლება. -ვინ? ეს ის გიგია? გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. -ხო ეგაა,რატომ მეკითხები? ხომ არ მოგეწონა შემთხვევით? -სანამ ლამაზი ხარ,ახტი ეხლა და ყავა გააკეთე, ცოტნემ იცის? -რას ამობ ნია? ცოტნეს არასდროს დაუდანაშაულებია გიგი ნიკუშას სიკვდილში,სხვათაშორის ცოტნე აქ ჩამოვა. -მართლა? როგორ გამახარე,რამდენი ხანია აღარ მინახავს,სიხარულისგან ტაში შემოვკარი. ცოტნე და მისი ძმა,ტატოსგან გავიცანი,მისი ბავშვობის მეგობრები იყვნენ,ჰყავდათ კიდევ ერთი ტრუსიკის მეგობარი,რომელზეც საკმაოდ ბევრი მსმენოდა,თუმცა არასდროს მინახავს,მხოლოდ სახელი ვიცოდი მისი,გიგი გავაშელი,მერე ყველაფერი აირია,ამ სამი თვის წინ ნიკუშას ავარია მოუვიდა და დაიღუპა, საჭესთან სწორედ გავაშელი იჯდა,იმდენად განიცადა,რომ გარკვეული დროით მონასტერში წავიდა.ჩამოვიდა კაცი და ისეთი დახვედრა მოვუწყვე,უკეთესს ვერც ინატრებდა,უნებურად გამეღიმა წინა ღამის ინცინდენტის გახსენებისას.რატომღაც კარგად გავითავისე მისი მდგომარეობა,სხვას არა ,მაგრამ მე კარგად მესმოდა,მისი განცდები. -რა იყო სიმართლე მწარეა? ფიქრებიდან ნატას ხმამ გამომიყვანა. -ნუ სულელობ ამხელა ქალი,მობეზრებულმა ავიქნიე ხელი და შემოსასვლელისკენ გამექცა მზერა. -რას გეუბნები სულელურს? აღარ არის დრო ის იდიოტი დაივიწყო? აგრძელებდა ნატა. -უკვე დავივიწყე ქალბატონო ეგ იდიოტი,თქვენ რომ არ მიხსნებდეთ ყოველ წუთას. -რაღაც არ გეტყობა,წამკბინა ბოლოს და დაბღვერილმა გამომხედა. -ნუ გადამრიე რა, სწრაფად წამოვდექი ფეხზე,რატო გიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი? -ხო მიდი გაიქეცი,სულ გარბიხარ,ვნახავ ერთი სადამდე მიხვალ,მომაძახა გაბრაზებულმა. იქვე დაკიდებული მოსაცმელი ჩამოვხსენი და გარეთ გამოვედი,საკმაოდ გრილოდა,ინტერესით მოვათვალიერე გარემო და ეზოს დასათვალიერებლად გავწიე. "ალბათ მართალი იყო ნატა,უკვე იმდენი დრო გავიდა,მაგრამ მაინც მეშინოდა მისი გამოჩენის" "ისე რა სიმპატიურია და რა უჟმური"ფიქრები გიგისკენ გამექცა და ჩემ თავზე გავბრაზდი. -რამ გაგაგიჟა ამხელა ქალი? სანამ საკუთარ ეგოსთან ვომობდი,ვერც მივხვდი, როგორ დაიწყო მზემ ჩასვლა. * * * ტატო მოსუვენრად სცემდა ბოლთას ოთახში, ყოველ წუთას საათს უყურებდა. -სად წავიდა არ იცი? -ნუ შემაწუხე ტატო,უბრალოდ გარეთ გავიდა. -რამე უთხარი? -არაფერი,გოგაზე ვსაუბრობდით და როგორც იცის ხოლმე, გაბრაზდა. -ვაჰ უნდა მოვკლა,ეგ ნა.....რი ცოფებს ყრიდა ბიჭი,ეს ცოტნე მაინც ჩამოვიდეს დროზე,წამოსცდა გაუაზრებლად და მაშინვე წააწყდა გიგის გაკვირვებულ მზერას. -ვინ უნდა ჩამოვიდეს? ხმა გაუმკაცრდა გავაშელს. -ცოტნე,შენი და ჩემი ბავშვობის მეგობარი თუ აღარ გახსოვს? -მომატყუე?ფეხზე წამოდგა ბიჭი,აქ მაგისთვის წამომიყვანე,რომ ერთმანეთს შეგვახვედრო? - სწორედ მიხვდი,მგონი დროა დაილაპარაკოთ,დაუბღვირა ტატომ. -შენ არ გესმის, იყვირა გიგიმ,მე მას ვუღალატე,მის ძმას სიცოცხლე წავართვი,მე გავაკეთე ეს,მისმა საუკეთესო მეგობარმა. -შენ არაფერი დაგიშავებია,რამეში რომ ჩაჭრილიყავი,ხომ იცი არ გაცოცხლებდა,ერთში მართალი ხარ,არასწორი კაცი ხარ და იცი რატო?რომ მიგვატოვე და წახვედი,აი მაგაზე მართლა უნდა დარდობდე,როცა ცოტნეს შეხვდები. -მართალი ხარ ტატო,გაისმა ოთახში ცოტნეს ხმა და სევდიანად გადახედა მეგობრებს. -გეღირსა ძმა ჩამოსვლა,გახარებული გადაეხვია ტატო,კარში გაჩხერილ ბიჭს. * * * როგორც კი კართან, ნაცნობი მანქანა შევნიშნე,მაშინვე ფეხს ავუჩქარე,ერთი სული მქონდა,სანამ ცოტნეს ვნახავდი,სწრაფად შევაღე კარი და მხიარულად შევძახე. -ეს ვინ მოსულა. -ჩემი ჭინკა,გამიცინა ბიჭმა და ხელები მომხვია, როგორ ხარ დაკარგულო? -შენ როგორ ხარ? თმები ავუჩეჩე. -ვცდილობ კარგად ვიყო,ლოყაზე მომეფერა,მიდი შენ რომ იცი ისეთი ყავა გამიკეთე,ჩვენ მანამდე ვისაუბრებთ. -არის უფროსო, გავუცინე და იქვე მჯდომ ნატას თვალით ვანიშნე გამომყოლოდა. -დავსხდეთ,ჩაილაპარაკა ტატომ,ყველა დაემორჩილა,ხმას არცერთი არ იღებდა,ბოლოს ისევ ცოტნემ ასწია თავი და გიგის გახედა. -ეს რა ქენი? საშინლად სევდიანი ხმა ჰქონდა. -შენი ძმა მოვკალი,უემოციოდ ჩაილაპარაკა გავაშელმა. -არ გაბედო,არ გაბედო მაგის თქმა, იღრიალა ბიჭმა,შენ არავინ მოგიკლავს,მიპასუხე გაგრძნობინე ოდესმე შენ რომ გაბრალებდი?რატომ ჩათვალე ეგრე?როგორ შეძელი და მიმატოვე ყველაზე მძიმე მომენტში? -საჭესთან მე ვიჯექი, დაგავიწყდა? ამოიოხრა გიგიმ. -რა მნიშვნელობა აქვს, იმ დაწყევლი ღამეს ვინ იჯდა საჭესთან?გგონია ის ნ.......ი არ გადმოკვეთავდა ხაზს და თქვენ არ დაგეჯახებოდათ? მინდა გაიგო და შეიგნო,რომ ყველაფერი გავარკვიე და არაფერ შუაში არ ხარ,მეც რომ ვყოფილიყავი შენს ადგილას იგივე მოხდებოდა. -ცოტნე, მძიმედ ამოიოხრა გიგიმ. -შენ ხარ კაცი,რომელიც ჩემთან არასდროს ჩაჭრილა,რომელიც ჩემთვის მეგობრობის და კაცობის ეტალონია და საკუთარ სიცოცხლეს დაუფიქრებლად ვანდობ,ერთი ძმა მიწაში მიწევს და ვერ დავუშვებ მეორეც დავკარგო,გგონია ვერ დაგინახე დაკრძალვის დღეს? უბრალოდ არ მოვედი,რადგან იმ წუთას,შენი ტკივილიც მე მტკიოდა. -აქ ვარ და არსად წავალ,მაპატიე გთხოვ,თქვენს გვერდით ვარ. -ვიცი,გაეღიმა ბიჭს,კიდევ ბევრი საქმე გვაქვს მოსაგვარებელი ნიკას სახელით,თქვენი დახმარება მჭირდება,იცოდით ნიკუშას შეყვარებული,რომ ჰყავდა? -კი ვიცოდი,ხმა ამოიღო ტატომ. -გამოდის ჩემს გარდა ყველა საქმის კურსშია,ვერ ვხვდები რატომ მიმალავდა,იცით მაინც ვინ არის,ან სად ვნახო? -მე ვიცნობ მაგ გოგოს,ყავის ფინჯნები მაგიდაზე დავაწყვე და სავარძელზე ჩამოვჯექი. -მართლა? საიდან ნია? -მეზობლად ცხოვრობს,ჩემს თვალწინ გაიზარდა. -შეიძლება გავიგოთ შენ რამდენი წლის ხარ? ირონიულად გამომხედა გიგიმ. -მე თქვენ არ გესაუბრებით,ბატონო გიგი. -ვფიქრობ საუბარზე მეტი გვაკავშირებს,აშკარად წინა ინცინდენტს მახსენებდა. -მე ეგრე ვერ ვიტყოდი, შიშის ნიადაგზე ადამიანი ბევრ სისულელეს აკეთებს. -რაღაც შეშინებულს არ გავდი გუშინ. -გაჩუმდი,ტონს ავუწიე გაბრაზებულმა. -ტონი აკონტროლე ნია,არც ის დამრჩა ვალში. -მოიცა თვენ რა გჭირთ? ჩაერია ტატო,იცნობდით ერთმანეთს? -არაფერი ტატო, მიდი თქვი გუშინ რა მოხდა,როგორც ჩანს ენაზე კბილის დაჭერა არ შეგიძლია, გიგი დუმდა და თვალებით მბურღავდა. -რაც შეეხება ნიკას შეყვარებულს, მივუბრუნდი ცოტნეს,ნინი ჰქვია და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ცხრამეტი წლისაა,მე მაღლა ვიქნები. -ნია,დამიძახა გავაშელმა მოულოდნელად. -რა გინდა? კიბესთან მისულმა დავუყვირე. -ეს ასე არ დამთავრდება, არ გირჩევ ჩემთან საქმის დაჭერას. * * * მთელმა კვირამ ისე გაიარა, საერთოდ არ ვკონტაქტობდით მე და გიგი,არასდროს ერეოდა ჩვენს მხიარულებაში და სულ დაბღვერილი დადიოდა,ვიცოდი დიდად გულზე არ ვეხატებოდი,მაგრამ მაინც დადებითად განვეწყვე მის მიმართ.დილით საკმაოდ ადრე გამეღვიძა და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე,სამარისებული სიჩუმე იყო სახლში,ყველას ეძინა.ჭიქაში ყავა ჩამოვისხი და ჰამაკისკენ გავწიე,თუმცა გეგმები ჩამეშალა,როდესაც შიგნით არხეინად წამოწოლილი გიგი შევნიშნე. -რამე დაკარგე? რას მომჩერებიხარ? ისევ უხეშად მომმართა. -არა არაფერი,მე უბრალოდ. -რა გინდა? იკადრა თვალების გახელა. -არაფერი,სწრაფად მივტრიალდი,თუმცა წასვლა გადავიფიქრე და თავზე დავადექი. -რამე დაგიშავე? -რა? გაკვირვებულმა გამომხედა. -აბა რატო ვერ მიტან? დავიჯერო პირველი კოცნა მოგპარე და მაგიტო გამიბრაზდი? -როდის გითხარი,რომ ვერ გიტან?უბრალოდ ჩემთვის არავინ არ ხარ,ამიტომ არ ვთვლი საჭიროდ კარგად ვიყო შენთან. -მე კიდევ მგონია,რომ ეგეთი სულაც არ ხარ. -აბა როგორი ვარ? -უბრალოდ ტკივილმა გაგაბოროტა,დანაშაულის გრძნობამ გაქცია ეგეთად,უდარდელი ბიჭის როლს კარგად თამაშობ,რეალურად კი შინაგანად კვდები. -გაჩუმდი ნია, ცხვირს იქ ნუ ჩაყოფ სადაც არ გეკითხებიან. -ყელში გიჭერს და სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს ხომ ეგრეა?დამიჯერე არ უნდა მისცე უფლება ტკივილს, სიტყვა შუაზე გამიწყდა,როდესაც გიგი ფეხზე წამოხტა და ხელებში მეცა. -ენა ჩაიგდე პატარა მეტიჩარა,შენი საქმე არ არის ვის რა აწუხებს,არ გაქვს უფლება უბრალოდ მოხვიდე და შენი აზრი მომახვიო თავზე,შენ რა იცი ტკივილი რა არის?ერთი გატუტუცებული მამიკოს გოგო ხარ ალბათ,რომელსაც მშობლებმა არ არსწავლეს ხალხთან მოქცევის კულტურა,განსაკუთრებით უცხოებთან,ახლოს არ გამეკარო,თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.დამიღრიალა და ჭიქაზე ხელი ამიკრა გაუაზრებლად,მდუღარე სითხე ხელზე გადამექცა და აუტანელმა ტკივილმა დამიარა მთელ სხეულში,ინსტინქტურად დავხედე ხელს,რომელსაც გაწითლება დაეწყო,თუმცა დამწვრობის ტკივილი,ვერ შეედრებოდა მისი სიტყვებით გამოწვეულ ტკივილს,ვიდექი ერთ ადგილას გაშეშებული და უაზროდ მივშტერებოდი იმ ადგილს,სადაც ორი წუთის წინ გავაშელი იდგა. ხელის გულებით შევიმშრალე ცრემლები და ჰამაკში ჩავეშვი,"არ გებედო ტირილი,არა" შემოვუძახე ჩემს თავს და თვალები დავხუჭე,ძალაუნებურად გადავეშვი მოგონებებში,აუტანლად მომინდა დედასთან ჩახუტება,თვალწინ კადრებად გამიარა მისმა გაღიმებამ და დამეფიცება მისი ხმა გავიგე,რას არ მივცემდი სულ ხუთი წუთით,რომ ჩავხუტებოდი.პირობა გავტეხე,ტირილი სლუკუნში გადამივიდა და დანანებით დავხედე აწითლებულ ხელს. როგორც კი ,სახლში ფეხი შევდგი,მაშინვე მომესმა ბავშვების ხმა,გულმა რეჩხი მიყო,არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე ვინმეს,თუმცა ნატას წამოკივლებამ აზრზე მომიყვანა და ყველას ყურადღებაც მივიქციე. -ნია ხელზე რა გჭირს? შენ რა იტირე? შემომხედე. -არაფერი, ყავა გადავისხი.ძლივს ამოვიღე ხმა. -წამოდი მაზს წაგისვამ,ხელზე დამქაჩა ნატამ. -არ მინდა,გთხოვ მაღლა ავალ,ყველანაირად ვცდილობდი თავი დამეღწია მისგან და ოთახიდან გავსულიყავი. არ შემეძლო იმ ოთახში ყოფნა სადაც გავაშელი იჯდა, უდარდელი სახით.ეგეც რომ არა,უკვე ვგრძნობდი ნიკაპი მიკანკალებდა და ტირილს ვერ შევიკავებდი. -რა გჭირს ნია? უბრალოდ წაყევი და ხელს მიხედე,გვერდით დამიდგა ტატო,ხომ ხედავ,როგორ გაგიწითლდა,ხიფათიანო. უნებურად,ტატო იმ სიმს შეეხო,რასაც ასე ვუფრთხილდებოდი,სწორედ ესე მეძახდა დედაც მოფერებით,როცა რამეს ვიტკენდი.ემოციამ ყველანირი ჯებირები გაარღვია, ხელი პირზე ავიფარე და ხმით ავღრიალდი. -ნია რა გატირებს? ხელი მომხვია ბიჭმა და გულზე მიმიხუტა.ხელი გტკივა? -მენატრება,ძლივს ამოვთქვი და უარესად ამომიჯდა გული. -დაწყნარდი,მორჩა,ნატა წყალი მოუტანე,დაუყვირა გაშეშებულ ქალს და დივანზე დამსვა. -კარგი გოგო გულს ნუ მიხეთქავ,გთხოვ აღარ იტირო რა,თმაზე მეფერებოდა და ვხვდებოდი,არანაკლებ უკანკალებდა ხმა. -მაპატიე. -არაუშავს,ესეც გაივლის,დამიჯერე ყველაფერი დაუბრუნდება ძველ კალაპოტს. -წამოდი მაღლა ავიდეთ, ხელი მომხვია ნატამ და ადგომაში მომეხმარა. * * * ოთახში სამარისებული სიჩუმე იყო,თითქოს ყველა მომხდარის და ნანახის გააზრებას ცდილობდა. -დიდი ხანია ასეთ დღეშია? სიჩუმე დაარღვია ცოტნემ. -ნერვებმა უმტყუნა,მიკვირს კიდეც,როგორ უძლებს ამდენს. -რას უძლებს ამისთანას? ხმა ამოიღო აქამდე ჩუმად მჯდომმა გავაშელმა. -შენ რა იყო, რას იკბინები? მიუტრიალდა ტატო. -არაფერი რა უნდა იყოს? -რამე უთხარი? ხმა გაიმკაცრა ბიჭმა. -დილით თავზე დამადგა და ვითომ დიდი გამოცდილების მქონეა,ისე დამიწყო დაწყნარება,ისეთი არაფერი მითქვამს,უდარდელად ჩაილაპარაკა ბიჭმა. -გამოცდილება ჩემო გიგი, მაგ ადამიანს აქვს სწორედ,ასე რომ შეგშლია ძმაო,ჩვენში ერთადერთია ვისაც ზუსტად ესმის შენი მდგომარეობა,ფეხზე წამოდგა ცოტნე. -ორი წლის წინ,საქმრომ ქორწილის დღეს მიატოვა,მერე ამის გამო მამა გარდეცვალა,დედამ ვერ გაუძლო და ფსიქიკური პრობლემებით,თურეთის კლინიკაში მკურნალობს,ძალიან უჭირს,მისი თავისაც და დედამისის რჩენაც,შენი აზრით ცოტა გამოცდილებაა? მძიმედ ამოიოხრა ტატომ. გიგის ეგონა,ცივი წყალი გადაასხეს.საკუთარმა სიტყვებმა თვითონ შეაკრთო,სინდისის ქენჯნა იგრძნო და აფორიაქებული სული უარესად დაუმძიმდა. -იმედს ვიტოვებ ამის მერე,მაინც მორჩები თვითგვემას და იმის ტყუილად დაბრალებას,რაც შენი ბრალი არ არის.მხარზე ხელი დაკრა ტატომ და გარეთ გავიდა. * * * რომ გამეღვიძა, უკვე დაბინდებულიყო და საკმაოდ მშვიდადაც ვიყავი, სწრაფად წამოვდექი ფეხზე და კიბეზე დავეშვი. -როგორ ხარ ნია? გამიცინა ცოტნემ. -კარგად ვარ,ბოდიშით დღევანდელისთვის, ესე არ მემართება ხოლმე. -საბოდიშო არაფერი გაგიკეთებია,გამიღიმა ბიჭმა. -ნატა და ტატო სად არიან? კულტურულად არ ვიმჩნევდი იქვე მჯდომ გიგის,რომელიც რატომღაც სულ სხვანაირი მზერით მიყურებდა. -მაღაზიაში წავიდნენ,ნია რაღაც მინდა გთხოვო. -როდიდან გჭირდება ჩემთან რამის თხოვნა? წარბი ავუწიე ცოტნეს,ბიჭს გაეღიმა. -იმ გოგოსთან უნდა წამომყვე,უნდა გავიცნო ქალი,რომელიც ჩემს ძმას სიცოცხლეს ერჩია. -ვისთან? ნინისთან? -ხო. -რა პრობლემაა, როცა მეტყვი წავიდეთ. -ოქროს გოგო ხარ,ოქროსი,წავალ მოვწევ,თვალი ჩამიკრა და ოთახიდან გავიდა. -ბოდიში,ხმა ამოიღო გავაშელმა. -მიღებულია,სწრაფად მივტრიალდი,თუმცა გიგიმ მხრებში ჩამავლო ხელი და დივანზე დამსვა. -რას აკეთებ? თვალები გამიფართოვდა. -როცა გესაუბრები ზურგს ნუ მაქცევ,მე ბოდიშის მოხდას ვცდილობ და შენ ზედაც არ მიყურებ. -ხოდა მივიღე ბოდიში,კიდე რა გინდა? -ხელი ძალიან გატკინე? ვერ მოვზომე. -არაფერია გამივლის,უარესებიც ამიტანია,ნაძალადევად გავუღიმე. -გიგი გავაშელი,ხელი გამომიწოდა ბიჭმა. -ნია ონიანი,მის ხელს ჩემი შევაგებე და მეც გამეცინა. -რომ არ იკბინები,ბევრად ლამაზი ხარ. -არ გინდა,ეგრე ნუ გაბანალურდები. -ვერაფერს იტყვი,სიტყვებს კარგად ხმარობ,გაეცინა გიგის. -ხო ჩემი ძლიერი მხარეა. -რა მოხდა იმ საღამოს? -რომელ საღამოს? -ოხ რა ეშმაკი ვინმე ხარ,ისე მადლობაც კი უნდა ვუთხრა იმ ვიღაცას,ასე რომ შეგაშინა. -ეხლა მოიცაა,შენ ძალიან ხომ არ გაგიტკბა? -გამოაჩინა ისევ ბრჭყალები,გადაიხარხარა გავაშელმა. -არ ხარ ღირსი ადამიანურად ლაპარაკის,გაბუტულმა გავატრიალე თავი. -შენ ისე იბუტები,გეგონება მე გეცი და გაკოცე,არა წინააღმდეგი კი არ ვარ,ეგრე არ გაიგო. -საზიზღარი ბიჭი ხარ,ფეხზე წამოვხტი და კარებისკენ წავედი. გიგიმ კმაყოფილმა გააყოლა თვალი,მიმავალ ქალს და საოცარი სითბო იგრძნო გულში.უკვე დანამდვილებით იცოდა,ვერასდროს შეძლებდა მის დავიწყებას. * * * გადაწყდა მეორე დღეს წავსულიყავით, ნინის სანახავად,დილით ადრე გამოვედით სოფლიდან,რადგან იმავე დღეს, უნდა დავბრუნებულიყავით უკან. -ისე როგორი გოგოა? გამომხედა ცოტნემ. -ძალიან კარგი, რასაც დედამისზე ვერ ვიტყვი,ცოტა უცნაური ქალია. -მედს ვიტოვებ,სახლიდან არ გამოგვყრის,ამოიოხრა ბიჭმა. -რამ შეგაშინა ამხელა კაცი? გულით გამეცინა და საჭესთან მჯდომს მუჯლუგუნი ვკარი. -შენ ძალიან ხომ არ გამითამამდი? -რავიცი,ეგ კუნთები კი გაყრიათ ამ საძმაკაცოს უხვად და ისე კი გეშინიათ ყველაფრის, გამეცინა გულიანად. -ეხლა გადაბრძანდება ერთი ქალბატონი მანქანიდან,გადმოგვძახა უკანა სავარძლიდან გავაშელმა. -ოჰ მეორე კუნთის გროვამ,ხმა ამოიღო. -შენ რაღაც,ზედმეტად უსვამ ხაზს ჩემს კუნთებს,დავიჯერო ერთი ჩახუტებით ესე შემიგრძენი? ენა მუცელში ჩამივარდა და ერთიანად წამოწითლებულმა თავი ფანჯრისკენ გავატრიალე. -ეგრე რა,ძლივს არ გააჩუმა? ჩაიფხუკუნა ცოტნემ და სიჩქარეს მოუმატა. * * * ბიჭებს მანქანაში დაცდა ვთხოვე და მარტო ავუყევი საფეხურებს,არ ვიცოდი ნინი ან დედამისი ,როგორ მიიღებდნენ ცოტნეს სტუმრობას,გაუბედავად დავაკაკუნე კარზე და დაველოდე,როდის გააღებდნენ. -გამარჯობა ნატო დეიდა,მივესალმე გაკვირვებულ ქალს. -ნია? -ხო,შეიძლება შემოვიდე? წინ წავიწიე და ლოყაზე ვაკოცე. -შემოდი,სახლში შემიძღვა და დივანზე მიმითითა. -ნატო დეიდა,აქ ნინის სანახავად და მასთან სალაპარაკოდ მოვედი,თუ შეგიძლიათ დაუძახეთ. -ვერ დავუძახებ,აქ აღარ ცხოვრობს,მომიგდო გაბრაზებულმა. -ვერ მივხვდი? -რას ვერ მიხვდი? ეს ახალგაზრდები,ხომ სისულელეების კეთებაზე ხართ მომართული,ხოდა შემარცხვინა ბატონო და აქ აღარ დაედგომებოდა. -გააგდეთ? თვალები გამიფართოვდა გაოცებისგან. -ეგრე ემართება,დედის წინ მორბენალ კვიცს,მომინდომა გოგომ სიყვარულობანას თამაში,ხედავ სადამდე მიგვიყვანა ამ ყველაფერმა? -მათ ერთმანეთი უყვარდათ,არავინ იცოდა ნიკას თუ ასეთი რამე შეემთხვეოდა,უკვე სიბრაზე მეპარებოდა ხმაში. -თავიდანვე არ დამიჯერა, არ ვიყავი ამ ურთიერთობის მომხრე. -ეგ თქვენზე არ იყო დამოკიდებული,გარდა მაგისა არ მახსენდება,როდიდან გახდა ადამიანის შეყვარება სირცხვილი? -შენ მაინც, როგორ ამბობ ნია მაგას? დაგავიწყდა მაგ სიყვარულმა, რა დღეში ჩაგაგდო? -არ გაბედოთ,ჩემი და მათი ურთიერთობის შედარება,ნიკას მართლა უყვარდა თქვნი ქალიშვილი და რომ არა ეს ტრაგედია,დღეს ბედნიერად იცხოვრებდნენ. -არ მაინტერესებს არაფერი,არც მისი ცხოვრება და არც შენი, ქალბატონო ორსულადაა და მის დაქალთან ბრძანდება, გეცოდინება რომელთანაც,ეხლა მიბრძანდი აქედან.უცერემონიოდ გამომაგდო კარეთ და კარი ცხვირწინ მომიხურა. * * * ახალი ამბით გაბრუებულმა,ჩამოვიარე საფეხურები და გარეთ გავედი, ბიჭები მანქანასთან იდგნენ და მელოდებოდნენ,პირველი ცოტნემ დამინახა და ცნობისმოყვარე თვალებით მომაჩერდა. -ნახე? -ვერა. -არ იყო სახლში? -არა. -დაველოდოთ ხომ მოვა? გამოცოცხლდა ცოტნე. -არ მოვა,ვაგრძელებდი მათ წვალებას. -ჰე ეხლა,ნუ მოგვკალი თქვი რამე,დამიმბღვირა გიგიმ. -ოხ გავაშელი,ნერვებს მიხედე,ნერვებს. -ნია,გამომხედა ცოტნემ. -მოკლედ აქ აღარ ცხოვრობს, სახლიდან გამოაგდო დედამისმა. -რატო? -ბიძა ხდები ბიძა, მეგობრულად მივკარი მხარზე ხელი და გავუღიმე, პირველი გიგი მოეგო გონს და გაეღიმა. -რას ამბობ? ორსულადააა? ჩემ ნიკუშას შვილი ეყოლება? -ხო ცოტნე,იმედს ვიტოვებ,რამე სისულელე არ გააკეთა ამ 3 თვეში. -ეგ არ თქვა,ხმა გაიმკაცრა ცოტნემ, -რა არ ვთქვა?ჯერ ბავშვია და უკვე ამდენი პრობლემა აქვს,შეყვარებული დაეღუპა,ორსულადაა და ამას დამატებული,საკუთარმა დედამ, სახლიდან გამოაგდო. შენ რას იზამდი მის ადგილას? -არ ვიცი,თავზე ხელი გადაისვა ბიჭმა,სად უნდა ვნახო? -მისამართს გეტყვი,მის დაქალთანაა,ოღონდ აქედანვე გაფრთხილებ,ზედმეტი არ მოგივიდეს, ისედაც ძალიან იქნება დამფრთხალი. -ეხლავე წავიდეთ,დაფაცურდა ცოტნე. -შენ წადი,ჩვენ უკან დავბრუნდებით,ამდენი ხომ არ მივადგებით იმ გოგოს? -ხო მაგრამ,მე საჭესთან ვერ დავჯდები,დამიბღვირა გიგიმ. -შენ არც გთოვ,ტარება მეც ვიცი. -კარგი მართალია,მოდი ეს მანქანა თქვენ წაიყვანეთ და მე მივხედავ ჩემს თავს,უმაგრესი გოგო ხარ,გამიცინა და თავზე მაკოცა. * * * -ჰე ეხლა,დიდხანს გელოდო? მანქასთან გაშეშებულ ბიჭს გავხედე. -რამე დავაშავე,შენ რომ შეგხვდი? -ალბათ,უდარდელად ავიჩეჩე მხრები. -კარგად მაინც თუ მართავ? -უკეთესს ვერც ინატრებ,ერთი თვეა რაც მოწმობა ავიღე. -რა თქვი? ტონს აუწია გიგიმ. -კარგი ნუ პანიკიორობ,შეიძლება რაღაც გკითხო? -მკითხე. -იმ ამბის მერე გახდი ესეთი უხეში,თუ სულ ესეთი იყავი? -სადაც არ გეკითხებიან,ცხვირს ნუ ყოფ. -აი ხედავ? ვცდილობ ადამიანურად დაგელაპარაკო,შენ კიდე მეუხეშები. -შენ აზრით,იმ ამბის შეხსენება,შენი მხრიდან ადამიანური საქციელია?და შენზე რას მეტყვი?იმ ამბის მერე გახდი კარგი მსახიობი, თუ ყოველთვის მოგწონდა მაგარი გოგოს როლის თამაში? -არაფერს არ ვთამაშობ,ტონს ავუწიე გაღიზიანებულმა. -კი თამაშობ,მე არავისთვის მჭირდება იმის მტკიცება რა მაწუხებს,შენ იცინიხარ,მხიარულობ და უცებ სპექტაკლს დგამ ისეთს, რომ ყველას ყურადღბას იქცევ. -რატომ ხარ ასეთი? -როგორი ნია? მაპატიე,მაგრამ ვერ ვიხსნები უცხო ხალხთან,არც ის მსიამოვნებს,შენ რომ ერევი ჩემს საქმეში. -ზოგადად რა გაღიზიანებს? ჩემი არსებობა? -მოდი არ გვინდა რა,მე ჩემი პრობლემებიც მყოფნის. -მე ვცდილობ დაგეხმარო,შეიძლება სხვას არა,მაგრამ მე კარგად მესმის,რასაც გრძნობ. -მორჩი ნია,დამიღრინა გიგიმ,ნუ მიწვევ. -შენ გგონია მე ადვილი ცხოვრება მქონდა?გგონია იოლია ყოველ დილით იმ რეალობაში გაღვიძება,რასაც ჩემი ყოფა ჰქვია?შენკენ ხელს არავინ იშვერს,ხომ ხედავ ცოტნეც კი იქით გაწყნარებს,დედაჩემისთის კი, მე საკუთარი მამის მკვლელი ვარ,შენ ამბობ,რომ მაგარი გოგოს როლს ვთამაშობ?არა გიგი,მაგარი გოგო ვარ,ამდენს რომ ვუძლებ,ყვირილი დავასრულე და ცრემლები შევიმშრალე ხელისგულებით. * * * ცოტნემ მორიდებით დააკაკუნა კარზე და მიაყურადა.გული საშინლად უცემდა იმის წარმოდგენაზე,რომ მისი ნიკოლას გაგრძელება,უნდა მოვლენილიყო ამ ქვეყნად.დანამდვილებით იცოდა ,რომ ყველაფერს გააკეთებდა,დედა-შვილისთვის.ფიქრს კარის ხმამ მოსწყვიტა და ზღურბლზე ძალიან ლამაზი,პატარა გოგო გამოჩნდა. -ვინ გნებავთ? -ნინის ნახვა მინდა,შეიძლება? -ვინ ხარ? ტონს აუწია გოგომ,ცოტნეს ჩაეცინა და ნიას გაფრთხილება გაახსენდა. -ნიკას ძმა ვარ,ცოტნე,ქალს სახე შეეცვალა. -რა გინდა ნინისთან?ტონი გაიმკაცრა პატარა ქალბატონმა. -იქნებ სახლში შემომიშვა?ცოტა უხერხულია აქ საუბარი. გოგო უხალისოდ გაიწია და ბიჭი სახლში შეატარა. -ტყუილად ირჯები,არ მოგცემ უფლებას,რამე აწყენინო. -და ვინ გითხრა,რომ უნდა ვაწყენინო? -მისმინე,არ ვიცი რა გინდა,მაგრამ წადი რა,გვაცადე მშვიდად ცხოვრება,ამოიოხრა გოგომ. -შენ რა მაგარი ვინმე ხარ,გაეცინა ცოტნეს,მორჩი? ეხლა მე მომისმინე პატარა ქალბატონო,ჯობია ნინის დაუძაო,თორემ ფეხსაც არ მოვიცვლი აქედან,თან დამიჯერე,უბრალოდ უნდა დაველაპარაკო,პირობას გაძლევ არ ვაწყენინებ. -კარგი,დანებების ნიშნად ხელები ასწია ქალმა,იმ ოთახში სძინავს. -მადლობა,გაუღიმა ცოტნემ და კარისკენ გატრიალდა,თუმცა უცებვე შედგა,თითქოს რაღაც დაავიწყდა,სწრაფად წაიწია წინ და გაშეშებულ ქალს ,შუბლზე აკოცა. -კარგი გოგო ხარ შენ,სანამ ქალი აზრზე მოვიდა,ცოტნე უკვე კარს იქით გაუჩინარდა. * * * მანქანას სწრაფად ვმართავდი,ერთი სული მქონდა რაჭამდე მიმეღწია და მასთან ერთად არ ვყოფილიყავი.თავს არ ვუტყდებოდი,რომ სასწაულად მიზიდავდა ეს უჟმური ბიჭი,უცებ ერთი იდეა მომივიდა თავში. -ვაიმე,წამოვიკივლე უცებ და მანქანა გზიდან გადვიყვანე. -რა გჭირს? -მტკივა,მტკივა,ხელი მივიჭირე მუცელზე. -რა დაგემართა? სწრაფად გადახტა მანქანიდან და ჩემს მხარეს კარი გამოხსნა,გადმოსვლაში მომეხმარა და ხელი მომხვია. -მიშველე გიგი,ძალიან ცუდად ვარ. -კარგი,დაწყნარდი,სწრაფად მტაცა ხელი,თავის ადგილას დამსვა და დაუფიქრებლად მიუჯდა საჭეს,დაძაბული მართავდა მანქანას და დარწმუნებული ვარ,იმ წუთას სულაც არ ფიქრობდა,მის შიშებზე.მალულად ვაპარებდი თვალს მისკენ და ჩემი გადარჩენის გეგმას ვსახავდი გონებაში,როცა გაიგებდა ,რომ მოვატყუე. * * * ცოტნემ ფრთხილად შეაღო კარი და საწოლზე,ემბრიონის პოზაში,მწოლიარე ქალს დახედა,იქვე სავარძელზე ჩამოჯდა და კარგად აათვალიერა.უნებურად გაეღიმა,როგორც კი მზერა,მის ოდნავ გამობერილ მუცელზე შეაჩერა. სიხარულისგან,სუნთქვა შეეკრა,ფრთხილად დაიხარა მისკენ და თმაზე მოეფერა. ქალი შეიშმუშნა და თვალები გაახილა,როგორც კი აღიქვა,რომ მის ოთახში უცხო მამაკაცი იყო,მაშინვე ფეხზე წამოხტა. -ვინ ხარ და აქ რას აკეთებ?ნუცა სად არის? -დაწყნარდი ნინი. -ვინ ხარ? ქალს ხმა აუკანკალდა. -ცოტნე ვარ,ცოტნე იმნაძე,ნიკოს ძმა. გოგო გაფითრდა და ინსტინქტურად საწოლს დაეყრდნო. -აქ რისთვის მოხვედი? -შენს სანახავად და გასაცნობად,თავის დროზე ვერ მოვახერხეთ. -ბავშვს არ მოვიშორებ,მთელი ქვეყანაც რომ წინ დამიდგეს,ამიტომ ტყუილად ნუ შეიწუხებთ თავს. -რას ამბობ? მაგას არასდროს დავუშვებ,სწორედ მაგიტომ ვარ აქ,მხოლოდ დღეს გავიგე,ამ პატარას არსებობის შესახებ და უკვე ჩემთვის ცხოვრების აზრია,ჩემი ნიკალას შვილი. -მის მეტი არავინ დამრჩა ნიკასგან,არც არავინ მყავს,გაიგებდით ალბათ საკუთარმა დედამაც კი ზურგი მაქცია. -უკვე მე გყავარ,არასდროს დავუშვებ,რომელიმეს რამე მოგივიდეთ,ბოლო-ბოლო ჩემი რძალი ხარ. -არაფერს ვითხოვ,ხმა აუკანკალდა ქალს. -ვინ ამბობს რომ ითხოვ?მეც არავინ მყავს მაგ პატარას და უკვე შენს გარდა,ნიკა მთელი ჩემი სამყარო იყო. -მენატრება,თვალები ცრემლებით აევსო ქალს. -მოდი ჩემთან,ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა ატირებული ქალი,მორჩა,დღეიდან არაფერზე იდარდებ,ყველაფერი თავის ადგილას დადგება,შენ კი არ იცი რა მადლობელი ვარ სიცოცხლის აზრი,რომ დამიბრუნე. * * * დაძაბული მართავდა გიგი მანქანას,ნელ-ნელა უფრო ვრწმუნდებოდი,რომ სულელურად მოვიქეცი. -ძალიან გტკივა?ცოტაც მოიცადე და მალე მივალთ,იმედია სადმე საავადმყოფი იქნება. -გიგი,სავარძელში გავსწორდი და გავაშელს გავხედე. -ჰო რა იყო? ცუდად ხარ? გავაჩერო? -რას აკეთებ ეხლა? -რას ვაკეთებ გოგო? რა გამოცანებით მელაპარაკები? ექიმთან მიმყავხარ. -მანქანას მართავ. გავაშელი გაფითრდა,მხოლოდ მაშინ გაიაზრა,რომ ამდენი ხანი საჭესთან იჯდა,სწრაფად გააჩერა მანქანა და გადახტა,ვხედავდი,როგორ ცდილობდა კანკალის შეჩერებას და მივხვდი გადავამლაშე. -გიგი მისმინე,სიტყვის დამთავრება არ დამცალდა,ხელი მოიქნია და სახეში გამარტყა. -ხომ გთხოვე გაჩერებულიყავი,ამის დედაც ,ხომ გთოვე? -მე უბრალოდ, დახმარება მინდოდა. -გთხოვა ვინმემ?მოულოდნელად გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში და უარესად მიწამლავ სიცოცხლეს. -მისმინე ადამიანო. -არა ,არ მინდა,შენი ხმის გაგონებაც კი გულს მირევს,ეხლა კარგად ვხვდები რატომაც მიგატოვა საქმრომ,იცი რა ადამიანი ხარ? სხვის ტკივილში ხელებს აფათურებ და ამას დხმარების სურვილით ხსნი,არადა ერთი საცოდავი გოგო ხარ,რომელსაც დახმარება იქით სჭირდება. -გეყოფა,გაჩუმდი,ვუყვირე გამწარებულმა. -აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში გხედავდე,მოკარებაც კი არ გაბედო არასდროს,გასაგებია შენთვის? -მოვა დრო და იქით შემეხვეწები ვაჟბატონო,მაგრამ ერთშია პრობლემა,მე ჩემთვის გარტყმულ სილას,ძალიან ცუდად ვაბრუნებ უკან. -არც იოცნებო ამად არ ღირხარ,ხომ გაგიგია ყველა იმას იღებს,რასაც იმსახურებს. -ანუ თვლი,რომ რაც მოხდა დავიმსახურე? იმ ტკივილის ღირსი ვიყავი?შენ არა გიგი,არ გაქ მაგის თქმის უფლება,ხომ არ დაგავიწყდა რა გვაერთიანებს?მართალი ხარ ყველამ ის მივიღეთ რაც დავიმსახურეთ,მაგრამ ორი წლის წინ,ჩემთვის ვინმეს დახმარების ხელი,რომ გამოეწოდებინა და არა შეცოდების,ბევრად გამიიოლდებოდა ცხოვრება. -მსახიობი ხარ,კბილებში გამოცრა გავაშელმა. -ძალიანაც კარგი,ძლივს ამოთქვი შენის სათქმელი,არც მე მეხატები გულზე,მინდოდა ეს შიშები დაგეძლია,მაგრამ დაუნახავი ადამიანი ხარ,ვუყვირე აცრემლებულმა და მანქანისკენ გავიქეცი. * * * ნუცა ნერვიულად სცემდა ბოლთას ოთახში და ყოველ წუთას საათს დაჰყურებდა. უცებ ოთახის კარი გაიღო და გაღიმებული ნინი,როგორც კი დაინახა,შვებით ამოისუნთქა. -როგორ ხარ ნინ? -გადასარევად ნუცი,არ გინდა რაჭაში წავიდეთ? -იქ რა გვინდა? გაოცებულმა გახედა ქალს. -ხომ იცი ჩემთვის ჰაერის შეცვლა კარგია,თან ცოტნემ დაგვპატიჟა. -მე არავის მივუწვევივარ,შენ წადი და არ იდარდო არაფერზე. -არ მეგონა,თქვენთვის თუ ოფიციალური მოსწვევი დამჭირდებოდა, სავარძელზე ჩამოჯდა ცოტნე. -სიტყვითაც არავის მოუმართავს,ირონიულად გახედა ქალმა. -ყოჩაღ,სიტყვებს კარგად ხმარობ,მაგრამ რადგან ეს ეხლახალს გადავწვიტეთ,გაბრაზება უადგილოა. -კარგით ეხლა, ჩაერია ნინი და ცოტნეს ეშმაკურად გაუცინა. -მიდი შენ და ჩალაგდი,ხომ იცი რომ უშენოდ არსად წავალ, რატო მალაპარაკებ ამდენს? -მისმინე ნუცა,საუბარი დაიწყო ბიჭმა,როგორც კი ნინი ოთახიდან გასული დაიგულა, ვიცი რამდენს ნიშნავ მისთვის,მინდა რომ მის გვერდით იყო,არა მართტო მას, მეც მინდა და გულით გპატიჟებ,მოხარული ვიქნები თუ მიიღებ. -მისმინე ბატონო ცოტნე, ნინის რამე რომ აწყენინოთ მართლა მოგკლავთ,შენ რომ არ მითხრაა,ისედაც არ დავტოვებ ჩემს გოგოს მარტო. -შარში ვარ,ჩაილაპარაკა ბიჭმა და მიმავალ ნუცას თვალი გააყოლა. * * * მთელმა კვირამ სიმშვიდეში გაიარა,გოგოების ჩამოსვლამ,ყველა გაგვახალისა და მთელი ყურადღებით ნინიზე გადავერთეთ.თითქოს გავერთიანდით და ერთ დიდი ოჯახად ვიქეცით,მხოლოდ გიგი არიდებდა თვალს ნინის და ყველა ვხვდებოდით რატომაც,გავაშელმა სიგარეტის კოლოფს ხელი დაავლო და გარეთ გავიდა. -ცივა ხომ? მოესმა გვერდიდან ქალის ხმა, არ მეგონა თუ ეწეოდი. -ნინი? გაცივდები წამოდი შევიდეთ,სწრაფად წამოდგა ფეხზე ბიჭი. -ნუ გარბიხარ გიგი,არ მცივა,აქ შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -ნინი,მე. -არ გინდა გთხოვ,თვალს ნუ მარიდებ,არაფერში გადანაშაულებ და ხვდები ამას ალბათ,უარესად მტკენ გულს ასე,რომ გვექცევი. -ვერასდროს ვეტყვი მას,რომ უმამოდ დავტოვე,თავი დახარა გიგიმ. -მას ისეთ ადამიანად გავზრდით,რომ ეცოდინება შავის და თეთრის გარჩევა,ხომ ნათლია? -რა? თვალებგაფართოებულმა გახედა მომღიმარ ქალს. -ხო,ნიკას უნდოდა შენ მოგენთლა,მეც მინდა შენნაირი ადამიანი იდგეს ჩემი შვილის გვერდით,გთხოვ გიგი,მე არავინ დამრჩა თქვენს მეტი ვინც ნიკასთან მაკავშირებს,მხარში დამიდექით,წინ კიდევ ბევრი ომი მელის. -მაპატიე ნინი. -პატიებას დამსახურება უნდა,გაეცინა ქალს. -როგორ?სიცილში აყვა ბიჭიც. -შენს ნათლულს სასწაულად შია,მე კიდე აქ ვდგევარ და შენ გარწმუნებ. -მაგას ეხლავე გამოვასწორებ,წამოდი სახლში,ხელი მოხვია ქალს და სახლისკენ წაიყვანა. * * * ტატოს შემოთავაზებას,ჩვენებურად გვექეიფა ყველა სიხარულით დავთანხმდით,გოგოები სამზარეულოში გავნაწილდით და უამრავი გემრიელობები მოვამზადეთ,ის იყო სუფრის გაშლას მოვრჩით,რომ ჩემი ტელეფონი ამღერდა,ნომერი არ მეცნო,ამიტომ გარეთ გავედი სალაპარაკოდ. -გისმენთ. -როგორ ხარ ბაჭია? წამით გონება დამებინდა,ის იყო, ადამიანი,რომელმაც ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქცია,ვიდექი ერთ ადგილზე გაყინული და ხმის ამოღებას ვერ ვახერხებდი,ინსტინქტურად დავუშვი ტელეფონი და გავთიშე,გული მეტკინა ადვილი სათქმელია,თითქოს ვიღაც დანით მისერავდა,ბარბაცით შევბრუნდი უკან და ყველას გაკვირვებულ თვალებს წავაწყდი. -ნია მშვიდობაა? ფეხზე ადგა ტატო. -გოგო დაბრუნდა,უფრო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ყველაფერი გაშავდა. * * * გიგი მოუსვენრად სცემდა ბოლთას ოთახში,ბოლოს ვეღარ მოითმინა და ტატოს წინ ჩამოჯდა. -მაგ ბიჭის მისამართი,ან ნომერი მინდა. -რათ გინდა? გაკვირვებულმა გხედა ბიჭმა. -შენი აზრით? -დავიჯერო,მეგობრული ინსტინქტი ამოძრავდა შენში? -მიცნობთ და იცით,არ გამიჭირდება მაგ ადამიანის პოვნა,ამიტომ ნუ მაწვალებთ. -არა მგონია,ნიას მოეწონოს მაგას,რომ გაიგებს. -არ გაიგებს,არ არის საჭირო ყველაფერი იცოდეს. -რატომ გინდა,ისეთი ეგონო როგორიც არ ხარ? ფეხზე წამოდგა ცოტნე. -არ მინდა შემიყვარდეს,ამოიოხრა გიგიმ. -თუნდაც ეგრე მოხდეს,მერე რა? სიყვარული როდიდან არის დანაშაული? -არ გესმით არაფერი, მე არ ვარ კაცი,რომელიც პატარა გოგოს ხუშტურებზე ირბენს,ვერც ის ვერ შეეგუება ჩემს ხასიათებს და არ მინდა მეც ვატკინო,მასავით. -იმდენი გიფიქრია ამ თემაზე, დარწმუნებული ვარ,უკვე გიყვარს.ჩაიფხუკუნა ცოტნემ და მზერა კიბეზე ჩამომავალ გოგოებზე გადაიტანა. * * * -ნია კარგად ხარ? ფეხზე წამოხტა ტატო და ხელი მომხვია. -კი უკეთ,უბრალოდ არ ველოდი და ხომ იცი. -მისმინე,ხელი მომხვია და თავი ამაწევინა,ხომ იცი ახლოსაც ვერ გაგეკარება. -შენც ხომ იცი,რომ აუცილებლად მნახავს? მეც მინდა,რომ ვნახო. -რას ამბობ? -რაც გესმის ტატო,ბევრი კითხვა მაქვს და მის გარდა პასუხს ვერავინ გამცემს. -რაში გაინტერესებს ის რას გეტყვის? რატომ იწყებ თავიდან? -თავიდან არაფერს არ ვიწყებ,არ მაქვს უფლება გავიგო რატომ მომექცა ასე?უნდა ვკითხო გესმის?მჭირდება ამის ცოდნა. -არ გჭირდება ნია არა,უარესად დაიმძიმებ სულს. -უნდა გავიგო,რას შეეწირა ჩემი ბედნიერება. -არ გიფიქრია რას იგრძნობ,რომ ნახავ? -ზიზღს, ეს ერთადერთი გრძნობაა რასაც მის მიმართ ვიგრძნობ,ეხლა გთხოვ აღარ გვინდა მაგ ადამიანზე საუბარი. - კარგი შენი საქმის შენ იცი,ხელები ასწია ტატომ და ოთახიდან გავარდა. * * * ნუცამ ვერაფრით შეძლო დაძინება,ფრთხილად გადახედა მძინარე ნინის და ოთახიდან გაიპარა,თავს არ უტყდებოდა თორემ რაც აქ ჩამოვიდნენ სულ ცდილობდა ცოტნეს გარიდებოდა,"არ დაუშვა შეგიყვარდეს"მერამდენედ უმეორებდა უკვე თავს ამ სიტყვებს,ჰამაკში გადაწვა და თვალები დახუჭა,ვერც კი გაიაზრა ისე გაიფიქრა ხმამაღლა და გვერდიდან ხმაც მოესმა. -ვინ არ უნდა შეგიყვარდეს? -ვაიმე ცოტნე,თქვენ?როგორ შემაშინეთ. - ისე იყავი საკუთარი თავის დარწმუნებაში გართული, ვერც შემნიშნე. -მაპატიე. -მიპატიებია,შენ ის მითხარი ვინ არ უნდა შეგიყვარდეს? -არა ეს ისე, უაზროდ ვიბოდიალე. -უთქვამთ ალბათ, რომ ტყუილი არ გეხერხება. -არ ვიტყუები,გაეცინა ნუცას. -ნინიმ მომიყვა ყველაფერი,მადლობა ნუცა. -მადლობის გამო, არაფერს არ ვაკეთებ არასდროს,ნინის და პატარას გარდა არავინ მყავს,ჩემი ოჯახია და რა თქმა უნდა შეუძლებელს შევძლებ მათ გამო. -საკმაოდ პატარა ხომ არ ხარ, ამხელა პოასუხისმგებლობისთვის? -მთელი ცხოვრება,ვეჭიდები ყველაფერს ძნელს და რთულს ასე რომ. -ბოდიში, მაგრამ უნდა გკითხო,შენი მშობლები? -არ ვიცი,ამოიოხრა ქალმა,ბავშვთა თავშესაფარში გავიზარდე, ოღონდ არ შეგეცოდო,თითო დაუქნია გასაფრთხილებლად,ცოტნეს ქალის ამ ჟესტზე სასიამოვნოდ გაეღიმა. -სულაც არ მეცოდები. -ეხლა წავალ,გვიანია,სხვა დროს უკეთესად ვისაუბროთ,ფეხზე წამოდგა ქალი და სწრაფად გაიქცა სახლისკენ. * * * ზაფხული მიილია და ყველანი თბილისში დავბრუნდით,ლამაზი ზღაპარი დასრულდა და რეალობა მთელი მისი სიდიადით წარსდგა ჩემს წინაშე.ისევ დაცარიელებული სახლი,აუტანელი სამსახური და ამას დამატებული გავაშელის უაზრო მონატრება.რამდენჯერმე ვიყავი ნატასთან ასული,ყველა იყო მის გარდა.მოგვიანებით გავიგე, რომ საკუთარი კომპანია ჰქონია და ხშირად უწევდა მივლინებით ქალაქიდან გასვლა,ფიქრებს კარის ხმამ მომწყვიტა,ხალათი მოვიცვი და მისაღებში გავედი,კაკუნი არ წყდებოდა,გაბრაზებულმა გამოვაღე კარი და ადგილზე გავშეშდი,ზღურბლზე თვით გოგა იდგა და მიღიმოდა. -აქ რას აკეთებ? -არ შემომიპატიჟებ საყვარელო? -გაეთრიე აქედან,ტონს ავუწიე და კარის მიკეტვა ვცადე, თუმცა არ დამაცადა და სახლში შემოვიდა. -წადი გოგა,სანამ ვინარჩუნებ სიმშვიდეს. -არაფერი შეცვლილა ხო?ირგვლივ მიმოიხედა,აშკარად დამცინოდა. -არაფერი?აბა კარგად დააკვირდი, შენი აზრით ამ სახლს ეტყობა რამე ბედნიერების?კმაყოფილი ხარ?დატკბი შენი საქციელის შედეგებით? -მე არაფერი დამიშავებია,არც ჩემი ბრალი არ არის მამაშენს სუსტი გული და დედაშენს არა მყარი ფსიქიკა, რომ აღმოაჩნდა. -არ გაბედო,სწრაფად წავიწიე წინ და გოგას სახეში გავარტყი,შენი ბრალია, შენ წამართვი ოჯახი და ცხოვრება ჯოჯოხეთად მიქციე,მიპასუხე რატო მომექეცი ასე თუ არ გიყვარდი? რატომ ადრევე არ მიმატოვე?ვკიოდი და მუშტებს ვურტყამდი მკერდში. -გინდა გაიგო?კი ბატონო,გაინტერესებს რატო მიგატოვე?არც არასდროს მყვარებიხარ ჩემო კარგო,ეს უბრალოდ ნიძლავი იყო სამეგობროსი,თვალთ დამიბნელდა და იქვე სავარძელს დავეყრდენი. -ნიძლავის გამო მომიკალი მამა?ამოვიხავლე და ძირს ჩავცურდი. -ეგრე არ იყო დაგეგმილი,მოკლედ აღარ მინდა შენი ყურება,მაგრამ ერთი დაიმახსოვრე ბოლომდე არ მიმიყვანია ჩვენი ამბავი და კიდე შენს ტურფას გადაეცი ჩემთან ეგეთები არ გაუვა. -გოგა,ძლივს ამოვიღე ხმა. -გისმენ. -რა მოიგე?ცრემლიანი თვალებით ავხედე,რა მოიგე მაგ ნიძლავით, რომ გიღირდა კაცობის დაკარგვად? არაფერი უთქვამს,ცოტა ხანს მიყურა და კარი გაიჯახუნა, გიჟივით წამოვხტი ფეხზე და ოთახისკენ გავიქეცი,სული მეხუთებოდა,ჯერ კიდევ იდგა მისი სუნამოს სუნი ოთახში, სუნამოსი, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე მიყვარდა.თითქმის სირბილით მივედი ტატოს სახლამდე, არაფრისთვის მიმიქცევია ყურადღება თორემ ცოტა დაკვირვებულად, რომ ვყოფილიყავი აუცილებლად შევამჩნევდი ნაცნობ მანქანას. -ნია რა მოხდა?ხმა შეეცვალა ნატას. -ტატო სადაა? -მისაღებში. ქურთუკი გაკვირვებულ ნატას მივაჩეჩე და მისაღებისკენ გავიქეცი. -ეს ვინ მოსულა,ფეხზე ადგა ტატო და გამიცინა. -გოგა იყო ჩემთან. -რა?ხმა გაიმკაცრა ბიჭმა,რამე დაგიშავა?მოხდა რამე? -არაფერი,სიმართლე მითხრა. -ნია გთხოვ,ჩაერია ნატა, დაწყნარდი კარგი?მეეჭვა მისი საქციელი და გაკვირვებულმა გავხედე ცოლ-ქმარს. -მოიცა,რატომ არ მეკითხებით რა სიმართლე?იცით ხომ? შეთქმულივით დუმდა ორივე. -ნატა მიპასუხე,ვიყვირე წყობიდან გამოსულმა,ნიძლავზე იცოდით?დიდი ხანია?. -ნია,ხელის მოხვევა სცადა ქალმა,თუმცა სწრაფად გავერიდე. -მიპასუხე. -არა, ეხლახანს გავიგეთ. -საიდან?მზად ვიყავი,ორივე მომეკლა. -ჩემგან გაიგეს და ამათზე ტყუილად ბრაზობ,გაისმა ოთახში გიგის ხმა და გონებაში მაშინვე ამოტივტივდა გოგას ნათქვამი,"შენ ტურფას გადაეცი ეგრე არ გაუვა". -ოჰ ეს თვით გიგი გავაშელია?ნება მომეცი გკითხო, რატომ დაინტერესდი ჩემი ამბით?როგორც მახსოვს მთხოვე არ გაგკარებოდი. -მორჩი ისტერიკას,დამიღრინა გავაშელმა,ზრდასრული ადამიანებივით ვისაუბროთ,დაჯექი. -მსახიობი ვარ გიგი, დაგავიწყდა? ჩემი პროფესიაა,ყველგან სპექტაკლი დავდგა. -გეყოფა,სარკაზმი უადგილოა,არ გიხდება. -არა ეს შენ გეყოფა,ჩემს ტკივილში ეხლა შენ აფათურებ ხელებს,არ გაქვს უფლება არა,საერთოდ რატომ ერევი ამიხსენი ერთი,გთხოვე რამე? -სამაგიეროს მიხდი?იგივეს მიტრიალებ,რაც მაშინ გითხარი.? -არა სამაგიეროს გადახდა არ მჩვევია,მინდა ყველამ თავი დამანებოთ,მე აქ დარდის გასაზიარებლად მოვედი და თქვენ ჩემზე ადრე გცოდნიათ, რაც მჭირდა,ალბათ ისიც გეცოდინებათ, რა მოიგო ამ ნიძლავით?არ შემომაპაროთ პირდპირ მითხარით,მაინტერესებს,რამდენი ვღირვარ. გავკიოდი უაზროდ და ხელებს აქეთ-იქით ვიქნევდი. -თუმცა არ მინდა ნუ მეტყვით,აქ ჩემი ადგილი,აღარ არის.სწრაფად გამოვვარდი გარეთ და კიბეზე დავეშვი,ის იყო გარეთ,უნდა გავსულიყავი,რომ ვიღაცის ძლიერმა ხელებმა არ მომცეს განძრევის საშუალება. -დაწყნარდი,მკაცრად ჩაილაპარაკა გიგიმ. -გამიშვი,ეხლავე მომაშორე ხელები,არ გაქვს უფლება. -ეხლა,წყნარად გავალთ აქედან და მანქანაში ჩაჯდები. -არსად არ წამოვალ,დღეს საკმარისია. -მგონი არ მიკითხავს,ძალიან გთხოვ წყობიდან ნუ გამომიყვან. -რას იზამ კიდე დამარტყამ? გავაშელი სწრაფად წამოიწია წინ და გააზრებაც ვერ მოვასწარი,ისე მომეკრო ლოყით ლოყაზე. -აუცილებლად დაგავიწყებ მაგ ტკივილს,ოღონდ მენდე,ნუ მებრძვი. -რატო იქცევი ეგრე?ხმა ამიკანკალდა. -ბედს ვეთამაშები,ნია ბედს. -არ გეშინია რომ წააგო? -კარგი მოთამაშე ვარ,რომც წავაგო შენ მაინც,გაგიყვან ფინალში. სწრაფად მტაცა ხელი და სასიამოვნოდ გაბრუებული მანქანისკენ გამაქანა. თავი საქარე მინაზე მქონდა მიდებული და არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა,სხვა არაფერი ერქვა ჩემს ცხოვრებას ერთი დიდი ტრაგიკომედია.ნერვიულობისგან ხელები მიკანკალებდა,ყოველთვის ვიყავი მზად მისი გამოჩენისთვის,მეგონა მეტად ძლიერი ვიქნებოდი და ყველაფრისთვის პასუხს მოვთხოვდი,მაგრამ რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა,ვერც გავიაზრე ისე დავიწყე თითების წვალება,გიგი სწრაფად წამოიწია ჩემკენ და ჩემი ხელი, მისაში მოიქცია. -შეეშვი მაგ თითებს,არაფერს გიშავებს. -მაპატიე,ამოვილუღლუღე ძლივს. -მოდი ესე ვქნათ,ეხლა მე და შენ მყუდრო ადგილას წავალთ და ვისაუბრებთ. -კარგი,მშვიდად გავხედე. -რა კარგი ხარ,როცა არ ჩხუბობ,გამიცინა გავაშელმა და ცხვირზე ხელი დამკრა. -სად მივდივართ? -ჩემთან სახლში. -სად?წარბის აწევით გავხედე. -დაწყნარდი ნია,უბრალოდ მაგაზე მშვიდი ადგილი არ მეგულება. -ხო კარგი,დანებების ნიშნად ხელები ავწიე. -ისე ბილწი აზროვნება გქონია,გადაიხარხარა და გაზის პედალს ფეხი დააჭირა. * * * ნინის ღრმად ეძინა,თუმცე კარზე ზარის ხმამ,უცებ გამოაფხიზლა.ძლივს წამოდგა ფეხზე და ნახევრად მძინარემ გამოაღო კარი. -მძინარა,გაუცინა ცოტნემ,რძალო ასე შეიძლება? -ვაიმე რა დავაშავე,დამაძინე რააა,ორსულად ვარ,დაგავიწყდა?ბუზღუნით მიხურა ქალმა კარები. -აბა ეხლა პრეტენზიები არ გვინდა,ნახე რამდენი,რამე მოგიტანე,სხვათაშორის თეთრი შოკოლადიც. -მართლა?სიხარულისგან ტაში შემოკრა ნინიმ. -ხო,მიდი ისაუზმეთ და ექიმთან მივდივართ. -ჩვენ მაგაზე არ შევთანხმებულვათ,როდის გადაწყვიტე? -ხოდა ეხლა გეუბნები,გიგის ბიძაშვილი ჩამოვიდა რუსეთიდან,აქ საკუთარი კლინიკა აქვს,მასზე უკეთესი ექიმი არ მეგულება,შესაბამისად შენს თავს მხოლოდ, მას ვანდობ. -ცოტნე კარგი რა,არ არის საჭირო,ასე შეწუხება. -არ უნდა მაგას ცოტნე,მიდი დროზე,თქვენ ხართ ცემი ოჯახი,რომელ შეწუხებაზე ლაპარაკობ?ისე შენი დაქალი სადაა? -მაგ დაქალს სახელი აქვს, ნუ გგონია, რომ ბრმა ვარ,გაეცინა ნინის. -რას გულისხმობ? -გულში ჩაგივარდა ხო?გაეცინა ნინის. -ვინ ნუცა?არა რას ამბობ,მე უბრალოდ,ის ისეთი ბავშვია. -ჩაისუნთქე ცოტნე,არ გაიგუდო,გადაიკისკისა ქალმა. -კარგი ნინი გთხოვ,დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით, გაწითლდა ბიჭი. -უბრალოდ თუ რამე ხდება,ნუ დააგვიანებ კარგი?არავინ ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს,ამოიოხრა ნინიმ და წამოსული ცრემლები,უკან გააბრუნა. -გენატრება?არანაკლებ აუკანკალდა ხმა,ცოტნეს. -აუტანლად,ასე მგონია ვერ ვსუნთქავ,ვტირი და შვებას ვერ ვგრძნობ,ვიბრძვი იმ ომში,რომელიც უკვე წაგებული მაქვს,მენატრება თუ არა?ტკივილამდე ცოტნე,სიცოცხლეს დავთმობდი ერთი წუთით აქ რომ გაჩნდებოდეს. -ნინ გთხოვ,მოეხვია ცოტნე უკვე ატირებულ ქალს. -იცი მის საფლავზე არ ვყოფილვარ,სამი თვე ხდება და ჯერ ვერ ავედი,არ სემიძლია, იმ მიწაზე ფეხს ვერ დავდგამ,რომელიც მას აყრია. -მორჩი გთხოვ,ჩემი ბრალია, არ უნდა დამეწყო საუბარი,უბრალოდ გემუდარები,ნუ შეუქმნი საკუთარ თავს პრობლემებს,თქვენს მეტი არავინ მყავს ხომ იცი? -კარგი,ოდნავ შესამჩნევად გაუღიმა. -მიდი გაემზადე და წავიდეთ,ქალს ოთახისკენ უბიძგა და აკანკალებული ხელები სახეზე ჩამოისვა. * * * გიგიმ მანქანა უზარმაზარი გალავნის წინ გააჩერა და სიგნალი მისცა,ორ წუთში კარი გაიღო და ულამაზეს ბაღში აღმოვჩნდით,გაოცებული გადმოვედი მანქანიდან და იქვე გაკეთებულ ფანჩატურში ჩამოვჯექი,ხუთ წუთში გავაშელი გამოჩნდა,ორი ფინჯნით ხელში და ჩემს წინ ჩამოჯდა. -ძალიან ლამაზია აქაურობა. -მიხარია შენი გაღიმება,რომ შევძელი. -რატო მიხვედი მასთან?ხმა ამიკანკალდა. -უნდა მენახ,.დანარჩენს ნელ-ნელა გაიგებ,ძალიან გიყვარდა? -ძალიან,მაგრამ მან ყველაფერი წამართვა,აბსოლიტურად ყველაფერი,ეხლაც არ ჩერდება,იმასაც წამართმევს,რაც დამრჩა. -ნია ხომ იცი,რომ ვერაფერს დაგიშავებს?მარტო არ ხარ. -არ ვიცი,მეგონა უფრო მაგრად დავხვდებოდი,მაგრამ რომ დავინახე შემეშინდა,იმ ტკივილმა შემაშინა,რაც გამოვიარე. -რამე გითხრა?გამომცდელად გამომხედა გავაშელმა. -მითხრა ჩვენი ამბავი არ დამთავრებულაო,სიტყვა სიტყვით გავუმეორე გიგის ყველაფერი. -ხომ იცი,როგორც ქუხს ისე არ წვიმს,ერთადერთი რაც შემიძლია გითხრა ნურაფრის შეგეშინდება,უბრალოდ მენდე და გოგა ვერასდროს გამოჩნდება,შენს გვერდით. -რატო აკეთებ ამას?შენ ხომ ვერ მიტანდი? -მე ვარ ადამიანი,რომელმაც ამოჩემება იცის ნია,არ ვიცი კაია თუ არა,მაგრამ ამოგიჩემე,ჩემს ცხოვრებაში ისე შემოიჭერი არ გიკითხია,ეხლა კიდე ჩემი ნებართვის გარეშე ვეღარ წახვალ. თვალი ჩამიკრა და ჩაის ფინჯანი უფრო წინ მომიწია. * * * ცოტნემ მანქანა კლინიკასთან გააჩერა და ნინის მანქანის კარი გაუღო. -იცის რო უნდა მივიდეთ? -კი,გველოდება,ნუ ნერვიულობ ეგრე,კი არ შეგჭამს. -მე ვინ ვარ ეგეც იცის? -კარგი გოგო რა გჭირს?იცის რა თქმა უნდა, ეგეც ჩვენი ძმაკაცია,იცის ნიკას ცოლი,რომ ხარ. -კაცია?თვალები გაუფართოვდა ქალს. -ბიჭი,გაეცინა ცოტნეს,რა იყო? -კაცთან არ წამოვალ,კართან გაჩერდა ნინი. -ეხლა ნუ გაჯიუტდები,მე ვენდობი ამ ადამიანს და უფრო მშვიდად ვარ,არ გაგიგია?რომ საუკეთესო ექიმები კაცები არიან. -გთხოვ წავიდეთ, ბოლოჯერ გაიბრძოლა ქალმა. -აბა ეხლა წინ გამიძეხი,ხმას აუწია ცოტნემ და კაბინეტამდე თითქმის ძალით მიიყვანა. - ესენი ვინ მოსულან,გაისმა ბიჭის სასიამოვნო ხმა და ნინიმ თავი წამოსწია,ტიპიური ექიმის მაგივრად,ხელში საკმაოდ კარგი აღნაგობის და ვიზუალის ბიჭი დახვდა. -მიშკა,ეს ნინია,ნიკას მეუღლე. -სასიამოვნოა,გაუცინა ქალს და ცოტნეს თვალით რაღაც ანიშნა, როგორ კი ნერვიულობა შეატყო,თუმცა ბიჭმა ოდნავ დაუკრა თავი. -დასხედით,პირველ ეტაპზე,მოდი გავისაუბროთ კარგი?ადვილად მიუხვდა ქალს, ნერვიულოვის მიზეზს. -კარგი,ოდნავ შესამჩნევად ამოიღო ხმა ქალმა. -ეწევი? -არა -სვამ? -არა -ანალიზები როდის გაიკეთე ბოლოს? -არ გამიკეთებია. -ეგ როგორ?გაკვირვებულმა გახედა მიშკამ. -არ მქონდა მაგის დრო,იცით ალბათ,რაც გადავიტანე და სიმართლე გითხრათ,ვერ მოვიფიქრე. -კარგი,წამოდი,ანალიზები გავიკეთოთ. -კარგი. -მოეშვი ცოტა,გაიცინა ბიჭმა, ექიმები არ ვიკბინებით და ქალი პაციენტებიც ბევრი გვყავს,ამით აგრძნობინა ქალს, ტყუილად გრცხვენია ჩემიო,ნინისაც ოდნავ გაეღიმა და კაბინეტიდან პირველი გავიდა. * * * ისე დაღამდა საუბარში ვერც ვიგრძენით,თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება მოვუყევი და ერთხელაც არ მიგრძვნია, მისგან არც ირონია და არც შეცოდება,პირიქით გულისყურით მისმენდა. -უკვე გვიანია,წამიყვანე სახლში თუ არ შეწუხდები. -მართლა გვიანია,ამიტომ მოდი დღეს აქ დავრჩეთ. -გიგი,გთხოვ. -ნია არ შეგჭამ,ნუ ხარ დაკომპლექსებული,ტატოს რომ ეთხოვა ხომ დარჩებოდი?მეც ხომ მეგობარი ვარ. მისი პორიდან ნათქვამი, "მეგობარი ვარ" გულზე მომხვდა და ხასიათი გამიფუჭდა. -კარგი,დავრჩეთ. -რამე ისე არ ვთქვი?გამომცდელად გამომხედა გიგიმ. -არა,არაფერი. -მომეჩვენა,რომ თვალები აგიცრემლიანდა. -მოგეჩვენა,გაღიმება ვცადე. -ისე ნია კარგი იქნება, ტყუილებს თუ შეეშვები და შენი განცდების შესახებ ისაუბრებ. -არ მესმის, რას გულისხმობ,ფეხზე წამოვდექი. -ქალური ხრიკები,მაგრად მუშაობს,გაეცინა გიგის,შენ ჩემი და ხარ და ყოველთვის ასე იქნება,თითქოს სპეციალურად აგრძელებდა ჩემს წვალებას. -ხოდა,დამდე პატივი და მაჩვენე ჩემი ოთახი. გავაშელს ჩაეცინა,ჩემი გაბრაზებული სახის დანახვაზე და სახლისკენ გამიძღვა. * * * ვერაფრით შევძელი დაძინება,ბოლობოლო სხვის სახლში ვიმყოფებოდი და ამ სხვას გიგი გავაშელი ერქვა.ფრთხილად ჩავიარე საფეხურები და გარეთ გავედი,სასიამოვნოდ გრილოდა,ჰამაკისკენ გავემართე და კომფორტულად მოვკალათდი შიგნით,ნელ-ნელა ძილი შემომეპარა და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი.ფრთხილმა შეხებამ მომიყვანა აზრზე და პირველი, რაც დავაფიქსირე გიგის გაკვირვებული სახე იყო. -აქ გეძინა? -როგორც ჩანს,ვაიმე წელი,ძლივს წამოვდექი ფეხზე. -შენთვის,ოთახის დანიშნულება არ უსწავლებიათ?ირონიულად გამიცინა. -ჰაჰ ვხუმრობთ და რამე?ვაიმე წელი მტკივა,მართლა. -გეტკინება აბა რა იქნება გოგო,მოდი აქ,გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე ამაფრიალა ხელში და მშვიდი სახით დაიძრა სახლისკენ. -რატო არ ყვირიხარ ნია? -რა?რავიცი. -მართლა უცნაური ხარ ხომ იცი,სხვა დაიწყებდა,დამსვი ეხლავე,რას აკეთებ და ასე შემდეგ,შენ კიდე გასუსული ხარ. -ძალიან მტკივა გიგი, ტუჩზე ვიკბინე,ცრემლები რომ არ წამომსვლოდა,ბიჭს სახე შეეცვალა და ნაბიჯს აუჩქარა. -ნუ ნერვიულობ, აი შევალთ და გიშველი,ფეხით შეაღო სახლის კარი და დივანზე ჩამომსვა. -ეხლა არ იკივლო,მაიკა უნდა გაგხადო. -რა უნდა ქნა?გაოცებილმა გავხედე. -უნდა ვნახო რატომ გტკივა,გთხოვ პანიკაში ნუ ჩავარდები. -კარგი,დანებების ნიშნად ხელები წამოვწიე,გავაშელმა ფრთხილად გადამაძრო მაისური და ამოიოხრა. -ოხ ნია ნია,ნეტა განახა რა დღეში გაქ ზურგი,ჰამაკის თოკებმა სულ დაგილურჯა,დაწექი. -არ მინდა არაფერი,ჩავიცვამ და წავალ,მაიკა ავიფარე და ფეხზე წამოვხტი,მეც არ ვიცი რატო, მაგრამ გული ამიჩქარდა სასწაულად. -დაწექი,ხმა გაიმკაცრა და მაისური გამომგლიჯა ხელიდან. -რას აკეთებ გადაირიე?ტირილის ნოტები შეერია ჩემა ხმას. გიგიმ ცოტა ხანს მიყურა,მერე ოდნავ გაეღიმა და ჩემკენ დაიძრა,მშვიდად შემაბრუნა უკან და მაიძულა დივანზე დავწოლილიყავი,2 წუთში გავაშელის ხელები დასიალებდა ჩემს ზურგზე და მაზს მისვამდა,პიკი მაშინ მქონდა ბიუსჰალტერის ზონარი რომ შემიხსნა. -აბა მეორე მსოფლიო ომს ნუ მოაწყობ ეხლა,გამაფრთხილა სანამ ავკივლდებოდი.იმდენად მოვითენთე,უკვე ბუნდოვნად მესმოდა მისი ხმა,ბოლოს რაც ვიგრძენი ის იყო,რომ გიგიმ თხელი გადასაფარებელი გადამაფარა და თავზე მაკოცა. * * * მიშკამ მანქანა ავტოსადგომზე გააჩედა და ღიღინით აუყვა საფეხურებს,შორიდანვე შენიშნა კართან ატუზული ქალი და გულით გაეღიმა,რატომღაც სასწაულად უნდოდა ამ გოგოსთან ახლოს ყოფნა,თუმცა თავის ფიქრებზე გაბრაზდა და მკაცრი სახით მიუახლოვდა ნინის. -გამარჯობა ნინი. -გამარჯობათ,მე მე პასუხებზე მოვედი. -ვიცი,ცოტნე რატო არ გამოგყვა? -საქმე ჰქონდა,ვერ მოახერა. -შემოდი დაჯექი,მიუთითა სკამზე და ანალიზის პასუხებს დაწვდა. -ნინი კარგად იკვებები?გამომცდელად გახედა ქალს. -გული მერევა,თითქმის ყველაფერზე. -ეგ ნორმალურია,წამალს გამოგიწერ და შედარებით უკეთ იგრძნობ თავს. -მადლობთ ექიმო. -მოდი შენობით ნინი,უცხო არ ხარ ჩემთვის,რძალი ხარ ისევე,როგორც ცოტნესი,ნიკა ჩემთვის ბევრს ნიშნავდა. -ხო არ ვიცი,დაიბნა ქალი. -ნინი პირველ რიგში,მინდა ჩემი არ გრცხვენოდეს კარგი?მე ექიმი ვარ და შენ პაციენტი,არა მეგობარიც ვიქნები, როცა დაგჭირდება,მაგრამ ამ ეტაპზე ასეა,გამამხნევებლად გაუცინა და ფეხზე წამოდგა. -წამოდი ეხო გადავიღოთ,გუშინ რომ ვერ მოვახერხეთ,თან სქესსაც გავიგებთ. * * * ცოტნემ მშვიდი სახით გადახედა,მაგიდების ალაგებაში გართულ ქალს და სპეციალურად აულაგებელი მაგიდისკენ გაემართა,ნუცამაც არ დააყოვნა და მისკენ დაიძრა, თუმცა სულაც არ შეუნიშნავს ვინ იჯდა მის წინ. -გამარჯობა ნუცა. -ცოტნე?გაოცებულმა გახედა ქალმა. -ესეიგი აქ მუშაობ,დაჯექი,საკმაოდ ცივად გამოუვიდა ბიჭს. -არ მაქვს უფლება,ხმა აუკანკალდა ქალს. -დაჯექი ნუცა,ნუ გამამეორებინებ. -გამაგდებენ,ირგვლივ მიმოიხედა ქალმა. -უკვე გაგაგდეს,მშვიდად ჩაილაპარაკა ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა. -ვერ გავიგე?დაიძაბა ნუცა,რას ქვია გამაგდეს?ეს სამსახური ძლივს ვიშოვე,ამითი ვარსებობთ მე და ნინი. -შენი უფროსი ჩემთან ვალშია,ნამდვილად ურჩევნია შენ გაგიშვას სამსახურიდან,ვიდრე მე გადამიმტეროს. -რატომ აკეთებ ამას?ძალიან მჭირდება ეს სამსახური,ცრემლები წამოუვიდა ქალს,ცოტნეს გული შეუქანდა მის შემხედვარეს. -იმიტო,რომ უკეთესს იმსახურებ ნუც.ხმა დაუთბა ბიჭს. -შენ რა იცი მე რას ვიმსახურებ?თუ უბრალოდ გეცოდები? -რას ამბობ? -ხო გეცოდები ალბათ,არა არ მინდა თუ აქედან გამიშვებენ წავალ და სხვაგან ვიშოვი რამესშენგან არაფერს მივიღებ და იცი რატო?მაგ თვალებში შეცოდების მეტს ვერაფერს ვხედავ. -რას გინდა კიდევ, რო ხედავდე? -მინდა რომ თავი დამანებო,იმედს ვიტოვებ მთელი თბილისი შენთან ვალში არ არის,თუმცა ჯოჯოხეთშიც, რომ დამჭირდეს წასვლა აუცილებლად წავალ თუ არ მომასვენებ. * * * უკვე შებინდებული იყო,რომ გამომეღვიძა,ზურგიც შედარებით აღარ მტკიოდა,სწრაფად წამოვდექი ფეხზე და მაისური გადავიცვი.ვერანდაზე გავედი და გულმა ფეთქვაც კი შეწყვიტა,გიგი სავარძელში იჯდა და კალთაში საკმაოდ ლამაზი გარეგნობის გოგო ეჯდა,პირველი ქალმა შემნიშნა და გაკვირვებულმა ამათვალიერა. -საყვარელო ეს ვინ არის? -ეს ჩემი მეგობარია ნია,ნია ეს ჩემი საცოლეა ნატალი,გამიცინა გიგიმ და მანიშნა დავმჯდარიყავი. 'საცოლე ყავს"მხოლოდ ეს მიტრიალებდა თავში. -არა მადლობთ,ხელს აღარ შეგიშლით მეჩქარება,სწრაფად გამოვბრუნდი უკან და გარეთ გამოვვარდი,სირბილით მივედი გალავანთან და დაცვას ვთხოვ,ე კარი გაეღოთ,მართლაც ორ წუთში გარეთ აღმოვჩდი და ფეხით დავუყევი ქუჩას,ცრემლები მახრჩობდა და საკუთარი თავი მძულდა. -როგორ დაუშვი, რომ შეგყავრებოდა, როგორ?მას ხომ არანაირი საბაბი არ მოუცია,მეტიც სააცოლე ყავს.იდიოტო. უცებ სიგნალის ხმამ გამომაფხიზლა და შიშისგან შევხტი. -სად გამოვვარდი ერთი?ჩაჯექი მანქანაში დროზე,მომესმა ნაცნობი ხმა,ჯიუტად მივიწევდი წინ და გიგის ყურადღებას არ ვაქცევდი. -რომ გელაპარაკები არ გესმის?მკლავში მწვდა და მისკენ მიმაბრუნა გავაშელმა. -ხელი გამიშვი. -შენ რა იტირე?გაკვირვებულმა ამათვალიერა ბიჭმა,რა გჭირს ნია?ან სად გამოიქეცი? -გამიშვი გთხოვ,მეტი ძალა აღარ მაქვს,წასვლა მინდა აქედან. -კარგი,მაშინ მე წაგიყვან,წამოდი ჩაჯექი და ამაზე მერე ვისაუბრებთ. -არა,არ მინდა, სტუმარი გყავს შენ,ბოლოჯერ გავიბროძოლე. -მორჩი,მიღრიალა გავაშელმა და ძალით შემტენა მანქანაში,შენთან კარგი მოქცევა არ ჭრის და ადამიანური ლაპარაკიც არ გესმია,ხმა არ ამოიღო ეხლა თორე,მართლა დაგაგდებ ამ ტყეში.ყვირილს მორჩა და საჭეს თავი ჩამოადო,ხმა არ ამომიღია,უხმოდ ვტიროდი,ვხვდებოდი სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა ადამიანი,რომელიც სხვას ეკუთვნოდა,უცებ გიგიმ გამომხედა და ჩემკენ გადმოიხარა, ისე რომ მისი სახე ჩემსას ეხებოდა,სუნთქვა შემეკრა და აზრზე წკაპუნის ხმამ მომიყვანა,მან უბრალოდ ღვედი შემიკრა და მშვიდი სახით დაძრა მანქანა. * * * ნინი გიჟივით გამოვარდა კაბინეტიდან და კიბეზე სირბილით დაეშვა,აუტანელ ტკივილს გრძნობდა და მასთან, რომ არ ასულიყო ალბათ მოკვდებოდა,ვერ მოასწრო მისთვის იმის თქმა,რომ მამა გახდებოდა და ეხლა მაინც უნდა ეთქვა.იქვე მდგომ ტაქსს ხელი აუწია და სასაფლაოს მისამართი უკარნახა.როგორც კი მანქანა დაიძრა კარში გამივარდბილ მიშკას მოკრა თვაკი რომელიც სავარაუდოდ ცოტნესთან რეკავდა,მაგრამ ნუცას უკვე აღარ ანაღვლებდა მთავარია ნიკას საფლავზე ასულიყო რადგან ეხლა რომ გადაეფიქრებინა მომავალში შეიძლება ვეღარც შესძლებოდა. თავი საქარე მინაზე მქონდა მიდებული და ვცდილობდი არ მეტირა,საკუთარ თავზე ვბრაზობდი,არასდროს დამიკარგავს კონტროლი,ეხლა კიდე ისე ვგრძნობდი თავს,როგორც მაშინ საქორწილო კაბით რომ მიმატოვა გოგამ.ისევ მიყვარდა და ისევ ის ვინც არ უნდა მყვარებოდა. -შეგიძლია ამიხსნა რა ჯანდაბა გჭირს?ხმის გაკონტროლება სცადა გიგიმ. -არაფერი. -არაფრის გამო ტირიხარ მთელი გზა?არაფრის გამო გამოიქეცი სახლიდან?. -ხომ გითხარი?ვუყვირე გაბრაზებულმა,არაფერი არ ხდება არა,უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვარ,გთხოვ ნუ მიწყობ დაკითხვას. -ნია რატომ არ გინდა გაიგო,რომ სულ ერთი არ ხარ ჩემთვის? -გავიგე ბატონო,მეგობრები ვართ,მეტიც დასავით მიყურებ თურმე,მაგრამ არსებობს რაღაცეები რაც მარტო ჩემია,რაც აქაა გულში და არავინ იცის. -იქნებ მინდა რომ ვიცოდე,რა გაქვს მაგ პატარა გულში,საოცრად თბილი ხმით მომმართა. -გთხოვ გიგი სახლში მინდა,ამოვიკნავლე განადგურებულმა და ფანჯრისკენ მივტრიალდი. -ისე რომ იცოდე, პატარა ბავშვი არ ვარ და ჩემითაც ვხვდები ყველაფერს,მაპატიე თუ უნებურად შეცდომა დავუშვი შენთან,ისიც მაპატიე თუ მომავალში გულს გატკენ,შენ მითხარი ერთხელ ყველაზე მეტად მე მესმის შენიო,მართალი ხარ შენ იცი რა მტკივა,მაგრამ შენ ვერ გაგიგე,ახლოს არ მიშვებ არ მაგებინებ რა გჭირს და რითი დაგეხმარო? -შენ ვერ დამეხმარები,ცრემლიანი თვალებით გავხედე გავაშელს. -სცადე, იქნებ შევძლო. -არა,არსებობს რაღაც,რასაც თვით ყოვლისშემძლე გიგი გავაშელიც ვერ მოაგვარება,რადგან დღეს ბოდიშის დღე გვაქვს,მეც გიხდი ბოდიშს,ყველა იმ ქმედებისთვის რითიც უნებურად გაგაბრაზე,ამ დილანდელი ინცინდენტისთვისაც და მადლობ გუშინ რომ მომისმინე,ეხლა აქ გამიჩერე. გავაშელმა მანქანა გვერძე გადააყენა და გაღიმებულმა გამომხედა. -კარგი გოგო ხარ ნია,არცერთი ნორმალური კაცი შენზე უარს არ იტყოდა. -გმადლობ,ჩანთას ხელი დავავლე და სწრაფად გადავხტი მანქანიდან. * * * ნინი ნელა მიიუყვებოდა ბილიკს სასაფლაოებს შორის,მთელი სხეული უკანკალებდა,ბოლოს იპოვა მისთვის ყველაზე საყვარელი სახე და ერთ ადგილას გაიყინა,მთელი გულ მუცელი ამოუტრიალდა,სწრაფად წაიწია წინ და საფლავის ქვას ხელით მიეფერა. -ჩემო ერთადერთო,ჩემო სიცოცხლე მაპატიე, რომ მიგატოვე,მაპატიე ეს სამი თვე,მიჭირს ნიკა,შენს გარეშე ძალიან მიჭირს,ვიცი გამიგებ და არ გაბრაზდები ამდენ ხანს, რომ არ მოვედით,ხო არ მოგესმა, მრავლობითში ვთქვი იმიტომ, რომ ეხლა ჩვენ სამნი ვართ,შენი ოცნება ახდა და ტყუპები არიან,თან ბიჭები,შენს სულს ვფიცავ ვერასდროს იგრძნობენ მათთან,რომ არ ხარ,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის,რომ შენი ღირსეული შვილები იყვნენ,ნახე რა მოვიტანე. ნინიმ ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და აკანკალებულმა გაიკეთა საქორწილო რგოლი ხელზე. -თანახმა ვარ ნიკო,მაშინ ვერ გიპასუხე მინდოდა თუ არა შენი ცოლობა,გახსოვს?ასე მითხარი, როცა მიხვდები, რომ მზად ხარ მაშინ გაიკეთეო,ხოდა ეხლა ვარ მზად და მინდა ვიყო შენი ცოლი,მიდი ადექი,ხომ ხედავ დაგთანხმდი მიდი,ასე არ გაგიხარდა?გთხოვ ნიკო,ოღონდ ერთხელ მოდი და ჩამეხუტე, მხოლოდ ერთხელ,მოღალატე ხარ,როგორ შეძელი ჩემი მიტოვება,ამას ეძახი სიყვარულს? ესე შეასრულე პირობა?ტირილი ისტერიკაში გადაუვიდა,ძირს ჩაცურდა და მიწაზე დაწვა,ორად მოკეცილი ვერაფერს გრძნობდა გარდა იმ უცნაური და ნაცნობი სითბოსი,რომელიც საფლავიდან მოდიოდა. -აქ ხარ,ჩემთან, ვიცი ვგრძნობ,მიგიხვდი ჩემო სიცოცხლე,მიგიხვდი,ცოტა ხანსაც დარჩი სულ ცოტა ხანს, გამათბე კიდე. აზრზე ხელის შეხებამ მოიყვანა და მაშინვე სიმსუბუქე იგრძნო,გაკვირვებულმა დაჭყიტა თვალები და ცოტნეს მკლავებიდან განთავისუფლება სცადა. -გამიშვი რას აკეთებ?იკივლა ნინიმ. -მორჩა,დაწყნარდი,დანარჩენზე სახლში ვისაუროთ. -გთხოვ ცოტნე,გამიშვი მაცადე ცოტა ხანს მასთან ყოფნა, გამიშვი,ვერ მოვასწარი ყველაფრის თქმა,ჯერ სახელებიც არ შეგვირჩევია. -მორჩი,იღრიალა ბიჭმა და უფრო მჭიდროდ მიიკრა ქალი სხეულზე,ეხლა წავალთ სახლში და დამშვიდდები. ცოტნეს ყურადღება აღარ მიუქცევია ქალის მუდარისთვის,სწრაფად შესვა მანქანაში და კარები ჩაუკეტა. * * * თითქმის თვე იწურებოდა,რაც ბავშვები არ მყავდა ნანახი,ნელა ავიარე საფეხურები და კარზე დავაკაკუნე, ჩემდა გასაკვირად ზღურბლზე გიგი გამოჩნდა. -ოჰ ამას ვის ვხედავ. -როგორ ხარ?მშრალად მოვიკითხე და ოთახში შევედი. -სწორედ ეხლა გირეკავდა ტატო,ფეხზე წამოხტა ნატა და ჩამეხუტა. -რამეს ავღნიშნავთ?გაკვირვებულმა მოვავლე თვალი, მისაღებში გაშლილ სუფრას. -არა ნი, უბრალოდ დიდი ხანია აღარ მოგვილხენია, ჩვენებურად,გამიცინა ცოტნემ. -ნინი სადაა? -აქ ვარ ნია, გამომძახა სამზარეულოდან და ნამცხვრის თეფშები გამოიტანა. -რაღაც არ მონწონხარ,გახდი?გამომცდელად ამათვალიერა ტატომ. -აუფ მიკროსკოპიც ხომ არ მოგაშველო?გულით გამეცინა მის სახეზე. -წამო დავსხდეთ ,თუ ძმა ხარ გაშრა ყელი,გაეცინა მიშკას და პირველი მიუჯდა მაგიდას. ცოტა ხანში ღვინომ თავისი ქნა,ღიმილით გადავხედე ყველას და ბედნიერებისგან გამაკანკალა.ესენი იყვნენ ჩემი მეგობრები, ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მემტად ვჭირდებოდი და იყო გიგი გავაშელი,ცალკე პიროვნება, რომელიც მისი არსებობით უბრალოდ მანადგურებდა. -ნია,ფეხზე წამობოდიალდა ტატო. -გისმენ თამადა. -ეხლა რაღაცას გთხოვ და არ გამიტეხო რა,ხო იცი რისი სადღერგრძელო უნდა დავლიო და ტრადიციისამებრ, ალავერდს შენთან ვარ. -ვიღებ,ნერვიულად გამეცინა და ჭიქას მივაშტერდი. -მოკლედ მეგობრებო,მინდა დედების სადღერგრძელო დავლიო. ყელში ბურთი გამეჩხირა და ცრემლებმაც გაარღვია ჯებირები,ყველაზე მტკივნეული წერტილი ჩემს ცხოვრებაში,ყველას თვალები ჩემკენ იყო მომართული,ნახევარი არ გამიგია ტატომ რა თქვა,მაგრამ სიჩუმით მივხვდი დაასრულა,გაუბედავად მოვკიდე ჭიქას ხელი და სევდიანად გამეღიმა. -არ ვიცი,რატომ გადმოდის ალავერდს ტატო,ამ სადღერგრძეოზე სულ ჩემთან,ალბათ იცის რომ მე ყველაზე მეტად მესმის ეს სიტყვა, დედა,გვიან მივხვდი და ვერ დავაფასე,მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში,როცა გილხინს არავინ გტოვებს,მხოლოდ გაჭირვების დროს გყავს მილიონიდან მხოლოდ ერთი მეგობარი,ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე გაჩუქა და ყველაზე კარგად იცის რას განიცდი.მე ეხლა ვიბრძვი,ჩემ დედიკოსთან ერთად და ზუსტად ვიცი,მივაღწევ იმას,რომ ისევ მიცნობს და შემდეგშიც ამ ჭიქას მისი თანდასწრებით დავცლი,ვეტყვი რომ უზომოდ მიყვარს და დედის ეტალონია,დაგილოცავთ დედებს. სულმოუთქმელად გამოვცალე ჭიქა და თვალები გავახილე,ყველა ერთ ადგიკზე იყო მიყინული,ვიგრძენი ყველამ გაითავისა ჩემი ტკივილი,უცებ გიგი ფეხზე წამოდგა,სწრაფად შემომატრიალა მისკენ და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე დამაცხრა ტუჩებზე. ყველაფერი ერთად მომაწვა,სიყვარული და თავმოყვარეობა ებრძოდა ერთმანეთს,ინსტინქტურად ვკარი ხელი და ფეხზე წამოვხტი. -ეხლა პანიკების გარეშე,ორივე ხელი ასწია და გამიცინა. ხმა არ ამომიღია,არ ვაპირებდი ქაჯივით მოქცევას,არც ხელის გარტყმას,უბრალოდ ვიდექი და ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით მცვიოდა თვალებიდან. -გეცოდები?გავაშელი გაფითრდა. -რას ამბობ ნია? -მიპასუხე,მეც არ ვიცი რისი გაგება მსურდა,უბრალოდ მინდოდა მცოდნოდა,რატომ მეთამაშებოდა. -ნია გთხოვ,ჩარევა სცადა ცოტნემ. -ყველა გაჩუმდით,მინდა მან მიპასუხოს,ხელის აწევით გავაჩერე ყველა და გიგის გავხედე. -შენი აზრით?კითხვა შემომიტრიალა. - გაინტერესებს?კარგი მოგახსენებ,შენს თვალში ერთი საცოდავი და ცხოვრებისგან დაჩაგრული გოგო ვარ ,რომელსაც როგორც გინდა ისე მოექცევი,გინდა აკოცებ,გინდა დად ჩათვლი და გინდა ვერ აიტან. -მორჩი ამ მასკარადს,არ მაცლი რომ აგიხსნა? -რა უნდა ამიხსნა?აქვს კი ახსნა რამეს?ოღონდ არ მითხრა, რომ შეგიყვარდი,მაგ ზღაპარს ვერ დამაჯერებ. -რატო ვერ დაგაჯერებ?მართლა შემიყვარდი ნია. -რას ამბობ?გაგიჟდი?ასე უცებ ადამიანები არ უყვარდებათ,მეღადავები? -მგონი ზრდასრულებივით,უნდა ვისაუბროთ,ნუ მახსნევინებ ასე მაცადე ადამიანურად დავილაპარაკოთ. -არ მინდა შენთან ლაპარაკი,იცი შენ მე რა გამოვიარე,ისიც იცი როგორ მეშინია თავიდან იმ გზის გავლის,ალბათ იმაშიც დარწმუნებული იქნები, რომ მეშინია. -მოიცადე,შენ რა გგონია, რომ მეც გულს გატკენ? -არც გოგას შემთხვევაში მეგონა,წამომცდა უცებ და მივხვდი,რომ მაგრად შემეშალა.გავაშელს სახე შეეშალა,გამწარებულმა მაგიდას მუშტი დაარტყა. -არ გაბედო და მაგ არაკაცს არ შემადარო,მართალი ხარ ვიჩქარე. გიგი გიჟივით გავარდა გარეთ,ბიჭებიც მას მიჰყვნენ.ვიდექი ერთ ადგილას და ვსლუკუნებდი,ბოლოს ნატა წამოდგა და გულში მაგრად ჩამიკრა. -აი ნახავ,ყველაფერი იმაზე კარგად იქნება ვიდრე შენ გგონია. თუმცა ყველაფერი უარესად გაგრძელდა,მთელი სიმძლავრით გავაცნობიერე ჩემი დანაშაული და ისიც ვიცოდი,რომ სიგიჟემდე მიყვარდა,თუმცა ამჯერად გიგი ზედაც არ მიყურებდა. * * * ნუცამ უიმედოდ გამოიკეტა რესტორნის კარი და გარეთ გამოვიდა,მერამდენე სამსახურზე უთხრეს უარი,ვერაფრით ხსნიდა ცოტნეს უცნაურ საქციელს,გული აუჩუყდა მისი უსუსურობის გამო,შეიძლება სხვა მოეტყუებინა,მაგრამ მან კარგად იცოდა,როგორ იზიდავდა ბიჭი,იქვე პატარა კაფეს მიაშურა,ყველაზე განმარტოებით მდგარ მაგიდასთან დაჯდა და ყავა შეუკვეთა. -ნეტა ვიცოდე რა გინდა ჩემგან,ნაღვლიანად ამოილაპარაკა და ცრემლები ხელის გულებით შეიმშრალა,უცებ მის წინ სკამი გამოიწია და მაღალი სილუეტი დაჯდა,ის იყო აპირებდა თქმას დაკავებულიაო,რომ ირონიულად მოცინარ ცოტნეს წააწყდა და გული უარესად ეტკინა. -კარგად ხარ ნუცა? ქალს ხმა არ ამოუღია,გრძნობდა ყელში ბურთი ჰქონდა გაჩხერილი,რაც ბავშვთა სახლიდან წამოვიდა,მას მერე არსებობისთვის იბრძოდა,ეხლა კიდე უიმედოდ შეყვარებული და ამას დამატებული უმიშევარი პიროვნება იყო. -შენ რა არ მელაპარაკები?წინ წაიწია ცოტნე და ნუცას ოდნავ შეეხო,რა გჭირს?ამოიღე ხმა. -წადი გთხოვ,ხმა აუკანკალდა ქალს. -რა გჭირს მეთქი,ტონს აუწია ცოტნემ,ვინმემ გაწყენინა? ნუცამ ვეღარ შეძლო თავის შეკავება,სახეზე ხელები აიფარა და ატირდა. - ნუც ნუ ტირი გთხოვ რა,მითხარი რა მოხდა, ნუ გადამრიე გოგო. -გაინტერესებს?ცრემლიანი თვალებით ახედა ბიჭს,შენი წყალობით საარსებო საშუალება აღარ მაქვს,სამსახურა ვერ ვშოულობ. -მაგის გამო ხარ ესე?იმ დღეს რომ არ გაქცეულიყავი, გაიგებდი რას გთავაზობდი. -არ მინდა ცოტნე,მე ჩემი ცხოვრება მაქვს და უკმაყოფილო არ ვიყავი,რატო ჩაერიე გთხოვე რამე?გატუტუცებული ბავშვივით, თავს დამესხი და ყველაფერი წამართვი. -ჩემთან გთავაზობ სამსახურს ნუცა,უკეთესი პირობებით და მაღალი ანაზღაურებით. -როცა ჩემს მაგივრად გადაწყვეტილებას იღებ, უნდა მკითხო ცოტნე,არ მინდა შენთან მუშაობა,არ იდარდი უკვე ბევრჯერ დამამარცხა ცხოვრებამ და შენნაირმა ადამიანებმა,მაგრამ ყველა ჯერზე წამოვდექი და ეხლაც ავდგები. -ნუცა გთხოვ, მომისმინე. -მე გთხოვ, ნუ ჩაერევი იმაში, რაც შენი საქმე არ არის.იმედს ვიტოვებ ყავის ფულს გადაიხდი.ირონიულად გაუღიმა სახტად დარჩენილ ბიჭს და სანამ ცოტნე აზრზე მოვიდოდა კაფიდან აორთქლდა. ნინიმ ვერაფრით შეძლო დაძინება საშინლად მოუნდა ნაყინი,ხან რაზე გადაიტანა ყურადღება და ხან რაზე,მაგრამ ვერაფრით მოისვენა,ერთი პირი იფიქრა ცოტნესთან დარეკვა,მაგრამ როგორც კი საათს დახედა მაშინვე გადაიფიქრა,ისრები ღამის პორველ საათს უჩვენებდა,ბოლოს სწრაფად წამოდგა ჩაიცვა და გარეთ გავიდა,სასწაულად ესიამოვნა საღამოს სიგრილე და სეირნობით დაუყვა გზას მაღაზიამდე,ნახევარი გზა ექნებოდა გავლილი, რომ მის გვერდით მანქანა გაჩერდა. ნინი დაიძაბა,თუმცა ნაცნობი ხმის გაგონებისას გაკვირვებულმა მიატრიალა თავი. -შენ არ იცი რომ ორსულმა ქალმა,ღამე მარტო არ უნდა იაროს? -თქვენ უნდა იცოდეთ ბატობო ექიმო, რომ ორსულ ქალებს რაღაცეები უნდებათ,ვინაიდან მომტანი არავინ მყავს ჩემს თავზე ვზრუნავ. -ჩაჯექი,მე წაგიყვან მაღაზიაში. -მიშკა არ გინდა. -ჩაჯექი ნინი,არ ვიკბინები,გაუცინა ბიჭმა. აბა რა მოუნდათ პატარებს?თბილად გაუცინა ქალს ,როგორც კი მანქანაში ჩაჯდა. -ნაყინი, ბევრი და თან შოკოლადის,თვალები გაუბრწყინდა ნინის ნაყინის წარმოდგენაზე,მიშკას გულით გაეცინა მის საქვიელზე და მანქანა დაძრა. * * * იმაზე რთული ასატანი აღმოჩნდა გიგის გარეშე ყოფნა, ვიდრე წარმოვიდგენდი,მაგიჟებდა მისი იგნორი და სიცივე,იმ საღამოსაც ტატოსთან შევიკრიბეთ ჩვეულებისამებრ. -გიგი. -რა გინდა?ისე მიპასუხა არც შემოუხედია. -მოდი, ვილაპარაკოთ. -მერე შენ რომ ეგ არ შეგიძლია?საბოლოოდ მანადგურებდა. -გთხოვ,ტირილის ნოტები შემეპარა ხმაში. -მეც გთხოვდი მაშინ,მაგრამ შენ მოსმენაც არ იკადრე,ეხლა მე არ მინდა, შენი ხმის გაგონება,იცი მართალია სიყვარულიდან სიძულვილამდეო ხომ იცი? -გძულვარ?ხმა გამეპარა. -არც მიყვარხარ,მომახალა გამწარებულმა. -სამწუხაროა,რადგან მე შემიყვარდი,სიგიჟემდე შემიყვარდი. სწრაფად გამოვბრუნდი სამზარეულოდან,ოთახში შეკრებილ მეგობრებს ჩავუარე და კარი გავიჯახუნე,სირბილით დავუყევი დაღმართს და ის იყო გზაზე, უნდა გადავსულიყავი, რომ ჩემს ფეხებთან მანქანა გაჩერდა და იქიდან გაღიმებული გოგა გადმოვიდა. -არა რა,ეხლა ვფიქრობდი, როგორ მენახე და თვითონ ჩამივარდი ხელში. -შემეშვი,გვერდის ავლა ვცადე, თუმცა მკლავში მწვდა და მანქანაში შემაგდო. -რას აკეთებ?ვიკივლე გამწარებულმა. -ნუ წიკვინებ,დროა რაღაცეები გავარკვიო და მე ჩემი მივიღო. -რას გულისხმობ?შიშისგან ხელ ფეხი გამეყინა. -მივალთ და გაიგებ. -სად?? -ქალაქიდან შორს საყვარელო,ამაზრზენად ჩამიკრა თვალი,ტვინმა განგაშის სიგნალი ჩართო მეც არ ვიცი როგორ გავრისკე, მაგრამ გოგას საჭეზე ხელი ვუტაცე,ბოლოს მისი ყვირილი მესმოდა და თეთრმა ნათებამ მომჭრა თვალი,მივხვდი რაც მოხდა და ტკივილმაც არ დააყოვნა,გოგამ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შევასკდით. * * * თავს ძალას ვატანდი, რომ თვალები გამეხილა, თუმცა ვერაფერს ვახერხებდი,გაუსაძლისი ტკივილი გატოკების საშუალებას არ მაძლევდა.ეს აპარატის წიკწიკიც უაზროდ მიშლიდა ნერვებს,"ნეტა სად ვარ".ნელ-ნელა დაიწყო გონებამ მომხდარის აღქმა და ყველაფერი გამახსენდა, ავარიის ჩათვლით,შიშმა შემიპყრო, ნუთუ მოვკვდი ან ის მოვკალი?კიდევ ერთხელ ვცადე და თვალები გავახილე,საშინელ ნათებას წავაწყდი და უმალ დავხუჭე, ისევ ტკივილისგან,კარის ხმა მისწვდა, ჩემს სმენას და სავარაუდოდ ექიმის ხმა ჩამესმა, რომელიც გახარებული ამცნობდა ვიღაცას, რომ გადავრჩი,მინდოდა მიმეხვედრებინა, რომ მესმოდა, მაგრამ ძილის სამყარო თავისკენ მითრევდა და გავითიშე. * * * გიგი ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს და ერთ წერტილს მიშტერებოდა. -გადარჩა, ყველაფერი კარგადაა,გვერდით ამოუდგა ტატო. -არა არაფერიც არაა კარგად,შენ არ იცი, რამდენ ხანს ემახსოვრება ეს საშინელება,რამდენ ხანს შეეშინდება მანქანაში ჩაჯდომის. -ყველა მის გვერდით ვართ,თუმცა ჩემი ბრალიც არის,ოხ მე იმის დედაც,ხომ დავპირდი ვერასდროს შეგეხება მეთქი. -დაწყნარდი ტატო,ჯერ ნია გამოკეთდეს და გოგა არსად გარბის,მიწიდან ამოვთხრი და პასუხს მოვთხოვ, ხომ იცი არ გამიჭირდება. -გიგი მარტო არ ხარ. -ათასი ფიქრი მიტრიალებს თავში,რანაირად აღმოჩნდა მის მანქანაში? -გავიგებთ, ლაპარაკს რომ შეძლებს,წამო შევიდეთ,მხარზე ხელი დაარტყა ტატომ მეგობარს და საავადმყოფოსკენ დაიძრა. * * * ნინი და ნუცა სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ,ერთი წუთით არ მოშორებია არცერთი საავადმყოფოს,ცოტნეს დაჟინებულმა მოთხოვნამაც ვერ გაჭრა. -ნუც რატო ხარ მოწყენილი?თმაზე მიეფერა ნინი ქალს. -არ მაქვს მიზეზი? -გინდა დაველაპარაკო? -არა არ მინდა,ვიშოვე სამსახური უკვე. -მართლა?სად? -ოღონდ არ დაიწყო ეხლა კარგი?ღამის კლუბში. -გაგიჟდი?იმხელაზე შეკივლა ნინიმ, ყველას ყურადღება მიიქცია. -ხმაა დაუწიე ნინი, რა გაყვირებს? -აბა სულ გაგიჟდი გოგო?მაგას არ გერჩივნა ცოტნეს დათანხმებოდი? -არ დაიწყო ეხლა თავიდა რა. -ნუც შენ ვერ შეძლებ მიმტანად მუშაობას,ხო იცი მანდ რა გატეგორიის ხალხი დადის? -მიმტანი არც ვარ ნინ, დამლაგებლად ვმუშაობ,მეტს მაინც ვერ ვეღირსე,იქ ისეთი მიმტანები ყავთ ,გვერდითაც ვერ დავუდგები. -ოხ რა ცუდად აფასებ შენ თავს. -კარგი მორჩი, ცოტნე მოდის,თვალები დაუბრიალა ნუცამ დაქალს და მომავალ ბიჭს თვალი აარიდა. ნელ-ნელა აზრზე მოვდიოდი,ტკივილები შედარებით აღარ მაწუხებდა და ექიმმა სახლში გაწერა გადაწყვიტა.ბევრი კამათის შემდეგ ტატომ და ნატამ თავისი გაიტანეს და სანამ საბოლოოდ არ დავდგებოდი ფეხზე, მათთან უნდა მეცხოვრა.გაჭირვებით ჩავიცვი სპორტულები და სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი,საშინლად გამოვიყურებოდი, სახეზე ჯერ კიდევ მქონდა ჩალურჯებები შემორჩენილი,ყელზეც ფიქსატორი მეკეთა. -რა გააკეთე, ეს რა ჩაიდინე? -აბა გერჩია იმას ის ექნა, რასაც აპირებდა?შემომიტია მეორე მემ,პალატის კარი გაიღო და ნატა შემოვიდა. -გაემზადე უკვე?მომეხვია დაქალი. -კი მოვრჩი. -ხოდა წავიდეთ, ყველა სახლში გველოდება,შეძლებ სიარულს? -შევძლებ,ნატა ძალიან ცუდად გამოვიყურები?თვალები ამიწყლიანდა. -რა გჭირს ნია?როდიდან ასეთი მტირალა?ხომ იცი ეს სილურჯე გაივლის და ისევ ისეთი ლამაზი იქნები,ამაზე უარესებს გაუძელი და ამან გაგტეხა გოგო? -დავიღალე მგონი ნატა,ამ თამაშით დავიღალე, საკუთარ ბედს და ცხოვრებას ვეთამაშები. -მთავარია რომ უგებ ნია,ვერ ხვდები? დამიჯერე ეხლა იმაზე უფრო უნდა ფიქრობდე, რა გელის სახლში,ყველას აინტერესებს რა მოხდა სინამდვილეში იმ ღამეს. -მოგებაა ეს?ეს უფრო არსებობა ნატა ამ ქვეყნად და ვისთვის არც კი ვიცი,ამოვიოხრე და წამოვდექი. * * * ყველა ნატასთან იყო შეკრებილი და სულმოუთქმელად ელოდნენ მათ მოსვლას,ნინი სავარძელში იჯდა და საბავშვო წიგნს ათვალიერებდა,უცებ საშინელი გულისრევა იგრძნო და გიჟივით წამოხტა ფეხზე. -რა გჭირს?ხელი შეაშველა ნუცამ. -გული მერევა,ხელი აიფარა და საპირფარეშოსკენ გავარდა,ნუცაც უკან მიყვა. - დაწყნარდი, ორსულობის ბრალია ხომ იცი, ტოქსიკოზი გაქვს,თმაზე ეფერებოდა სააბაზანოს იატაკზე მჯდომ ქალს. -როდის გაივლის, აღარ შემიძლია,ამოილაპარაკა ნინიმ. -მალე ნინ მალე,გაეღიმა ქალს,წარმოგიდგენია სულ რაღაც 6 თვეში, პატარები გვეყოლება. -ჩემი სიცოცხლეები,თავი წამოყო ნინიმ. -უკეთ ხარ? -მგონი. -წამოდი გავიდეთ მაშინ,როგორც ჩანს ჯერ არ შეუმჩნევიათ ოთახში რომ არ ხარ, თორემ აქ გაჩნდებოდა ყველა,გაეცინა ნუცას. -სად იყავით?ფეხზე წამოდგა ცოტნე,მოიცა ნინი რა ფერი გაქ რა გჭირს? -არაფერი გული მერევა,გაუღიმა ქალმა და ბიჭს მიეხუტა. -მიშკა,იღრიალა ცოტნემ. -რა გაყვირებს გაგიჟდი?გამოვარდა სამზარეულოდან დაფეთებული ბიჭი. -ნინის გული ერევა ბიჭო, რისი ბრალია? მიშკა ცოტა ხანს გაოგნებული იდგა ოთახში,როგორც კი გაიაზრა ცოტნეს ნათქვამი ხმამაღალი ხარხარი აუტყდა, რასაც ყველა შეუერთდა ოთახში, ნინის ჩათვლით. -ძმობას გაფიცებ, თავი ხომ არ მიგირტყამს რამეზე?ორსულადაა და ჩვეულებრივი ფაქტია გულის რევა. -ხო რავიცი,დამშვიდდა ბიჭი და სავარძელზე ჩამოჯდა ნინისთან ერთად. * * * ნატამ კარი გასაღებით გააღო და პირველი შემატარა,გაჭირვებით გავიარე მისაღებამდე გზა და ბედნიერებისგან ამიკანკალდა,ყველა ერთად იყო შეკრებილი,ირგვლივ უამრავი ბუშტი ეყარა და კედელს დიდი წარწერა ამშვენებდა, სადაც დაბრუნებას მილოცავდნენ,ყველამ სათითაოდ ჩამიკრა გულში,ბოლოს გიგი გამოჩნდა, საოცრად დაღლილი სახე ჰქონდა,მომიახლოვდა და ჩემა წინ გაჩერდა,ფრთხილად ჩამომისვა ხელი სახეზე და მთელი ძალით ჩამიკრა გულში,ყველაფერი იგრძნობოდა ამ ცახუტებაში,შიშიც,სიბრაზეც და სიყვარულიც.გაუბედავად წამოვწიე ხელები და შემოვხვიე. -მეორედ აღარ გაბედო, ჩემი ასე შეშინება,მიჩურჩულა ყურში და თავზე მაკოცა. ვახშამმა მხიარულებაში ჩაიარა,ყველაფერზე ეზრუნათ ჩემს გოგოებს,სუფრას ჩიტის რძეც არ აკლდა. -ნია,მძიმედ დაიწყო ტატომ,ვიცი ცუდად ხარ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რა მოხდა იმ ღამეს?როგორ აღმოჩნდი მასთან ერთად? -კარგად კიდევ დიდხანს ვერ ვიქნები ტატო,ამიტომ ჯობია ყველა კითხვაზე ეხლავე გიპასუხოთ,პირველ რიგში ბოდიშს გიხდით,ასე რომ განერვიულეთ,იმ დღეს აქედან რომ გავიქეცი,გზაში შემხვდა,თურმე მეძებდა. -რატო ჩაუჯექი?ხმა გაიმკაცრა გიგიმ. -მაიძულა,თვალი თვალში გავუყარე გავაშელს, და შევატყვე,როგორ დაებერა ძარღვები. -მერე? -რაღა მერე?სადღაც მივყავდი ქალაქგარეთ,ჩემი უნდა მივიღოო,ალბათ ხვდებით რასაც აპირებდა,ხმა გამეპარა ნერვიულობისგან. -ხეს როგორ შეასკდით?ხმა ამოიღო ნატამ. -ჩემი ბრალია, საჭეზე ხელი ავუკარი. -რა ქენი?იყვირა გიგიმ, ხომ შეიძლება მომკვდარიყავი? -კი სწორედ მაგიტომ გავაკეთე,ერთხელ და სამუდამოდ დვაისვენებდი მისგან. -შენ რატომ დაშავდი ასე ძალიან და გოგა თითქმის უვნებელი გადარჩა? ნია რა მოხდა მითხარი. -მე ღვედი არ მეკეთა, მოვიხსენი. სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში,თავის აწევას ვერ ვბედავდი და მათთვის მზერის გასწორებას. -მე არ მეგონა, ასეთი სუსტი თუ იყავი,განაჩენივით გაისმა გიგის ხმა ოთახში,შენი აზრით გამოსავალია?თუ გმირად შეგრაცხავდა ვინმე? -გთხოვ გიგი,ჩემიც მყოფნის,ნუღარ მიმატებ,ცრემლებმა ჯებირები გაარღვია და ჩემს სახეზე დაეშვა. -ხომ იცი, რომ იმას მოვკლავ, არ ვაცოცხლებ,მაგრამ კიდევ ერთხელ რომ ეხუმრო შენს სიცოცხლე ასე, შენც არ დაგინდობ გასაგებია?იყვირა გიგიმ და ჩემკენ დაიხარა. -იცი როდის შემიყვარდი?იმ ღამეს პირველად რომ მაკოცე, მაშინვე მივხვდი რომ ვერ დაგივიწყებდი,მერე ჩემი სახლიდან რომ გაიქეცი, მაშინ ვაღიარე რო ვერ გაგიშვებდი,შენი დაკარგვის წინაშე, რომ დავდექი დავრწმუნდი რომ გაღმერთებ,გთხოვ ნია არასდროს არავისთვის მითხოვია,მითუმეტეს დაჩოქილს,ჩემი სიცოცხლეც და კარგად ყოფნაც შენზეა დამოკიდებული. -მიყვარხარ გიგი,ჩემდა უნებურად წამომცდა და თვალები დავხუჭე. -ვიცი,გაეღიმა გავაშელს და გულზე მიმიხუტა,დამეფიცება ბედნიერების ტალღამ ისე დამარტყა, მეგონა დამახრჩობდა. დაიწყო დღეები გიგისთან ერთად და ჩემი ცხოვრებაც საოცრად გაფერადდა,თითქოს უკან მოვიტოვე ეს სამი წელი და მთელი ძალით შევიგრძენი ბედნიერება,ფიქრებს კარზე ზარის ხმამ მომწვიტა,ხალათი მოვიცვი და მისაღებისკენ გავემართე,როგორც კი ზღურბლზე გიგი შევნიშნე უამრავი ტკბილეულით გული ამიფრიალდა,გავაშელმა წარბის აწევით ამათვალიერა. -შენ რა ,გული გინდა გამისკდეს? -რატო?გაკვირვებულმა გავხედე. -მეკითხება კიდეც,ამ ფორმაში უნდა გამიღო გოგო კარი?არ გეცოდები? -შე საზიზღარო,მიდი სამზარეულოში და მოვალ ორ წუთში,დარცხვენილმა ჩავილაპარაკე და ოთახისკენ გავბრუნდი,თუმცა მაშინვე ვიგრძენი ძლიერი ხელების მუცელზე შემოხვევა. -ტყუილად გრცხვენია, მაინც ჩემია ეგ ყველაფერი,კისერში მაკოცა და ღიღინით გაემართა სამზარეულოსკენ. * * * ნატამ იმედგაცრუებულმა მოისროლა ორსულობის ტესტი საწოლზე და თვითონაც იქვე ჩამოჯდა,ცდილობდა არავის ეგრძნო მისი ნერვიულობა, მაგრამ რაც დრო გადიოდა უფრო ვეღარ მალავდა,განსაკუთრებით მაშინ ტკიოდა გული, როდესაც ტატო ვინმე პატარას ეფერებოდა,დაუკითხავად წამოუვიდა ცრემლები და ამდენი ხნის ნაგროვებმაც არ დააყოვნა,სლუკუნი ხმით ტირილში გადაუვიდა,ის იყო წამოდგომას აპირებდა,რომ კარში გიჟივით შემოვარდნილ ტატოს მოკრა თვალი. -რა გჭირს ჩემო სიხარულო რამე მოხდა?ცუდად ხარ? -არაფერი ტატო,სცადა ქმარს გარიდებოდა ,თუმცა ბიჭმა ამის საშუალება არ მისცა. -რა მოხდა?ტონს აუწია კაცმა. -არაფერი ხომ გითხარი,არც ნატა დარჩა ვალში. -როგორ მელაპარაკები?იფეთქა ტატომ,რა ჯანდაბა გჭირს ეს ბოლო დღეებია? -ტონს დაუწიე ტატო,შეიძლება შენ მოგწონს სირაქლემას პოზიციაში ცხოვრება, მაგრამ მე აღარ შემიძლია ასე. -რას გულისხმობ ნატა, ნუ გადამრიე. -რატომ არ მოდიხარ და არ მესაუბრები იმ თემაზე რაც ორივეს გვაწუხებს?რატო ვიკლავთ გულში ამ ტკივილს რატო?იკივლა ქალმა,რატომ არ ვაღიარებთ რომ პრობლემა გვაქვს? უშვილო ვარ ხომ ხედავ? ხუთი წელია ერთად ვართ და ერთი შვილის ვერ გაგიჩინე. -მორჩი ამ სპექტაკლს?კბილებში გამოსცრა ტატომ,დაამთავრე?მთელი ცხოვრებაა მხოლოდ იმას ვფიქრობ რითი გაგაბედნიერო, შენ კიდე რა დღეში ხარ? -ესეიგი მადლობა უნდა გადაგიხადო?რას მოითხოვ ჩემგან?იქნებ უშვილო რომ ვარ გეცოდები?ხო უნდა ითქვას ერთხელ და სამუდამოდ. ნატას ყვირილი ისტერიკაში გადაუვიდა,უაზროდ იქნევდა ხელებს და ხმით ტიროდა,ვერაფრით შეძლო ტატომ მისი დაწყნარება, უცებ ბიჭმა გაუაზრებლად მოიქნია ხელი და ცხოვრებაში პირველად ცოლს გაარტყა. -მორჩა, დაწყნარდი,გულზე მიიხუტა გამოფხიზლებილი ქალი და მასთან ერთად კედელთან ჩაცურდა. -რას მაკეთებინებ ნატა, რას?ნუ მექცევი ასე, ნუ მანადგურებ,შენ ხარ ჩემი ყველაფერი ასეთს ვერ გიყურებ,ხვალვე წავალთ ექიმთან და გპირდები საკუთარი სიცოცხლის დათმობაც რომ მომიწიოს, აუცილებლად გახდები დედა. ნატამ ცრემლიანი თვალებით ახედა ქმარს და უფრო მეტად მიეხუტა საყვარელ სხეულს * * * გიგი გაღიმებული აკვირდებოდა ყველა ჩემს მოქმედებას. -რატო მომშტერებიხარ? -იცი რომ ულამაზესი ხარ? -ვაიმე გიგი შემოგიტია?გამეცინა და ყავის ფინჯანი დავუდგი წინ. -რაც გაგიცანი მას მერე სულ მიტევს, ხო იცი? -გიგი თავიდან მართლა ვერ მიტანდი?გამომცდელად გავხედე. -რამ გაგახსენა ეხლა ეგ?სხვა სალაპარაკო არ გვაქვს? -მიპასუხე. -ხო იცი რა მძიმე ხასიათები მაქვს,მაშინ რთული პერიოდი მქონდა, შენც კიდე მაგ პატარა ცხვირს ყველგან ყოფდი. -დახმარება მინდოდა,კარგად მესმოდა შენი. -ეხლა მე გკითხავ. -მკითხე, მიდი. -ნია, არის რამე შენს ცხოვრებაში, რაც არ ვიცი? -არა გიგი, საიდან მოიტანე? -უბრალოდ უნდა იცოდე,ერთადერთი რასაც შენგან მოვითხოვ ნდობაა,იცოდე რაც არ უნდა მოხდეს ყველაფერს მოვაგვარებ,არასდროს არაფერი დამიმალო და არც მომატყუო,მაგას ვერასდროს გაპატიებ და შეიძლება საკუთარ თავზე პასუხი არ ვაგო. -მაშინებ გიგი,სერიოზული სახით გავხედე. -მირჩევნია ეხლავე იცოდე, როგორი ვარ ვიდრე მერე. -გთხოვ არ გინდა ეგრე ლაპარაკი, მართლა მეშინია შენი. -თუ არაფერს ჩაიდენ ისეთს რაც ჩვენს სიყვარულს ზიანს მიაყენებს, არ უნდა გეშინოდეს. -კარგი მოვრჩეთ,არაფერს მოგატყუებ არასდროს და ჩვენს სიყვარულსაც,ბოლომდე გავიყვანთ ფინალში. -კარგი, მაშინ ერთი კითხვა მაქვს შენთან. -კიდე გიგი?უკვე ნერვიულად გამეცინა,თითქოს გული მიგრძნობდა წინ რა მელოდა. გავაშელი ჩემს წინ გაჩერდა და მუხლის ჩოქებზე დაეშვა,მის ხელში დანახულმა ხავერდის კოლოფმა ყველაფერს მიმახვედრა,ნერვიულობისგან ხელ-ფეხი გამეყინა. -გამომყვები ცოლად?ყველაზე არარომატიკოს კაცს. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი გაუნძრევლად და ვტიროდი,მეშინოდა კიდე ერთხელ მეშინოდა, ამ ნაბიჯის გადადგმა,თუმცა ისიც ვიცოდი ეხლა რომ უარი მეთქვა, გიგის სამუდამოდ დავკარგავდი,ოდნავ შესამჩნევად დავუქნიე თავი და აცრემლებულმა დავხედე ჩემს ხელზე აბრჭყვიალებულ ბეჭედს. -ხომ არ ვჩქარობთ? -ისედაც ამდენი გელოდე და კიდე დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ,გამიცინა გიგიმ და ტუჩებზე დამეტაკა. ცოტნემ სწრაფად აირბინა საფეხურები და კარზე დააბრახუნა,ორ წუთში საკეტის ხმა გაისმა და კარში ძილისგან დასიებული თვალებით ნუცა გამოჩნდა. -დავაშავე რამე?ამოიფრუტუნა ქალმა. -მე დავაშავე რამე? დილა ასე რო დავიწყე?მაინც წაკბინა ბიჭმა. -დილიდან ნუ იგესლები. -შენს თავში ნუ გერევი, ნუცა. -ცუდი ბიჭი ხარ, დაუყვირა ქალმა და ატირებული გავარდა ოთახიდან. -თავს როდის დაანებებ?პარკებით გამოჩნდა ნინი. -სად ბრძანდებოდი შენ? -მაღაზიაში,გაუცინა ქალმა. -მე რისთვის ვარ აქ?ხმა გაიმკაცრა ბიჭმა. -კარგი მაზლო, გეყოს არგიხდება სიმკაცრე,ჯობია გამომართვა ესენი. -მართლა ნინი, თუ რამე გჭირდება უნდა მითხრა,ყველაფერს ვეღარ ვხვდები. -ნაყინი მინდება ხშირად და იმ ღამეს მიშკამ მომიტანა. წამოსცდა უცებ და როგორც კი ცოტნეს გაფართოებულ თვალებს წააწყდა, მაშინვე ინანა. -არა უბრალოდ, გზაში შემხვდა. -აჰა ესეიგი გზაში ხო?სად მიდიოდი შენ? -ხო გითხარი, მაღაზიაში ნაყინზე,რა გჭირს ცოტნე რა დაკითხვას მიწყობ?გაბრაზდა ქალი. -ესეიგი მიშკა ხო?მაგაში გამცვალე? -გადაიერიე?რას ბოდავ? -კარგი ხო კარგი,ვიხუმრე,ისე ძალიან კარგი ბიჭია რომ იცოდე,გაეცინა ცოტნეს -მაგით რისი თქმა გინდა?ყველაფერს თავი ანება ნინიმ და ბიჭს გახედა,ერთხელ გითქვამს და მეორედ აღარ გაიმეორო,მე ქმარი მყავს თუ დაგავიწყდა,გათხოვილი ვარ შენს ძმაზე,მარჯვენა ხელი აუფრიალა ცხვირწინ. -ქვრივი ხარ და თან 19 წლის,ორი შვილით, მაგდენს ვერ ხვდები რომ ჯერ პატარა ხარ ამხელა ტვირთისთვის?ნუთუ არ გინდა ბედნიერი იყო? -ხვდები რას მეუბნები? -ვხვდები ნინი, კარგად თან,ჯერ წინ გაქვს მთელი ცხოვრება. -გაჩუმდი გთხოვ,მეორედ მსგავსი არაფერი თქვა,მე მყავდა ქმარი და მეყოლება შვილები,ესაა ჩემთვის ბედნიერბაც და ცხოვრების აზრიც,არც დაუშვა აზრად რომ ოდესმე სხვას შევხედავ და საერთოდაც შენგან, ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ყველაფერს. -მეც ადამიანი ვარ ნინი,ნიკა აღარ მყავს, მაგრამ არც შენ მოგცემ უფლებას ესე იოლად ჩაიქნიო ხელი,იცოდე მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა გადაწყვიტო,მაპატიე თუ განერვიულე,ხელი მოხვია ტირილის პირას მისულ ქალს და გულზე მიიხუტა,უნებურად მზერა შესასვლელისკენ გაექცა,კართან ნუცა იდგა და ისიც ტიროდა,ცოტნეს სუნთქვა შეეკრა იმდენად ლამაზი ეჩვენა ქალი. * * * დიდი ოვაციებით შეხვდა ჩვენი სამეგობრო ქორწილის ამბავს,ყველამ გაინაწილა საქმე და დაიწყო მზადება,ყველაზე ბედნიერი ქალი ვიყავი დედამიწის ზურგზე,გავაშელი ჩემს გაოცებას არ წყვეტდა,ასე მზადებაში გავიდა მთელი თვე და ქორწილამდე ერთი კვირით ადრე, თურქეთში გადამაფრინა,ყველაზე ამაღელვეველი იყო დედაჩემთან შეხვედრა,მიცნო ცრემლიანი თვალებით დაგვლოცა და ბედნიერება გვისურვა,გიგიმ ივაჟკაცა და ყველაზე კარგ კლინიკაში გადავიყვანეთ,თირქეთში სამი დღე დავყავით და ქორწილის წინა დღეს ჩამოვფრინდით,მოლაპარაკებისამებრ გიგი ბიჭებთან ერთად წავიდა, მე ჩემმა გოგოებმა მომაკითხეს და სახლში ავედით,ყვრლაფერზე ეზრუნათ უკვე, საქორწინო კაბაც იქვე ეკიდა თაიგულთან ერთად. -რაზე ფიქრობ?ნინი ჩამეხუტა. -ნუთუ ეს ყველაფერი ჩემს თავს ხდება?დავიჯერო ვიმსახურებ ამ ბედნიერებას? -მეტსაც იმსახურებ ნია და დაიჯერე, კი ეს ხდება და სულ რაღავ 12 საათში, შენი ოცნების მამაკაცს გაყვები ცოლად და ყველაფერი წარსულს ჩაბარდება. -აბა პატარძალს დასვენება უნდა,წავედით,დაიყვირა ნატამ და ფეხზე წამოყარა ყველა,არ ინერვიულო შენ ხვალ თვალები დაგისივდება,გამომხედა და კარში გაუჩინარდა. გოგოები გავაცილე,სახლი მივალაგე და ის იყო დაწოლას ვაპირებდი, რომ კარზე ზარი გაისმა,სასიამოვნოდ გამეღიმა."ვიცოდი რო ვერ მოითმენდი"აჟიტირებულმა გამოვაღე კარი და ერთ ადგილზე გავიყინე,ზღურბლზე გოგა იდგა და მიცინოდა. ვიგრძენი რომ სულაც არ ექნებოდა ჩემს ზღაპარს ბედნიერი დასასრული და შიგნით გულში, რაღაც მეტკინა. შიშისგან ერთიანად დამეძაბა სხეული,ყველაფერს ველოდი გარდა მისი გამოჩენისა,გოგამ ხელის კვრით შემაგდო სახლში და კარი ჩაკეტა. -რას აკეთებ? -რაო პატარა,ემზადები ქორწილისთვის?ამაზრზენად გამიცინა. -წადი აქედან,სწრაფად წავიწიე კარისკენ ,თუმცა მთელი ძალით მკრა ხელი. -აბა აბა მაგას მე გადავწყვეტ,თან უსაჩუქროდ როგორ დაგტოვო? -ხომ იცი, გიგი მოგკლავს?კბილებში გამოვცარი. -ფეხებზე შენი გიგი რას იზამს,მაინც ვკვდები,გაეცინა გოგას,კიბო მაქ ლამაზო, სულ რაღაც 3 თვის სიცოცხლეც არ დამრჩა,ალბათ დავისაჯე ჩემი ცოდვებისთვის. -გთხოვ გოგა წადი,გემუდარები ნუ გამწირავ ბოლომდე,რაღაც კაცური გამოამჟღავნე და მაცადე ბედნიერი ვიყო. -რაც ჩემია ჩემია,არავის მივცემ უფლებას იმას შეეხოს, რაც მე მეკუთვნოდა. -რას ბოდავ?გაეთრიე,ვუყვირე წყობიდან გამოსულმა. გოგამ ტელეფონი ამოღო ჯიბიდან,ვიდეო გადაღება ჩართო და იქვე წიგნის თაროზე შემოდო. -რას აკეთებ გოგა, სრულ ჭკუაზე ხარ? -ჩემი ხარ,სწრაფად წამოიწია და მთელი ძალით გამარტყა სახეში,ტკივილისგან წონასწორობა დავკარგე და ძირს დავეცი,მთელი ძალით ვუწევდი წინაღმდეგობას, მაგრამ ვერაფერს გავხდი,ველურივით შემომახია ტანსაცმელი და ეს იყო ყველაზე საშინელი წუთები, ჩემს ცხოვრებაში,ბოლოს დავიღალე და ბრძოლა შევწყვიტე,როგორც კი იგრძნო რომ წინააღმდეგობას აღარ ვუწევდი თვითონაც დამშვიდდა,ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენდი,თუ ასე დავასრულებდი ცხოვრებას,ასე დავანგრევდი ცემს ბედნიერებას,როგორც კი მომშორდა, ემბრიონის პოზაში მოვიკუნტე და ისტერიკული ტირილი ამიტყდა. -ესეც ესე, ესეც საჩუქარი ჩემგან,ბედნიერ წყვილს,კარგად მისმინე თუ მაინც გაბედავ და ხვალ გიგის ცოლად გაყვები,შუა ქორწილსი მოვიიტან ამ ვიდეოს და შენს ქმარს ვანახებ,ხო იცი რაც მოხდება, უეჭველად მომკლავს და წავა ციხეში,მე დასაკარგი არაფერი მაქვს. -არაკაცი ხარ,ამოვიკნავლე საწყლად. -შეიძლება, მაგრამ გავაკეთებ,გადაწყვიტე მკვლელად აქცევ, თუ ცხოვრებას დაუნგრევ,კიდევ ერთხელ შემავლო თვალი,ტელეფონი აიღო და სახლიდან გავარდა. * * * ნინიმ ვერაფრით შეძლო დაძინება,რატომღაც გული ჰქონდა ძალიან დამძიმებილი, გამუდმებით ცოტნეს ნათქვანზე ფიქრობდა,ფრთხილად შეაღო ნუცას საძინებლის კარი,გოგოს მშვიდად ეძინა, ფრთხილად მიუახლოვდა და პლედი გაუსწორა,უხმაუროდ მოიცვა ქურთუკი და კიბეზე დაეშვა,სეირნობით დაუყვა გზას, იქვე სკვერში შევიდა,საქანელაზე ჩამოჯდა და გაუბედავად გაქანავდა. -არ გითხარი რომ სახიფათოა მარტო სიარული?მოესმა ნაცნობი ხმა. -აქ საიდან?გაკვირვებულმა გახედა მიშკას. -აი იქ ვცხოვრობ,წინა კორპუსისკენ გაიშვირა ხელი. -არ ვიცოდი,ჩაიდუდღუნა ნინიმ. -აქ რას აკეთებ?თან ასეთ დროს? -არ გინდა გთხოვ,უბრალოდ გამოვისეირნე, ნუ მექცევით ფაიფურის თოჯინასავით ყველა. -დაწყნარდი ნინი, რატო ნერვიულობ? -მარტო მინდა ყოფნა. -ეხლა თუ მთელი ცხოვრება? -უკაცრავად?გაკვირვებულმა გახედა ნინიმ ბიჭს. -მაინტერესებს რას აპირებ, ასე უნდა იცხოვრო? -შენ რა გაწუხებს?ან რა ხელი გაქვს ჩემს ცხოვრებასთან?მხოლოდ ექიმი ხარ ჩემი და ისიც ცოტნეს თხოვნით,რადგან ძალიან გენდობა. -ვერ ხვდები ხო? -არ მითხრა,ფეხზე წამოხტა ნინი,რამ გადაგრიათ ყველა,შეიშალეთ?როგორ მკადრებ მსგავს რამეს?რა გემართება მიშკა? -დაწყნარდი ნინი,უბრალოდ დავსხდეთ და ზრდასრულებივით ვისაუბროთ. -არ მომეკარო,მე აღარ მოვალ შენთან,გაბუტული გატრიალდა და სახლისკენ დაიძრა. -პატარა ბუტია ბავშვი ხარ,მიაძახა მიშკამ,ჩემს იქით გზა მაინც არ გაქვს. * * * არ მახსოვს,რამდენ ხანს ვიდექი წყლის ჭავლის ქვეშ და ხმით ვბღაოდი,გამწარებული ვიხეხავდი ყველაფერს,ყველა ოცნება თავზე დამენგრა, ყველაფერს გადაესვა ხაზი,ვერაფრით დავუშვებსი გიგის მართლა გაეგო ამის შესახებ,გული გავთიშე და გონებით დავიწყე აზროვნება,ამ წუთას ჩემთვის საყვარელი ადამიანი, უნდა დამეცვა იმ სიბინძურისგან, რასაც მე ვატარებდი,უბრალო ჯინსი და მაისური ჩავიცვი,საქორწილო კაბა საგულდაგულოდ ჩავდე ყუთში,თაიგულიც და ბეჭედიც,ვიცოდი ამ გადაწყვეტილებით საკუთარ თავთან ერთად გიგისაც ვანადგურებდი, მაგრამ მერჩივნა სიმართლის გაგებას მე გამეკეთებინა ეს. ფრთხილად ავიარე საფეხურები და გავაშელის კართან შევჩერდი,არ მინდოდა ამის გაკეთება, მთელი სხეული უკან მექაჩებოდა,გაუბედავად ავწიე ხელი და ზარი დავრეკე,ღრმად ვსუნთქავდი,გულის ტკივილი არ მაძლევდა საშუალებას მშვიდად ვყოფილიყავი,კარში ნამძინარევი გიგი გამოჩნდა და როგორც კი დამინახა სახე შეეცვალა. -რა მოხდა? -შემომიშვებ?ვეცადე არ ამტირებოდა. -შემოდი,კითხვა უნდა მაგას? გამიცინა ბიჭმა. გაუბედავად შევედი ოთახში და ყუთი მაგიდაზე დავდე. -ეს რა არის? -ყველაფერი, რაც შენ მიყიდე,გადავიფიქრე გიგი, ცოლად ვერ გამოგყვები. -გაგიჟდი?მეხუმრები ხო? -არა არ ვხუმრობ, მართლა. -რას ბოდავ გოგო?მიყვრია და მკლავზე მეცა,შემომხედე, მისმინე ეს ყველაფერი ნერვიულობის ბრალია საყვარელო,დაწყნარდი კარგი?ყველაფერი გაივლის,გამიგია ყველა პატარძალი ნერვიულობს ქორწილის დღეს,მითუმეტეს შენ რაც გადაიტანე მას შემდეგ,მაგრამ ნუ გეშინია მე ხომ შენს გვერდით ვარ? -არა არა ვერ გაიგე?არ მინდა შენი ცოლობა,არ მიყვარხარ. -ვერ გავიგე?იმხელაზე მიღრიალა შიშისგან ადგილზე შევხტი,ამას ეხლა მიხვდი?ქორწილამდე 6 საათით ადრე? -ხო ეხლა,უტეხად გავხედე. -გინდა თავი მომაკვლევინო? -მიდი მომკალი,თვალი თვალში გავუყარე და გავუცინე. -იცოდე მითხარი თუ რამე მოხდა,გთხოვ ყველაფერს გავიგებ გესმის?უბრალოდ მენდე. -გითხარი უკვე. -ასე ამთავრებ?იმ ტკივილისთვის მიმეტებ,რაც შენ გამოიარე? -ხო,აქ სრულდება ჩვენი ზღაპარი. სწრაფად წავიწიე კარისკენ,რაც შეიძლება მალე უნდა გამეღწია სახლიდან,თუმცა გავაშელი მხრებში მწვდა და კედელზე მიმანარცხა. -ხომ იცი რომ საკუთარ განაჩენს მოაწერე ხელი,ისიც ხო იცი შეურაწყოფას რაც ხვალ მელის არ გაპატიებ,იცოდე სანამ აგონია გამივლის გაქრი ან თავი მოიკალი, თორემ ნიკას სულს ვფიცავარ, შემეხვეწები შენი ტანჯვა დავასრულო,ეხლა გაეთრიე. სწრაფად წამაპორწიალა კარისკენ და მათხოვარივით გამაგდო გარეთ,ძლივს ჩამოვიარე საფეხურები და იქვე ხესთან ჩავიკეცე,ვტიროდი არ ვიცი ვის, საკუთარ თავს თუ იმ ადამიანს ვის თვალებშიც შევძელი და ისევ დავაბრუნე ბრაზი და სევდა. * * * ტატო ახალი ჩაძინებული იყო, მაგრამ ტელეფონის ხმაზე უცებ შეფხიზლდა,სწრაფად გაასრიალა ხელი სენსორზე და გიგის უპასუხა. -ხო ძმა,რას ამბობ?ხუმრობ?ეხლავ მოვდივარ,ჩაყვირა ტელეფონში და ფეხზე წამოხტა. -რა მოხდა?საწოლზე წამოჯდა ნატა. -შენმა დაქალმა, ქორწილი ჩაშალა. -რას ამბობ?გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა ქალს და სწრაფად აკრიფა ტელეფონზე ნიას ნომერი, თუმცა უშედეგოდ არავინ უპასუხა. -არ მპასუხობს. -ვაიმე აღარ დამთავრდა ამდენი უბედურება რა,მიდი ჩაიცვი და წავიდეთ,ცოტნეს გზიდან დავურეკავ. ნახევარ საათში ყველა გიგისთან იყო შეკრებილი და ხმას არავინ იღებდა. -არაფერი გითხრა?დუმილი ცოტნემ დაარღვია,იქნებ რამე მოხდა? -არ მიყვარხარო,ამაზე გასაგებად რაღა მითხრას? -სისულელეა,იყვირა ნატამ, მე მაინც ვიცნობ მაგას და რაც ჩაიდინა უთუოდ ექნება ახსნა. -არ მაინტერესებს, გაეცინა გიგის. -როგორ?არ მოძებნი? -არა ჯანდაბამდეც გზა ჰქონია,გადაეცით ისე გაქრეს ვერსად მივაკვლიო. -მიჰქარავ გიგი,აენთო ტატო, ასე არ ნებდები ხოლმე,იქნებ გავარკვიოთ ყველაფერი? -აბა ჩუ ეხლა,შენ არ მიუტოვებიხარ საყვარელ ქალს ქორწილამდე 5 სათით ადრე,შენ არ აგერევა ცხოვრება ხვალიდან. -ხო მაგრამ, იქნებ რა მოხდა? -ვთხოვე ეთქვა,რაც არ უნდა ყოფილიყო გავუგებდი, მაგრამ ისევ მაგარი გოგოს როლს თამაშობს, ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა და დამერწმუნეთ მისთვისაც. * * * ჩემთვის?ცხოვრებამ აზრი დაკარგა,იმ საღამოსვე ავიკარი გუდა ნაბადი და თავი სვანეთს შევაფარე,ტელეფონის ნომერი შევცვალე და ვცდილობდი არაფერი გამეგო,თითქმის მთელი კვირა ასე ვიყავი, ჭამითაც არ ვჭამდი,სასწაილად გავხდი,ძველი ნიასგან აღარაფერი ვიყავი დარჩენილი,ერთ დილით გულმა არ მომითმინა და ნატას დავურეკე. -ნატა. -ნია შენ?იკივლა ქალმა,ცოცხალი ხარ გოგო?ეს რა გააკეთე ნია? -გთხოვ ნატა, შენც ნუ დამიმატებ გემუდარები,ტირილი ამიტყდა. -არა არა არ იტირო, გთხოვ ,მითხარი კარგად ხარ? -როგორ გგონია? -ნია, მართლა არ გიყვარს? -ნატა გთხოვ,როგორაა? -არ მკითხო ნია,განადგურებულია ყველა ჩაშლილ ქორწილზე საუბრობს,გეძებს მაგრამ შესარიგებლად არა. -ვიცი,გამეცინა ნერვიულად და დაქალს დავემშვიდობე. ყოჩაღ ნია,მოახერხე და გიგი გავაშელი საბოლოოდ გაანადგურე,ამოვიოხრე და დივანზე მივწექი დასაძინებლად. ნატამ სწრაფად გათიშა მობილური და ოთახში შემოსულ ტატოს გაუცინა,ბიჭს არ გამოჰპარვია ცოლის დაბნეული მზერა. -ვის ელაპარაკებოდი? -არავის,იცრუა ქალმა. -ნატა,ხმა გაიმკაცრა ტატომ,მატყუებ? -ნიას ველაპარაკებოდი. -რატო დარეკა?საშინლად გაუცივდა ბიჭს ხმა. -რას ქვია რატო დარეკა?რანაირად ლაპარაკობ ჩვენს ნიაზე? -შენს ნიაზე,ჩემი აღარაფერი აქვს მაგას,მე რომ ვიცნობდი ის ნია ასე არ ატკენდა სხვას,ასე არ დაამცირებდა და თავზე ლაფს არ დასხამდა. -ხვდები მაინც რას ლაპარაკობ?აენთო ქალი,რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა?როგორც გიგია შენი, ისეა ესეც. -არ გინდა ნატა, ნუ ვიჩხუბებთ. -ეხლა კარგად მისმინე,ნიას ჩემს მეტი არავინ ყავს და რაც არ უნდა მოხდეს არ მივატოვებ გასაგებია? -მეჩვენება თუ იცავ? -არავის არ ვიცავ.,მაგრამ ვერც დავკარგავ გასაგებია?ადამიანს ერთი შეცდომის გამო ხაზი არ უნდა გადაუსვა,გიგის რომ იგივე გაეკეთებინა დაკარგავდი? -კი თავისუფლად,რა გინდა ვერ გავიგე,იყვირა ტატომ,არ მინდა და მორჩა მაგაზე ლაპარაკი. -ნუ მიყვირიხარ,ტონს აუწია ქალმა. -მოკლედ რა, ამ ბოლო დროს შენთან ლაპარაკი შეუძლებელია,რატო მიშლი ნერვებს რა გინდა? -აჰ ამ ბოლო დროს ხო?იქნებ შენ შეიცვალე ჩემს მიმართ? -გაჩუმდი ეხლა,არ ვაპირებ ნიას გამო ოჯახში ჩხუბს. -ოჯახში ხო?ირონიულად გაეცინა ნატას,ორი კაცი ოჯახი არ არის. ტატოს სიბრაზისგან თვალები აენთო, წამში გაჩნდა ქალთან და მკლავებში ეცა. -ვისაც ჩვენი ოჯახი ვინმეზე ნაკლები ჰქონია, ყველას დედაც გასაგებია? რას ითხოვ რას, მაინცდამაინც უნდა გითხრა რომ უშვილო ხარ?კი ბატონო ხარ,ერთი შვილი ვერ გამიჩინე,მიიღე და დაწყნარდი? -გაეთრიე,ხელი კრა ნატამ ქმარს. -წავალ ნატა, წავალ,შენი თავიც დატანჯე და მეც მომიღე ბოლო შენი უაზრობებით,იყვირა ბიჭმა და ოთახიდან უკანმოუხედავად გაიქცა. * * * თითქმის კიდევ ერთი კვირა მიიწურა, რაც თბილისს გამოვექეცი,ტელეფონის ხმამ აზრზე მომიყვანა და როგორც კი ნატას ნომერი ვიცანი, ბედნიერმა ვუპასუხე. -ნატ როგორ ხარ? -კარგად ნი შენ?აშკარად ნამტირალევი ხმა ჰქონდა. -რა მოხდა?შენ რა იტირე? -მისმინე ნია მე და ტატო, ვეყრებით. -გაგიჟდი?იმხელა შევკივლე ვეჭვობ მთელმა სვანეთმა გაიგო,კი მარა რატო? -ვიჩხუბეთ. -მერე მაგის გამო?მოიცა მოიცა, ჩემს გამო ხო არა? -ნია მისმიენ. -მიპასუხე, ჩემ გამო? -ხო,მაპატიე ნია. -რას ამბობ ნატა, აქეთ მაპატიე ეს ყველაფერი,არ იდარდო შენ,დღესვე წამოვალ თბილისში. -არა ნია,გიგი მართლა მოგკლავს,შეიცხადა ქალმა,რომ იცოდე რა გამწარებულია. -არ მაინტერესებს,სწრაფად გავუთიშე ტელეფონი და ოთახისკენ გავიქეცი,ბევრი არაფერი მქონდა წაღებული, ამიტომ მოგროვებაც არ გამჭირვებია,თბილისისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსში ვიჯექი და გული მისკდებოდა,არ ვიცოდი იქ რა მელოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მათი რეაქციის მეშინოდა, როცა მნახავდნენ,საშინლად გამოვიყირებოდი, უაზროდ გამხდარი და გაფითრებული ვიყავი,ბევრი არ მიფიქრია, ბარგი სახლში დავტოვე და პირდაპირ ტატოს სახლისკენ გავეშურე,ზღურბლთან წამით შევჩერდი და ღრმად ჩავისუნთქე,თუმცა გადაწყვეტილება მიღებული მქონდა უკვე, სიმართლის თქმაც რომ დამჭირებოდა არ დავუშვებდი, ნატას ოჯახი დანგრეოდა.აკანკალებილი ხელი ძლივს დავიმორჩილე და ზარი დავრეკე,საუკუნედ მომეჩვენა ის რამდენიმე წამი, სანამ საკეტის ხმა არ გაისმა და კარში ცოტნე გამოჩნდა,შევატყვე შეცბა ჩემს დანახვაზე, მაგრამ უფრო ჩემმა გარეგნობამ შეაშფოთა. -ნია რა გჭირს?ძლივს ამოილუღლუღა. -მეც გამიხარდა შენი ნახვა,ნაძალადევად გავუღიმე და პირდაპირ მისაღებისკენ გავეშურე. -გამარჯობა,ჩავილაპარაკე და ყველას ყურადღება მივიქციე,დამეფიცება არასდროს მინახავს ასეთი გაოცებული სახეები,ნატას თვალები ცრემლებით აევსო,სწრაფად წამოხტა ფეხზე და ჩამეხუტა. -რა დაგემართა ნია?რა უქენი საკუთარ თავს? მზერა გიგისკენ გამექცა,რომელიც საოცარი კმაყოფილებით მიყურებდა და მივხვდი ეს არ იყო ის ადამიანი, ვინც მე მიყვარდა,ჩემს წინ ჩვეულებრივი მონსტრი იდგა. -კარგია კარგი,ჩაეცინა გავაშელს,რაო ჩიტო გაები?შენი ფეხით მომაკითხე? -შენთან არ მოვსულვარ. -შეიძლება, მაგრამ რომ ვეღარ წახვალ ხომ იცი?ისე გიხდება სიგამხდრე,ირგვლივ შემომიარა და ჩემს წინ გაჩერდა,ორი წუთი მიყურა ირონიულად მერე მოულოდნელად მოიქნია ხელი და სახეში გამარტყა,რასაც ნატას წამოკივლება და ცოტნეს სწრაფი რეაგირება მოჰყვა. -გაგიჟდი შენ?უყვირა ცოტნემ და ხელი კრა. -ჩემგან ღირსია და იმას მიიღებს, რასაც იმსახურებს. -გეყოფა. -გაუშვი ცოტნე,მოწოლილი ცრემლები უკან გავაბრუნე და ბიჭებისკენ დავიძარი,მიეცი საშუალება ამოანთხიოს ის ტკივილი, რასაც გრძნობს. -ტკივილი?გაეცინა გიგის,ჯერ რომ არ დაგსიზმრებია ისე გატკენ,მუხლებში ჩამივარდები და ისე მთხოვ, რომ დაგინდო. -რაც გინდა ის ქენი,თუ ეგ დაგამშვიდებს კი ბატონო,აქ ვარ და სულმოუთქმელად გელოდები,მივახალე გაგულისებულმა და ახალ მოსულ ტატოს გავხედე. -შენთან საქმე მაქვს,მშვიდად გავუსწორე ბიჭს მზერა. -წამოდი,მისი კაბინეტისკენ გამიძღვა და სავარძელზე მიმითითა. -დავიჯერო,ესე შევცდი შენში? -შეცდომებზე შენ არ უნდა საუბრობდე ნია,ყველას იმედები გაგვიცრუე. -ყველას გვაქვს ჩვენ ჩვენი ცოდვები,ჩემი დანაშაულის გამო, ნატას რომ სჯი კაცური საქციელია?მხოლოდ იმიტომ რომ მე მიცავს?შენ ვერც წარმოიდგენ ჩვენ ისეთი სიყვარული გვაკავშირებს ერთმანეთთან. -ნია. -მისმინე ტატო,არასდროს მდომებია ვინმესთვის გულის ტკენა,ისიც კარგად ვიცი რა ჩავიდინე,მაგრამ მე მხოლოდ გიგისთან ვარ დამნაშავე და არა შენთან ან რომელიმე იმ ოთახში მყოფ პიროვნებასთან,ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა და მევე უნდა მოვაგვარო,მაგრამ ჩემი საყვარელი ადამიანის ოჯახიც, რომ მას შეეწიროს მართლა წავიქცევი ტატო,დავინგრევი და ვეღარასდროს შევძლებ წამოდგომას,უბრალოდ გთხოვ, ყველაფერს წყალში ნუ ჩაყრი,მოვა დრო სიმართლეს გაიგებთ და დამიჯერე შეგრცხვება ნატასი. -იქნებ მითხრა რა გჭირს?დაგეხარები. -მე ვეღარაფერი დამეხმარება ტატო,მხოლოდ ის შეგიძლია ჩემი გულისთის გააკეთო,მოკიდე ხელი შენს ცოლს და აღარასდროს გაუშვა,ყველას რომ ესროლა ტალახი ჩემთვის,შენ არ უნდა გაგეკეთებინა,შემომხედე შენი აზრით ადამიანს ვგავარ? მე მკვდარი ვარ ტატო,იმაზე დიდი მიზეზი მაქვს ,ვიდრე შენ გგონია. -ნია მისმინე. -არა საკმაოდ გისმინეთ ყველას,დასაკარგი რომ აღარაფერი მაქვს იცი,შენი გადასაწყვეტია რას იზამ,მაგრამ მე ვიბრძოლებდი იმისთვის,რაც ჩემია. -რატო არ იბრძოლე?ტონს აუწია ტატომ. -ნეტა შემეძლოს გითხრა რა მტკივა,ნეტა შემეძლოს უბრალოდ ჩაგეხუტო და იმ სიბინძურისგან გავნთავისუფლდე,რასაც ვატარებ,გთხოვ თ ოდესმე გყვარებივარ,არ მისცე უფლება ნატას შენგან წავიდეს,ეს ჩემი ბოლო თხოვნაა. -რატომ მაქვს შეგრძნება,რომ მემშვიდობები? -არავინ იცის ხვალ რა მოხდება. სწრაფად წავიწიე წინ და მეგობარს ლოყაზე ვაკოცე,ცოტაც და ხმით ავბღავლდებოდი და ალბათ ყველაფერს დავფქვავდი,ამიტომ სწრაფად ჩავუარე ყველას და კარი გავიჯახუნე. მიშკამ გაკვირვებულმა გადახედა მის წინ მჯდარ წყვილს. -აბა ჰე, თქვით ეხლა რამ შეგაწუხათ,მიხარია რომ შერიგდით და ისევ ასე ერთად ხართ. -იცი რამაც,დაუბღვირა ბიჭმა. -მოიცა, შენ რა გატირებს ქალბატონო?მიუტრიალდა ატირებულ ნატას,თქვენ ნუ გადამრიეთ ხალხო,საგანგაშო არაფერი ხდება. -გამოკვლევების გაკეთება მინდა,ხმა ამოიღო ქალმა. -მაგას ვერ დაგიშლი,გაეცინა მიშკას, გავიკეთოთ ყველაფერი, მაგრამ პასუხი უკვე ისედაც ვიცი,ხო მოხვედით ჩემთან რჩევისთვის? -მერე? -მოკიდე ძმაო ხელი ამ შენს ცოლს და წაიყვანე სადმე დასასვენებლად,ყველაფერს ფსიქოლოგია შვება ჩემო კარგებო,როგორც კი დაისვენებთ და სტრესს მოიხსნით, ყველაფერი ხუთიანზე იქნება. -მართლა?სახე გაეხსნა ნატას. -ვაიმე რა ჩურჩუტი ხარ გოგო,გაეცინა ტატოს და ცოლს ხელი მოხვია,ყველაფერი კარგად იქმება, ხომ ხედავ საქართველოს საუკეთესო გინეკოლოგი რას ამბობს. -ხოდა ამ საუკეგესო ექიმს მოშივდა და სადმე ხო არ გავიდეთ? -კაი აზრია, თან ჩემ გოგოებსაც დავურეკავ,გახარებული წამოხტა ნატა ფეხზე და კაბინეტიდან გავიდა. -მადლობ მიშო,სევდიანად გაეღიმა ტატოს. -რა ყურები ჩამოგიყრია?ხომ იცი,ამ დროში ათასი საშუალებაა შვილის ყოლის,ეხლა შენ უნდა დაუდგე ნატას გვერდში და შენც თუ ასე იქენი, არაფერი გამოვა.გამამხნევებლად დაკრა მხარზე ხელი მეგობარს და იქვე დაკიდებულ ქურთუკს დასწვდა. * * * საკმაოდ ღრმად მეძინა, თუმცა კარზე ზარის ხმამ მალევე გამომაფხიზლა,იქვე მიგდებული ხალათი მოვიცვი და ნახევრად მძინარემ გამოვაღე კარი. -გამარჯობა გიგი,ჩემდა გასაკვირად სრულიად მშვიდად ვუპასუხე. -შემომიშვებ? -შემოდი,განზე გავდექი და გავაშელი ბინაში შევუშვი. -უნდა ვისაუბროთ,მკაცრად წარმოთქვა და სავარძელში ჩაეშვა. -რა საჭიროა?ნერვიულობისგან ხელ-ფეხი გამეყინა,ვერ შევძლებდი მის წინაშე, მაგარი გოგოს როლის თამაშს. -თუნდაც იმიტომ, რომ ესე არ გიჭირდეს ჩემთვის თვალის გასწორება,დაჯექი ნია გთხოვ. ინსტინქტურად დავემორჩილე და მის წინ ჩამოვჯექი. -დაიწყე. -სათქმელი არაფერია. -გეყოფა,მიყვირა გიგიმ და შიშისგან შევხტი,მაშინვე მიხვდა, რომ შემაშინა. -მაპატიე,გთხოვ ნია კაცს აღარ ვგავარ,არ ვიცი რა ვიფიქრო,კარგად რომ არ გიცნობდე მართლა დაგიჯერებდი,მაგრამ დაგავიწყდა რომ ჩემი თავივით გიცნობ?იმასაც ვხვდები რაღაც ხდება. -არ მიყვარხარ,უტიფრად გავუსწორე მზერა. -ტყუი,იმაზე მეტად გიყვარვარ ვიდრე შეიძლება გიყვარდე,მენდე ნია თუ გინდა სულ ნუ აღმიქვავ იმ პიროვნებად, ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარხარ,მეგობრად მიგულე. -ტყუილად მელაპარაკები გიგი,თვალები ცრემლებით ამევსო. -რა მოხდა იმ ღამეს? -რომელ ღამეს?შიშისგან წამოვიკივლე და აცრემლებულმა გავხედე გავაშელს,გიგი გაფითრდა და ხელები აუკანკალდა. -შენი თავი გაყიდე,რატომ გქონდა ესეთი რეაქცია?ესეიგი მართალი ვარ,მითხარი ნია. -ვერ გეტყვი,გავტყდი საბოლოოდ, სახეზე ხელები ავიფარე და ხმით ავტირდი,გიგი სწრაფად გაჩნდა ჩემთან და ხელებზე შემეხო,ინსტინქტურად გადავიქნიე ტანი და უკან გავხტი. -შენ რა ჩემი გეშინია?რა დაგემართა? -გთხოვ წადი. -ჯერ არა,მკლავში მწვდა და ოთახისკენ გამათრია,ყველაფერი ერთმანეთში ამერია,თუმცა ვიცოდი გიგი არაფერს მაკადრებდა,სარკის წინ დამაყენა და მაიძულა საკუთარი თავისთვის შემეხედა. -მითხარი ამ ქალს სარკიდან რომ გიყურებს, კარგად მყოფის ეტყობა რამე?იცი როდის დაგიჯერებდი?კარგად რომ ყოფილიყავი ეხლა აქ არ ვიქნებოდი და დამიჯერე ისე გაგანადგურებდი არც შემეცოდებოდი,მაგრამ ამას რაც ეხლა ხარ, ვერ შევებრძოლები ნია,ცოცხლად იკლავ თავს? ინსტინქტურად გამექცა მზერა სარკიდან საწოლისკენ,ყველა მომენტმა თვალწინ გამირბინა,დანამდვილებით ვიცი მაშინ იეჭვა გიგიმ რაღაც,სული მეტკინა სხეულთან ერთად,გავაშელის მკლავს ჩავეჭიდე და პირველად გავბედე თვალებში შემეხედა. -გთხოვ დამივიწყე,მე არ გიმსახურებ გიგი. -ვერ დაგივიწყებ, არ შემიძლია,გავარკვევ იცოდე რა მიზეზია და ერთი დაიმახსოვრე თავს არ მოგაკვლევინებ. -წადი. -ერთად წავალთ. -არსად არ მოვდივარ,სწრაფად შევუშვი ხელი და საწოლისკენ გავემართე,უნდა დავიძინო. -5 წუთს გაძლევ რომ გაემზადო,წინააღმდეგ შემთხვევაში მე ჩაგაცმევ. -გაგიჟდი შენ?რა ადამიანი ხარ გამაგებინე,ხან მხეცივით მექცევი და სახეში მირტყამ, ხან ვითომ ჩემზე დარდობ,წადი გთხოვ და შენს ცზოვრებას მიხედე,ხომ არ დაგავიწყდა,მე ის გოგო ვარ საქვეყნოდ,რომ მოგჭრა თავი,რომ გაგამასხარავა და ყველას სალაპარაკო გაგხადა. -მაგ ყველაფრისთვის ერთად მოგიხდი ბოდიშს,რაც შეეხება ჩემა ცხოვრებას სწორედ მას ვაწესრიგებ ეხლა,თვალი ჩამიკრა და საათზე მანიშნა. * * * ნუცამ ბარში შესვლისთანაცე მოკრა ცოტნეს თვალი,გული უცნაურად აუჩქარდა,თავს არ უტყდებოდა თორე ყველანაირად ენატრებოდა ეს გადარეული ბიჭი,ყველას მიესალმა და მაგიდასთან ჩამოჯდა,ცოტნეს ზედაც არ შეუხედია,გული საშინლად დაწყდა და სევდიანი თვალებით გახედა მის გვერდით მჯდომ ნინის. -აბა რას ვუკვეთავთ?გახალისდა მიშკა და მენიუ მოიმარჯვა. -აუ მე ძალიან მშია,წამოიძახა ნინიმ და ცოტნეს ჩახუტებაც მიიღო. -ხოდა, შენ გაჭმევთ ყველაზე მეტს, გაბერილო. -არ ვარ ჯერ გაბერილი,გაეცინა ნინის. -ნუცი შენ რას შეუკვეთავ?ინტერესიანი მზერით ახედა ტატომ,თუმცა ქალს ფერი საერფოდ არ ედო სახეზე. -რა გჭირს ცუდად ხარ? -არა არაფერია,გამივლის, ფორთოხლის წვენს დავლევ მარტო. -რას ამბობ გოგო, მთელი დღე არაფერს ჭამ და მაგიტო გაყვითლდი ეგრე,გაუბრაზდა ნინი და დაქალის მუჯლუგუნი არაფრად ჩააგდო. -აი დაგვიანებული სტუმრებიც,წამოიძახა ნატამ გახარებულმა და ნიას ჩაეხუტა. -ძლივს ყველა ერთად ვართ, როგორც ადრე. სასმელმა თავისი ქნა და ყველას მოეკიდა,თითქოს გაქრა ყველას პრობლემა და იმ წუთას მხოლოდ ჩვენ ვარსებობდით,ყველანაირი წყენის და შუღლის გარეშე,ვიხსენებდით ბავშვობის ამბებს და გულიანად ვიცინოდით. -შეიძლება რაღაც ვთქვა?გაუბედავად წამოიწყო ნუცამ და ყველა გაჩუმდა. -რადგან ხმის ამოღება გეღირსა,რაღას ვჩივი,გაეცინა მიშკას. -თავს არ შეგაწყენთ,ეს სასმელი რომ არა ვერასდროს გავბედავდი ამის თქმას,ნერვიულად ჩაეცინა ქალს. -მიდი თქვი,გავამხნევე დაბნეული. -ამ მაგიდას უზის კაცი,რომელმაც რამდენიმე დღის წინ ესეთი რაღაც მითხრა,ტირილამდე მოგენატრებიო,ხოდა უკვე მენატრები,თავშესაფარში გაზრდილი ადამიანისთვის,უცხოა მსგავსი გრძნობა,არ ჩამითვალოთ ამპარტავნებად,ცხრამეტი წელია საკუთარი თავისთვის ვიბრძვი და ბევრ შეცდომებს ვუშვებ,ნუცამ თავი წამოსწია და ორი წყვილი ცრემლი დაეშვა მის სახეზე,ცოტნე გთხოვ მაპატიე. ყველამ ჩუმად მჯდომ ბიჭს გავხედეთ,ისევ ისეთი ცივი სახით იყურებოდა და გამარჯვებულის ღიმილით უყურებდა მობუზულ ქალს. -თქვი,გაისმა მისი ხმა და ნუცა უარესად მოიბუზა. -ერთობი ხო?მწარედ გაეცინა ქალს და ფეხზე წამოდგა. -შენი აზრით,შემიძლია გავერთო იმ ქალის გრძნობებით,რომელიც რატომღაც მიყვარს? -რა?წამოიკივლა ნატამ -ვაჰ,დამარტყა გულმე,თქვენ ვინ ხართ ხალხო?მე აღარ გეძმაკაცებით,წამოიძახა მიშკამ და გახევებულ ნუცას ხელი ჰკრა. -იმისთანა რეჩი დაარტყი შე ქალო და ეხლა, რამ გაგაშტერა? -მოდი ჩემთან,ფეხზე წამოდგა ცოტნე და აკანკალებული ქალი გულში ჩაიკრა. დრო ნელა გადიოდა,ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა.თითქოს სიმშვიდემ დაისადგურა ჩემს ირგვლივ,ნუცა და ცოტნე იდიალური წყვილი იყო,ასაკის მიუხედავად,სულ კამათობდნენ,მაგრამ უერთმანეთოდ არ შეეძლოთ.ცოტა რთულად იყო საქმე ჩვენთან,ყველანაირად ვცდილობდი გიგისთან შეხვედრას გავქცეოდი. აადუღებული ყავა ფინჯანში ჩავასხი და კაკუნიც გაისმა,ზღურბლზე არავინ იყო,ჩემი ყურადღება იქვე დაგდებულმა კონვერტმა მიიქცია,სწრაფად გავხხსენი და როგორც კი ხელი ვიცანი,ადგილზე გავშრი. -"გამარჯობა ნიაკო,თუ ამას კითხულობ ესეიგი ჩემი დრო ამოიწურა და ამ ქვეყნად აღარ ვარ,არაუშავს იქიდანაც შევძლებ ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციო,აბა თუ მიხვდები,სანამ შენ ამას ითხულობ შენი ტურფა გიგი რას უყურებს?,მოკლედ მშვიდობით და გისურვებ ვერასდროს დაგელაგებინოს,ეგ აწეწილი ცხოვრება,სიყვარულით გოგა" წერილი ხელიდან გამივარადა,გიჟივით დავეშვი ძირს და პირველივე ტაქსს ხელი ავუწია.ვლოცულობდი,რომ მიმესწრო და ეს საზიზღრობა არ ენახა.რატომღაც მისი სახლის კარი ღია დამხვდა,სწრაფად შევვარდი და მისაღებისკენ გავიქეცი,გიგი სავარძელში იჯდა და უძრავად მისჩერებოდა ტელევიზორის ეკრანს.პირზე ხელი ავიფარეს კივილის ჩასახშობად და კედელთან ცავცურდი,კიდევ ერთხელ მოვახერხე და გავანადგურე გიგი გავაშელი. თვალები მაგრად მქონდა დახუჭული და გულიდან წამოსულ ხმებს პირზე აფარებული ხელით ვახშობდი.იმაზე მეტად მტკიოდა მომხდარი ვიდრე იმ დღეს,უფრო მეტად შევიგრძენი რამხელა სიბინძურეს ვატარებდი,მწარე რეალობამ ჩემს თვალწინ შეისხა ფრთები და დანამდვილებით ვიცოდი, ვერასდროს ვაკადრებდი გიგის ჩენთან ყოფნას.აზრზე ხელის სეხებამ მომიყვანა,გავაშელი ჩემკენ დაიხარა და ხელში ამიყვანა,არ გამიპროტესტებია, უბრალოდ თავი არ მქონდა,სწრაფად გამიყვანა სამზარეულოში და სკამზე ჩამომსვა,კარადიდან ჩაის ფინჯნები გადმოიღო და მადუღარა შეაერთა,ვხედავდი მთელი სხეულით კანკალებდა ამხელა კაცი და უარესად მტკიოდა გულში რაღაც. -გიგი,ძლივს გავბედე ხმის ამოღება. -გაჩუმდი,კბილებში გამოსცრა და ჩაი დაასხა,დალიე,ფინჯანი წინ დამიდგა და თვითონაც ჩემს წინ ჩამოჯდა,რამდენიმე წამი გაშტერებული მიყურებდა. -რატო ნია?რატო არ მითხარი?გგონია ეგეთი არაკაცი ვარ, რომ იმის გამო მიგატოვებდი რაშიც დამნაშავე კი არა მსხვერპლი ხარ? -გიგი გთხოვ. -როგორ შეძელი ამ ყველაფრის მარტო ატანა, როგორ?იყვირა გიგიმ და ჩაის ფინჯანი კედელს მიანარცხა,ერთხელ მაინც იფიქრე იმაზე რომ გოგას გაამარჯვებინე?როგორ დაუშვი ეს ?ცოცხალი რომ იყოს,ათასჯერ მოვკლავდი გესმის?მაგრამ მკვდარსაც არ მოვასვენებ, მიწიდან ამოვიღებ და სიმშვიდეს არ ვაღირსებ. -გთხოვ გეყოფა,გაჩერდი,თავი მაგიდაზე ჩამოვდე და ავტირდი. -უნდა მცოდნოდა,იმაზე მეტად მატკინე ვიდრე შენი უარით,მთებს შევძრავდი და ამ მდგომარეობამდე არ მიგიყვანდი,გვერდში დაგიდგებოდი, თუნდაც როგორც მეგობარი. -არ გესმის არა,ვუყვირე და ფეხზე წამოვხტი,დამეუქრა გიგი,თუ ცოლად გამოგყვებოდი ამ ვიდეოს ქორწილში გაუშვებდა,შემეშინდა, გესმის რა არის?შენს გამო შემეშინდა. -რა არაკაცია, მე მაგისი,ღმერთო რა დღეში ვარ,თავზე ხლები გადაისვა გიგიმ. -არ შემიძლია, უნდა წავიდე,მაპატიე გთხოვ, ყველაფერი მაპატიე, ჩემი შენს ცხოვრებაში გამოჩენაც,ეს დამცირებაც და ისიც რისი გადატანაც ჩემს გამო მოგიხდა. -ჯერ არა, არსად წახვალ,მე არ დამიმთავრებია. -გამიშვი გთხოვ. -ერთხელ გაგიშვი და მეორედ იგივეს არ ვიზამ გესმის?ცოცხლად თავის მოკვლის უფლებას არ მოგცემ,კაცობას გეფიცები საერთოდ არ შეგეხები, ამ ჭაობიდან ამოგიყვან,იმ ღამეს საბოლოოდ წავშლი შენი მეხსიერებიდან და მერე გაგიშვებ. -ვერ ვხვდები რას მთავაზობ?გაკვირვებულმა გავხედე. -ცოლად გამომყევი. -რა?არა არავითარ შემთხვევაში. -მე არ გეკითხები, მიყვირა გიგიმ. -ვერ მაიძილებ,არც მე ჩამოვრჩი. -გაიძულებ და თან როგორ,ან ცოლად გამომყვები ან დედაშენს დაფინანსებას შევუწყვიტავ და გამოჯანმრთელების შანსი აღარ ექნება. -ამას არ გააკეთებ,გთხოვ გიგი თუ გინდა დაგიჩოქებ,შენთან თუ ვიქნები ვერ შევძლებ შენს გადაყვარებას,გამიჭირდება ასე ცხოვრება, გთხოვ. -სწორედ მაგიტომ გაიძულებ ჩემს გვერდით ყოფნას, რომ არ გადამიყვარო,რამდენიც არ უნდა მებრძოლო ნია მაინც მოგიგებ,ბედს ვეთამაშებით და მე ჯერ არასდროს წამიგია,ვარიანტი იცი ,შენი გადასაწყვეტია,ეხლა გაემეზადე სახლში წაგიყვან,მომიგო ცივად და სამზარეილოდან გავიდა. * * * ცოტნემ სწრაფად აიარა საფეხურები და მიშკას კაბინეტში დაუკაკუნებლად შევიდა. -მშვიდობაა?თავი წამოყო ბიჭმა. -კი მგონი,სალაპარაკო მაქვს,გაეცინა ცოტნეს. -ნინი კარგადააა?აღელდა მიშკა. -მეც ეგ უნდა გკითხო,რატო არ მომყვება შენთან?რა მოხდა? -მიდი და კითხე,გაუკვირდა მიშკას,ქალებისას რას გაიგებ,ალბათ რცხვენია და მაგიტო. -როდის უნდა გეთქვა?სერიოზული სახე მიიღო ბიჭმა. -რა უნდა მეთქვა?დაიბნა მიშკა. -ნინი რომ გიყვარს. -რა?ხველება აუტყდა. -კაი ეხლა ნუ დაიხრჩობი,არაა საჭირო ეს შორიდან ტრფობა და დაგვა შეგიძლია ცოტა გაანძრიო ერთი ადგილი. -ცოტნე მეჩვენება, თუ ნებართვას მაძლევ? -ნებართვას მე ავიღებ,იცი ვისგანაც,ჯერ უნდა წავიდე და დაველაპარაკო,ასე უფრო იოლი იქნება ჩემთვისაც და შენთვისაც,შენზე უკეთესს სიძეს ვერ ვინატრებდი,.ნიკა ჩემი ძმა იყო მიშო, მაგრამ ნინიც ჩემი დააა, ის პატარაა და მინდა მის გვერდით ღირსეული ადამიანი იყოს,შენზე ღირსეული კი არ მეგულება ამ ქვეყნად არავინ,მეიმედები და არ გეგონოს იოლი იყო ამის გადაწყვეტა. -არ ვიცი ცოტნე ,ნიკას მეტს ვერავის ხედავს.,ვერც მოვთხოვთ ხომ ხვდები? -ხოდა იმოქმედე რომ დაგინახოს,აიძულე შეუყვარდე ,დრო ყველაფრის მკურნალია,მაგრამ რამე რომ აწყენინო. -ვიცი, ვიცი ძვლებში დამამტვრევ,გაეცინა მიშკას. -ეგრეა,ეხლა წავედი და საღამოს გამომიარე და ავიდეთ მაგათთან,ისევ მე თუ გიშველი,გაეხინა ბიჭს და გახარებულ ძმაკაცს მხარზე ხელი დაკრა. * * * ნუცამ ყავის ფინჯნები მისაღებში გაიტანა და დივანზე მიწოლი ნინის გახედა,ქალს ფერი არ ედო და აშკარად ტიროდა. -ნინ რა გჭირს?ცუდად ხარ? -მენატრება,ამოიტირა და დაქალს ჩაეხუტა,ვერაფერს ვუხერხებ ამ ტკივილს,შიგნიდან მჭამს,როგორ მინდა მოვიდეს და ჩამეხუტოს,როგორ მინდა უბრალოდ თავი დავადო. -ნი მისმინე,აი ნახავ აუცილებლად გაივლის ეს ტკივილი და შენს ცხოვრებაშიც ყველაფერი დალაგდება. -როგორ უნდა გავზარდო ბავშვები მარტომ? -მარტო რატო?ყველა შენს გვერდით ვართ,ნუცას საუბარი ზარის ხმამ გააწყვეტინა,ფრთხილად გაინთავისუფლა თავი ნინისგან და კარისკენ გაემართა. -როგორ ხარ პრინცესა?ჩაეხუტა ცოტნე აწითლებულ ქალს. -მე კარგად,კარი მიხურა და ბიჭებს გაუღიმა,ნინია ცუდად. -რა სჭირს?ფერი ეცვალა ცოტნეს. -ტირის მთელი დღეა,ამოიოხრა ქალმა და ბიჭებს მისაღებისკენ გაუძღვა,დივანზე მოკუნტული ქალის დანახვამ მიშკას საშინლად ატკინა გული. -ნინ,ხელი მოხვია ცოტნემ და გულზე მიიხუტა,რა გჭირს ფერია?რამ გტკივა? -ნიკა მესიზმრა,ამოიტორა ქალმა და ხელები მჭიდროდ მოხვია,მთხოვს რომ გავუშვა, გესმის?ჩემგან წასვლას ითხოვს. - დაწყნარდი ეხლა,შენი ტირილი გაგონილა გოგო?ეგრე ხომ ბავშვებსაც შეაშინებ?კარგია გესმის?ნიკას უნდა, რომ ახალი ცხოვრება დაიწო, ბედნიერი იყო,შენი აზრით მოეწონება შენი ასეთი მდგომარეობა?ხმა უკანკალებდა ცოტნეს. -ის აქ უნდა ყოფილიყო ,ჩემთან,სულ მარტო ვარ, ყველა მაწყნარებთ,მაგრამ არავინ იცით ჩემს გულში რა ხდება,ცრემლები მოიწმინდა და შეეცადა გაეღიმა. -ეგრე რა, ეგრე,შვებით ამოისუნთქა ნუცამ,შენ რომ იცინი გულს უხარია. -ვაიმე,წამოიძახა უცებ ნინიმ. -რა იყო?ფეხზე წამოხტა მიშკა. -ნაყინი მინდა,ეშმაკურად გაეცინა ქალს. -რა გინდა? -ნაყინი მინდა, შოკოლადის და ძალიან დიდი,აი ისეთი მაშინ რომ მიყიდე,პირველად გახედა მიშკას. -ხოდა წადით და იყიდეთ,საუბარში ცოტნე ჩაერია და ბიჭს რაღაც ანიშნა,მიშკაც უცებ გამოერკვა და მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა. * * * დრო?არ ვიცი რამდენად მართალია და კურნავს თუ არა ტკივილებს,მაგრამ ერთი ნამდვილია, რომ აყუჩებს და ისეთი სიძლიერით აღარ გირტყამს,როგორც ადრე,თვე გავიდა ამ ყველაფრიდან და დღეს მე ოფიციალურად, მქვია გიგი გავაშელის მეუღლე.ქორწინების მოწმობა მიჭირავს ხელში და სამწუხაროდ სულაც არ ვარ ბედნიერი,დანამდვილებით ვიცი, რომ ვერასდროს გავუწევ ნამდვილ ცოლობას,ისიც კი არ ვიცი რა ქვია ჩვენს კავშირს, ჩემი გადარჩენის მცდელობა, თუ სამაგიეროს გადახდა მისი მხრიდან.მასაც უჭირს თან ძალიან,თვალებს ვერ მისწორებს, რაც არ უნდა ამტკიცოს, რომ მსხვერპლი ვარ ამ ამბავში მაინც ტკენს გულს,სადღაც მაინც ახსოვს რომ სხვა შემეხო,ალბათ ისიც აწუხებს რომ ამ კოშმარს ვერასდროს დავივიწყებ,არ ვიცი რა იქნება ხვალ, როცა ახალი დღე გათენდება და არც ის ვიცი რა მელის წინ,მაგრამ ეხლა გიგის გვერდით ვზივარ მანქანაში და რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის რომ დღეიდან იწყება თამაში ბედთან. * * * ცოტნემ ფრთხილად გაიარა ბილიკი სასაფლაომდე,თითქოს ვინმეს ემალებოდა ისე ნელა მიიპარებოდა წინ,გახშირებული სუნთქვა მის ემოციურ მდგომარეობაზე მიუთითებდა,ბოლოს მიაღწია და ნიკოს გაღიმებულ სახეს შეხედა,იქვე ჩამოჯდა და ქვას მიეფერა,თავი დახარა და მოწოლილ ცრემლებს გასაქანი მისცა,გრძნობდა როგორ დაიღალა ძლიერი კაცს თამაშით,ყველანაირი ემოციისგან განთავიუფლდა და თავი წმაოსია. -"გამარჯობა ნიკოლა,აქამდე ვერ მოვედი,ბევრი საქმე მქონდა,იცი შენი პატარები,როგორ აწვალაბენ დედას?სულ ნაყინი უნდათ,თან შოკოლადის,გგვანან ხო იცი?ნეტა იცოდე როგორ მიჭირს, ცოტნემ თავი ჩაქინდრა და მწარედ ამოიგმინა. -"ძალიან ვარ შენზე გაბრაზებული,კარგი მე თუ არაფრად გიღირდი,ამ გოგოს რაღას ერჩოდი?როგორ გაიმეტე და წახვედი,ხოდა არაფერია ძმაო მისი ბრალი და არც ჩემი,ალბათ შენც ჩემს ადგილზე ასე მოიქცეოდი,პატარაა ნიკოლა პატარა,ჯერ მხოლოდ ცხრამეტი წლის,არ მიწყინო ბიჭო,ცხოვრება წინ აქვს ჯერ,ვბოდიალობ ხო?მიჭირს იმის თქმა რასაც ვაპირებ,მიშკა ხომ გახსოვს,ჩვენი მიშო,არ გაბრაზდე ძმობას გაფიცებ რა,ალბათ ასე იყო საჭირო,მოკლედ ნინი უყვარს,სხვა შემთხვევაში ხომ იცი არაკაცობად ჩავუთვლიდი,მაგრამ მსგავსი ვაკაცი არ მეგულება შენ თავს ვფიცავარ,ერთადერთია ვისაც შენს ცოლ-შვილს ვანდობ ნიკო,ის კაცია,რომელიც შენს სახელს არ დაავიწყებს ბავშვებს და ნინისაც უაზროდ გაუფრთილდება,მიეცი გთხოვ,მიეცი უფლება უყვარდეს და იზრუნოს მათზე,ძალა მოგვეცი მოვერიოთ უშენობას ჩვენს ცხოვრებაში,ხომ გიყვარდა არა? ხომ იცი რა ბავშვია,გთხოვ ნიკოლა,უბრალოდ მანიშნე რომ სწორად ვიქცევი,რომ ვცდილობა იმათზე ვიზრუნო და გავუფრთხილდე,ვინც შენგან დაგვრჩა,მაპატიე თავის დროზე ერთად რომ არ ვიყავით,შენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში რომ არ გედექი მხარში. ბიჭს ცრემლები მიყოლებით ცვიოდა თვალებიდან და მათ შეჩერებას არც ცდილობდა. -"გამიბრაზდი ბიჭო?ასე გაგზარე რო მე მებუტები? არასწორი გითხარი რამე? ვერა ძმაო,ვერ გავიმეტებ მაგ გოგოს მთელი ცხოვრება შენს ქვრივად ვერა,ცხოვრებას ვერ დავუნგრევ,თუ გინდოდა ბედნიერი ყოფილიყო რატო წახვედი? ასე რომ მანიშნე რამე,ნიკოლა,შენ გელაპარაკები,ჯიუტო გიგიმ მანქანა სახლთან გააჩერა და ბარგის გადმოტანაში დამეხმარა.საოცარი განცდა მქონდა წესით ამ სახლის ზღურბლზე უზომოდ ბედნიერს,თეთრი კაბით უნდა გადამებიჯებინა.ეხლა?ეხლა ვიდექი უბრალო ჯინსის შარვალში და შავ მაისურში გამოწყობილი აუარებელი პრობლემებით და შესვლას ვერ ვბედავდი.გავაშელმა ოდნავ მიბიძგა და მისაღებში შემიყვანა. -დღეიდან ეს შენი სახლია.ასე რომ სტუმარივით ნუ დგახარ. -ხო რავიცი.შევიშმუშნე და გიგის გავეცალე -წამოდი ოთახში აგიყვან.გამიცინა და კიბეს აუყვა,დასჯილი ბავშვივით მივყვებოდი უკან. -მოგწონს? -ძალიან,რა ლამაზია.ირგვლივ მიმოვიხედე და როგორც კი საწოლს ვკიდე თვალი ცრემლები მომაწვა.არაფეეი შეეცვალა ისევ ეყარა გადასაფარებელზე ვარდის ფურცლები,ტუმბოზე ორი ბოკალი და შამპანიური იდგა.ყველაფერი გაემზადევინა გიგის ქორწილისთვის ოღონდ წინა ქორწილისთვის ბედნიერები რომ უნდა გავეხადეთ იმისთვის.რო არ მეკივლა პირზე ავიფარე ხელი და კარისკენ გავტრიალდი თუმცა გიგიმ მჭიდროდ მომხვია ხელი და უკაბ მიმაბრუნა. -არ გაბედო თვალის არიდება ამ ყველაფრისთვის.ეს ჩვენი მომავალია ნია.პირობას გაძლევ ისევ იქნება ახალი ვარდის ფურცლები,ჩაციევული შამპანური და შენი თეთრი კაბაც კი. -გაჩუმდი გთხოვ -მე დაგპირდი ყველაფერს გავაკეთებ აზრზე რო მოხვიდე.მაგ ფიქრებს გაგიქრობ და მერე დავაკანონებ ყველაფერს.ეხლა შეგიძლია მიალაგო ეს ოთახი და მოეწყო.მხარზე მაკოცა და აზრზე კარის მიკეტვის ხმამ მომიყვანა. ნინიმ ტაქსის მძღოლს ფული გადაუხადა და სასაფლაოებს შორის გზას დაუყვა.სასწაყლად მოუნდა ნიკას ნახვა,თავიდან ვერ იგდებდა იმ ღამის სიზმარს.როგორც კი ნაცნობ სახეს წააწყდა ცრემლებმა თავისით დაიწყო დენა.ფრთხილად ჩამოჯდა საფლავთან და თავი ხელებში ჩარგო. -რატო მთხოვ რო გაგიშვა?მაპატიე ნიკა არ ვიცი რა მჭირს.მაოატიე გთხოვ პირობას რომ ვერ გისრულებ.სიცოცხლე მინდა გესმის?ჩვენი შვილების გამო მინდა ბედნიერი ვიყო.პირობას გაძლევ შენ ყოველთვის იქნები ჩემთან მაგრამ მომეცი კურთხევა ცხოვრება გავაგრძელო გთხოვ. ცრემლიანი თვალებით გახედა მისთვის საყვარელ სახეს.გაუბედავად გადაუსვა ხელი და თვალები დახუჭა. -მგონი მიყვარს ნიკა.არასწორი ვარ ხო?ნეტა იცოდე როგორ ვიტანჯები.გთხოვ გამიგე ვიღაც მჭირდება ვინც იზრუნებს ჩენზე და დამიცავს.გთხოვ ნიკა ვიცი რო გესმის.მანიშნე მაინც როგორმე რო არ მიბრაზდები გთხოვ ნიკუშ. უცებ სასწაული ქარი ამოვარდა და ზრიალით მიეხეთქა ტოტები ერთმანეთს.ნინის გაეღიმა და კიდევ ერთხელ მიეფერა საფლავის ქვას. -გაგიგე ნიკუშ.მიგიხვდი.ჩაილაპარაკა და მძიმედ წამოდგა ფეხზე. * * * ნუცამ ყავით სავსე ფინჯანი დაუდგა წინ ცოტნეს და გაკვირვებულმა გახედა. -ვერ ვხვდები რა განერვიულებს?არ შეიძლება გარეთ გავიდეს? -ხო.მაგრამ მარტო? -ცოტნე ნინი პატარა გოგო არ არის.გაბრაზდა ქალი -გამაგებინე შენ რა გჭირს?რატო ხარ გაბრაზებული? -არაფერი რა უნდა მჭირდეს?ცუდ ხასიათზე ვარ უბრალოდ.შეეცადა ცრემკები დაემალა.თუმცა ცოტნეს არც შეუმჩნევია ქალის ხასიათის ცვლილება წამდაუწუმ საათს შეჰყურებდა. -არაა სადაა აქამდე?რამე რო მოუვიდეს?ხვალ თან მიშკასთან მიმყავს. -მორჩი რა.იყვირა ნუცამ -რა გაყვირებს?ფეხზე წამოდგა ცოტნე -დამღალე გესმის?მაგრად დამღალე.ნინი ჩემი დაა და ჩემზე მეტად არ გიყვარს.მაგრამ ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რო მხოლოდ იმიტომ ხარ ჩემთან რო მასზე იზრუნო -რას ამბობ ნუცა? -გამაგებინე აბა როგორც კი კარი გაგიღე მას მერე ნინიზე საუბრობ.მკითხე მაინც დღეს როგორ ვარ?მკითხე? -მაპატიე ნუც -არ გინდა გთხოვ.ნიკას საფლავზე წავიდა.მშვიდობითაა და კარგადაა.მიიღე ინფორმაცია?ეხლა წადი ან თუ გინდა დაელოდე.სწრაფად გამოტრიალდა ნუცა და ცოტნემ გააზრებაც ვერ მოასწრო ისე დაეშვა კიბეზე. როგორც კი ოთახის მოწესრიგებას მოვრჩი დაბლა ჩავედი,სამზარეულოდან შუქი გამოდიდოდა.ჩემდა გასაკცირად გიგი გაზქურასთან იდგა და რაღაცას ურევდა. -რას აკეთებ? -საჭმელს ნია.აბა ცოლი ზარმაცი მყავს -ცოლი არ გყავს. -მოგხვდება ეხლა.თითი გამაფრთხილევლად დამიქნია -მოგეხმარო?გამეცინა მის საქციელზე -კი ჭამაში.დაჯექი -არც იფიქრო. გიგიმ ძალით დამსვა მაგიდასთან და დიდი თეფშით დამიდგა წვნიანი წინ. -გაგიჟდი?ამას არ შევჭამ -მაგასაც ვნახავთ.სკამი გამოსწია და ჩემს გვერდით დაჯდა,საკმაოდ ახლოს ჩემთან.ჭამე თორე ძალით გაჭმევ -გიგი გთხოვ.ვცადე მისგან თავი შორს დამეჭირა -დროზე.ხმა გაუმკაცრდა გავაშელს.სწრაფად მომხვია ხელი და კალთაში გადამისვა. -გადაირიე?გამიშვი ეხლავე -მოისვენე.დამიღრინა.ასევე მოხერხებულად მომიქცია ფეხებს შუა და კოვზს დასწვდა.აბა მოფრინდა დიდი ბუაა.სასაცილოდ დაიმანჭა და კოვზი პირთან მონიტანა.გაკვირვებული ვუყურებდი.მის ამ ქცევას და დანამდვილებით ვიცოდი მისთვისაც არ იყო ადვილი.მორჩილად გავუღე პირი და წვნიანი შევჭამე. -ასე კარგი გოგო ხარ.შემაქო გავაშელმა და უფრო კომფორტულად მიმიხუტა. * * * ნინიმ დამშვიდებულმა შეაღო სახლის კარი და ცოტნეს გაუცინა. -რაო სადაა შენი პრინცესა? -გამიბრაზდა -რა მოხდა ცოტნე?სახე შეეცცალა ნინის.ბიჭმა დაწვრილებით უამბო ყველაფერი. -აბა გაგიჟდი შენ?დაანებე თავი ჩემზე ზრუნვას ხომ ხედავ არაფერი მიჭირს არა?გარდა მაგისა დღეს ნუცას დაბადების დღეა. -რა?იმხელა იყვირა ცოტნემ ვეჭვობ მთელმა კორპუსმა გაიგო -აი ხედავ?არ გახსოვდა არადა 1 კვირის წინ ვისაუბრეთ ზუსტად -ვაიმე ნინი სად შეიძლება იყოს?აუ ეს რა დამემართა. -ოხ.ისევ მე თუ გიშველით რა.ფეხზე წამოდგა და მისაღებისკენ დაიძრა.უკან კი პატარა ვიზიტკით მობრუნდა. -ეს ბარია სადაც ნუცა ყოველთვის მიდის როცა ცუდ ხასიათზეა. -შენ რო არ მყავდე ფუმფულ.ლოყაზე აკოცა ცოტნემ ქალს -რა?რა ფუმფულა?გავსუქდი?ანერვიულდა ნინი -კაი ვიხუმრე რა იყო ვიხუმრე.გაეცინა ცოტნეს და კარისკენ დაიძრა.ისე მაინც ფუმფულა ხარ.კარიდან მოაძაახა და კისრისტეხით დაეშვა კიბეზე. * * * ნუცამ სევდიანი მზერა მოავლი დარბაზს და როგორც ყოველთვის ყველაზე ბნელ კუთხეში დაჯდა.აქედან კარგად ხედავდა ყველაფერს და არც არავინ აწუხებდა.ერთი ჭიქა ვისკი შეუკვეთა და გარეთ გაიხედა.მიმტანმა შეკვეთა მიუტანა და სწრაფად გაეცალა მაგიდას. -დაბადენის დღეს გილოცავ ნუც.ჩაილაპარაკა ხმის კანკალით და ცრემლები წამოუვიდა. -მეც გილოცავ ნუც.მოესმა მისთვის საყვარელი ხმა და მის წინ ცოტნე ჩამოჯდა. -აქ რას აკეთებ? -არ ვარ ღირსი მაპატიო.უბრალოდ ნუც -არ გინდა ნურაფერს ამიხსნი დღეს არა გთხოვ.20 წელია მარტო ვხვდები ამ დღეს.ყველა მომდეცნო წლის დადგომისას ახალი იმედები მაქვს.დღეს ხარ ჩემს გვერსით და ჩემს ცხოვრებაში მაგრამ ვოლომდე მაინც არ ხარ.მაპატიე მაგრამ მირჩევნია მარტო ვიყო კიდე.ნუ იფიქრებ რო ვინმეზე ვეჭვიანო რას ამბიბ.ნინიც და ბავშვებიც ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილია,მაგრამ მე ვერ დაველოდევი შენ მათ ფონზე როდის შემამჩნევ.როდის გაგახსენდები.გგონია არ ვიცი რომ აქაც ნინის დამსახურებით ხარ?მე სულ ცოტა მეტი მჭირდება ცოტნე სულ ცოტა მეტად უნდა ვიგრძნო შენი სიყვარული -ნუცა მართალი ხარ.მაპატიე გთხოვ. -საპატიებელი არაფერია ცოტნე.ეს მე ავაგე ოცნების კოშკები უაზროდ.სიყვარული ეს მარტო ერთის სურვილი არ არის ხვდები?მიპასუხე ისე რო არ მომატყუო.გიყვარვარ?თუ უბრალოდ გატაცევა ვიყავი და შენს სიტყვას ვერ გადახვედი? -ნუცა -მითხარი ცოტნე -არ ვიცი. ნუცას თავბრუ დაეხვა,ყველაფერს ელოდა გარდა ამ სიტყვებისა.სევდიანად გაეღიმა და ცოტნეს მზერა გაუსწორა. -არასდროს დახარო თავი ჩემს წინ.მე არ ვღირვარ მაგად,სად შენ და სად მე თავიდანვე უნდა მცოდნოდა რო ეს ყველაფერი ილუზია იყო. -მაპატიე კარგი?ხმა აუკანკალდა ცოტნეს. -გაპატიე,გაეღიმა ნუცას და ფეხზე წამოდა. -სად მიდიხარ?აფორიაქდა ბიჭი. -იქ სადაც ყველა ჩემი დაბადების დღე ახსოვთ,იქ სადაც გულს არ მტკენენ,მშვიდობით ცოტნე,გაუბედავად ასწია ხელი და სახეზე ჩამოუსვა. -არ ინერვიულო,კიდევ ერთხელ შეხედა და პირველმა დატოვა კაფე. * * * დღე დღეს მისდევდა, თუმცა არაფერი იცვლებოდა ჩვენს ცხოვრებაში,კარგი მეგობრებივით ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ,თითქმის ყოველ ღამე ვგრძნობდი, როგორ შემოდიოდა ოთახში,სავარძელში ჯდებოდა და საათობით მიყურებდა,ვერცერთხელ გავბედე მეთქვა, რომ მეღვიძა,ისევ აკონტროლებდა ჩემს ჭამას,ძილს და მინდა ვაღიარო, მთელ ჩემს გულს და გონებას,მაგრამ მაშინვე მახსენებდა ჩემი მეორე მე, რომ არ მქონდა უფლება მისით მესარგებლა,იმ ლაფში დამესვარა რაშიც მე ვიყავი დასვრილი,იმდენად გავერთე ფიქრში, რომ პურის საჭრელი დანა ხელზე გადავისვი,ტკივილისგან შევკივლე და ტირილი ამიტყდა,არ ვიცი სულიერი ტკივილის გამოვლენა იყო თუ ხელი მეტკინა,მაგრამ სამზარეულოს იატაკზე ჩამოვჯექი და ხმით ავზლუქუნდი,გიჟივით შემოგლიჯა კარი გავაშელმა -რა გჭირს ნია?ჩემთან ჩაიმუხლა. -ხელი გავიჭერი. -ვაიმე ვაიმე რა ფეთიანი ხარ ადამინო რა გჭირს. სწრაფად ამიტაცა ხელში ბუმბულივით და მისაღებში დივანზე ჩამომსვა,საკმაოდ ფრთხილად დამიმუშავა ხელი და გადამიხვია. -დაწექი აქ. -გიგი . -რა იყი ნია?გამიცინა გიგიმ და დივანზე ჩამოჯდა ჩემთან ძალიან ახლოს. -უნდა დაგელაპარაკო,არ ვიცი რატომ, მაგრამ მომინდა გული გადამეშალა,უნდა სცოდნოდა ყველაფერი უნდა ეგრძნო რატო მტკიოდა ასე. -რასთან დაკავშირებით? -იმ ღამესთან,თვალი ავარიდე. -დარწმუნებული ხარ?მე არაფერს გაძალებ. -კი მინდა მოგიყვე. -ერთი პირობით,ამ დღეს მოკვდება გოგა ჩვენს ცხოვრებაში,ხვალიდან ახალ დღეს და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ,თან რაჭაში მივდივართ. -კარგი გიგი. თვალები დავხუჭე და იმ ღამის გახსენება დავიწყე,ვყვებოდი ხმადაბლა და ნელა რომ არაფერი გამომრჩენოდა,მომენტებში ვჩერდებოდი და კანკალის შეჩერებას ვცდილობდი,როგორც კი დავასრულე მაშინვე ვიგრძენი რაღაც საოცარი სიმსუბუქე,ის იყი აზრზე მოვედი, რომ ძლიერი ხელების შემოხვევა ვიგრძენი და გავაშელის კალთაში აღმოვჩნდი. -ამასაც მოვერევით,ესეც გაივლის,ჩამჩურჩულა ყურში და იმ წუთას ვიგრძენი, რომ გადავრჩი და შემეძლო ბედნიერების დაბრუნება. * * * ნუცამ მხიარულად შეაღო სახლის კარი,ქურთუკი იქვე მიაგდო და მიდაღებიაკენ გაიქცა. -ნინ ამიყვანეს,ადგილზე გაიყინა როცა სავარძელში მჯდომ ცოტნეს მოკრა თვალი. -მოხვედი ნუც?გაუცინა დაქალმა. -მოვედი ჩემო ფუმფულა და ისევ მივდივარ. -სად? -ალეკომ სადილად დამპატიჟა,ვერ მიხვდა რატო მოიგონა ასეთი ტყუილი, თუმცა ცოტნეს გაცოფებული სახის დანახვამ საკმაოდ გაამხიარულა,ნინი მიუხვდა დაქალს ეშმაკობას და ისიც აჰყვა. -უფ ძლივს, არადა რა კარგი ბიჭია. -ხო წავალ გავემზადები. -ნუც ხვალ რაჭაში მივდიართ,მიაძახა კარში გაუჩინარებულ დაქალს და ცოტნეს გახედა, რომელიც ფიქრებით სულაც არ იყო იქ . * * * მეორე დღეს ადრიანად გავეშურეთ რაჭისკენ, ორი მანქანით,ტატო და ნატა ჩვენთან ისხდნენ დანარჩენები მიშკასთან მანქანაში. -არა ამ ზამთარში რა რაჭა აგვიტყდა ერთი,ამიბუზღუნა ნატამ და ტატოს მიეხუტა. -მაგას აქვს მუღამი გოგო, რა გჭირს შენ? დავუბღვირე დაქალს. -ჩვენ ბოდიში,შეგცვალა გათხოვებამ,არც ნატა ჩამომრჩა. -ჩვენი არ ვიცი და იმედია მეორე მანქანა მშვიდობით ჩამოაღწევს,გაეცინა ტატოს. -აბაა ბიჭო, საწყალი მიშკა, იმენა ბომბზე ზის. -ნუ ღელავთ თქვენ ,სადაც სიყვარულია ყველაფერი მოგვარდება,წამოვიძახე უდარდელად და გზას გავხედე. -ჩვენთანაც,ჩაილაოარაკა გიგიმ და ფეხზე ხელი დამადო. გაოგნებულნა გავხედე და ხელზე ვანიშნე.ვითომც არაფერი არ შეიმჩნია და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა. * * * ნუცამ ვერაფრით შეძლო დაძინება,იმისს მიუხედავად ,რომ დაიღალა მთელი საღამო გოგოებთან ერთად ხან სახლს ალაგებდა და ხან საჭმელს ამზადებდა,ფრთხილად წამოდგა საწოლიდან თბილად ჩაიცვა და დაბლა დაეშვა,კარები გააღო და ეზოში გავიდა,სუფთა ჰაერმა ფილტვები აუწვა და სიამოვნებისგან გააკანკალა,სწრაფად გადაჭრა ეზო და იქვე სკამზე ჩამოჯდა,საოცარი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ,თოვლის. -გაცივდები,მოესმა გვერდიდან და შიშისგან წამოიკივლა. -გაგიჟდი?შეუტია ბიჭს. -ისე იყავი გართული ვერც შემამჩნიე,გაეღიმა ცოტნეს. -შეიძლება. -როგორ ხარ ნუცა? -რა გაინტერესებს ცოტნე?სიბრაზე ეპარებოდა ქალს ხმაში,მოვკვდი თუ არა შენს გარეშე?განვაგრძე თუ არა ცხოვრება? -ნუცა გთხოვ. -ხოდა გიპასუხებ,გადასარევად ვარ ხო ხედავ?ცოცხალი და საღ-სალამათი ვარ. -მაგაზე გეტყობა რომ არ ხარ,ისეთ ისტერიკაში ჩავარდი ერთი კითხვის გამო,არაა საჭირო მაგარი გოგოს როლოს თამაში. -შენ რას თამაშობ ცოტნე?ან რა ხელი გაქვს ჩემს ცუდად ყოფნასთან?დეპრესიაში რომ ჩავვარდნილიყავი უფრო ბედნიერი იქნებოდი? -ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, რომ არ დამეკარგე. -მომესმა ხო?ფეხზე წამოდგა ნუცა, მიპასუხე მომესმა?მეხუმრები თუ რა გჭირს?ვგვარა შენს სათამაშოს? -რას ბოდავ?წმაოენთო ცოტნე. -არ გაბედო, გაფრთხილებ მსგავსი გამოხტომები ჩემთან,მე სათამაშო არ ვარ, როცა მოგბეზრდება მიმაგდო და როცა გაგახსენდები ისევ მოხვიდე. -მომისმენ?უყვირა ცოტნემ და მკლავში ეცა. -არა, არ მოგისმენ ,იმიტო რო აღარ მიყვარხარ და შენმა სიტყვამაც ფასი დაკარგა ჩემთვის,ხელი გამოგლიჯა და საზლისკენ გაიქცა. * * * ის იყო დაწოლას ვაპირებდი, რომ კარი გაიღო და გიგი შემოვიდა ოთახში. -აქ რას აკეთებ ? -ვწვები,მომიგო იდარდელად და მაისური გადაიძრო. -გაგიჟდი?ეხლავე გადი ჩემი ოთახიდან. -ჩვენი ოთახიდან საყვარელო,მომიგდო ირონიულად და ჩემკენ დაიძრა. -რას რას აკეთებ?ენა დამება ნერვიულობისგან. -მშვიდად მინდა დავიძინო და მაგაზე ვზრუნავ, სწრაფად მომიახლოვდა და ხალათის ქამარი გამიხსნა,სანამ რამეს მოვიმოქმედებდი მანამდე გამაძრო ატლასის მატერია და ლოგინისკენ მიბიძგა. -გთხოვ, უბრალოდ დავიძინოთ ნია. ინსტინქტურად დავემორჩილე და საწოლში შევწექი,კანკალმა ამიტანა ,როგორც კი ვიგრძენი როგორ მომიწვა გვერდით. -ასე არ გამოვა,ამოიოხრა გიგიმ,პანიკის გარეშე იცოდე, თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და უკნიდან მომეხუტა,მისი ძლიერი ხელი მუცელზე მომხვია და სხეულზე ამაკრა. -ისუნთქე ნია, არ გამეგუდო გოგო,გაეცინა და თავზე მაკოცა,დაიძინე ჩემო სიცოცხლე და მოეშვი ცოტა. თითქოს ამას ველოდებოდი მთელი სხეული მომიდუნდა და მორფეოსის სამყაროში გადავეშვი. საშინელი კოშმარი მესიზმრა,ყველაფერი გამეორდა თითქოს,გულ გახეთქილი წამოვჯექი საწოლზე,ერთიანად სველი ვიყავი და ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. -ნია ცუდად ხარ?მხრებში მწვდა გიგი -მე არ, არ ვიცი,ამოვილუღლუღე ძლივს. -რა მოხდა? -ცუდი სიზმარი ვნახე,ის ის მესიზმრა. -მორჩი,მხოლოდ სიზმარია ხომ ხედავ?სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერავინ შეგეხება,სწრაფად მომხვია ხელი და გულზე მიმიხუტა. -ხო არ მიმატოვებ?ჩემდაუნებურად წამომცდა. -სულელო, ეგ სიტყვა საერთოდ არ არსებობს, ჩემს ლექსიკონში. -მიყვარხარ გიგი. -მეც მიყვარხარ ნია,შენ რომ ვერ წარმოიდგენ იმ სიყვარულით მიყვარხარ,პირობას გაძლევ ყველაფერი გაივლის. -მჯერა შენი,ოდნავ გავუცინე და მეც შემოვხვიე ხელები. -მე ეგეც მყოფნის,მოდი ეხლა მაისური გამოიცვალე სულ სველი ხარ და მერე დავიძინოთ,თავზე მაკოცა გავაშელმა და კედელზე მიმაგრებული ბრა აანთო. * * * ნინი საშინელმა წყურვილის გრძნობამ გამოაღვიძა.ძლივს წამოწია დამძიმებული სხეული და ფეხზე ადგა,უჭირდა უკვე ამხელა მუცლის ტარება, თან ბოლო თვეში იყო,უნებურად მზერა ფანჯრისკენ გაექცა და რომ არ ეკივკა სიხარულისგან პირზე ხელი მიიფარა,სასწაულად ბარდნიდა გარეთ,სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი და დაბლა დაეშვ,ფრთხილად გავიდა ეზოში და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა,ბავშვობიდან განსაკუთრებით უყვარდა თოვლი ,განსაკუთრებით ეხლა აღიქვამდა მის სილამაზეს დათოვლილ მთებს რომ გაჰყურებდა,თვალები დახუჭა და მაღლა აიხედა,"ნეტა აქ იყო"გაიფიქრა და ფეხის ხმა მისწვდა ყურთასმენას,სწრაფად დააჭყიტა თვალები და მიშკას გაცინებულ სახეს წააწყდა. -აქ რას აკეთებ ნინი? -შენ რას აკეთებ? -ვერ დავიძინე,უფრო მიუახლოვდა ბიჭი,აი შენთვის კი არ შეიძლება,ჯერ ერთი რომ წაიქცე?ამხელა მუცელი გაქ. -მოდი არ გინდა რა,წავედი მე,უპასუხა გაღიზიანებულმა ქალმა და სახლისკენ დაიძრა. -ვერსად ვერ წახვალ, სანამ არ ვილაპარაკებთ,გზა გადაუჭრა მიშკამ. -გამიშვი,ძლივს ამოიღო ხმა ნინიმ. -ექიმი რატო შეიცვალე?ჩემი რა არ მოგწონდა? -არ ვარ ვალდებული რამე აგიხსნა,შენთან მხოლოდ ცოტნეს თხოვნით მოვედი. -დავიჯერო მიზეზი ეგ არის მხოლოდ?ის რომ ჩემი გრცხვენია, როგორც კაცი ექიმის? -მიშკა რა გინდა? -სიმართლე,ტონს აუწია ბიჭმა. -შეიშალე?ხომ არ გავიწყდება,რომ ჩემი ქმრის, ნიკას ძმაკაცი ხარ. -არ გაბედო,იყვირა მიშკამ და ნინის მკლავში სწვდა,არ გაიმეორო გესმის?კი ნიკა ჩემი უახლოესი ძმაკაცი იყო და ყველაზე კარგად ვიცი რას ჩამითვლიდა არაკაცობად,არასდროს არ ჩავჭრილვარ არავისთან და მითუმეტეს ნიკოლასთან,გასაგებია?ნურასდროს დააყენებ ჩემს კაცობას ეჭვის ქვეშ,მე არავისთვის მიღალატია,მითუმეტეს მისთვის,გგონია ჩემთვის ადვილია?ძალიან კარგად ვხვდები რამხელა პრობლემას შევეჭიდე,მაგრამ დანებება არ მჩვევია და სხვათაშორის ნიკოლასგან ვისწავლე,შენ კიდე ერთი გაუბედავი გოგო ხარ, საკუთარ სურვილებს ეწინააღმდეგები და ნიკას სახელს ეფარები. -არ გაქ უფლება,გთხოვ გამიშვი,მოვრჩეთ ამ სისულელეს გთხოვ მიშკა,ხმაში ტირილის ნოტები გაერია ქალს. -არ შემიძლია, რა ვერ გაიგე?ამის დედაც თავს ვერ განებებ ვერა. -ვაიმე,წმაოიკივლა უცებ ნინიმ და ბიჭის სწრაფი რეაგირება, რომ არა ძირს დავარდებოდა. -რა გჭირს? -მტკივა მტკივა,ჯერ ხომ ადრეა?მიშველე, ამოიტირა ქალმა. ბიჭს ბევრი დრო არ დასჭირვებია, იმის მისახვედრად, რომ ნინის მშობიარობა დაეწყი და ეხლა ყოველი წუთი გადამწყვეტი იყო,ისიც კარგად გაიაზრა, რომ თოვდა და სასწრაფო, რომც გამოეძახებინათ საკმაოდ დაიგვიანებდა,სწრაფად აიტაცა ხელში ატირებული ქალი და სახლისკენ გაიქცა. * * * ყველა მისაღებში ვიყავით შეკრებილი და ნერვიულობისგან ადგილს ვერ ვპოულობდით,ნინი ჯიუტად იჯდა სავარძელში და მიშკას ახლოსაც არ იკარებდა. -დრო არ გაქვს ნინი,იყვირა წყობიდან გამოსულმა ბიჭმა,გგონია გადაგიარა?10 წუთში განმეორებითი შეტევა დაგეწყება. -სასწრაფოს დაველოდები. ნინი რაღაცის თქმას აპირებდა,მაგრამ ტკივილმა საშუალება არ მისცა. -მისმინე ქალბატონო,ტონს აუწია ბიჭმა,საავადმყოფო და სამშობიარო ბლოკი არ მჭირდება,ყველგან ექიმი და ჩემი საქმის პროფესიონალი ვარ. -ვერ მოვა ნინი სასწრაფო,ცოტნემ მიიხუტა ქალი,გზა არ არის. -ცოტნე,ამოიტირა ქალმა,მეშინია,რამე რომ მოხდეს? -მორჩა,ხმა არ გავიგო შენი,ფეხზე წამოხტა მიშკა,ყველანი გადით და ნია შენ დარჩი,ხომ დამეხმარები?გამომხედა განერვიულებულმა. -აბა რას ვიზამ?გავუცინე გამამხნევებლად და ნინის მივუბრუნდი. -არ მომეკარო ,მიშკა არ მოხვიდე. -დაწყნარდი ქალბატონო,ვცადე ანერვიულებული ქალის დამშვიდება,მისმინე გთხოვ,მიეცი საშუალება მისი საქმე გააკეთოს,ვიცი არ არის ისეთი სიტუაცია როგორიც უნდა იყოს,მაგრამ შენი შვილებისთვის უნდა გაუძლო. -ნინი მისმინე,გაისმა მიშკას მკაცრი ხმა,მსობიარობა უკვე დაგეწყო და თუ არ მომცემ საშუალებას დაგეხმაროარაფერი გამოვა,ასე პატარებს გაგუდავ გესმის? -გაიგე? ხომ არ გინდა პატარები დაშავდნენ? მივუბრუნდი ატირებულ ქალს.ბიჭის სიტყვებმა გაჭრა და ნინი მოეშვა,აუტანლად ტკიოდა მუცელი,მთელი საათის წვალების შემდეგ,ორი პატარა ანგელოზი მოევლინა ქვეყანას,იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო,თავი ვერ შევიკავე და ავტირდი, თითქმის ყველაფერი გააკეთა მიშკამ მათ გადასარჩენად,უკვე ყველაფერი დასრულებული იყო სასწრაფო,რომ მოვიდა,ბიჭის მითითებებით გადაიყვანეს მანქანაში ნინი და პატარები. * * * ბედნიერება? მე პირადად ეს ნინის თვალებში დავინახე,როცა მისი შვილები ხელში დაიჭირა,იმ წუთას უძლიერესი ადამიანი იყო ჩვენს წინაშე,წამებში გაქრა დაუცველი და დარდიანი ქალი და მის მაგივრად უძლიერესი დედა დაიბადა,ფრთხილად გავაპარე მზერა გიგისკენ,რომელიც დაძაბული მართავდა მანქანას. -რატომ მიყურებ? გამიცინა ბიჭმა. -ისე უბრალოდ. -იცი რომ უმაგრესი გოგო ხარ? -გიგი გთხოვ,გამეცინა და ფანჯრისკენ მივბრუნდი. -შენს ადგილზე მეც შენსავით მოვიქცეოდი იცი? მეც დაგტოვებდი -მართლა?გაოცებულმა გავხედე. -ხო ნია მართლა,ეხლა ყველაფერი ზალიან კარგად მესმის,შენ რომ რამე დაგემუქროს ალბათ მთებს გადავდგამ,ერთადერთი რაზეც ნერვები მეშლება და ჩემს თავს ვერ ვპატიობ,ის არის რომ მარტომ აიტანე ეს ყველაფერი. -აარ გვინდა გთხოვ,მუდარით გავხედე. -მორჩა,აასა გავივლით,რა ბედნიერებაა პატარა ხო? ნახე ნინი რა ბედნიერი იყო? -ხო ძალიან. -იმედია ჩვენც გვეყოლება. გამომცდელად გამომხედა გავაშელმა,სუნთქვა შემეკრა,არ ვიცოდი რამდენად შევძლებდი,მასთან ურთიერთობას,ერთიანად დავიძაბე,გიგი მიმიხვდა ფიქრებს ალბათ. -ნუ ნერვიულობ,ჩვენი სიყვარული ყველაფერს აჯობებს,უბრალოდ მენდე და ყველაფერი კარგად იქნება. -შენ ერტადერთი დასაყრდენი ხარ ჩემი,გენდობი გიგი. -ვიცი,გამიცინა ბიჭმა და გაზის პედალს ფეხი მიაჭირა. * * * ნინი მშვიდად იწვა პალატაში და გვერდით მწოლიარე პატარებს აკვირდებოდა,უცებ კარი გაიღო და თეთრ ხალათში გამოწყობილი მიშა გამოჩნდა. -თავს როგორ გრძნობ? საკმაოდ ოფიციალურად მიმართა ქალს,ნინის რაღაც ჩასწყდა გულში. -კარგად მადლობა,მინდოდა მადლობა გადამეხადა ყყველაფრისთვის. -არ არის საჭირო,ცემი მოვალეობაა,ექიმი ვარ ხომ არ დაგავიწყდა? -მისკა,ხმაში სევდა გაერია ქალს,ასე ნუ მომექცევი. -როლები გავცვალეთ?ცოტა ხნის წინ მე გეხვეწებოდი მოგესმინა ცემთვის და ცოტა თბილად დამლაპარაკებოდი ,მართალი ხარ უაზრო ილუზიაა, მიცვალებულს ვერ შევეჯიბრები, მითუმეტეს როცა ის ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. -არ გაინტერესებს პატარებს რას ვარქმევ?თემა გადაიტანა ნინიმ. -ამათ ყველაფერი მოუხდებათ,გაეღიმა ბიჭს. --ერთს ნიკოლას და მეორეს მიხეილს,მოფერებით მიშკას. -რა? თვალები გაუფართოვდა ბიჭს. -ხო,შენს სახელს ვარქმევ და კიდევ გაურკვევლი ბავშვი არ ვარ,ჯერ ეს იკმარე დანარჩენს დრო გვიჩვენებს, ოდნავ გაუღიმაგაოცებულ ბიჭს და თვალები დახუჭა. * * * სისულელეა,რომ ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო,ის უბრალოდ დროებით აყუჩებს ყველაფერს და საშუალებას გაძლევს ისუნთქო,ასე დამემართა მეც ალბათ,რომ შევძელი და გადავლახე ყველა ბარიერი გიგისთან ურთიერთობაში,უკვე თითქმის სამი თვეა, რაც ოფიციალური ცოლ-ქმარი გვქვია თავისი პლიუსებით და მინუსებით,მიჭირს ,ძალიან მიჭირს ყოველ საღამოს მისი სხვა ოთახში გაშვება,მაგრამ ჯერ თავს ვერ მოვერიე,დარწმუნებული ვარ, ესეც გაივლის. * * * ნუცამ ფრთხილად ჩაკეტა კარი და გასაღები ჯიბეში ჩაიდო,საშინლად დაღლილი იყო და ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო,ირგვლივ მიმოიხედა,თუმცა ტაქსი არსად ჩანდა,გადაწყვიტა ცენტრალურ გზამდე ფეხით გაევლო,ის იყო ტროტუარს დაუყვა,რომ მის წინ სავი მანქანა გაჩერდა. -რამე სიარული,რომ საშიშია არ იცი?მოესმა ცოტნეს გაბრაზებული ხმა. -ჩემთვის შენთან უერთიერთობა,უფრო საშიშია ,ჩაისისინა ნუცამ და სვლა განაგრძო. -შენთვის ზრდილობა არ სწავლებით? უყვირა გამწარებულმა. -დაგავიწყდა სად გავიზარდე? არც ნუცა დარჩა ვალში. -გაგიჟდი გოგო?მსგავსი რამე გითხარი?რატომ ცდილობ საკუთარ თავს შეურაწყოფა ყოველთვის შენ მიაყენო? -მოდი გაქრი ჩემი ცხოვრებიდან,არაფერი გამოვა. -მაგას მე გადავწყვეტ,ჩაჯექი მანქანაში. -არსად არ წამოვალ,თან მგონი ერთხელ უკვე გადაწყვიტე ყველაფერი,მეც გარკვევით აგიხსენი, რომ სათამაშო არ ვარ,მინდა რომ თავი დამანებო,ცხოვრებას ნუღარ მირევ,ჩვენს შორის ყველაფერი დამთავრდა და შენ დაასრულე,გთხოვ ცოტნე ნუ დაიწყებ ყველაფერს თავიდან,მეორედ ვეღარ გადავიტან,ვისწავლე,უშენოდა ყოფნა ვისწავლე. -ჩაჯექი მანქნაში,ძარღვები დაებერა ბიჭს. -გესმის რას გელაპარაკები? -ნუცა ნუ გამაკეთებინე ისეთ რამეს, რაც არ მინდა,ჩაჯექი მანქანაში. -გამიშვი,ნუ მაიძულებ უფრო დამეკარგოს შენზე წარმოდგენა. -წადი,გვერძე გადგა ბიჭი,ეხლა წადი მაგრამ იცოდე არ დაგვიმთავრებია. * * * ნინიმ პატარებს აჭამა და სავარძელში მოკალათებულ მიშკას გახედა. -ცოტნე არ იქნება დღეს. -ვიცი,გაუღიმა ბიჭმა. -შემიძლია რამეთი დაგეხმარო? გინდა რამე გადავცე? -მე ცოტნესთან არ მოვსულვარ,ფეხზე წამოდგა ბიჭი. -აბა ვისთან? ენა დაება ქალს. -კიდე რამდენ ხანს უნდა მტანჯო ასე?რამდენი ხანი უნდა იტყუო თავი? -რას გადამეკიდე? იფეთქა ქალმა და ბიჭს ხელი კრა. -ხომ იცი,რომ აზრი არ აქვს?ისიც ხომ იცი სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ. -ვინ გიყვარს?მე? შემომხედე აბა, რად გინდა ორი შვილის დედა? დაილია გოგოები? -რა უაზროდ ლაპარაკობ რომ იცოდე,ორი კი არა ათიც რომ გყავდეს, მე შენ მიყვარხარ გასაგებია?ნიკოლას მივეცი პირობა,რომ არასდროს დაგტოვებ მარტო,მე კიდე სიტყვა არასდროს გამიტეხია. -ცოტნეს რა პასუხს ეუბნები? ბოლო ხავსს ჩაეჭიდა ქალი. -რომ იცოდე,ეს ყველაფერი მისი მოფიქრებულია და სხვათაშორის,გარედან ვართ ჩაკეტილები,სანამ არ დაგითანხმებ არავინ მოვა კარის გასაღებად. -ასე ვერ მომექცევა,არ არსებობს,მოვკლავ ცოტნეს. -შენთვის კარგი უნდა,ნუ ბრაზობ. -შენ გგონია,ადვილია ჩემთვის? -არც ჩემთვისაა ადვილი,გგონია სინდისი არ მაწუხებს? გგონია უგულო არაკაცი ვარ?რაც გინდა გააკეთე,მაინც დაგითანხმებ და შენი გადასაწყვეტია,რამდენ ხანს ვიქნებით აქ. ლოყაზე მიეფერა გაკვირვებულ ქალს და ტელევიზორის წინ მოკალათდა. * * * რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ყველაფერი ისე განვიტარდა ჩვენი გმირების ცხოვრებაში,როგორც დაგეგმილი იყო,სამმა წელმა თვალისდახამხამებაში გაიარა,ნინი დასთანხმდა მიშკას და უბედნიერესი ოჯახი შექმნეს,პირნათლად შეასრულა ბიჭმა პირობა და ტყუპებს ყველაფერი მოუყვა,მამამისის შესახებ,ცოტა რთულადაა საქმე ცოტნესთან და ნუცასთან,სულ ცხუბობენ რასაც ნუცას ტირილი და მერე ფანჯარასთან ნამღერი სერენადა მოყვება. ჩვენ? ჩვენ ვიშუშებთ იარებს,ცხოვრებას თავიდან ვსწავლობთ ერთად და ვგონებ,უკეთესი მიზეზი გვექნება წარსულის დასავიწყებლად მე და გიგის. სულ რაღაც ,ორ თვეში ბედნიერი სახით გადავავლებ თვალს ჩანაწერების რვეულს და და ასევე ბედნიერი ჩავაკრავ ჩვენი შვილის პირველ ეხოს,რომელსაც მალე მამამისი სულ შემთხვევით იპოვის...... სადაც სიყვარული,ნდობა და პატივისცემაა ყველაფერი მოგვარდება..... მ.ბარამიძე 2016-2018 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.