მომეცი ხელი ...5...
მოდით სანამ დაიბნევით ან იფიქრებთ რომ ერთი უბრალო სოფლიდან ჩამოსული გოგო ვარ და ამიტომ მქონდა რეაქცია, გეტყვით რომ ნაწილობრივ მართალი ხართ. მაგრამ აქვე ვიტყვი რომ არც მე ვარ ამის დიდად წინააღმდეგი. ზოგადად ვფიქრობ რომ, ადამიანი, ვისთანაც სუნთქვას გაიზიარებ, მინიმუმ რაღაცას უნდა ნიშნავდეს და ეს რაღაც, არ უნდა იყოს უბრალო და ასე ხელწამოსაკრავი გრძნობა. არაფერს ვამბობ საწოლის გაზიარებაზე. ადამიანები ვართ ყველა და შესაბამისად ვუშვებთ შეცდომებსაც, თუმცა არა გააზრებულ შეცდომებს. არ მახსოვს როგორ ავირბინე კიბეები და როგორ შევედი სახლში. მხოლოდ ნიკას სახეს "ვხედავდი" და მიხაროდა. -ცის მოხვედი?-მოსაღებიდან გამომხედა მერიმ-რა მოხდა? მასე რატომ გიცინის სახე?-მაშინვე მკითხა და მეც აღარ დავუმალე. -ჩვენს მარკეტში ერთი ბიჭი მუშაობს, ნიკა...-შეპარვით დავიწყე და მის რეაქციას დაველოდე -მერე? -გამიღიმა და დივანზე დამიჯდა -ახალი დაწყებული მქონდა სამუშაო როცა მითხრა მომწონხარო, თავიდან ცოტა შორს დავიჭირე თავი, ვფიქრობდი რომ არ ვიყავი მზად, მაგრამ მივხვდი რომ მომწონს. ამიტომ მინდა ვცადოთ, თუ რაიმე გამოგვივა, ვიცი ბედნიერი ვიქნები, თუ არადა გული მაინც არ დამწყდება რომ არ მიცდია და შემეშინდა-სევდიანდ ჩავხედე თვალებში -ცის, ძალიან მიხარია... მიხარია თუ კარგი ბიჭია და მიხარია რომ გიპოვნა,მაგრამ უნდა გამაცნო იცოდე -გამიცინა და გადამეხვია... მეორე დღეს, სამსახურში დასვენება მქონდა, ამიტომ დილით ადრე ადგომით თავი არ შევიწუხე. მუსიკები ჩავრთე და გავიტრუნე. ალბათ ძილს შევიბრუნებდი ტელეფონზე სმს ხმა რომ არ გამეგო. "დილამშვიდობის" -ისევ ის უცხო ნომერი იყო, მობეზრებულმა დავდე ტელეფონი საწოლზე და მეორე სმსიც მოვიდა "როგორ ხარ? უბრალოდ მიპასუხე, ხომ არაფერს ვაშავებ? "სახელს თუ მეტყვი, დავფიქრდები" "უცხოებს არ ემესიჯები? :)" "ნწ... მამიკომ ამიკრძალა " მართლაც მკაცრად ვიყავი გაზრდილი, ტერორში და შიშში ნამდვილად არა მაგრამ ვიცოდი რომ ღამე გვიან გარეთ არ უნდა გავსულიყავი. თავიდან მქონდა პროტესტის გრძნობა მაგრამ მერე ცოტა მივეჩვიე. თუ რამე ცოტა ისეთი მინდოდა, რაზეც ვიცოდი რომ მამა უარს მეტყოდა, დედასთან გავრბოდი ხოლმე, მაგრამ უნდა გაგიმხილოთ, მამა ძალიან მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება. დედაზე მეტადაც კი. ფიქრებში ისე წავედი ტელეფონიც ვეღარ შევამჩნიე. ჩემი სოფელი მომენატრა, ჩემი ბავშვობა, მშობლებისთვის კარგი საქმით თავის მოწონება. იმ თაობას ვეკუთვნოდი, რომელიც სკოლიდან მკერდზე მიკრულ ან ხელზე დაწერილი 5იანებით დედას ახარებდა. ახლაც მახსოვს მეორე კლასში ვიყავი მამამ საათის ცნობა რომ მასწავლა. დიდი კედლის საათი ჩამომიღო და ახსნა დაიწყო, ახლაც მახსოვს ნახევარზე 30 წუთს ვიძახდი. ალბათ ორი საათი ასე გავიძახდი "პირველის ოცდაათი წუთი-თქო". არ მომცილდა სანამ ბოლომდე არ მასწავლა. სითბოს გამოხატვა ყოველთვის უჭირდა მაგრამ ვხვდებოდი ყველაზე ძალიან მაინც მე ვუყვარდი. არ იფიქროთ რომ ურთიერთობაში შვილებს გვანსხვავებდა, არა! თუმცა მე მაინც ვიცოდი. ძალიან მომენატრნენ. ტელეფონს ხელი მოვკიდე, მოსული სმს დავაიგნორე და ჩემებთან დავრეკე. -ჩემი ციცინათელა, როგორ ხარ მამი?- მაშინვე გავიგე მონატრებული ხმა -კარგად მა შენ როგორ ხარ? მომენატრეთ -კარგად მამა. ხომ არაფერი გჭირდება? გუშინ გირეკავდა დედაშენი.-როგორ ეტყობოდა რომ ზარით გავახარე მაგრამ სიტყვებით არაფერს იმჩნევდა. გამეღიმა -უი ვერ გავიგე. ადრე დავიძინე გუშინ და... დედა სადაა? -ქალაქში წავიდა, საქმე ქონდა. თუ რამე დაგჭირდეს მითხარი მა -კაი მა რა უნდა დამჭირდეს. ჩამოგირბენთ მალე. გაკოცეე-ჩავძახე და დაველოდე -კარგი მამა აბა... ჭკვიანად იყავი-საფირმო დარიგება -კარგად მა მიყვარხარ- რამდენიმე წამიანი დუმილის შემდევ გავთიშეთ. ხო აი ასე, ამ სიტყვაზე სულ ასე იცის, პასუხს არ გეტყვის მაგრამ ვიცი რომ ვუყვარვარ. უთქმელად ვიცი. "კაი?! სერიოზულად? რამდენი წლის ხარ?" სმს წავიკითხე და საპასუხოდ თითები ავაწკაპუნე "შენზე ბევრად პატარა,ამჩნევ? მიდი დამეკარგე ახლა" "ცისა ცისა... " "ჩემი ჯიუტი!" მოაყოლა მეორე სმსიც. "ნიკა შენ ხარ?!" " მერე? ახლა აღარ ვარ აკრძალული? :) " "ჰმ... ეს ინკოგნიტოდ მოწერა რა იყო?" "როდის მკითხე და არ გიპასუხე? ისვენებ დღეს?" რას ვერჩი, მართალი იყო. "თუ ამას დასვენება ქვია,კი :) " აღარაფერი მოუწერია, თუმცა ახლა უკვე თავის ნომრით დარეკა -როგორ ხარ? -კარგად ნიკა... დღეს მერის კურსელები იკრიბებიან და მეც მივდივარ -კარგი. მე კიდევ ვიფიქრე გნახავდი. -კარგი ერთი დღე დაისვენე უჩემოდ-გამეცინა- წავედი ახლა თორემ ხომ იცი გოგოების ამბავი -კარგი კარგი... დაგირეკავ კიდევ, ან არ დაგირეკავ-უცებ შეცვალა აზრი -კარგი როგორც გინდა არ მწყენია... ნუ კარგი, ოდნავ არ მესიამოვნა, მაგრამ ჩვენ არ ვართ შეყვარებულები, ჩვენ ვართ წყვილი რომელიც ურთიერთობას ახლა იწყებს. ოთახი სწრაფად მოვაწესრიგე, სპორტულები გადავიცვი და მისაღებში გავედი. -მერიკუნა, რომელ საათზე იკრიბებით?-სამზარეულოში შესულს დავაწიე კითხვა -საღამოს 6ზე ცის. მანამდე კი მოვემზადოთ თორემ მოუწევთ ლოდინი. -კაი... მანამდე რა ვაკეთოთ? -რა ვაკეთოთ და მოვემზადოთ-თქო. 12 საათია და დავიწყოთ-ისეთი გაკვირვებული თვალებით მიყურებს, შემრცხვა -6 საათი უნდა ემზადო? -მაინც გადავწყვიტე მეკითხა -აბა შენი ჯაჯღანის და საყვედურების ნერვი მაქვს ცისნამი? -ცისნამი- მისი ხმით ჩავილაპარაკე, პატარა ჩანთას დავწვდი და კარებში გავუჩინარდი. რაც სანახავი მქონდა მაღაზიებში და რაც არ მქონდა,ყველაფერს ვეახელი. ყურსასმენებში სასურველ მუსიკებს ვუსმენდი და მხოლოდ იმ ნივთზე ვფიქრობდი, რასაც შიგადაშიგ წავაწყდებოდი. ძლივს გავიყვანე ერთი საათი. ბოლოს მივხვდი, ცხოვრებაში პირველად მოუწევდა მერის ჩემი ლოდინი და სახლის გზას დავადექი. აბა თუ გამოიცნობთ ქალბატონი მომზადების რომელ სტადიაზე იყო?! მხოლოდ შხაპმიღებული დამხვდა. ჰო, აი ასე, 1საათი მხოლოდ შხაპს იღებდა. -გოგო, არ მოიხარშე?-სიცილით ვკითხე ხალათებში გახვეულს -ლამის ჩამეძინა. ხომ იცი როგორ მიყვარს ცხელი წყალი-ნეტარებით დახუჭა თვალები და დარწმუნებული ვარ, რომ მეთქვა შებრუნდი სააბაზანოში-თქო, უყოყმანოდ დამთანხმდებოდა. მოკლედ ასე იყო თუ ისე, საღამოს 6 საათზე მე მოწესრიგებული, დივანზე მოკრძალებული კაბით, მოხერხებულად ვიჯექი და ველოდებოდი მერის, რომელსაც კიდევ სავარაუდოდ 15 ან 20 წუთი ჭირდებოდა. ნახევარ საათში კი მისი ჯგუფელის, ჯეკოს მანქანაში ვისხესით და რესტორნისკენ მივდიოდით. ცოცხალი მუსიკა, ფერადი ნათება, და ყველას ღიმილიანი, მხიარული და სასიამოვნო მზერა. -მე მაპატიეთ, მაგრამ ასეთ მშვენიერებებთან, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ვერ შევალ-გაგვიღიმა, ჩემსა და მერის შორის ჩადგა,ორივეს წელზე მოგხვია ხელი და რესტორანში წარგვიძღვა.არც გამიპროტესტებია, პირიქით, მოხარული ვიყავი მისი გაცნობით, ძალიან პოზიტიური ბიჭი ჩანდა. დაგვიანების გამო, ყურადღების ცენტში აღმოვჩნდით და არც იყო გასაკვირი. მაგიდას მივუახლოვდით და ადგილები დავიკავეთ. შეძლებისდაგვარად გამაცნო მერიმ ყველა. მეც თავიდან თითქოს დაძაბულობას ვგრძნობდი თუმცა მათი პოზიტიური ხასიათი კომუნიკაბელურობისკენ მიბიძგებდა და მეც გავთამამდი. -ცისა, არ სვამ? -მკითხა ერთ-ერთმა. უარის ნიშნად თავის გაქნევას ვაპირებდი, მერის მხრიდან მოახლოებულმა რეზიმ, ჭიქა შემივსო და თან დააყოლა -დღეს მხოლოდ მძღოლები არ ვსვამთ-ო - თვალი ჩამიკრა და დანარჩენებთანაც იგივე გააკეთა. სხვა რა გზა მქონდა-თქო რომ ვთქვა არ ივარგებს იმიტომ, რომ ყველა იმას აკეთებს რაც უნდა. მეც მინდოდა და დალევა დავიწყე. ოთხი-ხუთი ჭიქის შემდეგ, სიყვარულის სადღეგრძელო შესვეს და მეც, როგორც დამწყებმა შეყვარებულმა ბოლომდე გამოვცალე ჭიქა. -მორჩა ამის მეტს ვეღარ გავუძლებ- მერიემს გადავჩურჩულე და მანაც კვერი დამიკრა. -მოდი ტაქსით წავიდეთ, იმიტომ რომ ჯეკო სვამს, აჩის თავის ნაშოჩკა ყავს, თორნიკეს დაიკო და დეიდაშვილი, აი დანარჩენებს ვეღარ ვხედავ -სიცილით დაამთავრა შემოთავაზება -მოიცა... ტაქსს გამოვიძახებ. აბა ნიკა არ მირეკავს -ისე ჩავილაპარაკე თითქოს მხოლოდ ახლა გამახსენდა. -ახლა უცბად რომ გამოჩნდეს ცის, გაგეხარდება? -გახარებით არ ვიცი, მაგრამ ბანალური იქნება... აქ რა უნდა, რატომ უნდა მოვიდეს?!!-ფეხზე ავდექი და მერიც "ავიკიდე" -უიმე -უკმაყოფილოდ გამომძახა და დამედევნა. "უნდა დავურეკო" გავიფიქრე მაგრამ იმაზე აღარ მიზრუნია, გამერკვია რატომ ვურეკავდი. -გელოდებოდი... -ყველანაირ პასუხს ველოდი ამის გარდა -მელოდებოდი?! -გავიკვირვე -გისმენ ცის -მივხვდი გაეღიმა -წამიყვანე რა...-ბავშვივით ამოვილაპარაკე -მოვდივარ! -მომაძახა და გათიშა. -ვის ელაპარაკებოდი? -ნიკას... მოვა და წაგვიყვანს... -თავი დამიქნია იმის ნიშნად რომ მიხვდა რაც ვუთხარი და მხარზე ჩამომეყრდნო. მალევე მოვიდა ნიკას მანქანაც. მყარი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ და მოულოდნელად, მთელი ძალით ჩამეხუტა. -ეს რისთვის?!-გაკვირვებულმა ვკითხე -იმისთვის რომ გენდობი-თვალი ჩამიკრა და მანქანისკენ წამიყვანა -მე დავლიე და შენ დათვერი? -სიცილით ვკითხე და მერიც გავაცანი. ორივემ გაუღიმეს ერთმანეთს და სავარძლებზე მოვკალათდით. -ნიკაა, რატომ დაელოდე ცისას და შენ თავად არ მოაკითხე?- ამის პირდაპირობა მკლავს ხანდახან. პასუხად ნიკამ ოდნავ ჩაიცინა, მერიემს სარკიდან ცოტა ხანს დააკვირდა შემდეგ კი ჩემკენ გამოიხედა -ვიცოდი როცა დავჭირდებოდი, დამირეკავდა. -რა შუაშია?! იქ უნდა ყოფილიყავი... -არ ცხრებოდა დაქალი და მეც მხოლოდ იმიტომ არ ვპასუხობდი, რომ მეც მაინტერესებდა -გინდა თქვა რომ ყველგან თვალში უნდა გავეჩხირო და ოდნავ გვერდით არ გავახედო?!- კითხვაზე კითხვით უპასუხა -ნუ თუ გიყვარს... -ჩაიბჟუტურა ამანაც. მაშინვე მივუბრუნდი და ხელი მხარზე მივცხე -მგონი ძალიან მთვრალი ხარ. იმდენადაც რომ არც კი ფიქრობ რას ამბობ -ნწ... არა. მოწონებას გაღვივება უნდა ჩემო ცისნამი-მჭერმეტყველივით ჩაილაპარაკა -მერე მაგაში ვინ გედავება მერიემ?-ღიმილით გასცა პასუხი ნიკამ -აბა არანაირად მოქმედებ... ცისას რომ სხვა გაეცნო და მოწონებოდა და კიდევ... გავაგრძელო?!-დაეჭვებით იკითხა დაქალმა და თანხმობის მიცემის შემდეგ განაგრძო- შენ ხომ მის გვერდით უნდა ყოფილიყავი... იქნებ დაგეცვა... -მერიემ! -ისე გააწყვეტინა ნიკამ, უნებლიედ მეც გაფართოებული თვალებით შევხედე-მე არჩევანი არ ვარ, მითუმეტეს არც ვარიანტი. ცისამ კი გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. თავისუფლება ყოველთვის ექნება, უჩემოდაც და ჩემთან ერთადაც. დავხურეთ თემა?-ბოლოს გაუღიმა და გზას გახედა. -ფაქტიურად მომაკეტინა-ჩამჩურჩულა და ღიმილით დასვა მომდევნო კითხვა-ნიკუშ სიყვარულზე რა აზრის ხარ?! მელაპარაკე რა, განსხვავებული აზროვნება გაქვს მართლა. ოღონდ ხვალე გამახსენე რომ ბოდიში მოგიხადო. აბაა მითხარი შენი შეხედულება სიყვარულზე.-ამაყად აწია თავი, თითქოს ინტერვიუს იღებდა და სანატრელი კითხვა დასვა. -მერიემ შეყვარებული ხარ?-ღიმილით კითხა ნიკამ, პასუხი კი მხოლოდ თავის გაქნევა მიიღო. -მაშ, კარგი...ყველას თავისი აზრი აქვს მაგ თემაზე, ერთი სიტყვით ან რაიმე კონკრეტული წინადადებით მისი განმარტება ძნელია! -მაგრამ მაინც ნიკუშ, შენებურად?!-არ ეშვებოდა -განსხვავებული, დადებითი თვალთახედვა! მოკლედ, ხომ ამბობენ "სიყვარული ერთხელ მოდის და ისიც ჩუმადო"?! მე კი მგონია ჩვენი ხელშეწყობაც უნდა. ჩემი აზრით ძალითაც შეიძლება თავის შეყვარება, ოღონდ ამ ძალაში ფიზიკურ მონაცემებს და სიძლიერეს არ ვგულისხმობ. თავის შეყვარება ერთეულებს შეუძლიათ თანაც წარმატებით. -ეგ როგორ?- ახლა მე ვეღარ გავაჩერე ენა. -ყველას შეუძლია თავი შეაყვაროს ვინმეს ან პირიქით-შეაძულოს. მთავარია მონდომების სურვილი, ამ სურვილის სიძლიერე, გონებრივი შესაძლებლობების გამოყენების მოხერხებულობა და რაც ყველაზე მთავარია, გულის ძახილი! როცა გინდა გგონია ეს ყველაფერი რთული შესაგრძნობია? თუ ასეა, ესე იგი არც საკმარისად გდომებია. -ხომ მაგრამ სურვილი ერთია და მონდომება მეორე-ჩავილაპარაკე ჩაფიქრებულმა -თუ მოინდომებ, სურვილიც გექნება და შესაფერისი რეალობაც-თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. -შენ მოგინდომებია მასე რაიმე? აგისრულებია? გოგოსთვის თავი შეგიყვარებია?-ჩემს მაგივრად კითხა მერიმ. კითხვის გაღჟერებისთანავე მივანათე თვალები, პასუხი არ გამომეპაროს-თქო, ოდნავ ჩაიცინა ისევ და კიო თავი დააქნია -ვის შეაყვარე თავი ძალით?!- ხმამაღლა გავიფიქრე ირონიულად. თვალების ღიმილით შემომხედა, ისევ ჩაიცინა, თავი მოატრიალა და თამამად განმიცხადა -შენ ჩაგიფიქრე! ვეღარაფერზე ვფიქრობდი, მისი "შენ ჩაგიფიქრე"-ს გარდა. არა მაინც რანაირები ვართ ეს მდედრობითი სქესი, ადამიანმა რომ გვკითხოს, როგორც ჩვენ გვინდა ისეა ყველაფერი, სინამდვილეში კი მამაკაცის, საყვარელი მამაკაცის მხოლოდ ერთი თბილი სიტყვაც საკმარისია. ჩახვეული 90-იანების კასეტასავით ვფიქრობთ მათ სიტყვებზე. გაბრუებული ვუსმენდი, ვერ წარმომედგინა სამსახურში მუდამ მკაცრს, ამდენი მოსაზრება თუ ჰქონდა სიყვარულზე. გაჩერებული მანქანიდან გადავიხედე და ნაცნობი სადარბაზო შევამჩნიე. თავი ოდნავ დავხარე, ვერ გადამეწყვიტა ბოლო კითხვა დამესვა თუ არა. თითქოს სიტყვებს არ უნდოდათ წარმოთქმა. კარი გავაღე და ნელა გადავედი. ისიც გადმომყვა, მერიმ შემოგვხედა, ხელის აწევით დაემშვიდობა ნიკას და უკვე თითქმის შენობაში შესულმა გამოსძახა -მაგარი ბიჭი ხარ შენ! ხვალე ბოდიშს მოგიხდი.- ნიკას გავხედე, მე მიყურებდა... ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე, ახლოს მივიწიე და ვკითხე -სიყვარული ბოროტად გამოგიყენებია?-მთელი გული ამოვაყოლე ამ კითხვას. სევდიანი თვალებით მიყურებდა თითქოს ეს არ უნდა მეკითხა -არა-ჩუმად მიპასუხა და სახეზე ჩამომისვა ხელები...-ცისა, ყველას აქვს განსაზღვრული შესაძლებლობები, მე არ ვიაქტიურებ იმდენად რომ მხოლოდ ამით გადაწყვიტო რაიმე.-ჩუმი ხმით მითხა და ცხვირის წვერზე თითი დამკრა-მართლა გინდოდა დღეს შენთან მოვსულიყავი?-სინანულით მკითხა -არა, ხომ უნდა მოგნატრებოდი- ღიმილით, დაუფიქრებლად ვუპასუხე და ლოყაზე ვაკოცე- შეხვედრამდე! -დროებით -თავისი ღიმილით დამემშვიდობა ისიც და მანქანისკენ წავიდა. არ ვიცი როგორ შევედი სახლში, არ მახსოვს. ნიკას ქცევის გაანალიზება მინდოდა მაგრამ იმდენად დაღლილი ვიყავი თავი ბალიშზე დავდე თუ არა დამეძინა. მხოლოდ ორმა სიტყვამ გამიელვა ძილის წინ. "შენ ჩაგიფიქრე" ______ როგორც ყოველთვის ახლაც მადლობა და უდიდესი ბოდიში. ყოველთვის ვცდილობ მალე დავწერო, მაგრამ ყოველთვის არ მომდის ისეთი აზრები ან არ მაქვს შესაფერისი განწყობა. ჯერ ისედაც არაფერს ვწერ ისეთს და ესეც გრძნობების გარეშე, ძალდატანებით რომ დავჯღაბნო, "სასწაული" გამოვა :)) ამიტომ მიწევს პაუზები, ამიტომ გალოდინებთ თქვენც. მრცხვენია ძალიან. მიყვარხართ და მიხარიხართ ❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.