არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (26 თავი)
მარამის მეგობრების სახე არასდროს დამავიწყდება,ჯერ გამწვანდნენ, გალურჯდნენ,ბოლოს ერთად წამოდგნენ და უხმოდ გადაეხვივნენ მერის. -არ მჯერა...-ტირილით თქვა ქერა გოგომ.-მარიამ... -მართლა შენ ხარ!-ბიჭს სახეზე ერთდროულად გაკვირვება და სიხარული ეწერა. -მგონია,რომ მეჩვენები....-თქვა ხუჭუჭთმიანმა გოგომ. -არ გეჩვენები.-მერი ბედნიერებისგან ტიროდა.-აქ ვარ. დანარჩენები ხმას არ იღებდნენ,დიდ ხანს იდგნენ ჩახუტებულები,ბოლოს ისევ მერი გამოერკვა. -მმმ...გაიცანით ეს ალექსია. -ალექს ძმაო!-ცოტნე იყო ჩემი ძველი ნაცნობი.-შენ აქ რა გინდა?! -ქორწილში ჩამოვედი. -სასიამოვნოა,მე ნინი ვარ.-ქერა გოგო გადმოხტა და ენერგიულად ჩამომართვა ხელი,თან უცნაური სახით გადახედა მერის, რომელმაც წამში დაუბრიალა თვალები. -ანუ ცოტნეს იცნობ.-მერიმ სწრაფად ამიხსნა ვინ —ვინ იყო.- ეს ლიზაა.-ხუჭუჭთმიანზე მიმანიშნა.-ეს რატი.-ბიჭზე მიმანიშნა,რომელიც ნინის გვერდით იდგა.-ეს თაზო.-თაზო ქერათმიანი ბიჭი იყო.-ეს კი ცოტნე.-ცოტნე ყოველთვის განათლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა,შავი მოკლედ შეჭრილი თმითა და სერიოზული გამომეტყველებით. -როდის ჩამოხვედი?-ჰკითხა ცოტნემ. -ახლახანს, პირდაპირ აქ წამოვედი. -მიხარია თქვენი ნახვა.-კიდევ ერთხელ მოეხვია ელენე და მე გადმომხედა. - დაღლილები იქნებით,მოდით დასხედით. კომფორტულ სავარძლებში ჩავსხედით. -მაინც არ მჯერა რომ ჩამოხვედი!-ნინიმ კიდევ ერთხელ მოიწმინდა ურჩი ცრემლები და მერის მიეხუტა. -არც მე მჯერა...-თქვა მან და თავალებამღვრეულმა გადახედა ყველას. -სამუდამოდ ჩამოხვედი?-ჰკითხა თაზომ. -არა,ცოტა ხნით...ელენეს ქორწილს ვერ გამოვტოვებდი. -ალექს როგორ ხარ?-მკითხა დემეტრემ. -ერთი წუთით...ეს შენი მეჯვარე ალექსია?-ჰკითხა ნინიმ დემეტრეს. -სწორედ ის ალექსია. -თქვენ ერთად საიდან?-ახლა მე და მერის გვკითხა. -გრძელი ამბავია.-მერის გაეცინა.-კომპანიაში პარტნიორები ვართ და ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ,რომ საერთო სანაცნობო წრე გვქონია. -მხოლოდ შენ თუ იპოვიდი ლონდონში ადამიანს,რომელიც შენს მეგობრებს იცნობს.-გაეცინა რატის, ნინის ჩაეხუტა და თავზე აკოცა. -ერთი წუთით...-მერი დაბნეული ჩანდა. -ააა-ნინი გახალისდა.-ამან არ იცის...მოემზადე შოკისთვის! -ააა, მეც დამავიწყდა მეთქვა.-ელენეც გახალისდა. -გავთხოვდი!-წამოიკივლა ნინიმ.-მე და რატი დავქორწინდით. -რა?!-მერი სიცილისგან გადაბჟირდა.-არ არსებობს,ხომ ვამბობდი!ვუმტკიცებდი ანდრეს! ანდრეს ხსენებაზე გაიყინა,ყველას სახეზე უცნაურმა გრძნობებმა გადაურბინა. -გილოცავთ...ოჰ მართლა!-ბოლოს,მერი ფეხზე წამოდგა.-ლუდი ვის უნდა?! -ოჰ,ოჰ,ოჰ ქალბატონო,წეღან ლუდი ახსენე?-რატიმ სასაცილოდ აათამაშა წარბები. -აბა! ნახე...-დერეფანში გავედით,რომლის ერთი ნაწილი სავსე იყო ლუდის ქილებით. -მოვრჩით ქალბატონო მარიამ.-უთხრა სატვირთოს მძღოლმა. -აი ინებეთ.-მერიმ დაუდევრად გაუწოდა ფული. -არა,არა...ეს ბატონი დავითის საჩუქარია. -ოჰ დავით...მაშ კარგი,დიდი მადლობა.-მერიმ სახლის კარი დახურა. -გახსოვდა?-ცოტნემ დადარდიანებულმა შეხედა მერის. -ლუდი ჩემზე იყო.-თქვა და ხელები ასწია. -ანუ ამდენი ლუდის მოტანას ოთხი წელი მოანდომე?-გახალისდა რატი. -ასე გამოდის.-გადაიკისკისა მერიმ და მივხვდი,რომ წინანდელი დაძაბულობა წამში გაქრა. -არ მჯერა აქ ხარ!-ისინი კიდევ ერთხელ გადაეხვივნენ ერთმანეთს. მხიარული საღამო იყო,მიხაროდა რადგან მერი ძალიან ბედნიერი ჩანდა,პირველად ვნახე ასეთი ხალისიანი, იცინოდა და ძველ ამბებს იხსენებდა,მეგობრებს ყველაფერი გამოკითხათ, მაგრამ ანდრე არცერთ მათგანს არ უხსენებია. -მოდი,დასასვენებლად წავიდეთ...ქორწილამდე.-თქვა ელენემ და უნებურად დაამთქნარა. -კარგი აზრია,მაგრამ ჯერ ჩემმა საცოლემ უნდა დაიძინოს.-თქვა დემეტრემ და ელენეს ხელი მოხვია.-წამოდი,დღეს ჩემთან დარჩი. -კარგი.-გაუცინა ელენემ. -აუუ კიი!ხვალ მოვიფიქროთ სად წავიდეთ!-გამხიარულდა ნინიც. მერიმ მეგობრები გააცილა. -კარგი,ხვალ შევხვდებით.-ლიზა ენერგიულად გადაეხვია მერის. -ააუუუ,არ მჯერა აქ ხარ!-ნინიც შეუერთდა გოგოებს. ყველა რომ გააცილა,ისევ მე დამიბრუნდა და მხარზე დამადო თავი. -რა კარგია. -მეც უნდა წავიდე...რამე ხომ არ გინდა? -სად მიდიხარ? -სასტუმროში. -ააჰ,კარგი. -ხვალ დილით მოვალ.-ვუთხარი და თავზე ვაკოცე. -კარგია...დასასვენებლად ხომ შენც წამოხვალ? -კი,კარგი იქნება. -გავერთობით. -თავს როგორ გრძნობ?-ვიცოდი რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც რაღაც აწუხებდა. -არ ვიცი...სანამ აქ იყვნენ მშვიდად და ბედნიერად ვგრძნობდი თავს,ახლაც შენს გვერდით ძალიან კარგად ვარ,მაგრამ თუ მარტო დავრჩები...ხომ გესმის...ჯერ კიდევ მიჭირს.-შევეჩვიე რომ ყველაფერს უკვე თავისუფლად მიყვებოდა,იმასაც მივეჩვიე,რომ წამში ეცვლებოდა ხასიათი,ორი წუთის წინ მასზე ბედნიერი არავინ იყო,ახლა კი თითქოს რამდენიმე წელი მოემატა, ნატანჯი სახით მიყურებდა.-აქ ყველაფერი მასთანაა კავშირში... მაგალითად ის პიანინო,მან მაჩუქა...არ ვიცი როგორ ვარ. -წამოდი.-ფეხზე ავდექი და ისიც ავაყენე. -სად? -სასტუმროში...ჩემთან იყავი. -არ შემიძლია...იცი,ჯობია ერთი დღე მაინც გავატარო აქ. -კარგი,როგორც შენ გინდა,სასტუმროს მისამართს მოგწერ...ნებისმიერ დროს მოდი. -კარგი.-მითხრა და მომეხვია.-გთხოვ,ცოტა ხანი მაინც დარჩი... ფილმს ვუყუროთ. -მმმ...კარგი.რას ვუყუროთ? ბოლოს რაღაც მელოდრამა ჩავრთეთ. -კარგი,ახლა რას ვუყუროთ?-როგორც კი წყვილმა ერთმანეთს აკოცა,მერიმ ფილმი გამორთო. -რატომ გამორთე? -ოჰჰ...მათ ხომ ერთმანეთს აკოცეს,ახლა აღარაა საინტერესო. -საინტერესო ყოველთვის კოცნის შემდეგ იწყება! -არაფერიც,ვერ ვიტან ფილმის გაგრძელებას,კოცნის შემდეგ ყველაფერი უაზროდ მიდის. -რა სასაცილო ხარ.-მის თეორიაზე გამეცინა. -მართალი ვარ!კოცნის შემდეგ ისინი სახლებში მიდიან,შემდეგ გამოჩნდება ბოროტი ბიძია ან დეიდა და დააშორებთ,შემდეგ შერიგდებიან, ისევ კოცნა და ფილმი სრულდება. -კარგი,ქალბატონო მერი...-ხელები დანებების ნიშნად ავწიე-უნდა წავიდე. -უკვე? -კი,ხვალ მოვალ. სასტუმროში წავედი,ნომრის ფანჯრიდან თბილისს გადავხედე, ლონდონი ძალიან ლამაზი იყო,მაგრამ ამ ქალაქს ვერაფერი შეედრებოდა.ვფიქრობდი მერიზე და მის ცვალებად ხასიათზე, ვიცოდი რომ წარსულის დავიწყება უჭირდა და იტანჯებოდა,ის კი არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩვენს შორის ,თითქოს ბარიერი ნელ-ნელა ინგრეოდა მაგრამ კედელს მერიში ღრმად ჰქონდა გადგმული საძირკველი.მეორე დღეს გაღვიძების თანავე წავედი მერის სახლში. კარი ღია აყო,ამიტომაც დაუკაკუნებლად შევედი. -...არა,არავითარ შემთხვევაში!ახლახან ჩამოვედი.-მერის ხმა იყო. -აუუ,გთხოვ.-ნინი რაღაცს ეხვეწებოდა,ყველა სამზარეულოში იყო. -აი ალექსი მოვიდა.-მე შემომხედა იმედიანი თვალებით-ის ჩემ მხარეს იქნება. -რა ხდება? -ნინის ეგვიპტეში უნდა წასვლა,მე ვეუბნები რომ ახლახანს ჩამოვედით და საქართველოდან წასვლა არ გვინდა. -მერის ვეთანხმები.-თქვა რატიმ-საქართველოში დავისვენოთ. -შენც მის მხარეს ხარ?-ნინიმ გაბუტულმა გადაიჯვარედინა ხელები. -აუუ კი,მეც ასე მგონა.-თქვა ელენემ- საქართველოში ვიყოთ რაა...ქორწილის საქმეებს ასე უფრო მარტივად მოვაგვარებ. -კარგი ხოო...-მოლბა ნინი-სად წავიდეთ? -ჯერ ვჭამოთ და შემდეგ გადავწყვიტოთ.-თქვა თაზომ. -მიდი დასხედით და მე მოვამზადებ.-ჩაიცინა მერიმ. -ოჰ,მენატრებოდი.-ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა თაზომ და ყველა ოთახიდან გავიდა. -როგორ გეძინა?-ვუთხარი და ნაზად ვაკოცე ლოყაზე. -კარგად...ნორმალურად.-წელზე მომხვია ხელები.-შენ? -კარგად...მომენატრე.-ვუთხარი და ზევიდან დავხედე. -მეც.-წამოსცდა და გაწითლდა,შემდეგ კი მორცხვად ჩახარა თავი. -აი ამ ტუჩზე მინდა გაკოცო.-ვუთხარი მე. -მმ...კვერცხი დაიწვება.-სწრაფად მომშორდა და ტაფას დააცქერდა,რომელშიც კვერცხი არც კი იყო.-მე...მინდოდა... მინდოდა მეთქვა,რომ...ის...კვერცხი უნდა გავტეხო. -კარგი მე გავალ.-ჩავიცინე და სხვებს შევუერთდი. -მზადაა.-ორ წუთში ბლინებით გამოვიდა,სხვა რაღაცეებიც გამოიტანა შემდეგ კი თვითონაც დაჯდა.-აბა, მოიფიქრეთ სად გინდათ წასვლა? -მოვიფიქრეთ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.