შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 16


8-04-2018, 15:31
ავტორი ana_aneta
ნანახია 4 330

მილანში დაბრუნებისთანავე წავედით სახლის ასარჩევად. მიუხედავად იმისა რომ მე და კლაუდიო შევრიგდით და ერთად ვაპირებდით ცხოვრებას, უფრო მეტიც დაქორწინებას. მე მაინც ცივად ვექცეოდი. სხვანაირად არ შემოძლო შერიგებიდან ორი კვირის თავზე ვერ დავივიწყებდი ყველაფერს. სამაგიეროდ ის ძალიან ცდილობდა. მუდად მზად იყო ჩემი ნებისმიერი ახირების შესასრულებლად, ორმაგად მზრუნველი გახდა. ხანდახან მაღიზიანებდა კიდეც, მაგრამ იმედი მქონდა მალე გადაუვლიდა ან დაიღლებოდა მაინც. სამსახურში ძველებურად დავდიოდი, ისევ ისე გულმოდგინედ ვმუშაობდი, ათი კვირის ვიყავი მაგრამ მუცელი ჯერ არ მეტყობოდა, დიდად არ მინდოდა ჩემი ორსულობის შესახებ იმაზე ადრე გაეგოთ ვიდრე მუცელი დამეტყობოდა. მხოლოდ ვიტორიას ვუთხარი, მას ვენდობოდი.სახლის არჩევამდე ისევ ნინასთან ვრჩებოდი. კლაუდიო კი სასტუმროში.
იმ დილით ძალიან წვიმდა. შუა ზაფხული იყო აქ კი უკვე სამი დღეა წვიმს. დილით როგორც ყოველთვის გულისრევამ გამაღვიძა, ზანტად წამოვდექი, საწოლთან მიყრილ ჩუსტებში გავუყარე ფეხი და აბაზანისკენ ბარბაცით წავედი. გული არ ამერია. ჩემი პატარა მეხუმრებოდა. სარკის წინ დავდექი და ჩემი თავი კარგად შევათვალიერე. ისევ ისეთი ვიყავი, ოდნავ გამხდარი. პიჟამა ტანზე მივიწებე და სულ ოდნავ ამობურცულ მუცელს დავაკვირდი. რაღაც თავი ბედნიერად ვიგრძენი, სრულიად უმიზეზოდ. იმ წამს გონებაში გადავწყვიტე რომ კლაუდიოსთან დისტანცია აღარ დამეჭირა. არ ვიცი რატომ უბრალოდ ასე მომინდა, მომინდა რომ ჩავხუტებოდი და მისთვის გამეზიარებინა ყველაფერი. ოთახში დავბრუნდი საათს დავხედე. ათი საათი იყო. დერეფანში გავედი, ნინას ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ იქ არ დამხვდა, სამზარეულოსკენ წავედი. კლაუდიო იქ იყო, ნინა კი სადღაც წასასვლელად ემზადებოდა.
-სად მიდიხარ? ჯერ კიდევ ნამძინარევი ხმით ვიკითხე.
-მარკოსთან ერთად მივდივარ ყავის დასალევად.
-რაა?
-ჰო შენ კლაუდიო მოგხედავს.
-მოხედვა არ მჭირდება, ბავშვი კი არ ვარ. ნინა დამემშვიდობა და კარი გაიხურა, მე კი მის პირისპირ დავრჩი. კი მინდოდა ჩავხუტებოდი, მაგრამ რაღაც უხერხულად ვგრძნობდი თავს.ხმას არ ვიღებდი. უძავად დგომის და უხერხულობის გასანეიტრალებლად საუზმის მზადება დავიწყე. კვერცხი დავდგი მოსახარშად. მაცივრიდან წვენი გამოვიღე. ბოსტნეული დავჭერი. ის მშვიდად მადევნებდა თვალს უკვე მიეჩვია. ხმას რომ არ ვცემდი და ყველაფერზე მხოლოდ კის და არას ვპასუხობდი. მაგიდაზე დავალაგე ყველაფერი მას ყავა დაუვუდგი წინ. ოდნავ გაკვირვებულმა შემომხედა. ჩემი ადგილი დავიკავე და თბილად გავიღიმე.
-დღეს აშკარად კარგ ხასიათხე ხარ. მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -რა ხდება.
-იცი მუცელი გამეზარდა ცოტათი. მას გაეცინა. გინდა გაჩვენო?
-როგორ არ მინდა. ფეხზე წამოვხტი და მაისური ავიწიე.
-ნახე სულ ცოტათია გაზრდილი. პროფილში დავდექი რომ კარგად დაენახა. ხელი დამისვა და მენჯთან ნაზად მაკოცა.
-მომენატრე ან, თან ძალიან. თავზე გადავუსვი ხელი. -გადმოდი რა ჩემთან.
-დღეს არ მივდივართ რამის სანახავად.
-გუშინ რაღაცეებს ვათვალიერებდი და ძალიან ლამაზი სახლი ვნახე ეზოთი. უკვე გარემონტებულია, არ მინდა ასეთ მდგომარეობებში მასალებზე და ავეჯზე იარო.
-ფოტოები გააქვს?
-კი. ტელეფონი ამოიღო და სასურველი ფოტოებო სწრაფად მოძებნა. იქაურობა მართლა ძალიან ლამაზი იყო.
-აუუ ვნახოთ ხო დღეს?
-ასეთი ამინდია და..
-რა გჭირთ ყველას? ორსულად ვარ კი არ ვკვდები..
-სიმართე გითხრა მე ძალიან მეშინია ყველაფრის.
-მაინც რისი. ცოტა ხანს მიყურა.
-ანუ რამე რომ დაგემართოს.. ნერვიულად დამარცვლა სიტყვა.
-საიდან მოიტანე?
-შენ თუ არ იქნები ბავშვი არ მჭირდება.
-ზედმეტად ხარ განერვიულებული, არაფერი მსგავსი არ მოხდება. შემეცოდა ეს თურმე რეებზე ფიქრობს.
-ბევრი რამე წავიკითხე. როგორ სძულთ ორსულებს ქმრები, ან მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ან კიდევ გაუცხოება, რომ აღარ გინდოდე? მე რა გავაკეთო?
-მშობიარობა იმდენად საშიში აღარა როგორც ადრე იყო. თან სოფიამ მითხრა კარგი ძვლების წყობა გაქვს და არ გაგჭირდებაო, თუ რამე გართულდა საკეისრო კვეთაც არსებობობს, რაც შეეხება დანარჩენს მეც ვიეჭვიანო? იქნებ ბავშვი ჩემზე მეტად შეგიყვარდეს? არაფერი უთქვამს. -ისე მიყურებ თითქოს მუცელში ბავშვის მაგივრად ბომბი მქონდეს.
-კარგი კარგი, შეიძლება მართალი ხარ. ეს იმის ბრალია ასე შორს რომ ხარ. მთელი ღამე ისე ვნერვიულობ. მივეხუტე. -დღესვე წამოდი რა. ეხლა კიდევ ჩაიცვი და ვნახოთ ის სახლი.
-აუუ და მერე შოკოლადის ნამცხვარი ვიყიდოთ რაა.
-გული ისევ გერევა ხოლმე? გამეცინა.
-ხან კი ხან არაა, მაგრამ სუნზე და უაზრო რაღაცეებზე გართულება დამეწყო.მაგალითად ხანდახან შეიძლება ოთახიდან გაგაგდო, მხოლოდ იმიტომ რომ იმ დღეს თვალში არ მომიხვედი.
-ეს წინასწარი გაფრთხილებაა?მე პასუხი არ გამიცია გვერდი ავუარე .თბილად ჩაიცვი იცოდე.
ჯინსის შარვალი ამოვიცვი, რომელიც მძვრებოდა და თხელი სვიტერი გადავიცვი. თმა მოვიწესრიგე, ტუჩსაცხით შევიღები ბაგეები, ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს ძველი მე დაბრუნდა დღეს. რა დამემართ ნამდვილად არ ვიცი ალბათ ჩემი ხასიათების ასეთი სწრაფი ცვლილებაც ორსულობის ბრალი იყო. ოთახი დავტოვე ის პარმაღზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა.ჩემი ანახვისთანავე ჩააქრო და ურნაში მოისროლა. მე სახლი ჩავკეტე. ეზო გადავჭერით და მანქანამდე მივირბინეთ, წვიმა კიდევ უმატებდა და იმაზე მეტად ციოდა ვიდრე ვვარაუდობდი. უკანა სავარძელიდან ბალიში გადმოვიღე და წელთან დავიდე. ღვედიც შევიკარი, გზაში მე ხმა არ ამომიღია. წიგნს ვკითხულობდი. ისიც ჩუმად იჯდა და პერიოდულად დაკვირვებით მათვალიერებდა. ქალაქიდან გადაუხვია და პატარა გამწვანებულ, პრივატულ დასახლებაში შეუხვია. წიგნი გადავდე და ირგვლივ ყველაფრის თვალიერება დავიწყე, ლა,აზი ადგილი იყო. აქ მართლა დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. კლაუდიომ მანქანა იქვე პირველივე სახლის ჭიშკართან გააჩერა. ორივე გადავედით მანქანიდან. საბარგულიდან საწვიმარი ამოიღო და მომახურა. ხელები გავუყარე, კაპიშონი წამოვიხურე და მოვიბუზე.
სახლის კოლონებზე წითელი სურო იყო შემოხვეული. ორსართულიანი იყო. წინ დიდი პარმაღი ჰქონდა ზუსტად ისე იყო მოწყობილი როგორც მე მინდოდა. მისაღები, სამზარეულო, საძინებლები.. ყველაფერი არაჩვეულებრივი იყო. უკანა და წინა ეზოში ულამაზესი ბაღი იყო მოწყობილი. ამაზე დიდად არ გადავრეულვარ, მაგრამ ჩემ ნებაზე შევცვლიდი. ვერანდაც ჰქონდა ძალიან ლამაზი ხედით, მაგრამ აქ არაფერი იყო. ესეც ჩემი გასაკეთებელი იყო. მიხაროდა რომ რაღაც საქმე გამოვნახე.
-მოგეწონა?
-ძალიან. რაღაცეები შევცვალოთ ჰო. მან თავი დამიქნია.
-მეპატრონეს მოველაპარაკები ხვალ და სახლი ჩვენია. ისე ცოტა უცნაური ქალია. დასათვალიერებლად რომ მოვედი, ჩემ გარდა კიდევ ერთი წყვილი იყო, მათ უთანხმდებოდა ფასზე. გამომელაპარაკა და რომ გაიგო შვილს ველოდებოდი, მაშინვე უარი უთხრა იმათ. ასე მითხრა ეს ბედნიერი სახლია და არ მინდა დაშორების პირას მყოფ ცოლ-ქმარს მივყიდოო.
-რაში უნდა აინტერესებდეს ვინ იყიდის სახლს.
-იტალიელები ასეთები არიან, ყველაფერი აინტერესებთ, შენი ნახვაც უნდა.
-რატომ სიტყვაზე არ გენდობა?
-არ ვიცი, ვერ გეტყვი. შეიძლება არ ჯერა. შენც ხომ არ გჯეროდა რომ ჩემნაირებს შვილის ყოლა შეეძლოთ.
-ნუ სულელობ. მოვიბუზე მე-სასეირნოდ წავიდეთ რაა.
-დღეს არაა წვიმს და გაცივდები.
-მაშინ... არ ვიცოდი რა მომეფიქრებინა.
-შოკოლადის ტორტი არ გინდოდა? მე თავი დავუქმიე და მანქანისკენ წასულს უკან ავედევნე.
-მონიკა და სანდრო არ ჩამოვლენ ჩვენთან.
-ჩამოვლენ მაგრამ ბიცოლაჩემი ჯერ არ მელაპარაკება.
-რატომ?
-შენს გამო.
-მიყვარს ეგ ქალი. კლაუდიომ ეჭვიანი მზერით გადმომხედა.
-დედობილს არ დაგითმობ. ჩემზეც ხო უნდა იზრნოს და იდარდოს ვინმემ. შენ არ გადარდებ და..მისი სიტყვები გულზე მომხვდა. არასათანადო ყურადღებას ვიჩენდი მის მიმართ.
მთელი მგზავრობის მანძილზე მას ხმა არ ამოუღია მე კი მისი მანქანის ჩხრეკვით ვიყავი დაკავებული. ალუბლის წვენი, ჰემატოგენი და ჩემი ვიტამინები ვნახე, უკოფეინო ყავაც ჰქონდა, რომოდენიმე შოკოლადის ფილაც. ბოლოს არჩევანი შოკოლადზე შევაჩერე, მაგრამ არ მომეწონა და უკან დავაბრუნე. კლაუდიომ კაფესთან გააჩერა. ყველაზე მყუდრო და შეუმჩნეველი ადგილი დავიკავეთ. მე გულისრევის შეგრძნება მქონდა..
-საპირფარეშოში გავალ ჰოო.
-ცუდად ხარ? გინდა გამოგყვე?
-არა ცოტა გული მერევა და მოვალ. შეშინებილი მიყურებდა. ისევ მომატყუა.გული არ ამრევია, ხელები დავიბანე თავი მოვიწესრიგე და უკან დავბრუნდი. ის ისევ ჩუმად იჯდა მე კი ისევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი. აშკარად ორივეზე იმოქმედა.
-დღეს წამოხვალ ჩემთან?- ცოტა არ იყოს ნინა მეცოდებოდა. -ნინას როცა უნდა მაშინ მოვა შენც შეგეძლება მასთან მისვლა და დარჩენა. თითქოს ჩემი აზრები წაიკითხა. სულ მარტო ვარ ანა და აქ ამისთვის ნამდვილად არ გადმოვსულვარ. თუ არ გადარდებს არც ეგაა პრობლემა შეგიძლია იქ დარჩე სადაც ხარ. კბილებში გამოცრა კაცმა. ნეტა რა ბზიკმა უკბინა?
-კარგი. თითქმის ჩურჩულით ვუთხარი. ისევ სიჩუმე ჩამოწვა.ჩუმად მივირთმევდით ჩვენ-ჩვენ ულუფას. ამ წამს ვერ ვიგებდი ეს „სიჩუმეები“ ჩემი ბრალი იყო თუ მისი. მაგრამ მართალი იყო. ნუთუ ჩემზე გული აუცრუვდა. ამის გაფიქრებაზე საშინელმა ღელვამ ამიტანა. დიდხანს გაჩერება აღარ მინდოდა, მან ანგარიში გაასწორა, კაფე დავტოვეთ
სახლში მარკო დაგვვხვდა. ბიჭი ძლიერად მომეხვია. ნინას სადილი მოემზადებინა, დესერტიც.მიუხედავად იმისა რომ საათის წინ ვჭამე. უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი.ისე გემრიელად გამოიყურებოდა ყველაფერი.
-როგორ ხარ? ისე მუცელი არ გაქვს? იცი მე ტირამისუ მოგიტანე, ვიცი რომ გიჟდები. ჩემი მეგობრის დედას გავაკეთებინე.
-მადლობა რატომ შეწუხდი. ცოტა არ იყოს და გული ამიჩუყდა.
-ძალიან ნუ გაანებივრებ ერთიც ეყოფა. გაბუტულმა თქვა ნინამ.
-კარგი რა არ გრცხვენია? თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ბიჭმა.
ოთახში გავედი. პატარა ჩანთა გამოვიღე.რამოდენიმე წიგნი ჩავდე, ვიტამინები, სახატავები,კრემები. მეორე კი ტანსაცმლით გამოვტენე. გამზადებული ჩანთები დერეფანში დავდე და მისაღებისკენ წავედი. თეფშზე ნამცხვარი გადმოვიღე და ძირს დადებულ ბალიშზე ჩამოვჯექი. მართლაც უგემრიელესი იყო. მარკო, კლაუდიო და ნინა ერთმანეთთან საუბრით იყვნენ გართულები, მე არცერთს არ ვაინეტერესებდი. ისევ კლაუდიოს სიტყვებზე ვფიქრობდი, ახლა მან დაიწყო ჩემგან თავის შორს დაჭერა? ტირილი მომინდა, მაგრამ თავი შევიკავე. სახლში დავილაპარაკებდით ალბათ..
საღამოს უკვე მის ნომერში ვიყავით. მე ტელევიზორის წინ მოვკალათდი ის კი აივანზე იდგა და ვაღაცას ესაუბრებოდა. ყურადღება მისკენ მქონდა მიმართული. ლაპარაკი მინდოდა მაგრამ საიდან დამეწყო არ ვიცოდი. უამრავი შესაძლო წინადადება დავალაგე თავში, მაგრამ არ გამოდიოდა...საუბარი დაასრულა, ტელეფონი დივანზე მიაგდო და საძინებლისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ? გავძძახე მთელ ხმაზე.
-ვიძინებ. ხვალ ბევრი საქმე მაქვს. ისევ უხეშად მიპასუხა.ვცადე ყურადღება არ მიმექცია. დაველოდე როდის დაიძინებდა. ოთახიდან ბალიში და პლედი გამოვიტანე და დივანზე მოვკალათდი. არ მინდოდა მასთან დაძინება, მე მასთან ძველებური ურთიერთობის აღდგენას ვცდილობ და ის არაფრად მაგდებს.ცრემლები უკვე თავისით იკვლევდა გზას ჩემს ლოყებზე. საშინელი ქვითინი ამივარდა. მართლა ხომ არ ჯობდა იქ დავრჩენილიყავი სადაც ვიყავი? ან საერთოდ ეს კაცი ვინაა? მოიცა ანა დამშვიდიი იქნებ დღესაა მხოლოდ უხასიათოდ ასე მალე ნუ მიიღებ გადაწყვეტილებას. თავს ვიმშვიდებდი , მაგრამ ტირილს ვერ ვწყვეტდი.გულისრევა მეწყებოდა, დივანიდან წამოვხტი და სააბაზანოსკენ გავიქეცი.თითქმის ნახევარი საათი გავატარე აბაზანაში. დიდი ხანია ასე ცუდად არ გავხმდარვარ. პირი გამოვირეცხე. სახეზე წყალი შევისხი და უკან დავბრუნდი, მაგრამ სულ ტყუილად ისევ აბაზანაში მომიწია გასვლა, უკვე ორი საათი იყო აქე-იქით დავდიოდი. დიდი ალბათობით მთელი ღამის გათენება მომიწევდა. დავიჯერო ვერ გაიგო მთელი ღამე რომ აქეთ-იქით დავდიოდი. ალბათ თავი არ შეიწუხა...
დილით შიმშილის გრძნობამ გამაღვიძა. განჯრიდან გავიხედე. ისევ საშინლად წვიმდა მე კიდევ საშინლი აზრები დ განცდები არ მშორდებოდა, შეიძლება ვაზვიადებბდი კიდეც. მის ოთახში შევიხედე. არ იყო. ჩანთიდან საჭირო ნივთები ავიღე და ჩემს აბაზანაში შევედი. წყალი გადავივლე, თმა ჩავიწენი და ისე გავიშრე. სარკეში თავი კარგად შევათვალიერე. გაფითრებული ვიყავი. თვალები ჩაწითლებული მქონდა ტირილისგან.წამალი ჩავიწვეთე, სახე მაკიაჟის თხელი ფენით დავიფარე, შინდისპერი პომადა წავისვი, დატალღული თმა მოვიწესრიგე და კიდევ ერთხელ შევათვალიერე ჩემი თავი სარკეში. კარგად გამოვიყურებოდი. ჩემი თავით კმაყოფილმა დავტოვე სააბაზანო და ჩასაცმელად ოთახში გავედი. შინდისფერი კლასიკური შარვალი, სადა შავი მაისური და ნაცრისფერი კუბოკრული პიჯაკი ჩავიცვი. სან ლორანის ფეხსაცმელი მოვირგე ჩანთა და ნახაზები ავიღე და შემოსასვლელთან დავდე. საუზმისთვის დავრეკე, შეკვეთა მივეცი და ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი. პორტიე საკმაოდ მალე მოვიდა. ლანგარი ტელევიზორის წინ მდგომ მაგიდაზე დავდე. ისიც გამოჩნდა. სპორტული ტანსაცმელი ეცვა, ალბათ სავარჯიშოდ იყო. მაისური ერთი ხელის მოსმით გაიძრო და შხაპის მისაღებად გავიდა. ყურადღება ისევ ნოლი. ასე არაა კარგი. ვფიქრობდი დავლოდებოდი თუ არაა. ფურცელზე წერილი დავუწერე, ლანგართან დავუდე და ნომერი დავტოვე. ტელეფონმა დაიწკრიალა.
-სად წახვედი.
-საქმეები მაქვს. უკმეხად ვუპასუხე და ტელეფონი გავუთიშე მეტის ღირსი ნამდვილად არ იყო. კიდევ დარეკა. არ ვუპასუხე. ნინა ლიფტთან შემხვდა.
-დღეს სადმე მივდივართ?
-არაა იმ კაცის ბაღი გვაქ გასაკეთებელი გახსოვს.
-ჰო და ისე ყვავილების სანახავად ხომ არ გაგვევლო?
-არაა ცუდი აზრი. ისა და თქვენ რა ქენით?
-არ მკითხო.
-რატომ? რა მოხდა?
-არ ვიცი ზედაც არ მიყურებს, მთელი ღამე ცუდად ვიყავი და არც გაუღვიძია. მინდოდა ერთად ვყოფილიყავით საღამოს, მომაძახა ხვალ საქმეები მაქვსო. მხრები ავიჩეჩე და თავი ძირს დავხარე არ მინდოდა ისევ ცრემლები წამომსვლოდა. -მე დივანზე დავიძინე. თავი პროფილში მგონია, ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ისე გუშინ მეც შევამჩნიე რომ არ გაქცევდა ყურადღებას.
-ანუ მე არ მომჩვენებია. კარგი ამას შევეშვათ. ვიტოც წამოვა ჩვენთან ერთად.
-არა მაგას ახალი პროექტი აქვს და..
მე და ნინა კაბინეტში ვიყავიღ და ყვავილებს ვარჩევდით კატალოგიდან. ავეჯს და ბუხრებს ვათვალიერებდით, როცა ჩემმა ტელეფონმა დაიწკრიალა. კლაუდიო იყო.
-სად ხარ?
-კაბინეტში. რა ხდება?
-ჩემთან შემოდი.
-არ მცალია ეხლა.
-ანა გთხოვ, არ გამომიყნო მდგომარეობიდან.
-თორემ რას იზავ? ეს უკვე განზრახ ვკითხე. ხმა გაუწყდა.
-გელოდები. მხოლოდ ეს მიპასუხა.
-ანა არ ეუხეშო და უარესად არ გააფუჭოთ საქმე. კარი გამოვიხურე და დერეფანს გავუყევი. მისი კაბინეტი იზოლირებულ სართულზე იყო. მხოლოდ ის. მდივანიც კი არ ყავდა. არ დამიკაკუნებია პირდაპირ შევედი და მის წინ დავჯექი.
-რა ხდება იცი?
-მე არაა. მეგონა შენ იცოდი. ორივე გავჩუმდით.- სამაგიეროს მიხდი. გაეცინა.
-არა, საიდან მოიტანე.
-შენი გუშინდელი ქცევებიდან. მე...მინდა რომ ისევ ისე იყოს ყველაფერი როგორც იყო, შენგან ვერ ვგრძნობ იგივე სურვილს. ამოიხნეშა. დივანზე ვიწექი, მერე მთელი ღამე გული მერეოდა, შენ არც კი გამოგიხედავს ჩემთვის. ზუსტად ვიცი რომ გაიგე აქეთ-იქით რომ დავდიოდი, ძალიან ფხიზელი ძილი გაქვს. თუ წუხდები ისევ ნინასთან დავბრუნდები. ვიცი მე ვინარჩუნებდი დისტანციას მაგრამ შენ ნაბიჯიც არ გადმოდგი. ახლა მე გადმოვდგი, მაგრამ აშკარად რაღაც დაგემართა. არაფერი არ მჭირს იმის ფასი რომ შენგან სიყვარული და სითბო ვითხოვო. ისევ ამიცრემლიანდა თვალები. თავბრუ დამეხვა, სუნთქვა გამიხშირდა. პანიკის შეტევა მქონდა. ჰაერი არ მყოფნიდა. ის კი ადგილიდან არ იძროდა. მისი უძრაობა და უგულობა ჩემს მიმართ უფრო ცუდად მხდიდა. ფეხზე წამოვდექი აივანზე გასვლა და ჰაერის ჩაყლაპვა მინდოდა. კარებამდე ძლივს მივედი სულ მამაკანკალებდა.
-სასტუმროში წავიდეთ, დაისვენე.
-ნეტა რაში გაინტერესებს საერთოდ.
-ასე ნუ ამბობ. დაიღრინა კაცმა.
-სხვა გყავს? გაეცინა. -აბა რა ხდება.მარკომ გაგვაწყვეტინა ლაპარაკი. იტალუირაად უთხრა რაღაც და გავიდა იცის უკან გაყვა. მე კი ისევ მარტო დავრჩი ჩემს უპასუხო კითხვებთან ერთად...




ესეც ახალი თავი მაპატიეთ დაგვიანებისათვის. იმედია მოგეწონებათ. აღდგომას გილოცავთ ყველას



№1 სტუმარი lile

Jandaba jandaba ar sheidzleba adamianebis ase wvalebaa ???? ukargesi xar ????

 


№2  offline წევრი tamuna.s

ორივეს რაღაც უაზრო ხასიეთები აქვს, ან შენ ცდილობ ზედმეტად გაართულო. ჩემი აზრით უკვე უაზროთ იწელება, თან ისე იშვიათად დებ რომ მე პირადად ინტერესი დავკარგე. ეს თავი კი ძალიან უაზრო და დამღლელი იყო.

 


№3  offline მოდერი Queenofmoon

ეს თავი რაღაცნაირად მომაბეზრებელი იყო,როცა ასე აგვიანებ თან,ინტერესიც ქრება რომ წავიკითხოთ ხოლმე.. მახსოვს წინა თავები უკეთესი იყო..

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

მე აღარაფერს გეუბნები smile მივეჩვიე შენს დაკარგვებს, სიმართლე გითხრა წინა თავი არ მახსოვს მაგრამ არაუშავს, თავიდან წავიკითავ.

 


№5  offline წევრი ana_aneta

tamuna.s
ორივეს რაღაც უაზრო ხასიეთები აქვს, ან შენ ცდილობ ზედმეტად გაართულო. ჩემი აზრით უკვე უაზროთ იწელება, თან ისე იშვიათად დებ რომ მე პირადად ინტერესი დავკარგე. ეს თავი კი ძალიან უაზრო და დამღლელი იყო.

შენ შეფასებებს ველოდები ხოლმე არ დაგიმალავ, ვერ გეტყვი რომ მეწყინა ეს კომენტარი, რადგან მართალი ხარ. ძალიან გავიჭედე ამ ისტორიაში და ცოტა ხანს გვერძე მინდა გადავდო. ახალის წერა დავიწყე ფიქტიური ქორწინება ერქმევა და თუ წაიკითხავ ძალიან გამიხარდება <3

 


№6 სტუმარი სტუმარი

სიმართლე უნდა ვთქვა და იმედია არ მიწყენ ^___^

ყველა თავი მაქვს წაკითხული, მაგრამ იმდენი ხანია არ გაგიგრძელებია, სულაც დამავიწყდა რომ ველოდებოდი. ახლაც სათაური რომ დავინახე, მეგონა საერთოდ სხვა მოთხრობაა-მეთქი. სათაური მეცნო, მაგრამ ვიფიქრე სხვამაც დაწერა ალბათთქო. მესმის რომ სწავლის პერიოდია.. სკოლა/უნი, სამსახური ან თუნდაც უბრალოდ დრო არ გაქვს, მაგრამ თითქმის ერთი თვე არ დაგიდია ახალი თავი.. ამას ახსნ ვერ ვუპოვე. მთავარი პუნქტუალურობაა მაინც. სანამ პერსონაჟების სახელები არ წავიკითხე, ვერც მივხვდი რას ვკითხულობდი..
ეს არ მიწყინო ^^
და რჩევა #2: შია გზაში არ შეწყვიტო!! მიაფუჩე ე თუ გინდა, უბრალოდ გვანახე ბოლოს ბედნიერი დასასრული :D :D

 


№7 სტუმარი Nati

მალე დადე გთხოოვ რა ძალიან აგვიანებ????????

 


№8 სტუმარი 123

რატი იკარგები ხოლმე?

 


№9 სტუმარი სტუმარი მარიამი

მალე დადე რა რაგჭურსს?

 


№10 სტუმარი სტუმარი ნატალი

როდის გვაღირსებ გაგრძელებას?

 


№11 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატო შეწყვიტე?

 


№12 სტუმარი კაწი

აღარ აგრძელებ?

 


№13 სტუმარი ლია

ნეტავ ახლა აქ ცხოვრობდე სადაც მე ვარ...იტალიაში..უცბათ მოგიფრინდება მ უ ზ ა

იქნებ დაგემთავრებინა,ეს კარგი მოთხრობა.აპრილის შემდეგ მოლოდინით რომ

შევყურებ.

 


№14 სტუმარი Mariami

Agrdzeleb tuara?dawere mainc

 


№15 სტუმარი Gvanca

აგრძელებ თუ შეწყვიტე დაწერე მაინც რომ არ გელოდოთ

 


№16  offline წევრი ანნა ა

აუ გააგრძელე რააა

 


№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღარ აგრძელებ?

 


№18 სტუმარი elene

amisi gawkveta iknebodaaa ????

 


№19 სტუმარი სტუმარი დადუ

კარგი ისტორია მაგრამ სამწუხაროა რომ არ ეს და არც ამის შემდეგი ისტორია არ დაამთავრე ბოლომდე.

 


№20 სტუმარი სტუმარი ნინიკო

გააგრძელე რა

 


№21  offline წევრი კეტი

გააგრძელე გთხოვ

 


№22 სტუმარი Nato Chubinidze

აუ რამდენი ისტორიანმომეწონა და წაკითხვა დავიწყე დასასრულინარცერთს ქონდა დაასრულეთ რა .ძალიან მომწონს ეს ისტორია განსხვავებულია და საინტერესო .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent