გაზაფხული წვიმა (ნაწილი 8)
ორი დღის შემდეგ, საღამომდე სახლში ვიჯექი და ჩემს მწარე ბედზე ვფიქრობდი. უხასიათობით ვიტანჯებოდი მაშინ, როცა გოგონები ერთმანეთთან სიცილს ვერ წყვეტდნენ. არ ვიცოდი, რა მემართებოდა, მაგრამ ნამდვილად არ ვიყავი იმდენად ხალისიანი და ცხოვრებით სავსე, რამდენადაც მაშინ, როცა "ის" ჩემთან ერთად იყო. თუმცა, საკმაოდ ამაყი ვიყავი იმისთვის, რომ ჩემ თავთან მისი დანაკლისი აღმეღიარებინა. ბოლოს, მოწყენილობისგან დაღლილს სიმშვიდეში გასეირნების იდეამ გამომაცოცხლა და სანამ ათი საათი გახდებოდა, გოგონები გავაფრთხილე, რომ სასეირნოდ მივდიოდი. სასტუმროდან გამოსული სიცივე მოშიშვლებულ ყელზე და თითებზე დამეძგერა, მჭიდროდ შემომეხვია და სიცივისგან გათოშილმა აზროვნებაც შევწყვიტე. საშინლად ციოდა. ლურჯ ცას თეთრი ცარსკვავები და არაბუნებრივად უზარმაზარი მთვარე ამშვენებდა, მე კი ცის ქვეშ მარტოსული ვიდექი და ვარსკვლავებს სურვილებს ვუთქვამდი ისე, თითქოს მართლა მჯეროდა ახდენის, მაგრამ ვიცოდი, სურვილები, რომლებიც გონებას მიბლოკავდა, რეალური არც იყო. ტყეში შევედი. მეჩხერი ხეების ტოტები ერთმანეთს შემოხვეოდა, გადაკვანძულიყო და მაინც აღწევდა მთვარის თეთრი შუქი ხეებს შორის, გზას ფანრის გარეშე მიკვალავდა და ბილიკს მიჩვენებდა, რომელიც ჩემი კომპასი იყო. მდინარეს წვალებით მივაგენი გაყინულმა, როდესაც ფეხის გადადგმაც მეთაკილებოდა სიცივისგან და იდუმალი წყლის მღვრიე ზედაპირს გავხედე. რა უცნაურია, წყალი ღამითაც ყველაფერს ირეკლავდა, სიბნელესაც და სინათლესაც, დილით მზის ყვითელი და ალმასისფერი სხივები ეცემოდნენ მის ზედაპირზე, ღამით კი, მთვარის ანარეკლი მოჩანდა. ნაქსოვი ჟაკეტი ბალახზე მივაგდე და მაიკის გახდაც დავიწყე. შემაღლებულ ლოდზე ისე დავდექი, არც გამიგია რას ვაკეთებდი და რა მიზეზით. თუმცა აშკარა იყო, რომ თეთრეულის მეტი არაფერი შემომრჩენოდა ტანზე. სიცივისგან მაკანკალებდა, სხეულში ჟრუანტელი მივლიდა და სისხლი მეყინებოდა, მაგრამ მერჩივნა ჩამეყვინთა და ის ტკივილი გამექრო. ან შესაძლოა, სიცივეც კი დაეთრგუნა ტკივილს. ასეთ მომენტში ალბათ ამას არ ფიქრობენ, მაგრამ ადამიანები სულიერ ტკივილს ფიზიკურს რატომ ადარებენ? ან ტკივილი საიდან იქმნება? ალბათ ტკივილს ადამიანები ქმნიან, ძერწავენ და მერე ერთმანეთის სულებში, სხეულებში ისე ურევენ, ამახინჯებენ ერთმანეთს ცოდვებისგან, რომელსაც ტკივილი გაკეთებინებს, გაიძულებს, იყო ისეთი უგრძნობი, რომ დარდი არ გამოუშვა, კარგად შეინახო გულში და სამუდამოდ წაბილწოს გონებაც და სულიც. ეს ადამიანები საკუთარ თაავებს ებრძვიან, ებრძვიან გადარჩენისთვის, ან მოგერიებისთვის, იბრძვიან იმისთვის, რომ გაძლონ, იარსებონ ტკივილთან ერთად და შეუხორცებელ ჭრილობებზე, რომელიც სულ უფრო და უფრო იხრწნება, ჭუჭყი და მტვერი, მარილი შეიყარონ, მეტად გახრწნან, დააჭკნონ სულები და ბოლოს, ვინ არის ცოდვილი? ის, ვისაც ატკინეს თუ ის, ვინც ატკინა? ნიავმა გაზაფხულის სუნი მომიტანა სიცივესთან ერთად. ვეღარ ვუძლებდი და უცებ რაღაცამ გამაძლებინა. უცებ რაღაცამ სიცივე დამავიწყა. იქნებ ეს რაღაც საყვარელი ადამიანის არსებობა იყო? მონატრებული სურნელი ღრმად ჩავისუნთქე და სამუდამოდ დავუტოვე გაბერილ ფილტვებს. -არ გადახტე-ნაცნობი ხმა გავიგე და გულმა ორი დარტყმა გამოტოვა. თუმცა, ჩემი აზრი რომ გეკითხათ, საერთოდ შეწყვიტა ფეთქვა. მერე კი, ხმის სასიამოვნო ტემბრით მომიგო-გაიყინები. -მერე შენ რა?-გაუბედავად ვკითხე. ხმა საპირისპიროს ამტკიცებდა, თუმცა საკუთარ თავში ღრმად დარრწმუნებული გახლდით. მისგან ზურგით მდგარს კი, იმაზე უფრო მეტად მაკანკალებდა, ვიდრე მანამდე, როცა სიცივეს მთელი არსებით ვგრძნობდი. -არაფერი, მეც ისე გავიყინები, როგორც შენ. შემაჟრჟოლა, მისმა სიტყვებმა, თითოეული ბგერის გამოკვეთილმა ჟღერადობამ, ტემბრის სიმძაფრემ და ხმაში შემჩნეულმა ვნებამ კანკალი გამიორმაგა. მაკანკალებდა, მაგრამ არა სიცივის გამო. მან ქვები გადმოიარა და ჩემს უკან გაჩერდა. დახორკლილ, შიშველ მკლავზე თბილი ხელის გული ამისვა და სითბო გამინაწილა, ჩემს სხეულსაც გადმოედო მისი ტემპერატურა მხოლოდ ორი წამით. -მოდი-თავისკენ შემაბრუნა და ტაისი გრძელი, სპორტული ჟაკეტი მომახურა-წავიდეთ? თავი დავუქნიე. თავს ისე თბილად ვგრძნობდი, თითქოს მის მკლავებში ვიყავი გახვეული და მახურებდა. გამიღიმა და ხელი მომხვია. ერთად დავბრუნდით უკან. აღარ მქონდა ის მომენტი, რომ გონებაგაფანტული იმის საწინააღმდეგოს ვაკეთებდი, რაც მინდოდა, ამჯერად სრული სიზუსტით ვეკუთვნოდი საკუთარ თავს და ვიცოდი, ადამიანური შეგრძნებებიც დამბრუნებოდა. ანდრომ ჩემი ტანსაცმელები სათითაოდ აკრიფა და შარვალი გამომიწოდა. მის ჟაკეტში გახვეული იმაზე თბილად ვიყავი, ვიდრე ჩემს მანტოში. სასტუმროსკენ გზას რომ გავუდექით, ჟაკეტის გახდა და დაბრუნება დავაპირე, რომ შემდეგ ჩემი გამეცვა. -იყოს, გქონდეს.-ისევ გამიღიმა და სიცივე ვაჟკაცურად აიტანა. მერე, გამომხედა და თვალი თვალში გამიყარა.-ჰიპოთერმიით სიკვდილი შენი ოცნება იყო? ალბათ ბავშვობაში ამ ოცნების ახდენას ელოდი. არ მინდოდა, მკაცრი ყოფილიყო, მაგრამ იყო. -უბრალოდ მაინტერესებდა. -რა გაინტერესებდა?-დაჟინებით მომაშტერდა. -რას ვიგრძნობდი-ჩუმად ამოვილაპარაკე. არა იმიტომ, რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნებული არ ვიყავი, არამედ იმიტომ, რომ არ ვიცოდი, გამიგებდა თუ არა. -მაზოხისტი ხარ?-უცნაური სახე მიიღო და კითხვა ისე დამისვა. -მაინტერესებდა, სიცივე ტკივილს თუ გადაფარავდა-ისევ გამოვაშკარავე თავი საკუთარი ენით და რათქმაუნდა, ისევ ანდროსთან. ზოგჯერ ზედმეტად გულწრფელი ვიყავი იმასთან, ვინც გულწრფელობის დაფასება უბრალოდ არ იცოდა. ბიჭი ჩემკენ დაიხარა და ლავიწზე ბაგე გამიხახუნა. გამაკანკალა და მას მივაშტერდი. ვიცოდი, როგორი უცნაური მზერითაც ვუყურებდი. მანაც, თავი ასწია და თვალებში ჩამაშტერდა.-ცხელი ხარ. მართლაც ვიგრძენი, როგორ მეწვოდა კანთან ერთად ყველაფერი, მუცლიდან სიმხურვალე მკერდში ვრცელდებოდა, მე კი ვიფიქრე, რომ ანდროს შეხების ბრალი იყო. ბიჭმა ხელი მომკიდა და სახლამდე სირბილით მიმათრია. ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი და ვერც სწრაფად მორბენალ ანდროს ვეწეოდი, მაგრამ ხელს მაშველებდა და მეც მას მივყავდი. -ნელა, დავიღალე-წუწუნით მივაჩერდი, მაგრამ როგორც კი სასტუმროში შევედით გაჩერდა. -თუ არ ეძინებათ, დავუძახებ, შენ აქ დამელოდე-მისაღებში დამტოვა და კიბეზე აირბინა. რა საჭიროა-თქო-გავიფიქრე. თორმეტის ნახევარი გამხდარიყო. ანდრია მალე დაბრუნდა, წინ დამიდგა და შუბლზე საშინლად ცივი ხელი მომადო. გამიკვირდა, ასეთ სითბოში როგორ გაეყინა ხელები, მაგრამ როდესსაც დაეჭვებულმა შემათვალიერა და თერმომეტრი გამომიწოდა, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. -ეს რათ მინდა?-წარბშეკრულმა ვკითხე, მაგრამ მანაც რომ დამიბღვირა, გავჩუმდი. -გაიზომავ თუ დაგეხმარო?-ხმაში ირონია გაუკრთა, წითელ ტუჩებზე ენა გაისვა და გვერდით მომიკდა. ჯინსი ხელებით აიჩოჩა და თითები შარვალზე შეათამაშა-რას აკეთებდი? -რა? -სანამ მე არ ვიყავი, რას აკეთებდი?-გადმომხედა. მე თვალი ავარიდე. -და შენ? შენ რას აკეთებდი?-მაინც წამომცდა. ჯიბრიანი ხმით წამომცა კითხვა, რომელიც მღლიდა და მტანჯავდა. რომლის გამონთავისუფლებასაც სულაც არ ვაპირებდი. თავი დამორცხვილმა ჩავხარე, მაგრამ გვიან იყო. ისე გვიან იყო, როგორც ყოველთვის, როცა სიმართლე წამომცდებოდა ხოლმე ამ ადამიანთან. ცალყბად ჩაიღიმა და თვალი არ მოუშორებია, ისე მიპასუხა: -კლუბში დავდიოდი, გოგონებთან ვერთობოდი. ნუ, ჯერ ვკერავდი რა, ხო აზრზე ხარ. ოთხი.. არა, ხუთი ჩემთან ავიყვანე, ორთან მე ვიყავი ასული. ნუ, დილით განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი, ნამცხვრების ცხობით ვირთობდი თავს, აი, როგორც შენ იცი ხოლმე. ვიცი, რომ სიმართლე იყო, მაგრამ იმდენად მინდოდა, ტყუილი ყოფილიყო, თავი დავაჯერე ამაში. დარწმუნებით ჩავიბეჭდე, რომ ანდრო სხვაზე ვერ იფიქრებდა ჩვენი კოცნის მერე. იმ კოცნის, რომლის მერე მე სხვაზე ვერ ვფიქრობდი. თავი ავწიე და ამაყი მზერა გავუსწორე: -შეგეძლო დარჩენილიყავი, ახლა რატომ არ ხარ სხვა ქალთან? გაეცინა. ისევ ისეთი მწველი მზერა მომაგება. -იმიტომ, რომ ახლა შენთან ვარ. შენ ერთი ხარ, შეიძლება ითქვას განსაკუთრებული ქალიც, ამიტომ სხვაზე ფიქრით ნუ დაიღლი თავს.-ტუჩი გაილოკა და ჩემს ტუჩებს მიაშტერდა. როგორ არ ვიცოდი, რომ ტყუილის დიდოსტატი იყო, დახელოვნებული იყო სიცრუეში და უკვე შეცდომებსაც აღარ უშვებდა, რადგან იცოდა, როგორ დავეყოლიებინე, იცოდა, გრძნობებით როგორ გავებრუებინე და შემდეგ ასეთი გულწრფელი და გამოაშკარავებული, შუა გზაზზე მივეტოვებინე. თუმცა, ბოლომდე მჯეროდა, რომ სხვას ვერ დაუთმობდა ჩემ თავს. დაუთმობდა? -იცი რა, ანდრია, მე შეყვარებული მყავს-თვალებდაწვრილებულმა ავხედე და ცინიკურად გავუცინე-და აღარ მინდა, მე მეფლირტავო, მეც იმ გოგოებივით დამკერო, თუ ჩემს გრძნობებზე ითამაშო, მოკლედ როგორც გინდა, ისე გაიგე. -ჰაჰაჰ, როგორ გამაცინე-ანდრო მართლაც ბუნებრივი სიცლით გადაიხარხარა და ჩემი ყავისფერი კულული თითზე დაიხვია-არა ანუკი, შენ არ გყავს შეყვარებული, არა, არ ვაპირებ შენს უკვე არსებულ და გამოაშკარავებულ გრძნობებზე ვითამაშო. -დიახაც, მყავს. და ჩემს შეყვარებულს იმაზე მეტად ვუყვარვარ, ვიდრე შენ მოგწონს ჩემთან ფლირტი. იმაზე მეტი გრძნობით მეფერება, ვიდრე შენ მკკოცნი და რაც მთავრია, მე ის შენზე მეტად მომწონს. ერთხანს თვალებში მიყურებდა, მერე კი ხმა ამოიღო: -კარგი, იყოს ისე, როგორც შენ გინდა. გყავდეს შეყვარებული, მაგრამ როცა გაკოცებ მოგიწევს დაივიწყო შენი "წარმოსახვითი" ბიჭი და თერმომეტრი გამოიღე, გავიდა დანიშნული დრო. დაბღვერილმა გამოვიღე თერმომეტრი და დახედვა არც დამაცადა, ისე გამისრიალა თითებიდან. -ანა, სახლიდან ფეხს არ გაადგამ-გაბრაზებული წამოდგა და მეც წამომაყენა. -სად მივდივართ?-კიბეზე ამავალმა მშვიდად ვკითხე. --სად უნდა მივდიოდეთ, სხვენში მიმყავხარ მოსაკლავად.-ირონიით დამაჯილდოვა და ჩემს ოთახთან გავჩერდით. -ამ სასტუმროს სხვენი აქვს?-ინტერესით ვკითხე. -ბევრი ლაპარაკი სასარგებლო არ არის, მითუმეტეს მაშინ, როცა მე მელაპარაკები. ახლა შეხვალ, იმ შენი ნტლასის პიჟამისკენ არც კი გაიხედავ, თბილად ჩაიცმევ და დაწვები. არ დაიძინო, სანამ მე არ მოვალ. მინდოდა მეთქვა-შენს ჭკუაზე რატომ უნდა ვიაროთქო, მაგრამ პასუხისთვი არც დაუდია, შეტრიალდა და კიბესთან მდგარი მაინც ჩემმა კითხვამ შეაჩერა: -სად მიდიხარ? -შენ კიდევ არ დაწოლილხარ?-წარბაწეულმა გამომხედა და თვალებით ოთახისკენ მანიშნა. ცხვირჩამოშვებული შევედი ოთახში და კარადა გადავქექე, მაგრამ თბილი ვერაფერი ვიპოვე. ატლასის პიჟამა არ ჩამიცვამს, მაგრამ მეორე თხელ, თითქმის გამჭირვალე პიჯამაში გამოვეწყე და საბანში ისე გავეხვიე, რომ მოშიშვლებული ყელი არ გამომჩენოდა. თბალებდახუჭული, ძილბურანიდან კარის ხმამ გამომაფხიზლა, მაგრამ თავი არ მქონდა, თვალები გამეხილა. ანდროს ნაბიჯების ხმით მივხვდი, როგორ მოუახლოვდა საწოლს და ხის ტუმბოზე რაღაც მყარი დადგა. მაინც მომიწია თვალების გახელა. საწოლის ბოლოში ჩამომჯდარიყო და მე მიყურებდა. მზერა ჩემს მოშიშვლებულ ყელზე გადაიტანა და მკაცრად ამომხედა. -ესაა თბილად ჩაცმა? -თბილი პიჟამა არ მაქვს-მხრები ავიჩეჩე. -რატომ, ღამით სხვა გათბობს ხოლმე? გარანტიები არ გელევა ხო?-ირონიული მზერა მომაპყრო. გაბრაზებული წამოვჯექი საწოლში და წინ გადავიხარე. რაც შემეძლო სასტიკი, მკაცრ თვალები მის ცბიერ მზერას შევაგებე. -რახან შენ მექალთანე ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაც ქუჩის ქალია და მითუმეტეს, შენნაირი თავხედი.-კბილებში გამოვცერი და გავსწორდი. -ქუჩის ქალი? ჰო, არ ხარ-ანდრიამ ცალყბად გაიღიმა და ჩემს პიჟამას მიაშტერდა. ზედ დავიხედე და გავწითლდი-შენ მარტო ჩემი ქალი ხარ და ეს შენც იცი. ნეტავ თეთრეული არ გამეხადა, რა სულელი ვარ, ახლა თვალებში როგორღა ჩამეხედა. საბანში ჩავძვერი და თავზეც გადავიფარე, სანამ ანდროს სიცილთან ერთად მისი მხიარულ ნოტაზე აჟღერებული ხმა არ მომესმა: -კარგი, გეყოფა, არ შემოგხედა, ადექი ახლა, ჩაი დალიე-ანდრომ საბანი გადასწია ჩემი თავიდან და აბურდულ თმაზე დამაკვირდა-შეღებილი გაქვს თმა? -საიდან მოიტანე?-გაკვირვებულმა ავხედე. -სხვაზე არ შემიმჩნევია ეს ფერი-მხრები აიჩეჩა-ჩაი დალიე და დაიძინე, გვიანია. თავი დავუქნიე და ისიც კარისკენ გაემართა, მერე კი, გამომხედა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -იმედია მიხვდი, რომ სჯობს გამოიცვალო. კარი რომ მიიხურა, ენა გამოვუყავი უკვე გასულ ანდროს და მისი ჯიბრით არ გამომიცვლია. მაგრამ ბიჭის სიტყვების ჭეშმარიტება მაშინ შევიცანი, როცა დილით გაციებული ფეხზე ვერ დგებოდი სიცხისგან და თავისტკივილისგან (სიცხის გვერდითი მოვლენა ჩემთვის თავის ტკივილია). თავზე თეაკო დამადგა და დოინჯშემორტყმულმა მიყურა, მერე შუბლზე ხელი დამადო და ხუთი წუთი ჰაერში იქნევდ იმ ხელს გასაგრილებლად. -ასე სად გაცივდი ბავშვო?-შემომიბღვირა და წამლები მაგიდაზე დაყარა.-მგონი, დროა სამედიცინო განათლება გამოვამჟღავნო. -რას... აპირებ?-ხრიალით ვკითხე და თვალები ძლივს გავახილე, ტუმცა მის ფიგურას მაინც ბუნდოვნად ვხედავდი. -ჩემო კარგო, დილით ჩემს კოლეგას დავურეკე და წამლის სახელები ჩმაწერინა. ისიც გამაფრთხილა, რომ დღეში ორჯერ მოგიწევს ნემსის გაკეთება და ახლა თუ შიშისგან ფართხალს აპირებ, ამაზე მანამდე უნდა გეფიქრა, სანამ ამ უბედურებას დამართებდი საკუთარ ტავს. -ნინი შემოუშვი, შენ თავი დამანებე-ტირილის პირას ვიყავი, კარზე კაკუნი რომ გაისმა-შემოდით. კარში ანდრომ შემოყო თავი და უკმაყოფილოდ გადმომხედა-გაგიღვიძია. ვიცი, რომ კვდები და არაფრის თავი არ გაქვს, მაგრამ ნინი ახლა საჭმელს ამოიტანს და უსიტყვოდ შეჭამ, გასაგებია? -მეძინება-ამოვილაპარაკე და მეორე მხარეს გადავბრუნდი, სადაც არც ტეა მელანდებოდა თავისი გველეშაპისხელა ენიტ და არც ანდრო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე კაპრიზებით. -კი არ გეძინება, მოთენთილი ხარ-თეამ დარწნუნებით ჩაილაპარაკა და წამლის ყუთი გახსნა, იქიდან კი სიროფი გამომიწოდა-ადე, დალიე წამალი. ანდრპ ოთახიდან არ იყო გასული, ნინი რომ შემოფრინდა კეთილი ფერიას სახით. ის კი არ იცოდა, რომ ეშმაკებს ემსახურებოდა, როცა ამხელა ლანგრით საჭმელი შემომიტანა, თუმცა პურზე წასმული ნუტელა რომ დავინახე, თვალები გამიბრწყინდა და გამოვცოცხლდი. საწოლზე წამოვჯექი საჭმელად. -გოგო,, შენ კიდევ ეგ პიჟამა გაცვია?-ანდრიამ ბრაზით გამომხედა. გავუღიმე და ჟაკეტი შემოვიცვი. -ნემსი გესიამოვნება ალბათ-ცინიკურად გამიღიმა და ნინის საწოლზე ჩამოჯდა. -ჭამე და გაგიკეთებ-თეამაც "გამახარა" და გავიდა. ნინი საწოლის თავთან ჩამომიჯდა და თმაზე ხელი ჩამომისვა-თავი კიდევ გტკივა? დილით სიცხემ აგიწია და თეამ სველი ტილო დაგადო. -არ მახსოვს. ვისაუზმე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ ნინიმ მხრებში ხელი ჩამავლო და უკან დამბრუნა-არ ადგეო. -გავალ, თეას დავუძახებ-ანდრო წამოდგა და კარისკენ დაიძრა. -რისთვის?-შეშინებულმა და სასოწარკვეთილმა შევძახე, მაგრამ ბიჭმა ირონიული ღიმილი მომაგება და უთქმელად გავიდა. ბიჭებმა კარი შემოაღეს და "შემამოწმეს", ხომ ისევ ცოცხლი ვიყავი. თეაც შემოვიდა შპრიცით ხელში და ანდრო შემოყვა. -ცოტა ხნით გადით, ნემსი უნდა გავუკეთო.-თეამ ბიჭები საქმიანი ექიმის იერით გაყარა და ნინიც მათ გაყვა. მხოლოდ ანდრო იყო ჩემს საწოლზე უდარდელად წამომჯდარი და არხეინად მიმზერდა, თითქოს მეუბნებოდა-ხომ გეუბნებოდიო. -ანდრია, დაგვტოვე-თეამ თვალები დაუბრიალა და ბიჭიც ხალისით წამოდგა. -გთხოვ, არ გინდა-თეას მავედრებელი მზერით გადავხედე მაგრამ შეწყალება არსად ჩანდა. სასტიკი მზერით მოიწევდა ნემსი ჩემამდე. სანამ გამიკეთებდა, შიშისგან ტირილი მოვრთე და რომ გამიკეთა, მერე უარეს დღეში ჩავვარდი. -კარგი გოგო, ვაჟკაცურად გაუძელი, ქართველ გმირებს რამდენი წამება გამმოუვლიათ, იმათთან ახლა შენი ნემსის გამო ბღავილი რა მოსტანია-თეაც მაგარია! სად ქართველი თავდადებული, შეუპოვარი გმირები და სად მშიშარა მე! რა გაძლებაზე იყო საუბარი, გულაჩუყებული, როდესაც ცრემლები გამომელია და ნემსისგან გამოწვეული ტკივილიცა და შიშიც დამავიწყდა, ტირილი გავაგრძელე, თუმცა ამჯერად მთელ ჩემს პრობლემებს დავტიროდი. ნინიმ ჩემი ტირილი რომ გაიგო, დაწყნარება სცადა, მაგრამ სიტყვებმა რომ ვერ გაჭრეს, ჩამეხუტა და თმაზე ხელი გადამისვა. ცოტა ხანში დავწყნარდი და თვალებიც თავისით მიმელულა. -დაეძინა?ანდროს ხმა ძალიან ახლოს ჩამესმა. -ჰო-ნინიმაც უპასუხა და ბალიშზე გადამაწვინა. მოკლედ... ამ თავის დაწერისას შეუპოვრად მივიწევდი ფინიშამდე, მაგრამ ძლიან გამიგრძელდა. და მგონია, რომ მოგეწონებათ. ველოდები კომენტარებს, სადაც თქვენს აზრს დააფიქსირებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.