ყველაზე ძვირფასი (თავი 2)
სახლში დაბრუნდნენ თუარა დაღლილებს ჩაეძინათ. ანაბელმა ძილში ხმაური გაიგო, თუმცა ყურადღება არ მიაქცია და ძილი შეიბრუნა. ნახევარ საათში მაინც გაეღვიძა, მთელი სახლი შემოიარა და ვერავინ ნახა -შეტყობინება მაინც დაეტოვებინათ რო დაკრეს ფეხი და წავიდნენ სადღაც! ნერვებმოშლილმა სარაფანზე თხელი ჟაკეტი მოიცვა, ტელეფონი აიღო და გარეთ გავიდა. ცოტახანს მისეირნობდა ბუნებაში, ამ ადგილებში ხშირად დადიოდა ბავშვობაში, მაგრამ დიდი ხანია აქ არ ყოფილა და თითქმის დავიწყებული ჰქონდა. ძველ დროს იხსენებდა. მოულოდნელად ფიქრები იარაღის სროლის ხმამ გაუფანტა, რომელიც ამ მდუმარებაში მეხივით გავარდა და თავზარდაცემული გაუცნობიერებლად ტყისაკენ გაიქცა. გასროლის ხმა განმეორდა, ანაბელი კი სიბნელეში ვეღარაფერს არჩევდა, ტელეფონის შუქი უკვლევდა გზას.თავსხმა წვიმაც დაიწყო და სულმთლად დასველდა. უცებ გაახსენდა რომ აქ სადღაც ქოხი უნდა ყოფილიყო, სადაც რამდენიმეჯერ ყოფილა და მალევე იპოვა კიდეც. გულაჩქარებული შევარდა პატარა, ჩაბნელებულ ქოხში და ტელეფონის შუქი გაანათა, მაგრამ წამის მეასედში დაინახა მის წინ იარაღმომარჯვებული მამაკაცი და დამფრთხალმა შეჰკივლა. კაცმა როგორც კი დაუპატიჟებელ სტუმარში გოგონა ამოიცნო მაშინვე დაუშვა იარაღი, მაგრამ როცა დააკვირდა მზერა შეეცვალა, შემდეგ ისევ დაიბრუნა ჩვეული იერი და ანაბელს პირზე ხელი ააფარა -გაჩუმდი! ხელს გაგიშვებ, მაგრამ არ იკივლო! გაიგე?! გოგომ ფრთხილად დაუქნია თავი. კაცმაც ცივად გაუშვა -ვინ ხარ -შენ თვითონ ვინ ხარ ამ ღამით ტყეში ბოდიალი რატო მოინდომე? არ გეშინია ბუამ რო შეგჭამოს? მამაკაცის ბოხი ხმა და ირონიული ღიმილი ჭკუიდან შლიდა ანაბელს -ჯერ მე გკითხე! -მართალია, მაგრამ ვფიქრობ ჩემს ხელში არსებული იარაღი უპირატესობას მანიჭებს ისევ ეს ირონია! ანაბელს ცოტა აკლდა ეს იარაღი თავში რომ არ ერტყა ბიჭისთვის -მაგის გამოყენებას რომ აპირებდე ამას აქამდე გააკეთებდი -ოჰ ცოტათი აზროვნებ თურმე -გაკვირვებაც შეგვიძლიაო? -ნუ მეტლიკინები პატარა გოგო! ანაბელს ყურადღება აღარ მიუქცევია, მშვიდად მოძებნა სანთელი,ერთი პატარა ოთახისაგან შემდგარი ქოხი გაანათა და მიმოიხედა. ერთი საწოლი, პატარა მაგიდა, ერთი სკამი, ბუხარი, პატარა კარადა და ფანჯარა. კარადაში პლედი იპოვა, სკამზე ჩამოჯდა და მოიხვია. განათებულ ოთახში კართან მდგარ მამაკაცს გახედა და წამით მზერა გაუშეშდა. მის წინ ოცდაათ წლამდე ბიჭი იდგა, მამაკაცური ნაკვთები ჰქონდა, გადაპარსული თმა, ოდნავ მოშვებული წვერი და ნაცრსიფერი თვალები. შავი ჯინსი და თეთრი მაისური ეცვა -ვიცი ზედმეტად სიმპატიური ვარ, მაგრამ მზერით ნუ დამწვავ შემიცოდე ბოხმა ხმამ დაარღვია მდუმარება და ანაბელმაც შეწყვიტა სახეზე დაკვირვება, მზერა სხეულზე გადაიტანა და უცებ ადგილზე გაიყინა -ააჰ ახლა ჩემს კუნთებს მიადექი? კარგი ცოტახანი გავძლებ, ძალიანაც ნუ გათამამდები გოგოს საპასუხოდ არაფერი უთქვამს, უმალ წამოხტა და ბიჭს მაისური აუწია -დაჭრილი ხარ! შეშფოთებულმა ამოიგმინა -კარგი ერთი! დაიფიცე აბა! -ლაპარაკის თავი გაქვს? სისხლისგან იცლები! -არ მოვკვდები უბრალო ნაკაწრია ანაბელი აღარ უსმენდა, კარადას ეცა და პირველადი დახმარების ყუთი გამოიღო. სწრაფად აუწია მაისური და ჭრილობის დამუშავებას შეუდგა -ჩემითაც ვიზავ არაა საჭირ -ხმა! უცებ გააჩუმა და საქმე განაგრძო. ბიჭი უყურებდა თითოეულ მოძრაობას, ანაბელი ყველაფერს ფრთხილად აკეთებდა, სველ ჟღალ თმას შიგადაშიგ უკან იყრიდა,ლურჯ თვალებს ჭრილობას არ აშროებდა. როცა შეუხვია სისხლიანი ბამბები და ნაჭრები პატარა პარკში ჩაყარა, ყუთი ადგილზე დააბრუნა და ბიჭს გახედა -ბუხარი უნდა დაანთო მცივა! -მიბრძანებ კიდეც? -ჭრილობას რომ მივხედე მაგის სამადლობელი იყოს, მიდი უცებ თორე გავითოშე გოგონას ტონით გაკვირვებულმა გაუაზრებლად დაიწყო კარის გაღება მაგრამ უცებ შეჩერდა -შენ რა ამაღამ აქ აპირებ დარჩენას? -იცი რაშია საქმე იარაღიანო? კი წავიდოდი სახლში მაგრამ წვიმა ჯერ არ გადაიღებს, თან ძალიან ბნელა და თან სულ სველი ვარ, არც შენ წახვალ აქედან იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ წასასვლელი არსად გაქვს, მაგრამ რომც გქონდეს არ გაგიშვებ იმიტომ რომ მარტო მეშინია. უცებ ჩამოარაკრაკა და ბიჭს კარისაკენ უბიძგა, თვითონ ლოგინზე ჩამოჯდა. ხუთი წუთიც არ იყო გასული ბიჭი რომ დაბრუნდა, ბუხარიც მალევე დაანთო და ანაბელს სითბო იმდენად ესიამოვნა გაიტრუნა. -ეგ სველი კაბა უნდა გაიხადო პატარა გოგო თუ გათბობა გინდა. ამდენს შენითაც უნდა ხვდებოდე, მაგრამ თუ ჩემი გრცხვენია შეგიძლია დამშვიდდე, პედოფილი არ ვარ და ვერც იმას ვერ მივაშტერდები რაც არ გაქვს ირონიულ ღიმილს არ იშორებდა ბატონი და გამომწვევად უმზერდა. ანაბელს სახე აუხურდა თუმცა მალევე დაწყნარდა, ნელა წამოდგა, პლედი მოიშორა და კაბის გახდა დაიწყო -რას აკეთებ? მოულოდნელობისგან აღმოხდა ნაცრისფერთვალებას -რაც მითხარი იმას, მე ფორმები არ მაქვს შენ რომ გაგაკვირვო და პედოფილიც არ ყოფილხარ როგორც გაირკვა, ასე რომ მოგვარებულია. წინააღმდეგი ხომ არ ხარ? კეკლუცური ღიმილით მიუახლოვდა და კაბა იმ სკამის საზურგეზე გადაკიდა სადაც ვაჟბატონი იჯდა, შემდეგ მშვიდად დაწვა და პლედი დაიფარა -შენ მაგ სკამზეც ძალიან კომფორტულად ხარ როგორც ჩანს, ამიტომ საწოლი მე დამითმე, გეტყობა ჯენლტმენად ხარ დაბადებული საპირისპირო მხარეს გადაბრუნდა და თვალები დახუჭა. ბიჭი ხმას არ იღებდა, თვალიდან ვერ იშორებდა ანაბელის უნაკლო სხეულს და იჯდა ალმოკიდებული. ცოტახანში აზრზე მოვიდა, ანაბელის მშვიდი სუნთქვა მიწვდა მის ყურთასმენას, გოგონას უკვე ეძინა, ჩაიცინა, წამოდგა და შარვლის ამარა, უმაისუროდ გვერდით მიუწვა. პლედი მხოლოდ ანაბელს ეყოფოდა ამიტომ უბრალოდ ხელი მოხვია კიდისკენ მიწეულ გოგონას, რომ არ გადავარდნილიყო, ღრმად შეიგრძნო დამახსოვრებული სურნელი, ღიმილს ვერ იშორებდა. ძველ ნაკვთებს ახალს ადარებდა, თმაზე ეფერებოდა, როგორ გაზრდილა მისი ანაბელი. **** გამოფხიზლებულმა იგრძნო, რომ ვიღაცის ხელი მარწუხივით ჰქონდა წელზე შემოხვეული და მთელი სხეულით ეკვროდა. პანიკა არ აუტეხავს, არც სცენები დაუდგამს ტექსტებით „როგორ ბედავ“ „თავი ვინ გგონია“, არაჩვეულებრივად იცოდა ვინც ეხვეოდა და თითქოს ეს სიამოვნებდა კიდეც. ღამე შუაგულ ტყეში ვიღაც იარაღიან უცნობთან ერთად გაატარა, თუმცა მისი არ ეშინოდა, რატომღაც მის გვერდით თავს უფრო დაცულად გრძნობდა და ზუსტად იცოდა, ბიჭი მას არაფერს დაუშავებდა, ოღონდ რატომ, ამას ჯერ ვერ აცნობიერებდა. -დილამშვიდობის ფიქრებიდან უცნობის ხმამ გამოარკვია. ძილისაგან ხმა უფრო დაბოხებოდა და ტანში ჟრუანტელმა დაუარა გოგონას. -მეგონა მკვლელები მაგ სიტყვას არ იძახდნენ ბიჭს თვალები აენთო -ჩაიცვი და წადი. არც კი შეუხედავს ანაბელისთვის ისე თქვა. ისიც დაემორჩილა, გამშრალი კაბა გადაიცვა, ჟაკეტი და ტელეფონი აიღო და ბიჭს ბოლოჯერ გახედა -მადლობა. -რისთვის? -არვიცი. თუნდაც იმისთვის,რომ არ მომკალი -ნახვამდის პატარა გოგო -ნახვამდის იარაღიანო გაიღიმა და კარი მიხურა. სახლის ეზოს როგორც კი მიუახლოვდა ანდრეა დაინახა სიგარეტით ხელში.ბიჭმა როგორც კი შენიშნა მისკენ გამოვარდა -ანაბელ! ბელს სად იყავი? კარგად ხარ? ანდრეას ხმაზე ბიჭებიც გამოცვივდნენ სახლიდან. ყველას ჩაშავებული უპეები და დაღლილი სახე ჰქონდათ, როგორც ჩანს არც ერთს არ უძინია. პირველი ნიკა მივარდა -ჩემო პატარა ჩემო სიცოცხლე ბელს მთელი ღამე სად იყავი? იცი რამდენი გეძებეთ? მთელი სოფელი შემოვიარეთ და -კარგად ვარ მართლა უბრალოდ გაუღიმა და მათი დამშვიდება სცადა -როცა გავიღვიძე სახლში არ დამხვდით, ვსეირნობდი შემომაღამდა და ქოხი დავინახე, მივხვდი ტყეში ვიყავი, ადრე სადაც მივდიოდით ხოლმე, აი იქ, ჩვენს ქოხში გავათენე ღამე და კარგად ვარ, არაფერი მჭირს, თქვენ სად იყავით?! უკვე გაბრაზებულმა გახედა ბიჭებს -საქმეზე -გაფრთხილება და რამე შორსაა თქვენგან ხო? -ეს ნახე რა! წესით ჩვენ უნდა ვიყოთ გაბრაზებულები და აქეთ გვეჩხუბება -გიგლა შენ გაჩუმდი ყველაზე მეტს ტლიკინებ და ერთი არ დაგცდენია ანაბელ მივდივართ და სახლში იყავიო! -ბელს მართლა სწრაფად მოგვიხდა რა წასვლა, თან გეძინა და თავის მართლებას ცდილობდა ბექა მაგრამ გოგოს გამოხედვაზე გაჩუმდა -ჩხუბის დრო არაა, ბელს მოემზადე მალე უნდა წავიდეთ! -რაა? სად უნდა წავიდეთ გუშინ ჩამოვედით! კარგით რაა მეგონა ერთი კვირა მაინც ვიქნებოდით -ვაპირებდით, მაგრამ ვერ ხერხდება ეგრე -ანაბელ აზრი არ აქვს წუწუნს,ამჯერად მარტო ვერ დაგტოვებთ აქ ასე რომ შენც მოდიხარ ანდრეას კატეგორიულ ტონს ვეღარ შეეწინააღმდეგა, ამიტომ ოთახში ავიდა გამოსაცვლელად, ბარგი ისედაც არ ჰქონდა ამოლაგებული და ათ წუთში გამზადებულმა ჩამოირბინა კიბეები -წავედით ჩემოდანი გამოართვა ბექამ და მანქანებში გადანაწილდნენ. არავინ არაფერს ამბობდა, ანაბელი დაძაბულობას გრძნობდა, ვერ ხვდებოდა ბიჭების ასე ქცევის მიზეზს. მათაც გაიგონეს გასროლის ხმა? მაშინ ანაბელს რატომ არ კითხეს არაფერი? ის ბიჭი სადააა ახლა. მისი თითოეული ნაკვთი ჩარჩა გონებაში, მაგრამ თვალები რაღაც საოცარ მუხტს ატარებდნენ, ნაცრისფერი, ბინდგადაკრული თვალები, თითქოს სადღაც უნახავს ადრე ასეთი თვალები, დაზუზსტებით არ ახსოვს, მაგრამ მათი ნახვა ისევ უნდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.