შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯერ არაფერი დასრულებულა! (სრულიად)


9-04-2018, 21:03
ავტორი მინდა ვწერო
ნანახია 5 829

კლუბში ვიყავით დაქალები.არც კი დამილევია.კუთხეში ვიჯექი და ყველას ვაკვირდებოდი,მერე ბართან მივედი და ფორთოხლის წვენი ავიღე.ჯერ გემო არ მქონდა გასინჯული ტელეფონმა დარეკა.დედაჩემი იყო.გავუთიშე და წრაფად გავედი გარეთ.შემაშინა მისმა ზარმა,რადგან მან იცოდა სად მოვდიოდი,როდის და რა დროს დავბრუნდებოდი შინ.გადავურეკე და სულ სხვა ნანამ მიპასუხა.
-ანიტა მამაშენს ინსულტმა დაარტყა...გული შემეკუმშა და კივილი მინდოდა,მაგრამ ვერ ვკიოდი.ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოვიქციე და მაგრად დავაჭირე.ნანამ საავადმყოფოს მისამართი მითხრა და მაშინვე ტაქსი გავაჩერე.ხელებს თავში ვიშენდი და ტუჩებს ადგილს ვერ ვუყრიდი.ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა.ეს რატომ უნდა დაგვმართნოდა.ჩემი მამიკო...მძღოლს ფული მივეცი და მანქანიდან გადავედი.მისაღებში შევვარდი.ალბათ საშინელი სახე მქონდა,რადგან ყველა გაოცებული მიყურებდა.
-დავით ბაქრაძესთან ვარ. ძლივს დავაწყე წინადადება.
-მესამე სართლუზე აბრძანდით პალატა125.
ლიფტს არც დავლოდებივარ კიბეებით ავედი და პალატის კარი შევგლიჯე.დედაჩემი დათოსთან იჯდა და მის ხელზე თავი ედო.სოფიც და ირაკლიც იქ იყვნენ.
-მამაა...ჩუმად ვთქვი და მასთან მივედი.სახეს ვუკოცნიდი და ხელზე ვეფერებოდი.
-კარგად არის ხოო??ხო კარგად იქნება ყველაფერი?? თვალებს აქეთ-იქით ვატრიალებდი და ყველას მივჩერებოდი.
-ჯერ არ ვიცით. მომიახლოვდა ირაკლი და წამომაყენა.ტირილს ვუმატე და ირაკლის ჩავეხუტე.დედა ჩუმად ქვითინებდა თან ხელზე კოცნიდა და რაღაცას ჩურჩულებდა.ისე ყველაზე ძლიერი ქალია ვინც კი მინახავს.როცა 5 წლის ენერგიით სავსე ბიჭს უცებ მიწას აბარებ რთული ხდება ცხოვრება,მაგრამ ის გაუმკლავდა.იმდენი რამე გადაიტანა და მაინც მყარად დგას ფეხზე.სოფოს ჩუმად ჩამოსდიოდა ცრემლები და ტუჩები დაბრეცვოდა.
-გოგოები შინ წაიყვანე,თუ რამე შეიცვლება დაგირეკავთ. თქვა ნანამ.
-არა,მე აქ დავრჩები.
-წადი დაისვენე და ხვალ მოდით.მამაშენი ძლიერია ყველაფერს მოერევა. თავზე მაკოცა დედამ ირაკლის გამაყოლა.მანქანაში ჩუმად ვისხედით.ფანჯარა ჩამოვწიე და გრილი ჰაერი მესიამოვნა.თითქოს ქარს ვატანდი ცრემლებს,ტკივილს,პრობლემებს.სახლში მივედით თუ არა დავჯექი და ერთ წერტილს მივაშტერდი.მანადგურებდა მამას მდგომარეობა.თუ დაზიანება დიდი აღმოჩნდა მკურნალობა ადვილი არ იქნება.დათოს დიაბეტი ქონდა და ამიტომ მოხდა ალბათ ყველაფერი.იმაზე ფიქრში თუ რა მოხდება ასე,რომ იყოს ან ისე,რომ იყოს იქვე მივწექი და ჩამეძინა.სიზმარში გიო ვნახე.ლაღად თამაშობდა,იღიმოდა.მერე გამეღვიძა.ჩემი პატარა ძამიკო ისე აკლია ამ მშვიდ სახლს.ტელეფონს დავხედე,ნანას დარეკილი არ ქონდა.მე გადავურეკე.
-დედი როგორ ხართ?
-არაგვიშავს.მამაშენიც უკვე კარგად არის.რამოდენიმე დღეში გამოწერენ.ისე გამახარა ამ ამბავმა ბედნიერებისგან თვალები გამიბრწყინდა.
-რა კარგია.დღეს მოვალთ სანახავად.
-კარგი დედი. გამითიშა.
ბედნიერი წამოვხტი,წყალი გადავივლე და ხალათით სამზარეულოში შევედი.
-დილამშვიდობისა! ვთქვი და მაგიდასთან დავჯექი.
-დღეს დედას დავურეკე და მამა კარგად არის.ახლა სანახავად მივდივარ. ბედნიერებით გაუნათდა ორივეს სახე.
-რა თქმა უნდა წავალთ. თქვა სოფომ და კრუასანი და ყავა მაგიდაზე დადო.
-მადლობა! გავუცინე და ჩემსკენ მოვიწიე ორივე.
-საზიზღარო!ლამის ტაფა გამომიქქანა ისეთი ხმით მითქრა.მერე სამივეს სიცილი აგვიტყდა.შუადღით მამას სანახავად წავედით.ისე გაახარა ჩვენმა მისვლამ,უკვე კარგად ვარ და თქვენთან ერთად წამოვალო.თავთან დავუჯექი და კისერზე მოვხვიე ხელები.ყურში ჩუმად მითხრა.
-მომიტანე? გამეღიმა და ოდნავ დავაქნიე თავი.
სოფო და ირაკლი წავიდნენ რაღაც საქმეები გვაქვსო.მე კი დათოსთან დავრჩი,რომ დაპირება ამესრულებინა.პალატიდან გავედი ყავის მოსატანად.ერთი დედას მივუტანე ერთი იქვე დავდე.დედას და მამას ტკბილი ყავა უყვართ,მაგრამ ნანა სულ ეჩხუბება დათოს,რომ არ დალიოს ტკბილი ყავა.დღის განმავლობაში 20ჯერ მაინც სვამს და კონტროლში ყავს დედას.
-ნანა ქვემოთ გიკითხეს მიმღებში. ვუთხარი და სერიოზული სახე მივიღე.
-მართლა?რომ გაგწერთ მერე გადაიხადეთო და რამე პრობლემაა ნეტა?? წამოდგა ნანა.მე მხრები ავიჩეჩე. პალატიდან გავიდა.
-რა ეშმაკუნა მყავხარ.გაეცინა მამას და თითები გამომიშვირა, მეც მივიწიე, პატარა ცხვირზე ჩამავლო და გააქანა აქეთ-იქით.
ჯიბიდან შოკოლადის 2 ნატეხი ამოვიღე და მამას მივეცი.გემრიელად ჩაკბიჩა და ყავაც მიაყოლა.ეს ჩვევად გვქონდა.ერთხელ ასე 2-3 წლის ვიყავი.დედა ისევ უწყრებოდა დათოს ტკბილზე.მამა ყოველთვის ნებდებოდა.ასეც მოიქცა და თავის კაბინეტში შეიკეტა.სულ მეგონა,რომ იქ ტიროდა კამფეტები,რომ არ აჭამა დედამ თქო.სინამდვილეში საბუთების გორა ქონდა,მაგრამ ბავშვის ლოგიკა სხანაირია.მეც ავდექი და მამას დასამშვიდებლად 2 ნატეხი შოკოლადი ავიღე და კაბინეტში შევუტანე.სულ მახსენებს მამა თურმე მაშინ ასე მითქვამს.
-ჩუმად მოგიტანე,ჭამე და აღარ იტირო. იმის მერე სულ ასე ვიქცევი,როცა კამათობენ ბევრ ტკბილეულზე,მაგრამ ნანამ არც კი იცის რა "საქმეებს ვატრიალებთ" ჩვენ.ნანამ დაბრუნდა გაკვირვებული სახით.
-არავის არ ვუკითხივარ და ტყვილა ჩამიყვანე??
-არვიცი შეიძლება სახელი არასწორად გავიგე.ოდნავ გავუღიმე და მხრები ავიჩეჩე.
-კაი წავედი მე დღეს თინიკოსთან უნდა გავიარო ეკა არ მინახავს რამდენიხანია. გავიღიმე და მშობლები ჩავკოცნე.ოთახის კარები გამოვიკეტე.სოფოს ჩემი მარშრუტი მივწერე და ფეხით გავუყევი დეიდაჩემისკენ გზას.მე და ეკა ბავშობიდან დებივით ვართ.სულ ერთად ვიყავით.ჩემი ყველაზე ახლო მეგობარია და მეტიც.მის სახლს მივადექი და კარზე დავაკაკუნე.კარები პატარა იოანემ გამიღო.
-ვაიმეე ჩემი პატარა ბიჭი. ხელში ავიყვანე და ლამის გადავყირავდი,ისე დამძიმებულა.უკან ჩამოვსვი და გავუღიმე.
-რა კარგია სიარული,რომ გისწავლია! მაშინვე წარბები შეკრა და ბუზღუნით გაიქცა.კარები დავკეტე და ეკას დავუძახე.სამზარეულოდან გემრიელი სუნი გამოდიოდა და იქ შევედი.თინიკო საქმიანობდა.ჩემმა დანახვა ისე გააბედნიერა კივილი დაიწყო.თურმე მართლა დიდი ხანია არ მინახია.
-დედაა რა გოგო ხარ!ესე უნდა დავიწყება გოგო!?კანის ფერი აღარ მახსოვს შენი. გაეცინა და გულში ჩამიკრა.
-უი დათო როგორ არის? უცებ მოიწყინა.
-ძალიან მაგრად,მალე გამოწერენ. გავუღიმე და მასაც გაეღიმა.კიბეებზე ბრაგაბრუგი ატყდა და თავპირისმტვრევით სამზარეულოში ეკა შემოვიდა.
-ხო მშვიდობა გაქვს?? ვაიმეეე ნიტააა!დაიყვირა და ჩამეხუტა.
-როგორ მომენატრე შენ დამპალო! ტრაკზე წამომარტყა ხელი.
-აუ!რა მწარე ხელი გაქვს! ვუჩმიტე მეც.
-აჰა მიდით დასცხეთ ეხლა. გამოგვაჯავრა თინამ.
-შენ რას ჩალიჩობ? ვკითხე სიცილით რადგან დეიდაჩემი განთქმულია.ტაფებზე და ქვაბებეზე მიკრობილი კერძებით.
-ტორტს ვაცხობ და მაგ ღადაობისთვის სულ შენ გაგაკეთებინებ! მიქსერი მომიქნია.სიცილი აგვიტყდა.ეკამ ხელი დამავლო და თავის ოთახში ამიყვანა.იმდენი ვილაპარაკეთ.ბოლოს სალაპარაკო გამოგველია და მერე სისულეებზე სიცილი დავიწყე.ამაზე რაღაც ისტორიები გაგვახსენდა და მოკლედ ჩვენ ჭიხვინს მიჰქონდა ზედა სართული.საღამოს მაგიდას შემოვუსხედით და თინას ტორტი გავუსინჯეთ.ისეთი გემრიელი იყო.ალუბლის კონიაკით დაენამა ბისკვიტი და ისეთი იყო თითებს მიაყოლებდი.ბევრი მეხვეწეს დარჩიო,მაგრამ სხვა დროს თქო და წამოვედი.ცოტა ფეხით გავიარე მერე გავჩერდი და ტაქს დაველოდე.მალევე გაჩერდა შავი ჯიპი,დაბურული მინებით.ვიღაც მაღალი აღნაგობის ბიჭი გადმოვიდა და იქვე გაჩერდა.ეტყობოდა ვიღაცას ელოდებოდა.ორივეს დიდხანს გაგვიგრძელდა ლოდინი.მანქანას მიეყრდნო და სიგარეტს მოუკიდა.
-აქ ვერაფერს გააჩერებ. გაისმა მისი ბოხი ხმა და ტანში გამცრა.ტელეფონი ამოვიღე და საათს დავხედე.9 ხდებოდა.ისევ რაღაცის თქმა დააპირა,მაგრამ სახლიდან ვიღაც ზედმეტად მაღლებზე შემხტარი გოგო გამოვიდა უმოკლესი კაბით.კისერზე ჩამოეკიდა სიცილით,მერე ჩაუსკუპდა მანქანაში და წავიდნენ.ირაკლის მივწერე და მან წამიყვანა სახლში.მივედი თუ არა დავწექი.დილით უნივერსიტეტში ვიყავი წასასვლელი.საშინელი სიზმარი ვნახე და ადრე გამეღვიძა.წყალი გადავივლე,ჩავიცვი.ნელა ვაკეთებდი ყველაფერს რადგან 1 საათზე მეტი მქონდა დრო.კონსპექტები ავიღე და ქვემოთ ჩავედი ყავის დასალევად.კრუასანს და მანქანის გასაღებს ხელი დავავლე და წავედი.მანქანა უნივერსიტეტთან გავაჩერე და შესასვლელისკენ წავედი.უცებ მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანამ და ავტომატურად შემოვტრიალდი.რაღაცამ გამკრა თითქოს.ეს ის მანქანა იყო გუშინ ღამით,რომ ვნახე.ის გოგო გადმოვიდა უმოკლესი კაბით და მანქანაც ადგილს მოსწყდა.ისე ამაყად მოაბიჯებდა მინდოდა რამე მეთხლიშა.კარებში შევიდა,წამორძიკდა და ფეხსაცმელს ქუსლი მოტეხა.სიცილი ძლივს შევიკავეთ იქ მყოფებმა.წივილი ატეხა მაშინვე და ტელეფონი ამოიღო.
-ტრიპაჩებს ხშირად მოსდით,არაუშავს! ცინიკურად ვუთხარი ბარბის "კუკლას" და ლექციაზე შევედი.ისე დავიღალე ბოლო ლექციაზე მაგიდაზე ლამის ჩამომეძინა.დამთავრდა და მეც გამოვედი.ამ ქუჩაზე ახლოს პატარა კაფეა და სულ მიყვარს იქ ჯდომა.თან გემრიელ ყავას აკეთებენ.ყავას კრუასანიც მოვაყოლე და მანქანაში ჩავჯექი.მანქანა დავძარი და სარკეში ნაცნობი სახეები დავინახე.ბარბსს კედები ეცვა და წუწუნით ჩაჯდა მანქანაში.გამეცინა და მანქანა დავძარი.სახლში გადავრეკე მამა ხო არ მოვიდა მეთქი და არაო,ამიტომ გზაში ნამცხვრები ვიყიდედა ეკასთან ავედი.როგორც ყოველთვის გავახარე მისვლით და საღამომდე ენა არ გაგვიჩერებია.ისევ წამოვედი.მამას,რომ გამოწერენ მერე დავრჩები და განანებთ მაგ ხვეწნას მეთქი.გაეცინათ და გამომაცილეს.მანქანა მოშორებით დავაყენე აქეთ ადგილი არ იყო და მიახლოებისას თვალში ისევ ის პიროვნება მომხვდა.რატომღაცს ჩემს დანახვაზე გაეცინა.მანქანის კარები უნდა გამომეღო,რომ გამახსენდა ტელეფონი იქ დამრჩა.უკან მივბრუნდი და ბოხი ხმა გზაში წამომეწია.
-ხო არ შეგაშინე?
-შენ ვინ უნდა შეაშინო? ცინიკურადაც კი გამომივიდა.პასუხი არ გამიგია.ეკას კარზე დავაკაკუნე და ტელეფონით ხელში დამხვდა.
-სკლეროზა ხარ! გაგვეცინა და წამოვედი.ის ისევ იქ იდგა.მანქანაში ჩავჯექი.მანქანის შუქზე კარგად დავინახე მისი უსიმპატიურესი აღნაგობა.რა ტანი,რა სახე,ცხვირი,პირი.იდეალურ!აღარ დავაყოვნე და სახლში წავედი.მეორე დღეს მამაც გამოწერეს.2-3 დღე თავს ვევლებოდით მერე მობეზრდა ჩვენი ზედმეტი მზრუნველობა და შევეშვით.რომ დავრწმუნდი ყველაფერი კარგად იყო.ეკასთან დასრჩენად წავედი.ირაკლიმ მანქანა არ გამატანა დამჭირდებაო და მეც უნივერსიტეტის მერე ჯერ მაღაზიები მოვიარე და უკვე ბნელდებოდა ფეხით,რომ გავუყევი მისკენ გზას.ტანსაცმელები,ხილ-ბოსტნეული და ცოტა ტკბილეულიც ვიყიდე.რომ ვთქვა წელი ჩამწყდა თქო ეგეთი მძიმეც არ იყო და მეც ლაღად მივაბიჯებდი.ეკას უბანში,რომ შევედი იქვე კუთხეში სიბნელეში სიგარეტის კვამლი გამოჩნდა და სუნთქვის ხმაც გავიგე.გული ამიჩქარდა,ავნერვიულდი.არ მინდოდა შემტყობოდა და აუჩქარებლად ვაპირებდი გვერდის ჩავლას მკლავით დამითხრია და კედელზე ამაკრა.დაყვირებაც ვერ მოვასწარი ხელი ამაფარა.მის სახეს ვერ ვხედავდი.ფართხალი დავიწყე,მაგრამ ამაოდ.მის ძლიერ ხელებს მაგრად ვეჭირე.პულსი უარესად ამიჩქარდა და ჩემი თავი ჩემეცოდა.სიმწრის ცრემლი ლოყაზე ჩამომიგორდა.გაეცინა ირონიულად.
-ახლა ხო შეგაშინე? და მისი ბოხი ხმა წამსვე გავარჩიე.სისხლმა ტვინში ამასხა.ხელი გამიშვა და მაშინვე გავარტყი სახეში.სიბნელეშიც კი გამოჩნდა მისი მრისხანე თვალები.
-არაკაცო!დავუყვირე და მისი მარჯვენა დასარტყმელად მოამზადა.
-არ გაბედო! ხელი ჰაერში გაუჩერდა.
-ეს არ შეგრჩება! მომაძახა უკვე მისგან მოშორებით სწრაფი ნაბიჯებით მოსიარულეს.ძლივს შევიკავე ცრემლები და კარზე დავუკაკუნე ეკას.ჩემი სახე არ გამოპარვია უსაშველოდ დიდი ღიმილს მიუხედავად.ვივახშმეთ.ტანსაცმელმა ყველა ძალიან გაახარა.ტელევიზორთან ვისხედით.მე ფიქრებით ნაცნობ უცნობთან ვიყავი,ეკა ცქმუტავდა.ერთი სული ქონდა როდის მოვუყვებოდი.
-დღეს ლექციები გქონდა? მკითხა თინიკომ.
-კი რაიყო?
-ადი მერე დაისვენე ჩაგიწითლდა თვალები. მზრუნველი ხმით მითხრა.თავი დავუქნიე.ლოყაზე გემრიელად ვაკოცე,მერე მიძინებულ იოანეს ლოყები დავუკოცნე და ზემოთ ავედი.ეკაც უკან მომყვა.აკაკი ყოველთვის გვიან ბრუნდება სამსახურიდან,ამიტომ მისი ნახვა ცოტა რთულია.შევედით თუ არა ოთახში ეგრევე მეცა ეკა.
-რა მოხდა?თვალები გაუფართოვდა.
-აუუ რავიცი...ეს დღეებია ყველგან ერთ ბიჭს ვხვდები ვიღაც გოგოსთან ერთად.ხო და იმდღეს ტელეფონზე,რომ მოვბრუნდი მაგას ეგონა შემეშინდა და მკითხა ხო არ შეგაშინეო? მეთქი შენ ვინ უნდა შეაშინო თქო.ზედმეტად ირონიული იყო ჩემი ნათქვამი და დღეს დამხვდა სანამ აქ მოვიდოდი.ისე შემეშინდა მეგონა მოვკვდებოდი.მანაც ირონიული ტონით მითხრა ხო შეგაშინეო!?ხო და გავარტი და წამოვედი. ამიცრემლიანდა თვალები.
-იდიოტი!გოგო შენ ფრთხილად იყავი ვიღაც მანიაკი არ იყოს!
-კაი რა!ძალით მიმატებ?
-შენც რა იყო ხო იცი გადავიმტვრევ მუხლზე! გაეცინა და მიმიხუტა.მალევე დავწექით,მაგრამ არაფრით დამეძინა.ხან აქეთ გადავბრუნდი ხან იქით.ბოლოს ავდექი,ხალათი მოვიცვი და აივანზე გავედი.ისეთი მშვიდი იყო ქალაქი იტყოდი საერთოდ არავინ ცხოვრობსო.აქა-იქ ენთო სინათლე სახლებში.ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მხოლოდ შავი კატა აუჩქარებლად მიაბიჯებდა.ვიფიქრე ცხელ შოკოლადს დავლევ თქო და ჩუმად ჩავიპარე სამზარეულოში.დიდ ჭიქაში გავიკეთე და აივანზე სკამზე დავჯექი.ყოველთვის,როცა ადამიანი მარტოა თავის მომავალზე ფიქრობს,ოცნების კოშკებს აგებს,ან ვინმესთან დიალოგს განიხილავს ვისაც შეიძლება ახლო მომავალში შეხვდეს და მეც ზუსტად იმ დიალოგს ვადგენდი,რომელიც იმ უცხოსთან მექნებოდა.მისმა სურნელმა,რომელიც ალკოჰოლში იყო არეული თავი შემახსენა.გამახსენდა მისი შეხება და ტანში გამცრა.ალბათ როცა ვნახავდი კარგად გამოვლანძღავდი იმ საქციელის გამო და ერთს კიდევ ვაგემებდი ჩემი ხელის გემოს.ამ ფიქრეებში ქვემოთ მანქანა გაჩერდა.ვერ გავიგე საიდან გაჩნდა.მანქანიდან ვიღაც გადმოვიდა და ვიცანი უსახელო.თავი მაღლა აწია და მაშინვე შემამჩნია.გაეღიმა.მე გამცრა.ჯერ მისმა დანახვამ ამაფორიაქა თან ამ შუა ღამეს.მანქანას მიეყრდნო და ხელი დამიქნია.ავდექი და ოთახში შევედი.ხალათი გავიხადე და ლოგინში შევწექი.ჩემდა უნებურად გული ამჩქარებოდა.თვალები დავხუჭე,მაგრამ ფიქრებით ქვემოთ ვიყავი.გამომღრნა ფიქრებმა თუ რა უნდოდა ღამის 4 საათზე ზუსტად ამ სახლის წინ და რატო დამიქნია ხელი კაი ნაცნობივით!?წამებში ჩემი ტელეფონი განათდა და თვალებ დახუჭულმაც შევამჩნიე.დავხედე და უცხო ნომერი იყო.მესიჯი გავხსენი და ეწერა:"ორი წუთი ჩამო".გულმა ფეთქვას უმატა და სუნთქვა გამიძნელდა.ახლა,რომ იქ ჩავსულიყავი ვაფშე გავბანძდებოდი.არ ვიცნობ არ მიცნობს და რატო ვენდე და ჩავედი?ტელეფონი გამოვრთე და თავს ძალა დავატანე აღარ მეფიქრა.მალევე ჩამეძინა.

****
კვირეები ისე გავიდა მხოლოდ უნივერსიტეტის დავალებებში ვიყავი გადაშვებული.იმ დღეს დილით უამრავი დანარეკებიც დამხვდა და მესიჯიც "აღარ შეგაშინებ,ჩამო".იმის მერე აღარ გამოჩენილა,მეც დამავიწყდა.ყველაფერი ჩვეულ ტემპში აეწყო.უფრო ხშირად ვრჩებოდი ეკასთან.დათო და ნანა საირმეში წავიდნენ ცოტახნით.ჩვენც დავრჩით მარტო ამ უზარმაზარ სახლში მარტო და ეკა ჩავისახლე.მერე თინა სულ მლანძღავდა ჩემი შვილის ფერი დამავიწყდაო.ყოველ საღამოს გოგოები ფქვილში ვბანაობდით და ბიჭები დაგვცინოდნენ.ეგრე არ უნდა დაცინვაო სულ მარილიანი ნამცხვრები ვაჭამეთ ირაკლის ძმაკაცებს.მარილიანი ნამცხვარი როგორია??ჩვეულებრივად აკეთებ ნამცვარს ოღონდ უშვები იმდენ მარილს და დაჟე უფრო მეტს რამდენი შაქარიც ნამცხვარს უნდა.აი ასე.ერთხელ უნივერსიტეტიდან გამოვდივარ გადაღლილი და ნაცნობი მანქანა დავინახე.გამახსენდა მივიწყებული შეგრძნებები.გვერდის ავლა ვცადე,მაგრამ ფანჯარა ჩამოსწია და გამომძახა ჩაჯექიო.არ ჩავჯექი და გზა გავაგრძელე.უკან გამომყვა და ჩემს წინ ტროტუარზე გადამიჭრა და ისე მკაცრად მითხრა დაჯექიო.უცებ დავემორჩილე.ხმა არ ამომიღია გატრუნული ვიჯექი.
-მე რეზი მქვია.გაეცინა და ბავშვივით გამომიწოდა ხელი.
-ანიტა.ხელი არ ჩამომირთმევია.თვითონ აიღო ჩემი ხელი და ორჯელ მაღლა-დაბლა დააქნია.შეხებაზე ჩემს ტანში ჭიანჭველებმა დაიწყეს სირბილი და ამდენ ხანს ძლივს თავ შეკავებულს,მისი სურნელიც ცხვირთან მომხვდა.თქვენც გაიფიქრებდით რატომ არ ლანძღავსო,მაგრამ სახელი ძლივს ვუთხარი ლანძღვას დავიწყებდი?
-ასე შეგაშინე? ირონიულად გაეცინა.
-კიდევ გიმეორებ!შენ ვინ უნდა შეაშინო? ცოტა გავთამამდი.
-მაგასაც ვნახავთ! მკაცრად თქვა და მიმახვედრა,რომ ენას კბილი უნდა დამეჭირა,მაგრამ გვიანი იყო.სახლთან გამიჩერა და გამიკვირდა კიდეც,რომ იცოდა.არ დამიწყია,მაგაზე საიდან იცი თქო ძაან შტერულად გამოდიოდა.მადლობა მეთქი ვუთხარი და სახლში შევედი.მშობლები უკვე დაბრუნებულან და უკვე რაღაცაზე კამათობდნენ.მივესალმე ჩავკოცნე და ზემოთ ავედი.აღარავინ გამხსენებია მეორე დღეს გამოცდა მქონდა და წიგნებში ვერჭე საღამომდე.მერე შიმშილმა თავი შემახსენა და ქვემოთ ჩავედი.ყველა ტელევიზორს უყურებდა.მე ვჭამე და ავედი თუ არა მაშინვე დავიძინე.თავი მისკდებოდა და სანამ ღრმად ჩავიძინებდი მაგიჟებდა ტკივილი.ძილში მოუსვენრობამ ამიტანა ხან აქეთ გადავბრუნდი ხან იქით.ავდექი წყალი დავლიე და დავწექი.გადატრიალებისას რაღაც სილუეტი დავლანდე და გამცრა,კანკალმა ამიტანა და გავიყინე.გული ამიჩქარდა და ნელა,ძალიან ფრთხილად წამოვჯექი და ოთახს თვალი შიშით მოვავლე.კუთხეში მდგარ სკამზე სილუტეი,რომ აღვიქვი.პირზე ხელი ავიფარე და ყრუდ გავკიოდი.ლამის ჭკუიდან გადავედი,გული ამოვარდნას მქონდა და ვსო ახლა მოვკვდები მეთქი და სილუეტი მომიახლოვდა.აივნიდან შემომავალ მთვარის შუქზე სახე დავინახე და მაშინვე ცრემლები წამომცვივდა.მაშინვე წამოვხტი და სახეში უნდა გამერტყა ხელი,რომ გამიჩერა ჰაერში.
-დეგენერატო!გაეთრიე ეხლავე აქედან! ჩუმად ვეუბნებოდი,რომ ჩემებს არ გაეგოთ.
-მე დაგპირდი და აგისრულე!ირონიულად კიდევ დამელაპარაკები და შენ თავს დააბრალე რაც დაგემართება! მკაცრად მითხრა და აივნიდან გაუჩინარდა.იმ ღამეს არ მეძინა შიშით თვალს ვერ ვხუჭავდი და არც კი მახსოვს მეორე დღეს გამოცდაზე რა დავწერე.იმის მერე კიდევ დაიკარგა.რამოდენიმეჯერ მასწავლებლიდან,რომ მოვდიოდი ეგ და ბარბის კუკლა შევამჩნიე დასეირნობდნენ.მერე იმდენ ხანს დაიკარგდა არდადეგებიც დაიწყო.გარეთ გასვლას მოვუხშირე და ერთი ადგილი ამოვიჩემე.ბარი იყო და "wild rose" ერქვა.მყუდრო გარემო იყო.რბილი სავარძლებით და ცნობილი მხატვრების ნახატების ასლებით.მეორე სართული ღია ცის ქვეშ იყო,საყვარელი ქოლგებით გალამაზებული და ფერადი ხის მაგიდა და სკამებით.მე,ეკამ და სოფიმ რამოდენიმე ბიჭი გავიცანით.გუკა,რატი,ბექა,ლუკა.მაგრად ჩავუძმაკაცდით და ყოველ საღამოს ვსვამდით.
***
რეზი არ ჩანდა,ლუკა სიყვარულში გამომიტყდა.უნივერსიტეტის ჯგუფელებიც ამეკიდნენ.მერე წეწვა გლეჯვა იყო ჩემზე.მე არავინ მანაღვლებდა,მაგრამ ლუკას ძალიან ვთხოვე თავი დაენებებინა მათთვის და ცოტა დამიჯერა.ერთხელ ვსხედვართ ბარში და უცებ კარებში რეზი და ბაარბის კუკლა ჩნდება და ეკას ვანიშნებ ეს ისაა მეთქი და ენა მიცელში უვარდება,თვალები კი შუბლზე ადის.ბიჭები წამოდგნენ და გადაკოცნეს,გადაეხვივნენ თურმე ბავშვობის ძმაკაცები ყოფილად და ეს ბარი რეზისი ყოფილა.მეც მნახა მხოლოდ მოსალმებით.გაგვაცნო ეს ჩემი შეყვარებულია მარიაო.შემოგვიერთდნენ და ხმა აღარ ამომიღია.ვუყურებდი რეზის და გულს უხაროდა.რა ვიდზე იყო და უფრო სიმპატიური იყო.გული ფეთქავდა ისე,რომ ალბათ გასკდებოდა.მალევე წამოვედით და გამიღვივდა ფიქრები და გრძნობები და მივხვდი,რომ რეზი მომწონდა.

***
ყოველთვის დგება მომენტი,როცა შენ მრავალი ბედი გაქვს და დგახარ გზაჯვარედინის შუაში და არ იცი საით წახვიდე.რომელი გზა აირჩიო.ზოგი ეკლებიანია,ზოგიც ვარდებიანი.მაგრამ ეს თითქმის ერთი და იგივეა.ამიტომ როგორც იტყვიან ორ ცეცხლ შორის ხარ.
***
მარტო ვიჯექი ბარში და ყავას ვსვამდი.ჩეუმჩნევლად მომიჯდა გვერდით რეზი.
-როგორ ხარ? მის ხმაზე გამაჟრიალა.
-კარგად შენ?
-მეც. მერე ოფიციანტს დაუძახა და ყავა მოატანინა.
-რახდება შენსა და ლუკას შორის? მკითხა უცებ.არ მოველოდი.გამიკვირდა ძალიან.
-არაფერი... და ასეც იყო მე არფერს ვგრძნობდი ლუკა კი ყველაფერს.
-შენს გამო მთელი ქალაქი საავადმყოფოში წევს და უბრალოდ არაფერი?წარბი აწია.
-ჰო,უბრალოდ არაფერი... ვუთხარი და გავჩუმდი.ადგა და მალე წავიდა.ეს ყველაფერი ეკას და სოფიოს,რომ ვუთხარი ორივემ მანდ რაღაც ამბავია,მაგრამ არ დავიჯერე.რაუნდა იყოს მხოლოდ ძმაკაცია და აინტერესებდა როგორც ძმას.არადა ჩემი სიტყვების მე თვითონ არ მჯეროდა,მაგრამ როცა ნელ-ნელა ლუკასთან ურთიერთობა გამიცივდა და საერთოდ გაქრა მაშინ მივვხვდი ყველაფერს.კვირის ბოლოს გუკას დაბადების დღე იყო და რესტორანში დაგვპატიჟა,მაგრამ 1 საათის მერე ყველამ მის სახლში გადავინაცვლეთ.ბექა დასცინოდა რა რესტორანი აი ფართი ეს არისო.მაგრად გავერთეთ,მაგრამ ეკა დავკარგე და მერე ვიღაცამ სოფიაც წაიყვანა.ბიჭებთან ერთად ვიყავი და ბევრიც დავლიე.იმდენი მომივიდა დალევა საერთოდ გადავიწვი.რატის ქურთუკის ჯიბიდან სიგარეტი ამოვიღე და გარეთ გავედი.ერთი ნაპასი დავარტყი და სიგარეტი ხელიდან გამაგდებინა.
-რას აკეთებ?შევტრიალდი და რეზი დავინახე.
-მეორედ დაგინახავ და ტუჩებზე დაგაწვავ! ლამის მიყვირა.ძალით ჩამტენა მანქანაში და სახლში წამიყვანა.გზაში რაღაცას ვბოდავდი,რეზის გამარჯვებული სახე ქონდა.მხოლოდ ეს მახსოვდა მერე გავითიშე.დილით კომოდზე წამალი დამხვდა და პატარა ფურცელი.
"ეს დალიე და თავი გაგივლის ჩვენ თინასთან წავედით". მართლა ძალიან მტკიოდა თავი.დავლიე და ძილი გავაგრძელე.შუა დღით გამეღვიძა ისევ მტკიოდა თავი.არავის ხმა არ ისმოდა.ავდექი ნელა და ჩავფრატუნდი სამზარეულოში.ჩაიდანი გაზზე დავდგი და აბაზანაში ავედი.სახეზე ცივი წყალი შევისხი.აივნის ფარდა გაწეული იყო.წინ კიდე სახლიდან ყველაფერი ჩანდა ამიტომ მუქი ფარდები მეკიდა და ისევ გამოვწიე.ყავა გავიკეთე და ტელეფონიც აწკრიალდა.
-ჰოო.
-რას შვები? მხიარული ჩანდა ეკა,ალბათ თავი არ ტკიოდა.
-არაფერს შენ?
-გუკასთან ვართ და გელოდებით!
-აუუ ვკვდები ეკუშ...
-კაი მიდი რააა.
-მოვკვდი! მაგრად მეზარებოდა წასვლა.
-ნიტა! ბოლოს დავთანხმდი და გამოსაცვლელად ავედი.ჯერ კიდევ ტრუსით და თეთრი ტოპით ვიყავი.ხო რაიყოთ?ზაფხულია!ჩვეულებრივად ჩავიცვი და ტაქსით წავედი.თავი მაინც მტკიოდა.მისამართი გზაში მომივიდა.სადარბაზოში შევედი თუ არა სულაც არ გამიჭირდა სართულის და კარის მოძებნა.კივილი,წივილი,ბოლო ხმაზე მუსიკა,დახტოდნენ და ისე სვმადნენ.ვერ გაიგებდი ვინ ვის ყლაპავდა.გოგო-ბიჭი აზელილი იყო.ეკას გადავურეკე მეთქი ხო არ შემეშალა თქო,მაგრამ სოფიო დავინახე და მისკენ წავედი.
-დალიე?? სახე ახლოს მივუტანე.
-არა.
-დანარჩენები სად არიან?
-იმ ოთახში და მე არ მიშვებენ. მანიშნა სოფომ. ჩემზე 4 წლით პატარა,მაგრამ ხანდახან ჩემზე ჭკვიანიც არის.ოთახის კარები შევაღე.სიგარეტის,ალკოჰოლის,დუხების,მტვრის სუნიც კი ერთიანად მომხვდა ცხვირში.
-რას აკეთებთ აქ?
-ვსვამთ. მითხრა რატიმ და მანიშნა დაჯექიო.
-მეგონა მარტო ვიქნებოდით რა ამბავია რა ხდება?
-ეეე ეს პონტს ჩაგვიგდებს.მიდი სოფი შემოუშვი. აწუწუნდა ბექა.
-კაი დაასხით! ჯანდაბას ყველაფერი თქო და შევუერთდი.
კვირეები გრძელდებოდა სმა.ხან ვისთან,ხან ვისთან.მერე მე ნანა სახლში არ მიშვებდა გამოფხიზლდი და ისე მოდიო.დანარჩენებს მეზობლები ხვდებოდნენ კორპუსის შესასვლელთან ტვინი წაიღეთ უკვეო.ამიტომ ლოთებივით გარეთ ვსვამდით.ნუ ვით რა შუაშია.მალევე მოგვბეზრდა თან უკვე აუტანელიც გახდა.რა თქმა უნდა არდადეგებიც დაწყებული იყო.ცხელი დღეები ცხოვრებას გვიდნობდა და ზღვისკენ მოვხიეთ სასტავმა.ნანა გიჟად იყო.ვეღარ გცნობ მე შენ საერთოდ აირიეო.დათო მეუბნებოდა მიდი გაერთე სანამ დროაო.თინა?თინა წუწუნებდა მეც მინდა თქვენთანო.
***
მზე,ზღვა და ბათუმი.საოცრება იყო ჩასვლის დღიდან.ზღვასთან ახლოს ვიქირავეთ სახლი.დავინაწილეთ ოთახები და შუა დღით უკვე პლაჟზე ვეგდეთ.
-წამისვამ? ეკას გავუწოდე მაზი და თავი დამიქნია.
-შენი და აღარ ხუმრობს. მითხრა გუკამ და მისკენ გამახედა.შეზლონგზე იწვა თან ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა.ისეთი ბედნიერი იყო ახლა რამე რო არ გვემაიმუნა არ შეიძლებოდა.
-მიდი გუკა გთხოვ. ვთხოვე და გამეცინა.გუკა წამოდგა თავის ყავას დაწვდა და სოფიასკენ წავიდა.
-სიხარულო ყავა არ გინდა?? გუკა დაიხარა და ყელში აკოცა.ფერები გადაუვიდა სოფოს.ჩვენ ვიგუდებოდით.იმ ბიჭს წარბ აწევით გახედა გუკამ და იმანაც მოუსვა.ჩვენ სიცილს ვუმატეთ.გუკასაც აუტყდა სიცილი.სოფო მიხვდა და ყინულიანი წყალი გადაავლო თავზე.ეგრე არ უნდაო აწია გუკამ და წყალში ჩააგდო.ჩვენ უკვე ვიგუდებოდით,მაგრამ ნათქვამია ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო!ხოდა რეზიმ მე ამიტაცა ხელში რატიმ ეკა.ბექას სიცილი აუტყდა და ლუკას დაავლო ხელი.კივილი დავიწყე მაშინვე.
-გთხოვ დამსვი. უკვე მეწვოდა ის ადგილები სადაც ხელი ედო.
-ძალიან უნდა შემეხვეწო. ეშმაკურად გამიღიმა.
-გთხოვ,გთხოვ!გთხოვ!დამმსვი რაა გეხვეწები! უკვე წყალში იდგა.
-მიდი რაა! ბავშვები ეძახდენ.
ლოყა გამომიშვა და მივხვდი უნდა მეკოცნა.
-ეგრევე დაგსვამ. გამიღიმა ლოყაზე ვაკოცე,მაგრამ უცებ სახე მოაბრუნა და ტუჩებში მაკოცა.ქვედა ტუჩზე მიკბინა და წყალში მისროლა.მთლიანად გავცხელდი.მეგონა,რომ ზღვა ავადუღე.ვიწვოდი.ტუჩები დაბუჟებული მქონდა.ამოვყვინთე თუ არა ყველა მე მომაშტერდა.ისტერიული სიცილი ამივარდა და ყველას გადავდე.მალევე დავბრუნდით სახლში.ჩემს ოთახში შევედი და ლოგინზე დავემხე.ჭერს მივაშტერდი და რამოდენიმე საათის წინ მომხდარი ამბავი ამომიტივტივდა.ინსტიქტურად ტუჩებზე დავიდე ხელი და გამეღიმა.ეკა და სოფიო სიცილით შემოვიდნენ.
-მაინც მუდო იყო.
-აბა შენ წესიერს აირჩევდი? გაეცინა ეკას და ჩაარტყა სოფიომ.მე წამოვჯექი და მათ სახეებს,რომ შევხედე აშკარად არ ქონდათ ჩვენი კოცნა დანახული.
-რეზიმ,რომ მაკოცა არ დაგინახიათ?
-რა ქნა?? თვალები გადმოუვარდა ორივეს.
-ლოყაზე მაკოცე და დაგსვამო და თავი შემოაბრუნა. უნებურად გამეღიმა.ეკას ეშმაკურად ჩაეღიმა და ბალიში მესროლა.
-ვიღაცა კმაყოფილია!
-სულაც არა!
-კი კი! ახლა სოფოც ჩაერთო. მანამდე ვჩხუბობდით სანამ კარები ლუკამ არ შემოაღო.
-ბარში მივდივართ.
-აუუუ მაგარია. წამოიყვირა სოფიამ და გამზადებაც დავიწყეთ.დიდხანს არ ვალოდინეთ ბიჭები.ზოგი ცალკე წავიდა.ბექამ ეკას გაუყარა ხელმკლავი.ლუკამ სოფიას.მე კი რეზი მომიცუცქდა.
-ტკბილო!ხელი წელზე შემომხვია.
-ძალიან ნუ გათამამდები! ხელი გავაშვებინე.
-არ მოგეწონა?? ჩაეღიმა. -გავიმეოროთ თუ გინდა.
-რეზი გაჩერდი!გეყოს! შევუღრინე თორე მართლა დამიყოლიებდა.მის სუნთქვას მომენტებში ყელთან ვგრძნობდი და მისი სუნამო გონებას მირევდა.თან რა ვიდზე იყო.თუმცა ცუდზე როდის იყო.
-ტრუსებით აღარ დაიძინო!თავს ვეღარ შევიკავებ! თვალი ჩამიკრა და გამისწო.ადგილზე გავშეშდი და ჩამაცხელა.მაშინ დამკრა თავში.ის გაწეული ფარდა.როგორც მაშინ შემაშინა ისე დადის ყოველ დღე.ჩემმა ფიქრებმა ამაფორიაქა.ეკა მობრუნდა და წამათრია.თვალს ვარიდებდი რეზის და ეცინებოდა.ეკასთვის არაფერი მითქვამს.ბათუმის დღეები კარგი იყო.მაგრად გავერთეთ.ლამის იმ სახლიდანაც გამოგვაგდეს.ისევ დალევის პერიოდი დაგვეწყო და სახლიდან სანაპიროზეიქიდან სახლში,მერე ბარში,კლუბში,რესტორანში.რეზი სულ ისეთებს მეუბნებოდა მაწითლებდა და მაქვავებდა.მაშინ,რომ წამომიყვანა ისეთი სისულელეები მითქვამს.რეზიმ მითხრა,მაგრამ არ დავუჯერე.ძალიან დავახლოვდით.იქიდან,რომ დავბრუნდით ცოტა დავიშალეთ.ნანამ სახლში ჩაგვკეტა.სრული მნიშვნელობით და თინა მაგრად დაცოფა,რომ არც ეკა გაეშვა.მე კი სულ მომდიოდა ეკას მესიჯები ახლა გუკასთან ვართ,ახლა ბექასთან.რატისთან.შენი სადღიგრძელოა,სოფოს ამბავს ვიხსენებით.თინა მაგარი ქალია.მამამ მინდა გაგაპაროო,მაგრამ ცოტახანიც და გადაუვლისო.სოფო ვერაფერს აკეთებდა და ყელში ამოუვიდა.ნანას რა აწუხებდა არავინ იცოდა.ასე რა ანერვიულებდა.ირაკლი ამ დროს პოლონეთში იყო.თითქმის ერთი კვირა გადავაგორეთ ასე მერე ვეღარ მოვითმინე და ნანას დაველაპარაკე.
-პატარები აღარ ვართ!ასე ჩაკეტვა არ შეიძლება.
-მე დედათქვენი ვარ და რაც სწორად მიმაჩნია იმას ვაკეთებ.
-დედა რისი გეშინია?რა მოგვივა?მეგობრებთან ერთად ვართ.ამით რას ვაშავებთ?
-ეს სწორია თქვენთვის და ნუ მეწინააღმდეგებით.მე ვიცი რა ჯობია თქვენთვის და რა არა.მე გაგზარდეთ და ვიცი როგორ იქნებით კარგად.მართლა ვეღარ მოვითმინე და ამოვხეთქე.
-თუ იმის გეშინია,რომ სმას დავიწყებთ იცი,რომ უკვე ვსვამთ.თუ იმის გეშინია,რომ სიგარეტს მოვწევთ გავსინჯე მხოლოდ.თუ გეშინია,რომ უცებ ორსულები მოგადგებით ასეთი დებილებიც არ ვართ.თუ იმის გეშინია,რომ ბექა,რეზი,გუკა,რატი,ლუკა რამეში გაგვხვევენ ეგეთები არ არიან და თუ მაინც იმის გეშინია,რომ ვინმე შეგვიყვარდება და თავს დავკარგავთ...აქ ყვირილი შევწყვიტე და წყნარად ვთქვი.-უკვე სიგიჟემდე მიყვარს.და სკამზე დავემხე.ნანას ცრემლები წამოუვიდა.მე 21წლის ვიყავი,სოფია17-ის.დედას ზუსტად ამის ეშინოდა.ამ ყველაფერის და მართალიც იყო.მე თითქმის სახლში არ ვიყავი და სოფიაც გაყვანილი მყავდა.ირაკლი აქ არიყო,რომ უკან აედევნებინა.ეკა როგორიც იყო იცოდა,ბიჭებს კი არ იცნობდა.მისთვის ყოველთვის პატარები ვიყავით.ტიროდა და ვერ ჩერდებოდა.არც ხმას იღებდა.რა უნდა ეთქვა,მისი სათქმელი მე ვთქვი.ეს ხომ ყველა დედის პრობლემა იყო.
-მაპატიეთ...ეს თქვა და გასვლაას აპირებდა,რომ ჩავეხუტე.ხელები მაგრად მოვუჭირე და მანაც შემომხვია.უნიდან სოფია შემოგვეხვია.
-ნუ გეშინია ნანუ.შენ ჭკვიანი გოგოები გაზარდე და ხო იცი ისეთს არაფერს გააკეთებენ,რომ შეგარცხვინონ შენ და დათო.მე ყველას გაგაცნობ და მიხვდები როგორი კარგები არიან!ჩვენ გვაპატიე,რომ ასე ავირიეთ. დავუკოცნე ლოყები.მამაც შემოგვეხვია.იმ დღემ ბედნიერად ჩაიარა.
***
ნელ-ნელა მოვუხშირეთ სიარულს და მონატრებაც ავინაზღაურე.ვუყურებდით მე და რეზი ერთმანეთს და თვალებით ვლაპარაკობდით.ლუკასთან ვიყავით.თვალით მანიშნა გამოდიო.ადგა და წავიდა ცოტახანში მეც გავედი.სამზარეულოში იდგა და სიგარეტს წევდა.წელზე ხელი შემომხვია და ტანზე ამიკრა.სიგარეტი ჩაწვა.ორივე ხელი მომკიდა და სამზარეულოს კარედაზე დამაჯინა.ფეხები შემოვხვიე და მივითრიე.
-ტვინს მირევ ნიტა... ყელში მაკოცა და გამაჟრიალა.კოცნით ჩაყვა ქვემოთ და ამოვიკვნესე.გული გამალებით ცემდა.თმაში ხელი შევუცურე,მოვქაჩე და ტუჩებზე დავეწაფე.ცხელი და ვნებიანი ტუჩები ქონდა.წელზე ხელი მომიჭირა.ამ დროს ჩაახველეს და გავხედეთ.გუკა იდგა.
-წყალი შეიძლება?გაეცინა.უცებ ჩამოვხტი და ტუჩები მოვიწმინე.თავზე ხელს ვისვამდი ვითომ თმას ვისწორებდი.რეზიმ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.გუკა სიცილს ძლივს იკავებდა.წყალი მოიყუდა,გაეცინა და გამწუწა.სიცილი აგვიტყდა ყველას.დანარჩენებიც შემოლაგდნენ.ყველა ერთად ვკისკისებდით.
***
მე და რეზის მაგარი ურთიერთობა გვქონდა.რეზისთან ვიყავით ყველა და ჯოკერს ვთამაშობდით.ლუკა აივანზე ტელეფონზე ლაპარაკობდა უკვე რამოდენიმე საათი,სოფია ტელევიზორში მოდების არხს მისჩერებოდა.ნიძლავზე იყო.ვინც წააგებდა ტანსაცმლის გარეშე გადიოდა გარეთ.მე ვაგებდი.არასდროს გამოვირჩეოდი მაგარ მოთამაშედ.ერთი გამარჯვებული იყო გუკა და ჩვენ სეირს უნდა ეყურებინა.
-აუუ რო დავიკიდოთ ნიძლავი? დავიჭყანე მე.
-შანსი არ არის! თვალი ჩამიკრა გუკამ.გავიხადეთ.მარტო ტრუსებით დავრჩით.მკერდზე მე და ეკას ხელი გვქონდა მიფარებული.
-ნიტუ ნანა რეკავს! ტელეფონი გამომიწოდა რეზიმ და უნდა ამეღო ეკამ რო დაიკივლა.
-ნიტა ხელები! და უცებ მოვტვინე.
-ეეე საზიზღარო! შევუბღვირე რეზის და სიცილი აუტყდა.მის პრესს თვალს ვერ ვაშორებდი.გარეთ გავედით.ცოტა ხალხი ირეოდა.ქუჩას გაუყევით და მერე უკან წამოდითო.აივნიდან დაგვიყვირა გუკამ და სიცილით იგუდებოდნენ სოფო და ლუკა.ნიძლავი იყო და ჩვენც წავედით.მხოლოდ იმას ვნატრობდი ფოტო არავის გადაეღო და ნანას არ ენახა თორე დარხეული მქონდა.
-წამო ტატუ გავიკეთოთ!მითხრა რეზიმ და გამიცინა.სულ მინდოდა ტატუს გაკეთება და უცებ დავთანხმდი.ტაქსი გავაჩერეთ დაწავედით.სასაცილოდ ვიჯექი ტაქსში და მძოლი თვალს ვერ მაცილებდა.
-მალე იარეთ და წინ იყურეთ!! წარბი აწია რეზიმ.სიგარეტი,რომ ქონოდა ეგრევე მოწევდა. ტატუს სალონთან გაგვიჩერა და გადმოვედით.სიცილით შევედით.გოგო და ბიჭი იყვნენ.ჩვენს დანახვაზე გაეცინა და ერთმანეთს გადახედეს.წინ გადაგვიშალეს ალბომები და ამოარჩიეთო.მე კიდე სულ სხვა იდეა მომივიდა და რეზის ვუთხარი.დამთანხმდა.იმ გოგომ მაიკა მომიტანა.ტოპი იყო.მეტი არ მაქვსო და არაუშავს თქო.პირველი მე დავჯექი.ხელი მაგრად ჩავჭიდე რეზის.მტკიოდა,მაგრამ ვუძლებდი.ცრემლები,რომ წამომივიდა.რეზიმ ვსო წავედითო.ასეთს ვერ გიყურებო.
-კარგად ვარ გავაგრძელოთ! გავუღიმე რეზის და ისევ ჩემი ადგილი დავიკავე.ტუჩებზე დამაცხრა და ცოტა მოვდუნდი,ტკივილიც შემიმსუბუქა.მერე რეზი დაჯდა.საბოლოოდ.მე მუცლის ქვემოთ მარცხენა მხარეს დავიწერე '' Forever in my heart.R." რეზიმ მკერდის ოდნავ ქვემოთ მარცხენა მხარეს იგივე დაიწერა,მაგრამ N ასოთი.მომწონდა ძალიან,მაშინათვე შემიყვარდა.ეკამ და სოფიმ პანიკები დაიმართეს ამაზე.სულ გაგიჟდნენ.
***
25 ოქტომბერი იყო.უნივერსიტეტიდან მოვდიოდი.რეზის მანქანა დავინახე.გამიჩერა და ჩავჯექი.
-როგორ ხარ? საკოცნელად წავიწიე,მაგრამ არც კი შემოუხედავს.
-კარგად შენ?
-მეც. ესეთი რეზი არასდროს მყავდა ნანახი.რაღაც აწუხებდა.ემჩნეოდა სახეზე.სახლამდე ჩუმად ვისხედით.
-რამე მოხდა? თმებში შევუცურე ხელი და მისკენ გადავიწიე.
-არაფერი. თავი გაატრიალა.ეგრევე გადმოვედი.მთელი დღე მასზე ვფიქრობდი და ტელეფონს დავჩერებოდი.არც მესიჯი,არც ზარი.საღამოს მე თვითონ დავრეკე.
-ჰო.
-რას შვები?
-რახდება არ მცალია? ანერვიულებული ხმა ქონდა.
-სად ხარ? ვკითხე და ტელეფონში ღრიალის და გასროლის ხმა მომესმა.
-რა დროს დარეკვა იყო ამის დედა ვატირე. ტელეფონი გაითიშა.სუნთქვა შემეკრა და გული ამიჩქარდა.გუკას დავურეკე გათიშული ქონდა.ბექას დავურეკე გათიშული ქონდა.ყველას გამოერთო ტელეფონი.ცრემელები ჩამომიცურდა ლოყაზე.ეკას დავურეკე და ყველაფერი ვუთხარი.
-დღეს არც მე არ შემხმიანებია არცერთი.
-აუუ ეკა მოვკვდები ახლა!სროლის ხმა იყო.არ შემიძლია...ამეტირა.
-გთხოვ მოდი რაა! ეკაც მაშინვე დამთანხმდა.სოფიას დავუძახე,იმასაც მოვუყევი და ჩავეხუტე.მერე ეკაც მოვიდა.ისიც ჩამეხუტე.ვტიროდი და ვერ ვჩერდებოდი.ისევ გათიშული ქონდა ყველას.იმ ღამეს ჩამეძინა.დილით გამეღვიძა თუ არა ტელეფონს მივარდი,მაგრამ ისევ იგივე.არაფერი ისმოდა არცერთისგანთითქოს მიწამ ჩაყლაპაო.ვერაფერს ვჭამდი,ვიწექი და ვტიროდი.სულ ცუდზე მეფიქრებოდა და უფრო მეტირებოდა.ვერავინ მამშვიდებდა.ნანას გულს უკლავდა ჩემი დანახვა.ასე გავიდა კვირაზე მეტი.თვალები დამისივდა,ცრემლები გამიშრა.უკვე ვგლოვობდი.არსად ჩანდნენ.სულ დავსუსტდი.ძალა არ მქონდა უჭმელობით.ვიწექი და ხან ტელეფონს ვუყურებდი,ხან საათს ხან ფანჯარას.ძილიც აღარ მეკარებოდა.ვათენებდი და ვაღამებდი.ტელეფონი განათდა უცებ.უცხო ნომერი იყო ავიღე.
-ნიტა როგორ ხარ? მომესმა მონატრებული ხმა და ცრემლები წამომივიდა.
-ცოცხალი ხარ!მადლობა ღმერთს! ავტირდი.
-გთხოვ ნუ ტირი.
-სად ხარ?სად გაქრი?ხვდები მაინც რა გამიკეთე??იდიოტური საქციელი,რომ ჩაიდინე იცი??ეგ ჯანდაბა ტელეფონი რისთვის გაქვს??მკვდარი მეგონე უკვე!!მე უკვე მკვდარი ვარ...ცოტახანში გავქრები.თუ გესმის როგორ ვინერვიუელე??გესმის?გესმის რა ჩაიდინე??? ვკიოდი ტელეფონში.-შენ რა ადამიანი ხარ?უგულო ხარ,უგრძნობი!მე ლამის მოვკვდი და შენ უბრალოდ მირეკავ და მკითხულობ???მოსვლაც არ გინდა??არც კი გაბედო და ამიხსნა.თუ ოდნავი ნამუსი შეგრჩენია არ მოხვიდე,მაგრამ ლაჩარი ხარ ახლა ვერ მოდიხარ.იცი როგორ გელოდებოდი??ყოველ წამს მენატრებოდი. ცრემლები ჩამომდიოდა და ვყვიროდი ის კი ჩუმად იყო.-ვსო რეზი მორჩა! ვთქვი და ტელეფონი კედელს გავუქანე.ძალა გამოცლილი მკვდარივით დავეგდე ლოგინზე და არ ვინძრეოდი.მხოლოდ ცრემლები მომდიოდა.ოთახში შემოცვივდნენ ყველა.ბოლოჯერ მოვავლე თვალი მათ და გავითიშე.ყველაფერი გაშავდა.მოგონებები ამოტივტივდა თავში.ბიჭებს,რომ ვუთხარი ნანა უნდა გაგაცნოთ მეთქი.აფორიაქდნენ,შარვალ-კოსტუმს იცვამდნენ.
-დედაჩემია რაიყოთ? დავცინოდი.მაგრად ნერვიულობდნენ სულ ყველა.ჩვეულებრივად ჩავაცმევინე.სულ მოწიწებით ელაპარაკებოდნენ.რეზიმ ცხვრებაში პირველად გაძლო 2 საათი სიგარეტის გარეშე.არც ერთი საჭმელი არ დაუწუნებით და ყველა გაუსინჯეს ნანას.ჩემი სახლიდან გამოვიდნენ თუ არა ამოისუნთქეს.რეზიმ მაშინვე სიგარეტი ჩაიდო პირში.
-აუუუ ასე გოგოსთან არ მინერვიულია!ეს რა იყო. თქვა ბექამ და გაგვეცინა.
-რაიყოთ შეგჭამათ? მაშინ მამა სამსახურში იყო და მას არ უნახავს ბიჭები.ირაკლიც კი არ იცნობს.იმის მერე კიდევ წავიდა.
-ხვალ მამაჩემი უნდა გაგაცნოთ! სერიოზული სახით ვუთხარი და უემოციო სახეები ქონდათ.
-ჰა ჰა ჰა? გაეცინა რეზის და მომიახლოვდა.ტუჩებში ვნებიანად მაკოცა.წელზე მომიჭირა ხელი და მისკენ მიმზიდა.ძლივს მოვწყდი და წავიდნენ.
***
თვალები საავადმყოფოში გავახილე.ეკა მეჯდა საწოლთან.
-ნანა თვალები გაახილა! დაუძახა დედას..
-დედი როგორ ხარ? მოვიდა დედა და ხელები დამიკოცნა.
-რა ხდება? წამოვწიე თავი.
-კომაში იყავი 2 წელი.სოფია ორსულად არის უკვე,გუკა ამერიკაშია როგორც უნდოდა.ლუკამ ცოლი მოიყვანა.რეზის უკვე პატარა გოგოც ყავს. მითხრა ეკამ და ლამის ტირილი დავიწყე ნანუმ თავში წამოარტყა.
-ნუ აგიჟებ!გატყუებს დედი.მითხრა და მეც ვუთავაზე.
-რა დროს ღადაობა!? იმ დღესვე გამომწერეს.რეზიზე აღარ ვფიქრობდი.როცა სარკის წინ ტრუსით დავდგებოდი ჩემი ტატუ რომელიცსიგიჟემდე მომწონდა მახსენებდა რეზის.უნივერსიტეტში სულ დავდიოდი.ნელ-ნელა ბიჭები გამოჩნდნე.ნუ მხოლოდ ბექა და რატი.ვნახულობდი,მაგრამ რეზიზე უკვე ვაჩუმებდი.ბარს,რომ ჩავუვლიდი ყურში ჩამესმოდა ჩვენი კისკისი და მახსენდებოდა მოგონებები.ასე ძლივს გავიტანე 4 თვე.ყოველ წამს გული მიკვდებოდა,ყოველ ღამე ტირილში ვიძინებდი და სველი ბალიშით მეღვიძებოდა,ჩვენი სურათი ბათუმში,რომ გადავიღეთ სულ ბალიშის ქვეშ მედო.იმ სურათშიც სიგარეტი უჭირავს.მე ბეჭებზე ვარ ჩემხტარი და ყელში ვკოცნი.ის კი როგორც იცის ძალიან სასწაულად იღიმის.ეკას დაბადების დღე მოახლოვდა.გაზაფხული იყო.რესტორანში აღნიშნა.ყველა დაპატიჟა.კურსელები ბავშობის მეგობრები,კლასელები,ჩვენი ბიჭებიც.შავი წელში გაშვებული,მოკლე კაბა მეცვა.თმა გავიშალე,ვერცხლისფერი მაღლები ჩავიცვი და წავედი.ბევრნი ვიყავით.ცოტა დავთვერით.სცენაზე ავედი.
-ჩემს ტყუპის ცალს.ვულოცავ დაბადების დღეს.ჩემო ერთადერთო,ვგიჟდები მე შენზე.შენნაირი მხოლოდ ერთია ქვეყანაზე და ისიც ჩემი და,დაქალი,დედა,მამა,ძმა.ჩემს ცხოვრებაში შენ ხარ დიდი დიდი ძალიან დიდი საჩუქარი,როგორც ეს!და რეინჯროვერის გასაღები ვესროლე.კივილი დაიწყო,ცეკვავდა,მღეროდა,ხტუნაობდა.მერე გამოექანა და მაგრად მომეხვია.მაგიდას მივუჯექით და ჩვენსკენ მომავალი რეზი დავინახე ვიღაც ქერასთან ერთად.გული ამიჩქართდა და სხეულში რაღაცეებმა დაიწყეს სიარული.ჩამაცხელა და გამაცივა.მოვიდა ყველა ნახა,მე მხოლოდ თავი დამიკრა და დაჯდა.ხელი გადახვია და კარგად უჩანდა მაჯაზე ნახევარი გული.ამ ქერაც კი იგივე.ყელში ამასხა ნერვებმა.როცა ვფიქრობდი მაშინვე უნდა მომეშორებინა ეს ტატუ თქო.მას უკვე არარ ექნება.ზედაც არ მიყურებს მეთქი.ვეუბნებოდი ჩემს თავს და ტვინი მისკდებოდა.ეზრები აწვებოდა და ამოფეთქავდა.ავდექი და საპირფარეშოში შევედი.ონკანი მოვუშვი და ხელები დავისველე.ყელზე მოვისვი და დავეყრდენიხელსაბან,რომელიც ლამაზ ქვაში იყო ჩასმული.თავი დავხარე და ამეტირა.ჩემს ცხოვრებაზე ამეტირა,რომელიც ასე უცებ დაინგრა.კარების ხმა გავიგე და ცრემლები შევიმშრალე.ავხედე და რეზი იყო.გული ისევ ამიჩქარდა და ყელში მომებჯინა.
-რა გატირებს? ის ირონია იყო როგორც შემაშინა მაშინ.
-კაცების მეორე მხარეს არის. ვუთხარი და ისევ იმას დავეყრდენი.ნელა წამოიწია ჩემსკენ და უკნიდან ამეკრა.გამაჟრიალა მისმა შეხებამ.თავი შემახსენა სურნელმა.როგორ მომნატრებია თურმე.მისკენ შემაბრუნა და თვალებში ჩამხედა.
-გადი აქედან!გოლოდებიან!
-ჩემი და სახლშიც მეყოფა. პირი დავაღე.
-ვინ??
-ჩემი და. აჰა ესეც.მაჯა წყალს შეუშვირა და საღებავი ჩამოცილდა.
-შენ რა გეგონა ასე ადვილად მომიშორებდი თავიდან??
-რატომ წახვედი? რა მოხდა? ჯერ მინდოდა მიზეზი გამეგო ყველაფრის.ასე უთქმელად,რომ გადაიკარგა.
-რა მნიშვნელობა აქვს!? ჩემსკენ წამოვიდა.ხელი მკერდზე ვიბაბჯინე და გავაჩერე.
-დიდი!დიდი მნიშვნელობა აქვს და მინდა,რომ ამიხსნა. ვუყვირე ბოლო ხმაზე.კარგი რეაქცია ნამდვილად არ ქონია.
-არარის ეგ შენი საქმე და ნუ ერევი!კბილებში გამოსცრა.
-ჩემს კითვებზე მიპასუხე.მე შენზე ვნერვიულობ და მაშინ ლამის მოვკვდი.ვიფიქრე შენი ზარით ყველაფერი შეიცვლებოდა შენ კი უცხო ნომრიდან რეკავდი და მშვიდად მელაპარაკებოდი ვითომც არაფერი მომხდარიყოს. ვუყვირე და ვეცადე არ მეტირა.
-არ გეხება ეგ შენ!შენ აჩოტებს,რომ არ ჩაგაბარებ აქამდე ვერ მიხვდი?თუ წავედი ესე იგი საქმე მქონდა და ვსო!ხმა არ უნდა ამოიღო.მიღრიალა და უკვე ცრემლებმა ლოყებზე ჩამოცურება დაიწყეს.
-მადლობა რეზი!მადლობა რომ ეგრე მაფასებ!ეგ ხარ მეტი არაფერი.მხოლოდ შენი თავი გადარდებს და მე როგორ ვიყავი ან როგორ ვარ გკიდია.საერთოდ იმ საქმეზე რატომ არ მოკვდი!თუ ასე არაკაცივით უნდა მომქცეოდი უნდა მომკვდარიყავი! და მივხვდი ეს სიტყვები არ უნდა მეთქვა,მაგრამ უკვე გვიანი იყო.გაშეშდა რეზი და თვალებში სინათლე ჩაუქვრა,გაქრა ყველა იმედი და ნაპერწკალი.უკან გამოვიქეცი და ხმაზე ავტირდი.მინდოდა მეკივლა,მეყვირა,ყველაფერი დამელეწა.ისიც მინდოდა დრო უკან დამებრუნებინა.სულ თავიდან და ვაფშე არ მივსულიყავი ეკასთან.ტაქსით კი არა ირაკლისთვის უნდა დამერეკა და არც რეზის შევხვდებოდი.ქუჩაში გავიქეცი და ვტიროდი.ხომ შეიძლება მოგონებების წაშლა შეგვეძლოს,ან შელამაზება,შესწორება.ყველაზე უბედური მეგონა თავი მთელ მსოფლიოში.წვიმაც დაიწყო,სკამზე ჩამოვჯექი და ცრემლები წვიმის წვეთებს შევურიე.ვიკივლე,ვიყვირე.ფეხსაცმელი გავიხადე და ორივეს ქუსლები დავატეხე.მეგონა რამის დალეწვა მიშველიდა,მომეშვებოდა,მაგრამ არა.ხელებში ჩავრგე თავი და ტირილი გავაგრძელე.თენდებოდა სახლისკენ,რომ წავედი.ტელეფონი თან არ მქონდა.ფეხით გავუყევი გზას.სახლში,რომ გაწუწული,თვალებ ჩაწითლებული მივედი ნანა გადაირია.მლანძღავდა.
-კიდე დალიე ხო?არ გეცოდები ან მე ან შენი თავი?ახალგაზრდა გოგო ასე,როგორ უნდა გამოთვრე,რომ გახდის თავიც არ გქონდეს. ქოთქოთებდა ნანა და მხდიდა.თბილ აბაზანაში ჩამაწვინა და იქვე ჩამომიჯდა.
-რა მოხდა დედი? ამ კითხვაზე ცრემლები თავისით წამოვიდა და ნანუს მოვეხვიე.
-ყველაფერი დამთავრდა.საბოლოოდ მოვკალი!
***
არ გამოჩენილა იმ დღის მერე.ჩემი წასვლის მერე ეგეც გამქრალა და საერთოდ ყველაფრიდან გაქრა.აღარც სოციალურ ქსელებშია,არც მობილური აქვს.არავის არ ეხმიანება და არც კი ვიცით ცოცხალია თუ არა.მე სულ უხასიათოდ დავდიოდი,მაგრამ ბავშვებთან ყოფნა ძალას მმატებდა.მერე ჭორები ჩამოვარდა.რეზიმ ცოლი მოიყვანა.შავგვრემანი,შხვართი!ახლა ბორა ბორაზე ისვენებენო.ვხვდებოდი,რომ სულ ისე ვერ გაქრებოდა ბავშვობის ძმაკაცებისთვის,რომ არაფერი ეთქვა.მეგონა,რომ ურეკავდა კიდეც მათ.ბარში აღარც მივდიოდი,მაგრამ იმ დღეს რაღაცამ დამკრა.უნივერსიტეტიდან გამოვედი და მაშინვე ბარში წავედი.შევედი და ისევ ისე დამხვდა,ოღონდ ახლა ვგრძნობდი,რომ იქ სადღაც რეზიც იყო.კუთხეში დავჯექი და ანანასის წვენი შევუკვეთე.უფრო ბევრი ხალხი ჩანდა.ჩემს გვერდით გოგოები ისხდნენ და თბილისურ ჟორებს განიხილავდნენ.
-აუუ იცი რეზის ძმაკაცებისთვის უთქვამს მანდ,რომ ჩემი ცოლით ჩამოვალ ის უკვე გამქრალი იყოსო. თქვეს სპეციალურად ხმამაღლა.უკვე თემა გახდა ჩვენი ამბავი და სალაპარაკო მიეცათ.გულზე დიდად არ მომხვედრია,ავდექი და წამოვედი.გზაში გუკა მირეკავდა.
-ჰო.
-სად ხარ?
-სახლში მივდივარ.რაიყო?
-ეკას მანქანამ დაარტყა.
-რააა?მაშინვე გავთიშე და ტაქს ლამის ბორბლებში შევუვარდი.საავადმყოფოს მისამართი მომწერა და 15 წუთში იქ ვიყავი.ცრემლები წამომივიდა ყველა იქ,რომ დავინახე.ოპერაციაზე ყავდათ.თინა ტიროდა და მისკენ წავედი.ძლიერად მოვხვიე ხელები.
-ყველაფერი კარგად იქნება!მამას გვერდით დავჯექი და მხარზე თავი დავადე.
-როგორ იქნება?
-ძლიერი გოგოა!მალე იფრენს! ცოტახანი ვიჯექი,მაგრამ მოუსვენრად ვიყავი.ბიჭებთან მივედი.ყველა გადამეხია და დამამშვიდეს.მივხვდი,რომ იმ წუთას მხოლოდ რეზი მაკლდა.მისი გვერდში დგომა გამაძლიერებდა.
-როგორ მოხდა?იცით ვინ დაეჯახა? ცრემლები შევიმშრალე.
-უნივერსიტეტიდან გამოდიოდა და მე ველაპარაკებოდი ტელეფონზე,გზაზე გადადიოდა.ამან ვერ შეამჩნია,მაგრამ ის ა*ვარი მაღალი სიჩქარით მოდიოდა და...მერე აქ მოიყვანა და დაგვირეკა.ეხლა პოლიციაშია. ამიხსნა რატიმ. რაღაც უნდა მეთქვა,მაგრამ ექიმი გამოვიდა და მისკენ წავედით.
-ხომ კარგად არის? მივარდა თინა.
-შეგვიძლია ვნახოთ?სოფოც ჩაერთო.
ექიმი კი უეიმედო თვალებით გვიყურებდა.თავი გააქნია,მერე ჩახარა.ძირს დავეცი,ბოოლო რაც გავიგე თინას განწირული კივილი იყო და გავითიშე.იმ წამს მეც ეკასთან ერთად მოვკვდი.
***
ცხოვრება არასდროს არ გაგვიკეთებს ვარდისფერ სათვალეებს.ის სულ გვიწყობს გამოცდებს,უკვე კიბეზე ასულს ხელს გვკრავს და პირველზე დაგვსვამს.ყველაფერს თავზე გვახვევს და გვაიძულებს იქიდან მარტომ გამოვიხსნათ თავი.
***
ეკა,რომ დავასაფლავეთ აღარავინ ვგავდით ადამიანებს,განსაკუთრებით თინა.გვეგონა დიდხანს ვერ გასტანდა.ბიჭები მართლაც ეკონტაქტებოდნენ რეზის და გააგებინეს კიდეც ამბავი.ჩამოვიდა და სულ გვიან საფლავზე,რომ მხოლოდ მარტო მე დავრჩი და ეკას სურათს ვეფერებოდი მაშინ მოვიდა.
-ვიზიარებ! მითხრა ჩახლეჩილი ხმით.წამის მეასედში მოხდა ჩე ტირილიც გულის თავიდან გაჩერება და მაგრად ჩავეხუტე.დრო გაჩერდა იმ წამს.მეგონა მხოლოდ ჩვენ დავრჩით და გარშემო ტრიალი მინდორი იყო.მთელი სახე დავუკოცნე,ვლანძღე კიდეც,მას კი ჩემს კისერში ედო თავი და არ ინძრეოდა.სასაფლაოდან,რომ წამოვედით გზაში ყველაფერი გავარკვიეთ.
-აღარ მიმატოვო თორე ამას ვერ გადავიტან,გთხოვ... მივეხუტე და ცრემლებიც კი წამომივიდა.
-ყოველთვის შემს გულში და ჩემს გვერდით...მისი თითები ჩემსაში ახლართა და გზას გავუყევით.
***
წელიწადი იყო ამ ყველაფრიდან გასული.მშვენიერი გაზაფხული დგებოდა.ქალაქი ნელა ცოცხლდებოდა.თინა საფლავზე ყვავილებს ყოველ კვირა ანახლებდა.სულ დავდიოდით ეკასთან.იმ დღეს საფლავიდან მოვდიოდი რეზიმ,რომ დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.ბარში შევხვდი.ყავა დავლიეთ ვილაპარაკეთ.ბექასთან დავგეგმეთ საღამოს ასვლა.წასასვლელად მოვემზადეთ უცებ რეზი დაიჩოქა და პატარა ყუთი გადახსნა,სადაც ბეჭედი იდო.ცრემლები წამომივიდა და კივილი დავიწყე.ცრემლები გადმომცვივდა.
-ცოლად გამომ...
-კიკიკიკი არ დავასრულებინე და მაშინვე მოვეხვიე.მთელი ბარი ტაშს გვიკრავდა.უბედნიერესი ვიყავი იმ წუთებში.საღამოს ეს ავღნიშნეთ და გუკა დაგვცინოდა გოგო იმდენ ხანს ალოდინე ხო ხედავ სიტყვის დამთავრებაც არ გაცადაო.უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი.დავფრინავდი ისე მიხაროდა.მშობლებს,რომ ვუთხარი ჩემზე მეტად გაეხარდათ.
-ნანუმ მიშორებ ხო თავიდან?? დავცინოდი და სასაცილოდ იმართლებდა თავს.1 თვეში ქორწილიც დავგეგმეთ.
***
მე და სოფი აივანზე ვისხედით და მანიკურებს ვისვამდით.
-ერთი სული მაქვს,როდის გავა ეს ერთი კვირა. ვთქვი გაბადრულმა.
-ეს ცხოვრებაა შენი მეჯვარე აქ არ უნდა იყოს?! მოიღუშა სოფი.
-ჩემი ეკა,როოგრ მენატრება. ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა.ჩემი ტელეფონი ეგრევე აწკრიალდა.გუკა იყო.გამიკვირდა ამ დროს რომ მირეკავდა.
-ჰო.
-ნიტა ცუდი ამბავი მაქვს....


ცხოვრება არასდროს არ გაგვიკეთებს ვარდისფერ სათვალეებს.ის სულ გვიწყობს გამოცდებს,უკვე კიბეზე ასულს ხელს გვკრავს და პირველზე დაგვსვამს.ყველაფერს თავზე გვახვევს და გვაიძულებს იქიდან მარტომ გამოვიხსნათ თავი.
ასეც მოხდა.მწვერვალზე ასული,ბედნიერებით აღსავსე,უამრავი ტკივილის გამკლავების შემდეგ ისევ ხელი მკრეს და პირველზე კი არა მიწაში ჩამიტანა.იქიდან კი ძნელია ამოსვლა და ვიცი,რომ მეც გამიჭირდება.
ზღაპრებში ყველაფერი მარტივია,რეალურ სამყაროში კი რკინის უნდა იყო ამ ბოროტებას,რომ გაუძლო.არაფერს არ უნდა გრძნობდე თავი,რომ გადაირჩინო ეს კი წამოდგომაზე რთულია.
იმ ღამეს ბიჭებს გუკასთან წვეულება ქონდათ.ჩვენ არ წავედით.უამრავი ხალხი ყოფილა.იმდენი დალიეს დახოხავდნენ.ერთი ამბავი იყო.გუკას სახლის უკან დიდი აუზი აქვს.გარშემო კი სულ ყვავილებით დიდი,ლამაზი ქვებით და ლამპიონებით არის გაწყობილი.იქ ჩასულან გუკა ბექა და რეზი.სიგარეტს ეწეოდნენ თან ისევ სვამდნენ და ღადაობდნენ.ერთ ერთ ხუმრობაზე გუკას ოდნავ ხელი მიურტამს რეზისთვის.ამ მთვრალმა წონასწორობა ვეღარ შეინარშუნა და იმ დიდ ქვას დაკრა თავი.წაიყვანეს საავადმყოფოში.კარგად არის,მაგრამ 3-4 წლის უკან.დანახულიც კი არ ვყავარ.მარტო ძმაკაცები ახსოვს ვინც მანამდეც მის გვერდით იყო.ვერაფერი გაიხსენა.ტატუ,რომ ნახა გადაირია ლამის ის ადგილი ამოიჭრა.თუ ქუჩაში შემხვდებოდა შემთხვევით აღარ იცოდა რა ექნა.სად დამალულიყო იმას ეძებდა.ვერ იხსენებდა მე კი აღარ შემეძლო და წავედი...

ახლა ვდგავარ და ვტირი.ვტირი რადგან ჩემს ერთადერთ დარჩენილ ბედნიერებას ვუყურობ და ვხვდები,რომ ის ჩემს გარეშე ბედნიერია.ისევ ძმაკაცებთან ერთად არის.მე ცხოვრებამ აბუჩად ამიგდო,ფეხებით გადამიარა და არაფრად ჩამაგდო.ორი დიდი სიხარული წამართვა.
ცხოვრება ეს ხომ სიკვდილის წინ გასეირნებას გავს.გასეირნებას როცა ჩვენ ყველაფერს ვათვალიერებთ,ახალ სამყაროს ვეცნობით,სიახლეებს ვიჭერთ,ვიცვლებით,მეტს ვგებულობთ და ამ ყველაფრით მერე ვტოვებთ ჩვენ აქაურ ცხოვრებას.ყველაფერი ერთჯერადია ამ ცხოვრებაში.თითქოს მომზადებას გავდივარ სხვა გარემოსთვის,სხვა სამყაროსთვის.განა ამ ცხოვრებაში შეცდომებზე არ ვსწავლობთ?აქ არ ვეგუებით დიდ ტკივილებს?აქ ხომ სიმწრის ცრემლებს ამაყად ვიწმენდთ?ყველაფერს თავიდან ათიათასჯერ აქ არ ვიწყებთ?აქ არ ვხვდებით ერთდროულად უამრავ უბედურებას?ეს მხოლოდ გამოცდაა,რომელიც ჩაბარებული იქნება ნებისმიერი შედეგით.ბედნიერება მხოლოდ ამ ყველაფრის მერე გვექნება,როცა წარმატებულად შევისწავლით ცხოვრების არსს.

2/04/18
მე მჯერა,რომ ბედნიერება ყოველგვის გვიპოვის!


აი ახლაც კი მგონია,რომ დიდი სისულელე დავწერე და დროც ტყვილა გავფლანგე.ჩემი თავისგან მეტს მოველოდი და ოდნავ სხვანაირი ჩანაფიქრიც მქონდა,მაგრამ რაც გამომივიდა ეს არის.ბევრ კრიტიკას ველი და რჩევებიც მინდა თქვენგან.დიდი ხანია არ დამიდია და ეს ერთი ამოსუნთვით დავწერე და ასევე მინდა წაიკითხოთ.დიდი იმედებიც არ მაქვს,მაგრამ ველი თვენს კომენტარებს.შემდეგსაც მალე ვფიქრობ,ამიტომ უფრო კარგი მინდა გამომივიდეს და რჩევებიც მჭირდება. ????????



№1 სტუმარი nia

ეს ასე მთავრდება?? აქამდე სულ გკითხულობდი და ძალიანაც მომწონდა შენი ისტორიები. ბოდიში მაგრამ აი ამ წუთას ამაზე პირვეი რა შთაბეჭდილებაც გამიჩნდა იყო ის რომ დრო დავკარგე ტყუილად... :(

 


№2  offline წევრი მინდა ვწერო

nia
ეს ასე მთავრდება?? აქამდე სულ გკითხულობდი და ძალიანაც მომწონდა შენი ისტორიები. ბოდიში მაგრამ აი ამ წუთას ამაზე პირვეი რა შთაბეჭდილებაც გამიჩნდა იყო ის რომ დრო დავკარგე ტყუილად... :(


მადლობა,რომ წაიკითხე!ბოდიში,რომ იმედები გაგიცრუე :)))

 


№3 სტუმარი kati

meore nawilic minda...

 


№4  offline წევრი მინდა ვწერო

kati
meore nawilic minda...

ვნახოთ ჯერ მაგაზე არ მიფიქრია.

 


№5  offline მოდერი zia-maria

ეს ასე არ უნდა დასრულდეს,მეორე ნაწილი უნდა ამ ისტორიას და გახდება სრულყოფილი. kissing_heart

 


№6  offline წევრი მინდა ვწერო

zia-maria
ეს ასე არ უნდა დასრულდეს,მეორე ნაწილი უნდა ამ ისტორიას და გახდება სრულყოფილი. kissing_heart

ვეცდები ახლო მომავალში გავაგრძელო :*

 


№7 სტუმარი სტუმარი tamta

Auu shen tu amas gaagrdzeleeb dzaan magariiqneba gtxoov raaa gaagrdzeleee dzaan gtxooov

 


№8  offline წევრი მინდა ვწერო

სტუმარი tamta
Auu shen tu amas gaagrdzeleeb dzaan magariiqneba gtxoov raaa gaagrdzeleee dzaan gtxooov

Manmde sxva gegmebi makvs,magram aucileblad movaxerxeb :*

 


№9 სტუმარი Qeti qimucadze

Meore nacili aucileblad chirdeba. Ise dausrulebeliaaa, gtxov gaagrzele da iqneba srulyofili, magari istoria

 


№10  offline წევრი მინდა ვწერო

Qeti qimucadze
Meore nacili aucileblad chirdeba. Ise dausrulebeliaaa, gtxov gaagrzele da iqneba srulyofili, magari istoria

მადლობა დიდი მოვახერხებ აუცილებლად! :*

 


№11  offline წევრი mimimimo

რამოდენიმე - არა, რამდენიმე.

იყი ჟარგონებიც, მაგრამ უხდებოდასავით ისტორიას.

მეორე ნაწილის გარეშე არ დატოვო.
რადგან ეს ამ ისტორიას ძალიან სჭირდება.

გელოდები...

წარმატებები!

 


№12 სტუმარი შარლოტა

დღეს უკვე მეორედ წავიკითხე შენი ისტორია. არ დაგიმალავ და ძალიან მიყვარს. გთხოვ, რომ გააგრძელო და მალე შემოგვთავაზო მეორე ნაწილი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გელოდება, რომ მომავალში გაგვახარებ....

 


№13  offline წევრი მინდა ვწერო

შარლოტა
დღეს უკვე მეორედ წავიკითხე შენი ისტორია. არ დაგიმალავ და ძალიან მიყვარს. გთხოვ, რომ გააგრძელო და მალე შემოგვთავაზო მეორე ნაწილი, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გელოდება, რომ მომავალში გაგვახარებ....

ამ წამს უბრალოდ გადავხედე და ისე მახარებს ასეთი კომენტარები ვერ გადმოვცემ.ყოველი სიტყვა მიბიძგებს რომ დავწერო უფრო მეტი და უფრო კარგი.მადლობა რომ არსებობთ. <3

 


№14 სტუმარი ეკა

ძალიან მშრალია, თან არასასიამოვნო როცა სმაზე დახქეფზეა ამდენი ყურადღება გამახვილებული, დახვეწა ჭირდება, ფინალიც დაუმთავრებელი, თუმცა მთლიანობაში არაუშავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent