შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის ძალა (თავი 3)


9-04-2018, 22:04
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 510

იგი მოკვდა, შეწყდა მაჯის ცემა. გაზაფხულის მზის სხივები, ვეღარ დაუკოცნიან ლამაზ ცისფერ თვალებს. პირზე შერჩენილი ღიმილი, ლამაზი თლილი თითები, გულზე დაუწყვია. ნეტა რა ძალამ დაუხუჭა მას ლამაზი, ცისფერი თვალები. დღესაც ლამაზი დაფენილი წამწამები წაბლისფერ ჩრდილს აყენებენ მის სახეზე. ულმობელ სიმსივნეს საზარელი ფერი დაუდვია მისი სახისთვის.

სკოლაში წასვლის თავი არ მქონდა, მოკლედ ავუხსენი ანდრეას და ძილი გავაგრძელე. შუა დღეს მამას შევუარე, ეძინა აღარ გამიღვიძებია. ცოტახანს გავჩერდი ვუყურებდი მას და ვხვდებოდი, რომ ერთი დღეც არ შემეძლო ამ ადამიანის გარეშე...
საავადმყოფოდან, რომ წამოვედი ნინი გამოვიყვანე სკოლიდან, შემდეგ ქიმიაზე წავედი. ანდრეამ მომაკითხა. ვსეირნობდით. იმის და მიუხედავად, რომ ციოდა და ზამთარი იყო, საერთოდ ვერ ვგრძნობდი სიცივეს მის გვერდით. ლუკამ დამირეკა.
- ანაბელ სად ხარ?
- ქიმიიდან გამოვედი, მე და ანდრეა ვსეირნობთ რა არის, რომ?
- ჩემთან ამოდით, საქმე მაქვს.
- კარგი ლუკა.
- ვინ იყო ბელა?
ხელი გადამხვია ანდრეამ და თავზე მაკოცა.
- ლუკა იყო, ჩემთან ამოდით საქმე მაქვსო.
- გინდა რომ ავიდეთ?
- კი ცოტახნით ავიდეთ.
მალე მივედით ლუკასთან, ყველა იქ დაგვხვდა.
- აუ რას შეგვკრიბე დავიტანჯე
ვერ ისვენებდა ნიკუშა.
- მოკლედ გეტყვით რა. გაგებით მოეკიდეთ ამ საქმეს და გააზრებულად მიიღეთ
- ხო მშვიდობა გაქვს?
სიცილი აუტყდა გიოსაც.
- მე და ელეს ერთმანეთი გვიყვარს.
ყველამ ნიკას გავხედეთ, დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა. რაც ნიკუშას სიცილმა გაფანტა.
- რატო მიყურებთ ასე? კი არ ვცემ, უბრალოდ ერთს გეტყვი ჩემი დის თვალებზე ცრემლი არ დავინახო, თორემ ამდენ წლიან მეგობრობას დავივიწყებ და განანებ. ახლა კი მოდით უნდა ჩაგეხუტოთ.
ყველამ ამოვისუნთქეთ და მივულოცეთ ახალ წყვილს. ელენე ისეთი ბედნიერი იყო, ასხივებდა. დიდხანს ვერ გავძელი. მე და ანდრეა წამოვედით, სახლამდე მიმაცილა და წავიდა.
სახლში, რომ ავედი დედა არ იყო. თითქმის სულ მამასთანაა. ნინას ვაჭამე, ვამეცადინე და დავაძინე. დედა გვიან მოვიდა.
- დედა სიმსივნე საიდან წარმოიქმდა?
- ავარიის შედეგად ანაბელ, თავი, რომ დაარტყა...
- ავარია, რომელიც ვიღაცამ მოაწყო?
შევაწყვეტინე.
- შენ საიდან იცი ბელა?
- შენი და გამომძიებლის ლაპარაკი მოვისმინე შემთხვევით.
ხმა არ ამოუღია ისე დამტოვა. ახლა ჩემი გული ზიზღს მოეცვა. ვიცოდი, ვიპოვიდი, მას ვინც ეს მოაწყო და ვანანებდი აუცილებლად. გვიან მამამ დამირეკა.
- ანაბელ, მაა როგორ ხარ?
- კარგად მამა, შენ? დღეს ვიყავი გეძინა და აღარ გაგაღვიძე.
- არაუშავს, ხვალაც გამოიარე
- ჰო, რათქმაუნდა.
ცოტახანს ველაპარაკე. ძალიან მიჭირდა მასთან ლაპარაკი. დილას ანდრეამ გამაღვიძა, ერთად წავედით სკოლაში. ყველაფერთან ერთად ჩვენი დარღვეული იდილიაც მტკიოდა. ადრე ყოველთვის დედა მაღვიძებდა, სკოლაში წასვლამდე კი მე და ნინას მამა გვკოცნიდა შუბლზე. ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ვერც ვიგრძენი ჩემს სახეზე ორი მსხვილი ბურთულა, როგორ დაეცა. ანდრეამ გამაჩერა და თვალებში შემომხედა, მხოლოდ ახლა შევამჩნიე მისი წყლიანი თვალები როგორ ასხივებდნენ სევდას და მივხვდი, რომ ის მუდამ ჩემს გვერდით იქნებოდა. ჩავეხუტე, სახე მის კისერში ჩავრგე და ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი.
- მიყვარხარ ანდრეა.
- ჩემი მტირალა გოგო.
გამიცინა ანდრეამ და მეც გამაცინა. სკოლაში მივედით, ბავშვებმა ცოტა გამამხიარულეს. მეხუთე გაკვეთილის შემდეგ ანდრეამ მომწერა სკოლის უკან გამოდიო. გავიპარე და იქ მივედი, სადაც ანდრეამ მითხრა.
- რატო გამომიყვანე? ვინმემ, რომ დაგვინახოს?
- ნახე რა მოგიტანე?
პარკი მომაწოდა, რომელიც შოკოლადებით იყო გატენილი
- ეს სულ ჩემიაა?
ბავშვივით გამიხარდა და მოვეხვიე ანდრეას.
- ჩემი პატარა ბავშვი, ჰო სულ შენია.
ჩემი შემხედვარე ვერც ანდრეა იკავებდა ღიმილს. სკოლაში აღარ ავბრუნებულვარ, ანის დავურეკე, ჩანთა გადმომიგდო, სახლში წავედით მე და ანდრეა. გზაში ბევრი ვიცინეთ, სახლში მისვლისას კინოს ვუყურეთ და შოკოლადებიც შევჭამეთ. ნელ-ნელა ვგრძნობდი, როგორ ვეჩვეოდი მას, როგორ მიყვარდებოდა თან და თან უფრო და უფრო მძლავრად.
საღამოს მამასთან წავედი, ბევრი ვილაპარაკეთ, ყველაფერი გავიხსენეთ არაფრით არ გამომიშვა.
- მაა ძალიან მიყვარხარ.
- არა, რა ანაბელ ასე ძალიან ნუ გიყვარვარ.
- რაა?
გამიკვირდა მისი ეს ნათქვამი
- რომ აღარ ვიქნები გული ძალიან გეტკინება, მე კი ეს არ მინდა.
- შენ სულ ჩემთან იქნები მამა, შენ, ხომ დამპირდი. მე ეს კარგად მახსოვს
- ანაბელ, შვილო ხანდახან დანაპირებს ვერ ვასრულებთ, განა იმიტომ რომ არ გვინდა უბრალოდ ასე გამოდის ხოლმე.
- არა მამა შენ ყოველთვის ყველაფერს ასრულებ, ამიტომ ესეც უნდა შემისრულო.
- რატომ არ უყურებ რეალური თვალით ყველაფერს ანა?
- არ მინდა და იმიტომ.
ისე ავუწიე ტონს ვერც გავიგე
- არ მინდა გესმის? შენს გარეშე მე ვერ ვიცხოვრებ. შენ არ გაქვს უფლება მე, რომ დამტოვო, მე მჭირდები. არ ვარ მზად იმისთვის, რომ შენ გარეშე ვიცხოვრო გესმის?
- მოგიწევს ანა, შენ უნდა შეეგოუ იმას, რომ ყველაფერი ისე ვერ მოხდება, როგორც ჩვენ გვინდა.
- რას შევეგუო მამა? იმას რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ვეღარ დაგხვდები? იმას რომ ვეღარ ჩაგეხუტები? იმას რომ შენს თვალებს მე, რომ ასე მიყვარს ვეღარ დავინახავ? იმას რომ აღარ ვისეირნებთ პარკში ერთად? იმას რომ რჩევა, რომ დამჭირდება ვეღარ მოვალ შენთან? რას მთხოვ არ მესმის მამა არ მესმის ან ვერ მესმის.
- არ მინდოდა, რომ ასე გამოსულიყო.
- არ დამტოვო რა მამა.
თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი ამიტყდა. ჩავეხუტე მთელი გულით, გრძნობით. ის კი თმაზე მეფერებოდა და თან მაწყნარებდა.
- წადი ანა.
- მეხუმრები მამა?
- წადი სახლში. ჭკვიანად იყავი.
წამოვდექი და კარეისკენ წავედი.
- მოიცადე ანაბელ.
- იცოდე რომ მამაშენს ყველაზე მეტად უყვარხარ, სადაც არ უნდა ვიყო სულიერად ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები. ძლიერი ხარ მა, გადაიტან.
პასუხი არ გამიცია წამოვედი. ძალიან კარგად ვხვდებოდი რა მელოდა წინ, თუმცა დაჯერება არ შემეძლო და არ მინდოდა.
სახლში რომ მივედი, ელემ დამირეკა ცოტა დამამშვიდა და ყურადღება გადამატანინა. რაღაცეებს მიყვებოდა. ცოტახანში ნინიც შემოვიდა რაღაც ამოცანა ვერ გაიგო, მეცადინეობას, რომ მოვრჩით ქვემოთ ჩავედით. დედა ვიღაცას ელაპარაკებოდა. უცებ თვალები აუცრემლიანდა და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა.
გაოცებულმა შემოგვხედა და წარმოთქვა ის სამი სიტყვა, რომლებმაც ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალეს.
- მამათქვენი აღარ არის.
შემდეგ, კი ყველაფერი გაშავდა, გაშავდა და აღარც განათებულა.
იგი მოკვდა, შეწყდა მაჯის ცემა. გაზაფხულის მზის სხივები, ვეღარ დაუკოცნიან ლამაზ ცისფერ თვალებს. პირზე შერჩენილი ღიმილი, ლამაზი თლილი თითები, გულზე დაუწყვია. ნეტა რა ძალამ დაუხუჭა მას ლამაზი, ცისფერი თვალები. დღესაც ლამაზი დაფენილი წამწამები წაბლისფერ ჩრდილს აყენებენ მის სახეზე. ულმობელ სიმსივნეს საზარელი ფერი დაუდვია მისი სახისთვის. ნეტავ სად გაქრა მისი მხიარული, სიყმაწვილე. სად დაიკარგა მისი სიამაყე, ნუთუ შავბნელმა სიკვდილმა ყველაფერი იმსხვერპლა? ვუყურებდი მის გაციებულ გვამს ოდესღაც ულამაზეს. ჩაცვენილ სახეს, თვალებს და... მწუხარების ცრემლი მწყდება. ადამიანს, რომელსაც მთელი არსებით უნდოდა სიცოცხლე და სიყვარული, ახლა საზარელ კუბოში წევს.
ოჰ! ულმობელო სიკვდილო! დავყურებ ცხედარს და ჩემს თვალწინ კინო-ლენტივით მირბის ამ ადამიანის უბედური და გაუხარებელი ცხოვრება. არ შემიძლია, რომ არ ვთქვა ბედნიერებას, მუდამ თან სდევს მწუხარება, ტანჯვა. მისი ცხოვრება, ოცნება, ხშირად ქარიშხალისგან დამსხვრეულ გემს გავს.
თვალები, რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიწექი. სიზმარი მეგონა ან ვნატრობდი, რომ სიზმარი ყოფილიყო. ქვემოთ ჩასასვლელ კიბეებს ნელ-ნელა დავუყევი და ჩემი ოცნებაც წამში დაიმსხვრა, მისაღებ ოთახში უამრავი ადამიანი , რომ დავინახე. პირველად ანდრეამ შემამჩნია და მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.
- ანა
ხმას ვერ ვიღებდი, გაშეშებული ვიდექი და ახლა ნამდვილად ვნატრობდი სიკვდილს. ხელის მსუბუქი მოძრაობით გავაჩერე ანდრეა და წინ წავედი. მამაჩემის უსიცოცხლო სხეულს მივუახლოვდი, ყველა მე მომჩერებოდა, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. დავიხარე და მის გაყინულ შუბლს ჩემი თბილი ტუჩები შევახე. მეუცხოვა ეს არ იყო მამაჩემი, მამა მე არ დამტოვებდა. სიმწრის ცრემლები გადმომცვივდა. ვწყევლიდი ცხოვრებას, რომელმაც ამხელა უბედურებისთვის გამიმეტა და საყვარელი ადამიანი წამართვა. ვუყურებდი თვალებს, რომლებიც სულ რაღაც ერთი თვის წინ ბედნიერნი მიმზერდნენ. მეტი უკვე აღარ შემეძლო მთელი ძალით დავემხე მამაჩემის სხეულს და ბოლო ხმაზე ავყვირდი. ვეჩხუბებოდი მამას და ვთხოვდი დაბრუნებას.
- არა
დავიკივლე ბოლო ხმაზე.
- შენ მანდ არ უნდა იწვე, სასწრაფოდ ადექი, გძინავს უბრალოდ გძინავს. გთხოვ არ დამტოვო, გთხოვ ასე არ გამიმეტო, გვჭირდები მამა, გთხოვ.
ვემუდარებოდი და ვთხოვდი თვალების გახელას, მაგრამ ჯიუტად არ ინძრეოდა. უკვე ვგრძნობდი,რომ ვნადგურდებოდი. რას წარმოვადგენდი მე ამ ადამიანის გარეშე? არც არაფერს. ის იყო ჩემი ნაწილი, რომლის გარეშეც ცხოვრება ურთულესი იქნებოდა. მტკიოდა თან სასწაულად მარცხნივ მფეთქავი ორგანო მტკიოდა. ბოლოს გვამს ისევ ანდრეამ მომაცილა. ხალხს გადავხედე ყველა აქ იყო, ისინიც კი ვისაც არასდროს ვაინტერესებდით. რა საინტერესოა არა? სიკვდილის შემდეგ ყოველთვის ყველას უყვარდები. შევნიშნე ნინა იქ არ იყო. ანდრეას დავეყრდენი და ნინისთან წაყვანა ვთხოვე. ანდრეამ მასთან ამიყვანა და მარტო დაგვტოვა, რომ შევედი ნინი ტიროდა. გული მომიკვდა ის, ხომ ჯერ ძალიან პატარა იყო საამისოდ.
- ნიი მოდი ჩემთან.
- ბელა ახლა მივხვდი რა არის სიკვდილი. რატომ არ გამეცი მაშინ პასუხი? რატომ არ მითხარი, რომ არ მოკვდებოდა. არ დაბრუნდება არასდროს?
გული საშინლად დამეწვა, მაგრამ ჯობდა სიმართლე სცოდნოდა .
- არა ნიი ის აღარასდროს აღარ დაბრუნდება.
ნინამ უფრო უმატა ტირილს. ბოლოს ძლივს დავაწყნარე და იქიდან გამოვედი. კართან ანდრეა მელოდა, რომ გავედი ჩამეხუტა.
- ჩემო გოგო, როგორ დამეტანჯე.
- რა მეშველება ანდრეა? როგორ ვიცხოვრო მის გარეშე? უკვე სუთქვა მიჭირს მოვკვდები.
ანდრეას ვთხოვდი შველას. თითქოს ის დამეხმარებოდა რამეში. თითქოს ის გამიღვიძებდა მამას. ძალიან ცუდად ვიყავი. მომხდარის გაანალიზება მიჭირდა. მისი ხმის გარეშე ერთი დღის წარმოდგენაც არ მინდოდა. ოთახში შევედი და შავები ჩავიცვი. ქვემოთ ჩასულს ნინაც იქ დამხვდა. გული დამიმძიმდა, როგორ არ უხდებოდა ჩემს ანგელოზს შავი ფერი, რამდენს გაუძლებდა მისი პატარა გული. ანდრეა გვერდიდან არ შორდებოდა მას. ვგრძნობდი, რომ მთელი გულით ჩემთან იყო და ყველანაირად გვეხმარებოდა. ვხედავდი, როგორ გაუნძრევლად იჯდა დედაჩემი. ცრემლიც კი არ სდიოდა, ალბათ უნდოდა ტირილი, მაგრამ არ შეეძლო. სიცოცხლე აღარ მინდოდა, მძლდა ყველა ადგილი მამაჩემის გარეშე, სიცარიელეს ვგრძნობდი სხეულში, გულში, გონებაში და ვიცოდი, რომ ვერავინ შემივსებდა ამ სიცარიელეს. მე ბედნიერი ვეღარ ვიქნებოდი.
დიდხანს არ შემეძლო იქ გაჩერება, სადაც მამაჩემის უსიცოცხლო სხეული იყო, ამიტომ ყველასგან შეუმჩნევლად ოთახში ავედი და ტირილი დავიწყე. ჩემს ცხოვრებას და დაკარგულ ბედნიერებას ვტიროდი. მამაჩემის სურათს ვუყურებდი და გული მტკიოდა. უკვე მენატრებოდა, უკვე მენატრებოდა მისი ჩახუტება, ხმა,
- შენი თვალებიც მენატრება მაა, როგორ გამიმეტე ჩემო სიცოცხლე. რა დაგიშავე ასეთი, რატომ დამტოვე.
ბოლო სიტყვები გამახსენდა, კიდევ უფრო ცუდად გავხდი ბოლოს, ხომ მე ვნახე, ბოლოს ხომ მე ჩავეხუტე. კარზე მომიკაკუნეს ელენა იყო.
- შეიძლება ბელა?
- მოდი.
- გამაგრდი ანაბელ, ვიცი როგორც გიჭირს აბა დაუკვირდი შენებს როგორ უჭირთ შენ, თუ უჭმელობით თავს მოიკლავ და ტირილით დააღამებ დედაშენი როგორ იქნება. გინდა დედაც დაკარგო? პატარა ნინიზე აღარ ფიქრობ? დღეს როგორ ინერვიულა იცი? აღარ იცოდა ვინ ეტირა გარდაცვლილი მამა თუ გულწასული და. ბელა ძალიან გვანერვიულე ესე აღარ ქნა. მე მივდივარ ხვალ მოვალ თავს გაუფრთხილდი. დაგირეკავ.
- მადლობა და მიყვარხარ.
- მეც მიყვარხარ ჩემო გოგო.
ამასობაში მოსაღამოვდა ყველა, რომ წავიდა ქვემოთ ჩავედი. მამასთან მიახლოება მინდოდა, მაგრამ ვერ ვბედავდი.
- ოღონდ ჩემთან იყო მა, რას არ მივცემდი ოღონდ მე ვიწვე მანდ და შენ ისევ კარგად იყო. შენ ვერ წარმოიდგენ როგორ გვჭირდები.
დედასთან ავედი ოთახში, მამას მხარეს იწვა და ტიროდა. მივედი ჩავეხუტე, როგორც ადრე თმებზე ვეფერებოდი და ვამშვიდებდი ცოტა დაწყნარდა და დაეძინა. შემდეგ ნინას შევაკითხე, ელენეს სიტყვებმა ცოტა გამომაფხიზლა.
- ბელა რა ვქნა ? ვერ ვიძინებ.
- მოდი სიხარულო მე დაგაძინებ.
გამახსენდა მამა როგორ მაძინებდა, ხოლმე ბავშვობაში. ოთახში ავბრუნდი და მხოლოდ ახლა დავხედე ტელეფონს ანდრეას 14 ზარი იყო შემოსული. სრაფად გადავურეკე
- ჰო ანდრეა.
- გული გამიხეთქე, შენ სულ გააფრინე? რა არ ვიფიქრე იცი?
- ნინასთან ვიყავი, დაწყნარდი.
- შემაშინე ანაბელ, ხომ იცი შენს დაკარგვას ვერ გადავიტან .
- ვიცი, ვიცი.
- ჭკვიანად ანა.
გავთიშე და მამასთან ჩავედი. მთელი ღამე მასთან გავატარე, ვიცოდი მალე წაიყვანდნენ და ვცდილობდი მეტი დრო გამეტარებინა. მხოლოდ გამთენიისას ავედი ოთახში და ცოტახანს დავიძინე. სიზმარში მამა ვნახე, სევდიანად მიყურებდა თითქოს მსაყვედურობდა. უცებ გამომეღვიძა 10 საათი იყო უკვე. ნინა შემოვიდა, ცრემლიანი თვალებით.
- საიდან მოიტანე ნიი?
- დედამ მაღაზიაში გამგზავნა, ბავშვები თითებს იშვერდნენ და ობოლიაო ასე ამბობდნენ.
ნერვები ძალიან ამეშალა უზრდელ ბავშვებზე, ჩემს დას ისიც ეყოფოდა რაც გამოარა. მათი დამატება საჭირო სულაც არ იყო. ნინის ავუხსენი, რომ ასეთი ბავშვებისთვის ყურადღება არ უნდა მიექცია. შემდეგ ქვემოთ ჩავედი. დედა გამომძიებელს ელაპარაკებოდა. საუბარს რომ მორჩა ამოიოხრა და შემომხედა.
- მამაშენის მკვლელი დაადგინეს
- ვინ არის?
მთელი სხეული მიკანკალებდა ზიზღისგან.
- ჯონი ონიანი. ანაბელ მამაშენის საუკეთესო მეგობარი ჯონი ონიანი.
გონებას დრო დასჭირდა ამის გადასახარშად. ადამიანი, რომელიც უზომოდ მიყვარდა, რომელმაც გამზადა მამა მომიკლა? კი, მაგრამ რატო? სადაა ახლა? რა დავუშავეთ? უამრავი კითხვა მაწუხებდა, რომელთა პასუხი რაღათქმაუნდა არ ჩანდა, მაგრამ ვიცოდი ვიპოვიდი და ვაზღვევინებდი. არ ვაპატიებდი ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურებას, სამაგიეროს გადავუხდიდი. ეს უკვე ჩემი მიზანი იყო, ცხოვრების მიზანი!



№1  offline წევრი naniko mindia

Kargad wer, warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი aanastasiaaa

naniko mindia
Kargad wer, warmatebebi veli shemdegs ❤️❤️❤️❤️❤️


მადლობაა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent