შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი სიყვარული +18 #5


9-04-2018, 23:29
ავტორი Nanaga
ნანახია 5 899

რამდენიმე დღე დასჭირდა ყველაფრის გადასახარშად, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებს საკმაოდ დიდი ხანი ელოდებოდა, მაინც იმაზე მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონა. გულის სიღრმეში იცოდა რომ ის იყო რაც უნდოდა, მაგრამ რაღაც მაინც აკავებდა დემეტრესთან. ყველაზე ცუდი კი ამ სიტუაციაში ის იყო, რომ ერეკლესთან უნდა დაესრულებინა ყველაფერი, ნუ არც არაფერი იყო დაწყებული თუმცა რაც იყო, ისიც უნდა შეწყვტილიყო. დემეტრე რომც არ გამოჩენილიყო და ეს ყველაფერი არ მომხდარიყო, ერეკლესთან სიახლოვე მაინც გაანადგურებდა. დილიდანვე დაურეკა ერეკლეს და აუწყა, რომ საღამოს სერიოზულად უნდა ესაუბრათ. ერეკლეს მიერ ნათქვამ კარგი კესო - დან კი ნათლად ამოიღებდა ადამიანი ინფორმაციას, რომ ხვდება ყველაფერი დასრულებულიყო. დილაადრიან ლილე, ნაბახუსევზე ხაშის დანახვის მონიჭებული სიამოვნებასავით დააცხრა თავზე და ყველაფერი დეტალურად გამოკითხა, ნუ რა თქმა უნდა ინტიმური დეტალების ოდნავ გამოკლებით. არც ერთი სიტყვა არ გამოუტოვებია, საკუთარი თავის უკვირდა ყველაფერი როგორ დაიმახსოვრა, პირიქით ყველაფერი წერტილ მძიმე და ამოსუნთქვები, პაუზებიც კი დაუმახსოვრებია, ლილე კი ხან თვალებ მოჭუტული უსმენდა, ხან გაკვირვებული და ხან ბედნიერი.



- არ ვიცი რა უნდა ვთქვა - მხრები აიჩეჩა და სივრცეს გახედა - კარგი პლიუსი ის აქვს, რომ ცოლი არ ჰყავს, საყვარელი არ ჰყავს და არ გღალატობს. უბრალოდ ასეთი ტიპია



- ხო ასეთი რომ არის და მე ისეთი მინდა იყოს, პრობლემაც ეგ არის - მძიმედ ჩაისუნთქა და ამოისუნთქა - არ ვიცი, აღარ მინდა იმედები გამიცრუვდეს, მიყვარს და მინდა მასთან ყოფნა, უბრალოდ ვფიქრობ შანსი რომ მივცე და არ შეიცვალოს, გული მეტკინება



- მოიცადე მოიცადე - ხელით გააჩერა ლილემ - იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან გითხრა და საერთოდ აღიარა, გგონია რომ არ შეიცვლება? რა სისულელეა კესო, ჩათვალე ის უკვე შეიცვალა, ახლა უკვე ის მაინც იცი რომ უყვარხარ და შენც ნუ გარომანტიკოსდები რა, იცი რომ უყვარხარ, საქციელით გიმტკიცებს ასე თუ ისე და მეტი რა გინდა? არ მოსწონს ეს ყოველ წუთას მიყვარხარ, მეკეტება გაღმერთებ, მეღვიძლები და ასე შემდეგ და მოკალი თუ გინდა - აკისკისდა და დივნის საზურგეს მიეყრდნო - დამიჯერე რაა, თუ გიყვარს არავის და არაფრის გამო არ დაიხიო უკან, შეირგე რაც გაქვს თორემ აი დეიდაჩემივით დარჩები, სიყვარული რომ აუხსნეს თავი რომ იფასა იფასა და ბოლოს დარჩა ასე დაფასებული და მოკვდება ქალიშვილი - ისევ ბოლო ხმაზე ახარხარდა და კესოც აიყოლია - უეჭველი სამოთხეში მოხვდება რა, უეჭველი



- კარგი გეყოფა რა, რაც მაგას შენზე ამაგი აქვს როგორ დასცინი უნამუსო - თვითონაც ეცინებოდა.



- მოიცადე, ქალიშვილი რომ არ იყო და შინაბერა დარჩე, ისე ვერ მოვხვდებით სამოთხეში? - ძალიან სერიოზულად იკითხა, თუმცა კესოს გამომეტყველება როგორც დააფიქსირა მაშინვე დააყოლა, რომ იხუმრა და ისევ გაიცინა - ერეკლესთან რას აპირებ?



- დღეს უნდა შევხვდე და ყველაფერი ავუხსნა, არ არის ერეკლე ცუდი ადამიანი, უბრალოდ მე არ შემიძლია მასთან ყოფნა, სხვა დროს და სხვა სიტუაციაში რომ გამეცნო შეიძლება მასთან ვყოფილიყავი, თუმცა ახლა როცა დემეტრეა და იყო, ეს ყველაფერი სისულელეა - ამოიგმინა და კომფორტულად მოთავსდა.



კიდევ დიდხანს იჭორავეს, შემდეგ ლილეს მოწონების ობიექტიც განიხილეს და დაასკვნეს, რომ იდეალური სასიძო იყო, ოღონდ თუ ოდესმე ჰოლივუდს მიატოვებდა და ლილეს ჩამოაკითხავდა, იმ შემთხვევაში.

ლილე გააცილა თუ არა მზადებას შეუდგა, ზოგადად სჯერა, რომ ადამიანის ჩაცმულობას ბევრი რამის თქმა შეუძლია. საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლა რაღაცაში მაინც გამოადგა, ლექტორი უყვებოდათ ხოლმე, რომ ადამიანის ჩაცმულობა მის მომავალ სათქმელს ამბობდა. ამიტომ ჩაიცვა სადად თუმცა იმდენად სადად, რომ ოფიციალური უფრო ეწოდებოდა. ანუ ოფიციალურად სადად, ერეკლემ როცა მიწერა გამოგივლიო, კატეგორიული უარით გაისტუმრა და თავად მოვალო უთხრა.

დანიშნულების ადგილზე მიიყვანა ტაქსიმ, ერეკლეს მანქანა დალანდა თუ არა, ღრმად ჩაისუნთქა და შევიდა. ეს ადგილი იმიტომ აარჩია, რომ რა მძაფრი და მოულოდნელი სათქმელიც არ უნდა ჰქონდეს, მაინც ადამიანის განწყობაზე მშვიდად იმოქმედებს, რადგან რაღაცნაირი დამახასიათებელი და მშვიდი გარემოა.

მიუახლოვდა, მხრებზე თითები ოდნავ შეავლო, ერეკლეც უმალ წამოდგა, გადაკოცნა და სკამი გამოუწია. ჯერ ძალიან ფორმალურად მოიკითხეს ერთმანეთი, აი იძულებული რომ ხარ, არა კი აინტერესებდათ მაგრამ მთავარი სათქმელი რომ უფრო გაინტერესებს, თუმცა ასე ვერ მიახლი მითხარი და წადიო. შემდეგ როგორც ყოველთვის, მთავარ სათქმელზე გადასვლისას მიმტანიც მოვიდა და მათი შეკვეთა მოიტანა, ორ წამიანი პაუზა და სიჩუმე ჩამოწვა, ერთმანეთს უყურებდნენ და ღიმილმა ბაგეები გაუპოთ მიმტანის ლოკოკინისებურ სიჩქარეზე.



- ერეკლე, ეს ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არ არის სწორი - თავი დახარა და სივრცეს გახედა - შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ - სიტყვის თქმა არ დაასრულებინა ერეკლემ, მაშინვე შეაჩერა და თავად განაგრძო



- კესო კესო გთხოვ, ახლა არ დამიწყო ეს სტანდარტული ფრაზები, შენ საუკეთესო ხარ, ეს ჩემშია პრობლემა და ასე შემდეგ. - გაიღიმა, ოღონდ გულწრფელად - ვიცი, რომ შენ ძალიან ბევრი ეცადე, იმასაც ვხვდები, რომ შენი გული თავისუფალი არ არის და დემეტრე გყავს ჩასახლებული, მართლა ძალიან კარგად ვარ შენთან მაგრამ ვერაფერს გაიძულებ, მინდოა რომ იგივე გეგრძნო მაგრამ რადგან შეუძლელია, ესეიგი არ ვართ მთლად ერთმანეთისთვის შექმნილები - მხრები აიჩეჩა უდარდელად, თითქოს უკვე დიდი ხნის შეგუებული ყოფილიყოს ამ ამბავს.



- მართლა ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მადლობა, რომ გამიგე - ჩაიცინა - ისე გამოვიდა, შენ თქვი რისი თქმაც მინდოდა, ოღონდ ჩემი თავის ქების მომენტის გამოკლებით - ორივეს გაეცინა



- არაუშავს კესო, ტრაგედია არ არის ეს ყველაფერი, ადამიანები ვართ, თუ არ ვცადეთ რა გამოვა? ისე ხომ არ არის შეხედო და უკვე ერთად იყოთ, ყველაფერი ნელა იწყება.



კესო იმ წუთას მიხვდა, რომ ერეკლე იყო ადამიანი.

ადამიანი, რომელიც სრულიად ერგებოდა ამ ცნების განმარტების მაგალითს.

რას ნიშნავს იყო ადამიანი? - იყო ერეკლე!

ყველაფერი ისე გაიგო, როგორც არის და როგორც უნდა გაეგო.

საბოლოოდ კი მეგობრულად დაშორდნენ და პირობაც მისცეს ერთმანეთს, რომ ეს ამბავი მათ მეგობრობაზე არ აისახებოდა. რაც სავარაუდოდ მართლაც ასე იქნებოდა.



რატომღაც გამოსვლის წუთიდან მოუნდა რომ ფეხით გაესეირნა, ცა იყო მოვარდისფრო და მონარინჯისფრო, რაღაც სასწაულად ლამაზი, იასამნისფერი შტრიხებით. მზე ჩადიოდა და ულამაეს ფერებს ქმნიდა, რამდენიმე წუთი უყურა ამ სილამაზეს და შემდეგ გზა ნელა გააგრძელა.

კარგა ხანი იარა და ფიქრობდა ყველაფერზე, თან ტკბებოდა ულამაზესი ცით და გარშემო შექმნილი საზაფხულო იერით.

მანქანა, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე მიჰყვებოდა, უცბად წამოეწია და იგრძნო როგორ აუწვა მზერით ყველაფერი. ყურსასმენები მოიხსნა და თავი გვერდზე გაატრიალა. დემეტრეს დანახვაზე სიხარულისგან შეჰკივლასავით და გაჩერდა, ვერ აღწერს რა იგრძნო და რამდენად გაახარა მისმა მოულოდნელმა ნახვამ რამდენიმე დღიანი ლოდინის შემდეგ.



- დაჯექი, მინდა რომ სადღაც წაგიყვანო - ძალიან თბილი ხმით აუხსნა და კარები საკუთარი ხელით გაუღო.



კესოს სხეულმა მონატრებას ვერ გაუძლო და რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ მხოლოდ ხელები შემოაჭდო ძლიერად, რაზეც პასუხი უმალ მიიღო და ასევე ხალხის მზერაც.

ისე ჩაჯდა ხმა არ ამოუღია, დემეტრეს სურნელით გაჟღენთილ მანქანაში იჯდა და მის პროფილს სწავლობდა



- რა მოხდა ერეკლესთან? - ცალი ხელი საჭეს მოკიდა, მეორე კი კესოს თითებს გადაადო



- შენ რა იცი, რომ ერეკლესთან ვიყავი? - გაოცება ვერ დამალა



- კარგი რა კესო, შენი ცხოვრება და შენი თითოეული გეგმა იმააზე კარგად მაქვს შესწავლილი, ვიდრე საკუთარი - გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მანქანა სადღაც გადაუხვია



- არაფერი, უბრალოდ ავუხსენი რომ მე და ის არ ვიყავით მთლად შესაფერისები - მზერა გაუსწორა სივრცეს და თავი სკამს უფრო კომფორტულად მიაყრდნო



- ვიცოდი, რომ ჭკვიანურ გადაწყვეტილებას მიიღებდი - კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მანქანა გააჩერა.



ორივე ერთდროულად გადმოვიდა, კესომ იქაურობა მოათვალიერა და გაოცებისგან პირი გააღო



- რა ლამაზია აქაურობა, რა ლამაზია ცა და თბილისიც რა ლამაზად ჩანს - სახეზე ორივე ხელი აიფარა და მანქანას მიეყრდნო



- აქ ამოვდივარ, როდესაც განტვირთვა მჭირდება - ჩაილაპარაკა დემეტრემ და მის სხეულს უკნიდან მიეხუტა



- მარტო ამოდიოდი არა? ალბათ როგორ გენანებოდა ამ სილამაზის სხვისთის გაზიარება - ჩაიცინა და დემეტრეს ხელებს, რომელიც მუცელზე ჰქონდა შემოხვეული უკნიდანვე, თავისი გადაადო



- არა, ეს დღეს არის განსაკუთრებულად ლამაზი აქაურობა და ცა, როცა ჩვენ ვართ აქ - ჩაილაპარაკა და კისერში ხმაურიანად აკოცა



- მიხარია, რომ აქ ვართ - ნასიამოვნებმა და გულწრფელმა ამოიჩურჩულა და სივრცეს გაუსწორა თვალი.



რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ, მხოლოდ ერთმანეთის სუნთქვას უსმენდნენ და მზის ჩასვლით ტკბებოდნენ. ცის თაღიდან მხოლოდ მზის მცირე კიდეღა ჩანდა და რამდენიმე წუთში კარგად გვარიანად დაბნელდებოდა.



- გახსოვს სად შეგხვდი პირველად? - ნოსტალგიური ხმით ჩაილაპარაკა დემეტრემ



- როგორ არა, თედოს დაბადების დღეზე - მხიარულად გაიჯგიმა კესო



- არა, მანდ გაგიცანი, პირველად მანდ არ შეგხვედრილვარ. - თავი გააქნია და ხმაურიანად ჩაიცინა



- აბა სად? არ მახსოვს, მე მაქედან მახსოვხარ - თვალები გააფართოვა, თითქოს ასე უფრო კარგად გაიხსენებდა



- ოჰ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინათ, - კარგი ისტორიკოსივით ჩაილაპარაკა და გაიცინა, შემდეგ მალევე დასერიოზულდა და განაგრძო - მაშინ მეთორმეტე კლასში იყავი, მასწავლებლისგან მოდიოდი ღამით, უსაშინლესად წვიმდა და მთელი ტანსაცმელი ზედ გქონდა მიწებებული, დიდი ხანი გიყურებდი და შენს რეაქციებზე მეცინებოდა. მერე საიდანღაც ის ცოფიანი ძაღლი გამოვარდა და ისე დაგაფრთხო, კიივილით აიკელი იქაურობა, თუმცა ასეთი წვიმის გამო არავინ არ იყო და ვერც გაიქცეოდი. რატომღაც შემეშინდა, რომ რამე დაგიშავდებოდა, მაშინვე გადმოვედი და დავაფრთე ძაღლი, შენ კიდევ შიშისგან და სხვისი გამოჩენის სიხარულისგან იქიდან მთელი ძალით გაიქეცი და ვეღარ გიპოვე - როგორც კი მოყოლა დაასრულა, კესო გაღიმებული და გაოცებული იდგა, მისკენ ნელა შეტრიალდა და სახეს ვეღარ უყრიდა თავს, თავი დახარა და ძლივს ამოიჩურჩულა



- მახსოვს ეგ დღე, რატომ არასდროს გითქვამს რომ ადრეც გყავდი ნანახი?



- მარტო მაგ დღეს არა, ეგ ის დღე იყო როდესაც მეც პირველად გნახე, მერე სხვაგანაც გნახე და საბოლოოდ ასე შევისწავლე შენი გრაფიკი, როდის მიდიოდი და მოდიოდი, სამწუხაროდ არ ვიცი რომელ მასწავლებლებთან რა საგანზე დადიოდი მაგრამ დროები კი ზუსტად ვიცოდი, მაშინ ჩემი გამოჩენის არც დრო იყო და არც მიზეზი, მერე თავი დაგანებე, შენც ჩააბარე და საბოლოოდ ერთმანეთს თედოს დაბადების დღეზე შევხვდით - ჩუმი ხმით გაანდო ორივესთვის კარგად ნაცნობი, თუმცა კესოსთვის მაინც უცნობი ისტორია



- ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს დემეტრე - სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა, ცრემლები მოაწვა და მაქსიმალურად ეცადა რომ თავის მაღლა აწევით უკან წაეღო, თუმცა ვერ მოახერხა.



რატომღაც ფაქტი, რომ დემეტრე მასთან ერთად იყო ადრეც, უფრო აძლიერებდა და უფრო აყვარებდა დემეტრეს თავს.

უეცრად იმხელა ემოცია და სითბო იგრძნო, ეგონა რომ მალე გასკდებოდა და ჰაერში გაიფანტებოდა მისი სხივები. დემეტრეს ხელს საკუთარი ორივე შემოჰხვია, თავი მიადო და შემდეგ ნაზად აკოცა.



- მიყვარხარ კესო - ჩაილაპარაკა დემეტრემ და უფრო ახლოს მიიხუტა ქალის სხეული.


_________________

ჩემო საყვარლებო, აღდგომას გილოცავთ პირველრიგში და უფლის წყალბას გისურვებთ

ხო რაც შეეხება ისტორიას, მაინტერესებს რამდენად კმაყოფილი ხართ ერეკლესთან შეწყვეტილი ურთიერთობით და დემეტრეს აღიარებით



№1  offline წევრი blondeangel631

მეც გილოცავ heart_eyes ძალიან მომწონს დემეტრეს ცვლილება იმედია ბოლომდე ასე გააგრძელებს ხოლო რც შეეხება ერეკლეს ძალიან კარგი ადამიანია და ერთი კარგი გოგო მაგასაც გამოუჩინე და მეგობრებად დატოვე ერეკლე და კესო მეგობრებად დატოვე რავი მე ესე ვფიქრობ რომ კარგი მეგობრები იქნებიან სხვანაირი უთიერთობა თუ არ გამოუვიდათ მეგობრობაც კარი გადაწყვეტილეაა heart_eyes heart_eyes შმდეგს ველოდები მალე დადე

 


№2 სტუმარი სტუმარი Chikochiko

მეც გილოცავ ჩემო კარგო ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ზუსტად ისე განავითარე მოვლენები, როგორც ვისურვებდი. მომეწონა კესოს გადაწყვეტილება. ერეკლეს საქციელმა მომხიბლა, აუცილებლად პატივი უნდა სცე სხვის გადაწყვეტილებას, აგრესიით ძალით სიყვარული არ მოდის. საბოლოოდ გამათბო ამ ისტორიამ. დემეტრეც ძალიან მომწონს, კარგია ბოლო-ბოლო გაიხსნა კესოსთან.

 


№3 სტუმარი Nino lomidze

ძალიან კარგია მომეწონა გააგრძელე

 


№4 სტუმარი :)))

ძალიან კარგად ვითარდება მოვლენები♡♡♡კარგი წერის სტილი გაქვს♡♡♡არ დააგვიანო წარმატებები♡♡♡♡ძალიან კარგია♡♡

 


№5 სტუმარი tia

მაგარია გააგრძელე შემდეგში როდის დადებ

 


№6 სტუმარი uhuu

dzaliaan kargia magraam cota mugami daekargaa imitoro dzaan male sheridgenen cota ufro datvirtulinro ikos sxvadasxva ambebit

 


№7  offline წევრი tatuli)

dzalian dzaian momcons<3 gansxvavebulad tbilia

 


№8  offline მოდერი Queenofmoon

მალე დადე რაა (( <3

 


№9 სტუმარი სტუმარი თაკო

როდის დადებ

 


№10 სტუმარი Wero

აუუ რამდენიხანია გელოდებით((((დადე მალეე!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent