პირდაპირი რეისი ლოს-ანჯელესიდან IV
სთორმის ღამე საშინელმა შიშმა გამოაღვიძა, ალბათ რამე დაესიზმრა, საწოლიდან ადგა და ანტიდეპრესანტის დასალევად სამზარეულოში ჩავიდა. მისაღებში გეგი იჯდა და არაყს სვამდა. -არაყი? საშინელი არჩევანია. -სიტუაციას გააჩნია. ოდნავ გაიღიმა გეგიმ, -რამ გაგაღვიძა? -არვიცი. წამალი უნდა დავლიო. თქვა და სამზარეულოსკენ გაემართა. -შენი მდგომარეობა მაღელვებს. უთხრა უკან დაბრუნებულ სთორმის. სთორმი პასუხ გაუცემლად დაბრუნდა საძინებელში. დილით გეგიმ გააღვიძა. -ადექი კაკია მოსული. -კაკიი? ელდაეცა სთორმის, სასწრაფოდ ხალათი მოიცვა და კაკის სანახავად ჩავიდა. -აქ რას აკეთებ? -დავითის ნახვა გინდა? -დავითის? მამა ? მამაჩემის? ბლუყუნი დაიწყო სთორმიმ. -ხო მამაშენის. -მე გავალ. თავი ზედმეტად იგრძნო გეგიმ. -შენთან სალაპარაკო მაქ არ დაიკარგო. მიაძახა კაკიმ. -სთორმი ვაჟაას შენი ნახვა უნდა ჯერ სახლში უნდა დაბრუნდე. -კარგი წამოვალ. მოვემზადები და წავიდეთ. -გეგაა! დაუძახა ეზოში მდგომს კაკიმ. - რა გინდა? - კიდევ რამდენ ხანს აპირებ ამის გაგრძელებას? - რის გაგრძელებას? - ბიძაშვილი დამიბრუნე! - თვითონ მას უთხარი.კარგად იცი, რომ იმის გაკეთებას რაც არ უნდა ვერც მე, ვერც შენ და საერთოდ ვერავინ აიძულებს. -მაგრამ ახლა ეს არ არის მთავარი. -აბა რა არის მთავარი? კითხა დაღლილი გამომეტყველებით კაკიმ. -ის რომ ეს გოგო საშინელ მდგომარეობაშია დახმარება სჭირდება და ამის უფლებას არავის აძლევს. - და ამას შენთვის რა მნიშვნელობა აქვს? რატომ მეუბნები? რაღაცნაირად დაიძაბა კაკი, ნერვები მოეშალა, სახე დაეჭიმა. -სთორმივით ყველაფერში მიზეზს რატომ ეძებ? უბრალოდ გეუბნები რასაც ვხედავ. - და ხო... მარტო შენთან მის გამოშვებას არ ვაპირებ. -შენი ნებართვა და თანმხლება არ მჭირდება. -შენ არა მას ჭირდება. -გამორიცხულია. -ვნახოთ ვნახოთ. ამ დროს სთორმიც მოვიდა, და დაძაბულობაც განეიტრალდა. -წავედით? იკითხა სთორმიმ. მანქანაში ჩასხდნენ და მთელი გზა უხმოდ იმგზავრეს. -სთორმიი... გადაეხვია ვაჟა. -შემოდი ბევრი სალაპარაკო მაქვს. -რა ხდება? დავითი უკვე საქართველოშია? -დაჯექი ჯერ რამე შეჭამე. -ხო საქართველოშია და ორ საათში მის სანახავად წავალთ. -და სასამართლო როდის იქნება? -ჯერ-ჯერობით უცნობია. უცებ მოსამსახურე შემოვიდა და ვაჟას უთხრა თქვენთან სტუმარიაო. -ხომ არ უთქვამს ვინ არის? -ვიღაც ბიჭია, შავგრემანი, უამრავი ტატუთი. სთორმი მიხვდა გეგი იყო და ვაჟას დარწმუნება სცადა რომ არ შემოეშვა. - შემოვიდეს. - ვინმე გიჟი იქნება, მგონი ჯობია დაცვამ ნახოს ჯერ. კაკის ვეტყვი გავიდეს. -რა საჭიროა ამდენი რამ შემოვიდეს. ოთახში შემოსულს ვაჟა გულთბილად მიესალმა, აშკარად არ იცოდა მისი შვილის და კაკის უთანხმოების შესახებ, მითუმეტეს კი ის რომ მისი ძმიშვილი მასთან ცხოვრობდა. -გეგა ბიჭო როგორ ხარ? შეიძლება ასე დაგვივიწყო? ბოლოსდაბოლოს შენი და და კაკი თითქმის დაქორწინდნენ. რაო ? რაოო? თითქმის მიაგნო კაკი და გეგის უთანხმოების მიზეზს სთორმიმ. -არ ღირს ამ ამბის გახსენება. ღიმილით უთხრა გეგიმ. -ხო მართლა ეს ჩემი ძმისშვილია სთორმი. ეს გეგია ჩვენი ოჯახის მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი. -სასიამოვნოა. ირონიული ღიმილით უთხრა სთორმის და მისი ხელი თავის ხელში მოიქცია. -წასასვლელად მოვემზადები. თქვა დაბნეულმა სთორმიმ. -არა მოიცადე ვისადილოთ. კაკი და ლუკაც მოვლენ თან მამაშენზე მოგიყვები. რას იზამდა სთორმი უნდა დარჩენილიყო. გეგი მთელი სადილობის განმავლობაში თვალები ჭამდა სთორმის. ახლა სულ სხვა თვალით შეხედა და საკუთართავთან აღიარა ძალიან მოეწონა. ამ ფიქრის თავიდან ამოგდება არც უფიქრია, პირიქით გადაწყვიტა სურვილს მიჰყოლოდა. ისე მოხდა ოთახში მარტო დარჩნენ. -არ არ უნდა მოსულიყავი. უთხრა სთორმიმ. -რატომ მე ძალიან მიხარია რომ მოვედი. -არ გინდა საღამოს რესტორანში წავიდეთ? -უკაცრავად? გაეცინა სთორმის. -არ წამოხვალ? -პაემანია? -თუ გეტყვი რომ კი რას იზამ? -დღეს ამის დრო არ მაქვს გეგი. -ანუ უარს არ ნიშნავს. -ვერ ვხდები ასე უცებ რამ მოგიფრინა. -უბრალოდ ყველაფერიი ისე მიიღე როგორც არის, ყველაფერში პასუხს ნუ ეძებ, მითუმეტეს პასუხისთვის ლოდინიც არ გინდა. -რა მხელა პრეტენზიაა. ცხვირი აიბზუა სთორმიმ. -უნდა წავიდე და შენც უნდა წახვიდე. -სახლში მალე დაბრუნდი. სთორმისთან მივიდა და თავზე აკოცა. ვაჟას ჩემ მაგივრად დაემშვიდობე. მამისთან შეხვედრა მისთის ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი იყო. როგორც კი დაინახა ჩასახუტებლად გაიქცა მაგრამ ფორმაში გამოწყობილმა კაცმა შეაჩერა. -იდიოტო. შეუღრინა სთორმიმ. -სთორმი ჩემო პატარა. ყველას ნუ ეჩხუბები. ღიმილით უთხრა დავითმა. - მომენატრე დავიდ. -ვიცი მეც მომენატრე. ....... ციხიდან სთორმი აცრემლებული გამოვიდა, რატომღაც მარტო ყოფნა უნდოდა, იცოდე თუ გეგისთან წავიდოდა შეკითხვებს ვერ ასცდებოდა, ასერომ ვაჟას გაყვა. საძინებელში, ფანჯარაზე კაკუნის ხმა მოესმა. -იდიოტო აქ რას აკეთებ? გაკვირვებულმა აათვალიერა გეგი. -მალე ჩაიცვი რესტორანში მივდივართ. სარამაც უხმოდ გამოიღო კარადიდან ჯინსი და კეტები. -არა არა. ესენი არა. -ვითომრატო? -მოდი მე აგირჩევ. -სულ ერთია. მიდი შენ აარჩიე. შავი კაბა და ფეხსაცმელი შეურჩია, სხვათაშორის კაბა საკმაოდ გამომწვევი იყო. -მეზიზღება ამას არ ჩავიცვამ. -კარგი ხო მაშინ ეს. შედარებით უბრალო კაბაზე მიუთითა. ბიუსტჰალტერის გარეშე გადაიცვა კაბა, ფეხსაცმელი ჩაიცვა და მზად იყო. -ასე ნუმიყურებ მაკიაჟს არ გავიკეთებ. -მაკიაჟს არა, მაგრამ იმედია ამ ყელსაბამს გაიკეთებ. უთხრა და ჯიბიდან ცეპი და ლამაზი კულონი ამოიღო. სთორმის ყელზე, ანგელოზის გვერდზე დაკიდა. ფანჯრიდან ძლივს გადაძვრნენ და მანქანაში ჩასხნენ. - ვერ ვხვდები რა გჭირს. მაინც ვერ ისვენებდა სთორმი. -ხომ გახსოვს რომ სექსი არაფერს ნიშნავდა. -სხვათაშორის მაგღამის გამოარ ვიქცევი ესე. და ხომ შევთანხმდით გეყო ყველაფერში... -მიზეზის ძებნა. კარგი ჩუმად ვარ. შენ ილაპარაკე მაგალითად შენ დაზე და კაკიზე. მანქანა ისე დაამუხრუჭა, ღვედი როარ ქონოდათ შეკრული ნამდვილად საქარე მინას გაამტვრევდნენ. -როცა ვაჟამ გიხსენა ასეთი რეაქცია არ გქონია. უთხრა იდნავ შეშინებულმა სთორმიმ. გეგის ხმა არ გაუცია, თავი ძლივს მოთოკა და გზა განაგრძო. ძალიან დახვეწილ დამდიდრულ რესტორანს მიადგნენ. სთორმი ასეთ ადგილებს მიჩვეული იყო, მაგრამ უფრო ლოს-ანჯელესის აღვირახსნილი“ წვეულებები ერჩივნა. რამდენიმე ნაცნობი შეხვდათ, სთორმის კი უხერხული ღიმილი და თავის მოჩვენება უწევდა. -იცი მე უკეთესი აზრი მაქვს. უთხრა გეგის. -უკეთესი ვიდრე? -ვიდრე აქ დროის კარგვაა. გეგის მის ნათქვამზე გაეცინა და კითხა: - გისმენ. -ადექი და სავაჭრო ცენტრში წამიყვანე. -როგორც მიბრძანებთ ქალბატონო, დღეს თქვენ ბრძანებებს ვემორჩილები. სთორმიმ რამდენიმე ბურგერი, გაზიანი სასმელი, ჩიფსები, ნაყინები,შოკოლადი და სურნელოვანი სანთლები იყიდა. -ახლა საით წავიდე? კითხა გეგიმ და ბრძანებას დაელოდა. -რომელიმე შენომის სახურავზე. -უცნაურია, მაგრამ გემორჩილებით. სანთლებმა , ულამაზესმა ხედმა, ვარსკვლავებმა და გემრიელმა საკვებმა არაჩვეულებრივი გარემო შექმნეს. -იცი ეს მომწონს. თქვა სთორმიმ და ხელებს, რომელიც ზურგს უკან ქონდა, დაეყრდნო. -იცი მეც. სასაცილოა ვერასდროს ვიფიქრებდი რომ სახურავზე ბურგერებით გავსკდებოდი. -სახლში უნდა დავბრუნდე. უცებ თქვა სთორმიმ. -როგორ არ მიყვარს ხასიათს რომ მიფუჭებენ, როგორც წესიამის გამო ხალხს ვსჯი. -არავის ადარდებს. თქვა სიცილით სთორმი, როცა გეგი ტუჩებში ჩააფრინდა. -მე გაგაფრთხილე. უთხრა კოცნის შემდეგ გეგიმ. -კარგი ახლა მართლა უნდა წავიდე. ახლა უკვე დანანებით თქვა სთორმიმ. სახლამდე მიაცილა და შიგნით ჩუმად შეიპარა სთორმი. -ხვალ დაბრუნდები? -არვიცი ვნახოთ. ძილინებისა. უთხრა და ოთახში შეძვრა. -გამოსათხოვად არ მაკოცებ? საცოდავად უთხრხა გეგიმ. -რადგან ფანჯარასთან დგახარ თავი რომეო ხომ არ გგონია? მხიარულად უთხრა სთორმიმ. -იცოდე ხვალ თუ არ დაბრუნდები მე მოვალ შენთან. -წადიიი მეძინება. უთხრა და ფანჯარა მიუკეტა, ხელი მეტიჩრულად დაუქნია და საწოლში შეძვრა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.