შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

serendipity


10-04-2018, 11:43
ავტორი NeNe127
ნანახია 1 166

თავი 1 (საცდელი)

ადამიანს საწყისი წერტილი სჭირდება, მიზანი,რომლისკენ სვალასაც იგი შეეცდება... სამყარო ამაოებაა და მეტი არაფერი,ილუზია,უტოპიაა...ადამიანი მთელი თავისი არსებით ისწრაფის მარადიულობისა და სრულყოფისკენ თუმცა საკუთარი ადგილი ვერ უპოვია ამ წუთისოფელში.სიცოცხლის ბოლო წუთებში კი როდესაც წარსულს გახედავს ან სიამოვნების ღიმილი გადაუვლის სახეზე ან მწუხარების ცრემლი მოადგება თვალზე,ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენის გაკეთების უფლებას მისცემს საკუთარ თავს,რამდენად გარისკავს.ბოლო-ბოლო საუკეთესო მოგონებებიც ხომ რისკებზეა აგებული,ისევე როგორც ყველაზე მტკივნეული იარები.შეუხორცებელი იარები.დამსხვრეული ოცნებები.

^^^
-ნია მოწყდი მაგ მობილურს და გამომხედე ერთი წუთით ხო შეიძლება-გავძახე გვერდით ოთახში მყოფ გოგონას რომელიც აგერ უკვე ოცი წუთია ტელეფონზე იყო პირდაპირი გაგებით ჩამოკიდებული და თავის საყვარელ სატრფოს ეტიქტიკებოდა.თითქოს არც არაფერი გაუგიაო ისევ ლაპარაკს განაგრძობდა თანაც ისეთ ხმამაღალ ტემბრზე ეჭვი მაქვს მე კი არა ნახევარ სამეზობლოს ესმოდა მისი კისკისი. მე კი დაფეთებული დავრბოდი აქეთ ოთახიდან ოთახში და სახლის გასაღებს დავეძებდი რომელიც მუდმივად სადღაც მრჩებოდა ან მეკარგებოდა.
-ნიააა! გამოიხედე ადამიანო იქნებ მართლა ცეცხლი მეკიდება-უკვე მეც ხმას ავუწიე და იმავე ტონით გავძახე საყვარელ ბიძაშილს რომ ჩემი ხმა გაეგო. თან იქვე კარებთან მიყრილ კედებს დავწვდი ჩასაცმელად.როგორც იქნა ინება ქალბატონმა გამობრძანება და უკმაყოფილო სახით შემომხედა თავის რომეოსთან საუბარი რომ გავაწყეტინე.
-რა იყო მირა დაიქცა ქვეყანა და მე არ ვიცი? თუ თხოვდები და მეშველა?-ირონიულად აათამაშა წარბები და კარებს მიეყრდნო.
-ნუ გაიტლიკე გოგო შენ ენა ხო არ დაგავიწყდა რომ შენზე უფროსი ვარ.-არც მე დავაკელი და თვალები დავუბრიალე-მისმინე დღეს ღამის ცვლაში ვარ კლინიკაში და მარტო მოგიწევს ყოფნა,იცოდე გაზის გამორთვა და კარების ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს შეგამოწმებ იცოდე,და ხო კიდე გასაღები მომე შენი თუ არ გინდა დილაუთენია გაგაღვიძო კარზე კაკუნით.
-კიდე დაკარგე გასაღები მამიდაშვილო?რა იყო გოგო მართლა ხო არ უნდა მოგაწებოთ ეგ გასაღები თავზე რო დაიმახსოვრო სად დებ ხოლმე.ამ 23 წლის გოგომ რითი ვერ ისწავლე ჭკუა თუ ვინმემ გამოგაშტ...-თვალი თვალში გავუყარე თუ არა იმწუთას გაჩუმდა, ბავშობიდანვე ასეთი ხასიათი მქონდა მხიარულიც ვიყავი, ამყოლიც და მთელი ქალაქის თავზე დამხობაც ადვილად შემეძლო, მაგრამ ყველა ჩემმა ახლობელმა იცოდა თუ რამდენად ჯიუტი და შეუპოვარიც ვიყავი და რომ უშნო ხუმრობებს ვერ ვიტანდი ამიტომ ყოველთვის ცდილობდნენ არავის გავეღიზიანებინე თორემ მერე შედეგებსაც შესაბამისს მოიმკიდნენ.-კაი ხო ნუ მიყურებ ეგრე ვჩუმდები,აჰაა გასაღები და წადი მალე თორე შენი მომლოდინე პაციენტები დალევენ სულს.-მაინც მომაძახა მწარე და სასწრაფოდ ოთახის კარები მოკეტა ჩემგან ნასროლი ერთ-ერთი კედი რომ აეცილებინა.
-შენ ჯობია იმ შენს რომეოს მიხედო სულ რომ დაგავიწყდა მის შემყურეს სასწავლებელი.
-მიხედილი აქვს მაგას მამიდაშვილო თან არც კი იცი შენ როგორ-მომაყოლა კარს იქიდან და ვიგრძენი ხმა როგორ დაურბილდა.თბილისში გადმოსვლიდან რამდენიმე თვეში გაიცნო ის ბიჭი, თავიდან დიდ უარზე იყო, არ მომწონს არარაობააო,მარა მერე უცებ მოლბა, გაზაფხულის სენმა შემოუტია და აგერ უკვე წელიად ნახევარი დებილივით იყო შეყვარებული.მასზე სულ აღფრთოვანებით ლაპარაკობდა და სულ თვალები უციმციმებდა,რამდენჯემე დააპირა ჩემთვის გაეცნო მაგრამ არ გამოვიდა.მე ვფიქრობდი, რომ რახან ნია ადრიდანვე პოპულარული იყო ბიჭებს შორის ამასაც მალე დაივიწყებდა და ისევ ჭკუაზე მოვიდოდა.გამახსენდა კიდეც მისმა ძმამ რა ამბები დაატრიალა ნიას პირველი შეყვარებული რომ მოადგა კარებზე ვარდებით ხელში.მაშინ სულ 15 წლის იყო.მთელი სახლი ვცდილობდით ის ბიჭი ლაშასგან გადაგვერჩინა.ამ ამბების გახსენებისგან უნებურად გამეღიმა.სასწრაფოდ მოვიცვი თბილი ჟაკეტი,ჩანთა ავიღე და გარეთ თავპირის მტვრევით გავვარდი სამგზავრო მარშურტკისთვის რომ მიმესწრო.მარტის შუა რიცხვები იყო და როცა ვიგრძენი სიცივემ როგორ შეატანა ძვლებში ჩემს თავს გადავუკურთხე უფრო თბილად რომ არ ჩავიცვი.

^^^
რომ გითხრათ ექიმობა ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო თქო მოგატყუებთ, ამ პროფესიისადმი ინტერესი მოგვიანებით გამიჩნდა,მას მერე რაც დედას გულის პრობლემები შეექმნა, მე და მამა საავადმყოფოში ვაღამებდით და ვათენებდით. მამა მუდმივად თავზე ედგა და დედას უვლიდა.ერთი წუთითაც კი არ შორდებოდა.სოფლიდან ყოველ წამს საავადმყოფოში სირბილი ჭირდა, ამიტომ მშობლებმა მე ბიძია-ბიცოლასთან „გამაშვილეს“ ასე რომ ვთქვათ.რომლებიც ჩემთის მეორე მშობლებივით იყვნენ,მათი შვილები კი, ნია და ლაშა და-ძმასავით.ჩემი გია და მაია წელიწადზე მეტ ხანს თბილისში იყვნენ და დედას ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად თავდაუზოგავად იბრძოდნენ.მეც რათქმაუნდა ხშირად ვიყავი მათთან ერთად. ბოლოს ისე მივეჩვიე საავადმყოფოს წამლისა და მეთალინის სუნს რომ მტკიცედ დავისახე მიზნად ექიმი გავმხდარიყავი.საბედნიეროდ დედას მდგომარეობა გაუმჯობესდა და სოფელში დაბრუნებაც მოვახერხეთ.მაგრამ ჩემს განზრახვაზე ხელი ერთი წუთითაც არ ამიღია. მაქსიმალურად ვიშრომე და სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე სასწავლებლის დაფინანსებით.კურსზეც საუკეთესო ვიყავი ნიშნებით ამიტომ როდესაც პრაქტიკებისთვის სტუდენტების არჩევის დრო მოვიდა მე პირველი ჩავეწე და საბედნიროდ ამირჩიეს კიდეც, თანაც საკმაოდ კარგმა კლინიკამ.თუმცა ჩემი პრაქტიკების უკვე წელიწადი სრულდებოდა ჯერ კიდევ ვერ ვეგუებოდი ასეთ მძიმე სამუშაო დატვირთვას, განსაკუთრებით ღამის ცვლების დროს და გამთენიისას სახლში მთლად წაშლილი ვბრუნდებოდი.დღესაც იგივე სიტუაცია იყო. დილის 7 საათზე ვიყავი გაკრული სახლისაკენ მიმავალ გზას და ერთი სული მქონდა ჩემს თბილ პლედში ოდის გავეხვეოდი.უკვე ჩემს სადარბაზოსთან ვიყავი მისული იქიდან გამომავალი შავი აუდი რომ შევნიშნე. ეს მანქანა უკვე მესამე თუ მეოთხე დღეა ჩემს ყურადღებას იქცევდა იმით რომ მუდამ ერთსა და იმავე დროს ეთრსა და იმავე ადგილას მხვდებოდა. ცუდი აზრების მოსაშორებლად თავი გავიქნიე და კიბეები ავირბინე. ვეცადე სახლში ჩუმად შევსულიყავი, რომ ნია არ გამეღვიძებინა და უკვე დაწოლას ვაპირებდი კარების ჩხაკუნი და ფეხის ხმა რომ გავიგონე. ფანჯრიდან გადავიხედე.დავინახე ჩემი ძვირფასი მამიდაშვილი სადარბაზოდან რომ გავიდა და ვიღაც ბიჭს ყელზე ჩამოეკიდა.აშკარად არ მომეწონა ეს სცენა,ნია ჩემზე პატარა იყო,უფრო სწორად ყველაზე პატარა იყო ის. მე შუათანა ვიყავი ბიძაშვილობაში ლაშა კი ყველაზე უფროსი.ამიტომ ნიას ყოველთვის განსაკუთრებით ვუფრთხილდებოდით და ვიცავდით. ტელეფონს დავწვდი და გადავურეკე ქვემოთ მყოფ ქალბატონს. რამდენიმე ზარის შემდეგ ინება ტელეფონის ჯიბიდან ამოღება თუმცა არც დაუხედავს ისე გათიშა. ამაზე სულ ამომასხა უყურე შენ ამ გატრიპაჩებულ გოგოს. ვასწავლი ჭკუას ამას მე. სწრაფად გავედი დერეფანში და ისევ მხოლოდ ჟაკეტი მოვიცვი გაყინულ მხრებზე.
-ნია რას აკეთებ მანდ?-გავძახე შორიდან.ერთი წამით მომხედა, დავინახე თვალებში ნაპერწკლებთან ერთად შიშმა რომ გაულვა და სწრაფად გადაულაპრაკა მის გვერდით მდგომ ბიჭს რაღაც.
-ბოდიში მირა ამის გამო-მომვარდა და ლოყაზე მაკოცა-გეხვეწები დიდი ხანი არ იყვე გაბუტული რა გთხოვ, ხო იცი როგორ მიყვარხარ.
-რეებს ბოდიალებ გოგო ვინაა ეგ ბიჭი- ხელის გაშვერა ვერ მოვასწარი ისე გაექანა ნია შავი მანქანისკენ და მგზავრის სავარძელზე ნაჩქარევად დასკუპდა.“ღმერთო იპარება“ იმ წამსვე გამიელვა თავში და არასასიამოვნო გრძნობა მომაწვა ბიძაჩემის სახე რომ წარმოვიდგინე ამ ამბავის შეტყობისას. ჯერ ის რომ ერთადერთი ქალიშვილი 19 წლის ასაკში უთხოვდებოდა და მერე ის, როგორი იმედგაცრუებული იქნებოდა, როდესაც გაიგებდა რომ მე, ჩემზე ჩაბარებულ მამიდაშვილს ხელი არ შევუშალე და არაფერი გავაკეთე.მე ხომ ამხელა პასუხისმგებლობა მეკისრა მათ წინაშე, რადგან ბიძიამ პირადად ჩემ იმედად გამოუშვა ნია თბილისში სასწავლებლად.ამის გააზრებისას სწრაფად მოვეგე გონს და მანქანას მივვარდი უკნიდან ძლიერმა ხელებმა რომ დამიჭირეს და ადგილზე გამაშეშეს.
-გამიშვი, არ გესმის რას გელაპარაკები შემიშვი შენი ტორები ცხოველო!!!-გაბრაზებული გაუცნობიერებლად მივუბრუნდი „ჩემი ბორკილების“ პატრონს და ბოლო ხმაზე ვუღრიალე.კიდევ რაღაცის ყვირილს ვაპირებდი ხელი პირზე რომ ამაფარა. მეორე ხელით ჩემი ხელები გააკავა და თავით მანქანას ანიშნა წადიო.მე კი გაბრაზებული და გაკაპასებული ფეხებს ვიქნევდი და ყველანაირად ვცდილობდი თავი გამეთავისუფლებინა. არა რას აკეთებ ნია, რა სისულელეს აკეთებ ეს პატარა ბავშვი. ნაბიჯს ისე დგამ რომ შედეგებზე არც ფიქრობ.რას უკეთებ ოჯახს. ან ლაშა რას იზავს ამ ამბავს რომ გაიგებს. ამის გაფიქრებაზე სისხლი უფრო მომეძალა და უცნობს, რომელიც ჩემი დაწყნარებით იყო დაკავებული ხელზე ვუკბინე.
-მეტკინა შე ალქაჯო-დაიღრიალა ბოხმა ბარიტონმა და თავი ამაწევინა.მხოლოდ იმ წამს შევხედე იდიალური სახის ფორმის მქონე, მაღალ, მხარ-ბეჭიან ბიჭს, ბიჭს რა უფრო კაცს,რომელსაც ლურჯი თვალები სიბრაზით ანთებოდა, ქვედა ტუჩს კი ნერვიულად იკვენტდა.-მორჩი ახლა ფართხალს რაღას უშველი იმათ გაიპარნენ უკვე ვსო.დაწყნარდი მეთქი გეუბნევი.-თვალები დამიბრიალა და უფრო ძლიერად მომიჭირა ხელები.
-რა უნდა დავწყნარდე შენ თუ ხარ ნორმალური?!გამიშვი ახლავე თორე კივილს დავიწყებ და მთელ სამეზობლოს თავზე დაგახვევ-არ ვცხრებოდი მეც და გამეტებით ვფართხალებდი, ხელების გაშვება რომ დაააპირა ცოტა ზედმეტად მომივიდა გაწევა და მიწაზე ძალით გავიშხლართე,თან მარცხენა ხელიც ქვეშ მოვიყოლე.ოჰოო ყოჩაღ მირა, ისეთი დაცემა იყო კაცს ეგონბოდა ტაიკვანდოს გაკვეთილები აქვს გავლილიო, წრიპინით ჩავიკეცე ხელის მტევანში საშინელი ტკივილი და დაჭიმულობა რომ ვიგრძენი,ტკივილი იმდენად ძლიერი იყო თვალები მიმელულა. ეჭვი მაქვს მოტეხილობას თუ არა ნაღრძობს მაინც ვერსად გავექცეოდი.წამოდგომას ვერაფრით ვახერხებდი მხრებზე შემოხვეული ხელები რომ ვიგრძენი მთელი ძალით რომ ამიტაცეს ჰაერში და რაღაცის ბურტყუნით მიმაწვინეს მანქანის უკანა სავარძზე.აჰაა დღე მართლაც „იდეალურად“ დაიწყო

***
უფ ესეც ასე. ძლივს მოვიკრიბე გამბედაობა და დავდე პირველი თავი. უკვე საკმაოდ დიდი ხანი ვფიქრობდი ამ ისტორიის დადებას მაგრამ რაღაცნაირად ვერ ვბედავდი.იმედია წაიკითხავთ და მოგეწონებათ.გაკიცხვასაც ველი რათქაუნდა.თუ ამ ისტორიაში მსგავსებას შეამჩნევთ სხვა თქვენთვის ნაცნობი ამბებიდან ძალიან გთხოვთ „დაკოპირებაში“ ნუ ჩამითვლით.უბრალოდ ამ საიტზე წაკითხულმა რამდენიმე ისტორიამ მართლა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე.ყოველ შემთხვევაში ყველანაირად ვეცდები შეცდომები ნელ-ნელა გამოვასწორო.



№1 სტუმარი სტუმარი Barbare

Dzalian magaria, ar shewyvito aucileblad gaagrdzele

 


№2  offline მოდერი ენემი

ძალიან საინტერესოა heart_eyes

 


№3  offline წევრი NeNe127

ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ყველას თქვენ ხო არ იცით რამდენს ნიშნავს თქვენი მხარდაჭერა და თითოეული კომენტარი ჩემთვის და რამხელა მოტივაციას მაძლევს????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent