გაყინული წუთები.თავი 2
ყველაზე საშინელი წლებია,როცა სამშობლოდან და ახლობლებისგან შორს ცხოვრობ.იმ წლების დანაკლისს ვერასოდეს ვერ ამოავსებს ვერც ერთი წელიწადის დრო,მაგრამ ახლა ამდენი წლის შემდეგ სულ ცოტაც და ყველას ნახავს.ეღიმება,რომ რეალურად აღიქვამს წინ რა ბედნიერი და სიხარულით სავსე წუთები ელოდება უახლოესი სამეგობროს შეხვედრისას.მონატრებით ცხოვრება,ეს ხომ ყველა სამშობლოდან მოწყვეტილი ადამიანის სულიერი ტრამვაა,მოწყენილობის და უიმედობის წლები ისე გადის ვერც ვაცნობიერებთ რა დრო გასულა,თურმე რა დიდი დროა რაც მოწყვეტილი ვართ ყველას და ყველაფერს.რამდენი ემიგრანტი დააინვალიდა და დაავადმყოფა მონატრებით ცხოვრებამ,რამდენი ჯერ კიდევ ფიზიკურად მედგრად დგას ფეხზე,მაგრამ სულიერად არის დამახინჯებული და გადაგვარებული.რამდენი ვეღარ გრძნობს სიშორით გამოწვეულ ტკივილს იმდენად არის ეს ტკივილი მთელ სხეულში ფესვებ გასხმული,ასეთებს კი სული აქვთ დაცარიელებული ყოველგვარი გრძნობისგან,მაგრამ დამიანეს სული არც გამოფიტულა სიშორის გამო და არც დაცარიელებულა რომელიც წლების განმავლობაში სათუთად ინახავს მეგობრების საუკეთესო ოცნებებსაც კი.მისამართში მოწერილი ბარის კარი შეაღო თუ არა,ნაცნობი და მონატრებული შეძახილებიც გაიგონა. -როგორც იქნა დადგა ნანატრი დღე და დაგვიბრუნდი ახალი იდეებით მეგობარო.დამიანე ღიმილით წავიდა მეგობრებისკენ და მხურვალრე გრძნობით გადაეხვია მათ.იოანე და ნიკოლოზი,ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ მაგრამ ცხოვრებამ და დრომ სულ სხვადასხვა მხარეს გადაისროლა სამივე და როგორც იქნა სამივე შეხვდა ერთმანეთს 11 წლის შემდეგ.მათ სიმხიარულეს იზიარებდა ყველა,იცინოდნენ წარსულის გახსენებაზე და ისე გაერთნენ რომ რამდენიმე საათში თავზეც კი დაათენდებოდათ.შავი ღამე იყო,ცაც უფრო შავი და გაბერილი სადაც იყო გასკდებოდა და კოკისპირულ წვიმას დაიწყებდა.მეგობრები სახლებში დაარიგა და თავადაც ნასიამოვნები სახლისაკენ გზას დაადგა,გზაში უკვე წვიმამ დაიწყო და სულ მალე ისე წვიმდა გზასაც ვეღარ ხედავდა,სიჩქარეს უკლო და ძალიან ნელა მიდიოდა სიფრთხილის გამო.მიდიოდა და მის წინ წვიმის წვეთები ცეკვავდნენ,უეცრად გზაზე მანქანა დაინახა გაჩერებული და მის წინ გოგონა რომელიც ერთიანად სველი იყო და მანქანას ჩაჰკირკიტებდა,მაგრამ სისველისგან კანკალებდა და სიცივისაგან ტუჩებიც ჩალურჯებოდა,გააჩერა და გადავიდა. -ვხედავ დახმარება გჭირდება. -მართალია,არ ვარ ისეთ მდგომარეობაში დახმარებაზე უარი გითხრათ. -ალბად მე მელოდა.თქვა დამიანემ სიცილით.მანქანებში კარგად ერკვევა,მაგრამ ახლა ვერაფერი ვერ გაუგო რა ჭირდა და ტელეფონი ამოიღო,ცოტა ხნით ელაპარაკა და შემდეგ გოგონას მიუბრუნდა თავადაც ერთიანად სველმა,გოგონა აათვალიერა და ჩაეღიმა მის წინ მისი შავთვალება იდგა რომელმაც ხმის კანკალით უთხრა. -ჩემს გამო სულ დასველდით. -ყავას ვიმსახურებ,მაგრამ არა დღეს. -ახლა რომ მომთხოვო ნამდვილად ვერ დაგპატიჟებ. -მაშ ასე,ახლა მოვლიან და მანქანას წაიყვანებენ,მე კი სახლში წაგიყვან ტელეფონის ნომრები გავცვალოთ და როცა მოისურვებ მზად ვარ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი.ახლა კი ასე უბრალოდ გეტყვი,დამიანე დემეტრაძე ბიზნესმენი. -დიანა დიაურიძე სტილისტი. -საჭირო პიროვნება ხარ. -ვისთვის როგორ.უთხრა დიანამ უკვე კბილების კაწკაწით.დამიანემ სულ იცოდა მანქანაში სპორტულების ჩადება ან რაიმე სვიტერი,დღეს კი ორივე აღმოაჩნდა.შეხედა ერთიანად გაწუწულ დიანას გაეცინა და უთხრა. -გადადი უკან და გაიხადე.დიანას თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა უთხრა. -რა,რა,რა ვქნა? -რა გარყვნილი ფიქრები შემოგეძალა პატარავ,არადა არაფერი არ მიფიქრია მაგდაგვარი,თავად გაყიდე შენი თავი. -ნუ მეთამაშები დამიანე.გაბრაზდა დიანა. -არ გეთამაშები,მართლა გეუბნები გადადი და გაიხადე,ასე გაცივდები და ავად გახდები.მიდი,ნუ გრცხვენია.ხომ ხედავ ვერ მივდივარ ამ წვიმაში თუ არ შეჩერდა ცოტა,ნამდვილად არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს. -კარგი,მაგრამ უკან არ გამოიხედო.დამიანემ ორივე ხელები ასწია მაღლა და უთხრა. -გეფიცები არ გამოვიხედავ.დიანამ გადავიდა უკანა სიდენიაზე და გახდა დაიწყო,რომ დამიანემ კარი გააღო ძირს გადავიდა და უკან დიანას გვერდით მოთავსდა,არ შეიმჩნია დიანას გაოცებული მზედა და თავადაც გაიხადა სულ სველი პერანგი და შემდეგ შეხედა დიანას. -რას აკეთებ,რას შვრები. -რას ვაკეთებ,ხომ მითხარი უკან არ მოიხედოო,მეც დავიფიცე და ფიცს ხომ არ გავტეხავდი,უკან არ მოვიხედე მაგრამ გვერდით გიზივარ და მინდა გაგათბო.ხელი დაავლო და დიანას შიშველი სხეული გულზე აიკრა. -დამიანე............... -სუ გაჩუმდი,მხოლოდ გაგათბობ სიცივისგან სულ კანკალებ.ისე ეს ლიფიც სველია და ცუდ შეგრძნებას მიტივებს სველი რომ მედება. -დამიანე შენ რა დამცინი?იგრძნო დიანამ როგორ ჩაიცინა და უნდოდა გასწორებულიყო,მაგრამ დამიანეს ხელებმა არ გაუშვა და მის მკერდზე მიადებინა თავი. -არა სულელო,მართლა გაგათბობ და შემდეგ ჩემს მშრალ სპორტულებს მოგცემ.დიანა გათბა და დამიანემ იგრძნო როგორ მოითენთა,ნელა ნელა სითბოში ძილიც შემოეპარა მის მკერდზე თავმიდებულს.მისი მკერდის შიშველი ნაწილი დამიანეს შიშველ სხეულს ედებოდა და მისი გული სადაც იყო გარეთ გამოვიდოდა ძლიერი ფეთქვისგან.მისმა ყოველდღიურმა ახალ-ახალი ქალების ცვლა თითქოს აქ შეჩერდა და ერთ ადგილზე გაიყინა,მის მკლავებში იყო ის ქალი,ვინც მისმა გულმა იგრძნო.მის მკლავებში მშვიდად სუნთქავდა უფლის მიერ შემკობილი სილამაზე,რომელსაც საოცარი და განსხვავებული სურნელი ასდიოდა,მისი თვალები კი საუკუნო ერთგულებას ასხივებდა.არა,არ უნდოდა დიანასთან მას მხოლოდ ხორციელი ვნება და სიამოვნება.მის მკლავებში იმ წუთში სხვა ქალი რომ ყოფილიყო ისე შიშველი როგორც დიანა აუცილებლად მიმართავდა სხვა ხერხს და არ გაუშვებდა მისი დაღი რომ არ დაემჩნია მისთვის,მაგრამ დიანა სულ სხვა იყო,სულ სხვა განზომილება.გარეთ ისევ წვიმს და ისეთი პირი უჩანს,რომ კიდევ დიდი ხანი არ გადაიღებდა წვიმას.თითქოს სევდიანი წვიმა იყო,მაგრამ მისთვის თბილი და სასიამოვნო.ზემოდან დახედა დიანას და მის სავსე მკერდს რომ შეხედა ამოიხვნეშა,სიამოვნების განცდა დაეუფლა და გაიფიქრა ,,ნეტავ შესაძლებელია ოდესმე შევეხო ამ შენს სიმდიდრეებს?''დიანამ ამოიხვნეშა და ხელი მაღლა ასწია,მისი გრძელი თითები დამიანეს მკერდზე დაადო და რაღაც ჩაიბურტყუნა,რაზედაც დამიანეს ჩაეღიმა.უყურებდა დიანას ლამაზი სახის ნაკვთებს და საერთოდ გაუქრა ძილი,ხედავდა როგორ გათენდა,როგორ შემოეპარა ცაზე შავ ღრუბლებს სითეთრე,ფრთხილად შეაღვიძა დიანა და უთხრა. -გაიღვიძე,უნდა წავიდეთ თორემ გადამერია ის ქალი რომელმაც რამდენჯერმე შემოიხედა და დარწმუნებული ვარ კარგი არაფერი არ უფიქრია. -ღმერთო გათენებულა.აღმოხდა გაოცებულს. -დილა მშვიდობის ძილის გულდა,გათენდა როგორც ხედავ და ადგილს თუ არ მოიცვლი,გეფიცები მარცხენა ფეხს ვერ ვგრძნობ და მგონი მოსაჭრელია უკვე. -მასხარა,რომ მასხრობს კიდეც. -აბა რა ვქნა,ვიტირო?მე არც მომწყინდება ასეთს გიყურო და დავტკბე შენი სავსე და გემრიელი მკერდის ცქერით,მაგრამ აი ესენი ჩაიცვი ნუ გადარიე ის მოხუცებული ნახე როგორ გვიჭყიტალებს.გაახედა დიანა ვიღაც სათვალეებინი ქალისაკენ რომელიც უცნაურად უწრიალებდა დამიანეს მანქანას. -ვაიმეეეე,სირცხვილია.არ გადახვიდე,ძალიან გთხოვ. -აბა რას მთავაზობ,ასე ვიყოთ დღესაც აქ? -არა მაგრამ.......... -აქედან წავიყვან მანქანას,მეხუმრები დიანა?დამიანეს გაეცინა და თავადაც ჩაიცვა მშრალი სვიტერი,შემდეგ უკნიდან გადაბობღდა წინ და ნელა-ნელა გაეცალა იმ ადგილს.სულ მალე დიანას ნათქვამ მისამართზეც მივიდა და თითქოს გულიც კი დაწყდა რომ უკვე დრო მოვიდა უნდა დამშვიდობებოდა.დიანამ მიუბრუნდა დამიანეს და ჩუმი,წყნარი ხმით უთხრა. -არასოდეს არ მქონია მომენტი,რომ ჩემი თავი სხვაზე მეტი წარმომეჩინა,მე ყოველთვის ის ვარ რაც ჩემშია,ჩემია და არც ვაპირებ შეცვლას.პრინციპული ვარ,მაგრამ ბოლო დროინდელმა ჩემმა პრობლემებმა ძალიან გადამღალა.ახლა თავში რომ ჩამარტყა,ხელს არ შემოგიბრუნებ მხოლდ ერთს გთხოვ,ის რაც წუხელ დაინახე ნუ იფიქრებ,რომ მე საზღვრებს ასე ადვილად ვცდები.არასოდეს დამიკარგავს ჩემი მე და ჩემი ავტორიტეტი,მაგრამ სიმართლე გითხრა არ ვიცი რა დამემართა.უბრალოდ წუხელ დავივიწყე ყველა და ყველაფერი,რადგან სულიერად ვარ ძალიან გადაღლილი. -დიანა მართალია არ მიცნობ და არ გიცნობ,მაგრამ შეგიძლია მენდო.შეგიძლია თავისუფლად მელაპარაკო და მითხრა რამ გადაგღალა ასე ძალიან,თუ შევძლებ დაგეხმარები კიდეც და შენს გვერდით ვიქნები.რაც შეიძლება იმაზე ფიქრს,რომ მე შენი ეს საქციელი წუხელ სხვა გვარად ვიფიქრე სცდები,მართლა უჩვეულო ღამე იყო ერთ უჩვეულო და არა ჩვეულებრივ გოგონასთან ერთად.რაც შეეხება რთულ ცხოვრებას,ოპტიმისტი უნდა იყო და ყველაფერი გაგიადვილდება.გახსოვდეს,იმედი ყოველთვის იმ ხიდის თავშია სადაც იშვიათად დადიხარ და არც ელოდები,მაგრამ ის შენს გვერდით დგას,შენს სიახლოვეს.დრო,დრო არის დიანა წუთებიც და წამებიც,ხანდახან კი ხედავ რომ შენს გარშემო ,,გაყინული წუთებია'' მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება.ახლა გადადი და მე შენს ზარს დაველოდები. -მადლობა დამიანე შენ კარგი ადამიანი ხარ.დიანა გადაიხარა და დამიანეს ლოყაზე აკოცა,დამიანემ კი ღიმილით გააყოლა თვალი და მანამ არ წავიდა სანამ მის სპორტულებში გამოწყობილი ერთ-ერთი სახლის ეზოში არ შევიდა.წავიდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა,უეცრად თვალი მოკრა მის გვერდით სიდენიაზე ოქროს სამაჯურს,აიღო და ზედ წარწერა წაიკითხა ,,დიანას დედასგან''.კმაყოფილა ჩაიცინა და შემდეგ მისი საფულეს წინა ჯიბეში მოუძებნა ადგილი.ეს კიდევ ერთი დიდი იმედი,რომ ის დამიანეს აუცილებლად შეეხმიანებოდა,თუნდაც ამ სამაჯურის გამო.სახლში შევიდა და პირდაპირ მის ოთახში ავიდა,სულ ცოტა ხანში სველი ტანისამოსი თავად შეიტანა სააბაზანოში და გასარეცხებში დადო.ანკა კი იდგა და გულზე ხელებგადაჯვარედინებული უცქერდა მისთვის მომღიმარ ძმას და ვერ მიმხვდარიყო რა აცინებდა დამიანეს მარტო ასე უაზროდ და უმიზეზოდ. -სად იყავი წუხელ,რატომ არ მოხვედი სახლში. -ვაიმე გული,ანკაააა შემეშინდა გოგო.წარბი აუწია დას და მკაცრად უყვირა. -ვაიმეეე,რა სუსტი გულის ყოფილა ჩემი ძმა. -რატომ იკბინები დილიდან,სხვები სად არიან ჯერ კიდევ სძინავთ? -კი აბა ძინავთ,მამა და დემეტრე კომპანიაში,ნანკა თავის ოთახში ვერ გადაუწყვეტია დღეს რა ჩაიცვას და დედა სალონში წავიდა. -წადი ჩაიცვი შენც და წაგიყვანთ.დამიანემ მკაცრად შეხედა ანკას და თავადაც მის ოთახში წავიდა,მანამდე კი ნანკა შეამოწმა რას იცმევდა. -რას იცმევ,აარჩიე? -ამათ.ნანკამ თეთრი კლასიკური შარვალი და ასევე თეთრი ზედა დაანახა დამიანემ კი შეხედა და უთხრა. -არ გირჩევ,შეცვალე დღეს თეთრი არ ჩაიცვა. -რატომ? -იმიტომ,რომ წუხელ მთელი ღამე წვიმდა და დღეს მაგ თეთრი შარვალი შავად შეიღებება. -ხო კარგი.უთხრა ბუზღუნით და როგორც იქნა მოემზადა სამივე,დები სასწავლებელში დატოვა და დაემშვიდობა.ტყუპებს ეგონათ დამიანე წავიდა,მაგრამ როცა ლექსიები დაიწყო და სასწავლებლის ეზო ხმაურისგან მიწყნარდა,დამიანე მტკიცე ნაბიჯებით შევიდა შენობაში და დირექტორი იკითხა.მიასწავლეს და ფრთხილად მიუკაკუნა კარებზე. -მობრძანდით.მოესმა მამაკაცის ხმა. -უკაცრავად.თქვა და კარებში თვალებგაფართოვებული გაშეშდა.-შეეეენ?კითხა მის წინ მდგარ მასავით გაოცებულ მამაკაცს. -ხო მე ვარ,მაგრამ შენ აქ რა გინდა. -თომა არ ვიცოდი აქ თუ მუშაობდი,ამხელა თანამდებობა გაქვს და ბარმენად რატომ მუშაობ? -დამიანე ბარმენად რომ ვარ,იქ ვარ ის ვინც ვარ სინამდვილეში რადგან ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ის ბარიც ჩემია. -შენია?ღმერთო როგორ გამაბითურე იმ ღამეს. -არა,რატომ?გაეცინა თომას. -ისე მითხარი,მეგონა უფროსის გეშინოდა არ დაეთხოვე სამსახურიდან. -გავითამაშე,ისე შენც შეგიძლია მოხვიდე და შენი ნიჭი იქ წარმოაჩინო,მიყვარს ბარმენობაო ხომ თქვი. -მოვალ აუცილებლად. -ახლა მითხარი აქ რამ მოგიყვანა. -აქ ჩემი ტყუპი დები სწავლობს,მეორე კურსზე არიან. -ტყუპი დები ანკა და ნანკა შენი დები არიან? -კი ნანკა წყნარია და ანკა სულ სხვანაირია, ჩვენი სისხლის გამშრობია.თომას ჩაეცინა და დამიანეს შეხედა. -უნდა იამაყო ისეთი დები გყავს,ანკა უნიჭიერესია და წარჩინებული სტუდენტია.ნანკაც კარგად სწავლობს,მაგრამ აშკარად ჯაბნის ანკა. -თომა არ მინდა გაიგოს მათმა ჩემი აქ ყოფნის შესახებ. -დაცული ხარ,ეს მე მომანდე. -ანკამ მითხრა,რომ ყველაფერს იღონებს გაცვლით პროგრამაში მოხვდეს,რამდენად შესაძლებელია ეს თომა. -ძალიან კარგ აზრზეა,კარგია რომ მითხარი რადგან ბევრი კონკურენტი ყავს,მაგრამ დამერწმუნე ანკას არ გაუჭირდება ამ პროგრამაში მოხვდეს,არცერთი არ არის მასზე ნიჭიერი.ვეღარ ვუძლებ დამიანე ამდენი მამიკოს ფულებით გატუტუცებულ გოგოებს. -ესე იგი ტყუილი არ უთქვამს ჩემს გიჟს და მიხარია რომ რწმენა რაც მასშია ეს საქმედ იქცევა,ამ პროგრამაში მოხვდება და ოცნებას აისრულებს. -ჩათვალე,რომ უკვე მოხვედრილია.გაეღიმა თომას. -მადლობა თომა და წასვლამდე მინდა კიდევ ერთ რამეზე გავამახვილოთ ყურადღება. -გისმენ დამიანე თავისუფლად ისაუბრე, ნუ ხარ დაძაბული. -არ ვიცი რამდენი დრო დაჭირდება ამ პროგრამის წარდგენას სტუდენტებში,მაგრამ მინდა მანამდე ჩვენი მეგობრობა საიდუმლოდ დარჩეს,რადგან არ მინდა მითქმა-მოთქმა მოხდეს. -ვიცი რასაც გულისხმობ,მე სამი თვით მივდივარ აქ არ ვიქნები,ამ სამ თვეში ყველაფერი მოგვარდება და ანკა დამსახურებულად შეძლებს ამ პროგრამით თავისი ოცნების ახდენას.ერთმანეთს დაემშვოდობნენ და დამშვიდებული წავიდა კომპანიაში,უკვე შუადღის საათები იყო რომ ანკამ დაურეკა. -ვუსმენ ნომერ მეორე ტყუპს. -დამიანე ბარში მივდივართ ყველა და ცოტა შეგვაგვიანდება მე და ნანკას. -რამდენად ცოტა,მაინც რომელ საათზე მოხვალთ სახლში ანკა. -8-ზე სახლში ვიქნებით დამიანე.მოესმა ნანკას ხმა. -გაგიჟდი?8 ადრეა.ვითომ ჩუმად თქვა ანკამ და შემდეგ დამიანეს უთხრა.-10-ზე სახლში ვიქნებით ძამიკო. -კარგი გიშვებთ. -თანახმა ხარ,დამიანე კარგად ხარ? -კარგად ვარ,გიშვებთ მაგრამ ერთი პირობით. -რა პირობით. -მომწერეთ სად იქნებით,რომელ ბარში.თუ რამე არ მოგწონთ,მაშინ ახლავეს სახლში წადით და მეც მალე მოვალ. -არა,არა კარგია,თანახმა ვართ.უთხრა ანკამ და ტელეფონი გათიშა.დამიანე სახლში წავიდა 10 საათზე ურეკა ანკას და არ პასუხობდა,შეტყობინება გაუგზავნა და პასუხი არ დაუბრუნა.შემდეგ ნანკას შეტყობინება მიიღო სადაც იყვნენ და გიჟივით გავარდა სახლიდან.მივიდა ნაცნობ მისამართზე,თომას ადგილს შეხედა და იქ არ იყო,ნანკას შეხედა და გოგოებთან ერთად იჯდა და დრო და დრო წვენს წრუპავდა.ანკას გვერდით კი უცხო ბიჭი იჯდა რომელიც ანკას წვენის დალევას აძალებდა,ეს დაინახა თუ არა ძალიან გაბრაზდა და პირდაპირ ანკასთან მივიდა. -დამიანეეეე,უკვე მოვდიოდით.ანკა ფეხზე წამოდგა,მაგრამ მის გვერდით მყოფმა ბიჭმა ხელით დაქაჩა და ადგილზე დააბრუნა. -არსად არ წახვალ ანკა. -ხელი გაუშვი,შენ იჯექი და ანკა გამოუშვი.კბილებში გამოცრა დამიანემ. -რატომ,ეს გოგო მე მახლავს ამ საღამოს ჩემია და შენ რატომ გაგატანო?დამიანეს სისხლმა აასხა თავში და ბოლო ხმაზე იყვირა. -ანკა და ნანკა გადით და მანქანაში დამელოდეთ.ნანკას ხელი გაუწოდა და გასაღები მისცა. -არსადაც არ წამოვლენ.გაჯიუტდა ბიჭი. -მიშო სჯობს ნუ შეეკამათები.უთხრა მშვიდად ანკამ. -არა,არ გაგიშვებ,გზაში რომ მოგკლას და გადაგაგდოს?დამიანეს გულიანად გაეცინა და შემდეგ უცებ დასერიოზულდა. -აი ხედავ რა უცებ შეიცვალა სახე?ანკა ვერ გაგიშვერბ. -გამოუშვი,გზა დაუთმე.მტკიცე და ცივი ხმა ჰქონდა დამიანეს და თან თვალებით ბურღავდა მიშოს. -ანკა შენი შეყვარებული მონსტრია,როგორ ძლებ მასთან.თქვა ერთ-ერთმა გოგონამ და დამიანემ მკვლელის თვალებით შეხედა,რომელმაც შიშისგან ლამის ენაც კი გადაყლაპა. -ანკა მილიციას დავურეკავთ.დამიანეს მოთმინება დაელია და მისმა ხმამ ბარში მყოფი მუსიკაც კი გადაფარა. -გამოუშვი იდიოტო,ძმა ვარ ტყუპების და შენ დიახ მონსტრი ვარ მაშინ როცა ჩემს საყვარელ ადამიანს ვიღაც ნარკოტიკ გარეული წვენის დალევას აძალებს.დაურეკე მილიციას და ნახავ ვინც მოხვდება იქ იმ გისოსების მიღმა.ბიჭს სახეზე ფერებმა გადაუარა,ყველას ყბა ჩამოუვარდა დამიანეს სიტყვებზე. -რააა,რას მაძალებს?გაუკვირდა ანკას. -რა გულუბრყვილო ხარ ანკა როდის უნდა ისწავლო ხალხის გამოცნობა,შენ გგონია ესენი შენი სამეგობრო არის?ამაზე სახლში ვილაპარაკოთ,ახლა კი გამოდი აქეთ.დამიანემ ხელით გამოწია ანკა და თავად მივიდა აცახცახებულ ბიჭთან წვენი აიღო და უთხრა. -დალიე,ანკას ხომ აძალებდი შენ დალიე ფული გაქვს გადახდილი. -არ მინდა,ლუდი მაქვს დალეული. -მაშინ წავიღებ და შენს დას დავალევინებ შე ნაბიჭ...ო.მეორედ რომ ასე მოექცე ჩემს დებს ისე გაგაქრობ ვერავინი ვერ გიპოვნის ვერც მკვდარს და ვერც ცოცხალს. -არ ვიცოდი ძმა თუ იყავი. -ახლა ხომ დარწმუნდი,ამიერიდან გირჩევ ფრთხილად იყო. -ანკამ თქვა ჩემი შეყვარებული არისო. -არა,რაც გინდოდა ის გაიგონე,ანკამ თქვა ჩემი საყვარელი ადამიანი არისო და აღარ შეგისწორა,რადგან ანკამ იცის ძალიან არ მიყვარს გაშპაკლული გოგონები რომლებმაც სიარულიც კი არ იციან წესიერად.დებს გადახედა და მკაცრად უთხრა. -წავედით,წასვლის დროა.დამიანეს არ შეუმჩნევია რამოდენიმე მაგიდის მოშორებით რომ დიანა იჯდა და გაოცებული მიჩერებოდა დამიანეს.უნდოდა გამოლაპარაკებოდა,მაგრამ სახე მოარიდა თვალში რომ არ მოხვედროდა.გარეთ გასულები ჩაჯდნენ თუ არა მანქანაში ანკას მიუბრუნდა. -სად გაქვს ტელეფონი,რომ გირეკავ რატომ არ მპასუხობ, რომელი საათია იცი? -ჩანთაში მქონდა და არ გამიგონია ხმა.სახლში გაბრაზებული შევიდა და თავადაც პირდაპირ საძინებელში შევიდა,გოგონებს კი მკაცრად უთხრა. -სასწრაფოდ საძინებელში,ხვალ ვისაუბრებთ საჭირო თემაზე.იმ ღამით არ დაეძინა დამიანეს,რამოდენიმეჯერ ადგა და დემეტრეს საძინებელში შევიდა უკვირდა დემეტრე სახლში რომ არ დაბრუნდა,რამოდენიმეჯერ დაურეკა მაგრამ ნომერი გამორთული ჰქონდა.დილამდე მოუსვენრად იყო.შუადღისით დაბრუნდა დემეტრე მაგრამ დამიანემ არ მიეძალა,იფიქრა ალბად გაიარა თუ რაიმე მნიშვნელოვანია მეტყვის თავადო და დამშვიდდა ჩვეულ ფორმაში რომ იყო.ერთ დღეს გაბრაზებულმა ვეღარ მოითმინა და პირდაპირ უთხრა. -რა ხდება,რამე შეიცვალა შენში? -რატომ მეკითხები.გაუკვირდა დემეტრეს. -ხან ყურებამდე ხარ გახსნილი და მარტო იცინი,ხან კი დაგრუზული დადიხარ,არ გინდა მითხრა რა შეიცვალა შენში? -დამიანრე მგონი გავები. -რა?როგორ ან ვისთან. -ქეთისთან. -ქეთისთან?ქეთი გიყვარს? -არ მიყვარს,არ ვიცი მიყვარს თუ უბრალოდ მივეჩვიე. -მე რა გითხრა ძმაო,უბრალოდ გეტყვი რომ ნუ იჩქარებ.რამოდენიმე კვირა იყო გასული დემეტრეს და დამიანეს დიალოგიდან, რომ ერთ საღამოს სრუიად უცხო ბარში შევიდა,უკვე ღამე იყო,დალევა არ უნდოდა უბრალოდ იჯდა თავისით მაღალ სკამს მიყრდნობილი და ფიქრობდა,უეცრად ნაცნობი ხმა შემოესმა,რომელიც დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა. -მარტო რატომ ხარ,გეთქვა ვინმესთვის და წამოგყვებოდა. -ვისთვის უნდა მეთქვა,მიტომ დაგირეკე და გთხოვე შეხვედრა დალაპარაკება მინდოდა შენთან. -როგორ ხარ,დემეტრესთან როგორ მიგდის საქმე,გამოდის რამე?ქეთა შეეშვი ამ თამაშს,დემეტრეს ნუ გამოიყენებ,ის ძალიან თბილი ადამიანია, არ გიზიდავს და ისე ეკეკლუცები. -დემეტრეზე დავქორწინდები და სულ მალე ჩემი გავლენის ქვეშ მოექცევა. -რამე გეგმა გაქვს? -ჯერ არა,მაგრამ რამეს მოვიფიქრებ. -მისი ძმა მართლა ისე უხეშია როგორც ამბობენ? -მისი ძმა?საოცარია,თათი ის ისეთი მამაკაცურია,მაგიჟებს. -დაუახლოვდი,იქნებ ის დააინტერესო სანამ დემეტრეს შეაბავ. -ვარიანტი არაა,ზედაც არ მიყურებს არადა რომ ჩამივლის მისი სურნელი მაბრუებს. -მეც დავინახე ერთხელ და უნდა ვაღიარო,რომ მართლა ზედმეტად მამაკაცურია.გაოგნებული უსმენდა დამიანე და მიხვდა,რომ ქეთის დემეტრე აკვიატებული ჰყავდა,არანაირი სიყვარული და გრძნობა არ გააჩნდა მის მიმართ.ქეთის მათი კომპანია,მათი სახელი,დემეტრე და დემეტრეს კარგი ეკონომიური მდგომარეობის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი.თავად დასახა გეგმა და გადაწყვიტა ჯერ არავისთვის არაფერი არ ეთქვა.დილით კომპანიაში მისულმა ქეთის გაუღიმა,რამაც ის დააბნია და მოულოდნელობისაგან სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა.ნელა-ნელა დაუახლოვდა ქეთის და იმ ზომამდე მიიყვანა თავისით აღიარებინა,თუ როგორ ძალიან უნდოდა მასთან სექსი,თუ რამდენად დიდი იყო მისი სურვილი,დამიანემ ეს ყველაფერი ჩაიწერა და უნდოდა დემეტრესთვის ეჩვენებინა,რომ ერთ საღამოს დემეტრემ საკმაოზე მეტი დალია და ქეთიმ წაიყვანა სასტუმროში,დემეტრეს ყველაფერი გახადა და ოთახში მიმოაბნია მათი ტანისამოსი და შემდეგ თავადაც შიშველი შეუწვა,დაწოლამდე კი თითი გაიჭრა და ზეწარს დაასხა სისხლის წვეთები,დემეტრეს რომ ჰგონებოდა მისთვის ეს ღამე პირველი ღამე იყო.დილით დემეტრე შოკირებული იყო,უცქერდა მის გვერდით მძინარე შიშველ ქეთის და საწოლზე სისხლის კვალმა კი საერთოდ გადაუკეტა ტვინი.ამას ისიც დაემატა ქეთიმ გამოიღვიძა თუ არა ისტერიკა მოაწყო და დემეტრეს იქეთ მოუხდა მისი დაწყნარება,მაგრამ ქეთი უეცრად წამოდგა ზეწარი შემოიფარა შიშველ სხეულზე და სამზარეულოში გავიდა,რაც კი მოყვა ხელში ყველაფერი დაამსხვრია,ისე აკეთებდა ყველაფერს და ისე მსახიობობდა,რომ დემეტრეს მასში ეჭვი არ შეეტანა.სამზარეულოში აქა-იქ მიყრილ-მოყრილ სტეკლოს ნატეხებზე ხელები დაისერა და დემეტრემ თავად გაუსუფთავა ჭრილობები და თავად გადაუხვია.ჩაიცვა,მოწესრიგდა და დამიანეს დაურეკა. -დამიანე სად ხარ. -სახლში ვარ. -მისამართს მოგწერ და მოდი რა,უნდა დაგელაპარაკო ძმურად,მჭირდები. -მომწერე სად ხარ და გამოვდივარ.გაუკვირდა დამიანეს დემეტრეს ზარი და ისე გავარდა სახლიდან არავინისთვის არაფერი არ აუხსნია,რამოდენიმე წუთში დემეტრეს მიერ მიწერილ მისამართზე მივიდა,ქეთის კი არ ესიამოვნა დამიანეს დანახვა და დემეტრეს გაბრაზებულმა შეხედა.დამიანემ შეხედა თუ არა დემეტრეს არ მოეწონა მისი არეული სახე და შემდეგ თავდაყირა დაყენებულ ოთახს თვალი მოავლო. -რა გჭირს,რა ხდება რა სახე გაქვს ან აქ რა ხდება მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და მე ჯერ აზრზე არ ვარ თუ მიწისძვრა იყო,არადა ჯერ ტელევიზორს არაფერი არ გამოუცხადებია.დემეტრემ ვერანდაზე გაიყვანა და მოწყენილად აუხსნა ყველაფერი,დამიანეს ერთი სიტყვაც არ დაუჯერებია დემეტრეს ნათქვამიდან. -დემეტრე დარწმუნებული ხარ,რომ ყველაფერი ისე იყო როგორც მან გითხრა? -ტყუილი რატომ უნდა ეთქვა ან რაში ჭირდებოდა ამ თეატრის დადგმა. -მე რა გითხრა ძმაო,უბრალოდ გეტყვი რომ ნუ იჩქრებ.არ დაგიმალავ,რომ დიდად არ მეხატება გულზე ეს გოგო და არ ვარ დარწმუნებული მის სისპეტაკეში,სხვა შენ თავად იცი.დამიანე მეორე დღეს ინტერესით აკვირდებოდა ქეთას და არ მოეწონა მისი ხშირი საუბარი ტელეფონზე,თან საუბრის დროს კარგად ათვალიერებდა გარემოს,თითქოს ეშინოდა ვინმეს არ შეესწრო საუბრის დროს.ამან კი დააეჭვა დამიანე და იმ დღიდან კვალს არ უკარგავდა,შეუმჩნევლად დაყვებოდა ლანდივით უკან.ვერ ისვენებდა,უნდოდა გაეგო რა აშინებდა და ან რა თამაშს თამაშობდა და ქეთის დეტექტივი მიუჩინა,ასევე დაავალა მისი ტელეფონის მოსმენა და ყველაფრის ამოწერა.ორ კვირაში დეტექტივი დამიანესთან მივიდა და ჩანაწერების სიდი მიუტანა და თან უთხრა. -ბ-ნო დამიანე ვფიქრობ აქ უნდა შეწყდეს თვალთვალი,რადგან აქ ყველაფერი ნათლად არის ახსნილი თუ რა მიზანი ჰქონდა ქეთის დემეტრესთან.დამიანემ მოემზადა მოსასმენად,რომ ტელეფონი ახმაურდა და ზედ ნაცნობი და უკვე ლოდინით დაღლილი ნომერი დაინახა,გაეღიმა. -დამიანე დიანა ვარ თუ კიდევ გახსოვარ. -ლოდინი ისეთი ცუდი და დამღლელია უკვე თითქმის დავიწყებასაც კი მიეცემოდი,მაგრამ ჯერ შევხვდეთ და შემდეგ ამ ლოდინისთვისაც სასჯელს მოგიმატებ. -რას ამბობ,მაშინ გადავიფიქრებ შეხვედრას. -არც იფიქრო,სად და როდის. -თომას ბარში. -თომას ბარში,გამოვდივარ უკვე.ყველაფერი სეიფში შეინახა და სუნთქვა შეკრული გავიდა თავისი კაბინეტიდან.გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა,დამიანემ რამდენიმე ახალი კოქტეილის გაკეთებაც ასწავლა მათეს და ბარმენის ადგილზე როცა იდგა სულ სხვა დამიანე იყო,სულ დაავიწყდა ყველა პრობლემა.შეხვედრებმა იმატა,თითქმის ყოველ დღე ხვდებოდნენ ერთმანეთს და ნელა-ნელა გრძნობებიც გაჩნდა. -დამიანე მოგწონს დიანა?შეეკითხა ერთ საღამოს თომამ. -ვფიქრობ,მოწონებაზე მეტია დიანა ჩემში. -უნდა ვაღიარო,რომ კარგი არჩევანი გააკეთე.ის ზედმეტად სუფთაა და ნუ გაუშვებ ხელს. -მეც მასე ვფიქრობ.უთხრა თომას და იმ საღამოს მისი ნანატრი ბაგეებიც კი დააგემოვნა.ამ კოცნით მისი გრძნობები გამოხატა დამიანემ,დიანას კი საუცხოო შეგრძნება დაუტოვა.ჯერ კიდევ თვალდახუჭული იდგა და აგონიაში იყო,რომ მის ტუჩებს ისევ შეეხო ნაზად ოდნავ გაპობილი ბაგეებით დამიანე და ეს იყო ნაზი,მაგრამ მგრძნობიარე და რომანტიკული კოცნა. -ახლა ისე ახლოს ხარ ჩემთან რომ შენთან ერთად ნებისმიერ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ.უთხრა დამიანემ ჩახლეჩილი ხმით.დრო არ იცის სიყვარულმა,ერთი სიტყვა ტელეფონზე ეთქვა დამიანეს ,,მენატრები'' პასუხი იყო დიანასი,,,მოვდივარ,სად მოვიდე'' და რამოდენიმე წუთში ავსებდნენ ერთმანეთს.ერთ საღამოს კი ძალიან ნერვებ მოშლილმა დაურეკა დიანას. -გისმენ დამიანე. -რას აკეთებ. -ვმეცადინეობ. -დიანა უნდა გნახო,მჭირდები. -რა მოხდა,რა ხმა გაქვს,უკვე გამოვდივარ. -ჩვენს ადგილზე მოდი.ადგა კაბინეტში შუქი ჩააქრო და ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კომპანია,10 წუთში დანიშნულ ადგილზე იყო.დიანაც მალე მივიდა,მიუახლოვდა თუ არა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. -რა მოხდა,რა გჭირს ინერვიულე? -მეტყობა? -კითხვა უნდა მაგას?ჩაიხედე სარკეში და შეხედე შენს თავს,სულ სხვა ადამიანი ხარ დამიანე. -წამოდი.ხელი მოკიდა და მანქანაში ჩააჯინა,ცოტა ხანში ერთი სასტუმროს წინ გააჩერა და თავის დაკვრით მიესალმა ყველა და მეორე სართულზე ავიდა,ერთ-ერთი საოცრად კარგად მოწყობილ ნომერში შევიდა,რამაც დიანა ძალიან გააოცა. -რას ნიშნავს ეს ყველაფერი,ასე თავისუფლად აქ რატომ შემოდი დამიანე. -აქ არ მჭირდება პირადობა დიანა. -ვხვდები და მეც ეს მაინტერესებს,რატომ. -ეს სასტუმრო ჩემია. -რააა,არ ხუმრობ? -არა,საერთოდაც არ მინდოდა გცოდნოდა,ჯერ-ჯერობით მაინც.უთხრა,გაუღიმა და თვალი ჩაუკრა.შემდეგ მიუახლოვდა და მაისურის ქვეშ ხელი შეუცურა და ლიფიც ოსტატურად შეუხსნა,მისმა შეხებამ შიშველ სხეულზე დიანა აღზნებაში მოიყვანა და თავადაც გადააძრო მაისური,ვნებამ გამბედაობა შეჰმატა და ერთმანეთს შემოაძარცვეს ტანისამოსი რაც უკვე მათთვის ყოვლად ზედმეტი იყო.ვნება ჩამცხრალები იწვნენ და დამიანეს ისევ ჩახუტებული ჰყავდა დიანა. -აბა მითხარი რა მოგივიდა, გისმენ. -საიდან დავიწყო და სად დავასრულო. -თავიდან დაიწყე,როგორც ხედავ არ ვჩქარობთ.დამიანემ ყველაფერი მოუყვა და შემდეგ განაჩენივით დაელოდა რას ეტყოდა ამ ყველაფერზე დიანა. -დემეტრეს უნდა უთხრა ეს ყველაფერი დამიანე.რაც შეეხება სცენის მოწყობას,ასე აწყობდა,სხვას ვერაფერს ვერ გეტყვი,რადგან არ ვიცნობ თავად პიროვნებას,რასაც ვამბობ შენი მონაყოლიდან გამოტანილი დასკვნაა. -ჯერ ჩანაწერებს უნდა მოვუსმინო. -არ მოგისმენია? -არა,ვერ გავბედე ძალა არ მეყო,რადგან ვიცი რაღაც საზიზღრობას მოვისმენ. -დაჯექი,მოუსმინე და თავად მიხვდები როგორ უნდა იმოქმედო.ამ ყველაფერს თავად ვერ გაუმკლავდები,ვინმეს უნდა გაანდო. -მართალი ხარ.უთხრა დამიანემ და მის წითელ ტუჩებს დააკვდა,ხელი კი ისევ მის შიშველ სხეულზე აასრიალა,რამაც ისევ გააღვიძა ვნება და აკრუსუნდა,დამიანე კი ამ კრუსუნზე უფრო გახელდა,რომელიც ვერ ძღებოდა კოცნით და ფერებით.იგივე მდგომარეობაში იყო თვით დიანა მაგრამ უკვე დაღლილობაც ეტყობოდა,ვერ თმობდა დამიანეს მასთან სიახლოვე აგიჟებდა და ჭკუას აკარგვინებდა,ბოლოს ღრმად ამოისუნთქა ორივემ ერთად და დამიანემ ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა გონება გათიშულ დიანას. -ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ და მხოლდ ჩემი ხარ.დიანამ ღიმილით შეხედა კმაყოფილებით სავსე დამიანეს და მანაც ჩურჩულით უთხრა. -შენ კი ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი. -მინდა ჩემი ოჯახი გაგაცნო. -მართლა?შეხედა გაოცებულმა და შემდეგ გაუღიმა. -მართლა ხო,აბა როდემდე უნდა ვიმალოთ,ვფიქრობ რომ დროა ამ ყველაფერს სერიოზული სახე მივცეთ. -ჯერ გამოცდები მაქვს და ერთი თვე მკაცრი მეცადინეობა მიწევს,მართლა არ მაქვს დრო. -მე არ შეგიშლი ხელს,იმეცადინე და თუ მოგენატრო ნომერი იცი,დამირეკე და სადაც უნდა მოხვიდე ისიც იცი,მე აქ დაგხვდები,მხოლოდ ერთი სიტყვა მომწერე,მოვდივარ ან მომენატრე და სადაც არ უნდა ვიყო,მეც აქ გავჩნდები. -მარტო ჩემი ხარ და მარტო მე მეკუთვნი. -მეც ეს მინდა და ვფიქრობ ესეც მალე მოხდება.ორივე წამოდგა და წყალი გადაივლეს და დიანამ როცა კაბა გადაიმცვა დამიანეს თხოვა უკან ელვის შეკვრა,შეეხო თუ არა დამიანეს ხელი მის სხეულს,გული აუჩქარდა და სუნთქვა შეეკრა.ხელით შეაბრუნა მისკენ და დიანამ დამიანეს ცისფერ თვალებში ჩაიძირა. -რა გემართება დამიანე. -ლამაზი ხარ.აღმოხდა ორი სიტყვა და ყელს მომდგარი ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა.ესიამოვნა დიანას დამიანეს სიტყვები,ხელები შემოხვია და თავი მის განიერ მკერდს მიადო. -წამოდი წაგიყვან,თორემ დიდი ხნით ვერ ვძლებ უსაქმოდ შენს გვერდით.გაეცინა ორივეს და დამიანემ სახეზე ჩამოყრილი თმები გადაუწია,შემდეგ კი ფრთხილად და ნაზად აკოცა საფეთქელზე.უხმოდ გავიდნენ სასტუმროდან,დიანას ნათქვამ მისამართზე მივიდა გაოცებულმა შეხედა მის წინ ამაყად მდგარ სამ სართულიან სახლს. -აქ ცხოვრობ? -აქ ვცხოვრობთ ამხელა სახლში,მხოლოდ მე და მამა. -დედა? -დედა,დედა ჩემს მშობიალობას გადაყვა და მარტო მამამ გამზარდა. -არ ვიცოდი ასეთი მძიმე წარსული თუ ჰქონდა შენი ბავშვობის წლებს. -არა უშავს,ეს ხომ წარსულია მთავარია მომავალი იყოს ბედნიერი. -იქნება,გპირდები რომ იქნება. -აბა შეხვედრამდე და ყველაფერი კარგად გათვალე. -შეხვედრამდე პატარავ.შევთანხმდით,გამოცდების დასრულებამდე არ ვარ შენი შემწუხებელი,შემდეგ კი ვნახავ შენს მამიკოს და დაველაპარაკები.დიანას გაეცინა და ლოყაზე აკოცა დამიანეს. -ეს რაა,მეზობლის ბავშვი ვარ?ვითომ იწყინა და წარბაწეულმა შეხედა უკვე ნახევრად გადასულ გოგონას და ხელი დაავლო,მისკენ მიწია მის ბაგეებს დააკვდა და გემრიელად ამოიხვნეშა.-ჭკუიდან გადამიყვან მალე და არ ვიცი როგორ გავძლებ უშენოდ.დიანამ ღიმილით დატოვა მანქანის სალონი და დამიანეც მოწყდა ადგილს,გზაში გადაწყვიტა კომპანიაში მისვლა და იქ წავიდა,დაცვის წევრებს კი გაუკვირდათ დამიანეს დანახვა და გაოცებულებმა შეხვდნენ წინ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.