' გრავიტაცია ' (7)
-აქ რა უნდა? -გაკვირვებით ჰკითხა ნენემ ,- შენი მისამართი იცის? -როგორც ჩანს,კი,ან გამოგვყვა,-ბრაზმორეულმა თქვა და კარს მოსცილდა,-არ გავუღებ,-თქვა და ნენეს ზურგი აქცია ,-არ გაბედო,იცოდე,-მიუგო და მისაღებში შევიდა. -გაუღე,იქნებ რა საქმე აქვს?-მიჰყვა ნენე უკან. ალექსანდრე კარზე ზარუნს არ წყვეტდა,ნერვიულობისგან ქვედა ტუჩს იკვნეტდა,“გააღე,თებე,გააღე“ ბუტბუტებდა თავისთვის და გაბრაზებული მუშტით ბრახუნზე გადავიდა. „გააღე,თორემ გაირიცხები“,სიმწრისგან ოფლის წვეთებიც კი გაუჩნდა შუბლზე.“ამის დედაც“ შეიკურთხა და კარს მოსცილდა. „,გაგრიცხონ“ ხელი ჩაიქნია და კიბეებზე დაეშვა. სადარბაზოდან რომ გავიდა და მანქანას მიუახლოვდა,ტელეფონი ამოაძვრინა ჯიბიდან,თითის სწრაფი მოძრაობით აკრიფა ნომერი და დარეკა. - გისმენ,ალექსანდრე,-გაისმა ხმა ყურმილიდან ,- ელაპარაკე? - ვერა,-უპასუხა ბრაზით ალექსანდრემ ,-გარიცხეთ,არ მაინტერესებს ,- თითქმის ყვირილით უთხრა და ტელეფონი გათიშა,მანქანაში ჩაჯდა და ძრავი როგორც კი ჩართო ტელეფონი ახმაურდა. - საჭესთან ვარ ,-უპასუხა თუ არა უთხრა და გათიშვა დააპირა,როცა ყურმილიდან გაბრაზებული რექტორის ყვირილის ხმა შემოესმა. - ახლავე მიბრუნდი და მოახსენე რომ თუ თანხას არ დაფარავს გაირიცხება ,- უთხრა და ყურმილი გათიშა. „ლექტორი ვარ,თუ თებეს კურიერი,ამის დედა ვატირე მე“ შეიკურთხა გაღიზიანებულმა და მანქანიდან გადმოვიდა.“ რას შემიჭამეს ტვინი,ცალკე რექტორმა და ცალკე თებეს პრობლემებმა,ტო.“ -იქნებ რა უნდოდა? - ვერ მშვიდდებოდა ნენე ,- ვიცი რომ ვერ იტან,მაგრამ პირველად ვხედავ ლექტორი სტუდენტს სახლში აკითხავდეს,აშკარად რაღაც მოხდა ,- თებე ონკანთან მივიდა წყლის დასალევად,თუმცა თავი შეუძლოდ იგრძნო და კედელს მიეყრდნო,ისეთი შეგრძნება დაეუფლა,თითქოს ფეხებში ძალა გამოეცალა. - არ შემიძლია ლაპარაკი,წავალ წამოვწვები,რაღაც ვერ ვარ კარგად ,- ხმის კანკალით მიუგო თებემ და კედელს მოსცილდა,ნელი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან და საძინებელში შევიდა. - ცუდად ხარ? -მიჰყვა უკან ანერვიულებული ნენე - თავბრუ მეხვევა,მეტი არაფერი ,- მიუგო თებემ და საწოლზე ჩამოჯდა ,- ავნერვიულდი ალექსანდრე რომ დავინახე,ვიცი რატომაც მოვიდა,მაგრამ მიკვირს რექტორმა ის რომ გამოგზავნა,ადრე წერილს მიგზავნიდა ფული ჩარიცხეო,მაგრამ ახლა ძალიან გადამიცდა,რომც ვთხოვო არ დამაცდის და ალბათ მოვიდა რომ მითხრას,გაირიცხე-ო,კარგ ამბავზე ეგ არ მოვიდოდა ,- თვალებში უკვე ცრემლი ჩაუდგა და თავს ძლივს იკავებს. - ფული აღარ გაქვს თებე? - გულდაწყვეტილი ხმით ჰკითხა ნენემ და გვერდით მიუჯდა,- რა უნდა ვქნათ? - არ ვიცი ,- მომტირალის ხმით უთხრა თებემ და სახეზე ხელები აიფარა.მას უკვე აღარ შეუძლია ამდენი ტკივილის მართვა. კიბეებზე აირბინა და კარს მიუახლოვდა.“ახლა მაინც გამიღე“ ჩაიბურტყუნა და კარზე დააკაკუნა.შიგნიდან არაფრის ხმა არ გამოსულა.ისევ დააკაკუნა,უფრო ძლიერად. ყური კარს მიაბჯინა,თუმცა ჩამიჩუმიც არ იყო. „ჭკუიდან გადავალ“,გაღიზიანებულმა ისე ძლიერად ჩაარტყა მუშტი კარს თითებში საშინელი ტკივილი იგრძნო. „ ამის დედაც,მგონი ძვლები ჩავიმტვრიე,ერთი აუტანელი სტუდენტის გამო.“ ხელი მოიკიდა მტკივენეულ ადგილზე,თითები სულ დაწითლებოდა. თებე ტირილს ვერ წყვეტდა,ესმოდა როგორ აბრახუნებდა ალექსანდრე მის კარზე მუშტებს და უფრო უმატებდა ქვითინს.მისი გული დამძიმებული იყო,თანაც ძალიან.ყველა პრობლემამ ერთბაშად შემოუტია და აღარ იცის რა იღონოს,ვის მიმართოს საშველად? მის გულში ცეცხლი მძვინვარებს,უნდა გააღოს კარი და ისეთივე ამაყად წარსდგეს ალექსანდრეს წინაშე,როგორც თავიდან,მაგრამ ახლა პატარა,დაუცველ არსებას ჰგავს,რომელსაც სჭირდება ვინმე,ვინც დაიცავს და დაეხმარება. - ნუ ტირი,გთხოვ ,- ხელები შემოხვია ნენემ და გულში ძლიერად ჩაიკრა , - მე ვიშოვი ფულს და დავფაროთ,არ გაგრიცხავენ,გესმის? -თმაზე ნაზად უსვამდა ხელის გულს ,- არ ხარ მარტო,შენ ეს იცი,თუ ღმერთი გწამს,შემომხედე,- ხელი ნიკაპაზე მოკიდა და ძალით ააწევინა ,- გული მიკვდება რომ გიყურებ,ეს ბოლო დღეები ვეღარ გცნობ,სად წავიდა ის გიჟი და გადარეული თებე,არავის სიტყვას რომ არ არჩენდა,რამ შეგასუსტა ასე? - ცრემლები მოწმინდა ლოყებზე ,- დააბრუნე შენი სიძლიერე,სისუსტე არაფერში გარგია,ცხოვრებას გაგინადგურებს,რაც აქამდე წვალებით მოგიტანია და შეგიქმნია,ყველაფერს წაგართმევს და დაგიტოვებს ტკივილს,უფერულს გახდის შენს ყოფას,გამოფხიზლდი,დაივიწყე რომ ტირილი შეუძლიათ თვალებს,დაივიწყე რომ დარდი შეუძლია გულს,გააქრე მეხსიერებიდან ის,რაც შენ სულიერად გასუსტებს. - არ ვიცი,არ ვიცი , ნენე მეც მინდა ძველი დრო დავაბრუნო ,მაგრამ დრო უკან არ ბრუნდება,ყოველდღე იცვლება ადამიანი,ერთ წუთში მომხდარ ამბავსაც კი შეუძლია მთელი ცხოვრება დაღი დაგასვას ,- ნენეს ჩამოსცილდა და საწოლიდან წამოდგა ,- მინდა ღრმად შევისუნთქო ჰაერი და უკან ტკივილი და დარდი გამოვუშვა,მაგრამ ვერ ვახერხებ,ერთ პრობლემას მეორე ემატება,მეორეს მესამე და გრძელდება იქამდე,სანამ გამოსავლის გზა არ გამოჩნდება,მაგრამ ჩემი გზა ნამეტანი შორსაა. ... , წადი,გაუღე,ჩამოიღო კარები ,- სთხოვა თებემ ,- მე საპირფარეშოში შევალ ,-მიუგო და ოთახიდან გავიდა. " სიამოვნებით გავუერთიანებდი თავ-ყბას ამ კარის დამყენებელს და მერე პატრონსაც ზედ დავაყოლებდი " ბურტყუნებდა კედელთან მიყრდნობილი და კარს მიშტერებოდა,როდესაც საკეტის ხმა გაიგონა და ყურები დაეძაბა. "ნუ თუ?" ჩაილაპარაკა და კედელს მოსცილდა. "დიადი თებე ორი საათის შემდეგ კარს აღებს,მადლობა ღმერთს" . როგორც კი კარი ოდნავ შეიღო წამს მიუახლოვდა და ხელი ჩაავლო,ვაი და არ დაკეტოს-ო. - საღამო მშვიდობის ,ბატონო ალექსანდრე ,- თავაზიანად მიმართა ნენემ და გაუღიმა , - მოგვიტევეთ,ჩაგვძინებოდა და გვიან გავიგეთ კარის ხმა,დიდი ხანია დგახართ? - გამარჯობა,ნენე,სულ რაღაც ორი საათია ვცდილობ გაგაგონოთ ხმა რომ კარი გამიღოთ,ან უფრო სწორად,ბოლო ნახევარი საათია ვცდილობ კარი დავაზიანო რომ სახლში შემოვაღწიო და თქვენს მეგობარს თუ დაქალს ვუთხრა რომ ფული მომცეს. - სამწუხაროდ,თებე დღეს ვერ ახერხებს ფულის მოცემას,შემობრძანდით და იქნებ მოვილაპარაკოთ. - მე რექტორი არ ვარ,არც ვიცი რატომ გამომგზავნეს მე,მაგრამ ახლა აქ ვარ,ჩემი ვალია ფული ავიღო და წავიდე,სხვა უფლება არ მაქვს. - თებეს დაელაპარაკეთ ,- კარი ფართოდ შეაღო ნენემ რომ ალექსანდრე სახლში შესულიყო. თებე ნენეს უკან ამოუდგა და დაჟინებით მიაცქერდა ალექსანდრეს. - როგორ ხარ? - მორიდებით ჰკითხა ალექსანდრემ და მიუახლოვდა ,- მიჭირს ამის თქმა,მაგრამ სხვა გზა არაა,დღესვე უნდა დაფარო სწავლის ფული,წინააღმდეგ შემთხვევაში გაირიცხები,მე ვცადე რექტორთან დალაპარაკება,მაგრამ მითხრა რომ თვეებია გაცდის,ეს ბოლო წვეთი იყო. - მეც ვიცი რომ ვალი მაქვს,თუმცა აღარ მანაღვლებს,გამომრიცხეთ,ყელშია უკვე ყველაფერი,არ მინდა იმ უნივერსიტეტში ვისწავლო,სადაც რექტორი ფულის ღორია და ლექტორი მისი კურიერი. - მე არაფერ შუაში არ ვარ,ნენესაც ვუთხარი რომ არ ვიცი მე რატომ ვარ აქ,ვერაფერი გამიგია,რამდენი ხანია გელოდები რომ გითხრა და წავალ,სულ არ მადარდებს გაგრიცხავნე თუ არა,მე ჩემი საქმე შევასრულე,ინფორმაცია გადმოგეცი. - ხოდა, მიბრძანდი და შენ უფროსს გადაეცი რომ გა-მრი-ცხოს ,- ბოლო სიტყვა მკაფიოდ წარმოთქვა და ცრემლები წამოუვიდა. ალექსანდრე შეცბა თებეს ცრემლების დანახვაზე და სახე აარიდა.რატომღაც გული უწუხდა მომტირალი თებეს ყურებაზე ,- წად... ,- სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა თებეს,როცა თვალებში ბინდი ჩამოწვა.მან გონება დაკარგა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.