შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (29 თავი)


11-04-2018, 23:33
ავტორი Stranger things
ნანახია 1 718

********
მერი
*********
ალექსმა შეშინებული სახით შემომხედა,ელენეს სახეზე ეტყობოდა, რომ საშინელება მოხდა,ყველა დაიბნა.
-ღმერთო...
-კარგი რაა...-უეცრად სიცილი ამიტყდა.
-რა გაცინებს?-მკითხა ალექსმა.
-აუ თქვენ არ იცით ამის რეაქციები?!ერთხელ ჭიქა გაუტუდა და მთელი დღე ტიროდა არ მინდოდაო.-სიცილს ვერ ვწყვეტდი.- რა მოხდა?
-საპატარძლო გვირგვინი არ მაქვს!
-აჰა!-ნიშნის მოგებით გადავხედე ყველას.-მე მაქვს!
იმ წამს ყველა დაიბნა.
-შენი და ანდრეს...-ელენე ვერ მოეგო გონს.
-არა!მიკას დავურეკავ,ჩემს დიზაინერებს კოლექციები აქვთ...იცი რაა?!სპეციალურად შენთვის დავამზადებინებ!
-მადლობა.-ელენე მადამეხვია.
-ერთი წუთით...-მიკას დავურეკე და მაშინვე ინგლისურად დავიწყე ლაპარაკი,ყველაფერი მოვაგვარე და ელენეს მივუბრუნდი.
-აჰა...ესეც ასე.რამდენიმე დღე დასჭირდება...ქორწილისთვის აქ იქნება.
-არ მჯერა!-ელენე ისე ჩამეხუტა,თითქოს იმ წამს ყველაზე ძვირფასი რამ ვაჩუქე დედამიწის ზურგზე.
-აბა რა გეოგონა ისე დაგტოვებდი?
-შეიძლება კიდევ გთხოვო რაღაც?-საყვარლად ააფახურა თვალები.
-მთხოვე...-გამეცინა.
-აუუ...სადმე ბარში წავიდეთ რაა...
-აუ კი!-გაუხარდა ნინის.-თუმცა...ანდრე...
ამ სახელის ხსენებამ ისევ დამაბნია,მაგრამ შემდეგ გავიაზრე რომ პატარაზე ლაპარაკობდა.
-მე დავრჩები!-გამოაცხადა ლიზამ.
-ისა ხო...მეც.-თქვა ცოტნემ.
ძალინ ვეცადე არ გამცინებოდა,რადგან იქ მყოფთაგან არც ერთმა იცოდა რა ხდებოდა სინამდვილეში.მე ადრეც ვამჩნევდი,ყოველთვის ვგრძნობდი ქიმიას ადამიანებს შორის და არც ეს წყვილი იყო გამონაკლისი.
-კი მაგრამ...-დაიწყო რატიმ.
-ძალიან დავიღალე...მირჩევია დავრჩე.-თქვა და თან დაამთქნარა.
-ხო მეც.-თქვა ცოტნემ,ახლა უკვე ცოტაღა მაკლდა ახარხარებამდე.
-ძალიანაც კარგი.-თქვა ელენემ.-წავედით!
ოთახში შემიყვანა და მომზადება დაიწყო.
-აუუუ...ახლა გამახსენდა არაფერი მაქვს,რომ ჩავიცვა.- ამოვიოხრე-ტანსაცმელი არ წამომიღია.
-უი ხო...აი ეს ნახე.-ელენემ მოკლე, ლურჯი კაბა მომაწოდა,ღრმა დეკოლტითა და ღრმად ამოჭრილი ზურგით.
-არა...არა...-თავი გავაქნიე.
-აუუუ,კარგი რა!-ნინი წამოენთო.-გთხოვ!
ბოლოს თავისი გაიტანეს და ოცი წუთის შემდეგ მისაღებში ვიდექი ამავე კაბით,ნინის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მათ მიერ გაკეთებული მაკიაჟით.
-აუ გეფიცებით,ამათი რომ არ მეშინოდეს მოგიტაცებდოთ, ტო.- თქვა თაზომ.
-მე მომიტაცებდი?-ვკითხე და გამეცინა
-არა...შენზე თავს ვერ დავდებ...გახსოვს ერთხელ ვიღაც ბიჭს ცხვირი რომ გაუტეხე?-თვალები დავუბრიალე.
-რა?!-ალექსმა და რატიმ სიცილი მორთეს.
-ხო...კლუბში ვიყავით,ის ბიჭი ელენეს აწუხებდა, ამან ჩემ მულს ვინ მიწუხებსო და წამოადგა თავზე.- სიცილისგან იგუდებოდნენ.-იმ ბიჭის სახე უნდა გენახათ ამან რომ მოსცხო.
-მასე არ მითქვამს!-გავიბუტე და ხელები გადავაჯვარედინე.
-კაი რაა..არ გაიბუტო-რატი მომიცუცქდა და ხელები მომხვია.-ხო იცი როგორ მიყვარხარ...
-კარგი მორჩა...არ მივდივართ?
მანქანებში ჩავსხედით,მე ალექსთან.ნინი,რატი და თაზო კი რატის მანქანით წამოვიდნენ.
-ალექს...სახლში შევიაროთ რა...ტანსაცმელს წამოვიღებ.- უკანა სავარძლიდან გავხედე.
-შევიაროთ.-მითხრა და სარკეში გამიღიმა.
მე ხელი წინ წავიღე და ჩემი თითები, მის თითებში ავხლართე,მან ნაზად მაკოცა და კიდევ ერთხელ გამიღიმა.მისი შეხებისგან ყოველ წამს ჟრუანტელი მივლიდა და თავს უცნაურად ვგრძნობდი. მალე ალექსის ტელეფონმა დარეკა და რატის ხმა გაისმა.
-ჯერ სადმე ბარში დავსხდეთ და შემდეგ წავიდეთ კლუბში...თან დემეტრეც თბილისშია და უნდა,რომ მოვიდეს.
-კარგი...
ნაცნობ ბარში მივედით და სასმელი შევუკვეთეთ,არ მახსოვს რამდენი ჭიქა დავლიე,მაგრამ უკვე ვგრძნობდი როგორ მაბრუებდა ალკოჰოლი.
-მარ.-თაზომ კნუტის თვალებით შემომხედა და უკვე მივხვდი რასაც მთხოვდა.
-არ არსებობს.
-აუ გთხოვ.-რატიც მიუხვდა.
-რას სთხოვთ?-დაინტერესდა ალექსი.
-არ გრცხვენია?!-რატიმ თავი გააქნია.
-კარგით რაა...-უარყოფის ნიშნად გავაქნიე თავი.
ბოლოს ვეღარაფერი მოვახერხე და ხუთ წუთში სცენაზე ვიდექი მიკროფონით ხელში,დავინახე როგორ შეუერთდათ დემეტრე, ხელი დამიქნია და ელენეს გვერდით დაიკავა ადგილი,ბარი სასიამოვნო მელოდიის ჰანგებით აივსო, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა იყო „Too Good at Goodbyes" და მეც უნებურად დავიწყე სიმღერა,ბოლოს ხმამაღალი შეძახილები და მქუხარე აპლოდისმენტებიც დავიმსახურე. მაგიდასთან დაბრუნებულს ალექსმა მომხვია ხელი.
-მართლა უნდა გრცხვენოდეს...ეს როგორ დამიმალე.-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
ბოლოს ყველამ კლუბში გადავინაცვლეთ,აქ ხშირად მოვდიოდით ხოლმე,ამიტომაც ამ ადგილმა სასიამოვნო მოგონებები გამიღვიძა,ჯერ სმა განვაგრძეთ,თაზო ვიღაც ქერა გოგოსთან მივიდა და სასმელზე დაპატიჟა,შემდეგ გადაიხარა და ყურში უთხრა რაღაც, იმ გოგომაც არ დააყოვნა და სილა გააწნა,უკან დაბრუნებული თაზო გაწითლებულ ლოყას იზელდა ხელი.
-რა გაცინებთ?-გვკითხა გაბრაზებულმა.
-თაზუუ...სად გაქრა შენი მომხიბვლელობა?
-აუ შენ სცადე და მიხვდები.-თქვა და კიდევ ერთი ჭიქა დალია.
-შენი აზრით არ გამომივა?-წარბები ავზიდე.
-მიდი აბა...
კაბა გავისწორე,ალექს ლოყაზე ვაკოცე როემლიც გაკვირვებული მიყურებდა და იმ გოგოსთან მივედი...ორი წუთის შემდეგ ქერა გოგოს ნომრით მივდიოდი მათთან
-აჰა.-ვუთხარი და ტელეფონის ნომერი მივაწოდე,რომელიც გოგომ დამიწერა.
-არ არსებოსბს!მე კიდე მეგონა რამე გამომრჩა...-გადაიხარხარა.- ანუ მის გემოვნებაში არ ვჯდებოდი.
-არ თაზუ...მე არ ვჯდებოდი,მაგრამ მომხიბვლელობა...
-გამაგიჟებ რაა...ამის შემდეგ გოგოების დასაკერად შენ უნდა წაგიყავნო ხოლმე.
-აბა შენ დამიბერდი და მოგიწევს ხოლმე.
ცოტა ხანში აღარც თაზო მახსოვა და აღარც ქერა,მე და ალექსი სასიამოვნო მუსიკაზე ვცეკვავდით,ის ჩემს თეძოებზე დააცურებდა ხელებს და მეც მაგრად ვეკვროდი.
დაახლოებით ღამის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა უკან რომ დავბრუნდით,ლიზას და ცოტნეს ეძინათ,მე, ნინიმ ჩემი ოთახი მაჩვენა და სწრაფად გავიდა.ალექსმა ჩემი ბარგი შემომიტანა, გასვლას აპირებდა ხელი რომ ჩავავლე, ჩემს გვერდით დავაწვინე,თავი გულზე დავადე და ხელები შემოვხვიე.
-მომეფერები?
ის ერთი ხელით ჩემს თმას ეფერებოდა,მეორეთი კი მჭიდროდ მეკვროდა.შემდეგ ერთი ხელი მაისურის ქვეშ შემიცურა, ჩემს ხერხემალს ჩამოაყოლა თითები,მე თავი ავწიე და ყელში ვაკოცე.
-ახლა უნდა წავიდე.-ჩემს ტუჩებს დასწვდა,შემდეგ კი გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე წავიდა.
სახლი იწვოდა...ყველაგან ცეცხლი იყო,თეთრი ფიფქები ფერფლს ეკვროდა და ცივ მიწაზე ეცემოდა.მეშინოდა...ანდრეს ვთხოვდი,რომ ჩემ გამო ესუნთქა...
-აქ ვარ ყველადერი კარგადაა.-ალექსი მეხვეოდა და ჩემს გამოღვიძებას ცდილობდა.-შენთან ვარ.
-ალექს...-ფეხები მოვხვიე და რაც შემეძლო მჭიდოროდ მივეკარი.
-აქ ვარ მერი...შენთან ვარ....
მეხვეოდა და თავზე მკოცნიდა.
-შენამდე არაფერი ვიყავი.-ვუთხარი და შიშველ მუცელზე ვაკოცე.-შენ კი ყველადერი აღმოჩნდი.
დილით ერთმანეთზე მიხუტებულებს გაგვეღვიძა,ალექსმა კისერზე მაკოცა და გამიღიმა.
-ავდგეთ?
-ავდგეთ.
მკსაღებში გავედით,ყველას ეღვიძა,მათ შორის პატარა ანდრესაც.
-ნათლიას ბიჭი!-შევძახე და ნინის გამოვართვი ბავშვი.
გადავწყვიტე ცოტა ხნით დედასთან და მამასთან შემევლო, ალექსიც გამომყვა.როგორც ყოველთვის მანქნაში უკანა სავარძელზე მოვთავსდი.
-ისევ არ ვიმსახურებ?-მკითხა ალექსმა სიცილით.
-არა...-მეც გამეცინა.-ქორწილამდე წინ არავის ვუჯდები.
-არ დაგავიწყდეს,რომ მე ყოველთვის ვასრულებ სიტყვას.
მანქნა გაჩერდა, ნაცნობი სახლის დანახვაზე ჟრუანტელმა დამიარა,ეზოს კარი გავაღე და შევედი. ეზოში მამა იდგა, ჩემს დანახვაზე სახე შეეცვალა,შემდეგ გონს მოეგო და ხლები მომხვია.
-მარიამ...ეს შენ ხარ?ჩემო გოგო...მართლა შენ ხარ.-ხმაურზე დედა გამოვიდა, რომ დამინახა ცრემლები წამოუვიდა და მაგრად მომხვია ხელი.
ცოტა ხნის შემდეგ მისაღებში ვისხედით, დედა მეხუტებოდა და ისევ ცრემლები მოსდიოდა.
-კაი დე...ნუ ტირი.-მონატრებულ დედიკოს ვაკოცე.
-როგორ მომენატრე...
-მეც...ტყუპები სად არიან?-მაშინვე გამახსნდა ჩემი და-ძმა.
-თაკომ გაიყვანათ.
-ვაიმე ჩემი თაკო...-თაკოს ხსენვაზე გავიბადრე.-ისიც როგორ მომენატრა გავალ რაა...-პატარა ბავშვივით შევეხვეწე.
-მალე მოდი კარგი?
მე და ალექსი ჩემს ბავშვობის მეგობართან გავედით,რომელიც მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა.თაკომ რომ დამინახა ოცი წუთი მეხუტებოდა და კოდა,შემდეგ ოდნავ დამშვიდდა და ალექსიც შენიშნა.
-გამარჯობა მე თაკო ვარ.
-ალექსი.
-ბავშვები სად არან?-ვკითხე მოუთმენლად.
-ახლახანს დავაძინე...სანამ გაიღვიძებენ,წამო წვენი დავლიოთ და ვიჭორავოთ.
ცოტა ხანში თაკო ისეთ აზარტში შევიდა,რომ ვეღარ ვაჩუმებდი.
-ერთხელ ხიდან ჩამოვარდა.-სიცილით უყვებოდა ალექსს-ალუჩის ხე ეგონა და ბალი ყოფილა,ხლები აიქნია აქ ალუჩა არ იდგაო?! და ჩამოვარდა...-ორივე იცინოდა.
-რა ჩემი ბრალია?!ჩამიდეს.
-ხო,ხო იმხელა ბლის ხე ჩაგიდეს...ორი საათი გიხსნიდი ბსლია-თქო და ატყდი ალუჩაა და მინდაო.
საღამომდე ვიცინოდით,ბოლოს ტყუპებმაც გაიღვიძეს.



№1  offline წევრი marikuna18

saswauli xar♡♡♡

 


№2  offline წევრი Stranger things

marikuna18
saswauli xar♡♡♡

დიდი მადლობა ასეთი სასიამოვნო კომენტარისათვის♥♥♥მიხარია,რომ მოგწონს kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent