შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე სახე -4-


13-04-2018, 11:07
ავტორი ოფოფი
ნანახია 1 485

.......

- როგორც ჩანს ყველა ქალს არ უყვარს ბევრი საუბარი - მხიარულად თქვა თომამ, მანქანა გააჩერა და სათვალე მოიხსნა.. - აი, გიყურებ წყნარად ხარ, ხმას არ იღებ და ხარ შენთვის ბედნიერი, ხომ ასეა?
- უფრო მეტად მოსმენა მიყვარს - ძალდატანებით გაცინა ელენემ
- ანუ ჩემზე ნაწყენი არ ხარ ხომ? მგონია, რომ რაღაც გაწყენინე - საკმაოდ გულწრფელი ჩანდა თომა..
- არა, არაფერი.. აბა სად ვართ? - უფრო მხიარული ტონი დაიყენა გოგონამ..
- ჩემს საყვარელ სკვერში.. - ელენემ ირგვლივ მი-მოიხედა, ძალიან ლამაზი ადგილი ჩანდა.. ცენტრში პატარა წრე იყო, სადაც უამრავი ლამაზი ყვავილი ხარობდა, ირგვლივ იდგნენ გრძელი სკამები.. სწორი გზა იქვე არსებული ხიდის სიბნელეში უჩინარდებოდა და შემდეგ ისევ ჩნდებოდა..
- ძალან ლამაზია - აღფრთოვანებით თქვა ელენემ, რაც თომას ძალიან ესიამოვნა..
ცოტა ხანში ელენე და თომა ერთ-ერთ გრძელ სკამზე ისხდნენ და საუბრობდნენ..
- მოგწონს? -თომამ იქვე გორგოლაჭებზე მდგომ ახალგაზრდებზე მიუთითა..
- კი..
- მაშინ.. ერთი წუთით - თომამ მანქანიდან ყუთები აიღო და ელენესთან დაბრუბდა - მაშინ ესენი ჩაიცვი.. - გორგოლაჭები გაუწოდა გოგონას
- არაა
- კარგი რა.. მიდი ელენე, თამამად
- არ მინდა.. შენ ჩაიცვი.. მე აქ დაგელოდები..
- ელენეე - დასერიოზულდა თომა - ვინმემ დაგაძალა, რომ შემხვედროდი?
- არაა - ტონი შეიცვალა ელენემ, რადგან მიხვდა, რომ ძალიან ცუდად გამოუვიდა. ეს კი მის გეგმებში არ შედიოდა.. - უბრალოდ, არასოდეს ვმდგარვარ გოგრგოლაჭებზე - რაც შეიძლება რბილად უთხრა და გაუცინა მამაკაცს..
- ნუ გეშინია.. აი, - სამუხლეები მოარგო გოგონას- ეს მუხლები რომ არ იტკინო, ეს კი თავისთვის - ახლა ჩაფხუტი დაახურა.. - ნუ, ნებისმიერ შთხვევაში ლამაზი ხარ.. წამოდი - ხელი ჩასჭიდა და ელენეც უპრობლემოდ გაყვა..
ელენე რამდენჯერმე წაბარბაცდა, მაგრამ თომამ არ მისცა დაცემის საშუალება..
- პირველი მცდელობის კვალობაზე კარგად გამოგდის - შეაქო თომამ...
- მართლა? მე კი მგონია, რომ არაფერი გამომდის - წონასწორობა კვლავ დაერღვა და ისევ ბიჭი შეეშველა.. უცებ მამაკაცი დასერიოზულდა, თავში ერთი კითხვა უტრიალებდა და ახლა თუ არა, მერე ალბათ არც და ვერც დაუსვამდა
- ელენე, სიმართლე მითხარი.. ნოდარი რამდენს გიხდის რომ შემხვდე?
- უკაცრავად? - თავი უხერხულად იგრძნო ელენემ..
- უბრალოდ, შენ ნოდარმა მოგიყვანა.. ის მე მთელი ცხოვრებაა მითვალთვალებს... მისი სამუშაოა ერთგვარი.. თანაც გადავამოწმე და არც ისეთია შენი რეზიუმე, როგორიც მითხარით - განმარტა თომამ.. ელენე შებუნდა და წასვლა დააპირა, მაგრამ თომამ ხელით დაიჭირა.. - სად მიდიხარ ელენე?
- თუ ფიქრობ, რომ ვიღაც მიხდის, რომ შეგხვდე, რა აზრი აქვს შეხვედრას? - სიტუაციიდან თავის დაძვრენას შეეცადა ელენე.. - იქნებ, უბრალოდ, რეზიუმეში მოვიტყუე, მაშინვე ვინმე მიხდის? - ხელი გააშვებნა გოგონამ
- სიმართლე მითხარი ელენე - თომას ძალიან დაღლილი ხმა ჰქონა..
- ნოდარი არ მიხდი ფულს(ეს ხომ ნამდვილად სიმართლე იყო) - ხმამაღლა თქვა ელენემ და ისევ წასვლა დააპირა და კვლავ თომამ დაიჭირა
- ბოდიში... მაგრამ მთელი ცხოვრება არ მიმართლებდა გოგონებთან.. საბოლოოდ ყველას რაღაც სჭირდებოდა ჩემგან და ეს სიყვარული არ იყო.. არ ვიცი რას გავაკეთებ, ეს რომ ისევ განმეორდეს. - გულწრფელი ჩანდა ბიჭი..
- კარგი.. არაუშავს - ელენემ ამის შემდეგ სინდისის ქეჯნა იგრძნო, მაგრამ სწრაფად შეიკავა ემოცია და მხიარული გამომეტყველება დაიყენა..
ამ ინციდენტის შემდეგ წყვილმა დიდ ხანს იარა გორგოლაჭებით.. თომამ ელენეს რამდენიმე სასაცილო ისტორია უამბო.. ბოლოს კი დაღლილები სკამზე ჩამოსხდნენ..
- კარგად გამოგივიდა, მალე ასე შეძლებ - მიუთითა ახალგაზრდაზე, რომელიც სხვადასხვა ილეთებსაც კი ასრულებდა..
- ვითომ?
- მე რომ პირველად დავდექი ამათზე, თავი სამგან გავიტეხე, მუხლები გადავიტყავე და მხარი ამომივარდა. .. - გაიხსენა თომამ.. ელენემ კი წარმოიდგინა ეს ამბავი და გულიანად გაიცინა..
- იცი რა ელენე, დღეს საიდუმლო მისია მქონდა და შევასრულე..
- მაინც რა? - ისევ იცინოდა გოგონა
- მინდოდა აი ასე, გულიანად გამეცინებინე - მხრები აიჩეჩა ბიჭმა.. ელენეს მოეჩვენა, რომ თომას თვალები სულაც აღარ იყო ისეთი ცივი, როგორსაც ადრე ხედავდა, თუმცა ეს ფიქრიც თავიდან მოიშორა და საკუთარი გეგმის განხორციელებაზე დაფიქრდა.. ახლა თომასგან უნდა დაერეკა მის ნომერზე, ვისაც ვითომ თომა აქციებს მიჰყიდიდა.. ამიტომ ელენე ცოტა დასერიოზულდა და დაფიქრდა.
- ელენე, ყველაფერი რიგზეა? -ეჭვით იკითხა თომამ..
- კი.. მაგრამ, უნდა დამერეკა.. ჩემს მეგობარს ფოტოგრაფი სჭირდება, მე მთხოვა დახმარება.. ტელეფონიც ბედად დაჯდა - მოიფიქრა ელენემ
- ნახა ამანაც სადარდებელი - გაუცინა ბიჭმა.. - აი, დარეკე - გაუწოდა ტელეფონი.. ელენემ დამახსოვრებული ნომერი აკრიფა..
"- ალო, ფოტოგრაფის თაობაზე ვრეკავ..
- შენ რა, ხელები გიკანკალებდა, როცა ნომერს კრეფდი?- მოისმა მეტად ირონიული ხმა
- მაინტერესებს როდის გამოგზავნით, დიახ.. "- მეტი აღარ დააცადა ელენემ და გათიშა..
...
- ძალიან დიდი მადლობა ამ მშვენიერი დღისთვის.. - თქვა თომამ
- არაფრის... - მიუგო ელენემ
- საერთოდ ეს შენ უნდა გეთქვა ჩემთვის- გაეცინა თომას
- მაპატიე.. უბრალოდ ეს ფოტოგრაფი თავიდან არ ამომდის.. შეიძლება ისევ დავრეკო?
- რა თქმა უნდა.. აიღე - მიაწოდა მობილური..
"- ალო, ისევ ფოტოგრაფთან დაკავშირებით გირეკავთ..
- შენ ხომ არ გაუბერე მართლა, აღარ დამირეკო- ახლა გაბრაზებული ხმა მოისმა და დაკიდა.. "
- რაო? - იკითხა თომამ - მოიცა... მე დაველაპარაკები
- არა.. არა არ გინდა - აღელდა ელენე, მაგრამ თომამ მაინც დარეკა
"- ხომ გითხარი, აღარ დარეკო-მეთქი აქ..
- ახლა მონისმინე.. თუ ახლავე არ გამოგზავნი ფოტოგრაფს, მალე თავად დაგჭირდება იგი შენივე ფოტოს გასადიდებლად, გამიგე? - ღიმილი ეპარებოდა თომას და თან მკაცრ ტონს ინარჩუნებდა..
- საერთოდ ვინ ვარ მე იცი? - გაბრაზდა ადრესატი..
- ვიცი.. თუ არ გამოუშვებ ფოტოგრაფს, ყოველდღე შეგაწუხებ"- თომამ არაფრის თქმა აცალა და გათიშა..
ელენემ და თომამ ერთდროულად გაიცინეს..
- გმადლობ, მშვენიერი დღისთვის თომა - სიცილი არ შეუწყვეტია ელენეს..
- არაფერს - თმა აიჩეჩა თომამ..
შემდეგ კი ერთმანეთს დაემშვიდობენ.. თომა მანამდე უყურებდა ელენეს, სანამ ის კორპუსის შესასვლელში არ გაუჩინარდა.
ელენემ მეორე დავალება შეასრულა.. ახლა უნდა გაეგო შემდეგ რა ნაბიჯი გადაედგა..
.....

- ყოჩაღ ელენე.. - შეაქო ნოდარმა გოგონა და სავარძელში ჩაეშვა..
- ახლა შემდეგ ნაბიჯზე ვისაუბროთ - მოკლედ მოუჭრა ელენემ..
- კარგი.. იცი ეს ვინ არის? - გოგონას ფოტო აჩვენა კაცმა
- არა..
- ეს ის კაცია, რომელთანაც დღეს რეკავდი.. მას რატი თოდუა ჰქვია. დიდი გაფუჭებული ვინმეა.. ჩვენს კონკურენტ ფირმაში მუშაობს.. ყოველ კვირას ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე რესტორანში სადილობს.. მოახერხე ისე, რომ რატი და თომა ერთ მაგიდასთან დასხდნენ და ტკბილად საუბრობდნენ..
- მაგრამ რატიზე არაფერი ვიცი ..
- აი ეს აიღე.. მისი პატარა ბიოგრაფიაა.. გამოიყენე - პატარა საქაღალდე გადასცა გოგონას...
- დიახ - ელენეს ერთი სული ქონდა საქმე დაემთავრებინა..
...

კვირა დღეს ელენე მოემზადა და მითითებულ მისამართზე მივიდა..
- ყავა, თუ შეიძლება - შეუკვეთა და ბართან ჩამოჯდა.. მალე ყავაც მიუტანეს.
- უკაცრავად, თქვენ, შემთხვევით მესამე სკოლაში ხომ არ სწავლობდით? - მოქმედებაზე გადავიდა ელენე და რატისკენ მიბრუნდა.
- ვსწავლობდი, მაგრამ არ შემთხვევით.. ის საუკეთესო სკოლაა - ცინიკურად მიუგო კაცმა
- ვიცი.. მეც მანდ ვსწავლობდი..
- მართლა? რაღაც არ მახსოვხარ..
- დიახ, მე თქვენს კლასში არ ვიყავი.. მაგრამ მე თქვენ დაგიმახსოვრეთ.. თქვენ ხომ ქიმიის ოლიმპიადა მოიგეთ..
- კი, მოვიგე - გაიცინა კაცმა..
- ერთი წუთით - ელენემ ტელეფონი აიღო და თომას დაურეკა
" - ალო, თომ.. ბარში ვარ უკვე.. მალე მოდი, ვიღაც უნდა გაგაცნო" - და საუბარი დაასრულა . - შეყვარებულს დავურეკე - აუხსნა რატის და გაიღიმა...
- არა. არ გყავს შეყვარებული - ახლოს მისწია მამაკაცმა - ისე ჩემთან არ მოხვიდოდი.. მოხვედი, ანუ მე გჭირდები - მკლავები მოსჭიდა ელენეს.. გოგონამ ყვირილი დაიწყო.. ცდილობდა მისი ხელები მოეშორებინა.. კაფე-ბარში კი მისი მიმშველებელი არავინ ჩანდა.. ამ დროს შესასვლელში თომა გამოჩნდა.. ნანახი არ მოეწონა, მივარდა და რატის გვარიანად უთავაზა სახეში.. ელენემ თავი დაიხსნა.. თომამ ერთ მუშტს მეორე მიაყოლა.. ამ დროს ის დაცვამ დაიჭირა.. ფოტოგრაფმა კი, რომელსაც ფოტოები უნდა გადაეღო, ვერც ერთი კადრი გადაიღო..
- ნუ, გამიშვი შენ კიდევ - მოიშორა დაცვა თომამ - შენს გოგოს ასე ვინმე მოექცეს არ სცემ? ეგ კი არა, ცოტა მოუვიდა.
- დამშვიდდი კარგი? - ხელი ხელზე ჩასჭიდა ელენემ გაუცნობიერებლად, შემდეგ კი უკანვე წაიღო.. ამან თომაზე იმოქმედა და გაჩერდა.. იმავე წამს ელენეს ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.. ნოდარს უკვე გაეგო ყველაფერი და გაბრაზებული იყო..
"- ელენე, ეს რას ნიშნავს? მე კომპრომატი მჭირდება და მანდ რა ხდება...
- მისმინე, დედა - რათა თომას არ გაეგო მოსაუბრის ნამდვილი ვინაობა - სხვა დროს ვისაუბროთ კარგი?
- არა შვილიკო - ცინიზმი გაურია ხმაში ნოდარმა - ახლა ვისაუბრებთ.. სხვა დრო, სხვა შანსი აღარ გექნება.. არ ვიცი როგორ, მაგრამ შებრუნდებით უკან და მე მჭირდება, რომ ისინი მშვიდად საუბრობდნენ..
- კარგი.. " - ელენემ ტელეფონი გათიშა..
- ისე ბოდიში უნდა მოგიხადოს - ისევ გაბრაზებული იყო თომა..
- საერთოდაც, მინდა შენ მოუბოდიშო.. იცი, ის დედას დაქალის შვილია.. მას რას ვეტყვი?
- იმას, რომ შვილი უკეთესად უნდა აღეზარდა.. - ახლა უკვე გაიღიმა კაცმა..
- სერიოზულად თომა.. მასთან პირველი მე მივედი.. მრცხვენია, უხერხულია.. ჩემ გამო შეძლებ? - ბოლოჯერ ეცადა ელენე..
-კარგი.. მხოლოდ ერთი პირობით..
- რა პირობით?
- შენ ერთ კოცნას გადმომცემ - გაუცინა ბიჭმა..
- კარგი - დათანხმდა გოგონა..
თომა შესასვლელში დაცვამ შეაჩერა, მაგრამ მან აუხსნა, რომ ბოდიშის მოსახდელად მიდიოდა და შეუშვეს. ელენე შესასვლელში დაელოდა.. თომა გვერდით მიუჯდა რატის..
- რა გინდა - აიჭრა რატი..
- ჩჩ.. ჩემს შეყვარებულს უნდა ეგონოს, რომ ბოდიში მოგიხადე - უცებ მისი ხელი დაიჭირა და მაჯაში ჩაუტეხა - აბა გაიღიმე, გაიღიმე-მეთქი.. სილურჯე დიდ ხანს გაგყვება -და ხელი უფრო მოუჭირა.. რატიმ გაიღიმა.. ფოტოგრაფმა სასურველი სურათები გადაიღო.. - მაგარი კაცია - ცერა თითი ასწია მაღლა თომამ და ელენეს ხმამაღლა დაუძახა.. შემდეგ კი რატი დატოვა..
- აბა ახლა საით? - ეზოში გავიდნენ თუ არა იკითხა თომამ
- არ ვიცი, საით?
- შენ სად გირჩევნია დანაპირები რომ აასრულო - სიცილით თქვა მამაკაცმა..
- აა.. კოცნა.. კარგი.. გაკოცებ - ზურგით იდგა ელენე, მაგრამ თომას თითქოს არ მოეწონა მისი ტონი
- რა? მე არა.. მე რატომ.. მე ხომ იმ ადამიანთან მივედი, რომელსაც ვერ ვიტან.. შენც მსგავსად მოიქეცი.. აი, იმ ბოძს აკოცე.. - ელენე თამამად წავიდა ბოძისკენ..
- შეჩერდი.. მომეჩვენა, თუ გირჩევნია იმ ბოძს აკოცო ვიდრე მე - იკითხა თომამ..
- მოგეჩვენა. - ელენეს თითქოს რაღაც დაემართა.. მამაკაცთან ახლოს მივიდა და ლოყაზე, ყელთან ძალიან ახლოს აკოცა.. თავგზააბნეულმა თომამ ელენეს წელზე ხელი მოსჭიდა, ახლოს მიიზიდა და ტუჩებზე აკოცა.. კოცნა რამდემიმე წამს გაგრძელდა.. მართალია, ამ დროს ელენეს ტუჩები თითქმის უმოქმედოდ იყო, მაგრამ, მაინც მოახდინა ქალზე მოქმედება.. ის უთქმელად გაშორდა ბიჭს და მანქანაში დაელოდა..
...
მას შემდეგ, რაც ელენემ ეს დავალებაც შეასრულა, მონდევნო მითითებაც მიიღო.. სწორედ მაშინ, როცა ელენე მარინასთან მიდიოდა, ქალის კართან მდგომი თომა შენიშნა ჩუმად ზედა სართულის კიბეზე ავიდა და გაჩერდა..
- მისმინეთ.. მე მართლა ძალიან ვწუხვარ - გარკვევით ისმოდა თომას ხმა.. - და თუ შემიძლია რაიმეთი დაგეხმაროთ.. მატერიალურად თუნდაც... - ამ დროს თომა საფულის გახსნას აპირებდა..
- შენგან არაფერი მჭირდება.. აქედან გაეთრიე.. მეორედ აღარ გნახო - ყვიროდა მარინა.. ელენეს კარის დახურვის ხმა მოესმა, შემდეგ კიბეებზე ჩამავალი ფეხის ხმაც და მიხვდა, რომ თომა წავიდა.. სწრაფად შევიდა ქალთან..
- ის არ ყოფნის, რომ ჩემი შვილი მოკლა.. ახლა ფულსაც მთავაზობს.. - გულზე ხელი ედო მარინას.. ელენემ წამალი მიაწოდა.. - არ ვიცი თუ აგებს ოდესმე პასუხს..
- თომას მალე დაიჭერენ..
- თომა? შენ მას თომას ეძახი?
- სხვა რა დავუძახო - გაიკვირვა ელენემ.. - იმისთვის, რომ დაიჭირონ ყველაფერს ვაკეთებ
- შენ შეიცვალე ელენე.. თოთქოს გამოგცვალეს..თითქოს ეს ყველაფერი არ გინდა.. არ გინდა არა?
- მე მინდა ყველაფერი მალე მორჩეს - ხმამაღლა თქვა ელენემ და ოთახი დატოვა..


........

ცოტა დავიგვიანე, მაგრამ, შედარებით დიდი თავით მოვედი.. ფინალისკენ მივდივართ უკვე.. აბა რას იტყვით?



№1  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria warmatebebi veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№2  offline მოდერი N1penguin

ძალიან მაინტერესებს რა მოხდება ❤❤

 


№3  offline წევრი ოფოფი

გმადლობთ.. ახალ თავსაც მალე შემოგთავაზებთ..

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Mgonia rom tomas xasiats carsulma daamshnia kvali, da elenes sheuyvardeba toma, roca mixvdeba rom is sulac araa iseti, rogoric chanss, es nodari sulac armomconsss, mas tavisi miznebi aqvss, kompania undaa, ver mivartvitt, zalian magari istoriaa, axla cavikitxe otxive tavi, nu daagvianeb gtxovv

 


№5  offline წევრი ოფოფი

Qeti qimucadze
Mgonia rom tomas xasiats carsulma daamshnia kvali, da elenes sheuyvardeba toma, roca mixvdeba rom is sulac araa iseti, rogoric chanss, es nodari sulac armomconsss, mas tavisi miznebi aqvss, kompania undaa, ver mivartvitt, zalian magari istoriaa, axla cavikitxe otxive tavi, nu daagvianeb gtxovv

თითქმის უკვე ფინალში გავდოვარ.. ბოლო თავს ვწერ, რომელიც არც ისე პატარაა.. არ დავაგვიანებ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent