შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი /6/


13-04-2018, 19:18
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 3 810

უნივერსიტეტის ეზოში ელოდა ლილიას. ფიქრებმა გაიტაცეს და დროის აღქმა დაკარგა. გაქვავებული იჯდა,თავი დახრილი ჰქონდა და ხელებს დაჰყურებდა ლილია რომ მიუახლოვდა
-კონსტანტინეე
-ჟღალო ,როგორ ხარ?- გამოფხიზლდა და გოგონას მოეხვია
-ამ დროს აქ რატომ ხარ?
-დღეს ვისვენებ...
-ხუთშაბათია და ხომ თქვი რომ კვირამდე უნდა დაასრულო გადაღებები
-ხო ,მაგრამ არ მქონა სამუშაო განწყობა ... სახლში მიდიხარ თუ ორანჟერეაში
-სახლში ამ დროს არავინააა...ორანჟერეაში გვანცასთან ერთად უნდა წავიდე საღამოს
-აქვე კაფეში დავსხდეთ გინდა?
-გემრიელ ნამცხვებს აცხობენ მანდ და მინდა
ლილია ამჩნევდა ,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო ,მაგრამ არ უნდოდა კითხვებით აეკლო.ელოდა როდის უამბობდა, ან უბრალოდ გამოუსწორდებოდა განწყობა. ფანჯარასთან ადგილი თავისუფალი იყო ,ამიტომ იქ დასხდნენ და შეკვეთაც მისცეს. მაგიდაზე იდაყვებით დაეყრდნო და ლილიას უყურებდა
-როგორ ჩაიარა დღემ?
-ერთ-ერთ ენდემურ მცენარეზე მქონდა პრეზენტაცია... ამ ყვავილის ერთი ეგზემპლარი მოვიპოვე და ხელოვნურად გავამრავლე... როგორც ახალი სახეობა ასევე ძველი
-დიდი დრო დასჭირდებოდა არა?
-ცოტა მაწვალა კიდეც, არ იყო ბევრი ცნობა როგორ უნდა გამრავლებულიყო ხელოვნურ გარემოში და ექსპერიმენტების ჩატარება მომიხდა,მაგრამ ბოლოს ყველაფერი გამოვიდა .გარკვეულ რაოდენობამდე რომ მივიყვან შემდეგ იმ არეალში დავაბრუნებ სადაც არის გავრცელებული ...ნაკრძალის ადმინისტრაცია იზრუნებს შემდეგ მის გავრცელებაზე
-საოცარი სანახავია როგორ გიბრწყინავს თვალები პროფესიულ მიღწევაზე რომ საუბრობ
-ბედნიერი ვარ რომ ერთი ლამაზი ყვავილი გადავარჩინე...
-შენ ყვავილების ექიმი ხარ იცი?
-ყვავილების ექიმი? კარგად ჟღერს ,მომეწონა- გაიცინა და ყავის ფინჯანი თითებშორის მოიქცია- დღეს ძლიერ იწვიმებს
-უკვე ძალიან აცივდა ...ალბათ ზამთარი არ გიყვარს? ამ დროს ხომ ყვავილების უმრავლესობა იძინებს
-ჩემი ყვავილები მუდამ ყვავიან...ისე კი წელიწადის ყველა დრო მიყვარს. ჩემი კანის გამო სიცხეს ვერ ვიტან,მაგრამ მაინც განსხვავებულად ფერადია ყველაფერი ზაფხულში. წვიმის წვეთები კი ენერგიით მმუხტავენ ისე როგორც პაწაწინა ყლორტს
-მე ზამთარი დიდად არ მიყვარს...ყველაფერი ერთმანეთს ჰგავს მითუმეტეს ქალაქში ეს გამუდმებული სიცივე და შავი ღრუბლით დაფარული ცა რატომღაც ყველა ფოტოს ნოსტალგიურს ხდის, ქალაქიდან უნდა გავიდე რომ ბედნიერება აღვბეჭდო
-ბავშვები ,რომლებიც თოვლის გუნდებს ერთმანეთს ესვრიან..ცივათ,მაგრამ მაინც კისკისებენ.ზამთარში სოფელში წასვლა განსაკუთრებულად გვიყვარდა,იქედან წამოსვლა აღარ გვინდოდა ხო;ლმე
-შენი ჟღალი თმა თეთრ ფონზე წარმოვიდგინე და მგონი თოვლის მოლოდინის რეჟიმს ჩართავს ჩემი ტვინი
საუბარმა განწყობა აუმაღლა,ლილიასთან ყოფნისას სხვა რამეზე ვერ იფიქრებდა.მხოლოდ მას ხედავდა წარსულშიც,მომავალშიც და ყველა მომენტს აღიქვამდა მანამ სანამ შუა ხნის კაცმა მხარზე ტორი არ დაჰკრა
-ბიძი როგორ ხარ? ახლა ვაპირებდი თქვენთან მოსვლას...-ისეთი ხმა ჰქონდა კაცს ლილიას ყურადღება მიიქცია. პროფილში იდგა და კონსტანტინეს უყურებდა,რომელსაც აშკარად არ ახარებდა მისი ხილვა
-კარგად , თქვენ როგორ ბრძანდებით?
-მე რა მიჭირს ბიძი ... მამა როგორ არის ,ახალი ხომ არ არის რამე
-ვერ გეტყვით...თქვენ ჩემზე ადრე იღებთ ინფორმაციას
-დედა ხომ სახლშია? ამ საღამოს მოსვლა გვინდა
-დაუკავშირდით და დედას შეუთანხმდით , სავარაუდოდ სახლში იქნება
-კარგი ,თავს აღარ მოგაწყენთ. ეს კაფე ჩემია და ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე ბიძი...ჩათვალე რო აქ რასაც ხედავ ყველაფერი შენია ხომ იცი არა? კარგად ბრძანდებოდეთ...მშვენიერო ქალბატონო - ლილიას ახლაღა გაუღიმა თავი ოდნავ დაუკრა და წავიდა.
კონსტანტინეს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა ,თითქოს მალე იფეთქებდა. საფეტქელზე ზარღვი გამოებერა, თვალები ჩაუწითლდა. მაგიდას დაეყრდნო და სწრაფად წამოდგა
-სხვაგან წავიდეთ ...გავისეირნოთ
ლილიას არაფერი უთქვამს ,მოსაცმელი ჩაიცვა, ჩანთა აიღო და გვერდით გაჰყვა. ღრმად სუნთქავდა მეტრეველი, დამშვიდებას ცდილობდა აშკარად და სიტყვას არ ამბობდა. თითები მუშტად ჰქონდა შეკრული ,ლილიამ ჯერ მაჯაზე გადაუსვა თითები შემდეგ ხელისგულზე და ბოლოს მის თითებში ახლართა გრძელი ფალანგები.ბიჭმაც არ დააყოვნა ხელი მაღლა ასწია და გოგოს ხელისზურგზე აკოცა ,წამით თვალებიც დახუჭა და შემდეგ გაუსწორა მზერა
-წავიდეთ?
-სად
-იქ სადაც თოვს
.............
თოვდა, ირგვლივ ყველაფერი თეთრი იყო და ამ სითეთრეში ლილიას ჟღალი თმა მზესავით ანათებდა. წითურ თმაზე თეთრი ფიფქები იდებდნენ ბინას , ქათქათა ხელისგულებზე ადნებოდნენ და ყოველივე ამას კონსტანტინე ფოტოზე ასახავდა.
-ასე არაფერი გამოვა!
-რამე დავაშავე? რად განმირისხდი წითურო?
-შენი ფოტოები საერთოდ არსებობს? ვინმეს დაუფიქსირებია როგორი ბედნიერი ხარ კამერით ხელში? - მობილური აიღო და რამდნეიმე ფოტო ისე გადაუღო კონსტანტინე გონს ვერ მოვიდა
-ასე არ შეიძლება, უსამართლობაა...ხომ უნდა გამაფრთხილო რომ ფოტოს გადაღებას აპირებ,თანაც
-მგონი ნიჭი მაქვს-ლილიამ ყურადღება არ მიაქცია და ტაში შემოჰკრა -აიი გაბრაზებულიც გნახე- კიდვ ერთი ფოტო და ლილიას ღიმილი- გაკრვივებულიც
-შენ რა ჩემი პირადი ფოტოგრაფი გინდა გახდე?
-ნწ ,როგორ გეკადრება ...რას კადრულობთ ახალგაზრდავ...განა შეიძლება თქვენს გვერდით მეც ფოტოგრაფი მეწოდოს? მე უბრალოდ საკუთარი მიზნებისთვის მექნება თქვენი ფოტოები ,პირადად ჩემთვის და არავინ სხვისთვის!
-ნუთუ - მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია - ცხვირი გაგიწითლდა იცი?
-მიმეყინა კიდეც- სახე დამანჭა და ცხვირი საყვარლად აებზიკა - ასე რომ მიყურებ მგონია რომ ჩემს თვალებში იძირები და მერე საერთოდ აღარ მისმენ - თითები წვერიან ლოყაზე ჩამოუსვა და შემდეგ აკოცა - არადა შენი თვალები უფრო ლამაზია ვიდრე ჩემი
-ნუთუ
-მგონი შეპყრობილის ბოლო სტადია გაგიაქტიურდა
-მე კი მგონია რომ ეს დღე ზამთარს შემაყვარებს
-ბავშვობაში ყველას უყვარს ზამთარი
-ღრმა ბავშვობაში მეც მიყვარდა,შემდეგ მივხვდი რომ ყველა მათგანისთვის ვინც თბილ სახლში ვერ გამოიკეტებოდა ყინვების დროს ზამთარი ყველაზე რთული დრო იყო, დრო როდესაც გადარჩენისთვის ბრძოლა უწევდათ და ერთხელ ვნახე ჩემი ასაკის ბიჭუნა როგორ კანკალებდა როდესაც მე თბილ ქურთუკში გამოწყობილი მანქანით ვმგზავრობდი და ერთი სული მქონდა თოვლში როდის ჩავხტებოდი ,მას შემდეგ გადამიყვარდა თოვლი
ლილიამ ქურთუკში შეუცურა თითები ისე თბილოდა იქ როდესაც კონსტანტინეს მკლავებიც შემოეხვია . ცხვირი მის თბილ ყელს გაუხახუნა და გაიტრუნა
-კონსტანტინეე
-ჰოო
-მამაზე ღელავ?- არ შეტოკებულა,ქვემოდან უყურებდა ბიჭს და მის ნაცრისფერებს არ აშორებდა მზერას
-არა,რადგან ვიცი რომ კარგად იქნება...დედა ღელავს და მეც ეს მაწუხებს
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნება?
-პატარა ვიყავი რომ მითხრა ყოველთვის,ყველაფერს გავუძლებ და ბოლოს ჩემი თამროს მკლავებში დავლევ სულსო ,მაშინ ვერ გავიგე რას მეუბნებოდა ,მაგრამ შემდეგ მივხვდი და დღემდე მჯერა რომ სიტყვას შეასრულებს -ლოყაზე აკოცა ლილიას, შემდეგ ყელში და თვალები დახუჭა- წავიდეთ თორემ გაიყინები
უკვე ბნელდებოდა სასტუმროში რომ შევიდნენ. გათბნენ და რესტორანში გადაინაცვლეს. ლილიას დედამ დაურეკა და ჰოლში გადაინაცვლა
-დე ხვალ დაბრუნდები? რა ვუთხრა მამაშენს
-ხვალ დილით დავბრუნდები
-იმედია არ გაჭედავს
-დედა უბრალოდ თოვლი მომენატრა და ამოვედით
-მარტო ხარ სასტუმროში დედი ბიჭთან ერთად რომელიც შეყვარებულის სტატუსსაც არ ატარებს ,იცი უნდა ვღელავდე ახლა მე
-შენ ხო ჩვეულებრივი ისტერიჩკა არა ხარ არა?
-ნუ ვარ,მაგრამ მომწონს ეგ ბიჭი,თანაც ძალიან...ჭკვიანად-თქო გეტყოდით ,მაგრამ რა ვიცი აზრი აქვს?
-დეეე
-თვალებს ნუ აწვრილებ და ნუ მებუზღუნები...კარგად გაერთე და მშვიდობით დაბრუნდი იცოდე ფრთხილად ატაროს...
-ფრთხილად ატარებს, გზაზე თოვლი არ არის დე ორ საათში მანდ ვარ . ხვალ სამსახურში უნდა წავიდეს ამიტომ საუზმეზეც მოგისწრებთ
-ასე ადრე წამოხვალთ? ღამე ნათევი საჭესთან უნდა დაჯდეს?
-დედააა
-შენი ძმა მოვიდა და ახლა გაჭედავს
-ახლა მე გავჭედავ...განწყობას მიქვეითებ შენი ხუმრობებით .წავედი მე ,გკოცნი
-მეც გკოცნი დე ,მიყვარხააარ
-მეც მიყვარხარ-გაუღიმა და მაგიდასთან მჯდომს გახედა. ისევ უკან დაბრუნდა და ჩაის ფინჯანს დაუბრუნდა-იმედია ჩემი ჩაი არ გაცივდა-ფინჯანს თითები შემოჰხვია და ცხელი ორთქლის სურნელი შეიგრძნო -ისევ თოვს ...იმედია ხვალ მოძრაობა არ შეფერხდება
-აქ გზები იშვიათად იკეტება, მალევე წმენდენ ... ყველაფერი რიგზეა სახლში?
-მადა არ გაქვს? - ლილიამ უბრალოდ გაიღიმა და მის ცარიელ თეფშს გაუსწორა მზერა, მხოლოდ ჩაის მიირთმევდა, სკამის საზურგეს იყო მიყრდნობილი და ფინჯანი თითებში მოიექცია-მე კი აქ ამოსვლის შემდეგ მადა გამიძლიერდა
-კარგი სურნელია,სავარაუდოდ გემრიელიც იქნება
-შენ არ შეჭამ?
-შენ უნდა ინერვიულო?- გაეცინა ლილიას სახის დანახვისა
-ეგოისტურად მოვიქეცი ... დედაშენს სჭირდები შენ კი ჩემთან ხარ - მზერა მოარიდა და თითები ერთმანეთში ახლართა
-თათა არის მასთან...ვინც არ უნდა იყოს ვერავინ დაამშვიდებს. დედას რომ იცნობდე ამაზე წამითაც არ იდარდებდი
-და როგორია თამარი?
-ვერ გეტყვი...არ შემიძლია , არ ვიცი რომელი თვისება უნდა გამოვყო რომ დავახასიათო . გაიცნობ და მიხვდები
-მას გავხარ თუ მამას
-ორივეს - ეს რომ თქვა ისევ ჩაეცინა -მამას ჩემი ძმა ჰგავს
საუბრისას რესტორანი გაივსო. უკვე ყველა სასტუმროში დაბრუნდა და საკმაოზე მეტად ახმაურდა იქაურობა. იქვე ბიჭები დასხდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. ლილიას ყურაღება არ მიუქცევია მათთვის,მაგრამ ის შეამჩნია როგორ უყურებდა კონსტანტინე მათ. წამში მოათვალიერა მთელი დარბაზი და ისე გააკეთა ეს რომ საუბარიც არ შეუწყვეტია,არც მიმიკა შეცვლია.
-დესერტად რა შევუკვეთოთ?
-ნომერში კიდევ ერთ ფინჯან ჩაის დავლევ სხვა არაფერი მინდა
-კარგი თუ რამე ოთახში შეუკვეთავ- მაგიდას დაეყრდნო იდაყვებით და ისე დაჯდა როგორც ჩვეოდა ხოლმე . აშკარად არ უყურებდა ლილიას, ის იყო იგრძნო ვიღაცის დაჟინებული მზერა და ყურს მოხვდა „ლამაზი წითურია“ ამას მოყოლილი სიცილის ტალღა და თვალის დახამხამებაც ვერ მოასწრო ისე გაქრა წინ მჯდომი მეტრეველი. მთელი სხეული დაეჭიმა ბიჭებთან რომ დადგა მხრებზე ხელი დაარტყა ორივეს და წინ მჯდომებსაც შეხედა. ლილიას არაფერი ესმოდა, მიშტერებაც არ სურდა ,მხოლოდ აჩქარებული გულისცემის ხმა ესმოდა შემდეგ ბიჭი ისევ უკან დაბრუნდა ,სკამი გაასწორა და კომფორტულად მოკალათდდა
-წავიდეთ ... ხო?
-ვახშმობა არ დაგისრულებია სად უნდა წავიდეთ აკი მშიაო? ეს იყო სულ შენი გაძლიერებული მადა?
-კონსტანტინე ისე ნუ იქცევი თითქოს პატარა ბავშვი ვიყო და ვერაფერს ვხედავდე
-და რა მოხდა ისეთი ? უბრალოდ რამდენიმე სიტყვა ვუთხარი ბიჭებს ნაცნობები აღმოჩდნენ
-ნაცნობები?
-ხო მე ბევრ ვინმეს ვიცნობ, ასე ჩემდაუნებურად
-წავიდეთ , ოთახში შევუკვეთოთ ჩაი
-როგორც გინდა- მოსაცმელი მოახურა და თმები გაუსწორა- წავედით?
-აჰაამ ...
-ისევ თოვს...გინდა ცოტა ხნით გავიეთ?
-მცივააა ,ყინავს
-ხო მერე გაიყინება შენი პაწაწო ცხვირი
-არც ეგეთი პაწაწოა...ჩემთან შემოდი რა , მერე გასვლა დამეზარება
-მე რომ დამეზაროს?
-მაშინ ნუ შემოხვალ- პატარა ბავშვივით გაიბუტა და თან ეცინებოდა
-როგორ მატარებს თავის ნებაზე...
-უკმაყოფილო ხარ ხომ?
-უსაზღვროდ...კმაყოფილი
ლილიასთან შევიდნენ.რამენიმე წუთში დივანზე მსხდომები მიირთმევდნენ ცხელ გემრიელ ჩაის და ამჯერად არავინ ურღვევდათ სიმყურდოვეს. ლილიამ მაინც ვერ თქვა ტკბილეულზე უარი და მეტრეველიც აიყოლია.
დივანზე მოკეცა ფეხები და კომფორტულად მოკალათდდა. კონსტანტინეს უყურებდა მანამ სანამ ბიჭმაც არ იცვალა პოზა და ლილიას ფეხებზე არ მოათავსა თავი ,მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე აკოცა
-თავისუფლების წუთები ალბათ ეს არის... შეგიძლია მოდუნდე და თქვა ყველაფერი რაც სულს გიმძიმებს ,მოყვე და გათავისუფლდე
-შენ არაფერს ამბობ , ისე იჭერ თავს თითქოს ჩემი გონების დამძმება არ გსურს მე კი მინდა რომ მშვიდად იყო, შეგეძლოს ჩემთან საუაბრი და ჩემი იმედგი გქონდეს
-რომ იცოდე როგორ გენდობი, შემიძლია ბრმად ვიქცე და სამუდამოდ შენი მითითებით ვიმოქმედო ,მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს. არ შეიძლება ნებისმიერ დროს ისაუბრო...არ ინერვიულო ჩემ ცხოვრებაში დრამატული არაფერია , არაფერი ისეთი რაც სხვა ოჯახებში არ ხდება უბრალოდ არის მომენტები როდესაც რამდენიმე პრობლემა ერთად ჩნდება და ამ დროს მდგომარეობა იცვლება
-ყველა ოჯახში ასეა, მთავარია როგორ შეხვდები შექმნილ მდგომარეობას
-აი ამიტომაა შენთან საუაბრი ჩემთვის შვება, ისე ფიქრობ ძირითად მნიშვნელოვან საკითხებზე როგორც მე ... სწორედ ამიტომ არაა დრამა ,რადგან არ აღვიქვამ ყველაფერს მუქ ფერებში
-საქმე მამაშენს ეხება ხომ ასეა
-ასეაა... ამ პრობლემის ახსნა რამდენიმე სიტყვით შეიძლება ,მაგრამ ამ სიტყვების აღქმა ბევრნაირადაა შესაძლებელი
-მითხარი და ვნახოთ მე როგორ აღვიქვამ
კონსტანტინე ისევ დაჯდა და ლილიას მზერა გაუსწორა
-მამა ციხეშია, ბრალად ედება შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიაზე და კიდევ რამდენიმე დაწესებულებაზე , უკვე მეათე წელია სასჯელს იხდის
-ამიტომ არ ფლობდი ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ...საქართველოში არ არის ხომ?
-გვირეკავს, გვწერს,მაგრამ თავის მეგობრებს უფრო ხშირად აწვდის ცნობებს...ახლა დაჭრილია და ციხის საავადმყოფოშია . მეგობარი იყო იმ კაფის მფლობელიც, კიდევ ბევრი ასეთი მეგობარი ჰყავს რომლებიც წლების განმავლობაში მოდიოდნენ ჩვენთან საჩუქრებით, ფულითა და მამას სხვა გზავნილებით - გაეღიმა ,თავზე გადაისვა ხელი და დივანს მიეყრდნო
-გასაგებია, რატომაც გქონდა ასეთი რეაქცია იმ კაცის დანახვისას. ვერ იტან მათ „მეგობრულ“ ჟესტებს
-სიმართლე გითხრა მხოლოდ მათ ფულს ვერ ვიტან, ისინი იმ დროს იყვნენ ჩვენს გვერდით როცა მამა არ იყო. მათ არც ეშინიათ და არც ერიდებათ მამასი, უბრალოდ პატივს სცემენ მას და უფრო მეტად დედას. მამა რომ წავიდა , მოდიოდნენ სხდებოდნენ დედას ამბავს იგებდნენ, ჩვენ მოგვიკითხავდნენ და კონვერტით ფულს მაგიდაზე ტოვებდნენ. ერთ დღესაც დედა საშინლად იყო გაბრაზებული,მამამ დაურეკა და იჩხუბეს. მალევე მოვიდა მამას მეგობარი ისევ დადო მაგიდაზე რაღაც კოლოფი და კონვერტი. უნდა წასულიყო დედამ კარადა რომ გახსნა და ყველა კონვერდი ერთად დაუდო მაგიდაზე
-ე.ი მხოლოდ მათი ნაცნობობი ხართ და სხვა არაფერი ... ამაყი ქალი ყოფილა დედაშენი,ამაყი და ძლიერი
-დედას არც ერთხელ გამოუყენებია მამას გამოგზავნილი ფული, მაშინ ციხეში არ იყო უბრალოდ „სამუშაოდ „ იყო წასული მაშინ ყველა ასე „მუშაობდა“ ისეთი დრო იყო .ჩემი ძმა ავად გახდა,დედას რა თქმა უნდა ფული ჰქონდა ,მაგრამ თითი არ დაუკარებია .მე ეს არ მახსოვს,მხოლოდ ის გვახსოვს როგორ უთხრა ერთხელ მამას შენი ფულით ნაყიდი წამალი შხამად შეერგებოდა და მერჩივნა ტკივილს დაეტანჯა ვიდრე შხამს დაეხრჩოო. მას შემდეგ არავის მოუტანია ჩვენს სახლში კონვერტი სადაც წერილის გარდა ფულიც იქნებოდა...იცი დიდხანს ვერ ვხვებოდი რატომ იქცეოდა დედა ასე, რატომ ვცხოვრობდით ჩვეულებრივად როდესაც ფუფუნებაში შეგვეძლო ყოფნა, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი....
-და მაინც დედა მამას ცოლია ,მასზე ღელავს და მის სახლში ცხოვრობს ?
-მის სახლში არა ... დედას სახლში ვცხოვრობთ და მამა რომ მოდიოდა დედასთან იყო- ამის თქმისას გაეცინა - დედა მგონი ერთადერთია ვისთანაც მამა უძლურია
-სულ თუ კამათობდნენ, დედა თუ დამოუკიდებლად გზრდიდათ წლების განმავლობაში
- დედას და მამას ერთმანეთი არა-ნორმალურად უყვართ !
-აი ეს არის სიტყვები რომლებიც ყველაფერ რთულსა და ცახლართულს მარტივად ხსნიან
-სწორედაც რომ რთულსა და ჩახლართულს...ერთ დიდ ისტორიას რომელიც ტრაგი-კომედია უნდა იყოს
-მიამბობ?
-კიდევ რა უნდა გიამბო ? ესაა ის რაც აუცილებლად უნდა გცოდნოდა და რისი გახსენებაც ახლა ჰაერივით მჭირდებოდა - გაუღიმა და თმებზე ჩამოუსვა თითები-კიდევ რა ჟღალო?
-ის ამბავი ყველაზე რთული რომ არის და ყველაფერ სხვას ამარტივებს
-დედას და მამას სიყვარულის ისტორია? ბანალურად დაიწყო, ისე როგორც მამაჩემს ეკადრებოდა დედა მოიტაცა .დედისერთა მშობლების განებივრებული გოგონა მოიტაცა და მთელი ქალაქი დაეძებდა. მაგრად ეკიდა ვინ დაეძებდა , რომ ეპოვნათ დროულად ალბათ მოკლავდნენ ,ალბათ არა აუცილებლად მოკლავდნენ,მაგრამ კარგი მეგობრბეი ჰყავდა და ისეთ ადგილას შეაფარა თავი ,რომ ვერავინ მიაგნო
-და შეუყვარდა? მოიტაცა, ასე ხელი დაავლო სადღაც გამოკეტა და შეუყვარდა?
-მე მხოლოდ ამბავი ვიცი, ისტორია ხოლო გულის ძახილზე არაფერი მოუყოლიათ. არ ვიცი მამამ რა გააკეთა იქ ,ყველაფრისგან შორს ნახევარი წლის განმავლობაში ,მაგრამ ფაქტია რომ იქედან დაბრუნებულმა თამარამ ყველას და ყველაფრის წინააღმდეგ გაილაშქრა ,მამას ხელი მაგრად ჩაკიდა და მიუხედავად ყველაფრისა არასდროს შეუქცევია ზურგი...
-ნახევარი წელი ყველაფრისგან შორს ?
-ისე გაიცინე მგონი იდეა მოგეწონა , ბუნება, მთა ,სუფთა ჰაერი ,რომანტიკა ...ხომ არ მოგიტაცო წითურო?
-რა საჭიროა მოტაცება...მკითხე იქნებ თავად ვარ თანახმა
-ნწ...მოტაცებას სხვა ეშხი აქვს - ცხვირის წვერი ლოყაზე გაუსვა,შემდეგ თმაში ჩამალა სახე - გპირდები ერთ დღეს ,მაშინ როცა ეს ამბავი მივიწყებული გექნება ,სრულიად მოულოდნელად ჩაგკიდებ ხელს და წაგიყვან ყველასგან და ყველაფრისგან შორს .იქ სადაც ვიქნებით მე ,შენ, ბუნება და წიგნები, რომლებსაც წამიკითხავ ხოლმე - უმზერდა ისე რომ თვალსაც არ აშორებდა- არამიწიერად მშვენიერი ხარ ,ლილია
არ არსებობს გარემოებები, გარეშე პირები, არავინ და არაფერი მხოლოდ ის და შენ .ის ვისი განუყოფელი ნაწილიც ხარ და ვისთანაც გაკავშირებს გარდაუვალი მომავალი...
.............
-ანიკოოო ....ანიკო ამდენ ხანს სად ხარ? - სასაუზმოდ ისხდნენ ანა რომ გავიდა . რამდენიმე წუთი რომ არ გამოჩნდა ლუკა მაშინვე მეორე სართულისკენ დაიძრა -ანიკო რას აკეთებ ?
-მტკივა...ნივთებს ვიღებ რომ მერე სირბილი არ დაგჭირდეს-ხელები უკანკალებდა და ისე ყრიდა ტანსაცმელს ჩანთაში. ხელი მუცელზე ჰქონდა მიდებული ,ლუკა რომ მიუახლოვდა ჩანთა გამოართვა და მკერდზე მიიკრა
-დამშვიდდი გესმის? ექიმმა გაგვაფრთხილა
-აღარ შემიძლია...
-კიდევ ერთი თვეც ანიკო ... ახლა კი წავიდეთ,გავიგოთ რა ხდება
ისევ საავადმყოფოს დერეფანი, ანალიზბი, წამლების სუნი და თეთრი კედლები. იწვა გაუნძრევლად, უკეთებდნენ ნემსებს, სვამდა წამლებს . ერტ ხელზე წვეთოვანი ედგა,მეორეზე კი ლუკა ხვევდა თითებს.
-ილიკო რეკავს
-არაფერი უთხრა...სახლში რომ წავალთ მერე უთხარი
-უბრალოდ ვეტყვი რომ მოსვლა არ არის საჭირო
-მაინც მოვლენ ხომ იცი, ინერვიულებენ
-კარგი როგორც გინდა...
ისევ არავინ იცოდა რა ხდებოდა მათთან. სავარძელში იჯდა და ანას თმაზე ეფერებოდა, ისიც გატრუნული იწვა და არაფერს ამბობდა . გვიან ჩაეძინათ ,დილით კი სახლში დაბრუნდნენ. ისევ წოლითი რეჟიმი ჰქონდა, კიბე ფრთხილად აიარა ,გამოიცვალა და საწოლში დაწვა.
-დედას დავურეკავ გთხოვ...შენ გასაუბრებაზე უნდა წახვიდე
-,ისიც რაღაც სირ*ბა იქნება .თუ გინდა მისი ნახვა დაურეკე მე რას გიშლი
-სცადე გთხოვიქნებ ესაა ის რაც გვჭირდება. დედა მოვა სახლსაც დაალაგებს და საჭმელსაც გააკეთებს. შენ ჩემთვის აკეთებ და მერე მშიერი დადიხარ
-ხო ვჭამ მეც ტო
-რას წვნიანებს, სალათებს და ხილს? არ ვიცოდე მაინც როგორი კერძები გიყვარს შეეშვი მაგ ტანსაცმელს და ჩემთან მოდი ,გთხოვ
-ანიკო
-ანიკოს ჩახუტება უნდა...კოცნა უნდა ანიკოს - ხელები გაშალა და ლუკაც მოეხვია, თავზე გადაუსვა თითები და ყელში აკოცა- ჯერ კიდევ გაქვს დრო...ზუსტად სამი საათი. ახლა შხაპი მიიღე, მოწესრიგდი, დედაჩემი რამე გემრიელს მოგიმზადებს ჭამე,გამოფხიზლდი და დაუმტკიცე ყველას რომ ჩემი ქმარი პროფესიონალია
-მუშაობა რომ დავიწყო მერე ?
-ლუკაა მერე მე ვიწვები...ვინმე სხვა იზრუნებს ჩემზე შენ კი იმუშავებ და საქმეზე გადაერთვები,ისე როგორც ადრე
-როგორ უნდა გადავერთო საქმეზე როცა მეცოდინება რომ შენ აქ ხარ ,გტკივა, ცუდად ხარ ანდაც უბრალოდ რამე გინდა
-იცი რა მინდა ყველაზე მეტად? შენ რომ კარგად იყო, იცი რას დაემსგავსე? გახდი, თვალები ჩაგიცვივდა, გამოუძინებელი და გაწამებული ხარ მე კი ყველაზე ცუდი ცოლი მგონია თავი და არ ინდა ასე იყოს! ახლა კი დაუბრუნდი საკუთარ თავს, მჭირდება რომ შენ იყო კარგად ისევ ისეთი როგორიც ადრე ...იცოდე იქ როგორი ლამაზი ქალიც არ უნდა დაგხვდეს შენ თვალს მოაშორებ და შენს ფეხმძიმე, გაჩხიკულ ცოლზე იფიქრებ
-როგორი ქალიც არ უნდა იყოს მაინც?
-ლუკაა იცოდე ახლა იმ მათრახს ვიპოვნი შენ რომ მაჩუქე და აქვე დავიდებ თავთან
-მოიცა ტო ...ის მათრახი კიდევ გაქვს? -უცებ ახარხარდა ,მაგრამ მალევე მიიღო სერიოზული სახე-და რა რამდენჯერაც გაბრაზდები უნდა გადამცხო? ტეტორში მაცხოვრებს დედაშენი შილო,უფლებადამცველს უნდ ამივმართო...ამ ქვეყანაში კაცებს არავინ გვიცავს
-ვგიჟდები შენზე - საუბარი არ აცადა, ხელები ისევ მოხვია და ტუჩებზე დაეკონა -არ დაგავიწყდეს, ქალს რომ დაინახავ 20 წელს გადაცილებულს თავს დახრი და ისე ჩაუვლი გვერდს
-ქვემოდან რომ გავხედო?
-ნუ მაიმუნობ ახლა! იცოდე მე რო ვწევარ იმას არ ნიშNავს რო ვერაფერს გავიგებ!
-ამიყვანონ ჯერ
-გული მიგრძნობს რომ აგიყვანენ...თანაც მაგ კომპანიაში კარგი უფროსი ჰყავთ ახალგაზრდა კაცია და მაღალი ხელფასები
-შენ რა იცი ის ბიჭი
-ვიცნობ...უფრო სწორად შევხვდი ერთხელ ჩემი ბოსის მეგობარია ,მეეჭვება ვახსოვდე,მაგრამ მე ვიცი როგორი ტიპიცაა
-სიმპათიურია? ჭორების მიხედვით მექალთანეა
-იყოს მერე, შენ კი არ უნდა აყვე,საქმეს უნდა მიხედო იქ
-ისიც იცი როგორი ქალები მუშაობენ მასთან ხო? იმიტომ გამიმეორე ამდენჯერ
-დროს კარგავ რა დროს ლაპარაკია...მიდი ტელევიზორი ჩამირთე,პულტი მესროლე და სააბაზნოსკენ გაიქეცი
-ბანაობაც მეზარება უკვე ,რომ ვიცი არ შემოხვალ მუღამს ვკარგავ და უცებ მინდა გამოვიდე
-ჩემი საწყალი ქმარიიი ვინ არიოო ვინაოო ... კარები დატოვე ღია და აქედან გიყურებ
-გიჟი ხარ
-აბა რა გავაკეთო ,როგორ მოვახერხო შენი მოტივირება ... თუ აგიყვანენ სამსახურში საღამოსთვის რამეს მოვიფიქრებ
-დედაშენთან მიტყდება ,რო მოვა არ უთხრა საჭმელი გააკეთეო...დედაჩემს დავურეკავ და ვეტყვი რამე დამავედროს
-იქ გაივლი,შეჭამ ნანა ნერვებს დაგაწყვეტს,გეტყვის მოიყვანე და ბავშვსაც ვერ აჩენსო გაგიჟდები და მერე აგიყვანენ სამსახურში?
-არასდროს უთქვამს მსგავსი წინადადება ...ხომ იცი რომ არ უთქვამს
-ხომ იცი დედაჩემს როგორ უყვარხარ, სიხარულით მოგიმზადებს ყველაფერს რასაც ვეტყვი
-მშიერი რო წავიდე არ შეიძლება?
-უკვე მაგიჟებ ლუკა!
-კარგი ხო რას ატრიალებ ამ თვალებს... წავედი მე ვიბანავებ იქნებ გამოვფხიზლდე თორე მეძინება და თუ დავდე ბალიშზე თავი მშვიდობით გასაუბრებავ
-პირსახოცები არ შემიტანია ...კარადიდან აიღე ,დედაჩემი რო მოვიდეს შიშველი ხო არ გამოტანტალდები დერეფანში -უცებ მიაზახა და უკან დააბრუნა. ბოლოს პულტით არხის არჩევა დაიწყო,საერთოდ არ ადარდებდა,მაგრამ მაქსიმალურად უნდა ეცადა თავის მოჩვენება,რომ კარგად იყო და ძალას ინარჩუნებდა. თან დედას მისწერა და მოლოდინის რეჟიმში გადავიდა.
ორ საათში ფორმაში მყოფ ლუკას უყურებდა , წასვლამდე აკოცა და წარმატებები უსურვა. მანამ იწვა გატრუნული სანამ შორიდან მანქანის ხმა არ მოესმა,რომ დარწმუნდა მარტო იყო ტელევიზორი გამორთო ,ბალშზე დადო თავი და პლედი ცხვირამდე აიტანა
-დეე ...დედუ გძინავს? წამლის დალევის დროა დედუ- თმაზე ხელის შეხება რომ იგრძნო შემდეგ გამოფხიზლდა- დეე ტიროდი?
-ნწ..არ ვტიროდი. მომე წამალი
-ლუკამ მითხრა ცუდი გემო აქვს და ეს წვენი დააყოლოს მერეო - წვენის ჭიქაც მიაწოდა და წამალიც
-ხო ცუდი გემო აქვს...ყველას ცუდი გემო აქვს- დალია და ისევ დაწვა
-ჩემო პატარავ...ჩემო ერთაერთო , როგორ გამიწვალდი დე- ისევ თავზე ეფერებოდა ქალი
-რატომ არ მითხარი ექიმთან მივსულიყავი...იქნებ გამეგო რომ ჩემი ფეხმძმობა რთულად ჩაივლიდა
-და რომ გცოდნოდა რას გააკეთებდი? ანდაც როგორ უნდა გცოდნოდა , შეიძლება მომდევნო ფეხმძიმობამ ჩვეულებრივად ჩაიაროს შენ ხომ არაფერი გჭირს დე
-არ ვიცი...არ ვიცი რას ვიზამდი, მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკას მდგომარეობა გულს მიკლავს
-დე ,ლუკა ძლიერი ბიჭია მთავარია თქვენ იყოთ კარგად და ყველა პრობლემა დროებითია, ხომ იცი დე ყველაფერი მოგვარდება...მთავარია ცოტა ხნით გაუძლოთ
-აღარ შემიძლია...არ მინდა გავუძლო. ყველაფერი ერთად აირია, ქორწილისთვის მაინც ბევრი დაიხარჯა, სამსახური ორივემ დავკარგეთ ამდენი რამე მოხდა კიდევ თუ ვერ დაიწყო მუშაობა მერე რა გავაკეთო ნანასთან ვიცხოვრო? გავაფრენ დედა, დიდ პატივს ვცემ მხოლოდ იმიტომ რომ ლუკას დედაა ,მაგრამ მასთან ერთად ვერ ვიცხოვრებ .არასდროს მოვეწონები, ლუკა ისედაც ეკამათება ჩემ გამო და შემდეგ არც კი ვიცი რა იქნა
-უნდა მოითმინო დე, ხომ იცი რთული ხასიათი აქვს ნანას. ბებიაშენსაც არ მოვწონდი,მხოლოდ იმიტომ რომ ღომის გაკეთება არ ვიცოდი,მერე ვისწვალე ,მაგრამ მაინც არ მოვწონდი ,თუმცა ერთად ვცხოვრობდით და არასდროს გვიჩხუბია
-მშვიდი ხარ შენ,ყველაფრის მოთმენა შეგიძლია,მე კი ახლა ისეტი არაპროგნოზირებადი var არ ვიცი რას გავაკეთებ … მხოლოდ ის ვიცი რომ ლუკასთვის ყველაფერს გავაკეთებ და მისგან შორს ყოფნას, ანდაც მასთან კამათს ვერ გადავიტან
-ჩვენ შენთან ვართ ხომ იცი დე, რაც არ უნდა გვთხოვო ყველაფერს გავაკეთებთ. მალე დამშვიდდება ყველაფერი, შენს პატარას ხელში აიყვან და მთელი ცხრა თვე დაგავიწყდება, პრობლემები ერთმანეთს ანაცვლებენ,მთავარია მოახერხო და მყარად დადგე
-შემდეგ სხვა ფაზა დაიწყება და ბოლოს როდის დავისვენებთ? როდის გვექნება დრო ერთმანეთისთვის?
-აქამდე ხომ ერთად იყავით...ზოგ წყვისლ ეს დროც არ აქვს პირდაპირ ქორწინდებიან და შემდეგ ერთმანეთის გარდა ყველაფერი ახსოვთ. წინასწარ რა იცი,იქნებ მშვიდი ბავშვია, ძილის საშუალებაც მოგცეს საერთოდაც უპრობლემო იყოს მხოლოდ მოფერება,კოცნა და ტიტინი უყვარდეს
-მოფერება ,კოცნა და ტიტინი ისედაც ეყვარება...როდის ვაკოცებ,როდის შევიგრNძობ მის სურნელს.როგორ მიყვარს , ვერ ვხედავ, არ ვიცი ბიჭია თუ გოგო და მაინც როგორ მიყვარს... ყველაფერზე მეტად მიყვარს ,მას რომ რამე დაემართოს
-არ თქვა, არც იფიქრო ამაზე... მესამე ტრიმეტრში დიდი იქნება და მერე უბრალოდ თავს უნა მოუფრთხილდე
-ცოტაც და მოძრაობას ვეღარ შევძლებ ამდენ ხანს დაწოლილი ბავშვობის შემდეგა რ ვყოფილვარ
-ხოდა უნდა გამოიყენო...სულ გინდოდა გამოძნება. სულ მეცაიდნეობდი,დადიოდი არ ჩერდებოდი ახლა კი დრო თავზე საყრელად გაქვს. წვიმიანი ამინდებია, ბალიში და ძილი
-ხოდა დავიძინებ...მერე ჩემი ბიჭიც მოვა და ჩამეხუტება
-მე მივალაგებ დე...ლუკა თუ შენ გაღვიძებამდე მოვიდა მე წავალ კაი? ვახშამს მომზადებულს დავტოვებ , ყველაფერს მაცივარში შევალაგებ ან გაზქურაზე დავტოვებ
-მიყვარხარ დედუ
-მე უფრო,ჩემო პაწაწინა - თავზე აკოცა, პლედი გაუსწორა და წავიდა
არ დაეძინა,მაგრამ თვალებიც არ გაუხელია. ფიქრობდა წარსულზე, ფერად და დატვირთულ წარსულზე, ლუკასთან პირველი შეხვედრაც კი გაახსენდა, ინსტიქტურად მოეფერა მუცელს და გაეღიმა.
ნაბიჯების ხმა რომ გაიგო , გული აუჩქარდა, კარში მდგომის დანახვისას კი თვალები გაუბრწყინდა
-როგორც ყოველთვის მართალი იყავი, ჭკვიანი და სიმპათიური უფროსი მეყოლება, უამრავი საქმე მექნება და ირგვლივ ბევრი ლამაზი ქალი მეყოლება,რაც მთავარია ხელფასი სამუშაოს შესაბამისია
-ჩემი ბიჭიი... მარტო ჩემი - ხელები გაშალა და საწოლში წამოჯდა. ლუკამ მთელი სახე დაუკოცნა, ყელზეც გადავიდა და შემდეგ მუცელზე
-ახლა უნდა მოვიფიქროთ მომდევნო ოთხი თვე ვინ იზრუნებს თქვენზე მამა რომ სახლში არ იქნება მააა
-ვინ და დედიკოოო...ხალხის მეტი რა გვყავს სულ გადმოსახლდებიან რომ ვთხოვოთ .როდის იწყებ მუშაობას მამიკო?
-მამიკო დაიღალა, ემოციურად გადაიღალა .მამიკო ახლა გამოიცვლის მოიშორებს ამ პერანგს ,ფეხსაცმელს და დედიკოს გვერდით დაწვება, მაგრად ჩაეხუტება
-მარტო ჩაეხუტება?
-ბევრს აკოცებს
-შევთანხმდებით როგორმე
და მაინც რა მარტივია ნაცრისფერი დღის გაფერადება....
.......................
სახლს უყურებდა და თითებს იმტვრევდა, ტუჩების დაკბენაზეც რომ გადავიდა გვერდიდან ხმა გაიგო
-მოსამართლე გინდა გახდე და 5 წლის ბავშვის გეშინია?
-პირველი შთაბეჭდილება ბავშვებზე მნიშვნელოვანია...იმ დღეს ისე მოვირბინე და გავიქეცი ალბათ არ მოვეწონე
-სალიო ყველას არ ჰგავს...ის მოსწონს ვინც მე
-ბევრი მოსწონებია ასე?
-ჰკითხე და გიპასუხებს
-ვისთან დატოვე ბავშვი?
-მისი ძიძააა...თბილისში ყოფნისას ის ზრუნავდა მასზე,ვთხოვე რამდენიმე საათით დაეტოვებინა
-მგონი გული მიჩერდება...
-მე კი ძალიან ვერთობი ,მაგრამ ნებას ვერ მოგცებ ტუჩები დაიზიანო,მითუმეტეს გული - დაიხარა და ყელში აკოცა- შევიდეთ თორემ შემომეჭმევა ეგ ტუჩები
-გგონია მემუქრები?-თავი გვერდით გადახარა და კოცნის საშუალება მისცა
- გვანცა !
-წავედით...მაგრამ რას ეტყვი ვინ არის ეს გოგოოო?
-იცის ვინც ხარ ...
-და ვინ ვარ?- ამჯერად ეზოში გაჩერდა და ქვემოდან ახედა
-საკუთარი სახელიც დაგავიწყდა?კიდევ კაგრი დედაჩემის გასაცნობად არ მივდივართ - გაიცინა და გვანცა სულ გააგიჟა
-სხვათაშორის დედაშენის გაცნობისას ასე არ ვიდარდებდი...ბავშვები სხვა განზომილებაა ჩემთვის და უბრალოდ ვერ ავიტან რომ არ მოვეწონო
-უბრალოდ იყავი ისეთი როგორიც ხარ და ბავშვების გულს მაშინვე მოიგებ
-დავიმახსოვრებ...სხვანაირად არც ვაპირებდი,მაგრამ მაინც
-შენთან ერთად კაცი არ მოიწყენს, სულ შეგიძლია გამაოცო -კარი გააღო და როგორც კი შევიდა მაშინვე გამოვარდა ქალბატონი
-მიშუუუ სად დაიკარგე ამდენ ხანს? მომწყინდა ... მარტო არ ხარ? -უცებ გაჩერდა, ხელები უკან წაიღო და გაკრეჭილმა ახედა გვანცას-გამარჯობა
-გამარჯობა ,როგორ ხარ სალიო?
-მე კარგად, შენ? ჩემ მიშუსთან ერთად მოხვედი?
-ხოო მიშოსთან ერთად მოვედი...რატომ მოიწყინე ? ძიძა არ გეთამაშა?
-მეთამაშა,მაგრამ მე მიშუსთან თამაში მიყვარს
-ხშირად გეთამაშება ხოლმე?
-სულ მეთამაშება ...მიშუს უყვარს ჩემთან თამაში
-არ მიკვირს...ჩემთან თამაშიც უყვარს- გაიცინა და მერე წარბები მაღლა აზიდა- გინდა მე და შენ ვითამაშოთ?
-მინდაა ...მიშუ ნამცხვარს მოგვიტანს ხო მიშუ?
-მიშუ გაგებუტა...ნამცხვარსაც არ მოგიტანს
-რატოომ
-მიშუს არ აკოცე და იმიტომ ... ახლა არც ფაზლს მოგცემს როგორმე თუ არ მოთაფლავ
-ფაზლი მომიტანე? - უცებ სემოჰკრა ტაში და მიშოს წინ აესვეტა- მაღალი ხარ ,არ დაიხარე და როგორ უნდა მეკოცნა?
-მოიფიქრე ხომ გამოსავალი...პატარა ჭიკარტო - ხელში აიყვანა და ლოყაზე აკოცა-მიშუს მოენატრე და ბევრი ფაზლი გიყიდა ,გვანცას შევეჯიბროთ ვნახოთ ვინ უფრო მალე ააწყობს
-ფაზლის ჩემპიონი ვარ
-ვნახოთ,ვნახოოოთ
მისაღებში სევიდნენ სადაც ძიძა ელოდათ. ქალი მიშომ გააცილა და მალევე დაბრუნდა ახალი ფაზლით ხელში. რამდენიმე ჰქონდა ნაყიდი და მაგიდაზე დააწყო.ცოტა ხანში მაგიდასთან ისხდნენ და დიდი მონდომებით აწყობდნენ ნახატს...გვანცა ისე იყო ჩართული საქმეში რომ ლამის კივილი დაიწყო მიშომ რომ აკოცა
-გული გამისკდა...
-ჩშშ...ბავშვი სანამ მოვა ერთი მაკოცო თორემ გაავფრენ.ამდენ ხანს ბოლოს კოცნის გარეშე როდის გიყურე არ ვიცი
-მარტო ცქერა არ მოგწონს?
-ნწ...ვაფშე არა
-საზიზღარო- ხელის მოშორება სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა
-მაკოცე თორემ ამ სახლს ისეთი ოთხებიც აქვს საიდანაც ხმა არსად ისმის ... - ყურთან დაუტოვა კოცნის კვალი და თითები მაისურის ქვეშ შეუცურა -მაგალითად ჩემი საძინებელი
-ინტერესს ვერ აღძრავ,თორემ დავათვალიერებდი შენს საძინებელს
-ანუ დაინტერესებას ვერ ვიწვევ- თითები შარვალში ჩააცურა და წამსვე წამოვარდა გვანცაც
-სულ გადაირიე? ბავშვი წუთი წუთზე გამოვა...საერთოდაც ხუთი წლის ბავშვს საპირფარეშში მარტო როგორ უშვებ
-უნდა მიხვდე რომ არ ღირს ჩემთან კეკლუცი და გააკეთო ის რასაც გეუბნები ,ასე რთულია?
-უპასუხისმგებლობაა შენი ქცევა
-ნუ ჩურჩულებ,ნერვებს მიშლი
-თუ ვიყვირი აბა ბავშვიც გაიგებს
-მაააააააა უჩემოდ ხო არ აწყობთ?
-არააა ...მალე მოდი თორემ გვანცა ვეღარ უძლებს
-მოვდივაარ- უცებ გამოკუსკუსდდა და მაგიდასთან ,ტავის ბალისზე დაჯდა რომ დაენახა მაგიდის ზედაპირზე დაწყობილი ფაზლი- მააა
-გისმენ სალო
-მშიაა და რამეს არ გამიკეთებ?
-პიურე ყველით და ტყემალი გინდა?
-კიიი მინდა...კოტლეტიც მინდა
-ბაზარი არაა...თქვენ ეს ააწყვეთ და მე მანამდე გავაკეთებ
-მოიცა რა...სად მიდიხარ..შენ გააკეთებ პურეს და კოტლეტს
-გამზადებული მაქვს შევწვავ...პიურეს კიდე რა უნდა .შენ არ გინდა?
-მინდა,მაგრამ ბავშვს არ მოწამლავ ნამდვილად?
-მიშუ საუკეთესო მზარეულია...არ იცოდი?
-აბა ერთი კერძი ვიცი და იმიტოა ასეთი გემრიელიო?
-ის კერძი განსაკუთრებულად კარგად გამომდის
-ნუ ატყუებ...ყველა კარგად გამოგდის
-პატარა ჭინკა შენ ითამაშე თორე დესერტი არ იქნება...ისედაც მოპუტკუნდი
-მე ლამაზი ვარ...შენ არ მოპუტკუნდე- ენა გამოუყო და დაეჭყანა
-სალიოო მე რა გითხარი? ენას ნუ ყოფ თორე შემომეჭმევი-თქო
-არაააააა
-კიიიი
-მშიაა.ჯერ ვჭამოთ და მერე
-მეტიჩარა...
-მშიააააააააააააა
-ნუ თავხედობ
-მშია , მაშიმშილებ ?
-მოკლედ რააა დედაშენს რო არ გავდე ისე როგორ - ჩაიბურდღუნა, გაოცებულ გვანცას გვერდი აუარა და სამზარეულოსკენ წავიდა
მაინც ვერ მოისვენა, დრო იხელთა და სამზარეულოსკენ გაიპარა. კართან იდგა და უყურებდა როგორ ამზადებდა რამდენიმე კერძ ერთად მიშო , იმდენად ესიმპათიურა ისე დაცხა რომ ტვინმა აზროვნება შეწყვიტა.
-მზარეული ხარ?
-შეფ-მზარეული- არ გაუხედავს ისე უთხრა და რაღაც გასინჯა
-აქამდე რატომ არ მითხარი
-არ გიკითხავს და ხომ არ გეტყოდი .გამარჯობა მე მიშო ვარ შეფ-მზარეული
-და მითხარი მხოლოდ ვახშამს გავაკეთებო?
-შეთანხმება უკვე დავდეთ , განაჩენიც გამოიტანე
-მომინდა ,თან ძალიან- ტუჩები დაისველა და ისე შეხედა - არ მეგონა სამზარეულოში მყოფი კაცი ოდესმე ასე თუ მესექსუალურებოდა. ყველა მზარეული ვინც მინახავს ღიპიანი ტიპია, თავისი კერძებითა და აღმოცენებით რომ არის გასუქებული
-ცოტა გინახავს ,აშკარად - ხელი წელზე წაავლო და თავისკენ მიიზიდა - რა მომინდაო რა თქვი?
-რა და ...დამავიწყდა
-ალბათ ეს...- საიდანრაც ჭიქა გააჩინა და ტუჩთან მიუტანა- გასინჯე თუ მოგეწონება რეცეპტს მოგცემ და დილით მომიმზადე ხოლმე
-როგორ მიხვდიიი...ზუსტად წვენი მინდოდა რომ დილით მომერთმია შენთვის-თვალები აატრიალა,ჭიქა გამოგლიჯა და ისე დალია- მლაშეა....მე უფრო ტკბილი მიყვარს შაქარი არ გეშოვებოდა?
-ჯანსაღი ეს არის...შენს ჭიქაში შაქარი ჩაამატე
-საერთოდ არ მოგიტან ამას საუზმეზე
-კარგი
-ხოდა ძალიანაც კარგი...წავედი მე ბავშვთან მივალ
წასვლა არ დასცალდა ჯერ კოცნა მიიღო და შემდეგ შეაბრუნა კარისკენ მიშომ.
-ახლა შეგიძლია წახვიდე
-აუტანელი ხარ!
-ვიცი,გმადლობთ რომ შემახსენეთ.რომ დაიძინებს სალიო მერე განვავრცობ ამ თემას
ბავშვთან დაბრუნდა, შემდეგ ისეთი სურნელი დატრიალდა სახლში კუჭმა თავი შეახსენა. სალიო აშკარად მიჩვეული იყო ამ ამბავს და რეაქცია არ ჰქონია,მშვიდად იჯდა და თავის საქმეს აკეთებდა. ბოლოს დაასრულეს კიდეც აწყობა და მიშოს ხმაც გაისმა. ისე ლამაზად იდო ყველაფერი გვანცამ თავი ვერ შეიკავა და გამოხატა კიდეც აღფრთოვანება
-ჩემთანაც შეგეძლო იგივეს გაკეთება
-არ მინდოდა თავი ცუდ მზარეულად გეგრძნო
-როგორ დამცინოდი ჩუმად ხო?
-სტაფილოს დაჭრაც კი არ იცი...
-რა საჭიროა..მთავარია გემრიელი გამოვიდეს და ფორმას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს
-მიდი დაიმშვიდე თავი...
-მე მოსამართლე უნდა გავხდე და ჩემ კერძებს არავინ შეამოწმებს
-სალიოო მოვდივარ იცოდე და ხელები ქაფიანი გქონდეს- გვანცას აწეულ ცხვირზე აკოცა და ოთახიდან გავიდა. უკან ბავშვთან ერთად დაბრუნდა და მაგიდას მიუსხდნენ. სალიო მაღალ სკამზე იჯდა, კომფორტულად მოკალათებული და მშვიდად აგემოვნებდა სასურველ კერძს, შიგადაშიგ მიშოც ეხმარებოდა.ისეთი საყვარლები იყვნენ გვანცა ინსტიქტურად იბადრებოდა. სულ მთლად დაიშოკა პატარა ნამცეცა სკამიდან რომ ჩამოხტა და ტავისი თეფში ნიჟარაში ჩადო
-ახლა მომცემ შოკოლადს?
-წვენი და ტორტი ,შოკოლადი არა
-კარგიიი
ისევ დასკუპდა და დესერტს დაელოდა. მაგიდაზე აკაკუნებდა თითებს და სასაცილო მიმიკებს იღებდა.
ვახშმის შემდეგ ქალბატონი ენერგიულად დარბოდა, მერე იცეკვეო მიშომ უთხრა.სიმღერა ჩართო და დივანზე დაჯდა. უყურებდნენ პატარა მოცეკვავეს და იცინოდნენ. მერე გვანცაც აიყოლია და ბოლოს ძალაგამოცლილი წავიდა დასაძინებლად.მიშო გაჰყვა, აბანავა,პიჟამა ჩააცვა და ზღაპარიც წაუკითხა
-ხვალამდე მაა
-ხვალამდე პატარავ
თავზე აკოცა, საბანი გაუსწორა და ოთახიდან გავიდა. გვანცა დერეფანში იჯდა და ამ ყველაფერს შორიდან უყურებდა,რადგან არ უყვარდა სალიოს უცხო ხალხი რომ იყო მის საძინებელში.
-რაო რას ამბობდი როგორი ხარო?
-როგორი? რას ვამბობდი
-რაღაც აუტანელიოო ასე მახსოვს? ნეტავ ჩემი საწოლი უფრო კარგია თუ შენი?
-არ დაგიტესტავს ჯერ?
-არაა...პირველად გამოვცდით- ხელში აიყვანა და საძინებელში შესვა.კარი მიხურა,გადაკეტა და მაშინვე საქმეს შეუდგა
-ხმა ნამდვილად არ გადის?
-ძალიან თუ არ მოინდომე სალიოს ოთახი შორსაა და თანაც სქელი კედლები აქვს
-შენი კერძები უფრო გემრიელია თუ შენ- ზემოდან მოექცა და თვალებში ჩახედა
-არცერთი ... გემრიელი შენ ხარ -ტუჩებზე წაეტანა და ბოლო ნაჭერისგანაც გაათავისუფლა ქალის ათრთოლებული სხეული.


დაპირებული მეექვსე თავიც თქვენთანაა ჩემო კარგებოო
მომდევნოს შეიძლება ცოტა დააგვიანდეს რთული გრაფიკი მაქვს და ვერ მოვახერხებ სავარაუდოდ დაწერას ,საკმაოდ დიდი თავია სამივე წყვილზეა და იმედია ემოციებს ამჯერადაც გამანდობთ ცოტ ცოტას მაინც
გყვარობთ თქვენი მარიამი



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

ლუკა და ანა არიან ძალიან საყვარლები.ყველა წყვილი ხომ კარგი გყავს, მაგრამ ესენი განსაკუთრებით
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი sameone crazy girl

La-Na
ლუკა და ანა არიან ძალიან საყვარლები.ყველა წყვილი ხომ კარგი გყავს, მაგრამ ესენი განსაკუთრებით

მეც ძალიან მიყვარს kissing_heart მადლობა ლან

 


№3  offline წევრი Indigo

ვაიმე რა საყვარელია ემი ლუკაა...
როგორ მომწონს ამ წყვილია ერთმანეთით გაფერადებული დღეები, ვგიჟდები, უბრალოდ!
როგორ უძლებენ ერთმანეთით...

მიშუ რა საყვარელია, ჩასაყლაპი.
რო წარმოვიდგინე როგორ ტრიალებს სამზარეულოში...
მემგონი ძაან ჩამოცხა, არა?
სალიო რა საყვარელია და რა სხვანაირია მასთან მიშო.
გვანცას შოკურ მდგომარეობაზე ძაან ვიხალისე, დარწმუნებული ვარ მიშომაც :დდ

ლილია და კონსტანტინე მაინც სხვა განზომილებაა. მათთან ერთად მეც სხვაგან გადავდივარ.
უზომოდ მომწონს კონსტანტინეს მგრძნობიარე რეპლიკები.
რაღაც საოცარი გრძნობით საუბრობს.
მონუსხული რომ შეჰყურებს თვალებში ჟღალს ამაზე მეკეტება.
მეც ისე ვამბობ თითქოს ვხედავდე, მაგრამ კითხვისას მართლა ყველაფერს ვხედავ.
ზოგჯერ იმდენად მითრევ შენ სამყაროში, მგონია ეს ყველაფერი რეალურია და სხვა აღარაფერი მახსოვს.

არც კი ვიცი რა მეშველებოდა ამ შენი სამყაროს გარეშე. იმდენად მშველის შენს პერსონაჟებთან მოგზაურობა, ვერც კი წარმოიდგენ. რა მეშველებოდა განადგურებულს შენი ისტორია რო არ მხვდებოდეს.
წარმოვიდგინე და სერიოზულად შემეშინდა, მართლა.

გელი, მარიამო, სულ, მოუთმენლად!
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№4  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
ვაიმე რა საყვარელია ემი ლუკაა...
როგორ მომწონს ამ წყვილია ერთმანეთით გაფერადებული დღეები, ვგიჟდები, უბრალოდ!
როგორ უძლებენ ერთმანეთით...

მიშუ რა საყვარელია, ჩასაყლაპი.
რო წარმოვიდგინე როგორ ტრიალებს სამზარეულოში...
მემგონი ძაან ჩამოცხა, არა?
სალიო რა საყვარელია და რა სხვანაირია მასთან მიშო.
გვანცას შოკურ მდგომარეობაზე ძაან ვიხალისე, დარწმუნებული ვარ მიშომაც :დდ

ლილია და კონსტანტინე მაინც სხვა განზომილებაა. მათთან ერთად მეც სხვაგან გადავდივარ.
უზომოდ მომწონს კონსტანტინეს მგრძნობიარე რეპლიკები.
რაღაც საოცარი გრძნობით საუბრობს.
მონუსხული რომ შეჰყურებს თვალებში ჟღალს ამაზე მეკეტება.
მეც ისე ვამბობ თითქოს ვხედავდე, მაგრამ კითხვისას მართლა ყველაფერს ვხედავ.
ზოგჯერ იმდენად მითრევ შენ სამყაროში, მგონია ეს ყველაფერი რეალურია და სხვა აღარაფერი მახსოვს.

არც კი ვიცი რა მეშველებოდა ამ შენი სამყაროს გარეშე. იმდენად მშველის შენს პერსონაჟებთან მოგზაურობა, ვერც კი წარმოიდგენ. რა მეშველებოდა განადგურებულს შენი ისტორია რო არ მხვდებოდეს.
წარმოვიდგინე და სერიოზულად შემეშინდა, მართლა.

გელი, მარიამო, სულ, მოუთმენლად!

მითქვამს ხო შენი კომენტარები რო მიყვარს და მაშინ რო გამაონათებს ხოლმე რომ მგონია ვერ ვეღირსები ორი სიტყვის მეტს. აუუუ აი იმას რომ მეუბნები კიდე მე რაც მიყვარს ყველაზე მეტად ე ცალკე მაგიჟებს რა ვქნა რა გავაკეთოოოო ??
მეც არ ვციი რა მეშველება წერას რომ შევწყვეტ და იმედია ჯერ არ შევწყვეტ heart_eyes heart_eyes

 


№5  offline წევრი Indigo

sameone crazy girl
Indigo
ვაიმე რა საყვარელია ემი ლუკაა...
როგორ მომწონს ამ წყვილია ერთმანეთით გაფერადებული დღეები, ვგიჟდები, უბრალოდ!
როგორ უძლებენ ერთმანეთით...

მიშუ რა საყვარელია, ჩასაყლაპი.
რო წარმოვიდგინე როგორ ტრიალებს სამზარეულოში...
მემგონი ძაან ჩამოცხა, არა?
სალიო რა საყვარელია და რა სხვანაირია მასთან მიშო.
გვანცას შოკურ მდგომარეობაზე ძაან ვიხალისე, დარწმუნებული ვარ მიშომაც :დდ

ლილია და კონსტანტინე მაინც სხვა განზომილებაა. მათთან ერთად მეც სხვაგან გადავდივარ.
უზომოდ მომწონს კონსტანტინეს მგრძნობიარე რეპლიკები.
რაღაც საოცარი გრძნობით საუბრობს.
მონუსხული რომ შეჰყურებს თვალებში ჟღალს ამაზე მეკეტება.
მეც ისე ვამბობ თითქოს ვხედავდე, მაგრამ კითხვისას მართლა ყველაფერს ვხედავ.
ზოგჯერ იმდენად მითრევ შენ სამყაროში, მგონია ეს ყველაფერი რეალურია და სხვა აღარაფერი მახსოვს.

არც კი ვიცი რა მეშველებოდა ამ შენი სამყაროს გარეშე. იმდენად მშველის შენს პერსონაჟებთან მოგზაურობა, ვერც კი წარმოიდგენ. რა მეშველებოდა განადგურებულს შენი ისტორია რო არ მხვდებოდეს.
წარმოვიდგინე და სერიოზულად შემეშინდა, მართლა.

გელი, მარიამო, სულ, მოუთმენლად!

მითქვამს ხო შენი კომენტარები რო მიყვარს და მაშინ რო გამაონათებს ხოლმე რომ მგონია ვერ ვეღირსები ორი სიტყვის მეტს. აუუუ აი იმას რომ მეუბნები კიდე მე რაც მიყვარს ყველაზე მეტად ე ცალკე მაგიჟებს რა ვქნა რა გავაკეთოოოო ??
მეც არ ვციი რა მეშველება წერას რომ შევწყვეტ და იმედია ჯერ არ შევწყვეტ heart_eyes heart_eyes

მეკეტება ესეთ რაღაცებს რო მეუბნები და რა გავაკეთო?
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 


№6  offline მოდერი sameone crazy girl

Indigo
sameone crazy girl
Indigo
ვაიმე რა საყვარელია ემი ლუკაა...
როგორ მომწონს ამ წყვილია ერთმანეთით გაფერადებული დღეები, ვგიჟდები, უბრალოდ!
როგორ უძლებენ ერთმანეთით...

მიშუ რა საყვარელია, ჩასაყლაპი.
რო წარმოვიდგინე როგორ ტრიალებს სამზარეულოში...
მემგონი ძაან ჩამოცხა, არა?
სალიო რა საყვარელია და რა სხვანაირია მასთან მიშო.
გვანცას შოკურ მდგომარეობაზე ძაან ვიხალისე, დარწმუნებული ვარ მიშომაც :დდ

ლილია და კონსტანტინე მაინც სხვა განზომილებაა. მათთან ერთად მეც სხვაგან გადავდივარ.
უზომოდ მომწონს კონსტანტინეს მგრძნობიარე რეპლიკები.
რაღაც საოცარი გრძნობით საუბრობს.
მონუსხული რომ შეჰყურებს თვალებში ჟღალს ამაზე მეკეტება.
მეც ისე ვამბობ თითქოს ვხედავდე, მაგრამ კითხვისას მართლა ყველაფერს ვხედავ.
ზოგჯერ იმდენად მითრევ შენ სამყაროში, მგონია ეს ყველაფერი რეალურია და სხვა აღარაფერი მახსოვს.

არც კი ვიცი რა მეშველებოდა ამ შენი სამყაროს გარეშე. იმდენად მშველის შენს პერსონაჟებთან მოგზაურობა, ვერც კი წარმოიდგენ. რა მეშველებოდა განადგურებულს შენი ისტორია რო არ მხვდებოდეს.
წარმოვიდგინე და სერიოზულად შემეშინდა, მართლა.

გელი, მარიამო, სულ, მოუთმენლად!

მითქვამს ხო შენი კომენტარები რო მიყვარს და მაშინ რო გამაონათებს ხოლმე რომ მგონია ვერ ვეღირსები ორი სიტყვის მეტს. აუუუ აი იმას რომ მეუბნები კიდე მე რაც მიყვარს ყველაზე მეტად ე ცალკე მაგიჟებს რა ვქნა რა გავაკეთოოოო ??
მეც არ ვციი რა მეშველება წერას რომ შევწყვეტ და იმედია ჯერ არ შევწყვეტ heart_eyes heart_eyes

მეკეტება ესეთ რაღაცებს რო მეუბნები და რა გავაკეთო?

არ ვიცი
ნეეე ზნაიიიუუუ smile mask

 


№7 სტუმარი სტუმარი დარინა

ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ, საღამო გამილამაზეეე მიყვარს ეს ისორია თავისი უმაგრესი პერსონაჟებით, ძლივს მგონი ლუკას და ანას პრობლემები ნელნელა მოგვარდებააა, კოსტაზე ვგიჟდები ისეთი საყვარელია ჯერ ასეთი მოკრძალებლი წყვილი არ გყოლია აი ისეთი განსხვავებულები არიან როგორც ლილიას და კოსტას შეეფერება უსაზღვროდ მომწონს მათი სიფაქიზეეეე, მიშო და გვანცა ზე წყვილია რააა მაგრად ვხალისობ ისეთი საყვარლები არიან. არ აქვს მნიშნელობა როდის დადებ მე მაინც სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს, წარმატებები.

 


№8  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი დარინა
ჩემი ოქრო გოგო ხარ შენ, საღამო გამილამაზეეე მიყვარს ეს ისორია თავისი უმაგრესი პერსონაჟებით, ძლივს მგონი ლუკას და ანას პრობლემები ნელნელა მოგვარდებააა, კოსტაზე ვგიჟდები ისეთი საყვარელია ჯერ ასეთი მოკრძალებლი წყვილი არ გყოლია აი ისეთი განსხვავებულები არიან როგორც ლილიას და კოსტას შეეფერება უსაზღვროდ მომწონს მათი სიფაქიზეეეე, მიშო და გვანცა ზე წყვილია რააა მაგრად ვხალისობ ისეთი საყვარლები არიან. არ აქვს მნიშნელობა როდის დადებ მე მაინც სულმოუთქმელად დაველოდები შემდეგ თავს, წარმატებები.

დიდი მადლობა ჩემო კარგოოო
მახარებ სულ შენი კომენტარებით heart_eyes heart_eyes
დიხანს სავარაუდოდ არ დავიგვიანებ kissing_heart kissing_heart

 


№9 სტუმარი სტუმარი nuki

ლუკა და ანაა <3 აი რაგაც სასწაულად მომწონს და ვგიჟდები გვანცა და მიშო ხო საერტოდ<3 ლილია და კონტანტინე <3 <3 ლუკა და ანას ჩართვები ცოტა გაადიდე ხოლმე რა გთხოვ <3<3 გყვარობ მე შენ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 <3

 


№10  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი nuki
ლუკა და ანაა <3 აი რაგაც სასწაულად მომწონს და ვგიჟდები გვანცა და მიშო ხო საერტოდ<3 ლილია და კონტანტინე <3 <3 ლუკა და ანას ჩართვები ცოტა გაადიდე ხოლმე რა გთხოვ <3<3 გყვარობ მე შენ და მოუთმენლად ველი შემდეგ თავს <3 <3

როგორ მიხარია ჩემი ლუკა და ანიკო რომ მოგწონთ... იმდენი ემოციის ჩადება მიწევს ხოლმე დიდს ვეღარ ვწერ ვიფიტები სსამწუხაროდ...მაგრამ ვეცდები heart_eyes heart_eyes

 


№11  offline მოდერი Maiaabuladze

ბოლომდე მაინც ვერ მოვითმინე გამომიწვიე... აი შენი ისტორიებიდან სიმშვიდემდე შეშლილის შემდეგ ასე თუ კიდე რამე მომეწონებოდა არ მეგონა...
კოსტა და ლილია არიან უბრალოდ საუკეთეკო, აი იდეალური წყვილი.
ლუკა და ანიკო რაღაც სხვა განზომილებაა, სხვა სამყარო.
მე მაინც ყველაზე ძაან მიშო და გვანცა მომეწონა ისეთი ცეცხლი და ვნება აქვთ მაგ წყვილს ერთმანეთს დაწვვენ ვფიქრობ. ❤
საერთო ჯამში ისე ძაან ჩამითრია ისტორიამ რომ ყველა დეტალი მოვიდა ჩემამდე და ჩაჯდა ჩემს გონებაში.
კიდევ ერთხელ ვარ შენით აღფრთოვანებული მარიამ ❤

 


№12  offline მოდერი sameone crazy girl

Maiaabuladze
ბოლომდე მაინც ვერ მოვითმინე გამომიწვიე... აი შენი ისტორიებიდან სიმშვიდემდე შეშლილის შემდეგ ასე თუ კიდე რამე მომეწონებოდა არ მეგონა...
კოსტა და ლილია არიან უბრალოდ საუკეთეკო, აი იდეალური წყვილი.
ლუკა და ანიკო რაღაც სხვა განზომილებაა, სხვა სამყარო.
მე მაინც ყველაზე ძაან მიშო და გვანცა მომეწონა ისეთი ცეცხლი და ვნება აქვთ მაგ წყვილს ერთმანეთს დაწვვენ ვფიქრობ. ❤
საერთო ჯამში ისე ძაან ჩამითრია ისტორიამ რომ ყველა დეტალი მოვიდა ჩემამდე და ჩაჯდა ჩემს გონებაში.
კიდევ ერთხელ ვარ შენით აღფრთოვანებული მარიამ ❤

ვაიმეე მაიკო როგორ მიხარია რო მოგეწონა და ტყუილად არ დაკარგე დრო., გავგიჟდებოდი რომ გეფიქრა რას ვიწყებდი საერთოდ ამ ისტორიასო smile
ეს ისტორია მართლა ყველასგან განსხვავდება და ამაში ვერავინ შემედავება ზუსტად ვიცი ,ჩემს არცერთ ისტორიას არ ჰგავს ,მიუხედავად იმისა რო მიშოსა და გვანცას მსგავსი წყვილები უხვად მყავდა ...
ძალიან ძალიან მხიარია და ყველანაირად ვეცდები ამ კვირას რომ გადავაგორებ იმედია მშვიდობით ,მერე ყოველდღე დავიწყო დადება kissing_heart kissing_heart

 


№13 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია შენ ხომ არ იცი.სასწაული გოგო ხარ შენ.ყველაფერს რომ ვგრძნობ ყველა მათ საუბარს,მათ გამოხედვას სულ ყველაფერს .ისე გადმოცემ ყველაფერს.

 


№14  offline მოდერი sameone crazy girl

სტუმარი თამო
ვაიმე როგორ მიყვარს უკვე ეს ისტორია შენ ხომ არ იცი.სასწაული გოგო ხარ შენ.ყველაფერს რომ ვგრძნობ ყველა მათ საუბარს,მათ გამოხედვას სულ ყველაფერს .ისე გადმოცემ ყველაფერს.

თამოო <3 <3
მიხარიხარ დიი მადლობა

 


№15  offline წევრი Mary_dreamer

მარიამ
მარიამ
მარიამ
როგორ მიყვარს ჩემი სეხნიები ;დდ ყველაზე გამორჩეული შენ ხარ მარიამ!!♡♡აღარ დავიწყებ იმის წერას რაც უკვე ყველამ იცის......უბრალოდ ძალიან მინტერესებს ილიას ამბავი^^და კიდე მიშოს დისს.....იმედია ამათტვისაც გყავს ისეთი,ვინმე გემრიელი ;დდ ჯერ არ ვიცი მიშოს და მაგრამ მაგას და ლუკას უფროსს ვშიფავ ;დდ

გელი ჩემოოქროვ გელიიი!!♡♡

 


№16  offline მოდერი sameone crazy girl

Mary_dreamer
მარიამ
მარიამ
მარიამ
როგორ მიყვარს ჩემი სეხნიები ;დდ ყველაზე გამორჩეული შენ ხარ მარიამ!!♡♡აღარ დავიწყებ იმის წერას რაც უკვე ყველამ იცის......უბრალოდ ძალიან მინტერესებს ილიას ამბავი^^და კიდე მიშოს დისს.....იმედია ამათტვისაც გყავს ისეთი,ვინმე გემრიელი ;დდ ჯერ არ ვიცი მიშოს და მაგრამ მაგას და ლუკას უფროსს ვშიფავ ;დდ

გელი ჩემოოქროვ გელიიი!!♡♡


მეც ძალიან მიყვარს ჩმი სეხნიები smile ეტყობა ჩემ ისტორიებს იმდენი მარიამი მყავს
ამ ისტორიაში სხვა წყვილები არ მეყოლება ასე რომ მაპატიე

 


№17 სტუმარი ტატუკა20

მოკლედ ძალიან მაგარი ისტორიაა.მომწონს ყველა წყვილი.განსაკუთრებით მაინც გვანცა და მიშო მომწონს ყველაზე შენეული წყვილია.მიხარია ლუკას სამსახური რომ მოგვარდა თორემ გული მწყდებოდა ყოფითი პრობლემები რომ იჩენდა თავს ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება.წარმატებები შენ მარიამ და მოუთმენლად დაველოდები 8 თავს მანამდე ისინი მელოდება ბოლო თავი:))

 


№18  offline მოდერი sameone crazy girl

ტატუკა20
მოკლედ ძალიან მაგარი ისტორიაა.მომწონს ყველა წყვილი.განსაკუთრებით მაინც გვანცა და მიშო მომწონს ყველაზე შენეული წყვილია.მიხარია ლუკას სამსახური რომ მოგვარდა თორემ გული მწყდებოდა ყოფითი პრობლემები რომ იჩენდა თავს ისე როგორც რეალურ ცხოვრებაში ხდება.წარმატებები შენ მარიამ და მოუთმენლად დაველოდები 8 თავს მანამდე ისინი მელოდება ბოლო თავი:))

მადლობა heart_eyes მიხარია რო მოგეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent