შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინუჟდენში დაქორწინებულები 4


14-04-2018, 19:34
ავტორი ubraloooo tipi
ნანახია 3 991

-კიდევ ერთი ჭიქაც და მორჩა!-სასმლისაკენ გავწიე ხელი, თუმცა ალექსმა მაშინვე ამაცალა თითქმის ცარიელი ბოთლი.
-ანა მგონი ზედმეტი მოგივიდა... უკვე ძალიან მთვრალი ხარ.
-მხოლოდ ერთი ჭიქა...-საყვარელი თვალებით შევხედე და როცა მის ცისფერ თვალებში საკუთარი თავი დავინახე, ბოლო ხმაზე ავხარხარდი.
-შენ კიდევ სასმელი გინდა?!-ჩაიცინა ალექსმა-მორჩა, დღეისათვის საკმარისია.
ტუჩები ისე გავბუსხე, როგორც პატარაობაში, როცა მამას ვებუსხებოდი ხოლმე. მომეჩვენა, რომ ალექსს ჩაეღიმა. არა იმ ირონიული ღიმილით, რომლითაც უხვად მაჯილდოვებდა, არამედ ნამდვილი, გულწრფელი ღიმილით.
-ანუ რა გამოდის... მე უნდა ვიმღერო?-გადავამოწმე
-ჩვენს შორის ვინაა მთვრალი?-ჩვეული ირონიული ტონი დაიბრუნა ბიჭმა.
გაკვირვებული დავაკვირდი. მანაც ზუსტად იმდენი დალია, რამდენიც მე, თუმცა ჩემგან განსხვავებით არაფერი ეტყობოდა.
-კარგი...-ფრთხილად წამოვდექი, მაღლა აწეული კაბა დაბლა ჩავქაჩე, თმა შევისწორე და სცენისკენ წავედი ბარბაცით.
უკვე ჩამობნელებულიყო. ბარი გადავსებული იყო ახალგაზრდებით, რომლებიც აქ ჯგუფის მოსასმენად მოსულიყვნენ.
დაახლოებით ერთი საათის წინ ჯგუფიც მოვიდა და რამდენიმე მუსიკა დაუკრა. მაინც და მაინც აღტაცებული არ დავრჩი, მაგრამ ცუდიც არ იყო. სოლისტ ბიჭს ძალიან სასიამოვნო ხმა ჰქონდა. ჯგუფის დანარჩენი წევრებიც საკმაოდ კარგად უკრავდნენ, უბრალოდ მუსიკა ჰქონდათ შერჩეული ცუდად.
არეული ფეხით დავიძარი პატარა სცენისკენ, რომელზეც ჯგუფის წევრები იდგნენ და სავარაუდოდ შემდეგ მუსიკას არჩევდნენ. ზურგზე ვგრძნობდი ალექსის ირონიულ მზერას. არ უნდა დავნიძლავებულიყავი. ხომ ისედაც კარგად ვიცოდი რომ ვერ მოვიგებდი?! სასმლის ამტანობით არასდროს გამოვირჩეოდი და ახლა რატომ უნდა ყოფილიყო გამონაკლისი?!
სცენასთან მიახლოებისთანავე, ჯგუფის წევრებმა საუბარი შეწყვიტეს და მე მომაჩერდნენ. ბიჭები დაახლოებით ჩემი ასაკისანი იყვნენ და ძალიან მეგობრულად გამოიყურებოდნენ. მათი სანდომიანი სახეების დანახვაზე (ალბათ სასმელმაც თავისი ქნა) ნერვიულობა მომეხსნა. ქერათმიანი ბიჭი დანარჩენებს გამოეყო და ჩემკენ წამოვიდა. ცოტა დაბნეული სახე ჰქონდა, სავარაუდოდ მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ვეგონე. სოლისტი მომიახლოვდა და უხერხულად გამიღიმა. შეუძლებელია ვერ შეემჩნია, რომ ნასვამი ვიყავი.
-ავტოგრაფი?-მკითხა ღიმილით
გამეცინა. ჩემი თავი წარვუდგინე, ის კი ნიკად გამეცნო. ნიკა ალექსისკენ მივახედე და ყველაფერი ავუხსენი. ვუთხარი, რომ ის ჩემი საქმრო იყო და მინდოდა მისთვის მემღერა. ჩემდა გასაკვირად ბიჭი სიამოვნებით დამთანხმდა. მეც ფეხისკანკალით ავყევი სცენაზე. არ ვიცი ეს სასმელით იყო გამოწვეული თუ ნერვიულობით. ბიჭები ყურადღებით მათვალიერებდნენ. ნიკამ მათ საქმის ვითარება აუხსნა, მოსმენილმა კი ბიჭების ღიმილი გამოიწვია.
-კარგი, აბა რას ვუკრავთ შენი საქმროსთვის?-მკითხა დრამერმა.
ერთი წუთით ჩავფიქრდი. შემდეგ გონებაში ის სიმღერა ამომიტივტივდა, რომელსაც წლების წინ, მეგობრებთან ერთად ვმღეროდი და ნიშნისმოგებით გავიღიმე. ბიჭებს მითითებები მივეცი და სცენაზე ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე.
ათობით ადამიანის ინტერესჩამდგარი მზერა შემეჩეხა მაშინვე. ჩემმა სხეულმაც არ დააყოვნა რეაქცია და მუცელში ნერვიულობით გამოწვეული ბიძგები ვიგრძენი. ზოგადად იძახდნენ, რომ კარგად ვმღეროდი, მაგრამ ახლა, ამდენი ხალხის წინ, ნასვამს, რეპეტიციის გარეშე, ეჭვი მეპარებოდა რამე გამომსვლოდა.
-,,არაუშავს, ალექსს მაინც შევარცხვენ"-გამეცინა გულში.
ხალხში თვალებს ვაცეცებდი, მას ვეძებდი. ჩემი ყავისფერი თვალები მალე გადააწყდა მის ცისფერ თვალებს. სარკაზმი გამოიხატებოდა მის თითოეულ პატარა ჟეშტშიც კი. გავღიზიანდი. აკანკალებული ხელი მჭიდროდ ჩავკიდე მიკროფონს და ნიკას ცერა თითით ვანიშნე მზად ვარ-მეთქი. იმწამსვე მთელს ბარში შუქები ჩაქრა, მხოლოდ მე დამნათოდა ზევიდან. ბიჭებმა ნელი, სასიამოვნო მელოდია გააჟღერეს. თითქმის შეუმჩნევლად გამეღიმა. უზომოდ მიყვარდა ეს მუსიკა. სხეულში სასიამოვნო სითბომ დამიარა და მეც მოვეშვი.
-I'm falling in,
I'm falling down.
წავიმღერე ნაზად, ოდნავ სევდიანად.
ამ პატარა მონაკვეთის წამღერებამ იმაზე დიდი ოვაციები გამოიწვია ვიდრე ველოდი. მთელმა დარბაზმა გამამხნევა. ზოგმა ტაში დამიკრა, ზოგმა წამოიყვირა, ზოგიერთმა კი დაუშტვინა. დავრწმუნდი, რომ მართლაც არ ვყოფილვარ უნიჭო. საბოლოოდ და მთლიანად მოვეშვი. გამბედაობა შემემატა, მიკროფონს ხელი დავავლე და ხმამაღლა, სწრაფად ვთქვი:
-ეს მუსიკა ეძღვნება ჩემს საქმროს! უზომოდ მიყვარხარ ალექს და ყველაზე ბედნიერები ადამიანი ვარ, რომ შენ შეგვხვდი!-წავუმსახიობე.
მთელმა დარბაზმა ჩემს მზერას გააყოლა თვალი და ყველა ალექსს მიაჩერდა, რომლის თვალებშიც ერთდროულად კიაფობდნენ გაკვირვება და დამარცხებით გამოწვეული მსუბუქი ბრაზი.
გამეღიმა, რადგან ამდენ ხალხში მხოლოდ მე ვიცოდი მისი გაკვირვების ნამდვილი მიზეზი. ყველა ჩემს გარდა ფიქრობდა, რომ მისი ასეთი რეაქცია დადებით ემოციებს ნიშნავდა, რომელიც ჩემმა სიურპრიზმა გამოიწვია, რეალურად კი ალბათ ჩემს შესარცხვენად ახალ გეგმას ისახავდა.
-I wanna begin
But I don't know how-გაავაგრძელე შეგულიანებულმა
-To let you know,
How I'm feeling.
I'm high on hope.
I'm reeling.
ამ დროს ჩემი მითითებისამებრ ბენდმა ტემბრის აუჩქარა. ნიკაც გამოვიდა სცენაზე და ჩემთან ერთად დაიწყო მხიარული მელოდიის ბოლო ხმაზე სიმღერა.
-And I won't let you go,
Now you know,
I've been crazy for you all this time.
I've kept it close
Always hoping
With a heart on fire,
A heart on fire.
With a heart on fire,
A heart on fire.
მე და ნიკა ბოლო ხმაზე ვმღეროდით, თან შიგადაშიგ წავიცეკვავდით და გიჟებივით ვხტუნაობდით. მთელი დარბაზი ავიყოლიეთ. ყველა ცეკვავდა და ერთობოდა. წყვილები ერთმანეთს ჩახუტებოდნენ და ბედნიერი, სიყვარულით სავსე თვალებით შეჰყურებდნენ.
მე? მე სრულ თავდავიწყებას მივეცი თავი. სასმლით გაბრუებულმა, თავს უფლება მივეცი ყველაფერი დამევიწყებინა, რაც ამდენი ხანი შინაგანად მანგრევდა და მანადგურებდა.
როცა მუსიკის დასასრულს მივუახლოვდი, ხალხის მასაში, წყვილ აგიზგიზებულ ცისფერ თვალს მოვკარი თვალი. ალექსი ეშმაკურად მიღიმოდა. მაშინვე მივხვდი, რაღაც ახალი მოიფიქრა, თუმცა საკუთარ თავს ამაზე ფიქრის უფლება არ მივეცი და სიმღერა განვაგრძე.
მხოლოდ მაშინ მივხვდი ალექსის ჩანაფიქრს, როცა მუსიკის დასასრულს ვიღაცამ წამოიყვირა სიტყვა ,,კოცნა". ღიმილი სახეზე შემახმა,როცა იმ ერთს მთელი ბარი აჰყვა. ყველა ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა:
-კოცნა! კოცნა! კოცნა!
ადგილზე გავიყინე. გულში ალექსს ვწყევლიდი და განადგურებით ვემუქრებოდი ამ ყველაფრის გამო. არა, ნამდვილად კარგად მოიფიქრა...
უკნიდან ვიღაცამ მიბიძგა და სცენიდან ჩამიყვანა. ხალხის მასა მალე გაიყო ორ ნაწილად და სახეგაბადრული ალექსიც გამოჩნდა. დამცინავად მიღიმოდა, თუმცა ხალხი მხოლოდ ბედნიერების ღიმილს ხედავდა მის სახეზე.
-კოცნა! კოცნა! კოცნა!
ბენდმა ნელი, სასიამოვნო სიმღერა წამოიწყო. სახეზე ალმური მომედო. ხალხი ალექსს და მე ერთმანეთისკენ გვიბიძგებდა, თუმცა ალექსს ჩემგან განსხვავებით სულ არ სჭირდებოდა ძალის დატანება, ისედაც სიხარულით მოიწევდა ჩემკენ. ნიკას ხმაც სასიამოვნოდ ელამურებოდა ჩემს ტვინს.
ჩამომცხა.
არ ვიცი ეს ბარში ტემპერატურის დამსახურება იყო, სასმლის მოქმედების, თუ იმ სიტუაციის, რომელშიც ვიმყოფებოდი.
ალექსის თვალები დამცინავად მიცქერდნენ. ყველა ალექსისკენ მიბიძგებდა.
ალექსის ცისფერი თვალები ისევ დამცინავად მიცქერდნენ.
-კოცნა! კოცნა!-გაჰყვიროდა ყველა ერთხმად.
ალექსის ცისფერი ანთებული თვალები ირონიას ანთხევდნენ.
ჩემს გარშემო ხალხს ლაღი ღიმილი გადაჰფენოდა სახეზე. ზოგს გული ასჩუყებოდა და ცრემლებსაც კი არ ერიდებოდნენ ჩვენი ,,ნამდვილი სიყვარულის" ყურებისას. ხალხს, რომელიც ალექსისკენ მიბიძგებდა ეგონა, რომ კარგ საქმეს მიკეთებდა და ამ რომანტიკულ სცენაში, საკუთარ მეორე ხარისხოვან როლს ასრულებდა.
დაბნეული, არეული ფეხით მივიწევდი ალექსისკენ. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯიღა დარჩა ჩვენ შორის. ბიჭი უკვე გამარჯვებას ზეიმობდა. თვალს არ მაშორებდა და ვხედავდი, როგორ დამცინოდა უსიტყვოდ.
-,,დამარცხდი ანა!"- მეუბნებოდა თვალებით.
ალექსი უკვე ზეიმობდა ნაადრევ ტრიუმფს და ეს საშინლად მაღიზიანებდა. არ გამოპარვია, რომ გოგოების ნაწილი შურით მიცქერდა, მათ შორის მიმტანი გოგონა, რომელსაც სახე მოღრეცოდა და ისე მიყურებდა, თითქოს ჩემი იქვე მოკვლა განეზრახა. ვიცოდი, გოგონების უმეტესობა ნახევარ ცხოვრებას გაიღებდა ჩემს ადგილას ყოფნისთვის.
-,,ამას სახე აქვს ანგელოზის, თორემ შინაგანად ნამდვილი დემონია"-გამეცინა გულში.
ნაძალადევად, მოჩვენებითი ღიმილი ავიკარი სახეზე. სისულელე იქნება, რომ ვთქვა 17 წლის გოგოს არავისთვის არ მიკოცნია-მეთქი. იყო რამდენიმე შემთხვევა. თუმცა ამ შემთხვევებს არავითარი შეხება არ ჰქონია ვნებასთან, ეს უფრო ,,საცდელი კოცნები" იყო. მაგრამ არცერთმა კოცნამ არ გამოიღო შედეგი, ვერცერთმა მათგანმა ვერ მომანიჭა სიამოვნება. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ბრალი იყო და არა ჩემი პარტნიორების. ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი არასრულფასოვნებაში. მამას გარდაცვალებამ კი ყველაფერი შეცვალა. ახლა უკვე აღარც ვცდილობდი რამე მეგრძნო, აღარ ვეძებდი ,,იდეალურ ბიჭს", საერთოდ აღარ ვინტერესდებოდი საწინააღმდეგო სქესით.
მინდოდა ალექსისთვის კოცნა? არა! არავითარ შემთხვევაში! ალექსის მიმართ არაფერს არ ვგრძნობდი, მე კი საკმარისად გავიზარდე ამ ბოლო თვეების განმავლობაში და დრო იყო ზრდასრულივით მოვქცეულიყავი. ალექსი ნამდვილად არ იყო ისეთი ბიჭი, რომელთანაც პაემანზე წავიდოდი. მისი მუდმივი ცინიზმი და ირონიულობა საშინელ დისკომფორტს მიქმნიდა. არც ალექსი მიაქცევდა ჩემნაირ გოგოს ყურადღებას. ალექსი უფრო იმ ბიჭების კატეგორიას ჰგავდა, მხოლოდ ერთჯერადი ურთიერთობებით რომ ინტერესდებიან და მაშინაც დიდი ყურადღებით არჩევენ პარტნიორს. არამგონია ის ჩემნაირი გამოუცდელი გოგოთი დაინტერესებულიყო. მისნაირ ბიჭს მაინც ვერცერთი გოგო ეტყოდა უარს. ის იდეალური იყო. იმდენად იდეალური, რომ მის გვერდით მუდამ დამტანჯავდა არასრულფასოვნების უზომო განცდა.
აჟიტირებული ხალხი ისევ ერთმანეთისკენ გვიბიძგებდა. ბენდის მიერ დაკრული სასიყვარულო მუსიკაში, ზედმეტად ხშირად ისმოდა სიტყვა ,,სიყვარული".
-კოცნა! კოცნა! კოცნა!-ჯერ კიდევ ყვიროდა ხალხის ნაწილი.
რაღაც უნდა მომეფიქრებინა და ამ სიტუაციიდან თავი დამეძვრინა, მაგრამ რა?
რა?...
-,, შემიძლია ,,შემთხვევით" ვინმეს ფეხი წამოვკრა და წავიქცე. მთვრალი ვარ და მეპატიება, თანაც ასე მთელი რომანტიკული სცენა ჩაიშლება. თუმცა არა... ეს ზედმეტად დამამცირებელი იქნება. იქნებ უბრალოდ უარი ვთქვა კოცნაზე?!
არა, არა.
რით ავხსნი ჩემს ასეთ გადაწყვეტილებას ამდენი ხალხის წინაშე?! განა მე არ ვუმღეროდი ცოტა ხნის წინ სასიყვარულო სიმღერას სცენაზე?!
ამ ფიქრებში გართული, ისე აღმოვჩნდი ალექსის წინ, ვერც კი მივხვდი. ჩვენს შორის ერთი ნაბიჯიღა თუ იქნებოდა მანძილი. ბარში მყოფი თითოეული ადამიანი ინტერესით, სულმოუთქმელად გვადევნებდა თვალყურს.
ბიჭმა ერთი ნაბიჯით აღმოფხვრა მანძილი ჩვენს შორის და პირდაპირ ცხვირწინ ამესვეტა. სახე იმდენად ახლოს მომიტანა, რომ მისი სუნთქვა ვიგრძენი. უცნაურია, სასმლის მყრალი სუნის მაგივრად, პიტნის სასიამოვნო სურნელი ამოსდიოდა ბაგიდან.
ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში. მომეჩვენა, რომ სპეციალურად წელავდა ამ მომენტს, რათა მისი გამარჯვებით აბსოლუტური სიამოვნება მიეღო.
ცოტაც და მაკოცებდა...
უცებ გონება გამინათდა და ჩემმა სასმლით დაბინდულმა ჭკუამ, ამ სიტუაციიდან ერთადერთი პოტენციური გამოსავალი მოიფიქრა.
ტუჩის კუთხე ავპრიხე. ალექსი იმწამსვე მიხვდა, რომ რაღაც მოვიფიქრე და თვალებში ეჭვი გაუკრთა. მეც აღარ დავაყოვნე, ხელით უკან ჩამოშლილი გრძელი ყავისფერი თმა წინ გადმოვიყარე და ჩემს და ალექსს შორის ისე ჩამოვაფარე, რომ საერთოდ შეუძლებელი ყოფილიყო ჩვენი სახეების დანახვა.
შემდეგ ორივე ხელი კისერზე მოვხვიე ბიჭს და ისე დავიწყე თავის აქეთ-იქით ქნევა, ნებისმიერი ადამიანი იფიქრებდა, რომ ძალიან ვნებიანი კოცნა გვქონდა გაჩაღებული თმის ფარდის შიგნით. რეალურად კი არც კი შევხებივართ ერთმანეთს.
რამდენიმე წამიანი სპექტაკლის შემდეგ, ალექსს სახე ნელა მოვაშორე და მხიარულად ავხედე. მის თვალებში უამრავი გრძნობა ენაცვლებოდა ერთმანეთს. ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა, რომ ეს ,,რაუნდი" წააგო. გაკვირვებული მიყურებდა და დამარცხებას ვერ ეგუებოდა. მერე უცებ მოვიდა აზრზე, ჩვეული ირონიული ღიმილი დაიბრუნა და ჩემკენ გადმოიხარა. გული ამიჩქარდა. მისმა ტუჩებმა ჩქარა ჩაუქროლეს ჩემსას და ყურთან გაჩერდნენ.
-მართალი ხარ, ჯობია შენი ნებით მაკოცო პირველად.- ჩამჩურჩულა ყურში.
-ვერ ეღირსები!- შევუბღვირე
ჩემს სიტყვებზე მხოლოდ გაეცინა და ჩემს ხელებს დახედა, რომელიც ჯერ კიდევ მის კისერზე მქონდა შემოწყობილი. ორივემ შევამჩნიეთ, რომ ნახევრად მას ვეყრდნობოდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, ზედმეტი დავლიე. რომ არა ალექსი, ალბათ წავიქცეოდი კიდეც.
თავბრუ დამეხვა. ბიჭმა მაშინვე ხელი შემაშველა და ხალხის მასაში ჩვენი მაგიდისკენ წამიყვანა. აპლოდისმენტები გამოგვაცილეს, თუმცა ოდნავ იმედგაცრუებას გრძნობდნენ, რადგან საკუთარი თვალით ვერ ნახეს ჩვენი ვნებიანი კოცნა. თვალში მიმტანი გოგოს ბოღმიანი მზერა მომხვდა, მაგრამ ისეთი დაღლილი ვიყავი, ყურადღება აღარ მიმიქცევია.
თვალები მეხუჭებოდა. ალექსმა ცალი ხელი წელზე მომხვია, მეორე კი ხელზე მომკიდა, რომელიც მის კისერზე მქონდა გადახვეული. უკვე მთლიანად მას ვეყრდნობოდი.
-სახლში წავიდეთ რა...- ამოვილუღლუღე ბურანში მყოფმა.
რაღაც მითხრა, მაგრამ ვერ გავიგე. ამის მერე აღარც მახსოვს როგორ გავედით გარეთ, როგორ გააჩერა ტაქსი, მაგრამ არასდროს დამავიწყდება როგორი სინაზით ჩამსვა შიგნით, თითქოს ფაიფურის თოჯინა ვიყავი და არ უნდოდა გავმტყდარიყავი. შემდეგ თვითონაც გვერდზე მომიჯდა. სულ ერთი წუთით დავივიწყე ის უთვალავი ბარიერი, რომელიც მე და ალექსს შორის იყო ამოშენებული, თავი მის მხარზე ჩამოვდე და თვალები დავხუჭე. თვალდახუჭულმაც კი ვიგრძენი ბიჭის გაკვირვებული მზერა, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი ჩემს სიმთვრალეს მიაწერა.
ნელ-ნელა რიტმულად დავიწყე სუნთქვა. ალექსს სასიამოვნო ოდეკოლონის სუნი ასდიოდა. მისი სხეულის სითბოს ვგრძნობდი და უფრო მჭიდროდ ვეკვროდი. როგორც არ უნდა მეცადა, ქუთუთოებს წინააღმდეგობას ვეღარ გავუწევდი. ალექსის ნაზი სუნთქვა ვიგრძენი შუბლთან და მივხვდი, მიყურებდა. ჩემს სახის ნაკვთებს ათვალიერებდა, თითოეულ დეტალს შეისწავლიდა, ჯაშუშურად, მაშინ, როცა ეგონა მეძინა.
საინტერესოა, რას ფიქრობდა...?
ნეტა რა აზრები უტრიალებდა თავში, როცა მძინარეს მიყურებდა?
მისი ასეთი მზრუნველობა და სინაზე, მამას მახსენებდა. ალექსის ასეთი სახის დანახვას არ ველოდი. გულში სასიამოვნო სითბო ჩამეღვარა, თითქოს ბავშვობაში დავბრუნდი, მაშინ როცა დაღლილს მამა მივლიდა ხოლმე. თავის დაკუნთულ მკლავებში მომიქცევდა და ფრთხილად მაწვენდა ჩემს რბილ საწოლში. ახლაც ისევე უსაფრთხოდ ვგრძნობდი თავს, როგორც მაშინ. თუმცა რატომ? რით დაიმსახურა ალექსმა ჩემი ნდობა? რატომ მქონდა იმის ილუზია, რომ მასთან უსაფრთხოდ ვიყავი?
არ ვიცი...!
გონება გავთიშე და უკვე თითქმის მეძინა, როცა ბოხი ხმა გავიგონე.
-ძალიან კარგი წყვილი ხართ-მიმართა ტაქსის მძღოლმა ალექსს.
მინდოდა თვალები განეხილა და შევწინააღმდეგებოდი, მეთქვა, რომ ჩვენ წყვილი არ ვიყავით. თუმცა ამის ძალა არ შესწევდა. მეგონა ალექსი შეეპასუხებოდა, მაგრამ მან მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
-მადლობა.
და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.



ავტორის შენიშვნა: ბოდიში დაგვიანებისთვის.ეს თავი უკვე დაწერილი მქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ წამეშალა და მომიწია ახლიდან დამეწერა :( ისეთი კარგი არ გამომივიდა როგორიც თავდაპირველად დაწერილი, მაგრამ იმედი მაქვს მოგეწონათ ???????? იცოდეთ, მხოლოდ თქვენი თბილი სიტყვები მასაზრდოვებს ❤️
პ.ს.ფეისბუქში დამიმატეთ <3 ,,ნეფი ლიმი" ნაწერია



№1  offline წევრი ubraloooo tipi

meocnebe avadmyopi
ძალაინ კარგი იყო
ალბათ დაგვიანების მიზეზი რომ არ გქონოდა ძალიან გავბრაზდებოდი
მაგრამ მალე დადე შემდეგი რა

ყველანაირად შევეცდები ❤️

a.bochorishvili
კარგი იყო მაგრამ პატარაა

მადლობა ❤️ ხო ვიცი... გავზრდი ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფო

კარგია ძალიან ხშირხშირად დადე ოღონდ :* <3

 


№3  offline წევრი ubraloooo tipi

სტუმარი სოფო
კარგია ძალიან ხშირხშირად დადე ოღონდ :* <3

სტუმარი სოფო
კარგია ძალიან ხშირხშირად დადე ოღონდ :* <3

მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

 


№4 სტუმარი mariami

dzaan kargiaaa da moutmenlad velodebi shemdegs araraaa dasamtvrevi maqvs es titebi aqmde Rom ar wanikitxe
P.S shadowhunterebs uyureb??<3<3<3<3<3<3<3<3

 


№5  offline წევრი ubraloooo tipi

mariami
dzaan kargiaaa da moutmenlad velodebi shemdegs araraaa dasamtvrevi maqvs es titebi aqmde Rom ar wanikitxe
P.S shadowhunterebs uyureb??<3<3<3<3<3<3<3<3

მადლობა უღრმესი ❤️ არა , არ ვუყურებ, მაგრამ წიგნი მაქვს წაკითხული და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია❤️რატომ მკითხე?

 


№6 სტუმარი Crazy^^

კარგი იყოო... <3 იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ნაწილით))

 


№7  offline წევრი ubraloooo tipi

Crazy^^
კარგი იყოო... <3 იმედია მალე დაგვიბრუნდები ახალი ნაწილით))

მადლობა ❤️ შევეცდები ❤️

 


№8  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ ძალიან მაგარია.. მალე დადებ?!

 


№9  offline წევრი ubraloooo tipi

ანი ანი
აუ ძალიან მაგარია.. მალე დადებ?!

შაბათს ან კვირას ❤️

 


№10 სტუმარი სტუმარი mmmm

sauketesota shoris sauketeso iko male dade shemdegi gelodebiii

 


№11  offline წევრი teengirllove

magari iyo magram patara

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent