შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დროებითი ლექტორი (დასასრული)


14-04-2018, 21:48
ავტორი Blue tears
ნანახია 4 498

'არა' დაიყვირა და ფეხზე წამოდგა, "სიზმარი ყოფილა" გულზე ხელები მიიბჯინა და ღრმად სუნთქვა დაიწყო, რენეს პალატაში შეიხედა სუნთქვაც და გულის ცემაც მწყობრში ქონდა. "მადლობა ღმერთს" ჩურჩულით თქვა და ისტერიული სიცილი აუტყდა. მოსაცდელში მარიამი, ანი, საბა და გიორგი. ნიკუშა, რატი და ბაბი ელოდნენ. ტირილისგან თვალებ ჩაწითლებული გოგონები ერთ წერტილს მიშტერებოდნენ და თავს უფლებას არ აძლევდნენ რომ ცუდზე ეფიქრათ. გავიდა 24 საათიც ექიმებმა რენე შეამოწმეს, მალე გაიღვიძებდა.

. . . . . . .
- ანგელოზს გავხარ. - დემეტრეს პატარა გოგონა ეჭირა ხელში და ეფერებოდა, 4 წლის ბავშვივით იყო რომელსაც ჩვილს პირველად აჭერინებენ და ნერვიულობდა რამე არ ვატკინოო. ისეთი პატარა და დაუცველი იყო, დიდ ოკეანის'ფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და მამას თითზე პატარა ხელს უჭერდა, უცნაურ ბგერებს გამოსცემდა და თავს აქით იქით ატრიალებდა, კისრამდე კუპრივით შავი თმა ჰქონდა, არ გავდა იმ ბავშვებს რომელზეც კითხვას სვამდნენ.
"- გოგოა თუ ბიჭი?" შეხედვის თანავე მიხვდებოდი რომ პატარა პრინცესა იყო.
- მამას ანგელოზი. - წარმოთქვა დემეტრემ და ბავშვს შუბლზე აკოცა, მის ცხოვრებაში იყო მხოლოდ ორი ქალი რენე და ეს პატარა უსახელო პრინცესა. ბავშვს ხელიდან არ უშვებდა, ახლოს არავის აკარებდა, ეგ კი არა გოგონებმა რომ სთხოვეს დამაჭერინეო ისეთი მტკიცე უარი განუცხადა მეორედ კითხვის სურვილიც არ გასჩენიათ. არავის ანდობდა და მარტო თავისთვის უნდოდა, ექიმი ბავშვს რომ ამოწმებდა შიშისგან კინაღამ იქვე მოკვდა ბავშვი ფეხებით რომ დაიჭირა ექიმაა. ისე ეჩხუბა საწყალ ექიმს ჩემს შვილს რას უშვრებიო, განა არ იცოდა რომ ყველა ახალშობილს ასე ამოწმებდნენ? თვითონაც ექიმი იყო და კარგად ესმოდა მაგრამ ახლა რაღაც ემართებოდა, ვერ გეტყვით რა იყო ეს უბრალოდ არ უნდოდა და მორჩა. არ იქნებოდა გამორიცხული რომ რენესთვისაც უარი ეთქვა მის ხელში აყვანაზე. მაინც როდის გახდა ასეთი მესაკუთრე!? მხოლოდ თავისთვის უნდოდა, და მაინც რატომ? რენეს ასლი იყო, პატარა რენე ყველაფრით "დედას" გავდა, მხოლოდ ერთი უბრალოდ ქონდა ოკეანის ფერი თვალები. ყველაზე მეტად რომ უყვარდა ის თვალები. დემეტრე უკვე იმაზე ფიქრობდა როგონ დაუგნგრევდა ცხვირ პირს მის თაყვანისმცემლებს, სასააცილოა ხო? თვითონაც ეცინებოდა, რამ გაასულელა ამხელა კაცი. მოგვიანებით მასთან ანი მივიდა გაბადრული სახით.
- დემე გაიღვიძა. ახლა მაინც მომიყვანე ბავშვი.- დემეტრეს ისე გაუხარდა ინსტიქტურად გაუწოდა ბავშვი მაგრამ მალევე "მოწვა" და ისევ გულზე მიიკრა.
- არც კი იფიქრო. - გაღიმებულმა უთხრა და რენეს პალატისკენ დაიძრა. ყველა შიგნით იყო, პალატაში შესვლამდე შეყოვნდა. "რომ არ მაპატიოს" გული შეეკუმშა და უკან დაიხია, არ უნდოდა იქ შესვლა. "ყველაფერს ვიზამ რო მაპატიოს" პალატის კარს მიუახლოვდა და სახელურზე მოკიდებული ხელი გაუქვავდა. "ჩემი ანგელოზის ნახვის უფლება რომ არ მომცეს." სახელურს ხელი შეუშვა და უკან დაიხია, ბავშვს მაგრად მოხვია ხელები და გულში ისე ჩაიკრა თითქოს მის წართმევას აპირებდნენ. "არ გრცხვენია!? რაზე ფიქრობ საერთოდ!? რენე ასეთი გგონია რომ შვილის ნახვის უფლება არ მოგცეს?" თავის თავს ისე ეკამათებოდა თითქოს ორი ადამიანი იჯდა მის ტვინში. ბოლოს მაინც გაბედა და პალატის კარი გახსნა. შიგნით შევიდა, ყველას მზერა მისკენ იყო მიმართული, უცებ დაცარიელდა პალატა და მხოლოდ სამნი დარჩნენ. რენეს თვალები გაუბრწყინდა მათ დანახვაზე.
- მომიყვანე რა. - რენე ფრთხილად წამოჯდა საწოლზე და მისკენ ხელები გაიშვირა, დემეტრე ყოყმანობდა.
- მაგრამ შენ ძალიან სუსტად ხარ, ბავშვს რომ ატკინო? - რენემ გაფართოებული თვალებით შეხედა. - ან შენ რომ გეტკინოს რამე. - უცებ გადააკეთა, რენეს სიცილი აუტყდა მაგრამ შემდეგ ჭრილობამ შეახსენა თავი.
- დემ... ნუ იქცევი რა ბავშვივით, მომიყვანე - დემემ ბავშვი ფრთხილად მიუყვანა რენეს.
- რა ლამაზია. - შუბლზე ეამბორა პატარას და მისი ხელები თავისაში მოიქცია.
- შენ გგავს. - უთხრა დემემ და პატარას ლოყაზე მოეფერა.
- მართლა?
- ოკეანისფერი თვალები აქვს, კუპრივით შავი თმა, ცხვირიც კი შენნაირი აქვს, პატარა პრინცესაა. "მამას ანგელოზი" - რენეს მისი სიტყცების მოსმენისას გულში სითბო ეღვრებოდა, ისე ჰყავდა მონატრებული თავს ძლივს იკავებდა რომ არ მოხვეოდა და არ ეკოცნა.
- რენე... თუ არ მაპატიებ.... არა უნდა მაპატიო მაგრა.... იცოდე ბავშვის ნახ... - რენემ სიტყვის დასრულება არ აცადა და ტუჩებზე თითები მიადო.
- ისეთ ურჩხულს ვგავარ რომ მამას შვილის ნახვა აუკრძალოს? - ისე ეწყინა რენეს დემესგან ეს, ვითომ არ იცნობდა? ხომ იცოდა რომ ასე არასოდეს მოიქცეოდა, მაგრამ ისე ეშინოდა იმ პატარა არსების დაკარგვა რომ ვერ მოტვინა ისე წამოაყრანტალა. რენეს თვალები აუწყლიანდა და თავი გვერდით გაატრიალა. დემეტრემ რომ დაინახა გულში თავის თავს ლანძღავდა ასეთი იდიოტი რომ იყო.
- რენე... მაპატიე მაგას არ ვგულისხმობდი... ისიც კი არ ვიცი რა მჭირს, აი უბრალოდ იცი როგორვარ? რო ჩემია და მორჩა, კინაღამ მოვკალი საწყალი ექიმი ბავშვს რო სინჯავდა. - რენე ამის გაგებისას აკისკისდა.
- მე ვარ დედა თუ შენ.
- არ ვიცი. - დემეტრემ ისეთი თვალებით და მთელი სერიოზულობით წარმოთქვა ეს რომ რენე უკვე ხმამაღლა ხარხარებდა და აღარც ჭრილობა ახსოვდა.
- რატო დამცინი? მომიყვანე "ჩემი შვილი."- ბოლო სიტყვები იმხელა სითბოთი წარმოთქვა რომ რენე დადებითი ენერგიით დაიმუხტა.
- რენე...
- გისმენ. - დემეტრემ ბავშვს შუბლზე აკოცა და გულში ჩაიკრა.
- იმ დღეს.... მართლა ძალიან მთვრალი ვიყავი.... ხომ იცი რომ მძულს მოღალატე კაცები და იგივეს არასოდეს ვიზამდი არა?..... მართლა ძალიან მთვრალი ვიყავი. იმის თქმაც კი შემიძლია რომ მაშინ იმ ქალის ნაცვლად შენ გხედავდი.... კარგად მიცნობ იცი რომ არასოდეს, არაასოდეს არ გიღალატებდი.... ვერ გეტყვი რომ შენი წასვლის შემდეგ მონაზონივით ვცხოვრობდი მაგრამ. აღარავის გავეკარები, და თუგინდა შენს გარდა სხვას არც კი შევხედავ. უბრალოდ მაპატიე რა გთხოვ. - პასუხის მოლოდინში დემეტრეს რამის გული გაუსკდა. რენეს თვალებში ვერ უყურებდა და პატარასთვის არ მოუცილებია თვალი. ისეთი ხმით ყვებოდა აი... ხომ იცით გაკვეთილზე დაგვიანებული დარცხვენილი ბავშვი თავდახრილი რომ ითხოვს პატიებას. და მაინც რა ბანალურია არა?
- რა დავარქვათ ჩვენს გოგონას? - დემემ უცებ წამოყო თავი და მომღიმარ რენეს თვალებში ჩააშტერდა. მიხვდა... აპატია, უპატიებელი შეცდომა ხომ არ არსებობს არა? უბრალოდ ყველას გარკვეული დრო სჭირდება ამასთან შესაგუებლად...
- შეიძლება მე რაც მინდა ის დავარქვა?. - კატის თვალებით შეხედა გახარებულმა დემემ ცოლს რენემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. გულზე ხელები დაიკრიფა და სახელის მოლოდინში გაირინდა.
- გაიანე... - გოგონას ლოყაზე მოეფერა და შუბლზე ნაზად აკოცა.
- წმინდა მოწამის სახელია. "მიწიერს" და "მწვანეს" ნიშნავს. - სახე გაებადრა რენეს.
- ძალიან ლამაზი სახელია. ანუ ჩვენს გოგონას გაიანე ჰქვია. - ტაში შემოჰკრა რენემ. დემეტრე რენეს მიუახლოვდა ტუჩებზე ნაზად აკოცა და შუბლი შუბლზე მიადო.
- როგორ მომენატრე... იცი შენს გარეშე კინაღამ მოვკვდი... ძნელი ყოფილა უშენობა. - რენე თვალებში ჩააშტერდა.
- ნარკოზს რომ მიკეთებდნენ დაგინახე... მერე დამესიზმრე... შენ გამიკეთე ოპერაცია? - დემემ თავი უხმოდ დაუქნია.
- მერე იცი ქი რა ვნახე?
- სად?
- შენს გულში.
- რა ნახე? - ვითომ ინტერესით დააწვრილა თვალები რენემ
- არ გეტყვი.
- კაი ახლა რას ბავშვობ.
- არასოდეს არ გეტყვი.
- დემე.. - დაუბღვირა რენემ.
- არათქო. - საინტერესოა რა უნდა ენახა ექიმს ოპერაციის დროს გულში? მეც არ ვიცი.

. . . . .
მალე გამოწერეს საავადმყოფოდან ასე რომ ვთქვათ დემეტრე ცივ ნიავს არ აკარებდათ არცერთს, რენე სხვა დედებივით ღამეებს არ ათევდა ბავშვის შემაწუხებელი ტირილის გამო, ამასაც დემე აკეთებდა, შვილმა რადიკალურად შეცვალა, დემეს მამაც კი იმას ამბობდა რამ გადაგრია ამხელა კაციო. ბავშვები კი ყოველთვის უყვარდა მაგრამ ასეთი სხვანაირი არასდროს ყოფილა.

5 წლის შემდეგ:

- ჩუუ. - ანიშნებს დემეტრე პატარა გაიანეს და იარაღს ტენის. სახლის კარზე ვიღაც გამეტებით აბრახუნებს, შემდეგ კარი იღება და ახლა უკვე ნაბიჯების ხმა ისმის, ხმა უფრო უახლოვდებათ დემეს და განოს.
- სამ თვლაზე. - ეჩურჩულება გოგონას, პატარაც თავს უქნევს.
- ერთი.... ორიიი... და სამიიი... - ყვირის და საწუწაო თოფს მისაღებში შემოსულ რენეს ესვრის, არც განო ჩამორჩა და სამსახურიდან დაბრუნებული რენე გასაწური გახადეს.
- დემეტრე! - უღრიალა რენემ, დემე უცებ მივარდა და პირზე ააფარა ხელი.
- რა გაყვირებს? მამას პრინცები უნდა გააღვიძო?
- კაი რა დემე რა კაი. ამხელა ხარ 34 წლის კაცი როგორ უნდა აყვე ბავშვს სუ დამასველეთ რა. - წუწუნებდა რენე
- ჩემი ანგელოზი არაფერ შუაშია. - ხელში აიტაცა პატარა განო და ლოყები ჩაუკოცნა.
- მეღიტინებაა. - ხითხითებდა პატარა განო. რენესაც გადაედო მათი მხიარულება და ორივეს მაგრად ჩაუხუტე.
- მიყვარხართ სულ ყველა.
- ჩვენც გვიყვარხარ. - 3 შვილი ჰყავდათ, პირველი გაიანე და კიდევ ტყუპები, გაბრიელი და ანდრეა. განო დედას ჰგავდა მაგრამ ბიჭებზე იგივეს ვერ ვიტყვი. ორივეს ქერა თქმა და ღია მწვანე თვალები ჰქონდათ, მართლაც რომ პატარა პრინცები იყვნენ.

მიყვარს ბედნიერი დასასრულები. და მაინც რა ბანალურია არა?

. . . . . . . . .

ბოდიში დაგვიანებისთვის რაა, წიგნმა ისე ჩამითრია ერთ ჩასუნთქვაში წავიკითხე :დდ ვეღარ მოვიცალე და ამიტო. დამაგვიანდა. მადლობა მათ ვინც კითხულობდით, ძაან გამიხარდება თუ თქვენს აზრს გამოხატავთ და მეტყვით კარგი იყო თუ არა. ხო და კიდევ ნიკი შევიცვალე და ახლა უკვე
Blue tears ასე მაწერია. ჩემნაირი ნიკი თურმე სხვასაც აქვს ეგრედ წოდებულ "ლორელაის" და ძალიან გამიხარდა რომ გამიგო და იმის გამო არ გამკიცხა რომ მისნაირი ნიკი მქონდა. მართლა არ ვიცოდი თორემ არც დავიწერდი. რაც შეეხება ისევ მოთხრობას, თავიდან დემეტრეს ერქვა დამიენი და ისიც მითხრეს რომ სხვა მოთხრობაშიც იყო დამიენე დადიანი, გულზე მომხვდა პლაგიატობა რომ დამაბრალეს მაგრამ ნუ რასვიზამთ, თუ ვინმემ იცით ასეთი ისტორია სახელი დამიკომეთ რა მინდა წავიკითხო, ამ საიტზე მხოლოდ ისეთ ისტორიებს ვკითხულობ აი ახალი დადებული რომაა და ბევრი ნახვა აქვს. დემიანი იმიტომ დავარქვი თავიდან რომ ჩემს ძმასაც ეს სახელი ჰქვია ორი ძმა მყავს და ორივეს ჩემი დარქმეული სახელი ჰქვია, სასაცილოა არა? ერთს ორი წლისამ დავარქვი სახელი, მეც არ მეჯერა სანამ დედაჩემმა არ მომიყვა რომ თურმე ჩემი ძმა რომ დაიბადა ჩემთვის უკითხავს რა დავარქვაო და მე რომ ვუპადუხე თორნიკეთქო სერიოზულად მიაუღია და მართლა თორნიკე დაარქვა, მეორე კი ექვსი წლის არის და დამიანე ჰქვია. :დდ აქაც რამდენს ვწერ არა? მადლობა კიდევ ერთხელ ვინც კითხულობდით. შემიფასეთ და გამაკრიტიკეთ, არ მწყინს ❤



№1  offline მოდერი N1penguin

ვაიმე ძალია კარგად დამთავრდა, ნამდვილად მესიამოვნა heart_eyes heart_eyes დამიანე დადიანი "სიმშვიდემდე შეშლილში" არის. კიდევ ველი შენგან სხვა ისტორიებს heart_eyes heart_eyes

 


№2  offline წევრი Blue tears

N1penguin
ვაიმე ძალია კარგად დამთავრდა, ნამდვილად მესიამოვნა heart_eyes heart_eyes დამიანე დადიანი "სიმშვიდემდე შეშლილში" არის. კიდევ ველი შენგან სხვა ისტორიებს heart_eyes heart_eyes

მადლობა თუ დიდი არაა წავიკითხავ არ მიყვარს ძაან დიდი ისტორიები :დდ რაც,შეეხება ახალს ძალიან ბევრი და სულ სხვადასხვები მაქ დაწერილი დაა დავდებ მალევე. :) მადლობა რომ კითხულობდი ❤

 


№3  offline მოდერი N1penguin

lorellai
N1penguin
ვაიმე ძალია კარგად დამთავრდა, ნამდვილად მესიამოვნა heart_eyes heart_eyes დამიანე დადიანი "სიმშვიდემდე შეშლილში" არის. კიდევ ველი შენგან სხვა ისტორიებს heart_eyes heart_eyes

მადლობა თუ დიდი არაა წავიკითხავ არ მიყვარს ძაან დიდი ისტორიები :დდ რაც,შეეხება ახალს ძალიან ბევრი და სულ სხვადასხვები მაქ დაწერილი დაა დავდებ მალევე. :) მადლობა რომ კითხულობდი ❤

ოო, ცოტა არ იყოს და დიდია, მეც არ მაქვს დამთავრებული laughing ჰალელუია, ჩემნაირი ვიპოვე. მეც ვერ ვკითხულობ დიდებს, რაღცნაირად მაშნებენ და მთრგუნავენ laughing ოო, რამდენიმე გაქვს დაწერილი? მოუთმენლად ველი blush blush

 


№4  offline წევრი Blue tears

N1penguin
lorellai
N1penguin
ვაიმე ძალია კარგად დამთავრდა, ნამდვილად მესიამოვნა heart_eyes heart_eyes დამიანე დადიანი "სიმშვიდემდე შეშლილში" არის. კიდევ ველი შენგან სხვა ისტორიებს heart_eyes heart_eyes

მადლობა თუ დიდი არაა წავიკითხავ არ მიყვარს ძაან დიდი ისტორიები :დდ რაც,შეეხება ახალს ძალიან ბევრი და სულ სხვადასხვები მაქ დაწერილი დაა დავდებ მალევე. :) მადლობა რომ კითხულობდი ❤

ოო, ცოტა არ იყოს და დიდია, მეც არ მაქვს დამთავრებული laughing ჰალელუია, ჩემნაირი ვიპოვე. მეც ვერ ვკითხულობ დიდებს, რაღცნაირად მაშნებენ და მთრგუნავენ laughing ოო, რამდენიმე გაქვს დაწერილი? მოუთმენლად ველი blush blush

პატარა და მხიარული ისტორიები მიყვარს.

 


№5  offline მოდერი abezara98

ვაიმეე, რა კარგი იყოო blush

 


№6 სტუმარი ))))

Mixaria ro daamtavre dzan momwwonda es isetoria da sdasasrulic kargi qondaaa <3 kargad wer.. da erti ori uazro kometaris gamo xolme wera ar shewyvito <3

 


№7  offline წევრი Blue tears

abezara98
ვაიმეე, რა კარგი იყოო blush

მადლობა ❤

))))
Mixaria ro daamtavre dzan momwwonda es isetoria da sdasasrulic kargi qondaaa <3 kargad wer.. da erti ori uazro kometaris gamo xolme wera ar shewyvito <3

უღრმესი მადლობა ❤. მართალი ხარ არუნდა მიმექცია ყურადღება

 


№8  offline მოდერი zia-maria

კარგი იყო,მომეწონა და სიამოვნებით წავიკითხე ყველა თავი ერთად. kissing_heart

 


№9  offline წევრი Blue tears

zia-maria
კარგი იყო,მომეწონა და სიამოვნებით წავიკითხე ყველა თავი ერთად. kissing_heart

მადლობა ❤

 


№10  offline მოდერი ენემი

საოცრებააა heart_eyes და პლაგიატობა ერთნაირი სახელი და გვარია? რამდენ ისტორიაშია ერთნაირი სახელი და გვარი და რა ყველას უნდა დაუშალო? მერე რა, ნუ რავიცი რავიცი... ძალიან მაგრად წერ kissing_heart

 


№11  offline წევრი Blue tears

ენემი
საოცრებააა heart_eyes და პლაგიატობა ერთნაირი სახელი და გვარია? რამდენ ისტორიაშია ერთნაირი სახელი და გვარი და რა ყველას უნდა დაუშალო? მერე რა, ნუ რავიცი რავიცი... ძალიან მაგრად წერ kissing_heart

დიდი მადლობა ❤

 


№12  offline წევრი mariam m.k

Sayvarelo raga sheseba ginda mtlianad sheufasebeli istoria warmogvidgine chgvide tvinshi tu rogorcaaa ramnishvnelobaqvs kai xo,)!!!!!??? Kargi iyo tanac zan miyvars leqtorebze istoriebis aw ukve wakitxvac da mosmenac

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent