შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლულავედრანები (ნაწილი 1)


14-04-2018, 23:10
ავტორი shilohh
ნანახია 1 028

***
ნაბიჯებს ვადგამ, შენთან ერთად ვსუნთქავ…
ვხედავ, როგორ თამაშობს შენი მხრები და სწორედ აქედან ვხვდები, რაოდენ გახშირდებული გაქვს სუნთქვა…
ვცდილობ აგყვე, სინქრონი დავიცვა, აგყვე, ვიდრე დამინახავ...
ვცხოვრობ…
ვცხოვრობ შენთან ერთად, მაგრამ უშენოდ. სადამდე?!
ფეხსაცმლის წვეტს დავყურებ, სიმწრით მეცინება.
ნაბიჯებს ვითვლი ჩურჩულით…
ერთი,
ორი…
იმდენად ღრმად ვისუნთქავ იმ ჰაერს, რომელიც გზაზე დამიტოვე, ფილტვები მტკივდება,
მაგრამ მოვდივარ,
მოვდივარ,
სანამ შენ აქ ხარ,
სანამ ვსუნთქავ,
სანამ…
ერთი,
ორი..!

***
- ნენი, როგორ მიდის სამსახურის ამბები? - ეკითხება კაცი.
- მდორედ მიედინება, როგორც ყოველთვის. - ნაზად უღიმის ქალი. - სალომე ალბათ მომკლავს, რამდენი ხანია არ მინახავს.
- გაპატიებს. - თავი რამდენჯერმე დააქნია.
- ალბათ. - მხრები აიჩეჩა. - ამ დღეებში აუცილებლად გამოგივლით და ტასოსაც ვნახავ. როგორ არის? - მოიკითხა თავისი ნათლული.
- თვითონ კითხე. - თვალი ჩაუკრა და დაემშვიდობა.
ნელა გაიკვლია გზა სამსახურიდან სახლამდე. მობეზრდა, ძალიან მობეზრდა ეს რუტინული ცხოვრება. მეტიც, დაღალა ამ ყოველივემ. ერთი და იგივე ხალხი სამსახურში, გარეთ, მის გარემოცვაში. ყველაფერი ერთნაირი, ისე როგორც ყოველთვის. ადრე რომ გეკითხათ მისთვის აუცილებლად გეტყოდათ რომ ასეთი ცხოვრება ერჩივნა, მაგრამ ახლა - არა. ახლა, ურჩევნია მეტი ხმაური, უფრო მეტად ქაოტური დღეები, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ახლა აქვს.
სახლში ქუსლების კაკა-კუკით შევიდა. ფეხსაცმელები იქვე გაიხადა და ოდნავ შესიებულ ტერფებზე თითები ნაზად გადაიტარა. ესეც აღარ შეუძლია. ყოველდღე სამსახურიდან შინ მოსულს, ცარიელი კედლები რომ ეგებება და არა დედა, ფქვილიანი ხელებით, რომელიც ღიმილის თანხლებით მოუმზადებს იმ ხორციან ბლინებს, ასე ძალიან რომ უყვარს.
თხელი ქურთუკი საკიდზე ჩამოკიდა, თავი მოიწესრიგა და თავისთვის ბერძნული სალათი მოიმზადა. საღამოობით და ცდილობს რომ დღის განმავლობაშიც, რაც შეიძლება მსუბუქად იკვებოს. ვარჯიშით არასდროს შეუწუხებია თავი, თუმცა ამას მის იდეალურ ფორმებზე საერთოდ არ უმოქმედია.
ლეპტოპი სწრაფად ჩართო და დედ-მამასთან განახორციელა ზარი.
- დე, როგორ ხართ?
- კარგად, ნენი, შენ როგორ ხარ? - მოისმა ეკრანს იქით დაქანცული ქალის ხმა.
- რა ვიცი, ნორმალურად. ახლა დავბრუნდი სამსახურიდან.
- დაიღალე ხო? - თბილი თვალები მოანათა ქალმა.
- საკმაოდ. როგორც ყოველთვის თავზე მეყარა საქმე. დე, დღეს ირაკლი ვნახე. რამდენი ხანია არ ვყოფილვარ მაგათთან. სავარაუდოდ სალომე არ მაცოცხლებს. - სიცილით ჩაარჭო სალათის ფურცელს ჩანგალი.
- შენი დაქალი გაგიგებს. - თვალი ჩაუკრა ქალმა.
- რა ვქნა, დე. ისეთი დაქანცული მოვდივარ სახლში, ხანდახან ჭამითაც ვერ ვჭამ, შხაპით და გამოცვლით შემოვიფარგლები ხოლმე. არაფრის თავი აღარ მაქვს.
- მესმის…
- მამა სად არის? როგორაა?
- კარგადაა. ჩვენც დღეს ისე დაციქანცეთ, რომ ძინავს ახლა.
- კარგი, დე, წავედი მეც. დავიძინებ. - ეკრანს გაუღიმა, ნატას ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და ლეპტოპი დახურა.
ლოგინზე ემბრიონის ფორმის მსგავსად გაწვა და გადაეშვა იმ სამყაროში, სადაც არც დაქანცულია, არც დაღლილი ამ ყოველივე უაზრობისგან…

***
- მოვდივარ, დამხვდით. - სიცილით ჩასძახა ყურმილში შაბათ საღამოს სალომეს.
- ირაკლი, დაკალი მამალი! რადგან ქალბატონმა ნენიმ ინება ჩვენთან მოსვლა, უბრალო სალათით ვერ გავძვრებით. - დაიკივლა გოგონამ.
- საქალბატონე, თუ შეიძლება!
- კარგი, საქალბატონე იყოს. როდის მოხვალ?
- გამოსული ვარ უკვე. ტასუნა სახლშია?
- გახლავს. დღეს ბებოსთან მიყავდა ირაკლის, მაგრამ არ წავიდა. ეტყობა გულმა უგრძნო, ლამის 1 თვის დაკარგული ნათლიის გამოჩენა. - ირონიულად გასცა პასუხი.
- ეტყობა! - არც ნენიმ დააკლო და კისკისით გადადო მობილური სავარძელზე.
მანქანის დაპარკინგების შემდეგ მარკეტს მიაშურა და ის ყველაფერი იყიდა, რაზეც დედა-შვილი გიჟდებოდა. ხელთ ლუდიც გააყოლა და ამდენი პარკით ძლივს აბობღდა მეორე სართულზე.
კარებზე მუხლით დააკაკუნა და გაღების შემდეგ ლამის ასკინკილით შევიდა.
- ჩემი ციცინათელა გამოვიდეს, დროზე! - დაიყვირა თბილი ხმით და სალომეს გემრიელად აკოცა. - აუ, როგორ მომენატრეთ! - პატარა ბავშვივით გადაატრიალა ქვედა ტუჩი.
- ხშირად რომ მოდიხარ მაგის ბრალია. - ირაკლიმაც არ დააკლო.
- შენც სიძე?!
- მე’ც?! ალბათ, შემთხვევით რომ არ გადაგყროდი სამსახურიდან გამოსულს, დღესაც არ მოხვიდოდი!
- ნტ. დღეს ვაპირებდი ისედაც. - თვალი ჩაუკრა და სწრაფად დადგა მუხლებზე, მისკენ მორბენალ გაკნაჭულ ბავშვს რომ მოხვეოდა. - ჩემო პატარა! როგორ მომენატრე, რომ იცოდე!
- მეც ნათლი. - ამოიჩლიფინა ბავშვმა და კისერზე გოგონას ისე მოხვია ხელები, რამდენადაც თავისი პატარა მკლავებით შეძლო.
- ყველაზე ცუდი ნათლია ვარ და მაპატიე ხო, ამდენი ხნით რომ ვერ გნახე. - ეჩურჩულებოდა ბავშვს.
- არ გიბლაზდები. დედამ მითხლა, ლომ ძალიან დაკავებული იკავი და აღალ გავბლაზდი.
- ძალიან მიყვარხარ!
- მეჩ! - ბავშვური სილაღით გაუცინა ტასომ.
ბავშვი ხელში აიყვანა და მასთან ერთად გავიდა მისაღებში. მთელი საღამო ისხდნენ და საუბრობდნენ, იცინოდნენ, სვამდნენ, ერთობოდნენ. ნენი ნათლულს არაფრის დიდებით იშორებდა გვერდიდან. ეფერებოდა, კოცნიდა, ელაპარაკებოდა, აცინებდა. ბავშვიც გატრუნული იჯდა მის მკლავებში მოქცეული.
მოგვიანებით, თვითონ დააძინა. პატარას საძინებლიდან ლამის თითისწვერებზე გამოვიდა. იცის, რომ როცა თავის ნათლულს ძინავს, მაქსიმაური სიმშვიდე სჭირდება, ხელი რომ არ შეეშალოს ძილში.
დიდხანს ილაპარაკეს. სხვადასხვა თემას მოედნენ. მონატრება მაქსიმალურად დაიცხრეს და დღევანდელი დღით აბსოლიტურად კმაყოფილებმა მიაშურეს საძინებელ ოთახებს.

***
- ნათლი, ნათლი, გაიღვიძე, ლაა! - კივილით და ლოგინზე ხტუნაობით აიკლო დილაუთენია ტასომ ოთახი.
- ვაიმე, ახლა მოვკვდები… - ამოიკრუსუნა ნენიმ.
მარჯვენა ხელი სახეზე გადაიფარა და დაძინებას შეეცადა ისევ, მაგრამ პატარა ონავარი არაფრით ეშვებოდა და უფრო და უფრო აძლიერებდა ,,შეტევებს.’’
- რომელი საათია? - ისე ჰკითხა, თითქოს ეცოდინებოდა ტასოს.
- ალ ვიცი, მაგლამ ხო დამპილდი გუშინ, ხვალ სასეილნოდ წაგიკვანო?
- მე დაგპირდი?! - გაიოცა ხელოვნურად ნენიმ. - რაღაც არ მახსენდება…
- აუუ… - ქვედა ტუჩი საყვარლად გადმოატრიალა და თვალებაცრემლიანებულმა დადო თავი ბალიშზე
- ტასო. - დაუძახა ბავშვს, რომელსაც მთელი სახე ბალიშში ჰქონდა ჩარგული. - ტასო! - გაიმეორა კვლავ.
- ლა? - ნამტირალევი ხმა დაეტყო ბავშვს.
- არ მითხრა, რომ ტირი!
- ალ ვტილი.
- კი, ტირი!
- კალგი, ხო. ცოტას ვტილი.
- რატომ ტირი?
- იმიტომ ლომ მომატკუე და აღალ მიგკავალ გალეთ.
- მე შენ ოდესმე რამეს დაგპირებივარ და მერე ის არ შემისრულებია? - ღიმილით დახედა თმაგაწეწილ, აწითლებულ პატარას.
- ალაა. - თავი სხარტად გააქნია აქეთ-იქით.
- მერე, რა გატირებს? ჩავიცვათ, ვისაუზმოთ, გავემზადოთ და წავიდეთ.
- აუ, ეგ ლოდის იქნება. ეხლა ალ წავალთ? - აშკარა უკმაყოფილება დაეტყო ხმაში.
- ჯერ ძალიან ადრეა. მთელი დღე ჩვენ ხელში არაა?! მოვწესრიგდები და გამოვალ. - პატარა საჯდომზე ხელი მისცხო ოდნავ და სიცილით გადაიძრო თხელი გადასაფარებელი.
მთელი დღე ტასუნასთან ერთად გაატარა. ხან სად იყვნენ, ხან - სად. დადიოდნენ ყველგან, სანაც იცოდა რომ ბავშვს მოეწონებოდა. ჭამეს ყველაფერი, რასაც ჩუმ-ჩუმად აჭმევს ხოლმე მხოლოდ ნათლია. საკმაოდ იყო შებინდებული სახლისკენ რომ დაიძრნენ.
- ტასო, გეძინება, ნათლი? - თბილად გახედა სარკინად უკან მჯდომ ბავშვს, რომელსაც უკვე თვალი ეხუჭებოდა.
- ცოტა. აუ, ნათლი, მომაშოლე ეს ღვედი, არ მომწონს, მახლჩობს! - კოპებშეკრული დაეჯაჯგურა ღვედს.
- ტასო, ეგ საჭიროა, არ მოიხსნა.
- ლისთვის ალი საჭილო?
- შენი უსაფრთხოებისთვის.
- მამას ლომ ალ უკეთია ხოლმე? - საყვარლად გაიკვირვა.
- მამაშენი… - საჭირო სიტყვების მოსაძებნად წამით დაფიქრდა. - დიდი ბიჭია და მაგიტომ არ უკეთია.
- მე ლომ დიდი გოგო ვიქნები, ალც მე გავიკეთებ?
- თუ არ მოგინდება, არ გაიკეთებ.
- ალ მომინდება! - ისევ ისეთი უკმაყოფილო სახით დახედა ღვედს.
სიცილით გახედა ისევ ბავშვს. მოულოდნელად მანქანის ძრავამ ქვევით იწყო დაწევა. გაკვირვებულმა გადაიყვანა სავალი გზიდან. მალევე ჩაქვრა მანქანა. რამდენიმეჯერ გადაატრიალა გასაღები და სცადა დაქოქვა, თუმცა ვერაფრით მოახერხა.
- ლა მოხდა?
- არ ვიცი, რაღაც დაემართა მანქანას… - კიდევ რამდენიმე მცდელობის შემდეგ ავარიულები ჩართო. - აზრი არ აქვს, ტაქსით მოგვიწევს წასვლა. ევაკუატორს გამოვიძახებ, რომ პარკინგზე გადაიყვანოს მანქანა. - უფრო თავისთვის ჩაილაპრაკა, ვიდრე ტასოსთვის.
ტასუნამ გაოცებულმა შეხედა ნათლიას, იმიტომ რომ ვერც ერთი სიტყვა გაიგო, რაც ქალმა ილაპარაკა.
ნენიმ ბავშვი ხელში აიყვანა, ჩანთა ხელში დაიჭირა და ტაქსის მოლოდინში გზას დაუწყო ყურება. სულ ასეა ხოლმე! როცა განსაკუთრებულად სჭირდება ტაქსის გამოჩენა, მაინცდამაინც მაშინ ვერ ხედავს. გაბრაზებულმა ჩანთაში ტელეფონის ქექვა დაიწყო, მამაკაცის ბოხი ბარიტონი რომ მისწვდა მის ყურთასმენას.
- ვიფიქრე, რომ დახმარება გჭირდებოდათ. - გვერდიდან მოესმა ბოხი ბარიტონი და გაოცებულმა გაიხედა გვერდზე.
კაცის მკაცრ ნაკვთებს ერთხელ აატარა მზერა. ალბათ რა საშინლად გამოიყურებოდა… ნერვებმოშლილი, ცალ ხელში ბავშვით, ცალში მოუხერხებლად დაჭერილი ჩანთით, სადაც ვერადავერ იპოვა მობილური, აწითლებული…
- მე… - წამით დააბნია მოულოდნელად გამოჩენილმა კაცმა. - არაფერია, გმადლობ. უკვე დავრეკე და პარკინგზე გადაიყვანენ. ჩაქვრა და ვერაფრით ვუშველე.
- მე გაგიყვანთ. - მოულოდნელად შესთავა მამაკაცმა და ბევრი არ უფიქრია ისე დათანხმდა.
- კიდევ ერთხე დიდი მადლობა. უბრალოდ, ბავშვსაც ძალიან ეძინება, თორემ წავიდოდი მე ჩემით. - იცოდა, სხვანაირად რომ არავის შეაწუხებდა ამ დროს.
კაცმა მხოლოდ თავი დაუქნია და მანქანისკენ წაიყვანა. კარებიც თვითონ გაუღო, შემდეგ კი საჭესთან დაჯდა. ტასოსთან ერთად უკანა სავარძელზე მოთავსდა, ბავშვი მკერდზე მიეხუტა და ცოტახანში გაიგო მისი შეცვლილი მშვიდი სუნთქვა. წაბლისფერ თმაზე ნელა გადაუსვა ხელი.
ფანჯარაში იყურებოდა. არც უცნობს ამოუღია ხმა და მითუმეტეს, არც ნენის. არაფრის ძალა არ ჰქონდა. ემოციურადაც და ფიზიკურადაც დღეს ისე დაიღალნენ ნათლია-ნათლული, რომ დიდი სიამოვნებით დაიძინებდა ტასოს მსგავსად. ბოლოს, ქუჩის სახელიც უთხრა და თან პარალელურად ირაკლის დაურეკა.
- ჩამოდი, რა. ანასტასიას ჩაეძინა და ვერ ამოვიყვან მარტო მე.
- ჩამოვალ. - მოკლედ უპასუხა სიძემ.
მანქანიდან ნელა გადმოვიდა. ყველანაირად შეეცადა არ გაეღვიძებინა ბავშვი. ჩანთას ძლივს დაავლო ხელი და უცნობისკენ მიტრიალდა, რომელიც უკვე მის წინ იდგა.
- უღრმესი მადლობა! - თბილად გაუღიმა კაცს და მისკენ მომავალ ირაკლის შეხედა.
- გამარჯობა. - ნენის გვერდით მდგომ კაცს ღიმილი მიაგება ირაკლიმაც და ხელი სწრაფად ჩამოართვა.
ბავშვი ქალს გამოართვა და კითხვისნიშნით სავსე მზერით შეხედა.
- ნენი, არ ამოხვალ?
- არა. ხვალ სამსახურში უნდა წავიდე და აქედან ვერ მოვასწრებ მომზადებას. სალოს აკოცე. - ლოყაზე ტუჩები მიაწება და ორივეს მშვიდად გაეცალა.
ტაქსი სწრაფად გააჩერა. ბედმა გაუღიმა! ახლა, 2 საათი არ დასჭირდა ლოდინისთვის. როგორც შეძლო იმდენად მოეწყო კომფორტულად და თვალები დახუჭა. ისე დაიღალა, სახლში მისვლა, შხაპი და ლოგინზე დაცემა ერთი იყო.

* * *
საღამომშვიდობის!
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ, რანაირად დავწერე...
იმედია, თქვენს აზრს დააფიქსირებთ.



№1  offline მოდერი abezara98

კარგია, ველი გაგრძელებას blush

 


№2 სტუმარი დგდ

დასაწყისი ძალიან მომეწონა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიიი, კარგი იყოოო

 


№3  offline წევრი shilohh

abezara98
კარგია, ველი გაგრძელებას blush

დგდ
დასაწყისი ძალიან მომეწონა ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენებიიიი, კარგი იყოოო

მადლობა ძალიან დიდი!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent