მოურჯულებელი თავი 8
მეორე დღეს პირველს ანასტასიას გამოეღვიძა. ნახევრად რეზის სხეულზე იყო გაწოლილი და ფეხებიც მის ფეხებში ჰქონდა ახლართული. გოგოს ის მხარე უხურდა და ეწვოდა, რომლითაც ბიჭზე იყო აკრული. რეზის ხელები მისი წვრილი წელისთვის შემოეხვია და როგორც ჩანს, სულაც არ აპირებდა მალე გაღვიძებას. გოგოს ღამის პერანგი კი საგრძნობლად აკეცილიყო და საჯდომს ასცდენოდა. ანასტასიამ ცოტა ხანს უყურა მძინარე რეზის და მის აწითლებულ ლოყებსა და ოდნავ შეღებულ ტუჩებზე მხოლოდ ერთი სურვილი უჩნდებოდა, მაგრამ თავს შეეწინააღმდეგა და ბიჭის მკლავებისგან დახსნა სცადა. იმდენი იფართხალა, რომ ბოლოს რეზი აღმოჩნდა მის სხეულზე ნახევრად გაწოლილი. თავი კი პირდაპირ ანასტასიას მკერდზე მოათავსა. გოგოს მისი ცხელი სუნთქვა ეფრქვეოდა და მთელს ტანზე ეკლები აყრიდა, მაგრამ ყურადღება არ მოაქცია, მარცხენა ხელი როგორღაც გაითავისუფლა და ბიჭი შეანჯღრია. რად გინდა რა, გგონიათ გაიღვიძა? ნურას უკაცრავად. ერთი ამოიზმუვლა, ხელები უკეთესად მოხვია გოგოს, ანუ ერთი ხელი ანასტასიას საჯდომზე მოათავსა, მეორე მის მუცელზე, ცხვირი კანზე გაუხახუნა და ძილი განაგრძო. ბიჭის ამ მოქმედებამ გოგონას ტანზე უფრო მეტი ეკალი წარმოქმნა და პულსაციაც საგრძნობლად გაიზარდა. -ჯანდაბა, რეზი, გაიღვიძე, - ვეღარ მოითმინა ტასომ და ბიჭს თმა მოჰქაჩა. -რა გინდა ანასტასია? - ძილისგან დაბოხებული ხმით იკითხა ბიჭმა, ისე რომ თვალიც არ გაუხელია. -აბა, ახლა თუ მიხვდები, რომ უნდა გაიღვიძო ან მინიმუმ წოლის სტილი შეცვალო. -რაა? რატომ? მომწონს მე. ასე კომფორტულად ვარ. ვერ მეტყვი ეს ბალიში ასეთი რბილი და კომფორტული როდიდან გახდა? -აბა თუ გაახილო თვალები და მიხვდე, რაზე წევხარ! - შეუღრინა გოგომ და სახეზე ახურდა. ბიჭმა ცოტა ხანს კიდევ ინებივრა წოლით და ზანტად გაახილა თვალები. მერე კი გველნაკბენივით მოშორდა გოგოს და ფეხზე წამოვარდა, მაგრამ ფეხები საბანში აეხლართა და იატაკზე მოადინა ბრაგვანი. -ვაი, წელი, - წამოიკნავლა ბიჭმა და წამოდგომა სცადა. -მეტის ღირსი ხარ! - მიაძახა გოგომ და შეეცადა არ გასცინებოდა, - თავის დროზე რომ გაგეხილა თვალები, არაფერი მოგივიდოდა. -ოჰო, დილიდან შხამს ვანთხევთო? - გაიკრიჭა რეზი და თავისი ტანსაცმლიანად სააბაზანოსკენ წავიდა. სანამ რეზი სააბაზანოდან გამოვიდა, ანასტასიამ როგორღაც მოახერხა ჩაცმა და საწოლის გასწორებაც. -ისე, ეგენი ნამდვილად შენებია თუ გაიკეთე? - უკნიდან ამოუდგა გოგოს და ყურში ჩასჩურჩულა, თან ხელები მუცელზე შეუცურა. -უზრდელი რომ ხარ მითქვამს შენთვის ოდესმე? - სუნთქვაგახშირებულმა ჰკითხა ანასტასიამ, ბიჭის ხელები მოიშორა და ახლა თვითონ წავიდა სააბაზანოსკენ. -ყოველ დღე მეუბნები და მგონი ტრადიციად გექცა უკვე, - გაიცინა ბიჭმა და საჭმლის გაკეთება დაიწყო. ტასო სააბაზანოს კარს იყო მიყუდებული და სამზარეულოში მოფუსფუსე რეზის მისჩერებოდა, როცა ბიჭმა დაუძახა. -კიდევ დიდხანს უნდა მათვალიერო თუ მოხვალ და ისაუზმებ? -თვითკმაყოფილი იდიოტი, - რეზის გასაგონად ჩაიბურტყუნა და მაგიდასთან დაჯდა. -მესმის, - ღიმილით უთხრა ბიჭმა და საჭმელი მაგიდაზე დააწყო. -ვიცი, - ირონიული ღიმილითვე მიუგო გოგომ და ჩაი მოსვა. -მართლა მაინტერესებს, - წამოიწყო ისევ რეზიმ, როცა საუზმობას მორჩნენ და ანასტასიას ჭრილობაც გადაუხვია. -რა? -ესენი მართლა შენებია თუ ხელოვნურია? - გაეკრიჭა გოგოს და ხელით ჯერ მკერდზე, შემდეგ კი საჯდომზე ანიშნა. გოგომ თვალები აატრიალა და ფანჯარაში გაიხედა. -ჩემებია, - უთხრა ბოლოს და საწოლიდან წამოდგა, - და მეორედ მსგავს კითხვას დამისვამ და არ ვიცი რას გიზამ! -ოჰო, წინსვლა მაქვს, - ისევ გაიღიმა ბიჭმა, - მოკვლით უკვე აღარ მემუქრები! მალე ალბათ იმ ეტაპამდეც მივალ, როცა მეტყვი, რომ კოცნით დამახრჩობ. -ოცნებას კაცი არ მოუკლავს, - ურეაქციოდ უპასუხა გოგომ და კარადიდან თბილი ჟაკეტი გამოიღო, - არ მოდიხარ? - უკვე კარში მდგომმა გახედა ბიჭს. -სანამ წავალთ, ერთი რაღაც აუცილებლად უნდა გავაკეთო, - გოგოს ყურთან დაიჩურჩულა რეზემ და ყელში სველი კოცნის კვალი დაუტოვა. სწრაფად შეუცურა ხელები მუცელზე, თავისკენ მიაბრუნა, ისე რომ, ანასტასია ჯერაც არ მოსულიყო გონს, მის ბაგეებს წაეტანა. გოგომ უნებურად მინაბა თვალები, როცა ტუჩებზე რბილი ბაგეების შეხება იგრძნო და საერთოდ გაითიშა, როცა რეზიმ უფრო მომთხოვნად, მთელი ვნებით დაუკოცნა ჯერ ზედა, მერე კი ქვედა ტუჩი. ბოლოს ქალის ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და თავისკენ დაქაჩა. ანასტასიამ მეტს ვეღარ გაუძლო და უნებური კვნესა აღმოხდა. -ახლა შეგვიძლია წავიდეთ, - კმაყოფილმა ჩაიცინა რეზიმ, თავის საწვიმარს ხელი დაავლო და კარიდან პირველი თვითონ გავიდა. ტასო რამდენიმე წუთს გაოგნებული იდგა კარში და დაწითლებულ და დაბუჟებულ ტუჩებზე მხოლოდ ენის წვერის გადასმას ახერხებდა. თან რეზის კოცნისგან მთელს სხეულში გავრცელებულ სასიამოვნო იმპულსებს აღიქვამდა, მაგრამ ეს ყველაფერი მაქსიმუმ 1 წუთს გაგრძელდა. მერე გამოერკვა, საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, ტყეში შესულ მომღიმარ ბიჭს სირბილით წამოეწია, სილა გააწნა და უთხრა: -2 მეტრზე მეტად მომიახლოვდები და მოგკლავ, - მერე ამაყად აქცია ზურგი და სწრაფი ნაბიჯებით გასწია სახლისკენ. რეზიმ მტკივან ლოყაზე ხელი მოისვა და გოგოს ქცევაზე გაეღიმა. ცოტა ხანს უყურა როგორ ამაყად მიდიოდა ანასტასია და ყოველ მის ნაბიჯში რამხელა ბრაზი ჩანდა. -თურმე როგორი ტკბილი ყოფილხარ, ჩემო ამორძალო. აქამდე სად ვიყავი? - ენისწვერი გადაისვა ტუჩებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა ანასტასიას გემო და ასე გაღიმებული გაედევნა გოგოს. ************* ეზოში ნორმალურად შესულიც არ იყო, როცა სახლიდან ნინი გამოვარდა და დას მთელი ძალით მოეხვია. -ასე აღარასდროს მოიქცე, გაიგე? - დაუყვირა ანასტასიას და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა. მერე კი რეზისკენ გაექანა და მასაც ჩაეხუტა. ანასტასიამ ამის დანახვაზე ცხვირი აიბზუა და სახლში შევიდა. -რა სჭირს იმას? - იკითხა დათომ, როცა ანასტასიამ კიბეები აიარა და არავის არ შეხედა ზედ. -როგორც ყოველთვის ჩემზეა გაბრაზებული, - უდარდელად აიჩეჩა მხრები რეზიმ და ბიჭებს გადაეხვია. -ოღონდ თქვენ ორნი ერთმანეთთან ადამიანურად მოლაპარაკე მანახა და მერე თუნდაც მომკლა, - თქვა ნინიმ და ისიც უკან გაჰყვა ანასტასიას. -დეგენერატი, იდიოტი, რეგვენი, კრეტინი, უსინდისო, - ისროდა სალანძღავ სიტყვებს და თან პირსახოცშემოხვეული კარადიდან თავის ტანსაცმელს იღებდა, როცა ოთახის კარი გაიღო და ნინი შემოვიდა. -ვის ლანძღავ ასე გულმოდგინედ? გინდა, მეც დაგეხმარები? - გაიცინა გოგომ და საწოლზე წამოგორდა. -ნინი, მომწყდი თავიდან. ახლა შენი ნერვები ნამდვილად არ მაქვს, - შეუღრინა დას და პირსახოცი მოიშორა ტანიდან. -ვაუუ, რა ტანზე ხააარ! თქვენი გაცნობა შეიძლება ლამასო? - იცინოდა ნინი და თან ტასოს აკვირდებოდა, რომელიც გაბრაზებული ცდილობდა მაიურის მკლავში თავი გაეყო, - და ამის მერე იტყვი, რომ არაფერი მომხდარა? ნინი წამოდგა, მაისური გახადა და ნორმალურად ჩააცვა. მხოლოდ ამის შემდეგ გაუმეორა შეკითხვა: -ანასტასია, მორჩი ოთახისთვის საპატიო წრეების დარტყმას და მითხარი რა მოხდა შენსა და რეზის შორის! -არა, მაგას მე ვინ ვგონივარ? - ისევ ბობოქრობდა გოგო, - როგორ გამიბედა?! -თუ მეტყვი რა ქნა, იქნებ მეც აგყვე ქოთქოთში? -მაკოცა, გესმის, მაკოცა მაგ ერთუჯრედიანმა. მაგ იმბეცილმა, მაგ... მაგ... ნინის გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა, მერე კი იმდენი იცინა, სანამ მუცელი არ ასტკივდა. -რეზიკო ნახე რაა. ეგ ყოფილა პიროვნება. თვით დიადი ანასტასია ავალიანის ნერვების შეტოკება შეძლო ბიჭმა. რეზიკოო, სად ხარ, ბიჭო? - ყვირილით წამოვარდა ფეხზე, - შენს ფერხთით მუხლი უნდა მოვიყარო და თაყვანი გცე! -ნინი! - დაუყვირა გოგოს და საწოლზე ვარსკვლავის ფორმაში დაებერტყა, - ვაი, მკლავი. ჯანდაბა! -რა? როგორც იქნა გეღირსა პირველი კოცნა და ვერ ვხვდები ასე რამ გაგაბრაზა? - გვერდით მიუწვა დას და ზემოდან დახედა, - იმაზე ბრაზობ, რომ მოგეწონა. აღიარე, რომ მოგეწონა! - შეუჩნდა ნინი და იქამდე არ მოეშვა, სანამ სასურველი პასუხი არ გაიგო. -ჯანდაბა. მომეწონა, თანაც როგორ! - აღმოხდა გოგოს და თითები უნებურად მოისვა ტუჩებზე, ნინიმ კი მის ამ საქციელზე ჩაიცინა, - მინდოდა, რომ აღარასდროს მომშორებოდა. ჯანდაბა! არ ვიცი რა ვთქვა. პირველი კოცნა ასეთი არასდროს წარმომედგინა! -შენი მესმის, - დანაღვლიანდა უცებ ნინი, - ნერვები მეშლება, როცა სანდრო ასე ახლოს მყავს და ამავე დროს ასე შორს. -ახლა ერთი კარგი შურისსაძიებელი იდეა არ გვაწყენდა, - თქვა ტასომ და დისკენ გადაბრუნდა. -აჰამ, ნამდვილად კარგი იქნებოდა, - დაეთანხმა ნინიც და თავი ბალიშებში ჩარგო. -რაზე ფიქრობთ ასე გამალებით დები? - ოთახში შემოვიდა გვანცა და ორივეს შუაში ჩაუწვა. -ვფიქრობთ ბიჭები როგორ გავამწაროთ, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრეთ. შენ ხომ არ გაქვს რაიმე იდეა? - ჰკითხა დაქალს ნინიმ და მკერდზე დაადო თავი, - დედა, გვანცა, ესენი ამხელები არ მახსოვს და დილით ერთი სულიერი ხომ არ ეთამაშათ შემთხვევით? გვანცა გაწითლდა, გალურჯდა და ცისარტყელას ყველა ფერი მიიღო. -რაებს ეუბნები, გოგო? - გაუჯავრდა ანასტასია და გვანცას დამშვიდება სცადა, - ყურადღებას ნუ მიაქცევ. ბავშვობაში კალათბურთის ბურთის ნაცვლად ეს ჩავტენეთ კალათში და მას შემდეგ ასეა. -მაგის შემდეგ სიმაღლის შიში მაქვს, - შეუბღვირა ნინიმ დას. -რა ვიცი, რა ვიცი, კი მოგწონდა კალათში ჯდომა და... მათ კინკლაობაზე გვანცას გაეცინა და მერე უეცრად გონება გაუნათდა. -მე ვიცი რაც უნდა ვქნათ! - წამოიძახა ეშმაკური ღიმილით და შემდეგ თავისი გეგმა ორივეს გააცნო. -ხომ ვამბობდი, ეს გოგო სულ წავიდა ხელიდან-მეთქი? - გაიცინა ნინიმ და დაქალს მოეხვია, - ვიცოდი, რომ ჭკვიანი იყავი, მაგრამ ეშმაკუნაც თუ იქნებოდი, რას ვიფიქრებდი? -ძალიან კარგი გეგმაა, - შეაქო ტასომ და მაშინვე წამოდგა, - მე წავალ და გეგმის განსახორციელებლად პირველი პუნქტისთვის აუცილებელ მასალას ვიშოვი. -წამო, წამო, ჩვენც მივხედოთ გეგმის სხვა პუნქტებს, - უცებ წამოაგდო დაქალი ნინიმ და ოთახიდან გასულ ანასტასიას უკან გაჰყვნენ. ************ -რამე ხდება და არ ვიცით? - იკითხა ვახშმობისას დათომ და ეშმაკურად მომღიმარ დებს გადახედა. -არა, რა უნდა ხდებოდეს? - მამა აბრამის ბატკნის სახე მიიღო ნინიმ და გაოცდა. -აბა, ასე დამპლურად რატომ იცინით? - ჩაერია მათ საუბარში სანდროც. -ბოლოს ასე რომ იცინოდით ორივე, ჩვენს წვნიანში ჭიანჭველები აღმოჩნდნენ სრულიად შემთხვევით და მთელი კვირა მუცლის ტკივილით ვკვდებოდით, - ჩაერთო ლაშაც და თავის საჭმელს დახედა. -თქვენ გეჩვენებათ რაღაცები და მერე ჩვენ ვართ დამნაშავეები, - თქვა ტასომ და ჭამა განაგრძო. -მართალი ხარ, ამ დღეებში ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რაც რაიმე ცუდის ჩადენისკენ გიბიძგებდათ, ხომ ასეა? - იკითხა ნიკამ. -ჭამეთ და ტყუილ ბრალდებებს შეეშვით, - დაიბღვირა ნინიმ და მანაც განაგრძო ჭამა. ვახშმობის შემდეგ ნინიმ, ანასტასიამ და გვანცამ სამზარეულო მიალაგეს, შემდეგ კი სამივე ტასოს ოთახში შეიკეტა და მოვლენების განვითარებას დაელოდნენ. -აბა, სამივეს მზად გვაქვს მობილურები? - იკითხა ნინიმ. -ჩემი მობილური დამჯდარია, - უთხრა ნინიმ და ანასტასიას გახედა, - დამტენი მათხოვე, რაა. -ნახე, მანდ უჯრაში იდება, - მიუთითა ერთ-ერთ ტუმბოზე და ოდნავ გაღებული კარიდან დერეფანში დაიჭყიტა. -მტკვარი, რიონი ვარ, მტკვარი, - დაიბოხა ხმა ნინიმ, - რა ხდება, მშვიდობაა თქვენს კვადრატში? -რიონი მოეშვი სისულელეების ლაპარაკს და მოემზადე. შენს კვადრატში მოძრაობა შეინიშნება, - აჰყვა ისიც და ნინი მაშინვე მივარდა კარს. -კარგი, წავედი მე გვრიტებო. აგენტი 007 მოქმედებაზე გადადის. ნინი უკან გაჰყვა კიბეებზე ჩამავალ სანდროს და როცა ბიჭი თავის ოთახში შევიდა ისიც შეჰყვა, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჯიბიდან ქილა ამოიღო და საწოლს სწრაფად გადააძრო პლედი. შემდეგ ქილა გადმოაპირქვავა და პლედი ისევ თავის ადილას დააბრუნა. როცა გაიგო, რომ სანდრო შხაპის მიღებას მორჩა და გამოსვლას აპირებდა, ერთ-ერთ სქელ ფარდას ამოეფარა და კამერა ჩართო. სანდრო პირსახოცშემოხვეული გამოვიდა სააბაზანოდან ისე, რომ ოთახში თუ ვინმე იყო, არც კი შეუმჩნევია. ნინი კი ჩუმად იცინოდა, როცა შეამჩნია რა ფორმაში იყო ბიჭი. სანდრომ კარადა გამოხსნა, სარკეში არც კი ჩაუხედავს, სწრაფად ამოიცვა საცვალი, პირსახოცი გასარეცხების კალათაში ჩააგდო და საწოლში შეწვა. ნინიმ გულში სამამდე დაითვალა და სანდროც მაშინვე წამოვარდა. ბიჭი აქეთ-იქით დახტოდა და ცდილობდა სხეულიდან ჭიანჭველები მოეცილებინა. ბოლოს ისევ სააბაზანოში შევარდა და ძალიან მალე დაჭრილი მხეცის მაგვარი ხმა გაისმა. -ნინიიიი! ანასტასიაააა! - ყვიროდა ბიჭი სააბაზანოდან, - ჩემი ხელით დაგხოცავთ თუ ცოცხალი გადავრჩი! ნინი კისკისით შეიჭრა სააბაზანოში, სადაც სრულიად შიშველი სანდრო სარკის წინ იდგა და თმიდან ვარდისფერი საღებავის მოცილებას ამაოდ ცდილობდა. -უი, ბოდიში, - გოგომ ვიდეო გამორთო და სააბაზანოდან გამოსვლას შეეცადა, მაგრამ სანდრომ ხელი ჩაავლო და თავისკენ შეაბრუნა. -სადმე გეჩქარება, ქალბატონო? - გამოსცრა კბილებში და გოგო თავისკენ დაქაჩა. ნინი ცდილობდა სანდროს ტანის გარდა ნებისმიერი რამისთვის შეეხედა, მაგრამ ბოლოს მაინც მისი სხეულისკენ აპარებდა თვალს. -აბა, აბა, თვალები ზემოთ! - ორი თითი მიიტანა საკუთარ თვალებთან და გოგოს შეხედა, - შემთხვევით, ხომ ვერ მეტყვი აქ რა ჯანდაბა მოხდა? - და ხელი ჯერ საკუთარი თმისკენ, შემდეგ კი საწოლისკენ გაიშვირა. -წარმოდგენა არ მაქვს რაზე ლაპარაკობ, - მხრები აიჩეჩა გოგომ და ბიჭის სიახლოვით აჩქარებული გულისცემის და სუნთქვის დარეგულირება სცადა. -არ იცი, არა? არ იცი! მაშ, კარგი. რახან არ იცი, მაშინ წამოდი, გაჩვენებ, - ბიჭმა სწრაფად მოიხვია სხეულზე პირსახოცი, ნინი მხარზე გაიდო და საწოლისკენ დაიძრა. -სანდრო, რას აკეთებ? - წამოიკივლა გოგომ და აფართხალდა, - არც კი გაბედო! არ გააკეთო! არა, სანდრო, გთხოვ, - ბოლოს ხვეწნაზე გადავიდა და თვალებაცრემლიანებულმა ახედა გაბრაზებულ ბიჭს. -შენ და შენს დას არ შეგეცოდეთ, როცა შამპუნში ვარდისფერი საღებავი ჩამისხით და საწოლში ჭიანჭველები ჩამიყარეთ? - დაუყვირა გოგოს და მხრებში ჩაფრენილი ხელებით ოდნავ შეანჯღრია, - სამაგიეროს გადახდის ღირსი ხომ ხართ ორივე? -სანდროო, - ამოისრუტუნა ტირილამდე მისულმა გოგომ და ახლა შრეკის კატის თვალებით დაუწყო ცქერა ბიჭს (არა, ამ გოგოს ოსკარი ეკუთვნის ასე კარგად შესრულებული როლისთვის). -ჯანდაბა, როგორ ვერ გიტანთ, - ჩაიბურტყუნა სანდრომ და ხელი თმაში შეიცურა, - თმას რა ვუყო ახლა? ასე ლაშას რომ დავენახო სიცოცხლის ბოლომდე მომიწევს მისი კომენტარების მოსმენა! -გადაიხოტრე! - მიაწოდა იდეა გამოცოცხლებულმა ნინიმ, - თან ძალიან მოგიხდება! -ვახ, ჩემი, - მოსცილდა გოგოს და სააბაზანოსკენ წავიდა, - გირჩევნია სადმე ოთახი გამოგვიძებნო მე და ნიკას და რომ გამოვალ აქ აღარ დამხვდე, თორემ მერე ჩემს საქციელზე პასუხს არ ვაგებ! - თითის ქნევით დაემუქრა გოგოს და სააბაზანოში მიიმალა. *********** -გვანცა, შენი გამოსვლის ჯერია, - უთხრა ანასტასიამ გოგოს და კარები ფართოდ გამოუღო. გვანცამ მაშინვე გამოაერთა მობილური და კიბეებზე ჩამავალ ნიკას აედევნა. -ნიკა, - დაუძახა ბიჭს. -გვანცა? - გაუკვირდა ნიკას და ერთ-ერთ კიბეზე მდგომი შემოტრიალდა, მაგრამ უცებ აუსხლტა ფეხი, ჰაერში ხელები ააფართხალა და გაოცებულმა გახედა კამერით ხელში მდგარ გოგოს. ნიკამ, რა თქმა უნდა, თავი ვერ შეიკავა კიბეებზე, რომელზეც ზეთი დაესხათ გოგოებს და აყირავებული პირდაპირ ზურგით დაებერტყა პირველი სართულის ხალიჩას. -ვაი, - ამოიკვნესა და თვალები მაგრად დახუჭა, - ცოცხალი ვარ? გოგომ სწრაფად ჩამოირბინა კიბეები, მობილურს ინახავდა, როცა ვერც მან მოზომა, ზეთზე ფეხი აუსხლტა, მხოლოდ ერთი შეკივლება მოასწრო და ნიკას ზემოდან დაეცა. -მკლავ, გოგო? - ძლივს ამოთქვა ბიჭმა და მთლიანად აფორაჯებულ გვანცას ახედა, რომელიც წამოსადგომად ფართხალებდა. -მე... - ძლივს წაილუღლუღა გვანცამ. -შენც იმ ორ ქაჯს აჰყევი, ხომ? -სიმართლე თუ გინდა, ანასტასია და ნინი არაფერ შუაში არიან. ყველაფერი ჩემი მოფიქრებულია. ნიკას გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. მერე გოგოს ერთი ხელი თეძოებზე მოხვია, მეორე წელზე და მისიანად წამოდგა. -ღმერთო ჩემო, ამას შენგან ნამდვილად არ მოველოდი! - თავი გადააქნია ბიჭმა და გოგო ძირს ჩამოსვა, მაგრამ ხელები არც ერთი წამით მოუშორებია მისი სხეულისგან, - მე რაღას მერჩოდით? -შენ? -ხო, მე, - გოგოს დაბნეულობაზე გაეღიმა ნიკას და სახით უფრო ახლო მიიწია გვანცასთან. გვანცამ ყელში გაჩხერილი ნერწყვის გორგალი ძლივს გადააგორა და უთხრა: -ნიკა, გამიშვი. წავალ იმ ზეთს მოვწმენდ, თორემ კიდევ ვიღაც ასრიალდება და... - სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კიბეებზე ჩამომავალი დათოს ხმა გაიგეს. -გვრიტებო, რას აკეთ... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ისე მოსრიალდა და პირდაპირ სახით გაეკრა ხალიჩას. ბიჭი ძლივს წამოიწია ფეხზე და გაბრაზებულმა გახედა მოცინარ წყვილს. -რა გაცინებთ ნეტა ვიცოდე! - დაიყვირა და ფეხზე წამოდგომას შეეცადა. -აი, ვისი ალეწვა უნდა დაგეფიქსირებინა კამერით, - სიცილით თქვა ნიკამ და გვანცას დათოზე ანიშნა. -მართლა, ნიკა, - უკვე საკუჭნაოდან გამოსძახა ბიჭს, - დღეს შენ დათოს ოთახში იძინებ. -რაა? რა ხდება? -ისეთი არაფერი. თუ ჭიანჭველების არ გეშინია. შენი ნებაა, - მხრები აიჩეჩა გვანცამ და იატაკი მოაპრიალა. -ღმერთო, რა შეგცოდეთ ამისთანა? - ჭერს ახედა დათომ. -ჯერ სად ხართ. ჯერ სად ხართ! - ჩაილაპარაკა გვანცამ და საკუჭნაოს კარი დახურა. *********** დილის 5 საათი ხდებოდა, როცა ანასტასიამ ნინის კოსმეტიკის ჩანთას დაავლო ხელი და რეზის ოთახს მიაშურა. ბიჭი ზურგზე იწვა და ისე ეძინა. საბანიც მხოლოდ წელამდე ეფარა და ნავარჯიშები სხეულის დანახვისას ანასტასიას სუნთქვა შეეკრა. მაშინვე გაუჩნდა სურვილი, მისულიყო და მთელი სხეული დაეკოცნა მისთვის, მაგრამ თავი გააქნია და საქმეს შეუდგა. პირველ შეხებაზე ბიჭი თითქოს გამოფხიზლდა და გვერდი იცვალა, მაგრამ ტასომ ისე დაასრულა საქმე, რომ რეზის არ გაღვიძებია. კმაყოფილმა შეხედა თავის ნამუშევარს, რამდენიმე სელფიც გადაიღო მასთან ერთად და ოთახის კარი გამოიხურა. ახლა მხოლოდ ბიჭის გაღვიძებაღა რჩებოდა. იცოდა, რომ რეზი ყოველ დილით სავარჯიშოდ გადიოდა და მალე გაიღვიძებდა, ამიტომ სწრაფად მიაშურა თავის საძინებელს. რეზი 7 საათზე ადგა და სავარჯიშოდ წავიდა. რაიონამდე ძუნძულით ჩაირბინა და უკანაც ძუნძულით დაბრუნდა. გაკვირვებული იყო. გამვლელები ჩერდებოდნენ და გაშტერებულები უყურებდნენ. ზოგი სინანულით თავს აქეთ-იქით აქნევდა, ზოგი კი - იდგა და ჩუმად იცინოდა. როცა სახლში შევიდა, ყველა უკვე ამდგარი დახვდა. ბიჭები მთელს სახლში დაბორიალობდნენ, აი, გოგოები კი ჩალაგებულ ჩანთებს მისაღებში აწყობდნენ. კიბეებზე ადიოდა, როცა თავგადახოტრილი სანდრო მიეჭრა. -თქვენი გაცნობა შეიძლება მშვენიერო ქალბატონო? - ჰკითხა და სიცილი ძლივს შეიკავა. -რას ბოდავ, შე ჩემა? - გაუკვირდა რეზის და ბოთლიდან წყალი მოსვა. -უი, რეზი, შენ ხარ? მერე ვერ მითხარი? აღარ დაგკერავდი! - ვითომ ეწყინა ბიჭს და სინანული გამოესახა სახეზე. (არა, ესეც კაი მსახიობია, რაა!) -ამ დილაადრიან რა მოწიე ასეთი? -არა, რა მოვწიე, - შეიცხადა ბიჭმა, - პროსტა ისეთი ლამაზი ხართ, თქვენს შარმს ვეღარ გავუძელი და გასაცნობად მოვედი, - ბიჭმა რეზის ხელი თავის ტორებში მოიქცია, ნაზად ეამბორა და გაუღიმა, - მე სანდრო ვარ და თქვენს სახელს ვერ მაჩუქებთ? რეზიმ გველნაკბენივით გამოსტაცა ხელი და სანდროს მკვლელი თვალებით შეხედა. -გაა**ი! - დაუყვირა და კიბეებზე სვლა გააგრძელა. -კარგით რაა, ზურგს ნუ შემაქცევთ, მე მართლა მჭირდებით! - სანდრომ დაუჩოქა და ხელები მისკენ გაიშვირა, - თქვენს გარეშე მოვკვდები! მხოლოდ სახელი მაჩუქეთ! კიბესთან კი ყველა დანარჩენი შეკრებილიყო და სანდროს დადგმაზე ხარხარებდა. ანასტასიაც კი იცინოდა. -კარგი, ამის მესმის, დებილია და თავი რაღაცას მიარტყა, მაგრამ თქვენ რაღა დაგემართათ? - შეუღრინა ქვევით მყოფებს. -აუუ, შენ ძმობას ვფიცავარ, თავიდან მეც ნაშა მეგონე და შენი დაკერვა მინდოდა, - სიცილით უთხრა ლაშამ და აკისკისებულ ცოლს მოეხვია. -რა ხდება აქ? რა შეკრება გაგიმართიათ? ან ეს რა ჩანთებია? - სამზარეულოდან გამოვიდა თამრო და ჯერ შეკრებილ საზოგადოებას შეხედა, მერე მუხლებზე დამხობილ სანდროს, ბოლოს კი - რეზის და მაშინვე შეიცხადა, - ვაიმე, რეზი, შვილო, რა გჭირს? - და ქალსაც შეეპარა სახეზე ღიმილი. -თქვენც, თამრიკო ბებო? - გაბრაზდა რეზი, - ჯერ იყო და ხალხი ისე მიყურებდა თითქოს უცხოპლანეტელი ვიყავი, ახლა თქვენი ქცევა. ვინმე მეტყვის აქ რა ხდება? -სავარჯიშოდ რომ წაბრძანდი, სარკეში მაინც თუ ჩაიხედე? - ჰკითხა დათომ და ღრმად ჩაისუნთქა, - ვაიმე, დედა, კარგი იყო. -რა სარკე? რა... - და უცებ მოწყდა ადგილს, სააბაზანოში შევარდა და სარკეში საკუთარ ანარეკლს შეხედა, - ტასოოო! გოგომ როგორც კი გაიგონა ბიჭის ღრიალი, მაშინვე მოწყდა ადგილს და გარეთ გავარდა, იქიდან კი უკანა ეზოსკენ წავიდა და მერე საერთოდ ტყისკენ გადაინაცვლა. რეზიმ კი ამასობაში რის ვაი ვაგლახით მოიშორა მთელი მაკიაჟი სახიდან (არა, ისე კი უხდებოდა, რომ არ გცოდნოდათ, რომ ბიჭია, თქვენც ნაშა გეგონებოდათ) და ასე ჩამოირბინა კიბეები. -სად ჯანდაბაშია? - შეუყვირა ბიჭებს და მათაც ეზოსკენ გაიშვირეს ხელი. -მგონი ანასტასიას დაერხა, - თქვა ლაშამ და ეზოში გავარდნილ რეზის გააყოლა თვალი, - რა დააშავა ამ ბიჭმა ასეთი, შენმა დამ რომ ეს გაუჩალიჩა? ნინიმ მხოლოდ ეშმაკურად ჩაიცინა. -შეეშვით მაგათ. თავიანთ თავებს თვითონ მიხედავენ, - უთხრა ბიჭებს, - წამო, გვანცა, ჩალაგება დავასრულოთ. ხვალ ამ დროისთვის პლიაჟზე უნდა ვეგდო და ვიხრუკებოდე! რეზიმ ანასტასიას ტყეში მიაგნო. გოგო ისევ გარბოდა, მაგრამ ამხელა ორმეტრიან კაცს გაექცეოდა? ბიჭმა ორ ნაბიჯში დაიჭირა და მაშინვე ხეზე ააკრა. -არა, მითხარი ახლა რა გიყო? - გაბრაზებულმა დაილაპარაკა რეზიმ და გოგოს სახეზე ცხელი სუნთქვა მიაფრქვია. -რა... - ძლივს ამოილაპარაკა სირბილით და რეზის სიახლოვით გულაჩქარებულმა გოგომ და თვალებში შეხედა ბიჭს. -რა ჯანდაბა გინდა ჩემგან ანასტასია? -მე... - ცხოვებაში პირველად იყო დაბნეული და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. -ჩემი საჯაროდ გამასხარავება მხოლოდ კოცნის გამო გააკეთე, არა? იმის გამო გაბრაზდი, რომ პირველი კოცნა მოგპარე! - ტუჩის კუთხეში ღიმილი შეეპარა ბიჭს, მაგრამ საუბარს მაინც მკაცრი ტონით აგრძელებდა, - სულ გადაირიე? ხალხს მგონი ცისფერი ვეგონე! ამის შემდეგ რისი ღირსი ხარ? -...... -ვერაფერს მეუბნები, არა? - ხმას აუწია ბიჭმა და გოგოსთან უფრო ახლოს მიიწია. ანასტასია ზურგით ხეს ეყრდნობოდა, ხოლო რეზი მთლიანად ანასტასიაზე იყო აკრული და გოგოს მაჯებს ხელს არ უშვებდა. -რეზი, ხელი გამიშვი, - როგროც იქნა, წინადადებას მოუყარა თავი ქალბატონმა და მკვლელი მზერა ესროლა ბიჭს. -და რომ არ გაგიშვა, რას იზამ? - ბოხი ხმით ამოილაპარაკა გოგოს ყურთან დახრილმა და ცხელი ჰაერის ნაკადი კიდევ ერთხელ შეაფრქვია ქალს, ამჯერად ყელში. ანასტასიას ყველა კუნთი დაეჭიმა, კანი დაეხორკლა და ძლივს დარეგულირებული სუნთქვა ისევ გაუხშირდა. ბიჭის ასეთი სიახლოვეც აბნევდა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. მისი სურნელი ხომ საერთოდ რაღაც საოცრება იყო, რომელიც უფრო მეტად აბრუებდა. ბიჭმა ერთი ხელი ყელზე შეუცურა და ცერა თითი ჯერ ღაწვზე, შემდეგ ლოყაზე, ბოლოს კი ტუჩებზე გადაუსვა. ამ ყველაფერს ძალიან ნელა აკეთებდა. გოგოს კი ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში და ტანზე ეკლებმა დააყარა. ანასტასიას თვალები მიელულა და გატრუნული იდგა კოცნის მოლოდინში, მაგრამ რეზი არაფერს აკეთებდა, მხოლოდ ხელები გაუთავისუფლა და დაძარღვული მკლავი წელზე შეუცურა. -ჯანდაბა, - ამოილაპარაკა ჩაწყვეტილი ხმით ტასომ, - რას მმართებ ამისთანას? გოგომ ფეხის წვერებზე აიწია, გათავისუფლებული ხელები ბიჭის თმაში ახლართა და თავისკენ დაქაჩა. მოწყურებულივით დაეტაკა ბიჭს ტუჩებზე და სასიამოვნო მოულოდნელობისგან გამოწვეული ბიჭის ოხვრასაც მოჰკრა ყური. ტასოს გაეღიმა და უფრო მომთხოვნად დაუწყო კოცნა. არც ბიჭი ჩამორჩა და ამ ორმა გადარეულმა ლამის ტუჩები დააჭამეს ერთმანეთს. მხოლოდ უჟანგბადობის გამო მოსწყდნენ ერთმანეთს და სუნთქვაარეულმა ტასომ დაკბენილ და დაწითლებულ ტუჩებზე ენის წვერი გადაიტარა. -მე რას გმართებ თუ შენ რას მიშვრები? - ჩახლეჩილი ხმით ჰკითხა ბიჭმა და ტუჩები ყელზე მიაკრა. გოგოს უნებური კვნესა აღმოხდა და ბიჭს ლამის ხელებში ჩაადნა. -შენი მორჯულება ასეთი მარტივი გზით თუ შეიძლებოდა, აქამდე ვერ მითხარი, გოგო? - ჰკითხა ბიჭმა, როცა ტასოს სხეულს მოშორდა და მთლიანად ახურებულ ქალს შეხედა. -იდიოტი ხარ! - შეუბღვირა გოგომ და მერე გაიღიმა, - გემრიელი იდიოტი. -ნეტა, შენ ვისზე რას ამბობ? - ჰკითხა გვერდული ღიმილით ბიჭმა და კიდევ ერთხელ მოწყვეტით აკოცა. -მოიცა, ანუ გინდა თქვა, რომ იდიოტი ვარ? - უცებ მოშორდა რეზის და სახე გაუმკაცრდა, - დეგენერატო! - დაუყვირა და გაბრაზებული წავიდა სახლისკენ. -ღმერთო, ეს გოგო შემიწირავს! - აღმოხდა რეზის და სახეზე ხელი ჩამოისვა, - მე ხომ მხოლოდ მისი ტუჩების სიტკბოება ვიგულისხმე?! გოგოს ერთხელაც არ მოუხედვას უკან. ბიჭი კი დიდხანს იდგა და უყურებდა ამაყად მიმავალ ქალს, რომელსაც წელამდე თმა ოდნავ არეოდა, მაგრამ მაინც ნამდვილი ქალღმერთივით გამოიყურებოდა. -ჯანდაბა, რეზი, - თქვა ბოლოს თავისთვის, - ლაშა მართალი იყო, მაგარ შარში ხარ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.