შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 9


15-04-2018, 16:43
ავტორი mimimimo
ნანახია 1 989

საქართველოში ერთად ჩამოვედით. ლუიც ძალიან ბედნიერი იყო. ყველა დიდი სიხარულით შეგვხვდა და ახალი ამბით გახარებულებმა ჩვენი ერთად ყოფნა დააგვირგვინეს სასმლით.
დემნაც გამოჯანმრთელებული იყო და დადიოდა, კოჭლობით, მაგრამ მაინც. სიარულის დროს კი კესო მისდევდა უკან "არ შეიძლება შენთვის სიარული ჯერ"-ს ძახილით.
როგორ მომენატრა ამათი კინკლავი.
დედა და მამა სოფლოდან ჩამოსულiყვნენ. აშკარა იყო, რომ მათთან საუბარი მომიწევდა ამ თემაზე.
-დე, მა, ახლა რაღაც უნდა გითხრათ.
-რა მოხდა? - შეშინებული წამოდგა დედა.
-ჰა, ნუ დაფეთდით, თორემ არ გეტყვით.
-გისმენთ. - სათვალე მოიხსნა მამა და ორი წყვილი მზერა ჩემკენ იყო მომართული, ამას შემოსული ერეკლეც დაემატა.
-ბიჭი მომწონს.
-ჩვენ გვეგონა გოგოები მოგწონდა, შვილო. - მამამ გადმომხედა ღიმილით.
-ოო, რას დამცინით. - ხელი ავიქნიე. - თორნიკე ჰქვია. ერეკლეს ძმაკაცია.
-ვიცით. - თქვა დედამ. ყბა ლამის ჩამომივარდა.
-გოგო, შეგიფრინდა ბუზი პირში, დაკუმე. - მომაძახა ერეკლემ.
-კი, მაგრამ...
-ძალიან კარგი ბიჭია. - თვალების ჟუჟუნით გადმომხედა დედამ და გაიცინა.
-ღმერთო, გავგიჟდები! თქვენ საიდან გაიგეთ?
-მერე ვილაპარაკოთ. - თვალი ჩამიკრა დედამ.
-კარგი. - ლუღლიღით ვუთხარი და ოთახში გავედი. თორნიკესთვის ვაპირებდი დარეკვას, ვიდეოზარი რომ შემოვიდა. თორნიკე იყო.
-როგორ ხარ?
-კარგად, შენ?
-გინდა კარგად ვიყო? - ტუჩის კითხეში გაეღიმა.
-რა მოხდა?
-გამოგივლი და ჩემთან ავიდეთ. ლუიც გელოდება, თან გვშია. - სიცილით დააყოლა ბოლოს.
-ნახევარ საათში მზად ვარ. - ვუთხარი და მომზადება დავიწყე.
ოთახში დედა შემოვიდა.
-საით?
-თორნიკემ გამოგივლიო.
-თორნიკე არ გახსოვს?
-არა, საიდან უნდა მახსოვდეს?
-ბავშვობაში ერთად დადიოდით ხოლმე ხელჩაკიდებულები. არ გახსოვს?
-არა, მერე? - გამეცინა.
-მაშინ თქვა, სანდრა ჩემი დედა გახდებაო. - სიცილით თქვა. - დედა ცოლი ეგონა.
-ვაიმე, მართლა? - სიცილით გავწექი საწოლზე.
-5 წლის იყავი, რა გემახსოვრება. მიდი, მიდი გაემზადე.
-ჰო და მერე მომიყვები კიდევ იცოდე! - სიცილით დავუქნიე თითი და ჩავიცვი. დაბლა ჩავედი. გზაში ლუისთან ვსაუბრობდი. ისე საყვარლად ტიკტიკებდა, მინდოდა ლოყები დამეკბინა. მარკეტში გავიარეთ, შემოვიარეთ მთლიანი მაღაზია სიცილ-კისკისით. ლუის ორივესთვის ხელი ჩაეკიდა და თან გვეტიკტიკებოდა.
-რა კარგები ხართ, ბებია. ღმერთმა დაგლოცოთ. - მოვიდა უცნობი ქალი. - ანგელოზივით შვილი გყავთ. - გავიღიმა და ლუის მოეფერა.
-ჩვენ...
-დიდი მადლობა. - თორნიკემ გამაწყვეტინა და ღიმილით უთხრა თორნიკემ. ქალი წავიდა და თორნიკეს გავხედე.
-რა ქენი? - წარბი ავუწიე.
-სიხარულს ხო არ ჩავაშხამებდი. - გაიცინა და ტკბილეულის სექციას მიაშურა. სახლში მალევე მივედით.
-კარტოფილს შეგიწვავთ, სალათას გავაკეთებ და კიდევ რა მე თუ გინდათ? ხო დამეხმარებით?
-კი. - სიხარულით დამიქნია თავი ლუიმ და სამზარეულოში პირველი შევარდა. - მე რა გავაკეთო?
-შენ მიდი თეფშები გადმოიღე ჯერ. მერე... - თორნიკე და ლუი ჩემს მითითებებს მიჰყვებოდნენ. საჭმელიც ძალიან გემრიელი გამოგვივიდა, თუ არ ჩავთვლით მოპარულ და შეჭმულ ინგრედიენტებს.
-არ გინდა ჩვენთან გადმოცხოვრდე? - წარბები ამითამაშა თორნიკემ.
-დღეს ჩემებს ველაპარაკე. - გავხედე. - უფრო სწორად უნდა მელაპარაკა, მაგრამ ვიცითო და... - თვალები დავაწვრილე.
-ხო, მერე?
-შენ ელაპარაკე?
-ჰო.
-გეთქვა მაინც, ნერვიულობისგან ლამის მოვკვდი, სანამ ვიტყოდი.
-არაუშავს. - გაეცინა.
-ტანსაცმელი რომ არ მაქვს აქ? - მივუბრუნდი პირვალდელ კითხვას.
-ხვალ გაგიყვან.
-დღეს აქ მიტოვებ? - სიცილით ვალაგებ მაგიდას.
-დიახ. - ბინა ოროთახიანი იყო. ერთში ლუის ეძინა, მეორეში - თორნიკეს. ლუიმ მარტო მიყვარს ძილიო და ასე შევრჩი თორნიკეს, რომელიც ძალიან კმაყოფილი სახით მ იყურებდა. ძილისწინ ლუის წიგნი წაუკითხა. იმდენად საყვარელი იყო, მინდოდა მივსულიყავი და ჩამეკოცნა. ოთახი დავტოვე, დრო ვიხელთე, გამოვიცვალე - თორნიკეს მაისური ჩავიცვი.
-ცოტა პატარა გაქვს მგონი. - შემოვიდა თორნიკე.
-ხო, ერთსაწოლიანი გაიშლება. - სიცილით გავაქნიე თავი და შევწექი. - ძალიან მეძინება. - მთქნარებით ვთქვი და თავი ბალიშში ჩავმალე. ვიგრძენი როგორ მომიწვა თორნიკე, ხელი მომხვია და ყელში მაკოცა. შემდეგ გავითიშე. დილით რომ გავიღვიძე, ერთმანეთში ახლართულები ვიწექით, იმდენად სასაცილო იყო, ღიმილი ვერ შევიკავე. თორნიკესკენ გავწიე ხელი და სახეზე შევახე. კონტურები მოვხაზე და ტუჩებზე თითი გადავუსვი.
-რატომ არ ისვენებ? - თვალებგაუხელლად მკითხა, ხელი დამიჭირა და მაკოცა.
-გამატარე, რა. უნდა ავდგე.
-იყავი. - ამოიბუზღუნა. ჩემკენ მოიწია, ლავიწზე მაკოცა და თავი მკერდზე დამადო. ხელები კი - მუცელზე შემომხვია.
-ე, კარგია ბალიშები? - სიცილით დავხედე.
-ძალიან. - "ბალიშის აფუმფულების" იმიტაცია გააკეთა. - ახლა უკეთესია.
-თორნიკე! - სახეზე აშკარად გავწითლდი.
-ჰო?! - გაკრეჭილმა ამომხედა.
-გამატარე ახლა. გაიღვიძებს ლუიც.
-რატომ ხარ ასეთი მოუსვენარი? - ამოიწუწუნა და ხელები გამიშვა. ავდექი, ჩავიცვი და გასვლის წინ ლოყაზე ვაკოცე.
-ამას არ გაპატიებ. - გასვლამდე მომაძახა. სიცილით გავიხურე კარი და ლუის ოთახში გავედი. ჯერ კიდევ ეძინა. ტუჩები დაბუშტვოდა და საყვარლად აცმაცუნებდა. საბანი შევუსწორე და ოთახი დავტოვე. სამზარეულოში რაღაცების გამზადება დავიწყე და თან 2 ჭიქა ყავაც გავაკეთე. სინზე ტკბილეული და 1 ჭიქა დავდგი და თორნიკესთან ოთახში შევიტანე. საწოლზე წამომჯდარი იყო და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ცდილობდა გამოფხიზლებულიყო.
-ისე, ეგ პირიქით ხდება ხოლმე.
-არაუშავს. - გავუცინე.
-არა, მიდი, დაწექი. - კაბისკენ წაიღო ხელი.
-რას შვრები, თორნიკე?
-მიდი, მიდი, დაწექი. - კაბა გამხადა და საწოლისკენ მიბიძგა. - ეცადე, დაიძინო. - სინს ხელი დაავლო და გავიდა. ცოტახანში კარი გააღო და შემოვიდა, სინი დადო - ესე, უკეთესია. - თქვა და მაკოცა.
-რა გიჟი ხარ! - თავი სიცილით გავაქნიე და ხელები მხრებზე შემოვაწყე.
-ჩემი სექსუალური! - ამოთქვა და საკოცნელად გამზადებული ტუჩები ჰაერში გაგვიშეშდა, კარზე კაკუნი იყო. ლუიმაც გაიღვიძა. მოვწესრიგდით და ვისაუზმეთ.
-კესოსთან და დემნასთან წავიდეთ. - წამოაყენეს იდეა.
-ოღონდ ჯერ სახლის დალაგებაში დამეხმარეთ.
-კარგი. - თავი დამიქნია ლუიმ და თორნიკეს გავხედე.
-რა? - მხრები აიჩეჩა.
-რა რა? - წარბი ავუწიე. - თ-მეთქი.
-ააა, ხო. მერე? - თვალებგაფართოებულმა გამომხედა. - მართალი ხარ! - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. - დავიძინო-თ. - "თ" გამოკვეთა.
-შენ დაგაძინა მამა ზეციერმა. - ჭურჭლის გარეცვა დავამთავრე და სველი ხელებით თორნიკე გავწუწე.
შუადღისკენ, როგორც იქნა, გავემზადეთ და დემნასა და კესოსკენ დავიძარით.

***

-დემნა, ნუ მაგიჟებ! დაწექი ახლავე. - კიოდა კესო.
-გაჩერდი და მეც გავჩერდები.
-ნუ მომსდევ. - სიცილით ურტყამდა წრეებს ოთახებს. - დავიღალე. - ამოთქვა კესომ და გაჩერდა.
-ძალიან კარგი.
-ისევ აბაზანაში უნდა შემსვა? - კნუტივით დაიმრგვალა თვალები კესომ.
-არა, მეც თმას შეგაჭრი. - კესოს თმა ხელში მოიქცია.
-რა? - დაიკივლა კესომ და თმა გამოგლიჯა. დემნა იცინოდა, კესო კიდევ გაბრაზებული უყურებდა. თმა ამდენი გაწიგამოწისგან ბუჩქს დაემსგავსა. არც დემნა იყო უკეთესს მდგომარეობაში. მძინარე დემნას კესომ თმა წააჭრა. კარზე კაკუნი შემოესმათ და ორივე გაცვივდა.
-უპს, მგონი ცუდ დროს მოვედით. - სიცილით თქვა სანდრამ, როდესაც თმააბურძგნულები დაინახეს.
-ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ. - ერთდროულად თქვეს.
-ლუიკო, - კესომ ხელები შემოჰხვია პატარას.
-კესიკო, - სიცილით თქვა და თმაზე ხელი დაუსვა. - თმა დასავარცხნი გაქვს. - სერიოზულად უთხრა. ყველას გაეცინა. მთელი დღე მხიარულობდნენ.
-გამარჯობა, ეს დედიკომ გამომატანა. - პატარა ბავშვი შემოტიტინდა.
-დედიკოს დიდი მადლობა გადაეცი. - ბავშვს გაუღიმა და თავზე ხლეი გადაუსვა. - ლანუკი, ერთი წუთით. - თეფშზე ტკბილეული და მისი გამომცხვარი ნამცხვარი დადო და ბავშვს გაატანა.
-რა ლამაზი იყო. - ამოიბურტყუნა ლუიმ.
-მოგეწონა? - დემნამ სიცილით ჩაისვა კალთაში.
-აღარ მოვა? - უცებ დასევდიანდა.
-გინდა დავუძახო? - თვალებაციმციმებულმა ჰკითხა კესომ.
-მართლა? - გაცისკროვნებულმა შეუბრუნან კითხვა.
-ახლავე. - კესო სახლიდან გავიდა და მეზობლის კარზე დააკაკუნა.
-ლალი, როგორ ხარ? - დიასახლისს გაუღიმა. - მადლობა წერანდელისთვის, ნუ წუხდები.
-რა შეწუხებაა, ჩემო საყვარელო. ხო მშვიდობაა?
-კი, რაზე მოგიკაკუნე. ლანუკი რომ გამოუშვა ჩემთან შეიძლება? ლუი არის მოსული და... - ღიმილით აუხსნა.
-როგორ არ შეიძლება. წეღან იძახდა გამიშვიო და მომერიდა მაინც.
-რას ამბობ, ეგეთები აღარ იყოს. - ლუი, მოვედით. - მისაღებში შევიდნენ.
-გამარჯობა, მე ლუი ვარ. - ხელი გაუწოდა გოგოს.
-მე ლანუკი. - საკუთარი ხელი შეაგება.
-ძალიან ლამაზი ხარ. - იმდენად სერიოზული იყო, ყველა გასუსული უსმენდა.
-მადლობა. - ლოყები აუწითლდა.
საღამომ მშვიდად ჩაიარა. ბავშვებიც მშვიდად ისხდნენ და თამაშობდნენ. წასვლისას ორივე დასევდიანდა. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და დაემშვიდობნენ.
-კიდევ მოვალ. - დაპირდა ლუი.
-კარგი.

***

-ჩემთან გავიაროთ, ხო?
-კი, ტანსაცმელები უკვე ჩალაგებული გექნება, ალბათ.
-დედა ჩაალაგებდა.
-ხედავ, როგორ უხარიათ რომ მიდიხარ? უკვე ტანსაცმელიც ჩაგილაგეს? - სიცილიტ თქვა თორნიკემ.
-რა დამპალი ხარ! - შევუბღვირე.
-ერეკლეს განსაკუთრებით გაუხარდა.
-რატომ?
-მთელი სახლი მის განკარგულებაში იქნება.
-იმედია, გოგოებს არ აყრის.
-აყრის, აბა, რას იზამს?
-შენ რა იცი?
-მეც ეგრე ვშვრებოდი. - ჩაიფხუკუნა თორნიკემ. ალექსანდრა მიხვდა, რომ მის გასაბრაზებლად თქვა.
-უი, რა დამთხვევაა?
-რა?
-მეც ეგრე ვაკეთებდი, ერთი სული მქონდა ერეკლე როდის წავიდოდა ხოლმე. დედ-მამა თან სოფელში იყო და... - მაღლა აიხედა. ხელები ასწია და გაიღიმა. - ეჰ, რა კარგი დრო იყო. - მოულოდნელად დაამუხრუჭა და წინ წაიწია სანდრა. ჩაძინებული ლუიც, რომელიც უკანა სავარძელზე იყო გაწოლილი, გადმოვარდა და წინა უკანა სავარძელს შორის იყო გაჭედილი.
-რა მოხდა? - თმაზე ხელი გადაისვა და გასწორდა.
-არაფერი. მიდი, დაიძინე. - ღიმილით თქვა და თხელი გადასაფარებელი, რომელიც მანქანაში ყოველთვის იყო, გაუსწორა.
-ეგრე აღარ იხუმრო. -გაბრაზებულმა შეხედა თორნიკემ და გზისკენ გადაიტანა ყურადღება. მთელი გზა არ შეუხედავს სანდრასთვის.
-თორნიკე.
-რა იყო? - გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე ჰკითხა.
-არა, არაფერი. - სანდრასთან მისულებმა ცოტახანს იქ იყვნენ, ბარგს ხელი მოჰკიდა თორნიკემ და მანქანაში ჩადო. თბილად დაემშვიდობნენ და წამოვიდნენ. ხმა არცერთს არ ამოუღია. სახლში მისვლის შემდეგ თორნიკემ ლუი აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვია, შემდეგ გამობრუნდა და ტანსაცმელიც შეიტანა.
-მოვედით. - ზედმეტად სერიოზული ტონით უთხრა და კარი გაუღო სანდრას.
-ვხედავ. - ჩაიბურტყუნა და გადმოვიდა. სახლში მისული ეგრევე ლოგინში შეწვა. ღამის პირველზე გამოეღვიძა სიცხისგან, თორნიკე გვერდით არ ეწვა. წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, წყალი დალია. ლუის დახედა და როგორც ყოველთვის საბანი გაუსწორა. თორნიკეს სამუშაო მაგიდასთან ჩასძინებია. რომ დაინახა გაეღიმა და ახლოს მივიდა, თმაში ხელი შეუცურა და ოდნავ შეარხია.
-თორნიკე, გაიღვიძე. - ყურთან ჩასჩურჩულა. - თორნიკე. - ოდნავ შეირხა და ტავი წამოსწია. უცებ მოაშორა ხელი სანდრამ და დასჯილი ბავშვივით გაიტრუნა.
-ჩამძინებია. - წამოდგა და სანდრას დახედა. თავდახრილი იდგა. ნიკაპზე ორი თითი მიადო და თავი ააწევინა. - რა გჭირს? - აცრემლიანებული თვალები როდესაც დაუნახა, წარბშეკრულმა ჰკითხა.
-კიდევ გაბრაზებული ხარ?
-მართლა, რა სულელი მყავხარ. - გაეცინა. - არა, არ ვარ. უბრალოდ, ასე აღარ იხუმრო.
-არც შენ. - ბედნიერს გაეღიმა და ფეხისწვერებზე აიწია. ხელები მხრებზე შემოაწყო და ქვემოდან თმაში ახლართა. მათი ტუჩები ერთმანეთს შეერწყა. თორნიკემ ქვედა ტუჩზე კბილები მოსდო და მისკენ დაქაჩა.
-ლუი გაიღვიძებს. - კოცნებს შორის ამოილლაპარაკა სანდრამ და ოთახისკენ წავიდნენ. მაისური გახადა და პრესზე ფრჩხილები აუსვა. თორნიკემაც სწრაფად შემოაძარცვა დარჩენილი დანსაცმელი და სიამოვნების მორევში ჩაითრია მასთან ერთად.

&&&

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.
ჩემი უმუზობის პერიოდი საშინელი იყო.
იმედია ისიამოვნებთ.
ველი თქვენს შეფასებას.



№1  offline მოდერი abezara98

კარგი იყო, მალე დადე რაა blush

 


№2  offline წევრი mimimimo

abezara98
კარგი იყო, მალე დადე რაა blush

მადლობა.

 


№3 სტუმარი ))))

Momewona mzle veli shemdeg tavs

 


№4  offline წევრი mimimimo

))))
Momewona mzle veli shemdeg tavs

მადლობა.

 


№5  offline წევრი nathali lifhonava

რატომ აღარ დებ ახალ თავს?!გაგრძელება მინდა აუცილებლად!!
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent