შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა'ფერი (საცდელი)


16-04-2018, 00:47
ავტორი Blue tears
ნანახია 1 341

. . . .
რატომ ნიშნავს ყვითელი "შეჩერდის" და მწვანე - "იმოძრავეს"? პატარძალი თეთრ კაბაშია გამოწყობილი, ხოლო მგლოვიარე - შავი ფერის სამოსში? ბედნიერი ყველაფერს "ვარდისფერში" ხედავს, რომანტიკოსი "ცისფერ ოცნებებშია".
ჰმმ... ჩემი აზრით ყველა ადამიანი სხვადასხვა ფერია, უმრავლესობა კი შავი, თითქოს შავი ფერია მოდაში, აი ასე რომ ვთქვათ "ახლა მოდაშია დეპრესია" თვითონ სამყაროც კი თითქმის სულ შავია... მაგრამ ხომ არიან ადამიანები აი ისეთი სხვა'ფერები? ხოდა ეს ისტორიაა ზუსტად იმ სხვა'ფერზე, ვერ დაგპირდებით რომ ამ ისტორიას 100% კარგად დავამთავრებ როგორ ვთქვა!? ასე 50/50 ვარ გაჭედილი მეც არ ვიცი. ცხოვრებისეულია რა... მოკლედ ვისაც კარგი დასასრული გიყვართ ამ მოთხრობას ნუ წაიკითხავთ, რა ჩამოუყალიბებელი ვარ არა? ხო მაგრამ შეიძლება ზუსტად ბოლო წამში ამომიტრიალდეს გონება და რადიკალურად შეცვლილი რამ დავწერო. დაა ესეც ახალი ისტორია სხვა'ფერზე :).
. . . . . . . . .
- შენზე ვნერვიულობ, იქნებ აჯობებს თუ დარჩები? - ეკითხება შვილს თვალებ ამღვრეული ლიზი.
- კარგი დედიკო რანუ ნერვიულობ, ხომ იცი რომ კარგად ვარ, ნუ შეგეშინდება ანა გვერდიდან არ მცილდება ხო იცი არა? სულ ჩემთან იქნება, თან თოკოც იქ არა? - თავით მის გვერდით მდგარ ანაზე ანიშნებს რომელიც მეგობართან ერთად ცდილობს ქალი დააწყნაროს. ბევრი ლაპარაკის შემდეგ როგორც იქნა დაამშვიდეს და მანქანაში ჩასხდნენ, გზაში ძალიან ბევრს ლაპარაკობდნენ.
მალევე ჩავიდნენ თბილისში ბათუმიდან გრძელი გზა ჰქონდათ გამოვლილი და დაღლილები იყვნენ, გასაღები მოარგეს სახლის კარებს და შესვლის თანავე დაიძინეს.
- ქალბატონო ანდრომედე ადექით უნიში გაგვიანდება. - გამეტებით ანჯღრევს ანი დაქალს.
უცნაური სახელი ჰქვია არა? რას გავიგებთ? მამამისი ასტროლოგი იყო და ზუსტად მისი შერჩეული სახელი იყო, სანაძლეოს დაგიდებთ რომ მილიონში ერთსაც შეიძლება ვერ შეხვდეთ ამ სახელით.
- ახლავე რა ან...
- აუ მედეა გეხვეწები რა ჩქარა წამალი გაქვს თან დასალევი და მერე საჭმელი უნდა ჭამო და დავაგვიანებთ.
- აუ მომე წამალი რა დავლევ არ მშია. - ანდრომედეს მედეას მხოლოდ ანი ეძახდა. ზლაზვნით წამოიწია საწოლიდან და ანის მიწოდებული ორი აბი წამალი დალია. შემდეგ სააბაზანოში შეიკეტა და მოწესრიგდა, როგორც ყოველთვის წინ სრულიად დახურული ტოპი მაიკა ჩაიცვა რომელსაც უკან ზურგი ამოღებული ჰქონდა და კარგად ჩანდა მის თოვლივით ქათქათა კანზე დახატული პეპელა, და ხერხემლის სათითაო მალაზე აყოლებული ხალები. კომბინიზონი ჩაიცვა როგორც ყოველთვის, ნაცრისფერი და ტანზე გამოყვანილი. ძალიან ღია ფერის წითელი თმა კოსად შეიკრა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა. ისეთი თეთრი კანი აქვს რომ სხეულზე სათითაო ვენა ეტყობა, თან ისეთი სხვა'ფერი თვალებიაქ, რაღაცნაირი უცხო აი ზუსტად ისეთი შინაგანად როგორიცაა თვითონ სულ სხვანაირი, ძალიან ძალიან ღია ცისფერი შავი ხალებით:

იშვიათია თვალში ხალიო ამბობენ ხო, ალბათ ამ გოგოსავით იშვიათია. ცეცხლისფერი თმები მის თეთრ კანს უფრო უსვამდა ხაზს, ცისარტყელასავით იყო, სადაც არ უნდა გაევლო ყველას ყურადღებას იქცევდა. განა ანჯელინაჯოლისავით ლამაზი იყო? თოჯინას ჰგავდა, ტუჩზე ჭრილი არ ჰქონდა, მთლიანად მომრგვალებული და მარწყვივით წითელი ტუჩები ამშვენებდა, ცხვირი კი პატარა და აპრეხილი, ისეთი საყვარელი იყო 15 წლის გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა.საკმაო სიმაღლე ჰქონდა 1.70 მოკლედ განსხვავებული იყო რა....

. . . . . . . .
უნივერსიტეტში შესვლის თანავე მიიპყრო მამრობითი სქესის წარმომადგენლების ყურადღება, მაგრამ თვითონ არასდროს აქცევდა მათ ყურადღებას, შეყვარებულიც კი არ ჰყოლია. სამედიცინოზე სწავლობდადა რათქმაუნდა ეს პროფესია დიდ ყურადღებას მოითხოვდა, უნდოდა რომ კარდეოლოგი გამხდარიყო. კარებში შესული არ იყო ვიღაცას რომ დაეჯახა და ძირს დაეცა, და მაინც რა ბანალურია არა?
ბიჭს ზედაც კი არ შეუხედავს პირდაპირ განაგრძო გზა.
- წინ არ იყურები? - გაბრაზდა ანდრომედე, ანის გამოწვდილ ხელს დაეჭიდა და შემდეგ ძირს დაყრილ წიგნებს დაუბრუნდა, ერთი გახედა ბიჭს რომელიც მას არც კი უყურებდა და ვიღაც გოგოს გაბრაზებული ელაპარაკებოდა. ხელები ჰაერში გაუშეშდა, პირველად იყო ბიჭით ასეთი მონუსხული, ისეთი სხვანაირი იყო, ძალიან Mუქი შავი თვალები ჰქონდა, წერტილებიც კი არ ეტყობოდა, კუპრივით შავი თმა და ოდნავ კეხიანი ცხვირი. ვარდისფერი ტუჩები სიბრაზისგან უთრთოდა, და ხელს უწვერო ნიკაპზე ისმევდა დროდადრო. ბიჭმა უცებ გახედა ჩამუხლულ ანდრომედეს, მანაც დამფრთხალივით მოაშორა თვალი წიგნები აიღო და უნივერსიტეტში შევიდა.
- მედუს რამე ხო არ იტკინე? - ჰკითხა ფერ წასულმა ანამ.
- კაი რა ანა. - ლექციაზე შევიდა და სულ უკანა მერხზე დაჯდა კუთხეში, ამჯერად ანა მასთან არ იყო რადგან ის იურიდიულზე აბარებდა. ანდრომედეს გვერდით ქერა გოგო დაჯდა რომელიც კევს საშინლად აღლაჭუნებდა.
- გამარჯობა ახალო. - მიესალმა გოგო, ანდრომედემ უბრალოდ გურლწფელად გაუღიმა, არ უყვარდა სიყალბე.
- ძაან საყვარელი ღიმილი გაქ, აუ ლოყები როგორ გეჩხვლიტებაა. მე გვანცა ვარ. - ხელი გაუწოდა ქერამ რომლის თვალებშიც სულაც არ იკითხებოდა რაიმე თბილი ან მეგობრული.
- ანდრომედე. - ისევ გაუღიმა მედეამ.
- რა უცნაური სახელია.- დაიჭყანა გვანცა.
- აჰამ. - მედეას გულზე მოხვდა მისი საქციელი, თვითონ ძალიან უყვარდა თავის სახელი იმიტომ რომ ეს ერთერთი რამ იყო რაც მამისგან დარჩა. გულზე ჩამოკიდებული ანგელოზის ყელსაბამის წვალება დაიწყო დროის გასაყვანად, ეს ანგელოზიც მამამ აჩუქა 1 წლის წინ 17 რომ გახდა, მას მერე არც მოუხსნია რაც მამამისი გარდაიცვალა.
2 ლექციის შემდეგ დერეფანში ანი მოძებნა და ბუფეტში ერთად დასხდნენ. ანიმ სალათი აიღო როგორც ყველა იქ მყოფმა გოგონამ, მედეამ კი ბურგერი. ის ის იყო უნდა ჩაეკბიჩა რომ ანიმ ხელიდან გამოსტაცა და სანაცვლოდ წამლები გაუწოდა.
- ხო იცი ერთხელაც რომ ჩააგდო...
- ვიცი ვიცი მომეცი. - სათქმელი არ დაამთავრებინა, წამალი გამოართვა და ერთი ყლუპი მინერალურიც მიაყოლა. კარგად დანაყრდნენ და დერეფანში გამოვიდნენ. ანდრომედემ ის უცნობი შენიშნა, რომელიღაც უწარწერო კარში გაუჩინარდა. მედეამ ყურადღება აღარ მიაქცია და ის ის იყო იმ კარისთვის გვერფი უნდა აევლო, რომ იმ კარიდან ვიღაცამ ხელი გამოყო და მედეა შიგნით "შეათრია". ბიჭმა გოგოს პირზე ააფარა ხელი რომ არ ეყვირა.
- შენი ტატუ მომწონს. - სახე ისე ახლოს მიუტანა მის პირზე არსებული ხელი რომ არა კოცნაში ხელს არაფერი არ შეუშლიდა. ანდრომედეს შიშის მაგივრად ცნობის მოყვარეობა ღრღნიდა, ვინ იყო ეს ბიჭი ან რა უნდოდა მისგან. ხელები მის ხელს მოუჭირა მაგრამ ვერაფერი დააკლო, ისეთი პატარა ხელები ჰქონდა ბიჭმაერთ ხელში მოიქცია ორივე მტევანი.
- ნუ ფართხალებ. - მედეამ ერთი ამოიხრა და გაჩერდა თითსაც კი აღარ ატოკებდა. ბიჭმა ფრთხილად შეუშვა ხელები მაგრამ მანძილი არ დაურღვევია და ფეხს არ იცვლიდა. ანდრომედემ პირდაპირ თვალებში შეხედა და შეუბღვირა.
- სულ გაგიჟდი ხო, გული გამისკდა. - ის ის იყო კარი უნდა გაეღო და გასულიყო რომ ბიჭმა ხელი სტაცა და ისევ თავის ადგილზე დააბრუნა.
- არ მომიცია წასვლის უფლება. - უთხრა ბიჭბა და თითი გოგოს ყელზე არსებულ ხალებზე გადაატარა. ატომური ტრაექტორიით დაიწყო ანდრომედეს ძარღვებში სისხლმა მოძრაობა.
- და მე გთხოვე წასვლის უფლება? საერთოდ ვინ მოგცა უფლება რომ რამეს მიკრძალავ. და მომაშორე თითები. - გოგო პატარა ხელებით ბიჭს მკერზე მიაწვა მაგრამ ადგილიდან არ იძვროდა.
- უბრალოდ შენი გაცნობა მინდა.
- მაგარი სიტუაცია მოგიწყვია მაგისთვის. - შეუღრინა მედეამ. ბიჭის მარწუხებს თავი დააღწია და ისეთი სისწრაფით მოსწყდა ადგილს ბიჭმა ვერც კი გაიაზრა.
- ეს რა იყო? - გოგომ აჩქარებულ გულზე ხელი მიიბჯინა და მანქანას მიუახლოვდა. უცებ გაახსენდა თავისი ძმა და მასთან დარეკვა გადაწყვიტა.
- ვა ჩემ დას გავახსენდი? - გაისმა მობილურიდან თორნიკეს ხმა.
- ჩემი თოკუნააა როგორხარ?
- აუ რავი დაღლილი... სამსახურიდან ახალი შეკვეთა მოვიღე და დავრბივარ ასე. - თორნიკე სასტუმროების და სახლების ესკიზებს ქმნის.
- რა დამღლელია სტუდენტური ცხოვრება.- ბუზღუნით თქვა მედეამ და იქვე მდებარე აფთიაქს მიაშურა.
- აბა რა გეგონა მითუმეტეს სამედიცინოზე.
- ხო რავი კაი წავედი მე.
- კაი. - ძმას დაემშვიდობა და აფთიაქის კარები შეაღო, სასიამოვნო სუნი და ტემპერატურა იყო, მედეა ერთერთ კონსულტანტთან მივიდა.
- გამარჯობა. "გულის ელექ" მინდა.
- ეს წამალი მხოლოდ რეცეპტითაა ნებადართული. - გაუღიმა კონსულტანტმა გოგონამ.
- ვიცი აი. - რეცეპტი გაუწოდა მედეამ და გოგონაც გავიდა წამლის მოსატანად. მალევე გამოვიდა და წამალი გაუწოდა. მედეამ ფული გადაიხადა და გამოვიდა. მანქანისკენ მიდიოდა როცა მისკენ სასწაული სისწრაფით გამოქანებული ანი დაინახა. გოგოს ქოშინით მიუახლოვდა და მხარზე დაეყრდნო.
- ხო კარგად ხარ რა გინდოდა აფთიაქში? გული ხოარგერევა. გტკივა? - უცებ მიაყარა კითხვები ანიმ.
- დაწყნარდი ანი უბრალოდ ის ვიყიდე კახა ექიმმა ახალი წამალი რო გამომიწერა. - ანამ შვებით ამოიდუნთქა და ისევ უკან გაემართა.
- ერთი ლექციაც და მორჩა. - ბოლოს თქვა და უნივერსიტეტშიც შევიდნენ. მედეას ახლა ბიოლოგიის ლექცია ჰქონდა. შევიდა და ისევ სულ უკან დაჯდა. მალევე ისევ გვანცამ დაიკავა მის გვერდზე ადგილი და საუბარი გაუბა?
- გავიგე რომ დღეს ანდრეას დაეჯახე.
- ვის? - ვერ მიხვდა მედეა და გაიკვირვა.
- ანდრეას, დილით კარებში დაეჯახაო ასე მითხრეს.
- ა-აა ჰო. - მედეას წეღანდელი გაახსენდა და გააჟრჟოლა.
- სიმპათიურია არა?
- რავი. - მხრები აიჩეჩა მედეამ და გოგოს გახედა რომელიც გაბადრული ყვებოდა ანდრეაზე.
- ძალიან მომწონს, მაგრამ იცი რა "ბაბნიკია"? ამ უნიში თითქმის ყველა გოგო ყავს დაკერილი, ყველა ერთ ჯერადი იყო.
- ვერ ვიტან ასეთ ბიჭებს.
- ძალიან კარგი თუ ვერ იტან, ის ჩემი გახდება. აი ნახავ ჩემთან ლაპარაკის დროს ყოველთვის ეტყობა რომ მოვწონვარ. - დამწვარ თმას თითზე იხვევდა და ისევ კევს აღლაჭუნებდა. "ხო აბა?" გაიფიქრა მედეამ და წიგნს ჩააშტერდა, მალევე ლექციაც დაიწყო, ქალბატონი ლალი (ლექტორი) უამრავ კითხვას უსვამდა სტუდენტებს.
- გოგონა უკანა მერხიდან. - წარმოთქვა ლალიმ
- მე? - წამოდგა ფეხზე გვანცა.
- არა შენ არა აი ის თოჯინას რო გავს. - ღიმილით წარმოთქვა ლალიმ რამაც მედეას გაწითლება გამოიწვია. - შენ წითურო. მოდი ჩემთან. - მედეა წამოდგა და ლექტორს მიუახლოვდა.
- სახელი.
- ანდრომედა.
- მართლა? - თვალები მოჭუტა ქალმა. მედეამ თავი მორცხვად დაუქნია. ისეთ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ეს ქალი ანდრომედაზე რომ აღარც ნერვიულობდა.
ლალიმ გულის ფორმა გაუწოდა ანდრომედას.
- შეგიძლია ახსნა? - ჰკითხა ქალმა ღიმილით მედეამაც გაიღიმა და გული შეათვალიერა.
- "ზემო ღრუ ვენა" "აორტა" "მარჯვენა წინაგული" "მარცხენა წინაგული" "მარცხენა და მარჯვენა პარკუჭი" - თითს ადებდა ყველა ადგილს და სახელებს ამბობდა. - ფილტვის სარქველი, სამკარიანი სარქვდლი, ქვემო ღრუ ვენა, ფილტვის არტერია, ფილტვის ვენა, მატრალური სარქველი, აორტის სარქველი.
- რას წარმოადგენს გული? - ისეთ ადვილ კითხვებს უსვამდა რომ საერთოდ არ უჭირდა პასუხის გაცემა.
- ადამიანისა  და ცხოველების სისხლის მიმოქცევის სისტემის ცენტრალური ორგანო, რომლის კუნთოვანი კედლის რიტმული შეკუმშვა განაპირობებს ორგანიზმში სისხლის ცირკულაციას. - დაიწყო მედეამ. - გული ვითარდება სისხლგამტარი სისტემის ამა თუ იმ უბნის გარდაქმნის შედეგად სხეულის ზურგის (ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები და სხვა) ან მუცლის ნაწილში.
უმარტივესი სახით გულის ფუნქციას ასრულებს სისხლგამტარი სისტემის უბნების პულსაცია. ევოლუციურ პროცესში მოხდა გულის მორფოლოგიური გამოკერძოება და საკუთარი მუსკულატურითა და სარქვლებით აღჭურვა, რამაც უზრუნველყო სისხლის ერთი მიმართულებით დენა ბოლოს თვით გული გაიყო სისხლის შემკრებ (წინაგული) და გამდენ (პარკუჭი) ნაწილებად - ლექტორი კითხვებს უსვამდადა ისიც უცებვე პასუხობდა.
- გულზე ბევრი რამ გცოდნია.
- კარდეოლოგობა მინდა.
- ყოჩაღ, ასე გააგრძელე.- გაუღიმა ლალიმ გოგოს. უცებ ბრახუნის ხმა გაისმა, ანდრომედა კარისკენ მიატრიალდა, კარებში ეშმაკური ღიმილით ჩამომდგარი ანდრეა დაინახა რომელიც გოგონას თვალს არ აშორებდა.

. . . . . . . . . . .

აბაროგორია? ღირს გაგრძელებად?
სახელი ვისაც არ მოგეწონებათ გაატარეთ.
აზრზე არ ვარ ეს სახელი რატო ავარჩიე მაგრამ რაღაც განსხვავებული მინდოდა რომ ყოფილიყო. მგონი 10805 ასო არცისე ცოტაა ხო.



№1 სტუმარი Mariami

https://www.facebook.com/le.vani.73594 am gverdze momweret tu survili geqnebat minda anonimurad davdo xolme sxvisi piradii azrebi problemebi siyvarulis ambebi

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

ნახევრად ჩაბნელებულ ოთახამდე სამი საფეხური გაშორებს.
არ იცი რა არის ოთახში, გული ძალუმად გიცემს.. გაფართოებული თვალებით შეჰყურებ სიბნელეს..
თუმცა სიმართლე ისაა რომ ოთახში ვერ ჩააღწევ..
რატომ?! იმიტომ რომ სამი საფეხური გაქვს გასავლელი..
სამად სამი.. ბნელი, საშიში, თუმცა მხოლოდ სამი...
გეშინოდეს იმის, რაც არ ჩანს...
ეს არაა მცირე ჩანახატი, ეს ჩემი შთაბეჭდილებაა.
გისურვებ წარმატებას

 


№3  offline წევრი Blue tears

დამპალი სული
კავშირებთან აუცილებლად უნდა მძიმეე.

"კარდეოლოგი" არა, სწორი ფორმაა კარდიოლოგი.

და კიდევ, წამალზე მინერალური წყლის მეყოლება არ შეიძლება.

მთლიანობაში კარგია, მაგრამ ბევრი წვრილმანი შეცდომა გაქვა, შეიძლება ზოგისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევი.

ვიცი მადლობა ❤

ლაზარე 13
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახამდე სამი საფეხური გაშორებს.
არ იცი რა არის ოთახში, გული ძალუმად გიცემს.. გაფართოებული თვალებით შეჰყურებ სიბნელეს..
თუმცა სიმართლე ისაა რომ ოთახში ვერ ჩააღწევ..
რატომ?! იმიტომ რომ სამი საფეხური გაქვს გასავლელი..
სამად სამი.. ბნელი, საშიში, თუმცა მხოლოდ სამი...
გეშინოდეს იმის, რაც არ ჩანს...
ეს არაა მცირე ჩანახატი, ეს ჩემი შთაბეჭდილებაა.
გისურვებ წარმატებას

დიდი მადლობა
დამპალი სული
კავშირებთან აუცილებლად უნდა მძიმეე.

"კარდეოლოგი" არა, სწორი ფორმაა კარდიოლოგი.

და კიდევ, წამალზე მინერალური წყლის მეყოლება არ შეიძლება.

მთლიანობაში კარგია, მაგრამ ბევრი წვრილმანი შეცდომა გაქვა, შეიძლება ზოგისთვის შეუმჩნეველი, მაგრამ ჩემთვის შესამჩნევი.

გამოსწორებას ვეცდები :)

ლაზარე 13
ნახევრად ჩაბნელებულ ოთახამდე სამი საფეხური გაშორებს.
არ იცი რა არის ოთახში, გული ძალუმად გიცემს.. გაფართოებული თვალებით შეჰყურებ სიბნელეს..
თუმცა სიმართლე ისაა რომ ოთახში ვერ ჩააღწევ..
რატომ?! იმიტომ რომ სამი საფეხური გაქვს გასავლელი..
სამად სამი.. ბნელი, საშიში, თუმცა მხოლოდ სამი...
გეშინოდეს იმის, რაც არ ჩანს...
ეს არაა მცირე ჩანახატი, ეს ჩემი შთაბეჭდილებაა.
გისურვებ წარმატებას

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent