შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (დასასრული)


16-04-2018, 01:40
ავტორი Stranger things
ნანახია 2 052

ბაკურიანში ბოლო დღეს ვატარებდით.გარეთ ისევ თოვდა,მე ფანჯარაზე ვიჯექი და ცხელი ჩაით ხელში გავყურებდი,როგორ ეკვროდნენ ფიფქები ქათქათა თოვლს,მახსენდებოდა როგორ ტიროდა დედა ბედნიერებისგან, რა სახე ჰქონდათ ჩემს ტყუპებს,რომ გამოუცხადეს ეს ის მარიამიაო, გამოიქცნენ და პატარა ხელები მომხვიეს. მამამ სტუმარს ისე ხომ ვერ გავუშვებო და ალექსი რასაც ჰქვია ჩაახრჩო ღვინოში, დედამ ჩემი საყვარელი კერძები მოამზადა,ბოლოს აღარც გვიშვებდნენ,მაგრამ დავარწმუნეთ,რომ მალე შევხვდებოდით ელენეს ქორწილში და ბოლოს ისევ ბაკურიანის სახლში აღმოვჩნდით...
-შეიძლება?-კარში ალექსი იდგა.
-მოდი.-ფანჯარასთან მოვიდა და წინ ჩამომიჯდა.
-ელენემ მითხრა,რომ ანდრე შენი ლექტორი იყო.
-კი...-გამეცინა.-ჯერ მწრთვნელი...შეგდეგ ლექტორი.
-ბევრი რაღაც მომიყვა...
-კარგია მე...ხომ იცი ისევ მიჭირს.
ახლოს მოვიდა,ხელები ჟაკეტის შიგნიდან მომხვია და მაგრად მიმიხუტა.შემდეგ გადმოიხარა და კისერზე მაკოცა.მე მის სურნელში გავეხვიე და სხეულში სითბო ვიგრძენი...ისევ ფანჯარაში გავუხედე და ახლა სხვა მოგონეებმა გამიელვეს თავში:
-ვგიჟდები.-ვუთხარი ალექსს და კიდევ ერთი ნაჭერი პიცა ავიღე. პატარა პიცერიაში ვისხედით,პირველ პაემანზე ვიყავით და იმის მაგივრად რომ წყლის კუებზე მომესმინა უაზრო მონოლოგები, ალექსს ვუსმენდი,რომელიც ძალიან სასაცილო ისტორიას მიყვებოდა და თან ქალაქში საუკეთესო პიცას მივირთმევდი.
-ხო და, მე და დემეტრე წავედით სოფელში ბებიამისთან... მსოფლიოში ყველაზე ტკბილი ბებიაა,დემეტრეს ერთი გოგო მოეწონა, ნინო და დასდევდა...ელენემდე,რა თქმა უნდა...იმ გოგოს ძმამ რომ გაიგო მთელი სოფელი დააყენა თავზე ჩემი და ცოლად უნდა მოიყვანოო...თურმე იმ გოგოს სხვა ჰყვარებია და ერთ საღამოს ერთად გაიქცნენ თბილისში...დემეტრე მთვრალი მივიდა გოგოს ძმასთან და უთხრა შენმა დამ გული გამიტეხაო...იმ ბიჭმა სერიოზულად მიიღო და დემეტრე კიდევ უფრო დაათრო.ხეზე ავიდნენ და მღეროდნენ...მოიცადე...„ნინიკო,ნინიკო ეჰ ნინიკო..." იცი?
-ვიცი. -სიცილით ვკვდებოდი.
-ძლივს ჩამოვიყვანე იმ ხიდან.-თვითონაც გაეცინა.
-შენ?
-რა მე?
-შენ რეები გადაგხდენია გოგოს გამო?
-მე...-ცოტა ჩაფიქრდა და გაეცინა.-მე სერენადა ვუმღერე და რომ დავინახე ტექსტი დამავიწყდა...შემდეგ ვიღაც ქალმა მეორე სართულიდან წყალი გადმომასხა „ნუ ყროყინებო" და იმის შემდეგ სერენადა არავისვთვის მიმღერია.
რამდენიმე საათში ჩემს სახლთან ვიდექით და ხმას არ ვიღებდით.
-მომენატრები...-მითხრა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
-არ გიმსახურებ.-ვუთხარი და თითები ჩამოვუსვი კისერზე.-მე არაფერი ვარ...
-ცდები მერი...შენ ყველაფერი ხარ.
.......
-მერ.-ალექსის ხმაზე გამოვფხიზლდი.
-ხო...
-ჩაგეძინა.მოდი დაგაწვენ კარგი?
ხელში ამიყვანა,მე უფრო მეტად მივეკარი თბილ სხეულზე. საწოლში ჩამაწვინა და პლედი დამაფარა.
-არ წახვიდე.-ვუთხარი და მძინარემ მოვხვიე ხელები.
ხელები გამაშვებინა და წავიდა...მე თითქოს სიცარიელე ვიგრძენი თვალზე ცრემლი ჩამომივიდა და საწოლში ჩავიმალე. წამში ძლიერი ხელი მომეხვია და სხეულზე მიმიკრო,ალექსს პიჟამა შარვალი ეცვა და შიშველ მკერდზე მიხუტებდა.
-არასდროს დამტოვო.-ვუთხარი ნახევრად მძინარემ და სახე დავუკოცნე.
-ნუ ცელქობ და დაიძინე.-მისი ტუჩები ნაზად შეეხო ჩემსას და ტკბილი ემოციებით აღსავსეს ჩამეძინა.
ხშირად მესიზმრებოდა ანდრეს სიკვდილის დღე,მიჩვეულიც კი ვიყავი რომ კივილით მეღვიძებოდა,მაგრამ არსებობდა ისეთი სიზმარიც,რომელის ნახვის შემდეგაც რამდენიმე დღე ვეღარ ვიძინებდი...ის დღე ასეთი იყო.
-მერი გაიღვიძე...ყველაფერი კარგადაა...ყველაფერი რიგზეა...აქ ვარ.-ალექსი მეფერებოდა და ჩემს გაღვიძებას ცდილობდა.
-მაპატიე.-ამოვიჩურჩულე და ცრემლები წამომივიდა.
-ყველაფერი კარგადაა...ნუ ნერვიულობ...მიყვარხარ...ყველაფერი კარგადაა.-ალექსი კოცნით მიშრობდა ცრემლებს.
-მე...დამელოდე.-ანდრესთან წავედი და ჩუმად შევიხედე ოთახში, თავლები დახუჭული ჰქონდა და მშვიდად სუნთქავდა...ეძინა. საძინებელში დავბრუნდი და ალექსს მივეხუტე.
-სად იყავი?
-ანდრე შევამოწმე.-მინდოდა,რომ ბოლომდე მომეყოლა ყველაფერი.-ალექს...რაღაც უნდა მოგიყვე...ეს არავინ იცის.- ღრმად ჩავისუნთქე და დავიწყე.-ანდრეს სიკვდილის შემდეგ განადგურებული ვიყავი,სიცოცხლის აზრს ვეღარ ვხედავდი...მხოლოდ ერთი რამ მაკავებდა...ორსულად ვიყავი... შენ გაგიკვირდება და ანდრემ მითხრა სიკვდილის წინ,რომ თავის ნაწილს მიტოვებდა და მისთვის უნდა ვყოფილიყავი ძლიერი, ორსულობის ტესტი გავიკეთე და ექიმთანაც ვიყავი...შვიდი კვირის ფეხმძიმე აღმოვჩნდი...ანდრე...ალბათ სიმპტომების მიხედვით გაიგო...ცხოვრებას აზრი შეემატა,მე ჩვენს შვილზე უნდა მეზრუნა, არავისთვის მითქვამს რომ ორსულად ვიყავი, ყველას გაუკვირდა როდესაც ჩემი ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში ჩადგა.აღარ ვაცდენდი უნივერსიტეტს, მეგობრებთანაც მივდიოდი,კარგად ვჭამდი, კარგად მეძინა და არც ნარკოტიკებს ვიღებდი,არც ვსვამდი ყველას უკვირდა,მაგრამ არაფერს ამბობდნენ...ნელ-ნელა მუცელი მეტყობოდა და გადავწყვიტე,რომ ყველასთვის მეთქვა ახლი ამბავი...მშვიდი საღამო იყო,მეორე დღეს მეგობრებისთვის ვაპირებდი ყველაფრის მოყოლას და უკვე წარმომედგინა როგორი ბედნიერები იქნებოდნენ ახალი ამბით. დაღლილს ადრე ჩამეძინა და რომ გამოვფხიზლდი...-ხმა გამებზარა- ყველგან სისხლი იყო...სასწრაფოში დავრეკე და ვტიროდი,რომ ბავშვი გადაერჩინათ...ის...ის ჩემს მუცელში მოკვდა...ჩემი პატარა ჩემში მოკვდა.-ცრემლები მდიოდა სახეზე.-მეც მინდოდა ჩემს ოჯახს უკან გავყოლოდ,მაგრამ ვიცოდი,რომ თუ თავს მოვკილავდი,ამას ვერასდროს შევძლებდი...ამიტომ,უბრალოდ ბარგი ავიღე და გავეცალე იმ ადგილს რომელთანაც მტკივნეული მოგონებები მაკავშირებდა... მინდოდა გცოდნოდა...ვიცი რომ ჩემთან ყოფნა რთული იქნება,მაგრამ ვეცდები გამოვსწორდე გეფიცები...
-შენ იდიალური ხარ.-მითხრა და ნაზად მაკოცა.-სამუდამოდ ასეთად დარჩი...შენში არაფერია გამოსასწორებელი... მიყვარხარ და ყველანაირი მეყვარები.
სახეზე მეფერებოდა და ნაზად მიკოცნიდა ბაგეებს,მალე ჩამეძინა და საოცარი სიზმარი ვნახე.

************
ალექსი
************
ჩემს მერის ვუყურებდი...ჩემ დატანჯულ მერის...ჯერ მხოლოდ 27 წლის იყო და ცხოვრებაში უამრავი დარდი და ტკივილი ჰქონდა ნანახი...ისევ თვითონ იდანაშაულებდა თავს...მისი ტკივილი მეც მტკიოდა და იმ წამს ჩემს თავს შევპირდი,რომ დღეიდან მისი ცხოვრების თითოეული წამი ბედნიერი იქნებოდა...მის სახეზე ახლა ბედნიერებისა და სიცილის დრო იყო.
ორი დღის შემდეგ ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში ვიყავი და გული სითბოთი მევსებოდა,მერი ულამაზესი იყო წითელ კაბაში,რომელიც მის თმებს უფრო ამშვენებდა.ელენე ბრწყინავდა და ყოველ წამს იღიმოდა...
-ჩემი გვირგვინი!-წამოიძახა უცებ შეშფოთებულმა.
-წუთი-წუთზე აქ იქნება.-თქვა მერიმ და საათს დახედა.
-სიურპრიზი.-ოთახში მიკა შემოხტა საქორწინო გვირგვინით ხელში.
-მადლობა ღმერთს მოი...-ელენეს სიტყვა გაუწყდა რადგსნ მერი და მიკა ერთმანეთს ყვირილით ჩაეხუტნენ.
-მიკა!მიკა!არ მჯერა!-მერი მეგობარს ეხუტებოდა.-აქ ხარ!საქართველოში ხარ...-მერიმ მე გამომხედა და ტუჩების მოძრაობით მომიხადა მადლბა.
გახარებული ვიდექი რადგან უკვე დაწყებული მქონდა ჩემი გეგმის ასრულება.მერი უბედნიერესი ქალი უნდა გამეხადა.
რამდენიმე საათში ყველა ფეხზე იდგა და ენერგიულად ცეკვავდა.მერი აქეთ-იქით დადიოდა და ყველას ესალმებოდა,ბოლოს ერთ მოხოც ქალთან გაჩერდა და მაგრად მოხვია ხელები.
-ელენე ბებო!-წამოიძახა გახარებულმა.-როგორ მომენატრეთ...- ალბათ ანდრეს და ელენეს ბებო იყო.
-მარამ შვილო შენ ხარ?-მოხუცმა დანაოჭებული ხელი ჩამოუსვა ლოყაზე და ცისფერი თვალები მიაბყრო.-რამდენი ხანია შენ და ანდრე არ მოსულხართ...არ მოგენატრათ ბებო?
-კი როგორ არა...როგორ ხართ?-მერიმ მაშინვე გადაიტანა სხვა თემაზე საუბარი.
მოხუცი უყვებოდა თავისი ჯანმრთელობის ამბავს, ძალან თბილი ქალი იყო.ბოლოს მარიამმა ხელი მომკიდა და საცეკვაოდ წამიყვანა. როგორც წინაზე ახლაც ყველა ჩვენ გვიყურებდა და თითოეულ დეტალს სწავლობდა.მერი გრაციოზულად მოძრაობდა და მომნუსხველად იღიმოდა. ცეკვის დასასრულს აპლოდისმენტებიც დაიმსახურა. დაახლოებით ღამის ორი საათი იყო მერის სახლში რომ შევედით მე და მიკა.მერი კი ხელში მყავდა აყვანილი,რადგან მანქანაში ჩასძინებოდა.
-ძილინებისა.-ვუჩურჩულე მიკას და მერი საძინებელში შევიყვანე, ფეხსაცმელი გავხადე და პლედი დავაფარე.
მანქნაში ჩავჯექი და სასტუმროში წავედი...შუა გზაში ძლიერი ბიძგი ვიგრძენი და ყველაფერი ბნელმა მოიცვა...

********
მერი
********
ღამის ოთხი საათი იქნებოდა,ტელეფონის ხმამ რომ გამაღვიძა, დაუდევრად მოვძებნე და ვუპასუხე.
-გისმენთ...
-ქალბატონი მერი ბრძანდებით?- ქალის ხმა გაისმა.
-დიახ...
-საავადმყოფოდან გირეკავთ...აქ ცოტა ხნის წინ შემოიყვანეს ბატონი ალექს ჰარდი...თქვენ მისი ახლობელი ბრძანდებით?- ქალის სიტყვებმა თითქოს ჩემში რაღაც გაყინა,ძლივს მოვიკრიბე ძალა,რომ ორი სიტყვა მეთქვა.
-სად არის?
ქალმა საავადმყოფოს მისამართი ჩამაწერინა, მიკას დავუძახე და აცრემლებულმა ვუთხარი ამ მისამართზე წამიყვანე-თქო. ზედმეტი კითხვებით არ შევუწუხებივარ,მალე საავადმყოფოსთან გაჩერდა მანქნა,მიმღებში მიმასწავლეს ალექსის პალატა და მეც სასწრაფოდ გავიქეცი მასთან.
ალექსი რაღაცაზე იყო შეერთებული,მაგრამ თვალები მაინც გახელილი ჰქონდა.
-ალექს...-ამოვიკნავლე და ტირილით ვაკოცე შუბლზე.
-მერი...ნუ ტირი...კარგად ვარ...უბრალოდ დასვენება მჭირდება და გამოვჯამრთელდები.
პალატის კარი გაიღო და ექიმი შემოვიდა.
-გამარჯობა.-მოგვესალამა-პაციენტი მართალია,საშიში არაფერია რამდენიმე დღეში გავწერთ...მადლობა ღმერთს არ იყო მძიმე ავარია.-გულზე მომეშვა,მაგრამ ვიცოდი,რომ ალექსს მაინც სტკიოდა.
-დიდი მადლობა.
-ერთი წუთით...თქვენ ის გოგინა ხართ...სამი ან ოთხი წლის წინ რომ იყო აქ.-ექიმის სიტყვებმა ცოტა არ იყოს გამაკვირვა.
-გეშლებათ...
-არა,არა...ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს...-გამიღიმა მან.
მივხვდი რაზეც ლაპარაკობდა.
-ზაფხული იყო...თუ არ ვცდები...
-12 ივნისი.-დავასრულე მე.
-დიახ...ჩემი ქორწინების წლის თავი...კარგად დამამახსოვრდა... თან ეს ბიჭი რომ დავინახე...-ამ სიტყვებმა კი მართლა გამაკვირვა.- თქვენს პალატაში იყო და ხელზე გეფერებიდათ.
-რაა?
-დიახ...დიახ ზუსტად მახსოვს...კარგი, მაპატიეთ უნდა დაგტოვოთ.
ექიმი პალატიდან გავიდა და გაკვირვებული დაგვტოვა ორივე.
-12 ივნისს რა მოხდა?-მკითხა ალექსმა.
-ჩემი პატარა...-ვეღარ დავაბოლოვე და ალექსმა იმის ნიშნად,რომ მიხვდა ყველაფერს ხელზე ხელი მომიჭირა.
-მერ...მგონი ექიმი მართალია...მე...12 ივნისს ვიყავი საავადმყოფოში...აქ...-ხმა ჩაუწყდა.-გახსოვს,რომ მოგიყევი როგორ დამაშორა საცოლეს დევიდმა?...მან...მან ჩემს საყვარელ მშობლები დაუხოცა...იმ დღეს აქ ვიყავი...ის ტიროდა და მიყვიროდა მძულხარ...წადი და აღარ მომეკაროო...მივხვდი,რომ უფრო დიდ ტკივილს ვაყენებდი იქ ყოფნით და წამოვედი...გასასვლელისაკენ მივდიოდი,როდესაც ოთახში წითელთმიანი გოგონა დავინახე...ანგელოზს გავდა...არ ვიცი რატომ,მაგრამ შევედი და იქვე დავუჯექი,ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი,რომ უნდა გაეძლო და გამოჯანმრთელებულიყო.
ალექსს თვალებში ვუყურებდი და იმ ისტორიას ვუსმენდი, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი,ვუსმენდი და ვხვდებოდი,რომ ის ჩემს გვერდით იყო...მაშინაც, როცა არც კი ვიცნობდი.

***********
ალექსი
***********

გამოჯანმრთელებიდან მეორე დღეს, დილა ადრიან მივაკითხე მათ და საქართველოს დასათვალიერებლად წავიყვანეთ მიკა,რომელიც იმდენად აღბრთოვანებული დარჩა მწვადით,რომ რესტორნიდან ვეღარ გამოგვყავდა.უამრავი ლამაზი ადგილი ვნახეთ და ბოლოს დაღლილ-დაქანცულები შევედით სახლში.
საღამო იყო,მეორე დღეს ლონდონში მივფრინავდით, მიკას მხოლოდ რამდენიმე დღით მოუწია დარჩენა, მაგრამ არ წუწუნებდა,რადგან ყველაფრის დათვალიერება მოასწრო...ნუ, მწვადზე სწყდებოდა გული...ფიქრები კაკუნმა შემაწყვეტინა,რომელიც სასტუმროს ოთახის კედლებში ექოდ გავრცელდა.კარში მერი იდგა,თვალები ჩასწითლებოდა და ხელში რაღაც ყუთი ეჭირა.
-დღეს 29 თებერვალია.-მითხრა ჩამწყდარი ხმით.
-მერი...შემოდი.
-არა...შენ გამომყევი.
საჭესთან ის იჯდა, უკვე ბნელოდა,ამიტომაც კარგად ვერ ვარჩევდი სად მივყავდი...მანქნიდან რომ გადავედი,მაშინღა მივხვდი,რომ ანდრეს საფლავთან ვიდექით.
-ოთხი წლის წინ ამ დღეს დავკარგე ის...ოთხი წლის შემდეგ კი ზუსტად ამ დღეს ვდგავარ მის წინაშე.-თქვა და საფლავზე წითელი ვარდი დადო.-ერთ დღეს ისევ შევხვდებით...-დაიჩურჩულა მან-წამი დაგვაკავშირებს ერთმანეთს.
ფეხზე წამოდგა და კლდის პირას მივიდა.
-მარიკუნა ანდრესი იყო,არის და იქნება...მე მხოლოდ მერი მჭირდება.- კოლოფიდან ის მაისური ამოიღო,რომელიც რამდენიმე კვირის წინ ვნახე მის სახლში.კლდეზე ჩამოჯდა, მაისურს აკოცა,მისი სურნელი უკანასკნელად შეიგრძნო და ქარს გაატანა ნაცრისფერი ნაჭერი.
მე წამით გამექცა თვალი საფლავისაკენ,სადაც ლექსი ეწერა:
"წამი
თითქოს სიყვარულს რომელიც მათრობს
ხელს უეცრად მხვევს, სიზმრებში მახრჩობს
ნუთუ სიცოცხლე მე რითაც ვხარობ
წამში ქრება და მე მტოვებს მარტოს,

ნუთუ დღეები რომლეთა წამებს
ისე ვითვლი რომ არ ვუკრავ წარბებს,
ნუთუ დღეები რომელთა წამებს
ქარის მოტანილს ქარი წამართმევს.

სიცოცხლე ქრება მე ვრჩები მარტო
ზამთარი მიდის და მტოვებს მარტოს
მარტო ცოდო ვარ და იცით რატომ?
რადგან იმ დღეებს წამებში აქრობს

თითქოს სიყვარულს რომელიც მათრობს
ხელიდან მგლეჯს და ისევ მახრჩობს
კვამლი ქრება და მე ვრჩები მარტო
თითქოს ზამთარი ჩემ გამო მას მტრობს

თითქოს გაზაფხულს, უნდა მეც მოვკვდე
უკან მივყვე და უბრალოდ ვყავდე
თვალებზე თითქოს ცრემლი აჩნია
იწმენს, თითქოს ეს სულ მისი ბრალია

ის იყო რომელმაც მომტაცა წამი
მარტო დამტოვა,არ მომცხა ხანი
თითქოს ცრემლები წამალი იყო
თითქოს ზამთარი სულ აღარ იყო

თითქოს გაზაფხულს უნდა ვეახლო
ვუთხრა ცრემლებით "ჩემო საბრალო
იმ დღეს მკლავდი და მართმევდი წამებს
ჯერ მე მაქრობდი, მართმევდი დღეებს"

ნეტა იცოდეთ მაშინ რა იყო
თითქოს სიცოცხლე ორად გაიყო
ჩემი ნაწილი მანაც წაიღო
ცრემლიც კი მაშინ ორად გაიპო

ვგლოვობდი წამებს,წუთებს და დღეებს
ვუმზერდი ელვას წვიმას და ფიფქებს
კვამლს რომელიც ჩუმად მიმზერდა
ფერფლს,რომელიც ფიფქებს ეკვროდა

ვითვლიდი წამებს წარბშეუხრელად
ველოდი ღამეს სახეუცვლელად
მხოლოდ ცრემლები მახსოვდა მაშინ
თითქოს სიკვდილად მტოვებშა წამში.
მე და წამი კი ვრჩებოდით მარტში."
ანდრეს უსაყვარლესი ცოლისაგან.
საფლავს მზერა მოვაშორე და ლექსის ავტორს მივაშტერდი რომელიც ჩემს წინ იდგა და მოთმინებით ელოდა როდის მოვრჩებოდი კითხვას.
-ის რომ წავიდა...კომაში ვიყავი...შემდეგ გამოვფხიზლდი,ელენე დამამშვიდებლებს მიკეთებდა და სულ მეძინა...ერთხელ თურმე გამეღვიძა და ფურცელი და კალამი ვითხოვე, ეს ლექსი დავწერე და ისევ გავითიშე...ელენეს იმდენად მოეწონა,რომ მის საფლავზე დააწერა.
..........................................
*********
მერი
*********
ორი კვირა იყო გასული,რაც ლონდონში ჩამოვედით,სარკის წინ ვიდექი და ვემზადებოდი ალექსთან შესახვედრად.
-მორჩი?-მკითხა მიკამ და კიდევ ერთხელ ამათვალიერა.- ულამაზესი ხარ.
-მადლობა.
გასასვლელისაკენ გავემართე და ტელეფონი შევამოწმე.

"გელოდები"

ვნახე ალექსის შეტყობინება.
-წავედი!-გავძახე მიკას.
-დიდი ხნით მიყვები?!
-სამუდამოდ...-დავიჩურჩულე და ბედნიერი გავედი გარეთ,სადაც ალექსი მელოდა და თვალებგაბრწყინებული მიყურებდა, მივაბიჯებდი ამდენი ხნის ნანატრ ბედნიერებასთან, კაცთან რომელთანაც მთელი სიცოცხლე მელოდა.ალექსმა როგორც ყოველთვის უკანა კარი გამიღო.მე ჩავიცინე და წინა სავარძელზე მოვთავსდი.
-აბა არაო?
-შენთვის გამონაკლისს დავუშვებ.
მაშინ მივხვდი,რომ ბედნიერება არაა შენს გარშემო ნაშენი მყარი კედლები...ბედნიერება ის დანგრეული კედლებია,საიდანაც იმედის მზის სხივი იჭრება და შენს ცხოვრებას ანათებს.


****************
არც კი ვიცი რა დავწერო,ამ წამს დავამთავრე წერა და მივხვდი,რომ მათი გაშვება მიჭირდა...ძალიან შევეჩვიე ალექსს,მერის,ელენეს,მიკას,დემეტრეს... ყველას ძალან შევეჩვიე...ეს ისტორია ეძღვნება ერთ ქალბატონს(თვითონაც მიხვდება ვის joy )მადლობა ყველა სურათისათვის...იმედია მალე დაგიბრუნდებით ახალი ისტორიით...მომენატრებით...

P.S იმედია ლექსი მოგეწონებათ ♥




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent