შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (27 თავი)


6-04-2018, 15:14
ავტორი Stranger things
ნანახია 1 681

-მითხარით.
-არა.-ნინიმ სიცილით გააქნია თავი.
-ნინი...რატომ არა?!
-სიურპრიზია.
-კარგი რაა...ალექს!შენ მაინც მითხარი.-ახლა მე შემომხედა დაიმედებულმა.
-არა.-მეც თავი გავაქნიე.
-კარგი ხო...-ბოლოს დანებდა.
ნახევარი საათის შემდეგ მე და ბიჭები აივანზე ვისხედით, გოგოები კი რაღაცას ამზადებდნენ,ვუთხარით მოგეხმარებით- თქო ,მაგრამ აიკვიატეს გოგოების კრებაო და აივანზე გამოგვყარეს.
-ალექს...მოგვიყევი როგორ გაიცანით შენ და მერიმ ერთმანეთი...-მთხოვა თაზომ.
-ამმ...ცოტა ხნის წინ დავიწყე მერის კომპანიაში მუშაობა, გრძელი ამბავია რატომ, დემეტრეს ბავშვობიდან ვიცნობ და შემდეგ მე და მერიმ აღმოვაჩინეთ,რომ საერთო სანაცნობო წრე გვქონდა...ისე ორი წუთით სახლში რომ შევიდე...
-ნუ...თუ კივილისგან არ დაყრუვდები შეგიძლია.
-კარგი.-გამეცინა და სახლში შევედი.
წყლის დალევს ვაპირებდი,როდესაც შემთხვევით გოგოების ხმა გავიგე.
-ანუ არ გითქვამს?
-არა.-მერის ხმა იყო.
-როდის აპირებ?
-არ ვიცი.
-რატომ არ ეუბნები?
-ვერ ხვდები?!
-რას მარიამ?! რას?!
-წავა...
-ღმერთო!შენ რა იცი რას გააკეთებს!
-შეეშინდება და წავა...
გავბრაზდი ამ სიტყებზე,სულ რატომ ეგონა რომ წავიდოდი?!
-არ წავალ.-შემთხვევით ხმამაღლა ვთქვი და ყველამ მე შწმომხედა.-მითხარი მერი რა მოხდა...რატომ დაშორდი?
-მისამართი მომწერე?-თავი ჩახარა და ჩაიჩურჩულა.
-დარწმუნებული ხარ?-ჰკითხა ელენემ.
-გთხოვ...-ამოიკნავლა და მივხვიდი,რომ ტიროდა.
-მერი...-ახლოს მივედი.
-წამოხვალ ჩემთან ერთად?-ხელი ჩამკიდა.
-ყოველთვის.-ფეხზე ავაყენე და მივიხუტე.
მანქანაში ჩავსხედით,მერიმ ტელეფონი გამომიწოდა და მეც მითითებულ მისამართზე მივიყვანე მანქანა.
-აქ?-ვკითხე მე.
-ვფიქრობ კი...-თქვა და გადავიდა,მეც უკან მივყევი.
ვერ ვხვდებოდი სად მივდიოდით,უცნაური ადგილი იყო, ბოლოს დიდ კლდეზე აღმოვჩნდით მერიმ ღრმად ჩაისუნთქა და ტირილით ჩაიკეცა.
-მერი.-მეც დავდექი მუხლებზე და ხელები მოვხვიე.
-მინდა,რომ რაც არ უნდა მოხდეს არ გამაჩერო...-მთხოვა მან.
-მერი...მაშინებ.
-არაფერია,უბრალოდ მინდა იცოდე.-მითხრა და ნაზად დამისვა ხელი ლოყაზე,ადგა და გზა გააგრძელა.
-მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ვიყავი,საყვარელი მეუღლე მყავდა,საუკეთესო მეგობრები.-თხრობა დაიწყო.-იდეალურად იყო ყველაფერი...ჩვენი ქორწინების ორი თვის აღსანიშნავად ანდრემ ტბის სახლში წამიყვანა,თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა...-გაჩერდა,მე მის იქით გავუხედე და იმის დანახვაზე რაც იქ იყო, თითქოს გონება გამინათდა და მისი ყველა საუბარი გამახსენდა ანდრესთან დაკავშირებით:
"ისე არაფერი გამოვიდა,როგორც გვინდოდა"
"-ახლა,რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება,რას შეცვლიდი?
-ამინდს..."
შემდეგ ჩემი და მიკას საუბარი:
"-ხო...ყოველთვის ვიცოდი,რომ ბევრი გადაიტანა...შეიძლება ამაზე შენთან არ უნდა ვსაუბრობდე,მაგრამ ვხვდები,რომ შენც ისევე განაღვლებს მისი ბედი,როგორც მე.
-წარსული?
-წარსული...რომელზეც არადროს ყვება...მხოლოდ ერთხელ მითხრა რაღაც...ღამე მასთან დავრჩი,როდესაც მისმა ყვირილმა გამომაღვიძა,ძალიან შემეშინდა და ვკიხე თუ რა სჭირდა...მან კი იცი რა მიპასუხა?! „თოვლი მოდისო".
-რა?ეს რატომ გითხრა?!
-თოვლს არ ეხება,როდესაც თოვს სამსახურში არ მოდის და თუ მაინც გადაუდებელი საქმე აქვს,ისე იქცევა,რომ ერთი ფიფქიც კი არ შეეხოს....
-ეშინია?
-არა...არ ვიცი...არაფერს ვეკითხები,ასე ურჩევნია.
-შენი აზრით ესეც მის წარსულს ეხება?
-კი..."
“-იქ არ იქნება.
-დის ქორწილს გამოტოვებს?
-ასე გამოდის..."
"-მას უყვარდი?
-კი.
-რატომ გამოგიშვა?
-სხვა გზა არ ჰქონდა."
"-თქვენი დაშორება ვისი ბრალი იყო?
-ჩემი.
-მის გამო იტანჯები ასე?"
საავადმყოფოში ელენეს,დემეტრესა და მისი ლაპარაკი...
"-უნდა იცოდეს...მარიამ,უნდა უთხრა.
-ვეტყვი...
-როდის?
-მალე.
-კარგი,სჯობს შენ უთხრა მე და ელენე კი,არაფერს ვიტყვით.
-მადლობა.
-მარამ...
-ბატონო...
-მე შენ გაფასებ,მართალია არ გიცნობ,მაგრამ ბევრი მსმენია და ალექსაც ვიცნობ...ნუ გეშინია,ის არ წავა...
-მადლობა...
-მართლა...შენ ძლიერი ქალი ხარ..."
მერის არასდროს უხსენებია დაშორება ან განქორწინება... ჯანდაბა!
-საშინელი წვიმა იყო...-თხრობას უკვე ძლივს აგრძელებდა,მთელი სხეული უკანკალებდა.-მე ანდრეს ვეხუტებოდი,ჭექა-ქუხილი ატყდა და ელექტრო ენერგია გამოირთო,ანდრე შესამოწმებლად ადგა...მე ოთახში ვიყავი და ველოდი მის დაბრუნებას...- უკვე ლაპარაკის მაგივრად ბღაოდა.-რაც მახსოვს იყო ცეცხლი, ყველაფერს მოედო, ვკოდი და შველას ვითხოვდი,ძალიან მეშინოდა,ამ დროს ოთახში ანდრე შემოვარდა,მე კვამლისგან მახველებდა და ძლივსღა ვახელდი თვალებს, ხელში ამიყვანა და გარეთ გასვლა დაიწყო,მე მის მაისურში ჩავრგე თავი და უბრალოდ მისი სურნელი მახსოვს...ჩვენ წინ დიდი ხის ბოძი დაეცა,ის ძალიან ძლიერი იყო და ცეცხლმოკიდებული ხე ხელით გადააგდო გვერძე, კვამლმა გონება დამიბინდა და ნაწყვეტებად მახსოვს როგორ გამოვედით გარეთ და როგორ დამაწვინა ცივ მიწაზე...აღარ წვიმდა,ანდრე მიწაზე დაეცა და ხველება აუტყდა, დავხედე...მე...ის სურათი არასდროს დამავიწყდება...სიბნელის ფონზე მანც ჩანდა რომ დამწვარი ხელიდან სისხლი სდიოდა, გულთან ქონდა დამწვრობები,ფეხზე, ხელზე...ყველგან სისხლი იყო...ის მე მთხოვდა,რომ სასწრაფოში დამერეკა,აღარ მახსოვს როგორ მოვიკრიბე ძალა,მაგრამ დავრეკე და მთხოვეს სასწრაფო დახმარების მანქანას დავლოდებოდი...ამ დროს ფიფქები წამოვიდა,საშინლად თოვდა,მე ანდრეს ვეხუტებოდი და ვთხოვდი,რომ დარჩენილიყო...ისე ვეხუტებოდი,თითქოს ჩემს სიცოცხლეს ვუნაწილებდი...არ ვიცი რა დრო იყო გასული,როდესაც ვიგრძენი როგორ შეწყვიტა სუნთქვა.......გული გაუჩერდა.......
-მერი...
-მოკვდა....-მთელი ტკივილი ამ სიტყვაში ჩადო.-მოკვდა და ჩემი სულიც თან გაიყოლა...მე გადამარჩინა და მოკვდა... ამბობენ რომ მთელი ღამე ჩახუტებული ვიყავი მასთან და ვჩურჩულებდი მე წამიყვანე-თქო...მახსოვს იმ წამს უბრალოდ მინდოდა მე ვყოფილიყავი მის ადგილას...შემდეგ კი არემარე სიბნელემ მოიცვა...-თხრობა დაასრულა და ჩაიკეცა.-ყველას დავამახსოვრდი გოგოდ,რომელმაც მთელი ღამე გაატარა მკვდარ ქმართან ჩახუტებულმა და ხმამაღლა მოთქვამდა მე...მე წამიყვანეო....
ჩვენს წინ ანდრეს საფლავი იყო,მერის თავი მიწაზე ედო და ტკივილისაგან ბღაოდა.



№1  offline წევრი blondeangel631

ვაიმე არ თურმე რა ძალიან ემოციური თავი გამოგივიდა მაგრამ ძალიან მომეწონა შემდეგს ველოდები ბედნიერი დასასრულით მალე დადე heart_eyes heart_eyes

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვხვდებოდი რომ გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც რთული წასაკითხი გამოდგა ეს თავი
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი Stranger things

La-Na
ვხვდებოდი რომ გარდაცვლილი იყო, მაგრამ მაინც რთული წასაკითხი გამოდგა ეს თავი

დამიჯერე,დიდი ხნის წინ ვიცოდი რასაც დავწერდი,მაგრამ ჩემთვისაც ძალიან რთული დასაწერი გამოდგა♥♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent