შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ელენა(თავი 1)


16-04-2018, 01:53
ავტორი kusuna77
ნანახია 1 326

თავი 1

პირველი დღე სკოლაში ყოველთვის საშინელია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ შენ. ბევრი ახალი კლასი და ხალხი თითქის გრიყავს. მათ უყვართ როდესაც ახალმოსულებს ამცირებენ.
როდესაც სკოლის დერეფნებში შედიხარ შიში გიბყრობს. ზოგი მამაცი ბავშვი ეცდება შეგაჩეროს და თავი გაგაცნოს, ან უბრალოდ დაგცინოს და ამით დაგამციროს
მაგრამ ჩემთვის ყველაფერი სხვანაირადაა. მე მათი შეჩერება არ შემიძლია. ვერაფერს ვერ ვეტყვი მათ, ვერც გავუღიმებ და ვერც გავეცნობი. უმიზნოდ დავდივარ დერეფნებში იმ იმედით რომ არასწორ გზაზე არ მივდივარ.
ხალხი ყოველთვის მე მაშტერდება. ისინი ვის კლასშიც მე ვარ მეგობრებს ეჩურჩულებიან და ეუბნებიან რომ ჭორები სიმართლეა. მე ჩუმი ვარ. რომ ლაპარაკი არ შემიძლია. დაწვრილებით მესმის მათი სიტყვები. რატომღაც ხალხი ვერ ხვდება რომ მე ყრუ არ ვარ. ფიქრობენ რომ მხოლოდ ყრუ ადამიანები არ ლაპარაკობენ. მხოლოდ სულელ ხალხს არ შეუძლია კომუნიკაცია.
მასწავლებლებიც ისე ცდილობენ ჩემთვის გვერდის ავლას როგორც სხვა სტუდენტები, თუმცა როდესაც მე მელაპარაკებიან თითქმის პანიკაში ვარდებიან. ცდილობენ თავი აარიდონ ისეთ შეკითხვებს რომლის პასუხებიც 'კი'ს ან 'არა'ს არ აღემატება. ზოგი სხვებზე უკეთესები არიან, ზოგს შეუძლია სხვანაირი ტიპის სტუდენტებთან კავშირის გაბმა. ზოგს არა. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლისანი არიან სტუდენტები, ყოველთვის იქნება ერთი ვინც გაგიგებს და დაგეხმარება.
როგორც ყოველთვის ისინი არ კითხულობენ ემაილებს რომლებსაც ადმინისტრაცია უგზავნის ახალი სტუდენტის შესახებ. ისინი არჩევენ რომ ეს დააიგნორონ. ეს ყოველთვის ხდება.
არც ეს წელი ყოფილა გამონაკლისი.
ნელა მივდიოდი ჩემს ბოლო გაკვეთილზე.
არავინ დამლაპარაკებია. მთელი სკოლა ლაპარაკობდა ჭორებს რომელიც გავრცელებული იყო 'ახალ გოგოზე'. ინგლისურის კლასის გზა ამებნა. ბოლოს როგორციქნა ვიპოვე. ხელი ცივ მეტალის სახელურს ჩავავლე, მხოლოდ ახლა შევნიშნე რომ მიიკანკალებდა.
როდესაც კარი შევხსენი სახეზე ცივი ჰაერი მეტაკა. მთელი კლასი ჩუმად იყო, მათი ყურადღება ჩემსკენ იყო მომართული. რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი მანამ სანამ მასწავლებელი შემამჩნევდა. შუახნის იყო, დაახლოებით 40 წლის კაცი. დაბალი, ჩასუქებული დიდ მელოტ თავზე მხოლოდ რამოდენიმე ღერი თმა ჰქონდა, ისიც ნახევრად გასთეთრებოდა. სათვალე ეკეთა, ტუჩები კი სიბრაზისგან მოკუმული ჰქონდა.
''შემიძლია რაიმით დაგეხმარო?'' მკითხა და ჩემსკენ მოტრიალდა.
აშკარად უკმაყოფილო იყო გაკვეთილი რომ გავუწყვიტე. სახეზე ეტყობოდა რომ ეს კლასიც სძულდა, მასში შემავალი სტუდენტებიც და სკოლაც.
ყველა სკოლას ჰყავს ასეთი მასწავლებელი. მაგალითად ჩემი ყოფილი მათემატიკის მასწავლებელი. გვაიძულებდა საქმე სიჩუმეში შეგვესრულებინა და უმიზეზოდ გვსჯიდა. გვეკითხებოდა იმათ რაც გავლილი არ გვქონდა და ცუდ ნიშნებს გვიწერდა.
თავი გავაქნიე და ჩემი ცხრილი მივაწოდე, შევეცადე მიმეხვედრებინა რომ მე მის კლასში ვიყავი. ესეც იმათთაგანი იყო ვინც ემაილებს არ კითხულობს.
დიდი, მსუქანი ხელით სწრაფად გამომართვა ცხრილი ხელიდან და კითხვის დროს ღრმად ამოიხვნეშა.
''ოჰ, დიახ, '' ჩაიღრუტუნა და ჩემსკენ მობრუნდა, '' შენ ის ახალი სტუდენტი ხარ რომელზეც შეტყობინება მივიღე.''
თავი დავუქნიე და ტუჩი მოვიკვნიტე. თვალები მასსა და კლასში მჯდომ სტუდენტებს შორის გავაცეცე. სახეებზე 'სეირის საყურებლად' გამზადებული ღიმილი ჰქონდათ აკრული , მე კი მათ წინ ნერვიულობით ლამის გული გამხეთქოდა.
ერთ-ერთმა გოგომ ნიკაპი მაღლა ასწია და მე შემომხედა, ლურჯი კამკამა თვალები ჰქონდა რომლებიც მტრულად მიმზერდნენ. მის გარშემო სამი სხვა გოგონაც იჯდა რომლებსაც იგივე მკაცრი გამომეტყველება ჰქონდათ აკრული სახეზე როგორც იმ ერთს.
''მე მისტერ ფრანკი ვარ.'' მითხრა ისე რომ კომპიუტერის ეკრანიდან თვალიც არ მოუშორები.
თავი დავუქნიე. მეზიზღებოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ერთადერთი რამ რაც მინდოდა ის იყო რომ ცარიელი მერხისკენ გავეგზავნე.
სტუდენტების მზერას ვგრძნობდი რომლებიც კანს 'მიწვავდნენ,' სახეზე იგივე გამომეტყველება ჰქონდათ. გოგონები ერთმანეთში მზერას ცვლიდნენ და რაღაცეებს ჩურჩულებდნენ თან თითის ბალიშებს მერხზე აბაკუნებდნენ. ბიჭები კი მე მათვალიერებდნენ შემდგე კი ერთმანეთს თავს უქნევდნენ და ჩემზე ჩურჩულებდნენ. მათი სიტყვები ჩუმი იყო თუმცა არცისე ჩუმი რომ მე არ გამეგო
''ემაილში შენი სახელი არ წერია, ასე რომ შენ უნდა მითხრა.'' თქვა მისტერ ფრენკმა და სკამიდან წამოდგა.
შიშით თვალები გამიფართოვდა. ეს ის იყო. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი მომენტი. სტუდენტების მხრიდან რამოდენიმეს ჩაცინების ხმა გავიგე. სახეზე სისხლი მომაწვა. მოსწონდათ როგორ არაკომფორტულად ვიყავი მათ წინაშე. მოსწონდათ როგორ უმწეოდ მქონდა ხელები შემოჭდობილი ტანზე თითქოს აქედან გაქრობას ვლამობდი.
ვიცოდი რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მიხსნიდა. მაგრამ შემდეგ გავაანალიზე რომ როგორც სხვა კლასებში არც მათ არ ენდომებოდათ მხიარულების ჩაშლა. არ ქონდა მნიშვნელობა თუ როგორ არაკომფორტულად გამოვიყურებოდი მე.
მისტერ ფრანკი მოუთმენლად იდგა ჩემს წინ, მისი მუქი თვალები ჩემსკენ იყო მომართული. ხელები მკერდზე ჰქონდა გადაჯვარედინებული და ცალ ფეხს იატაკზე აბაკუნებდა.
''რა გქვია?'' მკითხა კიდევ ერთხელ, ამჯერად მის ხმაში უფრო მეტი სიბრაზე იგრძნობოდა.
ღრმად ამოვისუნთქე იმ იმედით რომ მიხვდებოდა რომ მის კითხვას ვერ ვუპასუხებდი.
ხელის გულები გამიოფლიანდა.
''ჩვეულებრივი კითხვაა.'' თქვა მისტერ ფრანკმა მანამ სანამ ხელს მაგიდაზე დაარტყავდა და ცოტათი შევხტებოდი, ''მითხარი რა ჯანდაბა გქვია.''
ამას მთელი დღე თავს ვარიდებდი. თითქმის ყველა მასწავლებელი მთხოვდა რომ ფურცელზე დამეწერა ჩემი სახელი თუმცა ის ხომ 'ყველა მასწავლებელი' არ იყო. ვიცოდი რომ ამ გაკვეთილიდან ჭორები მთელს სკოლას მოედებოდა და ცეცხლივით გადაწვავდა. ბავშვები თავს ამარიდებნენ რადგან მათ მხოლოდ ერთი რამ იცოდნენ და სჯეროდან, მხოლოდ სულელი ადამიანები ვერ ლაპარაკობენ. იმ წუთიდან რაც ამ სკოლაში გადმოვედი ვიცოდი რომ ყველაფერი იმაზე უარესად იქნებოდა ვიდრე აქამდე იყო.
ნელა დავწერე ჩემი სახელი ფურცელზე. მაგრამ ა რა ის სახელი რომელსაც დედა მეძახდა წლების განმავლობაში. სრული სახელი.

ე.ლ.ე.ნ.ა

მისტერ ფრანკი როგორც ჩანს მიხვდა ვინც ვიყავი და თვალები გაუფართოვდა. შემდეგ კი ჩუმად ჩაიცინა.
''ოჰ დიახ, შენ ის გოგო ხარ ლაპარაკი რომ არ იცის.''
მის სიტყვებს მისი სიცილიც მოჰყვა. წამის შემდეგ კი მას მთელი კლასი აჰყვა. იცინოდნენ ჩემს ნაკლზე.
ვიგრძენი როგორ ამიდუღდა სისხლი. გაქცევა მინდოდა, ამ საშინელი ადგილიდან თავის დაღწევა მინდოდა. საშინელი კოშმარისგა გამოღვიძება მინდოდა.
მისტერ ფრანკი დამშვიდდა და მე შემომხედა, თუმცა ეტყობოდა რომ ისევ უნდოდა გაცინება, ეს მის ხმაში იგრძნობოდა.
'' მაინც არ ვიცი რა გქვია. ''
ვიგრძენი როგორ ამევსო თვალები ცრემლებით, გარშემო მიმოვიხედე, თითქოს პასუხს ვეძებდი. ყველა სტუდენტი კლასში ხმამაღლა იცინოდა და რაღაცეებს ყვიროდა კიდეც. სწრაფად მივტრიალდი კარებისკენ, მთელი სხეული მიკანკალებდა. კლასიდან გასვლა მინდოდა. ამ სკოლიდან გასვლა. ამ მომენტიდან გამოთიშვა.
ვცდილობდი არ გავქცეულიყავი, რომ სირთულეებისთვის თვალებში ჩამეხედა.
დედაჩემი ფიქრობდა რომ მე განსხვავებული არ ვიყავი, ამბობდა რომ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვიყავი. უბრალოდ ისეთი ტალანტი მქონდა რაც სამყაროს ჯერ არ შეუსწავლია. მაგრამ ახლა გაქცევა მინდოდა. მინდოდა დედასთვის მეთქვა რომ სახლში დავბრუნებილიყავით, რომ ნამდვილ სახლში დავბრუნებულიყავით. იგივე სახლში, იგივე ქალაქში და იგივე ცხოვრებაში.
ხელი კარის საკეტს ჩავკიდე და ის იყო უნდა გამომეღო რომ ვიღაცის ხმამ ჩემი ყურადღება მიიბყრო.
''მას ელენა ჰქვია.'' ბოხმა ხმამ კლასში ექოსავით გაიჟღერა და მთელი კლასი დადუმდა.
მყისვე კლასისკენ მივბრუნდი. ხმა უკნიდან მოდიოდა, კლასის ბნელი მხრიდან. ბნელი ფიგურა მერხზე იჯდა, თავი ჩახრილი ჰქონდა. კულულა თმა ქონდა. შავი ჟაკეტი ეცვა და შავი შარვალი.
''რა თქვი?'' იკითხა მისტერ ფრანკმა უხეშად.
ბიჭმა თავი ასწია და მისი თვალები ჩემსას შეეჩეხა. მუქი მწვანე თვალები ჰქონდა.
''ვთქვი რომ მისი სახელი ელენაა და მე რომ შენ ვიყო მოვკეტავდი და საშუალებას მივცემდი დამჯდარიყო.'' მისი ხმა ბოხი და ძლიერი იყო.
თქვენი აზრი გკითხეთ? '' ჰკითხა მისტერ ფრანკმა უხეშად.
'' არა ჩემი აზრი არ გიკითხიათ'' თქვა ბიჭმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო, ხელები კი გადაიჯვარედინა და მკერდზე მიიკრო, '' მაგრამ არც მე გეკითხებით თქვენს აზრს ამათუიმ გაკვეთილზე თუმცა თქვენ მაინც გვიზიარებთ მას. ''
მთელმა კლასმა ჩაიცინა. ჩაიცინა და წარბები აზიდა მასწავლებლის პასუხის მოლოდინში. მოხარული ვიყავი რომ ყურადღების ცენტრში მე აღარ ვიყავი მაგრამ მეშინოდა რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
მისტერ ფრანკმა ყბა დაჭიმა და თქვა გადი.''
ბიჭმა ჩაიცინა და წამოდგა. მერხიდან რვეული აიღო და მერხებს შორის გამოირა. მაღალი იყო, იმაზე მაღალი ვიდრე მე წარმომედგინა როდესაც იჯდა. მის ტორსოს თეთრი მაისურა ფარავდა. მაგრამ მაისურის საყელოსთან მკაფიოდ ჩანდა ტატუ რომელიც როგორც ჩანს მკერდზე ჰქონდა გაკეთებული.
მისტერ ფრანკი მის მაგიდასთან მივიდა და ფურცელზე რაღაცის წერას შეუდგა. ბიჭი კი კლასის წინ იდგა, თავი მიბრუნებული ჰქონდა. კლასში ყურადღების ცენტრში მე აღარ ვიყავი თუმცა ბიჭების ჩურჩული მაინც მესმოდა.
''ოფისში.'' მისტერ ფრანკმა ბიჭს ფურცელი მისცა. ''არანაირი შემოვლითი გზები, პირდაპირ ოფისში.''
ბიჭმა გაიცინა და ფუცელი გამოართვა შემდეგ კი კარისკენ წამოვიდა. კიდევ ერთხელ შემომხედა თვალებში. მისი ფეხის ხმა მთელს კლასში ექოდ ისმოდა.
როდესაც მომიხლოვდა ხელი თმაში შეიცურა და გვერდით გადაიწია.
მისი ხელი ჩემსას შემოეხვია როდესაც კარი გამოაღო. მისი სხეული ჩემთან ძალიან ახლოს იყო და მის მხურვალებას ვგრძნობდი. მისი ქცევა აშკარად იმას მიანიშნებს რომ მეგობრული ტიპი არაა.
უფრო მომიახლოვდა და ყურში ჩამჩურჩულა.
''ჯობს ახლა დაჯდე ძვირფასო.''


...
აბა როგორია? გავაგრძელო?



№1  offline წევრი kusuna77

დამპალი სული
"როდესაც"-თან აუცილებლად უნდა მძიმე, რადგან კავშირია, პლუს მეორე წინადადება იწყება, ასევე "მაგრამ"-თან.
კავშირებთან მძიმეები უნდა.
რამოდენიმე არა რამდენიმე

საბოლოოდ ნორმალური იყო

მადლობა გავითვალისწინებ აუცილებლად ))

 


№2 სტუმარი სტუმარი Eka

სკოლაში სტუდენტები არ არიან,მოსწავლეები არიან.
შიში გიბყრობს არა,შიში გიპყრობს

 


№3 სტუმარი tebea ????

ძალიან მომეწონა აუცილებლად გააგრძელე ესეთი საინტერესო პირველი თავი ჯერ არც წაკიკითხავს ❤️❤️????

 


№4 სტუმარი Stumari liza

momewona, normaluri iyo , ragac xarvezebi iyo magram ,saboloo jamshi kargi gamovida veli shemdeg tavs

 


№5  offline წევრი teengirllove

momewona ,martla kargi da saintereso chans , gaagrdzele aucileblad smile heart_eyes

 


№6  offline წევრი nathali lifhonava

blush მეჩვენება თუ ეს ისტორია აღებულია ერთ-ერთი ამ საიტის წევრისგან "დარო" blush ზუსტად იგივე უბრალოდ შეცვლილია სახელები ჟენე-ელენა ჰარი-ალექსი blush ისტორიის სახელია დამუნჯებული blush blush არ ღირს გაგრძელებად უბრალოდ ჯობდა რომ შენ თვითონ დაგეწერა kissing_heart მოპარულიახომ? smiley
--------------------
"როცა ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, ნუ ეტყვი მას: „დაე ღმერთმა გადაგიხადოს“, იმიტომ რომ ეს თავაზიანი წყევლაა".

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent