გაყინული წუთები.თავი 8
რას მიშვები,როგორ გამომწურე ისე როგორც კონიაკი ლიმონით.რა ახლოს მყავდი და რა მიუწვდომელი გახდი,ჩემი სასურველი ქალი.მეგონა ასე გაქრობას არ გაპატიებდი,მაგრამ დღეს მიხარია,მიხარია რომ შენ ჩემთვის არსებობ და სუნთქავ,ჩემთვის ცოცხლობ.ალბად იმ დროს ვინმეს რომ ეკითხა დამიანესთავის თუ რა იყო და რას ნიშნავს სიტყვა ბედნიერება,დაუფიქრებლად იტყოდა,ბედნიერება ეს ის შეგრძნებაა რომელიც სასიამოვნო გრძნობას იწვევს ადამიანში. ფიქრებში დაიკარგა და გაიხსენა ის მომენტები როცა ნამდვილად გრძნობდა ბედნიერად თავს,ბედნიერებისთვის დღევანდელ დღეზე შესაფერისი დრო არ არსებობს,დღეს დამიანე მართლა ბედნიერად გრძნობს თავს.მომავალზე ფიქრში დაღლილს ჩაეძინა და იმ ღამით ანკასაც ბედნიერს ეძინა.დილით ადგა,ისაუზმა მარტომ რადგან დიანას არ შეეძლო ჭამა სისხლის ანალიზი უნდა აეღო. -რატომ არ ჭამ? -სისხლი უნდა ამიღონ,მერე შევჭამ რამეს გზაში.წავიდნენ და ანკა გზაში მოუსვენრად იყო,ერთი სული ჰქონდა როდის გაიგებდა გოგო ჰყავდა ძმიშვილი თუ ბიჭი.დიანა ამტკიცებს,რომ გოგონა ჰყავს ამას კი დედის ინსტიქტით ამბობს,მაგრამ ანკა დარწმუნებულია რომ ბიჭი იქნება.ანკას უეცრად სახე გაუნათდა და დიანას უთხრა. -დიანა რა სასიხარულო იქნება რომ ტყუპები იყოს?ხომ გვეტყვის ექიმი? -გვეტყვის ანკა მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს გოგოა თუ ბიჭი ორივე ერთნაირად მეყვარება.საავადმყოფოშიც მივიდნენ და რიგში ჩადგნენ,ერთი საათი მოუწიათ რიგში ყოფნამ და როგორც იქნა მათმა დრომაც მოაღწია.ღიმილით შეხვდათ ახალგაზრდა ექიმი და მის წინ მდგარ სკამზე მიუთითა. -როგორ გრძნობთ თავს? -კარგად,მხოლოდ ძალიან აქტიურია პატარა. -უნდა გაუძლო ჩემო კარგო,ერთადერთი არსება არის ქალი რომელიც მისი სხეულით ატარებს ახალ სიცოცხლეს და ის ვალდებულია მისი ჩასახვის დღიდანვე ქვეყანას ჯამრთელი პატარა მოუვლინოს.დღეს უნდა ავიღოთ სისხლის საერთო ანალიზი,საჭიროა სისხლის რეზუსის და ჯგუფის დადგენა.ასევე უნდა გავაკეთოთ გამოკვლევა B და C ჰეპატიტზე,ასევე ავიღებთ ვაგინალურ ნაცხის განსაზღვრა ფლორაზე და კიდევ შარდის საერთო ანალიზი.მეექვსე თვეში ხარ თუ არ ვცდები და ეს ანალიზები უკვე გაკეთებული უნდა გქონდს,წინა ექიმმა შეცდომა დაუშვა,არა უშავს ახლა გავაკეთოთ. -მე რასაც მეუბნებოდა ვაკეთებდი.გაუკვირდა დიანას. -ვნახე რა ანალიზებიც გაქვს გაკეთებული,მე იცი რას ვფიქრობ?რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი მუცელი.კარგი ამასაც მალე დავადგენთ,ახლა კი აი ეს ანალიზები,რაც აქ არის ჩამონათვალი უნდა გავაკეთოთ.მე მოგიჩენთ ერთ ექთანს,რომ მიგყვეთ და დაგაკვალიანოთ ყველაფერში,ასე არ გაწვალდები და მალე იქნება ყველაფერი,შემდეგ კი ისევ აქ მოხვალთ რადგან ეხო გადავიღოთ. -ექიმო სქესის გვეტყვი?შეეკითხა ანკამ თვალებგაბრწყინებულმა. -რა თქმა უნდა გეტყვით ვინ გვყავს ასეთი ცელქი,რომ დედიკოს არ ასვენებს.ანკა აჟიტირებული დაყვებოდა დიანას და ექთანს და ყოველი ნემსის ჩხვლეტაზე თვალებზე იფარებდა ხელს.როგორც იქნა მორჩნენ ყველაფერს 2 საათსაც გადაცილდა,მაგრამ ანკას საერთოდ არ გახსენებია ლექცია იმდენად უნდოდა გაეგო ბავშვის სქესი,თუ ბავშვების?დაღლილი სახეებით დაჯდნენ ექიმის წინ და ექიმმა ღიმილით შეხედა ჯერ ერთს და მერე მეორეს. -ეს კარგი გასაგებია მძიმედ დადის და დაიღალა,მაგრამ შენ რამ დაგღალა.შეეკითხა ანკას. -იმ ნემსებმა რაც გაიკეთა ამ ორ საათში,დამღლელია ეს ყველაფერი.ექიმმა თავი გააქნია სიცილით და დიანას შეეკითხა. -მოვრჩით ყველაფერს? -კი,ყველაფერი რაც გეწერათ გავაკეთეთ. -კარგია,პასუხები ჯერ არ იქნება მომავალ ვიზიტზე გეტყვით თუ რამე საგანგაშოს აღმოვაჩენთ და აუცილებელი იქნა ტელეფონით შეგატყობინებთ,ახლა კი ეხოზე გადავინაცვლოთ და ვნახოთ ვინ ზის მანდ.ექიმი დაკვირვებით ათვალიერებდა კომპიუტერის ეკრანს,შემდეგ დიანას მიუბრუნდა და შეეკითხა. -ეწევი? -არა,არასდროს მომიწევია. -კარგია,ეს ძალიან კარგია.ვფიქრობდი,რომ ნაყოფი არის დიდითქო,მაგრამ აქ თურმე რა ხდება.ექიმმა ღიმილით შეხედა დიანას და ბედნიერებით სავსე ხმით თქვა. -გოგო-ბიჭი,თქვენ ტყუპი ქალ-ვაჟის დედა გახდებით.ეს წინა ექიმს უნდა ეთქვა აუცილებლად. -არ მინდოდა მცოდნოდა სქესი,მაგრამ თუ ტყუპები იყვნენ ეს ნამდვილად უნდა ეთქვა.თქვა დიანამ და ანკას შეხედა ღიმილით. -ღმერთო ტყუპები,ბიჭს მე ვარქმევ სახელს. -აბა გოგოვო? -გოგოც ჩემია და ბიჭიც ჩემია,ორივე ჩემია.ყვიროდა ანკა.სიხარულით სავსე გამოვიდნენ საავადმყოფოდან,დიანა იცინოდა ანკას აჟიტირებულ საქციელზე,შემდეგ მოშივდა და ხაჭაპური შეჭამეს.დიანა სახლში ტაქსით წავიდა,თავად კი დაგვიანებული იყო,მაგრამ მაინც წავიდა სასწავლებელში,საღამოს კი დატვირთული დაბრუნდა ყველანაირი ხილით და თითო თოთო ყველაფერი თავის ხელით გათალა და დიანას მიუბრუნდა. -რა ამბავია ანკა,ვერ შევჭამ ამდენს. -თქვენ სამნი ხართ,მე კი ერთი ვაშლიც მეყოფა.თქვა და გაიკრიჭა,რაზედაც დიანას გულიანად გაეცინა.აე სიცილ-სიცილში გაიარა დღეებმა და პარასკევ საღამოს ანკას ტელეფონი აწკრიალდა,უცხო ნომერს გაოცებულმა უპასუხა. -გისმენთ. -შენ ასე მალე პასუხობ უცხო ნომერს? -ვაიმეეეეე,ცუდად ვარ უკვე ჩამოხვედი?სად ხარ ახლა. -შენი სახლის წინ ვარ და მინდა შემოვიდე. -შენ გაგიჟდი?არა რა ძალიან გთხოვ,არაფერი არ მოუვიდეს. -რა უნდა მოუვიდეს შენ სულ გადაირიე?გაბრაზდა დამიანე. -დამიანე დიანა ტყუპებზე არის ორსულად და როგორ ფიქრობ,ახლა აქ რომ დაგინახოს არ იმოქმედებს მასზე ეს ყველაფერი? -ტყუპებზე?ანკა არ ხუმრობ და სიმართლეს მეუბნები,რომ ტყუპები გვყავს? -ხო,ხო ტყუპები გვყავს ბიჭი და გოგო,იცი როგორ მინდა ახლა მოგეხვიო და ჩაგეხუტო,მაგრამ ვერ გამოვალ არ მინდა რამე იეჭვოს. -კარგი დაწყნარდი,სურათი გადაუღე და ხვალ სასტუმროში მომიტანე რა გთხოვ. -კარგი,მოგიტან. -როგორ არის,ძალიან უჭირს? -დამიანე იცი რაოდენ დიდი გრძნობით ლაპარაკობს იმ ადამიანზე ვინც ეს ბავშვები აჩუქა?ძალიან უყვარხარ და არც გადანაშაულებს ასე უსიტყვოდ გაქრობაში.ენატრები,ძალიან ენატრები. -ვიცი,ძალიან საყვარელია როცა ბუზღუნებს. -ფეხის ხმაა, მოდის უნდა გავთიშო. -არ გათიში,მომასმენინე რა მისი ხმა.ანკამ ტელეფონი ახლოს დადო და თავად თავი მიადო დიანას მუცელზე. -გაინძერით,რატომ არ ინძრევით?დიანა რატომ ჩაწყნარდნენ? -დაეძინათ და იმიტომ. -აუუუ,მე კი მათთან თამაში მინდოდა. -ანკააა,იცი რა მინდა? -რა გინდა,რამე გინდა რომ ჭამო?მითხარი რა რა გინდა.ხვეწნად გადაიქცა ანკა. -ახლა შემწვარ ქათამს შევჭამდი წიწაკაში ამოსვრილს და ჩვენებურ ტყემალს.აუუუ,ცხელი მჭადიც კარგია და ყველი. -მე მოვიტან ვიცი სადაც იყიდება. -სად მიდიხარ,გაგიჟდი?მოვკვდები ნერვიულობით სანამ მოხვალ ანკა. -არ ინერვიულო,არ დაიძინო სულ რაღაც ერთ საათში მოვალ.ანკამ უცებ ტელეფონი აიღო,პიჟაკი მოიმცვა და დიანამ უკვე თვალიც ვერ მოატანა ისე გავარდა სახლიდან.ტელეფონი ამოიღო,გაახსენდა რომ ჩართული ჰქონდა,დამიანეს მისამართი გამოართვა სად უნდა მისულიყო და სირბილით დაუყვა ქუჩას,გულამოვარდნლი მივიდა სასტუმროში და მთავარ შესასვლელში პირდაპირ გულმკერდით შეეჯახა ახალგაზრდა მამაკაცს,რომელმაც უეცრად წელზე მოხვია ხელი და ანკასთან ერთად ისიც ძირს გაიშოტა. -ვაიმეეე,ვაიმეეეე,ყველა იდიოტს მე უნდა გადავეყარო.ღმერთო რატომ მსჯი ასე დაუმსახურებლად,ეს განა სამართალია?მამაკაცმა ანკას შეხედა და ჩაეცინა.-ვაიმე იცინის ეს უბედური,რა აცინებს მგონი ყრუც არის ეს საცოდავი,არადა რა ტუჩები გაქვს?ვინ გამოგიყვანა შე ოხერო ასე ლამაზად ეს ტუჩები,ან რა თვალები.ყოველნაირად კარგი ხარ,მაგრამ აბა თუ მიხვდები რომ შემიშვა ეს ბანჯგვლიანი ხელები ჩემს სუსტ წელზე. -სორი,სორი,სორი.უთხრა მამაკაცმა და ადგომა დააპირა,მაგრამ ისე ადგა ხელი არ შეუშვა ანკას და ყურში უჩურჩულა ჯერ კიდევ მის ხელებში მყოფმა. -ეს იდიოტი რომელიც შენს წინ დგას არც ყრუ არის,არც იდიოტი და არც საცოდავი.ისე გეთანხმები,კარგად შეამჩნიე რომ კარგი ტუჩები მაქვს რასაც შენზე ვერ ვიტყვი,ასევე თვალებიც არაჩვეულებრივი და არა შენნაირი კატასავეთ რომ ჭყატავ. -ღმერთო,ღმერთო ლონდონში დავეტაკე მამაკაცს და ისიც ქართველს.ინგლისელებო დაწყდით და შავმა ჭირმა გაგწყვიტათ? -რა მოხდა,გავვოცდით,აშკარად არ ელოდი აქ ქართველს თუ შეხვდებოდი.ნუ გეშინია,ხელს არ გაგიშვებ არასოდეს ანკა. -ანკა?საიდან იცი ჩემი სახელი? -მალე გაიგებ,ახლა კი წადი შენი ძამიკო გელოდება.არეული ნაბიჯებით წავიდა და დამიანეს ოთახთან მისულმა კარებზე ფრთხილად დააკაკუნა,კარი შიომ გაუღო და ღიმილით შეხვდნენ მონატრებულები ერთმანეთს,შემდეგ კი დამიანეს საწოლზე აუხტა და ბევრი ეფერა. -რა ხდება,რატომ გაქვს ცუდი ფერი სახეზე.ანკამ ყველაფერი მოუყვა და დამიანეს გაეცინა. -რა გაცინებს დამიანე,ვიღაც იდიოტი მიცნობს და მე არ ვიცნობ,შენ რაღაცას მიმალავ. -არაფერს არ გიმალავ,გარდა იმისა რომ მგონი იწყება ის რომ უნდა გაუმკლავდე პრობლემებს. -რა პრობლემებს,გაუკვირდა ანკას. -იოანე ლეშკაშელი გახსოვს ეს სახელი და გვარი? -ეს ის არ არის............. -ესაა ჩვენი ახალი მეწილე,რომელმაც იყიდა დემეტრეს პაკეტი და გახდა ჩვენი კომპანიონი. -შენ,შენ საიდან იცი.ღმერთო არამაქვს ამდენი დრო ჩქარა მითხარი,რომ დამაგვიანდეს ინერვიულებს. -არა უშავს,რაც გინდა ძირს დაგხვდება,შოთი პურიც და ცხელი მჭადიც. -როგორ,საიდან. -რომ საუბრობდით იოანეც ჩემთან ერთად იყო და წავიდა უკვე მოსატანად. -მერე მოვიდა,მოიტანა? -რომ ჩახვალ ძირს დაგხვდება,მოგცემენ და აქედან წასული ფრთხილად იარე არ დაეტაკო კიდევ ვინმეს და არ წაგართვას ესენი,შენ არ გჯავრობ ბავშვები დამრჩება მშიერი. -იდიოტო.არ მცალია ახლა და მოგივლი მე შენ.ისევ სირბილით მივიდა სახლამდე და დიანას თვალები გაუბრწყინდა სიხარულით. -გიჟი ხარ,მართლა მოიტანე?ვაიმეეე,ეს შოთი პურები სადღა ნახე გოგო ამ შუაღამეს.ისე გემრიელად ჭამდა ყუველაფერს ერთად ანკამ ნერწყვი გადაყლაპა და ხელი წაუწია პურის ხრაკუნა ყუას და დიანამ ხელზე დაარტყა. -ეეეე,ეს მე მინდოდა.ანკამ ცივად დააბრუნა ხელი უკან და დიანას კისკისზე თავადაც გაეცინა. -შემაშინე,იცი როგორ შემეშინდა? -ვაიმე რაც წადი იცი ესენი როგორ აწრიალდნენ?დავიჯერო გაიგეს შენი წასვლა?ახლა კი დამშვიდნენ,ალბად ამათსაც შიოდათ.მუცელზე დაისვა ხელი ბედნიერი ღიმილით,მაგრამ მის თვალებს სევდა მაინც ჩასდგომოდათ. -დაბრუნდება,მე ვიცი რომ დაბრუნდება.მიუხვდა დიანას დასევდიანების მიზეზს. -გინახია ოდესმე მზე როგორ ჩადის ჰორიზონტზე,როგორ ფერადდება ირგვლივ გარშემო,სწორედ ისე როგორც ტალღების თავზე გაწოლილი მლაშე ქრავანი?მე მინახია,მის ლოდინში ბევრჯერ შემმიხედია როგორ ჩადის მზე და შევხვედრივარ კიდევ მზის ამოსვლას,მაგრამ არც ჩასვლა გახსენებია მზის და არც ამოსვლა,მარტო ვცხვდებოდი მზეს და დილა მშვოდობასთან ერთად მასთან ერთად ვიწყებდი დღეს. -რამხელა სევდაა შენს სიტყვებში,მაგრამ ის დაბრუნდება. -დაბრუნდება,მაგრამ ეს ღამეები მის გარეშე ძალიან ძნელია,ისე ძნელი როგორც უსიტყვოდ მტკივნეული.ამ ტკივილს კი დასასრული არ უჩანს,ყოველი ახალი ღამე უფრო და უფრო ვგრძნობ რომ მე ის სამუდამოდ დავკარგე.უკვე თვეებია ყოველ უმისოდ გატარებულ ღამეს,მე უმისობა დავარქვი ანკა. -ღმერთო მეც მინდა ასეთი ძლიერი სიყვარული. -არ გირჩევ,ნუ ინატრებ დაიტანჯები.ანკას მოულოდნელად გაეცინა და დიანას მოუყვა რაც შეემთხვა,დიანა გაამხიარულა ანკას მონაყოლმა და სიცილით უთხრა. -სასაცილოა ამხელა ქალაქში,მაინდამაინც ქართველი ნახე რომ მასთან ერთდ ძირს წაქცეულიყავი? -იმედია ღარასოდეს აღარ ვნახავ,წავიდა და გაიარა ამ სულელურმა წუთებმა. -ანკა ხომ არ გეწყინება,რომ დავწვე?მეძინება ძალიან. -მეც მეძინება,აბა კარგად ბარტყებო.მოეფერა დიანას მუცელზე და ორივე მხარეს აკოცა ისე თითქოს ორივე პატარას კოცნიდა,შემდეგ კი ღიმილით შევიდა თავის საძინებელში.დილით კი ადრე ადგა,თავი მოიწესრიგა და დიანას უთხრა რომ გადიოდა. -დიკო გავდივარ და რომ მოვალ მერე გავისეირნოთ. -დიანა ფეხზე წამოდგა და ანკამ ფოტო გადაუღო. -კარგი რა,არ მიყვარს სურათების გადაღება,თან რას ვგევარ დაუვარცხნელი და მოუწესრიგებელი. -გპირდები მერე გადავიღებთ კარგ ფოტოს,როცა მოწესრიგებული იქნები.ანკა სახლიდან გავიდა და დამიანეს მიაკითხა რომელიც ელოდა უკვე და ერთად წავიდნენ ექიმთან. -სამედიცინო საბუთები შეავსეთ,შემდეგ კი კლინიკური შემოწმება იქნება 10 დღე გამოკვლევებს ჩავატარებთ,შესაძლებელია სამ-ოთხ დღეშიც დასრულდეს ეს ყველაფერი და საოპერაციოდ მოგამზადებთ,რადგან თქვენი ისტორია შეწავლილი გვაქვს და ვიცით რა გჭირთ.დამიანემ დაკვირვებულად ესაუბრა ექიმს და ყველაფერზე დათანხმდა,იმ დღესვე მიუჩინეს მისი პალატა და ანკას წასვლის დროც მოვიდა,წასვლისას კი მისი დილას გადაღებული ფოტო აჩვენა და ძალიან გაახარა დამიანე.დამიანემ სამი დღის განმავლობაში დაიცვა კვების რეჟიმი და სრულ მზად-ყოფნაში იყო ოპერაციისათვის.დადგა ოპერაციის დღეც,ანკა დამიანეს გვერდით იყო. -მეშინია,სულ ერთიანად ვკანკალებ,რომ არ იყოს ისე ყველაფერი როგორც ექიმები ამბობს? -ყველაფერი კარგად იქნება დამიანე ნუ გამოიჩენ სისუსტეს,შენ არ ხარ სუსტი. -ისე მომეცი რვეული და ფანქარი,ანდერძი უნდა დავწერო.ჩემს სახლს ანკა შენ დაგიტოვებ,თუმცა შენ ხომ გაქვს დემეტრეს სახლი,ნანკა ცოდოა მას დავუტოვებ,ფულს კი ორივეს დაგიტივებთ,გაიყავით და ხშირად მახსენეთ.ჩემს შვილებს მიხედეთ,ხშირად მიაკითხეთ. -დამიანე ნერვებს მიშლი და ვფიქრობ ოპერაცია აღარ დაგჭირდება,რადგან ფანჯრიდან მოგისროლი. -ოხ,ოხ,ოხ როგორ მომენატრა შენი გაბრაზება.მოიცადე სახლში იციან? -არა,არ მითქვია,რადგან არ მომასვენებდნენ. -შენ დაგაჭკვიანა ლონდონმა,ჩემი ჭკვიანი.შენ კი მოიფიქრე რომ არავის არაფერი არ უთხარი,იმ ხისთავიანმა შიომ თუ არ უთხრა ნანკას. -არ მითქვამს არავისთვის არაფერი.თქვა პალატაში შესულმა შიომ და სამივემ გულიანად გაიცინა. -აბა მზად ვართ?ექიმი შევიდა დამიანესთან. -მზად ვარ,მაგრამ ერთი თხოვნა მაქვს. -გისმენთ.ყურადღებით შეხედა ექიმმა დამიანეს. -თუ არაფერი გამოვიდეს,ზედმეტი დოზა გამიკეთეთ და ძილში წავალ მშვიდად. -დამიანეეეეე.იკივლა ანკამ და დამიანეს ჩაეხვია. -კარგი,კარგი ვხუმრობ. -ეს არ არის ხუმრობა,ვერც კი ხვდები როგორ მტკენ გულს.გაიყვანეს და საოპერაციოს კარებამდე მისდია ხელზე ხელ მოჭირებულად ანკამ და შემდეგ ცრემლიანი თვალებით დაემშვიდობა. -ნუ ტირი,ყველაფერი კარგად იქნება ფეხზე დავდგები და ისევ გამოგეკიდები აუზში რომ გისროლო პიმპოკის ბურთივით.ჩაკოცნეს ერთმანეთი და ჩურჩულით უთხრა. -ყველაფერი კარგად იქნება,რწმენა არ დავკარგოთ.ვეღარ გაუძლო მარტო ამხელა დარდს და ნანკას დაურეკა,მხოლოდ დააფიცა რომ არავინისთვის არაფერი არ ეთქვა.უნდოდათ ეს ყველასათვის სიურპრიზი ყოფილიყო.რამდენიმე საათმა გასტანა ოპერაციამ და ანკა მთელი ეს დრო არ დამჯდარა გადი-გამოდიოდა,შიომ ყავა მოუტანა რამდენჯერმე.დიანას დაურეკა და გააფრთხილა რომ დააგვიანდებოდა. -დამაგვიანდება დი და თუ გვიან იქნეს დაწექი არ დამელოდო. -რატომ დაგაგვიანდება ასე ძალიან,დაგელოდები.დღეს ჭამე რამე?მოგიმზადებ და რომ მოხვალ შეჭამ. -არაფერი არ მინდა არ გადაიღალო,რაღაც თემა მაქვს დასაწერი და ბიბლიოთეკაში ვართ გოგოები,ამ წიგნებს სახლში არ გამომატანებენ და ისევ აქ უნდა ვიმუშავოთ. -კარგი,გელოდები საყვარელო.გულზე მოეშვა,რომ დიანა ვერაფერს ვერ ხვდებოდა.უკვე კარგად დაღამებული იყო რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა,ორი საათი კი მის გამოღვიძებას დასჭირდა.ანკამ პირველმა მიულოცა წარმატება. -ჯერ ვნახოთ რა იქნება,სახლში არ წასულხარ? -არა,დიანას ვუთხარი რომ ბიბლიოთეკაში თემას ვწერ და დამაგვიანდებათქო. -ტყუილებიც გისწავლია.გაეცინა დამიანეს. -ყველაფერი კარგად იქნება,ისე კარგად რომ თავადაც გაგიკვირდება.კარებზე კაკუნი იყო და თან გაიღო,პალატაში ანკასათვის ნაცნობ-უცნობი მამაკაცი შემოვიდა,ანკას თვალი ჩაუკრა და დამიანეს კი ღიმილით უთხრა. -როგორ ხარ,ექიმს ველაპარაკე და მითხრა რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. -წარმატებულად მაშინ ჩავთვლი,ფეხზე რომ დავდგები. -კარგი როგორც გინდა,მაგრამ მე უკვე მოგილოცე. -ანკა გაიცანი,იოანე ლეშკაშელი ჩვენი ახალი მეწილე.ჩემი და დემეტრეს ახლო მეგობარი. -სამწუხაროა,მაგრამ უკვე გავიცანი. -მაგრამ არა ასე ოფიციალურად. -არ არის საჭირო ოფიციალურობა,ჩემი სახელი ისედაც იცი. -მე რატომ მიბრაზდები შენ თავად დამეტაკე და ისე ცნობისთვის,ორი დღე წელი მტკიოდა. -კი როგორ არა,მერე მე რა ვქნა ვოლტარენის მალამოთი ხომ არ დაგზილოთ? -არ იქნებოდა ურიგო.გაეღიმა იოანეს. -ეეეეე,მეც აქ ვარ,რა გემართებათ. -შენ გამრთობი მოგივიდა და მე წავალ,დიკო მარტოა სახლში. -ხვალ მოდი,დღეს აღარაა საჭირო აქ მოსვლა ისედაც გვიანია უკვე. -აღარ გინდა მოსვლა,ტელეფონზე დაგირეკავ და ღამე არ გამოხვიდე გარეთ თორემ კიდევ დაეტაკები ვიღაცას და ყველა ჩემსავით თბილი არ არის. -მე სითბო ვერ ვიგრძენი,ჩემს წინ იმ ღამით ნამდვილი ფაშისტი იდგა. -როგორ გინდა ნერვები მომიშალო,მაგრამ არა,არ აგყვები. -ვერ შეძლებ და იმიტომ იხევ უკან.თქვა და ამაყად გავიდა პალატიდან.დამიანემ ღიმილით გააყოლა თვალი და შემდეგ იოანეს ენა გადმოუგდო. -მივყვები და ხმა არ ამოიღო.შეუმჩნევლად გაყვა ანკას უკან,ანკა კი მიდიოდა ყელმოღერებული და უკვე ლიფტში შევიდა გაღიმებული და გამარჯვებული სახით,რომ ღიმილი სახეზე შეაცივდა,რადგან მის წინ იოანე იდგა და ახლა ის იღიმოდა ირონიულად. -რაო რა თქვი ფაშისტი ვარ?ნელა-ნელა იწეოდა ანკასკენ და ერთი ხელი წელში შეუცურა,მეორე კი თავზე მოკიდა და ანკას აკანკალებულ ბაგეებს შეეხო.ჯერ ნაზად კოცნიდა,შემდეგ კი მომთხოვნად და ცოტა უხეშად.ლიფტიც გაჩერდა,იოანე დაბნეულ გოგოს მოშორდა,ხელი მოკიდა და ასე ხელმოკიდებული გაიყვანა საავადმყოფოდან.ღამე,ლამპიონებით განათებული ქუჩა,ქუჩის კიდეზე ლამაზი წითელი ვარდები,დიდი და უზარმაზარი იყო სივრცე მის ირგვლივ,მაგრამ იმდენად პატარა ეჩვება თავადაც ვეღარ ეტეოდა იმ უზარმაზარ სივრცეში,რადგან ძალიან დაძაბული იდგა,იოანე უცქერდა მის დაბნეულ და დამფრთხალ სახეს და სიცილს ვერ იკავებდა.ხელი მოკიდა ანკას და მკისკენ შეაბრუნა,ანკას თრთოლვამ ტალღებად დაუარა ტანში იოანეს ხელის შეხებისას,გაუსაძლისი იყო მისთვის ასე მდუმარედ და უმოქმედოდ დგომა.მიხვდა,რომ თავს ვერ მოიტყუებდა,ვერავის და ვერაფერს ვერ ამოეფარებოდა,რადგან აშკარად ემჩნეოდა დაბნეულობა. -არასოდეს მიგრძვნია ქალთან სიახლოვე ასეთ სიშორედ თუ მომეჩვენებოდა.თქვა იოანემ.ანკა სვლას ანელებს იოანეს მისჩერებია და ხვდება თუ როგორ ითქვიფება მისი ანარეკლი იოანეს შავ უძირო თვალებში. -არ მინდა გავცდე საზღვრებს იოანე. -არა,საზღვრის გადაკვეთის ნებას მე თავად არ მოგცემ ანკა.დრო მოვა,რომ შენც შეიგრძნობ სიტკბოს.წონასწორობა შეინარჩუნა როცა ისევ შეეხო იოანე და ისევ ისეთი გრძნობა ჰქონდა როგორც პირველად,თითქოს მისი შეხებით შეიგრძნო სიცოცხლის სიყვარული,სწორედ ახლა იგრძნო როგორ შეტოპა ჯერ ისევ შიშველი გრძნობებით ცხოვრების მდინარეში,მაგრამ ისიც იცოდა,რომ არ უნდა ჩაძირულიყო. ,,არა,არ არსებობს სიცოცხლის სიყვარული უიმედობის გარეშე''.გულში გაიფიქრა და იოანეს შეხედა ისევ თვალებში,იმ თვალებში სადაც იკითხებოდა სიცოცხლის ფეთქვა. -შემიძლია ხვალ შეგხვდე და გავისეირნოთ ერთად. -არ ვიცი რა გითხრა,არ გიცნობ. -ნუთუ საკმარისი არ არის,რომ დამიანე მიცნობს?კარგი როგორც გინდა,იფიქრე მე არ გაჩქარებ ანკა მაგრამ მე პირადად ძილის წინ ყოველ წამს გავიხანგრძლივებ შენთან ერთად სიცოცხლისთვის.ანკა ჩამჭიდე ხელი და ერთად ვიაროთ ცხოვრების გზაზე,ერთად შევქმნათ ჩვენი მომავალი.სიყვარული საზღვარს არ სცნობს,ამ ეტაპზე ისიც საკმარისია ჩემთვის მკერდზე მიგიკრა.მოვედით,შედი სახლში დღეს მძიმე დღე გქონდა.დაიძინე,ტკბილი ძილი. -კი როგორ არა,ახლა მე ისე მშვიდად დამეძინება,რომ რას ამბობ.ისე გულუბრყვილოდ თქვა ანკამ იოანემ ვეღარ შეკავა თავი და გულიანი სიცილი აღმოხდა მის ყელს.ანკამ შეხედა გაბრაზებულმა და შეუბღვირა. -რა გაცინებს,სწავლის დასრულება მაინც გეცლია,ჩემს ტვინს კიდევ არევა უნდოდა ისედაც არაეულია?იოანემ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა,შემდეგ მთელი სახე დაუკოცნა და ისევ შეეხო ნაზად მის გაბუტულ ბაგეებს. -ახლა დაგეძინება ტკბილად,ჩემო ტკბილო და გემრიელო. -შენ კი ძალიან მჟავე ხარ,ძალიან მჟავე და უგემური. -მართლა?რატომ?გაუკვირდა იოანეს. -იმიტომ რომ,იმიტომ რომ,დიახ იმიტომ..... -წადი გამეცალე თორემ შემომეჭმები ხელში.ანკას რაღაც უნდოდა ეთქვა,მაგრამ აღარაფერი არ თქვა.იოანემ კი შეამჩნია და უთხრა. -არასოდეს შეგეშინდეს შენი გრძნობები ხმამაღლა თქვა,შიშით ცხოვრება გაგიჭირდება ანკა რაც არ მოგცემს საშუალებას იცხოვრო თავისუფლად.სიყვარულს როცა გრძნობ სულში და გულში სხეულიც იწყებს აფეთქებას,შენ ხარ ქალი რომელიც უნდა შეიყვაროს ვიღაცამ და ეს ვიღაცა კი შენს წინ დგას ძვირფასო.წადი,დაისვენე.ანკა არეული ნაბიჯებით წავიდა,ერთი მოუხედა უკან ჯერ კიდევ იქ მდგარ იოანეს და სახლში შევიდა.მთელი ღამე იოანეზე ფიქრობდა,ფიქრობდა რომ არასოდეს არ უფიქრია მხოლოდ მის თავზე,არასოდეს უზრუნია მხოლოდ მის მეზე.ის ყოველთვის სხვაზე ზრუნვაში ატარებდა მეტ დროს,ყველაზე მეტად უყვარდა როცა სხვის თვალებში ხედავდა ბედნიერების სხივს და ამ ბედნიერების ნაწილი თავადაც მას ეკუთნოდა,მცირედი მაინც.ყოველთვის საყვარელი ადამიანების გარშემო იყო და მის სახეზე გულწრფელი,ლაღი ღიმილი უნდოდა დაენახა,აი რა ხდიდა მას ბედნიერს.შეუპოვარი,მიზანდასახული და მუდამ ბრძოლის უნარიანი ადამიანი,ქალი და ყველასთვს საყვარელი,მაგრამ ახლა მიხვდა სულ სხვა გრძნობაა როცა სიყვარულით სავსე თვალებში მხოლოდ თავის ანარეკლს ხედავ.დღეს იგრძნო მისი შინაგანი მე როგორ შეივსო და გახდა სრულყოფილი.დიანას სიტყვა სიტყვით მოუყვა ყველაფერი,შემდეგ თვალებში ჩახედა თითქოს მიგან ელოდა საბოლოო პასუხს.დიანამ ხელი მოხვია და უთხრა. -წინ დიდი გზა გაქვს გასავლელი,ამიტომ მზად ყველაფრისთვს უნდა იყო,რადგან არ იცი ცხოვრება რა სიურპრიზებს მოგიმზადებს დღეიდან და შემდეგში.ნელა-ნელა,ნაბიჯ-ნაბიჯ მიყევი შენს გრძნობებს და დაუკვირდი ყოველი ახალი მომდევნო დღე უკეთესია წინა დღესთან შედარებით.არ დაუშვა დაკარგო ის ადამიანი,ის ურთიერთობები რომელიც ცხოვრებამ გაჩუქა,გაპოვნინა.საკუთარი თავის გჯეროდეს ეს ყველაზე მთავარია,რადგან შენ შენს თავში უნდა გაერკვიო ჯერ და შემდეგ გააცნობიერებ რა გინდა,რას ითხოვ ცხოვრებისაგან.ამ ყველაფერს რომ გაარკვევ, შემდეგ თავისუფლად შეგიძლია აისრული შენი ოცნებებიც. -მადლობა დიანა შენ მე ძალიან დამეხმარე,ერთად დავწვეთ რა. -მე ვწრიალობ და ვერ მოისვენებ ანკა. -ამათ მინდა ჩავეხუტო,მინდა ვიგრძნო როგორ ფართხალობენ ღამე,გთხოვ რა. -კარგი დავწვეთ ერთად,თუ შეგაწუხო შეგიძლია გახვიდე შენს ოთახში.ჩაეხუტა პატარებს და ტკბილად დაეძინათ.გამთენიის ხანს იგრძნო რომ ვიღაც აღვიძებდა და გაეცინა,პატარებს გამოღვიძებოდათ და შიოდათ. -ღმერთო რა საოცრებები ხართ,საუკეთესო დილა გათენდა დღეს ჩემთვის.ყველაზე შესანიშნავი დღე მაქვს,სასწრაფოდ წამოდგა ისე როგორც დაქოქილი საათი და რამოდენიმე წუთში საუზმე მოამზადა,ლამაზად დააწყო სინზე და საძინებელში შეუტანა ჯერ კიდევ მძინარე დიანას რომელიც ფრთხილად გააღიძა და ღიმილიანი მზერით ანიშნა საუზმეზე. -რა ხდება,ანკა კარგად ხარ? -ძალიან,ძალიან კარგად ვარ.ვფიქრობ ის ადამიანი ვისთვისაც მართლა რაღაცას წარმოვადგენ,არასოდეს არ გამიყვანს იმ გზაზე,სადაც სამართებლის პირზე უნდა გავიარო და სადაც დიდი საფრთხე მელოდება.მე ვფიქრობ პირიქით,ნელა-ნელა მოვამზადებ უგემრიელეს კოქტეილს რომლის შესმის დროსაც ძალიან,ძალიან დავტკბები.თქვა და გამარჯვებულის იერით შეხედა დიანას რომელიც პირგამოტენილი ილუკმებოდა,მაგრამ მოუწონა მისი ჩანაფიქრი და გულიანი ღიმილით დააჯილდოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.