შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [23]


18-04-2018, 05:48
ავტორი მე♥
ნანახია 4 703

თავიდანვე იცოდა რომ ნინას თარაშთან დაახლოვების ინიციატივა ძალიან არასანდო იყო. ზუსტად იცოდა რომ დედამისი ამ გადაწყვეტილებას დაუფიქრებლად არ მიიღებდა და ისიც ზუსტად იცოდა რომ აუცილებლად ექნებოდა გეგმა “ბე” რომელსაც მისთვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტში გამოიყენებდა. მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ასეთ მცირე დროში როგორ მოახერხა თარაშზე ამდენი ინფორმაციის მოძიება, ყველაფერი დეტალურად გაარკვია და ახლა ამბის სისწორეში დარწმუნებული მზად არის რომ ეს ყველაფერი ლოლამაც გაიგოს.
როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს თარაშში ეჭვი არცერთი წამით არ შეპარვია, უბრალოდ ძალიან დიდი ინტერესი გაუჩნდა, რა შეიძლება ნინამ იცოდეს, თანაც ისეთი რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდეს.

-არ ვიცი რის თქმას აპირებ, მაგრამ ეს ყველაზე ცუდი სიტუაცია იყო ამისთვის!_გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა. _ვიცოდი რომ თარაშთან შეხვედრა უბრალოდ არ მოგინდებოდა, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტია.

-ლოლა, არ მომისმენ?_წარბებშეჭმუხულმა კითხა შვილს და მშვიდად მჯდარ მერლანს გადახედა.

-თუ ეს იმდენად მნიშვნელოვანია რომ მე უნდა ვიცოდე რატომ რამდენიმე საათის წინ არ მითხარი?

-იმიტომ, რომ შენს ამ რეაქციას ვერ ვნახავდი. _თვალი ჩაუკრა და ძარღვებ დაჭიმულ ილიას გადახედა. _ერთადერთხელ მკითხე რაზე ვსაუბრობდი. _ღიმილნარევი ხმით განაგრძო ნინამ. _არცერთი წამით არ შეგპარვია ეჭვი რომ შენ გვერდით მჯდარი მამაკაცი გატყუებს. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა ნინამ. _თქვენ რა მართლა გგონიათ რომ იმდენად უსუსრი და სულელი ქალი ვარ რომ საკუთარ შვილს იმ კაცთან ერთად მივაყენებ ტკივილს ვინც “ატყუებს”?_გაღიზანებულმა გადახედა შვილებს.

-ნინა, რას ლაპარაკობ... ვერაფერი ვერ გავიგე!_გონებარეულმა ხმამაღლა ჩაილაპარაკა და თარაშის უკან დადგა.

-არაფერიც არ ვიცი, პირიქით მთელი დღეა იმაზე ვფიქრობ რა კითხვები დავუსვა შენ შეყვარებულს რომ მასზე მაქსიმალური ინფორმაცია მოვიპოვო. უბრალოდ მინდოდა შენი გადაწყვეტილების სისწორეში დავრწმუნებულიყავი.

-ღმერთო ჩემო. _ნინას ქცევით გაკვირვებულმა ილომ ხმამაღლა ამოიხვნეშა და სახეზე ხელისგულები აიფარა. _ყველაფერს ველოდი, მაგრამ დედაჩემი თუ მსგავს რაღაცას გაითამაშებდა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი. _ბიჭმა მთელი სერიოზულობით ჩაილაპარაკა და ნინას დააკვირდა.

-თარაშ, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი მომხდარის გამო, მაგრამ უნდა დავრწუმებულიყავი რომ ლოლა გენდობა.

მერლანმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და მის გვერდით ჩამომჯდარ ფერებგადასულ ქირიას თითებზე თითები მოუჭირა.

-და რა გაიგე?! რაში დარწმუნდი?_გაღიზიანებულმა ხმამაღლა წამოიძახა.

-იმაში, რომ მსგავსი დაბრკოლებების დროს პირველი ყოველთვის მასთან გაარკვევ და წინასწარ დასვკვნებს არ გააკეთებ.

-მაგას ხომ ისედაც ვაკეთებდი, დედა. _ცინიკური მზერით შეჭმუხნა შუბლი და თავი გააქნია.

-მართალი ხარ... მინდოდა საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა რომ თარაშთან ურთიერთობას შენთვს ყველაზე ძვირფასი თვისებებისთვის ზიანი არ მიუყენებია. მინდოდა დავრწმუნებულიყავი რომ ზუსტად ისევ ისე აზროვნებ და აანალიზებ ყველაფერს როგორც ამას ადრე აკეთებდი.

-ცოტაც და მეც კი შემეპარებოდა ეჭვი.

ამ დროის განმავლობაში ჩუმად მჯდარმა მერლანმა სიცილნარევი ხმით ამოილაპარაკა და წყალი მოსვა. ლოლამ წარბებშეჭმუხნულმა გადახედა ყველას და ღრმად ამოისუნთქა. ძალიან ეცადა, მაგრამ ნინას საქციელს ახსნა მაინც ვერ მოუძებნა, მიუხედვად იმისა რომ ყველაფერი ნათელი იყო.

-ჩემი უცნაური და არასერიოზული საქციელით ორ რაღაცაში დავრწმუნდი. პირველი ისე რომ გამომეტყველება არ შეგცვლია და ჩემ სიტყვებს არ შეუშინებიხარ, მეორე კი... ლოლა ზუსტად ისეთია როგორიც აქამდე იყო!

-ნეტა ახლა ვიღაცა კარს შემოაღებდეს და მეტყოდეს რომ ჩვენი მეზობელი ზეინაბი მისი უკანონო შვილია და ეს ყველაფერი სერიალია. _სიცილნარევი ხმით აღმოხდა ილოს.

მთელი საღამო დაძაბული იჯდა და ყველაფერს დაკვირვებით ადევნებდა თვალს. თარაში და ნინა ძალიან მშვიდად, გაწონასწორებული ტონით საურბობდნენ ერთმანეთზე. ნინა კითხვების დასმისგან თავს არ იკავებდა, არც თარაში არიდებდა თავს, პირიქით მე მგონი ლოლას დედასთან უფრო ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს ვიდრე ლოლასთან, ან უბრალოდ ქირიას ეჩვენება.

ვერ იტყვის რომ კარგი მეგობრები გახდნენ, ვერც იმას იტყვის რომ ნინას გონებაში რაიმე შეიცვალა, მაგრამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მათი ერთად ყოფნა საფრთხეს არ წარმოადგენს, ამიტომაც თავისუფლად შეუძლია სამზარეულოში გავიდეს.

***
-თარაშ, როგორ ფიქრობ რამდენად მყარია თქვენი ურთიერთობა იმისათვის რომ ამხელა მანძილს გაუძლოს?_ხმადაბლა იკითხა ნინამ და მამაკაცს ინტერესით მიაჩერდა.

-ვფიქრობ რომ გაუძლებს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე სხვა გზა არ აქვს. არ მინდა ლოლამ რაიმეზე უარი თქვას და საქართველოში ჩამოვიდეს, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, ზუსტად ისე როგორც თქვენ. თუ საჭირო გახდა მე წავალ მასთან, ან ის ჩამოვა. ამას დრო გვიჩვენებს.

მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და მის გვერდით მჯდარ ქირიას კმაყოფილმა გადახედა. გოგონა გაბადრული უღიმოდა მამაკაცს და დედამისისკენ ნიშნისმოგებით აპარებდა თვალს. თითქოს ამ შეხვედრით ძალიან ბევრი რამ დაუმტკიცა, მიახვედრა რომ ის რაზეც ნინა ღელავს და დროს კარგავს საერთოდ არ არის საგანგაშო. კიდევ ერთხელ დაუმტკიცა რომ არასწორ გადაწყვეტილებას ასეთი კატეგორიული არ მიიღებდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ მისი ცხოვრება მხოლოდ მისი პირადია.
ნინამ წარბწეულმა გადახედა წყვილს და ფეხზე წამოდგა.

-დესერტს ხომ ყველა მიირთმევს? შოკოლადის ნამცხვარია, ჩემი დედამთილის რეცეპტით.

-აუცილებლად. _ღიმილნარევი ხმით დაუკრა თავი თარაშმა.

-თქვენი არ ვიცი, მაგრამ აქედან რომ ავდგები ზუსტად ვიცი რომ პირველი სააბაზანოში შევალ... ოფლში ვცურავ. _სიცილით ამოილაპარაკა ილომ და ნერვიულობის დროს “ოფლით” დაცვარულ შუბლზე თითები არტისტულად გადაისვა.

-სულაც არ არის საშიში ქალი ქალბატონი ნინა, მეტიც ვფიქრობ რომ ძალიან დავახლოვდებით. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და სამზარეულოს კარგს გვერდულად გახედა.

-ეგ არ გაგიგოს თორემ მთელი ცხოვრება ჩემი შეყვარებული სტატუსი გექნება, არანაირი ქმარი! _მუქარის ტონით ჩაიჩურჩულა ლოლამ და ფეხზე წამოდგა. _დედას დავეხმარები. ყავას ხომ დალევ?_მერლანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _შენ ვიცი!_პირდაღებულ ილოს სიტყვის თქმის საშუალებაც არ მისცა.

***
-კიდევ როდის გნახავ?_თარაშის მანქანაში მოკალათებულმა ხმადაბლა ამოიკვნესა და მამაკაცს გადახედა.

-არ ვიცი, ვეცდები რომ მალე ჩამოვიდე.

თითებით სახეზე მოეფერა, მისკენ გადაიხარა და ცხვირის წვერზე მსუბუქად აკოცა. ლოლამ თვალები დახუჭა და გატრუნულმა თავი ოდნავ უკან დასწია. ადრე თუ მარტო ოჯახის წევრების დატოვება აგდებდა დეპრესიაში ახლა ამ ყველაფერს საყვარელი მამაკაციც დაემატა. თანაც ბოლო პერიოდში ისე მიეჯაჭვა, თარაშის მოულოდნელმა ვიზიტმა საერთოდ მასზე დამოკიდებული გახადა. მისთვის ორმაგად რთულია თავად დატოვოს ყველაფერი და წავიდეს.

-წეღან ვფიქრობდი და ცოტა არ იყოს შემეშინდა. _მორიდებით ჩაიჩურჩულა და გზას გახედა. თარაშმა გაკვირვებულმა ასწია ცალი წარბი. _შემეშინდა რომ ძალიან მომენატრები. ვიცი რა ცუდი გრძნობაა როდესაც ვიღაც გენატრება და გვერდით არ გყავს. როდესაც გინდა ჩაეხუტო, მისი სურნელი იგრძნო, მოეფერო, ესაუბრო და ამ ყველაფერს ვერ ახერხებ. ასე მგონია რომ ვიგუდები, ძალიან მჭიდრო ყელიანი სვიტერი მაცვია და საშუალებას არ მაძლევს თავისუფლად ვისუნთქო, მერე მუცელში არარსებული ძაფები იხლართება და ყელში უზარმაზარი ბურთულა მეჩხირება. _დაწვრილებული ხმით საუბრობდა და თან აწითლებულ თვალებს აფახუნებდა, ეშინოდა რომ ცრემლი წასკდებოდა და თარაშის წინ ამდენი წლის ნაგროვებ მონატრებას ამოასხამდა. _ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე ოჯახის წევრებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება. მათი მონატრება ძალიან პატარამ ვისწავლე, ვფიქრობდი რომ ამ ყველაფერს ვახერხებდი, მაგრამ ჭკუა რომ მომემატა მივხვდი როგორი რთულია გვერდით საყვარელი ადამიანები რომ არ გყავს. როგორი რთულია მათ დაბადების დღეს მარტო რომ აღნიშნავ, როგორი ძნელი და მტკივნეულია დედასთან საუბარი რომ გინდა და ვერ ახერხებ. ამ ყველაფერზე ხმამაღლა პირველად ვსაუბრობ, თანაც შენთან კაცთან რომელიც ზუსტად ისე უნდა დავტოვო როგორც ჩემებს ვტოვებ ხოლმე. ზუსტად ისე უნდა მომენატრო როგორც ყველა, ან უფრო მძაფრად.

-ლოლა! ლოლა! _ანერვიულებულს თითებზე თითები მთელი ძალით მოუჭირა და თავისკენ მიიზდა. ქირიამ სწრაფად შეცვალა სახის გამომეტყველება და აწითლებული თვალები თარაშს მიაპყრო. _ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ამ ხასიათს მარტო ჩემთან ავლენ. არ გაბედო და მსგავსი რამ საკუთარ თავთან არ გააკეთო! გასაგებია?_ცივი, კატეგორიული ტონით მოსთხოვა მერლანმა და თვალებში ჩააჩერდა. ლოლამ თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად დაუქნია და თვალები დახუჭა. _შენგან შორს ყოფნა ჩემთვისაც ძალიან რთულია, მაგრამ იფიქრე იმაზე რომ ახლა ასეა საჭირო. თუ მოვინდომებთ ამას შევცვლით, უბრალოდ დრო გვჭირდება. არ მინდა ასეთ მდგომარეობაში გაგიშვა და ვიცოდე რომ გამუდმებით ნერვიულობ. არ მინდა!

ლოლამ ორივე ხელი მთელი ძალით მოხვია და მამაკაცის სხეულს მიეწება. ეს ის მდგომარეობაა როდესაც ყველაფერი ავიწყდება და უბრალოდ ისვენებს.

-მართალია ამაზე ფიქრი და საუბარი ძალიან ადრეა, მაგრამ... _თვალები ეშმაკურად მომღიმარმა გაახილა და მამაკაცს მიაჩერდა. _რამდენი შვილი გინდა?_ხმადაბლა ჩაიჩურჩულა კითხვა და ქვედა ტუჩი მოიკვნიტა.

-არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. _სწრაფი პასუხი გასცა თარაშმა.

-როგორ?! წარმოდგენაც კი არ გაქვს რამდენი შვილი შეიძლება გინდოდეს?_დაბნეულმა ამოილუღლუღა. როგორც წესი თეორიულად ყველამ იცის რამდენი შვილისთვის არის მზად, ან უბრალოდ სურს რომ ჰყავდეს. მერლანმა უარყოფითი პასუხის ნიშნად თავი გააქნია და ცალი წარბი შეათამაშა. _უცნაურია... არც ის იცი გოგო გინდა თუ ბიჭი?

-არა, ამაზე არ ვფიქრობ ხოლმე. _მერლანის ცივი პასუხები უკვე მის ნერვებზე მოქმედებდა. მართალია ლოლას არანაირი გეგმა არ აქვს, თუმცა ზუსტად იცის რომ თუ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მას სურს წლების შემდეგ მერლანისგან 3 შვილი ეყოლება, ორი გოგო და ერთი ბიჭი.

-მე რატომ არ მეკითხები?_აღრენილმა ჩაილაპარაკა და თვალები დააკვესა.

-ლოლა._წარბები შეჭმხუნა თარაშმა. ქირიამ თვალებდაკვესებულმა ნიკაპი მთელი ძალით დაჭიმა და მამაკაცს მტრულად მიაჩერდა._კარგი...რამდენი შვილი გინდა რომ გყავდეს?_ცინიკურად მომღიმარმა იკითხა.

-არა, ეგრე არა! მინდა რომ ეს კითხვა გულიდან მოდიოდეს.

-ლოლა, ნუ მაფიქრებინებ რომ ორსულად ხარ და შენი ხასიათის ასეთი რადიკალური ცვლა ამის ბრალია. _წარბებშეჭმხუნულმა გადახედა ქირიას.

-და რომ ვიყო გეწყინება?_ინსტიქტურად დასვა კითხვა და მის პასუხს გულაჩქარებული დაელოდა.

-არ მეწყინება, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ არც ისე გამიხარდება როგორც რამდენიმე წლის შემდეგ. ახლა ამისთვის მზად არ ხარ, არანაირი სურვილი არ მაქვს შენი გეგმები რაიმემ შეცვალოს. ამ ეტაპზე ბავშვისთვის არცერთი ვართ მზად! თანაც მინდა რომ შენთან უფრო მეტი დრო გავატარო, უფრო ბევრი მოგონება დავაგროვო და დიდი გამოცდილება მივიღოთ. ყველანაირი “ჩარჩოს” გარეშე, მარტო მე და შენ რომ ვიყოთ ისე!

მამაკაცის სიტყვების მოსმენით ნასიამოვნებმა კისერი მოიღერა და თავაწეული გადაიხარა მისკენ. ლოყაზე ძალიან მაგრად მიაწება ტუჩები და გულამოვარდნილმა აკოცა.

-წავედი, თორემ ნინა დამახრჩობს. _სიცილით ჩაილაპარაკა და კორპუსს ახედა. _მისაღებში, სამზარეულოში და ნინას საძინებელში შუქებია, მელოდება და თან ძალიან გულმოსული ჩემზე ცოფებს ყრის.

-ხვალ რომელ საათზე გამოგიარო?

-რაც შეიძლება ადრე, შენთან ერთად ყოფნა რომ გავიხანგრძლივო._ვნებამორეულმა ჩაიჩურჩულა, ორივე ხელი კისერზე მოხვია და მამაკაცის ბაგეებს წაეტანა.

***
3 კვირის შემდეგ:

-ლოლა, შენთან საუბარი მინდა.

-გისმენთ.

-ვიცი რომ ბოლო პერიოდში ჩვენი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ამას ხელი მე შევუწყე, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. _მორიდებით ჩაილაპარაკა და ლოლას წინ სავარძელში მოკალათდა.

-სიმართლე გითხრათ ახლა რასაც მეუბნებით უნდობლობას იწვევს ჩემში. _დაეჭვებულმა შეათვალიერა უფროსი.

-არა, არანაირი გეგმა არ მაქვს შენ წინააღმდეგ..._სიცილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და თავი გააქნია. _ უფრო სწორად აღარ მაქვს, მინდა რომ სამსახურში დარჩე და კონტრაქტი გაახანგრძლივო. _გამომეტყველება შეეცვალა კაცს. ლოლამ გაოგნებულმა დაქაჩა თვალები და ტუჩები უნდობლად გააწკლაპუნა.

-მე არ მინდა კონტრაქტის გახანგრძლივება.

ყოველგვარი ფიქრის გარეშე თქვა ის რასაც გრძნობდა. ზუსტად იცის რომ აქ, ამ შენობაში საკუთარი თავი ამოწურა და დროა რომ სხვაგან მოსინჯოს ძალები. უფროსთან კონფლიქტი რომ არა შესაძლოა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაფიქრებულიყო, მაგრამ ამ ყველაფერმა მიახვედრა რომ დროა ამ ადგილის ტკეპნას მორჩეს და კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგას განვითარებისკენ.

-რას ამბობ?! _სიცილით წამოიძახა კაცმა.

-დიახ, მე აღარ მინდა კონტრაქტზე ხელის მოწერა. გადავწყვიტე რომ წავიდე.

-ლოლა, ხვდები რომ ეს შენთვის ძალიან დიდი დანაკარგი იქნება?

-რატომ? დავიჯერო სხვა, უფრო უკეთესი ტელევიზიები არ არსებობს? ძალიან გთხოვ ჩემზე ნუ იღელვებ, უბრალოდ ახალი პროდიუსერი მოძებნე. _მშვიდი გამომეტყველებით ჩაილპარაკა და საქმე განაგრძო.

დიეგო ძარღვებდაჭიმული წამოდგა ფეხზე და ყბების თამაშით დააკვირდა ლოლას, მერე კი ჩქარი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ.

-როგორც გინდა, მაგრამ იცოდე რომ ჩვენ გვჭირდები.

-საინტერესოა რამდენიმე კვირის წინ მაგაზე რატომ არ ფიქრობდი. _სისინით ახედა და თვალი გაუსწორა.

-შევცდი.

-სამწუხაროა.

***

-დღეს გასაუბრებაზე ვიყავი. მე მგონი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მართალია საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ. უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა მეჩვენებინა, თუმცა დავიბენი.

-დარწმუნებული ვარ რომ შეძლებდი. _ლოლას ქმედებით კმაყოფილს მერლანს ხმაში ღიმილი შეერია.

-თუ ეს საქმე გამოვიდა ახალი სეზონი სექტემბრიდან იწყება, მე კი შესაძლებლობა მექნება ივნისის დასაწყისში მანდ ვიყო.

-მოფიქრე სად გინდა დასვენება?

-რა თქმა უნდა. სადმე ტყეში მარტო მე და შენ რომ ვიყოთ, გარშემო არავინ არ უნდა ჭაჭანებდეს! _კატეგორიული ტონით მოითხოვა ქირიამ.

-კარგი, მოვძებნი რაიმეს. _ხვნეშით ჩაილაპარაკა თარაშმა.

უკვე ოთხი კვირაა მასზე მონატრებას მის ხმის გაგონებით იცხრობს. მართალი აღმოჩნდა, რაც უფრო მეტ დროს ატარებს მერლანთან უფრო დამოკიდებული ხდება მასზე. ზოგჯერ გონია რომ მამაკაცზე უგონოდ არის შეყვარებული, მერე ამ უცნაურ ფიქრებს თავის ქიცინით იშორებს და ცდილობს რომ ის რასაც გრძნობს სიყვარულის სახელით აღარ მოხსენიოს. უბრალოდ თარაშის მიმართ ძალიან ძლიერი გრძნობებით არის შეპრყობილი ეს არის და ეს, თორემ წარმოდგენა არ აქვს როგორია სიყვარული... მეტიც ეს სიტყვა ძალიან აშინებს!


***

-მაგ შენ შეყვარებულს თვალებზე პრობლემა აქვს?_გამარჯობის თქმაც არ დააცადა ისე ჩაჰკივლა ტელეფონში ნინამ.

-რატომ, რა მოხდა?_დაბნეულმა ძლივს ამოილუღლუღა.

-დღეს დავინახე და არ მომესალმა.

-დაინახე თუ დაგინახა და არ მოგესალმა?_სიცილნარევი ხმით იკითხა ლოლამ.

-მარტო მე დავინახე, მაგრამ მე მგონი თვითონაც შემნიშნა.

-კარგი, რომ დავურეკავ გადავცემ რომ ნაწყენი ხარ, მერე ამოვა და მოგიბოდიშებს.

-არ მინდა! _სწრაფად წამოიძახა ნინამ._იყოს სადაც არის!

დედის ქცევით გახალისებულმა ხმამაღალი სიცილი ვერ შეიკავა და რამდენჯერმე გულიანად გადაიკისკისა.

-როგორ ხარ? ახალ სამსახურზე გაარკვიე რაიმე?_მთავარ თემას დაუბრუნდა ნინა.

-კი, გასაუბრებაზე რომ ვიყავი ხომ იცი... გუშინ დამირეკეს და მითხრეს რომ მეორე ტური დამინიშნეს. _აღტაცებულმა ჩაილაპარაკა და საკუთარ თავს გაუღიმა.

-ჩემი ჭკვიანი შვილი ხარ. ძალიან ვამაყობ შენით, იმედია ყველაფერი ისე იქნება როგორც შენ გინდა.

ნინას სიტყვების მოსმენისას დაბნეულმა სახეზე მიმიკები ვერ დაიმორჩილა და ყველა კუნთქი სადღაც გაექცა. ცხოვრებაში პირველად მოისმინა დედისგან მსგავსი შინაარსის კომპლიმენტი. არასოდეს არ შეუფასებია ლოლას მონდომება და მიღწევები ასე, არასოდეს არ გამოუხატავს ის რომ მისით ამაყობს და ახლა ასე ერთიანად ეუბნება ამას.
ნინა არ მიეკუთვნება იმ დედების რიცხვს შვილებით ყოველთვის კმაყოფილი რომ არის, პირიქით ყოველთვის აძაგებს და ცდილობს რომ მათი მინუსები იპოვოს რომ გამოსწორებისკენ მიუთითოს. თუმცა არც ისეთი დედა არ არის მისმა ქცევებმა სტიმული რომ დაგაკარგინოს, პირიქით ძალიან კარგი მოტივატორია. მისი ერთი სიტყვა შვილებისთვის ძალიან დიდი ძალაა.

-ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, დე. _აცრემლებულმა ჩაიჩურჩულა და ცხვირზე თითები მსუბუქად მოიჭირა.

***
სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა გასასვლელისკენ და აჩქარებულ გულზე ცალ ხელს მთელი ძალით იჭერდა. დაბნეული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, მიუხედავად იმისა რომ თეთრი, ოდნავ გამჭვირვალე კარი ჯერ კიდევ დაკეტილი იყო. რამდენიმე თვე მისი შეხების, სურნელის და ჩახუტების გარეშე. ვერ ხვდებოდა როგორი რეაცია უნდა ჰქონოდა თარაშის დახვისას, უბრალოდ მისულიყო და მთელი ძალით მოხვეოდა თუ დისტანცია დაეჭირა.

-ლოლა, დამშვიდდი და შინაგან ხმას მოუსმინე. მან შენზე უკეთ იცის!_ჩურჩულით გაამხნევა საკუთარი თავი და გარეთ გავიდა.

აღელვებულმა მოავლო ერთმანეთში არეულ ხალხს თვალი და მისთვის სასურველი სახის ძებნა დაიწყო. დიდი დრო არ დაჭირვებია მალევე იპოვა და ბედნიერი მისკენ წავიდა. მერლანმა გვერდული ღიმილით ჩაუკრა თვალი და ცალი ხელი წელზე მოხვია. მთელი ძალით მიიკრა სხეულზე და ცივი ტუჩები საფეთქელზე მიადო.

-მომენატრე!_ხმადაბლა ამოილუღლუღა ლოლამ და ორივე ხელი მაგრად მოხვია.

-იმედია ნინასთა უკვე გაარკვიე. _მის ყურთან დაიჩურჩულა მერლანმა.

-რა?_დაბნეულმა იკითხა და სახე მაღლა ასწია.

-ის რომ აუცილებლად ჩემთან უნდა იცხოვრო!_კატეგორიული ტონით მოითხოვა მერლანმა.

-თარაშ. _ანერვიულებულს ტუჩები აუთრთოლდა. _მე... მე ამაზე არ მიფიქრია. _სიტყვებს თავი ძლივს მოუყარა.

-დამშვიდდი, რამდენიმე დღე გაქვს. _ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა და თვალი ჩაუკრა.

-რა საძაგელი ხარ, გამისკდა გული. _მკერდზე გაშლილი ხელი მიარტყა და ხმამაღლა გაიცინა.

-არა, არ გეხუმრები! მე მართლა მინდა რომ ჩემთან იცხოვრო!

.......................
უ'ღრმესზე უ'ღრმესი ბოდიში ყველას!
ამ ისტორიაზე იმდენი ბოდიში მოვიხადე 6 წელი რომ არ დამსიზმრებია... მაგრამ რა ვქნა, მოუცლელი და ზედმეტად საქმიანო გოგო გავხდი ამ ბოლო დროს... ბოლო პერიოდში ბევრი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში და ძალიან დატივრთული გრაფიკი მაქვს. თუმცა იმედია რომ ისტორია დიდხანს აღარ გამეწელება და მალე დავასრულებ. თქვენ კი, ძალიან დიდი მადლობა ნდობისთვის და ყველა იმ სიტყვისთვის რომელიც ჩემთვის გემეტებათ. <3 ძალიან თბილები და ტკბილები ხართ <3
მიყვარხართ! <3

პ.ს თავის სიმცირე მომიტევეთ, სხვანაირად ვერ მოვახერხე...
პ.ს.ს ნახევარი თვე ამას წერდიო? ვინც მკითხავს. არა, სამწუხაროდ ვერ ვწერდი და როცა მოვახერხე ეს გამოვიდა. <3



№1 სტუმარი სტუმარი ნატა

საბოდიშო ნამდვილად გაქვს იმდენი ხნით გაქრი, მაგრამ ისეთი კარგი თავი იყო, რომ გეპატიება. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ვგიჟდები შენს ისტორიებზე, წარმატებები და ძალიან არ დააგვიანო რა.

 


№2  offline წევრი მალუ

ვიცით რა რთული პერიოდი გაქვს და წერას რომ ვეღარ ახერხებ
მითუმეტეს უპასუხისმგებლოდ არ იქცევი არ მახსოვს ერთი წერილი კომენტარი უპასუხოდ დაგეტოვებინოს და ისეც სულ ცდილობ რომ ის ცოტაოდენი თავისუფალი დრო წერას დაუთმო
და არ ვთვლი საჭიროდ წამადაუწუმ მე ვიკითხო რატომ გაგვიანდება და შენ სულ ბოდიშები იხადო არ უბდა იყოს ეს ასე
ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს შენი ისტორიების კითხვა და პირიქით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის

იცი ხანდახან გულის სიღრმეში მაინც მგონია რომ წასვლა რომ გადაწყვიტე ჩვენი ბრალია იმიტო ხანდხან უაზრობაში გადაგვდის
რატო არ დებ?
როდის დადებ? და ა.შ ესეც ხომ მოსაბეზრებელია
მცალია? ვწერ და სიამოვნებას ვიღებ ეს ხომ ვალდებულება არაა
მეც ვწერ ჩანახატებს,ხანდახან ისტორიებსაც მაგრამ გამოქვეყნების ისე მეშინია ...
მეშინია რომ დროთა განმავლობში ვალდებულს გამხდიან ვწერო და გული არ ვატკინო მათ ვისაც ჩემი ნაწერი მოეწონება.
არადა როგორ ველოდებოდი "კაცი გამოძახებით " :D

ახლა ნინას დავუბრუნდე ისე მეშინოდა ახლა რა გაიგო ან გიგა აბზიანზე კიდე რახდება თქო ამან რეაქცია მაინტერესებდაო ???????? ძალიან კარგი თავი იყო ვიცი მე ისეთ გამოსავალს მოუძებნი თარაშს ან ლოლას რო ერთ ქვეყანაში შეძლებენ ცხოვრებას სულ მალე

პ.ს ლოდინად ნამდვილად ღირდა ! ♡♡♡

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Chemo alubalo shesanishnavi gogo rom xar gitxari ukve, araa sachiro amdeni bodishebi, shen atyobinebdi mkitxvels rom daagviandeboda da araa es gamagizianebeli, aq zogierrti samjer icyebs ertidaigive isttorias da mere miatovebenn, shen zalian mocesrigebuli avtori xar, rac sheexeba kafandras, she eshmakunaaa, ai rogor gadacyvote yvelaferi, meki vjavrobdi armoxdes skandali tqo, zalian momeconaaa, carmatebebiii, zalian damcydeba guli amyvelafris garesheee

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Chemi tkbili gogo rogor gamaxare.rogor velodi.zaluan kargi iko shemdegs davelodebi .roca AR unda iyos.ara taradhs gamarjoba mainc unda etkva:)

 


№5 წევრი tatuli)

rogor gelodebodi dgeshi milionjer vamocmebdi da dges tvalebs arc vujerebdi :D sascauli xar <3

 


№6  offline წევრი miyvarxar1992

Shen xar chemi gaxareba,gamabedniere qalbatonoo.sheni gamochena maxarebs.chemi ishviatoba xar chemeburii.rac sheexeba istorias lamis gamaputine is ninaa.tumca mere vixalise.tbili,gijuri da siyvarulit savse istoriaa shensavit.miyvarxar tasikoo

 


№7  offline წევრი Lindemann

რა სკაფანდრა კაიფობ? ;დდდდ
--------------------
Aus den Augen, aus dem Sinn.

 


№8  offline მოდერი მე♥

სტუმარი ნატა
საბოდიშო ნამდვილად გაქვს იმდენი ხნით გაქრი, მაგრამ ისეთი კარგი თავი იყო, რომ გეპატიება. ძალიან მაგარი გოგო ხარ, ვგიჟდები შენს ისტორიებზე, წარმატებები და ძალიან არ დააგვიანო რა.

ძალიან დიდი მადლობა, მიხარია რომ მოგეწონა... ვეცდები რომ აღარ დავაგვიანო. <3
მალუ
ვიცით რა რთული პერიოდი გაქვს და წერას რომ ვეღარ ახერხებ
მითუმეტეს უპასუხისმგებლოდ არ იქცევი არ მახსოვს ერთი წერილი კომენტარი უპასუხოდ დაგეტოვებინოს და ისეც სულ ცდილობ რომ ის ცოტაოდენი თავისუფალი დრო წერას დაუთმო
და არ ვთვლი საჭიროდ წამადაუწუმ მე ვიკითხო რატომ გაგვიანდება და შენ სულ ბოდიშები იხადო არ უბდა იყოს ეს ასე
ძალიან მიყვარხარ და ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს შენი ისტორიების კითხვა და პირიქით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის

იცი ხანდახან გულის სიღრმეში მაინც მგონია რომ წასვლა რომ გადაწყვიტე ჩვენი ბრალია იმიტო ხანდხან უაზრობაში გადაგვდის
რატო არ დებ?
როდის დადებ? და ა.შ ესეც ხომ მოსაბეზრებელია
მცალია? ვწერ და სიამოვნებას ვიღებ ეს ხომ ვალდებულება არაა
მეც ვწერ ჩანახატებს,ხანდახან ისტორიებსაც მაგრამ გამოქვეყნების ისე მეშინია ...
მეშინია რომ დროთა განმავლობში ვალდებულს გამხდიან ვწერო და გული არ ვატკინო მათ ვისაც ჩემი ნაწერი მოეწონება.
არადა როგორ ველოდებოდი "კაცი გამოძახებით " :D

ახლა ნინას დავუბრუნდე ისე მეშინოდა ახლა რა გაიგო ან გიგა აბზიანზე კიდე რახდება თქო ამან რეაქცია მაინტერესებდაო ???????? ძალიან კარგი თავი იყო ვიცი მე ისეთ გამოსავალს მოუძებნი თარაშს ან ლოლას რო ერთ ქვეყანაში შეძლებენ ცხოვრებას სულ მალე

პ.ს ლოდინად ნამდვილად ღირდა ! ♡♡♡

ჩემო საყვარელო და კარგო გოგო, პირველ რიგში უღრმესი მადლობა რომ კითხულობ და შენ აზრს მიზიარებ... ძალიან მახარებ <3 დაგვიანებას საერთოდ არ ვარ მიჩვეული, ჩემი მკითხველიც არ არის ამას მიჩვეული... უბრალოდ ამ ისტორიაზე მართლა ძალიან ამერია მონასტერი და ყველაფერ თავდაყირა დადგა, იმედია გამოსწორდება და ბოლო რამდენიმე თავს მაინც დავდებ ისე როგორც ადრე ვდებდი. <3
რაც შეეხება ჩემ წასვლას, სამწუხაროდ ეს დროის ფაქტორმა განაპირობა, ისე მღლის სამსახური რომ ისტორიის წერაც კი ვეღარ მშველის და არ მინდა რომ ამას ძალდატანებით ვაკეთებდე. <3
მკითხველი რომელიც რაღაცაში მავალდებულებს, ჩემთვის მკითხველი არ არის! <3 შეიძლება თქვენი უკმაყოფილო დამოკიდებულება გავიგო, მაგრამ მკითხველი რომელიც პატივს არ სცემს ჩემს განრიგს და დამოკიდებულებას მკითხველი არ არის... ასე რომ დამიჯერე არავის გამო არ ვანებებ წერას თავს. <3
ძალიან კარგი ხარ! <3
Qeti qimucadze
Chemo alubalo shesanishnavi gogo rom xar gitxari ukve, araa sachiro amdeni bodishebi, shen atyobinebdi mkitxvels rom daagviandeboda da araa es gamagizianebeli, aq zogierrti samjer icyebs ertidaigive isttorias da mere miatovebenn, shen zalian mocesrigebuli avtori xar, rac sheexeba kafandras, she eshmakunaaa, ai rogor gadacyvote yvelaferi, meki vjavrobdi armoxdes skandali tqo, zalian momeconaaa, carmatebebiii, zalian damcydeba guli amyvelafris garesheee

არ ვიცი ვინ რამდენჯერ რას აკეთებს, მაგრამ მე მართლა ძალიან მრცხვენია თქვენი. ასე და ამდენხანს რომ გალოდინებთ ხოლმე... უღრმესი მადლობა გაგებისთვის <3
ძალიან მიხარია თუ მოულოდნელი თავი იყო შენთვის... ე.ი. არ ვარ ადვილად ამოსაცნობი ავტორი :დდდ უღრმესი მადლობა, ჩემო ტკბილო <3
Shorena kiladze
Chemi tkbili gogo rogor gamaxare.rogor velodi.zaluan kargi iko shemdegs davelodebi .roca AR unda iyos.ara taradhs gamarjoba mainc unda etkva:)

როგორ მიხარია რომ გაგახარე და მელოდებოდი, უღრმესი მადლობა... არა, თარაშს არ დაუნახავს ნინა თორემ აუცილებლად მივიდოდა და მოიკითხავდა. მარტო ნინამ დაინახა. <3
tatuli)
rogor gelodebodi dgeshi milionjer vamocmebdi da dges tvalebs arc vujerebdi :D sascauli xar <3

ღმერთო ჩემო, როგორ მრცხვენია. :(((( დიდი მადლობა რომ მელოდებოდი... <3 ძალიან ბედნიერი ვარ <3
miyvarxar1992
Shen xar chemi gaxareba,gamabedniere qalbatonoo.sheni gamochena maxarebs.chemi ishviatoba xar chemeburii.rac sheexeba istorias lamis gamaputine is ninaa.tumca mere vixalise.tbili,gijuri da siyvarulit savse istoriaa shensavit.miyvarxar tasikoo

ჩემი ბედნირება ხარ შენ! როგორი კარგი და როგორი ლაღი ხარ, უღრმესი მადლობა <3 ნინას გაპუტვა ცუდი იდეა არაა, მაგრამ მე მგონი მოვიდა გონს და აღარ ღირს. <დდდ <3
Lindemann
რა სკაფანდრა კაიფობ? ;დდდდ

ს'კაფანდრა არა, რაა. :დდდ კ ა ფ ა ნ დ რ ა ! არც კაფანდარა და არც სკაფანდრა! <3
--------------------
ა.ა

 


№9  offline წევრი ქეთიtaisia

როგორ მომენატრეთ შენც და შენი ისტორიაც იციი??
ნამდვილად ღირდა ლოდინად????❤
რაც შეიძლება მალე ველი შემდეგ თავს❤
თავების სიმცირე გეპატიება... მთავარია შინაარსი ჰქონდეს საინტერესო და დიდია თუ პატარა თავი არააქ მნიშვნელობა❤ ძალიან მომეწონააა❤❤❤
ველი შემდეგსს❤❤❤ მსუყე და გემრიელსსს????❤❤❤
მიყვარხარ მე შენ!❤ წარმატებები❤

 


№10  offline მოდერი მე♥

ქეთიtaisia
როგორ მომენატრეთ შენც და შენი ისტორიაც იციი??
ნამდვილად ღირდა ლოდინად????❤
რაც შეიძლება მალე ველი შემდეგ თავს❤
თავების სიმცირე გეპატიება... მთავარია შინაარსი ჰქონდეს საინტერესო და დიდია თუ პატარა თავი არააქ მნიშვნელობა❤ ძალიან მომეწონააა❤❤❤
ველი შემდეგსს❤❤❤ მსუყე და გემრიელსსს????❤❤❤
მიყვარხარ მე შენ!❤ წარმატებები❤

საყვარელო <3 უ'ღრმესი მადლობა, ძალიან გამახარე. <3 დიდი იმედი მაქვს რომ ახალი თავი მალე იქნება <3 ყველანაირად ვეცდები <3
--------------------
ა.ა

 


№11 სტუმარი სტუმარი lia

ღირდა დაგვიანებად,სიცოცხლე ხარ.❤❤❤

 


№12  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

კაიი იყოო ძალიან ნიჭიერი რატპმმ აგვიანდება ასეე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent